ქურდი იაგუნდისფერი თვალებით (10)
-რას აკეთებ,გადაირიე? _აღმომხდა გაოცებულს,როცა გაბრიელის მკლავებისგან თავი დავიხსენი. -მაპატიე,ვერ შევიკავე თავი. _მითხრა ღიმილით. -გვერდით ოთახში რამდენი ხალხია,ვინმე რომ შემოსულიყო? _გავბრაზდი და ხელიდან დავუსხლტი. -კარგი,კარგი.. _გაეცინა და ხელი ისევ გადამხვია. _წამოდი,გავიდეთ,თორემ გიგა და ლევანი მალ შეამჩნევენ ჩვენს იქ არ ყოფნას და ბანერებით შემოგვივარდებიან მალე. როგორც კი ოთახში დავბრუნდით,ბიჭები მაშინვე ოვაციებით მოგვეგებნენ. დემეტრე და თორნიკე ღიმილით მიყურებდნენ. ნერვები მომეშალა და ხელში ტასია ავიყვანე. ისე მომნატრებოდა მისი ბუთქუნა ლოყები,კინაღამ შემომეჭამა. თორნიკე მომიახლოვდა და ყურში მიჩურჩულა. -ვინაა ეს პაწია? _ღიმილით იკითხა და ლოყებზე წაეთამაშა. -ელენეს შვილია. სახე შეეცვალა მომენტალურად და შეშფოთებით იკითხა. -გათხოვილია? -გაშორდა ქმარს,მანამდე იყო. _გამეცინა და ტასოს ლოყებს ისევ წავეტანე. -უუფ,კიდევ კარგი. _ქურხულმა შვებით ამოისუნთქა. -რას ნიშნავს ახლა ეს? _ვკითხე გაკვირვებულმა. -არა,არაფერი. ავიყვან რა! _ტასოზე მიმანიშნა. -აიყვანე,მაგრამ არამგონია ასე ადვილად შეგეჩვიოს. ქურხულმა როგორც კი ბავშვი აიყვანა,მაშინვე გაინაბა ტასია და მოზრდილ წვერზე დაუწყო თამაში. -რაო,ადვილად არ შეგეჩვევაო? _მკითხა ნიშნის მოგებით და ტასიასთან თამაში გააგრძელა. სუფრასთან დავსხედით. თორნიკეს ბავშვი ხელში ეჭირა,მწვანილითა და კიტრით სასაცილო სახეებს აკეთებდა და მასთან ერთად გულიანად იცინოდა. ბიჭები გაოცებულები უყურებდნენ. -თორნიკე,მანქანაში ახალთახალი სათამაშო მაქვს,ტასიასთვის უნდა მეჩუქებინა,მაგრამ შენ მოგცემ თუ გინდა,მადლია ძმაო! _გადაიხარხარა სანდრომ და მანქანის გასაღები დაატრიალა ხელში. -გაგასათამაშოებ ახლა მე შენ,უყურე ამას! _მოჩვენებითი სიბრაზით თქვა ქურხულა,ტასო ხელში შეათამაშა და უთხრა. _გაიგე ტასო,დაგვცინიან.. ელენე და გაბრიელი ღიმილით უყურებდნენ ამ ყველაფერს. მერე ელენე თორნიკესთან მივიდა. -მომეცი,გამოგართმევ,თორემ დაგღლიდა,მთელი საღამოა უკვე ხელში გიჭირავს. _უთხრა ლაღი ღიმილით და ტასიასკენ გაიწია. თორნიკემაც ადვილად დაუთმო მომღიმარი ბავშვი და თვითონ გვერდით მომიჯდა. თვალები უბრწყინავდა ქურხულს,მაგრამ არაფერი მიკითხავს მისთვის. არ მინდოდა ამეფორიაქებინა,ან უფრო დამებნია ჩემი უაზრო კითხვებით. იმ საღამოს ძალიან გავერთეთ. ტასომ რომ დაიძინა,დავლიეთ,ცოტაც ვიცეკვეთ და შუაღამისას დავიშალეთ. მე,თორნიკე და დემეტრე ფეხით გავუყევით სახლის გზას. სულ სიმღერ-სიმღერით მივედით შეზარხოშებულები. სახლთან მისვლისას ქურხული დაგვემშვიდობა. -მოიცა რა,სად მიდიხარ.. _დემეტრემ დააკავა. _არ მითხრა ახლა სახლში რომ მივალ უნდა დავიძინოო,არ დაგიჯერებ მაინც,წამო დარჩი ჩვენთან და ვილაპარაკოთ,რამდენი ხანია ერთად არ ვყოფილვართ.. იდეამ მეც მომხიბლა და ახლა მე დავუწყე ხვეწნა თორნიკეს. -წამოდი,თორემ ძალით აგათრევ,მოგერევი იცოდე! _თითის ქნევით დავემუქრე. -რად მინდა ხვეწნა,წამოვალ აბა რას ვიზამ.. _გაეცინა ქურხულს. რამოდენიმე წუთში სამივე მისაღებში ვისხედით. თითო ბოთლი ლუდი გვეჭირა ხელში და ტკბილად ვსაუბრობდით. ერთი კი გავიფიქრე,კიდევ კარგი ხვალ კვირაა და ვისვენებ-თქო,მერე კი სულაც აღარ გამხსენებია ძილი და დასვენება,მთლიანად გადავერთე ქურხულის მონათხრობ სასაცილო ისტორიებზე. ^ ^ ^ დილით,გამთენიისას რომ დავიძინე,კვირა საღამომდე არ გამიღვიძია. მერე შხაპი მივიღე,თავი მოვიწესრიგე და ძილი შევიბრუნე. გაცდენილი საათების ასანაზღაურებლად მთელი კვირა მომიწევდა მუშაობა და ფსიქოლოგიურადაც განვეწყვე ამისთვის. ორშაბათს დილით ჩვეულად გამოვცხადდი სამსახურში. თეამ რომ დამინახა,იმხელა იკივლა ხალხი მოსაცდელში წამოიშალა. -რა გაყვირებს,არანორმალურო! _ვუთხარი სიცილით და მაგრად ჩავეხუტე. -მომენატრე ძალიან,ხო იცი საგიჟეთია შენს გარეშე აქ ყოფნა. _მითხრა დანანებით. ცოტა ხანს კიდევ ვილაპარაკეთ,გაბრიელზეც მოვუყევი რაღაცები და სახლში გავუშვი. მე საქმეში კისრამდე ჩავეფალი. მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი,როცა ტელეფონზე გაბრიელის ნომერი ვიცანი. -გისმენ! -რას შვრები,სად გაქვს ტელეფონი? მთელია დღეა გირეკავ.. _მკითხა ცოტა აფორიაქებული ხმით. -მაპატიე,მთელი დღე ვმუშაობდი,ვერაფრისთვის მოვიცალე. -როდის მიდიხარ სახლში? -ვერ მივდივარ,გაცდენილი საათები უნდა ავანაზღაურო და დიდი ხანი მომიწევს მუშაობა. _ვთქვი დანანებით. -დაიცა,ახლა ყოველ ღამე მანდ უნდა დარჩე ხოლმე? _იკითხა გაკვირვებულმა. -ჰო,რამდენიმე დღე ასე მომიწევს.. -ანუ ვერ მნახავ. _ჩაილაპარაკა ნაწყენი ხმით. -მაპატიე რაა,ეგრე გამოდის.. -კარგი _მითხრა და ყურმილი დაკიდა. მაშინვე ვცადე გადარეკვა,არ მინდოდა რამე სწყენოდა,მაგრამ მობილური გამორთო. საშინლად გავბრაზდი მის საქციელზე და ტელეფონი მეც გამოვრთე. თორმეტი სრულდებოდა,როცა შემოვლა დავასრულე. დაღლილი დავეშვი სავარძელზე. მერე გამახსენდა,რომ ყავის ყიდვა დამავიწყდა და დაფეთებული გავვარდი გარეთ. ვიღაცის მაგარ მკერდს შევეფეთე. მერე სუნიც მეცნო. გაოცებულმა ავხედე ‘უცნობს’ და გაბრიელის დანახვაზე ყურებამდე გამეღიმა. ^ ^ ^ -რა გინდა აქ? _ვკითხე გაკვირვებით. -ხომ გაგიგია,თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან,მთა მიდის მუჰამედთანო. _გაიცინა და ჩამეხუტა. _მომენატრე.. თან საავადმყოფოს ყავისთვის და საჭმლისთვის ვერ გაგიმეტე და რაღაცები გამოვაყოლე ხელს. ახლა შევნიშნე მის ხელში პარკები. პიცას რომ მოვკარი თვალი,კინაღამ იქვე ჩავიკეცე. ვერ მოვზომო და მთელი ძალით ჩავეკარი გაბრიელს გულში,შემდეგ ყელში ვაკოცე ნაზად. -ასე თუ გაგეხარდებოდა პიცის დანახვა,აქამდეც გიყიდდი,გეთქვა მაინც... __გაიცინა და ახლა თვითონ მაკოცა. -როგორ შემოგიშვეს? -ჩემი კავშირები მაქვს. _თვალი მაცდურად ჩამიკრა და სავარძელზე ჩამოჯდა. გამეცინა. ისეთი საყვარელი იყო,მივედი და ჩავეხუტე. -ვაიმე,რა თბილი ხარ ნინე,რამე მჭირს? _გაეცინა. -არაფრის ღირსი არ ხარ შენ! _გავბრაზდი და მაშინვე გადავჯექი მეორე სკამზე. -ბუტიაა! _მომეხვია,მაგრამ ჯიუტად ვცდილობდი მის მოშორებას. _კარგი,ნუ მენუტები ახლა. -დამანებე თავი! -ნინე,მაბრაზებ უკვე. _ცალი წარბი ამიწია და მაცდური მზერით შემომხედა. -ნუ მიყურებ ეგრე,თორემ ვიბნევი.. -რას შვრები? _გაეცინა და ჩამეხუტა. _გაბრაზებული ისეთი საყვარელი ხარ,მეშინია არ შემომეჭამო. -მერე სულ ეგეთი ტკბილი კი არ ვარ... -ვიცი,ვიცი. ენა გაქვს განსაკუთრებით მწარე. ^ ^ ^ ღამის ოთხ საათამდე ოთახში ვისხედით. -გეჩხუბებიან აქ რომ დავრჩე? _მკითხა გაბრიელმა. -თუ დილით შეუმჩნევლად გაიპარები და ვერავინ ვერაფერს გაიგებს,არ მეჩხუბებიან. _გამეცინა მე. -კარგი,მაშინ დავრჩები. ისე მეფერებოდა თმაზე ძილი მომერია. -გაბრიელ,რამე მომიყევი შენზე,თორემ ჩამეძინება. -მითხარი რა გაინტერესებს და ყველაფერს მოგიყვები. -შენი ჰობი? -ხატვა. ყველაფერს ველოდი ამის გარდა. -გიტარაზე უკრავ,თან ხატავ... რა მაგარია. _აღმომხდა გაოცებულს. -ხედავ რა მაგარი ბიჭი ვარ? -კარგად ხატავ? -მოყვარულის დონეზე,მაგრამ ხატვა ძალიან მიყვარს. საღებავების სუნზე ვგიჟდები,თან ამ დროს ძალიან ვმშვიდდები. _მითხრა ღიმილით. -ვისგან გამოგყვა ნიჭი? _ჩავეკითხე. სახე დაეჭიმა წამით,მაგრამ მერე ისევ გამიღიმა. -დედაჩემისგან. -გასაგებია. _ვთქვი და ლაპარკის სხვა თემაზე გადატანა დავიწყე,მაგრამ მიმიხვდა. -რა იყო,ელენემ გითხრა რამე და ახლა ცდილობ როგორმე თავიდან ამაშორო ამაზე საუბარი? _გაეცინა. -მე უბრალოდ არ მინდა გაწყენინო... -არაუშავს,დიდი ხანია მაგ წყენამ გადამიარა. დედაჩემი-დარია, ნახევრად უკრაინელია. დედა ჰყავდა ქართველი,უკრაინაში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. _ხმა გაუმკაცრდა,ოდნავ წამოზრდილ წვერზე ხელი მოისვა და ხმაურიანად გადაყლაპა ნერწყვი.. -გაბრიელ,მისმინე,ამის მოყოლა საჭირო არ არის... -არა,მინდა ჩემზე ყველაფერი იცოდე.. _ღიმილით მითხრა და შემდეგ ლაპარაკი განაგრძო. _19 წლის იყო,როცა მშობლებთან ერთად საქართველოში გადმოვიდა საცოვრებლად. მაშინ მამაჩემი ქარხანაში მუშაობდა,თბილისში. შემთხვევით,სამეგობრო წრეში გაიცნეს ერთმანეთი. მამას თავიდანვე შეუყვარდა,დარიას ცოტა ხანს უწვალებია,მაგრამ მალევე დასთანხმდა ცოლობაზე. თურმე მშობლები უკრძალავდნენ ერთად ყოფნას,მაგრამ ჩუმად გაპარულან და თბილისში ერთ პატარა სახლში დაუდიათ ბინა. ქორწინებიდან ერთ წელიწადში მე გავჩნდი. ტკიბლად და ბედნიერად ცხოვრობდნენ თურმე... _ირონიულად ჩაიცინა და გააგრძელა. _7 წლის ვიყავი,როცა ელენე დაიბადა. დედაჩემი ისეთი მზრუნველი იყო,ვერასდროს წარმოვიდგენდი მის ასეთ საქციელს. ვგიჟდებოდი მასზე,დედის ეტალონად მიმაჩნდა ყოველთვის. ელენე სამი წლისაც არ იყო ,რომ წავიდა. ვკითხულობდი დედა სად არის-მეთქი,მაგრამ ნორმალური პასუხი არც ერთხელ გამიგონია. მიუხედავად იმისა,რომ ვგრძნობდი როგორ სტკიოდა მამაჩემს,სისუსტე არასდროს გამოუჩენია. პირველ რიგში ადამიანობა ჩაგვინერგა და მერე განათლება მოგვცა მე და ელენეს. სამწუხაროდ გარდაიცვალა,ავარიით... _არეული სახით დაასრულა თხრობა. -დედაშენი გახსოვს? -როგორ არ მახსოვს... ყველაფერი მახსოვს. თითოეული მისი შეხება,საალერსო და ტკბილი სიტყვები,რომლებსას მეუბნებოდა. მისი ხმაც მახსოვს... ელენეს სიმღერით აძინებდა ხოლმე. დღემდე ვერ გამირკვევია ასე რა გადაუტრიალდა თავში,ასე როგორ მიგვატოვა,ან როგორ ძლებდა ჩვენს გარეშე. -თქვენთან ურთერთობა არ უცდია? -როგორ არა. სცადა,მაგრამ ელენემ რომ დაინახა და მისი ვინაობა გაიგო,ჩემს უკან დაიმალა და ტირილი დაიწყო,უთხარით ჩემთან აღარასდროს მოვიდესო. მას შემდეგ ჩემს დასთან მიახლოების უფლება არ მიმიცია.. არც მე დავლაპარაკებივარ არასდროს. რა აზრი აქვს?! იმ წლებს მაინც ვერასდროს ვაპატიებ... ცრემლები მომერია,მაგრამ თავი შევიკავე და მაგრად ჩავეხუტე გაბრიელს,მინდოდა ის ტკივილი რაღაცით მაინც შემემსუბუქებინა. -კარგი,ამის გამო არ მოვიწყინოთ.. _მხიარული ხმით მითხრა. -შენზე და ბიჭებზე მომიყევი. როგორ გაიცანი,ან როდის დამეგობრდით.. -დავმეგობრდით? _იკითხა სიცილით. _ღადაობ? დაბადებიდან ერთად ვიზრდებით. ჩემი და ბიჭების მამები პარტნიორები და მეგობრები იყვნენ. რაც თავი მახსოვს მაგათთან ერთად ვიზრდებით მე და ელენე. დედის სითბოც ბიჭების დედებმა შეგვიცვალეს. ისეთი მაგარი მშობლები ყავთ სუყველას,აი რომ გაიცნობ ნახავ. ერთ სკოლაში დავდიოდით,უნივერსიტეტში ყველა ერთ ფაკულტეტზე ვსწავლობდით და იმიტომაც იყო ყოველთვის რომ გვეტენებოდა საგნები.. _გაეცინა. -რატომ? _მეც ავყევი. -რატომ და გიგა დებილი იყო. ჩვენს შორის ყველაზე კარგად მე და სანდრო ვსწავლობდით,ის ორი სულელი სულ ჩვენს ხარჯზე იყო. გამოცდებზე ვცდილობდით ერთად დავმსხდარიყავით ხოლმე. გიგას და ლევანს პასუხებს რომ ვაწვდიდით,წესით ჩუმად უნდა გადაეწერათ,მაგრამ გიგა გოგოებს თავს აწონებდა და „შპარგალკებს“ იმათაც ურიგებდა ხოლმე. მერე ხვდებოდნენ მთელი აუდიტორია ჩვენი კონსპექტებიდან რომ იწერდა და გამოცდიდან გვხსნიდნენ ხოლმე. გადაბარებაზე ყველა ცალკ-ცალკე შევდიოდით. _გულიანად ვიცინოდი უკვე. _გიგა ერთხელ კურსზეც კი დარჩა... -არ არსებობს! -ელენეს გეფიცები _გადაიხარხარა გაბრიელმა. _დაიცა,დაიცა ის არ იცი,ლევანს რომ ჩვენი ლექტორი უყვარდა? -მართლა ამბობ? _გამეცინა და გაოცებულმა შევხედე გაბრიელს. -მაგარი ქალი კი იყო,მაგრამ ქმარი ჰყავდა,გოგო. თან უკვე 35-ს გადაცილებული იყო. ეს შტერი კიდე ატყდა,არ მაინტერესებს მიყვარს და უნდა მოვიტაცოო. მაშინ პირველ კურსზე ვიყავით,თავში ტვინი არ გვქონდა,ჰოდა ეს ამხელა ვირები დავთანხმდით. რამდენიმე დღე მაგის სახლთან „ვაბირჟავებდით“,ჰოდა ერთ მშენიერ დღეს გამოდის მაგარი მოკლე კაბით და გაშლილი თმებით. _სიცილისგან ცუდად ვიყავი და გაბრიელს დრო და დრო ვაჩერებდი,რომ სული მომეთქვა. _დამაცა,გოგო,ახლა იწყება ყველაზე მაგარი... ჰოდა,გადავცვივდით მანქანიდან,ეს შენი ლენა სულ ძალით ჩავტენეთ მანქანაში. გავიხედეთ და ვიღაც სხვა ყოფილა.. უკვე მცხეთის გზაზე ვიყავით ეგ რომ შევამჩნიეთ,კინაღამ გული გამისკდა ახალგაზრდა გოგო რო დავინახე. ლევანი გაგიჟდა,ეს არ მომიტაცებია გზაში შეცვალეთო.... აზრზე ხარ? _გაბრიელი ჩემთან ერთად იცინოდა. _გზაში შეცვალეთო.. გამაგებინე ერთი,როგორ უნდა შეგვეცვალა ამხელა ქალი გზაში.. თურმე აღმოჩნდა ლენას უფროსი შვილი ყოფილა.. ახლა ეს მოეწონა ლევანს და შებმა დაუწყო,ძლივს გადავაფიქრებინეთ მოტაცება და უვნებლად დავაბრუნეთ სახლში.. -დაიცა,იმ გოგომ რა თქვა? _ვკითხე,როცა სიცილისგან მოვითქვი სული. -რა თქვა და გვემუქრებოდა,გიჩივლებთო,მაგრამ იმდენი ვეხვეწეთ,ოღონდ თქვენ თავი დამანებეთო და გადაიფიქრა. -რა გიჟები ყოფილხართ... _გამეცინა. _ელენე კი მიყვებოდა რაღაცებს,მაგრამ მთლად ასეთები თუ იყავით,მართლა არ მეგონა. -ელენეც ჩვენიანი იყო,სულ გვეხმარებოდა ხოლმე ეგეთი გიჟობების გაკეთებაში,მაგრამ მერე გათხოვდა დაა... ალბათ მოგიყვა ელენემ თავისი ამბავი... -ჰო,ყველაფერი მითხრა. _ჩავილაპარაკე ნაღვლიანად. -ურჩხული გგონივარ ხო? -არა,რატო? -ისე ვცემე,რეანიმაციაში მოხვდა.. -ურჩხული კი არა,მეც რომ ვყოფილიყავი იქ,უარესს ვუზამდი. _გავიჯგიმე ამაყად. გაბრიელს სიცილი აუტყდა. -რა გაცინებს? -ჰო,შენ გეხერხება ძალადობა. ტაფა კი არ დამვიწყებია. გამეცინა. -მაშინდელზე ბოდიში,რა ვიცოდი შენ თუ იქნებოდი. ისე სასაცილო სანახავი კი იყავი,ისეთი სახე გქონდა,მე რომ არ ჩამერტყა ტაფა,სიცილით მოვკვდებოდი. -ამას უყურე,ტაფით თავი გამიტეხა და დამცინის კიდეც .. _თქვა სიცილით და მომეხვია. _თან რა ნაგლად მითხარი,შენი რეპლიკების მოსმენას არ ვაპირებო?! კინაღამ დაგახრჩე.. -ვინ წარმოიდგენდა.. .. -ჰო,საერთოდ არ ვვოცნებობდი მოძალადე შეყვარებულზე. _გადაიხარხარა და ჩემი მუჯლუგუნის სანაცვლოდ ნაზად მაკოცა. მთელი ღამე ლაპარაკში გავატარეთ. როგორც კი გათენდა,შეუმჩევლად გავიყვანე ოთახიდან და გასასვლელამდე მივიყვანე. -ფრთხილად იყავი.. _მითხრა სერიოზული ტონით. -რატომ? _გავიკვირვე. -კაფეტერიაში ბევრი ტაფა ექნებათ და შემთხვევით ხელი არ გაგექცეს... _გაიცინა,მოწყვეტიდ მაკოცა ტუჩებზე და წავიდა. ბოლოჯერ შევავლე თვალი მის იაგუნდისფერ თვალებს და საავადმყოფოში საოცრად ბედნიერი დავბრუნდი. ______ ვიცი,მისაყვედურებთ პატარააო,მაგრამ რეალურად მართლა არ არის პატარა :დდ ვორდის 7 გვერდია,რა ვქნა ბავშვებო მეტი დრო არ მქონდა და თან დაგვიანებაც არ მინდოდა. მაქსიმალურად ვეცადე ეს თავი მთლიანად გაბრიელისა და ნინესთვის დამეთმო. ამ ერთხელ მაპატიეთ და ამის მერე დიდ თავს დავდებ :დდ პ.ს მადლობა ყველას თბილი კომენტარებისთვის ძალიან მიყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.