შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული! (1)


19-03-2016, 18:16
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 485

ცხოვრება რთულიაო,გამიგონია,მსმენია როგორ წუწუნებენ ჩემი თანატოლები ყველაფერზე,ყველაფრით რომ უკმაყოფილონი არიან და თავი ცამდე მართლები რომ ჰგონიათ,რა სისულელეა? ყველგან და ყველაფრში მართალი როგორ იქნები? მე ვერ ვიტყვი,რომ ციდან ჩამოფრენილი და მითუმეტეს ანგელოზი ვარ,თუმცა სუიციდისკენ და განდიდებისკენ არასოდეს მქონია მიდრეკილება,ამაში ნამდვილად გაუმართლათ ჩემს მშობლებს. ცხოვრება რომ მარტივი იყოს მასში არც არაფერი იქნებოდა საინტერესო,ვიქნებოდით ყველანი გაღიმებულები და ბენდიერები,თუმცა ხშირი ღიმილის და ბედნიერების საწინააღდეგო ნამდვილად არაფერი მაქვს. მიყვარს ქუჩაში მომღიმარი სახეების ყურება,მე ეს ყოველთვის მაბედნიერებს,ბებიაჩემი მეუბნება სულ რომ ზოროს ცხენივით იკრიჭები იმიტომაა შენი საქე კარგადო,კარგი საქმე რა თქმა უნდა სრულიად საპირისპიროდ უნდა მივიჩნიოთ და მასში ჩემი Single Lady-დობა იგულისხმება,თუმცა მე ეს ფაქტი სრულიად არ მანაღვლებს,ჯერ სულ რაღაც 21 წლის ვარ და რატომღაც თამარა თვლის,რომ უკვე შინაბერა ვარ.მე კიდევ მგონია რომ მხოლოდ ახლა ვიფურჩქნები.ცხოვრებისადი განსხვავებული ხედვა სულაც არ ნიშნავს რომ კეთროვანი ხარ,ჩვენ ყველანი ინდივიდები ვართ და საკუთარი აზრი გაგავაჩნია,ხოლო ვინც გაბედავს და შეეცდება,რომ ჩვენი აზრი უკუაგდოს და თავისი მოგვახვიოს თავს ყველას დედა უნდა უტირო ვინც არ უნდა იყოს ეს,გარდა საკუთარი ოჯახისა,ოჯახს ყოველთვის დიდ პატივს ვცემ,მე მათი სარკე ვარ,ნუ ეს სარკე რა თქმა უნდა ხუმრობით,ვითვალისწინებ მათ აზრს,თუმცა საბოლოოდ არჩევანს თვითონ ვაკეთებ,იციან ჩემი ხასიათი და არც არაფერს მაძალებენ.ან რომელი საუკუნეა რომ ცალკეულ თავისუფალ ინდივიდს რაე დააძალო? ეს ხომ დიდი სისულელე და უვიცობაა.მაგალითად ჩემი ოჯახი სრულიად მერვე საოვრებათაგანია,მამას სხვა ცოლი ჰყავს დედას კიდევ სხვა ქმარი და ასე შუაში ვიჭყლიტები მე,დედისერთა ვარ თუმცა ეგოისტი არა,არასოდეს არაფერი დამკლებია,რა თქმა უნდ ამატერიალურს ვგულისხმობ,თუმცა ეს ნაკლბად ადარდებს,თლად იმას ვერ ვიტყვი,რომ მამაჩემის ნაჩუქარი ლექსუსი ზედმეტია ჩემთვის,თუმცა ეს ხომ მეორეხარისხოვანია,სულ მაინტერესებდა მეტრო და ავტობუსი როგორი იყო,ამიტომაც რამდენჯერმე ვთხოვე ჩემს მამინაცვალს მეტროთი მგზავრობა,მოეწონა,ახლა ალბათ იფიქრებთ მეტრო რა მოსაწონიაო,თუმცა მე მეტრო კი არა ალბათ სიტუაცია და უამრავი ხალხის ერთად ხილვა უფრო მომეწონა.გაკრეჭილი ვიჯექი კიკინებით ჩემი მამინაცვლის გვერდით და საოცარ ბედნიერებას ვგრძნობდი,ხელში მაკდონალდსის ფერადი ბუშტები მეჭირა, სულ რაღაც 7 წლის თუ ვიქნებოდი მაშინ.ყველას ვუღიმოდი,ალბათ ბევრი გავაღიზიანე კიდეც,მაგრამ მაშინ ამაზე არც კი მიფიქრია.ღიმილი ბავშვობიდან ჩემი სავიზიტო ბარათი იყო,ყველა მეუბენბა დღემდე რომ "საოცარი" ღიმილი და "პირის აპარატი" მაქვს,რაც ნამდვილად დედაჩემისგან მერგო საჩუქრად.მანანა დღემდე ძალიან ლამაზია,შენახული და მოვლილი ქალია დედაჩემი.მამაც ალენდელონივით კაცია,თუმცა ფიზიკურობა ხომ ურთიერტობის მხოლოდ საწყის ეპაპზეა მნიშვნელოვანი,სულ რაღაც 4 წლის ვიყავი ქორწინება რომ დაასრულეს დ აორივემ სხვა ოჯახი შექმნა.მე ამით არასოდეს შექნია დისკომფორტი,ჩემი მამინაცვალი მამაზე ნაკლებად არ მიყვარს,საოცარი ადამიანია,მეც და მანანაც ძალიან ვუყვარვართ.მამაჩემის ცოლს დიანასაც არაუშავს,თუმცა მთლად ზურას ვერ შეედრება,თავისი შვილები ყჰავს და რატომღაც მე ამომშალა მამაჩემის შვილების რიცხვებიდან.თავიდან ცოტა აგრესიულად ვუყურებდი ამ ფაქტს,თუმცა მერე მამამ აიხსნა,რომ მისთვის ყოველთვის პირველი შვილი მე ვიქნები და რამდენიც არ უნდა იწუწუნოს დიანამ მაინც არაფერი გამოუვა.დიანასაც და ზურასაც ჰყავთ წინა ქორწინებიდან შვილები,ზურას 25 წლის გოგო ჰყავს ნანა,რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და მხოლოდ ინტერნეტით გვაქვს კავშირი.დიანას 26 წლის ბიჭი ჰყავს ლაშა,რომელსაც საკუთარი ძმისგან არ ვანსხვავებ,დიდად არ ვეხატები ჩემს დედინაცვალს გულზე და არც ჩვენი ასეთი ურთიერთობა მოსწონს,თუმცა ლაშას ვერაფერს უბედავს.ბევრჯერ გავხმდარვარ მათი კოფლიქტის მიზეზი,მაგრამ მე ეს არასოდეს მდომებია. სკოლის დამთავრების შემდეგ სახელწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე სამართლის ფაკულტეტზე,ახლა მესამე კურსზე ვარ და ერთი სული მაქვს როდის დავამთავრებ და მოვქუსლავ ამერიკაში ჩემს ნახევარდასთან. სიმართლე გითხრათ მაბედნიერებს ის ფაქტი რომ ეგოისტი დედისერთობიდან გავთნავისუფლდი და ახლა თითებიც კი არ მეყოფა ჩემი და–ძმების ჩამოსათვლელად, მამას და დიანას ჩემი და ლაშას გარდა კიდევ 3 შვილი ჰყავთ,სამივე გოგონები არიან,სამწუხაროდ ასე დაებედა ჩემს მამიკოს რომ მხოლოდ გოგონები აჩუქა უფალმა.უვაჯკაცოდ დატოვა ქართველი კაცი,მაგრამ ლაშა მისი გაზრდილია და რა თქმა უნდა ჩვენგან არ ანსხავებს.მანანას და ზურას ჩემი და ნანას გარდა კიდევ გოგო და ბიჭი ჰყავთ,რომლებიც სულ რაღაც 6–7 წლისები არიან.ასე გამოიყურება ჩემი მრავალფეროვანი ოჯახი,თავიდან ბრაზილიური სერიალის გმირი მეგონა საკუთარი თავი,მერე დავფიქრდი და მივხვდი,რომ თურმე საქართველოშიც კი შესაძლებებლი ყოფილა მსგავსი რამ.მანანას და ლევანს ერთმანეთთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ,შეიძლება ითქვას რომ მეგობრობენ კიდეც,ბებიაჩემი ამაზე ყოველთვის ცხვირს იბზუებს,რომ გდომოდა აგერ გყავდა სახლში, ახლა რაღას ურეკავთ ერთანეთსო,ნუ ეს რა თქმა უნდა თამარას კომუნისტური აზროვნებაა.დღეს ხომ ეს აღარავის უკვირს.მანანას საკუთარი კოსმეტიკური ქსელები აქვს,ლევანი კი ერთ–ერთი ცნობილი ექიმი გახლავთ.აი ასეთ სახელოვან ოჯახში გავიზარდე.ზურა ადვოკატია და საადვოკატო ბიუროს უძღვება, დიანა დიასახლოსობს უკვე დიდი ხანია,რატომ უნდა ვიმუშავო,როდესაც ქმარი არაფერს მაკლებსო ამ განცხადებებით გამოდის ხოლმე ჩემი დედინაცვალი.სკოლის ასაკიდან მოყოლებული რაც თავი მახსოვს ელენე გვასალიასთან ვდაქალობ,სხვა მეგობარი არ მყავს,არ ვიცი რატომ მაგრამ ასე გამოვიდა,უნივერსიტეტშიც მხოლოდ რადენიმე გოგოთან მაქვს ახლო ურთიერთობა.7 წლის მიმიყვანა მანანამ ფორტეპიანოზე,მას შემდეგ მუსიკა და როიალი ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა,როცა ვუკრავ საყვარელ მელოდიას ასე მგონია თავისუფალი ვარ, ალბათ სწორედ ამიტომაც არ ვეშვები მუსკას,თუმცა უნდა ვაღიარო რომ სითავისუფლე არ მაკლია.
დილაუთენია დამირეკა ლაშამ დღეს მწვადებს ვწვავთ და ჩვენთან მოდიო,მიუხედავად იმისა რომ სულ რაღაც 48 კილო ვიყავი ჭამაზე ვგიჟდებოდი,თან არც მეტყობოდა.კვირა დღე იყო,სრულიად თავისუფალი ვიყავი,მართალია დიანას ნერვები არ მქონდა,მაგრამ მამა და ლაშას ხათრი ვერ გავუტეხე,კარადიდან შავი კოჭადე ტანზე მომდგარი მაღალწელიანი ჯინსი გადმოვიღე,ზოლებიანი თავისუფალი ზედა გადავიცვი,ფეხზე თხელი საზაფხულო ბოტასი ამოვიცვი,თმები ზურგზე ჩამოვიშალე,მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე,ჩანთას გასაღებს და მობილურს დავწვდი და მანქანაში ჩავსკუპდი.ნახევარ საათში უკვე დადიანების ოჯახში ვიყავი საბურთალოზე.მამას დიდი ორსართულიანი სახლი ჰქონდა,უარმაზარი იყო,ბავშვობაში აქ რომ ვრჩებოდი მახსოვს დღე ისე გავიდოდა დიანას ვერც კი ვხედავდი იმხელა იყო სახლი. მანქანა ჭიშკართან გავაჩერე,დაცვამ კარები გამიღო და მეც ღიმილით შევედი სახლში
–ვა ანა! დიდება შენს გამოჩენას–გაღიმებული წამოვიდა ჩემსკენ ლაშა,მეც გავუღიმე და მოვეხვიე
–მამა სახლშია?
–კი სახლშია,წამოდი მალე თორე მწვადი აღარ შეგხვდება–სიცილით მითხრა,ხელკავი გამომდო და ეზოში გავედით
–ჩემი ლამაზი გოგო მოსულა! გენაცვალოს მამიკო შენ!–ფართე ღიმილით შემხვდა ლევანი და გულში ჩამიკრა,დიანაც გადავკოცნე თუმცა დიდად აღფრთოვანებული არ დარჩენილა ჩემი ვიზიტით.ამ სახლში დავიბადე და 4 წლადე აქ ვიზრდებოდი, მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც არ მიყვარდა დიდად აქ დარჩენა,ალბათ ეგოიზის მომენტი იყო მამას გვერდით ამ სახლში სხვა ქალის დანახვა.არასოდეს მაკლდა მშობლების სითბო,თუმცა მაინც მაკლდა მათი ერთად ყოფნა, ახლა ამაზე ლაპარაკს არანაირი აზრი არ აქვს,წარსულია უკვე და ვერც ვერაფერს შევცვლი...
–კიდევ კარგი სახლის გზა რომ გახსოვს–სიცილით შემოეხვივნენ ჩემი დები,მათზე ვგიჟდებოდი,საოცარი გოგონები იყვნენ,ბედნიერი ვიყავი მათი არსებობით.
–თამუნა რამხელა გაზრდილხარ!–სიცილით დავატრიალე ჩემი 13 წლის და,ლევანისა და დიანას ყველაზე უმცროსი გოგო
–ისე მეუბნები გეგონა შენ 50 წლის მყავდე რა!–მასაც გაეცინა და კალთაში ჩამიხტა პატარაობიდან სულ ასე იცოდა ხოლმე
–გაგახსენდა ხომ დებიც რომ გყავს?–წარბაწეული გამოვიდა ეზოდან ლიკა ბოლოს კი ღიმილით მომეხვია,ლიკა წელს ამთავრებდა სკოლას და თავი უკვე დიდი ქალი ეგონა. ლაშა სულ მეღადავებოდა იმდენი გყავართ გამორიცხული არაა სახელები აგერიოსო,ამაზე სულ სიცილით ვპასუხობდი,რო მისი სახელი არასოდეს არავისაში ამერეოდა.
ლაშა,ლიკა,თამუნა,მარიამი,ნუკა და რეზი ჰო და კიდევ ნანა,ღმერთო ჩემო რამდენი არიან! გონებაში გადავთვალე ჩემი და–ძები და გამეცინა.ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვიყავით.და–ძმური სიყვარული ხომ ყველაზე მყარია,მე ბედნიერი ვიყავი მათი არსებობით. იმდენი წვადი ვჭამე ლაშას ყბიდან ვეღარ ამოვედი.მალე ლაშას მამიდაშვილებიც შემოგვიერთდნენ,ლუკა და გიორგი,ესპანეთში ცხოვრობდნენ,ფეხბურთელები იყვნენ და მათ არ ვიცნობდი.თავიდან გიორგი რომ დავინახე ელდა მეცა,საოცრად სიმპათიური მამრი იყო,ზოგადად არასოდეს ვიყავი დახამებული ბიჭებზე,მაგრამ გიორგი ნამდვილად გამონაკლისი იყო,არვიცი რამდენხანს ვუყურე გაშტერებულმა,მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე,როდესაც ჩემთან მოვიდა გაღიმებული და ომახიანად მითხრა თავისი სახელი
–გიორგი–ხელი გამომიწოდა,მისმა ხმამ ექოსავით დამიარა მთელ სხეულში და ტაომ დამაყარა
–ანა–უცებ გამოვერკვიე და ასევე ღიმილიანი სახით ვუთხარი ჩემი სახელი
ეს რა იყო ახლა? ასე რატომ იმოქმედა ამ ბიჭის დანახვამ ჩემზე? დავიჯერო ასე ძალიან მომეწონა? ჩემთვის ჩუმად ვიჯექი და ვაკვირდებოდი გიორგის.ხანდახან თვალს ლუკასკენაც გავაპარებდი და მათ შორის მსგავსებას ვეძებდი,თუმცა ლუკა არაფრით ვგავდა გიორგის.ჩემი ფიქრების ადრესატი მაღალი მხარბეჭიანი,შავთვალწარბა და ულამაზესი ღიმილის პატრონი იყო.შავტუხა იყო ალბათ ესპანელებისგან ვერც ანსხავებენ.
–ანა,ყავას ხომ დალევ?–ღიილით მკითხა ოჯახში დამხმარე თინამ
–არა თინიკო არ მინდა ყავა–დაბნეულმა ვუპასუხე
–რაღას დალევს იმდენი ჭამა მეშინია ცუდად არ გახდეს–არც ლაშას დაუყოვნებია თავისი ჩვეული იუმორი მომაშველა
–მერე შენ რა გაწუხებს? შენსას ვჭამ რამეს? მამაჩემის ქონებას თუ მინდა სულ გადავჭამ–მწარედ ვუპასუხე,მგონი ეს ყველას მოხვდა ყურში.
–მგონი დროა წავიდე–სწრაფად წამოვხტი სკამიდან და გაკრეჭილმა დავტოვე ეზო,ლაშა უკან ამედევნა
–ანა,მოიცა–კლავში მწვდა
–რა იყო?–თმემი უკან გადავიყარე
–რამე ისე ვთქვი? რატო გარბიხარ?–სრულიად სერიოზული იყო
–არაფერი,პირიქით მე გამომივიდა მწარედ და ბოდიში–მხარზე ხელი დავადე,მალე თამუნა და მარიამიც გამოვიდნენ
–ანა რატო მიდიხარ? გვეგონა დღეს დარჩებოდი ჩვენთან–მოღუშულმა მითხრა მარიამმა
–დღეს არ მცალია ვერ დავრჩები,თუმცა თქვენ შეგიძლიათ წამოხვიდეთ ჩემთან–ტაში შემოვკარი
–დედა არ გამოგვიშვებს–ერთმანეთს გადახედეს
–კარგი რა მარიამ,რას ქვია არ გაგიშვებთ? თუ გინდათ წადით დიანას მე მოვუყომარებ–თვალი ჩაგვიკრა ლაშამ,დამემშვიდობა და ეზოში გავიდა სტუმრებთან.გახარებულებმა აირბინეს ნივთების ასაღებად გოგონება, ლიკამ მეც წამოვალო და სამივე ჩემთან წაოვიყვანე.მანანასაც ძალიან უყვარდა გოგონები,მათ ყოველთვის საკუთარი შვილებივით უყურებდა,რეზისაც და ნუკასაც უხაროდათ მათი მოსვლა,მხოლოდ თამარა ბებო იბზუებდა ხოლმე ცხვირს.
–როგორ მოხდა დიანამ რომ გამოუშვა გოგონები?–სიცილით მკითხა მანანამ
–დიანამ არა ლაშამ გამოუშვა–მეც გამეცინა
–როგორ არის ლევანი? ლაშაც მომენატრა რამდენი ხანია არ მოსულა ჩვენთან
–კარგად არის,ლევანს რა უჭირს
–რამდენი დღის რჩებიან გოგონები?
–შენთვის ეს პრობლემაა?
–რა სისულელეს ამბობ ანა? რა თქმა უნდა არა,ხომ იცი როგორ მიყვარს გოგონები,იმიტომ გკითხე რომ შეიძლება არ ვიყო სახლში და მათ სათანადო ყურადღბა ვერ მივაქციო
–ვიცი დედა,ვიცი
–რა გჭირს? რაღაც გაღიზიანებული მეჩვენები,დიანასთან ხომ არ იჩხუბე?
–კარგი რა დედა,როდის იყო მე დიანასთან ვჩხუბობდი? ან რა მაქვს მასთან გასაყოფი?
–აშკარაა რომ რაღაც ისე ვერ ხარ
–მშვენივრად ვარ მანანა–გავუღიმე და თავზე ვაკოცე
–ხოდა ასე ჩემო გოგო,შენ სულ უნდა იღიმოდე
–დე,ჩემს ღიმილში შენსას ხედავ ხოლმე ხო?–ისევ გამეცინა
–მეტიჩარა–მასაც გაეცინა და სამზარეულოში გავედით.
საღამო იყო,სასტუმრო ოთახში ვიყავი ბავშვებთან ერთად და ფილმს ვუყურებდით,ნუკა კალთაში მეჯდა და წკმუტუნებდა
–ნუკა გაჩუმდი–მოქაჩა რეზიმ,ამაზე ნუკამ იმხელზე მოაღო პირი,რომ მთელ პეკინს ესმოდა
ძლივს დავაწყნარე და ოთახში ავიყვანე,ამასობაში ჩაეძინა კიდეც.
–ანა
–რა იყო რეზი
–პოპკორნი მომიტანე
–მანდ არ გიდევს?
–ამას ესენი შემიჭამენ და მომიტანე მე ცალკე ჯამში
–ნუ მეტიჩრობ,ესენი კი არ უნდა თქვა სახელები აქვთ გოგონებს და ნუ ღორობ იმდენია ყველას გეყოფათ
–თქვენ ჩემი დებიც ხართ?–სრულიად უაზრო და უადგილო კითხვა დასვა რეზიმ
–რეზი დროა გაჩუმდე და დასაძინებლად წახვიდე
–როდის იყო მარტო ვიძინებდი? დედა აქ არაა ხოდა წამოდი და დამაძინე–დოინჯი შემოირტყა
–7 წლის ბიჭს დაძინება რად უნდა? თვითონ წადი და დაიძინე!–არც მე დავრჩენილვარ ვალში,ბოლოს მაინც იდენი ქნა იავნანა მამღერა.
გვიანი იყო გოგონებთან ერთად ჩემს ოთახში რომ ავედი,დაახლოებით 12 საათი იქნებოდა. ლიკას ტელეფონმა დარეკა,ცოტახანში თავისი ნივთების მოგროვება დაიწყო
–რასაკეთებ?–გაკვირვებულმა ვკითხე
–დედამ დარეკა,მძღოლი გამოგივლით და წამოდითო
–რაო?–სიმწრისგან გამეცინა
–ხო ასე მითხრა
–არსადაც არ წამოვალ! ვერგავიგე მე უფლება არ მაქვს ჩემს დათან 1 ღამე გავათიო?–წამოენთო თამუნა,მარიამმაც აუბა მას მხარი
–კარგით დაშვიდდით,ახლავე დავურეკავ დიანას
ნერვებმოშლილმა ავკრიფე მისი ნომერი
–რა ხდება?
–რა ხდება?–ვითომც არაფერიო ისე მიპასუხა
–ლიკასთვის დაგირეკავს წამოდითო
–ხო მერე?
–დავიჯერო ვერ ხვდები ?
–ვერა და იქნებ გამარკვიო? არ მაქვს უფლება საკუთარი შვილები წამოვიყვანო სახლში
–დიანა,მომისმინე ამდენი წლის მანძილზე ვცდილობდი შენთვის გამეგო და მიმეღე ისეთი როგორიც ხარ,პატივს გცემ იმიტომ რომ მამაჩემის ცოლი და ჩემი დების დედა ხარ,მაგრამ ახლა რასაც შენ აკეთებ ეს უკვე ჩემი და ჩემი ოჯახის დამცირებაა,ამას კი ნამდვილად ვერ ავიტან
–რამსიგრძე ენა გაქვს? ვიცოდი რაც იყავი,დედაშენის ასლი ხარ
–არ გაბედო და დედაჩემს მეორედ არ შეეხო,კიდევ გეუბნები ვცდილობ მაქსიმალურად თავი შევიკავო შენთან ჩხუბისგან მაგრამ შენ მიწვევ,თანაც ძალიან! ისინი ჩემი დები არიან და აქვთ უფლება ჩემტან გაათიონ ღამე
–და ვისგან აიღე ნებართვა გოგონები რომ წაიყვანე?
–ნებართვა მჭირდება რომ ჩემი დები ჩემთან წამოვიყვანო? უნებართვოდ არ წამომიყვანია ლაშამ დართო გოგონებს ნება
–ლაშასთვის კი არა ჯერ ჩემთვის უნდა ეკითხათ,მძღოლი მოაკითხავს და წამოიყვანს 15 წუთში,უთხარი არ ალოდინონ
–არასადაც არ წამოვლენ! მათ აქ უნდათ თავის დასთან დარჩენა და დარჩებიან კიდეც,შენი უაზრო პრინციპების გამო აღარ ვაპირებ მათ ნახვას თვეში მხოლოდ ერთხელ,მოგწონს თუ არა ისინი მამაჩემის შვილები და ჩემი დები არიან და ამსაღამოს აქ დარჩებიან!–გაბრაზებულმა და ჩემი პასუხით კმაყოფილა გავუთიშე ტელეფონი და გოგონებს ყველაფერი მოვუყევი
–არ გვინდა ანა ჩხუბი,ხომ იცი დედა როგორია? ის მანანა დეიდას საერთდ არ გავს
–კარგი რა ლიკა,შუა ღამე მხოლოდ იმიტომ უნდა წავიდეთ სახლში რომ დედას ანა და მანანა დეიდა არ მოსწონს? ანა ხომ ჩვენი დაა?
–ლიკა ნუ ხარ დედის კუდი!–კბილებში გაოსცრა მარიამმა და მომეხვია
–ხანდახან ისე გადის თვე ანას ვერც კი ვნახულობთ და დღეს როცა ასთან ვრჩებით უაზრობის გამო გინდა წახვიდე? წადი შენი ნებაა,ჩვენ აქ ვრჩებით,თამუნამაც ჩესკენ გადმოინაცვლა
–ლიკუნა,მომისმინე,შენ თუ გინდა წასვლა წადი,მე არ მინდა აქ ძალით გაგაჩერო–გავუღიმე და მოვეხვიე
–არ მინდა ანა წასვლა,ხომ იცი რომ აქ ყოფნა ძალიან მიყვარს,უბრალოდ არ მინდა შენი და დედას ჩხუბის მიზეზი გავხდეთ.
–შენ მაგაზე არ იდარდო,ჩვნვე მოვგვარდებით.
როგორც მოვიდა მძღოლი ისევე ცარიელი დაბრუნდა უკან,ვიცოდი დიანა ახლა როგორი გაწარებულიც იქნებოდა,თუმცა ამჯერად აღარ ვაპირებდი მისი უაზრო წიკების ატანას.ეყოს ის რაც ამდენი წელი ვუთმინე და თავი ვუხარე.
დილით ბავშვები სკოლაში წავიყვანე და მეც უნივერსიტეტში წავედი,მამამ დამირეკა ლექციების შედეგ საავადმყოფოში შემომიარე სალაპარაკო მაქვსო,ვიცოდი რაზეც უნდოდა ლაპარაკი,თუმცა ისიც კარგად ვიცოდი რომ მამაჩემი დიანას გავლენის ქვეშ არასოდეს მოექცეოდა. ლექციების ბოლოს მასთან წავედი. კაბინეტში იჯდა,რომ დამინახა გამიღიმა
–დაჯექი
–რა ხდება მამა?
–რა შეიცვალა ანა?
–რას გულისხმობ?–უცებ ვერ მივხვდი
–შენს გუშინდელ საქციელს
–აჰა გასაგებია,უკვე ყველაფერი მოგახსენა ხომ დიანამ?–გაეცინა
–მე მაგას არ ვულისხმობ–მასაც გაეცინა და სათვალე მოისხნა
–აბა?–პირი დავაღე,ახლა მართლა დამაბნია
–გუშინ ისე ადექი და წახვედი არც კი დაგვემშვიდობე
–ააა უი ხო,ვიცი ეგ ცუდად გამომივიდა,მარა ხო იცი რა დარტყული შვლი გყავს –გავეკრიჭე,ისე ამ შენს ცოლს მოუხერხო რამე და შეაგნებინო რომ გოგონები მხოლოდ ისი საკუთრება არ არის.ისინი ჩემი დებიც არიან,იცი რა გააკეთა წუხელ 12 საათზე? გივი ბიძია გამოუშვა გოგონების წამოსაყვანად
–ვიცი ანა,ამდილით მომახსენა ყველაფერი
–მერე? ამ ფაქტს ასე უხმოდ რატომ ეგუები?თვითონ არ მეუბნებოდი სულ, რომ გოგნებთან მეტი დრო გამეტარებინა?ახლა რა შეიცვალა?
–არაფერი შეცვლილა.ვიკამათეთ მე და დიანამ ამ თემაზე და ნუ ღელავ მსგავსი რამ აღარ განმეორდება
–კიდევ კარგი–ამოვისუნთქე
ცოტახანს კიდევ ვილაპარაკე ლევანთან შედეგ კი ლაშასთან წავედი სახლში.
–როგორ მოხდა გაგახსენდი?
–მარტო ხარ?–ღიმილით შევიჭყიტე სახლში
–არა ნაშობა მყავს–გაეცინა–შემოდი მარტო ვარ–გამომეცალა რომ შევსულიყავი
–სამსახურში რატო არ ხარ?სამზარეულოს მაღალ სკაზე შეოვსკუპდი და რაფას იდაყვებით დავეყრდენი
–მინდა წავალ მინდა არ წავალ,ჩემი ნება არაა?–გაეცინა
–ეგ როგორ?
–დირექტორი რო ვარ დაგავიწყდა?
–მერე რა? დირექტორებს საქმე არ აქვთ?
–დღეს არ მქონდა და ადრე წამოვედი,იქ ჯდომას სახლში ყოფნა მერჩივნა,თან ბიჭებს ველოდები და
–აა,გასაგებია,კარგი მაშინ მე წავალ
–მოიცა სად წახვალ ახლა არ მოხვედი გოგო?
–აბა ბიჭებს ველოდებიო და
–მერე რა? შენ რას მიშლი თანაც სხვათაშორის მაგ ბიჭების ხელში ხარ გაზრდილი
–ისე ამბობ გეგონება ბებრუხანები იყოთ,სულ რაღაც 5 წლით ხართ ჩემზე დიდები
–5 წელი ცოტაა გოგო?–გაეცინა
–არც იმდენად ბევრია რომ თავი ჩემზე დიდად წარმოიდგინო–კმაყოფილი დავრჩი ჩემი პასუხით
–გშია?
–არა
–ოჰ,როგორ მოხდა?
–მამასთან ვიყავი
–რაო ლევანმა?
–გუშინდელის გამო დამტუქსა
–კი იყავი ღირსი
–დედაშენმა იცი წუხელ რა ჩაატარა?
–რატო რა მოხდა?
–ვითომ არაფერი იცი?–დაეჭვებულმა გავხედე
–დიანა არ მინახავს გუშინდელის მერე,რაო რა მინდაო?–გაეცინა
–გოგონები რატომ წაიყვანეო
–მოკლედ რა–თავი გააქნია
–შენ ხომ მაინც იცი როგორ ვცდილობ მასთან ჩხუბს თავი ავარიდო?
–კაი დაიკიდე რა ვაბშე დააიგნორე ხო იცი რა ტიპიცაა
–ვიცი და ვცდილობ მაქსიმალურად
ლაშამ დღემდე ვერ აპატია დიანას მეორედ გათხოვება,ამიტომაც მათი ურთიერთობა რამდენიმე სიტყვით იფარგლება ხოლმე,მიუხედავადა ამისა მამაჩემს ძალიან დიდ პატივს სცემს.
–რთული ბედი გვხვდა წილად,თუმცა ბედნირი იმით მაინც ვარ რომ თქვენ მყავხართ–გამეცინა და მოვეხვიე
–შენ ჩემი ყველაზე დიდი შენაძენი ხარ ანუკი–ცხვირზე მაკოცა და თავი მხარზე დავადე–მართლა არ გშია?–ეშმაკურად გამომხედა
–რა გაქვს რო?–გამეცინა
–შევუკვეთოთ რამე,ან ჩავიდეთ აბაშიძეზე,კანაპეში ვჭამოთ
–აბა ბიჭები მოდიანო?
–აუ ეგ ვაბშე დამავიწყდა–გაეცინა–კაი დაველოდოთ იმათაც და მერე გავიდეთ საჭმელად
საღამომდე მათთან ერთდა ვიყავი,ბავშვობა გავიხსენეთ,შემდეგ კი ელენემ დამირეკა და ვერის ბაღში ძაღლთან ერთად გავედი,ზურას ყავდა შავი ლაბრადორი,თვითონ როცა საზღვარგარეთ იყო ყოველთვის მე ვასეირნებდიხოლმე.
–შენი სიმპატიური ძამიკო სადა?–დაეჭვებულმა გამომხედა ელენემ
–ვაიმე ელენე ტვინი ნუ გაღუნე ლაშათი,მაგას დიდი ქალები ევასება–სიცილით ვუთხარი და ძაღლს მოვხსენი ქამარი
–რა ბოროტი არსება ხარ,ასეთი სიმპატიური საახლობლო გყავს და შენი დაქალისთვის ერთიც კი არ გემეტება–თვალები დააწვრილა ელენიკომ
–შენ მიხედე შენს ერეკლეს,ენაგადმოგდებული რომ დაგზდევს,ცოდოა ბიჭი
–და შენ რასაპირებ? უფრო სწორად რას უპირებ სანდროს?
–კარგი რა ელენე,ხომ იცი სანდოსნაირი ღლაპები არ მომწონს–სიცილით ვუთხარი და ფეხით დავუყევით გზას ვაკის პარკამდე.




_____________________
ესეც ახალი ისტორია,იმედია მოგეწონებათ :)))



№1 სტუმარი nia

ძალაინ გამიხარდა შენი გამოჩენა love ისე შიგადაშიგ დანელიაზეც თუ შემოგვაპარებ როგორ არის არ იქნება ცუდი wink

 


№2 სტუმარი Black

Kargi istoriaa<3veli shemdeg tavs;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent