შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათნოების ორმოცდაათი ელფერი


13-03-2016, 20:14
ავტორი nini namicheishvili
ნანახია 1 900

მეთოთხმეტე თავი
-ამიერიდან ოფიცილურად ჩემი ცოლი ხარ !-უთხრა ასადმა და მის გვერდით მჯდარ ჰანანს მოეხვია.
-შენ კიდევ ჩემი ქმარი.
-ამიერიდან მე ვარ ოჯახის ბატონ-პატრონი-თქვა ასადმა სიცილით და ჰანანის რეაქციას დაელოდა.
-იცოდე ახლა ავდგები და წავალ.
-ჰმ..სულ რამოდენიმე წუთის წინ შენი ქმარი ვიყავი...
-თუ ასე გააგრძლებ სულ რამოდენიმე წუთში აღარ იქნები...-უთხრა ჰანანმა და მამაკაცის მხარზე მოხვეული ხელი მოიშორა.
-კარგი,კარგი გნებდები-დანაებების ნიშნად ხელები აწია ასადმა.
-ქალბატონო ჰანან მგონი ისე გაერთეთ საკუთარი ბედნიერბით,ტქვენი და დაგავიწყდათ !
-ხო მართლა ნურა სადაა ?-ჰანანმა ნურას დაუწყო თვალებით ძებნა,მაგრამ ვერსად იპოვა.-სად არის ასად?ღმერთო ეს როგორ მომვიდა,სულ შენი ბრალია...
-კარგი,რა გარეთ გავიდა ცოტა ხნით...
-მართლა ?
-აბა მოგატყუებ ? მოდი წავიდეთ,თორემ დამღალა ამ სულელურმა წვეულებამ.
-ნამდვილად შეიშალე სად უნდა წავიედთ...
-წამოდი-თქვა ასადმა ,ჰანანს ხელი დაავლო და უკანა კარისკენ წაათრია.
-ხელი გამიშვი თორემ ვიყვირებ-უთხრა ჰანანმა ,როცა ეზოს გასცდნენ.
-იყვირე ბატონოო და რომ იკითხავენ რა მოხდა ,ქმარმა მომიტაცაო თქვი-უთხრა ასადმა და და მკრთალად განათებულ ქუჩას დაუყვა.
-სად მივდივართ ნეტა თუ იცი ?-ჰკითხა ჰანანმა ,რომელიც უკვე გვერდით მიჰყვებოდა ასადს და მამაკაცის მხარზე დაყრდნობილი მსუბუქი ნაბიჯებით მიირწეოდა.
-ასე ჯობია-უთხრა ასადმა ხელი მოხვია და კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა.გოგონა მისმა სიახლოვემ დააფრთხო და აანერვიულა...საოცარი ენერგია მოდიოდა მამაკაციდან,რომელიც გოგონას კიდევ უფრო ატყვევებდა და მამაკაცისკენ უბიძგებდა.
-რა გჭირს ? რატომ კანკალობ ?-ჰკითხა ასდამა ისე თითქოს ამის მიზეზს ვერ მიმხვდარიყოს.
-არააა...საიდან მოიტანე-უთხრა ჰანანმა და შეეცადა მღელვარება დაეფარა.
-აი თუ არა-ასადი მისკენ შემობრუნდა და საჩვენებელი თითი ყელზე ჩამოსუვა.გოგონას სხეულში გაცრა,უცნაურმა ჯრუანტელმა დაუარა.ზღაპარივით ეჩვენებოდა ყოველივე ეს ...ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა ,რომ ასადი მისი ქმარი იყო და ამიერიიდან შეეძლო ასე თავისუფლად შეხებოდა.
-უბრალოდ ცივი თითები გაქვს-თქვა და ლავიწიზე გაჩერებული ხელი მოიშორა.
-პირიქით ამ ზაფხულში ისე ხარ გაყინული გეგონება ზამტარი იყოსო-თქვა მამაკაცმა და წინ წასულ გოგონას ისევ მოხვია ხელი.
-სად მივდივართ?
-მოდი სადმე უბრალო კაფეში შევიდეთ და ჩაი დავლიოთ.რას იტყვი ?
-კარგი.
პირდაპირ მიუყვებოდნენ მკრთალად განათებულ ქუჩას.ორი ,ბურუსში გახვეული სხეული ერთმანეთს ეკვროდა ,სიამოვნებდა და თან აშინებდა ეს უცნაური სიახლოვე. წარსულის ჭუჭყიანი თითები მათ უკვე ვეღარ ეხებოდა...ამ თითებზე და საერთოდ ყველაფერზე მაღლა იდგნენ ,თუმცა არა,ეს მათი სიყვარული იდგა ყველაზე და ყველაფერზე მაღლა.არცერთს უნდოდა გაეხსენებინათ წარსული...უბრალოდ კმაყოფილი იყვნენ იმით რაც ქონდათ...
პატარა კაფეში სახლიდან გამოპარული შეყვარებულებივით, ნაკლებად განათებულ კუთხეში მიმსხდარიყვნენ.ჰანანი ყავას სვამდა,მამაკაცს კი იდაყვები მაგიდაზე შემოედო და მის წინ მჯდარ გოგონას უყურებდა.
-რა იყო?-გაკვირვებული მზერა მიაპყრო ჰანანმა ასადს,როცა მისი მზერა შეამჩნია...
-ჩაის რომ სვამ ტუჩები გიწითლდება...
-ჰაა?...არააა მეც ველოდი რამე სერიოზულს რაა -ჰანანმა თვალები გადაატრიალა და როცა სანაცვლოდ,მამაკაცის სიცილი მოესმა შუბლი შეიჭმუხნა...
-რა გინდა ?-იკითხა გაბრაზებულმა.
-ოდესმე მითქვამს შენთვის რატომ შემიყვარდი ?-მამაკაცი კვლავ იგივე პოზაში იჯდა და ანთებული თვალებით უყურებდა გოგონას.
-ეგ კი არა მიყვარხაო ძლივს მითხარი...
-საოცარი ვინმე ხარ...მართლაც,როცა გიყურებ სულ სხვადასხვა შეგრძნებებს მიჩენ...ხორბლისფერი კანი,სისხლისფერი ტუჩები და გაურკვევლი ფერის თვალები ხომ ცალკე საოცრებაა,მაგრამ ყველაზე მეტად შენი ხასიათი მაკვირვებს...ამდენი რამ გამოიარე...და დღეს ჩემს წინაშე ისე იქცევი ,თითქოს ეს ყველაფერი შენ კი არა სხვას დამართნოდეს.იცი შეიძლება სწორედ ამიტომ არ სჯეროდათ შენი წიგნის რეალურობის.როგორ შეიძლება ადამიანი ასე თავისუფლად საუბრობდეს ამხელა ტანჯვაზე...-ასადი გულმოდგინეთ დააკვირდა სახეზე გოგონას და ჰანანმა მის თვალებში ამჯერად ვნების ნაცვლად,სიყვარული და თანაგრძნობა ამოიკითხა...
მკრთალად განათებულ მაგიდას ზეაღმართული ხელის ჩრდილი დაეცა...ასადმა საჩვენებლი თითი ყვრიმალებზე ჩამოუსვა...
-გახსოვს,მაშინ როცა ყველაფერი გაიგე გეგონა შენთან შურისძიების გამო დავწექი.მეც მინდოდა ეს დამეჯერებინა საკუთარი თავისთვის,მაგრამ არა...მაშინაც კი როცა სიყვარულსა და სიძულვილს შორის არჩევანს ვერ ვაკეთებდი...მაშინაც კი ყოველი შეხება მათრობდა და თავბრუს მახვევდა...არაერთხელ მდომებია მეტქვა როგორ მიყვარხარ,მაგრამ სიძულვილი ნებას არ მაძლევდა ეს ყველაფერი საკუთარი თავისთვის გამემჟღავნებინა...მერე კი როცა ერთხელ ნურამ შენს დღიურში ჩაწერილი სიტყვები მაჩვენა ,ჩემში გადატრიალება მოხდა...იცი საბოლოოდ როდის დავრწმუნდი ამაში ?
როცა შენი სიტყვები მოვისმინე...მაშინ შენ პირველად მაღიარე შენი ოჯახის წევრად.-ასადი უკვე გამართულად იჯდა და კვლავ აკვირდებოდა ქალის სახეს.
იც ცოტაოდენი სინათლე რაც მათ მაგიდას ანათებდა ,ჰანანის ცრემლში აირეკლა.გოგონა წამოდგა და მთელი ძალით მოეხვია მამაკაცს,რომელიც რაღაც მომენტში გაშეშებული იყო,მერე კი მისი ძლიერი ხელები მჭიდროდ შემოეჭდო გოგონას ზურგს...
-მადლობა ,რომ შემიყვარე-უთხრა ჰანანმა და კიდევ უფრო მაგრად მიეკრო ასადს.
-არა,ჰანან...-მამაკაცი წამით მოშორდა გოგონას სხეულს ...-მადლობა რომ შენ შეძელი გეპატიებინა...
-არც კი დაულევიათ-თქვა გაკვირვებულმა მიმტანმა და წყვილის ბუნდოვან გამოსახულებას ,რომელიც თანდათან სიბნელეში იაკრგებოდა თვალი გააყოლა.მერე კი ორი გაციებული ჩაი მაგიდიდან აიღო...

*********************************************
-ეს სულელო!როდემდე უნდა იყინებოდე აქ ჯდომით ?-იკითხა ალექსმა და ბაღის სკამზე ჩამომჯდარ ნურას გვერდით მიუჯდა.ნურა შეკრთა და ალექს გახედა.
-რა იყო ?აქ რატომ ხარ ?
-....
-რა იყო ლაპარაკს არ აპირებ ?
-...
-ჰმ...გაბრაზებული ხარ ჩემზე ?
-....
-ნუთუ ასე არ გიხაია შენი დის ბედნიერება ?-იკითხა მოთმინებადაკარგულმა ალექსმა.
ამან ნურა მდგომარეობიდან გამოიყვანა.
-შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიხარია ჩემი დის ამბავი.ვერასდროს ვერ ჩაწვდები ჩემ სიხარულს და მეორეჯერ აღარასდროს გაბედო ასე დამელაპარაკო.
ასეთმა ნურამ გააკვირვა ალექსი.
-ხო ,კარგი გეხუმრე სულელო.რა ხდება ?
-არფერი.უბრალოდ ჩუმად ვარ და ველოდები როდის ადგები და წახვალ.
-ააა.მივხდვი მაგიტომ არ მელაპარაკებოდი ?
-აჰაა.აქაც დაამტკიცე შენი საზრიანობა,ნერვებიც მომიშალე ახლა შეგიძლია წახვიდე...
-ოჰოო,რა იყო თავში რამე მოგხვდა თუ რა გჭირს ?
-ნუთუ ფიქრიც არ შეიძლება ?-იკითხა გაბრაზებულმა ნურამ.
-გააჩნია რაზე...ჩემი მოკვლის ხერხებს ამუშავებდი ?
-ვაიმე-სიცილი ვეღარ შეიკავა ნურამ-შენი აზრით სხვა საფიქრალი არ მაქვს ?
-აბა რაზე უნდა ფიქრობდეს შენნაირი გოგო ?ცხოვრებამ ყველაფერი მოგცა ...
ნურას მწარედ ჩაეღიმა,როცა თავისი წარსული მოაგონდა.
-ხო რა იყო ? არ არი ეგრე ? ბავშვობაც ასეთივე ბედნიერი გექნებოდა როგორც ახლა გაქვს .
-არადა წიგნიერი მეგონე-თქვა ნუარმ ღიმილით.
-რა შუაშია ?
-შენზე ამბობენ ბევრს კითხულობსო.
-კი.მერე რა ?
-როგორც ჩანს ერთი წიგნი არ წაგიკითხავს .
-რომელი ?
-რა მნიშვნელობა აქვს...
-ცნობილი წიგნია ?
-ამერიკაში კი.
-მართლა ?როცა იქ ჩამოვალ წავიკითხავ...
-მამაშენს ძალიან უნდა იქ დაბრუნება.
-ვიცი.
-მერე ?
-რა მერე ?
-შენ რა გინდა ?-ჰკითხა ნურამ და მუქი თაფლისფერი თვალები მიანათა.
-უცანური კითხვაა.
-ნუთუ ამაზე არასოდეს გიფიქრია ?
-ალბათ ,სიმდიდრე მინდა.
-მაგაზე არ გეკითხები
-აბა ?
-ამერიკას რატომ გაურბიხარ?
-მგონია იცი რატომაც...
-მაგრამ ,როდემდე ?
-ალბათ სამუდამოდ...
-არაფრის გულისთვის არ დაბრუნდებოდი უკან ?-ჰკითხა უეცრად ნურამ.
-არა.
ცოტა ხნით დუმილი ჩამოვარდა...
-უნდა წავიდე-თქვა ნურამ და წამოდგა.
-შენი და უკვე წავიდა.
-რაა ? მერე მე ?
-დღეს მათი ქორწილია რა შენ ?-გაეცინა ალექსს.
-ხო ვიცი-თქვა ნურამ .არ შეიმჩნია მაგრამ ალექსმა მაინც დაინახა ,როგორ აისახა შიში მის სახეზე.აქ მისთვის ყველა უცხო იყო.არც გზა იცოდა.
რესტორნის წინ მდგარი ნურა სუსხისაგან იშმუშნებოდა და ტაქსის მოლოდინში გართული ტელეფონში რარაც თამაშს თამაშობდა.
უეცრად უკნიდან ნაცნობი ხმა მოესმა.
-არაა,ამაშიც რომ გჯობივარ რაა-თქვა ალექსმა.შეშინებული ნურა უცებ შემოტრიალდა და შიშისგან ტელეფონი ხელიდან გაუარდა.
-რა იყო სულელო ასე გეშინია ჩემი ?
-აქ ასე ჩუმად საიდან გაჩნდი?
-რა ვიცი ერთი გრძელკაბიანი გოგონა დავინახე, იშმუშნებოდა და ტელეფონში ჩამძვრალი სასაცილოდ ქანაობდა და გადავწყვიტე მასთან მივსულიყავი.ალექსი საკმაოდ ახლოს იდგა ნურასთან და გოგონას შეჰყურებდა ,რომელიც მასზე რამოდენიმე სანიტიმეტრით დაბალი იყო.
მოულოდნელად გაშლილ თმებზე თითი ჩამოსუვა.ნურა შეცბა და განზე გადგა.ალექსმა ნუარს არეულ სახეს რომ შეხედა,რამოდენიმე ხნით თავადაც გაშეშდა,მაგრამ ისევ მოახერხა ყველაფერი ხუმრობაში გაეტარებინა.
-რა იყო ?
-შენ...-ნურას სათქმელი გაუწყდა.
-რა იყო,თმა გქონდა აწეწილი.ასეთ სულელობაზე რატომ ბრაზდები ?-გაცინება ცადა ალექსმა მაგრამ მიხვდა რომ გოგონას არ ეციბენოდა.*ნუთუ მისთვის ერთი პატარა შეხება ამდენს ნიშნავს *გაიფიქრა ალექსმა და თავის თავზე გაბრაზდა ...
-დაჯექი-ტქვა მან და ნურამ მხოლოდ ახლა შეამჩნია ალექსის უკან მდგარი მოტოციკლი.
-არა იყოს მალე ტაქსი გამოივლის.
-დაჯექი.
-არ მინდა.
ბიჭმა ხელი მკლავში წაავლო და მოტოციკლეტთან ძალით მიიყვანა.
-მაინც არ დავჯდები ხომ ვერ მიმაბამ !-ამაყად თქვა ნურამ.მაგრამ დამთავრებაც ვერ მოახერხა ,რომ ალექსმა საჭესთან დასვა, თავად უკან დაჯდა და მოტოციკლი დაქოქა.
-რას აკეთებ ?! არასოდეს მიტარებია,ახლავე გადმომსვი-იყვირა ნურამ.
-მე ვატარებ შენ უბრალოდ იჯექი-თქვა ალექსმა და გოგონასკენ გადმოიხარა რათა მოტოციკლი მოხერხებულად ეტარებინა.ასე ახლოს პირველად იყო გოგონასთან...ჰანანის თმები სახეში ედებოდა,მაგრამ ეს სულაც არ აწუხებდა...
-თმის შეკვრა მინდა-თქვა ნურამ.
-რატომ ?
-გაწუხებს .
ალექსი დაფიქრდა ,ახლა რომ ეთქვა არ მაწუხებსო უცნაური იქნებოდა და რაღაც სხვა ხასიათს შეძენდა მათ ურთიერთობას ,ამიტომ მოტოციკლი გააჩერა...
ნურა მოტოციკლიდან გადმოვიდა და თმა შეიკრა.
-მოდი ახლა რაღას ელოდები ?
-უნდა გავიდე.
-რა ?
-უნდა გავიდე მეთქი.
-სად ?
-იქ სადაც მარტო დადიან.
-სად დადიან მარტო?-მაინც ვერ მიხვდა ალექსი.
-იქ...
-სად ?
-სადაც ბევრს ფიქრობენ ხოლმე.
-ხოდა სად ?
-ვაიმე! ტუალეტში -იყვირა მოთმინებადაკარგულმა ნურამ.
-მერე მასე ვერ იტყოდი?წადი ბატონო.ბუჩქი შენია და რა გენაღვლება.
-იცოდე მესმის !-გამოსძახა ნურამ.
-ადვილად მოვატყუე -გაიფიქრა გოგონამ .მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გაიხადა და გაიქცა...
-ნურააა,ცოცხალი ხარ ?-იყვირა ალექსმა ,როცა უკვე ათი წუთი გავიდა.
-ბუჩქი შეგეშალა თუ რა ხდება ?-იყვირა ისევ და თვითონვე გაეცინა თავის ნათქვამზე.
კიდევ რამდენიმე წუთი იცადა .
-მორჩა მოვდივარ !
უკვე მიხვდა რაც ხდებოდა და იქვე ბალახზე დაყრილმა მაღალქუსლიანებმაც დაუმტკიცა მისი აზრები.
-არა ეს გოგო მართლა სულელია ! ვითომ სად დამემალება-თქვა და ტელეფონის ფანრით გათელილ ბალახს გაყვა.
მართლაც ტყე კი არა პარკი იყო.ხეები ერთმანეთისგან შორს იდგა და ადვილი მოსაძებნიც იქნებოდა ნურა.
მალევე მისი ხმა შემოესმა ალექსს.რაღაცას ბურდღუნებდა.ხმას გაყვა და ორმოში წაკცეულ ნურას მოკრა თვალი.
-რა მოგივიდა ?
-ფეხი გადამიბრუნდა და რაღაც შემერჭო-საწყლად თქვა ნურამ.
-სიარულს შეძლებ ?
-კი.
ალექსმა ნურა წამოაყენა,მაგრამ გოგონამ ორი ნაბიჯიც კი ვერ გადადგა.
-ახლა ჩემი სატარებელიც გახდი-თქვა ალექსმა და გოგონას მსუბუქი სხეული ხელში აიტაცა.
-არა სად მიტბოდი ნეტა ?
-არ მინდა იქ დაჯდომა.
-ვითომ რატომ ?
-ვერ ვიტან მოტოციკლს.
-ოჰ აბა ახლა სად არი მანქანა და ბედნიერება .-თქვა ალექსმა და გოგონას დახედა.თავს უჩვეულოდ გრძნობდა...მასზე მიკრული სხეულიდან ისეთ სითბოს გრძნობდა,უკვირდა ასეთი პატარა გოგონა ამას როგორ ახერხებდა.
ნაცნობ ადგილზე მოტოცილის ნაცვლად მხოლოდ მისი ნაკვალევი დახვდათ.
-რააა ?-იყვირა ალექსმა.-გავგიჯდები.აქ ვის უნდა მოეპარა მოტოციკლი ?
-ჩემი ბრალია ,ბოდიში-ისე საწყლად თქვა ნურამ რომ ალექსს რაღაც მომენტში საშინალდ მოუნდა მოხვეოდა.მაგრამ ჯერ ერთი ამას ვერ შეძლებდა,რადგან გოგონა ხელში ეჭირა და მეორეც ეს არ შეიძლებოდა.
-არა აშკარად არ გვიმართლებს.
რამოდენიმე ხანს იარეს ფეხით.გზაში ერთი მანქანაც კი არ შეხვედრიათ.ალექსი უკვე ძალიან დაიღალა.
-სადმე დავისვენოთ-უთხრა ნურამ.
-შენ რამ დაგღალა ?-ჰკითხა ალექსმა.
-მე არა შენ დაიღალე.
-ოჰ რა გულმოწყალე ხარ.კარგი დავისვენოთ.
იქვე ,ერთერთ ხესთან ჩამოსხდნენ.ერთმანეთის გვერდით.



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

გამიხარდა ახალი თავის ხილვა. მაგრამ, ამ ალექსა სხვა თუ არაფერი ის მაინც არ იცის ქალს როგორ მიმართოს?! რა უბედურებაა ამდენი დებილი, სულელი, იდიოტი

 


№2  offline წევრი nini namicheishvili

grafo
გამიხარდა ახალი თავის ხილვა. მაგრამ, ამ ალექსა სხვა თუ არაფერი ის მაინც არ იცის ქალს როგორ მიმართოს?! რა უბედურებაა ამდენი დებილი, სულელი, იდიოტი

ხოო.ვიცოდი ასეთი ბიჭი რომ არავის მოსწონს ,მაგრამ მინდოა უხეში და უზრდელი პერსონაჟიც მყოლოდა.მაგრამ ასე არ გავაგრძელებ და გამოსწორედბასავით შემდეგ თავებში .მადლობა რომ კითხულობ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent