შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქურდი იაგუნდისფერი თვალებით (17)


21-03-2016, 23:38
ავტორი Gone With Dreams
ნანახია 5 926

ფრთხილად მივუახლოვდი საწოლს,გვერდით მივუწექი და თმის ბოლოებით მის სახეზე დავიწყე თამაში. რამდენჯერმე შეიშმუშნა,მერე კი შეშინებული წამოხტა და როცა მე დამინახა სახეზე ხელი მოისვა.
-მელანდები? _თქვა გაოგნებულმა. _გუშინ კი დამირეკეს ბიჭებმა დავლიოთო,მაგრამ როგორც მახსოვს არ წავსულვარ.
ისეთი გაოცებული სახე ჰქონდა,რომ უნებურად გამეცინა.
-არც გელანდები და,როგორც ჩანს,არც დასალევად წასულხარ. _ვუთხარი ღიმილით და ჩავეხუტე.
გაბრიელმა ოდნავ მომიშორა,თვალებში ჩამხედა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
-სამაგიეროს მიხდი? _მკითხა სერიოზული სახით.
-რაა? რას გულისხმობ? _გული მომეწურა,ისეთი სახე ჰქონდა.
-სახლში შემომეჭერი და გული გამიხეთქე. ტაფა ხომ არ ამეღო? _მითხრა და გაიცინა.
მომეშვა და შვებით ამოვისუნთქე.
-აბა რა გადაწყვიტე,გოგონი? _ალმაცერი ღიმილით მკითხა გულედანმა და წინ ჩამოყრილი თმა უკან გადამიწია.
-ადექი და ბარგი შემომატანინე. ყველაფერი უნდა ამოვალაგო. _ვუთხარი გამომწვევად და მისაღებისკენ დავიძარი.
გაბრიელის ჩაცინების ხმა გავიგონე და მეც გამეცინა.
როცა ჩემი ჩემოდნები დაინახა,თვალები კინაღამ შუბლზე აუვიდა.
-ეს რა არის,სახლიანად წამოხვედი,ნინე? _იკითხა სიცილით.
-ნუ ცანცარებ,მომეხმარე წამოვიღო. _ჩემოდნას დავეჯაჯგურე,მაგრამ ძვრა ვერ ვუყავი. _მიკვირს,როგორ შემოვათრიე ესენი ისე,რომ შენ არ გაგეღვიძა.
-მე ისეთი ძილი მაქვს,ბომბი რომ ამიფეთქო,ვერაფერს გავიგებ. _თვალი ჩამიკრა და ჩემოდანი ხელიდან წამგლიჯა. _ეს თითისტოლა ამხელა ჩემოდანს,რომ ეჯაჯგურები,სასწაულის იმედი გაქვს?
-რაო? თითისტოლა მე ვარ? _ისეთი შეურაცხყოფილი სახე მქონდა,თითქოს გაბრიელმა რაღაც უპატიებელი ჩაიდინა.
გაბრიელი სიცილისგან იჭაჭებოდა. ვეღარ მოვითმინე,მისკენ გავიქეცი და პირდაპირ წელზე შევახტი.
მეგონა გაბრაზდებოდა,მაგრამ პირიქით,ჩემი ფეხები კომფორტულად შემოიწყო წელზე და აქეთ-იქით დაიწყო სიარული.
-რაო,მაიმუნო,ჩამოსვლას არ აპირებ? _მკითხა ღიმილით.
-არა,მშვენივრად ვგრძნობ თავს!
-ნინე,ჩამოხტი,მეტკინა წელი! _გაეცინა გაბრიელს.
-არა,არ ჩამოვალ! _გავჯიუტდი და კიდევ უფრო მოხერხებულად მოვკალათდი გულედანის წელზე.
-გამიფრთხილებიხარ იცოდე! _გულედანმა ეშმაკურად ჩაიცინა და პირდაპირ სააბაზანოსკენ დაიძრა.
-არა,არა! გაბრიელ,გთხოვ! ჩამოვალ,ჩამოვალ,ოღონდ ეგ არა! _განწირული ვყვიროდი და ვცდილობდი,როგორმე გულედანის წელიდან ჩამოვმხტარიყავი,მაგრამ გაბრიელი ფეხში მიჭერდა და ჩამოსვლის უფლებას არ მაძლევდა.
სააბაზანოს კარი შეაღო,ვანაშ ჩამსვა და მაშინვე მოუშვა წყალი. ცივი წყლის შეხებისას,ტანში ჟრუანტელმა დამიარა და სულ გამაჟრიალა.
-ვერ გიტან! _ვუთხარი გაბუსხულმა და წყალი მოვკეტე.
-მაგ ტუჩებს მოგაკვნიტავ,კიდევ თუ იზამ ეგრე. _მითხრა სიცილით. მერე ხელი დამავლო და ვანიდან წამებში ამომიყვანა. _სულ სველი ხარ.
-მართლა? როგორ მიხვდი? _ვუთხარი გესლიანად.
-რავიცი,წყალი წურწურით ჩამოგდის. _მითხრა სერიოზული სახით და თმაზე ხელი მომისვა. _გაიხადე ტანსაცმელი,თორემ გაცივდები.
ჟაკეთი გავიხსენი და ვანაში ჩავაგდე.
-სულ შენი ბრალია,რას დამასველე?
-გოგო,წელზე მაჯექი და ცოცხალი თავით არ ჩამოდიოდი,შენ მართლა ბამბუკის ხე ხომ არ გგონივარ? _მითხრა წარბაწევით.
-ეგეც,რომ არ იცი გაუნათლებელო,მაიმუნები ბამბუკის ხეზე არ ადიან! _ვუთხარი ნიშნის მოგებით.
გაბრიელი წამებში მოსწყდა ადგილს და გამომეკიდა.
-ახლავე გაჩვენებ სეირს! _ყვიროდა და თან მე მომდევდა.
-კარგი,კარგი ბოდიში,აღარ ვიზამ! _ვუთხარი სიცილით.
იქვე მდგარ პუფზე ჩამოჯდა.
-ნინე,სერიოზულად ტანსაცმელი გაიხადე,თორემ გაცივდები. თუ ჩემოდნიდან ამოღება გეზარება, ჩემი მაისური ჩაიცვი,კარადაში დევს. _მითხრა მზრუნველი ხმით და კარადისკენ მიმანიშნა.
ღიმილით დავუკარი თავი და კარადისკენ წავედი. სველი ტანსაცმელი მაშინვე გავიხადე,ის მაისური ჩავიცვი,რომელიც სვანეთში მეცვა და სველი ნივთები სააბაზანოში გავიტანე.
გულედანის მაისური კაბად მერგებოდა. არც ასეთი პატარა ვიყავი,ნუ გიკვირთ,უბრალოდ გაბრიელია მაღალი.
სამზარეულოში გავედი,ფეხშიშველი. გაბრიელს მაცივრიდან ლიმნის წვენი გამოეღო და ჭიქებში ასხამდა. ჩემი ნაბიჯების ხმა,რომ გაიგო შემოტრიალდა და გაეღიმა.
-გიხდება ჩემი მაისური. _მითხრა სიცილით.
-ჰო,ეგ ერთხელ მითხარი უკვე. _გამეღიმა.
-კიდევ ბევრჯერ გეტყვი. _ნელ-ნელა მომიახლოვდა და ამღვრეული ხმით დაიჩურჩულა.
მისი შეხებისას გამაჟრიალა. როცა მისი ტუჩები თანმიმდევრობით დაუყვნენ ჩემი სახის თითოეულ ნაწილს,საერთოდ დავკარგე აზროვნების და მოძრაობის უნარი.
მხოლოდ გაბრიელის შეხებას ვგრძნობდი,სხვა დანარჩენი ქვეყნად არ არსებობდა. გულედანი ტუჩებზე წამეტანა,შემდეგ ყელს ჩაუყვა და ვერც კი გავიაზრე,ისე მოსცილდა ჩემს სხეულს გულედანის მაისური.
ყველაფერი ზუსტად ისე იყო,როგორც ვვოცნებობდი.
მე და გაბრიელი!
თბილი და ჩვენი გრძნობებივით ნათელი ღამე!
^ ^ ^
როცა გამეღვიძა მზე უკვე ამოსული იყო. გაბრიელი საწოლში არ დამხვდა და არ მესიამოვნა. გაბუსხული წამოვდექი საწოლიდან,გულედანის მაისური გადავიცვი და სამზარეულოში გავტანტალდი.
გაბრიელი რაღაცას ამზადებდა. თავი ვერ შევიკავე და გამეცინა. ჩემს ხმაზე შემოტრიალდა და თვითონაც ახარხარდა.
-რას დამცინი? სხვა ვერაფერი ვნახე.. _მითხრა და სენდვიჩებზე მიმანიშნა.
-არ დაგცინი,გემრიელიად გამოიყურება. _ვუთხარი და უკნიდან მივეკარი.
მისმა შეხებამ ისევ იგივე გრძნობები გამოაღვიძა ჩემში.
გაბრიელმა ხელი მომხვია და შუბლზე მაკოცა.
-რამდენჯერ გითხარი,ფეხშიშველი ნუ დატანტალებ თქო? _მითხრა წარბშეკრულმა.
-პატარა ბავშვივით ნუ მტუქსავ რა! _გამოვაჯავრე და სენდვიჩი მოვკბიჩე.
-დაიცა,შენ გინდა თქვა,რომ ბავშვი არ ხარ? _სერიოზული გამომეტყველება მიიღო.
თავი გავაქნიე და უცოდველი გამომეტყველება მივიღე. გაბრიელმა ჩემი სენდვიჩი მოკბიჩა,ხელი ვკარი და უკან გავიწიე.
-შენ შენი ჭამე,ჩემსას შეეშვი. _ვთქვი ნაწყენი ხმით,რასაც გაბრიელის ხარხარი მოჰყვა.
-მერე იტყვი,ბავშვი არა ვარო. _დამცინა გულედანმა და საძინებელში გავიდა. _ჩაიცვი,ნინე,სავაჭრო ცენტრში გავიდეთ და რაღაცები ვიყიდოთ,თორემ მშივრები დავიხოცებით.
უბრალოდ და სპორტულად ჩავიცვი,გაბრიელის მოსასხამს დავავლე ხელი და გარეთ გავვარდი.
-გასაგებია,რომ ჩემი რაღაცების ჩაცმა მოგწონს,მაგრამ მე რა ვქნა? _იკითხა ღიმილით.
-ჩამეხუტე და ისე გათბი. _გამეცინა და კიბეები სულ სირბილ-სირბილით ჩავიარე.
გაბრიელი წამომეწია,ხელი გადამხვია და ერთად გავიარეთ მანქანამდე მისასვლელი გზა.
-რაღაც მაინტერესებს. პაციენტებთანაც ასეთი ცანცარა ხარ ხოლმე?
-არა,როგორ გეკადრებათ. _სერიოზული სახე მივიღე და მანქანაში ჩავჯექი.
მალევე მივადექით კარფურს და ბედნიერი სახეებით გადავედით მანქანიდან.
მანამდეც ვხვდებოდი,რომ გაბრიელთან ცხოვრების პერიოდი ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩემთვის,მაგრამ მთლად ასეთი სასიამოვნოც თუ აღმოჩნდებოდა არ მეგონა.
პირველად ხილის და ბოსტნეულის განყოფილებას მივადექით. ბროკოლი,კომბოსტო,კიტრი და პომიდორი ავიღე. მოკლედ ყველაფერი,რაც მე და გაბრიელს გვიყვარდა. ხილიდან თითქმის ყველაფერი აკრიფა გულედანმა,დიდხანს ვერ გამოვივლით აქ და გვეყოსო.
ტკბილეულის რიგში საკმაოდ დიდხანს გავჩერდით,ძლივს გამათრია უკან.
-ნინე,უკვე მესამე ქილა „ნუთელას“ იღებ,უნდა გასკდე? _მკითხა სიცილით.
-მალე გაგვითავდება. _ვუთხარი ტუჩმობრეცილმა.
გაბრიელმა კიდევ რამდენიმე ქილა ჩადო კალათში და როგორც იქნა სალარომდე მიაღწიეთ.
როცა ყველაფერი დახლზე დავალაგეთ და გაბრიელმა საკრედიტო ბარათი ამოიღო,ჩვენს წინ საშუალო სიმაღლისა და სასიამოვნო გარეგნობის გოგონა დადგა. აშკარად გაბრიელის ნაცნობია-მეთქი გავიფიქრე,მაგრამ გულედანს არც თუ ისე სასიამოვნო სახე ჰქონდა და მივხვდი,რომ აშკარად შევცდი.
-გაბრიელ,როგორ ხარ? _იკითხა გოგონამ.
ხმაც საოცრად სასიამოვნო ჰქონდა.
-კარგად ნია,შენ როგორ ხარ? _სცადა ზრდილობიანად გამოსვლოდა,მაგრამ ეს მოკითხვა ძალით გამოგლეჯილს უფრო ჰგავდა,ვიდრე გულწრფელად ნათქვამს.
-მეც,არამიშავს. _უთხრა და მზერა მე მომაპყრო.
გაბრიელი მე მომიტრიალდა,ლაღად გამიღიმა და მერე ჩემი თავის ნიას წარუდგინა.
-ნია,ეს ნინეა-ჩემი შეყვარებული. ნინე-ნია.
-ძალიან სასიამოვნოა. _ვუთხარი ღიმილით.
მანაც იგივე ჟესტი გაიმეორა და რამდენიმე სიტყვის შემდეგ გაგვეცალა.
გაბრიელს ვუყურებდი და ვცდილობდი ისე მეკითხა მისთვის ნიას ვინაობა,რომ ზედმეტად ბანალურად არ გამომსვლოდა.
-შენი მეგობარი იყო?
-გახსოვს,რომ გითხარი არ მყვარებია,მაგრამ სადღაც ახლოს ვიყავი-თქო? ნია იყო ის გოგო.. _გაბრიელს არაფერი დაუმალავს,როგორც კი მანქანაში ჩავსხედით მაშინვე მითხრა.
-გასაგებია. _ვუთხარი ღიმილით. _რატომ დაშორდით?
-ზედმეტი მოუვიდა. არ მენდო... _თქვა გაბრიელმა.
ერთხელ მითხრა ჩემთვის ნდობა ყველაფერზე მნიშვნელოვანიაო და ამ სიტყვების შემდეგ მართლაც დავრწმუნდი მათ სისწორეში.
-ხომ ყველაფერი კარგად არის? _მკითხა გაბრიელმა და ჩემი ხელი თავისაში მოიქცია.
-რა თქმა უნდა. _ვუთხარი ღიმილით.
არ დაგიმალავთ და თავიდან ეჭვიანობის უსიამოვნო გრძნობამ შემიპყრო,რადგან ნია საკმაოდ ლამაზი და თბილი გოგო იყო,მაგრამ როცა ჩემკენ მოპყრობილი და სიყვარულით სავსე იაგუნდისფერი თვალები დავინახე,მაშინვე ყველაფერი გაქრა და მხოლოდ გაბრიელის არსება დარჩა ჩემში.
სახლში მისვლისთანავე მსუბუქი სალათა და ხილის კექსი გავამზადე. შემდეგ კი საძინებელში შევედი და ჩემი ჩემოდნებიდან ტანსაცმლის ამოლაგებას შევუდექი.
გაბრიელმა ოთახში შემოიხედა.
-რას აკეთებ? _მითხრა მზრუნველი ხმით.
-ტანსაცმელს ვაწყობ. _ვუპასუხე ღიმილით.
-მოდი მოგეხმარები,თორემ სანამ შენ ოთხ ჩემოდანს ამოალაგებ,სული გაგძვრება. _მითხრა სიცილით და ოთახში შემოვიდა.
ღიმილით დავუკარი თავი და საქმე გავაგრძელე.
მალევე დავამთავრეთ,შემდეგ ერთად ვისადილეთ და ტელევიზორის საყურებლად დივანზე გადავინაცვლეთ.
-ნინე,გამომყევი ერთ წამს. _მითხრა სერიოზული გამომეტყველებით და მეორე საძინებელში შემიყვანა.
არასდროს შევსულვარ ამ ოთახში. სიმართლე გითხრათ,ამის არც დრო მქონდა და არც გამხსენებია.
პატარა სამხატვრო სახელოსნო დამიდგა თვალწინ. უამრავი აკვარელით,ფერებითა და საოცრად ლამაზი ნახატებით გაჟღენთილი.
-საოცრებაა... _აღმომხდა გაოცებულს.
-მოდი,აქ დადექი. _მითხრა და ოდნავ შემაღლებულ ადგილას დამაყენა.
-რას აკეთებ? _ვკითხე გაკვირვებულმა.
-უნდა დაგხატო. _გამიღიმა და მაისური თვალის წამში გადამაძრო.
თვალები გამიფართოვდა,რასაც გაბრიელის ხარხარი მოჰყვა.
-არა,ნუ გეშინია,შიშველს არ გხატავ. _კარადიდან თეთრი ზეწარი გამოიღო და მომახვია,ოღოდ ისე რომ ლავიწის ძვლები და მხრები გამომჩენოდა. _ახლა ადი და სკამზე დაჯექი.
მის თხოვნას დავემორჩილე და ფეხიც მითითებისამებრ სკამზე შემოვდე.
-თვალები დახუჭე,თმა მარცხნივ გადაიწიე და თავი ოდნავ მიატრიალე. _მკარნახობდა გაბრიელი. _აი ასე,კარგი გოგო ხარ.
არ ვიცი რამდენ ხანს მხატავდა. მხოლოდ საღებავებისა სუნს ვგრძნობდი და მისი ფუნჯის მოქნევის ხმა მესმოდა. მხოლოდ ერთხელ გავსწორდი,რომ გაბრიელისთვის თვალი შემევლო და ყველაფერს გეფიცებით გავშეშდი.
ისეთი გრძნობით,მონდომებით და სილაღით ხატავდა,რომ კიდურები გამიშეშდა. მოძრაობის და ლაპარაკის უნარი წამერთვა. ურცხვად მომანათა მომაჯადოებელი თვალები და საბოლოოდ გამტეხა.
-დაიღალე? _მკითხა მზრუნველი ხმით.
-არა,უბრალოდ შენთან მინდა... _ვუთხარი ხმა ჩამწყდარმა.
გაეღიმა გულედანს. ნახატი გვერდით გადადო,ისე რომ ვერ დამენახა. ჩემკენ წამოვიდა,ხელში ამიტაცა და კიდევ ერთი ულამაზესი და დაუვიწყარი ღამე მაჩუქა.
^ ^ ^
მოგონებებით გაჟღენთილი,გაქვავებული და გაშეშებული ვიყურებოდი ფანჯრიდან. აქამდე მოსასვლელი გზა დავიზეპირე უკვე. ისიც გამოვთვალე გონებაში,რამდენი ხანი დასჭირდებოდა გაბრიელის მანქანას აქამდე მოსასვლელად,მაგრამ არ ჩანდა. არ მოდიოდა. ვიცოდი,რომ არ მოვიდოდა. ისიც ვიცოდი,რომ ტყუილად ვიტანჯავდი თავს ამ ყველაფერზე ფიქრით,მაგრამ არ ვნებდებოდი. იმ სიყვარულის ხათრით,რომელიც დღემდე გულს მიწვავდა,არ ვნებდებოდი. ჩემი სიყვარულის მწამდა,მწამდა და ვიბრძოდი. საშინელ იმედგაცრუებას ვებრძოდი და მჯეროდა,მწამდა,რომ მოვერეოდი.
მოვერეოდი განა?
^ ^ ^
გაბრიელის მკლავებში მოქცეულს გამეღვიძა. მარწუხებივით შემოეჭდო ჩემთვის ხელები და მგონი გაშვებას სულაც არ გეგმავდა. მე კი სული მეხუთებოდა.
-გაბრიელ... _დავიჩურჩულე და მისი ხელებისგან თავის დაღწევა ვცადე.
-მმმ. _დაიზმუვლა და ძილი გააგრძელა.
-სხვათა შორის,ვიხრჩობი.
-თუ არ გაჩერდები,კოცნით დაგახრჩობ.. _დამემუქრა გულედანი.
-გაბრიელ,მართლა ვიხრჩობი. _გავიცინე და როგორც იქნა გამოვძვერი მისი მკლავებიდან. _უფ,მოვითქვი სული.
-მოუსვენარი ხარ,კაცს ძილს არ აცდი! _თქვა გულედანმა და ჰაერში ამაპორწიალა.
-გაგიჟდი,დამსვი ახლავე! _ავკისკისდი და ჰაერში ავფარხალდი.
უეცრად გაბრიელს სახე დაუსერიოზულდა,ძირს დამსვა და ზემოდან მომექცა.
-რა მოხდა? _ვიკითხე შეშფოთებულმა.
-შენს თავს გეფიცები,აქამდე ასეთი ბედნიერი არასდროს არ ვყოფილვარ. ჩემი ბედნიერება ხარ! ხედავ? გამაბანალურე კიდეც! _წარბები აზიდა და ტუჩებზე დამეწაფა.
-რას წარმოვიდგენდი,თუ წყნეთის სახლში უკანონოდ შემოჭრილი თავხედი ბიჭი,ჩემი შეყვარებული გახდებოდა.. _გამეცინა და გაბრიელს გულში ჩავეკარი.
-ჰო,არც მე ვვოცნებობდი ტაფისტ შეყვარებულზე.
მთელი ხმით გამეცინა და მერე გაბრიელს ჩავხედე თვალებში.
-გაბრიელ,რა ფერის თვალები გაქვს?
-ერთხელ მითხრეს იაგუნდისფერიაო,ჰოდა მეც მჯერა,რომ ზუსტად იაგუნდისფერია. _მითხრა ღიმილით და კიდევ ერთხელ იპოვა ჩემი ტუჩები.
_____________
პირველ რიგში მინდა დიდი ბოდიში მოგიხადოთ,რომ თითოეული თვენგანის კომენტარს ვერ ვპასუხობ მოთხრობის ბოლოს. იშვიათად შემოვდივარ ხოლმე და მათი პასუხის დროც არ მაქვს და მაპატიეთ რა <3
დიდი მადლობა ასეთი თბილი და ტკბილი სიტყვებისთვის,წარმოდგენაც არ გაქვთ როგორ მახარებთ ასეთი კარგი დამოკიდებულებით.
ერთ-ერთ კომენტარს გადავაწყდი,იაგუნდისფერი რა ფერიაო და ამას მართლა ვერ გადმოვცემ სიტყვებით. ეს ჩემი ფერია,ამ ფერის თვალები მართლა იშვიათია და საკუთარი თვალით თუ არ ნახე,ისე ვერ გაიგებ <3 <3
რაც შეეხება ამ თავს,პაწაწინა ინტრიგა ჩავაგდე და იმედი მაქვს არ გამიბბრაზდებით.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ძალიან მიყვარხართ!! <3



№1  offline წევრი milangirl

ეგ ინტრიგა არ მომეწონა, უფრო სწორედ ის აზრი რაც მაგ პატარა აბზაცით გამოვიტანე. არ გინდა რა recourse მიყვარს ეს ისტორია თავისი სიტკბოთი და არ მინდა გამწარდეს

 


№2  offline წევრი Pepper

სითბოთი და სიყვარულით სავსე თავი იყო <3
თუმცა ინტრიგა მაინც ჩაგვიგდე რააა. არ მინდა მე ამათი ცალცალკე ყოფნაა :(
იმედია არ დააშორებბ საბოლოოდ..
ძალიან მიყვარს ეს ისტორია და ნინეზე და გაბრიელზე ვგიჟდები <3

 


№3 სტუმარი N.B

dedaaa ra kargi iyoo:) eg nia moashore!!! shen xom miyvarxar da eseniiii

 


№4  offline წევრი natia-natia

ძალიან კარგი იყო ველოდები შემდეგს

 


№5  offline წევრი kiko

იმ პაწაწინა ინტრიგამ გამოიწვია ეჭვუს ჭია ჩემში და ტვინს მიღრღნის. საბოლოოდ კარგად დასრულდეს თორე გავაფრენ ან წყვილის უბედურებაზე

 


№6  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Vaime ra magaria vgijdebi me shen usashvelo vgijdebi vuledanze da am gohoze da shenzec aseti kargi rom xar shemdegic male gvagirse tpre movkvdebiii

 


კარგია მართლა მომწონს უბრალოდ არ მიდა რომ.დაშორდნენ ვაიმე აი ის შუა ნაწილი მაშფოთებს
--------------------
romantikosi mwerali

 


№8  offline წევრი Gone With Dreams

ტომა
იმედია გაბიბრიელს არ მოკლავ winked

არა,ეგეთი ბანალური ნამდვილად არ ვარ <3
--------------------
...

 


№9  offline წევრი nuki-nuka

მოუთმენლად ველი შემდეგ თავს love

 


№10  offline წევრი Goduadze Nano

გაბრიელი რა საყვარელიააა ^_^ (აუ ესენი არ დააშორო რა ძაან გთხოოვ :(( ) <3 ველოდები შემდეგ თავს. ❤
--------------------
Nano

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent