შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი ანგელოზი - 2


16-02-2016, 00:21
ავტორი D-roni
ნანახია 6 469

კიდევ კარგი გამოცდებიც და ეროვნულებიც გვერდით ჰქონდა მოტოვებული , თორემ ამ ჭკუაზე რამის ჩამბარებელი იყო ?
მხოლოდ ბიჭებისგან იცოდა , რომ ცოცხალი იყო , ცოცხალი მაგრამ ფიზიკურად...
მან ხომ არ იცოდა როგორ იყო მორალურად ? , როგორ უჭირდა სულიერად ?! ...
მან ხომ იცოდა ერთი დღეც , რომ ვერ ძლებდა თავის გარეშე ?
მან ხომ ყველაფერი , ძალიან კარგად იცოდა ?!
ამიტომაც უჭირდა ორმაგად ! , არც ერთხელ შეპარვია მის გრძნობებში ეჭვი , არც წყენია მისი საქციელი , იცოდა რომ მისთის ასე სჯობდა , თუ ამას თვით მიშო ამბობდა !
უბრალოდ გული საშინლად ეტკინა , ეტკინა იმის გამო , რომ არც ერთხელ არ დაურეკა , არც ერთხელ მოიკითხა.
ეტკინა იმის გამო , რომ იცოდა , კარგად ხვდებოდა და დარწმუნებულიც იყო მიშო იმაში , რომ თუკა მის გარეშე წამიც კი ვერ ძლებდა.
ისიც კარგად ეცოდინებოდა , რომ საშინლად იქნებოდა და სიკვდილიც ენდომებოდა.
თავს სუიციდისკენაც უბიძგებდა , ყველანაირ საშინელ მომენტში ჰქონდა წარმოდგენილი თავი , მაგრამ მშობლები ?! , ნინი ?! , ეკა ?! მათ გამო იკავებდა თავს , მეგობრების , ოჯახის , ნათესავების გამო იკავებდა თავს!
ხალხის გამო , რომლებიც "პამპერსიანობის" დროიდან ედგა თავზე.
"ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია , თურმე ცხოვრება ეს ნიღბების კარნავალია ... შექსპირი " ...
"სულის შეცნობა არარაა საქმის გარეშე : და როცა ვხვდებით - რა ერთნაირად გავურბით ტკვილს , სხვათა ტანჯვის შემსუბუქების ვალიც გვრჩება ... დალაი ლამა" ...
^^^
უკვე 1 წელი გადიოდა , რაც მისი სახე ფოტოებს იქით არ ენახა.
მთელ ოთახში მიშოს ფოტოები ჰქონდა მოფენილი და არც ერთი წამით არ აშორებდა მის თვალებს ყურადღებას.
მათთან ერთად ეძინა , ამობეჭდილი ფოტოები კედელზე ჰქონდა გაკრული და ცრემლიანი თვალებით შეჰყურებდა , გაღვიძებული.
- კიდევ ერთი დღე , უშენოდ ... სიკვდილამდე მტკივიხარ ! - კედელთან ჩაიკეცა და ტირილით ჩარგო სახე , მუხლებში.
- ჩემი სიცოცხლე ... - სრუტუნით მიეპარა ნინი და მის კალთაში ჩამალა თავი .
ბღავილით დაადო თითები თმაზე და თავი კედელს მიადო.
- თუკ , ცხოვრება გრძელდება ... შენც უნდა გამოხვიდე მდგომარეობიდან , ხომ გესმის ასე თავს , რომ იღუპავ ?! სხვებიც გამოჩნდებიან , ჩვენ აქ არ ვართ ? მოგვეცი უფლება დაგეხმაროთ ...
- " რად მინდა სხვები ? მე არ მინდა ვიყო ვაგონი , რომელშიც შედიან და გამოდიან ... მე მჭირდება ერთი თანამგზავრი ... ვისთანაც ბოლომდე გავივლი გზას ... ალ პაჩინო ... " - საუბრობდა და თან ტუჩებს ილოკავდა , ცრემლებიც შეჩერებას აღარც კი ცდილოდა , უბრალოდ უნდოდა ენით აღუწერელი ტკივლი , მათი დახმარებით , ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა.
- თუკა , მე არ გეუბნები , რომ უნდა შეიყვარო სხვა ! , მე ვამბობ , რომ შენ უნდა გახვიდე გარეთ , უნდა გაიხედო უნივერსიტეტის გარდა სადღაც , უნდა გაიხსენო , რომ ჩვენ ! ... შენი მეგობრები , შენთან ვართ , გვენატრები და გვაკლიხარ ... ასე , საკუთარ თავში და სახლში ჩაკეტვით , რამეს აღწევ ?! , ან როგორ გგონია , ასე რომ დაენახე მიშოს , მოეწონებოდი ?! რას გეტყოდა ?! ...
- ჩემი სულელი ორფეხაო ... მერე მე ვეტყოდი , რომ აღარ მიყვარდა ... ის კი მეტყოდა , რომ მის მხარზე გადადება და ასე გასეირნება მომენატრა , მომენატრა ფეხების და ხელების ჰაერში ფართხალი და შემდეგ იმასთან შეგუება , რომ მე მას ყოველთვის , ყველა ასპექტში დავეყრდნობოდი...
თვალი არ გაუსწოებია , ისე წამოდგა და ფარდები გადასწია.
- არ შეიძლება ამინდმაც იგლოვოს ?! , გაიზიაროს ჩემი ტკვილი , ამ ცრემლების გარდა გაიზიაროს ვინმემ ეს ოხერი ! - ამოასხა და აივნის მინის კარზე თავმიდებულს , ცრემლები ერთმანეთის მიყოლებით წამოუვიდა . - მის გარეშე არ ვიქნები თუკა , არ ვიქნები ძლიერი და მასთან სუსტი ყიფშიძე , არ მინდა ვიყო , არ მინდა ვისუნთქო , მინდა ... უბრალოდ მინდა მასთან ყოფნა , უბრალოდ იმის დანახვა , რომ ისევ ვუყვარვარ , მინდა ვიგრძნო მისი შეხება , მინდა ვიგრძნო მისი კოცნა , მისი ტუჩები ჩემს თვალებზე , მჭირდება ... მისი თვალები მჭირდება , ჩვენი სიყვარულის ფერი , რომ დაჰკრავს ის თვალები მჭირდება გესმის ?! , არა შენ ეს არ გესმის ! , ეს არავის არ გესმით ! , მე ის მჭირდება , მჭირდება ! - ისტერიულად ტიროდა და დავლილ ჟრუნტელს აიგნორებდა.
- დამშვიდდი ... - ჩუმად უჩურჩულა და საწოლზე მიაწვინა , თხელი გადასაფარებელი გადააფარა და თმაზე მოეფერა.
მობილურს დახედა და ბექასთან სალაპარაკოდ აივანთან დადგა.
- გისმენ ... - უპასუხა აფორიაქებულმა და კანკალმა აიტანა.
- მისმენ კი არა , როგორ არის ? - ინტერესი ემჩნეოდა ხმაზე.
- როგორ არის ? , მეკითხები კიდეც როგორ არის ?! , ბექა შენი აზრით როგორ უნდა იყოს ? , წარმოგიდგენია ? თუკა მიშოს გარეშე , ერთი წელი ? ... - ატირდა და კედელთან ჩაიკეცა , ზუსტად ისე როგორც წამის წინ თუკა ... - მიყვარხარ ... არ მინდა როდესმე ასეთი ტკივილი განვიცადო , მითხარი რომ არ მიმატოვებ , მითხარი ... - ჩაიჩურჩულა და კედელს მიარტყა თავი . - მჭირდები , შენი სიტყვები და მოფერება მჭირდება ! , არ შემიძლია ჩემი გოგოს ასეთ მდგომარეობაში ყურება, ცუდად ვარ ... მგონია , რომ ტკივილისგან გული გამიჩედება ბექა ... - სრტუნებდა და მშვიდად მფშვინავარე დაქალს უყურებდა, ცრემლიანი თვალებით .
- დამშვიდდი ... - ხმა წაერთვა ბოლქვაძეს . - მისმინე , გამოდი მოგაკითხავ ... - ტონი დაუთბა და მაშინვე მოფერიანდა ნინიც.
- კარგი , მაგრამ რომ გაიღვიძებს , ისევ აქ უნდა დავხვდე ... - ჩაიჩურჩულა და ჩუმად გაიპარა ოთახიდან ფეხაკრეფით .
მინაბული თვალები ოდნავ გაახილა თუკამ და ჩუმი მზერა გააპარა ნინისკენ.
თავისთვის ჩაეღიმა და ისევ ღრმად გადაეშვა მორფეოსის სამყაროში.


^^^


უნივერსიტეტი , რომ დაამთავრა ზიზღით შეხვდა იმ წინადადებას , რომ მეგობრებთან ერთად წასულიყო სადმე გასართობად.
სითბოთი უყურებდა ყველა ბიჭს , რომელთაგანაც გრძნობდა რაღაც უკვე უცხოს ... იცოდა , რომ მწარე იყო უპასუხოდ დატოვებული გრძნობა , რისგანაც არ უნდა ყოფილიყო იგი გამოწვეული...
სხვისთვის გაუცხოებულს , მისთვის გაძლიერებულს.


***


25 წლის , საკმაოდ დაქალებული და შეცვლილი , მყარი ნაბიჯებით მიდიოდა გასაუბრებაზე და თან აზუზუნებულ მობილურს იღებდა ჩანთიდან.
დემეტრეს ნომერი , რომ დაინახა გაკვირვებულმა აზიდა ჰაერში წარბები და ჩანთან გაისწორა.
ბიჭებთან კონტაქტი არასდროს შეუწყვიტავს , მიუხედავად იმისა რომ არც ერთი , არასდროს ძრავდა სიტყვას გადაკარგულ მიშოზე , მიუხედავად იმისა , რომ სიკვდილმდე აინტერესებდა სად იყო , რას აკეთებდა ... მაინც ჩუმად იყო და დაქალის ბედნიერებით და ბექას ხუმრობებით ტკბებოდა.
- გისმენ დემეტრე ... - უპასუხა და თმა უკან გადაიყარა.
- რას შვები ლამა"ს"ო ? - მოესმა სიცილნარევი სიტყვები და უნებურად გაეღიმა.
დინჯი და "დასტოინი" დემეტრეც კი ცდილობდა , ღლაბუცით გაემხიარულებინა , ყინულად ჩამოყალიბებული ყიფშიძე.
- რავიცი , ახლა შევდივარ საპატრულო პოლიციაში , მიმიღებთ ბატონო დემეტრე ? - გაიცინა და გაღებულ კარში თავაწეული შევიდა , მაღალქუსლიანების კაკუნით .
- მობრძანდით , თქვენთვის ჩემი კაბინეტის კარი , მუღამ ღიაა მადამ ... - გადაიხარხარა და მობილური გათიშა.
ღიმილით წავიდა მისი კაბინეტისკენ და ურიგოთ შეაბოტა შიგნით .
- აბა რა ხდება ? - წარბი აუწია და მოქანავე სკამზე გადაწვა.
- რა ხდება და ... მუშაობის დაწყება მინდა , საპატრულო პოლიციაში , ცოტა ხნით მაინც ... - შეხედა და მკაცრი იერი უფრო დაიმჩნია .
- მეღადავები ტო ? , შენ ის თუკაჩკა არ ხარ ? სისხლის მაგრად , რომ ეშინოდა ? და ნერვიულობის დროს გული , რომ მისდიოდა ? - გაუცინა და ხელებით მაგიდას დაეყრდნო.
- ის თუკაჩკა მოკვდა დემეტრე ... - ნიშნისმოგებით ჩაუკრა თვალი და ფეხი ფეხზე გადაიდო.
რაც ყალიბდებოდა და ასაკი ემატებოდა , მით უფრო მეტად ეშლებოდა ნერვები ყოფილი შეყვარებულის ქცევაზე.
პროტესტის გრძნობა არ ასვენებდა და ბრაზმორეული ცდილობდა ჯავრი სხვა რამეზე ეყარა ...

- თუკა , ამას სხვაზე გაბრაზებული ნუ გადაწყვეტ ... პოლიციელობა , ეს ძალიან რთული საქმეა , არ იცი ვისი მოკვლა როდისმოგიწევს, ნუ თუ ამისთვის მზად ხარ ? , მზად ხარ ვიღაცის სისხლში ხელი გაისვარო ? - ანერვიულებული უხსნიდა დემეტრე და დროდადრო ხელებს აქეთ-იქით იქნევდა . - მზად ხარ ? - ჰკითხა კიდევ ერთხელ , როცა მიხვდა რომ მის სახეზე ემოციები საერთოდ არ შეცვლილან.
- მგონი უნდა ხვდებოდე , რომ ასეთ სერიოზულ ნაბიჯს დაუფიქრებლად არ გადავდგამდი ... მინდა , რომ ყველა ის ნაძირალა ციხეში ამოვალპო , ვინც სხვის სისხლში დაუფიქრებლად ისვრის ხელს , თავისი "კაცობის" გამო ... - გაბრაზებულმა დაუყვავა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
მაშინვე მიხვდა დემეტრე , რატომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება თუკამ.
რა თქმა უნდა , ყველამ ძალიან ლამაზად დაფარა ის დანაშაული , რომელმაც შეძლო და ცხოვრება ... ნორმალური ცხოვრება წაართვა.
არ აპირებდა იმ ნაძირალაზე ხელის დაფარებას , უნდოდა მთელი ცხოვრება ციხეში ამოელპო !
იმის გამო , რომ ასეთი გაუყუჩებელი ტკივილი , მოურჩენელი ტკივილი დაუტოვა მასაც და მიშოსაც.
ამას არავითარ შემთხვევაში არ აპატიებდა.
აუცილებლად გაიგებდა მის სახელს და მერე თვითონ იცის.
- შენ რა ... - გაოგნებული ალაპარაკდა დემეტრე და თვალები დააკვესა . - არა ! , ამაში ხელს ვერ შეგიწყობ ! , ხვდები რამხელა შარში აპირებ თავის გაყოფას ? , იმ ტიპის დაჭერაზე იცი რამდენი წელია ვჩალიჩობთ ?, ყველაფრიდან სუფთა გამოდის თუკა , იმ შემთხვევის გამო ვერ გავსროკავთ , მერე მიშოსაც პრობლემა შეექმენება ... გიკრძალავ !, გიკრძალავ მსგავსი რამის გაკეთებას ! - თვალები დაუბრიალა და ფეხზე წამოდგა .
თმაში ხელი შეიცურა და ფანჯრიდან გადაიხედა.
- დემეტრე ! - ტონი არ შეუცვლია ყიფშიძეს . - მე გთხოვე დახმარება ? , მინდა რომ აქ დავიწყო მუშაობა ,ამას ჩემი თხოვნის გარეშეც მოახერხებ!, თუ არადა ამ ყველაფერს კანონის დარღვევით და მასზე გვერდის ავლით გავაკეთებ , მიცნობ და იცი , რომ უკან არ დავიხევ ... ახლა კი შენი გადასაწყვეტია ! - თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოდგა.
- როდიდან გინდა ? - მოესმა მიბრუნებულს ხმა და ღიმილი მოეფინა სახეზე.
- რაც შეიძლება მალე! - უთხრა და მისკენ მიბრუნდა.
- დამპირდი , დამპირდი რომ ჩემთან შეუთანხმებლად არაფერს გააკეთებ ... - ხმა გაუტყდა მამაკაცს და მისკენ წავიდა.
- გპირდები ... - ცრემლები ჩაუდგა თვალებში.
გული ტკიოდა , როგორ არ ტკიოდა ამ ყველაფრის შემდეგ , როგორ შეეძლო არ ეფიქრა და არ ეოცნება იმ არაკაცის განადგურებაზე , რომელმაც ამხელა ტკივილისთვის გაიმეტა ? ...
პირველად გატყდა , წლების შემდეგ პირველად წამოუვიდა ცრემლები ...მაშინ როცა უყურებდნენ , თავი ჩახარა და ხელები სახეზე აიფარა.
მალევე იგრძნო მკლავების შემოხვევა და მასვე მიენდო.
- არც მას ... არც მას ვაპატიებ გესმის ?! - თავი ასწია და დემეტრეს ტკივილჩამდგარ თალებში ააჩერდა . - არც მას ვაპატიებ , რომ წამართვა შანსი , უფლება რომ ისევ ჩამეხედა მის თვალებში , ჩვენი სიყვარულის ფერ თვალებში ... არ ვაპატიებ ამხელა ტანჯვისთვის ,რომ გამიმეტა , ამდენი წელი ... ერთხელაც , რომ არ დამირეკა ... რომც კვდებოდეს ! ... მაინც არ ვაპატიებ ... რადგან თუ ის წამში ერთხელ მაინც თუ სუნთქავს , თავისით ... უნდა იცოდეს , რომ მე მის გარეშე არ შემიძლია , ფეხქვეშ გათელა ჩემი გრძნობებიც , ვიცი ... ჩემზე მეტადაც შეიძლება უჭირდეს , მაინც არ ვაპატიებ ! ამ უსაზღვრო სიყვარულთან ერთად მეზიზღება , მიყვარს მაგრამ მაინც მეზიზღება ! ... - დემეტრემ ნელა მიიყვანა სკამთან და ჩამოაჯინა.
წყალი მიაწოდა და თუკამაც ნახევრამდე ჩაცალა.
- მომისმინე ! - მკაცრი გაუხდა ხმა მამაკაცს . - შენ არ იცი , რა როგორ არის ... დამიჯერე არ გინდა ამ საქმეში ჩარევა , გთხოვ ... - მუდარა შეერია ხმაში.
- ხომ იცი ,რომ გადაწყვეტილებას არ შევცვლი ? - წარბი აზიდა ზემოთ . - გთხოვ სახლში გამიყვანე რა ... - ჩამწყდარი ხმით თხოვა და ფეხზე წამოდგა , თავბრუ დაეხვა და რომ არა დემეტრეს ხელები შებარბაცდებოდა.
მადლიერი მზერით ახედა და ოდნავ გასწორდა მხრებში.


^^^


- ბექას ბარემ სუნამო ახლა ხომ არ ვუყიდოთ ? - სამსახურიდან გამოსულმა ჰკითხა და ძლივს ნაღირსები საკუთარი ტანისსამოსი გაისწორა.
- წამო ... - მანქანისკენ უბიძდგა და შიგნით ჩამჯდარმა გადახედა . - ქალბატონო, ღვედი თორემ დაგაჯარიმეთ ! - მკაცრად მოთხოვა და გადაიხარხარა.
- შენც კარგი მასხარა ხარ ... - სახე დამანჭა და გაიკრიჭა.


***


- აი ეს ... ეს ვუყიდოთ , მგონი ძალიან მოეწონება !- თავი დააქნია და არმანი კოდი აიღო . - უკაცრავად , ეს ხომ კაცისაა ? - დასაზუსტებლად ყოველი შემთხვევისთის , იქვე ჩამომადგარ კონსულტანტ გოგონას კითხა.
- დიახ , აი ეს განყოფილება მთლიანად კაცის კოლექციაა ... - გაუღიმა და შემოსულ კლიენტს გაუღიმა.
უნებურად გაექცა ნაცნობი სუნამოსკენ ხელი და თითების კანკალით მოიქცია ხელებში.
"versace - man eau fralche" , გამჭირვალე მუქ ცისფერ მინის ფლაკონს , რომელიც ლურჯ ფერში გადადიოდა ცრემლიანი თვალებით დაჰყურებდა და ღრმად ისუნთქვადა მის სურნელს.
ცახცახით შეხედა გვერდით მდგომ მეგობარს , დემეტრემ თვალი ჩაკრა ღიმილით და ფლაკონი ხელში მოიქცია.
- მიშოს სუნი ... - ჩაილაპარაკა თავისთვის და ბექას საჩუქრებთან ერთად სალაროსკენ წავიდა.
სუნამო კი ადგილზე დაბარუნა.
ერთი მომენტი ისიც კი იფიქრა ყიფშიძემ ხომ არ ვიყიდოო , მაგრამ მისი მხრიდან ეს დიდი სისუტე იქნებოდა.
მართალია განელების ნაცვლად ,მისი გრძნობა უფრო ურყევი და მყარი ხდებოდა ,მაგრამ მაინც აკავებდა რაღაც .
სალაროსთან მივიდნენ , დემეტრემ დაიჟნა მე გადვაიხდიო , ამან უთხრა ეგ ისევ შენი საჩუქარი გამოდის და მე უნდა გადვაიხადო ...
დავა დავაში ძლივს გადაწყდა სუნამოს ფული ვის უნდა გადაეხადა.
ორივემ თავთავისი გადაიხადა და კარისკენ წავიდნენ.
- დამელოდე მანქანაში ახლავე მოვალ ... - ჩაილაპარაკა მამაკაცმა და მანქანა გასაღებით გაუღო.
თავი დაუქნია და მხრების ჩეჩვით ჩაჯდა წინ.
ელოდებოდა მამაკაცს , რომელიც კარიდან შავი პარკით გამოდიოდა , საჭესთან მოთავსებულმა თუკას გადახედა და პარკი მიაწოდა.
დაბნეულმა ყიფშიძემ თითი მკერდზე მიიდო და "მე"-ო ? ამოიჩურჩულა.
დემეტრემ სიცილით დაუქნია თავი და მანქანა დაძრა.
- არ გახსნი ? - ჰკითხა ისე , რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია.
- კი ... - დაბნეულმა ამოილუღლუღა და ნაცნობ სუნამოს ყუთს თალებგაფართოებულმა დახედა.
ხელში "მიშოს სუნი" ეჭირა და ცრემლები მოსდიოდა თვალებიდან.
მიუხედავად იმისა , რომ შეეძლო და არ იყიდა , მაინც ესიამოვნა ის რომ ეს სუნამო ახლა მასთან იქნებოდა და ყოველღამე ცხადად შეიგრძნობდა მიშოს სურნელს.
მართალია მას კიდევ სხვანაირი სურნელი ასდიოდა , რადგაც თვითონ მის კანს ჰქონდა უნიკალურად სუფთა სუნრელი და ამას , რომ ისხავდა ყიფშიძე წამით ვეღარ შორდებოდა საყვარელ მამაკაცს.
- მადლობა ... - ამოიჩურჩულა და სავარძელზე გადადო თავი .
- ყველაფერი კარგად იქნება ... - ჩაიჩურჩლა თავისთვის დემეტრემ და მანქანა ბექას სახლთან გააჩერა.




___
იმედია გამომდის რაღაც მაინც ემოციურად და მომაქვს იმის მინიმუმი მაინც თქვენამდე რასაც წერის დროს განვიცდი ...
ძალიან გამიხარდით თითოეული !
მაბედნიერებთ , ჩემი მუზა და სტიმული ხართ !
მიყვარხართ და ესეც მომდევნო თავი , ბავშვებო ისტორია უკვე დაწერილია და მალე დასრულდება ... ვფიქრობ მეორე ნაწილის დაწერაზე , მაგრამ რომ გითხრათ დამთავრებისთანავე დაიდებათქო არ მინდა ელოდოთ ტყუილად .
ამიტომ როცა დავწერ ავტვირთავ .
იმედია მოგეწონებათ ...



თეთრი ანგელოზი - 2



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

უუუჰ საოცრებაა ხაარ <3

 


№2  offline წევრი milangirl

ასე მალე არ ველოდი მეორე თავის დადებას. ძალიან მაინტერესებს რა დაემართა მიშოს და იმედია მალე გავიგებთ მაგას. შენზე აღარეფერს ვამბობ, უბრალოდ ძალიან მომწონს შენი ყველა ისტორია და დიდი სიამუვნებით ვკითხულობ

 


№3  offline წევრი მოლურჯო

როგორ გამიხარდა რომ ასე მალე დამხვდა მეორე თავი
პირველი თავიც ახლა წავიკითხე
არ არის გადასარევი
მაგრამ ბევრ ისტორიას ჯობია
მემგონი მაქვს შენი რამოდენიმე ისტორია წაკითხული
არ მახსოვს ზუსტად wink
სამწუხაროდ სათაურებს ვერ ვიმახსოვრებ წესიერად
მაგრამ ეს ისტორია ზედმეტად კარგი მომეჩვენა
--------------------
მარიამი

 


№4  offline წევრი natia-natia

ძალიან კარგია

 


№5  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

აჰამ :დ ს მომეწონა სხვათაშორის. საინტერესოდ ავითარებ.გელი გელი
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№6 სტუმარი A

Magaria.... Dzalian empciuri da sevdiani tumca saintereso...

 


№7  offline წევრი სალი-სალი

კარგი იყო ძალიან.. უფრო და უფრო საინეტერესო ხდება <3 გთხოვ გააგრძელე. მომწონს ძალიან ძალიან <3

 


№8  offline წევრი cancara

კი მომწონს და რავერგავიგე ეს მისჰო სადა რამოუვიდა

 


№9 სტუმარი გიჟი

ძედა, ეს როგორ გამომაპარე?
ისტორია დაიწყე და მე ვერ გავიგე?
ძედა.. ჩემი სიკვდილი..
არა და ყოველ დღე ვამოწმებდი..
ეს ორი დღე ვერ შემოვედი და..
გამიგიჟე აქაურობა..
ჩემი შ'იკოლად'კა ხარ..
ვაბოდებ შენზე..
როგორ მიყვარს შენი ისტორია...
ვკითხულობდი და თითქოს თუკას ადგილზე ვიყავი..
ყოველი ცრემლი გულს მტკენდა..
მართლა..
გული საოცრად ამტკივდა და ცრემლები დამიგროვდა..
საოცარი ხარ!
საოცარი ისტორიებით..
რამდენიმე გგამორჩეული მწერალი მყავს ამ საიტზე..
ყველა რაღაცით გამოირჩევა..
შენ კი.. გამოირჩევი გრძნობებით..
იმდენად თბილად, ტკბილად, სევდიანად დატკივილიანად გადმოსცემ ყველაფერს..
უბრალოდ სიტყვები არ მაქვს..
იმდენი რამე მინდა დავწერო, მაგრამ იმდენად გაოცებული და ეიფორიაში ვარ, რომ სიტყვებსაც კი ვერ ვალაგებ..
რა მეთქმის?
დაგელოდები..
წარმატებები საყვარელო feel

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent