გარდამავლი წამი
მე ვარ ლილე ბარნოვი 18 წლის, ძალიან დიდი და ლამაზი ოჯახი მაქვს. მყავს დედა და მამა , მამას ძალიან ბევრი ბიზენესი აქვს დედა კი ლექტორია ერთ-ერთ უნივერსიტეტში. მყავს ორი და და ორი ძმა, ყველაზე უფროსი 25 ანუკია რომელიც დაოჯახებულია და ორი შვილი ყავს ცოტო და თომა, ჩემი სიძე ნიკა ყველაზე მაგარი ტიპია ძალიან მიყვარს. 22 წლისაა რატი, რომელიც თბილისში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ჩემი სამეგობრო გიჟდება მასზე, ამიტომ შემიძლია თამამად ვთქვა რომ ჩემი ძმა გოგოების გულთამპყრობელია, ასევე 20 წლის არის ელისა რომელიც ამჟამად ამრეიკაში სწავლობს და 13 წლის ალექსანდრე რომელიც ჯერ კიდევ ჩემი არიყოს სკოლის კედლებშია. ჩემს ოჯახში სულ მუდამ ხმაურია და ჟრიამულია, ხშირად გვსტუმრეობენ ანუკი და ნიკა თავისი ორი ანგელოზით და მუდმივად ჟრიამულია ჩვენთან. მიყვარს ჩემი სახლი მუდამ ბედნიერება სუფევს და მუდამ მომღიმარ სახეებს ვუყურებ. თუმცა ყველა ოჯახში არის ხოლმე პრობლემები როგორც ჩემთან. ეს უცებ ჩემი მოკლე ბიოგრაფია ჩემს შესახებ დაეხლა მოგიყვებით ჩემს ცხოვრებაზე, რომელიც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. სახლი იმდენად დიდია და თან იმდენი ვართ მამამ გადაწყვიტა დედასთვის დამხმარეები აეყვანა, ცოტა ნერვებს მიშლიან არ მომწონს როდესაც ჩვენი საქმეებში ცხვირს ყოფენ, თუმცა დედა ცოდო იყო, მე არასდროს არ მეცალა ანუკი გათხოვილია ელისა ამერიკაშია და ბიჭები კიდევ... მამას ძალიან იშვიათად ვნახულობთ ხოლმე სულ გადარბენებზე და შეხვედრებზეა, მუდმივად გვენატრებოდა მაგრამ რას ვიზამდით. მე 12 კლასელი ვარ ვსწავლობ ქართულ-ამერიკლ სკოლაში. ძალიან ბევრი „მეგობარი“ მყავს, მაგრამ განსაკუთრებული და ერთგული ჩემი ბავშობის მეგობარი გიგია, რომელიც ჩემი სახლის წინ ცხოვრობს და ერთად გავიზარდეთ, სულ სისხლს ვუშრობ, თუმცა მაინც სულ ერთად ვართ და სიგიჟემდე გვიყვარს ერთმანეთი. ძალიან მიყვარს ჩემი მამიდაშვილი ანო, რომელიც ჩემი ბავშობის მეგობარია თან ნათესავი და განსაკუთრებულად მიყვარს. მე და ანო ძალიან ვგევართ ერთმანეთს, ორივე მაღალი, არ ვტრაბახობთ მაგრამ გრძელი ფეხებიი ლამაზიი სახე კურნოსა ცხვირი და ლუჯი თვალები გვამშვენებს, უბრალოდ მას გრძელი ოქროსფერი თები აქვს და მე შავი თმები მამშვენებს. ანოს შეყვარებული ყავს გიგა და სულ მალე დაინიშნებიან. ანო ძალიან მხიარული და გადარეული გოგოა, გიგა კიდევ ძალიან სიმპატიური და მეგობრული. ხო მამაჩემს და ანოს მამას საერთო ბიზნესი აქვთ. მოკლედ ჩვენი ოჯახები ოჯახურ ბიზნესში არიან, რაც კიდევ უფრო მეტად გვაახლოებს. მამას როგორც აღვნიშნე სულ შეხვედრები აქვს, ამიტომ მუდამ მივლინებებშია და ძალიან იშვიათად ვნახულობ. გავიგე რომ თურქეთში მიდოდა და შეიძლება სახლში მოსვლაც ვერ მოეწრო, ამიტომ გადავწყვიტე ოფისში მივსულიყავი, თან გზად სტრაბაქსიდან ყავა წავუღე, როდესაც დილით სამსახურში მიდის არ არსებობს არ იყიდოს, ამიტომ ერთი კაპუჩინო ჩემთვის და ერთი ექსპრესო მამასთვის, უცებ ხმა მომესმა ექსპრესო მეც მიყვარს, უკან მოვიხედე და სალაროსთან ვიღაც სიმპატიური ბიჭი იდგა და მიღიმოდა და ვუპასუხე -ექსპრესო მამაჩემს უყვარს მე უფრო კაპუჩინო! ყავა ავიღე და გამოვტრიალდი, უკვე გამოვდიოდი როდესაც მომაძახა _შენი სახელი მამიკოს გოგონა?! გზაში ვფიქრობდი ვინ იყო, რატომღაც მასზე ფიქრი ამეკვიატა, ცხოვრებაში პირველად მომმართეს „მამიკოს გოგონა“ ვის გაუბედა, სიბრაზე მომერია მაგრამ ეხლა რა აზრიი ქონდა. მალევე მივედი მამასთან , ძალიან გაუხარდა რომ მოვინახულე, ცოტა ხნით ვილაპარაკეთ, ბევრი საქმე ქონდა ამიტომ მალევე წამოვედი. სახლში მოვედი თუ არა მეცადინეობა დავიწყე, 2 დღეში კონფერენცია იყო სკოლაში და ერთ-ერთი თემის ავტორი ვიყავი, ამიტომ თემა ბოლომდე უნდა შემესწავლა.ხუთშაბათს კონფერენციაზე მივედი, დარბაზის კარები შევაღე და ხალხის ხმაურმა თავი გამიბრუა, ვიღაც ბიჭები ხმამაღლა იცინოდნენ, გავიხედე მაგრამ ვერ ვიცანი ვინ იყვნენ, დაბაზის ბოლოში სკოლის დირექტორი დავინახე -გამარჯობათ ბატონო ზურა -ლილე როგორ ხარ? -კარგად, თქვენ როგორ ბრძანდებით? -კარგად, ლილე მინდა ჩემი უფროსი ბიჭი ლუკა გაგაცნო, ლუკა გაიცანი ეს ლილეა ჩვენი სკოლის საამაყო მოსწავლე. ბატონმა ზურამ მითხრა რომ ლუკა ეხლახანს დაბრუნდა ამერიკიდან, ნაძალადევად გავუცინე და დავემშვიდობე, ცოტა ხანში ჩემი გამოსვლის დროც მოვიდა, წარმატებით გამოვედი კონფერენციაზე და შესაბამისი დიპლომიც დავიმსახურე, ძალიან ბედნიერი ვიყავი , სახლში რომ დავბრუნდი ფიქრებმა წამიღო, გამახსენდა რომ ლუკა ძალიან მეცნობოდა, უბრალოდ გაცნობის მომენტში ვერ გავაანალიზე ძალიან ვნერვიულობდი ჩემს გამოსვლაზე და სხვა რამეზე ფიქრი არ მინდოდა, ლუკა ძალიან გავდა იმ ბიჭს სტრაბაქსში რომ შემხვდა და“მამიკოს გოგონა“მიწოდა, სიბრაზემ უფრო მეტად ამაფორიაქა , ამ დროს ტელეფონის ხმამ შემაშინა, ანო მირეკავდა, შეხვედრა მთხოვა მეც მინდოდა მასთან ლაპარაკი ამიტომ სწრაფად გავემზადე და კუს ტბაზე ანოს საყავრელ ბარში დავსხედით, ბევრი ვილაპარაკეთ, მე ლუკაზე მოვუყევი ბევრი ვიცინეთ, ამ ბარში მუდამ ბევრი ხალხია მაგრამ რადგან ანოს უყვარს, უცებ თვალის სხივში სილუეტი შევამჩნიე, მოვტრიალდი თუ აარა ლუკა დავინახე, შემეშინდა და გაოცებისგან დავიბენი, - გამარჯობა მამიკოს გოგონა, შეიძლება შემოგიერთდეთ - დაბრძანდი, გაიცანი ეს ჩემი მამიდაშვილი ანოა, ანო ეს ლუკა ჩემი სკოლის დირექტორის შვილი. (იმდენად ცუდად ვუპასუხე რომ დამჯდარიყო ჩვენს გვერდით, წესით არ დაჯდებოდა ნორმალური ადამიანი). ლუკა ძალიან კომუნიკაბელური აღმოჩნდა, ბევრი ვიხალისეთ, საკუთარ თავზე მეცინებოდა , ისეთი ტიპი იყო ვერ ვბრაზდებოდი, სულ გადამავიწყდა „მამიკოს გოგონა“ , ანოს ცოტა ხანში გიგამ მოაკითხა, არც კი მითხრა წამოდიო, ცოტა გავბრაზდიი მაგრამ მივხვდი რატომაც გააკეთა. მე და ლუკა დავრჩით ცოტა ხნით სიჩუმე იყო, ბოლოს ცოტა ვილაპარაკეთ, საათს რომ დავხედე უკვე გვიანი იყო და სახლში უნდა წავსულიყავი, ლუკას ვუთხარი რომ უნდა წავსულიყავი, დაჟინებით მთხოვდა რომ წავეყვანე, უარი აღარ ვუთხარი, მკითხა სად ვცხოვრობდი, გზას ვუყურებდი მაგრამ ეს აშკარად ჩემი სახლისკენ არ მიდიოდა, -ლუკა სად მივდივართ? -ცოტა ხნით უნდა მოგიტაცო, ლისზე ავიდეთ გავისეირნოთ და მერე სახლში წაგიყვან, -ლუკა რომ გეთქვა წამოვიდოდი, ეს არ იყო საჭირო გამიღიმა და მუსიკას კიდევ უფრო მეტად აუწია, ლისზე ავედით ცოტა ვისერნეთ და თბილისს ვუყურებდით, თურმე რა ლამაზია ჩემი ქალაქი, კარგა ხანია აქ არ ვყოფილვარ, -ლილე ულამაზესი ხარ! ეს სიტყვები რომ გავიგე მოვტრიალდი და უცბად თვალებში მიყურებდა და ტუჩებზე დამეწაფა, მაშინვე მოვიშორე და სწრაფად გამოვრბოდი და ლუკას არც კი დაველოდე, უკან რომ მოვიხედე ლუკა არც კი მოდიოდა, იმდენად გავბრაზდი რომ, მინდოდა მომეკლა, სწრაფად გავაჩერე ტაქსი და სახლში მოვედი. თითქოს მინდოდა გამომყოლოდა, მარტო დამტოვა შუაღამეზე ქუჩაში და მიმატოვა. ნაგავი.... სახლში მოვდი , ოთახში შევედი სიმღერები ბოლო ხმაზე ჩავრთე და ცეკვა დავიწყე, ეს უფრო გავდა ისტერიკას, იმდენად შეურაცხყოფლად ვიგრძენი თავი რომ მირჩევნოდა მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე.. ზუსტად 12 დღე გავიდა და მისგან არაფერი ისმოდა, მახსენდებოდა ხოლმე მაგრამ დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი. სკოლაში ვიყავი როცა მამამ დამირეკა და მითხრა რომ დღეს მისი მეგობრის დავითის დაბადების დღე იყო და საღამოს ყველანი უნდა წავსულიყავით, მამამ ჩემი სუსტი წერტილი იცოდა რომ შოპინგი იყო, ამიტომ მარტივად მომქრთამა რომ მძღოლი მომაკითხავდა და წამიყვანდა საშოპინგოდ რომ საღამოსთვის კაბა მეყიდა. ბევრი ვიარე რომ ლამაზი კაბა მეყიდა, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე შავი ტოპი მეყიდა და შავი ქვედაბოლო, შავი საშუალო სიმაღლის ფეხსაცმელი ჩავიცვი, თმები უბრალოდ დავიხვიე, მაკიაჟი ცოტა მკვეთრი გავიკეთე, ვერცხლისფერი ყელსაბამი გავიკეთე და მე უკვე მზდ ვიყავი. 8-ზე ვიყავით დაპატიჟებულები, მაგრამ ბოლოს გავიგე რომ დაბადების დღე ლოპოტაზე ყოფილა ამიტომ 6-ის ნახევარზე თბილისიდან გავედით, ლოპოტა ძალიან ლამაზი და მშვენიერია, ცოტა ხნით მამას მეგობრებს ვიცნობდი, ბევრი კომპლიმენტიც მივიღე, მომბეზრდა ეს სიტუაცია და ცოტა ხნით გამოვიპარე, მშვენიერი ხედით ვტკბებოდი როდესაც ფეხის ხმა გავიგე -ბოდიში (ლუკა) -არ მჭირდება შენი ბოდიში, უკანასკნელი არაკაცივით მოიქეცი იქ რომ მიმატოვე!!(ცრემლები ძლივს შევიკავე) (მე) -ბავშვივით ნუ იბუტები, (სახეზე საშინელი ირონიული ღიმილი დასთამაშებდა, ამან კი უფრო მეტად გამაცოფა.) არაფერი ვუპასუხე, არ ვიცოდი რა მეთქვა არც კი ღირდა მისთვის რამის თქმა. -მე არ დავნებდები. (ლუკა) ამ სიტყვებმა ცოტა დამაბნია, მინდოდა მეყვირა და მეჩხუბა მაგრამ იმდენად დამაბნია ამ სიტყვებმა მხოლოდ ეს სიტყვები აღმომხდა -კარგი ( იმდენად ირონიული იყო ეს ჩემი პასუხი, რომ ლუკას როდესაც შევხედე სახეზე ფერი არ ედო) სწრაფად გავცილდი იმ ადგილს, ტერასაზე სტუმრები ცეკვავდნენ, უცებ დავინახე იქვე იდგა გიგის ძმაკაცი შოთო, -ლილე როგორ ხარ? -კარგად შოთო შენ ? მომენატრეთ -მეც ტოო, სად დაგვეკარგე ასე უნდა მოგვანატრო თავი?! _გამოვასწორებ გეფიცები, წამო ეხლა ვიცეკვოთ მე და შოთო ვცეკვავდით, ლუკასთვის არც კი გამიხედავს, ლუკა აღარ შემიმჩნევია იმ საღამოს კიდევ, ჩვენც მალევე წამოვედით სახლში. 1 კვირაში სწავლა მთავრდებოდა, ეროვნულ გამოცდებს ვამთავრებდი და მეც ვემზადებოდი ჯერ ბორჯომში ბებოსთან და ბაბუსთან, შემდეგ რაჭაში ბიძაჩემთან და მერე მთელი ოჯახი 1 თვიან ტურნეში მივდიოდით, ანოს ოჯახიც მოიდოდა, ასე რომ მთელი ზაფხული კარგად მქონდა დაგეგმილი... დღეები ისე გადიოდა ლუკა არც კი გამხსენებია, თითქოს დავივიწყე, გამოცდების ქულებს სულმოუთქმელად ველოდბოდი, ჩემებს არ უნდოდათ აქ მესწავლა, ჩემ დასთან მიშვებდნენ ამერიკაში, მაგრამ არ მინდოდა ჩემებისგან შორს, მიყვარს მე ჩემი ქალაქი... ბოლო გამოცდიდან გამოვედი თუ არა, ტანსაცმელი ჩავყარე ჩანთაში და გიგისთან ერთად ბორჯომის გზას გავუდექი. თბილისის სიცხეს გამოვექეცით და 1 კვირა ნამდვილ ნეტარებაში გავატარეთ. სიგრილე, სიმშვიდე, დასვენება, განტვირთვა. ცხოვრებაში ვთვლი რომ უბრალო დამთხვევები არ არსებობს, ეს ღმერთის ნებაა და ყველაფერს ცხოვრებაში თავისი მნიშვნელობა აქვს. თითოეული შემთხვევა ადამიანებს გვაძლიერებს , შეიძლება ეს ჩვენ გვეგონოს რომ თითქოს თავზე დაგვემხო ყველაფერი, თითქოს ყველაფერმა აზრი დაკარგა, მაგრამ დადგება დღე როდესაც ყველაფერი ისევ ზღაპრისფრად შეიმოსება და ეს ნამდვილად იქნება ახალი ცხოვრების დასაწყისი. თბილისში უნდა დავბრუნებულიყავით 2 დღეში და თან არ გვინდოდა წამოსვლა. გიგის ძმაკაცები ელოდებოდნენ დასასვენებლად უნდა წასულიყვნენ , მე ჩემები მელოდებოდნენ რაჭის ტური იწყებოდა, ამიტომ მე და გიგიმ გადავწყვიტეთ ეს 2 დღე მაქსიმალურად კარგად გაგვეტარებინა. ხან რას ვთამაშობდით ხან რას, სულ ვუგებდი ხოლმე და სულ ბრაზდებოდა, ჰამაკში ვისხედით და კარტს ვთამაშობდით, როდესაც სახლის კარებთან სიგანელბი იყო, გიგიმ გარეთ გაიხედა და უცებ ისეთი ჟრიამული მომესმა რომ მეც გავედი და გიგის ძმაკაცები რომ დავინახე ძალიან გამიხარდა. -ოჰ ჩვენი გოგოც აქ არის, როგორ მოგვანატრე თავი, ნიკა ყოველთვის თბილი და მოსიყვარულე მეგობარია, (ნიკა ჩემი დის ქმარი) შევამჩნიე რომ ქუჩის მეორე მხარეს ზურგით იდგა ერთი ბიჭი, რომელიც ტელეფონზე ლაპარაკობდა, ამ დროს კი ნიკა მეუბნება რომ მისი მეგობარი უნდა გამაცნოს, რომელიც ეხლახანს დაბრუნდა ამერიკიდან, ამ დროს ნიკამ დაუძახა -ლუკა მოდი ჩვენი სანაქებო გოგო გაგაცნოთ (ნიკა) ეს სახელი რომ გავიგე თან ამერიკიდან არის ჩამომოსულიო, სახეზე აშკარად ფერი გადამივიდა და მივხვდი რომ ეს ის ლუკა იყო, ამ დროს დავინახე რომ ჩემსკენ მოდიოდა და გული გამალებით მიცემდა, -ლუკა გაიცანი ეს ლილეა, ლილე ეს ჩემი მეგობარია ლუკა, მივესალმე და ისე მოვიქეცი თითქოს არ ვიცნობდი, თვითონაც იგივენაირად მოიქცა , სახლში შევიპატიჟეთ ბიჭები და ბორჯომში ჩვენს ეზოში ძალიან მაგარი ადგილი გვქონდა გაკეთებული აი საქეიფოდ და გასართობად, ამიტომ სიგრილეში და სიმწავანეში სწრაფად გავაწყვე სუფრა, ბიჭებმა მწვადები შეწვეს და არყის თანხლებით დაიწყეს ქეიფი, მე არ დამილევია, არ მიყვრას დალევა, თან ერთი ფხიზელი ამათ აუცილებლად ჭირდებათ. სანამ ესენი სვამდნენ მეორე სართულის საძინებლები გავამზადე ბიჭებისთვის, დღეს ჩვენთან რჩებოდნენ და მეორე დღეს ერთად წავიდოდით თბილისში.უკვე გვიანი იყო როდესაც ნიკა და რატი დასაძინებლად წავიდნენ, ლუკა წასვლას აპირებდა რადგან მისი მშობლები ბორჯომში ისვენებდნენ ერთ-ერთ სასტუმროში, ამიტომ გადაწყვიტა წასულიყო, საკმაოდ ნასვამი იყო, ამიტომ გადავწყვიტე შემეთავაზებინა რომ სასტუმრომდე მიმეყვანა, როგორც კი ლუკას ეს ვუთხარი უმალვე დამთანხმდა და დავსხედით , მე საჭესთან გვერდით კი ლუკა, ეს ჩემთვის ზედმეტად წარმოუდგენელი იყო, მაგრამ .... გზაში არცერთი არ ვლაპარაკობდით, როდესაც შუქნიშანზე გავჩერდით მატარებლის ლიანდაგები გადაკეტილი იყო, ამიტომ დაახლოებით 3 წუთი მოგვიწევდა ლოდინი, ლუკას არც ვუყურებდი, თითქოს მისკენ გახედვის მეშინოდა, წამიერად მივიხედე, ვუყურებდი თვალებში და როგორ დაეწაფა ჩემს ტუჩებს არ მახსოვს, სწრაფად მოვიშორე და ხელი ვკარი და ზედმეტად მკაცრი ხმით ვუთხარი: _თავი გააკონტროლე! როდესაც ეს სიტყვები დავასრულე და ლუკას ბრაზმორეულმა გავხედე, იქვე დაბნელდა და უკუნითი კიდევ უფრო უკუნითად იქცა. გამაყრუებელი ხმა მესმოდა, ვიგრძენი როგორ გადამეფარა ლუკა და როგორ ყვიროდა ჩემს სახელს, ვერ მივხვდი რა ხდებოდა, რამდენიმე წუთი არ წყდებოდა ეს საშინელი ხმა და ვგრძნობდი რომ ლუკა.... ტყვიების „წვიმა“ და ყვირილის ხმა ერთდოულად შეწყდა, პანიკამ ამიტანა და სწრაფად გავთანვისუფლდი ლუკას მკლავებიდან, ლუკას სისხლი სდიოდა, სწრაფად გადმოვედი მანქანიდან და ლუკას გადმოყვანა ვცადე , ძირს ძლივს ჩამოვიყვანე და მიწაზე დავაწვინე, მანქანა არ მუშაობდა , ამიტომ საავადმყოფომდე ვერ მივაღწევდით, განწირული ვყიროდი და შველას ვითხოვდი, მაგრამ არავინ არ იყო გარშემო, ლუკას ხელი გავუშვი და ტელეფონის მოსაძებნად მივედი მანქანასთან, ლუკას ტელეფონი ვიპოვე მაშინვე სასწრაფოში დავრეკე, ლუკას თავი ხელით მეჭირა, გონზე მოვიდა და რაღაცის თქმას აპირებდა, ვეცადე არ ელაპარაკა მაგრამ _ლილე მომენატრები ! სასოწარკვეთილი ხმით მითხრა ბოლო სიტყვები და სამუდამოდ წავიდა... წავიდა ისე უცებ როგორც ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა, ჩემშიც რაღაც მოკვდა და ისტერიული ტირილი დავიწყე, სახეზე ვეფერებოდი და ვთხოვდი არ დავეტოვებინე, მაგრამ .... სულ მალე ბიჭებიც მოვიდნენ, მაგრამ არ მახსოვს მერე რა მოხდა, ერთადერთი რაც მახსოვს ეს იყო რომ ლუკას ვერავინ ვერ მაშორებდა, გიგიმ ძლივს გამომიყვანა, რამდენიმე დღეში დაასაფლავეს, ამ სიტყვის წარმოთქმაც კი მანადგურებს, გიგის ვეჩხუბებოდი ვინ იყვნენ ის საზიზღრები ვინც ესე გაიმეტა ლუკა, მუჭებს ვურტყამდი და ვტიროდი, მითხარი უნდა გავუსწორდეთქო, თითქოს მაწყნარებდნენ, მაგრამ ..... შემოდგომის ულამაზესი დღე თითქოს იგრძნო ბუნებამ, მზემაც იგრძნო ყველაფერი, ჩიტებიც გალობდნენ მაგრამ ამ ყველაფერს დიდი სევდა ქონდა გადაკრული. ლუკამ ძალინ დამწყვიტა გული სულ, სულ მესიზმრებდა სულ თითქოს მისი აჩრდილი დამყვებოდა . თითქმის 1 თვე გავიდა იმის შემდეგ , მაგრამ მე თითქმის არავისთან ვკონტაქტობდი, მხოლოდ გიგისთან ერთად ვიჯექი ხოლმე ჩემი სახლის ეზოში და ცას ვუყურებდი, არც კი ვლაპარაკობდი.. ჩემები ძალიან ნერვიულობდნენ, გიგი და ანო სულ ცდილობდნენ ამ მდგომარეობისთვის თავი დამეღწია, მაგრამ.. კარზე ზარი იყო ახლოს ვიყავი ამიტომ მეთვითონ გავაღე ჩემს წინ მაღალი შავგვრემანი მომღიმარი ბიჭი იდგა, სახე საიდანღაც მეცნობდა მაგრამ ვერაფრით აღვიდგინე გონებაში : -გამარჯობა ლილე -გამორჯობა მაპატიე მაგრამ ვერ გიცანი, (გამიკვირდა ჩემი სახელი რომ იცოდა) -არ მიცნობ მხოლოდ ერთხელ გყავარ ნანახი მე სანდრო ვარ ლუკას ძმაკაცი იცა რა ლუკამ ეს წერილი დაგიტოვა თითქოს გრძნობდა რომ რაღაც მოხდებდა და წერილი მოგწერა (კონვერტი გადმომცა) -სახეზე შეშფოთება დამეტყო, ლუკა კი მაგრამ ...მას ხომ სულ რაღაც 2 თვე ვიცნობდი ნეტა რა უნდა მოეწერა -რომ წაიკითხავ გაიგებ -კარგი მადლბა სანდრო შემოდი ყავაზე დამეწვიე, ვისაუბროთ - არა არა მადლობა მეჩქარება ძალიან დამაინტერესა ლუკას რა უნდა მოეწერა ჩემთვის საწოლზე მოვთავსდი და კონვერტის გახსნა დავაპირე, მეშინოდა არ ვიცოდი წამეკითხა თუ არა, დიდი ხანი დავყურებდი კონვერტს, თითქოს ამ წერილში რაღაც ისეთი იმალებოდა, რისი გაგებაც არ მინდოდა ან მინდოდა და ვერ ვხვდებოდი,მაგრამ დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ბაღში გავედი, ჰამაკში დავჯექი და წერილის კითხვა დავიწყე.. „ ლილე იცი დიდი ხანია გაკვირდები პირველად სურათებში გნახე მამამ მანახა შენი თავი აიი გახსოვს 2 წლის წინ რომ უკრაინაში იყავით კონკურსზე იქ გადაღებული ფოტო ძალიან მომეწონე არ მეგონა თუ შეეძლო ადამინს ჩემში ასე შემოჭრა მაგრამ შენ შემოიჭერი ,ყოველ დღე უფრო და უფრო მეტ რამეს ვიგებდი შენზე. ჩემს ფიქრებში გაბატონებდი და მთლიანად გაგითავისე. როდესაც თბილისში ჩამოვიდიოდი ვცდილობდი შენთან ახლოს ვყოფილიყავი გაკვირდებოდი და საშინლად მხიბლავდი ძალიან ვწუხვარ რომ ჩემი გრძნობების შესახებ ჩემი გარდაცვალების შემდეგ გაიგე... მიყვარხარ ...მიყვარხარ... მიყვარხარ... იმ დღესაც როდესაც სტარბაქსში გნახე ეს ყველაფერი დადგმული იყო იმ დღეს გავბედე გადმომედგა პირველი ნაბიჯი შენსკენ იცი როდესაც შემომხედე შენი დიდი მწვანე თვალებით ლამის გავგიჟდი . ამ წერილს თუ კითხულობ ანუ მე ამ ქვეყნად აღარ ვარ.. მსურდა რომ ჩემი გრძნობები მიწაში არ წამეღო და ამის შესახებ გაგეგო ..შეიძლება ამით ძალიან გტკენ გულს მაგრამ არ შემიძლია ისე ჩემი სული ვერ მოისვენებს... მსურს მინდა მოვითხოვ კიდეც რომ იყო ბედნირი.. ბედს ვთხოვ რომ ისეთი ადამიანი შეგახვედროს რომელიც გულს არასდროს გატკენს და როგორც მე მოგექცეოდი ისე მოგექცევა უბედნიერეს ქალად გაქცევს... ოხხ იცი როგორ მშურს იმ კაცის ვინ შენი ღირსი გახდება ... კარგი უკვე გული აღარ მიძლებს მინდა რომ დაგემშვიდობო ლუკა .... „ თვალზე ცრემლი მომადგა და მივეცი მათ გასაქანი, გული საშინლად მეტკინა, სევდა უფრო გამიმძაფრდა მას ხომ ძალიან ვატკინე გული ჩემი სიტყვებით, არ ვიცოდი რა მექნა ,გონება მეუბნებოდა რომ ეს ჩენი ბრალი არ იყო, მაგრამ გული სულ სხვა რამეს მეუბნებოდა, ამიტომ გადავწყვიტე მონასტერში წავსულიყავი. შეიძლება ეს ყველაფერი ვინმესთვის იოლი იყო, მეც რომ მომესმინა ესეთი რაღაც, გამეცინებდა მაგრამ ამ ამბავმა საშინლად დამამწუხრა. მივხვდი რომ ლუკასადმი გულგრილი ნამდვილად არ ვიყავი უბრალოდ სიამაყემ მძლია და... მონასტერში 10 დღე ვიყავი სულირად დავმშვიდდი და ისევ დავბრუნდი სახლში .ჩარიცხვებიც გავიგე და სადაც მინდოდა 100% დაფინანსებით საერთაშორისო ურთიერთობებზე ... გამიხარდა ძალიან, რადგან დედა ჩემთან ახლოს იქნებოდა . 1 კვირის დაწყებული იყო სწავლა, ჩემს მშობლებს რომ გამოვუცხადე ცალკე ცხოვრება მინადათქო , მათ კი ეწყინათ ,მაგრამ არ დამიშალეს , პატარაობიდანვე იცოდნენ ჩემი დამოკიდებულება მარტო ცხოვრებისადმი ,პატარაობიდანვე დამოუკიდებელი ვიყავი ამიტომ დამთანხმდნენ. ვაჟაზე ბინა გვქონდა და იქ გადავედი. ბინა დიდი იყო, მაგრამ ინტერიერი საშინლად არ მომწონდა ამიტომ მთლიანად შევცვალე, დაახლოებით 1 თვე სახლს ვაწყობდი და აი ზუსტად 1 თვეში ჩემს ძველ სახლს დავემშვიდობე და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოვემზადე. მინდოდა სამსახური დამეწყო, ამიტომ მამას სამსახური ვთხოვე და მის ერთ-ერთ ოფისში დავიწყე მუშაობა, მუშაობას სწავლას ვუთავსებდი და ასე გავიდა 1 წელი. ხშირად ვათენებდი და უკიდეგანოდ ვფიქრობდი, სულ მაინც იმაზე მეფიქრებოდა თუ ვინ მოკლა ლუკა და რატომ.. ამ კითხვაზე კი პასუხს ვერ ვპოულობდი. მაგრამ თენდებოდა ახალი დღე და თითქოს ეს ყველაფერი ქრებოდა და ახალი ცხოვრება იწყებოდა მაგრამ ღამე , არასდროს არ მაძლევდა მოსვენებას. ამ მძიმე წლის ბოლოს ზაფხულში ჩემი ელისა ჩამოვიდა ამერიკიდან დროებით და დროებით მეც გადავცხოვრდი ჩემებთან. ამერიკაში ვიყავი ნამყოფი, მაგრამ ელისას მონაყოლმა კიდევ უფრო მეტად გამიმძაფრა გრძნობები, თან ცოტახნით ქალაქიდან მინდოდა წასვლა რომ რაღაცნაირად ყვლაფერი დამევიწყებინა. ამიტომ საბუთები “NEW_YORK” უნივერსიტეტში გადავიტანე და სექტემბერში ამერიკაში წასასვლელად მოვემზადე. გიგი და ანო გაგიჟდნენ, არ უნდოდათ რომ წავსულიყავი, მაგრამ იცოდნენ რომ ჩემთვის ამ ეტაპზე ესე ჯობდა. ელისა ძალიან მხიარული და გადარეული გოგოა, ამიტომ მასთან ერთად ვერ მოიწყენდი, როდესაც ჩავედით თითქოს ამ ქალაქმა სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა, გარშემო ყველაფერი იმდენად მშვენიერი იყო, რთული იყო ამ ქალაქის ცხოვრების ტემპს არ აყოლოდი. უნივერსიტეტში ჩვეულებრივად გავაგრძელე სწავლა, სამსახურიც დავიწყე, მივეჩვიე ყველაფერს და ამასობაში 4 წელი გავიდა. ამ 4 წლის განმავლობაში თბილისსში მხოლოდ ერთხელ ვიყავი ჩამოსული, ისიც ანოს ქორწილი იყო, დაახლოებით 2 წლის მერე იყო ანოს ქორწილი, სულ 3 დღით ვიყავი.. ჩემი გოგო გაფრინდა, ეხლა ორსულადაა და მალე ყველაზე საყვარელ ბიჭს ელოდება. ამ პერიოდის განმავლობაში საოცრად მომენატრა ჩემი ოჯახი, ჩვენთან რამდენჯერმე იყვნენ ჩამოსულები ჩვენები, მაგრამ ჩემი სახლი, ყველაფერი მომენატრა, ამიტომ როგორც კი დავასრულე უნივრსიტეტი მეორე დღესვე წამოვედი, ელისა დარჩა იქ, რადგან ძალიან კარგი სამსახური ქონდა და თან კონტრაქტიც გრძელვადიანი იყო და ვერ დაარღვევდა.... გზაში ისევ და ისევ ლუკაზე ფიქრი ამეკვიატა, ამიტომ როგორც კი ჩამოვედი მეორე დღესვე მის საფლავზე წავედი. ყვავილები ვიყიდე და მივედი, როდესაც მანქანიდან გადმოვედი, მის საფლავთან ვიღაც იდგა, ეს ხომ სანდრო იყო ლუკას მეგობარი, უცებ მოტრიალდა და მომესალმა _როგორ ხარ? _კარაგად შენ? -მეც კარაგდ, აქ არ მინახიხარ აქამდე.. _4წელია ამერიკაში ვარ, ეხლა ჩამოვედი... ლუკაზე ფიქრი ამეკვიატა და გადავწყვიტე მოვსულიყავი, მას კარგად არ ვიცნობდი , მაგრამ გული ძალიან მატკინა, განსაკუთრებით მისმა წერილმა. -ვყოყმანობდი მომეცა თუ არა წერილი შენთვის, მაგრამ ძმაკაცის ბოლო თხოვნა როგორ არ ამესრულებინა. -ძალიან დიდი ხანია მისი ტკივილი გულით დამაქვს, ამ ქვეყნიდან ჩემზე ნაწყენი წავიდა,როგორც კი გავიცანი მაშინვე გული ვატკინე, მაგრამ გული ძალიან მტკივა მის გამო... -ნუ წუხარ, ის შენზე არასდროს არ ბრაზდებოდა. იმ დღეს ლოპოტაზე, როდესაც უხეშად მოექეცი სულ იმას ამბობდა ჩემმა გოგომ ბრჭყალები გამოაჩინაო, ლუკა ძალიან კეთილი და მიმტევებელი იყო... ვერ გეტყვი ადამიანს ვისაც ის არ უყვარდა... -მადლობა სანდრო.. მადლობა გადავუხადე და თითქოს მხრებიდან ლოდი მომეხსნა და მალევე დავტოვე იქაურობა.მე და სანდრო ხშირად ვკონტაქტობდით, ხშირად მხვდებოდა საფლავზეც. ვფიქრობ რომ ყველაფერი იმისთვის ხდება ჩვენს ცხოვრებაში რომ რაღაც დადებითისკენ შეიცვალოს, ცხოვრება პოზიტიური და ნათელი დღეებით გავაფერადოთ. იმის მიუხედავათ რომ ლუკასთან დიდ გრძნობა არ მაკავშირებდა მაინც შეცვალა მან ჩემი ცხოვრება უფრო დავაფასე ადამიანები უფრო მეტად დავაფასე ყველა, ჩველებრივი გამველელიც კი . წყენას და ერთმანეთის ჭამას დრო არ უნდა დავუთმოთ, რადგან ჩვენ ყოველდღიურად ვდგევართ საფრთხის წინაშე რომ გარდავიცვლებით გავქრებით ამ ქვეყნიდან. მთელი ცხოვრება იმის მიუხედავათ რომ ფუფუნებაში ვიზრდებოდი არაფერი მაკლდა ყველა თბილად მექცეოდა მაინც მივხვდი რომ ეს ცხოვრება ძალადატანება და იძულებაა. ჩვენ უმეეტს შემთხვევაში ჩვენი ნების წინააღმდეგ მივდივართ რადგან გავიღიმოთ ვისიამოვნოთ და ალაბთ ღირს ამ ყველაფრისთვის ბრძოლა რომ უბრალოდ იყო ბედნიერი გაიღო რაღაც მსხვერპლი და შენი ბედნიერებით დატკბე. უკვე აღარ მქეჯნიდა სინსდისი ლუკას გამო . ისევ ჩემს სახლში გადავედი იმ სახლში სადაც ამერკაში წავლამდე ვცხოვრობდი დედა და მამა ისევ მოუცლელბი იყვნენ ,რამდენჯერ მითქვამს მათთვის რომ ცოტა შეესვენათ აიყვანათ ვინმე ვინც მათ ბიზნეს მართავდა მაგარამ არა მათ სიამმოვნებდათ მუდმივად გადარბენაზე ყოფნა. ალექსანდრემ სკოლა დაამთავრა და გერმანიში წავიდა სასწავლებლად ის ხომ მომავალი კარდიო-ქირურგი იყო, ამიტომ იქ უფრო კარგ განათლებას მიიღებდა. რატი მომავალი მხატვარი იყო, გამოფენები უკვე ქონდა, ამიტომ სულ მოგზაურობდა და ნელ-ნელა მისი ნამუშევრები პოპულარობას იძენდა. ფაქტიურად სახლი დაცარიელებული იყო ამიტომ მერჩივნა ცალკე ბინაში დავრჩენილიყავი და მთელი საღამო ვიღაცის ლოდინში არ გამეტარებინა, რატი როდესაც თბილისში იყო სულ ჩემთან იყო, ამჯერად გამიმართლა და 2 კვირა ჩემთან ერთად იქნებოდა. ერთ საღამოს დედა და მამა გვეწვივნენ და როდესაც ვივახშმეთ , მისაღებში მოვკალათდით ყველანი და შავი ღვინით ვცდილობდით ჩვენი გრძნობები მაქსიმალურად გამოგვეხატა. ამიტომ დრო ვიხელთე და მამას სამსახურის თემაზე დაველაპარაკე, ვუთხარი რომ მასთან მუშაობა არ მინდოდა... -კარგი რა ლილე არ შეიძლება ესე მე ამხელა ბიზნესი მაქვს და შენ სხავსთნ უნდა იმუშაო? ცოტა გაბრაზება იგრძნობოდა მის ხმაში. -მამა ასე მირჩევნია გთხოვ რა ჩვენს ბიზნესს ელისა ჩაუდგება სათავეში, როდესაც ამერიკიდან ჩამოვა ,მინდა ყველაფერს ჩემი ძალისხმევით მივაღწიო, მინდა სხვა კომპანიაში ვიმუშავო შენი დახმარების გარეშე და მორჩა ამაზე აღარ ვილაპარაკოთ. მამა აღარაფერს ამბობდა, არ მოსწონდა ეს ყოველივე, მაგრამ იცოდა რომ რასაც ვიტყოდი იმას გავაკეთებდი. 1 კვირის შემდეგ მქონდა გასაუბრება ერთ-ერთ კომპანიასთან პიარ-მენეჯერის პოზიციაზე. სანამ გასაუბრებაზე წავიდოდი დოკუმენტები უნდა მომეწესრიგებინა და გასაუბრებისთვის მზად უნდა ვყოფილიყავი. ამ გადარბენებზე ბავშვების ნახვას ვერ ვახერხებდი ამიტომ გიგიმ დამირეკა და კარგად მიმლანძღა, თან სასიხარულო ამბავიც მომიყვა. -ეე ლამზო რას შვები? -რავი რაღაც საბუთების შეგროვება დამჭირდა სამსახურთან დაკავშირებით და მაგაზე დავდივარ შენ? -რავიი მე და მარიამი ვიყავით ეხლა ექიმთან (ჰო, ეს ამბავი ნამდვილად გამომრჩა, გიგიმ თავისი დიდი ხნის სიყვარული მარიამი შეირთო ცოლად, ისეთი ლამაზი წყვილია რომ მთელი თბილისი მათზე ლაპარაკობდა.) - რა? რა ექიმთან ხომ მშვიდობაა? ხმაზე აღშფოთება დამეტყო -კი როგორ არა მალე პატარა ლილე ან გაბო გვეყოლება -ვაიმეეე რა მააგრიაა გავგიჟდიი გილოცავთ ძალიან გამიხდააა ნათლული მეყოლებაა იმედია გოოგო იქნება პატარა ლილე ( მე და გიგის პატარაობიდან ნათქვამი გვქონდა რომ იმ შემთხვევაში თუ გოგო ეყოლებოდა ჩემ სახელს დაარქმევდა, ამიტომ დიდი იმედი მქონდა ჩემი ნათლული გოგო იქნებოდა და თან ლილე ერქმეოდა) -აბა არ აღვნიშნოთ ეს ამბავი თან რამდნი ხანია არ გვიქეიფია ერთად, რაც ამერიკიიდან ჩამოხვედი , მერე რა რომ მხოლოდ ჩემი ჩამოსვლა აღვნიშნეთ ისიც დონატებზე -შენ სულ ბუნტის თავი ხარ რაა მოსულა წყნეთში ავიდეთ მაშინნ -კარგიი -აუ მაგრამ ჩემთან წყნეთში რემონტია -რა პრობემაა ჩემთან ავიდეთ.. 6 ხდეობადა გიგის რომ დავურეკე წავედით წყენთშითქო, უკვე ვგროვდებოდით და ყველა ერთად ავიდოდით, 5 მანქანით ვიყავით, სახლი გაივსო ბევრი ნაცნობი ვნახე ბევრიც უცნობი იყო, უკვე ბიჭებს ბევრი ქონდათ დალეული, როცა გიგიმ მითხრა რომ მიდიოდა ერთ ძმაკაცს მანქანა გაუფუჭდა , რომელსაც მე ჯერ არ ვიცნობდი და ვერ მოდიოდა. ყველანი ძალიან მთვრალები იყვნენ , ამიტომ გიგის ვთხოვე რომ მე წავსულიყავი და უარის თქმა არც კი უფიქრია,რადგან იცოდა რომ მთვრალს საჭესთან არ დავსვამდი. ამიტომ გზას გავუდექი, დაახლოებით 10 წუთში დანიშნულების ადგილას ვიყავი, როდესაც მივედი მანქანას მიყრდნობოდა და ფეხები გადაეჯვარედინებინა და იღიმოდა, ცოტა არ იყოს გულში შემომელანძღა აბა მანქანა გაუფუჭდა შუა ქუჩაში მარტოა რა აცინებს.. მანქანა გავჩერე და -გამარჯობა თქვენ ხართ გიგის მეგობარი -დიახ -დაბრძანდით, მანქანა აქ დავტოვოთ ხვალ გამოვიძახოთ ევაკუატორი და წაიყვანს თბილისში - ვაა როგორ გიყვართ ბრძანებების გაცემა ირონიულად გამიღიმა და თავი გააქნია -მოდიხარ თუ გირჩევნია აქ დარჩე ?! -მოვიდვარ მაგრამ ცოტა არ იყოს მეშინია, სიცოცხლე ძალიან მიყვარს -თუ არ გინდა ნუ წამოხვალ აბა ჰეე , მანქანა დავძარი და წასავლელად მოვემზადე როცა გამაჩერა -ხო კაი გეხუმრე , მიხვდა რომ შემეძლო ძალიან მარტივად დამეტოვებინა იქ. იმ დღეს კარგად მოვილხინეთ იმ იდიოტმა რამდენჯერმე „მიკბინა“მეც არ დავაკელი რამე .დილით გიგიმ გამაღვიძა, საზიზღარი _ ეეე ადექი ეხლა შენგან განსხვავებით ლოგინში არ ვნებივრობთ პირველამდე (გიგი) _ აუუ კაი რა ამერიკაში ხო ყელში ამოვიდა დილას ადგომა ეხლა დავიწყებ სამსახურს და დაიწყება კიდევ ადრე ადგომა და დამაცადე რა ცოტა ხანი -როგორი დარწმუნებული ხარ სამსახურის დაწყებაში? (გეგა) -რათქმაუნდა დავიწყებ და დავეჭყანე, სწრაფად ავდექი და გავემზადე წამოსასვლელად. ზედმეტად მარტივად გადაწყდა რომ გეგა თბილისამდე მე უნდა ჩამეყვანა, კარგით მე წავიყვან მაგრამ იმედია ჩასვლამდე ნერვებს არ მომიშლის, თორემ დავტოვებ შუა ქუჩაში. გზაში ხმა არ ამოუღია უკვე თბილისში ვიყავით როდესაც ვკითხე - სად მიგაბრძანოთ ? -ჰმ მემსახურები კიდეც არა?! ცინიკურად ჩაიცინა - უბრალდ გიგის ვცემ პატვს თორემ აქვე ჩამოგაგდებდი მისი სახლის მისამართი მითხრა.მივიყვანე და წამოვედი, გზაში ვფიქრობდი როგორ მინდოდა ამ ბიჭის მოკვლა, მაგრამ .. ასე გავიდა რამდენიმე დღე მე სულ სახლში ან მეგობრებთან ვიყავი ან ისინი იყვნენ ჩემთან და აი დადგა სანატრელი დღეც ავდექი შხაპი მივიღე, შავი ქვედაბოლო ჩავიცვი, რომელიც მუხლს ქვემოთ მომდგარი იყო, თეთრი პერანგი და ქუსლები, ძალინ არ მიყვარდა ეს ქუსლები უბრალოდ ვფიქრობდი რომ ასე უფრო კარგ შთაბეჭდილებას მოვახდენდი ამ ადამინზე ვისთანაც მივდიოდი გასაუბრებზე საათი გავიკეთე და წავედი, ცოტა ვნერვიულობდი, მაგრამ მე მჯეროდა საკუთარი თავის. -გამარჯობათ რა გნებავთ? - გამარჯობათ გასაუბრებაზე ვარ მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე , -კარგით მეხუთე სართულზე 6 ოთახში აბრძანდით ოოო ამ კელდებში სიარულიც კი უკვე სიამოვნებას მგვრიდა ამდენი ხალხი ფუსფუსი ყველას სადღაც მიეჩქარება ყველა ფურცლებით ხელში ტელეფონებით გაუთავებელი ლაპრაკი, ოოო რა ადრენალის ვღებულობდი თუნდ ამ ყველაფრის შემხედვარე ეს იყო ის რაც მე მინდოდა აქ ხომ არავინ მიცნობდა არავინ მესალმებოდა ქალბატონოთი და მელაქუცებოდა როგორც მამაჩემის კომპანიაში.. უხხ რა კარგი იყო ,მივედი ოთახთან და დავაკაკუნე - უკაცრავად შეიძლება ? - დიხ მობრძანდით - თქვენ ალბათ ლილე ბარნოვი ბრზანდებით არა? - დიახ ქალაბტონო - კარგით ჩემი უფროსი მალე შემოვა ცოტაც დაუცადეთ - კარგით ოთახში მარტო დავრჩი და რა უნდა მეკეტებინა ოთახი მოვათვალიერე საკმაოდ კომფორტულად იყო მოწყობილი შემდეგ მაგიდას დავხედე აქ რამდენიმე სურათის ჩარჩო იყო დიდი ოჯახი ჩანდა კი მაგრამ რომელიღაც მეცნობოდა ამ სურათიდან, ლილე იფიქრე, იფიქრე, ვაიმე კი მაგრამ ეს ხომ, არა შეუძლებელია ,სურათი გადმოვაბრუნე „ სახსოვრად გეგას დედასგან“, ვაიმე ეს ის ბიჭია, შანსი არ არის გეგა ახვლედიანი! იმდენად ამაყი ვიყავი , რომ მასთან არ ვაპირებდი გასაუბრებას და სამსახური მოეცა ჩემთვის ,სასწრაფოდ მოვკიდე ჩანთას ხელი და როდესაც კარების გასაღებად მივედი თვითონ გაიღო და პირდაპირ გეგას შევასკდი -თვალებში ვერ იყურები იყვირა -მაპატიეთ თავი ჩავღუნე და გამოვედი სადაცაა თვალს მოვეფარებოდი -ჰეი მოიცადეე ჰეი გოგონაა ყურშიც გაკლიათ ამ სიტყვებზე ნევრბი მომეშალა და მივუბრუნდი -არა -შენ ის არ ხარ, რა გერქვაა ხო ლილე გიგის მეგობარი -დიახ მე ვარ -მგონი აქ ჩემს მოსანახულებლად არ ყოფილხარ -ღმერთმა დამიფაროს -შენ ის გოგო ხარ გასაუბრებაზე რომ მოვიდა? -დიახ მე ვარ მაგრამ გადავიფიქრე -რატომ ?- -იდიოტებთან არ ვმუშაობ გამოვბრუნდი როდესაც მკლავში ტკივილი ვიგრძენი -შენ რაღაც ძალიან გამითამამდი შენნაირი 1000 მოძებნა შემიძლია, მაგრამ -ამის მიუხედავათ კარგი სივი გაქვს, ამ ადგილის მსურველი ადამინებიდან რომელთა რაოდენობა 300 ადამიანს აღწევდა შენ გამოგარჩიეთ, ამიტომ ნება იბოძე და გასაუბრება მაინც გაიარე ვეღარ გავიგე რა მეთქვა ამიტომ დავთანხმდი -აჰაა ესე იგი ლილე, სამუშაო გამოცდილება გაქვთ ამ დარგში? - 15 წლიდან ვმუშობ, ამერიკაშიც ვმუშობდი სამოდელო კომპანიში გენერალური დირექტორის თანაშემწე ვიყავი , კიდევ ბევრი რამ გამომკითხა ყველანაირად ცდილობდა რომ რამეში ჩავეჭერი, რამე უარყოფითი გამოეძებნა უკვე 1 საათი გავიდა -ისიც ხომ არ მოგიყვეთ თუ რამდნეჯერ ვჭამ დღეში ან როგორი ბავშვობა მქონდა? -ჰმ მაგის დროც მოვა -დავიღალე .... -სამსახურს მოწყურებულლი ადამიანი არასდროს იღლებაა თავის სამუშაოზე ლაპარაკით... -იდიოტური კითხვების დასმისას კი.. ირონიულად გავუღიმე და წამოვედი ისეთი გაცხარებული ვიყავი რომ დიდი სიამოვნებით მოვკლავდი, 3 დღის შემდეგ დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, აუუ ამ დილა უთენია ვინ ჯანდაბაა -გისმენთ - დილა მშიდობისა სასიამოვნო და ამავდროულად ცინიკური ხმა მოისმა მეორე მხრიდან -რომელი ხარ ამ დილა უთენია რო ბედავ და მაღვიძებ ? ! - ვიცოდი რომ გამლანძღავდი ნუ მოკლედ აყვანილი ხარ მაგრამ იცოდე ერთი ზედმეტი მოქმედება სიტყვა თუ შეგამჩნიე გაგდებ -პაკაა... ტელეფონი გავთიშე და მოვისროლე. მეორე დღეს თმები მაღლა ავიწიე ერთიანი შავი გამოყვანილი კაბა ჩავიცვი და მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე.. სამსახურში მივედი მანქანა გავაჩერე გადმოვედი და როდესაც კარისკენ წავედი, ისევ ის ისეთი სახით მოდიოდა ჩემსკენ მეგონა რომ სადაცაა მომკლავდა -რა ხდება? - რა ხდება კი არა გირჩევნია ის მანაქანა სხვაგან გადააყენო -რატომ ? –იქ ჩემი ადგილია და იმიტომ -სიცილი ვერ შევიკავე და ხმამაღლა დავიწყე ხარხარი -აახალ თანამშრომლებს შენ ესე ექცევი ? -ოხ , თავი გააქნია და შენობაში შევიდა, დღეები ისე მირბოდა ვერც ვგებულობდი ,ის იდიოტი ხან გამოჩნდებოდა ხან არა, მეც არაჩვეულებრივად მიმდიოდა საქმე , არაჩვეულებრივი თანამშრომლები მყავდა ყველანაირად დატვირთული ვიყავი საქმით, სახლში დაღლილ-დაქანცული მივდოდი მაგრამ ძალიან მსიამოვნებდა. ერთხელაც ჩემს სამუშაო ოთახში ჩემი მდივანი შემოვიდა და მითხრა რომ ბატონი გეგა მიბარებდა. სწრაფად ავედი კარებზე დავაკაკუნე და -შეიძლება? -მოდი -რა ხდება? ისეთი სახე ქონდა ნამდვილად შარში ვიყავი. -რა და ხარჯები არასწორედ გაქვს გაწერილი, - კი მაგრამ არაფერი მაინტერესებს გათავისუფლებ -რააა? - ხოო, ხომ გითხარი ერთი შეცდომაც და მორჩა თქო -ინანებ, კარგად ბრძანდებოდეთ. უკვე 1 კვირა გავიდა რაც სამსახურიდან გამომიშვა იმ კრეტინმა, უკვე კვირის ბოლო იყო სახლში ვიყავი ტელევიზორს ვუყურებდი, კარებზე ზარი იყო, არც კი გამიხედავს ვინ იყო ისე გავაღე -გამარჯობა -მშვიდობაა ? _შეიძლება დაგელაპარაკო _კი ბაღში დავსხდეთ გამომყევი ეს ხომ გეგა იყო ნეტა რა უნდოდა სისწერვე მინდოდა მაგრამ ისეთი სეროზული იყო ვერ გავბედე რამეს დალევ? -არა მადლობა პირდაპირ საქმეზე გადავალ -რა ხდება თქვი მალე - ბოდიში შენ არ ყოფილხარ დამნაშავე ნინოს გაპარვია შეცდობა დღეს თვითონ მითხრა გავანთავისუფლე - გეგა ესე არ შეიძლება ადამინებს ელემენტარულ შეცდომას არ პატიობ განა შენ არ უშვებ შეცდომებს, რატომ ცდილობ რომ გვერდით მხოლოდ იდელაურები გყავდეს, განა არსებობენ იდელურები, ზუსტად იმ შეცდომების დაშვებაში და ნაკლებშია იდეალიზმი მხოლოდ გიგისთან და შენს უახლოესებთან ნუ ხარ კარგი სხვებთანაც იყავი ესეთი... მისი შავი თვალები შემომანათა, მათში ყველაფერი არეული იყო ,შიში, სევდა, გაბრაზება უცბათ ფეხზე წამოხტა და გაიქცა მეც შეძლებისდაგვარად დავედევნე - ჰეი რატომ გარბიხარ, იმიტომ რომ იმას შევეხე რასაც არ უნდა შევხებოდი იმიტომ რომ წარსული გაგახსენე , იმიტომ რომ შენი ნამდვილი სახე დაგანახა, იმიტომ რომ შენი იდოტური აზრების საწინააღმდეგო გითხარი და შენც გაანალიზე, რომ ზოგიერთი შენი შეხედულება აბსურდია. იცი ჩემთვისაც უტკენიათ, მაგრამ სხვებზე არ გადმომინთხევია ბრაზი, იყვირე, რაც გინდა ის გააკეთე და განთავისუფლდი შენი სამყაროსგან, ილაპარაკე, იცინე . ვიცი შენ გგონია არ ვიცი, რომ რამდენიმე წლის წინ დედა დაკარგე, რომელიც შენთვის იდელი იყო მასაც ქონდა ნაკლი, მაგრამ მაინც იდეალი იყო შენთვის, სხვა თვალით შეხედე ადამინებს და ნახავ რომ მათშიც დაიჭერ იდეალს . ამ სიტყვების თქმის დროს გაჩერებული იყო ხოლო როცა დავამთვარე საუბარი უბრალოდ მომიტრიალდა და მითხრა - დამეხმარები? - რათქმაუნდა.. სამსახურში დავბრუნდი და ისევ შევუდექი სამუშაოს იმავე შემართებით და გეგაც უფრო მეტად ცდილობა თავაზიანი და პოზიტიური ყოფილიყო. ხშირად ვვახშმობდით ერთად და ვცდილობდით ყველაფერი, რაც წარსული იყო წარსულში დაგვეტოვებინა. ვცდილობდით ცხოვრება უფრო გაგველამაზებინა, უკვე ნელ-ნელა ახალი წელი მოდიოდა და რა თქმა უნდა მომივიდა იდეა რომ საახალწლო კარნავალი მოგვეყწო, ამიტომ გეგას მივაკითხე კაბინეტში და იდეა გავუზიარე, გეგაც მარტივად დამთანხმდა და ამიტომ პროექტი გავამზადე და ჩემს ჯგუფს გადავულოცე გასამზადებლად.. უკვე მერამდენე ღამეს ვათენებდით, რომ ეს საღამო გამოსულიყო საუკეთესო, თან წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ივენთი იყო, თავის დაჯილოდებით და პომპეზურობით. და აი დადგა 29 დეკემბერი , თეთრი მოკლე კოქტეილის კაბა გარდერობიდან გადმოვიღე და წასასვლელად მოვემზადე, გეგას უნდა მოეკითხა ჩემთვის და ერთად მივსულიყავით კარნავალზე, თუმცა თანამშრომლების რექციის მეშინოდა აუცილებლად დაიწყებდნენ და განიხილავდნენ ჩვენი ერთად მისვლის ამბავს.. უკვე 8 საათი ხდებოდა გეგა ჩემი სახლის კარებთან იდგა და მელოდებოდა.. აღფრთოვანება ვერ დამალა -ულამაზესი ხარ .... -მადლობა, შენ ძალიან სიმპათიური ხარ.. ხელი ჩამკიდა და გზას გავუდექით.. მთელი დღე ტელფონზე ვსაუბრობდი, გზაშიც ჩემი ტელეფონი არ გაჩუმებულა , ეცინებოდა გეგას ამაზე, მაგრამ სხვა გზა არ იყო, უნდა აეტანა. კარნავალი მთაწმინდაზე გავაკეთეთ, თბილისი იქედან ხელის გულივით ჩანს, თბილისი საოცრად მშვიდი და სპეტაკია, ცამ ბღუჯად გაიმეტა თბილისისთვის თეთრი ხალასი ფიფქები და საოცარიი განწყობა შექმნა თბილისში... წითელი ხალიჩა გავიარეთ და .... ყველა ჩვენ გვიყურებდა, თუმცა ვეცადე ნერვიულობა დამემალა, თანამშრომლები მოვინახულე და ყველაფერი გადავამოწმეთ კიდევ ერთხელ.უკვე წამყვანები დამსწრე საზოგადოებას ამცნობდა, რა შესანიშნავი საღამო ელოდათ წინ და უცბად მესიმის ხმა.. -გვინდა სცენაზე მოვიწვიოთ ჩვენი საღმოს ორგანიზატორი, რომელმაც თავი არ დაზოგა რომ ეს შესანიშნავი საღამო გაეკეთებინა, მივესალმოთ ლილე ბარნოვი. ცოტა გაოგნებული ვიყავი, ამხელა აუდიტორიის წინაშე წარდგენა საკამოდ დიდი პატივი იყო და ამასთანავე ძალიან საპასუხისმგებლო.. ვეცადე თავი ხელში ამეყვანა და არავის იმედი არ გამეცრუებინა.. -მოგესალმებით, ჩემთვის დიდი პატივია აქ დგომა და თქვენს წინაშე წარდგენა. ეს საღამო მხოლოდ ჩემი ძალისხმევით არ გაკეთებულა, აქ ძალიან დიდმა ჯგუფმა იმუშავა რათა გამოსულიყო საუკეთესო და დაუვიწყარ მოგონებად ქცეულიყო. მე ბედნიერი ვარ რომ ამ დიდი და კარგი ოჯახის წევრი ვარ, მადლობა თქვენ რომ მიმიღეთ როგორც თქვენი ოჯახის წევრი.. წინასწარ გილოცავთ ახალ წელს და მინდა ეს წელი იყოს წარმატების და ბედნიერების, ერთად ჩვენ შევძლებთ ყველაფერს!.. ტაშმა და ოვაციებმა უფრო მეტად ამაღელვა და მივხვდი რომ არც ისეთი „ უნიჭო“ ვიყავი როგორიც მეგონა თავი,, სცენიდან ვაკვირდებოდი გეგა როგორი სიამაყით მიყურებდა და ვგრძნობდი რომ ..... ბართან მივედი 1 ჭიქა ვისკი მოვითხოვე და ტელეფონს დავხედე.. ვისკის ჟიქა ხელში ავიღე და ვერანდაზე გავედი.. თბილისი ისეთი ლამაზი და მშვიდი იყო, ქალაქი ახალი წლის შესახვედრად მშვიდად ემზადებოდა ზედმეტი აურზაურის გარეშე, ჰაერში სითბოს და სიხარულის სუნი იდგა, თითქოს ყველა ბედნიერია და ჩემი ქალაქიც მშვიდადაა.. -შეუდარებელი იყავი.. (გეგა) - ნუ დამცინი, ისე ვინერიულე .... -ცოტა ხანში მე და შენ გავიპაროთ.. ქვემოთ დაგელოდები -მმ.. საინტერესოა კარგი მალე ჩამოვალ ივენტი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, ამიტომ ჩემს მოადგილეს ყველაფერი გადავულოცე და თუ რამე მოხდებოდა ჩემთან დაერეკა, ზუსტად 10 წუთში გეგას მანქანაში ვიჯექი და ორივე გიჟებივით ვიცინოდით, არც კი ვიცოდით რაზე მაგრამ უბრალოდ სიცილი ბედნიერების მთავარი მანიშნებელია. -სად მივდივართ? -ახალ წლამდე 2 დღე გვაქვს ამიტომ ცოტა ხნით დავისვენოთ. გეგას ვუყურებდი და ვგრძნობდი რომ ძალიან დიდ ადგილს იკავებდა ჩემს ცხოვრებაში და ამის წამითაც არ მეშინოდა, ვგრძნობდი რომ საუკეთესო ადამიანი შემხვდა ცხოვრებაში და ეს შანსი არ უნდა გამეშვა ხელიდან. გზად თბილისის ერთ-ერთ უბანში შევიარეთ ჩემთვის უცნობ ბიჭს პატარა ჩანთა გამოართვა და წამოვედით, არაფერი უთქვამს და ამიტომ მეუხერხულა მისთვის კითხვა ვინ იყო და აქ რატომ მოვედით, ჩემი საყავრელი სიმღერა ჟღერდა და უკვე თბილისიდან გავდიოდით და უფრო მეტად მაინტერესებდა სად მივდიოდით. გზაში დედას მივწერე რომ 2 დღით ქალაქგარეთ მიწევდა გასვლა და არ ენერვიულა, ჩემები მიჩვეულები იყვნენ ჩემგან სიგიჟეებს ამიტომ მხოლოდ 1 სმს გაფრთხილებისთვის საკმარისი იყო, ხოლო დილით დავურეკავდი და მოვუყვებოდი ყველაფერს . გზაში ძალიან დავიღალე, ქუსლიანი ფეხსაცმელი მოვიშორე , გეგასკენ შევტრიალდი, ფეხებმოკეცილი დავჯექი და გეგას ინსტიქტურად ვუღიმოდი, ხელი ლოყაზე მომადო და გამიღიმა, გზაში არ ვიცი როდის დამეძინა, თვალები რომ გაავხილე ულამაზეს ხეივანში მივდიოდით, ირგვლივ სულ სითეთრე იყო, ეს გზა საიდანღაც მეცნობოდა მაგრამ მაინც ვეჭვობდი... -სულ მალე მივალთ და დაისვენებ (გეგა) _მაოცებ -ვცდილობ რომ მუდამ სიურპრიზებით გაგანებივრო საპასუხოდ გავუღიმე და ფანჯარა ჩამოვწიე, სუფთა ჰაერი, ოდნავ სუსხი, თოვლის ფიფქები და ბედნიერი ჩვენ. რამდენიმე წუთში ულამაზეს ადგილას მივედით, ხომ ვამბობდი ეს ხომ როიალ ბატონი იყო, აი ნამდვილი სამოთხე.. პატარ ჩანთა აიღო გეგამ და მისაღებში შევედით, ნომრები აიღო და უკვე ნომერში ავდიოდით როდესაც -ლილე აქ შენთვის ტანისამოსია, ცოდო ხარ ქუსლებზე, -ვაიმე რა მაგარია, მადლობა ძალიან ყურადღებიანი ხარ და ლოყაზე ვაკოცე -მიდი მოწესრიგდი და ცოტა ხანში ქვემოთ რესტორანში გელოდები, მშია მაგრად -მეც მეც კაიი მალე ჩამოვალ და სწრაფად წავედი ოთახისკენ. როგორც კი შევედი ნომერში ბედნიერებისგან ცეკვა დავიწყე და ლოგინზე ავედი და ვხტუნაობდი, ვცეკვავდი და ვიცინოდი, ვაიმე ვინმეს რომ დავენახე იფიქრებდა გაგიჟდაო, აივანზე გავედი სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე, ცისკენ ავიხედე და სახეზე ფიფქები მედებოდა, არ ვიცი ბედნიერი ვიყავი, სწრაფად შემოვედი ოთახში და გეგამ რომ ჩანთა მომცა, გავხსენი მაინტერესებდა რეები იყო, შარვალი, თბილი ზედა და რაც ყველაზე მეტად გამიხარდა ბოტასები, კაბა არც კი გამომიცვლია, ქუსლიანები გავიხადე და ბოტასები ამოვიცვი და ნომერი დავტოვე. გზაში ვფიქრობდი როგორი ყურადღებიანი იყო, როგორ ფიქრობდა ყველა დეტალზე და არასდროს არაფერი ავიწყდებოდა. რესტორნის კარები გავაღე და ბოლო მაგიდასთან გეგა დავინახე, მისკენ წავედი, სიცილი დაიწყო და მივხვდი რაზეც იცინოდა -რა მოხდა ბოტასები ჩემი აზრით ყველაფერს უხდება, გამეცინა და ამ დროს თბილად ჩამეხუტა, ცოტა მივირთვით , გვიან ჭამა ჩემთვის არასდროს ყოფილა პრობლემა, მუდამ ესეთი გამხდარი ვიყავი და წონაში მომატება მუდმივი პრობლემა იყო, ვერ ვიმატებდი ვერასდროს. 1 ჭიქა წითელი ღვინო მივირთვით და ზოგადად ყველაფერზე ვსაუბრობდით. დიდი ხნით შემოვრჩით რესტორანს , მიმტანს გეგამ პლედი მოატანინა და მომაფარა, ცოტა ხანში გარეთ გავედით სუფთა ჰაერზე და უბრალოდ ამ სამოთხით ვტკბებოდით. უკვე საკაოდ გვიანი იყო ნომრებში დავბრუნდით, შხაპი მივიღე და რომ გამოვედით სმს დამხვდა -ტკბილი ძილი ლამაზმანო , მადლობა ამ საღამოს გალამაზებისთვის ! -მადლობა შენ რომ აქ ვართ, მშვიდი ღამე თმები გავიშრე, ცოტა ხნით ტელეფონში ვიძრომიალე და ტკბილად დავიძინე. დილით ტელეფონის ხმამ გამაღვიძე, ეს ხომ გეგა იყო, სასიამოვნო დილის დასაწყისი -დილამშვიდობისა მძინარა (გეგა) -დილამშვიდობისა. როგორ ხარ? (მე) -კარგად ქალბატონო, თავად როგორ გრძნობთ თავს? -მშვენივრად. -მიდი მოემზადე და რესტორანში ჩამოდი, სასწაულად მშია -მალე ჩამოვალ ავდექი , გარემო მოვათვალიერე, აივანზე გავედი , სუფთა ჰაერი ჩავიუნთქე , სახეზე ბედნიერების ღიმილი დამთამაშებდა და ყველაფერი ისეთი მშვენიერი იყო, სწრაფად მოვემზადე მივიღე შხაპი, გეგას მოცემული ტანისამოსი ჩავიცვი და ნომერი დავტოვე. რესტორანში შევედი, გეგას მივესალმე და ულამაზესმა თაიგულმა მომჭრა თვალი, -ეს ჩემგან, ძალიან ლამაზი ხარ (გეგა) -მადლობა, ძალიან ლამაზია, ინსტიქტურად ჩევეხუტე და ბედნიერებისგან ცრემლები წამომივიდა, ულამაზესი იყო ეს გარემო და შეუდარებელი იყო თვით გეგა ! ვისაუზმეთ, ბევრი ვიცინეთ და ეს სიმყუდროვე ჩემმა ტელეფონმა დაარღვია, გიგი იყო, ოოო ნამდვილად არ მელოდა კარგი საქმე -როგორ ხართ ქალბატონო, ხელს ხომ არ გიშლით? -არა როგორ გეკადრებათ, როგორ ხარ გადარეულო? მომენატრე -კარაგდ, სად ხარ? დედაშენი ნერვიულობს და მე მაინც გამაგებინე სად ბრძანდები, სანამ მე თვითონ გავარკვიე და -ყვარელში ვარ გეგასთან ერთად, საქმიანი ვიზიტია და ხვალ დილით ვბრუნდებით, სასწრაფოდ მოგვიწია წამოსვლა. -კარგი ქალბატონო და რომ ჩამოხვალ მომიყვები საქმიან ვიზიტზე, მაიმუნო ტელეფონში გიგის ხარხარის ხმა მესმოდა, მე კი სახეზე ფერები გადამივიდა, გეგა გაოცებული მიყურებდა მაგრამ მე თვითონაც არ ვიცი გიგის რატომ ვუთხარი საქმიან ვიზიტზე ვართქო, რა შტერი ხარ ბარნოვი, თავი რა უხერხულში ჩაიგდე... -გიგი იყო? (გეგა) -კი, არ იცი რა მასხარაცაა (ვცადე ეს უხერხულობა დამეფარა ) -ვიცი ვიცი, მომიწევს რომ ჩავალთ ვნახო, კაი წამო ცოტა გავისერნოთ -წავედით, ქურთუკი ავიღე და გასასვლელისკენ წავედით. ბევრი ვიგუნდავეთ, მერე ვითამაშეთ , ბავშვებივით გავერთეთ და თითქოს პატარაობაში დავბუნდით, ვცდილობდით ყველაფერი გაგვეგო ერთმანეთზე და უკეთ გაგვეცნო. -რატომ დაბრუნდი ამერიკიდან საქართველოში? (გეგა) -ამერიკაში ჩემი წასვლა უფრო გაქცევას გავდა ვიდრე სურვილს, ადამიანები კი მუდამ უბრუნდებიან იმ ადგილს სადაც გაჩერდნენ (მე) -ეს გაქცევა ალბათ ძველ სიყვარულს ეხება? -შეიძლება ეგრეც ითქვას -მომიყევი რა მოხდა -დავიწყე ყველაფრის მოყოლა, ვგრძნობდი რომ ცრემლები თავისით ჩამოდიოდნენ ჩემს ლოყაზე და გზას იკვალავდნენ ყელისკენ, უბრალოდ ლუკამ ძალიან ბევრ გაუცემელი პასუხი დამიტოვა, აქაურობა ყველაფერი მას მახსენებდა , არ ვიცოდი როგორ მეცხოვრა, თავს დამნაშავედ ვთვლიდი რომ ის მოკვდა და მე ვერაფერი შევძელი, 1 წელი იმაზე ფიქრში გავატარე, ლუკა ვინ გაიმეტა, გიგიმ ამიკრძალა რომ არ მეფიქრა ამაზე და არც კი მეცადა გამეგო ვინ და რატომ ჩაიდინა ეს ყველაფერი, მინდოდა გამეგო ყველაფერი, მაგრამ ვერ გავბედე, თავს უფლება ვერ მივეცი სხვისი ცოდვები განმეკითხა, ამიტომ გადავწყვიტე წავსულიყავი, გავქცეულიყავი ამერიკაში და ცოტა ხნით მესუნთქა, მეფიქრა, იქ 4 წელი ვისწავლე, ბოლოს კი გადავწყვიტე აქ ოდესმე უნდა დავბრუნებულიყავი და რეალობისთვის თვალი გამესოწორებინა, ხშირად ავდივარ ხოლმე ლუკას საფლავზე და ვუყვები ჩემზე, ვგრძნობ რომ ის მუდამ მისმენს და არასდროს მტოვებს. როდესაც ყველაფერი მოვუყევი გეგას გაშეშებული იდგა და მიყურებდა,არ იცოდა რა ეთქვა. -მაპატიე, არ ვიცოდი -არაუშავს, შენ მომიყევი სად იყავი აქამდე გიგის მეგობარი ხარ და არც კი გიცნობდი -მე ლონდონში ვცოხვრობდი დიდი ხნის წინ წამოვედი, იქ ვსწავლობდი და, შემდგომ აქ დავბრუნდი მამაჩემი არ იყო კარგად და კომპანიას ხელმძღვანელობა სჭირდებოდა, მამა არასდროს არ ენდობოდა არავის და ამიტომ ყველაფრის საკუთარ თავზე აღება მომიწია.ამიტომ შემოვრჩი აქ, მამა მალე გამოჯანმრთელდა, მაგრამ სამსახურს აღარ დაუბრუნდა, ზუსტად 6 თვეში დედას საშინელი დაავადება დაუდგინეს, ის იყო ჩემი ოჯახის ერთადერთი ნათელი წერტილი, დედისერთა ვარ და ამიტომ როდესაც პატარები ვიყავით სახლში მუდამ მხოლოდ მე და დედა ვიყავით. ყველაზე მეტად მიგებდა და ესმოდა ჩემი. არასდროს გვიჩხუბია, როდესაც სიმკაცრე მჭირდებოდა ყოველთვის მსჯიდა და მეუბნებდა რომ ეს ყველაფერი მე სამომავლოდ გამომადგებოდა, როდესაც ამ დაავადების შესახებ გავიგეთ უკვე ძალიან გვიანი იყო, მკურნალობას და ბრძოლას აზრი არ ქონა, მხოლოდ 2 თვე ქონდა დარჩენილი, იმ 2 თვის მანძილზე მას არ მოვშორებივარ, მის გევრდით ვიძინებდი, მამა ვერ უძლებდა მის გევრდით ყოფნას ამიტომ ხშირად იყო წასული, მასზე უფრო მეტად ვბრაზდებოდი, როგორ შეეძლო მიეტოვებინა და მის გვერდით არ ყოფილიყო, მაგრამ ყველა სხვანაირად იტანს განსაცდელს. ერთ დღესაც დედა წავიდა, წავიდა და წაიყოლა ჩემი მთელი სიყვარული.არაფრის თავი მქონდა, მამა სახლში დარჩა მე კი წავედი იტალიაში ერთ ძალიან ძველ კუნძულზე სადაც მხოლოდ მეთევზეები ცხოვრობდნენ, იქ დაახლოებით 1 წელი ვიცხოვრე, არც ვაპირებდი დაბრუნებას როდესაც დამირეკეს და ეხლა მამა დავკარგე და დავბრუნდი, ისევ იმ საზიზღარ რეალობაში და მთელ დღეებს სასმელით გაჟღენთილი ვატარებდი, სანამ სიკვდილს შემთხვევით არ გადავურჩი, აი როდესაც გადავრჩი მაშინ დავიფიცე რომ არასდროს დავნებდებოდი. -ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ მაგრამ წარსულმა ორივე გაგვაძლიერა. გეგა ჩამეხუტა და ვიგრძენი რომ ის მე მავსებდა, მაბედნიერებდა და ცხოვრებას მილამაზებდა, უკვე საღამო იყო, ბნელდებოდა როდესაც სასტუმროში დავბრუნდით, ვივახშმეთ, თითო ჭიქა წითელი ღვინო დავლიეთ და ნომრებში ავედით. უკვე დაძინებას ვაპირებდი ტელეფონი რომ აწკრიალდა - მადლობა ამ მშვენიერი 2 დღისთვის. ბედნიერი ვარ შენთან - მეც ტელეფონი გავთიშეთ და ეს იყო მისგან პირველი სიტყვა რომელიც ყველაზე მეტად მაბედნიერებდა, ბალიშს მოვხვიე ხელები და მასზე ფიქრებში გართულს როდის ჩამეძინა არ მახსოვს.დილით ისევ მისმა ხმამ გამაღვიძა,მოვემზადეთ ვისაუზმეთ და თბილისის გზას დავადექით. უკან 2 ულამაზესი დღე დავტოვეთ და უამრავი მოგონება გულში,უამრავი ფოტომასალა ტელეფონში და ასიათასი კადრი ჩემს გონებაში. უკვე თბილისში ვიყავით, როდესაც გიგიმ დამირეკა და მითხრა რომ 1 საათში ჩემთან მოვიდოდა, ზუსტად მივხვდი რაც ხდებოდა, რთული საუბარი მელოდა მასთან, მაგრამ ერთადერთი იყო ვისთვისაც შემეძლო ყველაფერი ბოლომდე მომეყოლა, ის არის ის ადამიანი, რომელიც მუდმივად ცდილობს გამაბედნიეროს და სულ ახლოს ვყავდე. გეგას ვუთხარი რომ გიგი უნდა მენახა, მალევე მივედით, სახლში დამტოვა და მითხრა რომ საღამოს გიგის ნახავდა და არ მენერვიულა. სახლში ავედი, ტანსაცმელი გამოვიცვალე, საჭმელი გამოვიძახე და ცოტა ხანშიც ჩემი ბიჭი მოვიდა -როგორ ბრძანდებით ქალბატონო? (გიგი) -კარგად, თავად როგორ გიკითხოთ? -მადლობთ, რამეს მაჭმევ თუ ჩავირბინო?ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და არა ზუსტად იცოდა, რომ საჭმელი მისთვის ყოველთვის მზად მაქვს როდესაც ჩემთან მოდის -მობრძანდით, ეგრე მიცნობთ ბატონო გიგი?! სამზარეულოში გავედით, ცოტა მივირთვით, ტელეფონზე ვიღაცამ დაურეკა, ამასობაში ცოტა დროც გავიდა საუბრის თავიდან ასაცილებლად, თუმცა როდესაც ოთახში შემოვიდა,მივხვდი უსიტყვოდ რომ უნდა მეამბო ყველაფერი, -მოკლედ ყველაფერი მოვუყვეი, გეგასთან საერთოდ რა მაკავშირებდა, რა მოხდა თავიდან ბოლომდე, ვუთხარი რომ მას ჩემთვის არაფერი უთქვამს და ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ეგონა,თორემ ყველაფერს პირველი ვეტყოდი მას, მაგრამ მაინც ვნერვიულობდი გეგაზე, რას ეტყოდა გიგის ჩემზე, ბევრი ვილაპარაკეთ, მე ჩემებთან წავედი და გიგი გეგას სანახავად, ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ თვითონ მოგვარდებოდნენ. ჩემები მოვინახულე, ბევრი ვეჭორავე დედას, ჩემების ამბები გავიგე, ამ დროს დარეკა ჩემა ძმამ რატიმ და ყველანი თავის გამოფენაზე დაგვპატიჟა, რომელიც ლონდონში უნდა ყოფილიყო ზუსტად 2 კვირაში, დედა ისეთი ამაყი იყო, მთელი საღამო ტიროდა, უკვე გვიანი იყო არც გიგი და არც გეგა არ ჩანდა, სახლში წამოვედი და ნერვიულობამ უფრო მეტად იმატა, ორივეს ვურეკავდი და არცერთი არ მპასუხობდა, როგორც იქნა 2 საათის მერე გეგამ დამირეკა -არაფერზე ინერვიულო, ყველაფერი იდეალურადაა (გეგა ) _რა არ ვინერვიულო, გაგიჟდით რომელი საათია და მთელი საღამოა გირეკავთ და არც კი მპასუხობთ. (მე) -ცოტა ხანში ამოვალ შენთან და ყველაფერს მოგახსენებ. მართლაც, ნახევარ საათში გეგა უკვე ჩემთან იყო, ყველაფერი მომიყვა, რომ გიგის ესაუბრა და მე ყოველშემთხვევაში არაფერი მქონდა სანერვიულო, თურმე ვაჟბატონები მთელი საღამო იმიტომ ყოფილან დაკარგულბი, რომ მათ ძმაკაცს რაღაც პრობლემის მოგვარებაში დაეხმარნენ, ღმერთო ჩემო როგორ არ მხიბლავს მსგავსი დაკარგვები, მაგრამ ჯერ არ ვფლობდი იმდენ უფლებას, რომ მესაყვედურა. მალევე გავაცილე გეგა და ცოტა ხანში მეც დავიძინე. ახალი წელი მოვიდა, თავისი თავბუდამხვევი ისტორიებით, მუდამ სტუმრები, მეგობრებთან ერთად გართობა და ფერადი დღეები. დღეები ძალიან მალე გადიოდა, ყველაფერი უკეთესად იყო, გეგა უფრო კარგად გავიცანი, ვგრძნობდი რომ ერთმანეთი დღითი დღე უფრო მეტად მოგვწონდა, ყველაფერი ნამდვილად იდეალურად იყო, უკვე ჩემი ძმის გამოფენისთვის ვემზადებოდით, სამსახურიდან 2 დღით გავეთანვისუფლე და მთელი ოჯახი, ძალინ ბევრნი ვიყავით ყველა ოჯახებით წავედით, ანო ვერ წამოვიდა ორსულად არის და მისთვის მგზავრობა არ შეიძლებოდა, უდიდესი სიამაყით ვიყავით ყველანი , როდესაც რატის ვხედავდი, როგორი ბედნიერი იყო მას თავისი პერსონალური გამოფენა ქონდა და კიდევ 1 წელი უნდა ყოფილიყო ლონდონში, მაგრამ ეს მისთვის უდიდესი წინსვლა იყო, ვუყურებდი ჩემს ოჯახს და ყველა გაფანტულები ვიყავით, მაგრამ ყველას ჩვენი საქმე გვქონდა და ამით ძლაინ ბედნიერები ვიყავით, დედა და მამა სულ ამბობდნენ, რომ მთავარი იყო ჩვენ გვეპოვა ის გზა რაც გვინდოდა, მათ უზარმაზარი კაპიტალი ჩადეს ჩვენს განათლებაში და ეხლა ყველა დამოუკიდებელი და წარმატებულები ვიყავით ასე თუ ისე, მაგრამ რატის და ელისას წარმატება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. (ელისა ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის დირექტორად დანიშნეს ამერიკაში). იმ საღამოს გვაინ დავბრუნდით სასტუმროში, ბევრი ვილაპარაკეთ მე და რატიმ, მოვუყევი რაც არ იცოდა ჩემი ცხოვრების შესახებ, არა ყოველდღე თითქმის კი ვესაუბრებოდი, მაგრამ ესე პირისპირ საუბარი ყოველთვის სხვაა, მეორე დღეს მხოლოდ მე დავბრუნდი თბილისში, ჩემები ერთი კვირით რჩებოდნენ იქ, მეც მინდოდა იქ ყოფნა მაგრამ, სამსახურს ესე ვერ მივატოვებდი, არა გეგამ თვითონ შემომთავაზა, რომ კიდევ შემეძო დარჩენა, მაგრამ არა ჯობდა პირნათლად შემესრულებინა დაკისრებული მოვალეობა. აეროპორტში გეგა და გიგი დამხვდნენ, არ ველოდი თუ დამხვდებოდნენ, რადგან დილის 5 საათზე ჩამოვფრინდი. აეროპორტიდან ჩემთან ავედით, ცოტა შევჭამეთ, ბევრი ვილაპარაკეთ, გამოფენაზე მოვუყევი და უკვე 8საათი ხდებოდა რომ წავიდნენ, გეგამ ამ დღეს სამსახურში მისვლა ამიკრძალა, გამოიძინე და მერე მობრძანდიო, მეც არ მივდივარ დღესო ესე დამიყოლია და თითქმის მთელი დღე მეძინა. ეს ერთი კვირაც ძალიან მალე გავიდა ჩემები დაბრუნდნენ, მეორე დღეს სამსახურის შემდეგ გავუარე და მოვინახულე ჩემი ტკბილი ოჯახი, ელისა ისევ ამერიკაში დაბრუნდა, ამიტომ სახლში ცოტანი იყვნენ, მამა ვერ დავინახე და მის მოსაძებნად ავედი, როგორც ყოველთვის კაბინეტში იყო, მაგრამ ცოტა ხმამაღალი ლაპარაკის ხმა გამოდიოდა ოთახიდან, ხმები სწრაფად ვიცანი გიგი და მამაჩემი რაღაცაზე საუბრობდნენ, კარები სპეციალურად არ გავაღე და -შვილო მომისმინე, ჩემი შვილი სასწრაფოდ უნდა ჩამოვაშოროთ გეგას, არ ვარ დაზღვეული რამე რომ მოუვიდეს ხომ იცი რასაც გავაკეთებ, ამ საქმეს შენს გარდა ვერავის ვანდობ, არ იმსახურებს ეგეთ ადამიანს, ვიცი გაუჭირდება, მაგრამ სანამ დროა უნდა დაშორდეს, გავუშვებ ისევ ამერეკაში ან ლონდონში, რატი და ელისა მიხედავენ. ისედაც ძლივს გადაიტანა ლუკს სიკვდილი და ეხლა ის რომ გაიგოს რომ გეგას მამამ მოაკვლევინა ლუკა, სულ გაგიჟდება, ვიცი ..... (მამაჩემი) გაოცებული ვუსმენდი მათ საუბარს, ღმერთო ეს ყველაფერი ნუთუ მართალია რასაც მამაჩემი ლაპარაკობდა, კიბეები სწრაფად ჩავირბინე, დედაჩემის ყვირილი მესმოდა ლილე რა მოხდა, სად გარბიხარო, მაგრამ არავისთვის პასუხის გაცემის თავი არ მქონდა, მანქანა დავძარი და სწრაფად წავედი, ცრემლები თვითონ მომდიოდა, უკვე გზასაც ძლივს ვხედავდი, თავში ყველანაირი აზრი ამერია, არ ვიცოდი რა მეფიქრა, ერთადერთი ვისზეც ვფიქრობდი ეს ლუკა იყო, და მე მას ვუღალატე რომ მის მკვლელთან დავიჭირე საქმე, პირველ რიგში რა აზრმაც გამიარა ეს იყო სანდრო უნდა მენახა, რადგან დარწმუნებული ვიყავი,რომ მას ყველაფერი ეცოდინებოდა, მანქანა გავაჩერე და ძალა მოვიკრიბე,რომ სანდრო მენახა, გამახსენდა რომ სანდრო თბილისში ერთ-ერთი ბარის მფლობელია, სწრაფად წავედი , ბარში შევედი, ოფიცინტს სანდროს ნახვა ვთხოვე, მითხრეს რომ არ იყო, ნომერი ძლივს მომცეს და სწრაფად დავურეკე, მითხრა რომ არსად წავსულიყავი და 15 წუთში მოვიდოდა, ბოლო მაგიდასთან დავჯექი, ვისკი შევუკვეთე და ლოდინმა სულ გამაგიჟა, სანდრო როგორც იქნა მოვიდა, _სანდრო, მხოლოდ შენ შეგიძლია დამეხმარო, გემუდარები არ მომატყუო (მე) გისმენ ლილე, რაც ვიცი ყველაფერს გეტყვი , მთავარია ვიცოდე,სანდრო შეშფოთებული მიყურებდა, და ელოდა როდის ვეტყოდი რის გამოც მოვიყვანე(სანდრო) -ლუკა ვინ მოკლა და რატომ? გთხოვ მითხარი, სამუდამო შეცდომას ნუ დამაშვებინებ, ლუკა რომ ვახსნე გაშეშდა, არ იცოდა რა ეთქვა, ოპიციანტს ანიშნა რომ ვისკი კიდევ მოეტანა, ტელეფონზე ვიღაც ურეკავდა და მაშინვე გათიშა, და -მზად ხარ რომ ყველაფერი მოისმინო? მე უბრალოდ სანამ შენ არ მკითხვდი მანამდე ვერაფერს გეტყოდი, მაგრამ დროა გაიგო (სანდრო) ვისკის მთელი ჭიქა გამოვცალე, კიდევ დავისხი და სანდროს ველოდებოდი როდის დაიწყებდა.. -მოკლედ, ლუკას მამას და გეგა ახვლედიანის მამას შორის მოხდა კონფლიქტი, რამდენადაც ყველამ ვიცით ეს ყველაფერი სერიოზულ მტრობაში გადავიდა, ეს მიზეზი დღემდე არავინ იცოდა რა მოხდა მათ შორის, რადგან თვითონ ისურვეს ესე დაეტოვებინათ, ლუკას არ ასვენებდა გაუცემელი პასუხები და გადაწყვიტა ყველაფერი გაეგო, ლუკამ კი ძალიან ცუდი რაღააცები გაიგო, გაიგო რომ ოდესღაც ლუკას მამა და გეგას მამა უახლოესი ძმაკაცები იყვნენ, ბიზნესიც ერთად დაიწყეს,მაგრამ გეგას მამამ ლუკას მამა საქმიდან გამოაგდო და ყველაფერი მიითვისა, ყველაფერი რაც ამ კაცს ეკუთვნოდა თავის სახელზე გადაიფორმა და ვერაფერი დაუმტკიცა, თუმცა ამის შესახებ გეგამ არაფერი იცოდა და დღემდე არ იცის, მას ვერც კი ვხედავდით სულ წასული იყო.ლუკას მამამ თავი დაანება ყველაფრის გარკვევას და თავისი საქმე წამოიწყო, ლუკა ამაზე ძალიან დარდობა, იცოდა იმ ბიზნესისთვის ბევრი იბრძოლა მამამისა, ამიტომ გეგას მამა მოძებნა და ყველაფერზე პასუხი მოსთხოვა, თუმცა ამის შესახებ არავინ იცოდა არ ლუკას ოჯახმა და არ გეგამ, ამიტომ გეგას მამამ გადაწყვიტა მოეშორებინა, როდესაც მკვლელობა უნდა მომხდარიყო, იქ შენ არავინ გელოდებოდა, იცოდნენ რომ ლუკა მარტო უნდა ყოფილიყო, მაგრამ შენც აღმოჩნდი მასთან ერთად, მამაშენმა გადაწყვიტა მოეძებნა ვინ იყო ამ ამბავში დამნაშავე, რადგან შენ იქ იყავი, ეს ამბავი კარაგად იყო დაგეგმილი, ჩვენც ეხლახანს გავიგეთ, მაგრამ ერთს გეტყვი ლილე გეგამ არაფერი იცოდა გარადა იმისა რომ ლუკა იყო ჩემი , გიგის და ჩვენი სამეგობროს წევრი, რადგან ის მუდმივად წასული იყო აქ არ ცხოვრობდა მხოლოდ მაშინ დაბრუნდა როდესაც მამამისი ცუდად იყო, დედაც მოუკვდა მერე 1 წელიწადში მამამისიც მოკვდა, გაშეშებული ვიყავი, ცრემლები თავისიც იკვალავდნენ გზას, ეს იყო საშინელი მოსასმენი, რადგან ამ ყველაფერში ყველას ქონდა ხელები ლუკას სისხლით გასვრილი, სწრაფდ ავდექი, სანდროს მადლობა გადავუხადე და გამოვიქეცი, ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუთხარი, აღმართს ავუყევი, ირგვლივ საშინელი სიჩუმე იყო, ციოდა, მაგრამ ამ დროს სიცივეს ნამდვილად ვერ ვგძრნობდი, საფლავთან მივედი და მის პირდაპირ ჩამოვჯექი, ხელები მუხლებზე დავიწყვე და ხმამაღლა ვტიროდი, ბოლო ამოსუნთქვამდე მტკიოდა, ესეთი ახალგაზრდა რას შეეწირა, -შენთან მოვედი და ვგრძნობ რომ მრცხვენია შენი, ვიცი გიღალატე, შენ მოსისხლე მტრის შვილთან დავიწყე ურთიერთობა, ვიცი ზემოდან მიყურებ და ფიქრობ რომ საშინელი ადამიანი ვარ, მაგრამ მაპატიე, გემუდარები მაპატიე და არ მიმატოვო, ყოველდღიურად ვგრძნობ შენს არსებობას, ისევ ცოცხლობ ჩემში და საშინლად მტკივა უშენობა. გეფიცები არაფერი ვიცოდი, როგორ მინდოდა მაშინ ამ ყველაფრის გაგება, მაგრამ არ მომცეს უფლება, მერე მე ყველაზე მშიშარა არსება გავიქეცი, ერთხელ არ მოვსულვარ შენ საფლავთან, მაგრამ ჩემს გულში შენი ადგილი ყოველთვის განსაკუთრებული იქნება, ვტიროდი და თან მას ველაპარაკებოდი, სუნთქვაც კი მიჭირდა, ცხოვრებამ გამთელა, ის ადამიანი შემახვედრა , რომელიც არ უნდა შემხვედროდა, რატომ ღმერთო, რისი გულისთვის, ამ დროს მძიმე ხელები მომოეხვია და ვიგრძენი გიგი მოვიდა, მიპოვა და არასდროს დამტოვებდა, გვერდით დამიჯდა და მამშვიდებდა, მაგრამ სიმშვიდე ნამდვილად ვერ შევინარჩუნე, უკვე დილა იყო ხელში ამიყვანა და ჩემებთან მიმიყვანა, ლოგინში დამაწვინა, რაღაც დამალევინა და არ მახსოვს რამდენი ხანი მეძინა. ძლივს გამოვფხიზლდი, როდესაც ჩემ თავთან მჯდომი გიგი და სანდრო დავინახე, სწრაფად წამოვიწიე, წყალი დავლიე და მათგან ველოდი როდის მეტყოდნენ რაიმეს,არ ვიცი ალბათ მინდოდა მოესმინა მათგან ის რაც ცოტათი მიანც დამამშიდებდა, მაგრამ... -ლილე, რისთვის იტანჯავ თავს, შენი ბრალია თუ გეგას მამა ესეთი საზიზღარი კაცია, გეგა ზედმეტად გავს დედამისს, რადგან მამამის მუდმივად მიტოვებული ყავდა ისინი, გეგა სულ ბრაზობდა მამამისზე, მაგრამ მან ვერ შეცვალა რეალობა,ლუკას ამბავი რომ მოხდა გეგა აქ არ იყო, უბრალოდ კარგად დაფიქრდი, ორივე ჩვენი უახლოესები იყვნენ და გეგა დღემდე არის, ლუკას სიკვდილში რომ რაიმე ბრალი ქონდეს როგორ ფიქრობ ისევ ჩვენი მეგობარი იქნებოდა? ! (სანდრო) -ჩემი ლამაზთვალება, ლუკა მუდმივად გფარველობს იქდან, რომ არ ნდომოდა გეგას შეხვედროდი, ხომ იცი მიხვდებოდი, რომ შეცდომას უშვებდი, გეგას მამა მკვდარია, დედაც დიდი ხნის წინ მოუკვდა, მას მხოლოდ ჩვენ ვყევართ, ვიცი მამაშენის საუბარი მოისმინე, მაგრამ ის გაბრაზებული იყო დ მაგიტომ თქვა, ხომ იცი როდესაც საფრთხე გემუქრება შეუძლია შენს გამო ნებისმიერს დაუპირისპირდეს, ამიტომ კარგად დაფიქრდი !! (გიგი) გიგი მოვიდა და ჩემეხუტა, ცოტა ხანი ჩუმად ვისხედით, ბიჭები გავიდნენ და მეც ისევ დავიძინე, ვეღარ ვუძლებდი ამდენ ტკივილს. მალევე ჩამეძინა, მაგრამ ლუკაზე ფიქრი არ მშორდებოდა -ხელი გამიშვი, მომეცი უფლება წამოგყვე, გთხოვ არ დამტოვო, მეშინია, რატომ მექცევი ესე, უკვე მერამდენედ მტოვებ?! ლოგინიდან წამოხტი, ირგვლივ მიმოვიხედე და მივხვდი, რომ სიზმარში ლუკას ვეჩხუბებოდი, სწრაფად გამოვაღე ფანჯრები, საშინელი სიცივე მომედო სახეზე, ვიგრძენი რომ ცოცხალი ვიყავი, მაგრამ უკვე ეს აუტანელი ყოფა მიჭირდა, მინდოდა წავსულიყავი, სადმე ძალიან შორს, იქ სადაც არასდროს არავინ მიპოვიდა, მაგრამ ხვდები რომ შენს უკან ოჯახია, საყავარელი ადამიანები, რომლებსაც ვუყვარვარ და არასდროს მომცენებ უფლებას საკუთრარ თავს ესე მოვექცე, მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ ერთადერთი რამ რაც ამ სიტუაციაში გამოსავალი მეჩვენა ეს იყო წასვლა, იქ საიდანაც არავინ ბრუნდება, ფანჯრის რაფაზე ავედი, ცაში ავიხედე, თითქოს უკვე იქ ვიყავი და საიდანმე ლუკაც უნდა გამოჩენილიყო, მან იმხელა კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში, რომ წარმოუდგენელი იყო მის გარეშე მომავალი, დღემდე ხშირად დავდიოდი მის საფლავზე, სულ ვცდილობდი რამე გამერკვია და აი ჩემო ლილე ეს ყველაფერი გაიგე და... ამ დროს კარები მამაჩემმა შემოაღო და სწრაფად ჩამომიყვანა, -ჩემო სიცოხხლე რას აკეთებდი, როგორ ფიქრობ ამით თავს ბედნიერად იგრძნობ, დედაშენს, რატის, ელისას, არ ვიცი ყველას რას უკეთებ, ხომ იცი ამას ვერასდროს ვერავინ გადავიტანთ, წადი ცოტა ხნით აქედან დაფიქრდი, სხვა ცხოვრება დაიწყე, სადაც და როგორც გინდა, გინდა აქ დარჩი, ყოველთვის შენს გვერდით ვიქნებით ყველანი, გიგიმ სანამ გიპოვა, ლამის გაგიჟდა, უკვე ყველა უბანში ყველა მისი ძმაკაცი გეძებდა, გთხოვ სისულელეებს თავი დაანებე და დამშვიდდი, მესმის გეგა გიყვარს, ისიც ვიცით რომ გეგა არაფერშუაშუა, ამიტომ გთხოვ ნუ იფიქრებ რომ ამით ყველაფერი დასრულდა... ორივე ერთად ვიჯექით და ვტიროდით, ამას ჩემს ოჯახს ვერ გავუკეთებდი, როგორ მოვქცეოდი დედას ესე, როგორ გამენადგურებინა ჩემი ოჯახი, მამამ წამალი დამალევინა ძალით და დამაწვინა, მახსოვს თავთან მეჯდა და მეფერებოდა სანამ არ ჩამეძინა... დილით საკმაოდ ადრე გამეღვიძა, ვფიქრობდი ყველაფერზე და თითქოს გამოსავალს ვერ ვპოულობდი, დარწმუნებული ვიყავი რომ გეგა არაფერშუაში იყო, მაგრამ სინდისი არ მაძლევდა უფლებას ეს ყველაფერი დამევიწყებინა და ისევ მასთან ვყოფილიყავი, ამიტომ ჩემი წასვლის დრო იყო.. მამაჩემს ვთხოვე ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი საღამოს ჩემთან მოსულიყო, ცოტა გაუკვირდათ ეს რომ ვთხოვე მაგრამ... უკვე საღამო იყო, მთელი დღე ოთახიდან არ გამოვსულვარ, საღამოს შხაპი მივიღე, მოვწესრიგიდი და მიაღებ ოთახში ჩავედი, ყველა იქ იყო, ჩემი ოჯახი, ანოს ოჯახი, გიგი, სანდრო, ანო და გიგა, მხოლოდ ელისა და რატი გვაკლდა.... -მოკლედ, ალბათ ყველას გაინტერესებთ აქ რატომ შეგკრიბეთ, მაგრამ უნდა დაგემშვიდობოთ, აქ ვეღარ ვიცხოვრებ, აქ ყველაფერი მის თავს მახსენებს, ყველაფერი რაღაც მოგონებასთან არის დაკავშირებული, ამიტომ გადავწყვიტე ამჯერად ესპანეთში მივდივარ საცხოვრებლად, იქ ჩემ ამერიკელ მეგობარს რომელიც ჩემი ჯგუფელი იყო უნივერსიტეტში, დღეს ვესაუბრე და მთხოვა რომ მისი ტურისტული კომპანიის ფილიალს, რომელიც ეხლა ბარსელონაში იხსნება ვუხელმძღვანელო,ბინა დამხვდება სადაც ვიცხოვრებ, მოკლედ ყველაფერი მოგვარებულია. მოკლედ ამ სიტუაციაში ყველაზე კარგი გამოსავალია წავიდე, ახალი კომპანია, ახალი ცხოვრება დავიწყო, ბევრი ვიფიქრე რატისთან ან ელისასთნ წასვლაზე, მაგრამ მათ თავისი ცხოვრება აქვს, მე ჩემი გზა უნდა ვიპოვო... ამიტომ ზეგ დილით მივფიქრინავ.. არავინ ელოდა ჩემგან ამას, ყველა ფიქრობდა ან ამერიკაში ან ლონდნში წავიდოდი, მაგრამ არა, ამჯერად საკუთარი თავისთვის მე უნდა მიმეხედა, მამაჩემი ყველაზე მეტად მიჭერდა მხარს, დედაჩემი გაგიჟდა არ გაგიშვებო, მაგრამ ზუსტად იცოდა რომ მაინც წავიდოდი, გიგი და ანო მამხნევებდნენ, ხშირად მნახვადნენ, მოკლედ მხოლოდ ერთი საქმე მქონდა მოსაგვარებელი, ამიტომ ჩემი ტელეფონი არ ვიცი სად იყო, მემგონი სადღაც დავკარგე, ამიტომ გიგის ტელეფონი გამოვართვი ერთ ნომერზე დავრეკე, სახლში დავიბარე რომ მალე დავბრუნდებოდი , მანქანა დავძარი და წავედი... უკვე ჩემს სახლთან ვიყავი, სადაც მარტო ვცხოვრობდი, ნაცნობი მანქანა შევამჩნიე, ლიფტი გამოვიძახე და ავედი.. -ბოდიში დამაგვიანდა (მე) -არაუშავს სამზარეულოში შევედით, ვისკის ბოთლი , მაცივრიდან ყინულები გამოვიღე და ორივე ჭიქაში დავასხი. -მე დავიწყებ, რადგან ვთვლი რომ აქ ჩემი წილი პასუხისმგებლობა მაქვს, ძალიან მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ მამაჩემი ნამდვილი ნაძირალა იყო, ამიტომაც ვიყავი მუდამ წასული, ყოველთვის ვცდილობდი მისთვის თავი ამერიდებინა, მაგრამ განგებამ ასე მარგუნა მსოფლიოში ყველაზე საზიზღარი მამა მყოლოდა და ყველა მის ცოდვაზე პასუხი მე მომეკითხა..ეს ყველაფერი გუშინწინ გიგიმ მითხრა, მას მერე გონს ვერ მოვედი, საშინელად მტანჯავს ეს ცხოვრება.. მაგრამ მზად ვარ ყველაფერი გავკეთო რომ შენ იყო ბედნიერი, ამიტომ.... -გეგა, ვიცი რომ შენ არ ხარ დამნაშავე, ყველაფერი კარგად ვიცი, მაგრამ საკუთარი თავი არ მაძლევს უფლებას რომ ყველაფერი დავივიწყო, უნდა წავიდე, ზეგ მივფრინავ, ამიტომაც დაგირეკე, იმას ნამდვილად არ იმსახურებდი რომ აუხსნელად წავსულიყავი, აქ შენს დავიწყებას ვერ შევძლებ, ყველაფერი ... -არასდროს არ გთხოვ რომ დარჩე, რადგან ვიცი რა რთულია იმ ადამიანს გვერდით ცხოვრება რომელის ოჯახმაც შენი წარსული დაამახინჯა... უბრალოდ მუდამ გახსოვდეს მე მუდამ შენ დაგლოდები.. ნებისმიერ დროს შეგიძლია მომძებნო, იცი სადაც ვარ და ისიც კარგად იცი უშენოდ როგორ ვიქნები, მაგრამ მე დაგელოდბი..... (გეგა) ლოყაზე მაკოცა და სახლი დატოვა, ცრემლები თავისით მომდიოდა, ვცდილობდი ბოლო ხმაზე არ მეყვირა, რადგან გეგას ვერ ვიმეტებდი ამდენი ტანჯვისთვის,მას ისედაც ყველაფერი წამში დაემსხვრა.... ცოტა ხანი ვიჯექი ოთახში სადაც ყველაფერი ისეთი ტკივილით იყო გაჟღენთილი, რომ კიდევ რამდენიმე წუთიც და სუნთქვაც კი გამიჭირდებოდა. სწრაფად დავტოვე სახლი და ჩემებთან დავბრუნდი, მისაღებში გიგი რომ დავინახე, გავიქეცი და ჩევეხუტე, კარგა ხანს ვისხედით ესე ჩახუტებულები და როგორ ჩამეძინა ვერ მივხვდი... დილით ავდექი, მოვწესრიგდი და სამზარეულოში ჩავედი, ჩემები უკვე საუზმობდნენ, დედამ დამაძალა რომ მესაუზმა, ვისაუზმეთ, ცოტა ვისაუბრეთ, მერე სახლიდან გამოვედი, სასწრაფოდ ახალი ტელეფონი მჭირდებოდა, რადგან ხვალ უკვე ესპანეთში უნდა ვყოფილიყავი, ბილეთი და კიდევ რაც მჭირდებოდა ყველაფერი ვიყიდე , სახლში ავედი ბარგი ჩავალაგე და ეხლა სამსახურში უნდა წავსულიყავი, რადგან საბუთები და ჩემი მაგიდა გამეთავისუფლებიმა ამიტომ სწრაფად მოვაწესრიგე, ყველას დავემშვიდობე, კიდევ კარგი გეგა არ იყო სამსახურში, უკვე საღამო იყო სახლში რომ დავბრუნდი, ცოტა დავისვენე და აეროპორტში წასავლელად გავემზადე. გიგიც მალე მოვიდა, ოთახში მეჯდა და მეხმარებოდა ჩალაგებაში. უკვე ღამის 2 საათი იყო, როდესაც ყველანი წავედით აეროპორტში, უკვე მიწევდა ჩემებთან დამშვიდობება როგორ ვერ ვიტან დამშვიდობებას, მაგრამ... დედაჩემი ტიროდა, ვერაფრით მშვიდდებოდა, ყველას ჩავეხუტე და წავედი..... ბარსელონაში რომ ჩავედი, მაშინვე დავურეკე ჩემებს რომ კარგად ვიმგზავრე და მერე დავურეკავდი. სახლში ავედი, სასწაული ხედი იშლებოდა ჩემი სახლის აივნიდან, სწრაფად გამოვიცვალე, ჩანთები მისაღებში დავტოვე და სამსახურში წავედი, საღამოს კი ჩემი ამერიკელი მეგობარი ამანდა ჩამოდიოდა, მანამდე მინდოდა ყველაფერი მენახა, ამიტომ იქაურობა დავათვალიერე, რაღაცეებში გავერკვიე და სახლში დავბრუნდი, ცოტა ხნით აივანზე ვიდექი და ამ სილამაზით ვთკბებოდი, უკვე 8 საათი იყო ამანდამ გამომიარა, ბევრი ვისაუბრეთ, ხვალ უკვე ფილიალის გახსნა იყო, ამიტომ მზადებაში ჩავერთვეთ. სახლში საკმაოდ გვიან დავბრუნდი და მაშინვე დამეძინა, მეორე დღეს ჩვენი ფილიალიც გავხსენით და დაიწყო საკმაოდ აქტიური, საინტერესო და დამღლელი პერიოდი, მაგრამ ყველაზე მეტად ეს მიყვარს, როდესაც საქმეს აკეთებ და შენი შრომა ფასდება, ძალიან კარგად მიდიოდა ჩვენი ფილიალის საქმეები, საკმაოდ კარგი ჯგუფი მყავდა და ყველაფერი იდეალურად იყო, ხშირად მიწევდა მოგზაურობა, რადგან ახალი ტურების გასაკეთებლად აუცილებელი იყო ადგილზე მენახა ყველაფერი და შემდგომ შემეთავაზებინა მომხმარებლისთვის. ამ პერიოდში ესპანურიც საკმაოდ კარგად ვისწვალე და უკვე თავისუფლად ვკონტაქტობდი ყველასთან, ხშირად ვესაუბრებოდი ჩემებს, დაახლოებით წელიწადნახევარი გავიდა რაც ესპანეთში ვცხოვრობდი, ჩემები შემპირდნენ, რომ ამ ზაფხულს აიცილებლად მნახავდნენ და მოუთმენლად ველოდი მათ ჩამოსვლას. 2 კვირაში კი ელისა და რატი მესტუმრებოდნენ ჩემთან, ისე ველოდებოდი მათ ჩამოსვლას, ყველაფერი საქმე რაც იყო მაქსიმალურად წინასწარ გავაკეთე რომ მათთვის ბევრი დრო მქონოდა, აი ისინიც ჩამოვიდნენ, ყველაფერი ისეთი კარგი იყო, მოვატარე მთელი ესპანეთი, ბვერი ვიმხიარულეთ, სამწუხარო იყო რომ მხოლოდ 5 დღით იყვნენ, მაგრამ ეს დრო მაქსიმალურად კარგად გავატარეთ, და აი ისინიც წავიდნენ და მეც დავიწყე სამსახურში აქტიურად მუშაობა. ერთ დღესაც ამანდამ დამირეკა, ხშირად ვკონტაქტობდით, მაგრამ უკვე გვინი იყო დაძინებას ვაპირებდი -ლილე, რაღაც იდეა მაქვს და მხოლოდ შენ შეგიძლია დამეხმარო, გადავწყვიტე საქართველოს ტურიც გავაკეთო და ამას შენს გარდა ვერავინ გააკეთებს, აქ ამერიკაში ძალიან ბევრი კითხულობს საქართველოს და მგონი დროა საქართველოში წახვიდე და ეს ყველაფერი გააკეთო -კარგი ამანდა ხვალვე მოვაგავარებ წასვლის ამბებს და არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება. აივანზე გამოვედი, არ ველოდი ესე მალე თუ მომიწევდა თბილისში დაბრუნება, მაგრამ ეს ჩემი სამსახური იყო, გეგაზე ფიქრებმა , ლუკაზე დარდმა ყველაფერმა ერთად იფეთქა რაც წელიწადნახევრი არ მიფიქრია ეხლა ყველა ერთად ამოტივტივდა გონებაში, მაგრამ ეს უნდა გემეკეთებინა, მთელი ღამე აივანზე ვიჯექი და ვფიქრობდი, ბვერი ვიფიქრე მაგრამ მაინც უნდა წვსულიყავი.... მეორე დღეს სამსხურში წავედი, ყველაფერი მოვაწსრიგე, ბილეთი ვიყიდე, ყველაფერი ფინანსურ დირექტორს ჩავაბარე და სახლში წავედი, პატარა ჩანთა ჩავალაგე და აეროპრტში წასასვლელად მოვემზადე, არავინ იცოდა რომ ჩავდიოდი, თბილისში რომ ჩამოვფრინდი უკვე დილის 7 საათი იყო, ტაქსი გავაჩერე და ჩემებთან მივედი, კარებთნ ვიდექი და არ მჯეროდა რომ აქ ვიყავი, რომ დედას და მამას ვნახავდი, კარებზე ზარი დავრეკე, დაცვამ კარები გამიღო, მივესალმე ყველას და დედას და მამას ოთახისკენ წავედი, საუბრის ხმა მესმოდა, უკვე ეღვიძათ, ამიტომ კარებზე დავაკაკუნე და -შეიძლება? ვაიმეე ლილე, აქ როგორ გაჩნდი, დედაჩემი მოვიდა, მამაც მოყვა და ორივე მეხუტებოდა, ბევრი ვისაუბრეთ, გავაფრთხილე რომ არავისთვის ეთქვათ ეს ამბავი, იმიტომ რომ მინდოდა სიურპრიზი ყოფილიყო, დიდი ხნით რომ არ ვიყავი ,ამიტომ მამას ვთხოვე დახმარება , მთლიანი საქართველოს ტური უნდა გაგვეკეთებინა, ამიტომ ყველა საკურორტო ზონა უნდა მენახა, მამას კიდევ ბევრი ნაცნობი ყავდა და უფრო სწრაფად გავაკეთებდი საქმეს, იმ დღესვე თბილისის სასტუმროებიდან ამოვარჩიე ყველაზე კარგი, ხელშეკრულების პირობები გავაცანი და შევუთანხმდი. შუადღის შემდეგ ჩემების ნახვა გადავწყვიტე, ანუკი და ნიკა ვნახე, მერე ანოს ოჯახი, მერე თვითონ ანო და გიგა, მერე გიგი ვინახულე, გაგიჟდა რომ დამინახა, მერე ერთად ავედით ლუკას საფლავზე და ერთად წამოვედით სახლში, დედა უკვე სახლში იყო, ამიტომ გემრიელ ვახშამს გვიმზადებდა, მანამდე მე და გიგი ვისაუბრებდით, გიგიმ მომიყვა ყველაფერი, ხშირად ვესაუბრებოდი ტელეფონზე, მაგრამ გეგაზე არაფერი უთქვამს, ეხლა კი მითხრა რომ გეგა 6 თვე მონასტერში იყო, მერე კი მუშაობს, არავინ ყავსო, არ დაოჯახებულაო, მოკლედ მოკლე ინფორმაცია გეგას შესახებ გავიგე, მაგრამ ამაზე ფიქრი არ მინდოდა, ცოტა ხანში ვივახშმეთ და გვიანობამდე ვუყვებოდი ჩემს ცხოვრებაზე, სამსახურზე და განაბულები მისმენდნენ, მეორე დღეს კი მე და მამა ერთად მივდიოდით საკურორტო ზონებში, ამიტომ დილით ადრე ავდექით და წავედით, დაახლოებით 1 კვირა ვიყავით წასულები, გუდაური, ბაკურიანი, ბორჯომი, სვანეთი, ყაზბეგი, ბათუმი, გონიო, საირმე, ბახმარო და ჩვენი ტურისტული მოგზაურობაც დასრულდა, ყველასთან ხელშეკრულება დავდე და უკვე თბილისში დავბრუნდით, სახლში მოვედით, ყველა გველდებოდა, ჩვენები მთელი სამეგობრო იყვნენ შეკრებილები, ვივახშმეთ, მამამ ცოტა შემაქო და როდესაც საუბრობდა თან როგორი სიამაყით , ყველაზე მეტად მიხაროდა რომ ის ჩემით ამაყობდა, ბევრი ვიხალისეთ, ბევრი რამ გავიხსენეთ და მოვემზადე ისევ ბარსელონაში წასასვლელად, თითქმის ყველამ გამაცილა, ამჯერად უკვე მათ ველოდებოდი ბარსლონაში... უკვე დილა იყო რომ ჩამოვედი, სამსახურში წავედი,ყველაფერი გადავამოწმე, ინფორმაცია საქართველოს შესახებ გადავეცი ჯგუფს და 1 კვირაში ტური უკვე დაგეგმილი უნდა ყოფილიყო. ესე გადიოდა დრო, ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა, ჩემი სამსახური მიყვარდა, ყველაფერს ვაკეთებდი რომ ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტულ კომპანიად ქცეულიყო, ამისთვის თავს არ ვზოგავდით.. აი ზაფხულიც მოვიდა, ჩემები მესტუმრნენ, ყველაფერი დავათვლიერებინე,ჩემი სამსახურიც ვანახე, ჩემი თანამშრომლები გავაცანი ჩემს ოჯახს, დაახლოებით 2 კვირა იყვნენ, მაგრამ არც ისეთი ბევრი აღმოჩნდა , მათი მონატრების გასაქარწ....ბლად. გავაცილე ჩემები და მე ისევ დავუბრუნდი ყოველდრიურობას. ამ პერიოდში 2ჯერ მომიწია ნიუ-ორკში ჩასვლა , ამიტომ ელისასაც ვნახულობდი. ესე გავიდა დაახლოებით 5 წელი, ყოველ წელს მსტუმრობდნენ ისინი, გიგი და სანდროც იყვნენ ჩამოსულები, გიგა და ანოც, ასე გადიოდა თვეებიი, და ჩემი კომპანიაც ძალიან მნიშვნელოვან შეკვეთებს იღებდა, ამ 5 წლის განმავლობაში მთელი მსოფლიო მოვიარე, მაგრამ მაინც მაკლდა რაღაც ყოველთვის სრული ბედნიერებისთვის, ამიტომ გადავწყვიტე შვებულება ამეღო და 2 კვირით გავუჩინარებულიყავი, ამიტომ წავედი იტალიის ერთ-ერთ კუნძულზე, სადაც არ არის ხმაური და არ არის ახალგზარდული გართობა, არ ვარ მოყვარული გიჟური გართობის ამიტომ სიწყანრე და სიმშვიდე ყველაზე მეტად მჭირდებოდა და წავედი , ბოლო პერიოდი ხშირად მახსენდებოდა გეგა, ლუკა, ყველაფერი რაც მოხდა და რამაც მაიძულა ჩემი ცხოვრება უკვე მეორედ ნულიდან დამეწყო... მაქსიმალურად ვცდილობდი თითოეული დღე განსაკუთრებულად გამეტარებინა, პლიაჟზე სიარული მიყვარს საღამოობით, თითქოს ყველა პრობლემა გავიწყდება, ზღვა ყველაზე მაგარი მოსაუბრეა, ხშირად ვიჯექი ზღვის პირას და ხმამაღლა ვესაუბრებოდი ყველაფერზე, მტკიოდა, მიჭირდა, მაგრამ ის მუდამ მისმენდა.. ხანდხან ისე მინდოდა ვინმე მოსულიყო და ჩამხუტებოდა და ეთქვა რომ...ვფიქრობდი რა იქნებოდა მომავალში, გეგაზე ვფიქრობიდი, საკუთარ თავს მივეცი უფლება რომ საკუთარ სინდისთან მეღიარებინა გეგას უდიდესი როლი ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მე მაშინ ამას ვერ ვიფიქრებდი, ვერც კი დავუშვბდი რომ გეგაზე მონატრების რაიმე ნაპერწკალს ვიგრძნობდი, მაგრამ ის იმდენად მენატრებოდა, იმდენად მაკლდა, ვიცოდი რომ მის გარდა ვერავის ვერასდროს ვენდობოდი, ეს 5 წელი ყოველღამე მასზე ფიქრით ვიძინებდი,რამდენჯერ ვცადე დამერეკა მასთან, მაგრამ მე რა უნდა მეთქვა მისთვის როდესაც ესე ავდექი და წამოვედი, მივატოვე როცა ის არაფერშუაში იყო, მე ხომ მასთან მინდოდა და არ მაინტერესებდა რა იყო წარსულში, მაგრამ არა წარსულმა მაინც დიდი გავლენა მოახდინა ჩვენზე, ხშირად იმდენად ბევრს ვფიქრობდი მასზე, მეგონა შევეხებოდი და მის თვალებში დავიკარგებოდი, ბევრჯერ სცადა სანდრომ მასზე საუბარი, მაგრამ .... დღეს კი ისე ვარ თითქოს არავინ გამაჩნია,ყველას საკუთარი ოჯახი ყავს, ჩემი ელისაც , სანდროც, რატიც ყველანი ბედნიერები არიან თავიანთ მეორენახევრებთან, მე კიდევ მიჭირს ყველას შეწუხება, რაცარუნდა იყოს ყველას თავისი ცხოვრება აქვს და მუდმივად შენი დახმარებისთვის ვერ იარსებენ, არ ვიცი შეიძლება ვცდები, მაგრამ ამჯერად ისე მარტო ვარ როგორც არასდროს.. ლუკა მხოლოდ ერთხელ მესიზმრა რაღაცაზე ვეკამათებოდი, ხმას არ მცემდა ლოყაზე მაკოცა და წავიდა.. არ ვიცი ფიქრები სულ ამერია, თითქოს დავიკარგე სადღაც უსასრულობაში და არ ვიცი ოდესმე გავაღწევ თუ არა ამ გვირაბის ბოლომდე. ერთხელაც როდესაც პლიაჟზე ვსეირნობდი ჩემს წინ მომავალი სილუეტი შევნიშნე, როდესაც უფრო მივუახლობდი, გავშეშდი, თვალები გამიფართოვდა , არ ველოდი თუ ოდესმე მას ვნახავდი, მიყურებდა და მის თვალებში ჩანდა შიში, შიში ალბათ რომ ისევ წავიდოდი, არ ვიცი ცხოვრების შიში, რომ ისევ გაგვთელავდა და ყველაფერი ძლივს დალაგებული ისევ აირეოდა. გაუნძრევლად ვიდექით, ორივეს თითქოს კადრებად წარმოდგვიდგა ყველა განვლილი წამი უერთმანეთოდ და .... ყველა სიტყვა რომლის თქმაც შეიძლებოდა, თითქოს გაქრა, გაუჩინარდა და... არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ან ეხლა ან არასდროს ! ყველა მის გარეშე გატარებული წამი მტანჯავდა და ამიტომ სამუდამოდ გავთიშე გონება და რაც კი ძალა მქონდა გავრბოდი, გავრბოდი მაგრამ თითქოს ჩვენს შორის მანძილი არ მთავრდებოდა მაგრამ როდესაც დავინახე როგორი ბედნიერი მიყურებდა მივხვდი რომ ყოველთვის არსებობს გარდამავლი წამი როდესაც წარსული წარსულში რჩება და შენი ბედნიერების დროც დადგა...ისე მაგრად ჩავეხუტე, ისე რომ მისი სურნელი მაქსიმალურად ბოლომდე შემეგრძნო და სამუდმოდ დავკარგულიყავი მასთან ერთად... დიდიხანს ვიდექით ესე ბედნიერები და ჩვენ ჩვენი ცოდვებისთვის უკვე დავისაჯეთ და უფალმა მოგვცა უფლება რომ სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერები ვყოფილიყავით.... ორივენი საქართველოში დავბრუდით საცხოვრებლად, მე კომპანიის ფილიალი გავხსენი თბილისში, ჩემი ოჯახი ახლოს მყავს, გვერდით მყავს ყველა ის ადამიანი რომელიც ყველაფერზე და ყველაზე მეტად მიყვარს, ამიტომ ვფიქრობ რომ ღირდა ამ წამებისთვის მოთმინება და ბრძოლა. რატი ლონდონში დარჩა სახოვრებლად თავის მეუღლესთან ერთად, ელისა ამერიკაში, ჩვენ კი ყველანი თბილისში... ყოველდღე როდესაც ვიღვიძებ და ჩემს ლამაზ ოჯახს ვუყურებ, როგორ უდარდელად სძინავს ჩვენს შორის პატარა თოჯინას და როგორი ბედნიერები ვართ , რომ გვქვია მშობლები და როგორი რთული ასატანია უყურებდე მას და რაიმე სტკიოდეს, ეხლა კარგად მესმის ჩემი ოჯახის რამდენი რამის გადატანა უწევდათ ჩემს გამო, როგორც მე მტკიოდა მათ მეტად სტკიოდათ... ბედნიერებისთვის ბრძოლა და თანვგანწირვაც კი ნამვილი სრულყოფილებაა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.