შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათნოების ორმოცდაათი ელფერი


28-02-2016, 16:54
ავტორი nini namicheishvili
ნანახია 1 591

მეთერთმეტე თავი
-დავიღალე -თქვა ჰანანამა და სკამზე ჩამოჯდა.ამჯერად ასადი მისგან მოშორებით იდგა და ნურას ელაპარაკებოდა.ჰანანი ხედავდა და უკვირდა,როგორ ახერხებდა ასეთი თბილი ყოფილიყო ნურასათან და საშინელად უხეში მასთან. ვეზიზღები-გაიფიქრა ჰანანმა და ფეხსაცმელებს დახედა.
-ნეტავი ახლა ესენი გავიხადო და მეტი არაფერი მინდა,ღმერთო როგორ მტკივა!-გაიფიქრა და საწყალი სახე მიიღო.უეცრად ჩრდილს მოკრა თვალი და ზევით რომ აიხედა ,მისკენ გადმოხრილი ასადი დაინახა.მამაკაცი სასწრაფოდ გასწორდა და ირონიული ღიმილით მიმართა.
-რა ძვირფასო მეუღლევ ? ვერ ეგუები ელიტის ცხოვრებასო?-უთხრა ასადმა და რამდენჯერმე აათვალიერა გოგონას მოქნილი სხეული,რომელსაც ტანზე მომდგარი კაბა კიდევ უფრო მომხიბვლელს და მიმზიდველს ხდიდა მამაკაცისთვის.
ჰანანმა ცადა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა და პასუხისგან თავი შეეკავებინა .ისე იყო დაღლილი ნამდვილად არ ეცალა ახლა მწარე პასუხის მოსაფიქრებლად.
-გინდა გარეთ გავიდეთ?-ჰკითხა ასადმა და ხელი გაუშვირა ,რათა მას დაყრდნობოდა.
ჰანანი წამოდგა ,გამოწვდილ ხელს გვერდი აუარა და ბაღისკენ დაიძრა.საღამოს სიგრილე სასიამოვნოდ მოედო გახურებულ შუბლზე.თხელი თითები შუბლზე შემოიჭდო და წამით შედგა.მერე ისევ გააგრძელა გზა და ყვავილთა სასიამოვნ სუნმა დაღლილობა გაუქარწყლა.ეგონა ,რომ მარტო იყო და ბალახზე მოთავსთდა.ფეხსაცმელი გაიძრო და ფეხისგულები ნამიან ბალახს გაუსვა.
იქვე ასადი იდგა და სახეანთებული შეყურებდა ქალს,რომელიც მწვანე ბალახზე გართხმულიყო და სახეს საღამოს ნიავს უშვერდა.
მისი ლურჯი კაბა ბურუსით მოცულ ზღვას გავდა ,ამ ყელაფერთან მწვანე ბალახი და იქვე მიყრილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უცნაურ კონტრასტს ქმნიდა .ასადი ბურუსში წასულიყო.ხედავდა და თითქოს გრძნობდა კიდეც მას. გაშეშებული მიჩერებოდა ჰანანს და თავში ფიქრები ერეოდა.მაგრამ აქ არ ყოფილა არც ვნება და არც სიბინძურით დამძიმებული აზრები.უბრალოდ ნიავის მიერ მოტანილი ქალის სურნელით სუნთქავდა და ფიქრობდა...რას ფიქრობდა? ასადს არ დავიწყებია იქ ,მთებში მარტო ყოფნის დროს მიღებული გადაწყვეტილება.მაშინ გაბოროტებული თუ ნაწყენი ასადი გულში ათას გეგმას სახავდა ,იმის შესახებ თუ როგორ გადაუხდიდა სამაგიეროს ჰანანს.მაგრამ სრულიად საწიმააღმდეგოდ მოიქცა...თუმცა წყენა და სიმაყე არსად გამქრალიყო...ამჯერად ასადში ამ გრძნობამ ისევ იფეთქა და მამაკაცი ქალისკენ დაიძრა.მის გვერდით დაჯდა და თავი საკმაოდ ახლოს მიტანა.ჰანანი შეცბა.
-რას აკეთებ?
ასადი მისკენ უფრო გადაიხარა და ცხელი ტუჩებით კისერზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა.ჰანანი შეცბა და უნებურად კოცნის ადგილზე ხელი გადაისვა.იგრძნო როგორ აეწვა საფეთქლები,აეწვა კისერი და თავდაცვაზე გადავიდა.
-როგორ ბედავ ? ნუთუ დაგავიწყდა რომ მთელი დღევანდელი დღე თამაში იყო და მეტი არფერი ?აღარ გაბედო-გოგონა შებრუნდა და წასვლა დააპირა.
-ფეხსაცმელები გრჩება-მშვიდად მიაძახა ასადმა და წმოდგა.-ნუ თუ ფეხშიშველა გინდა დარჩე არაა პრობლემა.
ასადმა ფეხსაცმელებს ხელი დაავლო და სადღაც შორს მოისროლა.
-რას აკეთებ?-დაიკივლა ჰანანმა და იმ მიმართულებით გაიქცა სადაც ფეხსაცმელი მოისროლეს.თუმცა როგორც კი ასადის გვერდით მოუხდა ჩავლა მამაკაცმა ხელში აიტაცა და ბაღის შუაში მდებარე შადრევნისკენ გაიტაცა.
-არ გაბედო!იცოდე ეგ არ ქნა ! იცოდე მოგკლავ ! ასად არააა,არაა !-მთელი გზის განმავლობაში ჰანანი მსგავსი ფრაზებით ემუქრებოდა და ხელ-ფეხს გამწარებული იქნევდა ,მაგრამ ცხადია უშედეგოდ.
საკმაოდ მოზრდილი შადრევნის აუზში ისეთი ხმაურით ჩავარდა ჰანანი,რომ სტუმრების თავები ამ ხმამ ერთდროულად შეაბრუნა ეზოსკენ .
-რა ხდება ?-იყვირა ასადის ბიძამ-რატომ არის ეზო ჩაბნელებული?ახლავე გაანათეთ!-მისი ბრძანება სწრაფად ასრულდა და ყველამ მზერა შადრევანთან მდგარ მამაკაცის ფიგურას მიაპყრო,იქვე კი აუზთან ქალი სასაცილო მდგომარეობაში წყლიდან ამოსვლას ცდილობდა.ცალი ფეხი მიწაზე ჰქონდა ,ცალი კი წყალში და საცოდავად იმანჭებოდა ,რათა დამძიმებული კაბა და ფეხი წყლიდან ამოეღო.
ასადმა ხალხის მზერა შეამჩნია და ჰანანს მიეშველა.
-გაეთრიე!-უთხრა ჰანანმა და ხელმეორედ გაიშხლართა წყალში.
-ხალხი გვიყურებს ძვირფასო მეუღლევ სირცხვილია ბოლოსდაბოლოს !-ვითომ გაბრაზებულმა ასდამა ეს სიტყვები წარმოტქვა და ხელმეორედ სცადა მისი დახმარება.
-ასე არა ?-თქვა ჰანანმა და ისე ძლიერად მოეჭიდა ასადის მკლავს ,რომ მამაკაცმა თავი ვერ შეიკავა და მასთან ერთად ჩაეშვა წყალში.
ხალხი მხოლოდ ახლა გამოერკვა ამ უცნაური სანახაობიდან და დარბაზში თავშეკავებული სიცილი გაისმა,რომელიც ასადის ბიძის გაბრაზებულმა ხმამ დაფარა.
-რას უდგეხართ ?! მიეშველეთ ! -მის ამ ბრძანებაზეც რამოდენიმე ადამიანი გამოეყო ხალხის ჯგუფს და ეზოში გავიდა.
-ბატონო ასად,ხელი მოგვეცით და ამოგიყვანთ-მიმართა ერთერთმა ასადს ,რმელიც ჰანანის კაბის ბოლოში ახლართულიყო და გათავისუფლებას ცდილობდა.
-წადი თქვენი ! -შეიკურთხა ასადმა ,რომელსაც ამ ყველაფერზე თან ეცინებოდა და თან ბრაზდებოდა.
-ბატონო ასად ასეთი სიტყვები არ შეგფერით!-უთხრა გაკვირვებულმა "მაშველმა"
-აბა დახმარება რად მინდა ზღვაში კი არ ჩავვარდნილვარ?-თქვა ახლა უკვე გაბრაზებულმა ასადმა და წყლიდან ამოვიდა,თან ჰანანიც ამოიყოლა.ორივე საშინლად გამოიყურებოდა.
-მანქანა მომიყვანეთ ,ახლავე უნდა წვაიდეთ -თქვა ასადმა და ჰანანს ხელი დაავლო.გოგონა ჯერ კარგად ვერ მოსულიყო გონზე ,რომ უკვე ასადის მანქანში აღმოჩნდა.
კარის გაღება სცადა ,მაგრამ უშედეგოდ.
-რა ხდება ?მძევლად მიგყავარ ?-იკითხა და მის გვერდით მჯდარ,გაწუწულ ასადს გადახედა.ისეთი სახით იჯდა რომ,ჰანანს უნებურად ღიმილი მოერია.
-გაიცინე ,გაიცინე ხვალ მე გავიცინებ ამაზე ამბავ რომ ააგორებენ.
-მაინც რა ამბავი უნდა ააგორონ ?
-რაა ? რადა ამ ფარს ფარდა აეხდება.ხვალ უამრავი სტატია დაიბეჭდება შენთვის ნაცნობი სათაურით.-ტხრა ასადმა და მანქანა დაძრა.
-მაინც რა სათაურით?
-აი მაგალითად იტყვიან ,რომ კამათი მოგვივიდა და მე წყალში ჩაგაგდე და ამგვარად გამოაშკარავდება ,რომ უდი ურთიერთობა გვაქვს.
-სულელი ხარ-უთხრა ჰანანმა და გაეცინა.
-დღეს სიცილის ხასიათზე ხარ,მაგრამ ხვალ აღარ მოგინდება სიცილი.უარესიც შეიძლება დაბაეჭდონ,მაგალითად ვნებააშლილი მდიდრების აღვირახსნილობა აუზში ,ან მოუთმენელი წყვილი,ან ერთმანეთით შეპყრობილნი,ან კიდევ ძალადობა მაღალი სოციალირი ფენის წარმომადგენელ მამაკაცზე-ეს რომ თქვა თავადაც სიცილი აუტყდა.
ჰანანი გააკვირვაა ამან...არასდროს გაეგონა ასადის სიცილი.ის ან ირონიულად იცინოდა ან უბრალოდ ბოროტულ ღიმილს იმეტებდა,ხოლმე მისთვის. ახლა მისი სიცილი რაღაც უცნაურ მოვლენად ესახებოდა ჰანანს.
-იცინი-თავისდაუნებურად ეს ისე აღფრთოვანებულმა წარმოტქვა ,რომ ასადმა თავი მისკენ გააბრუნა.
-გიკვირს?-კითხა და კვლავ გახედა გზას.
ჰანანი შეკრთა,მიხვდა რომ რაღაც ისე არ თქვა როგორც საჭირო იყო.თანაც ისეთი მხიარული ასადის შემდეგ მკაცრი ტონი არ ესიამოვნა და ისიც ძველებურ ჰანანს დაუბრუნდა.
-არა,შენგან არაფერი გასაკვირი.
-იგივეს ვიტყოდი შენზე-თქვა ასადმა.
-რატომ?
-იმიტომ ,რომ უბრალოდ ასეთი ხარ.
-შენ არ იცი მე როგორი ვარ!
-რა იცი ?-მამაკაცმა ისევ შეხედა ,მაგრამ გოგონამს სახე გააბრუნა.
-დარწმუნებული ხარ.
-იქნებ იმიტომ გიტან ამდენ ხანს რომ ვიცი როგორ ხარ სინამდვილეში-თქვა ასადმა და მანქანა შეაჩერა.
ჰანანს უნდოდა პასუხი გაეცა მაგრამ ასადი მანქანიდან გადავიდა და კარი გაუღო.
სასტუმროში მივიდნენ ,სადაც გამზადებული ტანსაცმელი დაახვედრეს.
-მადლობა-უთხრა ჰანანმა ,როცა უკვე მანქანაში სხდებოდნენ.
-დღეს რა ხშირად იხდი მადლობას-გაკვირვებულმა შენიშნა ასადმა.
-კარგი,მაშინ ასე გეტყვი.საშინელებაააა,შენს გამო დასველდი.თავიდან შენს გამო გამეხა კაბა.შენს გამო შევრცხვი ხალხში და რა ვიცი კიდევ ათასი რამ.
-აი თურმე რა ყოფილა ამ მადლობების უკან-თქვა ასადმა.
მანქანა ჰანანის სახლის წინ გაჩერდა...
ჰანანი მანქანიდან გადავიდა და კარი ისე მიხურა ,არაფერი უთქვამს.
-კარგად ძვირფასო მეუღლევ.-მიაძახა ასადმა-ხვალ კი გაზეთების წაკითხვა არ დაგავიწყდეს.-და მანქანა დაქოქა.
-შეშლილი-ჩაილაპარაკა ჰანანმა.
-გავიგონე ჩემო ძვირფასო მეუღლევ-მიაძახა ასადმა და წავიდა
-არა ეს ვითომ ახალი მეტსახელია თუ რა ხდება ?-გოგონა სახში შევიდა და იმ საღამოს ნურასთან ერთად დაძინა.

დილით ჰანანმა რომ გაიღვიძა მარტო იყო,როგორც ჩანს ნურა ადრე ამდგარიყო.
-ეიი,ნურა სად ხარ?-დაიძახა ჰანანმა და აბურძგნული თმით სამზარეულოში შეაბიჯა.ნურას სენდვიცები გაემზადებინა და გაზეთს კითხულობდა.
-ჰანან გაიღვიძე ? ეს მართალია რაც აქ წერია?-მიაყარა კითხევბი ნურამ.ჰანანი მიხვდა რომ იმ ამბავზე იყო საუბარი და უინტერესოდ უთხრა.
-ხო,მერე რა ?
-როგორ თუ რა ? რატომ არაფერი მითხარი ? ეს ხომ ძალიან კარგია.კი მაგრამ თავად როდის გაიგე ?
ამან უკვე ჰანანი დააეჭვა და გაზეთს დაწვდა.
მისმა თვალება მალევე ამოიკითხეს საჭირო სტრიქონები,რომლებიც ამბობდნენ თუ როგორ წაუვიდა გული ბაღში გასულ ფეხმძიმე ჰანანს შადრევანთან,როგორ ჩავარდა წყალში და როგორ მიეშველა მას მისი მეუღლე ასადი.თან დართული იყო ისიც ,რომ თავად წყვილი ადასტურებდა ამ ფაქტს და მოცემული იყო ყალბი დიალოგი ,იმის შესახებ თუ როგორი მონდომებით ემზადებოდა იგი დედობისთვის და რა ბედნიერი იყო მომავალი მამა.
-მტკნარი სიცრუეა-იყვირა ჰანანმა და მაშინვე ყველაფერი ასადს გადააბრალა.
-იქნებ მისთვისაც გეკითხა -ურჩია ნურამ.
-რა უნდა ვკითხო ? გუშინვე მემუქრებოდა რაღაც სენსაციური სტატიით და აი ამაზე მეტი სენსაცია რაღა გინდა ?
გაცოფებული ჰანანი ასადის კომპანიაში წავიდა.
****************************
-უკაცრავად,მაგრამ კომპანისს არცერთი მეწილე აქ არ იმყოფება-უთხრა მდივანმა.
-იქნებ ბატონი ასადის მისამართი იცით?
-დიახ.მაგრამ არ ვიცი ისევ ქალაქშია თუ არა.
-თუ შეიძლება მითხარით?
-თქვენ ხომ მისი ცოლი ხართ -უთხრა გაკვირვებულმა მდივანმა.
-დიახ,მაგრამ დამავიწყდა.
მაშინ გოგონამ მისამართი უკარნახა და ისიც ასადის ბინისკენ გაექანა...
*****************
-რა ხდება ? -ასადმა კარი გააღო.ახალი გაღვიძებული იყო და მხოლოდ შორტების ამარა გამოცხადდა ჰანანის წინაშე.
გოგონა წამით გაშეშდა.ასადის მამაკაცური სხეული შეათვალიერა და ოდნავ ალმური მოედო.
-მაპატიე არ ვიცოდი-უთხრა მან.
-ესეიგი შენს წინ სულ ასეთ ფორმაში უნდა ვიარო ,რომ ასე ტკბილად მომმართო ხოლმე.
ამან ჰანანს მისი მოსვლის მიზეზი გაახსენა და გაცეცხლებული მივარდა ასადს.
-კარგი,გიჯი რომ ხარ ვიცი მაგრამ ასეთი რა თავში აზრად როგორ მოგივიდა ?რა ბავშვი ?-იკითხა გაცოფებულმა ჰანანმა.
-რა ბავშვი?-კითხვაზე კითხვით უპასუხა მან.
-თავს ნუ ისულელებ!ახლავე დარეკე რედაქტორთან და უთხარი რამე მოახერხოს.
-სტატია?-ასადი უეცრად მოეგო გონს მაგრამ ვერ ხვდებოდა რა შუაში იყო ბავშვი,მას ჯერ არაფერი ენახა.
-ლეპტოპი გაქვს ?-კითხა ჰანანმა და დადებითი პასუხის მიღების შემდეგ ბინაშ შეიჭრა,ლეპტოპი გახსნა და სტატია წააკითხა ასადს.
-ეს მე არ მიბრძანებია.მეც პირველად ვხედავ-ისე უთხრა ასადმა რომ გოგონა მის სიმართლეში დარწმუნდა.ასადმა რედაქტორთან დარეკა მაგრამ ასეთი პასუხი მიიღო.
-ბოდიში,ბატონო ასად მაგრამ ეს თქვენმა ბიძამ გვიბრძანა ასე რომ მას ჰკითხეთ რატომ მოიქცა ასე.
ეს პასუხი ჰანანმაც კარგად გაიგო და საყვედურიც მოისმინა ასადისაგან
-ვიდრე რამეს დამაბრალებდე გაარკვიე,აქამდე არ დავეცემოდი-უთხრა მამკაცმა და სხვა ოთახში გავიდა.რამდენიმე წამში კი იქიდან ჩაცმული დაბრუნდა და ჰანანთან ერთად,ბიძამისთან წავიდა.....

*********************
-ეს იმიტომ გავაკეთე ,რომ აუცილებელი იყო.სხვანაირად როგორ უნდა ამეხსნა ყოველივე ის რაც იქ მოხდა ?
-ეს ხომ ტყუილია-თქვა ჰანანმა.
-თქვენი სიყვარულის ამბავიც ტყუილი იყო ,მაგრამ მაშნ არ თაკილობდი ამას.-უთხრა მამაკაცმა.
-შეწყვიტე ამაზე სუაბარი-საუბარში ასადიც ჩაერია.
რამდენიმე საათიანი უშედეგო საუბრის შემდეგ ,ისინი ართუ ვერფერს გახდნენ არამედ ასადის ბიძის პირობებზეც მოუწიათ დათანხმება.
-რაღაც პერიოდი ერთად ცხოვრება მოგიწევთ...თანც აქ არა სადაც გინდათ იქ.მაგალითად საფრანგეთში,რომში ან იტაიაში ოღონდა აქ არა.
-რატომ ?
-ის ხომ ფეხმძიმედ არაა,ამიტომ მოოგიწევთ ცოტა ხანს სადმე განცალკევებულად იცხოვროთ.
-აუცილებელი იყო ბავშვის არსებობის მოგონება ამისთვის ?-იკითხა ჰანანმა.
-კი,რადგან ის მარტო შენი შვილი კი არა ასადის შვილიც იქნებოდა .ხოლო ეს კი კომპანიის პრესტიჯს აამაღლებს.კაცს რომელსაც სრულყოფილი ოჯახი აქვს ,კომპანიაც ასე ექნება.
-ეს უაზრობააააააააააა-თქვა ასდამა.
-თუ ასე არ მოიქცევით შენ,ასად კომპანიიდან გაგაგდებ.ხოლო შენ ჰანან მწერლობას საერთოდ ჩამოგაშორებ.შენს დას კი სკოლაში სიარულის უფლებას არ მივცემ.
-შეწყვიტე მუქარა,თუ ჰანანს არ უნდა არსადაც არ წავალთ-ტქვა ასადმა და ჰანანს გახედა.
-ინგლისში წავალთ -თქვა ჰანანმა.
მისი სიტყვებით გაოცებული ასადი ჰანანს შეაჩრედა.
-შენ ეს არ გინდა.
-მინდა.
-რატომ?იმიტომ რომ დაგემუქრა ?ვერაფერსაც ვერ იზამს!-უთხრა ასადმა და ხელი ჩასჭიდა.
-არავისი არ მეშინია,უბრალოდ მინდა შენტან და ჩემს დასთან ერთად ინგლისში წავიდეთ.
-რატომ?-არ მოეშვა ასადი.
-ეს გოგონა ძალიან ჭკვიანია.-თქვა ასადის ბიძამ-ასად ნუ ჩააცივდები.
-გაჩუმდი-უყვირა ასადმა და ჰანანს მიუბრუნდა-მე ვიზრუნებ შენ დაზე ნუ გეშინია.
-მე მივდივარ და შენ თუ გინდა დარჩი.-უთხრა ჰანანმა და ოთახიდან გავიდა...

გამოცანა.
ლეტიცია კი თავის სტიქიაში იყო ჩაძირული და მასწავლებლის ვინაობით ისე იყო დაინტერესებული ,რომ სულ ჩაფიქრებული დადიოდა.ახლაც გადასავლელზე არც კი შეუხედავს მოდიოდა თუ არა მანქანა ისე გადააბიჯა...უეცრად ვიღაცამ მკლავში ხელი სტაცა და უკან გასწია.შეშინებული გოგონა მისი გადამრჩენის სახეს დააკვირდა და მასწავლებელი შეიცნო.
-თქვენ?....აქ რა გინდათ?
-სასწავლებლიდან მოვდიოდი და თავლი მოგკარი რა უგულისყუროდ გადადიოდი.
-აა...დიდი მადლობა...
ცოტაც იასუბრეს და მსაწავლებელმა დასამშვიდებლად კაფეში დაპატიჟა.
აქ ლეტიციამ მადლობის გადახდის მიზნით გადაწყვიტა უბრალოდ მისთვის ხელზე ხელი მოეჭირა,მაგრამ მასწავლებელმა როგორც კი ეს შენიშნა აქეთიქეთ დაიწყო ყურება და ხელი უკან გაწია.ლეტიცია ამან ძალზე გააკვირვა.მაგრამ არფერი თქვა.
მეორე დღეს სასწავლებელში კიდევ უფრო გასაკვირი რამ დაატყდა თავს ლეტიციას.მოულოდნელად აცნობეს რომ მისი საყვარელი ნახატი გაიყიდა და საკამოდ კარგ ფასადაც.
შუადღე იყო და უკვე ძალიან დაღლილი ლეტიცია სასწავლებლიდან გამოდიოდა.მოულოდნელად მასწავლებელს შეეჩეხა ,რომელსაც შეჯახების დროს ტელეფონი დაუვარდა.მის ასაღებად დახრილმა ლეტიციამ შეამჩნია რომ ეკრანზე ვიღაც ძალიან ლამზ გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტო,ეყენა და გონებაში ის მთავარი ეჭვი გამორიცხა მასწავლებლის მიმართ,რაც აქმდე ქონდა.ესიგი მასწავლებლს ის არ მოსწონდა ,რადგან გოგონა ფოტოზე აშჯარად მისი შეყვარებული იყო.
მაშინ ვინ არის ეს მასწავლებელი?რატომ ზრუნავს ჩემზე ? საინტერესოა რატომ მეცნობა?-ამ კითხვებს გამუდმებით უსვამდა თავს ლეტიცია მაგრამ ვერ პასუხობდა...
ბოლოს გადაწყვიტა რომ მასწავლებელი უბრალოდ მასზე ზრუნავდა და ეჭვების მოშორებამ მალევე დაახლოვა ისინი ერთმანეთს .იმდენად რომ გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ხშირად მიდოდნენ იმ კაფეში და ათას თემაზე საუბრობდნენ.მაგრამ ერთხელ მასწავლებელმა საკამოდ უცნაურ თემაზე ჩამოუგდო საუბარი.
-ოდესმე ვინმე გყვარებია?-ჰკითხა მან.
-რატომ მეკითხები?
-ისე უბრალოდ მაინტერესებს.
-კი მყვარებია.
-მერე?
-რა მერე?
-ახლა სად არის ?
-არ ვიცი.
-რატომ?
-უბრალოდ წავიდა.
-რატომ წავიდა ?
-დამტოვა. არ ვუყვარდი !
-იქნებ რომ უყვარდი იმიტომ წავიდა.
-შენ მას არ იცნობდი თორემ ასე არ იტყოდი.
-როგორი იყო?
-მხოლოდ ვნების დაკმაყოფილება სურდა.
-იქნებ ცდები?
-არა.ბინძური ურთიერთობები ხიბლავდა.
-და ფიქრობ რომ არ უყვარდი ?
-არა.
-რამეს მაინც არ გრძნობდა შენ მიმართ?
-ალბათ,მოვალეობის გრძნობას.დედაჩმის გამო.მაგრამ ამაზე ნუ ვილაპარაკებთ.მე ის აღარ ვარ რადაც მან მაქცია.მას მხოლოდ ხორციელი სამოვნება ადარდებდა.მე არ ვუყვარდი.ერთხელაც კი არ მირეკავდა. არ მახსოვს ყვავილები მოეტანოს ჩემთვის...ერთხელაც კი არ უცდია ,ყვავილების მოტანა...მასზე ნუ ვილაპარაკებთ...
სახლში მისულ ლეტიციას ვერ აეხსნა რატომ იყო დაინტერესებული მისი ცხოვრების ამ დეტალით მასწავლებელი,რომლის შეყვარებულსაც ის უკვე კარგად იცნობდა და იცოდა კიდეც რომ მათ ერთმანეთი მართლა უყვარდათ.
ზაფხული იწურებოდა და გადაწყვიტეს ერთად წასულიყვნენ სადმე დასასვენებლად.მასწავლებელმა,რომელსაც რიცარდი ერქვა და მისმა შევარებულმა ლიზამ გადაწყვიტეს რომ ზღვა უკეთესი იქნებოდა და ლეტიციაც დათანხმდა.
უცნაურია მაგრამ ყოველთვის გრძნობდა ,რომ ვიღაც უთვალთავლებდა.ზღვაზეც კი ასეთი შეგრძნება ჰქონდა.ერთხელ ლიზასა და რიჩარდი ოთახში რომ შევიდა მაგიდაზე დადგმული სამი ჭიქა დაინახა.სამივე ჩაცლილი იყო.უცნაურია ისინი ხომ არავის იცნობენ აქ- გაიფიქრა მან.სხვა უცნაურობებსაც წასწყდომია ლეტიცია აქ მაგალითად,იმ შორტებს რომელსაც რიჩარდი არასოდეს იცვამდა.სამ თეფშს როცა მას სხვაგან უწევდა სადილობა და სხვა.
მაგრამ ყოველივე ეს გამოცანად რჩებოდა.ამას ისიც დაემატა რომ ვირაც ყოვედღე უდებდა საჩუქრად ვარდებს კარის წინ,ამასაც ლეტიცია შემთხვევითობით ხსნიდა და ვინმე ტურისტს მიაწერდა ხოლმე.
________________________________________________________
ბოდიში შეცდომებისთვის. იმედია მოგეწონებათ <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent