შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს (სრულად)


17-03-2016, 19:17
ავტორი mariam-mariam
ნანახია 9 636

-იქნებ არ ღირს? დაფიქრდი გთხოვ..
-უნდა წავიდე ანა, სხვა გზა არ მაქვს...
-სხვა გაზა ყოველთვის არსებობს...
-მაგრამ ეხლა არა..
-ეტყვი?
-ალბათ კი... ეხლა კი წავალ, მშვიდობით ანა...

********
ამ ამბიდან სამი წელი გავიდა.... სამი წელია გერმანიაში ვცხორობ და მხოლოდ და მხოლოდ მაქსმა შემიფარა თავისთან სახლში, რომ იმ სიცივეში გარეთ არ გავყინულიყავი, დღეს კი მე და მაქსის ისეთი ურთიერთობა გვაქვს ნებისმიერ და ძმას შეშურდება...
სამი წელია სიყვარული დავკარგე, მაგრამ მყავს პატარა, რომელიც მიხანგძლივსბს ცხოვრებას ამ დამპალ სამყაროში...
-დე მამიკოს ხო ვუყვარვარ?
როგორც ყოველ საღამოს ძილის წინ, ლუკამ მკითხა და პატარა ხელები გულზე მიიდო...
-კი დე მამიკოს უყვარხარ და გპირდები, რომ აუცილებლად ნახავ... ახლა კი დაიძინე...
შუბლზე ვაკოცე და ოთახში შუქი ჩავუქრე..
ჩუმად გამოვაღე უჯრა და იქიდან პატარა ყუთი გამოვიღე..
მაგიდასთან დავჯექი და უკვე მერამდენედ დავიწყე ძველი ნივთების თვალიერება....
თითები ნელა გადავუსვი სურათს და მომღიმა წყვილს დავაკვირდი...
სიმწრისგან გამეცინა და ცრემლებმაც არ დააყოვნა...
სურათი ამოვატრიალე და გაკრული ხელით დაწერილ წარწერას დავაკვირდი
"ლიზა და დემეტრე...
დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს..."
-დე ისევ მამიკოს შურათებს უყურებ?
სამზარეულოში ფეხშიშველა შემოვარდა ლუკა და ფეხზე პატარა ხელი დამადო.. ცრემლები სწრაფად მოვიწმინდე და გაღიმბულმა გადავხედე...
-ხო დე მამიკოს სურათებს ვნახულობ შენც გინდა?
თავი ღიმილით დამიქნია და კალთაში ჩამიჯდა...
მის ასაკთან შედარებით ძალიან ჭკვიანია... ლაპარაკობს ქართულად, თუმცა ცოტა უჭირს და ასევე გერმანულად...
სურათი პატარა ხელებში მოიქცია და დააკვირდა...
-ეშ შენ ხალ ქო? - თითით გოგოზე მანიშნა და გაღიმბულმა ამომხედა, თავი დასტურის ნიშნად დავუქნიე და გავუღიმე.. -ეშ კი მამიკო ქო?
თითით დემტრეზე მანიშნა და სურათს უკეთესად დააკვირდა...
-კი დე ეს მამიკოა...
-დე მამიკოს ლა ქვია?
არასდროს კითხავს ეს ჩემთვის და ცოტა არ იყოს დავიბენი... ვერ მივხვდი უნდა მეთქვა თუ არა, საბოლოოდ კი მხოლოდ ხელში ავიყვანე და ისევ ლოგინში დავაბრუნე...
-დაიძინე დედას ბიჭო ხვალ ნათლია უნდა ვნახოთ...
შუბლზე ვაკოცე და ოთახიდან გამოვედი...
ლეპტოპი გავხსენი და მაშინვე ანას გადავურეკე...
-ჩემი გოგო როგორ მომენატრე...
არ დააყოვნა პასუხი და მაშინვე ჩვეული სიმხიარულით მიპასუხა...
-მეც მომენატრე მეც...
ღიმილი ვერ შევიკავე და წეღანდელი ცუდად ყოფნა ჯანდაბაშ გავუშვი...
-აუ ქორწილისთვის ხო ჩამოხვალ?
ისევ მისთვის სანტერესო თემას მიუბრუნდა და გაფართოებული თვალებით გადმომხედა...
-ის იქნება?
-ხო იცი ლიზა, რომ დემეტრე და კოტე მეგობრები არიან და აუცილებლად იქნება...
-ვიცი მაგრამ....
-მაგრამ ბავშის ამბავი ისევ არ გითქვამს... რას აპირებ ლიზა ბავშვი უკვე სამი წლის ხდება.... აზრზე ხარ დემეტრე რო ამას გაიგებს რა ამბები დატრიალდება?
-ხოდა ვცდილობ რო არ გაიგოს...
მოთმინება დაკარგულმა ხმა ვეღარ გავაკონტროლე და ცოა უხშად მომივიდა...
-მომისმინე ლიზა... ლუკა გაჭრილი ვაშლივით გავს მამამის, ამიტომ რთული იქნება იმის უარყოფა, რომ ლუკა დემტრეს შვილი არაა...
-ვიცი ანა ვიცი...
-ანუ ჩამოხვალთ?
-არ ვიცი...
ამის თქმა იყო და უცებ გამითიშა....
ლეპტოპი დავხურე და დასაძინებლად წავედი...
დილით რომ გავიღვიძე ლუკას უკვე ეღვიძა და ლოგინში თავისთვის თამაშობდა...
-დედას დიდი ბიჭი...
-დე ნათლიაშთან ჩავიდეთ ლა...
ხტუნაობა დაიწყო და მაშინვე კარადასთან მივარდა..
-მოდი დე ჯერ ტანსაცმელები ჩავალაგთ და მერე წავიდეთ კაი?
თავი თანხმობის ნიშნად დამიქნია და თავისი უჯრა გამოაღო..
ორ საათში ყველაფერი ჩალაგებული გვქონდა, მხოლოდ სახლიდან გასვლაღა გვრჩებოდა...
-მიდიან ჩემი სიყვარულები?
ოთახშ მაქსი შემოვიდა და ლუკა ხელში დაატრიალა..
-ნათლიას ვაჟკაცი მიდის? ხო არ დამივიწყებ ნათლი?
ლუკამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და მთელი ძალით ჩაეხუტა...
-წამო აეროპორტში გაგიყვანთ...
ლუკა ძირა ჩამოსვა და ჩემოდნები აიღო...
სევდა ნარვი მზერა მოვავლე სახლს და კარები გაოვიხურე...
სამ საათში უკვე თვითფრინავში ვისხედით და აფრენა ველოდებოდთ...
გულის ერთ ნაწილს რაღაცნაირად არ უნდოდა აქაურობის დატოვება, მაგრამ მეორე სიხარულით მეცხრე ცაზე იყო, რომ ამდენი ხნის მერე ისევ შეეძლებოდა ფილტვები თბილისის ჰაერით აევსო...
-დე მამას ვნახავთ?
აფრენისთანავე მკითხა ლუკამ და მზერა ისევ ფანჯრისკენ გადაიტანა...
-კი დე ნახავ...
შეპარული ღიმილით ვუთხარი და თვალები დავხუჭე...
რომ გავღვიძე თვითფრინავი უკვე ეშვებოდა, ლუკა ერთ ადგილას იჯდა და გადიდებული ვალეით უყურებდა არე მარეს..
-მე ცემ მამიკოს ვნაქავ...
უკან მჯდომ ქალს მიუტრიალდა და გაღიმებულმა უთხრა...
ქალმა თავზე ხელი გადაუსვა და ერთიცალი კანფეტი მიცა..
ოგრც კი თვითფრინავიდან გამვიდა მამიკო მამიკოს იძახოდა და ბედნიერებისგან დაფრინავდა...
მხაროდა რომ ლუკასესე უყვარდა მამამისი,მაგრამ რა რეაქცია ექნებოდა მამას ბავშვზე ძალიან მაშინებდა..
ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუკარნახე... სახლის კარები როგორც კი შევაღე ვიგრძენი ნესტის და ობის სუნი, მაგრამ მაიც მშობლიური სახლის სურნელი...
მშობლები რომ გარდაიცვალნენ 17 წლის ვიყავი და მარტო ცხოვრებას მიჩვეული ვარ...
დედაჩემის მშობლები შვილიშვილად არასდროს მთვლდნენ ამიტომ ჩემ მოვლაზე დიდად თავი არ შეუწუხებიათ, მამას მშობლები კი ადრე გარდაიცვალნენ...
ერთადერთი ოჯახი მხოლოდ ანა და მისი ძმა საბა იყვნენ და არიან...
მოგონებები სწრაფად უკუ ვაგდე და ლუკას მივუბრუნდი, რომელსაც დაღლილობისგან თვალები ნახევრად დახუჭული ჰქონდა...
-წამო დე დავიძინოთ მერე ანა ნათლია უნდა ვნახოთ...
ანას ხსენებისას სახე უცებ გაებადრა და სირბილით გაიქცა ოთახისკენ..
საათს რომ დავხედე დილის რვა საათი იყო, ამიტომ ცოტა გამოძინების დრო მქონდა... საღამოს კი უკვე ანას ქორწილი იყო....
ნელა მივუწექი ლუკას გვერდზე და სიზმრების სამყაროში გადავეშვი..
რომ გავიღვიძე დემეტრე უკვე ოთახებში დარბდოდა..
-დედიკიი ლოდის წავალთ ანა ნათლიაშთან? მომენატლა...
ლოგინზე ამფოფხდა და მისინპატარა ხელები კისეზე მომხვია..
-მალე დე, ჩავიცვათ და წავიდეთ...
ლოყები დავუკოცნე და ლგინიდან წამოვაგდე...
საათს რომ დავხედე სამი სრულდებოდა... ორი საათი საკმარისია მოსამზადებლად ამიტომ სამზაეულოში გავედი "საუზმე" გავამზადე...
კომპიუტერში ლუკას საყვარელი მულტფილმი ჩავრთე და დროის გაყვანა ვცადეთ...
საათ ნახევარი ორივე ჩაცმუები ვიყავით და ტაქსს ველოდებოდით..
-დე ეხლა ანა ნათლიას ვნახავ?
ინტერესით ამომხედა ლუკამ და სარკეში თავის თავი შეათვალიერა..
-კი დე ანა ნათლიასცაც და საბა ბიძიასაც... წამო უნდა წავიდეთ..
ნახვარ საათში უკვე რესტორნის კარებთან ვიდექთ მე და ლუკა, ღრმად ჩავისუნთქე თბილისის ბინძური ჰაერი და ღია კარებში შევედი...
მაშინვე ვიგრძენი ათასი თვალი, რომელიც ჩემკენ იყო მომართული და რამდენიმე გადაჩურჩულებაც კი გავიგე...
მუსიკა უეცრად შეწყდა და ყველამ ჩვენკენ გამოიხედა...
გახევებული ვიდექით მე და ლუკა შუა ცენტრში და ანას გაოცებულ თვალებს ვუყურებდი...
-შენ... ისა.. არაო... აქ ხარ.... აბა... აღარასდროსო?
გაოცებულმა ამოილაპარაკა და ჩემკენ წამოვიდა..
-ხო ვამბობდი...
არც მე დავაკელი დაბნეულობის ტონი და მისკენ წავდი..
-აღარ წახვალ?
აკანკალებული ხმით მკითხა და თვალზე ცრემლები აუბრჭყვიალდა..
-აღარასდროს...
სერიოზულბით ვთქვი და ტუჩის კუთხი ღიმილი შემეპარა...
ამის თქმა იყო და ანა ზედ შემომაფრინდა...
მთელი ძალით მიკრავდა გულში და ცრემლებსაც არ იშურებდა...
დაბაზში გამაყრუებელი ტაშის ხმა გაისმა და ლუკაც შეშინებული მომეხვია...
მხოლოდ მაშინ მიაქცია ყურადღება ანამ ლუკას და ხელში ააფრიალა...
-ნათლიას ბედნიერება როგორაა?
გულში ჩაიკრა ბავშვი და ორივე ლოყა დაუკოცნა..
-ბიძიას სიხარული...
ლუკა ხელში აიყვანა საბამ და ჰაერში დაატრიალა..
-შაბა ბიძია დამშვი, თოლე დედიკო მეჩუბება, მითლა რო თავბლუ დაგექვევა თუ იტლიალებ და დაეჩემიო...
სერიოზული სახით უთხრა საბას და ფართხალი დაიწყო..
-მართალი უთქვამს დედიკოს...
გაოცებულმა გადმომხედა საბამ და ხელი გადამხვია...
-ჩემი პატარა პრინცესა როგორ მომენატრა...
ყურში მიჩურჩულა საბამ და მაგრად ჩამეხუტა...
-წამოდი დაჯექი დაღლილი იქნები.
მაგიდისკენ მიმითითა ანამ და თვითონ თავისი მაგიდისკენ წავიდა...
-როდის ჩამოხვედი?
დავსხედით თუ არა საბა მაშინვე ჩემთან მოვიდა და კითხვები დამაყარა...
-გუშინ ღამე..
-იცის?
კითხვა ნარევი თვალებით გდმომხედა და ჭიქაში დარჩენილი სითხე მოსვა...
-ლუკა დე მიდი ანა ნათლიასთან ხო მოგენატრა?
მაშინვე ჩამოხტა ლუკა ჩემი კალთიდან და ანასკენ გაიქცა..
-ლიზა მიპასუხე
-არა არაფერი არ იცის, არ ის რო ჩამოვედი და არც ის რომ შვილი ყავს..
-არ აპირებ თქმას? წამოდი გარეთ გავიდეთ, ლუკა ანასთანაა
ხმაში აშკარა გაღიზიანება დაეტყო საბას და ფეხზე წამოდგა... მეც უკან გავყევი...
-არ ვიცი რანაირად ვუთხრა, მეშინა რომ დედობის უფლებას ჩამომართმევს, მართალიც იქნება მაგრამ შენ ხო იცი არა რომ ლუკას გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია... მან გამაძლებინა მთელი ამდენი ხანი იქ...
მამამის ესე ძალიან რომ არ გავდეს ესე მყარად არ ვიქნებოდი ეხლა...
ხასიათით, ფიზიკურად საერთოდ ყველაფრით დემეტრეს გავს...
-კიდე გიყვარს?
-იმაზე მეტად ვიდრე მაშინ..
ორივე ხელი ძლიერად მომხვია და მთელი ძალით ჩეხუტა... ვერც მე შევიკავე ცრემლები და მწარედ ავტირდი...
-წამოდი შვიდეთ, ხო იცი არა დემეტრე აქაა და ბავშვი შენ გარეშე არ უნდა ნახოს...
ცრემლები მომწმინდა და შუბლზე მაკოცა...
აჩქარებული ნაბიჯებით შევედი დარბაზში და როცა ლუკა ანასთან დავინახე თითქოს გულზე მომეშვა..
ბავშვიც მაშინვე ჩემკენ წამოვიდა და ფეხებზე მომეხვია..
-დე ნახე იშ კაცი ლოგოლ მგავს...
ხელით ვიღაცისკენ მანიშნა და მეც მისკენ გავიხედე... კარებში გახევებული დემეტრე იდგა და არეული თვალებით მიყურებდა.
-ლუკა ხელი ჩამოწიე ეხლავე და ჩამეხუტე...
აკანკალებული ხმით ვუთხარი ბავშვს და მთელი ძალით ჩავიხუტე...
-ალა დე მე მაშთან მინდა...
უცებ დამისხლტა ხლიდან და მისკენ გაიქცა...
-ლუკა მოდი აქ...
გზაშუ დავაწიე სიტყვა და მეც მისკენ წავედი.. უცებ დავავლე ხელი და ხელში ავყვანე, მაგრამ გვიანი იყო.. სულ ცოტა 2 მეტრი გვაშორებდა მე და დემემეტრე ერთმანეთისგან..
უკან გამობრუნება უკვე ნამდვილი ქაჯობა იქნებოდა, ამიტომ ერთ ადგილას გავშეშდი და მოვლენების განვითარებას დავუცადე.
კიდევ კაი დარბაზი თითქმის ჩაბნელებული იყო და იმდი მაქ ლუკას სახე ვერ დაინახა. ნელა დაიწყო ჩემკენ სიარული დემეტრემ და გული ისევ ისე ამიჩქარდა როგორც სამი წლის წინ მიჩქრდებოდა ხოლმე...
არა...
იმაზე მეტად ამიჩქარდა ვიდრე ეს სამი წლის წინ ხდებოდა..
-მგონი სალაპარაკო გვაქ..
ძალიან ახლოს მოვდა ჩემთან და თვალებში ჩამხედა...
-მგონი სალაპარაკო არაფერია...
ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით ვუთხარი და გვერდია ავლა ვცადე, როცა მაჯაში ხელი ჩამავლო და მისკენ მიმატრიალა...
კანი მაშინვე დამეხორკლა და პულსიც ამიჩქარდა....
ლუკამ მაშინვე წამოყო თავი ჩემი კისრიდან და დემეტრეს გახედა...
-დე ეს მამიკოა?
ანევიულებულმა გავხედე დემტრეს, რომელსაც სახეზე საოცარი გაკვირება ეხატა... ჯერ მ გამომხედა, მერე ლუკას... მერე ისევ მე, ამჯერად გაბრაზებული სახით და იქვე სიკვდილი მომინდა...
-გამარჯობა პატარა კაცი, მე დემეტრე ვარ, შენ რა გქვია?
-მე ლუკა მქვია, დედიტო მეუბნება ლო მამაჩემს დემეტლ ქია და მაშ ჯალიან ვგავარ, შენ კი მე მგავქალ ჯალიან..
ენას არ აჩერებდა ლუკა და დემეტრე უფრო და უფრო ბრაზდებოდა...
-მოხვალ ჩემთა ლუკა?
ხელები ბავშვისკენ გამოიშვირა და ისიც წამებში მასთან გადავიდა...
-რამდენი წლის ხარ ლუკა?
-შამის გავხდები ხვალ... დიდი ბიჭი ვალ უკვე...
-კი შენ მამიკოს დიდი ბიჭი ხარ..
გულში ჩაიკრა დემეტრემ ლუკა და ლოყები დაუკოცნა...
-კარგი ლუკა საკმარისია, ანა ნათლიას დავემშვიდობოთ და სახლში წავიდე შენი ძილის დროა...
ვეცადე აკანკალებული ხმა დამემალა და ბავშვისკენ ხელები გავიწვდინე..
-ალა მე მამიკოსთან მინდა , ჩოტახანი ლა დე..
-დედაშენი მართალია ლუკა, ეხლა ანა ნათლი დავემშვიდობოთ და სახლში წავიდეთ კარგი?
-შენც წამოხვალ?
ინტერესით გახედა ლუკამ და ორივე ხელი კისერზე შემოხვია...
-კი მეც წამოვალ...
ღიმილიანი სახით გახედა და ანასკნ წავიდნენ...
გაოცებულმა გამომხედა ანამ და საბამ და მზერა დემეტრეს გააყოლეს, თავი ნელა გავაქნიე და გარეთ გავედი...
მალე დემეტრე და ლუკაც გამოიდნენ...
ლუკა მაშინე ჩემკენ წამოვიდა და ხელები მომხვია მალევე კი ჩაეძინა...
-უნდა გეთქვა...
ღამის გამაყრუებელი სიჩუმე დემეტრემ დაარღვია და გაბრაზებულმა გამომხედა..
-რა უნდა მეთქვა დემტრე რა?!
-ის რომ შვილი მყავს...
-ხომ გაიგე?
-ლიზა ნერვებ ნუ მიშლი იცი რაზც გეუბნები...
-შენც ხვდები რატომ არ გითხარი..
-რატომ?
-შიძლება ჩემთან წავიდეთ და იქ მოგიყვე? ცოდოა ბავშვი..
თვალებით ლუკასკენ ვანიშნე და ქურთუკი უფრო მჭიდროდ მოვახვიე...
ოც წუთში უკვე სახლში ვიყავით, ლუკას თავის ოთახში ტკბილად ეძინა ფრთხილად გამოვხურე კარები და მისაღებში გავედი...
დემეტრს წინ დავჯექი და ღრმად ამოვისუნთქე..
-სამი წლის წინ როცა ორსულობის შესახებ გავიგე მაშინვე შენთან სახლში მოვედი, რომ ახალი ამბავი მეთქვა... კარები დედაშნმა გამიღო და როცა მკითხა რა მინდოდა, ვუთხარი რომ აუცილებელი საქმე მქონდა შენათან... სახლში არ იყავი და მითხრა, მისთვის მეთქვა და ის გტყოდა ყველაფერს...
როცა ვუთხარი რომ შენგან ორსულად ვიყავი, ოთახში შევიდა და რაღაც კონვერტი გამომიტანა, თან მითხრა რომ მეც დედაჩწმივით ბო*ი ვიყავი და ლუკა შენი შვილი არ იქნებოდა.. კონვერტი ხელში მომაჩეჩა და მითხრა, რომ ბავშვს მოსაშორებლად საკმარისი თანხა იყო და ამის მერწ შენი ცხოვრებიდან სამდამოდ გავმქრალიყავი, თან ისიც მოაყოლა რომ ერთ კვირაში ქორწილიც გექნებბოდა..
-მერე?
გაბრაზებულმა კბილები ერთმანეთზს გაახახუნა და ანერვიულებულმა გამომხედა..
-მერე როგორც ხედავ შენი ცხოვრებიდან წავედი, მაგრამ ბავშვი არ მომიშორებია. როგორც არ უნდა მძულდე ბავშვი აქ არფერ შუაშია...
-მაინც უნდა გეთქვა ლიზა.. შენ აზრზე ხარ რა ჩაიდინე? რა ცოლი რის ცოლი, რამდენიმე დღე რო არ გამოჩნდი დედაჩემმ მითხრა, რომ ანას დაურეკავს ჩემთის რომ შენი ამბავი ეთქვა, დედაჩმმა კი მითხრა რომ ვიღაც მილიონერი გაგიცნია და მასთან წასულხარ საზღვარგარეთ..
-და შენ..
სიტყვა ლუკას განწირულმა ტირილმა შემაწყვეტინა, მაშინვე ოთახში შევვარდით ორივე და ატირებული ლუკას დანახვიას მაშინვე გული შემეკუმშა... ხელში ავიყვანე და მთელი ძალით ჩავიხუტე...
-დაწყნარდი დე აქ ვარ...დამშვიდდი...
-მამიკო... მამიკო ქო ალ წაშულა?
სლუკუნით ამოილაპარაკა და კარებისკენ გაიხედა...
ნელა ავხედე მომღიმარ დემეტრეს და ისევ ბავშვისკენ გავიხედე..
-არა დე აქ არის...
-მამაშთან მინდა..
ხელები დემტრესკენ გაიშვირა და კალთიდან ჩამოხტა... მანაც უცებ აიტაცა ბავშვი ხელში და გულში ჩაიკრა..
სიმართლე ვთქვა გულზე რაღაცნაირად მომხვდა, მტკინა ჩემი უმსგავსო და გაუმართლებელი საქციელი... დემეტრეს შვილი წავართვი, ლუკას მამა...
თავჩახრილი გავედი ოთახიდან და მამა-შვილი მარტო დავტოვე... სამზარეულოს სკამზე ჩამოვჯექი და თავი კედელს მივადე.. არ ვიცი რამდენხანს ვიყავი ფიქრებში წასული, გონზე მხოლოდ დემეტრ ნაბიჯებმა მომიყვანა...
-ჩაეძინა
ჩუმად მითხრა და ჩემ წინ დაჯდა...
-ეხლა ალბათ წახვალ და სასამართლოში მიჩივლებ ბავშვის დამალვის გამო, მაგრამ გამიგე ეს მხოლოდ შენთვის და ლუკასთვის გავაკეთე... ვიცოდი რომ ცოლი გყავდა და არ მინდოდა ლუკას გამო ურთიერთობა გაგფუჭებოდა და ამ ამბის გამო არც მინდოდა ლუკა შეგეძულებინა.. ამიტომ წავედი... ამიტომ არ ვთქვი ყველაფერი... მაგამ ერთი მინდა იცოდ ლუკას გარეშე სიცოცხლე ვერ წამომიდგენია...
იცი ეს პაწაწინა არსება როგორ მეხმარებოდა უშენობის დაძლევაში?! გაჭრილი ვაშლივით გგავს, ხასიათი, გარეგნობა, სიაულის მანერა... საერთოდ ყველაფერი შენი აქვს...
-იცი მართალი ხარ, ნამდვილად ხარ იმის ღირსი რომ გიჩივლო.. მთელი სამი წელი, სამი წელი ლიზა გესმის ეს რას ნიშნავს? მთელი სამი წელი ყოველ დღე, ყოველ წამს მხოლოდ შენ გეძებდი.. რა ცოლი რის ცოლი, ხომ კარგად იცოდი რომ შენ გარდა არავინ მინდოდა, ისიც ხომ კარგად იცოდი რომ შენს ცოლად მოყვანა ვაპირებდი, ისიც ხო იცოდი რომ შვილი მხოლოდ შენგან მინდოდა...
ეხლა უნდა წავიდე ერთ დღისთვის ზედმტად მეტი ინფორმაციაა, უბრალოდ ლუკასთან ურთიერთობას ვერც შენ დამიშლი და ვერც მე დაგიშლი, ორივეს თანაბარი უფლებები და მოვალეობები გვაქვს ბავშვზე, ჭირდება როგორც მამა ისე დედა... ეხლა კი წავდი ხვალ გამოვუვლი და სადმე წავიყვან...
ნელა ადგა და კარებისკენ წავიდა..
-ოდესმე მაპატიებ?
აკანკალებული ხმით დავაწიე კითხვა და ისიც გაჩერდა... ნელა შემოტრიალდა ჩემკენ და თვალებში ჩამხედა...
-დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს ლიზა...
ტუჩები შუბლზე მომაწება და კარები გაიხურა...
ნაკოცნი ადგილი ერთიანად ამეწვა, ხელი გადავისვი და სადღაც გულში რაღაცნაირად გამკრა.. დარეტიანებული მივუწექი ლუკას და გულში ჩავიკარი....
-დედიკოო, დეე გაიგვიძე ლა დიდი ბიჭი ვალ უკე დე...
დილით ლუკას ხმამ გავაღვძა და ბედნიერებისგან გამეღიმა..
-დედას დიდი ბიჭი, მოდი ჩამეხუტე..
ხელები გავშალე და მთელი ძალით ჩავიხუტე..
-დე მამიკო შადაა?
-მამიკო საჩუქრებს გიყიდის დე და მოვა..
ამის თქმა იყო და კარებზე ზარი გაისმა...
-მამიკო მოვდა..
ბოლო ხმაზწ იყვრა და კარებისკენ გაიქცა, იქვე მიგდებული ხალათი შემოვცვი და კარების გსაღბად წავედი, რომლიდ გაღებაც ლუკას უკვე მოესწრო და დემეტრეს მოტანილ საჩუქრებსაც ათვალიერებდა..
სამივემ ერთად ვისაუზმეთ და სასეირნოდაც წავედით...
იქვე პარკში ჩამოვჯექით და ლუკაც მაშინვე სათამაშოდ გავარდა..
-ამ საღამოს მარტო მე და შენ საქმე მაქვს, დროა ყველაფერი გაირკვეს..
ისე თქვა ჩემკენ არც გამოუხედავს..
-რას გულოსხმობ?
-იმას რაც გუშინ გითხარი..
-ანუ?
-ანუ დრო მხოლოდ სივარულს დაინდობს...
-მე მგონა დრო არაფერს ინდობდა...
-ლიზა, დრო მხოლოდ სიყვარულს ინდობდა, ინდობს და დაინდობს....
- იქნებ...
-იქნებ რა?...
-იქნებ აღარ მიყვარხარ?
ჩემს ამ კითხვაზ სახე გაუშეშდა მაგრამ მალევე ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა..
-სისულელეა..
-რატომ?
-რომ აღარ გიყვარდე ჩემი შეხებისა ის რეაქცია არ გექნებოდა რაც სამი წლის წინ გქონდა, კოცნის მერე ხელს ნაკოცნ ადგილას არ მიიდები, ისე როგორც სამი წლის წინ შვებოდი, რომ არ გიყვარდე ლუკასთან ახლოსაც არ გამაკარებდი...
-შენ?
-რა მე?
-გიყვარვარ?
-როგორ ფიქრობ?
-ალბათ..
-ალბათ?..
-ხო ალბათ... რომ არ გიყვარდე ლუკას დანახვისთანავე მიჩივლებდი და დედობის ულბას ჩამომართმევდი...
-იქნებ ამას ლუკას გამო არ ვაკეთებ?
უცებ მომიტრიალდა და ყველაზე მეტად რა პასუხის მოსმენაც არ მინდოდა ის მითხრა...
-მაგაზე საღამოს ვილაპარაკოთ, ეხლა ლუკა უნდა წავიყვანო ძილის დრო აქვს...
ბავშვს ხელი მოვკიდე და სახლში წავედი... გაზაში ანას დავურეკე და მოსვლა ვთხოვე.. ისიც მალევე მოვიდა და გუშინდელიდან მოყოლებული ყველაფერი მოვუყევი...
-ბავშვს მე დავიტოვებ...
უცებ მითხრა და დაძინებულ ლკუკას გახედა,
-კი მაგრამ კოტე?
-კოტეს სამსახუიდან დაურეკ და შაბათამდე ვერსად ვერ ავალთ ამიტომ ჩაიცვი და წადი რვა საათია უკვე, დემეტრე ცხრაზე აქ იქნება....
მალევე გამოვეწყვე და დემეტრეს ნომერიც დაფიქსირდა... უცებ ჩავირბინე კიბეები და მაქნანაში ჩავჯექი...
-კარგად გამოიყურები...
-მადლობ..
წამშივე ამიხურდა ლოყები და თავი დაბლა დავხარე...
-ეჰ ლიზა არ იცვლები...
-დრო მხოლოდ იარებს კურნავს, ადამიანს კი იგივეს ტოვებს...
-თავისი ჭრილოებით..
-თავისი ჭრილობებით..
თავის დაქნევით დავეთანხმე და გზას გავხედე. ოც წუთიანი სიარუის შემდეგ, როცა მივხვდი, რომ თბილისს უკვე გავცდით შეშნებულმა გავხედე დემტრეს და მის ურეაქციო სახეზე ნერვები ამეშალა...
-რას აკეთებ?
-იმას რაც სამი წლის წინ უნდა გამეკეთებინა..
-დემტრე ეხლავ მიაბრუნე მანქანა ლუკა ანასთან მყავს დატოვებული...
-სხვათა შორის ეს იდეა შენმა შვილმა და დაქალმა მომაწოდა...
თავმომწონედ ჩაილაპარაკა და გზას გახედა..
-ის მაინც მითხარი სად მიგყავარ?
-იქ სადაც ჩემი და შენ ოცენბა იყო..
-სვანეთი
ფიქრებშ წასულმა ამოვილაპარაკე და თავი საზურგეს მივადე.... რამდენიმე სათში უკვე სვანეთში ვიყავით და აღფრთოვანებული ვუყურებდი თავმომწონედ მდგარ უძველეს კოშკებს და საშინელი სიამაყის გრნობა დამეუფლა...
გრძნობა, რომელიც მაიძულებს ვიყო ამაყი ამ ულამაზესი კუთხის გამო...
კუთხის, რომელიც საქართველოს ულამაზესი მხარეა... სწორედ ის მხდის ამას, რომ ამ ულამაზესი ქვეყნის შვილი ვარ...
-ლამაზია არა?!
ფიქრებიდან დემეტრეს ხმამ გამომიყვანა და გვერდზე ამომიდგა..
-აჰამ
თავის დაქნევით დავეთანხმე ა ისევ ულამაზეს ხედს გავხედე...
-წამოდი სადღაც უნდა წაგიყვანო...
ხელი ჩამკიდა და სადღაც წამიყვანა... ცოტა არ იყოს გაუკვირდა ჩემი ესეთი საქციელი და გაკვირვებულმა გამომხდა.
-რატო არ ჩხუბობ ან რატო არ მეუბნები თბილისში წამიყვანეო?
-იმ მიზეზით რითიც აქ ვარ..
-ანუ?!
-ანუ დრო მხოლოდ
-საიყვარულს დანდობს..
ჩემი სათქმელი დაამთავრა და ძლიერად ჩამეხუტა....
მერე იყო ჯვრისწერა, მხოლოდ მე, დემეტრე და მეჯვარეები... ულამაზესი ერთი კვირა სვანეთში.... ბედნიერი ოჯახი და ახალი სიცოცხლის არსებობის გაგება.......
7 წლის შემდეგ...
-დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს ხო?
ინტერესით გავხედე დემეტრეს და გაბერილ მუცელზე ხელი ჩამოვისვი...
-დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს....
ღიმილით მითხრა დემეტრემ, ლუკა და ნინა გვერდზე მოისვა და შუბლზე სველი კოცნის კვალი დამიტოვა......



№1 სტუმარი nini

dzaaliann sayvareli tbili da tkbili istoria iyooo.momewonaaa dzzaannn

 


№2 სტუმარი tamuna

Usayvarlesi da utbilesi istoriaaa...dzalian momwons....dzalian yochagi xaaaaaar❤

 


№3  offline წევრი qetiqetiA3

ძალიან მომეწონა არაჩვეულებრივი იყო გმადლობ <3 <3 <3 ძალიან მაგარი ხარ ავტორ <3

 


№4  offline წევრი TeddyBear

აუ ძალიან საყვარლობა იყო love უფრო რომ გაგევრცო უკეთესი იქნებოდა თუმცა ამითაც ძალიან ვისიამოვნე love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent