შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი ანგელოზი - 1


15-02-2016, 19:49
ავტორი D-roni
ნანახია 10 205

ბედნიერი დაგრიალებდა ოთახიდან ოთახში და სახე გაბადრული ეძებდა შესაფერის ტანისსამოსს.
გარდერობში ცხვირი შეყო და გაკრეჭილმა გამოიღო მაღალწელიანი შავი ქვედაბოლო , კაბა ფრიალა და მოკლე იყო ...
ტანზე მოირგო და ამავე ფერის კლასიკური , ნახევრად ტყავის , ოდნავ მოსქელო ბრეტელიანი ტოპი გადაიცვა.
ფეხებზე , მაღლები და მზად იყო.
ბანკეტი ჰქონდა და სალონში გამზადებული , ჩაცმის დროს ძალიან ფრთხილობდა.
სარკეში , რომ ჩაიხედა საკუთარ თავს , კმაყოფილმა მოავლო თვალი და თმა ოდნავ უკან გადაიწია.
ჰაეროვნად დატრიალდა და უცებ თავბრუ დაეხვა , გულში რაღაც ძალიან მძაფრი ტკივილი იგრძნო და ცრემლები ძლივს შეიკავა.
იქვე ჩამოჯდა და ოთახში შემოსულ დედას და მამას გაუღიმა .
- რა გჭირს დე ? - სწრაფად მივიდა შვილთან და შუბლზე გაშლილი ხელი მიადო.
- არ ვიცი ... გული თითქოს ცუდს მიგრძნობს ... - ჩაიჩურჩულა და ამღერებულ მობილურს დახედა.
გახარებულმა და დამშვიდებულმა მიიდო ყურთან და სუნთქვაშეკრული დაელოდა , როდის იტყოდა რამეს.
- ჩემი სილამაზის დედოფალი რას შვება ? - მოესმა ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები და დაბნეულს გაეღიმა.
- არაფერს მიშ შენ ? - მშობლებს გადახედა და დაინახა , როგორი დამშვიდებულები გავიდნენ ოთახიდან.
- რავი , თუკა მისმინე ... მე ასე 10 წუთში გამოგივლი და გაგიყვან კარგი?
- შენ არ შემომყვები ?

ნაწყენმა გაბუსხა ტუჩები და ხელები გადაიჯვარედინა , მობილური მხარსა და ყურს შორის მოიქცია და სარკეში თმა გაისწორა.
- მე ? მე ცოტა ხნით პატარა , მერე საქმე მაქვს ... - ხმა აუკანკალდა მიშოს.
- რა ხდება მიშო ? - კარგად იცნობს შეყვარებულს.
- წავედი და გამოგივლი მერე კაი ? - თბილი ტონით მიმართა ყიფშიძეს.
- კარგი მშვიდობაა ? - შეშინებულმა მიიდო ერთი ხელი გულზე და მობილური აკანკალებულმა დაიჭირა ხელში.
- კი , კი არ ინერვიულო შენ , გკოცნი .



^^^


2 წელია უკვე რაც შეყვარებულები არიან ...
ბევრჯერ ჩამოუგდიათ მომავალ ქორწინებაზე და სამომავლო გეგმებზეც თემა , მაგრამ ჯერ არც ერთი ჩქარობდა.
ანდა რა დროს ყიფშიძის გათხოვება იყო ჯერ ? 18 წლის ახლა გახდა .
არც მიშო აძალებდა , უნდოდა დამშვიდებულს მოეყვანა ცოლად და ყველაფერი იმაზე კარგად წაეყვანა , ვიდრე ეს საყვარელ ქალს წარმოედგინა.
ისეთი მოწიწებით და პატივის ცემით ექცეოდა , რომ მის ყოველ მოქმედებაში ჩანდა სიყვარული.
თქმით არც ერთხელ არ უთქვამს ... მაგრამ ხომ გრძნობდა თუკა არა ?
ოჯახებითაც იცნობდნენ ერთმანეთს , ყველაფერი იმაზე კარგად მიდიოდა ვიდრე ეს 16 წლის თუკაც წარმოედგინა.
16 წლის იყო , რომ მისი შეყვარებული გახდა.
ბევრი არც უწვალია თავის შესაყვარებლად მიშოს , როგორც კი გაიცნო მაშინვე მიაღწია საწადელს.
როგორც კი გაიცნო , იმ დღიდან მიიქცია მისი ყურადღება.
სკოლიდან გამოდიოდა , როგორც ყოველთვის სკოლის წინ უკვე სკოლადამთავრებულები აბირჟავებდნენ.
ყველა მათ შესციცინებდა თვალებში , რატომღაც ისეთი სითბოთი იყურებოდა თუკა მათი მიმართულებით , თვითონაც კი ძალიან უკვირდა.
შემდეგ როცა მიხვდა , რომ ვერც ერთ მათგანს ვერ უყურებდა სხვანაირად , გადაწყვიტა მზერა მოეშორებინა და სკოლიდან სახლში , მოპირდაპირე მიმართულებით წავიდა.
გასასვლელად მათ ჯგროში უნდა გაევლო , ფეხი როგორც კი შედგა მათ წრესთან , მაშინე გული აუჩქარდა მთელი სიჩქარით .
თავი გადააქნია და სუნთქვაშეკრულმა გაიარა ის ადგილი სანახევროდ.
ნაუშნიკებიც კი ვერ გამოხსნა ერთმანეთისგან , ხელები უკანკალებდა და ვერაფერზე ახდენდა კონცენტრირებას.
ის ის იყო მობილური გაუვარდა , სახეზე სიწითლისგან წამოწითლდა.
ნერწყვი მძმედ გადააგორა სასულეში და ოდნავ გადაიხარა მობილურის ასაღებად.
- თუკააა ! - მოესმა დაქალის ხმა და დამშვიდებულმა ამოისუნთქა.
რამდნეიმე წყვილი თვალის მზერა წვავდა და ანადგურებდა.
წელში გასწორდა და უკან გაიხედა.
- ხო ნინ ... - ნაზი და წკრიალა ხმა ამოუშვა ბაგეებიდან და დაქალს გაუღიმა.
- ჩემთან წამო რა ... - შეპარვით უთხრა და გაუცინა.
ისეთი დაშინებული მზერით უყურებდა ნინის , რომ გოგონას მაშინვე შეეცვალა მზერა და წარბი ჰაერში აქაჩა.
- რა გჭირს ? - შუბლზე ხელი მიადო და აკანკალებულს თმა უკან გადაუწია. - თუკა კარგად ხარ ? - ჰკითხა დაშინებულმა და დაინახა , როგორ გადაუტრიალდა თვალები გოგონას . - ვაიმე თუკა ნუ მაშინებ ! - ხმის კანკალით უთხრა და ხელი შეაშველა.
უცებ იგრძნო დაქალის ხელის მაგივრად , რაღაც უცხო შეხება...
შეხება და შეხებისგან გამოწვეული გრძნობები .
აქამდე უგრძნობი და ახლად თავზე დამტყდარი.
ტანში რაღაცის გავლა გამოვალა იგრძნო და მგონი მიხვდა , რას ნიშნავს გრძნობდე სისხლის მიმოქცევას შენში .

- თუკა ... - ჩუმი ხმით ამოილუღლუღა ნინიმ და ცრემლები მოიწმინდა.
- დამშვიდდი ... - ერთ-ერთი ბიჭი მიუახლოვდა და მისი სახე ხელებში მოიქცია.
ატირებულმა მიადო მის გულმკედს თავი და დაქალს შეხედა , რომელიც მაღალი ბიჭის განიერ მხრებში იმალებოდა.
- საავადმყოფოში წავიყვანოთ ! - ხელში აიყვანა გოგონა და ძმაკაცს რაღაც ანიშნა.
ბიჭებიც და ნინიც მას გაყვნენ მეორე მანქანით .
ერთთან საჭესთან ის იჯდა , უკან კი ნინი და თუკა.
გოგონას მეგობრის თავი ედო კალთაში და თმაზე მონატორულად ეფერებოდა.
- თუკ ...- ჩასჩურჩულა და გოგონამ ნელა გაახილა , მიბლენტილი თვალები.- უკეთ არ ხარ ? - ჰკითხა და შუბლზე დაადო ცივი ხელი.
- დედას ... დაურეკე ... -ამოლუღლუღა პირგამშრალმა და თვალები მიეხუჭა.
ნინიმაც ტირილით აიღო დაქალის მობილური და დედამისის ნომერი აკრიფა.
გაბმულ ზუმერს ,დანევროზებულმა გააყოლა სმენა და წამწამები მაგრად დააჭირა ერთმანეთს.
- ხო დე ... - მოესმა ქალის ბედნიერი ხმა და უფრო გააკანკალა.
საჭესთან მჯდომი ბიჭი ,რომ მიხვდა რაშიც იყო საქმე , მობილური გამოართვა და ყურთან მიიდო.
ნინიმაც შეშიენბულმა გადახედა მას და მერე ისევ თუკას.
- თუკა დე ... - ანერვიულდა დედამისიც.
- გამარჯობა , იცით ... თქვენი შვილი სკოლასთან ცუდად გახდა , ავერსის კლინიკაში მიგვყავს მე და მის მეგობარს ,იქნებ იქ მობრძანდეთ ? არაფერი არ არის საგანგაშო ,ალბათ წნევა დაუვარდა ... - გაამხნევა და საჭე მოატრიალა.
- კი , კი ახლავე მოვალ ... - ანევრიულებულმა გათიშა მობილური და ბიჭმაც გაადაწოდა ნინიც .
- მადლობა ... - ამოილუღლუღა თუკამ და თალები ისევ დახუჭა.
მიშოს მის ქცევაზე ჩაეღიმა და თავი გადააქნია.
ავერსის კლინიკასთან გააჩერა მანქანა და დააპარკინგა.
იქიდან გადმოსულმა , უკანა კარი გააღო და თუკა ხელში აიყვანა.
ნინიც შეშინებული გადაყვა და ორივე კარი თვითონვე მიკეტა.
ბიჭების მის უკან გაჩერდნენ მანქანით და კლინიკის მეორე კარი , თვითონვე შეუღეს.
- ექიმი გვჭირდება , თითქმის უგონოდაა ! - ბოხი ხმით უთხრა მიმღებში , ჩამომჯდარ ერთ-ერთ ექთანს და რაღაც ანიშნა.
გოგონაც ფეთიანივით წამოდგა და ანიშნა გამომყევითო.
სულ მალე პალატაში შეიყვანეს და დალოდება მოთხოვეს მათ.
მოსაცდელში იჯდა გათიშული ნინი და ხან საით იხედებოდა , ხან საით...
თვალებს უაზროდ აცეცებდა და ერთ-ერთი გახედვის დროს დაინახა , როგორ შემოვიდა დერეფანში თუკას დედა.
- როგორ არის ? რა დაემართა ? - ანერვიულებულმა მიაყარა და გულზე ხელი მიიჭირა.
- არ ვიცი თამუნა დეიდა ... ჩვეულებრივად ვიდექით და ვლაპარაკობდით სკოლის წინ , უცებ თავბრუ დაეხვა , მერე თვალები გადაატრიალა , ვიფიქრე ისევ რამეზე გაბრაზდა და ამიტომ თქო ... მერე შებარბაცდა და სულ ბოლოს აი იმან დაიჭირა ... - თითი იქვე მდგომი მიშოსკენ მიუთითა ,რომელიც ნერვიულად დააბოტებდა დერეფანში. - მე ვერაფერი მოვიფიქრე , ისე გავნერვიულდი ... მერე ამ ბიჭმა აიყვანა და წამოგვიყვანა აქ ... , სულ ესაა ...
- ახლა როგორ არის ? - განერვიულებული ჩამოჯდა სკამზე და პალატის კარს თვალი გაუშტერა. - დათოს დავურეკე და მალე მოვა ... - ამოისუნთქა და მობილურს დახედა. - რა დაემრთა ? დედა მოუკვდეს მაგას ... შენ არა ჩემო ფერია ,მე გავხდე ცუდად , შენ არა ... - ლუღლუღებდა და გაუბედურებული სახით იხედებოდა განერვიულებული ყმაწვილისკენ ...
როგორც კი მიხვდა , რომ მანაც გამოხედა , მაშინვე ანიშნა აქ მოდიო , ისიც მყარი ნაბიჯებით წამოვიდა ქალისკენ და წინ დაუდგა... - გამარჯობა შვილო , მადლობა მინდა გადაგიხადო ჩემს შვილს ასე ,რომ მიხედე ... - ერთი ამოსუნთქვით მიაყარა და ნერვიულად გაუღიმა.
- გამარჯობა და მადლობა არ არის საჭირო , დარწმუნებული ვარ ყველა ასე მოიქცეოდა ... - თავი დაუკრა და იქვე ჩამოჯდა , თავი ხელებში მოიქცია და ღრმად ამოისნთქა.
ძნელი იყო , მისთვისაც ძნელი იყო , იმის გააზრება უჭირდა ,რომ მისი ბედნიერების ერთადერთი მიზანი , იქ იწვა და ცუდად იყო.
უნდოდა მას სტკიებოდა , მას ოღონდ თუკას არა.
მაგრად ამოიღმუვლა და მუშტები შეკრა.
კვდებოდა ისე აინტერესებდა მისი მდგომარეობა...
მიხვდა , მიხვდა , რომ აქ რაღაც სხვა ხდებოდა ... არა დაავადება , არა ცუდად გახდომა... უბრალოდ სხვა რაღაც , ენითაღუწერლად გრძნობდა მის ტკივილს და მასაც ორმაგად ტკიოდა ის,რასაც მისი სიყვარული განიცდიდა.
"მთასავით ბიჭი" ისე მოტყდა წელში , ძმაკაცების კი გაოგნებულები უყურებდნენ.
მაგრამ ხომ ყველამ კარგად იცოდა , თუ რამდენს ნიშნავდა ყიფშიძე მისთვის? რაც მათ ძმაკაცს ბედნიერებას ანიჭებდა , ის მათთვისაც სიცოცხლის ხალისად იყო ქცეული ...
ყველა მოღრუბლული სახით დააბიჯებდა დერეფანში ,სულ ბოლოს სამივე გვერდით მიუხდა მიშოს და გამმახნევებლად ჩაუკრეს თალი.
ყველაფერს კარგად ამჩნევდნენ ნინიც და თამუნაც , მაგრამ არც ერთს არ ჰქონდა ამაზე ფიქრის და დაკვირვების თავი.
დერეფანში დათოს შემოსვლა და თამუნას წამოვარდნა ერთი იყო.
ქმარს მაგრად ჩაეხუტა და ხელები უღონოდ დაუშვა ძირს.
ნინის მობილურზე დედამისმა ,რომ დაურეკა ოდნავ იქით გავიდა და კედელს აეყუდა.
- ხო დე ... -ჩავარდნილი ხმა ჰქონდა ბარათაშვილს.
- რა ხმა გაქს ... ნინი დე , მშვიდობაა ? - ანერვიულდა წამში თვითონაც ეკა. - ან სად ხარ , რამდენი ხანია გაკვეთილები მორჩა ,არ უნდა დამირკო ? ხომ იცი ვნერვიულობ ...
- დე .. თუკა გახდა ცუდად სკოლასთან და ახლა საავადმყოფოში ვართ ...
- რა ?, სად ?, რა მოუვიდა თუკას ? , რომელ საავადმყოფოში ხართ ?
- რომელში და ავერსის კლინიკა ,რომაა ზემოთ რესპუბლიკურის ამოსახვევშ აი მანდ ...
- კარგი დამელოდე , მეც მალე მოვალ ... - ანერვიულებულმა გათიშა და ნინიც ადგილს დაუბრუნდა.
- როგორ ხარ შენ ? - ჰკითხა დათომ და ლოყაზე უჩქმიტა ღიმილით .
- რა ვიცი ... - მხრები აიჩეჩა და ძალით გაიღიმა.
პალატასთან იხსდნენ , დათო ბიჭებს ესაუბრებოდა , მიშო ისევ ხელებში ჩარგული თავით იჯდა და უხმოდ ისრუტავდა საავადმყოფოს სპეციფიკურ სუნს.
პალატის კარი გაიღო და თეთრ ხალათში ჩაცმული , საშუალო ასაკის კაცი გამოვიდა , ყელზე პულსის გამზომი ჰქონდა შემოხვეული , თმა კი ნახევრად გადაპარსული.
ყველამ დაფეთებულმა წამოყო თავი და მამაკაცს იმედიანი თვალებით მიაჩერდნენ.
მანაც ღიმილით ანიშნა , არაფერი არ არის სანერვიულოო და ახლოს მივიდა მათთან.
- როგორ არის ? , რა დაემრთა ? - თამუნა მივიდა და ქმარს შეშინებულმა გადახედა.
- დამშვიდდით , საგანგაშო და მითუმეტეს სანერვიულო ნამდვილად არაფერი გაქვთ ... უბრალოდ , ზედმეტად ინერვიულა რაღაცაზე , მის ასაკში ეს ბუნებრივიც კია ... აი მაგალითად ჩემი შვილი , ზუსტად მისი ასაკისაა ,ზუსტად ასეთი რეაქცია ჰქონდა რაღაცაზე ,მერე გავარკვიეთ , რომ ვიღაც მოსწონებია და იმასთან ახლოს გაიარა , ამაზე ისე ინერვიულა საავადმყოფოში მოხვდა ... - გაუცინა ექიმმა და უნებურად გაეღიმა მიშოს.
- მოიცათ , ანუ რისი თქმა გინდათ , რომ ჩემი შვილი ვიღაცაზეა შეყვარებული და მასთან სიახლოვემ აანერვიულა ? - თმა ყალყზე დაუდგა დათოს , თამუნამ თვალები დაბნეულმა აააფახულა .
- არა , მე მაგის თქმა არ მინდა ... - დამამშვიდებლად ჩაიღიმა კაცმა . - უბრალოდ იმის თქმა მინდა , რომ მის ასაკში ეს ბუნებრივია , რაღაცაზე გადამეტებულად ანერვიულდა , ეს კი არ არის საგანგაშო , მას ასეთი რეაქცია აქვს მსგავსი ნერვიული შეტევის დროს , რომ გაიზრება და ასაკი მოემატება , ძალაუნებურად გაძლიერდება და ეს ყველაფერიც მოგვარდება ... უბრალოდ ახლა უნდა მოარიდოთ , ზედმეტ ნერვიულობას . - ნინის გადახე და ეშმაკურად ჩაუკრა თვალი.
ბარათაშვილსაც გაეცინა და თავი ჩახარა.
მაშინვე მიხვდა , იქიდან რომელიღაც , რომ მოსწონდა მის დაქალს.
მერე იმაზე შეშინდა , ვაი თუ ისინიც მიხვდნენო და სახეზე წეთელმა ფერმა გადაკრა.
- შეგიძლიათ შეხვიდეთ და მოინახულოთ , დღეს აქ დავტოვოთ , ხვალ გავწერ და შეგიძლიათ სახლში წაიყვანოთ , ხო და კიდევ ერთი , დიდ ხანს არ გაჩერდეთ ... მხოლოდ ორი წუთი გაქვთ ...
მათაც თავი დაუქნიეს და პალატაში შეიძურწნენ.
ნინი დათო და თამუნა.
- ჩემო ფერია ... - შუბლზე აკოცა თამუნამ და გვეერდით ჩამოუჯდა საწოლზე.
- რა დაგემართა მამა ? - დათო სავარძელზე ჩამოჯდა და შვილს გამომცდელად შეხედა.
ყიფშიძემაც თავი ჩახარა და ბაგეეებში დამორცხვილს ღიმილი გაეპარა.
როგორ უნდა ეთქვა ,რომ ასეთ სისულელეზე ინერვიულა?
ხო ... მათთვის სრულიად სისულელე იქნებოდა ეს , მისთვის კი ... მისთვის ყველაფერი , იმდენად გრძნობდა მის ახლოს ყოფნას და იმდენად გაძლიერებულად უძგერდა გული , ლამის თავიდან დამართნოდა ყველაფერი.
ბუნდოვნად ახსოვდა , სანამ აქ მოიყვანდნენ ის მომენტები.
მხოლოდ მისი ბოხი და ხრიწიანი ტემბრი დასტრიალებდა თავს და მოსვენების უფლებას არ აძლევდა.
- თუკა ... - ოდნავ შეაფხიზლა თამუნამ ... - კარგად ხარ დე ? დღეს აქ რჩები , მეც შენთან დავრჩები ! - თავი დაუქნია და შუბლზე აკოცა.
- აუ არა რაა ... რა აქ დარჩები , კარგად ვიცი სხვაგან , რომ ვერ იძინებ , თან ხომ იცი მე არ მეშინია ? ის გრძნობა არ დამაძნებს , რომ შენ აქ იქნები და არ გეძინება ,ვიცი ახლა არ დაიწყო ,შენ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხარო , უბრალოდ წადი ახლავე , მამა წაიყვანე რაა ... - აწუწუნდა და ბუზღუნით , სახედამანჭულმა გახედა მამას.
დათოსაც და თამუნასაც სიცილი აუტყდათ , ორივე შვილს მოეხვია და შუბლზე აკოცა.
- რას დამცინით ? - წარბები შეკრა და ხელები გადაიჯვარედინა ,
გაბრაზებულმა .
- წავიყვან , წავიყვან ... ნინი წამო შენც გაგიყვანთ ... - დათომ გოგონას გადახედა , რომელიც ბედნიერი უყურებდა , უკეთ მყოფ დაქალს.
- არა ,ახლა ეკა მოვა და იმასაც გავუშვებ , მე ჩემს გოგოს მარტო არ დავტოვებ ... - ეშმაკურად აუთამაშა წარბები დაქალს . -თან მაინც ჩემთან უნდა დარჩენოდა დღეს და... - შეპარვით გადახედა გოგონას მშობლებს.
- რა მოთხოვნადი ვარ ... - ყელი მოიღერა და გაიცინა.
- დრო ! დრო ! - სიცილით შემოყო პალატაში თავი მამაკაცმა.
- ექიმო ... ერთი რაღაც , რომ გთხოვოთ შეიძძლება? - მორცხვი ღიმილით გახედა ექიმს ნინიმ.
- აბა გისმენთ , პატარა ქალბატონო ... -გაუცინა და ცვხირზე თითი დაჰკრა.
- აუ ძალიან გთხოვთ რა , დღეს თუკასთან დავრჩები ღამე , გპირდებით არ გადავღლი ... - დაპირდა და ტუჩებზე თითები აიფარა.
- დარჩი , ვიცი გაამხიარულებ შენ , გეტყობა ... - პალატის გარეთ მდგარ ბიჭებზე მიანიშნა და გაოცებულ ნინის გაუცინა . - ხო და ძალიან არ გადაღალო ,საღამოს დამამშვიდებელი მაინც გათიშავს ისე დააძინებს ...
- კარგით ... - გაუღიმა და პალატიდან გასულ , დათოს და თამუნას ღიმილით გააყოლა თვალი , აზუზუნებული მობილური ყურთან მიიდო და ეკას ხმას დაელოდა .
- დე საცობია , ხომ კარგადაა თუკა ? მოვდივარ მეც ...
- დე , მაინც არ შემოგიშვებენ ახლა და ექიმმა დარჩენს უფლება მომცა ,შენ აღარ გინდა ტყუილად მოსვლა ...
- რას ქვია ტყუილად ? შენ თუ გტოვებენ , მე არ მაქვს უფლება ვნახო ჩემი ნათლული ? - გაბრაზდა ეკაც.
- დედა ! - ტონს აუმაღლა ... - რამდნჯერ უნდა გითხრა... - ღრმად ამოისნუთქა და აბუზღუნებულ დედას , სიცილით გაუთიშა მობილური ...


^^^


- კაი ღადაობ ? - თვალები დაქაჩა თუკამ.
- არა , ახლაც აქ არიან , ჩემს გასვლას ელოდებიან ალბათ , მე რომ რამე გითხრა ... - გაუცინა . -შენ არ იცი ის რამდენს ნერვიულობდა , რომელმაც დაგიჭირა.
- მიდი შემოუში , ექიმმა არ დაინახოს ისე ოღონდ ... - ჩაიფხუკუნა და პირზე ხელი აიფარა.
- რომ დაგვინახოს ? - შეშნებულმა გაიხედა კარისკენ . -თუმაც ეგ ჯიგარია და არაფერს გვეტყვის ... - ფხუკუნით გავიდა გარეთ და ბიჭები შემოიყვანა პალატაში.
უცნაური ღიმილით წამოჯდა საწოლზე , თეთრ პერანგში გამოწყობილი თუკა და შავი თმა უკან გადაიყარა.
ოდნავ გაიღიმა და უკვე ლოყებზე , ლამაზად დაეტყო ჩატეხილი ნაწილები.
- როგორ ხარ ? - წინ წავიდა , ის რომელიც ნინის ამშვიდებდა და ღიმილით ჩაჯდა სავარძელში , მისი საწოლის გვერდით , რომ იდგა.
მზერა ძლივს მოაშორა , მიშოს შავ და ჩამთრევ თვალებს და ანერვიულება წამში გაუქრა , როდესაც გაკრეჭილ ბიჭს გახედა.
- კარგად ... დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას ... - სათითაოდ გადახედა სამივეს და სულ ბოლოს თვალი , თვალში გაუსწორა სუბელიანს.
- განსაკუთრებით შენ ... - დამორცხვილს ლოყები საყვარლად აუწითლდა და წამწამები დააფახუნა.
მიშოს გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა და შემდეგ ორმაგი ძალით აძგერდა.
გაშტერებულს და ჯიბეებში ხელჩაწყობილს ,მხარზე მხარი უხერხული ღიმილით გაჰკრა ძმაკაცმა და თვალები უბრიალა.
ისიც წამში გამოფხიზლდა და გაიღიმა.
- მადლობა არ არის საჭირო ! - ბოხი ხმა ამოუშვა და ადგილზე აათამაშა ფეხები.
- აბა? - გაიკრიჭა მასთან ახლოს მჯდომი ბიჭი და ნინის გადახედა. - მე ბექა ვარ ... - ხელი გაუწოდა თუკას ... - ეს გიოა - იქვე ჩუმად მდგომი ბიჭისკენ გაიშვირა ხელი ... - ეს , ოჰ ეს ბატონი გამომძიებელი და მომავალი "პოლიციელი" დემეტრეა , ეს კი მიშოა , მიშო სუბელიანი ... - ღიმილით გააცნო ყველა თუკას და ეშმაკურად აუთამაშა წარბები.
არ ვიცი რა ჭირი ეტაკა ყიფშიძეს ,ნუ მე ვიცი ამას თქვენ უნდა მიხვდეთ , ხო და ... სად გავჩერდით ? ჭირი , რომ ეტაკა თუკას ხომ ? ხოო , თუკას ეტაკა ჭირი და ბოლო ხმაზე გადაიკისკისა.
ნუ მიუხვდა ახლა ბექას მიზანს და რა ექნა ? მერე პირზე , გაშლილი ხელის გული აიფარა და ხმადაბლა ფხუკუნი განაგრძო...
- მე თუკა ვარ , თუკა ყიფშიძე ... ეს კი ნინი ბარათაშვილია ! - ნინის სიცილით გადახედა და თავი გააკანტურა.
- აქ რა ხდება ? - წარბშეკრულმა შემოყო პალატაში თავი ექიმმა. -თქვე პატარა ჭინკებო ! - გაიცინა და კარი მიხურა შიგნით შესულმა . -მე რა ვთქვი ,არ შეიძლება გადაღლათქო ? - თვალებმოჭუტული მიაჩერდა ორივეს.
მათაც თავი ჩახარეს აწითლებულებმა.
ბიჭებს მათ ქცევაზე ეღიმებოდათ და ცდილობდნენ ღიმილი ,ხარხარში არ გადასვლოდათ .

- კარგი , ჩვენ წავალთ ... თუ რამე და დაგვირეკეთ , არ მოგერიდოთ ... აი ნინი ჩაიწერს ბექას ნომერს , ბექა ჩააწერინე ! - თვალებმობრიალე ძმაკაცს ნინიზე ანიშნა და თვითონ მისი სიახლოვით ანერვიულებულ თუკას მიუბრუნდა . - გამოჯანმრთელებას გისურვებთ პატარა ქალბატონო ... - ხელის ზურგზე , ნაზ კანზე მიაწება გახურებული ტუჩები და თვალებში ეშმაკურად , ჩამთრევად და რაღაცნაირად ჩააჩერდა.
ყიფშიძემ ძნელად გაადაგორა ნერწყვი სასულეში და წამწამების ფახულით ახედა , ეშმაკური ღიმილით მომზრილას.
მისი ბაგეები არ იღიმოდა , მისი თვალები კი ყველაფერს ამბობდა.
ყველანაირი ფერი , რომ ერია და მაინც , რომ ვერ იღებდი იმ ერთადერთს.
ალბათ მალე დაარქმევდა მის თვალებს სახელს , თვითონ , თავისთივის , ჩუმად და მალულად ...
- ასე თუ აგანერვიულებს ჩემი , მოახლოვება და დანახვა ... - ინტერვალი გააკეთა სიტყვებს შორის და შეშინებულ , დარცხვენილ თუკას თვალი თვალში გაუსწორა . - წინასწარ გაგაფრთხილებ ხოლმე , როდის გამოვჩნდები ... - ჩაიღიმა და მისი ხელი ნაზად დადო ადგილზე.
პალატიდან ბიჭებიც გავიდნენ , თუკა კი ისევ ადგილზე გაშეშებული და გაყინული იწვა.
მზერა თითქოს რაღაც , ერთ წერტილზე გაუშეშდა.
ის წერტილიც თანდათან იკაგებო და სივრცეში ღრმად იჭრებოდა.
თვალებგაშეშებული სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა და ნერწყვი ერთ ადგილას ჰქონდა გაჩერებული.
ვერც წინ უშვებდა და ვერც უკან.
" როცა რეალობა შენს ოცნებებზე უკეთესია .... "


^^^


- ჩამო მოვედი ... - მობილურში საყვარელი ხმა გაიგონა და კლაჩს ხელი დაავლო.
კიბეები ჩაირბინა და გაბადრული წავიდა , მანქანაზე ახუტებული სხეულისკენ.
სუბელიანმა ვნებიანად აათვალიერა შეყვარებული და ლოყაზე ტუჩები მიაკრო.
იმენად სათუთად ექცეოდა , იმდენად სიწმინდესთან ასოცირდებოდა თუკა მისთვის .... რომ ზედმეტად ხელის შეხებაც კი არ უნდოდა.
უბრალოდ უნდოდა , მის განიერ მხრებში ჰყოლოდა მოქცეული და სულ მისთვის ეყურებინა.
ეყურებინა ... ესეც კი ეყოფოდა .
იმდენად უფრთხილდებოდა , ზემდეტადაც კი არ ეხებოდა.
უბრალოდ კოცნიდა , მეტზე არც კი გადასულა ... როგორ არ უფიქრია , როგორ არ უცდია ... მაგრამ კარგად ხვდებოდა მისი პატარა ჯერ სულ ციცქნა იყო , ამიტომ თავს მშვენივრად იკავებდა.
ასეც ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს.
მერე რა , რომ არასდროს უთქვამს სიტყვა "მიყვარხარ" , მისი ისევ სახელშეურჩეველი თვალები , ისედაც ყველაფერს უსიტყვოდ ამბობდნენ.
- ულამაზესი ხარ ! - უთხრა მხარი ტონით და კარი გამოუღო.
თუკაც წამშივე ჩაჯდა და ღიმილით გააყოლა მამაკაცს თვალი , რომელმაც სწრაფად მოუარა და თავისი ადგილი დაიკავა საჭესთან.
- ანა წავედით ? - ჰკითხა და მომაკვდინებლად გაუღიმა.
- წავედით ... - თავი დაუქნია და თითები ერთმანეთში ახლართა.
ხომ მის გვერდით იჯდა ? ხომ ზუსტად იცოდა არაფერი , რომ არ ტკიოდა და ძალიან კარგად , რომ იყო ? მაინც ღელავდა...
გული და გონება აჯანყებულები იყვნენ და მოსვენების საშუალებას არ აძლევდნენ წამით .
- შენ იქიდან სად მიდიხარ ?- ინტერესით ჰკითხა და ახლართული თითების გადამალვა , კლაჩის ქვეშ ცადა.
- რა განერვიულებს ? - თვალებმოჭუტული დააკვირდა მის ქცევას და ჩაიღიმა.
- მიშო ! - გაბრაზებულმა დააკვესა თვალები და თავი გვერდით მიატრიალა.
- ახლა არ მითხრა ტირილს ვაპირებო ! - მკაცრი ხმა უფრო დაუბოხდა და მძიმედ გადააგორა სასულეში ნერწყვი თუკამ . - ჩემი სულელი ორფეხა ! - გაიცინა და გაკვირვებულ შეყვარებულს , თვალი ჩაუკრა.
- აღარ მიყვარხარ ! - ენა გამოუყო და თვალები დახუჭა.
ყოველთვის ასე იქცევა , როცა მიყვარხარს ეუბნება , თვალებს ხუჭავს და მოლოდინში იკარგება , უნდა თვითონაც უთხრას , მიუხედავად იმისა , რომ კარგად იცის , სუბელიანი ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.
მიეჩვია კიდეც.
მიშოს ხმით ჩაეღიმა და საჭე მოატრიალა.
- ვატყობ მხარზე გადაკიდება და ფეხების ფართხალი მოგენატრა ... - თვალი ჩაუკრა და გაუღიმა.
- კარგი ხო , მიყვარხარ ... - გაიკრიჭა და ლოყაზე გახურებული ტუჩები მიაკრა.

- ნუ ცუღლუტებ ... - პირველად იგრძნო , ყიფშიძისგან ასეთი "გათამამებული" საქციელი და ალბათ მაგიტომ მოერია ვნება .
- თორემ ? - ეშმაკურად აუთამაშა წარბები და მთელი სხეულით მისკენ მიტრიალდა.
- გაიტყიპები ! - მანქანა რესტორნის უკან გააჩერა , ძრავა ჩააქრო და მისკენ მიტრიალდა.
- გავიტყიპო მერე ... მე უკვე დიდი გოგო ვარ ! - გაეჭიმა და სული განუტევა , როგორც კი გამგელებული დაეძგერა ტუჩებზე სუბელიანი.
2 წლის განმავლობაში , მასთან ასე ახლოს მყოფი და უბრალოდ დაჯერებული , ვერც კი წარმოდგენდა ამხელა სიამოვნების მიღებს , როდესმე თუ შეძლებდა.
ინსტიქტურად შეუცურა თმაში თითები და კისერი უკან გადააგდო.
- შენ გამომიწვიე ! - ხრიწიანი ხმა მისწვდა მის ყურთასმენას და სიამოვნებისგან , სულგანტევებული მიადნა საზურგეს.
- გაჩერდი ... უნდა შევიდეთ , მიშო გვეჩქარება ... - ამოილუღლუღა და ხელები მხრებზე ჩაავლო , იქიდან კი წელზე გადავიდა .
- გაჩერდი და გავჩერდები ! - უთხრა და მის კისერს წაეტანა.
- ააჰ ... გაჩერდი ! - როგოც კი მიხვდა კვნესის შემკავებელი , ეს არ იყო , ტუჩებს კბილებით წაეტანა და თვალები მიბნიდა.
- შენი დოზა მიიღე , ახლა კი გადადი მანქანაიდან ! - ტუჩებზე საჩვენებელი თითი მიადო და ცხვირი , ცხვირზე გაუხახუნა.
- წამპალო ! - ენა გამოუყო და კაბის სწორებით გადავიდა მანქანიდან.
სარკეში ჩაიხედა და ტუჩსაცხი შეისწორა.
ტუჩები ერთმანეთს გაუხახუნა და ენის წვერი მის თვალწინ გადაისვა.
მიშომ თვალები უბრიალა და ანიშნა წინ წასულიყო.
წელზე ხელი მოხვია და თეძოზე ჩამოაჩოჩა.
ყიფშიძემ ოდნავ წამოიკვნესა , როგორც კი მისი მოჭერილი ხელი უაკანლზე იგრძნო.
- გაჩერდი ! - თვალები უბრიალა და კლასელებს ღიმილით მისალმა.
^^^
რომ გითხრათ მიშო ცეკვაზე გიჟდებათქო მოგატყუებთ , მაგრამ თუკას ერთი გამოხედვა და უკვე ფეხზე დგას.
მასთან ერთად ცეკვავს დამის კისერში აქვს ჩარგული , წელში ოდნავ მოხრილს
.
მასაც ხელები მის განიერ მხრებზე უდევს და მონატორულდ სუნთქავს.
- საოცრება ხარ , ჩემი პატარა საოცრება ! - ყურში ჩასჩურჩულა და იგრძნო , როგორი ძალით აუჩქარდა გული ბედნიერებისგან მის საოცრებას . - უნდა წავიდე კარგი ? თუ მოვახერხებ გამოგივლი , თუ არადა დემეტრეს ვეტყვი და მოგაკითხავს ! - ყურზე აკოცა და გაბუსხულს ტუჩებზე დაეკონა.
" სიყვარული ბავშვივითაა , წყენა უცებ ავიწყდება " ...
მოწყენილმა გააყოლა თვალი საყვარელ მამაკაცს და ადგილზე მიუსკუპდა ნინის , რომელიც შეშინებული მიყუჟულიყო ადგილზე და ჯერ არ ნაღირსებ და საშველ ვერ დამდგარ , ბექას წერდა.
- რა სახე გაქვს ? - ჰკითხა დაქალს და მხარზე თავი ჩამოადო.
- ბექა თბილად მწერს , ხვდები ეს რას ნიშნავს ? - ჰკითხა გაოცებულმა და თმა ოდნავ გაისწორა უკან.
- ვა , რა უცნაური დღეა , მიშოც წავიდა ... საქმე მაქვსო ... - ამოილუღლუღა და თვალებდაქაჩულ ნინის გახედა , რომელიც კარისკენ მიმავალ მიშოს უყურებდა.
მის მზერას უნებლიედ გააყოლა თვალი ყიფშიძემ , როგორც კი დაინახა , ვიღაცას როგორი ძარღვებდაჭიმული ესაუბრებოდა მისი შეყვარებული , უნებურად დაიძაბა და ხელები მომშტა.
- ადექი , გავყევეთ ! - დაქალს ხელი ჩაჰკიდა და რესტორნიდან გამავალს უკან ჩუმად აედევნა.
წინა კარიდან გასულები , უფრო მალე გავიდნენ ტრასაზე.
ტაქსი გააჩერეს და შიგნით ჩასხდნენ .
- ჩანთა წამოიღე ? - ჰკითხა ნინის და ნაცნობი მანქანის დანახვაზე ტაქსისტ გადაულაპარაკა . - აი , იმ შავ მანქანას გაყევით !
- კი , წამოვიღე , შენ ? - ჰკითხა და თუკამაც თავი დაუქნია.
^^^
ტაქსისტს ფული გადუახადეს და გაჩერებულ მანქანასთან გადმოვიდნენ.
უნებლიედ შეხტნენ , უკან ხელით შეხება , რომ იგრძვნეს.
- აქ რას აკეთებთ ? - ორივეს გამგელებულმა შეხედა და თვალებიც უეცრად აუელვდა.
- ჩვენ ... - დაიწყო ლუღლუღი ნინიმ , მაგრამ თუკამ გააწყვეტინა.
- შენი აზრით , იმაზე კარგად არ გიცნობ ვიდრე ეს შენ გგონია ? - ჰკითხა და მის უპიჯაკოდ დატოვებულ სხეულს შეხედა , სახელოები , რომ აეწია.
- მოიცადე ! შენ რა , როცა გაიგებ , რომ მე ვჩხუბობ , სულ უკან უნდა გამომყვე ? - თვალები დაქაჩა სუბელიანმა.
- აუუ ... - დაიწყო ბუზღუნი ჩუმი ხმით . - მანქანაში დაგელოდები , გპირდები არ გადმოვალ ... ოღონდ მინდა შენთან ახლოს ვიყო , ვიცი , რომ ჩემს გამო უფრო მიჟეჟავ ყველას ... - საყვარლად ააფახულა წამწამები.
- ამის გამო მწარედ დაისჯებით ორივე ! , შენ ბექა მოგხედავს ქალბატონო ! - გააფრთხილა და წარბშეკრულმა " შეტენა " მანქანაში ორივე .
კარგად ხედავდნენ , ხეებს უკან დაყენებული მანქანიდან ყველაფერს.
დაძაბულები აკვირდებოდნენ , ბიჭების ყველა მოქმედებას და ნებისმიე გაწევა-გამოწევაზე მანქანის კარის , სახელურს აფრინდებოდნენ.
ისიც კარგად დაინახეს , როგორი მოუთმენლობით ხია ერთ-ერთს გიომ და იმანაც დაუბრუნდა მუშტი.
მერე გაშველების დროს , ერთ-ერთმა "შემთხვევით" მოარტყა ბექას ხელი , ისიც თავის შემკავებელს გავდა ? ხო და გამგელებულმა მოუქნია სახეში.
ბრობოს მესამე გამოერია , საიდანღაც დანა ამოიღო და ზურგითმდგომი ბექასკენ წავიდა , მიშომ მუშტები შეკრა და თვალებში ცეცხლი აენთო , მისკენ წავიდა და უკნიდან თმაში ჩავლებული ხელით ჰაერში ასწია.
გაბრაზებულმა შეუღრინა და დანა გააგდებინა ხელიდან.
- ხელებს მოგამტვრევ ძირში , არაკაცო ! - სადღაც ისროლა და ის ის იყო უნდა მობურნებულიყო , რაღაც ბლაგვი , რომ იგრძნო სხეულზე.
მოშორება და ადგილიდან გაქრობა ერთი იყო , არავის არ ჰქონდა მათი დევნის თავი.
ახლა მიწაზე დავარდნილ მიშოს , ყველაფერზე მეტად მისი ტკვიილი ტკიდოა.
იცოდა როგორ ტკიოდა , მანქნაში მჯდომ ყიფშიძეს მისი ტკივილი .
ეს კი მანქანიდან გადმომხტარსაც შეატყო.
გიჟივით გაიქცა მისკენ და მიწაზე დაემხო , თავი ააწევინა და ხელზე დაადებინა.
განერვიულებულმა დახედა სისხლს , რომელსაც ვერც კი იტანდა.
ცრემლები მოიშორა და სიყვარულით სავსე თვალებში ჩააჩერდა სუბელიანს.
მანაც გაუღიმა და თავი გაუქნია.
- გთხოვ , ხმა ამოიღე , ეს ხომ არაფერია ? ეს ხომ მხოლოდ ნაკაწრია ? , პატარა ციცქნა ნაკაწრი მიშო ... გთხოვ , მიშო ... - ატირებულმა მიადო მკერდზე თავი და იგრძნო ცრემლები , როგორ დაეშვა მისი თვალებიდან , პირდაპირ მამაკაცის მკერდზე.
მიშოს უბრალოდ ჩაეღიმა , მისი ხელი თავისაში მოიქცია და ბიჭებს ახედა , ანიშნა ადგილზე გაიყინეთო .
- შენ ხარ ჩემი პატარა და ციცქნა ... -ამოიხრიალა და შუბლზე მიაწება ტუჩები.
- მიყვარხარ ... - პირველად ჩახედა თვალებში და ისე უთხრა ეს სიტყვა.
უყურებდა თვალებში და ყველაფერს ეუბნებოდა , ერთი სიტყვით და მზერით .
მრავლისმთქმელი მზერით .
- მიყვარხარ ჩემო თეთრო ანგელოზო ! ... - შუბლზე გახურებული ტუჩები მიაწება და უფრო ატირებული სხეული ღიმილით ჩაიკრა გულში. - წაიყვანეთ ... - ამოიხრიალა და დემეტრეს შეხედა . -წაიყვანე ორივე ! - ხმა გაიმკაცრა და წამოწეული მიწაზე დაემხო , ჭრილობაზე ხელი მიიდო და ამოიღმუვლა . - წაიყვანეთ ! - დაიღრიალა და თუკას მზერით ანიშნა , აღარ მოხვდეო.
- მიშო ... - ამოილუღლუღა და მისკენ წავიდა.
- სტოპ ! - დაიღრიალა და სახე ტკივილისგან დამანჭა . - წადი ჩემო სიცოცხლე გთხოვ , მე კარგად ვიქნები , წადი გთხოვ ... - თვალებით გაუღიმა , როგორც მაშინ პირველად ნახვის დროს ...
- შენს თვალებს სიყვარულის ფერი დაჰკავს ! , ჩვენი სიყვარულის ! - მიაძახა და ატირებული წავიდა მანქანისკენ .
"ცხოვრება ველოსიპედის ტარებას ჰგავს . ბალანსი რომ შეინარჩუნოთ , საჭიროა განაგრძოთ მოძრაობა".
არც ამის თავი არ ჰქონდა ყიფშიძეს.
ცოცხალმკვდარივით ცრემლიც კი შეშრობოდა და დროდადრო აქეთ-იქით ირწეოდა , თითქოს მხოლოდ მისი სხეული ცხოვრობდა მიწიერად , მისი სული კი რაღაც ციური ძალით იყო მომწყდარი , სააქაოს.
ცოცხლებშიც მხოლოდ ფიზიკურად ეწერა , მორალურად განადგურებული სახლიდან ფეხს არ ადგამდა.
თუ მისი სიყვარული არ იქნებოდა მის გვერდით , სხვა რა უნდა ნდომებოდა ? რისთვის უნდა ეცხოვრა ?
ეცინობოდა , ნინი რომ ეუბნებოდა , ეცინებოდა " ბექა თუ მიმატოვებს , მოვკვდებიო".
მაშინაც ეცინებოდა , როცა სუბელიანის გვერდით იყო.
ეცინებოდა , იმიტომ რომ ზუსტად იცოდა , არ მიატოვებდა ! , ყოველ წამს გვერდში ედგებოდა და ისევ შუბლზე აკოცებდა.
ისევ სიცილით შეხვდებოდა , მის თვალებგადატრიალებულ სახეს , ნერვიულობის დროს.
ცრემლები წამოუვიდა და ძალაგამოცლილი დაემხო საწოლზე.
ბალიშს ხელები დაუშინა და ხელებიც , რომ დაეღალა ... მას შემდეგ მიებნიდა თვალებიც .
იგრძნო როგორ მისდიოდა გონება .
და გათიშულს მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ჩაესმოდა.
"რწმენა : არ მინდა გავიგო სიმართლე ! " ...


__

გული რომ არ გაგისკდეთ გეტყვით , რომ კარგად მთავრდება :დდ
იმედია მოგეწონებათ , გამიხარდება თუ აზრს გამიზიარებთ , ცოტა სიჩქარეში ნაწერი ისტორიაა , შეცდომები მომიტევეთ ... მიყვარხართ!


თეთრი ანგელოზი - 1





№1  offline მოდერი sameone crazy girl

ჩემი ნიჭიერიი გოგოო wink მე ხო ვგიჟდები შენს გიჟურ ისტორიებზე მაგრამ ვატყობ ეს ისტორია სულ მთლად გადამრევს დარწმუნებული ვარ ამ განსხვავებულ "როლსაც" მოირგებ

 


№2  offline წევრი p♥♥h ^^

Vaimee, madloba rom aq xar da shen mainc gamochndiii dzvlivs wasakitxii istoriaaaa. Madlobaa madlobaaa !!!!!!
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

ვერაფერი ვერ გავიგე:(((.

 


№4  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

ახლა რაშია საქმე'.მე შენი ისტორია პირვლად წავიკითხე და მინდა რომ ვიყო გულახდილი და ვიცი რომ შენ არ მიწყენ,პირიქით გაითვალისწინებ რომ უკეთესი და უკეთესი წერო.პირველ რიგში დავიწყებ იმით რომ,ცუდად მომხვდა თვალში „დაგრიალდება“ , არ მოუხდა დასაწყისს,შემდეგ არ იყო ცუდი განვითარება.უბრალოდ შენი პრობლემაა სიჩქარე 'თავადაც აღიარე',ხოდა აქაც გეტყვი რომ არ იჩქარო და მშვიდად,ცოტა და გამართულად წერე.გრამატიკულადაც ბევრია გამოსასწორებელი.თუმცა იცი რა?!მე რომ შენხელა ვიყავი ზუსტად ასე არა,მაგრამ ძალიან საშინლად ვწერდი,უარესად ვიდრე ესაა,თუმცა ვიცოდი რომ გამომივიდოდა და არ შევწყვიტე წერა,ხოდა სენც მიყევი,თუკი ფიქრობ რომ ამით რამეს მიაღწევ და განვითარდები.სწრაფად არაფერი მოდის ნელ-ნელა დაიხვეწები და ამას შენ მიხვდები პირველ რიგში.
დიალოგებს რაც შეეხება,სასურველია აი ასე გამოყო :-გისმენ,- ანუ , და შემდეგ - .მგონი მიმიხვდი,რა თქმა უნდა, გამონაკლის შემთხვევებში არ უნდა მაგ: ?_ს როცა წერ.
ბარბარიზმებიც გქონდა:ნაუშნიკები-ყურსასმენები
“აქაჩა“_ც ცუდად მომხვდა.(ვაიმეე ამდენი შენიშვნებით არ გამიგიჟდე :დ <3 ამდენს იმიტომ ვწერ რომ წინ წაიწიო,თუ გეწყინება მითხარი კიდეც.)
ტავტოლოგიაა-“სიწითლისგან წამოწითლდა“ , მე ასე მივიჩნიე არ ვიცი.
აღარ გავაგრძელებ არ მინდა მართლა სულ ისე გამოვიდეს რომ მარტო გაკრიტიკებ და ვსო.
ჩანაფიქრი მომეწონა,ეს გოგო ძალიან მეცოდება და ბოლოში რომ თქვი კარგად დავასრულებო,გულზე მომეშვა.
დაველოდები შემდეგ თავს და იმედია არ დააგვიანებ. არ იჩქარო.მშვიდად წერე და ისიამოვნე. love love
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№5 სტუმარი Maria

Arada, swored eg "dagrialebda" momewona me:))). Anu egaa sheni stili. Ase gaagrdzrle.

 


№6  offline მოდერი bibo

Jer gilocav shokoladius dabrunebas mere tkbilokide am bichis povnas :ad :D es ro shedzeli xar saswauli da vici tkbilo es istoriac iseti iqneba rooo gamamgijebs gamasaswaulebs da chkuidan gadamiyvanssss vici me esss da ams grdznobs chemi guli :D xooo kide potoebit vicani sheni istoria ro iyoo :D da shemovqroldi qorivit :D mamentalnad wamebshi chouqrole qorivit ar wavikitxe wamebshiiii :* :* aii chavtkbi ki ara gadavtkbiii.rampra biskviwia es mishoooo arginda machuqo da daidos samudamod chem gulshi adgili ara ra ar gaxarebt tqven kacs :D chem guls ra utxari aseti bichi dasatmobi :D vgijdebi me shenze da gelodebi sulnoutqmenlad da icode didze didi tavi dade rafaeloo :*chemi tetri shokoladi gogooo

 


№7  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaimee am istoriam shokshi chamagdoo udzaan magresia shokia aii saswauli vgijdebi shenzee.... sheni niki ro daviyare gavgijdi sixarulisgan ... tan aq ra saocreba damxvda nuu ravicii... kide kargi sheni bolo warwera vnaxe tore suls ganvutevebdiii <3

 


№8 სტუმარი teo...

Momewona dzalian kargia imedia male dadeb shemdegs.

Vaime hemo sameone grazu girl,rogor menatrebi.gtxov male dagvibrundi sheni axali istoriit.dzalian moviwyine ushenod .

 


№9  offline წევრი nuki-nuka

ძალიან კარგი იყო,მოუთმენლად ველოდები მომდევნო თავს. :-*

 


№10  offline წევრი cancara

აი გაგახარებ და გეტყვი რო კაი იყო გაგრძელე კარგო

 


№11  offline წევრი სალი-სალი

შესაიშნავო.. რა კარგი იყოო გააგრძელე ძალიან გთხოვ ისე ძალიან მომეწონა მეტი რომ არ შეიძლება <3 ველოდები შემდეგ თავს <3

 


№12  offline წევრი teddy))

Kargi iyo nu me chemo patara da amdagvari sityvebi ar momwons, magram sxvas moswons da vfiqrob didad ar unda daiwuno istoria amis gamo. Beqas da ninis istoriis ganvitareba mainetersebs :* danarchen or tavsac wavikitxav barem dadebuli gaqvs :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent