შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქურდი იაგუნდისფერი თვალებით (15)


15-03-2016, 00:40
ავტორი Gone With Dreams
ნანახია 5 634

დილით გაბრიელის მსუბუქმა შეხებამ გამომაღვიძა.
-ნინე,მალე რვა საათი შესრულდება და გამოფხიზლდი ნელ-ნელა,არ დაგაგვიანდეს. _მითხრა თბილი ხმით და თვითონ გამწარებულმა განაგრძო მაისურის ძებნა.
-რას ეძებ,შენს “კედლიან” მაისურს? _გამეცინა.
-ჰო,სადღაც აქ დავაგდე,მაგრამ აღარ მახსოვს სად.
-სკამზე უნდა იყოს გადაკიდებული,იქ ნახე. ჭუჭყიანი რომაა,როგორ ჩაიცვამ? _გამიკვირდა,იმიტომ რომ გაბრიელი უსუფთაო ტანსაცმლით არასდროს დადის.
-მაქანამდე როგორმე ჩავალ და იქ კიდევ გავიხდი. _გაეცინა გულედანს. ნაცრისფერ მაისურს დასწვდა,უცბად გადაიცვა და მალე ჩემს საწოლთან გაჩნდა. _ახტი მალე,დაიგვიანებთ იცოდე და არ გეგონოს სიძე დაგელოდებათ.
-ისე კარგად დაგველოდებით სუყველა,რომ ვერც წარმოიდგენ _ვუთხარი ამაყად და ბალიშზე გამომწვევად გადავწექი. _აი ასე,რამდენი ხანიც მინდა იმდენს ვინებივრებ!
გაბრიელს გაეცინა. წამოდგომა დააპირა,მაგრამ მერე მოულოდნელად შემოტრიალდა,მკლავებში მომიქცია,ორივე ხელი გამიკავა და ზემოდან დამაწვა.
-რაო,როგორ ამბობდი? _გაეცინა,როცა შებოჭილი მომიქცია და ჩემს გაოცებულ სახეს მოჰკრა თვალი. _რატომ აღარ ტლიკინებ,გოგონი?
ისე ხალისობდა ჩემს რეაქციებზე დიდი სიამოვნებით წავაცლიდი თავს,მაგრამ მერე თვალები მოჭუტა,მე რომ მიყვარს ზუსტად ისე და ყველაფრის ღონე მომენტალურად წამერთვა.
-კარგი რა,ასე არ შეიძლება. ნუ სარგებლობ ჩემი სისუსტეებით! _გავიბუსხე და გაბრიელს მივაჩერდი ტუჩამობრუნებული.
-შენ კიდე ეგრე ნუ აკეთებ,თორემ ერთხელაც იქნება შემომეჭმები.
ნელ-ნელა გაბრიელის ტუჩები ვიგრძენი. ჯერ შუბლზე,მერე თვალებზე,ორივე ლოყაზე,ნიკაპზე,ყელზე და ბოლოს ტუჩებზე. ჟრუანტელი გამუდმებით მივლიდა სხეულში და მთელი ჩემი არსება იჭიმებოდა,როცა მისი ტუჩები ჩემს კანს სცილდებოდნენ.
-ძაანაც ნუ გაგიტკბა,ახტი,თორემ შენც დააგვიანებ და მეც! _მითხრა გულედანმა,როცა თვალები პატარა ბავშვივით მივნაბე.
სწრაფად წამოვვარდი ფეხზე საათის დანახვისას და ტანსაცმელს ვეცი.
-ფანჯრიდან გადადიხარ?
-ჰო. ასე ჯობია,ახლა შენი დაქალების,მაგდას და ელენეს წიკვინის თავი არ მაქვს. _გაეცინა გაბრიელს. _მერე უნდა ვუსხნა,როდის მოვედი,სანდროსთან, ბიჭებთან რატომ არ ვარ და ა.შ
გულედანმა მოწყვეტით მაკოცა. დროებითო დამემშვიდობა და ფანჯრიდან ძირს ძლივს გადაფოფხდა. როცა თვალს მიეფარა,მშვიდად დავტოვე ოთახი და ყველა მორიგეობით გავაღვიძე.
-რა იყო,ამ დილაუთენია რა გაბრწყინებული სახე გაქვს? _მკითხა თეამ და წარბები გაკვირვებულმა მოჭუტა.
-გაბრიელს ველაპარაკე დილით და.. _ურცხვად ვიცრუე და სწრაფად გავერიდე თეას,რომ სახეზე არ შეეტყო ჩემი ტყუილი.
როცა მაგდა ოთახიდან გამოვიდა,თავიდან ბოლომდე კანკალებდა.
-რა დაგემართა? ცუდად ხომ არ ხარ? _შევშფოთდი მისი დანახვისას.
-არა,უბრალოდ საშინლად ვნერვიულობ. _მითხრა ხმა წასულმა.
-რა სულელი ხარ,მაგდა,გული ლამის გამისკდა. _ჩაერია თეა და მასთან მივიდა. _დამშვიდდი,სანერვიულო რა არის. ბუნებრივია ეს ყველაფერი. ქორწილი გაქვს და ნერვიულობაც ლოგიკურია,მაგრამ ახლა უნდა დაწყნარდე და ვიჩქაროთ,თორემ დავიგვიანებთ!
როგორც იყო,მაგდა დავამშვიდეთ. რამდენიმე წვეთი დამაწყნარებლის მერე,ჩაცხრა და ახლა უკვე მორჩილად ასრულებდა ჩვენს მითითებებს. წყნეთიდან პირდაპირ სალონში წავედით. რამდენიმე საათიანი პროცედურის შემდეგ,მე,მაგდა და ელენე მზად ვიყავით. როცა,მე და უმცროსი გულედანი,მაგდას კაბის ჩაცმაში დავეხმარეთ,დღის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილიც დასრულდა. დედოფალი მზად იყო.
მაგდა გამაოგნებლად ლამაზი იყო. სადა,უბრალო და ბუნებრივი მაკიაჟი ხაზს უსვამდა მის ულამაზეს,მწვანე თვალებს და გაბუშტულ, ისედაც წითელ ტუჩებს. კაბა წელზე მჭიდროდ ედგა,მკერდის და თეძოების სილამაზეც უფრო მკვეთრად აჩენდა და ისედაც ეშხიანს, კიდევ უფრო სასურველს ხდიდა.
-აუ,ბიჭი რომ ვიყო,ცოლად მე მოგიყვანდი ისეთი ლამაზი ხარ! _უთხრა ელენემ მაგდას და ჩაეხუტა.
მე ვცდილობდი მოწოლილი ცრემლები,როგორმე შემეკავებინა და ჯერ-ჯერობით ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი.
-მაგდა,საოცრება ხარ! _ამოვღერღე ძლივს და ჩემი და მთელი ძალით ჩავიკარი გულში. _არ ვიცი,მართლა საოცრად ლამაზი ხარ.
-ახლა ავტირდები! _წაისლუკუნა მაგდამ.
-შენ ხომ არ გაგიჟდი,რას ქვია ატირდები,მეორედ ვინღა გაგიკეთებს მაკიჟს. _შეჰკივლა სალომემ და მაგდას ხელები დაუნიავა,იმის იმედით რომ ეს დაეხმარებოდა.
სალომეს საქციელზე ყველას გაგვეცინა და სიტუაცია ცოტათი განიმუხტა.
ჩემი წითელი,მოკლე და ტანზე მომდგარი კაბა ჩავიცვი. ოდნავ დატალღული თმა წინ გადმოვიწიე,მაკიაჟი კიდევ ერთხელ შევისწორე,სარკეში რამდენჯერმე დავტრიალდი და მისაღებში გავედი,სადაც დემეტრე და თორნიკე გველოდნენ.
დემეტრემ მაგდას და ჩემი დანახვისას ერთი წამოიყვირა,რა მაგარი დები მყავსო,თორნიკემ ძალიან ბევრი კომპლიმენტით აგვავსო და ამ დროს სიგნალების ხმაც გაისმა.
-მოვიდნენ! _დაიკივლა მაგდამ.
-ნუ ნერვიულობ! _ბოლოჯერ დავუბრიალე თვალები და კარის გასაღებად წამოვდექი.
ზუსტად ამ დროს გამოვიდა ოთახიდან ელენე,რომელსაც ატმის ყვავილისფერი კაბა ეცვა. ისეთი სადა და ელეგანტური იყო,გამეღიმა. გავიგონე,როგორ გადაყლაპარა ნერწყვი თორნიკემ,მის სახეს შევხედე,თუ როგორ აუვიდა თვალები გაკვირვებისგან შუბლზე და სიცილი წამსკდა.
ელენემ ბრაზით დამიბრიალა თვალები და მეც სიტუაციის განსამუხტად კარისკენ წავედი.
როცა ზარმა მთლიანად სახლი შეარყია,თამამად გამოვაღე კარი და გაწკეპილი ბიჭები,რომ დავინახე უნებურად,ყურებამდე გამეღიმა.
-სიძე,შე ძველო,რა სიმპატიური ხარ! _გავუღიმე სანდროს და გადავკოცნე.
-ნინე,ძალიან ლამაზი ხარ! _შემაქო სანდრომ.
-ეეე,რა ვიდზე ხარ?! _გაეცინა ლევანს და ერთი-ორჯერ დამაბზრიალა.
-გიგა და გაბრიელი სად არიან? _ვიკითხე გაკვირვებულმა.
-რესტორანში რაღაცები იყო გასარკვევი და დარჩნენ. ჯვრისწერაზე მოვლენ. _მითხრა სანდრომ და ოთახისკენ დაიძრა.
-სანდრიკ,მაგდა ძალიან ლამაზია და შემთხვევით გული არ გაგისკდეს. _“გავაფრთხილე“ სიძე და ბიჭებს მეც უკან მივყევი.
შემდეგ იყო უამრავი ემოცია,ძალიან ბევრი თბილი და ტკბილი ჩახუტება,კოცნა და ნახევარი საათის შემდეგ ძლივს გავნაწილდით მანქანებში.
მე და თორნიკეს ერთ მანქანაში მოგვიწია ჩაჯდომა. როგორც იქნა მასთან ნორმალურად ლაპარაკის საშუალება მომეცა. მერე რა,რომ ახლა ამის არც დრო იყო და არც აუცილებლობა.
-ელენესთან როგორ გაქვს საქმე? _არც ვაციე და არც ვაცხელე,პირდაპირ შეტევაზე გადავედი.
თორნიკემ გაიცინა.
-შეგეძლო შედარებით რბილად და შეპარვით გეკითხა,ქაჯო. _ჩემს გაცოფებულ მზერას წააწყდა და მაშინვე მოლბა. _ხო,კარგი,ნუ მიყურებ დაბმული მოზვერივით. განსაკუთრებული არაფერია,მაგრამ ნელ-ნელა წინ მივიწევთ.
-თქვენ ორი კვირაა ასე მიიწევთ წინ და პროგრესს ჯერ ვერ ვხედავ.
-არ მინდა დავაჩქარო. ხომ იცი ს*ირი ქმრის გამო როგორაა დაზაფრული,ურთიერთობების ეშინია და ბუნებრივიცაა. მოკლედ, მე დაველოდები,იქამდე იფიქროს,სანამ გადაწყვეტილების სისწორეში არ დარწმუნდება. მიყვარს და დაველოდები... _ბოლო სიტყვები ისე თბილად თქვა,გული გამითბა.
მარჯვენა ხელი საფეთქელზე დავადე და დაძაბული ხმით ჩავილაპარაკე.
-ვინ ჯანდაბა ხარ და რა უქენი ნამდვილ თორნიკე ქურხულს?
ორივე ვიცინოდით,ბოლოს ქურხულმა ჩემი ხელი მოიშორა და თან ვითომ გაბრაზებული ხმით მითხრა.
-გაწიე,შე ქაჯო ხელები,თორემ ავარიაში მოვყვებით...
^ ^ ^
ეკლესიაში თვალებით გაბრიელს ვეძებდი. იმდენი ხალხი ირეოდა,ვერა და ვერ დავინახე. როგორც მივხვდი,სადღაც უკანა რიგებში იდგა. როცა უკვე გაბედნიერებული წყვილი ეკლესიიდან გამოვიდა,ხალხში ოვაციები გაისმა. გვერდით დემეტრე ამომიდგა.
-რა ბედნიერია... _ჩაილაპარაკა ღიმილით.
-ჰო,ძალიან.
-ნინე,შენც ასეთი ბედნიერი იყავი,ხო? _მკითხა გულუბრყვილოდ. მერე კი დააყოლა. _ჰო,ისე შენს ბიჭს თუ ეძებ,წეღან მოვკარი თვალი,აქვეა და არ ინერვიულოოოო...
სწრაფად მოსწყდა ადგილს,რომ მისთვის არაფერი დამეშავებინა.
რამდენიმე წუთიანი ‘ფოტოსესია’,ბედნიერი შეძახილები და მალე მანქანებშიც გავნაწილდით.
ამჯერად ლევანის მანქანაში მოვხვდი,რომელსაც რესტორნის გზა შეეშალა და სულ სხვა მიმართულებით წაგვიყვანა. უკან თეა იჯდა,რომელიც ბრაზისგან ცოფებს ყრიდა. ისეთი სასაცილო იყო,ძლივს ვიკავებდი თავს.
-გზა თუ არ იცოდი,რას ჩაგვტენე დიდის ამბით მანქანაში? შენ არ დადიოდი რესტორანში რაღაცების გასარკვევად? გამაგებინე ერთი,როგორ აგერია გზა... _არ ცხრებოდა თეა და აქეთ-იქით იხედებოდა გაცოფებული.
ლევანმა მკვეთრად დაამუხრუჭა. გამწარებული სახით გახედა მას და დაიღრინა.
-გაჩუმდი,თორემ დას ვფიცავარ მანქანიდან გადაგსვამ!
აქ ვეღარ შევიკავე თავი და მთელი ხმით ავხარხარდი.
-შენ რაღა გაცინებს? დროზე მითხარი საით უნდა წავიდე.. რას მიყურებ წვიმაში დაბმული ხბოსავით გოგო,სულ მე კი არ დავდიოდი მაგ რესტორანში,თანაც ყოველთვის გაბრიელს მივყავდი მანქანით,მე ერთხელად არ ვყოფილვარ მარტო.
როგორც იქნა რესტორანისკენ მიმავალ სწორ გზას დავადექით. ლევანი კარგ ხასიათზე დადგა და უკანა სავარძელზე მიყუჟული და გაბუტული თეას შემორიგება გადაწყვიტა.
-თეაკოოო...
-ნინე გააჩუმე,სანამ მაგდას ქორწილის დღეს მკვლელობა ჩამიდენია. _დაიღრინა ამაშუკელმა.
-ღმერთმანი,ეს თითქმის ექიმი დაქალები სულ ძალადობაზე რა პონტში ხართ ორიენტირებული,ტო,ჯერ იყო და ამ გიჟმა კინაღამ თავი გადაუხსნა საცოდავ გაბრიელს,შენ ხარ და მოკვლით მემუქრები. პოლიციაში ხო არ დამერეკა? _იცინოდა გიგა.
-ჰა,ჰა,ჰა _დავიჯღანე და გიგას გამოვაჯავრე. _დავიხოცეთ სიცილით. იარე გიგა,თორემ რესტორანში გაგიბაზრებ გზის არევის ამბავს.
გიგა მაშინვე გაიტრუნდა და რესტორნამდე ხმა აღარ ამოუღია.
როცა შიგნით შევედით,ელენე,სალომე,დემეტრე და თორნიკე მაშინვე შემოგვეგებნენ.
-სად იყავით აქამდე?
-გიგას გზა აერია და.. _წამოაყრანტალა თეამ,რასაც გიგას ღრენა მოჰყვა.
გაბრიელი კიდევ არ ჩანდა. მინდოდა მისთვის კისერი მომეწყვიტა,თავი გამეტეხა,ყველაფერი საშინელება გამეკეთებინა.
ნელ-ნელა ყველა დასხდა. რამდენიმე საათის შემდეგ გაბრიელის გამოსახულებას მოვკარი თვალი. ღია ცისფერი პერანგი და კლასიკური შავი შარვალი ეცვა. პერანგის ღილები ოდნავ გაეხსნა და როგორც მივხვდი,’ბაბოჩკა“ უკვე კარგა ხნის გადაგდებული ჰქონდა ნაგვის ურნაში. საოცრად სიმპატიური იყო. მის ოდნავ მუქი ფერის კანს ისე უხდებოდა ღია ცისფერი,რომ ლამის სული შემეხუთა მისი დანახვისას. გულედანის უყურადღებობაზე გავბრაზდი და როცა პირველივე საცეკვაო სიმღერა გაჟღერდა დარბაზში,მაშინვე ფეხზე წამოვხტი. ვიღაც უცნობი ბიჭის შემოთავაზებას დაუფიქრებლად დავთანხმდი და მუსიკას ნელა ავაყოლე სხეული. ცალი თვალით ვუყურებდი გაბრიელს. მეგონა გაბრაზდებოდა,ან იეჭვიანებდა,მაგრამ მშვიდი და აუღელვებელი გამომეტყველებით წამოვიდა ჩვენკენ.
-გაგი,ეს გოგო უნდა წაგართვა. _ჩვეულებრივი ტონით უთხრა ბიჭს.
-რა პრობლემაა. _გაეცინა უცნობს,ჩემი თავი გულედანს გადაულოცა და თვითონ მაგიდას დაუბრუნდა.
გაბრიელმა ერთხელ დამატრიალა,შემდეგ ხელები წელზე დამაწყო და ყურთან ძალიან ახლოს მიჩურჩულა.
-ოპერაცია, „ვაეჭვიანოთ გაბრიელი“,ნაწილობრივ კარგად დასრულდა.
როცა მისი გრილი სუნთქვა კისერზე მომელამუნა და მერე მთელს სხეულს მოედო,თავი ძლივს შევიკავე,რომ მის მკლავებში არ ჩავვარდნილიყავი.
გაბრიელის სუნამოს სუნი გონებას მირევდა. ვგრძნობდი,რომ სერიოზულად ცუდად ვხდებოდი. ამიტომ ვცილობდი მაქიმალურად მივკრობოდი,რომ პირდაპირ ძირს არ გამედინა ბრახვანი.
-ოპაა,გიჭერ ნინე,გიჭერ. _მითხრა ამღვრეული ხმით. _კაბა გიხდება.
-შეგეძლო გეთქვა,ლამაზი ხარო ან რამე მსგავსი,უჟმურო. _დავიღრინე და საპასუხოდ მსუბუქი კოცნა მივიღე ყელში.
-ეგ ხომ ისეც იცი.
გულედანმა მის სხეულს მომაშორა,კიდევ ერთხელ დამაბზრიალა,ამასობაში მოასწრო ჩემი ფეხების ათვალიერება და ისევ კუთვნილ ადგილს დამაბრუნა.
მისი ხელები წელზე მოძრაობდნენ,რაც იმდენად სასიამოვნო იყო,რომ ყველაფერს მავიწყებდა.
მხოლოდ მის ხელებს ვგრძნობდი,მის ხელებს და სუნთქვას,პირდაპირ ჩემს ყელზე.
-სად იყავი? მთელი დღე არ ჩანდი.
-ალბათ უკვე იცი გიგას მოხერხებულობის ამბავი,ჰოდა როცა ტორტი მანქანიდან გადმოჰქონდა,ხელებიდან გაუვარდა და პირდაპირ წყლით სავსე გუბეში ჩააგდო. _ისეთი სერიოზული და სასოწარკვეთილი სახით ყვებოდა გაბრიელი,გაფუჭებული ტორტის და მოუხერხებელი გიგას ამბავს,რომ სიცილი ვერ შევიკავე. _იქიდან გამომდინარე,რომ სტუმრებს გუბიდან აკრეფილი ტორტით ვერ გავუმასპინძდებოდით,საჭირო გახდა ახალი ორ სართულიანი და ლამაზი ტორტის რამდენიმე საათში გაკეთება. ჰოდა,მაგაზე ვჩალიჩობდით რა.
-მე კიდე მომენატრე,მთელი დღე ვერ გხედავდი და მომენატრე. _პატარა ბავშვივით ვლუღლუღებდი.
გაბრიელმა თვალები ჩვეულად მოჭუტა,ისე შემომხედა კინაღამ გავიყინე,მერე გულზე მაგრად მიმიკრა და ამღვრეული ხმით მითხრა.
-გაიმეორე რა თქვი..
-მომენატრე-მეთქი.
-ძაან დიდი გავლენა გაქვს ჩემზე,ეგრე არ შეიძლება. _კიდევ ერთხელ მსუბუქად მაკოცა ყელზე. ნაკოცნი ამიხურდა,ამეწვა,მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. _მე რომ სულ მენატრები,რა ვქნა?
-აღარ მოგენატრები მალე. _ვუთხარი ამაყი ხმით.
გაბრიელმა ცეკვა შეწყვიტა,სახე თავის ხელებში მოიქცია და იაგუნდისფერი თვალებით პირდაპირ მე მომაშტერდა.
-ეგ როგორ გავიგო?
-გარდერობში ადგილი გამომიყავი გულედანო და გაითვალისწინე,რომ სააბაზანოში ძალიან,ძალიან დიდხანს მიყვარს ნებივრობა!
________
დადადაააამ,ხედავთ რა კარგი გოგო ვარ? ^^
ვერ წარმოიდგენთ თქვენმა კომენტარებმა როგორ გამახარა,ჰოდა გადავწყვიტე ახალი თავი დამეწერა. (არ გეგონოთ სხვა დროს მეზარება,ან მსგავსი,უბრალოდ დღეს საკმაო დრო მქონდა).
ალბათ ასე ხუთ თავში დავასრულებ ისტორიას,მაგრამ თქვენ არ იფიქროთ ყველაფერი ასე ტკბილად გაგრძელდება. მცირე ინტრიგები იქნება და შეგამზადეთ წინასწარ :დდ
პ.ს მართლა,გულწრფელად ძალიან ,ძალიან დიდი მადლობა თითოეული თბილი სიტყვისთვის ყველას. ჰოდა,გთხოვთ რომ ყველამ დააფიქსიროთ აზრი. რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ.
მიყვარხართ <3



№1  offline წევრი შამხათი

აზრი დააფიქსირეთო, რა მოგწონთ და რა არაო, ჰოდა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: მე ყველაფერი მომწონს. ეს ისტორია ძალიან მიყვარს, ამ იაგუნდისფერთვალებიან ბიჭზე ხო საერთოდ ვგიჟდები და რომ ვკითხულობ, ღიმილს სახიდან ვერ ვიშორებ, სულ ჩემი იაგუნდისფერთვალებიანი მახსენდება(მეც მყავს). უკარგესი ხარ და მალმალე გაგვახარე ხოლმე love

 


№2  offline წევრი kiko

იეს იეს იეს მაგარია. გაბოოო <3

 


№3 სტუმარი nino

marto is mitxarit iagundisferi ra feria?!zaluan momwons istoria.

 


№4 სტუმარი mtvaro svani

zalian momcons da ra vqna?ogond ro agvianebt eg ar momcons.malmale dade raaa

 


№5 სტუმარი mariami

malemale dadera :(( dzalianmomwons esistoria da imediaa isetrameebs argauketeb amxalxs ro ;) gulma damartyass *-* :dd

 


№6 სტუმარი A

ვაუ სიტყვებით ვერ გადმოვცემ ემოციებს. ძალიან, ძალიან მოწონს ეს წყვილი და გამეხარდა რომ ასე ვითარდება მოვლენები. მაგრამ გთხოვ ცოტა უფრო მალ-მალე დადე რა თავები ლოდინი ფსიქიკას აფუჭებს. ძალიან მენატრება ხოლმე ახალი თავი და მოუთმენლად ველი სულ.

 


№7  offline წევრი Pepper

ნინე რა საყვარელიაა :დ
გაბრიელზე შეყვარებული ვარ
გამიხარდა გაბრიელთან რომ გასადის საცხოვრებლაად <3
ძალიან ძალიან კარგი ისტორიაა ველოდები შემდეგ თავს
ინტრიგეეები ? ამათ წყვილს ხელი არ დარდოს :დ :დ

 


№8 სტუმარი nini

Vgijdebi me shenze

 


ვაუ მაგარი გოგო ხარ ძაან მადლიბა რომ ისე ძალუან აღარ დააგვიანე ძააან საყვარლები არიან ორივე ძალიან მომეწონა
--------------------
romantikosi mwerali

 


№10 სტუმარი N.B

es iseti kargi tavi iyo, sulelivit vigimodi, shen xom ar ici ra kargad imoqmeda chemze!!!!! miyvarxar qalbatono ....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent