ბიჭი სახელად 66-33-XX (3)
3 ცხოვრება მართლაც მოულოდნელობებითაა სავსე, დიდი ხნის განმავლობაში ვაჯერებდი ჩემს თავს, ბედისწერის არ არსებობაში და გავიძახოდი -ყველა ადამიანი თვითონ ქმნის თავის ბედსთქო. რამდენიმე წელიწადში ტვინი გადამიბრუნდა და გადავწყვიტე, რომ ბედისწერა არსებობდა და თან, როგორ არსებობდა. ჩემი უარყოფითი ფრაზა შეიცვალა -სადაც არის ბედი შენი, ის მიგიყვანს ფეხი შენითქო, კარგა ხნის განმავლობაში ეგ ფრაზა მქონდა ამოჩემებული. მაგრამ მივხვდი, რომ ბედისწერის არ არსებობა შეუძლებელია, ისევე როგორც არსებობა, მეც მივედი კონსესუსამდე და დღეს უკვე ვფიქრობ, რომ ბედისწერა მართლა არსებობს, მაგრამ ამასთან, ყველა ადამიანს თავისი ლომის წილი შეაქვს თავის ბედისწერაში. არ უნდა დავსხდეთ და არ უნდა დაველოდოთ, როდის დაგვეტაკება ბედი და როდის წაგვიყვანს ჩვენთვის წილადნახვედრ ადგლიზე , ან ადამიანთან. თუ არ გჯერათ, აბა დასხედით და დაელოდეთ, როდის მოგიკაკუნებთ ბედისწერა კარზე.... მაგრამ მის არ არსებობაშიც ნუ შევიტანთ ეჭვს. რამდენჯერ მიცდია ვიღაც ადამიანებისთვის თავის არიდება, წლების განმავლობაში გავურბოდი , მაგრამ ჰოპ.... გადის წლები... და უცებ სრულიან უცერემონიოდ, ბედისწერა მართლაც რომ გეტაკება არსაიდან და გახვედრებს ქუჩაში შემთხვევით იმ ადამიანს, რომელსაც თავს წლების განმავლობაში ემალები, თუ გაურბი, თუ როგორცააა... ნუ, არც იმის მტკიცებას არ დავიწყებ, რომ ბედისწერა აუცილებლად კარგია... ეგ მხოლოდ წიგნებში და ფილმებშია მუდამ ყურადღება გამახვილებული დადებით და რომანტიულ ბედისწერაზე... რეალობაში კი??? -ლამაზი გოგო და 90-ს გადაცილებული მსუქანი კაცი... ან პირიქით, სიმპატიური ღარიბი ბიჭი და შეუხედავი, მოხუცი, მაგრამ მდიდარი ქალი ერთად... ვითომ ბედისწერაა??? არა ეს ბედისწერა კი არა, რეალობაა.. რომლისთვისაც არც ლამაზი გოგო იშურებს ძალას და არც ღარიბი, მაგრამ სიმპატიური ბიჭი, ბოლოს აღწევენ იმას რისთვისაც იბრძოდნენ, შედეგად კი იღებენ ბევრ ფულს და წუმპის სიღრმემდე დაყვანილ თავმოყვარეობას და გრძნობებს. ელასთან დიდხანს აღარ გავჩერებულვარ, უამრავი სამუშაო მქონდა ორშაბათისთვის და ადრე წამოსვლა ვარჩიე. დავემშვიდობე ჩემს ლუიკოებს და ფეხით გავუყევი შინისკენ მიმავალ გზას. შიგადაშიგ ტელეფონს დავხედავდი ხოლმე. -ჯანდაბა, ისევ მქონდა იმედი, რომ რაღაც ისეთს დავინახავდი, რაც ისევ გაზრდიდა ჩემს პულსაციას , მოლოდინის რეჟიმში ვიყავი გადასული, მაგრამ სამწუხაროდ არ მოდიოდა ჩემთან ასე სანატრელი მოულოდნელობა და ჟრუანტელი... გზად ხალხს ვაკვირდებოდი და ყველა ბიჭში ვცდილობდი „ის“ ამომეცნო... სახლამდე საკმაო მანძილი ისე განვლე , რომ ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, არც ერთი შემხვედრი არ იყო ჩემი ბიჭი სახელად 66-33-XX. სახლს მივიახლოვდი უკვე , როცა ჩემს ჭიშკართან კურიერი შევნიშნე, რომელიც ვიღაცას ესაუბრებოდა ტელეფონზე. სწრაფად მივუახლოვდი და დაველოდე, როდის დაასრულებდა საუბარს. -გამარჯობა. დამასწრო მან. -ამ უბანში ხომ არ ცხოვრობთ? -დიახ, ესაა ჩემი სახლი. მივუთითე ჩემი სახლისკენ და ისევ მისკენ შემოვბრუნდი. -დუდა ახვლედიანი ამ სახლში ცხოვრობს? მკითხა მან და ინტერესით სავსე მზერა მომაპყრო. -დიახ, ჩემი ძმაა რა ხდება? -შეკვეთა მოვუტანე. -გასაგებია, ვთქვი მე და ლამზად შეფუთული ყუთი ინტერესით შევათვალიერე ხელში. - ფული არაა გადასახდელი? -არა, გადახდილია უკვე. თუ შეიძლება, აქ მომიწერეთ ხელი. გამომიწოდა რაღაც საბუთები და მეც დაუფიქრებლად მოვაწეერე მასზე ხელი. ბოროტი ღიმილით გაცისკროვნებული დავემშვიდობე კურიერს და სახლში შევვარდი. -დეეეეეეეეეე.............. დედიიიი................... დედიკოოოოოოოოოოოოოო............ ვღრიალებდი ბოლო ხმაზე. -რა გაკივლებს გოგო, ნორმალური ხარ? გამოვარდა ჩემი 15 წლის ძმა და პირველ სართულზე დაეშვა. დუდა ჩემზე 7 წლით პატარაა და ასაკისთვის შეუფერებლად დიდი სიმაღლე, მხარბეჭი და თავი აქვს. ეს ხუმრობით, მას შემდეგ , რაც გაიზარდა, მისი გამწარების საუკეთესო საშუალებად მის თავზე ღადაობა დამრჩა და მეც არ ვუშვებდი არც ერთ შანსს, რომ რამე არ მემაიმუნა. დუდა კალათბურთელია და შესაბამისად არაა გასაკვირი, რომ ჩვენ საშუალო სიმაღლის ოჯახისწევრებს შორის ყველაზე მაღალია. ასაკის მიუხედავად, ზედმეტად სერიოზული, გულჩათხრობილი და მოდი მოკლედ ვიტყვი, ზედმეტად „დიდია“, ამაში ჩემი მშობლები მე მადანაშაულებენ, რადგანაც ჩემი ძმა ფაქტიურად ჩემი გაზრდილია, ბავშვობიდანვე ვუნერგავდი, რა ცუდია , როცა ბიჭი ცანცარაა, როცა ბევრს ლაპარაკობს და არაფერს არ აკეთებს. როცა მშობლების კისერზე ცხოვრობს. შედეგი გამოიღო ჩემმა სიტყვებმა, ბიჭი მომესწროვო, რომ იტყვიან... მეც მომესწრო და შედეგად მივიღე 15 წლის ბიჭი, 30 წლის კაცის აზროვნებით. დედა მეხუმრება ხოლმე, პირიქით ხართ, შენ 23-ის ხარ და 12 წლის ბავშვის ტვინი გაქვსო, შენი ძმა 15-ისაა და მოხუცი კაცივით აზროვნებსო... მერე ნირწამხდარი ახედავს ხოლმე ზეცას და ღმერთს საყვედურობს-ღმერთო, ერთი ნორმალური შვილი მაინც რომ მოგეცა რა იქნებოდაო.. ჩემი ერთგვარი ჰობია ჩემი ძმის წყობიდან გამოყვანა, ვგიჟდები როცა ვხედავ, როგორ ღრიალებს და როგორ წითლდება სიმწრისგან ბუნებით მშვიდი და გაწონასწორებული დუდა. -ეს რა არის?? ვკითხე ისევ ბოროტი ღიმილით და ლამაზად შეფუთული ყუთი ისევ ხელში შევათამაშე. -ლილე, მომეცი ახლავე. მითხრა მშვიდად, მაგრამ შევატყვე, როგორ დაიძაბა. -ოჰ.. რას მელაპარაკები, ჯერ მითხარი რა არის და მერე გადავწყვეტ, დაგიბრუნო თუ არა. -ლილეე.... ხმაში ბრაზი გაერია... მომეცი დროზეთქო, რატომ არასდროს არ გესმის , რასაც გელაპარაკები?! -ნუ მეტლიკინები ერთი ძმობას გაფიცებ რაა და მითხარი რა არის ეს და ვისთვის.. -ლილეეე... უკვე დაიღრიალა და დუდამ და ჩემსკენ წამოვიდა. -რა ხდება, რა ამბავია აქ?? სამზარეულოდან გამოვიდა ჩვენი ჩხუბით შებეზრებული დედა.. -დედიიი... ნახე ვაჟბატონს კურიერმა რაღაც მოუტანა და მაიძულებს , რომ გავხსნა, რადგან თვითონ არ მეუბნება რა არის. ავიტუზე დედის ზურგს უკან და ჩემს ძმას ნისნისმოგებით ვუყურებდი. -დედა, უთხარი მაგ ქაჯს დამიბრუნოს დროზე, თორე ძვლებში რომ დავლეწავ, მერე ვნახავთ , როგორ გახსნის. ღრიალებდა ჩემი ძმა და როგორც კი მკლავში წამწვდა, უცოდველი ბავშვივით შევხედე და საჩუქარი დავუბრუნე. -აჰაა... რა იყო კი არ შეგიჭამ.. ვუთხარი და გავიბუსხე, გულში კი უკვე ვზეიმობდი, თავის მოსაწ....ბა, ჩემს ძმასთან გამარჯვების საუკეთესო ხერხია და ვერადავერ ისწავლა, რომ არასდროს სერიოზულად არ მწყინს მისგან არაფერი. -კაი ჰოო, რა დაგემართა. ნინოს ვეჩხუბე და უნდა შევურიგდე და სამაჯური შევუკვეთე. ბურდღუნებდა ჩემი ძმა თავჩაქინდრული, მაგრამ როგორც კი ჩემს გადაბჟირებულ სახეს მოკრა თვალი, საჩუქარი დედას მიაჩეჩა ხელში, ზურგზე მომიგდო და გარეთ გამათრია... -რა იდიოტები ხართ, რა მეშველება.. დუდა, ძალიან არ აწვალო. ესღა თქვა დედამ და სამზარეულოში შებრუნდა საჩუქრითურთ. -დამსვი... ცხოველო, ნადიროო... თავს გაგიტეხავ იცოდე... გაგეხუმრე რა გჭირს... ვკიოდი მე , მაგრამ დუდას აზრადაც არ ჰქონდა ჩემი დასმა... -გეხვეწები რა დამსვი რაა.. -მაშინ რა გაცინებდა მითხარი... ჩაიბურდღუნა ისევ დუდამ. -რას ქვია რა მაცინებდა. მეღადავები?? აბა რა საჩუქრები აგიტყდა... გადავბჟირდი ისევ მე.. -რაო , გავიზარდეთ უკვე და შეყვერებული გვყავსო?? ბიჭი მომესწრო ბიიჭიიი... სიცილისგან ცრემლები მცვიოდა უკვე... -აუუ ლილეეე... მართლა ძალიან ვიკავებ ხოლმე თავს, რომ ძვლებში არ დაგამტვრიო... აუტანელო. ქაჯო, თხა ხარ!!! კბილებში გამოსცრა ჩემმა ძმამ და ჩემი სიცილის ტემბრმაც უფრო იმატა, სანამ საჯდომის მწვავე ტკივილი არ ვიგრძენი , გარშემო მიმოვიხედე და ქუჩაში ვიყავი გაშხლართული, და ფეხზე ვერ ვდგებოდი, ისე მტკიოდა უკ....ი. -ვიროო.. ეგრე უნდა დაახეთქო შენი ერთადერთი და ხო?? საქონელო. მივაძახე მე და სანამ ფეხზე წამოვდექი დუდა ჭიშკარს მიღმა გაუჩინარდა. გავიგე, როგორ ჩაკეტა კარი. -დუდაა... გამიღე გეხვეწები, გეფიცები მეტჯერ აღარ გაგამწარებ, ნუ ძალიან აღარ გაგამწარებ. ოღონდ ეხლა გამიღე კარი. -ბრძანდებოდე ეხლა მანდ, იმედია სუფთა ჰაერი გამოგაფხიზლებს ცოტას, ჩაიქირქილა მან და ხმა აღარ გაუცია.. -წადი შენი.. ვირო, ვირო , საქონელო. სადაც დაგიჭერ იქ მოგკლავ. ვიმუქრებოდი მე, მაგრამ ჩემი ძმის ხმა აღარ მესმოდა. -სახლში შევიდა ალბათ. გავიფიქრე მე და ჯიბეები შევამოწმე . ქურთუკის ჯიბეში დამრჩენოდა. გარშემო მიმოვიხედე, ჩემი საახლის წინ ტრადიციულად, ბაბულიკური, ტონი მონტანური, ძველ ბიჭური, კაი ბიჭური, ქურდული, ლოთური და კიდევ ღმერთმა იცის როგორი ბიჭები დილის კრებას ატარებდნენ და დარწმუნებული ვარ, ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებზე კამათობდნენ. ჭეშმარიტება ხომ კამათში იბადება.. -ფუ ამის.. დუდა სადაც გნახავ იქ მოგკლავ.. ჩავილაპარაკე მე და სირცხვილის მიუხედავად ხმამაღლა ყვირის მოვყევი..---დუდაა, გამიღე კარი დროზე. დუდაა.... მეტს აღარ გაგიმეორებ, გამიღე კარი... დეეეე... შენ მაინც გამიღე კარი რაა... დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ვჩხაოდი, ბოლოს როცა სირცხვილმა და ყელის ტკივილმა ერთდროულად შემახსენეს თავი , გავჩუმდი და შესაძლო ვარიანტები განვიხილე თავში. -ლილეე, გამარჯობა, დახმარება ხომ არ გინდა? მომიახლოვდა ბაკური, რომელსაც ჩემი ბავშვობის ტკბილი მოგონებები უკავშირდებოდა. ფაქტიურად ერთად ვიზრდებოდით, ერთად დავდიოდით მუხლებგადატყავებულები, რამდენჯერ უჩხუბია ჩემ გამო , გაცილებით დიდ ბიჭებთან და მეც მას დიდ ძმად აღვიქვამდი. იქამდე გრდძლდებოდა ჩვენი ტკბილი ურთიერთობა, სანამ ბაკური, სვეცკ ბაკო-დ არ გადაიქცა, შავი რეიბანი არ მოირგო , წვიმის, თოვლის, დღის და ღამის მიუხედავად და სანამ ბაბულიკური „სასტავის“ გურუდ არ იქცა. მაინც განვაგრძობდი მასთან ურთიერთობას, კი ვეღადავებოდი ახლანდელ იმიჯზე და ისიც მოთმინებით მიტანდა, მაგრამ მაინც ვურთიერთობდით. იმ დღემდე სანამ ჩემთან არ მოვიდა და „ჩემიდედასვფიცავარ“, „შენიდედასვფიცავარ“ „ჩვენი დედას ვფიცავარ“-ის ძახილით სიყვარულში არ გამომიტყდა.. -ბაკუურ. ეხლა აქედან დამეკარგე, თორე „ჩემიდედასვფიცავარ“ თავზე გადაგალეწავ მაგ სათვალეს და ბაბულიკურ თავმოყვარეობას. შევუღრინე მე და მას შემდეგ ამ თემაზე სიტყვა აღარ დასცდენია, კი არადა საერთოდ, ჩემთან გამარჯობასღა ამბობდა, თუმცა საკმარისი იყო მათ 20 კაციან „ბირჟასთან“ ჩამევლო, „გუნდის“ ყველა წევრი ფეხზე ადგომით და თავის დაკვრით მესალმებოდა. -ვაი თქვენს პატრონს. ჩავილაპარაკებდი ხოლმე და ისე განვაგრძობდი გზას. ახლაც ჩემი დახმარება განიზრახა ჩემმა ძველმა მეგობარმა, მაგრამ მე ნერვებზე მოშლილს, უარესად არ მქონდა მისი მოსმენის თავი .. -ოჰ , ბაკურს გაუმარჯოს.. რა თქმა უნდა, ბაკური განსაკუთრებულად ხმამაღლა და ხაზგასმით ვთქვი, რომ გარშემომყოფფებს გაეგონათ. ჩაეცინათ კიდეც, მაგრამ ბაკურის გაბრაზებული სახის დანახვა და მათი გაჩუმება ერთი იყო. -გოგო, ხო გითხარი ხალხში ბაკურს ნუ მეძახითქო. -უი, მაპატიე ბაკურ, მაგრამ შენ მაინც ბაკურად დარჩები ჩემს მეხსიერებაში. ეხლა კი მაცადე რა შენი ჭირიმე, ნერვები დაწყვეტაზე მაქვს.. ვუთხარი მშვიდად და ისევ ჭიშკარს ავხედე. -ჰოდა, მაგას გეუბნები, დაგეხმარებითქო.. -ვაააააააააახ..................... ვთქვი საკმაოდ ხმამაღლა და ავისმომასწავლებლად შევუბღვირე. -კაი, კაი ხოოო... მივდივარ!! ამოიკნავლა საწყლად და თავისი გვარდიისკენ გაეშურა. -არა, ვინც შენ კაი ბიჭს გეძახის, ან ეშინია შენი........ ეეჰ... საით მიექანები უბედურო საქართველო.......... ჩავილაპარაკე და სწრაფი ნაბიჯით დავიძარი ჭიშკრისკენ. ყოველთვის თხას მეძახდნენ ჩემები, სულ სადღაც დავბობღავდი, ხან ხეეებზე , ხან ღობეებზე, მაგიტომაც მქონდა მუხლები ერთიანად გადატყავებული. არც ახლა გამჭირვებია ჭიშკარზე გადაძრომა, მაგრამ, ბაშვობაში მოტეხილი ფეხის მერე დახტომაზე ვორჭოფობდი, ჭიშკარი საკმაოდ მაღალი იყო, კი ავძვერი, მაგრამ იქიდან ვეღარ ჩამოვცოცდებოდი, უნდა ჩამოვმხტარიყავი, უკანასკნელი ძალაც მოვიკრიბე და ჩამოვხტი კიდეც. დახტომა და ჩემი განწირული ბღავილი ერთი იყო.. თაბაშირის დადება დამჭირდა, საბედნიეროდ, მოტეხილობა სერიოზული არ იყო და ექიმმა ორ კვირაში მოგხსნით თაბაშირსო. მანამდე კი ორი ყავარჯენი მომაწოდა და სახლში მშვიდობით დაბრუნება მისურვა... რა თქმა უნდა მე ეს ჩემს ძმაზე შურის საძიებლად გამოვიყენე. სახლში სულ ხელში აყვანილს მატარებდა, მაგრამ მოვიდა სამსახუში წასვლის დღეც და მანდ შემიქანდა გული. როგორ უნდა ვიაროთქო. საბედნიეროდ, ჩემ ახალ მეგობრებს , ჩემს ყავარჯნებს, რომლებსაც ხვიჩა და გოჩა შევარქვი, მალე დავუძმაკაცდი და აღარც გადაადგილება მიჭირდა, კურდღელივით ვსკუპაობდი და მეც გულიანად ვიცინოდი, როცა გარშემომყოფები მეღადავებოდნენ. ამ ხუმრობა-ხუმრობაში ერთი კვირაც გავიდა... 66-33-XX-ზე მხოლოდ ღამით, ძილისწინღა ვფიქრობდი და ისიც დამშვიდებული პულსაციით.. -მალე ალბათ ესაც გადამივლისთქო.. ვფიქრობდი ჩემთვის. -სად ხააარ???? ჩამკივლა ყურში ელამ... -რა გაკივლებს გოგო, ნორმალური ხარ?? ახლა ყური გამიხადე საოპერაციო.. წავიჯუჯღუნე მე. -ლუიკოა მყავს ცუდად, ექიმთან მიმყავს და გამომყევი რა.. ტირილნარევი ხმით ამოიკნავლა ელამ. -დამშვიდდი ერთ წამს, რა დაემართა მითხარი. ვცადე მისი დამშვიდება. -გოგო მუცელი სტკივა და სულ ტირის. -კაი და რა არის მაგაში სანერვიულო, მივიყვანთ ექიმთან და გამოსწორდება ყველაფერი. 20 წუთში თქვენთან ვარ გაემზადეთ. სამსახურიდან რამენიმე საათით ადრე გავეთავისუფლე და როგორ სწრაფათაც შემეძლო, ისე სწრაფად გავედი გარეთ, რომ ტაქსი გამეჩერებინა, 20 წუთში მართლაც ლუიკოებთან ვიყავი და თვალებდაწითლებული ელას დანახვაზე თვალები დავაბრიალე.-დაწყნარდი გოგო, რა გატირებს უიმეე... ჩქარა წამო, ტაქსი გველოდება. და ელა, მოდი რა „კალიასკაც“ წავიღოთ, კარგი ამინდია და ექიმისგან რომ გამოვალთ ლუიკო გავასეირნოთ ცოტა, ამასაც მოუხდება სუფთა ჰაერი და მეც, თორემ ამ ფეხის გადამკიდე ერთი კვირაა გარეთ არ გავსულვარ. საახლი-სამსახური, სახლი- სამსაახური სულ.. ავბუზღუნდი მე. -უი, კარგი აზრია, თქვა ელამ და ტაქსში ჩამჯდარი უკანვე გადავიდა, ლუიკო მე დამიტოვა და თვითონ კალიასის მოსანად წავიდა. საბედნიეროდ ლუის არაფერი სერიოზული არ სჭირდა, წამალი დაალევინა ექიმმა და მალევე მოვიდა ხასიათზე. მანაც მოგვიწონა ბავშვის გასეირნების აზრი და ჩვენც ფეხით გავუყევით საკმაოდ მოკლე გზას უახლოეს პარკამდე. -ვაიმეე... ლილე, რაღაც საბუთების შევსება მთხოვა ექიმმაა და სულ დამავიწყდა, თქვენ აქ დარჩით და უცებ მოვალ რა მეც. მიაყარა ელამ და ისე , რომ პასუხს არ დალოდებია, პოლიკლინიკისკენ მიმავალ გზას დაადგა. -გადამრევს ეს გოგო რაა... ჩავიბურტყუნე და კალიასკაში მშვიდად მძინარ ლუის დავხედე. შემდეგ ჩანთიდან წიგნი ამოვიღე და წასაკითხად მოვემზადე, როცა ჩემგან რამდენიმე მეტრში 4 ძალიან სიმპატიური ბიჭი შევნიშნე. ნელ-ნელა მიახლოვდებოდნენ. არ ვიცი მომეჩვენა , თუ არა, მაგრამ ვიფიქრე, რომ ორმა შემომხედა კიდეც. ოჰ. რა არის ეს ქალური სიკეკლუცე. ჩემდაუნებურად თმა ყურზე გადავიწიე, იქვე მიყრილი ხვიჩა და გოჩა გავასწორე და წიგნი ისევ ახლიდან ავიღე ხელში, როცა ჩემს წინ დადგნენ. მე ვითომც არაფერი, წიგნს ჩავხედე და „კითხვა „ განვაგრძე.. -ნახე ბიჭო, რა საყვარელია. მიმართა ერთ-ერთმა მაღალმა ბიჭმა დანარჩენებს და ლუიკოსთან უფრო ახლოს მივიდა. -ჰოო მართლა ძალიან საყვარელია, ჩაილაპარაკეს დანარჩენებმაც ერთის გამოკლებით. -რა ხნისაა?? მკითხა ისევ იმ მაღალმმა. -ხუთი თვის, 6 -ის ხდება, ვუთხარი მე და ჩამეღიმა. -შენი შვილია? კითხვა განაგრძო მაღალმა. მაგრამ სანამ პასუხს გავცემდი, ყველაზე უჟმურმა იმ ბიჭებს შორის ამოიღო ხმა და გავშეშდი, ისეთი ბუბუნა ხმა ქონდა, ისეთი... როგორც....- არაა, ლილე, სულ გადაირიე. გგავიფიქრე ჩემთვის.. -წამოდი ბიჭო დროზე რაა და მოეშვი სხვისი ბავშვების მოფერებას. თქვა უჟმურმა და ჩემთვის არც გამოუხედავს. -ფუუ, დარტყმული.. გავიფიქრე და ამრეზით შევათვალიერე.. საშუალოზე მაღალი, განიერი ბეჭებით. და დაკუნთული მკლავებით. მუხლამდე შორტი და „ჯორდანის“ სტილის ბოტასი ეცვა, სხვებსაც რომ დავაკვირდი , ანალოგიურად ეცვათ. -ალბათ , კალათბურთის სათამაშოდ არიან.. გავიფიქრე მე. შემდეგ ისევ იმ დარტყმულზე გადავიტანე ყურადღება, მუქი ხორბლისფერი კანი და გახუნებული წაბლისფერი, ნუ მუქი ქერაც შეიძლება ითქვას თმა ჰქონდა, თხელი წვერში კი არანორმალურად ლამაზად მოჩანდა მისი ტუჩები და ულამაზესი კბილები, -ღმერთო რა სიმპატიური ღიმილი ექნება , გავიფიქრე ჩემთვის და როცა მის შავ თვალებს წავაწყდი, ისეთ შავს, რომელშიც გუგა არ ჩანს. მომცელა, გაღიზიანებული მომშტერებოდა. -ჰა , მორჩი ჩემს თვალიერებას? ეხლა შეიძლება წავიდეთ??? მომახალა და წასასვლელად შებრუნდა. მე კი ყველაზე არაორდინალური რამ ვუთხარი, რაც შეიძლებოდა, იმ წამს მეთქვა. -შენი ნომერი მითხარი რა... ამოვიხავლე უკანასაკნელი ძალით და გაშტერებული მივაჩერდი უცნობ დარტყმულს. -შენ არ ხარ ნორმალური?? სინაგლეც ამას ქვია.. არა კიდე სხვა სიტყვაც შემიძლია გითხრა , მაგრამ თავს ვიკავებ. არანორმალური ხარ!!! გირჩევნია ჩვენთან პრანჭვის და უცხო ბიჭებისთვის ნომრის მათხოვრობის მაგივრად , ეგ წიგნი ამოატრიალო და ისე წაიკითხო, ან შვილს მიხედო.. მიაყარა სულმოუთქმელად და დაჟინებით შემომხედა... მე კი ამ დროს??? ჩემი საღი აზრი სადღაც გაქრა და კიდევ მორიგი სისულელე დავახეთქე. -ჩემი შვილი არაა ეს.. ჩავიბურდღუნე უყურადღებოდ. -მაშინ შვილიშვილი.. მომაძახა დარტყმულმა და დანარჩენ მოცინარ ბიჭებთან ერთად სტადიონისკენ განაგრძო გზა. თითქოს გამოვფხიზლდი და გონება გამინათდა. ჩემს თავზე გავმწარდდი და ვიგრძენი როგორ გავწითლდი..-- ფუუ,, დარტყმული, სიარული რომ შემეძლოს თავ-პირს დავუნაყავდი.. ვიმუქრებოდი და ხმამაღლა კი მხოლოდ ეს მივაძახე.. -ეეე.. დარტყმულო.. შენი საქმე არაა რაა, მე ვის გავეპრანჭები და ნომერს ვის გამოვართმევ! დარტყმული ხარ!!! -ხო , ხოო აბა რა.. წიგნი ამოაბრუნე შენ... მომაძახა ისე, რომ უკან არ შემობრუნებულა და დაკუნთული მარჯვენა აწია დამშვიდობების ნიშნად.. -აუუ დარტყმულიი.. ჩავიბურდღუნე ჩემთვის და მერეღა დავაკვირდი წიგნს, რომელიც მართლა თავდაყირა მეჭირა. -რა სირცხვილიააა.... ამოვიკვნესე საცოდავად და დამალვის მიზნით თავზე კაპიუშონი წამოვიმხე. დაახლოებით 1 საათი გავიდა. მაგრამ ელა არსად არ ჩანდა. ჯდომით დავიღალე და ფეხზე წამოვდექი. წეღანდელი ინციდენტი თითქოს საერთოდ გადამავიწყდა. ცალი ყავარჯენი ავიღე, მეორე კი სკამზე დავტოვე ჩანთასთან და რაღაც ნივთებთან ერთად და კუს ნაბიჯებით გავუყევი ბილიკს სტადიონის მხარეს, თან ლუიკოს მივასრიალებდი კალიასკით, რადგანაც ქვაფენილი სწორი იყო, სულ არ გამჭირვებია. რამდენიმე ნაბიჯიღა მაკლდა სტადიონამდე , რომ საშინელი ყვირილის და ჩხუბის ხმა მომესმა. ბავშვობიდან ანდამატივით ვიზიდავდი შარს, მაგრამ ალბათ უფრო იმიტომ, რომ მშიშარა არ ვიყავი და გამუდმებით ვიღაცის დაცვას ვცდილობდი. ბეტმენი ვიყავი შავი მოსასხამის გარეშე და ახლაც, ვერ შევიკავე თავი და ჩხუბის ხმას მივყევი, ზოგადად ასეთ დროს გოგონეები და საერთოდ ჭკვიანი ადამიანები, გარბიან, რომ აუტკივარი თავი არ აიტკივონ, მე რას ვაკეთებ ამ დროს??? ჩხუბის ხმას მივყვები. ზუსტად ვიცოდი, რომ კიდევ ერთ შარში ვყოფდი თავს, მაგრამ როცა დაახლოებით 15 ბიჭის გარემოცვაში დავინახე ერთი ზურგით მდგარი , რომელსაც აგინებდნენ და ის კი ძალიან მშვიდად უხსნიდა , რომ ახლა ბავშვების თამაშის ჯერი იყო სტადიონზე, და არ უნდა ეჩხუბათ პატარებთან, რომლებიც მათზე როგორც მინიმუმ, 10-15 წლით უმცროსები იქნებოდნენ. საერთოდ გადამეკეტა, რას ქვია პატარებს თამაშს არ აცლიანო . კიდევ რამდენიმე წამი ვიდექი , რომ სიტუაციაში უკეთ გავრკვეულიყავი, მაგრამ როგორც კი დავინახე, რომ იმ თხუთმეტიდან რამდენიმე უკვე საცემრად იწევდა, მარტო მდგარი ბიჭისკენ კოჭლობით როგორც შემეძლო ისე სწრაფად მივვარდი მათთან და ხმამაღლა ვიყვირე. -საყვარელოო.... სად ხარ აქამდეე?! გვერდში ამოვუდექი უცნობს და მხოლოდ მას შემდეგ შევხედე, რაც დაჟინებული მზერა ვიგრძენი და ხელში უცნობი დარტყმული შემხვდა, რომლის განადგურების გეგმასაც რამდენიმე წუთის წინ ვისახავდი გონებაში. -აქ რა ჯანდაბას აკეთებ შე არანორმალურო. ჩამჩურჩულა და ბავშვს გადახედა. -ნუ მეტლიკიკინები დარტყმულო რა და ამყევი ლაპარაკში. -რას ჩურჩულებთ თქვენ მანდ?? იღრიალა ბიჭებიდან ერთ-ერთმა. -რა გაღრიალებს ადამიანო, ნორმალური ხარ?? ვერ ხედავ , ბავშვს ძინავს. ვანიშნე ბავშვზე. უცნობი თითქოს დაიბნა, მაგრამ დამიჯერა და უკან დაიხია. -უკაცრავად. ჩაიბურტყუნა ხმადაბლა. -ეგ არაფერი. მაგრამ ნუღარ დაიყვირებთ, ბავშვს შემიშინებთ რა... ვთქვი და ისევ დარტყმულს გავხედე, რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა. -სად წახვედი?? ჰაა?? სულ გაუბერე?? დაგვყარე მე და ბავშვი უპატრონოდ, ვერ ხედავ მაინც ფეხი რა დღეში მაქვს?? დარტყმული ხარ!! დღესვე შევიტან სასამართლოში განცხადებას განქორწინების თაობაზე, მე იმ კაცთან ვერ ვიცხოვრებ, რომელიც ცოლ-შვილს არ უფრთხილდება. ამოვისლუკუნე ბოლო სიტყვები და ბავშვს გადავხედე. დარტყმული კი დუმდა. მაგრამ ალბათ უფრო იმიტომ, რომ იცოდა, ხმის ამოღების შემთხვევაში აუცილებლად გაეცინებოდა. -იცით რა, ჩვენ ვსაუბრობდით და მაგიტომ შეყოვნდა, მომიახლოვდა წეღანდელი უცნობი, რომელიც აშკარად ააღელვა ჩვენმა „ოჯახურმა“ კონფლიქტმა. -ააბა რა საჭიროა, გაშორება, ვერ ხედავათ როგორი ანგელოზი გყავთ.. იმას მაინც მოუფრთხილდით, თქვა თბილად უცნობმა და ლუიკოს დახედა.. მე კი დარტყმულს შევხედე . ფერი აღარ ედო უკვე. -მაშინ, ამიხსენით აქ რა ხდება და ვიფიქრებ გავშორდე თუ არა. წავაყენე პირობა და ყავარჯეს უფრო მეტაად დავეყრდენი. -რა მოხდა და, ჩვენ გვინდოდა კალათბურთი გვეთამაშა. მაგრამ ბავშვები მოვიდნენ და გვითხრეს ჩვენი რიგიაო, ჰოდა არ გვინდოდა მათთვის დათმობა , საღამოს აღარ გვცალია და თქვენი მეუღლე იმ ბავშვებს გამოესარჩლა და მაგაზე ვკამათობდით. -ანუ ჩემს ქმარს ჩაგრავთ ხო?? მიუხედავარ იმისა , რომ მართალია?? ჩემი საამაყო ქმარი, ჩემი სიცოცხლე და დარჩენილი ცხოვრების სიყვარული...... და თქვენ კაცები გქვიათ საერთოდ? 15 კაცი ერთზე მოდიხართ?? არაკაცებო... ისტერიკის მომდევნო სცენა დავდგი ექსპრომტად. მაგრამ უცნობ დარტყმულს უკვე აღარ ვუყურებდი, იმიტომ რომ მეც გამიჭირდა სიცილისგან თავის შეკავება. -ბოდიშს გიხდით, გენაცვალე, მართლა ცუდად მოვიქეცით. ჩვენ წავალთ ახლა და თქვენ იმედია გადაიფიქრებთ, განქორწინებას. ჩაილაპარაკა უცნობმა, შემდეგ კი დარტყმულთან მივიდა , მხარზე ხელი დაკრა და თითქმის ჩურჩულით უთხრა-კაი ნერვი გქონია ძმაოო.. და დანარჩენებთან ერთად წავიდა.... როგორც კი მოგშორდნენ სიცილისგან ჩავიკეცე, იქამდე ვიცინე სანამ თავბრუსხვევა და გულისრევა არ ვიგრძენი. მეგონა დარტყმულიც ასეთ დღეში იყო მაგრამ შევცდი, იდგა გულზე ხელებგადაჯვარედინებული და მიყურებდა როდის დავწყნარდებოდი. -შენ მართლა არ ხარ ხო ნორმალური?? რა ცირკი გამართე აქ?? ამე რომ დაგმართნოდა, შენ ან ბავშვს, მერე სად მიდიოდი, აშკარაა რომ წიგნებს უკუღმა კითხულობ, მეტს რას უნდა მოელოდე შენი გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანისგან.. მომაყარა და სიტყვის უთქმელად შებრუნდა წასასვლელედ. -ეს მართლა ვერაა... გავმწარდი მე.-ეეე.... დარტყმულო, იქნებ შემობრუნდე და მადლობა თქვა, რომ გადაგარცინე, ღირსი იყავი მაგრად ეცემე იმ ბიჭებს, მეტიჩარა ვარ , არ უნდა გადამერჩინე.. ,მართლა დარტყმუული ხარ, ვყვიროდი მე, მაგრამ როცა უცნობმა ნელი ნაბიჯებით სიარული განაგრძო და ჩემკენ აღარ შემობრუნდა. სიმწრისგან ჩემი ახლად დაძმაკაცებული ყავარჯენი ხვიჩა ვესროლე პირდაპირ ფეხებში. შედეგმაც არ დააყოვნა, ყავარჯენი ფეხებში აეხლართა და ამხელა კაცი ძირს პატარა ბავშვივით გაიშხლართა. ღმერთია მოწმე, მთელი ძალით ვცდილობდი არ გამეცინა, მაგრამ ოდნავ შემეპარა ღიმილი და ამას უკვე არაადამიანური სიცილი მოყვა, ისეთ ემოციებში ვიყავი რომ მოტეხილ ფეხს გამწარებული ვურტყამდი ქვაფენილს და საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი ტკივილს. სიცილი ვერც მისმა გამწარებულმა გამომეტყველებამ შემაცვლევინა, უცნობი უცებ წამოხტა ფეხზე. გონზე მხოლოდ მაშინ მოვედი, როცა ფეხ ქვეშ მიწა გამომეცალა და უცნობის ხელში ავღმოჩნდი. მან ჭადრის ფეხისწვერებზე აიწია და ჭადრის ხის ყველაზე დაბალ, მაგრამ მსხვილ ტოტზე შემომსვა, ტოტი მართლაც ძალიან დაბალი იყო, მაგრამ იქიდან ჩემი მოტეხილი ფეხით დამოუკიდებლად ვერ ჩამოვიდოდი. უნდა ჩამოვმხტარიყაავი, რასაც მარრთლა ვერ შევძლებდი. -ეეე.... დარტყმულო, ჩამომსვი აქედან.. შენ ხო არ გადაირიე.. ვუყვირე ჯერ ისევ სიცილით და იმ იმედით რომ ჩამომსვამდა, ოდნაავ წინ გადავიხარე, მაგრამ მეტი საქმე არ ჰქონდა.. ლუიკოს კალიასკა მომიტანა ხის ძირში. -აბა კარგად, იმედია ჭკუას ისწავლი არა ნორმალურო... მოომაძახა და კმაყოოფილი საახით დაადგა ისევ ძველ გზას.. -ეე... დარტყმულოო... დაფშტვენილო... აუუ ჩამომსვი აქედან... ვერ ხედავ ბავშვიანი ვარ... ეეე ჩამომსვიიი.... განანებ იცოდე... ვუყვიროდი, მე ბოლო ხმაზე მაგრამ ის ნაბიჯს არ უნელებდა, ბოლოს კი საერთოდ გაუჩინარდა ხეებს მიღმა. გარშემომყოფები ღიმილმორეული სახეებით მიყურებდნენ, მე კი ჯიუტად არ ვთხოვდი დახმარებას არც ერთს და -რა კარგი ჰაერიათქო გავიძახოდი. ასე ვიჯექი დაახლოებით 10 წუთი სანამ ელა არ მმოვიდა. -სად ხართ გოგო, იმ ადგილას რომ აღარ დამხვდით და ნივთები იქ ეწყო გული გამისკდა.. მიაყაარა ელამ და მხოლოდ მაშინ მომაქცია ყურადღება, როცა ჩემს გადაღლილ სახეს წააწყდა, მად რას აკეთებ?? მკითხა გაოცებულმა. -ჭოკით ხტომაში ვვარჯიშობ. ვერ ხედავ რას ვაკეთებ? ვზივარ. ჩამომსვი ეხლა დროზე აქედან. ამოვიბურდღუნე და დაახლოებით 15 წუთი კიდევ ხეზე მომიწია ჯდომა სანამ ელა საბოლოოდ არ დამშვიდდენოდა და სიცილს არ შეწყვეტდა... -იოცნებე შემთხვევით არ გადამეყარო სადმე, თორემ გაჩენის დღეს გაწყევლინებ... დავიმუქრე ჩუმად და ხელები მოვიფშვნიტე სიმწრით............... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.