წითელი ფორთოხალი (5)
არ ვიცოდი,იმ წუთებში ვერ ვიაზრებდი ამ ყველაფრით რისი მიღწევა მინდოდა, მაგრამ ის რისი სურვილიც მახრჩობდა ვისკი იყო. ვსვამდი.. არ მთავრდებოდა.. ხალხის ამაზრზენი და ხელოვნური გამოხედვა მაგიჟებდა. ჰო ვერ ვიტანდი.. არ შემეძლო მეყურებინა მათი ყალბი და არაფრისმთქმელი სახეებისთვის. ცხოვრებაში პირველად ვაკვირდებოდი ასე დაჟინებით თითოეულ მათგანს და უფრო და უფრო ვივსებოდი ზიზღის გრძნობით.. იყო უფრო და უფრო მეტი ვისკი,თავბრუსხვევა, ერთმანეთში არეული აზრები, ფიქრები, ემოციები.. იყო უდიდესი სურვილი სირბილისა.. სირბილისა გონების დაკარგვამდე.. თითქოს ამით მინდოდა, რომ გავქცეოდი ბრბოს.. კარგად ვიცოდი, რომ ისინი ყველგან იყვნენ, მაგრამ არა... -შეუძლებელია. ამათ ვერადსდროს ვერსად გავექცევი.არ შემიძილია. (მე) -სუსტი ხარ.. ( მეორე მე) -ვიცი(მე) -ჰო ელისონ.. ძალიან სუსტი ხარ. ისიც კი არ შეგიძლია რომ ადგე და წახვიდე. თავი აადირო მათ.. ჰო.. ბრბოს..(მეორე მე) -მე ყოველთვის ასე ვიქცევი.(მე) -და აზრი? ისინი ყველგან არიან (მეორე მე) -ამიტომ ვმოგზაურობ..(მე) -ამიტომ არა. ესეც შენი სისუსტის ბრალია..(მეორე მე) -არა არა არა.. გადი ჩემი თავიდან გთხოვ!(მე) -შეხედე! შეხედე იმ ბიჭს როგორ გიყურებს.. თვალებით გჭამს,უნდა რომ მოვიდეს, სასმელზე დაგპატიჟოს, ათასი სისულელეებით გამოგიჭედოს თავი. ჰგონია რომ სულელი გოგოსავით წამოეგები. მოვა, დაიწყებს თავის მოწონებას,გეტყვის რომ ბევრი ფული აქვს. ჰო ჩაცმულობაზეც ეტყობა რომ აქვს და სწორედ ფულით ეცდება რომ გიყიდოს. მაგრამ აბა მეორე მხარეს გაიხედე.. ჰოოომ ეს სულიად სხვა შემთხვევაა... არ ჩანს ამაზრზენი.. აბა კარგად დაკვირდი.. აშკარად აწერია სახეზე ცხოვრებისადმი უკმაყოფილება და ცდილობს რომ ტკივილი შენსავით ვისკით ჩაახშოს..ახლა იმ ბარმენს შეხედე.. თავის გარყვნილ თვალებს ისე დააცეცებს შენს სხეულზე რომ არც ერიდება.. არ აქვს ბევრი ფული, არ არის სიმპატიური თუმცა მაინც ახერხებს იცხოვროს ისე, როგორც "უსწორდება".. არვიცი როგორ მაგრამ ახერხებს. იქ, კუთხეში ქერა გოგო რომ ზის, შეხედე როგორ უყურებს .. ღმერთო საოცარია როგორი თვალებით უყურებს თავის საუკეთესო მეგობარს.. მის თვალებში იმხელა სიძულვილი და ბოღმაა, აღარ იცის სად დამალოს.. ჰო. ის საუკეთესო მეგობარია რომლისაც ასე ძალიან შურს.. მან არ იცის რა არის მეგობრული სიყვარული და კეთილშობილება.თავი ყველაზე ერთგულად მოაქვს სინამდვილეში კი სურვილი ახრჩობს იმისა, რომ ის გოგო თმით ითრიოს.. მოკლას.. დაახრჩოს.. და რის გამო ეს ყველაფერი? იმის გამო რომ ის გოგო უბრალოდ ლამაზია.. ჰო სასაცილოა მაგრამ ასეა.. ესაა რეალობა ელისონ.. ეს არის ამაზრზენი რეალობა რასაც ვერ გაექცევი რამდენიც არ უნდა ირბინო.. თუმცა.. თუმცა არსებობს გამოსავალიც..(მეორე მე) -დამცინი?(მე) -შენ შეგიძლია თავი დააღწიო ამ ყველაფერს. (მეორე მე) -... ჰო ელისონ შენ შეგიძლია ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვა..(მეორე მე) -შემიძლია!(მე) -დიახ შეგიძლია და გააკეთებ კიდეც..(მეორე მე) -მეშინია..(მე) -სუსტი ხარ..(მეორე მე) -ვარ..(მე) -მაგრამ.. მაგრამ უნდა დაძლიო ეს შიში..(მეორე მე) ავდექი.. ფეხებში ძალა არ მქონდა მაგრამ მინდოდა რომ იქიდან რაც შეიძლებოდა სწრაფად გავსულიყავი. ფული გადავიხადე და წამოვედი.. ცივი ჰაერი სახეზე მესიამოვნა, თუმცა ვიგრძენი რომ კიდევ უფრო გაძლიერდა თავბრუსხვევა.. ბარბაცით მივიკლაკნებოდი უკაცრიელ, გაყუნულ ქუჩაზე.. კვლავ ის სიჩუმე.. ფიქრები..სახურავი. არ მახსოვს როგორ მოვახერხე, მაგრამ სახურავზე ავედი და ამჯერად იქიდან გადმოვყურებდი ცარიელ ქალაქს -რას ელოდები? (მეორე მე) -არვიცი..(მე) -შეძლებ! (მეორე მე) ერთი ნაბიჯი წინ გადავდი.. და უკვე საკუთარ თავს ვულოცავდი. ეს ხომ პირველი წინგადადგმული ნაბიჯი იყო.. მეორე.. მესამე გონებაში ვიაზრებდი, თუ როგორი სასიამოვნო იქნებოდა ფრენა.. ყველათვის მაინტერესებდა.. და აი.. დადგა ეს მომენტიც.. მახალისებდა იმაზე ფიქრიც, რომ ბოლო მოეღებოდა ამ ყოველივეს.. მეოთხე ნაბიჯიც და სამუდამოდ ვიმოგზაურებდი.. მაგრამ არა.. -რომ გადახტე რამე შეიცვლება? -კი.. დამთავრდება. -როგორ დამთავრდება ის, რაც არ დაწყებულა.. შევბრუნდი.. იმ წუთებში ყველაზე მეტად მისი დანახვა არ მინდოდა, მაგრამ იქ იდგა.. ჰო.. ჩემს წინ.. მიყურებდა საოცრად სავსე გამომეტყველებით.. -ყოველთვის მაშინ ჩნდები,როდესაც არაა საჭირო.. -ყოველთვის მაშინ ვჩნდები, როდესაც აუცილებელია.. -... -ახლავე მოდი აქ. დავემორჩილე.. როგორ? როგორ ახერხებდა ის უცნობი ჩემ მართვას.. შთამაგონებდა? არა. ასეთი ადამიანები არ არსებობენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ დავემორჩლე. ახლოს მივედი.. რამდენიმე წამით ყოველგვარი სიტყვების გარეშე ვიდექით პირისპირ.. ვტიროდი.. ჩავეხუტე. იმდენად ძლიერად ჩავეხუტე, რომ სუნთქვაც კი მიჭირდა.. ცრემლები კი არ წყდებოდა.. ყველა ემოცია ერთბაშად მომაწვა.. ვერ ვიკავებდი.. როგორ მინდოდა რომ ეს არ მომხდარიყო.. თან მის თვალწინ, მაგრამ იმ წამს არ მაინტერესებდა.. ვეხუტებოდი მთელი ძალით.. დიდი ხანი.. ძალიან დიდი ხანი. არცერთი არ ვიღებდით ხმას. დიდი ხანია ასეთი სითბო არავისგან არ მიგრძვნია.. -ის სურათები.. -დაივიწყე.. კვლავ სუჩუმე და ჩახუტება. კვლავ Archive.. კვლავ ბურუსი.. ის.. პატარაა მაგრამ მეტის დაწერას ფიზიკურად ვერ ვასწრებ. ბოდიშით შემდეგზე ვეცდები დიიდი თავი დავდო :3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.