პოლიტიკის თეორია [ნაწილი მერვე]
VIII. კედელს აკრობილმა, ხელები მოვუსვი კედლის ზედაპირს და შუქის ჩამრთველს მივაჭირე თითი. ჰოლი განათდა და ახლა უკვე ნათლად ვხედავდი ჟორჟოლიანის თვალებს, რომლებშიც ნაპერწკლები ღვივდებოდნენ. მიყურებდა შეშლილი სახით და პირზე იმდენად ძლიერად მიჭერდა თითებს, მეგონა, რომ აიღებდა ხელს, ყველა კბილი თანმიმდევრობით ჩამომცვივდებოდა. მის თავსაც დავაკვირდი, ალბათ, გადაივლო, რადგან კომბოსტოები აღარ ელაგა ზედ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან ლაღად ვიყავი, ყველაფრის მიუხედავად. თითქოს ვხვდებოდი და ვგრძნობდი, რომ არაფერს დამიშავებდა ჟორჟოლიანი. უფრო სწორად, ვერაფერს. მის თვალებში სიეშმაკე იკითხებოდა, თუმცა ბოროტება არა. მას არ შეეძლო ჩემთვის რამის დაშავება, რადგან ჯერაც თბილოდა მის აურაში. – ძალიან, ძალიან ღრმად შეტოპე! – დაიჩურჩულა ჩემს ყურთან. ვიგრძენი, როგორ მშორდებოდა მისი ტორი ტუჩებიდან ნელ–ნელა. თავისუფლებას ვგრძნობდი და, სანამ შემეძლო, ჰაერს ვისრუტავდი. – გინდა, რომ მოგკლა? – დაურბილდა ტონი, მაგრამ ჯერაც ბრაზისგან უელავდა თვალები. – მითხარი, გინდა, რომ ყველაფერი წაგართვა? – დაიყვირა. მინდოდა თუ არა, შევხტი და უეცრად კანკალმა ამიტანა. მან იცოდა, ორსულად რომ ვიყავი და ზუსტად ვიცოდი მეც, საით უმიზნებდა. – არაფერი არ მინდა, მხოლოდ შემეშვი! – ამოვღერღე ძლივს. – შეგეშვი, მაგრამ შენ ვერ მეშვები, როგორც ვხედავ! – დაიღრინა. – მე მოვედი შენ სახლთან მთვრალი? როდესმე გინახივარ შენთან მოსული? – გავთამამდი. ძალიან გამომწვევად მიყურებდა ტუჩებზე. ვხვდებოდი, არც მისმენდა რას ვამბობდი და ძალიან მაღიზიანებდა ეს. თვალები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს, რომ ღრმად ჩამესუნთქა და ძალები მომეკრიბა, მაგრამ ჟანგბადის ნაცვლად, ოდნავ შეხსნილ ბაგეებზე, მისი ტუჩების სიცხელე შევიგრძენი და ერთიანად გამაკანკალა. დაიწყო ნაზად და უცებ გაქაჯდა. მის მკვეთრ მოძრაობებზე, მინაბული თვალები გავახილე და ხელებით გულ–მკერდის არეზე მივაწექი. ვეცადე დამეძრა, მაგრამ ვერ შევძელი, ის ჯერაც გაშმაგებით მკოცნიდა. ბოლოს ისევ ნაზ კოცნაზე გადავიდა და ისევ მიმენაბა თვალები. უკვე ვკანკალებდი, ისე მომწონდა მისი ასეთი სათუთი და ამავდროულად მომთხოვნი კოცნა. და უცებ მომშორდა. მეგონა ისევ იერიშზე გადადიოდა და თვალები გავახილე. მის ღიმილიან სახეს რომ წავაწყდი, ყველა ნაწილი ამეწვა ერთიანად. ირონია დასთამაშებდა მთელ სახეზე. ბრაზისგან გავიბერე. ამ კოცნაში არაფერი ყოფილა ის, რაც მინდოდა ყოფილიყო, გულის ძალიან ღრმა ნაწილებში. – გემრიელი ტუჩები გაქვს, „ანგელოზო“, – მითხრა და ცერა გადამატარა ქვედა ტუჩზე. უხეშად მოვიშორე მისი ხელი ჩემი სახიდან. – აღარ გაბედო! – დავიჩურჩულე აბსოლუტური სიმკაცრით. – ღმერთმა დამიფაროს! – პირჯვარი გადაიწერა. გამეცინა, ავხარხარდი. – ათეისტი მაინც არ იყო! მერე მასაც გაეცინა, ზურგი მაქცია და წავიდა. როგორც კარი გაიხურა, ძალაგამოცლილი ჩავცურდი კედელზე, მუხლებს ხელები შემოვხვიე და ავტირდი. ჩემს ბედს მევე დავცინოდი. და განა მიღირდა? – საახალწლოდ არ ჩამოხვალ? – ვკითხე ნუცას, რომელსაც სკაიპში ველაპარაკებოდი. – უი, ეგ კარგი გამახსენე! თეკლამ დამირეკა იმდღეს... – ხმას დაუწია. – რაო, რა მინდაო? – ფორთოხალსა და დანას გადავწვდი, გათლა დავიწყე. – წვეულებას მართავს საახალწლოს და რომ არ მოხვიდეთ შენ და ლილი, ძალიან მაწყენინებთო, – სიტყვა გაწელა. – კარგი ერთი, ჯერ შენი ძმა გააძევე და მერე იხილავ ლილისო! – ხო რავი, შენ ვერ დაგიკავშირდა ვერაფრით. – ანუ, ჩამოხვალ? – ვნახოთ. ვაკოს გარეშე ვერ ჩამოვალ... – მერე ვაკოს პრობლემა აქვს რამე? – გამიკვირდა. – მუშაობს და არ ვიცით, მისცემენ თუ არა შვებულებას. ერთი დღის გამო ხომ ვერ ჩამოვალთ? – ნუ ხო, ეგეც არის. სიგარეტის კოლოფი ავიღე. – რას აკეთებ? – სიმკაცრით წამოიყვირა. – ვეწევი, ნუცა, – გამეცინა. – დაგავიწყდა, ორსულად რომ ხარ? – გაბრაზდა. – იშვიათად ვეწევი, რა იყო... – გული დამწყდა. – არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ხშირად ეწევი, მაინც მავნებელია ბავშვისთვის! ეს შვიდი თვე მაინც გადააგდე, რა გაგიჭირდა ასეთი? რა გინდა, ბავშვიც აღარ გყავდეს? ამოვიფრუტუნე და ნაგვის ურნის მიმართულებით ვისროლე სიგარეტი. – რას შვება ვაკო? – ვკითხე სიტუაციის განმუხტვის მიზნით. – მუშაობს და არის მასე... – ამოიხვნეშა. – დილით მიდის, საღამოს მოდის, იშვიათად ხომ ვხედავ, მაგრამ ისეთი თბილია... – თვალები გაუბრწყინდა ბედნიერებისგან, ცუდი კამერის იქეთაც კი დავინახე. – ძალიან მიხარია, მასე თუა... ახალი წლის წინა დღეს უცხო ნომერი შემოვიდა ჩემს ტელეფონზე. ვუპასუხე. თეკლა აღმოჩნდა. შემახსენა, რომ წვეულებაზე ვიყავი დაპატიჟებული და ძალიან ეწყინებოდა, რომ არ მივსულიყავი. – თეკლა, არ შემიძლია რა, – ვუთხარი დარცხვენით. – კაი, რავი. ძალიან მაწყენინებ. გმადლობ, – ჩამძახა მკვახედ. ამოვიხვნეშე. – კარგი, კარგი, მოვალ! ახლა ნაკლებად მჭირდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ჩემზე განაწყენებულები იქნებოდნენ, მითუმეტეს კი ჩემი ძველი მეგობრები. არ შემეძლო ამდენი ადამიანი ამემხედრებინა, მეც გამაჩნდა ბოლოს და ბოლოს თავმოყვარეობა. ეს ხალხი ჯერაც პატივს მცემცა და მეც ზუსტი თუ არა, მსგავსი ჟესტით უნდა მეპასუხა. – მიყვარხარ. ხომ იცი, წყნეთში, ჩემ აგარაკზე, – გამხიარულდა ქალბატონი ჟორჟოლიანი. – ოქეი. – გკოცნი, – თქვა და კოცნის იმიტირება მოახდინა. – მეც, – გამეცინა და გავუთიშე. რამდენიმე წუთი იყო გასული მხოლოდ, კარზე რომ დამიკაკუნეს. ოღონდ ახლა ვინმე ნათესავი არ ყოფილიყო, ყველაფერს მივცემდი. მაგრამ ჩემს ბედრს რა ვუთხარი... გავუღე და პარკებით დატვირთული ნატა შემრჩა. – დედა, რა არის ეს? – ეჭვნარევად შევათვალიერე. – შენ რამის მომმზადებელი ხარ? – დაიქოქა და სამზარეულოსკენ წავიდა. – დე, არ ვხვდები სახლში, რა საჭიროა? – სამზარეულოს კარის ჩარჩოში დავდექი და უაზროდ მივაშტერდი. – ჰო? სად მიდიხარ? – გამომხედა და დახლზე შემოდო პარკები. – თეკლასთან, – ლაკონურად გავეცი პასუხი. უფრო შეიცხადა. – არ გეყო, რაც თავისმა ძმამ გაგიკეთა? კიდევ გინდა? – დამაყარა. – აღარაფერს გააკეთებს, მორჩა, – მხრები ავიჩეჩე და ხილი ამოვალაგე პარკებიდან. – წვენს დალევ? უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია. მე ერთმანეთში ავრიე რამდენიმე სახეობის ხილი და წვენი მოვიმზადე. – მშვენიერი ორსულობა გაქვს, – ღიმილით გადმომხედა ნატამ. – სიგარეტი გადააგდე? – ხო, დედა, აბა რა ვქენი? – საპასუხოდ გავუღიმე. – კარგი გოგო ხარ! გამეცინა. – ისე მელაპარაკები, თითქოს ისევ ოცი წლის გოგო ვიყო. – თორემ ორმოცს რომ მიუკაკუნე ხომ შეგეცვალა თავში რამე! – დანანებით გადაიქნია თავი. – გჯერა? – გამეღიმა და სიგარეტის კოლოფი ავაცალე. – აკი არ ვეწევიო? – გაცეცხლდა ნატა. – ერთი ღერი არაფერს ავნებს, – მოვუკიდე. – რა უნდა მჯეროდეს? – ვერ მიმიხვდა კითხვას. – რომ ამხელა ვარ... მალე ოცდამეთექვსმეტე წელს ‘ვიზეიმებ’. – არ მჯერა, არა. – არც მე მჯერა, რომ შენ მალე ბებია გახდები. – ბებია არა, მეორე დედა ვიქნები! – შეიფერა და მოუკიდა სიგარეტს. შუა დღეს გადაცილებულიყო, ნუცამ რომ დამირეკა, ჩამოვედი და სახლში ხარო? ნატა ჯერაც ჩემთან იყო. – ნატ, ვაკო და ნუცა მოდიან, – ვუთხარი, როგორც გავუთიშე ნუცას. – ვაკოც? – თავი გაიქნია. – ხო. – წავალ მაშინ მე, – წამოდგა და ჩანთა აიღო. – გამოსწორდა, იცი? – დავაწიე სიტყვა წასულს. – ვერ დამაჯერებ... – გაიცინა და წავიდა. ისეთი საცობები იყო, ერთი საათი მოანდომეს ჩემამდე მოსვლას. ვაკო არ მოიყვანა, უფრო სწორად, თვითონ არ მოვიდა. ძმაკაცების სანახავად წავიდაო. დრო ვიხელთე და მაღაზიებში წავიყვანე ნუცა. – იქიდან ისეთი არეული წამოვედი, ვერავისთვის მოვახერხე საჩუქრის ყიდვა.. ჰოდა, რაც მოგეწონება, მითხარი! – გავაფრთხილე წინასწარ და ტაქსს ვანიშნე – აქ გააჩერეთ–მეთქი. – ლილი, მაბრაზებ. რა ლაპარაკია? – შემომიტია თავისი ჯიუტი ხასიათით. – ნუ, რაც არის, არის. გითხარი, – თვალი ჩავუკარი, ხელი ჩავკიდე და ხალხში გზის გაკვლევას ვეცადე. მესმის, რომ ახალი წლის წინა დღეა, მაგრამ რა იციან ეს გარეთ გამოშლა შუა დღისას, სახლში საქმეები არ აქვთ?! მე კაბა უნდა მეყიდა. ხომ ვიცოდი, რომ კოკა იქ იქნებოდა. ჰოდა, ძველი კაბით ვერ წავიდოდი. თანაც ზედმეტად სამონაზვნო სამოსი მქონდა. ამერიკაში არაფერი მიყიდია თითქმის. რამდენიმე მაღაზია ისე გავიარეთ, რომ ვერც ნუცას მოსაწონი ვნახეთ რამე და ვერც ჩემი. არ შემეძლო ეს ამდენი სიარული, ასაკი უკვე საგრძნობლად დამჩნეოდა, თანაც მუცლით ბავშვს ვატარებდი და ეს იწვევდა ჩემს უსწრაფეს ქანცვას. განა ორი თვის ბავშვი რა ისეთი წონისაა, მაგრამ ორსულობა ჩემს ასაკში მაინც რთული აღმოჩნდა. ისევ იმ ადგილს ჩავუარეთ... ადგილს, სადაც პირველი დაჯახება განვახორციალეთ მე და ჟორჟოლიანმა. ინსტიქტურად შევჩერდი და ღრმად სუნთქვა დავიწყე. კაშნემ სული შემიხუთა და სწრაფად მოვიძრე კისრიდან. ყრუდ მესმოდა ნუცას კივილი, რომელიც გონზე მოსვლას მომიწოდებდა. არ ვიცი რატომ დამემართა ასეთი რაღაც, მაგრამ ფაქტია, რამდენიმე წუთით ვერაფრის გააზრებას ვერ ვახერხებდი. – გოგო, შემომხედე! – სულს მიბერავდა ნუცა. უმოწყალოდ ავხედე, ცრემლები მოვიწმინდე და გავუღიმე. – მაპატიე... გავსწორდი. მიწაზე დაგდებული კაშნე ავიღე, გავასუფთავე და ჩანთაში ჩავტენე. – რა დაგემართა? წყალი გინდა? – დაბნეული იყო ნუცა. – არა, ნუც, წავიდეთ. ნახე, იმ მაღაზიაში ისევ რა კარგი კაბა იყიდება, – თავით ვანიშნე ქუჩის მოპირდაპირე მხარეს არსებულ მაღაზიაზე. ჩემმა საქციელმა ჭკუიდან გადაიყვანა ნუცა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. იცოდა, რაც მოხდა და ხვდებოდა, რის გამოც დამემართა ყოველივე. ჩემთვის კაბა ვიყიდე. ძალიან სადა და ამავდროულად გამომწვევი. თითქმის ჩვეულებრივი კაბა იყო. თითქმის. მე კი ზედმეტად მომწონდა და ვიცოდი, სხვასაც მოეწონებოდა. ნუცას რაღაცები მოეწონა, მაგრამ ხმამაღლა არაფერს ამბობდა. თითქოს მე, მისი მთელი ცხოვრების დაქალი, ვერ გავიგებდი რა მოეწონა. ჰოდა, უთქმელობისთვის „დავსაჯე“ და კაბასთან ერთად საათი ვუყიდე, ასე ძალიან რომ მოეწონა. თერთმეტის ნახევარზე მოგვაკითხა ვაკომ. თერთმეტზე უკვე აგარაკზე ვიყავით. ხალხი ეზოშიც კი ირეოდა, ძირითადად წყვილები ეტმასნებოდნენ ერთმანეთს. ნაცნობი რომ ვერავინ დავლანდეთ, პირდაპირ სახლში შევედით. აქამდეც არაერთი წვეულება გაუმართავთ ჟორჟოლიანებს წყნეთის აგარაკზე, მაგრამ ეს იყო ბევრად საოცარი, ვიდრე სხვა დანარჩენი. ნაკლები ხალხი, ნაკლები ღრიალი და მეტი ინტელიგენცია. თეკლას ძებნა არც დაგვიწყია, თვითონ შეგვამჩნია. – ლილი! ნუცა! – წამოიკივლა და გამოგვექანა. იმდენად ეფექტური დახვედრა იყო, ყველამ ჩვენ შემოგვხედა. ჩემდაჭირად, მგონი ყველას თან ჰქონდა აპარატი, ერთდროულად ააჩხაკუნეს. – დამაცადეთ, გავიღიმებ მაინც! – ვუთხარი ჩემს გვერდზე მდგომ რამდენიმე გოგონას ბრაზით. ერთმანეთს რაღაც უჩურჩულეს, ზურგი მაქციეს და მიხვრა–მოხვრით გამშორდნენ. გაუთლელები:) – როგორ გამიხარდა, რომ მოხვედით! – აღნიშნა შედარებით დაბალ ხმაზე და გადაგვეხვია. – ვაკო, ხო? – ახედა მამაკაცს. – კი. – თეკლა, – ხელი გაუწოდა. – სასიამოვნოა, – ნაზად ეამბორა. ჩამეცინა და მაგიდისკენ დავიძარი, რამე ძლიერის ასაღებად. ხომ ვიცოდი, რომ გამოჩნდებოდა კოკა, ჰოდა, ცოტა შეზარხოშებული უნდა დავხვედროდი, თორემ ვერ გადავიტანდი. – მოგკლავ. სულ არ ფიქრობ ბავშვზე ხო? – ნუცა მომიახლოვდა, გვერდში ამომიდგა და მაგიდიდან ვისკი აიღო. – ნუ ხარ ასე ჩაციკლული რა.. ერთი–ორი შემთხვევა არაფერს ავნებს ბავშვს, – გავუღიმე. ამოიხვნეშა. – ნუ ნერვიულობ, არ მივცემ კოკას მოკარების უფლებას. გამეღიმა და კიდევ ერთხელ მოვსვი წითელი ღვინო. – იცი? მინდა დაველაპარაკო, ადამიანურად და სახეში მივახალო, რომ არაკაცია, რომ მომაბეზრა უკვე ყველაფერი... – ჭიქა დავდე, მაგიდას ორივე ხელით დავეყრდენი და ღრმა სუნთქვა დავიწყე. – კარგად ხარ? – შეშინდა ნუცა. – ჰო, კარგად... – გავსწორდი და შუბლზე ხელი მივიდე. – საპირფარეშოში გავალ. თავბრუ ძალიან მესხმოდა და ნაბიჯები ერთმანეთში მერეოდა. გამომყვა ნუცა. გვერდით ამომიდგა და ხელზე ძლიერად ჩამჭიდა. – არ ინერვიულო, ორსულობის ეფექტია... – ჩურჩულებდა და მამშვიდებდა. – არ ვნერვიულობ, – გავეცი პასუხი ხმის კანკალით. სასმელი უკან ამოვიღე. ღმერთო, რატომ არ წამოვიღე კბილის ჯაგრისი? ამ ერთმა ‘ინციდენტმა’ იმდენად ჩამაშხამა მთელი საღამო, რომ, როცა ხალხი გარეთ მრავალფერ ფეიერვერკს უშვებდა, ასე რომ მიყვარდა, მე ერთ–ერთ ოთახში მოვკალათებულიყავი პუფში, თბილი პლედით და ტელევიზორს უინტერესოდ მივჩერებოდი. – შეიძლება ჩემს ოთახში შემოვიდე? – კარის ჭრიალს თან ერთო ჟორჟოლიანის ხმა და ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმაც უცებ დამიარა. გავხედე უემოციო სახით. შევათვალიერე და ამ თვალიერებაში მოვტვინე, რომ უნდა გავსულიყავი. წვალებით წამოვდექი და კარს მივუახლოვდი, რომელშიც შეუვალი ჟორჟოლიანი იდგა. – გამატარე და მერე სულ შენი იყოს, – ვუთხარი უხეშად. – ვინმემ გაწყენინა, ‘ანგელოზო’? – ჩაილაპარაკა გამომწვევად, ოღონდ კარის ჩარჩოში არც კი შერხეულა. – გაგიკვირდება და, შენი საქმე არაა! – ავხედე და ჯიქურად თვალებში მივაშტერდი. – უი, მე გაწყენინე? – ირონიამ მთელ სახეზე გადაურბინა და ჩემკენ წამოიწია. ინსტიქტურად უკან დავიხიე, თუმცა ვერ გავაცნობიერე მისი რეალური მოტივი. ჩემი უკან დახევით ტერიტორია მოიპოვა და კარი დაკეტა. მის საქციელზე სერიოზული ისტერიკა მეწყებოდა. – გამიშვი, კოკა, არ ვარ შენ ხასიათზე! – ჩავილაპარაკე წყენით. მისი სიეშმაკით ანთებული თვალები შედარებით ჩაქვრა. – კარგად ხარ? – ახლაღა დააკვირდა ჩემს ფერდაკარგულ სახეს. – არა, არ ვარ, მაგრამ არ გეხება შენ ეგ! – გაბრაზებულმა ავარიდე თვალი და კარისკენ წავიწიე. წინ გადამეღობა. – რატომ არ მეშვები? – დავუსვი გულწრფელი კითხვა, აქამდე რომ სულ მიტრიალებდა თავში. დაფიქრდა. – არ ვიცი, – მიპასუხა გულწრფელად. – არა, იცი! – რომ გეუბნები არ ვიცი, ესეიგი არ ვიცი! – გაბრაზდა. – გარეთ რატომ არ ხარ? – კიდევ ერთი ლოგიკური კითხვა დავსვი. – ახლა მოვედი, პლიუს ამას, არ ვგიჟდები მსგავს ‘მასხრობებზე’, – მხრები აიჩეჩა. – უი, სულ დამავიწყდა პრეზიდენტის მილოცვა მენახა... – ახლა მე მოვედი ირონიის ხასიათზე. – გადავახვევ, დაიც. პულტისკენ წავიწიე, მაგრამ მისმა გრძელმა ხელებმა მაჯობა, აიღო და სულ სხვაგან გადართო. ერთ–ერთ მუსიკალურ არხზე, რომელზეც, ჩემდა და თქვენდა გასაკვირად, საახალწლო მუსიკა არ გადიოდა. – მეცეკვები? – შემომხედა თვალებში და პასუხის გაცემა არ დამაცადა, ისე შემომჭდო წელზე ხელები და ჩემ კისერში კომფორტულად ჩარგო თავი. – ისეთი საოცარი სურნელი გსდევს... – არ დაუმალავს ის, რაც იმ წამს იგრძნო. – წეღან ვაღებინე... – ირონიით წარმოვსთქვი და მკერდზე მივადე თავი, მინდოდა თუ არა ეს, სხვა გზა არ დამრჩენოდა, ისე მეხუტებოდა, წელი ამტკივდა დისტანციურად დგომით. – ხო? სულ არ გეტყობა... – პათეტიკურობა ერია ტონში. – არ მოგბეზრდა ამდენი თამაში? – არ ვთამაშობ, ლილი. რაღაცნაირმა შეგრძნებამ დამიარა. არა, არ იყო ეს კარგი, მაგრამ არც ცუდი შეგრძნებების რიგში იდგა. – ახლა არა, – დაამატა და ყელში მაკოცა, ძალიან, ძალიან ნაზად. მუცელში ბურანში მყოფმა პეპლებმა გაიღვიძეს და შუა ზამთარში გაზაფხულის დადგომა მამცნეს. უამრავ ქაოსს, რომელიც შემში იყო და არა გარეთ, ახლა ესეც დაერთო. რა თამაშს მეთამაშებოდა ჟორჟოლიანი? – ეს კითხვა ცხოვრებისეულ ამოცანად დამესახა, რომლის ამოხსნას დიდი ხანი უშედეგოდ ვცდილობდი. *** ძალიან მახარებთ თქვენი თბილი სიტყვებით. მიყვარხართ და არასდროს დამენანება ამის გამეორება! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.