შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა იცოდე არასდროს დაგთმობ (მეცხრე თავი)


18-03-2016, 23:08
ავტორი სალი-სალი
ნანახია 3 811

უკვე მერამდენე ცხვირსახოცი მოიფრიალა იატაკის მიმართულებით, ცრემლები უწყვეტად მოსდიოდა სახეზე, გულმა უკვე არსებობა შეწყვიტა.“გადავრჩები ჩემო პატარა აბა რას ვიზამ“ მისი ბოლო სიტყვები კადრებივით უტრიალებდა თავში,მგლოვიარე ქალივით იყო დამხობილი მუხლებზე და თავჩაქინდრული ხელებს ძირს ურტყავდა.ზუსტად 1 საათი იყო გასული, არაფერი სმენია არც დემურისგან არც ლევანისგან და არც რომელიმე მისი ძმის ძმაკაცისგან. უშედეგოდ დასტრიალებდნენ მეგობრები თავზე, ყველა ნერვიულობდა მაგრამ განსაკუთრებულად ალექსანდრა იყო ცუდ დღეში. სალიც არ იყო კარგად, არ იცოდა მისი სატრფოს ალი-კვალი.გარედან ხმაური შემოესმათ,დაუძლურებულმა მხოლოდ ერთხელ გააპარა ფანჯრისკენ თვალი და ბალიშზე თავი დადო. გახრწნის გვამს წააგავდა უმცროსი ხურციძე. თითქოს რაღაც სხივს ელოდა რომ მოსულიერებულიყო მაგრამ ეს სხვივი არსაიდან ჩანდა.კარი ნელნელა გაიღო და მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა.ქუთუთოები ნელა დააშორა ერთმანეთს და ზღუდესთან მდგარ დემურის თვალი რომ მოკრა სიხარულის ცრემლები წასკდა.ბრთხილად წამოჯდა ხელებით მუხლებს დაეყრდნო და მაღლა აიხედა.მხრებში გამართვისას ძვლებმა „ტკაცა-ტკუცი“ დაიწყეს, სასიამოვნოდ დაუარა ჟრუანტელმა ტანში, ფეხზე წამოემართა და რამოდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა საყვარელ მამაკაცს.არ იცოდა რა გაეკეთებინა, მისგან ელოდა შემდგომ ნაბიჯს, დაბნეულობამ პიკს მიაღწია, ხელები ძირს ჩამოუშვა და უღონოდ აიჩეჩა მხრები.დემურიმ გადაწყვიტა შემდეგი ნაბიჯი მას გადაედგა და ასეც მოიქცს, ხელები ფართოდ გაშალა მისკენ გადაიხარა და დასუსტებული ძალღონე გამოცლილი გოგონა სხეულზე მთელი ძალით აიკრო.ორივემ იგრძნო რაღაც,უფროსწორად სითბო,მიხვდნენ რომ ერთმანეთის გარეშე არ შეეძლოთ მაგრამ ვერ ამხელდნენ უბრალოდ ჩუმად იდგნენ ერთმანეთზე ჩახუტებულები და რაღაცას გრძნობდნენ.
-გადარჩი.ერთი ამოიხვნეშა და მის კისერში თავი ჩარგო.
-ხო გადავრჩი.მანაც ხრინწიანი ხმით განაცხადა და საყვარელი ქალის სურნელი ბოლომდე შეიგრძნო.
-ჩვენში დარჩეს და გული ამიჩუყდა.ხითხითით თქვა ხასიათზე მოსულმა სალიმ.
-ლევანი სად არის?.უცებ მოსცილდა ალექსანდრა და აწყლიანებული თვალებით ახედა.
-ნუ ღელავ კარგად არის ისიც მალე ამოვა.წვერზე ხელი მოისვა და მდივნისკენ წაიწია.
-მისი ტელეფონი შენ რატომ გაქვს?.გაკვირვებული მზერა შეაპყრო სალიმ.
-თვითონ მომცა, ჩემი ისმინებოდა.მობილური ჯიბიდან ამოაძრო და მაგიდაზე დადო.ცოტახანში ისევ გაიღო კარი და ოთხში ლევანი შემოვიდა მას კი ანდრიკო და გურწა მოჰყვა.
-ლეო.გახარებული გაიქცა თავის ძმისკენ და მთელი ძალით შეახტა.
-ჩემო პატარა, ხომ კარგად ხარ?.ძლიერად ჩაავლო ხელები თავის დას.
-კი კი მე კარგად ვარ მაგრამ შენ?.გულაჩქარებული სიტყვებს ერთმანეთზე ძლივს აბავდა.
-მეც კარგად ვარ.მხრები აიჩეჩა უფროსმა ხურციძემ და სავარძელში მოთავსებულ სალის თვალი მოავლო.
-ლეო ყველაფერი მომიყევი, სრული სიმართლე მინდა ვიცოდე, ყველანი რაღაცას მიმალავთ მეტი მე აღარ შემიძლია.ერთიანად მიაყარა ალექსანდრამ და ოთახში უაზროდ ხეტიალი დაიწყო.
-რა უნდა მოგიყვე ალექს ისედაც ყველაფეი იცი.დაბნეულმა თავის დას მზერა აარიდა და თითების მტვრევა დაიწყო.
-არაფერიც არ ვიცი ყველა რაღაც ნამიოკებს მირტყავს, ვერ გავიგე რა უნდათ იმდენი უზუსტო ფაქტები დაგროვდა მაინტერესებს რა არის სიმართლე და რა არა.ისევ განაგრძო ალექსანდრამ.კარზე ზარის ხმა გაისმა, ყველამ დაფეთებული სახით გახედეს შემოსასვლელს და მისკენ წასულ ალექსანდრას. სახელური ბრთხილად ჩამოწია და კარებში მდგარი ჯუბო რომ დაინახა ფიტულს დაემსგავსა. კარში ირონიული სახით იდგა თან მწყვანე ვაშლს აგემოვნებდა და ცალი ხელი ჯიბეში ქონდა ჩაყოფილი.ხელისკვრით შევიდა სახლში და მისაღებში მჯდომ ხალხს შეუერთდა. გიჟივით გამოექანა ალექსანდრა და მათკენ გაიქცა.
-ბედავ და აქ მოდიხარ?.საყელოში ეცა ლევანი და კედელზე ააკრო.
-დამშვიდდი აქ ამ კუკლის წასაყვანად არ მოვსულვარ.სიცილით განუცხადა და საყელო გაისწორა.
-ვერც ვერასოდეს მოხვალ და ვერასოდეს წაიყვან.ფეხზე წამოემართა დემურიც.
-როგორარა წავიყვან, თან მაშინ როცა მე მომინდება.ცალი თვალი გაოცებულ ალექსანდრასკენ გააპარა და გემრიელად აათვალიერა.
-გაბედე და თითი დააკარე.საუბარში ჩაერთო ანდრიკო.
-ახლა ალექსი ჩვენი დაც არის და ამიტომ ვერაფერსაც ვვერ უზამ თუარადა რაც მაშინ მოხვდა ის მონაგონი იქნება.გურწა ცდილობდა ბილწი სიტყვები არ ეხმარა რადგან ოთახში ორი გოგონა იყო.
-მაშინ რაც მოხვდა? ალექსანდრა იცი მაშინ რის გამოც მოხვდა ჩხუბი? თუმცა არა არ იცი შენ ამ ისტორიის მხოლოდ ერთი ნაწილი იცი რომელიც არც მიზეზი იყო და არც საბაბი.საშინელ ხმას გამოსცემდა ჯუბო როცა ვაშლს კბიჩავდა ეს კი ყველას აღიზიანებდა.
-მაშინ რა არის მიზეზი?.დაინტერესებული მისკენ წაიწია.
-ჯუბო იცოდე ეს არ შეგრჩება.მუშტი შეკრა აკომ და ძარღვები დაეჭიმა.
-როგორ არა შემრჩება.ირონიულად ჩაილაპარაკა და ისევ ალექსანდრას მიუბრუნდა.-მიზეზი იცი რაც არის, შენ ხარ ამ ყველაფრის მიზეზი ნუ ნაწილობრივ.თავი გადააქნია.-მაგრამ შენი ძმა ერთ-ერთი მთავარი ობიექტია რომელმაც შენი გაყიდვა სცადა.წამიერად გახედა სახეალეწილ ლევანს.
-გესმის მაინც რას ამბობ? რა გამყიდა?.დაბნეული უფრო და უფრო ინტერესდებოდა.
-არაფერი გითქვამს არა?.
-ჯუბო შეწყვიტე! ახლა ამის დრო არ არის მმეთვითონ ვეტყვი ყველაფერს.ლევანი ცდილობდა ჯუბო გაეჩერებინა თუმცა უშედეგოდ.იცოდა რომ ამის შემდეგ ალექსანდრა შეიძულებდა ეს კი ყველაზე ნაკლებად უნდოდა.
-თქვი! ყველაფრის გაგება მინდა! ახლავე!.კატეგორიულად გაამკაცრა ხმა.
-მე და შენმა ძმამ გარიგება დავდეთ, ის სახელს მიიღებდა მე კი გოგოს, საქართველოში პირველი იქნებოდა ყველაზე ძველი და მაგარი ბიჭის სახელს აიკრობდა თან თავის ბიზნესსაც გადაარჩენდა მე კი სანაცვლოდ შენი თავი მოვითხოვე, ისიც დამთანხმდა მან მიიღო სახელი მე კი ახლა გოგო მინდა! გაგყიდა! დიდებაში გაგცვალა! მან მიიღო თავისი მე კი მინდა ჩემი დამსახურებული პრიზი მივიღო.თავზარი დაეცა როცა ეს ამბავი გაიგო, მისი უსაყვარლესი ძმა რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა ის ადამიანი არ ყოფილა ვინც უნდა ყოფილიყო. გულში დიდი წყვდიადი იგრძნო , არ იცოდა სად წასულიყო, უკვე მერამდენე ცუდი ამბავი შეიტყო ამ რამოდენიმე თვის განმავლობაში და მაინც როგორ იდგა ფეხზე უკვირდა.ხელებით თბილ ჟაკეტზე იყო ჩაბღაუჭებული, ირგვლივ იხედებოდა ყველას დამწუხრებული სახე ჰქონდა ერთი სალის ეკრო გაოგნებული მიმიკა სახეზე. ჰაერის უკმარისობა იგრძნო თითქოს ალვეოლებამდე ჰაერმა ვერ მიაღწია.ხვნეშით ცდილობდა სუნთქვა გაეგრძელებინა, გულზე ცალი ხელი მიიდო თითქოს შეამოწმა კიდევ თუ ცემდა ისე როგორ ადრე.ძალა გამოელია ძირს დაცემა უნდოდა მაგრამ რაღაც აკავებდა თითქოს ბოლომდე არ დაიმცირა თავი და მათ წინაშე არ დაიჩოქა არადა როგორ უნდოდა იატაკზე გაწოლილიყო და მიწას მთლიანად ჩაეტანა იქ მაინც იგრძნობდა თავს დაცულად.უნდოდა მიწის მკვირდრი გამხდარიყო სადღაც ისეთ ადგილას წასულიყო სადაც ვერავინ მიაგნებდა ეს კი სწორედ მიწა იყო.შიგნით უნდოდა გამომწყვდევა რომ მისთვის ტკივილი არარავის მიეყენებინათ თუმცა არა ასე არ გამოვიდა.ის მაღლაა, უყურებს იმ ხალხს რომელიც ამდენიხნის განმავლობაში მათი ერთგული ეგონა, აქედან მხოლოდ ერთი მისი ბავშვობის ერთადერთი დაქალი აღმოჩნდა მისი ერთგული მის ძმასაც კი გადაუჯოკრა სიყვარულსა და პატიოსნებაში.
-ალექსანდრა მომისმინე ყველაფერი ასე არ ყოფილა მე მეგონა სხვა გოგოზე ამბობდა მე არ ვიცოდი თუ შენ გიგულისხმა.ცდილობდა ჯუბოს სიტყვები გადაესხვაფერა მაგრამ თავის დას მაინც არაფერი ესმოდა.
-მე გარკვევით გითხარი რომ ალექსანდრა ჩემი უნდა გამხდარიყო, შენც დამთანხმდი ჩემი გარიგების ნაწილი შევასრულე ახლა შენი დარჩა, 2 კვირას გაძლევ, ან ალექსანდრას შენი ხელით მომიყვან ან კიდევ ჩემი ხელით მოგკლავ, ხომ იცი რომ პოლიციის ჩარევა არ გიშველის, ციხეში ჩავჯდები და შენ მაინც მიწაში ჩაგაწვენ.თითისქნებით იმუქრებოდა ჯებო თან კი თვალებიდან ცოფებს ყრიდა, ხმა რომ არავის გაუღია მძიმე ნაბიჯებით მიაშურა კარებს და სახლი დატოვა.რამოდენიმე წუთი ასე იდგნენ, არავინ არ იღებდა ხმას უბრალოდ ყველა ალექსანდრას მიჩერებოდა რომელიც ფეხზე ძლივს იდგა.
-ალექსანდრა.ხმადაბლა ჩაილაპარაკა ვახომ.
-არავისთან ლაპარაკი არ მინდა.შედარებით წყნარი ინტონაციით თქვა და მანქანის გასაღებს ხელი მოკიდა.
-სად მიდიხარ?.უკან აედევნა ლევანი და მკლავში ხელი წაავლო.
-ხელი არ მახლო!.მისი ხელი უკუაგდო და აცრემლიანებული და ზიზღით გაჟღენთილი თვალებით შეხედა.-არ გაბედო და თითიც არ დამაკარო! შენ და აღარ გყავს! არაკაცო!.გულზე შეაფურთხა და გარეთ გავიდა. ავტომობილში ჩაჯდა და გეზი საბურთალოსკენ აიღო.ერთი გასაღები ყოველი შემთხვევისთვის მის მეზობელთან ქონდა დაყოვებული ამიტომ ხელთ ადვილად იგდო და მის სახლში ამდენი ხნის შემდეგ პირველა შეაბიჯა.ძველ დაცარიელებულ ოთხს თვალი მოავლო საწოლზე დაგდებულ ლეიბზე გადაწვა და ჭერს ააშტერდა.პატარაობაში ფოსფორით ვარსკვლავები დახატა გვერდით კი მისი ოჯახისწევრების სახელები მიუწერა. „თამარი“ „ვაჟა“ „ალექსანდრა“ „სალი“ და „ლევანი“.ბოლო სახელი როცა წაიკითხა გული საშინლად დაეწვა, ყველაზე დიდი ტკივილი ირძნო, სულში თითქოს უამრავი ნაგავი ჩაუყარეს და თავისი ძმის მიმართ გრძნობები გააუფერულეს.უფერულმა სითხემ ნელა გაიკვალა სახეზე გზა და ღაწვები სულ ერთიანად დაუსველა.ოთახში ნაბიჯების ხმა გაისმა, არც გაუხედავს მიხვდა ვინც იყო უბრალოდ მწვანე ფრად დაწერილ სახელს „ლევანის“ კითხულობდა და ჩუმად ყვიროდა გულში სადღაც შორს..
-ვიცი გაბრაზებული ხარ.დემურის ხმამ დედამიწაზე დააბრუნა და ოდნავ გამოაფხიზლა.
-გაბრაზებული კი არა გულნატკენი.ირონიულად შეუსწორა და წამიერად გახედა მას.
-მომისმინე.ხელებზე ხელი მოკიდა წამოაჯინა და მის წინ ჩაიმუხლა.-ლევანი არაფერს შუაშია მან არაფერი იცოდა, არ იცოდა შენზე თუ უთხრა დემურიმ გთხოვ ნუ გწყინს.ცრემლები ცერა თითით მოწმინდა და გაბუშტულ ლოყებზე ხელი გადაუსვა.
-რა აზრი აქვს! გინდ სხვა ყოფილიყო განა სხვა გოგო არ არის ადამიანი? ეს არაკაცული საქციელია მეტი არაფერი.ნაწყენმა გახედა სახე გააქანა.
-ნუ ბავშვობ! დიდი გოგო ხარ და არ უნდა ბრაზობდე.თითქოს მკაცრად უთხრა მაგრამ გულის სიღრმეში მაინც იცოდა რომ ალექსანდრა მართალი იყო.
-შენ? შენ რატომ არ მითხარი? ხომ შეგეძლო ყველაფერი გეთქვა! მაგრამ ყველამ დამიმალეთ! ყველამ შემაქციეთ ზურგი! თქვენ რა ადამიანები ხართ!.ფეხზე წამოდგა და ყვირილი დაიწყო.
-ნუ ყვირიხარ! რა უაზრობებს ბოდიალობ თუ იცი ვაფშე?.ისიც წინ წამოეჭიმა და ზემოდან დახედა.
-გადი ჩემი ოთახიდან! გაეთრიე ჩემი სახლიდან!.ხელისკვრით მიაცილა კარამდე და გარეთ გაგდება დაუპირა.
-იცოდე ბოლოს მაინც ინანებ რომ ასე მოიქეცი პატარა ალქაჯო.კარებზე ააკრო ხელები დაუჭირა და ცხვირი შუბლზე გაუხახუნა.-შენ ჯერ ყველაფერი არ იცი წინასწარ გეუბნები რომ ახლა დიდ შეცდომას დაუშვებ თუ შენს ძმას ზურგს აქცევ.წელზე ხელი შემოხვია მოღეღილ ყელზე ბაგეები ბრთხილად გადაასრიალა და უეცრად დატოვა სახლი.
-ჭკუას მასწავლის ეს იდიოტი მე თვითონ უკეთ ვიცი ვის უნდა ვაპატიო და ვის არა.კედელზე მიეკრო და ძირს ჩაჯდა თავი მუხლებში ჩარგო შემდეგ კი ტირილი დაიწყო.არ იცოდა რა უნდა ექნა თავს უიმედოდ ატრიალებდა და გულზე ხელს იკიდებდა.ბოლოს ტელეფონს ხელი დაავლო და ნაცნობი ნომერი აკრიფა.-მაა წამიყვანე აქედან.ატირებულმა ჩასჩხავლა ტელეფონში.
-რა მოხვდა მამიკოს პრინცესა რატომ ტირი.გაოცებული საუბრობდა ვაჟა.
-მამა არაფერი მკითხო უბრალოდ აქედან წამიყვანე ზაზა ბიძიას უთხარი საბუთები მომცეს და ხვალ წამოვალ.
-კარგი ჩემო საყვარელო ახლავე დავურეკავ.ტელეფონი გათიშა და სახლში შემოსულ დაქალს გახედა.
-სალო საბერძნეთში მივდივარ აქ მეტი აღარ შემიძლია.უღონოდ ჩაილაპარაკა და კედელს თავი ააკრა.
-კარგი წადი აქ მართლა აღარ ღირს შენი გაჩერება.გვერდით იუჯდა დაქალს და თავი გულზე დაადებინა.

ჩემოდანის ჩალაგება სალის თხოვა აღარ უნდოდა იმ უბანში კიდევ ერთხელ წასულიყო.აეროპორტის გზას ადგა სალისთან და ზაზა ბიძიასთან ერთად.რეგისტრაცია უკვე გაიარა ახლა მხოლოდ მისი რეისის გამოცხადება იყო დარჩენილი.
-შვილო რამე თუ არ მოგეწონოს თვითმფრინავში სტიუარდესას ჩემი სახელი უთხარი და ყველაფეს გაგიკეთებს.თბილად უთხრა ზაზა ბიძიამ და თავზე აკოცა.
-კარგით ზაზა ბიძია აუცილებლად და მადლობა.მორცხვად დახარა თავი და შეეცადა აცრემლიანებული თვალები დაემალა.
-შენი რეისი გამოცხადდა.დამწუხრებულმა ჩაიალაპარაკა სალიმ.
-ხო ჩემი რეისი იყო.ნაღვლიანმა დახედა სალოს და თავის დაქალს ძლიერად მოეხვია.-სულ გამაგებინე ხოლმე რა შენი ამბავი, სულ დაგირეკავ და შენც დამირეკე, ლევანიზე კი აღარ იფიქრო.გულში იკრავდა და გამოსამშვიდობებელ სიტყვებს ჩუმად ეუბნებოდა.
-აბა რას ვიზამ სკაიპშიი იყავი ხშირად ყოველდღე დაგირეკავ, აქ თუ რამე შეიცვალა გეტყვი.ლოყები ჩქარა დაუკოცნა და ცრემლები მოიწმინდა.


10 დღეა რაც საბერძნეთშია. მისი მშობლებისთვის არაფერი უთქვამს რაღაც მოიგონა მის ვითომდა ახალ შეყვარებულთან დაკავშირებით.ყველა საშინლად ენატრებოდა თუმცა იცოდა რომ მის ძმას ვერ აპატიებდა.დემური, მასზე ყოველ ჯერზე ფიქრობდა, სიზმრებშიც კი ხედავდა მუდამ მის პროფილზე იყო თანდათან კი რწმუნდებოდა რომ დემური დადეშქელიანი სიგიჟემდე უყვარდა.ახალი ქალაქის ქუჩებში მარტო დასეირნობდა და არც კი იცოდა საქართველოში რა ამბები ტრიალებდა.ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა სალი იყო:
-ხო სალიუს.მხიარულად ჩასძახა ტელეფონში.
-სასწრაფოდ უნდა ჩამოხვიდე! 2 დღე დაგრჩა! 2 დღეში ჯუბო ლევანის მოკლავს! არჩევნნის წინაშე დააყენა ან შენ უნდა ჩამოეყვანე ან კიდევ თვითონ უნდა მომკვდარიყო მან კი სიკვდილი ამჯობინა!.ერთი სიტყვის ჩაკვეხებაც კი ვერ მოახერხა ალექსანდრამ.
-რა სიკვდილი ხო არ გააფრინე პოლიციას დაურეკეთ.შეშინებულმა ჩასძახა ტელეფონში.
-არააქვს აზრი ჩამოდი თორემ შენი ძმა მოკვდება! 2 დღე დაგრჩა.ატირებულმა ხმამაღლა ჩაჰყვირა და ტელეფონი გათიშა.


აბა ჩემო ტკბილებო იმედია მოგეწონებათ.. ნუ ბევრი დაძაბული მომენტებია მაგრამ რავქნა კარგი მომენტებიც ხო უნდა გავანეიტრალო... იმედია მოგეწონებათ და მომიტევეთ შეცდოომები, კომენტარებიც არ დაიშუროთ და მიყვარხართ აი უძალიანმაგრესად.



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Auuu kargiaaa aqedan moeshore es jubooo ver vitann .... araferi ar damartoo levans raa <3
--------------------
G.ke

 


№2 სტუმარი )))

Auuumoashore as jumbo Israel act Levant da arc Alexandra araleri mouvidetra

 


№3 სტუმარი ჩეპე

ძაან კარგიააა

 


№4 სტუმარი მია

დღეს ხო დადებ???ძალიაან მაგარია,აი ძალიააან <3,ველოდები მომდევნო თავს <3

 


№5  offline წევრი სალი-სალი

gvanciii kereselidze
Auuu kargiaaa aqedan moeshore es jubooo ver vitann .... araferi ar damartoo levans raa <3

დიდი მადლობა <3
)))
Auuumoashore as jumbo Israel act Levant da arc Alexandra araleri mouvidetra

ყველანაირად შევეხდები :დ
ჩეპე
ძაან კარგიააა

მადლობა <3
მია
დღეს ხო დადებ???ძალიაან მაგარია,აი ძალიააან <3,ველოდები მომდევნო თავს <3

დიდი მადლლობა <3 შევეცდები დავდო ზუსტად ვერ გეტყვი <3

 


№6 სტუმარი fisho

ჩემო სალიუუსსს უმაგრესიაა და იმენა სანგა ხარ რააა :დდდდდ ვამაყოფ რომ ყველაზე პირველი მე გავიგე ეს ამბავიი ლოოლ ჩემი ჯეიქეი დვაა ხარ ველოდები მეათე ნაწილს

 


№7  offline წევრი სალი-სალი

fisho
ჩემო სალიუუსსს უმაგრესიაა და იმენა სანგა ხარ რააა :დდდდდ ვამაყოფ რომ ყველაზე პირველი მე გავიგე ეს ამბავიი ლოოლ ჩემი ჯეიქეი დვაა ხარ ველოდები მეათე ნაწილს

Qengaaaa chemo yvelaze yvelaze dido sicocxlevvv kide gaigeb mere ro gnaxav miyvarxar dzaan :*

 


№8  offline მოდერი bibo

ვაიმე აქამდე ვერ დავწერე კომი პრობლემა იყოოო რაგაც დაა love love ვაიმე უმაგრესი თავი იყო სასწაული ჩემ ლევანს რამე რო მოუვიდეს ავჭრი ავკუწავ ჯუბოა თუ შმუბოააააა .....რა სუ რო არა ჩემი წყვილზე სალი და ლევანიზე ვახ უხ ......ტორტო მარწყვო ალუბალოოოოოო ალუჩის კურკოვ და ატმის ბუსუსოვვვ მალ მალე დადეეე რა გელი მე სუუუ შენ

 


№9  offline წევრი სალი-სალი

bibo
ვაიმე აქამდე ვერ დავწერე კომი პრობლემა იყოოო რაგაც დაა love love ვაიმე უმაგრესი თავი იყო სასწაული ჩემ ლევანს რამე რო მოუვიდეს ავჭრი ავკუწავ ჯუბოა თუ შმუბოააააა .....რა სუ რო არა ჩემი წყვილზე სალი და ლევანიზე ვახ უხ ......ტორტო მარწყვო ალუბალოოოოოო ალუჩის კურკოვ და ატმის ბუსუსოვვვ მალ მალე დადეეე რა გელი მე სუუუ შენ

Mec gavifiqre metqi sad aris sad daikargatqo rom ver momxvda sheni utbilesi komentari tvalshi Cota shevshindi :D madlomaaa rom sul gamoxatav shens azrs da yiveltvis ase matbob da matkbob chemo shokolado :* <3 <3

 


№10 სტუმარი chepe

დადე რა მალე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent