შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქურდი იაგუნდისფერი თვალებით (16)


20-03-2016, 17:15
ავტორი Gone With Dreams
ნანახია 5 369

წამით გაბრიელს მზერა ისე აერია,გულწრფელად შემეშინდა. გულში მეღიმებოდა მის გულუბრყვილო და ბავშვურ საქციელზე. ამხელა ბიჭი შუა სცენაზე იდგა,გაოცებული შემომყურებდა და თან ჩემი სახე თავის ხელებში მოექცია.
-ანუ ჩემთან გადმოდიხარ? _მკითხა ბოლოს არეულმა.
-რავიცი,ასე ვფიქრობდი,მაგრამ თუკი არ გინდა... _ვუთხარი გამომწვევად.
-ნინე,ჩემს ნერვებზე ნუ თამაშობ. _დაიღრინა გულედანმა და ისევ თავის მკერდს მიმაკრო. _შენ ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარე. _ჩურჩულებდა და შიგა და შიგ ყელზე მკოცნიდა. _მართლა ნინე,უზომოდ ბედნიერი ვარ.
გაბრიელს ასე ლაპარაკი არ ახასიათებდა. ყოველთვის ზედმეტი რომანტიკის და ბანალობების გარეშე მელაპარაკებოდა. სათქმელს პირდაპირ,მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მეუბნებოდა და ეს მომწონდა კიდეც. არასდროს მომწონს პატარა ბიჭუკელები,რომელიც უამრავ სასიყვარულო,ზედმეტად ბანალური სიტყვებით ანებივრებდნენ შეყვარებულებს,არადა რეალურად სულაც არ ფიქრობდნენ ასე.
გაბრიელი ჩემთვის ის ადამიანი იყო,რომელიც ყოველთვის მინდოდა,რომ გვერდში მყოლოდა. მისი თვალები უბრალოდ,სახლი იყო ჩემი. სხეულის ის ნაწილი,სადაც ყოველთვის ვპოულობდი სიმშვიდეს. გულედანს ყოველთვის უკრთოდა ის პაწაწინა სხივი იაგუნდისფერ თვალებში,რომელიც ჩემი სრული ბედნიერებისთვის,სრულიად საკმარისი იყო.
მიყვარდა და ვუყვარდი. ესეც მყოფნიდა,სხვა არაფერი მინდოდა!
ჰო,ცოტა ბანალურად გამომივიდა,მაგრამ იმას აღგიწერთ,რასაც იმ დროს რეალურად ვგრძნობდი.
როდესაც,სიმღერა დასრულდა,გაბრიელმა წელზე ხელი მომკიდა და თავისი მაგიდისკენ წამიყვანა.
-წამოდი,ვიღაც უნდა გაგაცნო...
-ახალი სიურპრიზი? _ვიკითხე გაკვირვებულმა.
გაბრიელმა უბრალოდ გამიღიმა,ლოყაზე მაკოცა და წინ გამიძღვა,ოღონდ ისე,რომ ჩემთვის ხელი არ გაუშვია.
როცა მაგიდას მივუახლოვდი,შორიდანვე დავლანდე ძალიან ლამაზი და თბილი ღიმილის მქონდე ქალბატონი,მაგრამ როცა პირდაპირ მის თვალწინ აღმოვჩნდი,იაგუნდისფერმა თვალებმა შემაკრთო.
წამით ვიფიქრე,რომ გაბრიელის დედას ვუყურებდი თვალებში,მაგრამ როცა გულედანის ნაამბობი ისტორია გამახსენდა,მაშინვე მოვეგე გონს.
-ნინე,გაიცანი ეს სოფოა-მამიდაჩემი. სოფი,ეს ნინეა. ხომ გიყვებოდი მასზე...
მსგავსებამ გამაოცა. სოფო სადღაც ორმოც წლამდე იქნებოდა,მაგრამ საოცრად ლამაზი იყო. გაბრიელის მამიდას ზუსტად გულედანის თვალები ჰქონდა,მაგრამ იერით ელენეს უფრო ჰგავდა. უფრო სწორად,ელენე ჰგავდა მას.
გაბრიელს გაკვრივებულმა გადავხედე და თვალებით ვანიშნე,შენი საქმე ცუდად არის-მეთქი.
-ძალიან სასიამოვნოა,ნინე. _გამიღიმა სოფომ და სკამი გამომიწია. _მოდი,აქ დაჯექი.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა,მაპატიეთ,ძალიან გამიკვირდა,გაბრიელს არც კი უთქვამს,რომ მამიდა ჰყავდა. _ჩავიბურტყუნე აღელვებულმა და გულედანს კიდევ ერთი გამწარებული მზერა ვესროლე.
-არაუშავს,ახასიათებს ხოლმე ასეთი რაღაცები. _მითხრა ღიმილით სოფომ.
ყველაზე მეტად ის მიკვირდა,რომ ელენესაც არ უხსენებია მამიდამისი.
სოფო დიდხანს მელაპარაკა. აღმოჩნდა,რომ კარდიო ქირურგია. ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა და კარგად გავუგეთ ერთმანეთს.
გაბრიელი მობეზრებული სახით იყურებოდა,ბოლოს წარბები შეკრა,ხელი დამავლო და წამოდგა.
-ბოდიში სოფო,მაგრამ ჩემი შეყვარებულია,შენი კი არა.
სოფოს სიცილი აუტყდა და ადვილად დამთმო.
-რომ მცოდნოდა ამდენ ხანს ილაპარაკებდით,არ გაგაცნობდი. _გაიცინა გაბრიელმა.
-რატომ არ მითხარი,მამიდა თუ გყავდა?
-დამავიწყდა. _თქვა სულ ერთიას სახით. _რას მიყურებ,მართლა დამავიწყდა..
დარბაზი ტანგოს ჰანგებმა მოიცვა. ვგიჟდები ამ ცეკვაზე. როცა ჯერ კიდევ კარგად ვცეკვავდი,ტანგო ჩემი მოწოდება იყო. მახსოვს,მე და ჩემმა მეწყვილემ ამ ცეკვით,საქართველოს ჩემპიონატი მოვიგეთ.
-ვიცეკვოთ? _მკითხა გაბრიელმა.
გაკვირვებისგან ყბა ჩამომივარდა.
-ტანგოს ცეკვა იცი?
-რა იყო,მარტო შენ კი არ დადიოდი ცეკვაზე. _მითხრა სიცილით და სცენაზე გამიყვანა.
-არ არსებობს,ცეკვავ,მღერი,ხატავ... არის კიდევ რამე,რაც შენზე არ ვიცი? _ვუთხარი ისტერიკული სიცილით.
-უფ,კოცნა ვიცი სასწაული. _მითხრა სერიოზული სახით,რაზეც სიცილი ამიტყდა.
გულედანს მარცხენა ხელი მხარზე დავადე,მარჯვენა მის ხელში მოვათავსე და მალე მისი შეხებაც ვიგრძენი წელზე.
ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
რამდენიმე მოძრაობის შემდეგ,მაშინ როცა გონს მოვედი და ბურუსს თავი დავაღწიე,შევნიშნე როგორ უბრალოდ,ზედმეტი მოძრაობების გარეშე,მაგრამ მომნუსხველად და მომაჯადოებლად ცეკვავდა გულედანი.
გული შემეკუმშა,მუხლების კანკალი ძლივს შევაჩერე,როცა ჩემი მზერა მისას შეეჩეხა. თვალი ავარიდე,რომ შუა ცეკვის დროს არ წავქცეულიყავი. ჩემი ფეხი მის წვივზე მოვათავსე და მსუბუქად ავხტი ჰაერში. ეს ჩემი საყვარელი მოძრაობაა და იმდენად ლამაზი გამოვიდა გაბრიელთან ცეკვის დროს,რომ თვითონაც გამიკვირდა.
მის მკლავებზე გადაწვენილი ვიყავი,ცალი ფეხი ოდნავ მაღლა მქონდა,როგორც ტანგოს დასასრულს შეეფერება. როცა მუსიკაც დასრულდა და დარბაზი აპლოდისმენტებმა შეძრა.
გაკვრივებული თვალები გაბრიელს მივანათე,მან კი გულში ჩამიხუტა და მსუბუქად მიჩურჩულა ყურში.
-შენს თავს გეფიცები,კინაღამ ხელებიდან გამივარდი, ისეთი საოცრება ხარ!
სიცილი ამიტყდა,მაგრამ როცა ჩვენკენ მომავალი მაგდა და სანდრო შევნიშნე,თავი შევიკავე.
-ეს რა ქენით,ტო! შოკში ვართ ყველა,ამას მიმალავდი შე*ემა? _სიცილით იკითხა სანდრომ და გაბრიელს მხარზე ხელი დაჰკრა.
-გაბრიელ,ძალიან მაგრად იცეკვე! _გაოგნებულმა მაგდამ გულედანი გადაკოცნა და მერე მე გადამეხვია. _შენ რომ ძალიან მაგარი იყავი ვიცოდი,მაგრამ ეს თუ ასე ცეკვავდა,ვერ წარმოვიდგენდი.
-შენ კი არა,მაგას ვერც მე წარმოვიდგენდი. _ვთქვი სიცილით. წრეს დემეტრეც შემოუერთდა.
-ყოჩაღ ბავშევბო,ძალიან მაგრები იყავით. _გვითხრა ღიმილით.
მალე გიგაც გამოჩნდა და გაბრიელს მიუბრუნდა.
-მე რომ გეხვეწებოდი,ორი წლის წინ ,მეცეკვე ტანგო-მეთქი,მაშინ არ იცოდი და ახლა რა გეტაკა? _იცინოდა გიგა.
-გიგა,მაშინ მთვრალი იყავი და შენი შეყვარებული-ნათია გეგონე,ასე რომ ტანგოს ფიზიკურად ვერ გეცეკვებოდი,ეგრე ვერ გავრისკავდი. _სერიოზული სახით უპასუხა გაბრიელმა,რაზეც ყველას სიცილი წაგვსკდა.
-შენ ჩვენს შორის არსებული გრძნობები ჩაკალი. _ამრეზით უთხრა გიგამ და მაგდას ამოეფარა,რომ გაბრიელის მოქნეული მუშტა აეცილებინა. _ჰაა,ფრთხილად,დედოფალია ბიჭო!
ქორწილი ყველანაირი ჩხუბის და კონფლიქტების გარეშე მიმდინარეობდა,ზუსტად ისე,როგორც ჩვენ ვგეგმავდით.
გულედანი მთელი საღამოს განმავლობაში ხელს არ მიშვებდა. როცა ტორტის გაჭრის დრო მოვიდა,ყურში მიჩურჩულა.
-აბა,როდის ბარგდები?
-იმ კვირის ბოლოს ალბათ. _ვუთხარი და გავუღიმე.
-რა იმ კვირის ბოლოს,კვირაა დღეს. _მითხრა წარბებშეკრულმა.
-ჰოდა,რა გინდა,იქით კვირას გადმოვალ.
-ხომ არ გაგიჟდი,რათ გინდა ბარის ჩასალაგებლად ერთი კვირა. _შემიბღვირა გულედანმა.
მართალს ამბობდა. არ მჭირდებოდა ერთი კვირა,მაგრამ მომწონდა,რომ ვაწვალებდი. ამ დროს ძალიან საყვარელი იყო.
-მე ქალი ვარ და ყველაფრისთვის დრო მჭირდება. _ვუთხარი ამაყად.
-მოგხვდება ნინე! _დამემუქრა გაბრიელი.
-ნუ ხარ სულსწრაფი. _სიცილს ძლივს ვიკავებდი.
-აუ,როგორ მიშლი ნერვებს შენ ხო აზრზეც არ ხარ. _დაიღრინა გულედანმა. _მაგრამ,დამაცადე,აგინაზღაურებ,რომ გადმოხვალ. _ბოლო წინადადების თქმის დროს,ცალყბად ჩაიცინა.
უკვე დილის სამი საათი იყო. ფეხები საშინლად მტკიოდა მაღალქუსლიანებისგან,ამიტომ გაბრიელს მანქანიდან კედები მოვატანინე და მშვიდად მოვირგე ფეხზე. მე და გაბრიელი მაგიდის კუთხეში ვისხედით. გულდენი ოდნავ გაწოლილიყო,თავი ჩემს კალთაში ედო და ბედნიერი ღიმილით უყურებდა სანდროს და მაგდას.
-აუ ტორტი მინდა. _მაცდური ღიმილით მითხრა გულედანმა.
-დაიცადე,ახლავე მოვიტან. _ვუთხარი და რამდენიმე წუთში ორი თეფშით ხელდამშვენებული დავბრუნდი უკან.
გაბრიელმა ღიმილით გამომართვა. სწორედ ამ ღიმილის გამო უნდა მცოდნოდა,რომ რაღაც მზაკვრულს მიმზადებდა.
-მადლობა. _მითხრა მან,თავი ისევ ჩემს კალთაში მოათავსა და ტორტს გემრიელად შეექცა.
რამდენიმე წუთში გაბრიელმა დამიძახა.
-ნინე,ერთ წამს დაიხარე,რაღაც უნდა გითხრა.
თეფში მაგიდაზე დავდე,გაბრიელისკენ დავიხარე და გონზე ვერ მოვედი,ისე სწრაფად დამახატა გაბრიელმა „კრემის ულვაშები“.
-ეს იმისთვის,რომ მაბრაზებ! _მითხრა ჩვეული ღიმილით.
ბრაზი ყელში მომაწვა და მაშინვე საპირფარეშოში გავვარდი. გაბრიელი სიცილით მომდევდა უკან.
შესასვლელში დამიჭირა და უკან მომაბრუნა.
-კარგი,არ გამიბრაზდე რა! _სიცილით თქვა.
ხელი გავაშვებინე და საპირფარეშოში შევედი. მინდოდა გაბრიელისთვის მეყვირა,მაგრამ სარკეში ჩახედვისთანავე სიცილი ამიტყდა.
ისეთი სასაცილო სანახავი ვიყავი,ულვაშებით,რომ ვერ ვჩერდებოდი. მე და გაბრიელი ორ ხმაში,გაუჩერებლად ვიცინოდით,მანამ სანამ ოთახში ელენე არ შემოვიდა.
-ვაჟბატონო,ეს ქალების ტუალეტია. _თქვა ელენემ,მაგრამ როცა მე შემომხედა,გაეცინა. _ვაიმე,ნინე,რა გჭირს?
-შენი ძმის ნამოქმედარია.
ელენემ მაკიაჟი შეისწორა და სიცილ-სიცილით დაგვტოვა მე და გაბრიელი.
გულედანი მომიახლოვდა.
-მოდი მოგწმინდო. _მითხრა ღიმილით.
სერიოზული სახით მათავისუფლებდა კრემისგან. თვალები უკრთოდა,არ ვიცი რისგან. ბედნიერებისგან,სიყვარულისგან თუ სიხარულისგან?
ერთი ვიცოდი. მისი ასეთი მზერის მიზეზი მე ვიყავი. მე და სხვა არავინ!
გაბრიელის თვალები მე მეკუთვნოდა.
ის ლამაზი ფერიც,ასე დაუნდობლად,რომ შემომეჭრა გულში,ჩემი იყო.
ისე ღიმილიც,თავს რომ მაკარგვინებდა.
გამეღიმა,მართლა გულწრფელად გამეღიმა.
მე გულედანი თავდავიწყებით მიყვარდა!
^ ^ ^
ქორწილი მშვიდობიანად დასრულდა. ლამაზი კადრები და მოგონებები,ჩემი დისა და სიძის ლაღი ღიმილი და ბედნიერი სახეები ,ღრმად ჩამებეჭდა გონებაში.
ჩემი და გაბრიელის ტანგო.
ჩემი კრემისგან მოთხვრილი სახე.
გაბრიელის საოცარი მზერა და თვალები.
თორნიკესა და ელენეს სიყვარულით სავსე მზერა ერთმანეთის მიმართ.
დემეტრეს გულწრფელი ღიმილი დების ბედნიერად დანახვისას.
გიგას სიცანცარე და ლევანისა და თეას გაუჩერებელი კინკლაობა.
ეს ყველაფერი იმდენად სასაცილო,ლამაზი და ლაღი დასამახსოვრებელი იყო,რომ ვერასოდეს,ვერავინ ამომიშლის გონებიდან.
ჩემი სამეგობრო წრე,ჩემი ოჯახი და ჩემი საყვარელი ადამიანი,მართლა ბედნიერ ზღაპარს ჰგავდა.
^ ^ ^
ქორწილის მეორე დღეს მაგდა და სანდრო გოაში გავაცილეთ თაფლობის თვის გასატარებლად. ჩვენ კი ჩვეულ რიტმში გავაგრძელეთ ცხოვრება.
გაბრიელთან გადასასვლელად ყველაფერი მზად მქონდა. ბარგიც ჩავალაგე და ოჯახის წევრებს თუ მეგობრებსაც ველაპარაკე.
მოკლედ,მზად ვიყავი,მაგრამ რატომღაც დროს ვწელავდი. მინდოდა გაბრიელს ცოტა ეწვალა.
მის რეაქციებზე ჩუმად მეცინებოდა.
წარბებს გაბრაზებული კრავდა და პატარა ბავშვივით მებუტებოდა ხოლმე.
ბოლოს მითხრა,აღარაფერს დაგაძალებ,როგორც შენ გინდა ისე მოიქეციო. მაშინ მივხვდი,რომ ცოტათი ზედმეტი მომივიდა და უაზროდ მოვიქეცი.
გაბრიელთან ყოფნის სურვილს მთლიანად მოვენუსხე,მე კიდევ რაღაც ბავშვური ხრიკებით ვირთობდი თავს.
ერთ დღესაც,როცა დემეტრე სახლში დაბრუნდა,მშვიდად დაველაპარაკე და ავუხსენი,რომ იმ დღესვე მივდიოდი გაბრიელთან.
ველოდებოდი,ოდნავ მაინც მოიწყენს ჩემი წასვლის გამო-მეთქი და გული მწყდებოდა,მაგრამ დემეტრემ სანაცვლოდ გამიღიმა და მითხრა.
-რახან,შენ მაგ აზრამდე მიხვედი,რაღა მიჭირს აწი!
ჩემი ოთხივე ჩემოდანი ძლივს ჩავტენეთ მანქანაში და გაბრიელისკენ მიმავალ გზას დავადეგით. დემეტრემ ჩემოდნები სახლის კართან დატოვა.
-შეგატანინებ. _მითხრა.
-არა,არა,ჩემით მოვახერხებ! _ვუთხარი და დავემშვიდობე.
როცა დემეტრე თვალს მიეფარა,ქოთნიდან გასაღები ავიღე და კარი ფრთხილად გავაღე.
ვიცოდი გაბრიელი სახლში იყო,წინა დღეს ბათუმიდან გვიან დაბრუნდა და დარწმუნებული ვიყავი ეძინებოდა.
კარის გაღების შემდეგ,ოთხივე ჩემოდანი ძლივს შევაგორე სახლში და საძინებელში ფეხაკრეფით შევედი.
როცა წელს ზევით შიშველი,მშვიდად მძინარე გულედანი დავინახე,ბაგეები გულწრფელმა ღიმილმა გამიპო და მივხვდი,რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი და დაუვიწყარი ეტაპი იწყებოდა!



№1  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ვგიჯდები მე შენზე მიყვარხარ მიყვარხარ საშინლა მიყვარხარ მომაჯადოვე მე შენ love

 


№2  offline წევრი შამხათი

ვაიმეეეე, გული გამისკდა სიხარულით რომ დავინახე ეს ისტორია. მიყვარს, მიყვარს! ძალიან კარგი ხარ love

 


№3 სტუმარი მზიკო

ვგიჟდები ამ ისტორიაზე აი ძაან მაგარია და შენც ძაან მაგარი ხარ მაგრამ მეშინია ეხა ვიღაც მესამე არ გამაჩინო

 


№4  offline წევრი Pepper

როგორ მიყვარს ეს ისტორიაააა <3
ვგიჟდები უბრაააალოდ !
უსაყვარლესები არიან
ძალიან გამეხარდა ნინე რომ გადავიდააა
ველოდები შემდეგ თავსს

 


№5  offline წევრი natia-natia

Ara ra magaria male dadera

 


აი რა მაგარია რა ყოჩაღ მაგრამ შეიძლება ასეთი კარგი თავებისთვის ამდენი ხანი ლოდინი? ისე ველოდები ამ ისტორიის თავებს რომ არ ვიცი რა რაღცნაირი თბილი და კარგი ისტორიაა გთხოვ ეცადე აღარ დაიგვიანო
--------------------
romantikosi mwerali

 


№7 სტუმარი nino k.d

cudi araferi moaxdino da ar gaabanaluro

 


№8 სტუმარი Teo...

Rakargia male dadevi ra gtxov.

 


მეამაყები რა!

 


№10 სტუმარი N.B

vaime ra magari iyo, martla ar gamoacgino vinme mesame ar gamagijo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent