შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს სწორედ ისაა რაც შენ გგონია პატარავ თავი 6


8-03-2016, 17:51
ავტორი diana.cherchuki
ნანახია 1 873

მთელი ღამე მშვიდად მეძინა,ბოლოს გამეღვიძა და როგორც მივხვდი ნიკს დიდი ხანი იყო ეღვიძა. რომ შევხედე გაოცებული სახე ჰქონდა, უცებ ვერ მივხვდი ასე რამ გააკვირვა და ცოტა არ იყოს გავბრაზდი, მერეღა მივხვდი რაშიც იყო საქმე.
-მია, ასეთ უცნაურ პოზებში როგორ გძინავს, შოკში ვარ-და გაიცინა.
-მერე რა? როგორც მინდა ისე დავიძინებ-და ჩავიბუტბუტე-ახლა ჩემი ძილი არ მომწონს, ნეტავ შემდეგი რა იქნება?
-შემდეგი ის იქნება, რომ გიჟი ხარ-და თმა ამიჩეჩა, პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი, რომ კარზე კაკუნი გაისმა:
-მია საყვარელო, გაიღვიძე, თორემ სკოლაში დაგაგვიანდება.
-ვაიმე ესმე-ამოვიკნავლე-მმმ ახლავე ესმე.- მივუბრუნდი ნიკს:
-სწრაფად წადი აქედან, კარები უნდა გავუღო, 3 წუთში დაბრუნდება დაგენიზლავები.
-რომ არ წავიდე?-თვალი ჩამიკრა,
-რას ბოდავ, ახლავე ადექი და...-სიტყვა გამიწყდა, რადგან ნიკმა მაოცა, ყველაფერი დამავიწყდა,ესმე, სკოლა, დრო... ხელები მოვხვიე და კოცნითვე ვუპასუხე, დიდი ხანი არ გაგრძელდა ჩემი თავდავიწყება, ისევ დააკაკუნეს:
-მია ახლავე კარი გამიღე!-ნიკმა ყელზე მაკოცა.
-სკოლაში გნახავ-და ფანჯრიდან გადახტა. მე კი ისევ კითხვა დამიტოვა, რას ნიშნავს სკოლაში მნახავს? ვერ არის ეს მემგონი.
ესმეს კატი გავუღე.
-სად ხარ ამდენ ხანს, რამდენი ხანია ვაბრახუნებ.
-მაპატიე მეძინა.
-მალე ჩაიცვი და სკოლისკენ წადი, ტაქსი აიყვანე. რას შეჭამ საუზმეზე? სწრაფად მოგიმზდებ.-მე მწარე გამოცდილებით ვიცოდი ,,ესმეს დიდებული კულინარის" სტატუსი და ვიუარე
-არ მინდა, სკოლაში ვიყიდი რამეს.-ამ სიტყვებით სააბაზანოში შევედი. ოთახიდან ესმეც გავიდა, როცა დავბრუნდი ჩემს გარდერობს გადავავლე თვალი, რაც ხელში მომხვდა პირველად ის ჩავიცვი, მემგონი ერთადერთი გოგო ვარ, ვინც საათებს არ კარგავს იმაზე ფიქრით -რა ჩავიცვა?- ჩემთან ყველაფერი მარტივადაა.
ჩავიცვი ჯინსი და თეთრი მაისური, გარეთ მართალია ციოდა, მაგრამ თბილი არაფერი მქონდა.
ესმემ 30-ოდე დოლარი მომცა და გამისტუმრა.
გარეთ გავედი თუ არა მაშინვე ვინანე, დაახლოებით 12-მდე წყვილი თვალი მომაჩერდა, ადრე იყო, მაგრამ მეზობლები გარეთ იდგნენ, საშინლად გავწითლდი, ნიკიც დავინახე, თვალი ჩამიკრა და ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა. ისევ დავრწმუნდი, რომ სრულ ჭკუაზე ვერ იყო.
სწრაფად გადავჭერი ქუჩა და პირველივე გამოვლილ ტაქსს ხელი დავუქნიე. დაუყოვნებლივ ჩავჯექი.
-აჰ ეს თქვენ ხართ? ნიუ სთრითიდან?
-უკაცრავად?!-ვერ მივხვდი მძღოლი რას გულისხმობდა.
-ახალი მოსახლე ნიუ სთრითიდან? აქამნდე აქ არ მინახიხართ, უეჭველი მია უნდა იყოთ.-ჯანდაბა, ტაქსის მძღოლმაც კი იცის ეს ამბავი, წარმომიდგენია სკოლაში რა ამბავი იქნება, ალათ იქაც ყველა მიცნობს.
-დიახ, მე ვარ-ვეცადე უდარდელად გამომსვლოდა.
-ღმერთო რა პატივია, პირველად ჩემს ტაქსიში ჩაჯექით, ოჰ როგორ ვიტრაბახებ.-მგონი ამ ქალაქში არავინაა სრულ ჭკუაზე.
-დიდი სატრაბახო რამე გქონიათ- და გავუცინე.
-ალბათ სკოლაში მიდიხართ არა?
-დიახ,მაგრამ არ...-გამაწყვეტინა
-არ იცით სად არის არაა? ნუ ღელავთ, მე ვიცი.
-მადლობთ. -მოვუჭერი მოკლედ.-იცით, მაწუხებს, რომ ყველა ასე მიყურებს.
-მაშინ სკოლაში არ მოგეწონებათ, ძალიან პოპულარული ხართ იქაც.-მხიარული კაცი ჩანდა.
-ო არა
-დიახ, სტაჟიანი საჭორაო თემა ხართ.
-როგორმე გადავიტან.-ტაქსი სკოლასთან გაჩერდა,
-აი ეს არის თქვენი სკოლა.
-დიდი მადლობა, რამდენი უნდა გადაგიხადოთ?
-როგორ გეკადრებათ, ფულს როგორ გამოგართმევთ, თქვენ ხომ ახალი ხართ?
-მერე რა?-გავიოცე
-ჩათვალეთ ეს ჩემი მოვალეობა იყო.-გამიღიმა -გადადით გთხოვთ.
-არა მგონია მზად ვიყო.
-ნუ ინერვიულებთ, ღრმად ამოისუნთქეთ და არავის მიაქციოთ ყურადღება, მხოლოდ წინ იარეთ და მეორე სართულის ბოლო კაბინეტში შედით, იქ დირექტორია და სახელმძღვანელოებს და გაკვეთილების ცხრილს მოგცემთ.
-დიდი მადლობა, თქვენი მადლიერი ვარ.-კარები გავაღე და მანქანიდან გადავედი.
ესღა მაკლდა...



აბა თქვენი აზრით რა დაინახა მიამ ასეთი, რამ გააოცა?
პატივისცემით თქვენი ინტრიგანი ავტორი
პ.ს გთხოვთ აზრი დააფიქსირეთ, მიყვარხართ ყველა.



№1 სტუმარი anita

ra unda daenaxa niki dainaxa :D xom utxra rom skolashi naxavda. male gaagrdzele raa )):*

 


№2  offline წევრი diana.cherchuki

Madlobaaaaa yvelas didi :* xval aucileblad davdeb, didxans ar galodinebt
--------------------
Onlinegirl

 


№3  offline წევრი diana.cherchuki

anita
ra unda daenaxa niki dainaxa :D xom utxra rom skolashi naxavda. male gaagrdzele raa )):*

Jer yvelaferi ar ici, ra dros nikia :D iset tavs gimzadeeebt, gagijeba sheidzleba
--------------------
Onlinegirl

 


№4  offline წევრი გაიღიმე

ალბათ სკოლის მოსწავლეები :D .. მაგარია!! <3 ცოტა დიდი თავები დადე რა <3

 


№5  offline წევრი diana.cherchuki

გაიღიმე
ალბათ სკოლის მოსწავლეები :D .. მაგარია!! <3 ცოტა დიდი თავები დადე რა <3

კი ახლა დავამატე შემდეგი, ვნახოთ ადმინისტრაცია როდის დადებს, გადამოწმებას ველი :*
--------------------
Onlinegirl

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent