შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათნოების ორმოცდაათი ელფერი


15-03-2016, 22:11
ავტორი nini namicheishvili
ნანახია 1 734

მეთხუთმეტე თავი
რამოდენიმე ხნიანმა სიჩუმემ დაისადგურა...
-ტელეფონი არ გაქვს ?-ჰკითხა ალექსმა.
-არა.დღეს სახლში დავტოვე.შენ ?
-მე ისედაც არ მაქვს .
-რაა ?-გაუკვირდა ნურას.-რატომ ?
-რაში მჭირდება ?ერთი მეგობარიც კი არ მყავს.
ცოტა ხნის შემდეგ კი ნურა მისკენ შებრუნდა და გაკვირვებულმა ისევ ნაცნობი კითხვა დაუსვა:
-რატომ?ანუ როგორ შეიძლება ადამიანს ერთი მეგობარიც კი არ ყავდეს .
-შენ გყავს მეგობრები ?
-ჩემი და და ასადი.
-არაა.მე სხვანაირ მეგობრებზე გეუბნები.შენი ასაკის.
-არა.თუმცა სულ შენსავით არ ვარ.
-არასდროს არავის ველაპარაკები.
-იქნებ ისინი არ გელაპარაკებიან ?-მოულოდნელად წამოსცდა ნურას.
ალექსმა ანთებული თვალებით გამოხედა.
გოგონამ მაინც გაბედა და გააგრძელა.
-ხო,მართლაც ასეა და ვიცი რატომაც არ უნდათ შენთან ურთიერთობა.როცა ვინმე რაიმე ისეთს იტყვის ,რაც შენ არ მოგეწონება ალბათ მაშინვე ასეთ მზერას მიაპყრობ და აშინებ ,მერე კიდევ...
-გაჩუმდი,სულელო-შეაწყვეტინა ალექსმა.
-ხო ,აი კიდევ რა .შენი მიმართვები.სულელო,იდიოტო რა არის ? შეიძლება მე გითმენდე ,მაგრამ სხვა ასე გააკეთებს ?არა ! რათქმაუნდა არა! ამიტომაცაა ,რომ მარტო ხარ.მაგრამ მაინც ვერ გამიგია ასე რატომ იქცევი ?-ნურამ პირი გააღო საუბრის გასაგრძელებლად ,მაგრამ მაშინვე შეწყვიტა რადგან შეამჩნია რომ მის გვერდით ალექსი აღარ იჯდა.წინ გაიხედა და მკრთალი სინათლის ფონზე მიმავალი ალექსი დაინახა.
-ნუთუ აქ დამტოვა ?-იკვილა მისმა გონებამ.უეცრად შიშმა აიტანა ,მოუნდა ამდგარიყო და ალექსს დასწეოდა.ყვირილი მოუნდა,მაგრამ სანაცვლოდ მხოლოდ ყრუდ წამოიყვირა.
-ალექსს-და წამოდგა.პირველ წუთებში ისე იყო შეშინებული,ფეხის ტკივილს ვერც კი გრძნობდა ,მაგრამ თანდათან ფეხში საშინელი ტკივილი იგრძნო და ნელნელა უკლო ტემპს.სახეზე თბილი სითხე იგრძნო და მიხვდა რომ მარილიანი წვეთები უკითხავად მოცოცავდნენ მის სახეზე.რა ხდებოდა ამ დროს ალექსში ? ამას ნამდვილად ვერ გეტყვით,მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია რომ ალექსი შეჩერდა.არ ელოდა რომ ნურა ასე მოიქცეოდა.რეალურად ,წასვლას არც კი აპირებდა.უბრალოდ მისი შეშინება სურდა .მისი სმენა უცნაურმა ხმამ მიიპყრო და მიხვდა რომ ნურა დაეცა.სასწრაფოდ შემობრუნდა და დაცემული გოგონასკენ გაიქცა.
შიშისაგან მიწაზე ნურა მოკეცილი იწვა და ის საშინელი ტკივილი ,რასაც ფეხში გრძნობდა აიძულებდა ეტირა.არადა მისი სხეულის რაღაც ნაწილი,გამუდმებით ჩასძახოდა რომ არ უნდა ეტირა.ოღონდა მასთან არ ეტირა და მერე რაც უნდოდა ის გაეკეთებინა,მაგრამ ტკივილი ამის საშუალებას არ აძლევდა.როცა მასთან მოახლოებული ადამიანის თბილი სუნთქვა სახეზე მოხვდა,ხოლო თითები მის თმას შეეხოო და მართალია ცივად და მექანიკურად მაგრამ ნაზად შეეხო მიწაზე გაშლილ თმას...ნურამ სიბნელეში ნაცნობი სხეული მოძებნა და შეშინებული მიეკრო.ალექსმა გოგონა ხელში აიყავანა და იმ ადგილზე ჩამოჯდა სადაც რამოდენიმე წუთის წინ ისხდნენ.
-ნურა ეს რა გააკეთე!-უთხრა მან როდესაც ხესთან ჩამოჯდა.გოგონას სხეული მიწაზე იყო,ხოლო მისი თავი ალექსს კალათასი ჩაედო და ცრემლების შეშრობას ცდილობდა.მერე წამოდგა.ნურაც წამოაჯინა და მისი ფეხის ნახვა გადაწყვიტა.საკამოდ კარგად სწავლობდა და რათქმაუნდა შეეძლო ასეთ დროს დახმარების გაწევა.
-ნურა დაწყნარდი,გთხოვ.
ალექსის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვა ისე უცნაურად მოხვდა ნურა სყურში ,რომ უფრო გაკვირვებისაგან გაჩუმდა და ალექსს მიაშტერდა.მაგრამ როგორც კი ფეხზე ხელის შეხება იგრძნო გამოფხიზლდა და უხერხულად შეიშმუშნა.
-რა იყო ? ახლა არ მითხრა მრცხვენიაო.
-არ მინდა.
-რას ქვია არ გინდა ?უნდა ვნახო.
-გთხოვ.
-არაფერს გატკენ უბრალოდ ვნახავ.იქნებ ღია ჭრილობაც გაქვს.
მართლაც ფეხზე საკამოდ დიდი ჭრილობაც ჰქონდა...
-არფაერი მაქვს რომ შეგიხვიო...მოდი გზაზე გავიდეთ ...იქნებ ვინმე დაგვეხმაროს.
-კი მაგრამ,მე ვერ წამოვალ.
-მე წაგიყვან-უთხრა ალექსმა და გოგონა კვლავ ხელში აიყვანა.ნურას ღაწვები შეფაკლოდა და ვერ გაეგო სად წაეღო ხელები.ბოლოს ჰაერში ჩამოშვებული ხელები ეტკინა და ნელნელა ალექსის მხრებზე შემოწყო ხელები.
ალექსმა ოდნავ გაიღიმა და გზა განაგრძო.
**********************************************
-ლეტიცია როდემდე აპირებ ასე მოქცევას ?-რიჩარდმა მოულოდნელად გადაუღობა გზა სახლისკენ მიმავალ გოგონას.
-გამატარე !
-ლეტიცია.
-გაიწიე !
-მომისმინე !
-გამიშვებ ?მეჩქარება.შურისძიების ამბების მოსასმენად არ მცალია.
-მაქსი ცუდათაა.
ლეტიცია წამით შედეგა,მაგრამ შემდეგ ისევ გადაწყვიტა გზის გაგრძელება.
-არ ვხუმრობ ,მართლა ცუდათაა...
-არ მაინტერესებს.
-ვერ წარმოვიდგენდი რომ სიამრთლე ასეთს გაგხდიდა.
-ხოდა წარმოიდგინე.
ყოყმანით გადადგა ნაბიჯენი...მთელი სხეული ექაჩებოდა და ჩააგონებდა,რიჩარდისთვის ყველაფერი გამოეკითხა,მაგრამ გონება უფრო ძლიერი აღმოჩნდა...
მთელი ღამე ვერ მოისვენა დილით კი ახალი გადაწყვეტილება მიიღო...გადაწყვიტა გაერკვია სდა იყო და რა სჭირდა მაქსს.
-ბოლოსდაბოლოს ადამიანი!-გაიმართლა თავი გონებასთან.
მართლაც რიჩრადის მეგობარი გოგონას მეშვეობით მაქსის ადგილსმაყოფელი გარკვია და მეორე დღესვე გაემგზავარ.თუმცა მაქსის ავადმყოფობის შესახებ ბევრი ვერაფერი გაიგო.
-არ ვიცი...დიდი ხანია ფეხზე ადგომის თავი აღარ აქვს,საჭმელს არარ ჭამს ,გახდა მოკლედ ცუდადაა-იყო ასეთ პასუხი.ლეტიციას ეეჭვებოდა ეს ყველაფერი უარყოფილი სიყვარულის ბრალი ყოფილიყო და მართალიც იყო...ასე რომ ამ ამბით დაინტრიგებული თავის ჩემოდნებიანად ერთერთი შტატისკენ გაემართა.წინ საკმაოდ დიდი გზა ჰქონდა...
******************************
ის ორი კი ვიწრო ქუჩებს მიუყვებოდა და სიჩუმის ამ არაჩვეულებრივი წამებით ტკბებოდა...სიმდიდრეც და ხმაურიც უკვე იმდენად მობეზრებული იყო მათთვის ,რომ ახალა მხოლოდ სიმშვიდესა და პატარა,ღარიბულ თავშეასაფარას ეძბდნენ.არადა ერთი მილიონერი იყო,მეორე კი ცნობილი მწერალი.
-სად წავიდეთ ?-იკითხა ასადმა.
-მოდი ისევ იმ კაფეში მივბრუნდეთ.თუ დაკეტავდნენ ?
-არა.მგონი ღამეც მუშაობს...
-მართლა ? მოდი წავიდეთ.
უკან მიბრუნებულებს კაფე მართლაც ღია დახვდათ.მშვიდი გარემო,მოწყენილი მიმტანით.
ისინი რომ დაინახა სახეზე 'ისევ თქვენო ?' დაეწერა ,მაგრამ თავაზიანი ღიმილით შეიპატიჯა.
ისევ ორი ჭიქა ჩაი ამშვენებდა მათ მაგიდას.
უეცრად ასადს გაეცინა.
-რა იყო ?-იკითხა ჰანანმა.
-არა ,არაფერი.სულელურმა აზრმა გამიელვა თავში.
-მაინც ?
-კარგი.ჰო გეტყვი.მოკლედ ახლა გავიფიქრე ,რომ მომავალში ,ჩვენ შვილებს თავისუფლად მოვუყვებით ჩვენი პირველი საქორწილო ღამის შესახებ.
-სულელი ხარ.-გაეცინა ჰანანს.
-რატომ ? როცა გვკითხავენ როგორ შეხვდით ერთმანეთსო და ა.შ .
-და მერე რა ?
-რა და მარტო ქორწილის დღით არ დავამთვარებთ ჩვენი ამბავის თხრობას.მოვუყვებით ,რომ პირველ ღამეს კაფეში ვიჯექით და ჩაის შევექცეოდით.
-საინტერესოა-ეშმაკურად გაიცინა ჰანანმა.
-რა იყო სხვა რაიმეს გაკეთებასაც გეგმავ ?
-შენ რას ფიქრობ ?
-ჰანან,პატარა გოგო ხარ ჯერ-სიცილით უთხრა ასადმა და ვითომ გაბრაზებით თითი დამრიგებლურად გაუქნია.
-შენ რა იცი მე რას ვგეგმავ ? იქნებ შენც მოგეწონოს-გააგრძელა ჰანანმაც.
-თუ იმ გეგმას ღამე და ჩვენ ვჭირდებით მაშინ მომწონს.
ჰანანმა ხმამაღლა გაიცინა.
-მართლაია ამ გეგმას ღამე და ჩვენ ვჭირდებით.
-მაინც რა გეგმაა ?
-ღამეა ,მე და შენ ჩაის ვსვამთ...
ასადმა იმედგაცრუებული სახე მიიღო მაგრამ მერე ისევე გაიცინა.
-არაუშავს,ჩვენ იმ გეგმის განსახორციელებლადაც გვექნება ბევრი დრო.
-მიყვარხარ
-მეც.
*******************************************
ალექსი ხელში აყვანილი მსუბუქი სხეულით გზის პირა სდადგა.აშკარა იყო რომ ბედი არ წყალობდათ.უკვე ნახევარისაათია ასე იდგენენ და ერთ მანქანასაც არ გამოევლო.
-მოდი დამსვი.დაიღლებოდი-თქვა ნურამ.
-არა იყოს მანქანა სულ მალე გამოივლის.
-არ გამოივლის.
-კი გამოივლის.
-არა.
-ნუ მეწინააღმდეგები-თქვა ალექსმა და სახე სწრაფად მიატრიალა გოგონასკენ,მაგრამ მანძილი ვერ მოზომა და უხეშად გაედო გოგონას სახეს.
-ვაი-დაიყვირა ნურამ და ხელი ცხვირზე მიიდო.
-რა მოხდა ?
ალექსმა გოგონას ცხვირზე ხელი მოაშორებინა და თითი ნელა ჩამოსუვა გოგონას შეწითლებულ ცხვირს...მალევე გამოერკვა უცნაური ბურანიდან .
-გატკინე ?-თავისივე ხმა ეუცნაურა.
-ცოტათი.
-პატარა,წითელი ცხვირი-გაიღიმა ალექსმა და თითი ისევ გოგონას ცხვირზე მოათავსა.
-პატარა ცხვირი-ისევ გაიმეორა მან და თითით გაეთამაშა ნურას აწითლებულ ცხვირის წვერს.
-მე მეუბნები ბავშვი ხარო და ახლა შენ რას აკეთებ ?-იკითხა ნურამ და ალექსმაც მაშინვე მოაშორა თითები გოგონას.
-ალექს გთხოვ ჩამოვჯდეთ და მეც დამსვი.
-არ დავღლილვარ.
-მაგიტომ არ გეუბნები,მე დავიღალე.
-ჰო ,კარგი...
-აი ასე ჯობია-თქვა ნურამ და კომფორტულად მოთავსად ბალახზე.
-ხვალ სკოლაში წახვალ ?-ჰკითხა მოულოდნელად.
-რატომ მეკითხები?-ალექსმა თავი მისკენ შემოაბრნა თუმცა მზერას აშკარად არიდებდა.
-შენ ხომ სწავლა გიყვარს.
-კი.
-და მაინც რატომ არ გინდა ამერიკაში წამოხვიდე ?
-იცი რატომაც.
-არც მე მინდა-თქვა მოულოდნელად ნურამ.
-რა ?რატომ ?
-ერთადერთი მეგობარი რომელიც ჩემი ასაკისაა აქ უნდა დავტოვო.-თქვა გოგონამ და გაუღიმა.ალექსსაც გაეღიმა .საოცარი სითბო იგრძნო როდესაც ვიღაცამ მაინც მეგობარი უწოდა...

_____________________________________________________
იმედია მოგეწონებათ.ბოდიში შეცდომებისთვის.აი გრაფო შეგპირდი და დავდე კიდეც.მადლობა რომ კითხულობთ



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

ოჰ, აი მესმის პირობის პუნქტუალურად შესრულება wink . შენ ისე კარგად წერ, რომ მიჭირს შენს ნაწერზე რამის თქმა. ამიტომ, ყველა თავზე თუ არ დავაკომენტარო არ გეგონოს არ ვკითხულობ. ვიცი, რომ ავტორებს კომენტარები "გასულდგმულებთ", მაგრამ ასეთი ისტორიის დროს მართლა არ ვიცი რა უნდა ვთქვა. ბოლოს ვეცდები რამე მოვახლაფორთო smile

 


№2  offline წევრი nini namicheishvili

grafo
ოჰ, აი მესმის პირობის პუნქტუალურად შესრულება wink . შენ ისე კარგად წერ, რომ მიჭირს შენს ნაწერზე რამის თქმა. ამიტომ, ყველა თავზე თუ არ დავაკომენტარო არ გეგონოს არ ვკითხულობ. ვიცი, რომ ავტორებს კომენტარები "გასულდგმულებთ", მაგრამ ასეთი ისტორიის დროს მართლა არ ვიცი რა უნდა ვთქვა. ბოლოს ვეცდები რამე მოვახლაფორთო smile

მადლობა,მადლობა,მადლობააა love მართლა საოცარ სტიმულს მაძლევ რომ წერა განვაგრძო <3 <3 <3

 


№3 სტუმარი მარო

ძალიან კარგია. კარგია რომ არც ნურას ივიწყებ და არც ლეტიციას. მე ყოველდღე გელოდები(kiss):)

 


№4  offline წევრი nini namicheishvili

მარო
ძალიან კარგია. კარგია რომ არც ნურას ივიწყებ და არც ლეტიციას. მე ყოველდღე გელოდები(kiss):)

მადლობააა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent