ტკივილი სახელად "სიყვარული" 5-6-7 დასასრული
1 თვის შემდეგ. -ლექსო შენს მკლავებში თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობ... აღარ მეტყვი რა ხდება შენს თავს? რატომ ხარ ასეთი განერვიულებული? -ნინო ცოტაც მადროვე და ყველაფერს გაიგებ. -კარგი ლექსო როგორც შენ გინდა... ეხლა გავალ და მუშაობას გავაგრძელებ თორემ რამეს იეჭვებენ. -ნინო ხვალ ქალაქგარეთ გავდივართ შეხვედრაზე. -კარგი მოვემზადები. ............... ლექსო. ვერ ვხვდებოდი როგორ მოვქცეულიყავი, ერთი თვეა უკვე ერთად ვართ მე და ნინო მაგრამ ყოველთვის ვკამათობთ ვერაფერზე ვერ ვთანხმდებით, პატარა გატუტუცებული ბავშვივით იქცევა და არ ადარდებს არაფერი საკუთარი თავის გარდა... სხვის გრძნობებზე არ ფიქრობს... ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული და ვერც კი შევნიშნე როგორ დაიცალა ოფისი ყველა წავიდა ჩემს გარდა მხოლოდ მე და დაცვის თანამშრომელი ვიყავით ოფისში... ტელეფონმა დამირეკა ჯაბა იყო ვთხოვე ოფისში მოსულიყო. -ალექსანდრე რა ხდება შენს თავს? -ვერც მე ვხვდები. -ლექსო რას აპირებ? -არ ვიცი ჯაბა მაგრამ ასე ვეღარ გაგრძელდება. -ანუ აპირებ ხმამაღლა თქვა რომ გიყვარს? -არა ჯაბა ჩემს შვილებს ტკივილს ვერ მივაყენებ. -ანუ იმ გოგოს მიაყენებ ტკივილს? -არც ეგ არ მინდა მაგრამ..... -მაგრამ პირველ რიგში მამა ხარ. -ხო ჯაბა მამა ვარ გუშინ გიგამ თქვა რომ ბედნიერი იქნებოდა თუ ვინმე ისევ შემიყვარდებოდა... -მაშინ რა გაშინებს? -მარიამი მან გიგას სიტყვებზე ისტერიკა მოაწყო ასე თქვა რომ არცერთ ქალს არ მიცემს უფლებას დედამისი ადგილი დაიკავოს არ დაუშვებს რომ სხვა ქალმა დაიძინოს დედამისი საწოლში ჩემს გვერდით, რომ სხვა ქალი იყოს ამ სახლის დიასახლისი. -და რას აპირებ გაწყვეტ ნინოსთან ურთიერთობას? -ვერა როცა თვალებში მიყურებს წინააღმდეგობას ვერ ვუწევ მისი ხმის გაგონებაზეც კი ტანზე ეკლები მაყრის და პატარა ბიჭივით ვცქმუტავ. -მაგარ შარში ხარ ლექსო. -ვიცი ჯაბა ვიცი მაგრამ რა გავაკეთო? -ნინო გააცანი შენს შვილებს დაუმეგობრდნენ გაიგონ მასზე რაღაცაები და მერე უთხარი სიმართლე დამიჯერე გაგიგებენ შენი შვილები. -არ ვიცი თავგზა მაქვს აბნეული... ორცეცხლსშუა ვარ მოქცეული ერთ მხარეს ჩემი შვილები არიან მეორე მხარეს კი ჩემი საყვარელი ქალი. -როგორ დაგერხმარო ლექსო არ ვიცი მხოლოდ შენი მოსმენა შემიძლია. -ეგეც მყოფნის ჯაბა მაგითაც მეხმარები. -ხვალ თელავში მივდივართ შეხვედრაზე იქ ვთხოვ ნინოს რომ ჩემი შვილები გაიცნოს როგორც ჩემმა თანაშემწემ და მათთან დამეგობრება სცადოს. -ანუ შენი შვილების გული მოიგოს. -ხო ჯაბა. -კარგი ლექსო გვიანია ახლა წავედი სახლში თორემ 25 წლიანი ქორწინება თავზე დამენგრევა. -ეხლა არ მითხრა რომ ნანა ეჭვიანობს. -თან ძალიან ლექსო. -წავედით ზეგ შეგატყობინებ ნინო რას მეტყვის. .............. ნინო. ძალიან ვნერვიულობ იმაზე თუ რას იტყვიან ლექსოს შვილები ან ჩემი მშობლები... ლექსო დღეს ძალიან განერვიულებული იყო ისე წამოვედი ოფისიდან ვერც კი შენიშნა, მიყვარს ლექსო მის გარეშე ძალიან მიჭირს მაგრამ ერთმანეთს ვერ ვუგებთ, მეშინია მისი დაკარგვის თუ არჩევანის გაკეთება მოუწევს ის შვილებს აირჩევს ამაში დარწმუნებული ვარ... მეშინია რომ მისი შვილები ვერ გაგვიგებენ და მომიწევს ლექსოდთან დაშორება, მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ მისი თვალების დანახვისას ყველა შიში და დარდი მიქრება... ხვალ რომ ლექსომ მითხრას შენთან ურთიერთობას ვერ გავაგრძელებ ჩემს შვილებს გულს ვერ ვატკენო მოვკვდები.. მის გარეშე ჩემს სიცოცხლეს აზრი არ აქვს... იქნებ თაკო მართალია და რახან ასეთი რთულია ლექსო მიყვარდეს იმიტომ მიზიდავს ასე ძლიერ უბრალოდ მისდამი ვნებები მაკავშირებს და არა სიყვარული... მაგრამ მისი სევდიანი სახის დანახვა მტკენს, მისი მხიარულება მაბედნიერებს, მასთან ყოფნისას უფრო თამად ვსუნთქავ მის მკლავებში თავს უბედნიერესად ვგრძნობ და ყველა ფიქრი მეფანტება... მხოლოდ მასთან ყოფნა მაბედნიერებს თუ ეს სიყვარულია თავდავიწყებით ვარ შეყვარებული ლექსოზე და ვერავინ ვერ შემაშინებს ვერ დამაშორებს ლექსოსთან სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს მის გვერდით ვიქნები თუნდაც ჩემი ღირსება ფეხქვეშ გათელოს მთელმა სამყარომ... თუნდაც მომიწიოს უარი ვთქვა ყველაზე და ყველაფერზე ოღონდ არა ლექსოზე... ეს ღამე საოცრად გაიწელა ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა რომ ლექსო მენახა და მეთქვა რაც დავგეგმე... დილით ადრიანად ავდექი და გავემზადე თელავამდე ისე ჩავედით რომ ლექსოსთვის არაფერი მიკითხავს ისე თბილად მიყურებდა და მიღიმოდა, მისმა გამოხედვამ დამამშვიდა მივხვდი რომ არ აპირებდა ჩემთან დაშორებას.... შეხვედრა მალე დასრულდა და თბილისში ვაპირებდით დაბრუნებას... წვიმების გამო გზა ჩაიკეტა და სასტუმროში მოგვიწია დარჩენა... -ნინო შენთვის ცუდი ამბავი მაქვს. -რა? -ერთ ნომერში მოგვიწევს დარჩენა მეტი ნომერი არ აქვთ. -ვაიმე ლექსო გული გამისკდა... ისე მითხარი თითქოს ერთად პირველად ვრჩებით. -კარგი წამოდი ჩვენს ნომერში დავბინავდეთ შვილო. -რაა? -რა და ესე მითხრა პორტიემ თქვენ და თქვენს ქალიშვილს ერთ ნომერში მოგიწევთ დარჩენაო. -ესეიგი ქალიშვილს? -ხო. ......... ლექსო. პორტიეს ნათქვამ სიტყვებზე რაღაც ჩამწყდა გულში... მაგრამ ის რაღაცაში მართალია ერთად მამა-შვილივით გამოვიყურებით... დღითიდღე ვრწმუნდები რომ ეს ურთიერთობა შეცდომაა მაგრამ არ შემიძლია ნინოსთან განშორება მე ის სიგიჟემდე მიყვარს... ვიცი მამა ვარ და შვილების გრძნობები უნდა დავაყენო წინა პლანზე მაგრამ ნინოს რომ ვუყურებ არ შემიძლია ვუთხრა რომ მასთან არ მინდა, არ შემიძლია მისი მოტყუება მე ნინო მიყვარს და ვერ დავკარგავ. -ლექსო შენთან სალაპარაკო მაქვს. -გისმენ ნინო... (თავი ლექსოს მკერდზე მედო ის კი თმაზე მეფერებოდა) -ლექსო მე ბევრი ვიფიქრე და შენი შვილების გაცნობა მინდა..... ნუ დუმხარ ლექსო შენ არასწორად გამიგე მე მინდა შენი შვილები როგორც შენმა თანაშემწემ ისე გავიცნო და მათ დავუახლოვდე. -ნინო რატომ ხარ ასეთი კარგი? -მიყვარხარ ლექსო, მესმის რომ მამა ხარ და შენთვის შენი შვილების გრძნობები წინა პლანზე დგას. -ნინო მე არ ვიცი რა გითხრა. -ნურაფერს მეტყვი ჩამეხუტე..... ნინო წამოდგა და გარეთ გავიდა ცოტა ხანში ღვინის ბოთლით და ჭიქებით ხელში დაბრუნდა. -ლექსო არ დავლიოთ? -შენ რა ჩემი დათრობა გინდა? -არა.. მე შენ როგორ დაგათრობ უბრალოდ მინდა დავლიოთ. რაც უფრო მეტს ვსვამდით მით უფრო მეტად იმღვრეოდა ჩემში ვნებები ნინოს ვნებიანმა კოცნამ კი ყველაფერი თავდაყირა დააყენა... მისი სიფრიფანა თითები ვნებიანად დათარეშობდნენ ჩემს სხეულზე, მისი ტკბილი ბაგეები კი ჩამჩურჩულებდნენ რომ ჩემთან უნდოდა, უნდოდა რომ ჩემი გამხდარიყო და თავი ნამდვილ ქალად ეგრძნო... ვნებებმა თავისი ქნა და ნინოს რიგრიგობით და ფრთხილად შემოვაცალე ტანსაცმელი... შუაღამისას გამეღვიძა და ვუყურებდი ნინოს ანგელოზივით სახეს, ჩემს მკვლავებში მშვიდი და უშფოთველი ძილით ეძინა... ფიქრიც კი მიჭირდა იმაზე რომ მის გარეშე მომიწევდა ცხოვრება. ............ ნინო. დრო სწრაფად გადიოდა გიგას და მარის მალე დავუახლოვდი, ლექსოს და ჩემი ურთიერთობაც უფრო დალაგდა აღარ ვკამათობდით და ერთმანეთსაც უფრო მარტივად ვუგებდით... ელენე დეიდა სამსახურიდან წავიდა, უფრო სწორად ლექსომ აიძულა რომ დაესვენა. -ნინო შემოდი ჩემთან. -ეხლავე. შევედი ლექსოს კაბინეტში და მის წინ მაგიდაზე ჩამოვჯექი... ლექსომ ღიმილიანი სახით შემომხედა და კალთაში ჩამისვა... ჩემს ტუჩებს დაეწაფა ვერც კი შვნიშნეთ როგორ გაიღო ჩვენს ზურგს უკან კარი და მარიამი შემოვიდა. -მამა აქ რა ხდება? (ჩქარა წამოვდექი ლექსოს კალთიდან და მი გვერდით დავდექი) -მარიამ აგიხსნით. -მე შენთვის არ მიკითხავს, მამაჩემს ვკითხე და საერთოდ ნუ იღებ ხმას. -მარიამ დამშვიდდი და ოფისში სკანდალს ნუ მოაწყობ სახლში მიდი გიგასაც დაურეკე და მოვალ. -არა... არაფრის ახსნა არ მჭირდება ვხედავ აქ რაც ხდება. მარიამმა კარი გაიჯახუნა და გაიქცა ლექსო გიგას ურეკავდა და ელაპარაკებოდა მე კი მერჩივნა მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტანე ოღონდ ეს ყველაფერი მარის და გიგას ასე არ გაეგოთ... -ეხლა რას იფიქრებს მარიამი იფიქრებს რომ ქუჩის ქალი ვარ. -ნინო გთხოვ დამშვიდდი და მენდე ამას არ დავუშვებ. -მეშინია ლექსო მარის რეაქციის გთხოვ დაედევნე. -არა ნინო მე არ მომისმენს გიგამ მითხრა სახლში მივიყვან და დაგელოდებითო. -მაშინ წადი სახლში და აუხსენი ყველაფერი. -ჩანთა აიღე ყველაფერს ერთად ავუხსნით. ლექსოს სახლამდე სანამ მივიდოდი ლამის გული გამისკდა... ლექსომ სახლის კარი ფრთხილად შეაღო, მისაღებში მარიამი და გიგა დაგვხვდნენ. -აი გიგა უკვე სახლშიც მოათრია ეს.. -მარიამ გაჩუმდი... (კედლებმა ექოს გამოსცეს გიგას ხმა) -შენც გიგა შენც მის მხარეს ხარ? -მარიამ გაჩუმდი და მამას მოუსმინე. -არ მინდა. -მოგიწევს მარიამ. მივხვდი რომ გიგამ რაღაც იცოდა მაგრამ მის თვალებშიც ვხედავდი ეჭვს. -მარიამ! გიგა! მე და ნინოს ერთმანეთი გვიყვარს და ოჯახის შექმნას ვაპირებთ. -რაა? ამ ქუჩის ქალის მოყვანა გინდა ცოლად? -მარიამ ის ჩემი საცოლეა მოგწონს შენ თუ არა ეს. -ანუ მამა არჩევანი უკვე გააკეთე? -მარიამ... -კარგი ბატონო ალექსანდრე როგორც თქვენ ინებებთ. -მარიამ შვილო გულს მტკენ. -შენ იფიქრე ჩემზე როცა მას ეხვეოდი იფიქრე იმაზე რომ მეც მეტკინებოდა? იფიქრე ჩემზე როცა ამ გოგოსთან ამორალურ საქციელს ჩადიოდი. -მარიამ.... (გიგას აღმართული ხელი ჰაერში შევაჩერე) -გთხოვ გიგა არ გინდა. -მარიამ მე შენი ძმა გიბრძანებ რომ ჩუმად მოუსმინო მამას და ნინოს და ისე მიიღო გადაწყვეტილება... მარიამ შენც ხომ ქალი ხარ როგორ შეგიძლია ასე ილაპარაკო მასზე? -მას მხოლოდ მამაჩვენის ფული უნდა აბა როგორ უნდა ვილაპარაკო მასზე? -მარიამ გთხოვ მომისმინე. -შენ ნუ ერევი ჩვენი ოჯახის საქმეში. -მარიამ გთხოვ მომისმინე... მე მამაშენი მართლა მიყვარს, მის გარეშე მოვკვდები შენი აზრით მე მასთან ფულის გამო ვარ? რომელი ფული მარიამ? შენ იცი რამხელა ქონების მემკვიდრე ვარ? მე არაფერს ვითხოვ მამაშენისგან მისი სიყვარულის გარდა... მე ამ ოჯახში დედაშენის ადგილის დაკავებას არასოდეს მოვინდომებ... რომც მოვინდომო ვერ დავიკავებ იმიტომ რომ ის მამაშენის პირველი სიყვარული, პირველი ცოლი და მისი შვილების დედაა, შენი აზრით მამაშენი მის ხსოვნას შეურაცხყოფს? თუ სიყვარული დანაშაულია მზად ვარ ამ დანაშაულისთვის დავისაჯო ოღონდ ლექსოს ნუ დამაშორებ მარიამ და აი აქვე რომ დამიდო საბუთების სადაც ეწერება რომ ლექსოს გარდაცვალების შემდეგ ცოცხლად დამწვავენ მზად ვარ ხელი მოვაწერო... უყოყმანოდ მოვაწერ ხელს მენდე მარიამ და ნუ დამაშორებ მამაშენს... -არ მჯერა შენი ნიანგის ცრემლების... არ ვიცი რა გიწოდო ჩემი გული მოიგე და ჩემს ოჯახში შემოძვერი მაგრამ გეგმა ჩაგეშალა მამაჩემის ცოლი ვერ გახდები ამას არ დავუშვებ.... არასოდეს..(ბოლო სიტყვა მკაფიოდ და დამარცვლით წარმოთქვა) იმ წამს მთელი ჩემი სიამაყე დამავიწყდა და მარიამის წინ მუხლებზე დავიჩოქე, ასე დაჩოქილი ვევედრებოდი რომ ლექსოსთან არ დავეშორებინე, ლექსო კი იდგა და ხან მე მიყურებდა ხან მარიამს გიგამ ხელი მომკიდა მხრებში და წამომაყენა... მარიამი გაიქცა და თავის ოთახში ჩაიკეტა. -მამა მიდი ნინოსთან ჩამოჯექი დაამშვიდე მე წყალს მოვუტან. -კარგი. ლექსო ჩემს გვერდით დაჯდა დივანზე მხარზე ხელი მომხვია და გულზე მიმიხუტა. -მაპატიე ნინო ასეთი ტკივილი რომ მოგაყენე მეპატიე რომ ვერ დაგიცავი ტკივილისგან. -არა ლექსო მე როცა სიყვარულში გამოგიტყდი უკვე მზად ვიყავი ამისთვის. -მაპატაიე ნინო რომ ჩემი სიყვარული ტკივილს გაყენებს. -ლექსო მე მხოლოდ შენთან ყოფნა მინდა. -აი ნინო წყალი დალიე... (გიგამ თბილად გამიღიმა და ჩვენს წინ ჩამოჯდა) -ესეიგი ერთმანეთი გიყვართ? -კი შვილო გვიყვარს. -მამა მე შენი მესმის და ნინოს სიყვრულის მჯერა მის თვალებში ვხედავ იმ სიყვარულს რაც სხვა არცერთი ქალის თვალებში არ დამინახია... მარიამი მე მომანდეთ და არაფერზე არ ინერვიულოთ.... მიხარია რომ კიდევ იქნები ბედნიერი მამა. -მადლობა გიგა.(ძლივს გასაგონად ამოვიხავლე) -ნინო მადლობას მე ნუ მიხდი თაკოს გადაუხადე, ის რომ არა მარიზე უარეს ისტერიკას მოვაწყობდი. -თაკო ჩემი საუკეთესო მეგობარია... მიუხადავდ იმისა რომ ხშირად ვტკენ გულს მაინც ძალიან ვუყვარვარ. -ნინო გთხოვ დამშვიდდი გინდა მე წაგიყვან სახლში. -გთხოვ გიგა წამიყვანე... ოღონდ არა სახლში არ მინდა ჩემმა მშობლებმა ამ დღეში მნახონ. -მაშინ თაკოსთან მიგიყვან ან აქ დარჩი ამაღამ. -არა აჯობებს თაკოსთან მიმიყვენო... ახლა აქ რომ დავრჩე მარი უფრო გაღიზიანდება. ისე მივედით თაკოს სახლამდე რომ გიგასთვის არც კი შემიხედავს თავჯაღუნული ვიჯექი და უხმოდ ვტიროდი მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი რომ ხვალ ჩემს მშობლებს ყველაფერ ვეტყოდი... თაკომ თბილად მიმიღო გულში ჩამიხუტა ბოლომდე მომისმინა და მიბრძანა რომ მოვწესრიგებულიყავი მასთან ერთად დავწექი დასაძინებლად... თაკოს მშვიდად ეძინა მე კი აზრებს მალაგებდი თუ როგორ ვეტყოდი მამაჩემს სიმართლეს როგორც იქნა გათენდა... თაკომ წასვლის საშუალება არ მომცა მთელი დღე მაღაზიებში დამატარებდა... სახლში რომ დავბრუნდი უკვე საკმაოდ გვიანი იყო. -მოდი შვილო... როგრო ხარ? -კარგად დედიკო მამა სადაა? -მამაშენი მალე მოვა გაბრაზებული იყო დარეკა და გიკითხა. მამა სახლში გამწარებული სახით შემოვარდა და პირდაპირ მე მეცა.. მხრებში ხელი წამავლო და მაგრად მიჭერდა. -მეტკინა მამა.. (უკვე ცრემელბი წამომივიდა) -გეტკინა არა?? მეტის ღირსი ხარ მეგონა ღირსეული შვილი გავზარდე და თურმე ქუჩის ქალი გამიზრდია.. -მამა მე ის მიყვარს.. მე მიყვარს ალექსანდრე და მასთან ვიქნები მოგწონს შენ ეს თუ არა.. -მოკეტე.. (მამამ მიღრიალა და გამარტყა) -ვერ შემაშინებ... ცემით ლექსოს ვერ დამავიწყებ. -შიყვანე შენი შვილი თავის ოთახში და თვალით არ დამენახოს. ......... ნინო მართლაც რომ მუხთალი ყოფილა მონატრება, უკვე თვეებია ჩემს ოთახში საწოლზე ემბრიონის პოზაში ვწევვარ... იმედი მაქვს წართმეული მეგონა ლექსო მოვიდოდა და წამიყვანდა მაგრამ არა ის მამაჩემს არ შეწინააღმდეგებია ან მე ვერ გავიგე რომ შეეწინააღმდეგა... არა და მპირდებოდა რომ არ მიმატოვებდა მეუბნებოდა რომ ყველა დაბრკოლებას ერთად გადავლახავდით... ც კი ვცადე ჩემი ძლიერი წამლების დიდი დოზა დავლიე მაგრამ დედამ მიპოვნა და გადამარჩინეს მეგონა მამას გული მოულბებოდა მაგრამ არა ლექსოც არ მოსულა ჩემთან და არ ჩამხუტებია... სული მეხუთებოდა ძალა არ მქონდა რომ მეტირა, საჭმელსაც ძალით მაჭმევდა დედა... გული ნამსხვრევებად მექცა თაკო მოდიოდა მაგრამ ლექსოზე არაფერს მეუბნებოდა მხოლოდ თბილად მეფერებოდა და მამშვიდებდა მეუბნებოდა ესეც გაივლისო... ყველაფერი კარგად იქნებაო მაგრამ ვიცი რომ კარგად აღარაფერი იქნება რადგან მე ლექსოსთან განშორებაზე უფრო მისი სისუსტე მტკოდა მისი უმოქმედობა უფრო მტკივა ვიდრე უმისობა. ............. გიგა. დავინახე როგორ გამოვარდა მამას კაბინეტიდან ვიღაც კაცი.. მამას კაბინეტში შევედი და ვნახე რომ მამა ძირს ეგდო სუნთქვა უჭირდა სასწრაფო გამოვიძახე და საავდმყოფოში გადავიყვანეთ მამას გულის შეტევა ქონდა ექიმებმა სიკვდილს ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან ვცადე ნინოსთან დაკავშირება მაგრამ თაკომ მითხრა რომ ნინოსაც ძალიან უჭირდა მამისმა დასაჯა და გარეთ ვერ გამოვიდოდა მირჩია რომ ნინოსთვის არაფერი მეთქვა ასე ჯობდა მამაჩემისთვის და ნინოსთვისაც მეც დავთანხმდი ერთი თვის მერე მამა საავადმყოფოდან გამოწერეს.... ხმას არც მე და არც მარის არ გვცემდა ისევ თავის ოთახში ჩაიკეტა ჯერ დროს ვაძლევდი მაგრამ უკვე ორი თვეა მამა ოთახშია ჩაკეტილი ძალიან ცოტას ჭამს ისიც გავიგე რომ ნინომ სცადა ამიტომ გადავწყვიტე მარიამ დავლაპარაკებოდი.. მამას ოთახის კარი ნელა შევაღე და მარიამს ვაჩვენე მამა რომელიც ფანჯარასთან იჯდა და სივრცეს გაჰყურებდა ჩაფიქრებული. -მარიამ ხედავ მამას? მოგწონს ასე რომ არის? -და რა გავაკეთო? -მარიამ შენი საქციელის შედეგებზე რომ გეფიქრა ახლა მამა ამ დღეში არ იქნებოდა... შენ რომ არ მისულიყავი ნინოს მამასთან და ათასი საძაგლობა არ გეთქვა მასზე ის მამას არ მიუვარდებოდა და არ ეჩხუბებოდა არც მამას არ მოუვიდოდა გულის შეტევა და არც ნინო ცდიდა ს. -ნინომ სცადა? ეხლა რა უნდა მოვიმოქმედოთ? -ეხლა დაგაინტერესა მარიამ? -გთხოვ ეგრე ნუ მექცევი გიგა. -მაშინ ეხლა ჩემთან ერთად წამოდი ნინოს მშობლების სახლში და დაარწმუნე ისინი რომ მამას და ნინოს ურთიერთობას არ შეეწინააღმდეგონ. -კარგი ჩანთას ავიღებ და წავიდეთ. ნინოს სახლამდე გზა საოცრად გაიწელა მე გონებაში წინადადებებს ვალაგებდი თუ როგორ დავარწმუნებდი ნინოს მშობლებს რომ მამასთან გამოეშვათ... მივედით კარი შუახნის ასაკის ქალმა გაგვიღო მივხვდი ნინოს დედა იქნებოდა. -გამარჯობათ. -მოდით შვილებო თქვენ ალბათ ნინოს მეგობრები ხართ ახლავე დავუძახებ. -არა ქალბატონო ჩვენ ნინოსთან არ მოვსულვართ ჩვენ თქვენთან და თქვენს ქმართან გვინდა საუბარი. -ჩემი ქმარი მალე მოვა მობრძანდით... აი მოვიდა კიდეც. მისაღებ ოთახში ვიჯექით მე და მარიამი და ველოდით როდის შემოვიდოდა ნინოს მამა... როგორც კი დაგვინახა ირონიული მზერა გვესროლა... -ოჰ სანაქებო სტუმრები გვყოლია. -ბატონო გურამ ჩვენ თქვენთან სალაპარაკად მოვედით და არ წავალთ სანამ ბოლომდე არ მოგვისმენთ. -გურამ ვინ არიანეს ბავშვები? -ჩვენ ალექსანდრეს შვილები ვართ. -კარგით გისმენთ. -ბატონო გურამ ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ოდესმე მომიწევდა მამაჩემის კარგად ყოფნისთვსი და მისი ბედნიერებისთვის, მისი საყვარელი ქალის მშობლების წინ ვიჯდებოდი და მათ დარწმუნებას შევეცდებოდი რომ ის ბედნიერი იქნებოდა მამაჩემთან.... გთხოვთ ნინოსაც დაუძახეთ... დედამსიმა ნინო გამოიყვანა შევეგებე და ფრთხილად ჩავეხუტე.. -ნუ გეშინია ნინო აქედან შენს გარეშე არ წავალთ (მარიამი). -მარიამ ლექსო სადა თვითონ რატომ არ მოვიდა? -მალე გაიგებ ყველაფერს... გთხოვ დამშვიდდი ეხლა გიგას აცადე. -ბატონო გურამ! ქალბატონო ნანა! მე დედა 10 წლის ასკში დავკარგე მამაჩემი ოთახში ჩაიკეტა და შვილებს ყურადღებას არ გვაქცევდა მე ხელში 7 წლის მარიამი შემრჩა.... როგორია 30 წლის კაცმა საყვარელი ქალი და მისი შვილების დედა დაკარგოს... მამას თვალებში ჩაქრა ყველანაირი იმედის სხივი, 5 წელი მამის არსებობა არ მიგრძვნია არც მე და არც მარიამს ბოლოს როგორც იქნა გაახსენდა რომ შვილები ჰყავს... როგორც მამა ბოლო 10 წლის მანძილზე საუკეთესო იყო მხოლოდ მამა კი არა ჩვენი მეგობარიც იყო.... მამის თვალებში იმედის და სიყვარულის სხივების დანახვამ მისმა ბედნიერმა ღიმილმა მეც ბედნიერებით ამავსო... თქვენი ქალიშვილის სიტყვებმა კი საბოლოოდ დამარწმუნა იმაში რომ მათ ერთად ყოფნას ვერ შევეწინააღმდეგებოდი.... თქვენი და მარიამის გამო კი მე მამა მეცლება ხელიდან ნანა დეიდას კი შვილი, შეხედეთ თქვენს ქალიშვილს რომელსაც სახეზე ფერი საერთოდ არ აქვს ისე გამხდარა რომ მისი დანახვისას გული შემეკუმშა. -ლექსოს რა ჭირს? -ახლა კარგადაა. -გურამ ბიძია გთხოვთ ნუ წამართმევთ მამას მე შეცდომა დავუშვი და ბოდიშს გიხდით იმისთვის რომ თქვენი ქალიშვილი გავკიცხე. ............. ნინო. ოთახიდან გამოვედი... მისაღებში გიგა და მარიამი დამხვდნენ ორივემ თბილად გამიღიმა და გულში ჩამიკრა მარიამმა ბოდიშიც კი მომიხადა მაგრამ ლექსოს არ ყოფნამ გული მომიკლა ვუსმენდი გიგას და ლექსოს ცხოვრებამ ჩემს თვალწინ გაირბინა... როცა თქვა მამა მეცლება ხელიდანო ლამის იქვე მოვკვდი.... ვუყურებდი მამაჩემის სახეს და მასზე არანაირი ემოცია არ იკითხებოდა გიგას ბოლო სიტყვებზე და მარის ბოდიშზე თითქოს მამა მოეშვა... მე დაძაბული ვიჯექი ველოდებოდი მის გადაწყვეტილებას მაგრამ ვიცოდი რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო მე მაინც წავიდოდი ლექსოსთან და ის ვერ შემჩერებდა... ფიქრებიდან მამაჩემის ჩამწყდარმა ხმამ გამომიყვანა. -ნინო მოწესრიგდი და წადი.. -რა მამა? -წადი ლექსოსთან სანამ გადამიფიქრებია. ოთახისკენ ისეთი სიხარულით წავედი რომ არცერთი ტკივილი აღარ მახსოვდა ჩემში ახალი ნინო დაიბადა რომელიც ცხოვრებას ლექსოსთან ერთად გააგრძელებდა... მომზადებაში მარიამი დამეხმარა კაბა გიგამ და მარიამმა ერთად შემირჩიეს... გიგას მანქანაში ჩავჯექით და სახლისკენ გავემართეთ. -აბა მომავალო დედიკო თავს როგორ გრძნობ? -გიგა ნუ ხუმრობ თორემ დაგსჯი იცოდე.. -კუთხეში დამაყენებ ცალფეხზე? -ხო ზუსტადაც. სახლში შევდიოდი მაგრამ ფეხები უკან მრჩებოდა... კიბეები ძალიან ნელა ავიარე და როგორც იქნა შევაღე მისი ოთახის კარები... ლექსო სავარძელში იჯდა და სივრცეს მიშტერებოდა ისიც კი ვერ გაიგო რომ შევედი ფრთხილად მივუახლოვდი ......... ლექსო. იმ დღეს როცა გურამმა მითხრა რომ არაკაცი ვიყავი და ბავშვის გრძნობებით ვთამაშობდი ვიგრძენი ძლიერი ჩხვლეტა გულის არეში... ხოლო გურამის სიტყვებმა რომ ერჩივნა ნინო მკვდარი ენახა ვიდრე ჩემს გვერდით, ბოლო მომიღო გურამის კაბინეტიდან გასვლისთანავე ვიგრძენი როგორ შემეკრა სუნთქვა და ძირს დავეცი მესმოდა გიგას განწირული ხმა რომელიც მთხოვდა გავმაგრებულიყავი და არ მიმეტოვებინა... თვალები საავადმყოფოს თეთრ პალატაში გავახილე გვერდით გიგა და მარიამი მყავდა როგორც გავიგე კრიტიკული ერთი კვირა გადავიტანე.. ჩემი თვალები მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი არ მოვიდოდა ნინოს ეძებდა, სული ითხოვდა მის სიახლოვეს ჰაერი კი ნინოს სუნამოს გარეშე არაფერი იყო... საავადმყოფოდან გასვლის შემდეგ მარტო ყოფნა და ნინოზე ფიქრი ვარჩიე, საათობით ვიჯექი სავარძელში და გავყურებდი ფანჯარას დრო სწრაფად გადიოდა.... ისე როგორც ყოველთვის სავარძელში ვიჯექი და სიცარიელეს მივშტერებოდი წარმოვიდგენდი ნინოს მის ყოველ ნაკვთს სახლში რაღაც ხმაური იყო მაგრამ გაგების არც თავი მქონდა და არც სურვილი, ჩემს ოთახს ვიღაც უახლოვდებოდა ეს ნაბიჯების ხმა ნინოს ნაბიჯებს გავდა, კარი შემოაღო და ოთახში მისი სუნამოს სურნელი დადგა ხარბად შევისუნთქე მონატრებული სურნელი და უკან შემობრუნება ვერ გავბედე, შემეშინდა მისი ნაბიჯების ხმა და სუნამოს სურნელი უბრალოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი არ ყოფილიყო მაგრამ ეს ხმა და ეს სურნელი იმდენად რეალური იყო... მხარზე თბილი ხელი ვიგრძენი, მერე მისი სუნთქვა ვიგრძენი ყურთან ახლოს როცა სანატრელი სიტყვები ჩამჩურჩულა. -ლექსო მე მოვედი. -ნინო? -ხო ლექსო მე ვარ ნინო.. შენ რა არ გაგიხარდა ჩემი მოსვლა? მის რეალურობაში რომ დავრწმუნებულიყავი ფეხზე წამოვდექი და გულში მაგრად ჩავიხუტე ვიგრძენი როგორ შემომხვია მისი სიფრიფანა ხელები ზურგზე... ნინოს შეხებამ სხეულის ყველა მიძინებული უჯრედი გამიღვიძა და ჩემს სხეულში აქამდე მდუნედ რომ მიედინებოდა სისიხლი ახლა აბობოქრებული მდინარესავით დაიწყო ჩქება... -აღარასოდეს დამტოვო ნინო კარგი? -აღარასოდეს დაგროვებ მე შენს გვერდით ვიქნები მუდა... სამუდამოს მეყვარები. -სამუდამოდ? -სამუდამოდ. ალექსანდრე ............... მაპატიეთ რომ ამდენი ხანი გალოდინეთ სოფელში ვიყავი და ინტერნეტი არ მქონდა სახლში ეხლა დავბრუნდი და თან დავდე ბოლო სამი თავი ერთად... ბოდიში ტექსტში დაშვებული შეცდომებისთვის გადაკითხვა ვეღარ მოვასწარი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.