შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათნოების ორმოცდაათი ელფერი


18-03-2016, 23:59
ავტორი nini namicheishvili
ნანახია 1 971

მეთექვსმეტე თავი
უცნაურმა გრძნობამ მოიცვა ,როცა ნურას სიტყვებს ჩასწვდა.
-ვის გულისხმობ ?-იკითხა დასარწმუნებლად.
-გაომიცანი-უთხრა ნურამ და სახე მისკენ შეაბრუნა.ალექსი რამოდენიმე ხანს სახეში მიაჩერდა ,უეცრად უცნაურად გაიღიმა და ღიმილი ხმამაღალ სიცილში გადაიზარდა.ნურას მზერა მოაცილა და თავი გვრედძე გადააქნია...ახლა მომაგონდა ალექსის გაერეგნობა ამეწერა...ნურაზე ბევრად მაღალი,შავი, მხრებამდე თმითა და ნაცრისფერი თვალებით საკმაოდ უცხო გარეგნობის მქონე იყო...ახლაც როცა თავი გვერძე გადახარა ,სწორი შავი თმები სახეზე ჩამოეფარა და კისერზე,ყურთან ნურამ თვალი ნაიარევს მოკრა.ის სადღაც თმებში იწყებოდა და ყურის ბიბილოსთან მთავრდებოდა.
გოგონამ ალექსის ნაიარევს თითი ჩამოუსვა და გაუხეშებული კანი შეიგრძნო...უცნაურმა გრძნობამ მოიცვა,ვერ მიხვდა ალექსი ეცოდებოდა თუ გული ტკიოდა იმის გამო რომ ის რაღაცას უმალავდა.მაგრამ რაც ყველაზე ნათლად გააცნობიერა ის იყო ,რომ აინტერესებდა რა და როგორ მოხდა.
როგორც კი გოგონას ცივი თითები შეიცნო ,თავი სწრაფად შემოაბრუნა და გოგონას ხელს თავისი მოუჭირა ,შემდეგ კი ნელი მოძრაობით ხელი ძირს დააწევინა.
-რას აკეთებ ?-იკითხა მან და ნურას სახეს დააკვირდა.
-ეს საიდან გაქვს ?
-რაში განიტერესებს ?
-გთხოვ მითხარი...
-რატომ ?
-უბრალოდ...
-უბრალოდ არაფერი არ ხდება.რატომმეთქი ?
-შენ ხომ ჩემი მეგობარი ხარ.
-რააა ?-ალექსს ისე უცნაურად მოხვდა ყურში ეს სიტყვები ,რომ რამოდენიმე წამი გონებაში იმეორებდა რაც ახლახან მოისმინა.
-ხო განა ასე არ არის ? მაშინ რატომ მეხმარები ?
ამ კითხავ უარეს მდომარეობაში ჩააყენა ალექსი.ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა ,რატომრაც თავის გაკონტროლება გაუჭირდა.ამ კითვაზე ხომ თვითონაც არ ჰქონდა პასუხი და ნურასთვის რა უნდა ეთქვა.
-ეს კითხა საიდან გაგიჩნდა ?
-ისე თავისთავად.
-აქმდე არავინ დაგხმარებია ?
-კი.მხოლოდ ასადი და ჩემი და .მაგრამ ვიცი ისნი რატომ დამეხმარნენ.იმას კი ვერ ვხდები შენ რატომ მეხმარები,აქამდე ხომ სულ იდიოტოს და სულელს მეძახდი.ახლა რა შეიცვალა ?
მართლაც,დიდიხანია ალექსს ეს კითხა აწუხებდა და თავს არიდებდა,რადგან თავადაც ვერ აეხსნა და არც უნდოდა ამისთვის ახსნა მოენახა.-რა მოუვიდა იმ ალექსს ? რა მემართება ?-გამუდმებით უმეორებდა თავის თავს ,მაგრამ თქმით მხოლოდ ეს თქვა.
-უბრალოდ გეხმარები,რას ხედავ ამაში განსაკუთრებულს ? ის რომ ახლა ისე არ მოგმართავ ,როგორც მაშინ იმას არ ნიშნავს რომ ისევ იდიოტად არ გთვლი.მგონი შნი გონება ართულებ ყველაფერს.ალბათ შეუჩვეველი ხარ ასეთ ურთიერთობებს.
ალექსმა მთელი მწარე სიტყვების მარაგი ამოუშვა და ნურას ისევ დააკვირდა.აინტერესებდა რა გავლენას მოახდენდა მისი სიტყვები ნურაზე.გოგონას თვალებში წამიერად რაღაც შეამჩნია,მაგრამ ვერ გააცნობიერა ეს ცრემლი იყო თუ ბრაზის ნაპერწკალი.
-ისევ ისეთი გახდი რაც იყავი-წყენით ჩაილაპარაკა ნურამ და ალექსი მიხვდა რომ რამოდენიმე წამით აწყობილი ურთიერთობა წამში დაინგრა.მოუნდა სიტუაცია გამოესწორებინა.თუმცა გაჩუმება არჩია.
სიჩუმემ და დაღლილობამ თავისი გაიტანა და ნურას მალევე მიეძინა ,მაგრამ ნახევარისაათიც ვერ მოახერხა ძილი ,რომ რაღაც ხმაურმა შეაღვიძა.მერე იგრძნო რომ ვიღაცამ ფრთხილად აიყვანა ხელში ...
მანქანაში დამდგარმა ბენზინის სუნმა ნურა გამოაღვიძა...რატომღაც ეგონა რომ ალექსი მასთან ახლოს იქნებოდა,უნებურად წარმოიდგინა რომ აქვე მის გვერდით იჯდებოდა და მისი თავი კალთაში ექნებოდა ჩადებული.მაგრამ როცა თვალები კარგად გაახილა დაინახა რომ ალექსი მანქანაში მის პირდაპირ იჯდა და მას შეჰყურებდა უცნაური გამომეტყველებით.
მანქანის იატაკზე თივა იყო დაყრილი და სწორედ იქ მოთავსებულიყო ნურა.როგორც ჩანს ალექსს თავისი წილიც ნურასთვის დაეთმო ,რადგან თვითონ ცარიელ იატაკზე მოთავსებულიყო.მარჯვენა მუხლი მოხრილი ჰქონდა და მასზე დაყრდნობილი ხელით თმებს ითამაშებდა.ცალი თვალით კი ახალგამოღვიძებული ნურას მოძრაობებს აკვირდებოდა.
-გაიღვიძე?-ჰკითხა უხერხული სიჩუმის დასარღვევად.
-კი...რატომ არ გამაღვიძე ? აქ როგორ მოვხდვით ?
-საჭიროდ არ ჩავთვალე გამეღვიძებინე,გეძინა როცა ეს მანქანა დავინახე ,მძღოლს მოველაპარაკე და დამთაანხმდა.
-რა კარგია ესიგი მალე ჩავალთ -შვებით ამოისუნთქა ნურამ.
ალექსმა ამაზე არაფერი უპასუხა და თმით თამაში განაგრძო.
მანქანა მალევე გაჩერდა სადღაც.გახარებულ ნურას არც კი უფიქრია რომა სე სწარაფად ქალაქში ვერ ჩავიდოდნენ ,მანქანის კარი გააღო ...სიბნელეში ვერაფერი გაარჩია ,მაგრამ მაინც ჩამვიდა ძირს.ჩამოხტომა მოუწია და ფეხებში რაღაც სქელი და თბილი მასა იგრძნო.შეეშინდა ვერ მიხვდა რა უნდა ყოფილიყო და მის უკან მდგარ ალექსს ხელი ჩასჭიდა.
-რა ხდება ?
-არ ვიცი...იქ ფეხებტან რაღაცაა.
ალექსმა მძღოლს დაუძახა ,რომელმაც დარწმუნებით თქვა რომ ეს უბრალოდ ცხენის განავალი იყო და მეტი არაფერი.
-რააა ?კი მაგრამ აქ ამას რა უნდა ?
-ხო ,ნურა ახლა გამახსენდა შენთვის მეთქვა...მოკლედ ეს ადამიანი ვინც გადაგვარჩინა აქ ცხოვრობს და ამ საღამოს აქ დარჩენა მოგვიწევს ,რადგან აუცილებელი საქმე აქვს და ხვალ მიდის ქალაქში.
-მერე ამას აქამდე ვერ მეტყოდი ?-თქვა ნურამ და თბილი მასიდან ფეხები ამოწია.
-წამოდით...იბანავებთ და ჩემი მეუღლე ფეხს დაგიმუშავებთ...-თქვა მძღოლმა და წინ გაუძღვა...
ალექსმა გვერდი აუარა ნურას,მაგრამ საკმაოდ ნელი ნაბიჯებით...გოგონამ საწყალი სახით შეხედა ბიჭის სილუეტს ,რომელიც ერთი ნაბიჯი და მისგან შორს იქნებოდა,მაგრამ მაინც გადაწყვიტა მისთვის არ ეთხოვა დახმარება.ნაბიჯის გადადგმა ცადა,მაგრამ ფეხი საშინლად ეტკინა,წაბორძიკდა და წინ მიმავალ ალექსს ხელებით მოებღაუჭა.ეს მხოლოდ თავდაცვის ინსტიქტი იყო.ალექსი შემობრუნდა და გოგონა ხელში აიტაცა.
-ზედმეტად ამაყი ხარ-მხოლოდ ეს თქვა და ნუარს არაფრის თქმის საშუალება არ მისცა.-ჩუმად ნუ გავაგებინებთ ამ ხალხს ველურები რომ ვართ.-გაიცინა და გაფრთხილების ნიშნად ხელი მიაფარა ტუჩებზე...
სახლში საკმაოდ თბილი გარემო დახვდათ,დიასახლისიც თბილად შემოეგება მათ და ნუარც აბაზანაში გაიყვანა.
-ხო მართლა ამ კითხვას ცუდად ნუ მიიღებთ ,მაგრამ იქ როგორ აღმოჩნდით ?
-ხოოო...მე დე ნურა ,ჩემი თანმხლები გოგონა ,ქორწილიდან მოვდიოდით.მოტოციკლი გაფუჩდა და დახმარების სათხოვნელად გზის ფეხით გავაგრძელეთ გაზა,მაგრამ ვერავნ ვნახეთ და როცა უკან დავბრუნდით,მოტოციკლიც აღარ დაგვხვდა..
მოკლე სუაბრის შემდეგ ალექსი თავის ოთახში მიაცილეს.
გზაში კი ერთერთი ოთახიდან ხმა შემოესმა.რაღაცამ აიძულა იქ შეეხედა.
ოთახში შეიხედა და საწოლთან მდგარ ნურას მოკრა თვალი.სხეულს მხოლოდ ერთი პირსახოცი უფარავდა.სველი თემბი მხრებზე ჩამოშლოდა.გოგონამ პირსახოცი მოიძრო და ალექსიც სუნთქვა შეკრული შემობრუნდა და კარს მიეყრდნო.
_________________________________________________
დღეს მხოლოდ ამ ორით შემოვიფარგლე ,თუმცა შემდეგ თავებში დანარჩენ ორ წყვილსაც აუცილებლად მივხედავ :) დიდი მადლობა რომ კითხულობთ .მადლობა თითოეული კომენტარისთვის.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent