შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე – ღმერთი – ნაწილი პირველი – ამონარიდი 3


11-02-2016, 08:46
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 1 786

სადარბაზოში, ყოველ განვლილ კიბეს ვითვლი. ეს ერთი უწყინარი ჩვევაა, რომელიც დროის გაყვანაში მეხმარება. ფურთხით დასველებულ ადგილებს თუ თვალს არ მოვარიდებ, გონებაში ხმა ჩამესმის:
– გაფრთხილება! გაფრთხილება! გულის არევის რისკი პროცენტულად მაქსიმუმს ანახებს. დაუყოვნებლივ გამოცხადდეს ევაკუაცია. – როგორც წესი ევაკუაცია სხვა რამეზე ფიქრს ნიშნავს, რაც იშვიათად თუ გამომდის. აი მაგალითად თუ გულისრევის შეგრძნება შემაწუხებს ჩემი მეზობლების ფურთხით ამოვსებული გუბეების გამო, უამრავი კარის ფერის დამახსოვრებას ვცდილობ, მაგრამ მადლობა ღმერთს ეს საღამოობით აღარ მახსოვს, მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი მეორე დღეს თავი იგივე ხერხით დავიცვა.
ჩემი საყვარელი ქუჩის გავლით, ცენტრალურ ტრასას ვუახლოვდები. ვაღიარებ, უცნაური სიარულის მანერა მაქვს, რაზეც ბავშვობაში ხშირად დამცინოდნენ და ჩემს პაროდიებს აკეთებდნენ. ამაზე მეც კარგად ვხალისობდი. მეგონა მაგარი ვიყავი, როცა ჩემს პაროდიას აკეთებდნენ. მე ეს მომწონდა. რეფლექსები, თითების უეცარი მოძრაობა ჩემს გაღვივებულ, ან დაჩლუნგებულ გრძნობებს მივაწერე, რა თქმა უნდა უსაფუძვლოდ.
შუქნიშნის გაწითლებას ველოდები. ვამაყობ ჩემი ამ საქციელით. კანონ მორჩილი მოქალაქე ვარ, თუმცა ამის გამო არავინ, არასდროს არ შეგაქებს. რა უსამართლობაა, კანონს დაარღვევ და მაშინვე გხმარობენ, სამაგალითო მოქალაქედ ყოფნას კი არავითარი პლიუსი არ აქვს... ნუ იმის გარდა, რომ არავინ გიხმარს.
რა თქმა უნდა ვიცრუებ თუ ვიტყვი, რომ სათვალე მზის გამო მიკეთია. არა, სათვალე მიკეთია იმიტომ, რომ მიხდება, მაგრამ ამ საქციელით მე გამონაკლისი არ ვარ, პირიქით, ყველას ვგავარ. ამ იაფასიანი ვითომდა შუშის, სინამდვილეში კი პლასტმასის მინიდან ყველაფერი კარგ ფერებში ჩანს, ეს ხალხიც, თავიანთ ცუდ ხასიათს ვირუსივით რომ ავრცელებენ. ხო, ყველა ცუდ ხასიათზეა მეეზოვეების გარდა. მათ დაამთავრეს თავიანთი სამუშაო დღე და სანერვიულოც არაფერი აქვთ. ყველაზე დიდ ყურადღებას დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ვუთმობ, სკოლისკენ თავ ჩახრილი რომ მიაბიჯებენ. ალბათ გულში იმ ლექს იმეორებენ, რომელიც წუხელ ძლივს დაიზეპირეს. ხო რა, ვის რაში უნდა ეს შენი ნოდარ დუმბაძე, როცა პორნო საიტები არსებობს? უეჭველი ვიცი, პორნო ფილმების რეჟისორები, სწორად ამ ბავშვებზე მუშაობენ. ჩვენ, ოთხმოცდაათიანებში დაბადებულებს, მადლობა ღმერთს კარგი წარმოსახვის უნარი გვქონდა.
სამარშუტო ტაქსს ვაჩერებ და იმის იმედი მაქვს, რომ ფეხზე დგომა არ მომიწევს.
ადგილები არ არის. ჯანდაბა, დილაც ასეთი უნდა. შუა ზაფხულში საზოგადოებრივ ტრანსპორტში იმის საშუალება არ მაქვს, რომ დავჯდე. არაუშავს, მთავარია, რომ არ ვიჭყლიტები. ხალხს ემოციებისგან განთავისუფლებულ ლეშად ავღვიქვამ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვსარგებლობ. რატომღაც ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველა ვიღაცას ეხახუნება და ამით, რაღაც არაამქვეყნიურ სიამოვნებას იღებენ. მე ვფრთხილობ, რომ არავინ შემეხოს და არავის შევეხო, ეს მგონი კომპლექსია. აი მაგალითად ახლა ამ მსუქან ქალს ზურგით ვეყრდნობი, ის კი ალბათ ფიქრობს, რომ ჩემთვის მიმზიდველი არ არის. თუ ასეა, სწორადაც ფიქრობს, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ფილოსოფიაზე, ან მეცნიერებაზე ფიქრობს? იქნებ ცდილობს, მეცნიერული დასკვნები შეუსაბამოს რელიგიურ მოსაზრებებს? ხო, ყველაფერზე შეიძლება ფიქრობდეს, მაგრამ მე ეს ყველაფერი რატომღაც სექსუალურ ლტოლვამდე დამყავს. ხო, მგონია, რომ აქ მყოფთ ყველას სექსი უნდა. ყველას სიამოვნებს ერთმანეთის ჩუმი, სექსუალური ამოსუნთქვები. თუ მაგალითად ავტობუსი გადატენილია, მგონია, რომ მინიმუმ ორი გოგო დასველდა. რაღაც მხრივ ეს მეც აღმაგრძნებს. „ჩუმი სექსი“ მგონი შეეფერება ახლანდელ ვითარებას... „დილის დამალული, უორგაზმო სექსი.“
აქ ყოველთვის ასეა, არავინ საუბრობს, მაგრამ მაინც ყველა ერთმანეთს უყურებს. ჩვენ ერთმანეთს ვათვალიერებთ, როგორც საოჯახო ალბომებს. ზოგი გამომწვევ ადგილებს უყურებს, ზოგი თვალებს, ზოგიც ჩაცმულობას. მე ყოველთვის თვალებით ვინტერესდები, მაინტერესებს რას უყურებენ ისინი. მერე თუ ეს მბეზრდება, ან თუ არავინ არაფერს უყურებს, ავტოკატასტროფას წარმოვიდგენ ხოლმე, როგორც ახლა. ალბათ ყველას ეიფორია შეგვიპყრობდა და იმ წამს, ვერაფერზე ფიქრს ვერ მოვასწრებდით. თავის გადარჩენას შევეცდებოდით იმიტომ, რომ ვერ დავფიქრდებოდით გვაქვს თუ არა ამის შანსი. მხოლოდ ამ დროს გადაავიწყდებოდა ყველას სექსუალური ლტოლვა და გახდებოდნენ ნამდვილები, როგორებიც დაიბადნენ, ქვეშაფსიები, სიცოცხლეს მოწყურებულები. კატასტროფისას, პირადად მე იმაზე დამწყდებოდა გული, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წამებში მუსიკას ვერ მოვუსმინე. ეს ამაღელვებელი იქნებოდა. გავიგებდი ერთ წამიან ყვირილს, მერე კი დამსხვრეული შუშები ყველას თვალებში შეგვეყრებოდა. ეს იქნებოდა რეალობასთან შეგუება და თავის გადარჩენას აღარავინ შეეცდებოდა. ვფიქრობ, საბოლოოდ ყველა დაიძაბებოდა იმ ერთი, უკანასკნელი ძლიერი დარტყმის ატანის მიზნით. მე მოვკვდებოდი, სამსახურში ვეღარ მივიდოდი და ნინი იტყოდა, „აუ, მაგას უეჭველი გავაგდებ, რა.“
– აქ გამიჩერე! – ვეუბნები მძღოლს.
– გაუჩერე! – უმეორებს თანამგზავრი. მძღოლი მანქანას აჩერებს და... “FREEDOM” როგორც „მამაციგულის“ ბოლო მომენტშია, მაგრამ მთავარი პერსონაჟისგან განსხვავებით მე თავს არ მაჭრიან, უბრალოდ სიმყრალედან გამოვაღწიე. მე ვიკითხო, თორემ ის მოკლეს.
მათხოვრების სიმრავლე ყოველ დილით ჯიბეებს ხურდებისგან მისუფთავებს ხოლმე. აი, ახლაც.
– ღმერთმა დაგლოცოს შვილო, ხურდა ხომ არ გექნება? – მეკითხება ხანში შესული მათხოვარი.
– დიახ, ახლავე. – ოც თეთრიანს ვაწვდი და გზას ამაყიანად განვაგრძობ. აი კიდევ ერთი.
– ძია, ათი თეთრი ხომ არ გექნება? – ძიაო? არა, არა, ეს ბიჭი ჩემზე პატარა ნამდვილად არ იქნება.
– დიახ, ახლავე. – ჯიბიდან ერთ ლარიანს ვიღებ და ვაწვდი... ერთ ლარიანს იმიტომ, რომ ოც თეთრიანი მეგონა. მიუხედავად იმისა, რომ დილაობით მათხოვრებს ვეხმარები, მაინც წუწკი ვარ.
– შენი ლამაზი თვალების ჭირიმე, ხურდა ხომ არ გექნებათ? – მეკითხება, ამ ორი უკანასკნელი მათხოვრისგან განსხვავებით, შედარებით სუფთა გოგონა. ისე, ერთი–ორი თვე რომ იბოზაოს, ახალი ცხოვრების დაწყებისთვის საჭირო ფულს კი იშოვნიდა, მაგრამ სად აქვს ტვინი, სად.
– ახლავე. – ჯიბიდან ორ ოც თეთრიანს ვიღებ და ვაწვდი. როდესაც ჩემი დალოცვის შემდეგ მათ ფულს ვაძლევ, რატომღაც ავიწყდებათ მადლობის გადახდა. ეს არ მწყინს, არც მახარებს, უბრალოდ ავღნიშნე.
ოფისში ოთხნი ვართ. ხშირად, ნინი სიგარეტს ეწევა, გიორგი ნინის მოშიშვლებულ ადგილებს
აკვირდება, ლალი მე მესაუბრება, მე კი გამუდმებით ჩემს მომავალ რომანზე ვფიქრობ. უცნაურია, ნინი მომწონს, მაგრამ მასთან სექსი თითქმის არასდროს მინდა. ის ჩვეულებრივი ა, რომელიც სექსში ფულის გამოსართმევად უფრო დახვეწილ ხერხს მიმართავს. თუ გენიოსი ხარ, ოდესღაც აფსალტზე მკვდარს გიპოვნიან, აი, თუ შენზე ბევრი ანძრევს, მაშინ კომფორტულ ლოგინზე გძინავს. ეს ერთგვარი ფილოსოფიაა, თუ სწორად ვამბობ.
ოფისის კარს ვაღებ და შიგნით შევდივარ. ამ ოთახს, საავადმყოფოს პალატების სუნი აქვს... რაღაცნაირი, სისიამოვნო და თან უსიამოვნო. ეს სუნი მაგრძნობინებს, რომ თავი ოფიციალურ გარემოში ამოვყავი. ლალი ღიმილით მესალმება და მეკითხება, როგორ ხარო? მას მართლა აინტერესებს როგორ ვარ. აი მაგალითად მე, ვისაც არ უნდა შევეკითხო, როგორ ხარ მეთქი, ჩემთვის სულ ერთია. ჩემი ეს კითხვა, ყოველთვის ფორმალურია. ლალი ბუღალტერია, მაგრამ მათემატიკა ისე კარგად არ იცის, როგორც ამ პროფესიას შეეფერება.
ნინი და გიორგი ფეხზე დგანან და საკუთარ თავს ფოტოს უღებენ. აი მესმის დილა. ფოტოს გადაღებისას ისეთ მიმიკებს იღებენ, ღამე რომ მენახა დარწმუნებული ვარ გული წამივიდოდა... ეს უკეთეს შემთხვევაში. გიორგი, ავიაბილეთების და სასტუმროს ოპერატორია, ნინი კი, „მთავარ ანგელოზი:, ანუ მენეჯერი.
კოსტიუმს ვიხდი და სკამზე ვკიდებ. კომპიუტერის წინ კომფორტულად ვთავსდები და ვინდოუსის ლოგოთი ვინტერესდები. სპეციალურად ვიცინი და ნინის ვეკითხები, თუ რატომ იღებს ასეთ მიმიკებს. ეს არ მაინტერესებს... ან, საერთოდ რატომ ვკითხე? ამის დედაც... რა იდიოტი ვარ. დამცინავად მპასუხობს:
– აუ იკა, ნუ ღადაობ, რა. – მსურს რამე ვთქვა, დამცინავი, ნერვებზე მომშლელი, მაგრამ ეს არასდროს გამომდიოდა.
უსაქმურად ვარ, ანუ უკვე დავუქირავე მანქანა რუს ტურისტებს ყაზბეგის მიმართულებით (ხანდახან ამასაც ვაკეთებ.) და ვაშტერდები მამა გაბრიელის მტვრიან ხატს. წარმოვიდგენ რელიგიაზე შეყვარებულ მახინჯ გოგონას, რომელმაც ეს ხატი შექმნა. მამა გაბრიელი რომ იღიმოდეს, ნუთუ უკეთესი არ იქნებოდა? და საერთოდ, წმინდანები არასდროს იღიმოდნენ? ხატი მთრგუნავს, ამიტომ შეუმჩნევლად ნინის ყურებას ვიწყებ. მთელი ყურადღება კომპიუტერის ეკრანისკენ აქვს მიმართული. რაღაცას სწრაფად ბეჭდავს, ალბათ რომელიმე ჩვენს კლიენტს ეკონტაქტება, ან უბრალოდ „ფესბუქზეა.“ მისი შემხედვარე, ყველა ლამაზი ადამიანი მძულდება. საერთოდ, ლამაზ ადამიანებს რომ ვუყუროთ, სილამაზე სიმახინჯედ გარდაიქმნება. თითქოს ბუნების კანონია ის, რომ ლამაზი უტვინო უნდა გამოდგეს, შეუხედავი კი მოაზროვნე. იმ დღეს „ამერიკელ ფსიქოპატს“ ვუყურებდი და ერთ ფრაზას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციე. მოიცა, როგორ იყო? ხო, მახინჯი ადამიანი სწავლობს, რადგან თავისი ნაკლი დაფაროსო. მოკლედ, სულ ვფიქრობდი, რომ სილამაზე წყევლაა. მგონი ნინი იმიტომ მეზიზღება, რომ ის მომწონს. ეს ალოგიკურია, მაგრამ სხვა ახსნას ვერ ვუძებნი. ვერ ვიტყვი, მის მიმართ დადებითს არაფერს ვგრძნობ მეთქი. რაღაც არის, სიყვარულის და სექსუალური ლტოლვის გარდა, მაგრამ ამ უკანასკნელში დარწმუნებული არ ვარ. მგონი ჯობია ნინის თვალი ავარიდო.
– მიდი. მიდი. ცას შეხედე, ნახე რა ლამაზია. – ვეუბნები ჩემს თავს, რა თქმა უნდა ჩუმად. არა, მაინც მაინტერესებს ვის წერს. თაყვანისმცემელს? ჩვენს უფროსს? ჯანდაბა, სხვა რამეზე უნდა ვიფიქრო. აი ცა.
თეთრი ღრუბლების აუჩქარებელ ფრენას ვაკვირდები. ჩემს მომავალ რომანზე ვფიქრობ და ისევ ის კითხვები... მთავარ პერსონაჟს რა ფერის თმები უნდა ჰქონდეს? რა უნდა ერქვას მის მეწყვილეს? როგორია მისი მატერიალური მდგომარეობა? რამდენ ოთახიანი სახლი აქვს? ჩემი ფიქრები მტანჯავს, ამის პირდაპირი მნიშვნელობით. ფეხებზე ვიკიდებ უფროსის სიმკაცრეს და ყურსასმენებს ვიკეთებ. არცერთმა ნარკომანმა არ იცის ნამდვილი კაიფი რა არის, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ნარკომანები არ იქნებოდნენ. მხოლოდ მუსიკას შეუძლია მაგრძნობინოს და დამახაოს ის, რაც თქვენთვის პარადოქულად ჟღერს.
ბავშვობაში დიდი ვერცხლის ჯვარი გავყიდე და ფსიქოტროპულ აფთიაქში საძილე წამლები ვიყიდე. უბანში ყველა ამით ვკაიფობდით. ისე, მაგარი რაღაც კი იყო. ნამდვილი ნარკოტიკისგან არაფრით განსხვავდებოდა. ეს იყო ოთხმოცდაათიანების გამონათება. მარტო არასრულწოვნები კი არა, ამის შესახებ ვინც იცოდა ყველა კაიფობდა. იაფი ღირდა და თან ამის გამო არ დაგიჭრდნენ, დიდი დიდი პოლიციელებს ჩაეშვი და მშობლებისგან მაგარი მოგხვედროდა, სხვა არაფერი. ხოდა მაგარ კაიფში ვიყავი და მუსიკას მოვუსმინე, რის შემდეგაც რომის პაპს, პატრიარქს, ღმერთს, სატანას და საიდუმლო აგენტ ჯეიმს ბონდს ერთდროულად ველაპარაკე. რა მაგარია, არა?
ჩემი მაგიდა სუფთაა, კედები კი ჭუჭყიანი, ანუ მაგარი ტიპი ვარ. სუფთა მაგიდას და დასვრილ კედებს მაგარ ტიპობასთან რატომ ვაკავშირებ ნამდვილად არ ვიცი. ამაზე ბევრს არც ვფიქრობ.. ბევრს კი არა არც არასდროს მიფიქრია. ვაკვირდები ნახევრად სავსე ჭიქას და ვაანალიზებ, ჩემს სხეულში ვიღაცაა, ანუ გიჟი ვარ. წამიერად ნინის შევხედავ ხოლმე. გიორგისგან განსხვავებით მე მას უკანალზე და მკერდზე კი არა, თვალებში ვუყურებ. მისი თვალები ცარიელია, მაგრამ ხანდახან, როცა მომინდება გალაქტიკასაც კი ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, მასთან არასდროს ვიქნები, მაინც მაღიზიანებს მისი გამომწვევი ქცევები და გიორგის დაუდგრომელი სურვილი მასთან სექსის.
ამასწინათ სკვერში ვიჯექი და გარშემო ყველაფერს ვაკვირდებოდი. კარგად მახსოვს, მანქანების ხმაური მაწუხებდა. ქალაქში შვება არასდროს მიგვრძვნია. ვუყურებდი მტრედებს და ვფიქრობდი, გააჩნდათ თუ არა მათ სული. შევხედე მოხუც ქალს, რომელიც ძლივს დააბიჯებდა. რატომღაც ძალიან მომინდა მისი დაბადების ნახვა. ალბათ მეორე მსოფლიო ომის დროს დაიბადა მეთქი, ვიფიქრე. შევხედე ლურჯ მანქანას, რომელიც ნელი სვლით მიუყვებოდა გზას... ნუ მძღოლს სხვა გზა არც ჰქონია. წარმოვიდგინე, თუ როგორ შევიდა დაუსრულებელ გვირაბში. გვირაბის კედლები მწვანე იყო, მანქანა კი ამის ფონზე გაწითლდა. შემდეგ გვირაბის კედლები გალურჯდა და მანქანა, ვარდისფერი გახდა. თითქოს რომელიღაცა მურტფილმის რეჟისორი უსაქმურობის ჟამს თამაშობდაო. ბოლოს გვირაბის დასასრულზე ფიქრმა უარყოფითი გრძნობები გამიმძარფა და წამოვიყვირე, თუ რა, ეს არ მახსოვს. სკამიდან წამოვხტი და სკვერიდან შეშინებული გავედი.
ნინის და ლალის კამათის შუა ნაწილში ვფხიზლდები. არა, არ მძინებია, უბრალოდ ვფიქრობდი. ესენი სულ როგორ უნდა ჩხუბობდნენ? ნინი ეუბნება, შენს გამო სამსახურში მოსვლა შემძულდაო. ლალის მართლაც ნერვების მომშლელი საუბარი აქვს, მაგრამ კარგი ქალია, ნუ ყოველშემთხვევაში მე მომწონს. თუ ვსაუბრობთ, თეოლოგიას არ ვცდებით. თვალებს ვისრესს, რადგან მზემ ჩემი მხედველობა გაანახევრა. მათ კამათს, რომელიც ნელ–ნელა ჩხუბში იზრდება, ფეხებზე ვიკიდებ და ისევ მზეს ვაშტერდები. და მაინც, ესენი სულ როგორ უნდა ჩხუბობდნენ, ჰა?
ახმელა სამყაროში მარტოხელა დაუცველი ლეში ვარ. ხო, ლეში, აბა სხვა რა ითქმის ჩემზე? იესოს ვეუბნები, ერთი ანგელოზი გამომიგზავნე, თუ ვერ დამიცავს მეგობარი მაინც მეყოლება მეთქი და უეცრად იესოც სადღაც მიმირბის... მიმირბის რა, ანუ ამ ღმერთისაც აღარ მწამს. ვერ გამიგია რა ხდება ჩემს თავს. ვერ გამიგია სად ქრებიან ეს ღმერთები. ასე იციან, ჯერ თავს მოგახვევენ თავიანთ სიმართლეს, მერე კი ქრებიან. ხო, მიდით, მიდით, ამქვეყნიურ სისასტიკეს სამოთხეში შეეფარეთ. ჩვენ ვიკითხოთ, თორემ თქვენ კი ხართ მანდ.
აღარც ურწმუნო იდიოტებთან მსურს ლაპარაკი. მათ ღმერთის არ სწამთ, რადგან ის ნანახი არ ჰყავთ.(რა თქმა უნდა უტვინო ათეისტებს ვგულისხმობ.) რატომღაც მთვარის ღრმულების სჯერათ, ისევე როგორც მზის შუაგულის. მათ მარსის და პლუტონის არსებობის ისევე სჯერათ, როგორც შავი ხვრელის მიზიდულობის ძალის. ერთხელ ერთმა ათეისტმა მითხრა, მეცნიერების მჯერაო. ვკითხე:
– რის თქმას ცდილობ?
– აი მეცნიერებს ღმერთის არ სწამთ, ისევე როგორც მე. ანუ სიმართლე ის არის, რასაც მეცნიერები ამბობენ. – რამდენიმე წამი დავფიქრდი, ნუთუ ისეთი იდიოტი ვარ, რომ ახლა ამას ვუსმინო მეთქი?
ვკითხე:
– რომელმა მეცნიერმა თქვა და დაადასტურა ის, რომ ღმერთი არ არსებობს? – პასუხი გულწრფელად მაინტერესებდა, მაგრამ ის გაჩუმდა. აი, ასეთი ათეისტებიც მხვდებიან. ისინი ამახინჯებენ ნამდვილ ათეიზმს. ასეა, ათეისტები ათეიზმს ებრძვიან, რელიგიურები კი რელიგიას. ამის ფონზე, ჩვენ, „მოაზროვნეები“ ვიჩხირებით სადღაც მიწიერსა და არამიწიერს შორის.
დღეს დრო გუშინდელზე სწრაფად გავიდა. გიორგი ყველას გასაგონად ამბობს:
– დღესაც უსაქმოდ ვიჯექით.
– ხვალაც უსაქმოდ ვიჯდებით. – ვეუბნები და სახეზე ირონიული ღიმილი მეყინება. მიუხედავად იმისა, რომ ისევ მოჩანს მზე, მაინც ამშვენებს ლამპიონების სტაფილოსფერი ნათება ჩემს ბინძურ ქუჩებს.
ყველანი ერთდროულად ვდგებით და ოფისიდან გასვლას ვიწყებთ. დღევანდელი ტემპი, გუშინდელს ჰგავს. პირველად ლალი გადის, მას გიორგი მიჰყვება. მე დღესაც ბოლო უნდა გავიდე ოფისიდან. ნინი ჩემს წინ დგას. ხელს მკლავზე მკიდებს და უკან, ოფისში მაბრუნებს. გიორგი სვლას ანელებს, მაგრამ არ ჩერდება. ნინი ჩემს წინ, ძალიან ახლო დგება. ვკომპლექსდები, როგორც ყოველთვის. მეკითხება:
– აბა, რას შვრები?
– რავი, ვშვრები, რა. – მომწონს ასე რომ იღიმის.
– იდიოტო, შენ სულ როგორ უნდა ღადაობდე? – არადა თავს დავდებ მოსაჭრელად, იუმორისგან ძალიან შორს ვარ.
– წამო რა, დავლიოთ. – უეჭველი გონია, რომ წავყვები.
– არა რა უნდა დავლიო, მოიცა რა, ხვალ პახმელიის თავი არ მაქვს. – გაკვირვებული მიყურებს, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობს გაკვირვება არ შეიმჩნიოს.
– კაი ხო, არ გვინდა ეს დალევა. წამო სადმე გავიდეთ თორემ მოწყენილობისგან მოვკვდი. – რაღაც მხრივ სასიამოვნოა მენეჯერი რომ ამას გეუბნება, არა?
საბოლოოდ მაგარი მთვრალი ნინის სახლში ვჩნდები და ორგაზმს განვიცდი. ორგაზმისას, როგორც ყოველთვის მის მკვრივ მკერდზე და საჯდომზე ყურადღებას აღარ ვამახვილებ და ამ არაამქვეყნიურ სიამოვნებისას, რაღაც კოსმიურ, აუსხნელ საგანზე ვფიქრობ, თუ სწორად გამიგებთ. მის მკერდს ხელს ვუშვებ და მის გვერდზე კომფორტულად ვთავსდები. ნევროზს რა ვუთხარი, თორემ ჭერის ყურებისას ხომ არ დავითლვიდი, არა?
– ერთი... – ვამბობ ჩუმად, გულში, ისე, რომ ჩემმა თავმაც ვერ გაიგოს და მინდა, რომ მესამე წამი მალე დადგეს.
ხო, რატომ ვცდილობ, რომ ნინისთან სექსი აღარ მქონდეს? არ მინდა ის გოგო შემიყვარდეს, ვინც მხოლოდ გარეგნობას აქცევს ყურადღებას. კიდევ არ მინდა ის გოგო შემიყვარდეს, ვისაც ჩემს თურქ უფროსთან სექსი აქვს. ახლა ხომ ხვდებით, რატომ არის ნინი მენეჯერი? ერთჯერად ურთიერთობებს ვერ ვიტან. საერთოდ რა ჯანდაბაა ეს ერთჯერადი ურთიერთობები? მხოლოდ სექსი ხომ არ არის, არა? ამას ისევ ნძრევა მირჩევნია.
– ორი... – ისევ ისე, ჩუმად, ჩემს თავსაც რომ არ გავაგონო.
– სამი. – ვამბობ და საწოლიდან ვდგები. მგონი, თუ არ ვცდები ეს ნევროზის ბრალია... ხო, მგონი მართალი ვარ.
– მოიცა რა, ჯერ არ ადგე. – მთხოვს თუ მიბრძანებს არ ვიცი, მაგრამ მე მაინც ვდგები. ფანჯრიდან ვიყურები და ოცდამეათეჯერ საკუთარ თავს პირობას ვაძლევ, რომ მასთან სექსი აღარ მექნება. საათს ვუყურებ. მადლობა ღმერთს ჯერ მხოლოდ პირველი საათია. ვიცმევ, წყალს ვსვამ და ნინის ვემშვიდობები.
– დღეს დარჩენილიყავი. – მეუბნება.
– არა, სახლში ძილი მირჩევნია. – ვეუბნები. სახლიდან გამოვდივარ და გზას სიმშვიდის შენარჩუნებით მივუყვები.
ქუჩები ცარიელია. აი ეს მომწონს, მშვიდი საღამო, ჩემი სულის განუყოფელი ნაწილი. ახლაც, ტრადიციულად გზას მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროთი მივუყვები. ქუჩებს მკვდრად ავღვიქვამ, მხოლოდ ეს მეხმარება იმაში დასარწმუნებლად, რომ ცოცხალი ვარ. სახლში მისვლა არ მინდა, ამიტომ სანაპიროს ნელი ნაბიჯებით მივუყვები. მთვარეზე, ღამეზე და ჩემს მომავალ რომანზე ერთდროულად ვფიქრობ.
მთვარეზე ბავშვობიდან სახეს ვხედავ... მოწყენილ სახეს. ალბათ ჩვენ ვქმნით მის ტრამვებს.
– ცოტაც მთვარე, ცოტაც მოიცადე, დავწერ ჩემს რომანს, მერე თუ გინდა მოგვცილდი და მოგვივლინე უზარმაზარი ღმულებიდან ტალღების ამოხეთქვა. – ვეუბნები – ცოტაც მთვარე, მაცადე დაჟანგული მანქანის ყიდვა, რომ დროზე მოვშორდე აქაურობას, მერე კი თუ გინდა დაენარცხე ამ ბინძურ დედამიწას და მოგვივლინე მიწების ბრუნვა. – ვეუბნები – ცოტაც მთვარე, მაცადე სადმე ტყეში ბინძური ქოხის აშენება, რომ შვება ვიგრძნო, მერე კი შენი სურვილისამებრ წადი დაუსრულებელ სივრცეში, ოღონდ უკან არ მოიხედო. – ვეუბნები – ცოტაც მთვარე, ცოტაც მოიცადე.
– შე ეგოისტო სირო, სად მაგდებ, ჰა? – მეკითხება მთვარე.
ჩემი სახლის სადარბაზომდე არც ისე შორი გზა მრჩება. ახლა ხომ ვიცი, ავალ სახლში, წამოვწვები ლოგინზე და ოთახს სიგარეტის კვამლით გავავსებ. ბევრს მოვწევ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ფილტვებს მეტი აღარ შეუძლიათ. ჩემი ფილტვები ნაადრევად დაბერდნენ. მათვისს თითქმის შეუძლებელია გაფართოება. ფილტვებს აღარ შეუძლიათ მიეკრან ნეკნებს.
სადარბაზოში შევდივარ. თვალთვალის მანია...
– ჯანდაბა, მე არაფრის მეშინია. იმას ეშინოდეს ჩემი, ვინც ამ მისტიკურ გარემოში ამეკიდა. საშიში მე ვარ, მე! – ვლაპარაკობ ჩუმად და ვცდილობ თავი დავიმშვიდო. მთელ ყურადღებას ფურთხით დასველებულ კიბეებს ვუთმობ. პირველ სარუთლზე ექვსი კიბეა, დანარჩენებზე ცხრა. კარზე უხეშად ვაკაკუნებ და ჩემი ხელის თითქმის შეუმჩნეველ ხაზებს ვაკვირდები. კარი იღება. ახალ გაღვიძებული დედაჩემი მოჩვენებას დამსგავსებია თავისი თეთრი პიჟამოს გამო. მოჩვენება მეკითხება:
– მთვრალი ხარ? – მოხარული ვიქნებოდი, რომ ეკითხა, შვილო, ხომ არ გშიაო? დედაჩემს უპასუხოდ ვტოვებ და ჩემს ოთახში შევდივარ. შუქს ვანთებ. აი, ამ იაფასიანი ნათურის შუქიც კი მთრგუნავს. არაფერს ვამბობ ამ სიჩუმეზე. თავი ვერ მოვაბი, რომ წითელი, ან ლურჯი მანათობელი ნათურა ვიყიდო, თორემ სიჩუმის ხმაურად გარდაქმნა ყოველთვის შემიძლია.
კომპიუტერში მოცარტის მუსიკას ვრთავ. კოსტიუმს ვიხდი და ლოგინისკენ ვისვრი. ძირს ვაგდება. არადა ბავშვობაში კალათბურთს კარგად ვთამაშობდი. სიგარეტს ვუკიდებ. პირველ ორ ნაფაზს ღრმად ვუშვებ ფილტვებში.
– გვიშველეეეთ!!! დაგვეხმარეეეეეთ!!!! – გაიცანით, ეს ჩემი მარცხენა ფილტვია.
ფანჯრიდან ვიყურები. ნაკლებად განათებულ სახლებს ვაკვირდები. ვარდისფრად განათებულ სახლს შევსცქერი და იქაურ კომფორტს ჩემს გონებაში წარმოვსახავ. რატომღაც მგონია, რომ სახლის პატრონს არანაირი პრობლემა არ აქვს. ეს იქით იყოს და... ვარსკვლავებს, ჩვენი ნათურების სიმრავლე აქრობს. ჩემი სახლიდან მთა წმინდა მოჩანს და თავი გალაკტიონ ტაბიძე მგონია, ჩემი სახლი კი ფსიქიატრიული კლინიკა. ვაანალიზებ, ჯერ კიდევ ღმერთის ძიების პროცესში ვარ და დასაძინებლად ვწვები... დასაძინებლად რა, უბრალოდ ვწვები.



№1  offline წევრი tekka

იდეა-> გოგო,რომელსაც თეთრი თმა აქვს.არა ჭაღარა,არამედ- შეღებილი თეთრი.არ ყავს მეწყვილე.(რა საჭიროა).არც მანამდე ყავდა და არც მერე ეყოლება...საერთოდ, ეს მეწყვილეები რა საჭიროა ვერ ვხვდები.და მისი სიკვდილის ეპიზოდი საინტერესო იქნება.მანქანა დაეჯახება და ან შუაზე გაჭყლიტავს ან რამე.მთავარია,ბევრი სისხლი იყოს და ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივი ენით დაწერილი.ერთი წიგნი წავიკითხე არც ისე ცნობილი მწერლის.დამნაშავეს სიკვდილით სჯიან და ძალიან "ლამაზად"არის აღწერილი ნაწლავების გადმოფურჩქვნის ეპიზოდი.როგორ ერევა ცხელი სისხლი ცივ მიწას,როგორ ატრიალებს უაზროდ თვალებს მომაკვდავი და ასევე უაზროდ ცდილობს ჩაებღაუჭოს სიცოცხლეს,რეფლექსურ დონეზე.მოკლეთ,მაგარია რა...მიუხედავად იმისა,რომ გულის რევის შეგრძნება მქონდა მაგ დროს..მაგ მომენტის წაკითხვა ღირს ერთ რამედ.

შენი მომავალი რომანის ჩემეული წარმოდგენა ^^^^^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent