შენ თუ გგონია დაგთმობ როდისმე ცდები (40) დასასრული)
- მგონი არ გინდა, რომ წავიდე. ( ლუკა ) ლუკას ასეთ პასუხზე კიდევ უფრო გავბრაზდი. - ცდები, წასვლა თუ გინდა წადი. - კარგი. ( ლუკა ) მისი ასეთი პასუხი მოულოდნელი იყო, ამიტომ გაჩუმება ვერ შევძელი. - რა? ლუკას ჩემს რეაქციაზე გაეცინა შემდეგკი მომიახლოვდა და ბავშვივით ფერება დამიწყო, მისმა საქციელმა ძალიან დამაბნია სიცივე წამებში სითბოთი შეცვალა, ვერ ვხვდებოდი მისი ასეთი საქციელი რას ნიშნავდა. - მაგიჟებ ლუკა. - ვიცი. ( ლუკა ) პასუხის გაცემა ზედმეტად ჩავთვალე და უბრალოდ თავი დავხარე, რამდნეიმე წამში სახეზე მისი ხელი ვიგრძენი. - თვალებში შემომხედე. ( ლუკა ) მისი ბრძანებას ხმის ამოუღებლად დავემორჩილე. - მიყვარხარ ანამარია. ( ლუკა ) ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ წარმოუდგენელი ბედნიერება ვიგრძენი, სიხარული ვერ დავმალე და გამეღიმა. - მიყვარხარ ლუკა. რამდენიმე წუთში ოთახში დემეტრე შემოვიდა. - ლუკა შენც ხომ არ აპირებ წასვლას? ( დემეტრე ) - რატომ კითხულობ ის მითხარი და ზატო პასუხსაც მიიღებ. ( ლუკა ) - რაღაც საქმე გამომიჩნდა და შენ თუ არ აპირებ ჯერ წასვლას ცოტახანს გავიდოდი. ( დემეტრე ) - არ ვაპირებ წასვლას. ( ლუკა ) - კარგი წავედი მაშინ, ანამარია რამე ხომ არ გჭირდება? ( დემეტრე ) - არა დემე არაფერი არ მინდა. დემეტრეს პასუხი აღარ გაუცია და სახლიდან გავიდა, მეკი ჩემს ოთახში შევედი და ლუკაც უკან გამომყვა. - ძალიან დაღლილი ხარ? ( ლუკა ) - არა, რაიყო? - წავიდეთ? ( ლუკა ) - სად? ლუკას პასუხი არ გაუცია, ტელეფონი აიღო და ბექუშასთან დარეკა. - ბექუშ მთავარი ადგილი სუფთაა? ( ლუკა ) - კი ძმაკაც, გუშინაც იქ ვიყავი. ( ბექუშა ) - გასაღები შენ გაქვს? ( ლუკა ) - კი თუ გინდა გამოგიტან. ( ბექუშა ) - არა ჩემს ზარს დაელოდე. ( ლუკა ) - კარგი. ( ბექუშა ) ლუკამ ტელეფონი გათიშა და მე შემომხედა. - მოემზადე და ქვემოთ ჩამოდი. ( ლუკა ) მისმა ასეთმა საქციელმა კიდევ უფრო დამაბნია. - კი მაგრამ სად მივდივართ? - ცვეტში ჩემთან ერთად მოდიხარ და მაგას აქვსღა მნიშვნელობა? ( ლუკა ) - არა არ აქვს. ლუკას ჩემს პასუხზე გაეღიმა შემდეგკი ოთახიდან გავიდა. თავში უარავი აზრი მიტრიალდება, მაგრამ პირველი კითხვა რომელიც ასეთ სიტუაციებში ჩვენში ( გოგოებში) მეფობს იყო - რა ჩავიცვა? შორტი და შავი ზედა მგონი უბრალოება ჯობია, რა საჭროა ზედმეტი „მორთვა“ ? რამდენიმე წუთით ჩემი გონება მთლიანად ამაზე ფიქრმა შეიპყრო, შემდეგკი უბრალოდ კეტები ჩავიცვი და კიბეები სწრაფად ჩავირბინე, ლუკა მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა. - წავედით? ( ლუკა ) - კი. მანქნაში ჩაჯადმობას ვაპირებდით, მაგრამ მოულოდნელად ვიღაც ბიჭი გამოჩნდა, რომელიც მთვრალი იყო და ჩემსკენ მოდიოდა, წამებში შიშმა შემიპყორო - იმის კიარ მეშინოდა, რომ რაიმეს დამიშავებდა, უბრალოდ ლუკას რეაქციის შემეშინდა, რამდენიმე ნაბიჯი და მისი სახეც დავინახე, ეს ვაკო იყო. - ვაკო? - დიახ დიახ შენი მონა მორჩილი ვაკო. ( ვაკო ) ლუკამ ინტერესით სავსე მზერა მომაპყრო და ჩემსკენ წამოვიდა. - აქ რას აკეთებ? - როგორ თუ აქ რას ვაკეთებ? ( ვაკო ) მოულოდნელად ლუკა ჩემს წინ აღმოჩნდა. - შენ ვინღა ხარ? ( ვაკო ) - როგორც ჩანს თამშის წესები არ გცოდნია, აქ კითხვებს მე ვსვავ შენკი მპასუხობ. ( ლუკა ) - უჰ კარგი ერთი, ვინ ხარ ასე რომ მელაპრაკები? ( ვაკო ) ლუკა ჩემსკენ მობრუნდა, მის თვალებში წარმოუდგენელი მრისხანება იგრძნობოდა. - რამდენიმე სიტყვით ამიხსენი რას წარმოადგენს ეს ტიპი. ( ლუკა ) მისმა ასეთმა საქციელმა კიდევ უფრო დამაბნია, არ ვიცოდი რა მეპასუხა. - ლამაზო ერთი წუთი დაგრჩა, შემდეგკი უკვე ჩემი წესებით დავიწყებ მოქმედებას. ( ლუკა ) - ვაკო ჰქვია ვაკო თოდუა, რამდენიმე წელია ვუყვარვარ მაგრამ ამდენიხნის განმავლობაში ვერაფერი გავაგებინე. - ვერ ამჩნევთ მეც, რომ მეც აქ ვარ? ( ვაკო ) ლუკა წამებში მომშორდა და ვაკოს მიუახლოვდა. - როდესაც მე ვსაუბრობ ვაკო შენ მაშინ შეუმჩნეველი ხარ, ახლაკი კარგად მისმინე, პირველი - რამდენიმე წამში ამ ადგილიდან გაქრები, და მეორე - ანამარიას ცხოვრებაში აღარ გამოჩნდები, ეს გაფთხილებაა ამის შემდეგ სადმე თუ კიდევ გადამაწყდები შესაბამის სიტუაციას შეგიქმნი სიკვდილის სანატრელბად. ლუკა ასეთი გაბრაზებული არასდროს მენახა, ძალიან შემეშინდა ამიტომ მისკენ წავედი. - ლუკ გეყოფა ყველაფერი გაიგო, წავიდეთ. - მოიცა მოიცა, სად უნდა წახვიდეთ? ვერაფერიც ვერ გავიგე ეს ბიჭი ვინ არის? ( ვაკო ) ლუკას პასუხის გაცემა არ დავაცადე და მათ შორის ჩავდექი. - ჩემო შეყვარებული ვაკო, ახლაკი მოეშვი უაზრო ლაპარაკს და აქედან წადი. - მეღადავები გოგო? რა შეყვარებული? ( ვაკო ) ლუკამ ხელი წამავლო და თავისკენ მიმიზიდა. - მანქანაში ჩაჯექი. ( ლუკა ) წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ მის ბრძანებას დავემორჩილე. - შენი ***** ანამარია მიყვარს და არ ვაპირებ მისი ცხოვრებიდან გაქრობას ბიჭო. ( ვაკო ) ლუკამ ვეღარ მოთმინა და ძლიერად დაარტყა, ვაკო ძირს დაეცა, მანქანიდან სწრაფად ჩამოვედი და ლუკასკენ გავიქეცი. - ლუკ გაჩერდი. ლუკამ ჯერ მე შემომხედა შემდეგკი ისევ ვაკოს მიუახლოვდა. - პირველი - არასდროს იმოქმედო გოგოს წინ ასე, მეორე - არასდროს შეგაინო ჩემნაირებს, მესამე- არასდროს იბლატავო მგლებთან, ანამარიას მოუხადე მადლობა ახლა, რომ ცოცხალი რჩები, მაგრამ ეს სიტყვები დაიმახსოვრე - ჩვენ ისევ შევხვდებით. ( ლუკა ) ლუკამ ხელი მომკიდა და ერთად წავედით, მანქანა ძალიან სწრაფად დაძრა ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვავს, ლუკამ ტელეფონი აიღო და ბექუშას ნომერი აკრიფა. - ვაკო თოდუა, ეს სახელი და გვარი რამეს გეუბნება? ( ლუკა ) - არა ძმაკაც, რაიყო? ( ბექუშა ) - მასეც ვიცოდი, ხვალ ყველა იმფორმაციას მომაწვდი მაგ ტიპზე. ( ლუკა ) - კარგი. ( ბექუშა ) ლუკამ ტელეფონი გათიშა და მე შემომხედა. - აქამდე რატომ არაფერი ვიცოდი? ( ლუკა ) - მე მე არ ვიც მოულოდნელად გამიღიმა და სიტყვის დამთთავრება არ მაცადა. - მიყვარხარ ლამაზო. ( ლუკა ) ასეთ სიტუაციაში ამ სიტყვების ნადმვილად არ ველოდი, მაგრამ ამით ლუკამ კიდევ ერთხელ დამიმტკიცა, რომ საოცრად ამოუცნობი პერსონა იყო ყველასთვის. - მიყვარხარ ჩემო ლამაზ თვალება. - კიდევ რამეა რაც უნდა ვიცოდე და არ ვიცი? ( ლუკა ) - არა, მალე მივალთ? - კი რამდნეიმე წუთში, რაიყო უკვე მოგწყინდა ჩემს გვერდით ყოფნა? ( ლუკა ) - არა რას ამბობ, პირიქით ახლა მე ყველაზე ბედნიერი ვარ. ლუკამ ჩემი სიტყვები უპასუხოდ დატოვა, თოთხმეტ წუთიანი დუმილი და დანიშნულ ადგილასაც მივედით, ლუკა მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა და კარები გამიღო. - გადმობრძანდით. ( ლუკა ) - ჰაჰა მადლობა. - ახლა თვალები დახუჭე, ზოგიერთებმა ცოტა ბანალურობა კი გახადეს ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც. ( ლუკა ) ლუკას უსიტყვოდ დავემორჩილე და თვალები დავხუჭე, შემდეგ ხელი წამავლო და მითხრა უკან გავყოლოდი, რამდენიმე წუთი ვიარეთ შემდეგკი მითხრა გავჩერბულიყავი. - თვალები გაახილე ტო. ( ლუკა ) ერთი, ორი და სამი, თავი ზღაპარში მეგონა, ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო, წარმოიდგინეთ პატარა სახლი და მისკენ მიმავალი გზა, რომელიც სანთლებით და ვარდებით არის სავსე, ლუკა მართალი იყო ზოგზოგიერთებმა ეს ყველაფერი მართლაც ბანალურობათ აქციეს, მაგრამ დამიჯერეთ ნუ დაარქმევთ იმას ბანალურს რაც თქვენ ბედნიერებას განიჭებთ, როგორცყოველთვის ცრემლები ვერ შევიკავე, ტირილი დავიწყე და ლუკას გიჟივით ჩავეხუტე. - მიყვარხარ ლუკა მიყვარხარ. ლუკას ჩემს საქციელზე გაეღიმა. - ჩემო სიყვარულო. ( ლუკა ) - ამ ყველაფერის გაკეთება როდის მოახერხე? შენ ხომ ამ სახლის გასღებიცკი არ გქონდა? ლუკას გაეცინა. - მგონი კიდევ ვერ ხვდები შენს მწვანე თვალება ბიჭს რისი გაკეთება შეუძლია. ( ლუკა ) - ჰაჰა მე ვამაყობ შენით ჩემო მწვანე თვალება. ლუკამ ხელი გადამხვია და სახლისკენ წავედით, სახლი სავსე იყო წითელი ვარდებით ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო. - ანამარია. ( ლუკა ) - რა? - ცოლად გამომყვები? ( ლუკა ) ლუკასგან ამ სიტყვებს ნამდვილად არ ველოდი და ძალიან დავიბენი. - რა? მე მე - ჰაჰა ვიცი, რომ თანახმა ხარ ახლაკი დამშვიდდი და მომისმინე, კარგი? ( ლუკა ) ხმა მიკანკალებდა, მაგრამ როგორციქნა კითხვაზე გავეცი პასუხი. - კარგი. - მე შენ ყველაზე მაგრად მიყვარხარ, ამიტომ ყოველთვის ერთად უნდა ვიყოთ, ახლა ვიხუმრე მაგრამ რამდნეიმე წელში ჩემი სიტყვები უკვე რეალობა იქნება და შენ ჩემი ცოლი დაგერქმევა, იქამდეკი მოდი არ გვინდა ოჯახის შექმნა ტო ადამიანის ცხოვრებაში ეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია სულ სხვა თემაა, თან ზატო სწავლობ და სულაც არ მინდა ეს პერიოდი შეგიმოკლო, ოჯახი მაშინ უნდა შექმნა როდესაც შეგეძლება მისი გაძღოლა, ასეთ დაძაბულ ცხოვრებასკი გვირჩევნია თავგადასავლბით ავავსოთ ერთმანეთი რათა ბევრი მოგონება დაგვრჩეს ჩვენს არანორმალურ სიყვარულზე, ბოლომდე ვიგიჟოთ, ყოველი დღე მოულოდნელობით სავსედ დავტოვოთ, ერთმანეთით შევშალოთ და სხვებიც გავაგიჟოთ, ყველა ჩვენს სიყვარულზე ავალაპარაკოთ, ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ, გავერთოდ, ერთმანეთს კიდევ უფრო გიჟური ქმედებებით დავუმტკიცოთ სიყვარული, განვიცადოთ შეჩვევაც, აკვიატებაც, ამით ეს გრძნობა კიდევუფრო მრავალფეროვანი და შეუდარებელი გახდება, მაგრად მიყვარხარ და ბოლომდე მეყვარები, იქამდე მეყვარები სანამ რომელიმე ბებერი მგელი არ დამჭრის, შენ ყოველთვის გეყვარები ჩემი არანორმალური აზრების მიუხედავად მეკი ვეცდები ჩვენს ცხოვრებას ერთი დაერქვას, პირველი შეხვედრდან მე მეკუთვნი და ბოლომდე ასე იქნება, ჩვენ ერთნი ვართ ერთმანეთის სხეულში, არ გიკვირს ლუკასგან ამ ყველაფრის მოსმენა? ხედავ როგორ გადამრიე ანამარია, ახლა მხოლოდ შენი სიყვარული მამოძრავებს ტო, ვიგიჟოთ და გავისწოროთ ყველაფერი რაცკი გვდომებია შემდეგკი დაგვერქვს ქმარი და ცოლი. ( ლუკა ) ლუკსგან ამ სიტყვებს ვისმენდი, თვალებში ვუყურებდი და ცრემლებს ვერ ვიკავებდი. - მიყვარხარ ლუკა - ასე არასდროს არ მყვარებია, შენით განვიცადე ეს წმინდა გრძნობა, მთავარი ისაა, რომ ერთად ვართ და ერთმანეთი გვიყვარს, ჩემო მწვანე თვალება კიდევ უფრო გავაგიჟოთ ერთმანეთი სიყვარულით და მონატრებით, მიყვარხარ მიყვარხარ ძალიან მიყვარხარ. არ ვიცოდი რა მეთქვა, თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვგრძნობდი, ლუკამ ჩემი ცხოვრება საგრძნობლად შეცვალა და საოცარი სითბო შემატა, ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე მინდა რამდენიმე რჩევა მოგცეთ და გითხრათ ის რაც ამ ხნის განმავლობაში ვისწავლე,ვისწავლე : არ იფიქროთ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მახლოდ ზღაპარია მთავარია მოქმდება, რათა ყველაფერი რეალური გახდეს, არ არის საჭირო ყოველდღე სვადასხვა ნიღბის ტარება იყავით ის ვინც ხართ, ადამიანები ბედნიერებასთან ძალიან ახლოს ვართ, მაგრამ არ ვიცით მისი მოპოვება შემდეგკი მისი სწორად შეგრძნება, დაისაეთ მიზანი და იბძოლეთ მის მისაღწევად, პატარა წინააღმდეგობის გამოჩენისთანავე უკან ნუ დაიხევთ, რადგან თქვენი სურვილები აუცილებლად ასრუდება თუ ის რეალურია, მასთან მიახლოვებისთვისკი საჭიროა სწორი ქმედებები, აუცილებელია გყავდეთ სულის მეგობრები და არა უბრალოდ საუკეთესო მეგობრები - თოკო, თეკო, ნატა, ჯეკო ეს ადამიანები არიან ჩემთვის ჩემი სულის ნაწილები, გაუფრთხილდით მეგობრებს და შეგეძლოდ თქვენი აზრების პირდაპირ გადმოცემა არ არის საჭირო ზურგს უკან საუბარი, იყავით ყველასთან ისეთი როგორიც ხართ, თავის დაფასება, სიამაყე ეს ყველაფერი აუცილებელია მაგრამ ზომების ფარგლებში, სწორედ ზედმეტად თავის დაფასება ხდება მიზეზი იმის, რომ თქვენ ვერ ახწევთ სასურველ მიზანს, იყავით ამაყი მაშინ, როდესაც საჭიროა და როდესაც შეგიძლიათ საკუთარი თავის მართვა, სხვის მართვას ნუ ცდილობთ ამით მხოლოდ თქვენ დაზარალდებით, ზოგჯერ საჭიროა პირველმა - შენ გაამხილო შენი გრძნობები, აზრები, ფიქრები არაა საჭირო ყოველთვის სხვებისგან ელოდო პირველ ნაბიჯს, ყოველთვის მეცინებოდა სიტყვებზე „ მის გარეშე ვერ გავძლებ“ , „ მის გარეშე მოვკვდები“ ასეთი ადამიანები ასეთი სიტყვებით მხოლოდ თავს იტყუებენ, თუ უყვარხარ ის აუცილებლად ეცდება შენს მოპოვებას, მაგრამ ვერ მოგიპოვებს თუ შენ არ შეუწყობ ხელს და თავს ზედმეტად დაიფასებ, არასდროს შეეხვეწოთ იმას ვინც შენი ცხოვრებიდან მიდის, ის მხოლოდ სევდით სავსე დღეებს მოგიტანთ, ყველა გაუშვით ვისაც თქვენი ცხოვრებიდან წასვლა მოუნდება, რადგან ისინი მხოლოდ „დროებითის“ სტატუს ატარებენ, ნუ დახარჯავთ დროს საკუთარი თავის საგლოვად, რადგან ნებისმიერი შეცდომის შემდეგ შენ წარმოუდნგენელი გამოცდილება გემატება, ლხინში თუ ჭირში გაიზიარეთ ორივე ერთად- მხოლოდ და მხოლოდ სიხარულში ნუ იქნებით ერთხმად - ერთად შეებრძოლეთ განსაცდელს ჭირში და იმ წუთიდან გაქრება შიში. როდესაც ხედავთ უბრალო ღარიბს გვერდს ნუ ჩაუვლით - თუკი იმ წუთში არაფერი გაქვთ სწორედ მაშინ გაქვთ ყველაფერი -ადამიანური სიყვარული, გაგება, შეგრძნება, თანადგომა და ერთად დგომა გაზიარება მისი ტკივილის- სულაც არ არის საჭირო ფული თუ დაეხმარებით ერთმანეთს გულით. როდესაც სიკეთეს აკეთებ ნუ გააკეთებ მას სხვის დასანახად - ის ღირს დასაფასად თუ გააკეთებ მის გასახარად. ხალხი რამდენია ადამიანი კი ნაკლებია- უფალს სთხოვეთ შენდობა ერთმანეთს პატიება. თავს ნუ ხრით როდესაც ხვდებით შეცდომას სწორედ მაშინაა თქვენს სულში სიწმინდე - თავი დახარეთ მაშინ როდესაც ამაყები ხართ და შეცდომას არ აღიარებთ - მაგ დროს ქრება ადამიანი და იბადება არაადამიანი, გიყვარდეთ და გაუფრთხილდით ერთმანეთს, არამარტო ნაცნობებს - უცხოებსაც ჩვენ არაფრით განვსხვავდებით ერთმანეთისგან. ლუკა ძლიერად მეხუტებოდა და ბავშვივით მეფერებოდა. - შენ თუ გგონია დაგთმობ როდისმე ცდები. ( ლუკა ) - შენ თუ გგონია დაგთმოვ როდისმე ცდები. აბა როგორია? მოგეწონათ თუ არა დასასრული? ძალიან გამახარებს ყველა ვინც საკუთარ აზრს კომენტარის სახით დაწერს რადგან ეს იყო ბოლო თავი მაინტერსებს კმაყოფილი ხართ თუ არა? გინდოდათ თუ არა ისტორია დამთავრებულიყო? რას გრძნობდით რას ფიქრობით ისტორიის კითხვის დროს? თქვენთან მუშაობა ძალიან მომწონდა და მაგალითად მე თითქოსდა არ მინდოდა ისტორიის მალე დამთავრება, მადლობას გიხდით, სწორი შეფასებებისთვის, თანადგომისთვის, ერთგულებისთვის, გულახდილობისთვის და საერთოდაც ყველას მადლობას გიხდით, რომ ამ ხნის განმავლობაში კითხულობდით ამ სიტორიას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.