შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქურდი იაგუნდისფერი თვალებით (14)


12-03-2016, 22:16
ავტორი Gone With Dreams
ნანახია 6 104

მეორე დილით,საუზმობის დროს გაბრიელს ისე მივჩერებოდი,ბოლოს შეწუხდა და სასაცილოდ გაბუსხულმა მითხრა.
-ასე ყურება შეწყვიტე,თორემ ლუკმა აღარ გადამდის ყელში. _გაეცინა და მერე ისევ გააგრძელა. _თუ გინდა სულ გაჩუქებ ამ თვალებს,ოღონდ დამაცადე ვჭამო.
ამის პასუხად ოდნავ გავიღიმე და ჩავეკითხე.
-როდის წავალთ?
-რა იყო,ასე ძალიან გინდა წასვლა? _იკითხა ნაწყენმა.
-არა,რას ამბობ,პირიქით! _გამეღიმა და მასთან ახლოს მივიწიე. _უბრალოდ მაგდა ცოდოა,ქორწილი ახლოვდება უკვე და მარტო დავტოვე. ელენე ვერ გასწვდება ამდენს. ჯობია წავიდეთ და მივეხმაროთ.
-ჰო,ბიჭებმაც ბევრჯერ დამირეკეს უკვე. საღამოს გავიდეთ მაშინ,ტასოც წავიყვანოთ,გუშინ ელენემ დამირეკა...
ოდნავ გავუღიმე და წვერიან ლოყაზე მაგრად ვაკოცე, მერე ფეხზე წამოვდექი ,რომ ჭურჭელი ამელაგებინა და დამერეცხა.
-ჰმ,მეტს ვიმსახურებ მგონი! _გავიგონე გაბრიელს ვითომ გაბრაზებული და ნაწყენი ხმა და გამეცინა.
როცა სამზარეულო მივალაგე,მისაღებში გავედი,გაბრიელთან.
არხეინად იჯდა და გაფაციცებით ადევნებდა თვალს გამოსახულებებს.
-გაბრიელ,მოდი რამე ვითამაშოთ. _გამოვედი სიტყვით და წარბები ეშმაკურად ავათამაშე.
-კარგი! მოდი ტაფობანა ვითამაშოთ,ოღონდ ამჯერად მე ჩაგარტყამ! _მითხრა სრული სერიოზულობით.
-კარგი რა! _ჩავილაპარაკე მობეზრებულმა. _სადამდე უნდა მეღადაოთ მაგაზე?
უდარდელად აიჩეჩა მხრები და მერე სასაცილოდ დამეჯღანა.
-ვითამაშოთ რამე,გთხოვ! აი მაგალითად სიმართლე და მოქმედება. ოღონდ მარტო კითხვებით! _ვთქვი მე.
-ეგ სიმართლე და მოქმედება აღარ არის,მარტო სიმართლე გამოდის. _გაეცინა, _მაგრამ კარგი,რახან ასე გინდა,იყოს ნება შენი.
ისიც ჩამოვიდა სავარძლიდან და ჩემს წინ კომფორტულად მოკალათდა.
თვალები მოჭუტა,მაცდურად შემომხედა და მერე მითხრა:
-მიდი,დაიწყე.
როგორც იქნა მოვეგე გონს და პირველივე კითხვა მივახალე გაბრიელს.
-ოდესმე გყვარებია?
-კი,ახლა მიყვარს. _მიპასუხა უდარდელად.
-არა,მაგას არ გეუბნები... _ვაპირებდი გამეგერძელებინა,მაგრამ არ დამაცადა.
-ეგ უკვე მეორე კითხვა გამოდის. ჩემი ჯერია და დამაცადე. თვისება,რომელიც ყველაზე მეტად არ მოგწონს ჩემში. _მკითხა და პასუხის მოლოდინში გაირინდა.
-სიჯიუტე,საშინლად ჯიუტი ხარ! _ვუთხარი და მისი ღიმილისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია. _კარგი,ახლა წინა კითხვას მივუბრუნდეთ. გყვარებია ვინმე ჩემს გარდა?
-არა,სიყვარულით არასდროს მყვარებია,იყო რაღაც მსგავსი. _მითხრა უემოციო სახით და როცა რაღაცის თქმა დავაპირე უხეშად შემაწყვეტინა. _ჩემი ჯერია. რისი გეშინია ყველაზე მეტად?
-ალბათ მარტო დარჩენის. _ვუთხარი. _რას არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის ჩვენს ურთიერთობაში?
-ნდობა. არა მარტო ჩვენს ურთიერთობაში,არამედ ყველაში. თუ ნდობა არ არის,იქ სიყვარული ვერ გაჩერდება დიდხანს.
ასეთ პასუხს არ ველოდი. მეგონა რამე უფრო ბანალურს მეტყოდა. წესით ეჭვიანი არ ვარ,ამიტომ სანერვიულოც არაფერი მაქვს-მეთქი,გავიფიქრე და ოდნავ გამეღიმა.
-ჩემი ჯერია,არა? _მკითხა. დავეთანხმე და მანაც არ დააყოვნა. _ნივთი,რომელიც ყველაზე ძალიან გიყვარს.
ინსტიქტურად ყელზე დავიხედე.
-დედაჩემის ნაჩუქარი კულონი. _კულონი ოდნავ გამოვწიე და გაბრიელს დავანახე.
წესით თქვენც უნდა გახსოვდეთ. ეს კულონი დედამ მეთხუთმეტე დაბადების დღეზე მაჩუქა და ჩემთვის უძვირფასესია. არა მარტო დედაჩემის გამო. კულონი ზუსტად გაბრიელის თვალების ფერია. არ ვაზვიადებ,მართლა იაგუნდისფერია. ჰოდა,როცა ყელზე მიკეთია,ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ დედაჩემთან და გაბრიელთან ახლოს ვარ.
-ძალიან ლამაზია. _გაეღიმა .
თავი დავუქნიე და თვალებში შევხედე.
მნიშვნელობა არ აქვს როდის,რამდენჯერ,რა სიტუაციაში და რა მომენტში დავინახავ მის თვალებს. მაშინვე ვშეშდები და სხეულში ისეთი შეგრძნება მიჩნდება,თითქოს ცეცხლი მიკიდია,წამიერად გულისცემა მიჩქარდება და მინდა გაბრიელს ჩავეხუტო.
არ ვიცი,მართლა არ ვიცი ამას ოდესმე თუ მივეჩვევი.
-ქალში რას აფასებ ყველაზე მეტად? _ვკითხე.
-ქალი მოწესრიგებული,სუფთა და კულტურული უნდა იყოს,ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ,მაგრამ ყველაზე მეტად იუმორის გრძნობას და ინტელექტს ვაფასებ. სულელი და უჟმური გოგონები არ მიყვარს. _გაეცინა და თვალი ჩამიკრა. _ხედავ,სწორი არჩევანი გავაკეთე!
ხმამაღლა გამეცინა და ოდნავ წავკარი ხელი.
-რას ნანობ ყველაზე ძალიან?
-ალბათ თორნიკესთან დაკარგულ რამდენიმე წელს. _სიმწირსგან ჩამეღიმა,როცა გამახსენდა როგორ ვექცეოდი თორნიკეს. _ელენეზე და თორნიკეზე რას ფიქრობ,გულწრეფელად მითხარი.
-რას უნდა ვფიქრობდე?
-მათ ურთიერთობაზე რა აზრის ხარ..
-ეგ ვუთხარი თორნიკეს უკვე. _გაეცინა და თვალები მოჭუტა.
-კარგი რა გაბრიელ!
-მომწონს თორნიკე,მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას,რომ რამე ზედმეტის უფლებას მივცემ. ყველაფერი ელენეზეა დამოკიდებული,მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო,მაგრამ გული რომ ატკინოს...
-გული,რომ ატკინოს,დამიჯერე მე მოვკლავ. _გავაწყვეტინე და გამეცინა. _ მაგრამ მენდე,თორნიკე არ არის ასეთი. არასდროს მინახავს ასეთი აფორიაქებული და ანერვიულებული,ელენე ძალიან მოსწონს და ისეთს არაფერს იზამს,რაც გულს ატკენს შენს დას.
-ჰო,ეტყობა ღელავს. _გაეცინა გაბრიელსაც. _ნინე,მგონი დროა გავიდეთ,ხო?
-კი,გავიდეთ,თორემ დაღამდება და ტასოს სიბნელეში ტარება არ ივარგებს.
ჩვენი ტანსაცმელი,ნივთები და წყალი გზისთვის მანქანაში ჩავაწყვეთ და მეზობელ სახლში გადავედით ტასიას წამოსაყვანად.
დინარა ბებია ისე შემომეგება,თითქოს უკვე დიდი ხნის ნაცნობი ვყოფილიყავი მისი. ისეთი სითბო გადამედო ამ თბილი ქალისგან,რომ გაღიმებული დავდიოდი აქეთ-იქით.
იქაურებს დავემშვიდობეთ ტასოს ტანსაცმელი და სათამაშოები საბარგულში ძლივს ჩავტენეთ და მანქანაში ჩავსხედით.
ტასოს გვერდით,უკანა სავარძელზე დავჯექი,რომ მისთვის ყურადღება მიმექცია.
გაბრიელი საჭესთან დაჯდა და მალე ლაჰილი დავტოვეთ. გულედანი შიგა და შიგ თვალებს სარკეში აპარებდა,ოდნავ გაიღიმებდა ხოლმე და ისევ ძველი,ჩვეული გამომეტყველებით განაგრძობდა გზას.
ნახევარი გზა ტასოსთან თამაშით ვირთობდი თავს,მერე კი ჩაეძინა და მეც ცოთა ხნით დავისვენე. პაწაწინა გულედანი საბავშვო სავარძელში გემრიელად მოკალათებულიყო და ტკბილად ეძინა. ელენემ რამდენჯერმე დარეკა,ჩვენი ამბავი იკითხა. არ ვიცი რატომ,მაგრამ მისი ხმა შეცვლილი მეჩვენა. გაბრიელთან ამის თქმა ვერ გავბედე და გაჩუმება ვარჩიე.
-ნინე,მოდი წინ გადმოდი,სანამ ტასოს ძინავს. _თბილი ხმით მითხრა გაბრიელმა და მანქანა გზის ნაპირას გააჩერა.
სწრაფად მოვკალათდი წინა სავარძელზე და ღვედი შევიკარე. გულედანმა მოულოდნელად აიღო ჩემი ხელი,თავის მარჯვენაში მოათავსა და ხელზე მაკოცა,მარცხენა კი საჭეზე დაედო.
მის საქციელზე გამეღიმა.
-ნინე...
-გისმენ!
-ჩემთან გადმოდი საცხოვრებლად...
^ ^ ^
მისმა სიტყვებმა დენივით დამიარა სხეულში,გავშეშდი და მეტყველების უნარი წამერთვა. გონებაში ვცდილობდი გაბრიელის სიტყვები გადამეხარშა,თუმცა არაფერი გამომდიოდა. მხოლოდ მისი ხმა ტრიალებდა ისევ და ისევ,მე კი გონს ვერა და ვერ ვეგებოდი.
-ნინე,კარგად ხარ? _მკითხა გაბრიელმა შეშფოთებული ხმით.
-მე... უბრალოდ მე არ ვიცი რა გითხრა.
-ვიცი,რომ მხოლოდ რამდენიმე თვეა ერთად ვართ. ისიც ვიცი,ერთმანეთის შესახებ ბევრი რამ არ ვიცით და იმასაც ვხვდები,რომ პატარ-პატარა დაბრკოლებების გადალახვა მოგვიწევს,მაგრამ აღარ მინდა დაცდა.. მჯერა,რომ ყველაფერს გადავლახავთ,იმდენად დიდია ჩემი გრძნობა რომ ამ სერიოზულ ნაბიჯს ვდგამ და მინდა შენს გადაწყვეტილებაში დარწმუნებული იყო. შენს ნებისმიერ აზრს გავიგებ და გავითვალისწინებ ნინე,უბრალოდ დაფიქრდი,კარგი? _დაასრულა და ხელზე მაკოცა.
ოდნავ დავუქნიე თავი და გავირინდე.
წარმოდგენა არ მქონდა რა გადაწყვეტილებას მივიღებდი.
გაბრიელის სიყვარულში,ჩემს გრძნობებში და ჩვენს ერთმანეთთან დამოკიდებულებაში ეჭვი არ მეპარებოდა,მაგრამ საკუთარ თავში იმის ძალას ვერ ვპოულობდი შიში და სიმხდალე გადამელახა. მასთან ყოფნა და გარისკვა მინდოდა,მაგრამ რაღაც მაკავებდა.
ვერც კი გავიგე ისე გავიდა დრო. გაბრიელმა ჩემს უბანში გააჩერა მანქანა და მერე ჩემკენ მოტრიალდა.
-არ მინდა,რომ აჩქარდე,გესმის? _თბილი ხმით დაიწყო, _კარგად დაფიქრდი და რასაც გული გიგრძნობს,ისე მოიქეცი. არ მინდა რამე ინანო. ერთს გეტყვი,მიყვარხარ და ამ გრძნობას დავიცავ.
გულედანმა შუბლზე მაკოცა და მერე მანქანის კარები გამიღო.
ჩემი ზურგჩანთა ავიღე,მძინარე ტასოს ვაკოცე,გაბრიელს დავემშვიდობე და დაბნეული ავუყევი კიბეებს.
^ ^ ^
კარი მძინარე დემეტრემ გამიღო.
-ოჰ,იკადრე ? _მკითხა სიცილით,მაგრამ ჩემს სახეს რომ შეხედა ღიმილი სახეზე შეეყინა. _რა იყო,მოხდა რამე? ხომ არ გაწყენინა?
ხმა ისეთი აგრესიული გაუხდა,თავის გაქნევა რომ არ მომესწრო ალბათ უკვე დაბლა იქნებოდა,გაბრიელის საცემრად.
-არა,რა სისულელეა. უბრალოდ ცოტა დავიღალე,დავწვები კარგი?
-ნინე,იცოდე თუ რამე მოხდა არ დამიმალო.
-დემეტრე,ნუ ამბობ სისულელეებს,კარგად ვარ. _გამეცინა და ჩემს ძმას ლოყაზე ვაკოცე.
ოთახში შესვლას ვაპირებდი,როცა დემეტრეს ტელეფონმა დარეკა. ჩემმა ძმამ რამდენიმე წუთს ილაპარაკა,მითხრა გავდივარო და სწრაფად გავარდა სახლიდან.
საუბრიდან გამომდინარე მივხვდი,რომ გაბრიელმა დაურეკა. ალბათ თავის ახალ გადაწყვეტილებაზე უნდა უთხრას ჩემს ძმას. დემეტრეს რეაქციის ცოტა შემეშინდა. არ მინდა ისეთი რამე ჩავიდინო,რომ დემეტრეს არ ესიამოვნოს,თუმცა ვიცი ჩემი ძმა ჩემს ნებისმიერ გადაწყვეტილებას სცემს პატივს.
დაძინებამდე მაგდას და ელენეს დავურეკე,ხვალ შეხვედრაზე შევუთანხმდი და ლოგინში ჩავწექი.
დაღლილს მაშინვე ჩამეძინა,თუმცა ჩემი ჰარმონიული ყოფა დიდხანს არ გაგრძელებულა. შუაღამეს გამომეღვიძა და გვერდით გადავტრიალდი,იმ იმედით რომ იქ გაბრიელი დამხვდებოდა.
სვანეთში ყოფნისას ისე მივეჩვიე მასთან ერთად ძილს,ცოტა არ იყოს მეუცხოვა საწოლის ცარიელი მხარე.
წყლის დასალევად გავედი სამზარეულოში. კარი დემეტრემ შემოაღო და ზუსტად ჩემს წინ დაჯდა სკამზე.
მივხვდი,რომ ლაპარაკს აპირებდა. სირცხვილისგან ავწითლდი და გადავწყვიტე პირველს მე დამეწყო.
-გაბრიელი გელაპარაკა?
-ჰო,მელაპარაკა. _მშვიდი ღიმილით მიპასუხა დემეტრემ.
-ჩემთვისაც მოულოდნელი იყო,დემეტრე არ ვიცი რა გითხრა...
-ჩემთვის არაფერი გაქვს სათქმელი და, მით უმეტეს, ასახსნელი. _ფართოდ გამიღიმა და განაგრძო. _დიდი ხანია მარტო ვართ,ჩვენ სამი. ფაქტობრივად ერთმანეთს ვავსებდით ამ წლების განმავლობაში,ნინე და ერთხელად არ მინახავს შენი სულელური და უპასუხისმგებლო ნაბიჯი. ყოველთვის იმას აკეთებ,რასაც სწორად თვლი და ამით ვამაყობ. ძალიან მიხარია,რომ ასე აზროვნებ,ყველანაირი კომპლექსებისა და უაზრო სტერეოტიპების გარეშე. მინდა, ისე მოიქცე,როგორც საჭიროდ ჩათვლი. თუ გიყვარს,მასთან ერთად ყოფნა და ცხოვრება გინდა,მაშინ საფიქრალი არაფერია,ხომ იცი,ყველაფერში დაგეხმარები.
მოწოლილი ცრემლები გადავყლაპე და დემეტრეს ისე მაგრად ჩავეხუტე,ძვლები ამტკივდა.
-ნინე,ჩემი მონოლოგი უფლებას არ გაძლევს დამახრჩო. _გაეცინა დემეტრეს. _ისე ძააან გატეხილში ვარ. _დააყოლა უცებ.
-რატომ? _ვკითხე სლუკუნით.
-ხო გითხარი ჯერ არ გათხოვდე-მეთქი.
მის ნათქვამზე ორივეს სიცილი აგვიტყდა.
მე და დემეტრე ცოტა ხანს სამზარეულოში ვისხედით,ვლაპარაკობდით. ჩემი ტელეფონი განათდა და ჩემი ძმაც მაშინ წამოდგა.
-მე წავედი,დავიძინებ. _თვალი ჩამიკრა და კარი გააღო. _ჭკვიანად,დაო!
გამეცინა და მოსული შეტყობინება გავხსენი.
„გაგიკვირდება და შენს გარეშე ვერ ვიძინებ,მომენატრე. ძილინების ნინე! „
გამეღიმა. ყურებამდე გაკრეჭილმა ძლივს მივაღწიე საწოლამდე.
„მეც ძალიან მომენატრე,ხვალ გნახავ. „
გავგზავნე და თვალები დავხუჭე,მაგრამ პასუხი ისევ მომივისა.
„არც შენ გძინავს,ასეც ვიცოდი. ;) „
„ძილინებისა,იაგუნდისფერთვალებიანო“ . _გავგზავნე და მასზე ფიქრში,ძალიან მალე ჩამეძინა.
^ ^ ^
ქორწილამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩებოდა. ყველა გადარბენაზე ვიყავით.რესტორნის,სალონის,ქორწინების სახლის ,დიზაინის და კიდევ რაღაც წვრილმანების მოსაგვარებლად დავდიოდით. მოკლედ,მე და გაბრიელს ნორმალურად ლაპარაკის საშუალება არ მოგვეცა. თუმცა,საქმე იმაში იყო,რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიმეღო. არ ვიცი,რატომ,მაგრამ ვფიქრობდი,რომ გაბრიელთან გადასვლა ცოტა ნაჩქარევი იყო,ამიტომ არც ჰო-ს თქმას ვჩქარობდი და არც არა-ს.
ბიჭებს საერთოდ ვეღარ ვნახულობდი. ყველა სადღაც დარბოდა.
ქორწილის წინა დღეს,დილით ჩემი კაბის გამოსატანად ვიყავი. წითელი,მოკლე და ოდნავ ამოღებული კაბა შევიკერე. საღამოსთვის იმდენი რამე უნდა მომესწრო აქეთ-იქით გიჟივით დავრბოდი.
საღამოს მე,მაგდას,ელენეს და კიდევ რამდენიმე თანამშრომელ გოგოს წინა საქორწილო წვეულება გვქონდა,რა თქმა უნდა მაგდას დაკვეთით. ყველას გვერჩივნა სახლებში წყნარად,მშვიდად გამოგვეძინა,მაგრამ ჩემმა დამ დაიჟინა და უარი ვეღარ ვუთხარით.
პროდუქტი ვიყიდე,ხელს რამდენიმე ბოთლი სასმელი და ტკბილეულობა გავაყოლე და ტაქსში ჩავჯექი. ნახევარ საათში უკვე წყნეთში ვიყავი.
ბიჭებს ვაიძულეთ წყნეთის სახლი ჩვნეთვის დაეთმოთ.
როცა მივედი, ელენე და მაგდას თანამშრომელი სალომე რაღაცებს ამზადებდნენ.
-მოვედი გოგოებო,აბა რაში მოგეხმაროთ? _ვკითხე და ხელები დავიბანე.
მალე გაერთიანებული ძალებით პატარა სუფრა გავშალეთ და მაგიდას მივუსხედით.
-ხომ არ ნერვიულობ? _ჰკითხა თეამ მაგდას.
-თეა,ხვალ ვთხოვდები,ვინერვიულებ აბა რა იქნება.
-რა განერვიულებს,პირველი ღამე ხომ გქონდა უკვე. _გადაიხარხარა სალომემ და ჩვენც ავყევით.
-რა საზიზღრები ხართ. _გაიბუსხა მაგდა.
რამდენიმე ჭიქის მერე,პიჟამოები ჩავიცვით და ფილმი ჩავრთეთ.
მაგდამ „დღიურის“ ყურება გადაწყვიტა. უკმაყოფილებით შევხვდით,მაგრამ როგორც ყოველთვის თავისი გაიტანა და მალე ყველა ვუყურებდით,როგორ სლუკუნებდა ჩემი და თავისი ქორწილის წინა ღამეს.
-ტირილს თუ არ მორჩები,ხვალ დილით თვალები ნარკოზიდან ახალი გამოსულივით გექნება. _ვუთხარი სრული სიმშვიდით.
მაგდა წამოხტა და აქეთ-იქით ხტუნვა დაიწყო.
-ვაიმე,მართალია. ნინე,დროზე რამე ჩამასხი თვალებში,რომ გამიაროს.
გემრიელად გადავიხარხარე.
-ნუ გეშინია,ჩაგიცხრება,უბრალოდ აღარ იტირო.
მაგდა დამშვიდდა.
ელენე ყოველ ათ წუთში ერთხელ სადღაც გადიოდა და ყოველ შემოსვლაზე ბოდიშებს იხდიდა,რომ დაგვტოვა.
-ელენე,თორნიკე კიდევ რომ დარეკავს,ასე უთხარი ერთი ადგილი გააჩერე და გოგოებს გართობა გვაცადე-თქო. _მშვიდი სახით თქვა მაგდამ,ისე რომ ტელევიზორისთვის თვალი არ მოუცილებია.
სიცილი ამიტყდა,როცა ელენეს აწითლებულ სახეს შევხედე.
-კარგი,ნუ აწითლდი,მაინც ყველამ ვიცით თორნიკეს რომ წერ. _გავუღიმე და მოვეხვიე. _როგორ მიდის საქმეები? დაადგა იმ საცოდავს საშველი?
-ჯერ არა,მაგრამ ნელ-ნელა წინ მივიწევთ. _გაეცინა ელენეს.
როგორც იქნა ფილმი დამთავრდა. მალევე დავწექით,ძლივს დავარწმუნეთ მაგდა,რომ ხვალისთვის კარგად გამოძინებული და მშვიდი სახე უნდა ჰქონოდა.
ცალკე ოთახში შევედი და დაღლილი დავენარცხე საწოლს. ხვალ დილით,შვიდ საათზე უნდა ავმდგარიყავი. მაგდას სალონში გავყოლოდი და მე თვითონაც გამეკეთებინა ყველა საჭირო პროცედურა.
ის ის იყო თვალები დავხუჭე,როცა მობილურზე შეტყობინება მომივიდა.
„ფანჯრები ღია გაქვს,ახლა შემოვალ და იცოდე,რომ მე ვარ. ტაფის,ქვაბის და ეგეთების ჩარტყმები არ იყოს,გაფრთხილებ! „
გაბრიელის მიერ მოწერილი შეტყობინება ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და მაშინვე ვეცი ფანჯარას.
გაბრიელი ფორთხვა ფორთვით შემოვარდა შიგნით.
-კინაღამ ცხვირ-პირი დავილეწე! _თქვა ბუზღუნით. _დაწოლილიყავი პირველ სართულზე,რა მოგივიდოდა.
გაოგნებული ვუყურებდი,მთლიანად გათეთრებულ გაბრიელს..
-გადაირიე? რა გინდა აქ? _გავუღიმე და მაგრად ჩავეხუტე.
-ორი კვირაა ნორმალურად არ მინახიხარ,ვერც მერე გნახავ და ვიფიქრე დროს ვიხელთებ-მეთქი. _გაეცინა.
-კი, მაგრამ ბიჭები?
-ცოტა ნასვამები არიან და გამოვეპარე!
-ძალიან მიყვარხარ! _გამეღიმა და მაგრად ჩავეხუტე.
გაბრიელმა მაგრად ჩამიკრა გულში და საფეთქელთან მაკოცა.
-შენის ნებართვით,ეს „კედლიანი“ მაისური უნდა გავიხადო. _გაეცინა გაბრიელს და მაისური გადაიძრო.
-თუ გინდა პიჟამას გათხოვებ,ცოტა პატარა გექნება,მაგრამ არაუშავს. _ეშმაკურად ვუთხარი და ვეცადე თვალი მისი პრესისთვის არ გამეშტერებინა.
-ჰა,ჰა,ჰა. _დაიჯღანა გაბრიელი და ჩემს საწოლზე წამმოკოტრიალდა. _აქ მოდი!
გვერდით მივუწექი. გულედანმა მარჯვენა მკლავი მაგრად მომხვია და ყურში ჩამჩურჩულა.
-გადაწყვეტილება მალე მიიღე,თორემ კელდებზე ხოხიალი არც ისე სასიამოვნოა,ნინე.
ტუჩებზე დამეწაფა,მერე მის მკერდს მივეყრდენი და ტკბილად ჩამეძინა.



№1  offline წევრი milangirl

ძალიან მომწონს ეს ისტორია და დიდი სიამუვნებით ვკითხულობ ხოლმე ახალ თავს. ასე ძაან აღარ დააგვიანო რა. უკვე მეგონა რომ აღარ აგრძელებდი

 


№2 სტუმარი A

Ar xar shen normaluri ra. Ase sheileba? Rogor momanatre es istoria tvalebs ver vujerebdi satauri rom davinaxe. Mosaklavi xar mara mere am istorias vinga gaagrdzelebs? Amjerad dagindob mara shemdegi male dade torem o..... Vegar gadamirchebi isev ase rom daagviano.

 


№3  offline წევრი შამხათი

ვაიმეეეე, ამ ისტორიას ველოდები უკვე რამდენი ხანია და გავგიჟდი რომ დავინახე. კარგი ხარ, მაგრამ ამდენ ხანს აღარ დააგვიანო რა, ჩვენც ცოდოები ვართ love

 


ისტორია ძალიან კარგია მაგარამ აგვიანებ გთხოვ რა მალე დადე ახალი თავი
--------------------
romantikosi mwerali

 


№5 სტუმარი N.B

shen xom arc ki ici rogor gamixarda, rom davinaxe...

 


№6  offline წევრი Pepper

მეგონა აღარ აგრძელებდი და გული დამწყდა
ახალი თავი რომ დავინახე ლამის ვიკივლე სიხარულისგაან <3
ძალიან მიყვარს ეს თბილი და მხიარული ისტორია
იაგუნდისფერთვალებიანზე ვგიჟდები და ნონე ხო საერთოდ უსაყვარლესია <3
ძალოან კარგი თავი იყოო
იმედია ნინე დათანხმდება გადასვლაზე <3
აღარ გვალოდინო ახალ თავზეერე <3
ძალიან ძალიან ნიჭიერი ხარრრ <3

 


№7  offline წევრი natia-natia

ვაიმეე აღარ დააგვიანო თორე გავგიჟდები

 


№8 სტუმარი mtvaro svani

kargi ra amdens nu gvalodineb xolme ra.zalian kargi iyo da zalian mixaria.male gaagrzele ra

 


№9 სტუმარი nini

Kargi ra amdeni xani sad iyaviiii miyvars es istoria dade male da gamkisyide danashaulii

 


№10  offline წევრი kiko

შენ პროსტა არ იცი როგორ გამიხარდა ახალი თავის დანახვა. ვგიჟდები გაბრიელზე და ნინეზე❤ აუ ტაფობანა მაგარი თამაშია :დდ იმედია დათანხმდება მასთან გადასვლაზე თორე მეც მოვკვდი. გაბო როგორ მიყვარს. მაგარი ხარ ძაან კარგია. აუ აღარ დაიკარგო რა

 


№11 სტუმარი Shady

"მოდი ტაფობანა ვითამაშოთ ოღონდ ამჯერად მე ჩაგარტყავ." :დდდდ wink wink wink მაგარი იყო love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent