შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი ანგელოზი - 4 - ნაწილი 1 - დასასრული !


19-02-2016, 00:07
ავტორი D-roni
ნანახია 7 890

იმდენად უხერხულად ჩამოწვა სიჩუმე , რომ სახეზე წამოწითლდა.
ფანჯარა ოდნავ ჩასწია და სახე გარეთ გაჰყო.
შემდეგ ისევ შემოსწია და სავარძლის საზურგეს მიაყრდნო თავი.
ერთი ხელი ფანჯარაში გაყო , მეორე შიშველ ფეხზე დაიდო და ფრჩხილები ნელნელა აიტარჩაიტარა.
თვალებმოჭუტული უყურებდა მის ყველა მოქმედებას სუბელიანი და ცდილობდა სერიოზული სახე შეენარჩუნებინა.
იმასაც ცდილობდა მზერა მისკენ არ გაქცეოდა , მაგრამ რამდენად გამოდიოდა ეგ უკვე სხვა თემა იყო.
ხელი საჭეს მოუჭირა და თითები ნიკაპზე დაისვა.
სულ ცოტახანში ტრასაზე მხოლოდ მათი მანქანა მიდიოდა , გარშემო არავინ არ ჩანდა , მხოლოდ ისინი და ამწვანებული გარემო.
ეს გზა ეცნობოდა , არ იცოდა სად მიჰყავდა მაგრამ მაინც ძალიან ეცნობოდა.
თვალები , რომ გაახილა ნაცნობ ადგილას ამოჰყო თავი და ცრემლები წასკდა თვალებიდან.
- აქ რა გვინდა ... - ამოისრუტუნა და მანქანისკენ გაბრუნდა , არ უნდოდა კიდევ ერთხელ დაენახა ის ადგილი , ადგილი რომელმაც ბედნიერება წაართვა , რომელმაც სიცოცხლე გაუუფერულა და ყველა ოცნება ფესვებშივე ჩაუკლა.
- მოიცა ! - ხელში წვდა და თავისკენ შეიბრუნდა უკვე მომტირალი ყიფშიძე. - თუკა , გამიგე მინდა ყველაფერი აქ დავამთავროთ ! , მინდა ყველაფერი გავარკვიოთ და ... მინდა დაგიბრუნო ! - ხმა მეტად მტკიცე და ურყევი ჰქონდა მიშოს.
- აქ მოსვლა რა საჭირო იყო მაგისთვის ... - ცრემლებისგან აწითლებული სახე მის კისერში ჩამალა და აჩქარებული გულის დაწყნარებას , გონების საშლაებით მოჰყვა.
- დამშვიდდი და მომისმინე კარგი ? - სახე ააწევინა და შუბლზე მიაწება გახურებული ტუჩები.
დაბნეულმა მხოლოდ თავი დაუქნია და მანქანას მიეყუდა , ხელები ბამპერს დაადო და თვალები მაგრად დახუჭა.
- ეს ყველაფერი იმით დაიწყო , რომ ეს ტიპი ... ხომერიკი რა - თმაში ხელი შეიცურა და ყბები გაბრაზებულმა დაჭიმა . - შენ დაგსდევდა ... - შეპარვით ახედა და ერთ ადგილას მიყინულს სახეზე მიეფერა . - იცოდა , რომ ჩემი იყავი ! და მაინც დაგსდევდა ... არ იცოდა ვისი შეყვარებული გერქვა , ამიტომ ვცდილობდი ყოველთვის შენთან ვყოფილიყავი , ყველაფერს ჩუმად აკეთებდა და მეც ვერანაირი მიზეზით მივდიოდი საჩხუბრად , ერთხელაც როცა მაგის ძმაკაცები სკოლასთან გიბირჟავებდნენ ჩვენთან ლაპარაკობდნენ რაა და შენზე წამოცდა ხომერიკს , მერე შენს შეყვარებულს გადაწვდა ფეხებზე მკიდი*აო , ვერ მოვითმინე და ვხიე ... საღამო იყო , ბოლო ზარის რეპეტიები , რომ გქონდა ... მერე სადღაც გაძვრა და ვეღარ ვპოულობდი , ბოლოს მივაგენი და იქ დავიბარე , მერე იცი რაც მოხდა ... - ოდნავ შეისვენა და მის გამშრალ ტუჩებს მოწყვეტით აკოცა . - მინდოდა მკვდარი ვგონებოდი , ასე შენც საფრთხეს აგაცილებდი და იმასაც მოვუღებდი ბოლოს , ბოლო პერიოდში გამომდიოდა , მაგრამ ერთხელ ძაან რო გაუბერა და რეკვები დაგიწყო ვერ მოვითმინე და მაგრად ვცემე , მერე ქორწილშიც რომ დაგირეკა ეგ ბოლო წვეთი იყო და ახლაც საავადმყოფოში წევს ! - სიცილით გადააქნია თავი და მის შეშინებულ სახეს ღიმილით შეხვდა.
- რამე ხომ არ დაგიშავა ? - შეშინებულმა ჩაავლო მხრებში ხელი და თავიდან-ბოლომდე აათვალიერ-ჩაათალიერა.
- ნუ ნერვიულობ , მე არაფერი არ მჭირს !- დაამშვიდა და ხელები წელში შეუცურა. დაბნეულმა თუკამ ნეწყვი ძლივს გადააგორა სასულეში და თვალებანთებული მიაჩერდა მომღიმარ მიშოს . - ძალიან მომენატრა შენი თავისუფლად მოფერება ... - ცხვირი ლოყაზე გაუხახუნა და ტუჩებით კისრისკენ ჩაუყვა .
- არ გინდა ... - ყველა წერტილი უხურდა და საშინლად ეწვოდა , სადაც კი სუბელიანი ეხებოდა. ხელები კისერზე მოხვია და ტუჩები ლოყაზე მიაკრა.
- ნუ ფართხალებ ! - ხელი ლოყებში ჩაავლო და ტუჩებზე მთელი სიველურით წაეტანა.
გაოგნებული ჯერ გონს ვერ მოვიდა , რომ მოვიდა პირველი ტუჩების ტკივილი და ულევი სიამოვნება იგრძნო.
სხეულში მომატებული ტემპერატურა პიკს აღწევდა , სისხლის მიმოქცევის ხმაც კი ნათლად ჩაესმოდა , ამასთან ერთად მხოლოდ გულის ძგერის ხმა ესმოდა სუფთათ , თითქოს ქუთუთოები ეხუჭებოდა , პულსი იმდენად ჰქონდა აჩქარებული ეგონა , რომ მალე გული მართლა ყბას აარტყავდა მთელი ძალით .
მუცელი აუხურდა შიგნეულად და ფეხებში სისუსტე იგრძნო.
გონება გათიშლმა მხოლოდ ხელების შემოხვევა მოახერხა და მასზე ჩამოკიდებული აჰყვა ალერსში.
მიშომ ღიმილით ჩამოაცურა ტუჩები მის ნიკაპზე და მოწყვეტით აკოცა თვალებმილულუს.
- აი თურმე რა მაკლდა ამდენი წელი ! - თვალებზე აკოცა და მაგრად ჩაიხუტა მისთვის ისევ ციცქნა არსება. - შენი თვალები და ეგ გაბუშტული ტუჩები !
- მეც მაკლდი ... - მისუსტებული ხმით ჩაილუღლუღა და თავი უკან გასწია . - შენი თვალები მაკლდა , ჩვენი სიყვარულის ფერი რომ დაჰკრავს ეგ თვალები ! - ურყევი ტონით წარმოთქვა , ეს რამოდენიმე სიტყვა და სიამაყით აივსო მაშინ , როცა საყვარელ თვალებში ისევ დაინახა აცეკვებული ჭინკები .

- ხომერიკი დავიჭირე ბიჭო ! - ჩაჰყვირა გახარებულმა დემეტრემ მიშოს და რაღაც სიხარულისგან აშარად შემოელეწა ხელში .
- რაო ? - გაოგებულმა დააღო პირი გიომ და სიხარულისგან სოფი აიტაცა ხელში.
დაბნეულმა სოფიმ წამოკივლებაღა მოახერხა და შემდეგ ძირს , რომ არ მეოდინა ზღართანი მაგრად შემოჰხვია ხელები ბიჭს.
- მოიცა რა ? - სწრაფად მოაშორა გადახვეული ხელი თუკას , რომელსაც მის მკლავებში გემრიელად ეძინა და სავრძელზე წამოჯდა.
- მაგისიანმა ჩაუშვა ბიჭო ... - ხარხარი ატეხა ბატონმა პოლიციელმა.
- რომელმა ? - მწარედ ჩაეღიმა სუბელიანს.
- ძმობას გაფიცებ რა მნიშვნელობა აქვს ? - გაეცინა ბექას და გახარებულ ცოლს ხელი მოხვია.
- აუუ , დადე თავი და დამაძინე რაა ! - ძილში აბუზღუნებული იმდენად ესაყვარლა მიშოს , თავი ვერ შეიკავა და ლოყაზე ოდნავ უკბინა . - ააა , მეტკინა ნადირო ! - სახე წამოსწია და ძილისგან დაწითლებულ ლოყებზე თითები დაისვა.
- ხომერიკი დაიჭირა დემეტრემ ... -სიცილით ახარა და დაბნეულს ცხვირზე აკოცა.
- რაო ? - ჯერ ვერ გამოფხიზლებული ვერ ხვდებოდა , რამდენად სასიხარულო სიახლე მისწვდა მის გონებას.
ვერ აცნობიერებდა , გაუაზრებლად უხაროდა რაღაც.
- ხომერიკი დაიჭირეს ! - ხმამაღლა ჩასძახა და სიცილისგან გაიგუდა , როცა საყვარელი ქალი მუცელზე შეაფრინდა მთელი ძალით .

^^^

- სად არის ? - თუკასთან ასული მისი ოთახისკენ წავიდა და მის მშობლებს ანერვიულებულმა გაუღიმა.
- ოთახშია ... - კარისკენ ანიშნეს თავით და მისაღებიდან გავიდენ.
თავიდან , რომ გაიგეს მიშო დაბრუნდაო ძალიან გაუხარდათ .
მართალია გაბრაზებულები იყვნენ , მაგრამ ყველაფერი რომ გაიგეს და შეიგნეს შემდეგ მიშო ლოცეს ასეთი კარგი ადამიანობის გამო.
მერე მიშო უბრიალებდა თვალებს მოფხუკუნე შეყვარებულს და ასე გაყავდათ დრო.
- რა გჭირს ? - ოთახში შევიდა და მხოლოდ მაშინ მოხვდა კედელზე გაკრული მისი ყველა ფოტო თვალში.
ემოციებისგან დახუნძულულმა და ცრემლმორეულმა გააჩოჩა მზერა მეორე კედელზე და თითქოს თავში ურო ჩასცხეს.
კედელთან ჩაკეცილი იჯდა მისი საყვარელი ქალი და ფეხზე წამოდგომას ცდილობდა.
სწრაფად მიირბინა მასთან და ხელში გულამოვარდნილმა აიყვანა.
- თუკა! - ყურში ხმადაბლა ჩასძახა და შუბლზე მიაწება ნერვიულობისგან გაყინული ტუჩები.
- მაღალი სიცხის ბრალია ... - ხრიალით წარმოთქმული სიტყვები იმდენად მტკივნეულად მისწვდა მისი სხეულის ყველა წერტილს , რომ მოუნდა მის ადგილას ის ყოფიყო.
- გამიცივდა ჩემი ციცქნა ფერია ? - დამშიდებულმა გადააფარა აკანკალებულს საბანი და მზერა ისევ კედლებზე გააჩოჩა.
- როცა მენატრებოდი სხვა რა მეკეთებინა ? - ჰკითხა და დაღლილმა გაუღიმა.
- ამიტომ არ მიშვებდი ეს 4 თვე ოთახში ? - გაიხსენა განვლილი ოთხი თვე , როცა შემოსვლას დააპირებდა მაშინვე წინ გადაუხტებოდა ხან დედა , ხან შვილი .
ბოლოს სიცილითა და თავის კანტურით იხევდა უკან და ხელებს ჰაერში დანებებეს ნიშნად მართავდა.
- ხო ... - შედარებით მოფერიანებულმა ჩამალა ცხვირი მის კისერში და მშვიდად ამოისუნთქა.
- მიყვარხარ ... - ჩუმად ჩაიჩურჩულა სუბელიანმა და საყვარელ ქალს თმაზე აკოცა.
- მიყვარხარ ... - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოთქვა და წვალებით გაახილა თვალები . - მიყვარხარ ! - შედარებით აუმაღლა ტონს და საყვარელ კისერს ტუჩები მიაწება.


^^^

- აუუ , ეს რა არის ტოო - აბუზღნდა სოფი და გიოს გადახედა. - მოგკლავ ! - გაცხარებულმა დაუყვირა და უკან გაეკიდა.
- მომაშორეთ ! - დაიღრიალა გიორგიმ სიცილით და კისერზე ნაკბენს ხელები დაუსვა . - ისეთი გემრიელი ვარ , ჩემი შეჭმა გინდა არა ?- ირონიულად აუთამაშა წარბები შუბლზე.
- ერთწარბა ! - გაბრაზებულმა ამოიქირქილა და შეპარული ღიმილით წავიდა ოთახისკენ.
- ჩემი სქელტრაკა !- სიცილით გაეკიდა შეყვარებულს და ხელში აიტაცა.
რა თქმა უნდა არც ერთი იყო სქელტრაკა და მითუმეტეს ერთწარბა.
მიუხედავად იმისა , რომ შეყვარებულები იყვნენ და მალე დაინიშნებოდნენ კიდეც ერთმანეთის წამება/წყევლა/კრულვად არაფრის დიდებით არ ეშვებოდნენ.
- იცით რა ვიფიქრე ? - ნიკაპზე ფრჩხილი დაისვა ჩაფიქრებულმა თუკამ.
- მე კი ვიცი რა იფიქრე , მაგრამ ... - ყურში ჩურჩულით ააწითლა საწყალი ყიფშიძე მიშომ და სწრაფად აკოცა ლოყაზე თვალებგადატრიალებულს.
- ვფიქრობ ... ბიჭი თუ იქნება რა უნდა დავარქვათ ? - მუცელზე ხელები დაილაგა და შეპარული ღიმილით მიაჩერდა ქმარს .
ყველა ერთიანად გაჩუმდა , მიუხედავად იმისა რომ ცოტა ხანი არ იყო მათი დაქორწინებიდან გასული ჯერ მაინც არავინ ელოდა ასეთ სიახლეს.
ნერწყვი ძლივს გადააგორა სასულეში , თვალებანთებულმა მიშომ და ფეხზე წამოდგა .
მეგობრებს თვალი მოავლო და პირი დააღო რაღაცის სათქმელად.
- ჰა ? - ბოლოს ძლივს , რომ მოვიდა გონს და ცოლის ნათქვამი რამდნეიმე სიტყვა გააცნობიერა , სუნთქვას ამოყოლა გულამომჯდარმა ეს სიტყვაც.
- ფრთხილად მამიკო , ფრთხილად ახლა შენს წინ მარტო მე კი არა , შენი შვილიც ზის ... - სიცილით ჩაილაპარაკა და ქმრის ტუჩებს მოწყვეტით აკოცა.
- მეღადავება ? - გონს ჯერ კიდევ ვერ მოდიოდა საფუძვლიანად.
- ვაიმეეე ! - გაბერილი ნინი ფეხზე ნელა წამოდგა და დაქალს ებრდღვნა.- აუ რა მაგარია !- სიხარულისგან ვერ წყნარდებოდა ბარათაშვილი.
- განა მჯერააამს ? - ბედნირი , სიცილით მიუახლოვდა სოფი და ფრთხილად აკოცა ჯერ მუცელზე , შემდეგ ლოყაზე და სულ ბოლოს მთელი ძალით მოეხვია.
ბიჭებიც მიდიოდნენ და ხან ,რომელს ეხუტებოდნენ ხან რომელს , სუბელიანი კი იდგა და ჯერ არ განცდილ, ყველაზე ლამაზ გრძნობას ირგებდა თავისთვის.
ცხოვრებაში პირველად ხდებოდა მამა , მისი საყვარელი ქალი შვილს უჩენდა ,ის კი ერთ ადგილზე გაშეშებული იყო შემდგარი და ემოციების დაოკებას ცდილობდა.
თვალებანთებულმა მოხვია ორივე ხელი მაგრად წელზე და მთელი ძალით აიკრა სხეულზე საყვარელი ქალი.
- ჩემი ...
შენი ...
ჩვენი ...
ბავშვი ...
ჩვენი თეთრი ანგელოზი ... - ძლივს ამოთქვა და ჯერ არ დამჩნეულ მუცელს გახურებული ტუჩები მიაკრა.


^^^

- რა ფერის თვალები აქვს ? - გაკვირვებულმა დაუსვა პატარა ცხვირზე , საჩვენებელი თითი და გახარებულმა აკოცა შუბლზე პატარას.
- შენი ფერის თვალები აქვს ... - ბედნიერი ღიმილი აჩნდა სახეზე ყიფშიძეს.
- ანუ ? - სიცილით ჩაეძია და ბავშვი საწოლში ჩააწვინა.
- ანუ ... ჩვენი სიყვარულის ფერი ...


__
მეორე ნაწილი იქნება და წერა უკვე დავიწყე .
ძალიან დიდი მადლობა , რომ მხარში მიდგახართ და ასე მოგწონთ ...
როგორ ფიქრობთ , მოუხდება მეორე ნაწილი ? თქვენი აზრი მაინტერესებს ...
მიყვარხართ და შევეცდები მალე დაგიბრუნეთ !




№1  offline მოდერი sameone crazy girl

კიდე კაი ვიცი რომ მეორე ნაწილი იქნება თორემ აქციას მოვაწყობდი ლოზუნგებით"ნუც დაწერე მეორე ნაწილი" wink wink აი რომ ვიცი მეორე ნაწილი როგორი თბილი და ტკბილი იქნება უკვე ჭკუაზე აღარ ვარ არა მე ისედაც არ ვარ მთლად დალაგებული მაგრამ მაინც wink wink რომ დავწერო ახლა მიშა მიყვარსთქო არ ვიქნები "მთლა პატიოსანი ქალი " იმდენ ვინმეზე ვთქვი მიყვარს და ცუდად მხდისთქო ამიტომ უბრალოდ ისტორია მომწონს ყველა გმირით და საერთოდ შენ მიყვარხარ ყველა ვარიანტში wink love love
რა დავწერე ამდენი კანი გადამძვრა თითებზე თუ კითხულობ ალბათ თვალები აგტკივდა და თავიც მიჰყვა იმდენი ვიტლიკინე wink love love love

 


№2  offline წევრი natia-natia

აუ ეგ არვიცი მარა ისკი ივიცი რო არმინდა დამთავრდეს დანარჩრნი შენ გადაწყვიტე

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

მე ვერ ვხვდები მეორე ნაწილი რა საჭიროა. ამ წყვილზე ყველაფერი თქვი და რაზე გინდა მეორე ნაწილი დაწერო? ძალიან, ძალიან ვისიამოვნე. დიდი მადლობა

 


№4 სტუმარი lizazu

რაღაც მიშოს ახსნა-განმარტებამ საერთოდ არ დამაკმაყოფილა, ანუ რა გამოდის იმ იდიოტს რომ არ დაერეკა გამოჩენას არც აპირებდა? მშვენივრად იცოდა როგორ იტანჯებოდა თუკა და რომ არ გამქრალიყო ისე ვერ დაიცავდა? ასე ადვილად არ უნდა ეპატიებინა ამდენი წლის ტანჯვა.

 


№5  offline მოდერი bibo

Jer pirvelze gitxra ra gogo es raoyo ra miqeni ra uceb damintavre velodi oriweli ver wavikitxav metqi davtkbebi tqo da ra iyo es cicqna erti amosuntqvit wavikitxeee ux ra chem gula ra utxari vwrc gibrazdebiarwyvoi :*ai saswauli iyo gasagijebeliiii.iseti iyo rasac velodi da mindoda ro yopiliyoooo ai saswauli xarr saocreba raffaelo vgijdebi me shenzeee saswauloo.veli meores da mesames meotxes da ulevss icode eg shen marwyvis qalav

 


№6  offline წევრი p♥♥h ^^

Xo su gkitxulob dzalianac momwonxar!
Mara eseti abdaubda mipuchechebuli dasasruli shokia tan chveulebrivi shoki da veravxdebi meore nawilis azrs!
Bodiahi ra tu rame uxeshad miige !
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№7  offline აქტიური მკითხველი uchveulo

აუუუ რაა კარგიიი ოყოოო ყოჩაღ რაა საოცრებააა .... მეორე ნაწილი მოუხდება კიარაა დააკვდება ისე მოუხდება აბა შენიცი მალე დადეე და წარმატებებიი ❤️❤️❤️❤️

 


№8 სტუმარი 060216

ჰიჰი.. გაარძელე კაია ^_^

 


№9 სტუმარი ბუბუკა

ზოგადად კარგი იყო მარა მიშოს რატო დასჭირდა სიკვდილიდ გათამაშება ვერაფრით მივხვდი და ცოტა მეტ საინტერესოს ველოდი

თხრობის სტილი კარგი გაქვს ნამდვილად,მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent