შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა იცოდე არასდროს დაგთმობ (მეექვსე თავი)


9-03-2016, 23:13
ავტორი სალი-სალი
ნანახია 3 685

-კარი გააღე გოგო! ნუ გამაგიჟე ადამიანო ხო არ დაყრუვდი!.ალექსანდრას ოთახის კარზე აკაკუნებდა სალი და ცდილობდა მისი შოკირებული დაქალის ამბის გაგებას.-გადავირევი ამხელა ქალი! შვილო კარის გაღება იცი ვაფშე რა ხილია?.ყვირილს არ წყვეტდა.
-მოვდივარ.უღონოდ ამოიკნავლა ალექსანდრამ და საკეტი გადაატრალა.
-შენ გოგო ნორმალური თუ ხარ! კარზე რომ გიკაკუნებს ადამიანი არ უნდა გაუღო? თუ არ უსწავლებით ეგ შენთვის.იმწამსვე ეცა სალი ხურცოძეს და საოწლამდე სულ ლანძღვით მივიდა.-რა ჭირი გეტაკა რო არ ჩამოხვედი ნახევარი საათია ბავშვები გელოდებით მემგონი შენ კარტის ჩამოსატანად წახვედი დასაძინებლად კი არა.
-ამომასუნთქე ადამიანო.ერთი ამოიხვნეშა და სარკის წინ დადგა.-ეს ბიჭი მგონი გამაგიჟებს.ტუჩებზე თითი გადაისვა და ჩაეღიმა.
-ვინ ბიჭი ქალო?.თვალები კუსა სალიმ.
-დემური.უემოციოდ ჩაილაპარაკა და დაქალისკენ მიტრიალდა.
-რადროს დემურია თუძმახარ აქ მაგათგან თავდსაღწევად ჩამოვედით და შენ კიდე მაგას ახსენებ?.
-აქ იყო.ძლივს ჩააკვეტა თავისი სათქმელი.
-ვინ გოგო დემური? რა მოწიე ძმობას გაფიცებ მითხარი ან სად გაჩითე, რო კითხო არ უყვარს მოსაწევები ქალბატონს.თავის ქნევა დაიწყო და სულაც არ ეპარებოდა იმაში ეჭვი რომ ალექსანდრამ რამე მოწია.
-რა მოსაწევი თავი რამეს ხო არ მიარტყი? აქ იყო მოსული მაკოცა და გამოვიქეცი.რომ ვეღარ მოითმინა ერთად მიაყარა.
-ბიჯოო სერიოზული გაგიჩითავს ცოტა ჩემთვისაც დაგეტოვებია ლევანის მაინც ვაკოცებდი.ბოლო ხმაზე ახარრხარდა სალი.
-ოო იძახე ეხლა შენ რა მოწიეო, ადამიანო რომ გეუბნები მაკოცათქო ესეიგი მაკოცა რა ხარ ასეთი შეუგნებელი.
-მოიცა მართლა?.სახე უცებ დაასერიოზულა.
-ხო მართლა აბა ტყუილად? სახლში რომ მოვედი მისაღებში დამხვდა და ჯანდაბა მაგას ამაფორიაქა ძლივს დავწყნადრი და ახლა რაღა უნდოდა.ნერვიულად ცემდა ბოლთას და თავზე ხელს წამდაუწუმ ისვავდა.
-კაი დამშვიდდი.უმალ დასერიოზულდა სალიც და ალექსანდრა ლოგინზე დააჯინა მხარზე ჯერ ხელი გადაუსვა და მერე თავი დაადო.-მაგის გამო ახლა ნუ აიშლი ნერვებს.
-ხო მაგრამ, კაი დავწყნარდები, აუ მეძინება რა სალიუს.
-კაი მიდი დაისვენე, ძილინებისა ანგელოზები გფარავდეს.შუბლზე აკოცა სალიმაც და ოთახი დატოვა.მარტო დარჩენილი ალექსანდრა ნელ-ნელა მოწესრიგდა თავის ფიქრები შეძლებისდაგვარად დაალაგა და დაიძინა.
დილად ცივმა ქარმა გააღვიძა.პლედი გადახდილი ჰქონდა ამიტომ შესცივდა, თვალები არც გაუხელია ისე გადაიფარა თუმცა მაინც ძალიან ციოდა.ნელა წამოდგა ფეხზე თვალები მოისრისა და აივნის კარს გახედა.
-გუშინ ხომ დავკეტე?.თავისთვის ჩაიფრუტუნა და ღია აივნის კარებისკენ დაიძრა გარეთ ყველაფერს მოავლო თვალი და უმალ მიხურა.სირბილით მივიდა საწოლთან და თბილ მატერიაში "შეძვრა".ძვლებში სასიამოვნოდ დაუარა სითბომ და შეიშმუშნა.ცოტახანში ისევ ჩაეძინა და შეადღის 1 საათზე გაეღვიძა.


სალომეს იმაზე ფიქრში რომ ბახმაროში შეიძლებოდა ლევანიც ყოფილიყო თითქმის არ დაეძინა.საწოლში ყოველწამს ბორგავდა და თავის თვას ეჩხუბებოდა რა დაგემართა სალომე დაიძინეო.ბოლოს როგორც იქნა ჩათვლიმა და დილას 11 საათზე გაეღვიძა.გარეთ ცოტა ციოდა ამიტომ შარვალი და გრძელმკლავიანი თხელი მაისური გადაიცვა კეტები მოირგო და სარკესთან მივიდა. გვერდით კამუდზე რაღაც ყუთი მოლანდა იმწამსვე ეცა და როდესაც საჩუქარი გახსნა სასიამოვნოდ გაეღიმა.
-ვალი გადახდილია.ღიმილით ჩაილაპარაკა და აიფოს ექვსს დახედა კარტაც მალევე მოათავსა ტელეფონში და პირველი სელფიც გადაიღო ბახმაროს ხედის ფონზეც.ფოტო ძალიან მოეწონა კარგი ხარისხი აქვსო ამიტომ რამოდენიმე წუთში ფეისბუქზე პროფილის სურათად გამოჭიმა.რაღათქმაუნდა დაიწყო სარკეში ფოტოების გადაღება, მარიაჟობდა გოგო თან კი სიხარულისგან ცას ეწეოდა, იქვე ძირს დავარდნილი ფურცელი შენიშნა წარწერით “იმედია ამასაც არ გამატეხინებ“ ამაზე ბოლო ხმაზე გაეცინა თავის დაქალი აღარ გააღვიძა ამიტომ დაელოდა როდის დაჭყიტავდა თვალებს მასთან ერთად რომ „ესელფავა“.
-დილამშვიდობისა.მთქნარებით ჩამოვიდა ალექსანდრა მისაღებში და მის გვერდით მდივანზე მოთავსდა.
-დილამშვიდობისაა.სიტყვა გაწელა და ახალი ტელეფონი ხელში ააფრიალა.-ახალს ვერაფერს ამჩნევ?.
-მკედრი გაგეზარდა? თუ ისევ 2 ზომით დიდი გაცვია?.
-დებილლოო შენმა ძმამ ახალი ტელეფონი დამიტოვა საჩუქრად.მობილური ცხვირწინ მიუტანა და გაეკრიჭა.
-აუ ეგეც აქაა? დასვენება არ გვიწერია მგონი.მხრები უღიმღამოდ აიჩეჩა და სამზარეულოში გაფრატუნდა.
-აუ რატო კაია.ცეკვაცეკვით მიჰყვა სალიც.
-აუ რატო კაია.დაჯღანულმა გააჯავრა თავისი დაქალი.-აბა მე მკითხე გუშინ კინაღამ ხელებში ჩავაკვდი მაგის ძმაკაცს.
-ოჰო ვიღაცა შეყვარებულიაა.წარბები აათამაშა ბერიძემ.
-გადი გამასწარი სანამ ლამაზი ხარ.ერთი შეუღრინა და ყავის ჭიქა დაუმიზნა.
საღამოს ისევ ბავშვებთან ერთად გადაწყვიტეს გარეთ გასვლა ამიტომ ოთახებში ავარდნენ და გამოიცვალეს.
-ქალავ მზად ხარ?.აივანზე გაფრატუნდა სალი და ალექსანდრას გადასძახა.
-მაიცა მაიცა 2 წამი აი ახლა კი.ისიც გახტა აივანზე და მინიონებით გაფორმებული სვიტერი გაწელა.
-ეს რა გაცვია?.სიცილი ვერ შეიკავა სალიმ როცა ბავშვურად ჩაცმული ალექსანდრა დაინახა, თან ორი ნაწნავი ქონდა გაკეთებული და წინ გადმოშვებული, ბუნებრივად დიდი და წითელი ტუჩები კი უფრო აბავშვებდა ახალგაზრდა ქალბატონს.
-ოო მოიცა რააა მუღამზე ვარ.ხელები აათამაშა და ხტუნაობა დაიწყო.
-აღუ დაია ნეკა თითზე არ მიკბინო, მაგით გლდანში არ გამოიარო თუარა ყურებს დაგაჭრიან.მათ წინ სახლში რომელშიც იმ დღეს უნდა გადმოსულიყვნენ დემური და ლევანი დასახლდნენ, აივნიდან კი სწორედ უფროსმა ხურციძემ შესძახა თავის დას.
-მაზოლები რო ამომიყვანე თუ ამჩნევ.თავისი აივნიდან გასძახა ალექსანდრამ.
-ახლა მე დაგაჭრი ყურებს.დანა აიფრიალა რომლითაც ვაშლს ჭრიდა და თან პირში მთელი სისწრაფით იდებდა.
-წამოდი ალექს.სალიმ იმწამსვე დაავლო ალექსანდრას ხელი და დაბლა ჩაიყვანა, მალევე მოძებნეს ბუკა ბუბა და კიდევ სხვა ბავშვები რომლებიც წინა დღეს გაიცნეს და კოცონს მიუსხდნენ.
-იცით თქვენს წინ რომ სახლია ვინ გადმოვიდნენ?.ნინჩომ იმწამსვე დაიწყო საუბარი გოგონები როცა შეუერთდნენ-ვინ გოგო?.საუბარში ჩაერთო ლალიც.
-ალექსანდრე ხურციძე უი შენი მოგვარეა რა დამთხვევაა არა? ხოდა ის რაა ხო იცით დემური დადეშქელიანი.მთელი ემოციებით საუბრობდა ნინჩო.
-რაა? ღადაობ? რა მოეპრიანათ ვაფშე მაგათ დადეშქელიანს მითუმეტეს.
-მაგას ასიანი რაღაც საქმე ექნება თორე ხო ვიცი არა აქ ფეხსაც არ ჩამოადგამდა ჩემი ძმა იცნობს მაგათ რა და პროსტო ერთი ამბები ხდება მაგათ თავს.სალი და ალექსანდრა გაოცებულები უსმენდნენ არ იცოდნენ ბიჭები თუ ასეთი ცნობილები იყვნენ.
-აუ ბიჭო ხმა დაირხა რო ის დემური ჯუბოს იცნობს და რაღაცეებს ხლართავს.რაღაც უაზრობა დაახეთქა ბუბამ.
-ვინ გითხრა ბიჭო ეგ? საედან იგონებ მაგ იდიოტობებს ჩემი ძმა იცნობსმეთქი მაგათ და ეგეთი ვაფშე არაფერი არ გაგონილა საიდან ჩმახავ ხოლმე დემური მაგის გამკეთებელი შანსი არაა რაა ლევანისთან ისეა რო რავი.მტკიცება დაიწყო ბუკამ.
-შენ რა იცი ეგ ისეთი ქვეშქვეშაა რო რავი ჯუბოს ძმაკაცმა თქვა უბანში რა წამოცდასავით და მერე ჯუბომ გააჩუმა.მაინც თავისას აგრძელებდა ბუბა.
-აუ ეგ ჯუბოს ძმაკაცი ბოდავს მაგარ *ირობებს იზვინი გოგოებო მაზიანს ჩამოვალ ეგ პროსტო ვიღაცის მოგონილი იქნება.მათი საუბარი ცოტაც და კამათში გადაიზრდებოდა.
-კაით ეხლა მორჩით.ერთი შეჰყვირა ლალიმ.-ისე შენ შეიძლება გამონახო საერთო ენა მაგასთან მაინც მოგვარეობა თავისას შვება.
-ხო კი აბა რა იქნებ ცალი თვალით მაინც შეხედო, გქონდეს მაგის პატივი აბა მაზოლებს ხო არ ამოგიყვანს უცხოა ადამიანი.ფხუკუნით საუბრობდა სალი.
-აუ სალომე რაა.ბუზღუნი დაიწყო ალექსანდრამ.
-მიდი ერთი დაენახე იქნებ მერე გამოგელაპარაკოს.სიცილს არ წყვეტდა სალომე, უკვე ჩაკეცვის პირას იყო.
-რაიყო გოგო რა გაცინებს.გაკვირვებული სახე შეანათეს სალომეს.
-რადა ალექსანდრა ლევანის დაა.ფხუკუნებდა და სათქმელს თავს ვერ აბავდა.
-მოიცა რა? ხოარღადაობ?.ყველამ გაოცებული სახით შეხედეს ალექსანდრას.
-არა რა ვღადაობ მართლა ლევანის დაა.მეტი დამაჯერებლობისთვის სერიოზული სახე მიიღო სალომ.
-მარა ლევანას არ ყავს და.ფეხზე წამოხტა ბუბა.
-ჰმ ვინ გითხრა.გაგულიანდა უმცროსი ხურციძე და ბუბას წაეჭიმა.
-კაი რეებს იგონებთ ყველამ იცის რო ლევანი დედისერთაა რა და კაცო არავარ მე ღადავის ხასიათზე.ყველა ისე უმტკიცებდა გოგონებს რომ კინაღამ თვითონაც დაიჯერეს რომ ალექსანდრა ლევანის და არ არის.
-ოო თუ არც გჯერათ რა.უკმაყოფილოდ გაიქნია თავი და ეზოში შემოსულ რაბუსის მანქანას თვალი გააყოლა.
-აგე ბიჭო დემურის მანქანა.უცებ წაიჩურჩულა აკაკიმ.ალექსანდრამაც თვალი მოავლო მის ნომერს „DE-777-MO” ტუჩის კუთხეში ოდნავ ჩაეღიმა და წინასაღამო გაახსენდა, ზუსტად ის საღამო როცა დემურის ტუჩების გემო გაიგო.ბიჭი მანქანიდან ნელი კადრით გადმოვიდა, ყველა გოგოს ყურადღება მიიქცია, არც არის გასაკვირი მისიი აღნაგობა ნაკვთები ხაზს უსვამდა მის სიმპათიურობას.ტუჩი უნებურად მოეკვნიტა თვალები ნელა დაახამხამა და ქარის მიტანილ მის ოდეკოლონის სურნელს ნაზად გააყოლა თავი.დემურიმ უბრალოდ შეხედა თვალი ჩაუკრა და სახლში შევიდა.
-აჰა ეხლა შენ რომ ლევანის და იყო დემური ყველა ვარიანტში გამოგელაპარაკებოდა.საჩივრით წამმოვარდა ფეხზე ბუბა.
-აუ ესენი რომელ წყალში ბანაიბენ ადამიანო ლევანის დაა შეიგნე ბოლოსდაბოლოს.თავზე ხელი მიადო სალიმ.
-არ მჯერა და მომკალი თუგინდა ჩემი ძმა ყველა ვარიანტში მეტყოდა თან თვითონ უთქვამ არ მყავს დაო და შენ რომ მაგის და იყო რატო იტყოდა ასე.სერიოზულად საუბრობდა ბუკაც თუმცა ჩვენს ნათქვამს არ იჯერებდა.
-რაღაც მიზეზების გამო მოუწია ასე თქმა.თავისით ჩაიფრუტუნა ალექსანდრამ.
-ნუ რაცარის არის ეხლა მწვადები არ უნდა შევწვათ?.ხელები ერთმანეთზე გაახახუნა ლალიმ.
-ბაზარი არაა, აბა შემითრიეთ გენეოლოგიური შტოს შედგენაშიი.შამფურების მოსატანად გაიქცაბუბა და აგურებზეც მალევე შემოაწყო.ნახევარი საათი ასე ისხდნენ და ბევრ რამეზე საუბრობდნენ, ბევრჯერ მიიღო ალექსანდრამ თავისი ძმისგან შეტყობინება ვინ არიან ესენიო ისიც არაფერს არ ეუბნებოდა რაღაცნაირად გაბრაზებული იყო არავინ რომ არ იცოდა ვისი დაც იყო. ერთიწამი გულშიც კი გაიფიქრა ლევანის საერთოდ არ ვაინტერესებ და არ ვუყვარვარო თუმცა მალევე მიუხვდა დაქალი მის გულში გაელვებულ წყენას და ისიც მალე ჩაუხშო.შუა ლაპარაკში იყვნენ როცა დემური და ლევანი თავზე დაადგნენ.
-გამარჯობათ რო შემოგიერთდეთ მოსულა?.კაი ტიპურად თქვა დემურიმ და ალექსანდრას გადახედა.
-მოდით მაგას რა ჯობია რაც უფრო მეტი ვიქნებით მით უფრო მაგრად გავერთობით.ხელები გაშალა ნინჩომ და ბედნიერი სახით შეეგება ახალ მეგობრებს.
-ნუ ეგ ყველა ვარიანტში მე ლევანი ვარ. სიტყვა არ ქონდა ლევანის დამთავრებული ლალიმ რომ შეაწყვეტინა.
-შენ ლევანი ხარ ის კი დემური ყველამ ვიცით, მე ლალი ვარ ის ბუბა ნინჩო ალექსანდრა აკაკი სალო ნინჩო და ბუკა არიან.სახელების ჩამოთვლა ახლა ლალის ერგო წილად.
-ვახ ვახ რა ნაცნობი სახეებია.ირონიულად ჩაილაპარაკა დემომ და ბენდება თავიდან მოიძრო.
მოდით დაჯექით.ხელი ბალახზე დაატყაპუნა ნინჩომ.
-მე აქ ჩავეკვეხები.ლევნი სალის და ალექსანდრას შუაში ჩაჯდა დემური კი უმცროს ხურციძეს მიუჯდა.-გეგონა მარტო გამოგიშვებდით? ბებიათქვენისამ ეხლა თქვენ ორს გაპარპაშებდით უფროსის გარეშე.ორივე ხელი გადახვია ლევანიმ სალის და მის დას.
-ჰაჰა ძაან მიხარია რომ გაგახსენდი და ხალხში არ მიუცხოვე.ქვედა ტუჩი სატირლად დაბრიცა თუმცა მაინც ირონიულად და გაბრაზებით მიუგო თავის ძმას.
-ჰმ ამას რა ბზიკმა უკბინა.ერთი მოავლო თვალი სალის და მერე ალექსს მიუტრიალდა.
-არავინ არ იცოდა შენი და თუ ვიყავი.ნაწყენმა ტავი დაბლა დახარა.
-კაი რა ნუ მებუტები ხო იცი არა რა პონტში არ ვაბაზრებდი მაგას.ლოყაზე მადიანად აკოცა და თავი გულზე დაადებინა.
-მოიცა ანუ თქვენ მართლა?.შამფური ცხვირწინ აუფრიალა ნინჩომ.
-ხო ჩემი და არის ჩემი პატარა სულელი დაიკო.
-აა ხომ გეუბნებოდით ეს დამთხვეული ამის ძმა არისთქო.რომ გაიაზრა ლევანის სახელი როგორც მოიხსენია სახეზე ხელი აიფარა.
-ესეიგი დამთხევული ხო? მაცა შენ სულ კი არ გაგანებივრებ ახალახალი ტელეფონებით.ცხვირზე თითი დაუსვა და გაოცებული სახით შემყურე ახალგაზრდებს გადახედა.
-უჰ შენ გამიტეხე გენაცვალე, ჩემი ბრალი არ ყოფილა მაგ.
-ენა ძაან ხო არ შემაჩვიე. ხმა გაამკაცრა და ისე გადახედა სალის.
ასე კინკლაობაში გასტანა რამოდენიმე საათმა დაბნელებისას ალექსანდრას ტელეფონმა წკრიალი დაიწყო, თავის ზარი ძალიან უყვარდა დიდიხანი იტინგიცა ცოტა შეზარხოშებულმა და რო დაიღალა მაშინ გავიდა გვერდით და დაფარულ ნომერს უპასუხა.
-გისმენთ.ხმა დაალაგა და მხრებში გასწორდა.
-ალექსანდრა! ხომ არ მეშლება?.ყურმილიდან საოცრად ამაზრზენი და ბოხი ხმა მოესმა.
-დიახ ალექსანდრა ვარ თქვენ ვინ ხართ?.ხმამ იმდენად შეაძრწუნა სახე მომანჭა და ზიზღით უპასუხა.
-ჩემი სახელი გეცოდინება!.
-გრძნეულს ვგავარ? საიდან უნდა ვიცოდე შენი სახელი.
-ჰაჰა თამამი ჯიუტი და უზრდელიც ყოფილხარ, შენთვის არ უსწავლებიათ უფროსებს ზრდილობიანად რომ უნდა ესაუბრო?.
-შენ ჩემს აღზრდასთან დაკავშირებით სალაპარაკოდ დამირეკე თუ რახდება.
-შენი ძმა ვერ გივლის კარგად. ირონიულად ჩაიცინა ბიჭმა.
-რაგინდა?.
-მართლა ვერ მიცანი?.მისი კითხვა დააიგნორა.
-ვერა, წარმოდგენა არ მაქვს ვინ უნდა იყო.
-ლაშა არ ვარ არც შოთა.
-მოიცა შენ მაგათ შესახებ საიდან იცი და საერთოდ ვინ ხარ?.ცოდა დაიბნა და შეეშინდა კიდეც.
-ჰმ მე იმაზე ბევრი ვიცი ვიდრე წარმოგიდგენია, შენ აზრზეც არ ხარ შენს ირგვლივ რა ადამიანები არიან, წარმოდგენაც არ გაქვს თითოეულ მადგანს რა აქვს ჩაფიქრებული.
-შემეშვი! მეორედ ამ ნომერზე აღარ დარეკო გესმის?! ვინც არ უნდა იყო.
-ისე მართლა მიკვირს რატომ ვერ მიცანი თან ერთხელ გამოველაპარაკეთ კიდეც ერთმანეთს.ახლაღა ამოუტივტივდა თავში ის ღამე როდესაც პირველად გადავიდა გლდანში საცხოვრებლად, ის ღამე როდესაც ვიღაცამ მისი დასაკუთრება განიზრახა და ის ღამე როდესაც დემურის მკლავებში პირველად ჩაესვენა.
-შენ ის ხარ? ის აყროლებული? გეხვერწები აწი კბილები გამოიხეხე გულისამრევო იდიოტო.კი შეეშინდა მისი თუმცა რაც გულში ქონდა ჩაგროვებული უნდა ეთქვა.
-შენ მაგაზე არ იდარდო გკოცნი ბევრს და ცნობისთვის ჯუბო ვარ.ჯუბომ ყურმილს აკოცა და ტელეფონი გაუთიშა.იმწამს რა დაემართა ალექსანდრას არ იცოდა თავში სულ ის სიტყვები უტრიალებდა „ჯუბო ვარ“.
-რა გამოდის ეხლა ჯუბომ მაშინვე გაიგო ჩემი ამბავი? კი მაგრამ საიდან? ან ღმერთოჩემო.თავზე ხელები შემოირტყა და თავის ძმისკენ გავარდა.-ლეო ერთი წუთით.მხარზე ხელი დაარტყა და გამოსვლა თხოვა.
-ო მოიცა რა მერე მითხარი.ხელი აიქნია და მოცეკვავე ნინჩოს გახედა.
-ლეო უნდა დაგელაპარაკო.ახლა ორივე მხარზე წაავლო ხელი და შეანჯღრია.
-გოგო მაცა მერე მითხარი რაც გინდა.შეუღერინა და მწვადის ნაჭერი პირში გაიქანა.
-როგორ ვერ გიტან.ატირებულმა დაიყვირა და ყველას ყურადღება მიიქცია.მთელი სისწრაფით გავარდა მის სახლისკენ და კარი შეიკეტა.
-რამოუვიდა?.დემური პირველი გაიქცა ალექსანდრასკენ.
-რავიცი რარაც უნდა გითხრაო.უკან მიჰყვა ლევანიც.-რა დაგემართა ალექს.სახე შეეცვალა როცა ატირებული და დაინახა.
-რაღა რა დამემარრთა მშვიდად ცხოვრება აღარ მიწერია.კუთხეში მიბუსული მოსთქვამდა და ძლივს აბავდა სათქმელს თავს.
-რაიყო რა გატირებს ჩემო გოგო. გვერდით მიუჯდა ლევანი.
-ჯუბომ დამირეკა, ის ბიჭიც ჯუბო ყოფილა მაშინ რომ დამხვდა სადარბაზოში თვითონ მითხრა ახლა.
-ჯუბომ დაგირეკა?.სახეზე ფერი ეცვალა დემურის, იმწამსვე გავრდა გარეთ და ტელეფონით დარეკა.
-ეხლა რა ვქნა?.საწყლად ამოიოხრა და თავის ძმას გულზე თავი დაადო.
-შენ არაფერი! მე ვიზავ იმას რაც ადრე უნდა გამეკეთებინა.თავზე ხელი გადაუსვა და ძარღვები დაჭიმა აფსლუკუნებული სალომე რომ დაინახა.


გამარჯობათ ჩემო უტკბილესებო და უსაყვარლესებო.. მომიტევეთ შეცდიმები და რომმ დავაგვიანე ისიც. იმედია მოგეწონებათ. კომენტარებს ნუ დაიშურებთ მიყვარხართ ძალიან ძალიან ჩემი სიხარულები ხართ..



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Kiii dzalian kargia ... magram patara taviaaa gazarde da agar daagviaanooo
--------------------
G.ke

 


№2 სტუმარი fisho

ყველაზეე მაგარია სალიიიიი ვაიმეე ძალიან მაგრიაააა სანგა მეამაყები ასეთი კარგი ფანტაზია რომ გაქქვს უმაგრესია ყოჩაააღ

 


№3  offline მოდერი bibo

ვაიმ მურაბა რა კაი იყო :*ტკბილო უტკბილესი მურბაააა უხ რა საყვარლობა იყო რა ბისკვიწები არიან ეს დემური და ლევანი მარა სუ მეცინება ამ დემურიზე და რა ვქნა კაცოოო wink wink ტორტულიუსო და შოკოლადიუსო საუკეთესო ხარ საოცრება მომწონს უმაგრესად სასწაულადდდდმარყვო love

 


№4  offline წევრი სალი-სალი

gvanciii kereselidze
Kiii dzalian kargia ... magram patara taviaaa gazarde da agar daagviaanooo

მადლობა <3 ბოდიში მეტი რომ ვერ დავწერე ყველანაირად შევეცდებ შემდეგი თავი უფრო ვრცელი იყოს <3
fisho
ყველაზეე მაგარია სალიიიიი ვაიმეე ძალიან მაგრიაააა სანგა მეამაყები ასეთი კარგი ფანტაზია რომ გაქქვს უმაგრესია ყოჩაააღ

ჩემი სიფორცხეე ხარ შენნ როგორ უყვარხარ სალოს თუიცი <3 დიდ მადლობას გიხდის ბელადი :D <3
bibo
ვაიმ მურაბა რა კაი იყო :*ტკბილო უტკბილესი მურბაააა უხ რა საყვარლობა იყო რა ბისკვიწები არიან ეს დემური და ლევანი მარა სუ მეცინება ამ დემურიზე და რა ვქნა კაცოოო wink wink ტორტულიუსო და შოკოლადიუსო საუკეთესო ხარ საოცრება მომწონს უმაგრესად სასწაულადდდდმარყვო love

შენ ყველაზე გემრიელი ნაჭერი ხარ <3 ისე მიხარია რომ მოგწონს ისე რომ არვიცი <3 ყველაზე საყვარელი და კარგი ხარ <3 შემიყვარდი ძალიან <3

 


№5 სტუმარი lanuka lanu

Vaime chemo shokolado ra magari xar.exla wavikitxe yvela tavi ertad.umagresi xar sityvebi ar myopnis.gamixarda roca vnaxe sheni axali istoria.sotyvebi ar myionis iseti kargi xar.wina xom magari iyo magram es kide uketesia.mokled veli gagrdzelebaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent