პოლიტიკის თეორია [ნაწილი მეშვიდე]
VII. ვერ გეტყვით, რომ რამე შეიცვალა ჩემ ცხოვრებაში. გარდა იმისა, რომ განუზომელ მარტოობას ვგრძნობდი, რაც მჭამდა და მანადგურებდა. რამდენიმე დღეში, პრესა და ტელევიზია ჩემს ჩამოსვლაზე ახმაურდა. რამდენიმე გადაცემაში მიმიწვიეს, მაგრამ არ წავედი. აქამდეც არ მიყვარდა მსგავსი სისულელეები და ახლა მითუმეტეს არ სჭირდებოდა ჩემს გონებას კიდევ ერთი ‘რესტარტი’. ყველაზე მეტად რაც მჭირდებოდა იყო ნუცას ნახვა და ‘რეფრეში’. მესამე დღეს დამირეკა. ყველაზე ნაკლებად ველოდი და ყველაზე მეტად გამიხარდა. – მოგკლავ! - დამემუქრა მაშინვე, როგორც ჩემი ხმა გაიგო. – მომკალი, ოღონდ ჯერ უნდა გნახო! - გამეცინა და სიგარეტს მოვუკიდე. – ბათუმში ვარ, - ამოიხვნეშა ნუცამ. – გავიგე… - იმის გახსენებაზე, ვისთან ერთად იყო, გამცრა. – სად იყავი? - გააგრძელა სასხვათაშორისოდ და გული გამეწიწკნა, რომ ვერ მითხრა, ვერ მანუგეშა ერთი უბრალო სიტყვით - გნახავ. – მისამართი მომწერე და ჩამოვალ. მჭირდება შენთან ლაპარაკი. – ვაკოსთან ერთად ვარ… - დაიჩურჩულა. ისე გავბრაზდი, ცეცხლი სიგარეტიდან ჩემზე გადმოვიდა. განა რა, ვიცოდი, რომ ვაკოსთან ერთად გააგრძელა ცხოვრება, მაგრამ მსგავს ტონს არ ველოდი. ნუცასგან არა. – ვაკოს პრობლემა აქვს ჩემთან მიმართებაში? - ვკითხე რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ. – არა, პირიქით! - სწრაფად იუარა. – მაშინ მომწერე, გვჭირდება ლაპარაკი. დავემშვიდობე და დაველოდე მესიჯს. როგორც მივიღე, ტაქსის ნომერი ავკრიფე და მომავალი დღის უპირველეს გასვლაზე დავჯავშნე ადგილი. ხეები უკან გარბოდნენ, ჩვენ კი ძალიან სწრაფად მივიწევდით წინ. საქარე მინას ავკრობოდი და ცხელი ჰაერით ვბურავდი. ვფიქრობდი. ჰო, ბევრ რამეზე ვფიქრობდი. ვფიქრობდი იმაზე, რა იქნებოდა, ბავშვს რომ გავაჩენდი. ვფიქრობდი იმაზე, მე დამემსგავსებოდა თუ როის და ბიჭი იქნებოდა, თუ გოგო. ვფიქრობდი სახელზეც. მინდოდა როი დამერქვა, მაგრამ რომ ვიხსენებდი მის დამოკიდებულებას თავის სახელის მიმართ, სიცილით ვიქნევდი თავს და ვფანტავდი მსგავს აზრებს, გონების ფსკერიდან. ვფიქრობდი ნუცაზე. როგორ შევხვდებოდი, როგორ გამიგებდა. ან საერთოდ, გამიგებდა თუ არა. წინასწარ მტკიოდა მოსალოდნელი. ვფიქრობდი ყველაფერზე და მაინც ჟორჟოლიანზე, ყველაზე მეტად. გონება კი არა, არსება შემპყრობოდა შურისძიების სურვილით. თუმცა წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა გამეკეთებინა, რისი რესურსები გამაჩნდა. არ ვიცოდი, რომელ ტოტს ჩავბღაუჯებოდი. ფიქრში გზა წარმოუდგენლად სწრაფად გაილია. ბათუმი წელიწადის ამ დროს - გვიან შემოდგომაზე - უბრალოდ საოცარი იყო. წარმოვიდგენე, როგორ ვიცხოვრებდი აქ როისთან ერთად, ყოველ საღამოს სანაპიროზე გავივლიდით, შემოდგომის ცივ ქარს შევიგრძნობდით, თუმცა არ შეგვცივდებოდა, რადგან ერთმანეთი გვეყოლებოდა გვერდით. გამეღიმა. – ქალბატონო, ბათუმში ვართ, - ფიქრებს გამომგგლიჯა მძღოლის ხმამ. – მისამართი რომ მოგცეთ, მიმიყვანთ? - მავედრებელი სახით გავხედე. – ფულის დამატება მოგიწევთ, - სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა და მანქანა დაძრა. ფულს ვჩიოდი, როცა სულ რამდენიმე წუთში ნუცას ჩავეხუტებოდი? ავნერვიულდი. უჩვეულო სიცივე შემომაპარა და მომედო. ისე ავნერვიულდი, თითქოს პირველად უნდა მენახა და შთაბეჭდილება მომეხდინა მასზე. პრინციპში, ასეც იყო... პრინციპში. ამდენი ხნის მერე, მეგონა, ვეღარც ვიცნობდი ნუცას, ანუ გოგოს, რომელსაც ღრმა ბავშვობიდან ვიცნობდი. ტაქსის მანქანიდან ჩამოვხტი და სადარბაზოში შევედი. პირველივე სართულზე ცხოვრობდა, თუმცა მაინც გამიჭირდა ასე ანაზდად მისვლა. დავაკაკუნე. კარი ნუცას არ გაუღია, ეს ვაკო იყო. რომ დამინახა, შეცბა, არ მელოდა, მაგრამ მერე გაიღიმა და გადასაკოცნად წამოიწია. – როგორ ხარ, ლილი? - მკითხა და კარში ფართოდ გადგა. – არამიშავს, რა. თავად? სხვათაშორის, გამიკვირდა, ნორმალურ ფორმაში რომ იყო. თითქოს ჯანმრთელი ადამიანის როლს თამაშობდა, მე კი არაფრით მჯეროდა მისი გამოსწორების, რადგან მამაჩემის მაგალითით ვიცოდი, ნარკომანს არაფერი გამოასწორებს. ოთახში შემიპატიჟა. საშუალოდ ‘მოდერნის’ სტილში მოწყობილ მისაღებში დავსხედით. – ნუცა მუშაობს, დავურეკავ ახლავე, – წამოდგა, როცა ჩვენ შორის ჩამოწოლილი სიჩუმე გაუსაძლისი გახდა. – მოიცა! – წამოვიძახე და შევაჩერე. – ჯერ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ. გაკვირვებულმა შემომხედა. არ ელოდა. მაგრამ მართლაც გვქონდა სასაუბრო და ეს გარდაუვალი იყო, ამიტომ, მერჩია მარტო განმეხილა საჭირბოროტო საკითხები მასთან, ვიდრე ნუცასთან ერთად. – ჩვენ? – თითი ჯერ გულ–მკერდის არეზე მიიჭირა, შემდეგ ჩემკენ გამოიშვირა. – დიახ, ჩვენ, – დავეთანხმე, ჩანთიდან სიგარეტის კოლოფი და სანთებელა ამოვაცურე. – მოწევ? – არა, არ ვეწევი, – თავი გაიქნია და ჩემ წინ სავარძელში ჩაეშვა. სიგარეტს მოვუკიდე, ღრმად შევისუნთქე და მხოლოდ ამის მერე ვუთხარი: – რაღა დაგიმალო, ყველაზე ნაკლებად მემეტებოდა შენთვის ნუცა. გაეცინა. – რას იზამ, ასეთია სიყვარული. და მის ნათქვამზე მეც გადავიხარხარე ხმამაღლა. – მე და რომანტიკა ძალიან შორს ვართ, არც კი ეცადო... – არ აქვს მნიშვნელობა, – მხრები აიჩეჩა. – ჩემთვისაც არაფერს აქვს მნიშვნელობა, გარდა ნუცას ბედნიერებისა! – თვალი ჩავუკარი. – თუ ჩემს დამოკიდებულებას გულისხმობ, დიდი ხნის წინ გადავაგდე... – ამოიხვნეშა და თვალი გამისწორა. თითქოს სიმართლე უკრთოდა თვალებშიო. მე არ შემეძლო დამენახა მასში სიყალბე. – კუზიანს მხოლოდ სამარე გამოასწორებს! – გამოვცერი კბილებში. – მასე დარწმუნებულიც ნუ ხარ, – გაბრაზდა. – როგორ არის შენი ბიჭი? – გავუღიმე. შეცბა. არ ელოდა ამ კითხვას, მაგრამ მაინც სიამაყით მიპასუხა: – კარგად, გმადლობ. – არ გეცოდება? – გავაგრძელე მის ნერვებზე თამაში და ჯერაც არ ვიცოდი რატომ ვაკეთებდი ამას. თითქოს ჩემ წინ კოკა იჯდა და მე ვულკანი ვიყავი – ამოხეთქვის პირას მისული. – რას გულისხმობ? – მომაჩერდა ინტერესით. – ბავშვი უმამოდ იზრდება, არ გეცოდება? – დაკონკრეტებით გავუმეორე კითხვა. – რა იცი, რომ უმამოდ იზრდება? – გაეცინა და ჩაახველა. – ვიცი. შენ აქ ზიხარ, ნუცასთან ერთად. ასე რომ, ბავშვი უმამოდ იზრდება. – გუკა ჩამოვიყვანეთ. ახლა მე და ნუცა ვართ მისი მეურვეები. ასე რმ, სანერვიულო არაფერი გაქვს! – წამოდგა, ჯიბიდან ტელეფონი ამოაცურა და ფანჯარასთან მივიდა. – მომეცი, მე დაველაპარაკები, – ზურგიდან ამოვუდექი. შემოტრიალდა, ალმაცერად შემათვალიერა და გამომიწოდა მობილური. რამდენჯერმე გავიდა და მიპასუხა. – ნუც, მე ვარ. შენს სახლში ვარ. მომწერე მისამართი, გამოვალ და გნახავ. – ჩემთან? – წამოიკივლა გახარებულმა. – ახლავე გამოვალ, დარჩი მანდ! – გოგო, მარტო შენთან მინდა ლაპარაკი, – დავიჩურჩულე გაბრაზებულმა და ზუზუნიც შეწყდა ყურში. – ყველაფერი ნორმალურადაა? – კი. მომწერე. გავუთიშე, ვაკოს გავუწოდე კუთვნილი ნივთი, სავარძელზე მიგდებული ჩანთა ავიღე და სახლიდან გამოვედი. სადარბაზოს გამომცდარი ვიყავი, ჩემმა მობილურმა რომ დაიზუზუნა. ეზოში ტაქსი იდგა და მძღოლს ჩასძინებოდა. ახლოს მივედი და საქარე მინაზე მივუკაკუნე. შეშინებული გამოერკვა სიზმრიდან და რამდენიმე წამით უაზროდ მომაჩერდა მე – უცხო სახეს. მერე მიხვდა, რომ ტაქსის როლში იყო და მე კლიენტი ვიყავი. საქარე მინა ჩასწია და რით დაგეხმაროთო – მკითხა. – მისამართს გიკარნახებთ და იქ წამიყვანეთ, – ვუთხარი, უკანა კარი გამოვაღე და ჩავჯექი. მანქანა დაიძრა და მეც სწრაფად ვუკარნახე ნუცას მოწერილი მისამართი. ცოტა ხნით ჩუმად მივდიოდით. გაახაროს ბათუმელი ტაქსისტი ღმერთმა, ჩხეიძეთი რომ არ დამიხშო ყურები, როგორც თბილისელებმა იციან ხოლმე:) – თქვენ ის ხართ? – სარკიდან შემომხედა კაცმა, გაკვირვებული თვალებით. გამეცინა. – ვინ ის, ბატონო? – ლილი.. პრეზიდენტობა რომ გინდოდათ, – მიმახვედრა. – აა, კი, ეგ ვარ, – ვუღიმოდი ისევ. – ეს რა დღე გამითენდა, – ჩაილაპარაკა და მკვეთრად დაამუხრუჭა. – მოვედით. – რამდენია ჩემზე? – ჩანთაში საფულეს დავუწყე ძებნა. – ათი ლარი, – გამიღიმა ეშმაკურად. – ბატონო, მე კანდიდატი ვიყავი, მართლა პრეზიდენტი კი არ ვარ, –გავიცინე და ქაღალდის ხუთლარიანი გავუწოდე. – ხურდა დაიტოვე, – ვუთხარი და მანქანიდან ჩავხტი. სიეშმაკე ჩემგან მოიკითხოს, გაუთლელი. დიდი შენობის წინ გავჩერდი. რაღაც კომპანიის შენობა იყო, ჩანდა. გამიხარდა, ნუცამ აქ თუ დაიწყო მუშაობა და ძლივს ეღირსა ის, რაზეც აქამდე ოცნებობდა. ტელეფონში, მის შეტყობინებაზე არსებული ნომერი მოვნახე და ის იყო უნდა დამერეკა, მისი ხმა გავიგე ჩემი ზურგიდან. – არ იცვლები, ლი. ნელა შევტრიალდი და ძლიერად ჩავეხუტე. – მომენატრე, ნუ. – მეც, – დაიჩურჩულა და მხარზე სისველე ვიგრძენი. – ოღონდ ცრემლები არ დამანახო! – დავიმუქრე, უკან გავწიე და ცერა თითით მოვწმინდე სახეზე არსებული სითხე. – წამოდი, კაფეში შეკვეთა მივეცი რაღაცების.. მოშიებული იქნები, – ხელზე ძლიერად ჩამჭიდა და გზაზე გადამარბენინა. კაფე მეტად კეთილმოწყობილი აღმოჩნდა, ვიდრე ვიფიქრებდი. სასიამოვნო საუბარი მელოდა, მონატრებულ დაქალთან. შუშაბანდთან დავსხედით. – სად იყავი? – დამისვა მაშინვე კითხვა. და მე სიგარეტს მოვუკიდე, თან კოლოფი გავუწოდე. ამოაცურა და მანაც მოუკიდა. – ამერიკა, ნიუ იორკი, ბევრი ორდინალურობები და სიყვარულები, – გამეცინა. – კაი რა... გიღირდა? – აქ რომ დავრჩენილიყავი, შევიშლებოდი, ხომ იცი! – პრინციპში... – ღრმად შეისუნთქა სიგარეტის კვამლი და გარეთ გაიხედა. – ვაკომ რაო? – არაფერი, ისეთი. მიხარია, ძლივს თუ იქნები ბედნიერი! – გავუღიმე მტკივნეულად. – ხომ დარწმუნდი, ისეთი აღარაა, როგორიც გეგონა... – ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული, რომ ასე გააგრძელებს, – ჩავილაპარაკე დაბალ ხმაზე. – ყველა მამაშენი არ არის, ლილი. ზოგს შეუძლია გამოსწორება. შეეგუე, რა. – კარგი, შევეგუე, – შემომხედა და მეც ურცხვად მივაშტერდი თვალებში. – ორსულად ვარ. მოულოდნელობის იმხელა ეფექტი შევუქმენი, წამოიკივლა. შემეშინდა და ბარში შეკებილებს შორის, ყველას შეეშინდა. – ვისგან? – მკითხა რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა დაბრუნდა დედამიწაზე. – როისგან, – ვუთხარი ისე, თითქოს გაიგებდა ვინ იყო როი. – მასთან ერთად ვცხოვრობდი ამ ხნის განმავლობაში... გარდაიცვალა. ამოიხვნეშა და კიდევ ერთ ღერს მოუკიდა. – ფორტუნა ზედმეტად გაქცევს ზურგს. – შენ იცი, ვისი ბრალიცაა. კოკას გახსენებაზე ტანში ხელახლა გამცრა და მოვიღრუბლე. – ყველაფრის ჟორჟოლიანზე გადატანა არაა ადეკვატური, შენ იცი, – ამოიჩურჩულა და მოტანილი წვენი მოსვა. – აბა, ვის დავაბრალო? განა ასე, უბრალოდ, მე ამერიკაში გავფრინდებოდი, გავიცნობდი კაცს, შევიყვარებდი და მერე დავკარგავდი? – გამეცინა. – ეს მოთხრობა არაა; ეს ცხოვრებაა. – ხოდა, სწორედ მაგიტომ არ ღირს კოკაზე გადატარება ყველაფრის. – იქნებ უკეთესიც იქნებოდა, ყოველივე მოთხრობა რომ ყოფილიყო, – ამოვიჩურჩულე ჩემთვის და ნამწვი საფერფლეში ჩავაგდე. – ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მოთხრობად ვაქციოთ ეს ცხოვრება, თორემ უზენაესს ეს არ გაუმეტებია ჩვენთვის, – გამიღიმა. – მე ისტორიას შევქმნი. კოკას გავანადგურებ და ეს იქნება ყველაზე დიდებული ისტორია, ოცდამეერთე საუკუნეში, ანუ იმ დროში, როცა სიყვარული მეფობს, მე სიბნელეს დავამკვიდრებ ადამიანის არსებაში, რომელმაც იგივე გამიკეთა. ჩემს ნათქვამზე გამცრა. და განა არ ვიყავი მართალი? განა არ უნდა გადამეხადა სამაგიერო? მე ბნელ მხარეში გავბრწყინდებოდი, ის კი სამუდამოდ ჩაიძირებოდა სიბნელის ჭაობში. ეს აღსასრული იქნებოდა. ორივესთვის. მაგრამ ჩემი აღსასრული გაბრწყინდებოდა ნათლით. ჟორჟოლიანის აღსასრულს კი მკრთალი ნათელიც არ ეღირსებოდა. ორ დღეში დავბრუნდი თბილისში. მართალია, იმ დღესვე დავემშვიდობე ნუცას, მაგრამ გვიანი იყო და თბილისის მიმართულებით ვერაფერს გამოვყევი. სასტუმროში ნომერი ვიქირავე და სანამ ძილს მივეცემოდი, შემოდგომის ცივ სანაპიროს გავუყევი. ზღვის თავზე შემაშფოთებლად გაჰკიოდა ქარი და შორიდან ფოთლებსაც კი მოაქანებდა. ოქროსფერ ფოთლებს, რომლებიც ვარსკვლავებივით ციმციმებდნენ ქალაქის თავზე. სულს მიყინავდა ქარის სიცივე და მისი ზამთარივით ცივი კივილი. ფეხზე გავიხადე და კანი გაყინულ ქვებს შევახე. ნეტავ იცოდეთ, როგორ ჩავთბი. და მაშინ ვიწამე იმის, რომ ყველაზე კრიზისულ სიტუაციაშიც შეიძლება ნათელი წერტილის პოვნა. და ეს ნათელი წერტილი შენ ხარ. იმ საღამოსთვის ესეც კმაროდა. სასტუმროში დავბრუნდი. თბილისში არ წყდებოდა ჭორების ნაკადი. ახლა უკვე დაბრუნებული პიროვნება ვიყავი და ზოგიერთი ირონიითაც კი მეძახდა „მოსიარულე მკვდარს“. ჰო, მე გავცოცხლდი მაშინ, როცა ვიწყებდი საბოლოო მივიწყებას ხალხის გულებში. დავიცდიდი, მივიწყებამდე და იმის იქით დავიცდიდი, ოღონდ ამ დღეთა სიმძიმე არ შემეგრძნო, მაგრამ ვიცოდი, აუცილებლად იქნებოდა ერთი, რომლის დიდი მახსოვრობა აღადგენდა ჩემს წაშლილ სახელს კედლის კიდედან. იმ საღამოს ძალიან მომინდა ბორში. ჰო, ასე იცის ორსულობამ. ახალ წლამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, მე კიდევ იმის ნაცვლად, რომ რამე ტრადიციული გამეკეთებინა, ბორშს ვაკეთებდი. ის იყო მარილი დავამატე და გავსინჯე, რომ ტელეფონი აწრიალდა. ისეთი სიწყნარე იყო სახლში, ძალიან შემეშინდა. შიშისგან წამოვიკივლე, ზემოთ ავხტი და ხელში რომ მეჭირა კოვზი, ინსტიქტურად ავუშვი ხელი. – ჯანდაბა, ახლა მოგინდათ რეკვა? – წამოვიყვირე, გულზე ხელი მივიდე და ტელეფონს მივწვდი, დახლზე რომ იდო. – გისმენთ, – ვუთხარი და კოვზის ასაღებად დავიხარე. – როგორ ხარ, ლილი? – მეცნო ხმა და ტანში გამცრა. – კარგად, გმადლობთ. თავად როგორ გიკითხოთ, ბატონო კოკა? – თავაზიანად მივმართე, კიდევ ერთ შარში რომ არ გავეცვიე. – მთვრალი ვარ და შენი ნახვა მომინდა, – უჭირდა საუბარი, მაგრამ ამ სიტყვებს ნორმალურად მოუყარა თავი. – ჰო? – გამეცინა. – ჩემი ნახვა რატომ? – დაბლა ვარ, სადარბაზოს წინ და ჩამოდი ორი წუთით რა... – ჩაახველა. სამზარეულოს გვერდზე მქონდა აივანი, რომელიც პირდაპირ ეზოს უყურებდა. სწრაფად გავიხედე ფანჯარაში, მაგრამ ვერავინ დავინახე. – ოო, ბატონო კოკა. არ გეშინიათ სკანდალების, ასე სახალხოდ რომ მიბარებთ? – ირონიულად ჩავიღიმე და უბრალოდ გავხედე ბორშს. უცებ საოცარმა იდეამ გამიელვა თავში. – ამოვიდე? არა, არა და არა! არ ამოხვალთ, ბატონო კოკა. თქვენთვის სიურპრიზი მაქვს საოცარი:) – არა, ჩამოვალ ახლავე. დამელოდე, – ვუთხარი და გავთიშე. სწრაფად მოვკიდე საშუალო ზომის ქვაბს ორივე ყურზე ხელები და აივანზე გავედი. მართლაც იდგა სადარბაზოს წინ და ანთებულ ტელეფონს ჩასჩერებოდა. ახლოს იყო. იმდენად ახლოს, რომ ეს უნდა გამეკეთებინა. სწრაფად ამოვატრიალე ქვაბი. საჭმელმა ნელ–ნელა იწყო გადმოსვლა და ფინალისკენ აუჩქარდა. მეშვიდე სართულიდან დიდი ხანი არ მოუწია ბორშს ‘ფრენა’, მაგრამ სანამ საბოლოოდ ‘დაეცემოდა შტურმით’ დანიშნულების ‘წერტილს’, მანამდე დავიძახე. – კოკა! მან ამომხედა და მოულოდნელად ვერაფერი მოიმოქმედა. სახედან დაიწყო დენა ბორშმა. სიცილი ვერ შევიკავე და ძალიან, ძალიან ხმამაღლა ავკისკისდი. უცებ ცხელ ქვაბზე თითი მიმედო და დამეწვა. წამოვიკივლე, თითქოს გამოვფხიზლდი. დაბლა ჩავიხედე ინსტიქტურად და კოკა იქ რომ არ დამხვდა, ქვაბი გვერდზე ვისროლე და, როგორც შემეძლო, ისე სწრაფად გავიქეცი მთავარი კარისკენ. ღმერთო, რამ გადამრია, ამხელა ქალი? კარს ვეცი და ყველა საკეტი გადავატრიალე. იქვე ავეკარი კედელს და ბედნიერება აღარც მახსოვდა, სიმწრით ვიკეცებოდი. რამ გამაკეთებინა ეს იმ ტირანი კაცისთვის? მძიმე ნაბიჯები ისმოდა კიბეებზე და კოკას სალანძღავი სიტყვები. დრო და დრო კარებიც იხსნებოდა აქა–იქ. და მერე ბრახუნი ატყდა ჩემს რკინის კარზე. მთელი ძალით ეჯაჯგურებოდა სახელურს კოკა და აბრაგუნებდა. – გამიღე, ლილი, ამის დედაც! – ყვიროდა. ახლა უკვე ძალიან მეცინებოდა. ვიხსენებდი იმ კადრებს, რამდენიმე წამის წინ რომ დატრიალდა. ვიცინოდი იმხელა ხმაზე, რომ რკინის კარიც ვერ აკავებდა ჩემს ხმებს. ტელეფონი და ჟორჟოლიანი ერთ ნოტსა და რიტმზე გაჰკიოდნენ. ვიცოდი, აღსასრული იყო და მაინც სულის შეხუთვამდე მეცინებოდა. ბორში ძალიან უხდებოდა კოკა ჟორჟოლიანის თავს, სხვათაშორის. და ჯანდაბას, სურვილი, როცა ასე ვიმხიარულე. ზუსტად ნახევარი საათი აბრაგუნებდა კარზე, იმუქრებოდა და იწელებოდა ბატონი პრეზიდენტი. ვერაფერი დამაკლო და სხვა გზა რომ არ ჰქონდა, წავიდა. კიდევ ნახევარი საათი მოვიცადე და შემდეგი ხრიკისთვის მოვემზადე. ტელეფონზე კოკას ნომერი დავბლოკე და ძველ ნაცნობებში მოვჩხრიკე დათო – ჩემი პროგრამისტი კურსელი. – დათო, მიცანი? – ჩავძახე მაშინვე, როგორც მიპასუხა. – რა თქმა უნდა, ლილი. როგორ ხარ? – ნამძინარევი ხმით მითხრა. – გაგაღვიძე? ძაან დიდი ბოდიში... დათ, შენი დახმარება მჭირდება რა, – მივაყარე. – გისმენ, აბა? – შეგიძლია ჩემთან მოხვიდე, რაღაც პატარა საქმეში მჭირდები... – ტუჩი მოვიკვნიტე და ფანჯრიდან ეზოს მოვავლე თვალი – ვაითუ ის მხეცი არ წასულა–მეთქი. – ახლა? – ხო, რა, თუ შეძლებ. – კარგი, მისამართი მიკარნახე. საბედნიეროდ, დათო ჩემს მახლობლად გადმოსულა საცხოვრებლად და ეს აღსანიშნავ ფაქტს წარმოადგენდა, რადგან ზღურბლს იქით ზუსტად თხუთმეთ წუთში იდგა. – დათო, გმადლობ, რომ მოხვედი, – გადავეხვიე და ვაიძულე სწრაფად შემოსულიყო სახლში. – მშვიდობა გაქვს, ლილი? – უხერხულად გამიღიმა და მივხვდი ის სურათები მასაც ნანახი ჰქონდა, თუმცა ეს ფაქტი დიდი ხანია აღარ მაკვირვებდა. – არც ისე, – გავუღიმე და მისაღებისკენ ვუბიძგე. – ყავა, ჩაი? – ჯერ საქმე. – კარგი, – კომპიუტერი გადმოვიღე და გავუწოდე. – ისევ ისეთი კარგი ხარ ფოტოშოპში? – კარგი რა... – ამომხედა სიცილით. – ოღონდ არ მითხრა, რომ ვინმესთვის გინდა სამაგიეროს გადახდა, – ახარხარდა. – ზუსტად, – თვალი ჩავუკარი. – და ეს ვინმე პრეზიდენტია ჩვენი. შეიშმუშნა, ეს რომ გაიგო. არ მინდოდა ეფიქრა, რომ შარში ვხვევდი, ასე რომ, ვუთხარი: – ჟორჟოლიანი ისეთი ტიპია, მე მომაკითხავს, შენთვის არც ეცლება. ნუ ნერვიულობ. – კარგი. მომეცი სურათები და მითხარი როგორი სურათები გინდა. ავუხსენი, მარტო დავტოვე და სამზარეულოსკენ წავედი, ყავის გასაკეთებლად. მაინც გვიანი იყო და კაცმა არ იცის, როდემდე მოუწევდა მუშაობა. ზუსტად ოცი წუთი დასჭირდა საოცარი ფოტოს შესაქმნელად... მე და კოკა ერთმანეთს ვიყავით აკრობილები და მისი ნიკაპისთვის მიმეკრო ტუჩები. – სულ ესაა? – ამომხედა ინტერესით. – კი, დათო. ძალიან დამავალე! – გახარებულმა გამოვგლიჯე კომპიუტერი და ყველა სოც. ქსელში ავტვირთე სურათი, სადაც შემეძლო. – წავალ ახლა რა, სახლში ოჯახი მელოდება... – წამოდგა. – ვერასდროს გადავიხდი ამ ვალს! – ვუთხარი დამშვიდობებამდე. – არაა საჭირო, – გადამკოცნა და წავიდა. სწრაფად მივხურე კარი და ღიღინით წავედი მისაღებისკენ. დერეფანი იყო მისაღებამდე და ჰოლის გვერდით. ის იყო მისთვის უნდა ჩამეარა, რომ სიბნელიდან ის გამოვიდა. შიშისგან ძალიან ხმამაღლა დავიკივლე. – ჩუმად, „ანგელოზო“! – პირზე ხელი ამაფარა ჟორჟოლიანმა. *** აი, გავზარდე და დავბრუნდი დიდი ინტრიგით ^_^ მიყვარხართ მე თქვენ და ვეცდები ამის მერე აღარ მოგაწყინოთ ^_^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.