შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრძოლა მაღალ ქუსლებზე –6–


28-02-2016, 12:11
ავტორი sopiko
ნანახია 3 316

[თავი 6]
''ბრძოლა ახალი წესებით''
–შეენ?–არაბუნებრივი ხმა მხდება და შერცხვენილი უხერხულად ვიღიმი.–ამას გეგა ჰქვია ხომ?
ადამიანი ასეთია! ბოლო წუთამდე ებღაუჭება იმედს, რომელიც ბეწვზეა ჩამოკიდებული. ხო, სახელი არ ვიცი, მაგრამ იქნებ მეშლება... იქნებ ეს ფსიქოპატის ტყუპისცალია...
–ვიღაცაში გეშლები! დამიანე გავაშელი!–ხელს მიწვდის ახლა უკვე დამიანე და ისე მიღიმის, ვითომც პირველად დღეს მნახა.
–არასასიამოვნოა! ბელა ბრეგვაძე!–გაუგებრად ვბურტყუნებ და თათიას ვეკითხები.–რატომ არ მითხარით მეორე მონაწილის ვინაობა? ამან დაგეგმა ხომ?
–რა?–იბნევა თათია და მასთან ერთად სახე ეშლება გუგასაც.
–თქვენ ერთმანეთს იცნობთ?–ინტერესდება ეს უკანასკნელი.
–არა, რას ამბობთ!–უკადრისობა კარგად ვიცი!
–შორიდან!–სიტყვას აკვეხებს ფსიქოპატი.
–ძალიან, ძალიან შორიდან!–თვალებს ვაკვესებ და საათს დავყურებ.–ჩასხდომა არ იწყება?
–სულ რამდენიმე წუთში დაიწყება.–მპასუხობს თათია და ბარგს მართმევს, რომ ჩააბაროს.
მართლაც სულ მალე ოპერატორი განცხადებას აკეთებს და ყველანი ესკალატორისკენ მივდივართ. მაინც და მაინც ბატონი დამიანე დგება ჩემს საპირისპირო მხარეს, ბილეთსაც ჩემთან ერთად აწოდებს. საბედნიეროდ ვასწრებ და გუგას თავზე ვახტები. აი, ასე ვახერხებ თათიას გვერდით დაჯდომას თვითმფრინავში. ბედნიერება უბედურებად ილექება, გუგას კიდევ ვიღაც რომ კრავს ხელს და დამიანეს გვერდით უსკუპდება.
ეს ვიღაც კი წითელ, ტანზე მომდგარ კაბაში ''გამოწკეპილი'', სახეზე პომადაგადათხაპნილი გოგოა! ისეთი საზიზღარი გამოხედვა აქვს, უკან გაბრუნებაც კი არ მინდა, მაგრამ მისი გულისამრევი ხმა დამიანეს მოხიბვლას ცდილობს და რა ვიცი, რომ ვერ შეძლებს?
–უკაცრავად! ჩუმად რა! დაძინება მინდა, თქვენმა წიკვინმა კი მთელი თვითმფრინავი აიკლო.–რაც გულში მაქვს, ჩემს სიტყვებში ვაქსოვ და ცინიკური ღიმილით ვადარებ ერთმანეთს დამიანესა და ''იმ'' გოგოს.
არა, ნამდვილად ბიჭი ჯობია! მენანები, გავაშელო, ამ მოდიდან გადასული ანაკონდასთვის. ხო, არ იცით, რომ მისი ტყავისგან დამზადებული ჩანთები ლარიან მაღაზიაში იყიდება?!
–გაირჭე ყურსასმენები და აღარც მე შეგიშლი ხელს ძილში და აღარც ჩვენ შეგვაწუხებ.–დაბერილი ტუჩების გამოძრავება უჭირს და პირს ძლივსძლივობით აღებს.
მომესმა? მომესმა ხომ?!
ხელის შეშლა როგორი უნდა, ახლავე გაგაგებინებ! უფრო სწორად შეგაგნებინებ!
მუსიკებს ბოლო ხმაზე ვრთავ და ფეხზე ვიზლაზნები. მგზავრების ყურადღება ჩემკენაა მომართული.
–ახლა მე შეგისრულებთ... აჭარულს!–საკუთარ თავს ტაშს მე თვითონვე ვუკრავ და ''remember me''–ს ჰანგებზე ტანს ნაზად ვარხევ. ნწუ! ასე არ ვარგა! დამიანე ვერ მხედავს. სკამზე საჩქაროდ ავდივარ და აჭარულის ცეკვას ვაგრძელებ. სად აჭარული და სად ეს სიმღერა, მაგრამ სად მე და სად გონების სწორი მართვა?! როგორც ჩვენ ვართ შორს ერთმანეთისგან, ისე ესენი!
–ბელა, რას აკეთებ?–ჩემკენ იწევს დამიანე და ხელებს მიჭერს.
–ბელა...–სიცილს ძლივს იკავებს თათიაც და თვალებით რაღაცას მანიშებს. აჰა, გასაგებია! ალბათ მიხვდა რატომაც ვიქცევი ასე.
–შენც გინდა ცეკვა, ჩემო გულის შავარდენო? მოდი, ტანი აანარნარე! აი, ასე! მიდი, გამოგივა!–ხელებს ვაქნევინებ, თუმცა მის წინაამღდეგობას ვეღარ ვძლევ.
–ბელა, დაჯექი! თვითმფრინავი მალე აფრინდება!–მაფრთხილებს დამიანე და ლამაზ კოსტიუმში გამოწყობილი ქალბატონიც მესვეტება წინ, რომელიც დაჯდომისკენ და ქამრის შეკვრისკენ მიმითითებს.
ბილეთი! მაშინვე ჩემს ბილეთს ვამოწმებ და თურმე სულ ტყუილად გადავახტი გუგას, ის მაინც დამიანესთან ჯდებოდა. ესე იგი... ესე იგი იმ გადაპრანჭულს ჩემს უკან ადგილი არ ეკუთვნის.
–ამ გოგომ გუგას ადგილი დაიკავა.–ვეუბნები ქალს.–ის აი, იქ არის...
გუგა მოშორებით დგას და ადგილს ეძებს, მაგრამ თავისი ბილეთით სხვაგან სად დაჯდება?!
–თქვენი ბილეთი მანახეთ, ბატონო!–წესრიგის დამმყარებელი ბილეთს ართმევს გუგას და... და... ჩემი ხერხი ამართლებს!
–ეს თქვენი ადგილი არ არის, ქალბატონო, აქ ბატონი გუგა უნდა იჯდეს.–ვითარებაში არკვევს კუდაბზიკას შემთხვევით გამოჩენილი მშვიდობის მტრედი და გოგოც უკმაყოფილო იერით მიდის თავის სკამთან.
–ვერ მითხარით, თქვენი ადგილი თუ იყო?–ზრდილობიანად ეკითხება გუგას დამიანე და მერე მე მაპყრობს უცნაურ მზერას.
***
გზაში ვიძინებ და დროც მალე გადის... ძლიერი ბიძგები მაღვიძებს, რომლის განმხორციელებელიც თათიაა. როდის ჩამეძინა და ამდენ ხანს რატომ ჩავყვინთე, არ ვიცი, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. რაც მთავარია ჩვენ უკვე აეროპორტში ვართ!
მე და დამიანე ერთმანეთს ცოფიანი ძაღლებივით ვუღრენთ. თათია და გუგა კი შეხმატკბილებულები მიაბიჯებენ ჩვენს წინ.
–ეს გუგაა, მიბაძე მას!–ენას პატარა ბავშვივით ვუყოფ დამიანეს, ის კი ჩემს სიტყვებს პირდაპირი მნიშვნელობით ტოვებს მეორე სართულზე, თვითონ კი პირველი სართულისკენ იღებს გეზს.
არა, რითი ვერ დავაკმაყოფილე? ის ცარიელი ''პლასტიკური ოპერაციები'' რომ მოვაშორე თავიდან, ეგ ეწყინა? ეწყინა და ეწყინა! ჯანდაბას შენი თავი, გავაშელო!
–ნახე, აი, ის არის ჩვენი სპონსორის მოადგილე.–ჩურჩულებს თათია და კარებთან მდგარ მამაკაცზე მიგვანიშნებს.
–რა სიმპათიურია...–დამიანეს გასაგონად აღვნიშნავ და ესკალატორიდან ლამისაა გადავვარდე, არადა ვერც ვხედავ წესიერად.
–ეგ, რომელსაც შენ უყურებ, მანეკენია, ბელა!–ისეთ რამეს მეუბნება თათია, მგონი მართლა გადავარდნა ჯობდა დამიანეს თვითდაჯერებული სახის ყურებას.
–არა, ეგ კი არა... აი, ის, ის რა!–საკუთარი თავის გადარჩენას მაინც ვერ ვახერხებ და სირბილით ჩავდივარ კიბეებზე.
–ბელა, მაღლა რა გინდა?–მაჩერებს ისევ და ისევ თათია.
აჰა, კი მეგონა, რომ ჩავდიოდი, მაგრამ თურმე დამიანეს მზერით დასიცხული ზევით ავდიოდი.
მერე იყო მომაბეზრებელი საუბრები, ტაქსით სასტუმროში მისვლა და ჩემი და დამიანეს მოპირდაპირე ოთახებში დაბინავება.
ამის მერე კი რა იქნებოდა? ერთი ნერვების თითოეული უჯრედის მომაკვდინებელი კვირა!

მეორე დღეს კონფერენციაზე მაგვიანდება და რატომ? დამიანეს მოთხოვნით დამლაგებელი ჩემი ოთახიდან გამოსასვლელ ადგილს სველი ტილოთი რაც შეიძლება ასველებს, ამასაც მაშინ ვიგებ, აქეთ ფულს რომ ვუხდი საჭირო ინფორმაციისთვის.
მესამე დღეს ჩემი რვეული იკარგება, რომელშიც რაღაც რეცეპტები და თეორიული მასალა მქონდა ჩაწერილი. შუადღისას დამიანეს ოთახში ვიპარები და რვეულსაც იქ ვპოულობ. საღამოს თათიასთან და გიგასთან ერთად სასტუმროდან მადრიდის დასათვალიერებლად გავდივართ და იქაურ საჭმელებსაც ვაგემოვნებთ. დამიანე ხელს სულ ''შემთხვევით'' მკრავს და ესპანელების საყვარელი სასმელი ერთ–ერთ საუკეთესო კაბაზე მესხმება. ჩემი სული რომ ცოდვებით არ დავამძიმო, შურისძიებაზე ჯერ კიდევ არ ვფიქრობ, მაგრამ სასტუმროში დაბრუნებისას ისეთი რამ ხდება... ოთახის კარს რომ ვაღებ და შესასვლელს ტარაკნებით მოფენილს ვხედავ, ტვინი საბოლოოდ მიტრიალდება. ერთ ადგილს მიკერებული მანამდე ვკივი, სანამ თავისი ნომრიდან ირონიული ღიმილით აღჭურვილი დამიანე არ გამოდის.
–რა დაგიშავე, ადამიანო?–ყველაფერს ზედ ვახევ და წივილს განვაგრძობ.–რა არის ეს? არ ვარ თაია, არა!
–რა იყო? ასეთი მშიშარა ხარ? პატარა თაგუნია...–თმებზე ხელს მისმევს ვაჟბატონი და ახლა მე ვაფრინდები იმ დასაწვავ ქოჩორში.
–კატები მოგწონს? ხოდა ახლა...–მუქარით ვუქნევ საჩვენებელ თითს, მაგრამ ის თავისი გამოხედვით მადუმებს...
–გინდა, რომ მომწონდე? მომწონხარ...–ჩახშული ხმა ჩემს ყურთასმენას მაინც წვდება... წამიერად ჩემს ტუჩებს დაჟინებით აჩერდება და მდუღრავს, მაგრამ კვლავ ''რაღაცის'' გამო მიდის. მალე ჩემთან დამლაგებელი ჩნდება და ტარაკნებს თავისი ცოცხით უღებს ბოლოს. მე იმდენს ვშვრები, დაცვის ბიჭებსაც კარში ვაყენებ, რომ თუ რამეა, ვუხმო და მათ მაინც მიხსნან ამ არსებებისგან!
საწოლზე ზემოდან ვხტები, რომ რაიმე არ გამოძვრეს მის ქვეშიდან და საბანში ვიფუთნები.
ბალიშს ხელში ვიღებ, რომ მოხერხებულად დავდო და პატარა წრუწუნას ვხედავ...
ორი წამიც არაა გასული, რომ დამიანეს ლოგინში ვარ შემძვრალი და მის მკერდს შემოხვეული ცრემლებს ვღვრი...
–რა გინდა ჩემგან? ასეთი საძულველი ხარ და მე მაინც შენკენ მომიწევს გული... შემეძლო თათიასთან შემერბინა, გვერდით ოთახშია, მაგრამ შენთან გამოვიქეცი... შენ ტყუი! არ მოგწონვარ! სიყვარულზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია... რას მებრძვი? აი, თუ გინდა თეთრ ალამს აგიფრიალებ...–ვქვითინებ მის სხეულზე მიკრული და საბნის ქვეშ ვმალავ თავს.

^^^
მგონი ცოტა ჩავდექი ფორმაში და ველი თქვენს გამამხნევებელ შეფასებებსაც!
ყოველდღე რომ ძალიან მახარებთ, ეგ იცით და... შემდეგი რომ დასასრულია, ესეც უკვე გაიგეთ...
უყვარხართ სოფიკოს თქვენ!
ბრძოლა მაღალ ქუსლებზე –6–



№1  offline წევრი Diosa Dela Tristeza

ძალიან მომეწონა
დასასრულიც იქნება ანუ მალე კარგია და ველოდებიი❤❤❤

 


№2  offline მოდერი bibo

Ai cudad var sicilisgan gadavbjirdi imdeni vicineee vaime ra shteria es belaa :D acharulis cekva ro daiwyo cudad viyavi ukve aicilizgan muraba imdeni vicine kuchi mtkiva.xo gitxari me geli geli roca moaxerxeb mashin gelodebi da didi siamovnebit da sixarulit vkitxulob marwyvo alubalo.ai tarakanebi piki iyo sicilis :D :D kargi xar tortis udideso nacherooo.es bichi ra biskviwusiaa gadnomigde raa ise momwons unda gavxado chemii ..marwyvi toro portoxalo vashatamav sauketeso xar chitooo geli geli me sul bevrebs gelio shenoo

 


№3 სტუმარი A

Sopochka sayvarelo rogor gikitxo? Istoria dzalian momewona magaria ra es damiane da magrad momwons am wyvilis gamoxtomebi. Bela mecodeba mara gulianad vicini kaia.

 


№4 სტუმარი Black

Magari gogo xar:Dumagresi<3

 


№5  offline მოდერი sopiko

gvanciko_gvancunia
ძალიან მომეწონა
დასასრულიც იქნება ანუ მალე კარგია და ველოდებიი❤❤❤

bibo
Ai cudad var sicilisgan gadavbjirdi imdeni vicineee vaime ra shteria es belaa :D acharulis cekva ro daiwyo cudad viyavi ukve aicilizgan muraba imdeni vicine kuchi mtkiva.xo gitxari me geli geli roca moaxerxeb mashin gelodebi da didi siamovnebit da sixarulit vkitxulob marwyvo alubalo.ai tarakanebi piki iyo sicilis :D :D kargi xar tortis udideso nacherooo.es bichi ra biskviwusiaa gadnomigde raa ise momwons unda gavxado chemii ..marwyvi toro portoxalo vashatamav sauketeso xar chitooo geli geli me sul bevrebs gelio shenoo

A
Sopochka sayvarelo rogor gikitxo? Istoria dzalian momewona magaria ra es damiane da magrad momwons am wyvilis gamoxtomebi. Bela mecodeba mara gulianad vicini kaia.

Black
Magari gogo xar:Dumagresi<3

მადლობა, თბილებო და საყვარლებო love ნუ, ხო! ნამდვილად სასაცილო თავი იყო და მიხარია, რომ თქვენც იცინეთ... თანაც ბევრი!

 


№6  offline წევრი mimimimo

აუ, რა ბოლოს ჩამაშხამე..
სულ არ მახსოვდა რომ შემდეგი დასასრული იყო..
მარგამ მაინც კარგი იყო..
ყოჩაღ!
მომწონს!
აი დამიანე ასე არ მომწონს !
გელოდები.. წარმატებები! :))

 


№7  offline მოდერი sopiko

mimimimo
აუ, რა ბოლოს ჩამაშხამე..
სულ არ მახსოვდა რომ შემდეგი დასასრული იყო..
მარგამ მაინც კარგი იყო..
ყოჩაღ!
მომწონს!
აი დამიანე ასე არ მომწონს !
გელოდები.. წარმატებები! :))

დიდი მადლობა, მიმიმო love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent