შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრის თეორია [სრულად]


22-03-2016, 00:15
ავტორი N7
ნანახია 9 510

ხმამაღლა ვაცხადებ, ამ ისტორიაზე უკეთესი ჯერ არაფერი შემიქმნია.
მინდოდა სრულადაც გამეზიარებინა თქვენთვის.
იმედია ისიამოვნებთ და, რაც მთავარია, მიხვდებით საბოლოო წერტილს.
მიყვარხართ!

I.
- მაღაზიის რიგებში უინტერესოდ ვმოძრაობ. რისთვის შემოვედი მეც არ ვიცი, უბრალოდ, სეირნობამაც დამღალა და სახლში უმოქმედოდ ყოფნამაც. ჰოდა, რაიმე ახლის საძიებლად, მარკეტის მრავალი განყოფილების იქეთ არ გამეხედება. რამდენჯერმე მეცა კონსულტანტი: „დაგეხმაროთო?“, მაგრამ უხეშად მოვიშორე - თქვენ რითი უნდა დამეხმაროთ-მეთქი. ნაწყენი გამშორდა და ახლა მრავალმხრივ მზერას ვგრძნობ; ვშიშობ მოსდო მთელს მარკეტს ‘ინციდენტი’. განყოფილებების კვეთაში აქეთ-იქით ვიხედები და ჩემდაუნებურად ვხედავ ბიჭს. მასზე თვალი მიშტერდება და მომენტალურად ქურდობის მოწმე ვხდები. მისი ფართო, კრემისფერი ქურთუკი უჩვეულოდ გაბერილია, რასაც ვერაფრის დიდებით ვერ ვუკავშირებ სიმსუქნეს. უნებლიედ ვყვირი „არამზადა!“ და მივსდევ მოულოდნელობისგან აშლილ ბიჭს. ის მირბის, მე კი გაუცნობიერებლად ვტოვებ გზად მილიონობით სალანძღავ სიტყვას. გონება მებინდება და მავიწყდება ფარფაშა მატერია, რომელიც ოდესღაც ქვედატანს მიფარავდა. ერთ-ერთი განყოფილების დასასრულს ცხვირ-პირი მეზნიქება, ტკივილი მთელ ტანს ედება და ვეცემი. ვცდილობ სიფხიზლე შევინარჩუნო, თუმც ქუთუთოები მაგნიტებივით იზიდავენ ერთმანეთს, მამძიმებენ და მალე ნათელი ბნელით ნაცვლდება.
მონოლოგის დასასრულს სიცილი მოჰყვა. ნიაკომ მუცელზე ხელი დაიდო და გოგონებს თითით ანიშნა - გაჩერდითო.
- შეირხა, გააღვიძეთ? - გაბრაზებულმა, მტრული თვალით შეხედა გოგონებს, რომელთაც სიცილის შეკავების გამო სახეზე ცეცხლი ეკიდათ.
- ქეეთ, ერთხელ მაინც მიიყვანე ეგ სიზმარი ბოლომდე, რაღაც სიახლე მაინც შემოიტანე, ბიჭის იმიჯის სახით! - თვალი ჩაუკრა ანამ და ყავა მოსვა.
- ვეცდები! - თვალი ჩაუკრა მანაც.
ისევ ახორხოცდნენ გოგონები.
- აუ, ნიაკო! - მხარზე ოდნავშესამჩნევად მოახვედრა ხელი დაქალს „შემომხედეო“. - ჯერ ამარჩევინე და მერე თუ გინდა მთელი მაღაზია მოისინჯე! დამაგვიანდა.
ხელში ორი კაბა ეჭირა. ერთი იყო კანისფერი, ზედატანზე მომჯდარი, ქვევით მუხლებამდე, ფარფაშა; მეორე - შავი, მოკლე, გრძელი სახელოებით.
- მისმინე! - თვალები სასაცილოდ დაუბრიალა ნიაკომ. - კანისფერი დღევანდელი მოკრძალებული სიტუაციისთვის იყიდე, შავი უფრო კლუბურისთვის! - სწრაფად ჩამოურაკრაკა პრობლემის გადაჭრის გეგმა და ზურგი აქცია, ისევ საორსულო კაბებს მიუბრუნდა.
- არსად წასაყვანი არ ხარ! - გაბრაზებულმა ჩაუარა და სალაროსთან შეჩერდა.
***
მანქანა სასიამოვნო ფასადის მქონე ბართან, თავისუფალ ადგილას გააჩერა. ბარის სახელს კიდევ კარგად დააკვირდა- ხომ არაფერი მეშლებაო - და ბოლოს გახარებული ჩახტა მანქანიდან. სასიხარულოდ ჰქონდა საქმე, აბა რა! ახლო მეგობარს, უნივერსიტეტის ძმობილს, პირველი პოეზიის საღამო ჰქონდა, ისიც არა თავისი ბიუჯეტიდან, არამედ სახელმწიფოსგან სრული დაფინანსებით.
შევიდა თუ არა, მაშინვე მოჰკიდა თვალი მეგობარს, ბარის შუა გულში, რამოდენიმე ადამიანთან მოსაუბრეს. ღრმად ჩაისუნთქა და მისკენ დაიძრა. რამდენი ხანი არ ენახა, მხოლოდ სოც. ქსელიდან ადევნებდა თვალს მის მოღვაწეობას ფლორენციაში და ათასში ერთხელ თუ დაუთმობდნენ ხოლმე რამდენიმე წუთს სკაიპში ერთმანეთს, ორივეს გადატვირთული გრაფიკის გამო. შენიშნა თუ არა მამაკაცმა მისკენ მომავალი ქეთა, რაღაც უთხა მეგობრებს და ქალისკენ ხელგაშლილი წამოვიდა, გადასახვევად.
- სირცხვილი შენი, ერთხელ არ გამომიარო, - თვალი ჩაუკრა, გადაეხვია და უჩურჩულა.
- არ იცვლები, ქე! - სიცილით უპასუხა მამაკაცმა, - შენ გამოგეარა, ჯერ არავის ვუკადრისობ!
- „დაჟე“ ჯერ? - სიცილით გაუმეორა ნათქვამი სიტყვა, მომუშტული ხელი ოდნავშესამჩნევად დაჰკრა გულ-მკერდზე და ხელიდან გამოსტაცა შავი ღვინით შევსებული ჭიქა. - გაგიმარჯოს! - უთხრა სანამ, უკმაყოფილების გამოხატვას მოასწრებდა.
- გაგვიმარჯოს! - ჩაუსწორა და მიმტანის თასიდან სწრაფად აიღო ახალი, სავსე ჭიქა.
- მომილოცავს, ძალიან გამიხარდა შენი წარმატება! - წარბები სასაცილოდ აწკიპა ზემოთ და თვალდახუჭულმა ჩაცალა ჭიქა.
- წამო, ჩემს მეგობრებს გაგაცნობ! - ბავშვურად, ძველებურად შემოხვია მაჯაზე თითები და ერთ-ერთ წრესთან შეაჩერა. - მეგობრებო, გაიცანით, ჩემი საოცრება, რომელსაც გიტოვებთ და გაფრთხილებთ - არ მოაწყინოთ! - სწრაფად შეტრიალდა და სცენისკენ დინჯი ნაბიჯებით წავიდა.
ხალხმა ერთსულოვანი აპლოდისმენტით ააცილა. ავიდა თუ არა შედარებით ამაღლებულ ადგილზე, წიგნი მოიმარჯვა და სანამ მასში ჩაიჭყიტებოდა, ტრადიციული სიტყვა წამოიწყო. ფეხმორთხმით მოკალათებულიყო სავარძელში, რომელსაც გვერდიდან დაჰნათვოდა ნათურა და ისეთ განწყობას უქმნიდა იქ მჯდომს, თითქოს ოთახში განმარტოებული კედლებში ჩამდგარ სავსე სიცარიელეს ელაპარაკებოდა.
- მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო! დღეს აქ ყველა ჩემთვის ძვირფასი ადამიანი ბრძანდებით და მეც ბედნიერი ვარ, შესაბამისად! ვერ გეტყვით ვნერვიულობ-მეთქი, მაგრამ ვერც იმით გაგახარებთ, რომ სრულებით არ მაწუხებს დისკომფორტი. მეშინია, რომ ძვირფას წუთებს დაგაკარგვინებთ, მაგრამ.... მაგრამ, რადგან ახლა თქვენ აქ ხართ, მეც უფლებას ვიტოვებ თქვენი ძვირფასი წუთებით ვისარგებლო. და, სანამ დავიწყებდე ჩემი პოეზიის თქვენამდე მოტანას, ორიოდ სიტყვით მინდა მოგითხროთ საიდან დაიწყო ყველაფერი...
ქეთას ჩაეღიმა.
- ჯერ კიდევ შვიდი წლის წინ, როდესაც უნივერსიტეტში პირველად შევდგი ფეხი, ერთმა გოგონამ მომწყვიტა თვალი... მომწონდა? - დიახ, საოცრად მომწონდა, ოღონდ ვერასდროს ვახერხებდი ამომეცნო ეს მოწონება რას ნიშნავდა, სადაური იყო, საით მიდიოდა. მერე გავიცანი. აღმოჩნდა, რომ ისეთივე საოცარი ბუნება ჰქონდა, როგორიც გარეგნობა. ძალზედ განსხვავებული, ყველგან, ყოველთვის. მას ვერ ვუწოდე სიყვარული, პირველი სიყვარული, მაგრამ ჩემთვის პირველი და კი გახდა. გადიოდა დრო და მასში არაფერი იცვლებოდა. ის ისევ ის გოგო იყო, რომელიც გავიცანი და ყველაზე მეტად ეს მხიბლავდა მასში. უყვარდა ლიტერატურა, საოცრად უყვარდა. მახსოვს, გაცნობიდან ორი წლის თავზე, პირველად გამოვუტყდი, რომ მეც ვწერდი რაღაცებს; ვწერდი იმიტომ, რომ ეს იმ ერთადერთთაგანი განტვირთვის საშუალება იყო, რომელიც ყოველ დღიურად თუ არა, დღე გამოშვებით მაინც მჭირდებოდა. მას შეუყვარდა ჩემი თითოეული სიტყვა და იბრძოდა ჩემი თვითშეფასების ამაღლებისთვის. იბრძოდა მთელი არსებით და მან ეს შეძლო. ჩემმა ქეთინომ (ეს სახელი მარტო მე მეკუთვნის), ეს შეძლო და მე ამაყი ვარ მისით იმავე დოზით, და უფრო მეტად, რამდენადაც ისაა ჩემით!
ქეთას სუნთქვა შეეკრა და ფართოდ გახელილი თვალებიდან უკითხავად წამოვიდა ღვარად ცრემლი. გაახსენდა ის საოცარი წლები, რომლებიც ამ ადამიანთან აკავშირებდა. გაახსენდა და ხელახლა დაიბადა თითქოს.
სცვიოდა ცრემლები და იყო გაბადრული. ბედნიერებისგან ყურებამდე გაეწელა ღიმილი.
- ამ გოგონას კლასიკაც უყვარს, უფრო სწორად, ათაყვანებს... სწორედ მის გამო, დღეს საქართველოში ერთ-ერთი ევროპაში სახელგანთქმული კლასიკოსია, რომელიც შოპენის გაზაფხულის საოცრებას პერსონალურად მისთვის, გაზაფხულზე უგონოდ შეყვარებული ანგელოზისთვის, დაუკრავს. - ღიმილით დაასრულა.
ქალმა პირი გაოცებისგან შეხსნა და, ამ მდგომარეობაში დარჩენილისთვის დიდხანს რომ არ ეყურათ, მალევე აიფარა ხელი. სურვილი ჰქონდა ფეხები დაებაკუნებინა, ეტირა და ბავშვივით ებზრიალა და ეს ყველაფერი სიხარულისგან მხოლოდ.
შენიშნა, როგორ დაიძრა მისი ზურგიდან კაცი, რომელმაც ხალხის ტალღები გადაჭრა და სცენისკენ ამაყი ნაბიჯებით გაემართა. უკვე ვეღარ ტიროდა, ვეღარც იცინოდა, მხოლოდ მექანიკურად დგამდა წინ ნაბიჯებს, რათა ხალხის ლაპარაკს არ ჩაეხშო ის სავარაუდო სიამოვნება, რომელიც მოელოდა. მართლაც აჟღერდა როიალზე ჩოპინის “Spring Waltz” და ამ სიამოვნებისგან გაბრუებულს თვალები დაეხუჭა, სადღაც ძალიან შორს გადაეშვა, რეალობიდან არარეალურ სამყაროში. ეს მოგზაურობა ნაცნობთან ერთად უცნობიც იყო... თითოეული კლავიშის ხმა, ასე რომ უვლიდა და სისხლს უდუღებდა ძარღვებში. „არასდროს გაჩერდე, გთხოვ!“ - დაიჩურჩულა და კიდეც დასრულდა მელოდია.
თვალები ნელ-ნელა გაახილა და ბედნიერი მღელვარებისგან დაცლილ საზოგადოებას მოავლო თვალი. მზერა უნებურად გაეპარა სცენისკენ, სადაც ირაკლი და პიანისტი ეხვეოდნენ ერთმანეთს. პიანისტის სახეს მზერა ჩასჭიდა და დაჰიპნოზებულივით გადაეშვა სიზმარში. სიზმარში, რომელიც თვეების განმავლობაში არ ასვენებდა. ხელახლა გაირბინეს კადრებმა გონებაში და დეჟავუს გრძნობა დაეუფლა. თითქოს გონება ცდილობდა შეჯახების ობიექტში ვიღაცის სახე ამოეცნო, მაგრამ ვერა, ვერ ბედავდა. გამოფხიზლებულმა თავის სისულელეებზე სიცილით გაიქნია თავი და მადლობის ნიშნად მისკენ მომზირალ ორივე მამაკაცს თავი თავაზიანად დაუკრა. მეტი არც იყო საჭირო.

II.
გარეთ ჩამობნელდა, სანახევროდ. ბარის ფანჯარაზე ჩამოკიდებული ფარდები ფართოდ გაეწიათ. მთვარიანი ღამე იყო, სავსე მთვარიანი და ცის ბნელ კამარაზე მოციმციმე მთვარე უხვად უნაწილებდა დედამიწასაც თავის სინათლეს. სასიამოვნო დღე იღვენთებოდა და იდუმალი ღამე იბადებოდა. ბარში წითელი ღვინის სურნელი ტრიალებდა და მსმენელს სასიამოვნოდ უღიტინებდა ცხვირში. როიალზე აღარავინ უკრავდა, მხოლოდ ბეთჰოვენის “Silence”-ის ფონზე გაისმოდა ირაკლის სასიამოვნო ხმით წარმოთქმული მეტად სასიამოვნო ლექსი. საოცარი საღამო იყო, ნამდვილად საოცარი…
მალე მიიწურა საღამო, ასეთი ბნელი და მაინც მზიანი. დაშლის წინ ირაკლიმ ქეთა დაიტოვა, ცოტა კიდევ უნდა დავლიოთ და ავინაზღაუროთ, რაც აქამდე ვერ ვთქვითო. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გვიანი იყო, დარჩა. სახლში ქმარი ელოდა თუ შვილი?!
მასთან ერთად ის ადამიანებიც დარჩნენ, რომელთანაც მიიყვანა პოეტმა მეგობარი - არმოსაწყენად. მათ შორის იყო სახელგანთქმული, ნამდვილად სათაყვანო პიანისტი, რომელსაც თავისდასასირცხვილოდ, არ იცნობდა ქეთა. არადა, მისნაირების მეტს ვის უსმენდა ყოველდღიურად?! ბრაზობდა საკუთარ თავზე ამის გამოც.
- მეგობრებო, ამ დასრულებულ საოცარ დღეს გაუმარჯოს! - ერთ-ერთმა მამაკაცმა ასწია ჭიქა და დახლს შემოუჯდა.
- გაუმარჯოს! - ღიმილით დაუკრა თავი გახარებულმა ირაკლიმ, რომელსაც ბედნიერება უხვი ოდენობით დასთამაშებდა თვალებში.
ბევრი ისაუბრეს. სასიამოვნოდ გაოცებული იყო ქეთა, სამი პიროვნებიდან არც ერთი იყო ცუდი მოსაუბრე, პირიქით - სასიამოვნოდ გაგაბრუებდნენ, ნარკოზში გაგიშვებდნენ საუბრით და ეს ნარკოზი ყველაზე სასიამოვნო იქნებოდა ნარკოზებს შორის. საუბარი იყო მეტად ალეგორიული, თუმც იმდენად ზუსტი, ვიდრე ოდესმე შეიძლებოდა ეს ასე გამოსულიყო.
თავისით მივიდა ჩვენს ცნობილ პიანისტამდე თემა და ქეთამ გაჩუმებას თქმა არჩია.
- აბა, რატომ არ გცნობთ, მე, როგორც კლასიკის მოტრფიალე? - ღიმილით ჰკითხა და ღვინო მოსვა. უკვე ზედმეტადაც გრძნობდა ალკოჰოლს მისი ორგანიზმი, მაგრამ გაჩერებაც არ ეჩვენებოდა ლამაზად.
- იქნებ იმიტომ, რომ ზედმეტად ზერელედ უყურებთ ამ სფეროს? - ირონიულად გაუღიმა მამაკაცმა.
ქეთას სახე მოეღუშა, ამ პასუხს ყველაზე ნაკლებად ელოდა.
- მაპატიეთ, ვერ მიგიხვდით, - ნაკლები თავაზიანობით ამოიჩურჩულა და კიდევ მოსვა.
- თქვენ მოგწონთ ისეთი დიდი კლასიკოსები, როგორიც არის: მოცარტი, შუბერტი, ბეთჰოვენი, შოპენი, მაგრამ გსურთ კი მიჰყვეთ ისეთ დამწყებ კლასიკოსს, როგორიც მე ვარ? - იქნებ ვაზვიადებ კიდეც, მაგრამ ვხედავ, ნაკლებად ხართ დაინტერესებული. მე მინახავს ნამდვილი კლასიკის მოტრფიალეები, თქვენ მათ რიცხვში არ ეწერებით. ყოველ შემთხვევაში, ასე ვფიქრობ, - არ იშორებდა ირონიულ ღიმილს.
ირაკლიმ იცოდა, რომ ეწყინებოდა ქეთას მგრძნობიარე გულს ეს ყველაფერი და არც შემცდარა. იმის ნაცვლად, რომ ქაჯობა დაეწყო ქალს, ღიმილით დაუკრა თავი საზოგადოებას, დაემშვიდობა და წამოვიდა.
გასასვლელთან ირაკლი დაეწია.
- ხვალ საღამოს სახლში გამომიარე, - უჩურჩულა მას შემდეგ, რაც ძლიერად მიიხუტა პატარა სხეული.
- კარგად, - უბრალოდ უპასუხა და ბარი დატოვა.
იქნებ მე მომეჩვენა ასე, მაგრამ მის გარეშე საუბარმა ხიბლი დაკარგა. ალეგორიაც ჩვეულ წინადადებებად გარდაიქმნა და გარეთ მთვარეც ღრუბლებში მიიმალა.
***
უცნაურობები კი არ ახასიათებდა, უცნაური ცხოვრება ჰქონდა. ვითომ ჩვეულებრივი, ყოველდღიური რუტინა, რაც თქვენც გაქვთ, მეც და მათაც; მაგრამ ბავშვობიდან თითქოს მოვლენებს წინასწარ გამოსახავდა, თითქოს ისინი საიდანღაც მოფრინდებოდნენ და მის გონებაში აქტიურად იწყებდნენ ცხოვრებას. ეს იწვევდა იმას, რომ სიზმრად ნანახი მოვლენები ხშირად აქტიურ ცხოვრებაში რეალობად გარდაიქმნებოდა ხოლმე. არ იცოდა რა იყო ეს და, რაც დრო გადიოდა, მეტად ეზრდებოდა დეპრესიაში.
იმ ღამეს შეშინებულს გაეღვიძა, როგორც რამდენიმე კვირის განმავლობაში ხდებოდა. ღამე არ იყო, დილა იწყებოდა. მზე შორიდან იწვერებოდა და სიბნელეს ნათლით ცვლიდა. შავი ცა წითლად იღებებოდა. თუმცა ჯერაც არ ერქვა ამ პერიოდს დილა.
ოფლმა შუბლზე იწყო დენა. დაცვარულ შუბლს თმები ეკრობოდა და მის გასათავისუფლებლად თითი წაიღო თავისკენ. როგორც შუბლს მოახვედრა, მაშინვე იგრძნო სიცხელე მასზე და სიცივე თითებზე.
- ჯანდაბა! ჯანდაბა! - ამოიკვნესა და წამოდგა.
ნერვიულობაზე ხშირად ეყინებოდა ხელები, მაგრამ შუბლი არც ისე ხშირად უხურდებოდა. ნახევრად განათებულ ოთახში გაიარა და სარკეში საკუთარ ანარეკლს შეხედა. გამხდარი ლოყები წითელფრად შეღებვოდა. მკითხაობის დრო არ იყო, უეჭველად სიცხე ჰქონდა.
სამზარეულოში გასულმა წამლების ყუთი მოძებნა, მაინც, სასხვათაშორისოდ მოიმარჯვა სიცხის საზომი, ვერცხლისწყალი ბოლომდე ჩაიყვანა და ის იყო იღლიისკენ გაიქანა, კარზე ზარი გაისმა.
- ეს ვინღაა? - იკითხა გაკვირვებულმა და კარისკენ წავიდა ფრუტუნით, გასაღებად.
ის იყო ჭრილში გაახედა თვალი, რომ ნაცნობი სახე დაინახა და შიშისგან მთელი სხეული აუთრთოლდა. სწორედ ის სიტუაცია აცხადდა, რაც სიზმარში მოუფრინა სიზმრის ანგელოზმა. კედელს აეკრო და საფეთქელი ცივს მოხვდა თუ არა, მაშივე გამოფხიზლდა. აღარ უორჭოფია, გააღო. სიზმარს ხომ არ შეცვლიდა, არა?!
- დილამშვიდობის! - იღიმოდა ნაწილობრივ ნაცნობი მამაკაცი. ალკოჰოლი მოსდებოდა, სულელიც კი მიხვდებოდა, მისი რწევის გათვალისწინებით.
- გამარჯობა, - ატკიებული თვალები მოისრისა.
- შემომიშვებ?
ფხიზელ და საღ მდგომარეობაში რომ ყოფილიყო, ამ სისულელეს არასდროს ჩაიდენდა, მაგრამ არც ფხიზელი იყო და არც საღ მდგომარეობაში, ამიტომ შემოუშვა. თანაც ვერ გარკვეულიყო, ცხადში იყო თუ სიზმარი უღიმოდა სიზმრიდან.
კარი მიხურა და ზურგით აეკრო. თვალები ეხუჭებოდა, ისეთ მდგომარეობაში იყო, მაგრამ სიფხიზლეს ინარჩუნებდა.
- ახლა რომ არ დავჯდე, აუცილებლად წავიქცევი! - ენის ბორძიკით წარმოთქვა მამაკაცმა და მხრით კედელს მიეყრდნო.
წვალებით გასწორდა ქეთა და მისაღებისკენ აიღო გეზი, თან ხელით ანიშნა - წამომყევიო. ლაპარაკის არც გუნებაზე იყო და, მოგეხსენებათ, არც შეეძლო.
მისაღებში შევიდნენ თუ არა, მამაკაცი პირველივე სავარძელში ჩაეშვა, თავბრუდასხმული თავი ხელებში მოიქცია, რომელთა იდაყვებითაც მუხლებს დაეყრდნო.
- მინდოდა ბოდიში მომეხადა, - ამოიჩურჩულა ისე, რომ იატაკისთვის არ მოუშორებია თვალი. თან ვერ გაეგო, ეს იატაკი რეალურად იყო ცუდად დაგებული თუ სასმლის გავლენა მასზეც მოქმედებდა.
- ახლა, აღარ გინდათ? - ირონიული ტონი უნებლიედ გაერია ხმაში.
- ბოდიში, გულწრფელად ბოდიში! - თავი აარიდა ქალის ტონით წარმოთქმულ წინადადებას.
- ასეთ ბოდიშს არ მივიღებ! - განაცხადა სასწრაფოდ და ხელში შემხმარი, ცხელებისგან ვერცხლისწყალაწეული თერმომეტრი გვერდზე გადადო.
- აბა? - გაკვირვებით ამოწია სახე თითებიდან მამაკაცმა და გოგონაზე შეაჩერა მზერა.
- არავითარი გაცვეთილი სიტყვები. იმედია, პიანინო ‘წავა’, - ღიმილით გაიქნია თავი მარცნივ ქეთამ და მამაკაცმაც მტკივნეულად გააჩოჩა მზერა მისკენ.
- მხოლოდ ორი წუთი თვალებს მოვატყუებ... - ვედრების ტონით ამოიჩურჩულა.
- ერთი თვეა ჩემი სიზმრების სტუმარი ხართ, ჩემი კოშმარები და ჩემი სიფხიზლის მიზეზი, ისევ ჩემიდან გნებავთ დასვენება? - სწრაფად მიაყარა გაუცნობიერებლად სიტყვები.
- უკაცრავად?! - გულწრფელად გაუკვირდა, რას ეუბნებოდა.
- არაფერი, სიცხე მაქვს, ნუ შემიმჩნევთ! - უხერხულად შეიშმუშნა და ფეხზე წამოდგა. - ორ წუთს ვინიშნავ, დაასვენეთ თვალები და პიანინოსთან დამიხვდით.
მამაკაცმა ღიმილიანი მზერით გააცილა ქალი და, როგორც თვალს მიეფარა, კომფორტულად მოთავსდა სავარძელში. თუმცა მანამდეც სავსებით კომფორტით იჯდა.
ფარმაცევტულ ყუთში პარაცეტამოლი მოძებნა, ყუთი დააბრუნა და დალია. ყავა და შაქარი მადუღარაში აურია და გაზქურაზე შემოდო. უაზროდ იწელებოდა ეს ორი წუთი. თითქმის საუკუნოდ.
შოპენს მოუთმენლად ელოდა. უკვე სურვილისგან დნებოდა. თანაც ეს სიცხეც ყველა წერტილში უაზროდ ეკიდებოდა.
ყავა დაასხა.
პიანინოს კლავიშებზე ვიღაცამ თითები შემოაწყო და სასიამოვნო მელოდიაც სწრაფად მოხვდა ქალის ყურთასმენას. იმის ნაცვლად, რომ გასულიყო, წონასწორობის შესანარჩუნებლად კედელს მიეყრდნო. და თუმცა შოპენის ნაცვლად ბეთჰოვენის „სიჩუმე“ იჭრებოდა კედლებში ხმაურით, მაინც ბედნიერებით იყო გაბერილი.
III.
პიანინოსთან ჩაიმუხლა, მის კიდეზე იდაყვები შემოაწყო და სახე თითებში მიმალა. ჯერაც სასიამოვნოდ უვლიდა სხეულში მელოდია, რომელიც დიდი ხნის წინ დამთავრებულიყო.
ყავას აღარ ასდიოდა ორთქლი, სიცივე მოსდებოდა და თავისი მისიის აღსასრულებლად აღარც სურნელს აფრქვევდა.
მამაკაცი ისევ იმ პოზაში იჯდა, რიტმულად სუნთქავდა და მიშტერებულ მზერას არ ცვლიდა. უნდოდა ისევ აეჟღერებინა პიანინო, მაგრამ ხელებზე ბორკილები დასდებოდა. თითქოს იქ არ ყოფილიყო, სადღაც შორს, ზღვაში ცურავდა. უფრო სწორად, უნდოდა ეცურა, მაგრამ სხეული არ ემორჩილებოდა, მიდიოდა ფსკერისკენ და სუნთქვაც აღარ შეეძლო.
ცივმა ოფლმა დაასხა და წამოდგა. ვეღარ ჩერდებოდა, წასვლა უნდოდა. უკვე დილას მოეკიდა ფეხი, სინათლეც უკითხავად იჭრებოდა ოთახში და აღარც ქმედებები იყო ღამის წყვდიადის ჩარჩოებში მოქცეული. არაფერი უთქვამს, უკითხავად გადაჭრა ოთახი და წავიდა.
ქალი კი ისევ ისე იყო. სუნთქავდა რიტმადარღვეულად და ვერ აზროვნებდა. სიცხე მთელს სხეულში იფანტებოდა, უკვე საშინლად უჭირდა ფხიზლად დარჩენა. მითუმეტეს კი მაშინ, როდესაც ამისთვის არც არაფერს აკეთებდა.
***
პირველად დააგვიანდა სამსახურში. არა, ადრეც დაჰგვიანებია, მაგრამ მხოლოდ 5-10 წუთით. ახლა კი, მთელი საათი ელოდნენ, მაგრამ არ მივიდა. ანა უკვე ნერვიულობისგან ვერ ჩერდებოდა. თავიდან ტელეფონს ათამაშებდა ხელში, მერე ფეხს აყოლებდა და აკაკუნებდა, ბოლოს წამოდგა და ოთახში ნერვიული მიმოსვლა ატეხა.
- რა განერვიულებს? - სიცილით ჰკითხა რეზიმ, საყვედურგარეული ხმით.
- ხომ იცი, რომ არ ჯდება ქეთას სტანდარტებში ჯერ დაგვიანება და მერე მობილურზე პასუხის არ გაცემა?! - გაბრაზებით დაუსვა კითხვა და სკამზე დაღლილი ჩაეშვა.
- უაზროდ ნერვილობ!
- წავალ რა და იმორიგევებ ჩემს მაგიერ? - ყელი ვედრების ნიშნად გამოუწია.
- მიდი და მალე თუ დაბრუნდები, გამახარებ, - სიცილით დაუქნია თავი.
- გაიხარე, რეზ! მიყვარხარ! - აფერისტულად შორიდან გაუგზავნა კოცნა, მოსაცმელს გადასწვდა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა კაბინეტი.
გზაში რეზის ამ უგულო საქციელზე ფიქრობდა. ვერ მოსდიოდა აზრად, რომ მამაკაცი, რომელიც ოდესღაც ეთაყვანებოდა ქეთას, ასე ზერელედ უყურებდა მის გაუჩინარებას. კიდევ კარგი, ამაში მაინც გამოიჩინა ვაჟკაცობა და სამუშაო საათები მიიმატა.
ბრაზშერეულმა და ბევრად აღელვებულმა სწრაფად დაძრა მანქანა და დიდი სიჩქარით გაემართა ნაცნობი მიმართულებით.
***
კარზე ზარის რეკვას გაბმულად მოჰყვა. თითი რომ ეტკინა, ბრახუნი ატეხა. ქეთას ნაცვლად, მეზობელმა, მოხუცმა ქალმა, თავზე თეთრლენტაწაკრულმა გამოხედა.
- რა ხდება, მშვიდობაა? - იკითხა სასხვათაშორისოდ.
- უკაცრავად, ხომ არ დაგინახავთ ქეთა დღეს სახლიდან გამოსული? - ანერვიულებულმა საფეთქელზე ხელისგული მიიჭირა.
- რა ვიცი შვილო. გამოსული არა და დილით კი პიანინოზე უკრავდა ვიღაც, მთელი კორპუსი შეგვაფიქრიანა! - ბარბაცით წამოიწია წინ და ჯიბიდან გასაღები ამოაცურა. - ეს დამიტოვა რამდენიმე კვირის წინ, რა ვიცი რა ხდება, გქონდესო.
სწრაფად გამოგლიჯა ხელიდან გასაღები, მოარგო კარს და გააღო.
შეშინებულმა შეჰკივლა, როცა მისაღებში შესულს საშინელი სურათი დახვდა; ქეთა იატაკზე მორთხმით დამჯდარიყო და გაფითრებული სახე პიანინოს კიდესთან, ხელებზე ჩამოედო.
- სასწრაფოში დარეკეთ! - დაიკივლა და დაქალთან ჩაიმუხლა, პულსის მოსაძებნად.
***
ცხვირში უსიამოვნოდ მოუღიტინა პალატაში ფეხმოკიდებულმა წამლების საშინელმა სურნელმა. ქუთუთოები დამძიმებოდა და უპეები ჩავარდნოდა. ნელა და ძალდატანებით გაახილა თვალები. ოთახში ფარდაგაწეული ფანჯრიდან შემოპარულმა მზის სხივებმა უმალ მონახეს გზა მის თვალებამდე და აატკიეს. თითქოს ყველა ძვალი დაჭერილი ჰყოლოდათო, ძლიერი მომჭერით, ისეთი შეგრძნება ჰქონდა. ღებინებაც უნდოდა, მაგრამ არ ამოსდიოდა. ხელზე გრძნობდა მიერთებულ წვეთოვანს და გვერდიდან რითმულად კიოდა აპარატი.
პალატა ცარიელი იყო. უფრო სწორად რომ ვთქვა, მხოლოდ ქეთას სუნთქვა და დიდი ტკივილი იშლებოდა თეთრ კედლებში. სწრაფად მოძებნა გოგონამ ექიმთან ზარის ღილაკი, წვალებით ასწია თავისუფალი ხელი და დაუძახა. დიდი ხანი არ დაუყოვნებია, მალევე შემოვიდა სასიამოვნო აღნაგობის მამაკაცი.
- აბა, საღამო მშვიდობის. როგორ გრძნობ თავს? - გამამხნეველი ტონი ჰქონდა მამაკაცს.
- რომ არ მოგატყუოთ, არც ისე კომფორტულად, - ჩაიდუდღუნა ძლივს. - რატომ ვარ აქ?
- მაღალი სიცხე გქონდათ და წნევა დაგივარდათ.
- მნიშვნელოვანია რამე? - შეშინებულმა ამოიჩურჩულა.
- კი. ვირუსია საკმაოდ სერიოზული ჯერაც თქვენს ორგანიზმში და რამდენიმე დღე მოგიწევთ საავადმყოფოში დარჩენა.
- მეხუმრებით? – თვალები გაოცებისგან გაუფართოვდა. – აქ არ დავრჩები!
- მნიშვნელობა არ აქვს დარჩებით თუ არა, რადგან შეტევები კიდევ გექნებათ და თავს ვერ მოუვლით, – მხრები უდარდელად აიჩეჩა ექიმმა.
- მისმინეთ... – ჩაახველა და ოდნავ წამოიწია საწოლზე, უფრო კომფორტულად რომ ეყურებინა ექიმისათვის. – ბატონო... ექიმო ლევან! ექთნის აყვანა ხომ შემიძლია? რატომ ართულებთ ყველაფერს? ერთი–ორი ძლიერი ანტიბიოტიკი და ეშველება ამ საქმეს.
- კიდევ ბევრჯერ მომიწევს თქვენთვის გამეორება, რომ ჩვეულებრივი ვირუსთაგანი არ ბუდობს თქვენს ორგანიზმში? – გაღიზიანდა მამაკაცი და ქეთას სურვილი გაუჩნდა რამე ჩაერტყა თავში.
კიდევ უნდოდა საუბრის გაგრძელება და მისთვის დამტკიცება, რომ ნამდვილად კარგად იყო და თავს მოუვლიდა სახლში გაწერის შემთხვევაში; უნდოდა ეთქვა, რომ ვერ იტანდა ამ ცარიელ კედლებს, თუნდაც ადამიანებით სავსეს; უნდოდა ეთქვა, რომ ყველა საშინელი მოგონება საავადმყოფოსთან აკავშირებდა... მაგრამ კინაღამ კარი შემოგლიჯეს და მისმა ყურადღებამაც იქითკენ გადაინაცვლა.
- შემიშვით! თქვენ ვინ გეკითხებათ? – ყვიროდა ანა და ეჭიდავებოდა მცველს.
- შემოუშვი! – ხმამაღალი ტონით გასძახა ექიმმა ახმახ მამაკაცს, რომელმაც უმალ ასწია ჰაერში ხელები, დანებების ნიშნად.
ანამ საბოლოოდღა უთავაზა გულ–მკერდის არეში მუშტი მცველს და ამაყად შემოვიდა პალატაში.
ქეთას გაეცინა.
- ქალბატონო... – წამოიწყო ექიმმა, მაგრამ ვინ აცადა?!
- საქალბატონე! – შეუსწორა და სახეზე ჩამოშლილი თმა მოხდენილად გადაიყარა უკან.
- საქალბატონე, – სიცილით დაიწყო ხელახლა და, როგორც საქმეზე მივიდა, მაშინვე დასერიოზულდა, – იმედია აცნობიერებთ, რომ აქ შემოსვლით საფრთხეს უქმნით თქვენს ჯანმრთელობას? საკმაოდ საშიში ვირუსია, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.
- და თქვენ? – წარბები უკმაყოფილების ნიშნად შეკრა.
- მე ექიმი ვარ და მინდა თუ არა, რისკის ქვეშ ვარ მუდმივად.
- თქვენ მაზოხისტი ხართ! – არ დაუმალავს შთაბეჭდილებები და სანამ რამეს ეტყოდა, მანამ ჩაუარა გვერდი და მოხითხითე ქეთას საწოლთან შეჩერდა. – მაინც კარგ ხასიათზე ხარ, არა? – უჩურჩულა.
- წამლები, რომლებიც საავადმყოფოში არ გვაქვს, თქვენ უნდა მოიტანოთ, საქალბატონე.
ალმაცერად გახედა ანამ და შეათვალიერა. ხელში ქაღალდი ეჭირა, ნაწერებით სავსე.
- საავადმყოფოში წამლები არ უნდა გქონდეთ?! – დასვა სრულიად ლოგიკური კითხვა და შემდეგ კი ფურცელი გამოგლიჯა ხელიდან.
- ცოტა ფრთხილად, საქალბატონევ, თორე შეგრჩებათ ეს წოდება სიბერემდე! – სიცილით ‘დაულოცა’ და სწრაფად გავიდა პალატიდან.
- აი, რა უნდა? – საწყალი სახით გადახედა სიცილისგან აწითლებულ დაქალს ანამ და რომ ვერ გააჩერა უბრალო მზერით, ოდნავ უბწკინა ხელზე. – რა? – ჰკითხა ფხუკუნით.
- ჩემთან გაირბინე, ბარათი მაქვს ჩანთაში, კოდიც იქვე იქნება და გამოიტანე რაც დაგჭირდება, – ამოიჩურჩულა ძლივს.
- ხუმრობ ხო? – შეუბღვირა.
- რაზე?
- წავედი.
- აუ, გთხოვ, ტელეფონიც წამომიყოლე და შენთვის პირბადე, – მიაძახა გასასვლელთან მდგარს.
ოთახში ისევ სიმარტოვის მძაფრი შეგრძნება შემოფრინდა, მოგონებები, განცდები, ტკივილები შემოაპარა. გარეთ კი შემოდგომის ქარი ქროდა, მაგრამ შიგნიდან ხურდა, იწვებოდა ქალი. არ უნდოდა, მაგრამ მოფრენილი შეგრძნება ახსენებდა წარსულს, რომელიც მეტადრე უკავშირდებოდა საავადმყოფოს. თეთრი კედლები და თავზე მოციმციმე ნათურები სძულდა. სითეთრე სძულდა, ყოველწამში რომ ნაცვლდებოდა შავით. სძულდა წარსული, სისხლით შეღებილი. უნდოდა ახლა, დედის მუცელში მყოფს, ახლად დაეწყო დაბადება. პირველად ამოევსო ფილტვები ჟანგბადით და პირველად შეეხედა სამყაროსთვის, რომელიც ასე ფერადი ჩანდა.
***
10 წლის წინ.
ერთი თვის განმავლობაში ესიზმრებოდა საშინელი სურათი: ავტოშემთხვევა და გვამები. ვერ ხედავდა გარდაცვლილთა სახეებს, თუმც სტანჯავდნენ ყოველ წამს მათი დასახიჩრებული სხეულები.
ზაფხული იყო და, როგორც ყველა, ისიც დასასვენებლად გაემგზავრა, დედასთან ერთად, მაღალმთიან სოფელში. იმგზავრებდნენ კარგად, რომ არა უღელტეხილზე მოცურებული დიდი ავტობუსი და გადაჩეხილი პატარა კლდიდან. ჩვიდმეტი მგზავრიდან ცამეტი გარდაცვლილი, მათ შორის დედაც. მიუხედავად იმისა, რომ იბრძოლა, ებრძოლა სიკვდილს მთელი არსებით, საავადმყოფოში დალია სული.
დიდი ოპერაციის შემდეგ, ნარკოზიდან გამოსულს, უკვე დედა აღარ ჰყავდა. და ეს მაშინ, როდესაც პირველად დაუწყეს წინასწარმეტყველურმა სისზმრებმა ‘შემოტევა’. თოთხმეტი წლის ბავშვს უკვე ერქვა ობოლი.
IV.
ბინდი ნელ–ნელა შემოცურდა ქალაქის თავზე, შეხსნა პირი უზარმაზარი გველეშაპივით და გადაყლაპა უმწეო კრავი – დღე. ისევ ძველებურად არხევდა სიო ლამის ფანჯარაში შემომხტარ უფოთლებო ტოტებს. და, მიუხედავად იმისა, რომ პალატაში საოცრად ცხელოდა, ძვლები ეყინებოდა ქეთას და კანკალებდა. თითქოს ახლა ქუჩაში იდგა, სრულიად შიშველი და სახეს უშვერდა ტალღებად მქროლარე ქარს. მისთვის სუსტი წერტილი იყო ღამე. ან კი, ვისთვის არა, რო?!. როგორც იტყვიან, ღამე რთულია ყველაფერს ისე უყურო, როგორც დღისით. და არ აქვს მნიშვნელობა შენს მორალურ სიძლიერეს, მაინც შეგაშინებს საწოლის ქვეშ მოსრიალე გველი, რომელიც კანში კი არა, პირდაპირ სულში გიძვრება და სულის თითოეულ ძვალს, არა – ბუმბულს, გიღრღნის. აბა, სადა აქვს სულს ძვლები. ის ხომ ასეთი თხელი ფენის ბუმბულებისგან შედგება, რომელთაც შეუბერავ და ჰოპ, გაგიფრინდებიან შორს...
ყურსასმენებში ბეთჰოვენის „მთვარის სონატა“ ისმოდა. თითქოს ისიც გველებივით სულში გიძვრებოდა, მიცოცავდა და, როგორც სისხლი ფართოვდება,ისე გიფართოვებდა ბილიკებს ბუმბულის გზებში.
მუსიკა ჩაწყნარდა, მაგრამ თითქოს გრძნობდა, კიდევ სადღაც უკრავდნენ იმავეს. გრძნობდა არა, უფრო ჩაესმოდა. შორიდან, ნაწყვეტ–ნაწყვეტად. მერე ჩუმი ფაცაფუცი იჭრებოდა სიჩუმეში, მეზობელი პალატებიდან იშლებოდა ხალხი. ისმოდა კარის გაღების ხმა, ოდნავ რომ ჭრიალებდა, ძლივს გასაგონად. და ბოლოს გაოცებისგან ამოსული დაბალი ტონალობის ბგერები. წამოდგა. წინათგრძნობა ჰქონდა, მოგეხსენებათ, საოცარი, და ზუსტად იცოდა, ვიღაც უკრავდა ან დაბლა სართულზე, ან მთლად უარესი – ეზოში. წამომდგარს გვიანღა დაუარა ტკივილმა მთელს სხეულში, ასე მეტასტაზებივით რომ მოედო. სიცხელემაც ტვინში მიუკაკუნა, მაგრამ არ შეჩერებულა, სიკვდილამდე უნდოდა ინტერესის დაკმაყოფილება, რომელიც როიალისკენ მიიწევდა. ასე მცირე ხანში, ამდენი დამთხვევა?
არადა, მთელი დღე ერთზე ფიქრობდა: რეალობა იყო კლასიკოსი მამაკაცის სტუმრობა და ბოდიში თუ სიზმარი, ასეთი ცხადზე ცხადი? არა, ნამდვილად ხედავდა სიზმრებს, მერე რეალობაში რომ სრული სიზუსტით მოფრინდებოდნენ ხოლმე, მაგრამ მთვარეულობის ფაქტზე არასდროს გამოუჭერია საკუთარი თავი.
ახლა კი... ახლა ის აქაც იყო. არა, მთავარია, რომ იმ მომენტში ის ზუსტად იქ იყო, სადაც საჭიროება მოითხოვდა. იყო და თან როგორი ორიგინალურობით... როიალი საავადმყოფოს ეზოს ცენტრში, პალატის გასწვრივ დაედგა, პროჟექტორი აქეთ–იქიდან ანათებდა და, ყველაზე მთავარი, ის იმ სონატას უკრავდა სწორედ, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ უსმენდა და ზოგადად, რომელსაც ეთაყვანებოდა ბავშვობის მერე.
სასიამოვნო ჟრუანტელმა მთელს სხეულში დაუარა. ზედმეტადაც კი საამო იყო ეს სიტუაცია, მაგრამ საფიქრალიც. რატომ, რატომ დასდევდა ეს მამაკაცი? რა მოვალეობა ჰქონდა? რა ვალდებულება ეკისრა? არც არანაირი, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ის იყო, რომ ის ყველგან სწორედ საჭირო დროს იყო... იყო და ეჭვებიც თავისთავად დაფრინავდნენ ქეთას გონებაში და უღრღნიდნენ მას.
სონატა დამთავრდა, მაგრამ ეს ბოლო ნოტი მრავალწერტილს მეტად ჰგავდა, ვიდრე წერტილს, წინადადების ბოლოს. მამაკაცმა ხელები მუხლებზე დაიწყო და უძრავად დაჯდა. თითქოს აღარც სუნთქავდა. თითქოს ბოროტმა ჯადოქარმა ჯოხი მოიქნია და საბოლოოდ გააქვავა. სიბოროტე იყო პრინციპში ამის დასრულება... ამ ნიჭის, რომელიც ყოველ ნოტს ერთ ვაკუუმში აქცევდა, არათუ ფანტავდა ჰაერში.
პალატის კარზე დააკაკუნეს და ფანჯარასთან მდგარმა გაკვირვებით მიხედა სტუმარს. პატარა ბიჭი იყო, ხელში გეორგინების თაიგული ეჭირა და ყბამონგრევით იღიმოდა. ხელები გაცრეცილი ჰქონდა, თითოეულ თითში მტვერი სქელ ფენად ჩარჩენოდა და თვალებში ის სხივი უკრთოდა, რომელიც მხოლოდ მისნაირებს უკრთით: სათუთი, უბოროტო...
- თქვენთან გამომატანეს! – ღიმილით, უხერხული, გაუბედავი ნაბიჯებით წამოიწია წინ და აბურდულ საწოლზე დაუტოვა გეორგინების ულამაზესი თაიგული. შემდეგ მეტი გამბედაობით მიტრიალდა და ისევე გაუჩინარდა, როგორც შემოვიდა – თითქოს არც მოსულიყოს.
გაეღიმა და ემოციებით სავსეს ტირილი მოუნდა. ტირილი ბედნიერებისგან, ტირილი გულწრფელობისგან. გაოცებისგანაც. შეუძლებლად ეჩვენებოდა ზამთრის პირზე ზაფხულის ყვავილის მონახვა და ვიღაც, უცხო ადამიანისთვის ჩუქება.
ისევ ფანჯრისკენ მიტრიალდა და ის იყო ცარიელ ეზოს მოავლო თვალი, კარი კიდევ ერთხელ გაიღო. არ შეშინებია, გული კი აუქროლდა, მაგრამ ეს არ იყო უცხო სტუმრისგან გამოწვეული შიში. მეტადრე ეკუთვნოდა უცნობი ნაცნობისთვის თვალებში ერთხელ ჩახედვის შიში. რატომღაც ეგონა, რომ მამაკაცის თვალები ჭაობი იქნებოდა, თავისკენ მიიზიდავდა და ჩაითრევდა, სიღრმეებისკენ.
- მოგეწონა? – მის სიახლოვეს დაიჩურჩულა.
- რატომ? – ტუჩებს ძლივს აიძულა მოძრაობა და ჩახლეჩილი ხმით ამოიჩურჩულა კითხვა, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში უტრიალებდა თავში. მთელს სხეულზე მოედო ჟრუანტელი და დენის დარტყმასავით, ყალყზე დაიყენა თითოეული ღერი თმა.
- ვერ ხვდები? – უპასუხა უემოციოდ.
- რას? – შეშინებულმა გაიხედა მარჯვნივ და მამაკაცის მკერდს შეაჯახა პაწია ცხვირი. ვერ გაბედა, ვერაფრით შეძლო ზემოთ აეცოცებინა მზერა და შეეხედა მისი სახისთვის.
- იქნებ ოდესმე მიხვდე რასაც... – ამოიგმინა და წასვლა დააპირა.
- მოიცა! – მაჯაზე თითები შემოხვია და ძლიერად დაქაჩა თავისკენ. არა, ეს არ იყო გააზრებული ქმედება. სპონტანურს კი მიეწერებოდა, ნამდვილად.
- რა? – ჩამოხედა მის წითლად შეფერილ თმას, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ცეცხლი ეკიდაო.
- დარჩი.
- დავრჩე? – გაუკვირდა, გულწრფელად.
- ჰო... – ამოიჩურჩულა მკერდის სიახლოვეს და ნელა მიადო მის ურითმოდ მობაგუნე გულს, ისეთ შთაბეჭდილებას რომ დაგიტოვებდათ, თითქოს სადაცაა გაჭრის ბარიერს და ხმაურით შეეგებება ჰაერსო, ასეთ მძიმესო.
- კარგი, – დაიჩურჩულა, თავი ოდნავ ჩამოსწია ქვემოთ და გავარვარებული ტუჩები მიადო მის სიწითლისგან სავსე თმას. – საშინლად გიხდება ეს თმა და სახელი, ქეთა! – უჩურჩულა ისე, თითქოს ძალიან კონფიდენციალურ ინფორმაციას გასცემსო.
- შენ?..
- ქერა, გაბრიელი, – ტუჩებისმოუშორებლად თავზე უჩურჩულა და ღიმილმა ჩაუტეხა ტუჩის ცალი კუთხე.
- რა ლამაზია... – საოცრად თბილი გახდომოდა ხმა.
- რა?
- შენი გულისცემა... თითქოს ისიც როიალზე უკრავდეს...
მხოლოდ გაეღიმა გაბრიელს. თავისუფლად, უფუნქციოდ ჩამოყრილი ხელები ნელა ააცოცა წელზე და ყველაზე წვრილ წერტილში შეაჩერა.
- აჰყევი! – უჩურჩულა მკაცრი ტონით.
- რა? – გაუკვირდა ახლა მას.
- ჩემს გულისცემას აჰყევი... ნახე, კვლავინდებურად გაზაფხულის ვალსს უკრავს.
- ისევ ისე, როგორც პირველად დაუკარი შენ, ჩემთვის!
ჰო, მართალი იყო. პირველად მართლაც გაზაფხულისთვის მიძღვნილი ვალსი მისი გახდა. ასეთი ძვირფასი, ასეთი წმინდა. მაგრამ, ახლა, ბევრად, მრავალჯერ ბევრად სასიამოვნოდ, ბევრად წმინდად ჟღერდა მისი გულის დაკრული ვალსი. წარმოიდგინა, თითქოს გულს ხელები, ფეხები და სახე ჰქონდა; ხელები კლავიშებზე შემოეწყო, ფეხები ფეხის კლავიშზე, ხოლო თავი შეუჩერებლად აჰყოლოდა რიტმს. წარმოიდგინა გარსი, თითქოს ვაკუუმი, გულს შემოხვეული, ბგერებს რომ არ ფანტავდა. წარმოიდგინა და მიხვდა – ისიც ამ ვაკუუმში იყო. აბა, სხვანაირად, როგორ?.. როგორ უნდა გაეგო ბგერები, რომლებიც მას არ სცდებოდნენ?
გამხდარი ხელები მხრებზე შემოაწყო და კალმით მოხაზული, შემდეგ გამოთლილი თითები კისერზე დააჭირა. ცხვირით ისევ მის გულ–მკერდს ეხახუნებოდა. შეიგრძნობდა სურნელს, რომელიც ასეთი თანმსდევი იყო მამაკაცის. არა სუნამო, არა სხვამაგვარი, არამედ რაღაც, თავისებური, ასეთი სასიამოვნო, მილიონობით კაცში რომ გამოირჩეოდა.
ცეკვავდნენ დიდხანს, თითქოს უმელოდიოდ. საკმარისი იყო ერთმანეთის გულისცემის ვიბრაცია, ასეთი ერთსულოვანი, დროული და სასიამოვნო იყო.
***
დილით ანა, ნიაკო და მარიამი მოვიდნენ. ნიაკოს თითქოს ბევრად გაჰბერვოდა მუცელი ამ პატარა ხანში. ანას სახე გუშინდელზე მეტად დამშვიდებულიყო. მარიამს კიდევ სიყვარული უკრთოდა თვალებში, მისი პაწია ნაპერწკლები, ჯერაც ახლა რომ იწყებდნენ გაღვივებას. ქეთას ჯერაც სიცხე ჰქონდა, მაგრამ უკვე ჩამობერებულს ჰგავდა. აი, ისეთ მოხუცს, სიყვარულის მეტი არაფერი რომ ჰქონია ცხოვრებაში, თუმც ამ სიყვარულით ბოლომდე სავსე ჰქონდა ცხოვრების ფიალა, დაცლილის ნაცვლად.
- ან, მალე შემოვა ლევანი ექიმი და თმა შეისწორე, ცოტა აწეწილი გაქვს, – ფხუკუნით მიჰკრა ხელი მხარზე დაქალს ქეთამ.
- შენ ავადმყოფობის რა გეტყობა? – შეუღრინა.
- ჰოდა, დაკერე ჩვენი სიმპათიური ექიმი და სთხოვე მალე გამიშვას სახლში, – ტუჩები წინ გამოსწია.
- სიმპათიური მამაკაცი დაკერეო, რა ადვილი საქმეა! – წამოიძახა ანამ და ვერც შენიშნა, რომ ლევანი უკვე შემოსული იყო პალატაში.
- ნეტავი ვინაა ასეთი ხე, ეგ სიმპათიური ტიპი, შენ რომ ვერ დაკერავ, საქალბატონევ?! – სერიოზულობით აწია წარბები ზემოთ და ძლივს დალაგებული სახით მიაჩერდა სირცხვილისგან ფერებგადასულ ანას, რომელიც ერთს ფიქრობდა: „შენ არ იყო ეგ „ხე“ ნეტავ და...“.
V.
დღეები დღეებს მისდევდნენ, საათები – საათებს, წუთები – წუთებს. მალე მიილია საავადმყოფოს მძაფრ სურნელში გასატარებელი დღეების, საათებისა და წუთების რაოდენობა. ალბათ, ძალიან ნელი იქნებოდა დრო, რომ არა გაბრიელი. მისით იწყებოდა თითოეული დილა და იწურებოდა დღე. ის იყო მთვარე - ნათელ დღეში და მზე – ბნელ ღამეში. მისი თითოეული ჩასუნთქვ–ამოსუნთქვა მელოდიასავით გაისმოდა ხმაურმოწყურებულ პალატაში. თუმცა, ეს მელოდიაც ისეთი ხმაურიანი იყო... ისეთი დიდებული.
ყოველი დილა ნაზი ჰანგებით იწყებოდა. უმეტესად, ბეთჰოვენის ‘სიჩუმით’. ვინაიდან და რადგანაც ბევრჯერ სცადა გაბრიელმა შემოეტანა პიანინო პალატაში, მაგრამ სასტიკი უარი და გაძევებით დამუქრებაც მიიღო, შეწყვიტა ამაზე ოცნება. მოიტანა ძველი რადიოლა, მტვრიანი, გაცრეცილი. ეს რადიოლა უყვარდა მას და უყვარდა ქეთასაც.
ღამით ძლივს ჩაძინებულს დილაადრიან შეეხებოდა ყურთასმენას თითოეული ნოტი, გაუშვებდა სხეულში და ჟრუანტელსაც, სასიამოვნო დენს მთელს მის არსებაში, ვეღარ და აღარ ებრძოდა. სასიამოვნო იყო შეგრძნება, რომელსაც ერქვა წყურვილი... გაბრიელისა და მისი მუსიკის წყურვილი.
იმ დილით ექთანმა გააღვიძა. არადა, მთელი ღამე გაბრიელთან ერთად მილია. გაუკვირდა და არ ესიამოვნა, მაგრამ თავი შეიმხნევა: ალბათ, გამოწერის აღსანიშნად რაღაცას მიმზადებსო. შეიძლება ასეც იყო, ვინ გაიგებდა?
შუა დღემდე კიდევ გააჩერეს ამ საშინელ პალატაში და გაწერეს. საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ, როდესაც ანა იყო აქ, ლევანი მუდამ თავზე ევლებოდა, ხოლო, როდესაც არ იყო, სხვა ექიმით ნაცვლდებოდა ხოლმე. იმ დღესაც ანა შემოვიდა საავადმყოფოში და მაშინვე შემოყო თავი ლევანმა.
- აბა, როგორ გრძნობ თავს? – მხიარული ნოტა ეტყობოდა მამაკაცს.
- მე კარგად კი არა, არაჩვეულებრივად ვარ, ბატონო ლევან! – გაიკრიჭა. – თქვენ როგორ გიკითხოთ?
- მეც მსგავსად, – სწრაფად მოუჭრა და კარისკენ გაიხედა, სადაც ანა, მარიამი და ნიაკო იდგნენ. – დილა მშვიდობის, ქალბატონებო და საქალბატონე’ვ! – გამოკვეთა.
გაყინული ხელისგულები სწრაფად გაიქანა ანამ სახისკენ და აღაჟღაჟებულ ლოყებზე მიიჭირა. ქეთას გაეცინა.
- მომიტანეთ ტანსაცმელები? ერთი სული მაქვს როდის გავალ აქედან!
- რატომ? მშვენიერი კაფეტერია გვაქვს, დარჩი და დატოვე შენი დაქალები, – სწრაფად მოუბრუნდა ლევანი და, როდესაც დაინახა სიცილისგან სახეშეცვლილი ქეთა, მაშინვე მხრები აიჩეჩა და დაამატა: – რა?
- არაფერი, ექიმო. მე სახლში მეჩქარება, მარიამს და ნიაკოსაც, მეუღლეები ელოდებიან... აი, ანა კი ჩიტივით თავისუფალია, შემიძლია დაგიტოვოთ! - მხრები აიჩეჩა უდარდელად მანაც და ტუჩზე იკბინა, რომ არ გასცინებოდა მამაკაცის არანაკლებად აწითლებულ ლოყებზე. „ეს კაცი რამ გადარია, ნეტავ?“ - გაიფიქრა თავისთვის.
- დაგტოვებთ! - ჩაიდუდღუნა და იატაკისთვის თვალმოუშორებლად გავიდა.
- აი, რა უნდა? - ხმა უთრთოდა ანას.
- გოგო, ახლა თავის სავიზიტოს მომცემს და დაურეკე, კინოში დაპატიჟე! - ფხუკუნს ვერ წყვეტდა ქეთა.
- მორჩი!
***
მონატრებულ სახლში ფუსფუსს ვერ წყვეტდა. საქმე არ ჰქონდა, მარტო მტვერი დასდებოდა ავეჯს და მათ წმენდდა. ამ უხალისო დღეს ისიც კი გადაწყვიტა, რომ სასუსნავებს მოამზადებდა და ტკბილ სუფრაზე სამეგობროს დაუძახებდა. მაგრამ ჯერ მტვერს იღებდა ავეჯიდან და არ ეცალა სასუსნაოსთვის ჩასაჯდომად. პიანინოსთან მისულმა ვერ გადაწყვიტა უნდა გადაეწმინდა თუ არა. ეგონა მისი გადაწმენდით ყველაფერს წაშლიდა, რაც გაბრიელთან აკავშირებდა. მის საოცარ ღამეებთან. ეგონა შერჩებოდა მხოლოდ სიზმრები და მისი თეორიები...
სკამი ჯერაც გამოწეული იყო. ბოლოს, აქ გაბრიელი იჯდა, პიანინოსთან ახლოს და აჟღერებდა კლავიშებს... სასიამოვნოზე უკეთ აჟღერებდა. მცირე ხანს გაშეშდა, გაქვავდა და ისეთ შთაბეჭდილებას დაგიტოვებდათ, თითქოს სუნთქვაც შეწყვიტაო. გაიხსენა თითოეული წამი, რომლითაც დაიწყო მისი ცხოვრება, არსებობა. ანუ გაიხსენა გაბრიელი და ის საოცარი საღამო, რომელიც ირაკლიმ შექმნა. მოგონებები გადაიშალნენ გონებაში. სასიამოვნო კადრებად მოძრაობდნენ. თითოეული წამი რომ ასეთი ძვირფასი იყო, თითოეულში იყო გაბრიელი. მტვერს ვერ დაეფარა კლავიშებზე ნაკვალევი კლასიკოსი მამაკაცისა...
დაჯდა. პირველად, ცხოვრებაში, მთელი არსებით მოუნდა აეჟღერებინა და ეგრძნო. თან ეშინოდა. ეშინოდა, რომ შეახებდა თავის უფერული ჭუჭყით სავსე თითებს და წაშლიდა იმ სათუთ ნაკვალევს, რომელიც ასე, საჩუქრად დაუტოვა გაბრიელმა. თუმცა რა ექნა, უკვე მთელ ტანში სცრიდა, დაკვრის სურვილით. არა, არ იცოდა დაკვრა ორივე ხელის დახმარებით, თუმც კარგად სცნობდა ნოტებს და შეეძლო გაერჩია რომელი კლავიშის შეხება იყო საჭირო. მაგრამ არ დასჭირდა. არც მტვერდადებული ნოტები ამოიღო პიანინოს სიღრმეებიდან, ადრე, ჯერაც ბავშვობაში რომ მიმალა. უბრალოდ, თითები შემოაწყო კლავიშებზე, ათივე თითი და მორიგეობით დააჭირა სათითაო ნოტს. სიამოვნების ნაპერწკლები მიმოიფანტნენ მთელ სხეულში. თვალებიც სიამოვნებისგან მიელულა.თავი ოდნავ გადასწია უკან, მთელი სხეულით მოდუნდა და უბრალოდ, თითოეული ნოტი, თითოეული კლავიშის ჟღერადობა შეიგრძნო. ახლა მას შეექმნა ვაკუუმი, სადაც მხოლოდ ის და პიანინო, მისი ნოტები და სხვა არაფერი იყო. თითქოს ასეთი ცოტა და სინამდვილეში ბევრად მეტი.
პიანინოსგან ამოსვრილი თითოეული ოხვრა ჯერ მის სხეულის სათითაო კუნჭულს ხვდებოდა, იქიდან ასროლილი კი ვაკუუმის უფერულ კედლბს ეხეთქებოდა, იხლიჩებოდა და ტკივილისგან სახედამანჭული, ყელჩახლეჩილი, კვნესოდა. კვნესა ერეოდა დამძიმებულ ჰაერს და ძლივსგასაგონადღა გაისმოდა.
უბრალო მელოდია, არაფრისმთქმელი და ამავდროულად ასეთი მრავლისმეტყველი რომ იყო, აბრუებდა და სხვა სამყაროში გადაისროდა ქეთას. ადრე ასეთი რამ არასდროს განუცდია... არასდროს შეუგრძვნია მის არსებას ნოტების ასეთი სინაზე. ახლა ეს მისი სამყარო იყო. სამყარო, რომელიც შექმნა გაბრიელმა. სამყარო, რომელიც აიტაცა და გაითავისა. მერე რა, რომ აქამდეც გიჟდებოდა კლასიკაზე. ახლა მისი არსების განუყრელი ნაწილი გახდა.
ისევ უკრავდა. უფრო სწორად, უკაკუნებდა კლავიშებს, მტკივნეულად. თავი ისევ უკან ჰქონდა გადაწეული, სახით ჭერს უყურებდა, თუმცა თვალები დახუჭული ჰქონდა. რადგანაც მთელი სხეული მოდუნებოდა, ხელების მოძრაობისგან გადაცემული ვიბრაცია თავს უქანავებდა. და ეს სანახაობა ისეთ შთაბეჭდილებას დაგიტოვებდათ, თითქოს რიგითი გიჟი კლასიკოსი იყო.
შეხება იგრძნო. ჯერ ვაკუუმს შეეხო ვიღაც, მისი კედლები გაგლიჯა, შემდეგ უკნიდან სიმხურვალე იგრძნო, მერე ხელებზე ჩაცოცდა გავარვარებული კანი ადამიანისა და საბოლოოდ სიცივეშეპარული თითები, რომლებიც ასე განსხვავდებოდნენ მთლიანი ხელების ტემპერატურისგან, შეეხო მის მაჯას. კისერთან ცხელი ჰაერი შეეფრქვა. აქამდე ხელშეუხებელ კისერს, სიწითლემ დაჰკრა. წითლად შეფერილი, კონად შეკრული თმა უწესრიგოდ ჩამოეყარა კისრის თავისუფალ მხარეს. სამაგრის დაცემის ექო გაიშალა სიჩუმემოდებულ ოთახში. დენმა დაუარა, დაუსუსხა მთელი სხეული. სიამოვნებისგან ამოიოხრა. თვალები არ გაუხელია. მაჯაზე ჩაჭიდებულმა თითებმა უბიძგეს გამოძრავებისკენ და დამორჩილდა ნებას ადამიანისა, რომელიც მის მთელ არსებას მოსდებოდა, მისი პირადი ‘მე’ ობობის ქსელში გაეხვია და თავისად გაეხადა.
დაუკრა. ამას კი ნამდვილად ერქვა მელოდია. გაზაფხული გამეფდა ლამის ზამთრის ქურქში გახვეულ ოთახში. გრძნობდა, ნაღმი იყო და, რაც უფრო ღრმად ტოპავდა, მით უფრო იბერებოდა. გრძნობდა მალე აფეთქდებოდა თუ კულმინაცია არ ექნებოდა ამ მომენტს... ამ საოცარ მომენტს.
- მორჩი! - მთელი ყურადღების მოკრებვა დასჭირდა, ამ ერთი, პატარა სიტყვის სათქმელად.
მამაკაცმა ნელა აუშვა თითები გაწითლებულ მაჯებს და უკან დაიხია. ახლა უკვე აღარ იყო აბლაბუდაში გახვეული, თუმც დაძაბულობას ისევ გრძნობდა, რომელიც ასეთი უცხო ეჩვენებოდა, ასეთი შორი. ემოციებისგან დატვირთული ღრმად სუნქავდა, თითქოს ამით ცდილობდა დაცლილიყო.
გაბრიელმა იქვე მდგარი სავარძლისკენ გადაინაცვლა და რობოტივით ჩაესვენა მასში. სუნთქვა შეიკრა. თითქოს საკმარისი ყოფილიყოს ქალის ამოსუნთქული... თითქოს თავისი სასუნთქიც მისთვის გადაეცა.
- მომენატრე... - ამოიჩურჩულა თითქმის თავისთვის.
ქეთამ იგრძნო, რამდენად გაუჭირდა მამაკაცს ამ სიტყვის წარმოთქმა.
- დილით რატომ არ მოხვედი? - დამნაშავესავით ერთი წერტილისთვის მიეპყრო მზერა და მოლაპარაკე ქანდაკებას მოგაგონებდათ.
- მინდოდა, თუმცა ვერ მოვიცალე...
- როცა გულით სურთ, ყველა საქმეს გვერდზე გადადებენ ხოლმე... როცა საქმე ძვირფას ადამიანს ეხება, - თითქმის თავისთვის ამოიჩურჩულა. თავისივე სიტყვებზე გასცრა. მიხვდა რამხელა რეალობა ასახა ამ პატარა წინადადებაში.
- არ არის მასე.
- აბა? - ამოისუნთქა წამსვე და სუნთქვას ამოაყოლა სიტყვებიც. - აბა, როგორ არის?
- არ ვიცი შენ რომელ ფერად რეალობაში ცხოვრობ, მაგრამ ჩემი რეალობა იმდენად გადატვირთულია, ახლა აქ რომ ვარ, ძვირად მიფასდება. გაიხსენე გასული დღეები, გაიხსენე ჩემი ვალდებულებები და მიხვდები, არ უნდა იყო უმადური, - მისი ხმა აღარ იყო ხავერდოვანი და აღარც სიტყვები მიუგავდა მელოდიას.
კენტად ჩამოუგორდა ქალს ცრემლი მარცხენა მხარეს, ოღონდ არ იცოდა, კონკრეტულად რა ატირებდა.
VI.
ასეც ხდება. არა, სულ ასე ხდება. ვინც ყველაზე მეტად გვაფასებს, მის მიმართ ვიჩენთ უკიდეგანო უმადურებას. და მერე გვიკვირს: ჩვენო? დიახ, ჩვენ, ადამიანები, უმადურების მწვერვალზე ვდგავართ. არ გვინდა მადლობა ვუთხრათ მათ, ჩვენს დამფასებლებს, თუნდაც იმისთვის, რომ ერთობ სანუგეშოდ ამოგვიდგნენ მხარში, როცა გვჭირდებოდა. შეიძლება არაფერია, მცირედად გვეჩვენება მათი თითო სიტყვა, ჩვენთვის დახარჯული, მაგრამ, რომ დავუფიქრდეთ, ვიმსახურებთ კი?
ასე დაემართა ქეთასაც. მართლაც არავითარი ვალდებულება ეკისრა გაბრიელს. ის იქ იჯდა, მისთვის მხოლოდ, უკრავდა, თითოეულ წამს უკრავდა და ეს ყოველი მელოდია მხოლოდ ადამიანისთვის, რომელსაც არც კი იცნობდა. ო, რამხელა უმადურებაა იჯდე ხელებჩამოყრილი, ყურებჩამოყრილი და ცხვირჩამოშვებული მაშინ, როდესაც შენთვის ყოველ წამს, შეუჩერებლად უკრავენ...
აივანზე გავიდა ქალი და ხელისგულები ცივ მოაჯირს შეახო. ისეც მთელ სხეულში დენი უვლიდა, ახლა მეტად გააჟრიალა. დაეყრდნო გაყინულ მოაჯირს, გაყინული არსებით და სუნთქვა შეწყვიტა. ხვდებოდა შეცდომას, მეტ–ნაკლებად.
მიუახლოვდა. უკვე მის სხეულთან ძალიან ხმოვან მელოდიას გრძნობდა. კლავიშებს, დახშული ხმით რომ გაჰკივიან და მაინც ასე სასიამოვნოდ ჟღერადობენ, გრძნობდა მისი არსება. მეტად მრავლდებოდნენ სხეულში ჭიანჭველები.
– ხვდები, რამხელა კავშირია თითოეულ ამოსუნთქვაში? – უჩურჩულა ყურთან ახლოს და წელზე შემოჰხვია ხელები.
– შენ მომკლავ, – ამოიჩურჩულა საწყლად და მოაჯირიდან აღებული თითები მამაკაცის ასევე გაყინულ თითებს შეახო. თავი უკან გადასწია და მის მხარზე ჩამოდო.
– შეხედე... ეზოში წყვილი მისეირნობს, – ამოიჩურჩულა, – ოღონდ თავი არ ასწიო.
– აბა, როგორ შევხედო? – გაეღიმა და მეტად კომფორტულად მოთავსდა.
– ნუ შეხედავ, არცაა საჭირო. უბრალოდ, მინდა, რომ მათ არ დავემსგავსოთ.
უსიამოვნო შეგრძნება გაუჩნდა. დაუკმაყოფილებელი. ან სრულებით ვერ ჩასწვდა მამაკაცის ნათქვამს, ან სრულებით ჩასწვდა და სწორედ ეს გახლდათ პრობლემა.
– ანუ, წყვილი ნუ ვიქნებით?
– წყვილი... სასაცილოა, – მის ყელთან ჩაიცინა და გავარვარებული ჰაერი შეაფრქვია. – ვგავართ კი ადამიანები წყვილ ჩუსტებს?
ქეთასაც ჩაეღიმა. ახლა უკვე ხვდებოდა.
– წყვილი ჩუსტი, წყვილი წინდა, წყვილი ხელთათმანი, წყვილი ფურცელი... მაგრამ წყვილი ადამიანები? – ახლა უკვე ხარხარებდა. მისი ვიბრაცია ქალს გადაეცემოდა და ისეც სიმივით დაჭიმულს უარესად უჭიმავდა სხეულს. – ჩემსა და შენ შორის სხვა კავშირია, უფრო დიდი, ვიდრე მათ შეუძლიათ ამის აღქმა. შეუძლებელია ვიფიქროთ დაწყვილებაზე მაშინ, როდესაც ჩვენ ერთ მთლიანობად გარდავიქმენით. საკმარისია ისუნთქო შენ, მე აღარ ვსუნთქავ. და – პირიქით. შეუძლებელია იარსებოს ამაზე დიდმა კავშირმა ბუნებაში, ვიდრე ეს ჩვენ შორის წარმოიქმნა. ჩვენ ვერასოდეს დავემსგავსებით სხვებს. ნუ შეიქმნი ილუზიას.
ქეთა გრძნობდა ამ სიტყვებში ჩადებულ მთელს მის არსებას. გრძნობდა, რომ მართალი იყო. და თურმე ამ სიმართლეშიც რამხელა ტყუილი მიძინებულიყო, როგორც ყველა სხვა დანარჩენ სიმართლეში, რასაც ოდესმე ბუნებაში ამოუსუნთქავს.
***
საღამოს გოგოები ამოვიდნენ ქეთასთან. ნიაკო თავის თორნიკესთან ერთად ამოვიდა, მარიამი გუკასთან, ანა კიდევ ლევანი ექიმის ფიქრებთან ერთად. შამპანური და ტკბილეული ამოიტანეს. აბა, სად ეცალა ქეთას, თავის თავთან დაპირებების ასასრულებლად? გაბრიელმაც ერთი ფეხით გაასწრო ქალის მეგობრებს. სიმართლე რომ ითქვას, არ სურდა ქეთას გაემხილა ეს ყველაფერი. ერთის მხრივ იმიტომ, რომ თავადაც ვერ გარკვეულიყო ეს რა იყო, მეორეს მხრივ კი ეგოისტურად ეგონა, წილში ჩაუდგებოდნენ. არადა, რა იყო საწილო?
ჩვეულებრივი საღამო იყო, სხვა საღამოებისგან არაფრით განსხვავებული. მალე დაიშალნენ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ეხვეწა ქეთამ: დარჩითო.
ის იყო თეფშების გარეცხვას მორჩა, რომ კარზე დააკაკუნეს. იცოდა, რომ ნებართვას არ ითხოვდა გაბრიელი არასდროს, ისე შემოდიოდა სახლში. არ გაუხედავს, ისე დააღო. სიხარულისგან გაბრწყინდა, ზღურბლს იქით მდგარი ირაკლი რომ დაინახა. ხელები გაშალა და კისერზე ჩამოეკიდა მამაკაცს. ვერ მოისიყვარულა, მაგრამ რომ მოიბეზრა, უკან დაიხია და ფართოდ გადგა, გზა დაუთმო, თითქოს ვერ გამოეტევოდა ისე.
ხასიათზე ვერ ჩანდა. პირ–სახე ჩამოსტიროდა. ქურთუკი გაიხადა, ტალახიანი ფეხები უკან დაბრუნებით, ნოხზე გაიწმინდა და მისაღებისკენ აიღო გეზი.
არ დასჭირვებია ბევრი ფიქრი და ტლიკინი ქეთას. თაროდან ვისკი და ჭიქები გამოიღო, ხილი ახლოს მოაჩოჩა და სავარძელში ჩაეშვა. ვისკის ბოთლს თავი მოხადა. ცხვირში მოუღიტინა ამოვარდნილმა სუნმა. შვიდი წლით უკან დაბრუნდა, ისევ სტუდენტად, ჯერ კიდევ ახლად რომ იწყებდა ურთიერთობას ირაკლისთან.
სავსე ჭიქა მიუცურა. მამაკაცს ნერვიულობისგან გაწითლებული სახე თითებში მიემალა. როგორც იგრძნო ვისკის მწარე სუნი, მაშინვე ამოსწია სახე, თითები გამჭირვალე, სქელ ჭიქას შემოხვია და უთქმელად გადაკრა. ჩაუწვა და ჩაიტანა, მაგრამ ნასიამოვნები მეტად ჩანდა ამ ფაქტით, ვიდრე პირიქით.
– მომენატრე, – ამოიჩურჩულა სასხვათაშორისოდ.
– მეც, – უთხრა და არ დაუმატებია სხვა, რადგან მამაკაცმა ამით შესავალი გაუკეთა სათქმელს, კითხვა აღარ იყო საჭირო.
– ქეთ, შენ ხომ იცი, როგორ გაფასებ არა?! ვიცი, რამდენად გაგიჭირდება ახლა, რადგან პირველია შენთვის... ჰო, ვიცი. მაგრამ მერე მეტად გეტკინება. ჩამოშორდი გაბრიელს... – როგორც სჩვეოდა, ახლაც დიდი სისწრაფითა და მოკლე ტექსტით გამოხატა თავისი კეთილი აზრი.
მთელი სხეული აეწვა. ეგონა გულს ყელზე ვიღაცამ მოუჭირაო. ჯერ, საიდან იცოდა მათ ურთიერთობაზე და მერე რატომ ასე დაჟინებით, ყველაფრის გარეშე?
ვისკი სწრაფად გადაკრა ქალმა. თავში დაუარა მაშინვე, მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, ვიდრე ირაკლის სიტყვები. კიდევ შეივსო ჭიქა, წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა.
– რატო? – დასვა კითხვა, რომელიც ამ სიტუაში აუცილებელიც კი იყო. მერე რა, რომ აქამდე არასდროს მოუსმენია ეს სიტყვა მისგან ირაკლის?!
– ქეთ... დამიჯერე, ვიცი რას ვამბობ, – მოკლედ მოჭრა.
ქალმა ცოტა მოწრუპა, გაყინული ხელი საპირისპირო მხარეს, წელზე მიიჭირა და მეორეს იდაყვი კი ამ ხელის თავისუფალ სივრცეზე ჩამოდო. ცრემლები ახრჩობდა.
– ირაკლი... – ამოიჩურჩულა ძლივსგასაგონად, მაგრამ ზუსტად იცოდა, ყველაფერი ესმოდა, უთქმელიც კი. – ჩვენი კავშირი არაა ჩვენზე დამოკიდებული.
– შეიძლება გრძნობა არ იყოს, მაგრამ კავშირი ნამდვილად არის.
– გთხოვ, მითხარი, რა ხდება? – ხმაში თრთოლვა შეეპარა. თრთოლვა, რომელმაც მეტადრე მოიცვა მისი არსება.
– მე კი გთხოვ, რომ დამიჯერო! – სიმკაცრე დაეუფლა. ჰო, დაეუფლა.
– ვერ დაგიჯერებ. ამჯერად ვერა, – კატეგორიული გახდა ისიც.
მამაკაციდან მზერა კედლისკენ გადაიტანა და სიცარიელით გაჟღენთილ სავსე სივრცეს მიაშტერდა. იგრძნო, როგორ ადგა და წავიდა. კარი კი არ გაიხურა, მთელი ძალით გაიჯახუნა. შორიდანაც იგრძნობოდა მძიმე ნაბიჯები და მძიმე სუნთქვა.
ფანჯარა გამოაღო. დამძიმებულ ჰაერს ვეღარ გაუძლო და ცივს ქარს მიაგება სახე.
***
მთელი ღამე ცდილობდა დამშვიდებას და დაძინებას, მაგრამ არც ერთი ეკარებოდა მის სიმივით დაჭიმულ არსებას. ბორგავდა საწოლში და ეჩვენებოდა, რომ ვერ გაუძლებდა. ეს ღამე გაათენებდა. თუმცა როდის იყო, რომ დაძაბულობა არ თენთავდა ადამიანს და არ აიძულებდა ძილს?!
სჯობდა არ ჩასძინებოდა... სჯობდა გაეთეთრებინა ღამე, თუმც არ დაძინებოდა. უკვე ვერ იტანდა თავის ამ უნარს...
*მირბის. ტყეშია. ძალიან დიდი სიჩქარით მიიკვლევს გზას, რომელიც არ ეცნობა. ფეხებში ტოტები ტკაცუნობენ და წამოზრდილები კი სახეზე ეხეთქებიან. მალ–მალე იხედება უკან, თუმც ვერაფერს ხედავს ნისლის გარდა. ფეხებქვეშ მაგარი მიწა უცბად ტალახად იქცევა და ბალახები კი მის კოჭებს ეხვევიან. იბრძვის დაიხსნას თავი, მაგრამ არ შეუძლია, ბალახები ძლიერად ექაჩებიან თავისკენ. ეს ტალახიც პრობლემად იქცა... ცდილობს და უკანასკნელად ებრძვის ბედს, ასეთი აუტანელი რომ გახდა. დაბლა იხედება. თითქოს ირგვლივ ყველაფერი ნათდება და დაბლაც სახე ჩანს. ესეთი ცნობილი ნაკვთები... აკვირდება და გაოცებისგან თვალები უფართოვდება. ტალახის პირს ხსნის გაბრიელი და საბოლოოდ ყლაპავს. ვეღარაფერს ხედავს და აზროვნებასაც კარგავს.*
სულ მთლად ოფლში მცურავს გაეღვიძა. გარეთ დღეს გაეხილა თვალები. მკრთალი ნათელი იპარებოდა სარკმელში. შუბლზე თითები ჩამოისვა და სიზმარზე დაფიქრდა. ასეთი არაორდინალური არაფერი დასიზმრებია. არაორდინალური და თან ასე ნათელი. უბრალოდ, ჩააფიქრა იმან, იყო სიმართლეს მოწყვეტილი მტევანი სიზმარი თუ უბრალოდ ირაკლის სიტყვები ჩაჰყვა?..
VII.
მთელი დღე ყავის ფინჯანი ეჭირა და გაყინული თითების გათბობას ამაოდ ცდილობდა. სულიც ასეთი გაყინული ჰქონდა. ხან პიანინოს მიუჯდა და სცადა კლავიშებზე შეხებითა და შეგრძნებით ამოევსო ღრიჭო, მაგრამ არ გამოუვიდა... უფრო მეტად გაფართოვდა ის. წიგნი აიღო, უკანვე დააბრუნა, თითქოს პერსონაჟებმაც პირი შეკრეს და ერთდროულად უშხამავდნენ ხასიათსო. სამსახურში არც წასულა, უარესად მოთენთავდა აურაცხელი ხალხი. აივანზე გასულს სული ეხუთებოდა, ეგონა შუშის გუმბათი შემოეკრა და ჟანგბადს არ უშვებდა მისი ბარიერი.
ვერ გაეგო რა დაატყდა თავს. დიახ, ეს იყო გრძნობა, გამოუცდელი, რომელმაც ჯერ ახლა გაახილა თვალები, შეხედა სამყაროს და გაუღიმა. ეს გრძნობა ჩვილი ბავშვივით იყო... მასსავით სათუთი, ხელშეუხებელი, უბოროტო. და თუ ეს რეალობა იყო, მაშინ ამ გრძნობის პატრონმა რა დააშავა? როგორი რთული დასაჯერებელია მამამ თავისი შვილი მოკლას... ჩვილი შვილი, ახალშობილი.
მისაღებში შევიდა და ნოხზე ჩამოჯდა. მოდუნდა. შორიდან კლასიკა ისმოდა, ყრუდ. დილით აახმაურა რადიო, ეგონა ან სრულად გაუფანტავდა ყურადღებას, ანდა დაასვენებდა და ერთზე შეაჩერებინებდა ორიენტაციას. ამდენი ფიქრით თავი ასტკივდა და წამლის დასალევად წამოდგა. ხელში ყავით სავსე, ცივი ფინჯანი ეჭირა და ახლა უკვე ორმაგ სიცივეს შეიგრძნობდა.
მისაღებსა და დერეფანს შორის ოდესღაც ტიხარი არსებობდა, ახლა კი კარი ამოეჭრათ. ამ კარისკენ დაიძრა. დაბლა მიაყოლებდა თვალს მორბენალ იატაკს. არ სჭირდებოდა წინ თვალების ცეცება, ისეც ზეპირად იცოდა ამ სახლის თითოეული კუნჭული. იგრძნო მძიმე სხეულს შეეტაკა. უცბად ვერ გაიაზრა რა იყო. სავსე ფინჯანი თითებიდან დაუცურდა და ხმაურით შეხვდა იატაკს. უმალ შეიღება შავად. სიფრიფანა ქალი უკან გადახტა და შექანდა. ეგონა წაიქცეოდა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე რთული მოძრაობით ეცადა წონასწორობის აღდგენას. წაიქცეოდა კიდეც, რომ არ მიშველებოდა ძლიერი და საოცრად ცხელი ხელები. ეგონა წელზე გახურებული ლითონი შეახესო. გააჟრიალა, მრავლად. უნდოდა შეეხედა, მაგრამ ზუსტად იცოდა ვინც იყო. აბა, სხვა ვინ შემოდიოდა ასე დაუკითხავად სახლში და მერე, ვის ჰქონდა ასეთი მხურვალე ხელები?
იგრძნო დაიხარა. ვერ ინძრეოდა. თითქოს თუ გაინძრეოდა, ვერ დაიჭერდნენ ხელები და წაიქცეოდა, წელში გადატყდებოდა. ამიტომ ფურფუტი სხეულით მამაკაცის საკიდად ქცეულ გავარვარებულ ხელებს დაყრდნობოდა და მოდუნებული ყელი უკან გადაეგდო. იგრძნო... პირველად იგრძნო მისი ტუჩების სიმხურვალე ყელზე და მთელი სხეული დაეჭიმა, ამავდროულად მოუდუნდა და ჭიანჭველები გაეშალა მთელს არსებაში. სხეულზე ბუსუსები გაუჩნდა, ტაომ დააყარა. ბაგეებიც ისეთი ცხელი ჰქონდა, როგორც ხელები. ეგონა მალე ჩამოდნებოდა...
ერთ ხელზე დაწოლილი ქალის სხეულის თავისთავად დაკავებული ჰქონდა, აი მეორე კი ჩიტივით ლაღი. უკითხავად ჩასწია ქვემოთ, მონახა მუხლის არე და შეკეცილ ადგილას შეაცურა. მთლიან სხეულს დაეპატრონა და კითხვის გარეშე აიტაცა.
იგრძნო... მაშინ კი პირველად იგრძნო, რა იყო სინამდვილეში, ასე რომ ხიბლავდა. რა სახელი ერქვა ამ არაორდინალურ გრძნობას. და ჰო, ეს მართლაც გრძნობა იყო. გრძნობა, სახელად სიყვარული. სიზმრიდან მოფრენილი სიყვარული... არადა, დედა ყოველთვის ეუბნებოდა: სიზმარი ისე მოულოდნელად გაქრება, როგორც მოვიდაო. ადრე სჯეროდა, ახლა კი სურდა, რომ გრამი სიმართლე არ ყოფილიყო არც ერთ სიტყვაში.
***
მზის სხივები შემოსრიალდნენ ფარდებგაწეულ ფანჯარაში და გველებივით გასრიალდნენ ქალის შიშველ ზურგზე. ძალიან რომ შეწუხდა, ამოიზმუვლა და გვერდი იცვალა. ახლა მხრებზე გადმოცოცდნენ. ბალიში აიწია და ძილის შებრუნებას შეეცადა, მაგრამ უკვე შეხვედროდა მისი თვალები ალიონის სხივებს და ვეღარ შეძლო სიშავესთვის გონების შეჩვევა.
იატაკს მოავლო მზერა. ტანსაცმელი მიმოფანტულიყო თავისი. იგივეს ვერ ჩაიცმევდა, გარდერობი გამოაღო და ლამის მუხლებამდე მაისური გადაიცვა. სწრაფად დაიძრა მისაღებისკენ. არც წინდა ამოუცვამს და არც საშინაო ფეხსაცმელი მოურგია. ასე, ნახევრად შიშველი გაუდგა გაყინულ გზას მამაკაცის საძებნელად. საოცარი იყო, მაგრამ ის არც მისაღებში დახვდა, არც სამზარეულოში და არც სააბაზანოში.
სავარძელში ფეხმორთხმით მოკალათდა და გაყინული თითები წაშლილი სახის დასამალად გამოიყენა. „ღმერთო, რა ჩავიდინე!“ – ამოიკვნესა. ახლაღა იგრძნო, რომ მთელი სხეული სტკიოდა, მაგრამ ეს ტკივილი არაფრით აღემატებოდა გულის არეში მწარე წკმენტებს. თითქოს ფილტვებმაც შეწყვიტეს მუშაობა, პროტესტი გამოაცხადესო. ჰაერის უკმარისობა დაეწყო, მაგრამ არ შეეძლო ფანჯარასთან მისვლა, ასე ახლოს რომ იყო და ასე შორი ეჩვენებოდა.
***
უკვე ორი კვირა სრულდებოდა, გაბრიელის სახელი შორიდანაც კი არ გაეგო და მისი სახე სიზმარშიც აღარ სტუმრობდა. აი, თურმე რა ყოფილა ბოლო სიზმარი, გაბრიელის თანამონაწილეობით და რა იყო ირაკლი რომ ამბობდა...
ტელევიზორს უყურებდა და ცხელი ყავით პირს ითუთქავდა. უპრეცედენტო შემთხვევა იყო, ტელევიზორი მგონი საუკუნე არ ახმაურებულიყო მის სახლში, ახლა კი რა ბედზე ჩართო, ნეტავ? საინფორმაციო გადიოდა. მკვლელობები, ქურდობები, ავარიები – იქაც ყველაფერს ცუდს აცხადებდნენ და ამ საშინელ მუხტს გადმოსცემდნენ ქეთასაც. მერე გამოაცხადეს... სახელის გაგონებაზე გასცრა, შემდეგ მისი სურათიც დაინახა და კანკალი აუვარდა. კონცერტი ჰქონდა, პირველი სოლოკონცერტი.
– დაგაფასეს ქართველებმა, გასვიანო? – ჩაილაპარაკა და სწრაფად გამორთო ტელევიზორი.
კომპიუტერიც პირველად აახმაურა და ბილეთი გამოიწერა. თითქმის ყველა ადგილი დაჯავშნული იყო, მხოლოდ გადაკარგულებში თუ მოიპოვებდით. სწორედ ეს უნდოდა მასაც... არ უნდა დაენახა გაბრიელს. თვითონაც შეეძლო დაეპატიჟა თუ მისთვის რამეს წარმოადგენდა, მაგრამ არა, არ დაპატიჟა. ჰოდა, ადგა და იყიდა, დაე მოეძებნა მამაკაცს და გული დასწყდომოდა! თუ საერთოდ მოხდებოდა ასე...
შეეძლო საერთოდ არ წასულიყო, მაგრამ არასდროს შეეძლო იმაზე უარის თქმა, რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო. გაბრიელი თუ არა, მისი აჟღერებული თითოეული ნოტი უყვარდა, სულში ჰქონდა გამჯდარი. ჰოდა, ვერ თქვა უარი.
***
სცენაზე გაბრიელი გამოჩნდა. ო, როგორი სიმპათიური იყო და რამხელა მუხტი ჰქონდა. მთელი დარბაზი ჯერ ახმაურდა და შემდეგ გაისუსა, როგორც კი როიალს მიუჯდა მამაკაცი. მაგრამ არ დაუკრავს, ჯერ არა. როგორც ჩანს, სიტყვის თქმა სურდა, შესავლის გაკეთება.
– პირველ რიგში, მოგესალმებით და მადლობას გიხდით მობრძანებისთვის... – წამოიწყო. მისი ხმის გაგონებაზე მთლიან სხეულში გაეშალნენ ჭიანჭველები. – როდესაც მითხრეს, რომ სოლო კონცერტს გამიმართავდნენ, მივატოვე ყველაფერი. ჰო, მე მაფასებენ ევროპის მრავალ ქალაქში, მაგრამ ყველა ადამიანს სამშობლოსგან სჭირდება დაფასება. ასე რომ, არც მე ვარ გამონაკლისი, – საუბრობდა და თვალებით ეძებდა. ლამის ყველა რიგში ამოატარა თვალი, მაგრამ ვერ მიაწვდინა სასურველ ობიექტს. დაიძაბა, შეეტყო ნელ–ნელა მეტად იძაბებოდა.
ბოროტი არ იყო და სხვისი უბედურება არ ახარებდა, მაგრამ რატომაც არა? მამაკაცმა არ დააფასა, გამოიყენა და მიაგდო (ყოველშემთხვევაში ასე ეგონა), და რატომ არ უნდა გაეკეთებინა იგივე? ჰოდა, იჯდა ბოლო რიგში, სადაც სინათლე არ სწვდებოდა და იღიმოდა. მერე რა თუ მის ღიმილს ტირილის დაუძლეველი სურვილი არ შორდებოდა?
ისევ დაუკრა... ისევ ისე, როგორც პირველად. ისევ იგრძნობოდა მისი მთელი მისი არსება. ნოტები იშლებოდნენ და ყველას გულზე ხვდებოდნენ, სასიამოვნოდ. ძალიან, ძალიან სასიამოვნოდ. გაშეშებული იჯდა ქეთა. აღარც სუნთქავდა. მხოლოდ გული უცემდა აჩქარებულად და მთელი სხეული უთრთოდა. თვალებში ჩამდგარი წყალი ნელ–ნელა იშლებოდნენ და გზას მოიკვლევდნენ მის ლოყებზე. ეს ორი კვირა, ასეთი მცირე და თან როგორი დიდი... ისევ უნდოდა მამაკაცის შეგრძნება მთელ მის არსებას. მამაკაცის, რომელიც ასე ახლოს იყო და თან როგორ შორს.
ადგა და წამოვიდა. უარესად არეული. სახლში ვერ მივიდა და უახლოეს ბარში დაჯდა. უნდა დამთვრალიყო, რადაც არ უნდა დასჯდომოდა. მხოლოდ ასე შეეძლო დარდის ქარისთვის გატანება. ან, უბრალოდ, ასე ეგონა.
VIII.
ვისკით სავსე ჭიქა ეჭირა და სულიერი მდგომარეობა ჰქონდა ცარიელი. ასე, უბრალოდ, აღარაფერი შეეძლო თითქოს. ჰო, მართალი იყო გაბრიელი, როდესაც ამბობდა, წყვილზე უფრო მეტი ვართო, მართალი იყო, როდესაც მათ სიყვარულს არ ადრიდა თავიანთ გრძნობას, ამ ერთადერთზე აღმატებულს. კონსერვატორიის სიახლოვეს ჩამდგარი ბარი რას დაუკრავდა თუ არა კლასიკას? ჰოდა საიდანღაც მოცარტის მაჟორები ჩაესმოდა. ბოლო პერიოდმა სულ შეაძულა მაჟორი, არც როდის რომ არ მოსწონდა.
იგრძნო გვერდზე ვიღაც მიუჯდა და დაიძაბა. ახლა რიგითი ლოთის თავი არ ჰქონდა, ნერვები რომ მოეშხამა, ისედაც საშინელ ხასიათზე იყო. ერთ წერტილს აქამდეც მიშტერებოდა და არც მერე მოუცილებია თვალი. ვისკი შეუკვეთა უცნობმაც. საოცრად ბოხი ხმა ჰქონდა... ისეთი, გაგონებაზე რომ გასცრა ქეთას. ცოტა მანაც დალია, ასე სამი ჭიქა და ბოლოს ხმა ამოიღო.
– შემოთავაზება მაქვს, – უყოყმანოდ წარმოსთქვა მამაკაცმა.
ქეთას ხარხარი აუტყდა ჩუმი. „რიგითი“ – გაიფიქრა. ყელში ბოღმა მოაწვა და ისე ძლიერად მოუჭირა ჭიქას ხელი, შეიძლებოდა შემოფშვნოდა.
– საოცარი ქალი ხარ, – განაგრძობდა ნერვებზე თამაშს.
„გმადლობ“ – გაიფიქრა ქალმა და ზურგზე გადაყრილი თმა მარჯვენა მხარეს ფარდასავით ჩამოუშვა, რომ დაემალა მამაკაცის თვალთახედვის არედან თავისი სახე.

– რა თქმა უნდა, – გააგრძელა სწრაფად. – რეჟისორი ვარ.
„აინტერესებს ვინმეს?“ – არ შეწყვიტა გულშივე დატოვება თავისი აზრების. თავი არ ჰქონდა უაზრო საუბრების. ან კი როგორ უნდა დალაპარაკებოდა სხვა მამაკაცს, გაბრიელის შემდეგ?
– კინოს ვიღებთ, – კიდევ ერთი ჭიქა შეუკვეთა. რატომ თვრებოდა? – დიდი ხანია გაკვირდები... იდეალური კანდიდატი ხარ მთავარი როლისთვის.
გაკვირვებულმა გახედა. პირველად შეხედა მამაკაცს. ოცდაათიოდე წლის იქნებოდა. სასიამოვნო გარეგნობის. ყველაზე ძვირფასი მაინც მწვანე თვალები იყო, ასე რომ უციმციმებდა. ბოხი ხმა კი იმხელა იერს უსახავდა პიროვნებას, რომელსაც ჯერ არ ენახა მისი ვიზუალი.
– რა ფილმია? – დაინტერესებულმა ძლივს ამოღერღა. თავბრუ ესხმოდა და ენა ებმეოდა. არადა, მაგდენიც არ დაულევია.
– „სიზმარი“ ჰქვია, - გაუღიმა.
„ბედის ირონია უფრო შეეფერება“ - ამოიბუტბუტა დაბალ ხმაზე.
- უკაცრავად? - გადმოხედა მამაკაცმა.
- არა, არაფერი, - სწრაფად გაიქნია თავი.
- მოკლედ, ჩემს ნომერს დაგიტოვებთ და დაფიქრდით. ხვალ საღამოსთვის დაგელოდებით! - ჩაილაპარაკა, ოფიციანტს კალამი და ფურცელი სთხოვა, სწრაფად ჩამოწერა ციფრები და დაბნეულ ქეთას გაუწოდა. - კარგად იყავი, ანგელოზო! - თვალი ჩაუკრა და წავიდა.
„კარგად ვიქნები, ადამიანო!“ - გაიფიქრა, ფურცელი ჯიბეში ჩააცურა, ანგარიში გაასწორა და წამოვიდა.
***
მის მორიგ სიზმარში აღარ დომინირებდა გაბრიელი. თითქოს კარგად იყო. სასმლით გაბრუებულს არ დასჭირდა წვალება დასაძინებლად. ტკბილად ვერ ეძინა, ის ღამე ერჩია, გაბრიელთან რომ გაათეთრა. სიზმარში კამერების წინ იდგა და როლს ირგებდა. ზოგადად, არასდროს უყვარდა თავის წარმოჩენა და სცენაზე დგომა, ყოველთვის კულისებიდან ადევნებდა თვალს კონცერტს, თუმც ახლა მთელი არსებით იყო შეჭრილი როლში და ნერვიულობდა; რა იქნებოდა, არაფერი რომ არ გამოსვლოდა? სიტყვა ჰქონდა მსგავსი: „ჩვენ სხვა ვიყავით. სხვა, რომელიც აღარ განმეორდება“. საწოლში წრიალებდა. როგორი რეალური იყო ყველაფერი... შორს თვალი გაექცა, გაბრიელი იდგა. სიმწრის ღიმილი სახეზე ეფინა და დაცვარულ ხელისგულებს ერთმანეთს უხახუნებდა. „ღმერთო, ეს არა!“ – ფიქრობდა და მოუსვენრად ცქმუტავდა. ვინ იცის, მერამდენედ წყვეტდდნენ კადრს.
გაეღვიძა. ოფლში ცურავდა. როგორ გაუჭირდა კიდევ ერთხელ ჩაეხედა მის თვალებში, მწვანე თვალებში, ასე რომ ითრევს. როგორი რეალური იყო ყველაფერი, როგორი... მისი ხმაც თითქოს შორიდან ჩაესმოდა. უნდოდა კინოში გადაეღოთ, ძალიან უნდოდა და თან ფეხს ითრევდა. „სიზმარი“ – ბედის ირონია იყო მართლაც. ყველაფერი სიზმრიდან დაიწყო. ხელის კანკალით გადაწვდა ტუმბოზე მიგდებულ, ჯიბეში დებით დაჭმუჭნილ ქაღალდს, გაკრული ხელით ნაწერი ნომერია. ფურცელს ტელეფონი მოაყოლა და თითების კანკალით აკრიფა ნომერი. ცოტა ხანს დაელოდა.
– გისმენთ, – ხმა მეტად დაბოხებოდა მამაკაცს. „ალბათ ეძინა, ღმერთო!“ – გაიფიქრა და გააჟრიალა.
– გამარჯობა, გაგაღვიძეთ?
– არაფერია. „სიზმრის გოგონა“, არა? – შეარქვა უცბად სახელი.
– მეტ–ნაკლებად, – მოუჭრა სწრაფად და ცალი ხელისგული საფეთქელზე მიიჭირა, – თანახმა ვარ.
– ოო, ცუდია, რომ ხელი არ მითხოვია თქვენთვის, – სიცილით წარმოსთქვა.
ქეთამ თვალები გადაატრიალდა და მობეზრებული მიმიკით მიაჩერდა კედელს.
– კარგი. მისამართს მოგწერ და იქ მობრძანდი ხვალ, თერთმეტ საათზე.
– ხაშია? – ამოიოხრა. – კარგი.
***
გვიან საღამოს რამდენჯერმე სცადა ირაკლისთან შეხმიანება. საოცრად უნდოდა ახლა მასთან საუბარი და მობოდიშება, სულ ყველაფრისთვის. „იქნებ წავიდა?“ - გაიფიქრა და თავის ფიქრებზე გააჟრიალა. ასე, წავიდეს ისევ, გადაიკარგოს წლობით და დაბრუნებულმა ზედაც არ შემოხედოს... ვერ გადაიტანს. ასე, ნაწყენს ვერ გაუშვებს. ირაკლი მისთვის ყველაფერია. განა იმიტომ, რომ ერთმანეთთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებთ, არა! ბევრი მეგობარი ყავს, რომელსაც სიყრმიდან იცნობს, მაგრამ მათთან შორი გამარჯობისეული ურთიერთობა აქვს. ეს კი სხვაა. ყველაფერია, რადგან თავისთავად ასოცირდება ყველა საუკეთესო მომენტთან ქეთას ცხოვრებაში. ის მომენტებიც კი, რომელნიც ოდესღაც შავ ფერებში წარმოუდგებოდა, მისი დამსახურებით ახლა ცისარტყელისფრად იყო შეფერილი.
ყავა მოადუღა და ფანჯარასთან მივიდა. ახალწლამდე მხოლოდ ერთი კვირაღა დარჩენილიყო, ის კი აზრზე ვერ მოდიოდა რა უნდა გაეკეთებინა ახალ წელს. არადა, აწ უკვე მილეული წელი ცუდი არ იყო. მეგობრებთან ერთად შეხვდა და მთელი წელიც მათთან ერთად გაატარა. ეზოში არეული ბავშვები ასაფეთქებლებს უგდებდნენ ერთმანეთს ფეხებში და შემდეგ პატარა ბუთქუნით შეშინებულ სხვა ბავშვებს დასცინოდნენ. მოუნდა შვილი ჰყოლოდა. ისე მოუნდა, როგორც არასდროს. შვილი და ბედნიერი ოჯახი. აქ, ზუსტად აქ, ფანჯარასთან მდგარიყო მეუღლესთან ერთად, რომელსაც უსასრულობამდე ეყვარებოდა ოჯახი, და ეყურათ ეზოში მოჟრიამულე შვილისთვის, რომელიც უკვე მერამდენედ სვრის ახალგარეცხილ პერანგს.
გაეღიმა. იატაკმა ჩუმი კივილი წამოიწყო. რიგ-რიგობით ახმაურნენ ხის ფილები. იგრძნო, რომ მოვიდა. ზუსტად იცოდა, ის იყო, რადგან ასე მოპარვით, დაუპატიჟებლად მოსვლა მხოლოდ მას შეეძლო და სხვას არავის. მისი სუნთქვით აივსო ჰაერი. თითქოს ჰაერმა ხელები გაშალა, ქეთას ყელთან თითები მჭიდროდ შეატყუპა და მთელი ძალით მოუჭირა. თვალები მიენაბა, სრულად მიენდო.
არ იკმარა ის, რომ კინაღამ დაახრჩო. ახლა მარწუხები შემოხვია... ნაზად შემოჰხვია წელზე ხელი და თითები მუცელზე მოათავსა, ნიკაპით კი მხარზე ჩამოეყრდნო და ყელში გავარვარებული ჰაერი შეაფრქვია. თუ არ დადნებოდა, არ ეგონა. პირი ოდნავ შეხსნა და მოდუნებული მიენდო მამაკაცის ძლიერ ხელებს.
- მომენატრე, - ამოიჩურჩულა მის სიახლოვეს. ხმა ჩახლეჩვოდა და ერთი წამით იფიქრა ქეთამ: ის არისო? მაგრამ როგორ შეცდებოდა, როცა ასეთი გავარვარებული სხეული მხოლოდ გაბრიელს ჰქონდა...
ენა კბილებს შორის მოიქცია. ძალიან არ სურდა რამე წამოეროშა, მერე რომ ინანებდა. არადა, სურდა კიდეც სადღაც, გულის სიღრმეში, გულის რომელიღაც კუნჭულში.
- გელოდებოდი... - განაგრძო მამაკაცმა. „გაცივდი? - ყოჩაღ!“ - გაიფიქრა ქალმა და თავის ფიქრებზე გაეცინა. - ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მინდოდა, იქ რომ ყოფილიყავი...
„და შენ რა იცი, იქნებ ვიყავი?!“ - განაგრძო ფიქრი, თუმცა ხმა ვერ ამოიღო. ენა ვერ გაამოძრავა, კბილები მორჩილად და ზუსტად ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს.
- და მერე დაგინახე... - გაეღიმა. ყელზე ტუჩები მიაწება. ცუნამივით წავიდა სხეულში ჟრუანტელი. - შორიდან, ძალიან შორიდანაც კი დავინახე შენი ცრემლჩამდგარი თვალები, - კანზევე ამოიჩურჩულა.
- ღმერთო, გაბრიელ... - ამოიკვნესა და მარჯვნივ გადაწია თავი, რომელ მხარზეც მამაკაცს ნიკაპი ჩამოედო. თავადაც უნდოდა ეკოცნა მისთვის.
- ღმერთო, ქეთა, სხვა ხარ... - ხელები აუშვა მუცლიდან და ცხელი ტემპერატურა მოაშორა, განერიდა.
რამდენიმე წუთი გონზე ვერ მოვიდა, ვერ გაიაზრა რა მოხდა.
შემდეგ დენმა დაარტყა, რომ მიხვდა დააკლდა სითბო და ბუმბულები გაეყინა. მთელი სხეულით მოტრიალდა, მაგრამ არსებითი ნიშანი იმის, რომ გაბრიელი აქ იყო, არ არსებობდა. მხოლოდ მისი სუნთქვით გაჟღენთილი ჰაერი, ჯერაც რომ უჭერდა ქალს ყელში.
- ღმერთო, გაბრიელ... - ამოიკვნესა და მარჯვნივ გადაწია თავი, რომელ მხარზეც ოდესღაც მამაკაცს ნიკაპი ჩამოედო.
IX.
არაფერია მუდმივი. შორიდან ადვილია ყველა ურთიერთობას უყურო და სახელი დაარქვა, მაგრამ საკმარისია ახლოს მიხვიდე, ფსკერისკენ დაეშვა, მიხვდები რამდენად გიჭერს, გახრჩობს და ცდილობს თავი შენი ბოლომდე არ შეგაცნობინოს. ყველა ურთიერთობა ჭაობია, რაც უფრო მეტად ჩაგითრევს, მით მეტად დაგსვრის. და თუმცა ყველა სცნობს ამ თეორიას, მაინც რთულია სიღრმისეულად გაცნობიერება და რეალობაზე ასახვა, რადგან ურთიერთობასაც გააჩნია სასუქი - ტკბილი სიტყვა და სითბო, რაც მეტს გამოიყენებ უფრო მალე გაიზრდება, მაგრამ საბოლოოდ უვარგისის სახით წარმოსდგება.
ირაკლი წავიდა. იმ საშინელი საღამოს მომდევნო დღეს გაფრინდა. ჭორების სახით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აღარ აპირებდა უკან დაბრუნებას. ოჯახიც ხელს უწყობდა ამისთვის, მთელი მისი საახლობლო ფლორენციაში გადაბარგებულიყო, ასე რომ, რამდენად გამოდგა ჭორის დონეზე ინფორმაცია, ჯერაც საკითხავად იყო...
***
ახალი წელი ნელ-ნელა შემოიპარა ჩაბნელებულ სახლში. შუშაბანდთან სავარძელში მოკალათებულიყო და მოციმციმე ფეიერვერკით განათებულ ცას მიშტერებოდა. არაფერზე ეფიქრებოდა, არც სჭირდებოდა, ყველაფერი ისედაც დღეზე ნათელიყო იყო... შვილი ეყოლებოდა, ყველაზე წმინდა ამ ქვეყანაზე არსებული სიწმინდეებიდან. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად რთული იქნებოდა, მთავარია, რომ ჩაეჭიდებოდა სირთულეებს და მაინც აღზრდიდა თავის პატარას. გაბრიელი? - თუ მოვიდოდა, ალბათ, მიიღებდა.
უცებ მოუარა დათრობის სურვილმა და მთელი სხეული აუწვა. მაინც რა არის რისკი, რომ იცი საშიშია და მაინც, მაინც დგამ ნაბიჯს? მაინც რა არის სევდა, რომ იცი განადგურებს და მაინც ტირი? და სურვილი რაღა არის, უაზრობებს რომ ჩაგადენინებს და სახეზე ნაოჭს გაგიჩენს, თმაში კი სითეთრეს შეაპარებს?
კონიაკის ბოთლი გამოიღო და გახსნა. ფანჯარა ოდნავ გამოაღო და რაფაზე დადო ბოთლი და ჭიქა. სახეზე მოელამუნა ცივი ჰაერი. სიამოვნებით გაისეირნებდა დაბლა, თუნდაც სიფრიფანა სარაფნით, სრულად რომ შეეგრძნო სიცივის უმანკოება, ძვალ-რბილში რომ ატანს და მაინც დიდი წვლილი არაფერში მიუძღვის. ერთი გაციება, ერთი ანთება, მაგრამ შვილის დაკარგვა არა, მომავლის იმედის წაშლა არა!
გრადუსიანმა კონიაკმა მთლიანად ჩაუტანა ყელში მობჯენილი დიდი ბურთი, ვერც წინ რომ მოჰქონდა და ვერც უკან აბრუნებდა. იდაყვები დაბალ რაფაზე ჩამოდო და ნიკაპით მაჯებს დაეყრდნო. როგორ სასიამოვნოდ ეცემოდა სახეზე ძალიან ცივი ჰაერი... ნელ-ნელა იგრძნო, ფიფქებიც მოაყოლა. რამოდენიმემ წამწამზეც კი მონახა ადგილი. სახე გაებადრა. ბავშვობიდან გიჟდებოდა ფანტელების სათუთ ფარფატზე, მათით გათეთრებულ ბუნებაზე და მათ სიცივეზე, მუდამ რომ სწვავდა. ცხოვრებაში პირველად უნდა გასთენებოდა თეთრი ახალი წელი და მაინც არ იყო საკმარისად ბედნიერი. თითქოს მარილი აკლდა, ასე მნიშვნელოვანი კერძის საბოლოო შეკვრისათვის...
კარზე ზარი დარეკეს. არავის ელოდა და არც თავი ჰქონდა. ყველაზე ნაკლებად ახლა დაუპატიჟებელი სტუმრები არ სურდა... მაგრამ რა უნდა გაეკეთებინა? წამოდგა და დინჯი ნაბიჯებით გაემართა კარისკენ. გზად კონიაკი შეინახა და ჭიქაც ნიჟარაში დატოვა. ფანჯრიდან შემოჭრილი ჰაერი ახლა უკვე ფარდებს არხევდა და ოთახში თავისუფლებას ჭრიდა.
უემოციო სახით მიეგება მომცინარსა და მოზეიმე მეგობრებს. ღმერთო, როგორ შემოიპარნენ სადარბაზოში, ფანჯრიდანაც რომ ვერ შენიშნა?! მხიარული ნოტათი, უკითხავად შემოვიდნენ სახლში, ახალი წელი მოულოცეს.
- დეპრესია? - ჩუმად უჩურჩულა ანამ. შეატყო.
- მერე გეტყვი, - ძალით გაუღიმა და ბოლოში მოტოვებულ სტუმარს გაოცებულმა შეხედა. თვალები მოისრისა, ხომ არ მეჩვენებაო და რომ მიხვდა არაფერი ეჩვენებოდა, სიცილი აუტყდა.
- არ იცვლები, არა? - გაეცინა მამაკაცსაც.
- ესეიგი ეშველება ჩვენს საქალბატონეს რამე და საბოლოოდ არ შერჩება ეს სახელი, არა? - ფხუკუნით გადახედა გაბადრულ დაქალს.
- გამოადგა შენი სავიზიტო! - ტკბილეული მიაჩეჩა.
- მასეც ვიცოდი! - თვალი ჩაუკრა და პარკი უკმაყოფილოდ გამოსტაცა, - როგორ იფიქრეთ, არაფერს დაგახვედრებდით? - ჩაიბურტყუნა თავისთვის და როგორც ყველა ზღურბლს იქით დაიგულა, ხმაურით დახურა კარი.
მისაღებში მოკალათდნენ კაცები, ქალები კი დატრიალდნენ სუფრის გასაშლელად. ქარი ისევ ქროდა ოდნავ შეღებული ფანჯრიდან, თან ჩუმი წივილით არღვევდა ხმაურში ჩამდგარ მდუმარებას.
- ღმერთო, რა ხდება? - ხელში ჩაავლო ქეთას ანამ და შეაჩერა. მკაცრად დაუბრიალა თვალები. დერეფანში დარჩნენ მარტო.
- მერე მოგიყვები-მეთქი, ანა! - შეუღრინა. - ხომ იცი, ვერ ვიტან ასეთ სიტუაციებს.
- ვერც მე ვიტან შენ სახეს რომ მოულოდნელად ჩამომდნარს ვხედავ! ვინ არის?
- გაბრიელი, მაგრამ გთხოვ, უარესს დამმართებ, შემეშვი და მერე მოგიყვები!
- შენ ხომ იცი, იმიტომ არ ჩაგაცივდი, რომ ინტერესი მკლავს! უბრალოდ, არ მინდა ასეთ დაბღვერილს გიყურო! შენს ისედაც თეთრ თმას კიდევ ჭაღარა არ დაამშვენებს! - ბღვერვით ჩაილაპარაკა და ხელი აუშვა.
- გმადლობ, - გათავისუფლებულმა ღრმად ამოისუნთქა და სწრაფად დააღწია თავი, მეტი კითხვები რომ არ ყოფილიყო.
***
შუა ღამემდე ქეიფობდნენ, როგორც ხდება ხოლმე. ალბათ, ეს წელიც მეგობრებთან გასატარებელი წელი იქნება. ერთის მხრივ კარგიც არის, თუ გაბრიელი არა, ისინი მაინც მაქსიმალურად მიეხმარებიან, თავს არ დაზოგავენ და გააზრდევინებენ ბავშვს.
- ქეთ, შეიძლება არასტანდარტული იყოს ვინმეს დღეგრძელობა საახალწლო სუფრაზე, მაგრამ ისე არ შეიძლება! - წამოიწყო კარგად შეზარხოშებულმა ლევანმა. ქანაობდა და ღვინო ნელ-ნელა იწვეთებოდა მოქანავე ჭიქიდან. ანა უხერხულად ექაჩებოდა მამაკაცს, დაჯდომას სთხოვდა, მაგრამ გაჯიუტებულიყო და სიტყვის დასრულებას მოითხოვდა. - შენ რომ არა, დღეს მე ისეთი ბედნიერი ვერ ვიქნებოდი, როგორიც ვარ! ყოველი ჩვენი, ჩემი და ანას დღე ხომ ერთად იწყება, მაგრამ შენი ღიმილით ხსენებაც ყოველდღიური რუტინას განუყოფელი ნაწილია! - სიცილით დააბოლოვა, - შენ გაგიმარჯოს და იმ დღეს კიდევ, ცუდად რომ გახდი!
ქეთასაც გაეცინა. უბრალოდ თავი დაუკრა, მადლობის ნიშნად, რადგან ეს იმ ერთადერთთაგანი უცნაურობა იყო, რომელიც ჩვეოდა: მადლობები არ უყვარდა.
ამ ქაოსში, საუბარსა და დროგამოშვებით სიმღერაში სხვა ყველაფრის ხმა დახშობილიყო. ოთახში სიცივეც გამეფებულიყო და გვიანღა გაახსენდა ქალს, რომ ფანჯარა დარჩენოდა, მოიბოდიშა და ის იყო წამოდგომა დააპირა, რომ ლევანის მოქნილი ხელები მოსწვდა გვერდიდან, წელზე შემოეხვა და ახლოს მიიკრა. უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, უხერხულმაც. ჯერ ერთი რომ გაბრიელის შემდეგ არც ერთი კაცი, ოდნავადაც კი, არ შეხებია, მერე მეორეც, რა უწესობაა დაქალის შეყვარებულის ამპულიდან.
შემთხვევით გაექცა მზერა კარისკენ, სადაც ის იდგა, ვისაც ყველაზე ნაკლებად ელოდა. ჩარჩოს ზღვარს არ სცდებოდა, ოდნავ ქანაობდა და უიმედო ღიმილით გაპობოდა სახე. ნეტავ შესძლებოდა რამდენიმე წუთით დროის უკან გადაწევა ქეთას, ნეტავ შესძლებოდა.
X.
- ადამიანები არ იცვლებიან, თავიანთ რეალურ სახეს დროთაგანმავლობაში აჩენენ, რით ვერ შეიგნე, ჩემო თავო! - ჩაილაპარაკა ყველასთვის მისაწვდომი ხმით.
იგრძნო ქეთამ, როგორ ჩამოშორდა ხელი წელიდან და უარესად დაეჭიმა სხეული.
- გაბრიელ... - ამოიჩურჩულა და თითებით მაგიდის კიდეს დაეყრდნო, თავი დაიჭირა, რომ არ წაქცეულიყო.
- გისმენ, ქეთ? - ტკივილიანი ღიმილი აეკრო.
- არ გიხდება სიყალბე, გაბრიელ! - ნაღვლიანად ამოიჩურჩულა, დაბალ ხმაზე, თუმც იცოდა, გაიგო.
- არაა საჭირო, ადამიანს ყველაფერი უხდებოდეს! - მკაცრი იყო მისი ხმა, ყინულივით.
- შენ განსაკუთრებით არ გიხდება! - ამოიკვნესა და სკამზე დაეშვა.
- არც შენ გიხდება სხვა მამაკაცის სიახლოვე! - ყველა გაშეშდა და ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, ბუზის გაფრენის ხმას რომ გაიგებდით.
სწრაფად წამოვარდა ფეხზე და ახლოს მივიდა მამაკაცთან, რომელმაც უკან დაიხია.
- სალაპარაკო გვაქვს! - ცდილობდა ხმაში შეპარული კანკალი გაექრო. რასაკვირველია, არ გამოსდიოდა.
- შენ მათ დაემსგავსე! - ზიზღით შეათვალიერა.
- ვის, გაბრიელ? - თვალებში წყალი ჩაუდგა.
- მათ! - ხელი იქითკენ გაიშვირა, საიდანად გამოვიდა ქალი.
- ცდები, ცდები! - წამოიყვირა და მამაკაცის თხელ მაისურს ჩამოეკიდა, უმოწყალო თვალებით ახედა. - ნუ იქნები ასე მკაცრი, არაფერი იცი!
- მე კი მგონია, რომ ყველაფერი ვიცი! - გახევებული იდგა, მხოლოდ თვალებში უყურებდა და სასაუბროდ ოდნავ ხსნიდა პირს.
- ჩვენ შორის ისაა, რაც მხოლოდ ჩვენ შორისაა, დაგავიწყდა? - უფრო და უფრო ებღაუჯებოდა მაისურს და ოდნავ არხევდა.
- უკვე აღარ მგონია ასე!
- რამ გაგაბრაზა? წახვედი, გაბრიელ... დამტოვე მარტო. გამოჩნდი ისევ, დიდი ხნის შემდეგ და იმის ნაცვლად სიმარტოვე ამომივსო, დგახარ და განმკიცხავ იმის გამო, რომ მეგობრებთან ერთად ვარ? - ხმას აუწია, ახლა უკვე ტიროდა. გავარვარებული ცრემლები სახეზე გზას კაფავდნენ, გარეთ ფანტელებს ცვენის რიტმი მოემატებინათ, გული კი ლამის აღარ უცემდა სახლში ქალს.
- გეშლება, ქეთ, გეშლება! - სიცილით ამოიჩურჩულა. - შენზე წმინდა დღეს არავინ მეგულება, მაგრამ ნუ ემსგავსები მათ! ყოველ ნაბიჯზე უფრო და უფრო! - ყინულს ნელ-ნელა ეპარებოდა ბზარი და მეტად ანაწევრებდა.
- მე შენ გგავარ, შენ დაგემსგავსე!
- არავის გავდე, ა-რ-ა-ვ-ი-ს! - დამარცვლა და აქამდე გაშეშებული თითები სახეზე ჩამოუტარა. გაყინული ჰქონდა, უჩვეულოდ გაყინული.
- გილოცავ ახალ წელს, გაბრიელ! - ამოიჩურჩულა. თავბრუ დაეხვა და თითებში ძალა გამოეცალა.
ცივ იატაკს შეხვდა, თვალთ დაუბნელდა. თეთრი ფანტელები შავმა ხვრელმა შთანთქა, გადაყლაპა და მასაც ითრევდა.
გამოუვიდა.
***
თვალებში თეთრმა სინათლემ გაიელვა. ასტკივდა და დახუჭა, რათა გაექრო ტკივილი. ექოდ გრძელდებოდა გონებაში აპარატის წრიალი, მარჯვნიდან რომ მოისმოდა. თავი სტკიოდა, მთელი სხეული გაყინვოდა და ტანს ქვემოთ გრძნობა დაჰკარგვოდა.
ნელ-ნელა მიაჩვია თვალი სინათლეს და თეთრ კედლებს უიმედოდ გაუღიმა. ფანჯრიდან სისიცივე იჭრებოდა, ნელა არღვევდა კედლებში ჩამდგარ თავისუფლებასა და ტკივილს შორის მკრთალ ჩამდგარ სინათლეს. გარეთ სიცხისგან ბუღი ასდიოდა ყველაფერს, მას კი სციოდა. პალატაში ქალი შემოვიდა, თეთრებში გამოწყობილი, სახესა და ხელებზე ნაოჭებით, მოვლილი თმითა და ყურზე ჩამოკიდებული ლამაზი საყურეებით.
- როგორ ხარ, ანგელოზო? - გაუღიმა. მის ღიმილში მოსალოდნელი ტკივილი იგრძნო.
- რა მოხდა? გაბრიელი? - იკითხა გაუბედავი ხმით.
- ვინ გაბრიელი? - ექიმმა გაკვირვებით შეხედა. - ავარიაში მოყევით...
- ავარია? რა ავარია? - უნდოდა თავზე ხელი მიეჭირა, მაგრამ არ გამოუვიდა, ვერ ამოძრავებდა.
- სოფლის გზაზე მიმავალი ავტობუსი გადაყირავდა... - ჩაილაპარაკა დაბნეულმა ექიმმა და ნემსი გაამზადა.
ვერაფერი იგრძნო, დიდი იმედგაცრუების გარდა. ეს სიტყვები, ეს სიტუაცია ისეთი ნაცნობი იყო. გაუბედავად და წვალებით დაიხედა ხელზე. პატარა მტევანს პატარა თითები ჩამოჰკიდებოდა. „ღმერთო!“ - გაიფიქრა და გაახსენდა დედას სიტყვები: სიზმარი ისე მოულოდნელად გაქრება, როგორც მოვიდაო. ზუსტად ასე იყო. დიდ კომაში ჩატეული პატარა სიზმარი და ბედის დიდი ირონია!
ვახშმად რა გვაქვს?..



№1  offline მოდერი წითური გოგონა

და
მაინც
სად არის პოლიტიკის თეორია
???
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№2 სტუმარი nini

bolo sityvebss ,,vaxshmad ra gvaqvs" vermivxdi da amaimc ras nishnavvss

 


№3 სტუმარი Khatia512

ბოლოში კარგად ვერ გავიგე :( იქნებ გამაგებინოთ, რაღაც აზრი კი გამაჩნია მაგრამ არამგონია ზუსტი იყოს

 


№4 სტუმარი Khatia512

გასაგებია ავარიაში მოხვდა და დიდი ხანი იყო კომაში სწორედ ამ დროს ნახა ეს სიზმარი მაგრამ ეს პატარა თითები ვის ეკუთვნოდა თავის შვილს? ან გაბრიელს რა როლი ჰქონდა ამ სიზმრით გამაგებინეთ რაა :(((

 


№5  offline წევრი Nate

ბოდიში, ვერ მივხვდი sad ამიხსსენირა

 


№6 სტუმარი Nino

Hm neta ra gvaqvs?;-);-)iqneb gamarkvio avirie dzaan

 


№7  offline მოდერი Eleniko13

მე მომეწონა ძალიან ,
წაკითხულიც მქონდა და
გააზრებულიც .
ყველა წერტილი გავიგე ,
ყველა მძიმე ,
ყველა ასო და ბგერა აბსოლიტურად .

მარი, ვახშმად რა გვაქვს?
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№8  offline წევრი shany shany

ar vci ramdenad swirat vfiqrob magram mainc mgonia rom komis dros misi shesadzlo momavali dainaxa

 


№9  offline წევრი Nate

shany shany
ar vci ramdenad swirat vfiqrob magram mainc mgonia rom komis dros misi shesadzlo momavali dainaxa

მეც მასე მგონია, მაგრამ იქნებ ავტორმა გაგვარკვიოს ;/

 


№10  offline წევრი N7

მიხარია, რომ წაიკითხეთ.. დიდი მადლობა! love
კი, სათაურიდან გამომდინარე, ეგ იყო იდეაში.
კომაში იყო დიდხანს და ეს ყველაფერი ესიზმრა.
მეტი ფანტაზია იყო ამ მოთხრობაში, ვიდრე რეალობა.. მომიტევეთ, მეგონა გაიგებდით love
ის პატარა თითები თავისია, ანუ ხომ ბავშვი იყო, ავარიაში რომ მოყვა და ეს ყველაფერი კომაში გგადაიტანა, არავითარი გაბრიელი და სხვა ისტორია რეალობაში არ არსებობდა love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№11 სტუმარი Khatia512

თუ შესაძლო მომავალი დაინახა მაშინ გაგრძელება არ დასჭირდება? ისე გაურკვევლად დასრულდა სიზმარი თუ არადა ძალიან მაგარი ისტორიაა უნიჭიერესი ხარ love

 


№12  offline წევრი Nate

N7
მიხარია, რომ წაიკითხეთ.. დიდი მადლობა! love
კი, სათაურიდან გამომდინარე, ეგ იყო იდეაში.
კომაში იყო დიდხანს და ეს ყველაფერი ესიზმრა.
მეტი ფანტაზია იყო ამ მოთხრობაში, ვიდრე რეალობა.. მომიტევეთ, მეგონა გაიგებდით love
ის პატარა თითები თავისია, ანუ ხომ ბავშვი იყო, ავარიაში რომ მოყვა და ეს ყველაფერი კომაში გგადაიტანა, არავითარი გაბრიელი და სხვა ისტორია რეალობაში არ არსებობდა love

და ახლა რაიქნება? როდესაც რეალობაში გაიღვიძა, მაინტერესებს love

 


№13  offline წევრი N7

ტკბილებოო, გამიხარდით.
ნუ მაიძულებთ, ახლა რომ ვწერ, იმ ისტორიის დაუსრულებლად დავიწყო მეორე ნაწილის წერა, ფლიზ.
ვეცდები დავწერო მეორე ნაწილიც, მაგრამ ამის მერე, მგონია, არ ექნება ფასი sad
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№14  offline აქტიური მკითხველი terooo

აი... მესმის ისტორია.. ეს იყო რაღაც არა ადამიანური სიჯიუტით გაჟღენთილი სასიამოვნოდ ჩასაკითხი და მახსოვრობას შესარჩენი ისტორია... წარმატებებს გისურვებ... ყოჩაღ...

 


№15  offline წევრი N7

terooo
აი... მესმის ისტორია.. ეს იყო რაღაც არა ადამიანური სიჯიუტით გაჟღენთილი სასიამოვნოდ ჩასაკითხი და მახსოვრობას შესარჩენი ისტორია... წარმატებებს გისურვებ... ყოჩაღ...

ვაი, უღრმესი მადლობა! სიტყვები დამაკარგვინე.
გმადლოობ! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№16  offline წევრი N7

LiLu)))
Gansxvavebuli,rac aq wamikitxavs... Dzaan kargi iyo saintereso da ara banalur..) Warmatebebi shen aq weris axali standarti awie da ar daagdo... Da ro rame amas ar gaagrdzeleb tu agar tvli sajirod?!me wavikitxavdi tu gaqvs muza am istoriis gagrdzlebis..) Miyvars sheni ea istoeia gulshia ra

დიდი მადლობა! <3
არ ვიცი, აზრად არ მომივიდოდა, გაგრძელებას რომ მთხოვდით და არც კი ვიცი, გამომივა თუ არა, იმიტომ, რომ ამ ისტორიაში ერთხელ ჩავდე არსება და მეორედ ასე ეფექტურად აღარ გამომივა. თუმცა, გპირდებით, ვეცდები მეორე ნაწილი დავწერო.. თუ გამომივა, დავდებ, აუცილებლად love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№17  offline წევრი LiLu)))

Modi agiare,rom dasasruli ar gavda dasasruls...intriga datove bolos da shens mkitxvelebsac gvegona,rom gaagrdzelebdi... Mokled mxolod imitom,rom chven gvasiamovno ar ginda gagrdzeleba tu tvli,rom es istoria amowure... Exla ityvvian mwerali mkitxvelistvis,werso da mati azri unda gaitvaliswinoso... Magram am shemtxvevashi tu tvli,rom gagrdzeleba ar gamogiva imdenad efeqturi ramdenadac ea istoria iyo sheeahvi da rame amaze magari gamoushvi da gagvaxare..)
N7
LiLu)))
Gansxvavebuli,rac aq wamikitxavs... Dzaan kargi iyo saintereso da ara banalur..) Warmatebebi shen aq weris axali standarti awie da ar daagdo... Da ro rame amas ar gaagrdzeleb tu agar tvli sajirod?!me wavikitxavdi tu gaqvs muza am istoriis gagrdzlebis..) Miyvars sheni ea istoeia gulshia ra

დიდი მადლობა! <3
არ ვიცი, აზრად არ მომივიდოდა, გაგრძელებას რომ მთხოვდით და არც კი ვიცი, გამომივა თუ არა, იმიტომ, რომ ამ ისტორიაში ერთხელ ჩავდე არსება და მეორედ ასე ეფექტურად აღარ გამომივა. თუმცა, გპირდებით, ვეცდები მეორე ნაწილი დავწერო.. თუ გამომივა, დავდებ, აუცილებლად love

 


№18  offline წევრი N7

LiLu)))
Modi agiare,rom dasasruli ar gavda dasasruls...intriga datove bolos da shens mkitxvelebsac gvegona,rom gaagrdzelebdi... Mokled mxolod imitom,rom chven gvasiamovno ar ginda gagrdzeleba tu tvli,rom es istoria amowure... Exla ityvvian mwerali mkitxvelistvis,werso da mati azri unda gaitvaliswinoso... Magram am shemtxvevashi tu tvli,rom gagrdzeleba ar gamogiva imdenad efeqturi ramdenadac ea istoria iyo sheeahvi da rame amaze magari gamoushvi da gagvaxare..)
N7
LiLu)))
Gansxvavebuli,rac aq wamikitxavs... Dzaan kargi iyo saintereso da ara banalur..) Warmatebebi shen aq weris axali standarti awie da ar daagdo... Da ro rame amas ar gaagrdzeleb tu agar tvli sajirod?!me wavikitxavdi tu gaqvs muza am istoriis gagrdzlebis..) Miyvars sheni ea istoeia gulshia ra

დიდი მადლობა! <3
არ ვიცი, აზრად არ მომივიდოდა, გაგრძელებას რომ მთხოვდით და არც კი ვიცი, გამომივა თუ არა, იმიტომ, რომ ამ ისტორიაში ერთხელ ჩავდე არსება და მეორედ ასე ეფექტურად აღარ გამომივა. თუმცა, გპირდებით, ვეცდები მეორე ნაწილი დავწერო.. თუ გამომივა, დავდებ, აუცილებლად love

არადა, თითქოს ყველაფერი ბევრად ნათელიიყო, ვიდრე იდეაში მქონდა. არავითარი ინტრიგა არ მინდოდა, მართლა <3
ამაზე უკეთესს თუ დავწერ კიდევ რამეს, ძალიან ამაყი ვიქნები, თუმცა ვწერ ამ მომენტშიც და რომ დავასრულებ, მერე შეიძლება ამას დავუბრუნდე. წინასწარ ვერ გპირდებით, რომ გამომივა love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent