შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანგელოზის ბედნიერება


23-03-2016, 22:41
ავტორი Keso Tkemaladze
ნანახია 2 251

„გაიქეცი მარიამ, გაიქეცი!“
ვყვირი, მაგრამ ჩემი ხმა არავის ესმის. ბოლო ხმაზე განწირული კივილი ერწყმის წვიმისა და ჭექა-ქუხილის ხმას და მეხის გავარდნასავით გგრგვინასვს ორი ადამიანის ნაბიჯების ხმა.
მინდა უფრო სწრაფად გავიქცე, მაგრამ უკვე არც ამის ძალა აღარ მაქვს. ვგრძნობ, რომ მეწევიან და თავიანთ საშინელ კლანჭებში მომიქცევენ.
ვყვირი, მაგრამ არავის ესმის ჩემი დაუძლურებული ხმა. მხოლოდ საკუთარ თავს ვამხნევებ.
მათი ამაზრზენი სიცილი კი მძვინვარე მხეცივით გაისმის
„გაიქეცი მარიამ, გაიქეცი!“
უკვე აღარანაირი აზრი აქვს. სადაცაა ხელს მომკიდებენ და სამუდამო წყვდიადს შეერწყმება ჩემი ცხოვრება.
ბოლოს ბავშვის გამაყრუებელ ტირილს მოვყავარ გონს და შეშინებული საწოლზე ვხტები.
უკვე მერემდენე ღამეა ერთიდაიგივე კოშმარი მესიზმრება. მერემდენედ ვიღვიძებ შეშინებული და თვალებით რამე დამაიმედებელს ვეძებ. როგორ მინდა ისევ ის 5 წლის გოგონა ვიყო. ღამით ცუდი სიზმარო რომ დამესიზმრებოდა და დედა მაშინვე ჩემთან გაჩნდებოდა. მთელი ღამე ჩახუტებულს, მის მკერდზე მისვენებულს მშვიდად დამაძინებდა და ამიხსნიდა, რომ ყველაფერი მხოლოდ სიზმარი იყო და რეალობასთან არაფერი ჰქონდა საერთო.
მაგრამ არა, ახლა არც ის 5 წლის გოგონა აღარ ვარ და არც დედაა ჩემს გვერდით, რომ სითბო და სიყვარული კვლავინდებულად მაჩუქოს.
მხოლოდ საერთო ოთახში 4 საწოლზე გადანაწილებული ბავშვები, რომლებსმაც ჩემსავით არ აქვთ ბედნიერება დედას მოეფერონ, მისგან სიყვარული მიიღონ. რა იციან, რომ ისიც უნდა აბედნიერებთ დედა რომ ცოცხალი ჰყავთ და ოდესმე მაინც მოახერხებენ მის ნახვას.

ყველაფერი დავიწყოთ თავიდან, სულ თავიდან, ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე.

ჯაფარიძეების ოჯახში ნანატრი შვილის დაბადებაა, მთელი ქალაქი ზარ-ზეიმით აღნიშნავდა. ნიკოლოზ (კოკა) ჯაფარიძეს მალე საამაყო მამის წოდება, ხოლო ელენე კალანდაძეს ყველაზე მზრუნველი და მოსიყვარულე დედის სახელი „მიეკერებოდა“.
მთელი 9 თვე მოუთმენლად ელოდნენ ცოლ-ქმარი შვილის ანუ ჩემს, მარიამ ჯაფარიძის დაბადებას. როდესაც მამამ გაიგო, რომ გოგონას მამა გახდებოდა ორმაგი ზარ-ზეიმით ელოდა შვილის დაბადებას. ჩემს დაბადებამდე ორი თვით ადრე უკვე ყველაფერი მზად ქონდათ მომავალი შვილის დასახვედრად.
ელენეს და კოკას ცოლ-ქმრობა ყველასთვის აღტაცებას იწვევდა. საუკეთესო წყვილი იყო მთელ ქალაქში. იმდენი გაჭირვება გამოიარეს ერთმანეთთან ყოფნისთვის, რომ ნამდვილად დიდ ბედნიერებას იმსახურებდნენ. ჩემი დაბადება კი ყველაფრის დასაწყისი უნდა ყოფილიყო.
1997 წლის ნომბერი იყო. ამ დროს თბილიში თოვლი უჩვეულო იყო. მთელი დღე მოუსვენრად დადიოდა ოთახიდან-ოთახში ელენე და რაღაც ამოუხსნელი გრდძნობით შეპყრობილი ცხილობდა დამშვიდებას. კოკას დაგვიანებამ მაინც თავისი ქნა და ნერვიულობამ ზენიტში მიაღწია. მისი ასე დაგვიანება არ იყო კარგის ნიშანი.
იმ დღეს შემზარავი ამბავი ელვის სისწრაფით მოედო მთელ ქალაქს. იმ დროისათის ერთ-ერთი ბანდიტური დაჯგუფება თავს დაესხა, და შენობაში მომუშავე ყველა პოლიციელი სიცოცხლეს გამოასალმა. მიზეზი უცნობია, მაგრამ ქალაქში ამ თემაზეც უამრავი ჭორი აგორდა.
ამ დღეს დავიბადე მეც. მარიამ ჯაფარიძე, რომელიც ბედნიერების მომტანი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ უბედურების თანაზიარი გავხი. უკვე ობლის სახელით მოვევლინე ქვეყანას და ჯერ კიდევ გაუცნობიერებლად ვიწვნიე ცხოვრების მწარე რეალობა.
სანუკვარი შვილის დაბადების ბედნიერება ელენემ ვეღარავის გაუზიარა.
20 წლის ასაკში დაქვრივებულმა მარტო დაიწყო შვილის აღზრდა და ცხოვრების სირთულეებთან შეჭიდება. ახლა მას იმაზე მეტი პასუხისმგებლობა აწვა კისერზე ვიდრე ოდესმე. შვილი მამის მოსიყვარულე და ქვეყნისთვის გამოსადეგ პიროვნებად უნდა გაეზარდა, ისეთად, როგორსაც ძილის წინ კოკა და ელენე ერთად წარმოიდგენდნენ ხოლმე. პატარა ცელქი გოგონა, რომელიც მამის მფარველობით უნდა განებივრებულიყო. გოგონა, რომლის დაჩაგვრის უფლებასაც კოკა ჯაფარიძე არავის მისცემდა. გოგონა, რომელსაც ერთი პატარა ოჯახი ბედნიერებით უნდა აევსო. გოგონა, რომელსაც ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს კოკა ჯაფარიძე საათობით ეჯდა და ზღაპრებს უკითხავდა, თუ რამე მოუნდებოდა ღამის სამ საათზე მთელ თბილისს გადაატრიალებდა და ნოემბრეშიც იშოვიდა სასურველ საზამთროს, მარწყვსა თუ ნაყინს.
დაახლოებით ორი წლიდან მახსოვს ჩემი თავი. ამ გადმოსახედიდან ვაცნობიერებ თუ რამდენი რამის გადატანა უწევდა დედას ჩემ გამო. ქალისთვის მარტო ბავშვის მოვლა არც ისე მარტივი საქმეა. გარდა ფინანსური საკითხებისა, სხვა უამრავი პრობლემაც იჩენს თავს. მახსოვს დედამ როგორ თქვა უარი იმ სახლის გაყიდვაზე, სადაც მას და მამას უამრავი ბედნიერი წუთი ჰქონდათ გატარებული და თითოეული კედელი თუ სულ მცირე ნივთიც კი მხოლოდ მამას მოგონებას უკავშირდებოდა. უნდოდა შვილი იმ გარემოში გაეზარდა, სადაც ოჯახური სითბო ჯერ კიდევ შემორჩნილი იყო მისი წყალობით და მახსოვს, ფინანსური პრობლემების შექმნის გამო როგორ დავდიოდით მე და დედა მის სამსახურში ერთად. მერე დაღლილები სახლში ვბრუნდებოდით ერთმანეთზე ჩახუტებულებს თბილად მიგვეძინებოდა.
ახლა 18 წლის ასაკში უფრო მეტად ვაცნობიერებ იმ დაბრკოლებებს, რომლებიც მე და დედას გვხვდებოდა და უფრო მეტად მიყვარს და ვაფასებ მის შრომას და ამაგს. არც ერთხელ არ გაუფიქრებია პირადი ცხოვრების მოწყობა, მიუხედავად იმისა, რომ გათხოვებამდეც და მის შემდეგაც დედას უამრავი თაყვანისმცემელი ყავდა, მამის გარდაცვალების შემდეგ თავი მხოლოდ მე მომიძღვნა და პირადი ცხოვრება მეორე პლანზე გადადო.
5წელი ასე ერთად დავდიოდით ხელი-ხელ ჩაკიდებულები და ერთმანეთს ვაძლიერებდით. ის ნატკენ ფეხზე მაკოცებდა და მაშინვე მომირჩებოდა, მე ალბათ, მხოლოდ ჩემი არსებობით ვაბედნიერებდი და ცხოვრების მიზანს ვუსახავდი.
5 წლის მანძილზე მან შეძლო და მასწავლა ყველაფერი, რაც შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში ასწავლო შვილს. გაგიკვირდებათ და მისი დარიგებები, ახლაც იმ ინტონაციით ჩამესმის, როგორც მეუბნებოდა. საკმარისი იყო ერთი შემოხედვა და 2 წლის გოგონა ვაცნობიერებდი დანაშაულს და შენიშვნის გარეშე ვცდილობდი მის გამოსწორებას. და ალბათ, იმიტომ, რომ იფიქრა უკვე ყველაფერი ნასწავლი მქონდა 25 წლის ასაკში დედამ გადაწყვიტა მის სანუკვარ სიყვარულთან წასულიყო და ახლა უკვე მასთან ერთად ზეციდან ეზრუნა ჩემზე.
ამ ქვეყნად სრულიად მარტო დატოვებულს არც ერთი კარი არ გაღებულა ჩემთვის, გარდა ერთისა.
იმ დღიდან 13 წელია გასული და დღე არ გავა, რომ თვალცრემლიანმა არ გავიხსენო მშობლები, მაგრამ იმის იმედიც არ მქონდეს, რომ ოდესმე იმ ბავშვებივით, რომელიც გამუდმებით ფანჯარასთან ზიან და ელოდებიან როდის შემოვა მათი სასურველი სხეული იმ დაწყევლილ კარში. მეც დავიკავო მათი ადგილი და იმედის სულ მცირე ნამცეცნი მაინც გამაჩნდეს ამ მოლოდინის.
და ახლა მკითხველო, განა შეიძლება იმ 13 წლის აღწერა სიტყვებით, რომლითაც შენ ამას გაიგებ? არა! მეტსაც გეტყვი ეს შეუძლებელია. ეს ის 13 წლია, რომელსაც სულ მარტივად შეუძლია გადაესვას ხაზი, რომელიც საერთოდ არფერში მჭირდება, რომელშიც არაფერი იყო გარდა ცრემლისა, უბედურებისა, მონატრებისა და ერთფეროვნებისა. ძნელია იმ ადამიანისთვის ამის გაგება, რომელსაც მხოლოდ 20 თეთრი თუ დაუკარგავს ქუჩაში, რომლისთვისაც ერთადერთი საფიქრალი და სანერვიულო ყოველ დილით ის გამხდარა თუ რა უნდა ჩაიცვას, ან ის თუ როგორ თხოვოს ფული მშობლებს სასურველი ნივთის საყიდლად, მიუხედავად იმისა, რომ ამას აუცილებლად მიიღებს. აარა, ასეთი ადამიანები ამას ვერ გაიგებენ. ვერც იმას გაიგებენ, რატომ შეუძლია ადამიანს ყოველ დღე ფანჯარასთან იდგეს და ელოდოს, იმისდა მიუხედავად, რომ კარგად იცის არც მოვა. არც იმის გაგება შეუძლია ალბათ, საერთოდ რატომ ცხოვრობს და რატომ აქვს ადამიანს რამის იმედი, როცა მისი ცხოვრება მხოლოდ გათენებისა და დაღამებისგან შედგება. საერთოდ რატომ ვცხოვრობთ თუკი ცხოვრების სრული უბედურება გვაქვს გამოცდილი. განა აზრი აქვს კიდევ რამეს, როცა ცოცხალიც კი მკვდარი ხარ? მაგრამ სწორედ ასეთმა ადამიანებმა იციან რას ნიშნავს იმედი, ოცნება. იმედი იმისა, რომელიც შეიძლება არც არასდროს მოხდეს, მაგრამ ოცნებობ! ხო, ეს ორი მცნება ერთმანეთთად ძალიან მჭიდროთაა კავშირში ჩემნაირი ადამიანებისთვის: ოცნებობ იმაზე, რისი იმედიც გინდა, რომ გქონდეს. და შენს უფერულ, შავ-თეთრ სამყაროშიც ჩნდება ფერადი ფერი, რომელსაც მე იმედის ფერს ვეძახი.

18 წელი რომ შემისრულად ჩემთან ოჯახის ადვოკატი მოვიდა, რომელმაც მშობლების ბინის გასაღები და გარკვეული თანხა გადმომცა, რომელიც თურმე მამას შეუგროვებია ჩემთვის. დედას კი იმ ფულიდან ერთი თეთრი არ მოუკლია. (სანამ სრულწლოვანი არ გავხდი იურიდიულად თანხის და ბინის გადმოცემა არ შეიძლებოდა).
და დადგა დღე, როდესაც 13 წლიანი ერფეროვნება წარსულს უნდა ჩამებარებინა და სულ უცხო სამყაროში უნდა დამეწყო არსებობა, არათუ ცხოვრება. ნივთების ის მცირე რაოდენობა რაც მქონდა მალევე მოვაგროვე და ადვოკატთან ერთად დავტოვე ბავშვთა სახლი.

სახლი, რომელშიც 5 წელი ვცხოვრობდი ზუსტად ისეთივე დამხვდა, როგორიც დავტოვე. სუნიც კი ისეთივე იყო - დედის სუნი. ძველ მოგონებებთან შეხვედრამ ემოციური ამოტრიალება გამოიწვია ჩემში და მთელი ღამე დედის ბალისშს ჩახუტებულმა ტირილში გავატარე.
ერთადერთი ღამე იყო იმ კოშმრის გარეშე.
რამდენჯერ მიფიქრია რა მოხდებოდა, როდესაც თავშესაფარს დავტოვები. როგორ გაგრძელდებოდა ჩემი ცხოვრება. ვერასდროს ვერ მივდიოდი ერთ კონკრეტულ პასუხამდე, ყოველთვის სხვადასხვა ოცნებას ვირჩევდი. მერე ისევ ძველი მომეწონებოდა და მასზე ფიქრს დავუბრუნდებოდი. შემდეგ ისევ ახალს და ასე გრძელდებოდა მთელი 13 წელი. სინამდვილეში კი არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. არ ვიყავი მზად მარტო შევბრძოლებოდი ცხოვრებას. მარტო ამეღო საკუთარ თავზე ცხოვრების სირთულეებთან გამკლავება. არ მინდოდა! საშინლად არ მინდა ახლა აქ მარტო ვყოფილიყავი. მინდოდა ჩემი ოცნებები რეალობად ქცეულიყო, ან ერთი დღის მაინც ისევ გავმხდარიყავი ის 5 წლის გოგონა და დედის კალთაზე თავდადებულს ყველანაირი ემოციისგან დავცლილიყავი. როგორ მინდოდა ახლა დედა ჩემს გვერდით. ისე, როგორც არასდროს! ალბათ ახლა უფრო ვიგრძენი მისი მონატრება, როდესაც მასთან ასე ახლოს ვიყავი. ემოციების გასაფანტად აივანზე გავედი. ცივი ჰაერის შეხება მესიამოვნა და დედის დატოვებულ სავარძელში ჩავჯექი. მახსოვს დედა მეუბნებოდა, რომ ეს მამაჩემის საყვარელი ადგილი ყოფილა, როდესაც განტვირტვა მოუნდებობდა ყოველთვის აქ დაჯდებოდა და საათობით გასცქეროდა თბილისს.. იმის გააზრებაც მესიამოვნა, რომ მე და მამას რაღაც საერთდო აღმოგვაჩნდა.
-ვერ იძინებ კრასოტკა? -ფიქრებში გართულს ახლა მყუდროების დარღვევა ნამდვილად არ მინდოდა, მაგრამ ვიგრძენი ეს სიტყვები ჩემი მისამართით რომ თქვეს და თავი ინსტინქტურად მარჯვნივ გავატრიალე - შენ ახალი მეზობელი ხარ? აქამდე არ მინახიხარ - პირველად მისი ნავარჯიშევი სხეული მომხვდა თვალში. წელს ზემოთ შიშველი იყო და მოურიდებლად მათვალიერებდა. გაგიკვირდებათ და ასეთ სიტუაციაში პირველად ვიყავი და არ ვიცოდი რა უნდა მექნა. დაბნეულს მზერა ხან მასზე და ხან უკიდეგანო სივრცეში გადამქონდა. რომ მახსენდება ალბათ კარგად კი იხალისა ჩემზე. ასეთი დაბნეული არასოდეს ვყოფილვარ. ოთახიდან საცვლებში გამოწყობილი გოგონა გამოვიდა და მამაკაცს კისერზე ჩამოეკიდა. იმ წუთას მისი დანახვა ხსნად მომეჩვენა და ოთახში შევვარდი.
მეორე დღეს მშობლების საფლავის სანახავდ წავედი. მახსოვს მე და დედა ყოველ კვირას ამოვდიოდით მამის საფლავზე და საგანგებოდ დარგულ ყვავილებს ვუვლიდით. გაუაზრებლად მიხაროდა აქ ამოსვლა. მამას ათას რამეს ვუყვებოდი და დედა ცრემლმორეულ თვალებს, მე რომ არ დამენახა, ჩამეხუტებოდა და ჩემს თმებში დამალავდა ხოლმე. პირველად დავჯექი და ვილაპარაკე ჩემს გრძნობებზე ასე გულღიად. ცრეემლებს გასაქანი მივეცი და ყველაფერი გავუმხილე, რაც მათი დაკარგვის შემდეგ დამიგროვდა.
ღამის ოთხი საათი იყო სასაფლაოდან, რომ წამოვედი. ვერც შევნიშნე ისე დაღამებულიყო. სადარბაზოს, რომ მივუახლოვდი, რამოდენიმე ბიჭი შევნიშნე, რომლებიც რაღაც თემზე გაცხარებით კამათობდნენ და ადგილზე გავიყინე. შემეშინდა მათთან მიახლოება და სახლში შესვლის. „გაიქეცი მარიამ, გაიქეცი“ სიზმარი გამახსენდა და ინსტინქტურად გაქცევისთვის მოვემზადე, მხარზე ხელის შეხება რომ ვიგრძენი
-რა მოხდა კრასოტკა? შენთვის არ უსწავლებიათ, რომ შუაღამით გოგონების ქუჩაში სეირნობა სახიფათოა? -ნელ-ნელა ნაბიჯს უმატა და სადარბაზოში ჩემს მხარზე ხელგადახვეული შევიდა. მეც მის ნებას დაყოლილი დადუმებული მივყვებოდი უკან და შიშისგან უკვე კანკალი მეწყებოდა. -რა მოხდა კრასოტკა? -ხელები ჩამოიღო და თვალებში დაჟინებით ჩამაჩერდა. მეგონა ტვინს მიხვრეტტდა. მზერას ვერ გავუძელი და თავი დავხარე. -შენ რა ლაპარაკი არ იცი თუ მეკაიფები? იქნებ გეთქვა რამე? რაა? რა გატირებს? -თავი ხელით ამაწევინდა და მაგრად ჩამიხუტა. იმ წუთას ისე მშვიდად ვიგრძენი თავის მის კლავებში, რომ აღარაფერი მადარდებდა, საერთოდ არაფერი. მზად ვიყავი მთელი ცხოვრება ასე გამეტარებინა. -შეგაშინეს იმ არაკაცებმა? რამე ხომ არ დაგიშავეს? -ისევ დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში.
-არა - ძლივს გავბედე ხმის ამოღება და ცრემლები მოვიწმინდე. იმ წუთას ისეთი დაუცველი ვიდექი მის წინაშე საკუთარი თავი შემეცოდა.
-აი, ლაპარაკიც გცოდნია -გამიღიმა მამაკაცმა. -მოდი სახლამდე მიგიყვან კარგი? -თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. -სხვა დროს ასე გვიან სახლიდან არ გამოხვიდე კარგი? რაც არ უნდა დაგჭირდეს! - მზრუნველად შემომხედა და კარის გაღებაში დამეხმარა. -ხო მართლა მე ილია, ილია ჯაჭვლიანი. შენ სახელს არ მეტყვი? -გამომცდელად შემომხედა თვალებში
-მარიამი.
-მარიამს გვარი არ აქვს?
-ჯაფარიძე
-აი ხედავ? მგონი უკვე დიალოგიც გამოგვდის. - გამიცინა მამაკაცმა. -გინდა ვილაპარაკოთ, თუ ძილი გირჩევნია.
-ღამე მშვიდობის -კარი დავხურე და იქვე იატაკზე დავჯექი. გათენებამდე მამაკაცზე ვფიქრობდი. სასაცილოა არა? ასე ახლოს არასდროს ვყოფილვარ კაცთან. თუ იმ ბავშვებს არ ჩავთვლით ვისთან ერთადაც ვიზრდებოდი, მაგრამ მათ როგორც და-ძმას ისე აღვიქვამდი, რომელთანაც საერთო ტკივილი მაერთიანებდა. ღმერთო ჩემო რას იფიქრებდა ჩემზე? მე ხომ ასე უზრდელურად მოვექეცი მას და კარი ცხვირწინ მივუხურე? უზრდელი გოგოსავით მოვიქეცი, არადა დედა ყოველთვის მასწავლიდა, რომ ყველასთან თავაზიანი უნდა ვყოფილიყავი. ყველას შესაფერისად უნდა დავლაპარაკებოდი. არა, ხვალ აუცილებლად მოვუხდიდი ბოდიშს! მტკიცედ გადავწყვიტე და დასაძინებლად წავედი.

დილით ისევ იმ კოშმარმა გამაღვიძა.
„გაიქეცი მარიამ, გაიქეცი!“ უკვე აღარ შემეძლო. ახლა, ისე როგორც არასდროს მინდოდა მშობლების გვერდით. მინდოდა ვინმესგან მაინც მეგრძნო ის სითბო, რომელიც ამდენი წლის მანძილზე მაკლდა. მინდოდა, რომ ვინმეს ვყვაარებოდი. ვინმეს, ვისთანაც თავს სრულიად დაცულად ვიგრძნობდი, არ შემეშინდებოდა არაფრის. მასთან, ვისთანაც თავისუფლად შევძლებდი გრძნობებსე ლაპარაკს, ვისთანაც ტირილის არ შემრცხვებოდა გესმით? ვინმესთან, ვინც ყოველთვის შეძლებდა ჩემ გაღიმებას როგორ ცუდადაც არ უნდა ვყოფილიყავი.

დილით, ხილი გავამზადე და ბოდიშის მოსახდელად ილიასთან გავედი. კარი იმ ქალმა გამიღო, იმ ღამეს მის აივანზე რომ იყო. თბილად მოვიკითხე და ვთხოვე მამაკაცისთვის დაეძახა.
-კრასოტკაა? - მაისურის ჩაცმით ოთახიდან გამოვიდა მამაკაცი - რა მოხდა? ავადმყოფი ვარ და ხილი მომიტანე თუ სხვა თემაა? -ვაშლი აიღო და დააგემოვნა -გემრიელია, მადლობა
-არა, იცით. გუშინ ძალიან უზრდელურად გამომივიდა და ბოდიშის მოსახდელად მოვედი. -მორცხვად ჩავხარე თავი და ბოდიშის მოხდის იმიტაცია ხელებით გავაკეთე
-მართალია, გუშინ ძალიან უზრდელურად კი გამოგივიდა, მაგრამ იმდენად გემრიელი ვაშლია როგორმე დავივიწყებ, კრასოტკა.
-მარიამი
-ბატონო? -გაკვირვებული თვალებით ამათვალიერა მამაკაცმა
-მე მარიამი მქვია და არა ეგ სიტყვა
-რუსული იცი კრასოტკა? -დამცინავად ჩამეკითხა ილია
-არა, იცით, უცხო ენა არასოდეს მისწავლია, მასწავლებელი, რომელიც თავშესაფარში გვასწავლიდა, მხოლოდ ძირითად საგნებზე იყო ორიენტირებული. კარგად ვიცი მათემატიკა და ფიზიკა. -დავასრულე გამოსვა და ამაყი მზერით შევხედე
-თავშესაფარში? -ვაშლის ჭამის შემდეგ სიგარეტს მოუკიდა მამაკაცმა
-დიახ. ობოლთა თავშესაფარში -დავუკონკრეტე და გავუღიმე
-ობოლი ხარ ტო? -შეიცხადა ილიამ. -მერე აქ საიდან? ან ეს ბინა როგორ?
-ეგ გრძელი ისტორიაა და სიმართლე გითხრათ ახლა ამაზე საუბარი არ მინდა
-კაიი -ბოლო ხმოვანი განსაკუთრებით „გაწელა“.
ოთახიდან გოგონა გამოვიდა და მამაკაცს ლოყაზე კოცნით დაემშვიდობა.
-ეს თქვენი შეყვარებულია? - ვიკითხე გულუბრყვილოდ
-კრასოტკა, კრასოტკაა... ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ -მომიჭრა მოკლედ.
-კარგით, ჩემი წასვლის დროა. -სწრაფად ავდექი და კარისკენ წავედი -ნახვამდის
-დროებით კრასოტკა.

იმ დღეს ადვოკატთად ვიყავი დაბარებული სახლის გადმოფორმების საკითხზე. ჩემი მცირე გარდერობიდან გამომდინარე რაც ყველაზე მოსახერხებლად მივიჩნიე ის ტანსაცმელი ჩავიცვი და შეხვედრაზე წავედი. არ მინდოდა დამგვიანებოდა, ამიტომ მის მიერ დატოვებული ფულით ტაქსი გავაჩერე და სასურველი მისამართი ვუკარნახე.
ღია კრიდან მამაკაცი გამომეგება და კაბინეტში შემიპატიჟა. ჩემთვის განკუთვნილ ადგილას დავჯექი და საბუთებს გადავხედე, რომელიც უკვე წინასწარ მოემზადებინა.
-აბა მარიამ, როგორ ხარ? როგორ შეეჩვიე ახალ გარემოს? -თბილად მომიკითხა ადვოკატმა
-კარგად, გმადლობთ, ვცდილობ როგორმე ყველაფერში გავერკვე.
-ნელ-ნელა ყველაფერი მოგვარდება. მეგობრები უკვე შეიძინე?
-აარა, მხოლოდ ერთი მეზობელი გავიცანი, თუმცა მას მეგობარს ნამდვილად ვერ ვუწოდებ...
-არაფერია, ცხოვრებაში უამრავ ადამიანს გაიცნობ და შეხვდები. ნამდვილ მეგობრებს კი წლები გიჩვენებს, ასე, ერთი შეხედვით ვერავის ენდობი უკვე ის დროა. ამიტომ ფრთხილად იყავი ჩემო გოგონა. მე და მამაშენი ბავშვობიდან ვმეგობრობდით. მაშინ ჯერ კიდევ მარტივი იყო ადამიანების ცნობა, ახლა კი ყველამ ისწავლა ერთმანეთის გამოყენება. მამაშენი საუკეთესო ადამიანი იყო, ეგეთი მოსიყვარულე კაცი ახლაც კი არავინ მეგულება. სიგიჟემდე უყვარდა დედაშენი და ფაქტობრივად აღმერთებდა. მათი სიყვარულის ისტორია, მაშინ მთელმა თბილისმა გაიგო. მამაშენმა ყველაფერი დათმო დედაშენის გამო და ერთად გადაწყვიტეს ცხოვრება. მერე შენი არსებობის შესახებაც გაიგეს და კაცი დაფრინავდა იცი? ასეთი რამე არასოდეს მენახა მამისგან. ვიცი დედები როგორი ემოციებით ელოდებიან შვილებს, მაგრამ მამაშენი რაღაც სხვა გრძნობით იყო შენდამი შეპყრობილი. -ყურადღებით ვუსმენდი მამაჩემზე საუბარს და ვამაყობდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთს არც კი შევხვედრივართ, ვიცოდი, რომ საუკეთსო მამა იქნებოდა. დედისგან ვიგებდი მის ჩემდამი სიყვარულზე და მე ასმაგად უფრო ძლიეერად მიყვარდებოდა და ვაფასებდი. -არ ვიცი, ალბათ გრძნობდა კიდეც, რომ შენს დაბადებას ვერ მოესწრებოდა და ამიტომ მთხოვა ამ ყველაფრის გაკეთება.
-იცით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არასდროს შევხვედრივართ ყოველთვის ვგრძნობდი მის მხარდაჭერას. ყოველთვის, როცა ბავშვობაში ჯერ კიდევ ილუზიებით ვცხოვრობდი, ხატების წინ მივიდოდი და მშობლებს ველაპარაკებოდი.მჯეროდა, რომ მათ ვესაუბრებოდი, მე მათი ხმა არ მესმოდა, მაგრამ მათ აუცილებლად შეეძლოთ ჩემი მოსმენა და ვთხოვდი, რომ ერთ დღეს მეც მქონოდა ბედნიერების უფლება და მოსულიყვნენ. მეც ისევე წავეყვანე მათ, როგორც რამოდენიმე ბავშვი ჩვენი თავშესაფრიდან. მერე კი, მერე მათ მაგივარად თქვენ მოხვედით და ეს ოცნება თქვენ ამიხდინეთ.
-ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა ჩემო კარგო. შენ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გაქვს და აუცილებლად მიიღებ შენ წილ ბედნიერებას. შენი მშობლები ზემოდან აუცილებლად იზრუნებენ ამაზე.
-თემო მე წავედი და კიდე რამე ხომ არ გინდა? -საუბარი შეგვაწყვეტინა მამაკაცის ხმამ. თავი ნელა მივატრიალე და ამ მამაკაცში ჩემი მეზობელი აღმოვაჩინე -კრასოტკაა? შენ აქ რას აკეთებ?
-ილია, ეს ის გოგონაა რამდენიმე დღის წინ, რომ გელაპარაკებოდი, მარიამი. მარიამ ეს ილიაა, ჩვენი კომპანიის მეწილე და ერთ-ერთი ცნობილი ადვოკატი.
-დიახ, ჩვენ უკვე ვიცნობთ ერთმანეთს. -მორცხვად ჩავხარე თავი .
-კი, მეზობლები ვართ -დამეთანხმა მამაკაციც.
-აა სულ დამავიწყდა, რომ თქვენ ერთსადა იმავე კოსრპუსში ცხოვრობთ.
-ხოო, კარგი მე წავედი და თუ რამეა დამირეკე -ოთახიდან გავიდა და ერთ წამში ისევ მოტრიალდა -ისე, თუ მორჩით უკვე სახლში მივდივარ და მარიამსაც წავიყვან თუ წინააღმდეგი არ იქნება?
-კი, ხელს მოაწერს და თავისუფალი იქნება.- დაუდასტურა ადვოკატმა.

ასე ჩემს უკითხავად აღმოვჩნდი ილიას მანქანაში
-გინდა ნაყინი ვჭამოთ კრასოტკა? -სანამ მანქანას დაქოქავდა კითხვა დამისვა მამაკაცმა
-იციი, არ მინდა შეგგაწუხო.
-რომ ვწუხდებოდე არ შემოგთავაზებდი, ასე რომ წავიდეთ. -სათვალე მოირგო და მანქანა ადგილიდან დაიძრა.
არასოდეს არ მქონიდა სიყვარულთან დაკავშირებული ოცნებები. თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი და ა.შ და ა.შ. რაზეც ამჟამინდელი გოგონების ალბათ 99 % ოცნებობს. საერთოდ არც კი მიფიქრია მსგავს თემებზე. არც შეყვარებულზე. არც ცხოვრება მიქმნიდა ამაზე ფიქრის პირობებს. ბავშვებთან რომლებთანაც ვიზედებოდი მხოლოდ და-ძმებად აღვიქვამდი. თუმცა გვყავდა ერთი „წყვილი“ მაშინ ისინი ჩემზე დიდები იყვნენ და ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ. ერთად დატოვეს ბავშვთა სახლი და როგორც გავიგეთ მერე დაქორწინდნენ კიდეც. მაგრამ ერთხელ ცხოვრებაში ალბათ ყველა ფიქრობს იმ ერთადერთზე, რომელსაც სურს მთელი ცხოვრება მიუძღვნას და ალბათ ამ ერთხელაც ის მამაკაცი სწორედ ისეთი წარმოუდგენიათ, როგორი მამაც ჰყავთ. თუ სიყვარულზე ერთხელ მაინც მიფიქრია ცხოვრებაში, ალბათ მხოლოდ იმაზე მიოცნებია, რომ მეც ისევე ვყვარებოდი ვინმეს როგორც მამას დედა და მეც ისევე მყვარებოდა როგორც დედას მამა. ახლაც, რომ მახსენდება ვამაყობ, რომ ისეთი დედა მყავდა თავი მხოლოდ ერთ მამაკაცს რომ მიუძღვნა. თუნდაც ის ფაქტი, რომ მამაჩემის გარდაცვალების მიუხედავად მთელი ცხოვრება დედა ქორწინების ბეჭედს ატარებდა. არასოდეს მახსოვს მის გარეშე. ბავშვობაში რომ გეკითხათ რა არის სიყვარულიო გეტყოდით დედა და მამა მეთქი ახლა კი გიპასხებთ, რომ სიყვარულია გიყვარდეს უერთგულო იმ ადამიანის, რომელიც უკვე ცოცხალი აღარაა. ეს უკვე ერთეულებს შეუძლიათ და მეც სოწრედ ასეთი „ერთადერთი“ მინდა.
ყოველთვის მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ როდესაც ადამიანი იბადება, მასთან ერთად იბადება მეორე ადამიანიც, რომელიც მისი მეორე ნახევარია. აი, წარმოიდგინეთ, რომ გავჭრათ ვაშლი, მისი ერთი ნახევარი შევჭამოთ, მეორეს კი სხვა შესაბამისი მეორე ნახევარი მოვუძებნოთ. რამდენიც არ უნდა ვეძებოთ ვერ ვიპოვით. შეიძლება იდეალურად მიესადაგებოდეს, მაგრამ ის ერთი მთლიანი მაინც არ იქნება. ყოველთვის აკლდება რაღაც, რაც ნამდვილ მეორე ნახევარს ქონდა. იქ ზეცაში ერთი მთლიანი ადამიანი, (არ ვიცი რა ცოდვის გამო, მაგრამ ასეა) დააშორეს ერთმანეთს და ნახნახევრად გამოუშვეს დედამიწაზე. ბედნიერია ადამიანი, რომელიც თავის მეორე ნახევარს იპოვის! და მე მჯერა, რომ როდესაც ეს მოხდება და ეს ორი ერთმანეთს შეხვდება. მათ შორის რაღაც მოხდება, რაც აგრძნობინებს, რომ ის ისაა, ვინც ოდესღაც მისი ნაწილი იყო და ახლა იპოვა. გულის გაასმაგებული მოძრაობა, მუცელში პეპლების კი არა მთელი ცხოველთა სამყაროს ფუსფუსი ამის დამადასტურებელია. ამას ორივე ერთნაირად განიცდის და ვერ წარმომიდგენია ყოველივე ამის შემდეგ, როგორ შეიძლება არ იყონ ერთად ცხოვრების ბოლომდე? როცა იპოვი ამ ადამიანს მიხვდები რომ ღირდა ცხოვრება.
-მარიამ, -ილიას ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან -რაზე ფიქრობ?
-არაფერზე, რაღაც გამახსენდა...
-მაინც რა?
-გყვარებიაა? -ჩემი თავისგან თვითონვე გამიკვირდა ასეთი პირდაპირობა
-რამდენჯერმე
-არა, რამდენჯერმე ვერ შეგიყვარდებოდა. მე ის ერთადერთი სიყვარული მაინტერესებს.
-ერთადერთი? მხოლოდ ერთადერთხელ შეიძლება შეგიყვარდეს? და მე რომ უკვე ბევრჯერ მიყვარდა?
-ეგ ილუზიებია. ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ერთია, სხვა დანარჩენი კი უბრალოდ შეცდომა. მაშინ თუ გიყვარდა ახლა რატომ აღარ გიყვარს?
-იმიტომ, რომ დრომ მოიტანა ასე?
-დრო სიყვარულს კი არ კლავს აძლიერებს.
-ეს ვინ გითხრა?
-მე ვფიქრობ ასე. არ ვიცი შეიძლება სხვაც ასე ფიქრობდეს, მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური აზრია.
-შენ ძალიან პატარა ხარ ჯერ სიყვარულისთვის. გაიზრდები და მიხვდები, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. შეიძლება გული გატკინონ ან შენ ატკინო ვინმეს, მაგრამ ეს ბუნებრივია ასეც ხდება...
-მაგრამ არა იმ ერთადერთთან.
-ზედმეტად მეოცნებე ხარ კრასოტკა! -თვალი ჩამიკრა მამაკაცმა
-ხო, ალბათ... ესეიგი ნამდვილი სიყვარულის არ გჯერა?
-სისულელეა კრასოტკა ყველაფერი. არავინ იცის ვის რა ელის მეორე დღეს, შეიძლება აღარც ვიყოთ, ამიტომ მხოლოდ დღევანდელით უნდა ვიცხოვროთ და არა იმაზე ოცნებით, რომ ოდესმე ვიპოვი ჩემს პრინცს ან პრინცესას და ვიქნებით დიდხანს და ბედნიერად. სისულელეა, დამიჯერე! უბრალოდ ფუჭი დროის კარგვაა და მეტი არაფერი
-ესეიგი შენ არ შეხვედრიხარ! -დავასკვენი ბოლოს და გაბუტული მივეყრდენი სავარდზლის საზურგეს.
-კარგი, იყოს ისე როგორც შენ გინდა. -ბოლოს დათმო პოზიციები და გამიღიმა. გამიღიმა ისე, რომ მთელ სხეულში დამიარა ჟრუანტელმა და მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში. ეს იყო ის, ვისთვისაც მე დავიბადე. ხო შეიძლება გაგიკვირდეთ, რომ სულ ორჯერ თუ სამჯერ ვნახე, მაგრამ წეღან რას ვამბობდი? როდესაც მას დაინახავთ აუცილებლად მიხდებით-მეთქი და მე მივხვდი, ჯერ კიდევ იცი როდის? იმ ღამით აივანზე პირველად რომ დამიძახა „კრასოტკა“ და მუცელში მთელი სპილოების ჯოგი გააცოცხლა. გულის ცემა რომ გამიასმაგა და ხმის ამოღების უნარი წამართვა. მაშინ, სოწრედ მაშინ შემიყვარდა. შემიყვარდა და მორჩა! -მოვედით! - მანქანა გააჩერა და თვალებით მანიშნა გადასვლის დროაო. მეც უკან გავყევი და თავისუფალ მაგიდასთან ადგილი დავიკავე.
-ძალიან გემრიელია -ვუთხარი ნაყინის დაგემოვნების შემდეგ.
-რაზე ოცნებობ? -მკითხა მოულოდნელად
-ვოცნებობ? ძალიან ბევრ რამეზე.
-მაინც?
-ყველა გითხრა?
-ყველა
-კარგი. პირველი -ეშმაკის ბორბალზე მინდა დაჯდომა. არ დამცინო -გავაფრთხილე თვალების ბრიალით. -ერთხელ აღმზრდელებს ვყავდით მთაწმინდა. ბავშვები დასხდნენ მე კი მაშინ შემეშინდა და ვერ დავჯექი.
-კარგი, შემდეგი?
-პარაშუტით მინდა გადმოხტომა
-კიდევ?
-კიდევ... მთაში მინდა ქოხი...
-კიდევ?
-მინდა, რომ კუპიდონი ჩემთანაც მოვიდეს. და ისიც მინდა, რომ ერთხელ შენც დარწმუნდე მის არსებობაში.
-მეტი არაფერი?
-ესენი ბავშვური სისულელეებია, გარდა ბოლოსი. თუმცა კიდევ მაქვს ერთი ოცნება, რომელსაც ვერ გეტყვი.
-კარგი ესენიც საკმარისია. -ჩემი ღიმილით გამიღიმა ილიამ
-რისთვის არის საკმარისი?
-იმისთვის რომ ახდეს. -ხელი მომკიდა და კაფიდან გამოვედით.

ულამაზესი იყო თბილისი. არ მახსოვს რამდენ წრეზე წავედით, მაგრამ არ მბეზრდებოდა. პატარა ბავშვივით აჟიტირებული ვიყავიდა ბედნიერებით არ ვიცოდი რა მექნა. ის კი არ მახარებდა, რომ ერთ-ერთი ოცნება ამიხდა, არამედ ის, რომ ეს ოცნება მან ამიხდინა.
მე თბილისს გავცქეროდი ის მე...
ირგვლივ სიჩუმე იყო და ეს სიჩუმე იყო ყველაფერის მთქმელი. მთელი ჩემი ბედნიერების. რა საჭიროა ხმის ამოღება იქ, სადაც თვალები ყველაფერს ამბობენ?
სახლამდე ხმა აღარცერთს ამოგვიღია.
-გინდა შემოვიდე? -კედელთან მიყრდნობილმა, ოდნავ ხმადაბლა მკითხა მამაკაცმა
-არ ღირს -ვთქვი ორაზროვნად. მან წასვლა დააპირა -ილია -შევაჩერე მოურიდებლად
-გისმენ -ახლოს მოვიდა და თვალებში ჩამაშტერდა, თითქოს იქ კითხულობდა სათქმელს
-მადლობა
-ტკბილი ძილი კრასოტკა -შუბლზე მაკოცა და სიბნელეში გაუჩინარდა.

დილა უჩვეულო ბედნიერებით დაიწყო.
ასეთი ბედნიერი არასოდეს შევხვედრივარ არცერთ დღეს.
შუადღით ჩემს გასაცნობად რამოდენიმე მეზობელი შემოვიდა. ქალბატონი მარინა და ქალბატონი ლელა უკვე შუახანს გადაცილებულები იყვნენ. ნიაკო კი დაახლოვებით ჩემი ასაკის იყო. როგორც მითხრეს ჩემს მშობლებს საკმაოდ ახლოს იცნობდნენ. ისინი ჯერ კიდევ მაშინ ცხოვრობდნენ აქ, სანამ დედა და მამა ამ ბინას იყიდნენ და აქ დასახლდებოდნენ. საოცარი სიყვარულით იხსენებდნენ ორივეს. მე კი სიამაყით სავსე ვუსმენდი მათ და ვცდილობდი ჩემთვის უცნობი დედტალები ჩემს მშობლებზე კარგად დამემახსოვრებინა. ბედნიერებაა, როდესაც სრულიად უცხო ხალხი მოდის და შენს ოჯახზე ამდენ საქებარ სიტყვას გეუბნება. მათი წასვლის შემდეგ ნიაკო ცოტა ხანს კიდევ დარჩა ჩემთა. ძალიან კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა. დარწმუნებული ვიყავი დავმეგობრდებოდით და ერთად კარგ დროსაც გავატარებდით. ბავშვთა სახლში შეძენილი მეგობრების გარდა სხვა მეგობარი არასდროს მყოლია და ესეც რაღაც ახალი იყო ჩემთვის. საღამოსთვის საყიდლებზე წაყოლა ვთხოვე ნიაკოს. რამდენიმე აუცილებელი ნივთი მჭირდებოდა და რადგან ჯერ კიდევ კარგად არ ვიცნობდი ქალაქს, დახმარება მას ვთხოვე.
მხოლოდ აუცილებელი ნივთები კი არა ნიაკომ იმდენი რაღაც მაყიდინა, ორივეს ერთადაც კი გვიჭირდა მათი ტარება. ამდენი ტანსაცმელი მთელი ცხოვრების განმავლობაში არ მქონია ერთად. ბოლოს ჩემი კატეგორიული უარის მიუხედავად მობილური ტელეფონიც შევიძინეთ და სახლში დატვირთულები დავბრუნდით.
გვიანობამდე ვალაგებდი ნაყიდ ნივთებს. უკვე დაინებას ვაპირებდი კარზე ზარი, რომ გაისმა.
-როგრო ხარ კრასოტკა? -კედელზე მიყრდნობილი ჩემი ღიმილით მიღიმოდა მამაკაცი. წამში ვიგრძენი სიყვარულის მეტასტაზები მთელ სხეულში. -ახლაც არ შეიძლება შემოსვლა თუ აქ ვილაპარაკოთ? -კარი ფართოდ გავაღე და გზა დავუთმე. -შეგეძლო მოგეკითხე მაინც -უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენა ჩემმა დაბნეულობამ
-მაპატიე, -უცბად მოვეგე გონს -როგორ ხარ? -სავარძელში კომფორტულად მოკალათდა დამზერა ჩემზე შეაჩერა.
-რთული პროცესი მქონდა და ცოტა დავიღალე
-გინდა ყავა გაგიკეთო? -თანხმობის ნიშნად თავი დამიკრა და მეც სამზარეულოში გავედი ცოტა ხნით. უკან ყავითა და ტკბილეულით ხელდამშვენებული დავბრუნდი.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.
მე მასზე ვფიქრობდი -ის ალბათ არაფერზე
მე ის მიყვარდა - მას ალბათ არა, მაგრამ აუცილებლად მიხვდებოდა და იგრძნობდა იმას რასაც მე. კუპიდონი ყველაფერს მოაგვარებდა.
-რაზე ფიქრობ კრასოტკა? -დაარღვია დუმილი მამაკაცმა
-არაფერზე -ვიცრუე მოურიდებლად
-იტყუები -მაშინვე გამომიჭირა ტყუილში მან.
-ვიტყუები -მეც დავუდასტურე სიმართლე
-მაშინ მითხარი რაზე ფიქრობ?
-ეს ჩემი ფიქრებია! -ხმის გამკაცრება ვცადე
-მაგრამ ჩემზეა -ისევ გამომააშკარავა ტყუილში. -ნუ მატყუებ კრასოტკა. შენ თვალებში ისედაც ყველაფერი ჩანს. -რას აკეთებდი დღეს? -ისევ მან გადამარჩინა უხერხულობას.
-მეზობლები გავიცანი. მერე მე და ნიაკო საყიდლებზე წავედით და მთელი ქალაქი ფეხით მომატარა. -მოკლედ ჩამოვურაკრაკე დღის ამბები
-ახლა რომ ავდგე და ჩაგეხუტო, ძალიან გაბრაზდები? -ნელა მომიახლოვდა და იატაკზე მუხლებით დადგა. მერე ხელები ძალიან ფრთხილად შემახო და მკერდზე მიმიკრა. სუნთქვა შემეკრა. გავშრი. ეს იყო ყველაზე სასიამოვნო გრძნობა ჩემს ცხოვებაში. მის სუნთქვას ვგრძნობდი კისერში და მისი გულის ცემა მესმოდა. იმ წამს მზად ვიყავი მოვმკვდარიყავი, ოღონდ ეს ბედნიერება უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გაგრძელებულიყო. მერე ისევე ფრთხილად გამიშვა ხელები, როგორც შემეხო. ნელა ადგა და ოთახიდან გავიდა. მე კი ასე გაურკვევლობაში და ბედნიერების ზენიტში დამტოვა.


დილით ნიაკომ შემოირბინა და თავისი მეგობრების გასაცნობად წამიყვანა. ახალი გარემო და კარგი ადამიანები გჭირდება შენს გვერდითო. ჩემი თხოვნის მიუხედავად მაინც თავისი გაიტანა და წამიყვანა. როდემდე უნდა იჯდე სახლში, ახალგაზრდა გოგო ხარ და ცოტა შეირგე ცხოვრებაო.. ყველანი ისეთივე კარგები აღმოჩნდნე როგორც ნიაკოა. ერთი წამითაც არ მაგრძნობინეს, რომ სულ რამდენიმე წუთის გაცნობილი ვყავდი. როგორც ნიაკოს მეც ისე მექცეოდნენ და ამით ძალიან გამახარეს. ანი, მარიამი, სანდრო და ნიაკო როგორც გავიგე დაბადებიდან ერთად იზრდებიან. მათი მშობლებიც მეგობრები ყოფილან და ეს ტრადიცია შვილებმაც გააგრძელეს. ოთხივე ერთად სრულ განუკითხაობას ქმნიან. შეუძლიათ სრულიად უაზრო თემაზე ისე დახოცონ ერთმანეთი, იფიქროთ ესენი აღარადროს შერიგდებიანო, მაგრამ მეორე წუთს ისევ ერთად იცინიან. ძალიან გამახარეს, რომ მეც ამ დიდი სამეგობროს პატარა წევრი გავხდი.

მთელი დღე ველოდი ილიას გამოჩენას მაგრამ ამაოდ. მასზე ძალიან ვბრაზობდი, მაგრამ რეალურად გაბრაზების მიზეზიც არ მქონდა. სულ არ იყო ვალდებული, რომ ყოველდღე ვენახე და მოვეკითხე, მაგრამ ალბათ რომ სცოდნოდა რამხელა ბედნიერებას მანიჭებდა მისი სულ ერთი წამით დანახვა მაინც აუცილებლად მოვიდოდა.
გაბრაზებული დავდიოდი ოთახიდან ოთახში და ვერაფერს გულს ვერ ვუდებდი. ვეღარაფერზე ვფიქრობდი მის გარდა. ვბრაზობდი მის არ გამოჩენაზე. ასეთ სიჩუმეზე და საერთოდ ყველაფერზე. მერე დავფიქრდი და აღმოვაჩინე, რომ მას შემდეგ რაც ილია გავიცანი ძალიან შევიცვალე. ისეთი რაღაცეები გახდა ჩემთვის მნიშვნელოვანი და ისეთ რაღაცეებზე ვბრაზობდი, რასაც სხვა დროს ალბათ ყურადღებას არც კი მივაქცევდი. მაგრამ ახლა, სიყვარულის მეტასტაზები თავისას შვებოდა. ხან აივანზე გავიდოდი, რომ შემემოწმებინა სინათლე ენთო თუ არა მასთან და გამუდმებით ტელეფონს ვამოწმებდი.
ღამის ორი საათი იყო სადარბაზოში ნაბიჯების და საკეტის გადაწევის ხმა რომ გავიგე. მალე მის ოთახში შუქიც აინთო და ნელ-ნელა დავმშვიდდი. შეიძლება სხვისთვის არაფერია, მაგრამ იმ ადამიანისთვის ვისაც უყვარხარ, ვინც მთელი დღე მხოლოდ იმას ელოდება, რომ შენს საძინებელში შუქი აინთოს


დილით ყავა გავიკეთე და ცხელი ფინჯნითა და პლედით გავედი აივანზე, კონფორტულად მოვკალათდი და ცხელი სითხე ხელებში მოვიქციე. უჩვეულოდ მშვიდი იყო იმ დღეს თბილისი.
-დილა მშვიდობის კრასოტკა - წამში გადამიარა მთელმა ცხოველთა სამყარომ.
-დილა მშვიდობის.
-ახლა ვაპირებდი შენთან შემოსვლას, მინდა რომ დღეს სადღაც წამომყვე
-სად?
-ოღონდ ერთი პირობით -დააიგნორა კითხვა
-რა პირობით?
-ეგეთი კითხვები არ გინდა კარგი? სიურპრიზი იყოს.
-ცუდი ხომ არაფერია? -ვიკითხე გულიბრყვილოდ.
-არა -გამიცინა -უბრალოდ სიურპრიზი მინდა რომ იყოს.
-კარგი -დავთანხმდი მაშინვე და მოზღვავებული ემოციები დავაიგნორე
-მაშინ მოემზადე და ნახევარ საათში გავიდეთ კარგი? ეცადე სპორტულად ჩაიცვა.
-კარგი.
ჯინსის შარვალი, მაისური, ჟაკეტი და კეტები მოვირგე და ნერვიულად დავიწყე ოთახში სიარული.
სასურველმა ზარმა არ დააყოვნა და მალე მისი მანქანით ჩემთვის გაუკრვეველი მიმართულებით მივდიოდით.
-ხომ არ ნერვიულობ? -ხელი ხელზე მომკიდა ილიამ
-ცოტას
-რატო, არ მენდობი?
-კი, როგორ არა, მაგრამ როცა არ იცი სად მიდიხარ ცოტა რთულია არ ინერვიულო.
-მაგრამ არაფერი გაქვს სანერვიულო, როცა ჩემს გვერდით ხარ.
-ვიცი -თბილად გამიღიმა და ჩემი ხელი თავისაში მოიქცია. პირველად მაშინ ვიგრძენი გულის გაჩერება.
რამდენიმე წუთში თვალები ამიხვია და მითხრა მალე მივალთო.
მანქანიდან ნელა გადავედით, მთლიანად მას მივყვებოდი თვალებახვეული.
თვალდახუჭული, საკუთარ სიცოცხლეს რომ ანდობ ეგაა სიყვარული
თვალიდან სახვევი ნელა მომხსნა და დაახლოებით გეტყვით რაც იქ მოხდა, რადგან ზუსტად იმ გრძნობის გადმოცემა შეუძლებელია. წარმოიდგინეთ ის, რაც ყველაზე ძალიან გინდათ, წარმოიდგინეთ? აი ეგ რომ აიყვანოთ მილიონ ხარისხში. დაახლოებით ეგ ვიგრძენი მეც.
-სიგიჟეა -წამოვიყვირე გახარებულმა
-ხომ გინდოდა?
-ამას რატომ აკეთებ? - აღტაცებას ვერ ვმალავდი. ის კი არ მახარებდა, რომ ჩემი ერთი ჩვეულებრივი ოცნება ხდებოდა, არამედ ის, რომ ამას ის ადამიანი აკეთებდა, ვინც მიყვარდა.
-მართლა უნდა გადმოვხტეთ?
-მართლა.
-მეშინია
-ერთად გადმოვხტებით!
საოცრება იყო. ამდენი ადრენალინი, შიში და ბედნიერება ერთდროულად არასოდეს მიგრძვნია.
ვიფრინე, არამხოლოდ ოცნებებით არამედ რეალურად. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ ეს რას ნიშნავს ისეთი ადამიანისთვის, რომელსაც ცხოვრებაში არასდროს ქონია შანსი არათუ ოცნების ახდენის, ხშირად ოცნებისაც კი ეშინოდა. ეშინოდა იმის გაცნობიერების, რომ ყველაფერი ტყუილი იყო, რომ არაფერს ქონდა აზრი, რომ სისულელეა იმაზე ფიქრი რაც იცი, რომ არასდროს ახდება. მაგრამ მაინც... იყო რაღაც წამები, როდესაც ასეთ ადამიანსაც უნდა რეალობისგან თვის დაღწევა და ოცნება ამის ყველაზე კარგი საშუალებაა..
-არ ვიცი ამას რატომ აკეთებ, მაგრამ შენ ვერც კი წარმოიდგენ რამდენს ნიშნავს ეს ჩემთვის. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. - ვეცადე მადლიერება ამ პატარა წინადადებაში ჩამეტია.
-მიხარია რომ რაღაცით მაინც ვახერხებ შენს გაბედნიერებას.
-რაღაცით? ეს იმაზე მეტი ვიდრე ყველაფერი კარგი რაც ჩემს ცხოვრებაში ოდესმე ერთად მომხდარა.
-მიხარია -მკერდზე მიმიკრა და შუბლზე თბილად მაკოცა

ყველაფერი იმაზე კარგად მიდიოდა ვიდრე სიზმრებში. მაბედნიერებდა ყოველი დღე მასთან ერთად გატარებული. ყოველი წუთი და საერთოდ მაბედნიერებდა მისი არსებობა. ჩვენი გაცნობიდან ორი თვის შემდეგ ილია ჩემ მშობლებს „გავაცანი“. არ ვიცი საიდან, ან როგორ მაგრამ ვიგრძენი რომ მათაც მოეწონათ. ვიგრძენი, რომ ჩემს გვერდით იდგნენ და ჩემს ყველა გადაწყვეტილებას იქ, ზეცაში ეთანხმებოდნენ და ჩემს ბედნიერ წუთებს თვითონ ასმაგად იზიარებდნენ.
-ლამაზი ფერი აქვს ბედნიერებას -ვთქვი ჩუმად და თავი მკერდზე მივადე.
-რა ფერია ბედნიერება მარიამ? -შუბლზე მაკოცა მამაკაცმა და უფრო ძლიერად მიმიკრა
-შენი თვალების ფერი აქვს, შენი სუნამოს სუნი ასდის და შენი ღიმილით იღიმის -ჩამოვაყალიბე ჩემი თეორია
-ანგელოზი ხარ იცი?
-ნწუ, ანგელოზები დედამიწაზე არ არიან.
-მაგრამ შენ ხარ, არ ვიცი რისთვის დაგიმსახურე ჩემ ცხოვრებაში, რომ გამოჩენილიყავი, მაგრამ ღმერთს მადლობა, რომ არსებობ. ხანდახან მეშინია კიდეც იცი? ისეთი ნაზი და კარგი ხარ მეშინია, რომ რამე არ დაგიშავო უნებლიედ მაინც. დილით რომ ვიღვიძებ საკმარისია შენ დაგინახო და უკვე ვბედნიერდები. ამ ბედნიერებისაც მეშინია ხანდახან იცი? ზედმეტად კარგი ხარ ჩემთვის... მიყვარხარ! -პირველად მოვისმინე ეს სიტყვა მისგან. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვებს არანაირ მნიშვნელობას ვანიჭებ, როდესაც თვალებში შეხედავ ყველაფერი ისედაც ჩანს, მაგრამ მაინც მესიამოვნა ამის ასე ღიად მოსმენა. არ მესმის რა საჭიროა სიტყვები, მაშინ , როდესაც თვალები ყველაფერს ამბობენ, ან რატომ აქვთ გართულება ადამიანებს სიტყვებზე, როდესაც საქციელით ამტკიცებენ სათქმელს, მაგრამ ხანდახან ესეც საჭიროა. არა რაღცაში დასარწმუნებლად, არამედ იმისთვის, რომ ის წამი აქციო განსაკუთრებულად როცა ამაას მოისმენ. იმისთვის, რომ იმ ერთ წამს ერთად გაიზიაროთ ბედნიერება და სამუდამოდ დარჩეს თქვენს მეხსიერებაში.


დილით ადრიანად გავიღვიძე და ილიასთან შევედი. მნიშვნელოვანი პროცესი ქონდა და მინდოდა მანამდე მენახა სანამ წავიდოდა.
კარი იმ ქალმა გამიღო პირველად რომ ვნახე მის სახლში.
ყელში მობჯენილი ბურთი.
თვალებიდან გაუცნობიერებლად წამოსული სითხე და აკანკალებული ხელები.
პირველად ვიგრძენი ეჭვიანობის სიმწარე ასე მძაფრად.
საძინებლიდან ხალათში გამოწყობილი ილია გამოვიდა.
ინსტინქტურად სახლში შევვარდი და კარი გადავკეტე.
დიდხანს, ძალიან დიდხანს მესმოდა კარზე ბრახუნი, მაგრამ იმდენად მქონდა წართმეული ყველანაირი გრძნობა, რომ აღარაფრის თავი არ მქონდა.
ვიწექი და ვტიროდი.
ესეც ბედნიერების კიდევ ერთი დღე!..

საღამოს კარზე ბრახუნმა გამაღვიძა
-მარიამ, ვიცი რომ სახლში ხარ გამიღე კარი გთხოვ! მარიამ!!!
-არ მინდა, წადი!
-ხომ იცი სვანი ვარ მარიამ! გამიღე კარი და წყნარად ვილაპარაკოთ, ყველაფერს აგიხსნი და მიხვდები, რომ სისულელე იყო შენი ეჭვიანობა.
-არ მინდა!
-ხომ იცი, რომ არ წავალ?
-წახვალ!
-ჯანდაბა! ნუ გამაკეთებინებ იმას რაც არ მინდა. ამიტომ ძალიან გთხოვ გამიღე კარი და მშვიდად აგიხსნი ყველაფერს.
-წადი!
ცოტა ხანში ხმაური აივანზე გავიგე ღია კარიდან ილია შემოვიდა
-გაგიჟდი?
-კი გავგიჟდი. -ფრთხილად მომიახლოვდა ხელი ხელზე მომკიდა -სულელო, რა დღეში გაქვს თვალები? მთელი დღე ტიროდი ხო?
-შემეშვი გთხოვ, არ მინდა შენთან ლაპარაკი.
-რაღაცას გეტყვი და მერე წავალ კარგი? ვაღიარებ რომ ლინა წუხელ ჩემთან მოვიდა და ღამით დარჩა. ვიცი რომ ცუდად მოვიქეცი და არ უნდა შემომეშვა, მაგრამ ისეთ დღეში იყო უბრალოდ სახლიდან ვერ გავაგდებდი. ოჯახში პრობლემები შეექმნა და ჩემთან მოვიდა. რა მექნა იმ შუა ღამისას კარი მიმეკეტა და ქუჩაში დამეტოვებინა? არაფერი მომხდარა გესმის? უბრალოდ მეორე ოთახში ღამე გაათია. შენ რომ მოხვედი კი წასვლას აპირებდა. თვითონაც უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა. გჯერა ჩემი? ხომ იცი რომ არასდროს მოგატყუებ? ვიცი, რომ ის ურთიერთობა რაც მე და ლინას წარსულში გვქონდა ეჭვიანობის მიზეზსაც გაძლევს, მაგრამ მაშინ შენ არ იყავი გესმის? ახლა შენ ხარ და დანარჩენი ყველაფერი წარსულია.
არ ვიცი რა უფლება მქონდა მისი არ დაჯერების. საკმარისია თვალებში ერთი წამით ჩავხედო და ყველაფერს მაშინვე აზრი ეკარგება. საკმარისია მისი შეხება და მზად ვარ სიცოცხლე დაუფიქრებლად დავთმო. მხოლოდ ერთი კოცნა და არაადამიანური გრძნობები მაშინვე იჩენენ თავს. შეუძლებელია სიტყვებით ახსნა ის, რასაც შეყვარებული ადამიანი განიცდის. ყველას სხვადახვაგვარად უყვარს. ყველა განსხვავებულად იბრძვის ამ სიყვარულის მოსაპოვებლად, მაგრამ მიზანი ყველას ერთი აქვს -საყვარელი ადამიანის ღიმილი. ეს ისაა, რაზეც ყოველ წუთს ფიქრობ. მისი ერთი ღიმილი და ყველაფერი გავიწყდება. ყველა ტკივილი ქრება და მთლიანად მისით ხარ მოცული. სიგიჟეა სიყვარუი გეუბნებით. სიგიჟე, რომელის სიტყვებით ამოხსნა არავის შეუძლია. რომელიც ისეთი რაღცის გაკეთებას გაიძულებს რომელსაც ალბათ არასდრს გააკეთებდი. მე თუ მკითხავთ შეყვარბეული ადამიანი შეურაცხადად უნდა აღიაროთ. როდესაც გიყვარდება მაშინ ფირქობ თუ რით დაიმსახურე ამხელა ბედნიერება იმ ადამიანის სახით, რომელიც გვერდით გყავს და ალბათ ყოველთვის იმ დასკვნამდე მიდიხარ, რომ ეს ნამდვილად არ დაგიმსახურებია, მაგრამ ცხოვრება ზედმეტად გულუხვი აღმოჩნდა შენს მიმართ. ეს გულუხვობა კი იმით უნდა გადაუხადო, რომ ყოველ წამს საყვარელი ადამიანის ბედნიერებაზე იზრუნო.
* * *
-მარიამ სწრაფად! -მძიმე ნაბიჯებით დადიოდა მისაღებ ოთახში ილია ჯაჭვლიანი.
-გამოვდივარ.
-ულამაზესი ხარ ! -ძლივს ამოიღო ხმა რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ.
-მატყუარა, მგონი გვაგვიანდებოდა.
-მოიცადე, ცოტა ხომ არ დაგვეგვიანა? -გამომწვევად აუციმციმდა თვალები მამაკაცს
-თავხედო!!! -დოინჯი შემოირტყა გოგონამ და გააბბრაზების იმიტაცია გააკეთა.
-კარგი წავიდეთ თორემ საკუთარ ქორწილში 1 საათით რომ დააგვიანებ ძაან ტეხავს. -ნიშნისმოგებით გადახედა გოგონას და კარი გაუღო
-ყველანი ეკლესიაში არიან?
-უკვე საათზე მეტია გველოდებიან!
-პატარძალი ყოველთვის უნდა აგვიანებდეს! -ნიშნისმოგებით გადახედა მომავალ მეუღლეს

როდესაც დგახარ საკურთხეველთან საკუთარ გადაწყვეტილებაშიდარწმუნებული და მოუთმენლად ელოდები როდის გამოგაცხადებთ მოძღვარი ცოლ-ქმრად, რომ ღვთის წინაშეც გაერთიანდეთ ოდესღაც დაკარგული ერთი მთლიანობა, აი ეგაა ბედნიერების ზენიტი. ბედნიერებით სავსე თვალებით რომ შეჰყურებ უკვე შენს მეუღლეს მაშინ ხვდები რამხელა ბედნიერებაა მისი არსებობა. ცრემლიანი თვალებით რომ დაუკოცნი ბაგეებს, მაშინ გააცნობიერებ მისი არსებობით გამოწვეულ ბედნიერებას. სიყვარულს რომ ვეღარ თოკავ და ცრემლებში გადაგდის ენით აღუწერელი ბედნიერება, მაშინ ხვდები რისთვის ღირდა ცხოვრება. მაშინ აცნობიერებ რომ ცოცხალი ხარ. ღამით მის მკერდზე მისვენებულს ტკბილად რომ დაგეძინება მაშინ მიხვდები რა არის სიყვარული! ახლადგაღვიძებული სუნთქვასაც რომ აკონტროლებ, რომ ის არ გააღვიძო მაშინ ხვდები რამხელა პასუხისმგებლობა გაკისრია მის წინაშე. მელოდიასავით რომ ჩაგესმის მისი სუნთქვა და საათობით რომ შეგიძლია უყურო მძინარეს აი ეგ არის სიყვარული!!!! და მაინც სიტყვებს რომ ვერ პოულობ ამ გრნობის გადმოსაცემად აი ეგ არის სიყვარული!!

იმ ადამიანისთვის, რომელმაც კარგად იცის რა არი ტკივილი, მწუხარება, მარტოობა. ყველაზე მეტად აფასებს სიყვარულს. ყველაზე მეტად შეუძლია იმ ბედნიერების გაგება, რომელიც მას ეწვევა. მისი გაფრთხილება დამასზე ზრუნვა. დამიჯერეთ, როდესაც იგრძნობთ, რომ გიყვართ. ყველაფერი გააკეთეთ ბედნიერებისთვის. საკუთარ თავსაც კი გადააბიჯეთ, საკუთარ პრინციპებზეც კი თქვით უარი. არავინ იცის რა მოხდება მეორე დღეს, შეიძლება ის გრძნობაც აღარ იყოს ისეთი ძლიერი, მაგრამ მაშინ როდესაც ის ასე გიხვრეტს გულს არაფერზე დაიხიოთ უკან და ბედნიერების ზენიტში მიღწეული მიხვდები რომ ღირდა. შეიძლება არც გამოვიდეს, მაგრამ როდესაც გაგახსენდება რომ შენ ამისთვის ყველაფერი გააკეთე მაინც კმაყოფილი იქნები საკუთარი თავით.
ბედნიერებისთვის უნდა იბრძოლო!

ტაძრიდან უკვე ცოლ-ქმრის სტატუსით გამოვიდნენ. თითზე ჩამოცმული ბეჭდები მათი ერთიანობის სიმბოლოდ, ხოლო უფალი მათი ბედნიერების მოწმე გახდა. ქორწილი ახლობლების წრეში. რამდენიმე საერთო მეგობრისა და ილიას ახლო მეგობრების წრეში აღნიშნეს.
დამერწმუნებით ალბათ არ არსებობს ამაზე ბედნიერი დღე ქალისთვის.
ულამაზესი იყო მარიამი! ულამაზესი! ანათებდა ბედნიერებით!...
მისი ბედნიერების შემხედვარეებს კი რა უფლება ქონდათ არ გაეზიარებინათ ეს გრძნობა.

ქორწილის შემდეგ ყაზბეგში წავიდნენ და მთებს გაუზიარეს საკუთარი ბედნიერება!
მთა!
ქოხი!
ბუხარი
და
სიყვარული!
კიდევ ერთი ოცნება ახლა მარიამის.
ისევ ილიას წყალობით!
რა უნდა ინატრო ამაზე მეტი?

-ხანდახან მეშინია კიდეც ამ ბედნიერების -ბუხრის წინ მეუღლეს გვერდით მიუჯდა გოგონა და თავი მხარზე დაადო.
-უბრალოდ უნდა დატკბე ყველაფრით -უფრო ძლიერად მიიხუტა და შუბლზე აკოცა.
-ბოლო ოცნება რომელიც არ გითხარი იცი რა იყო? -ინტერესით სავსე მზერა იმაპყრო მამაკაცმა -მინდოდა მეც ისევე ყვარებოდი ვინმეს, როგორც მამას დედა უყვარდა და ესეც ავიხდინე
-მჯერა ლუპიდონის -აცრემლიანებული თვალები დაუკოცნა მამაკაცმა -იმისაც მჯერა, რომ შენი მშობლები ახლა უზომოდ ბედნიერები არიან ჩვენი ერთად ყოფნით.
-კუპიდონის ბრალია!
-კუპიდონის ბრალია!!!

მეორე ღამე იყო იმ სიზმრის გარეშე.

ოჯახური თანაცხოვრება იმაზე კარგად მიდიოდა ვიდრე მე მეგონა. ჩემივე თხოვნით მე და ილია ჩემი მშობლების დატოვებულ ბინაში ვცხოვრობდით, მაგრამ მალე ბინების გაერთიანებას ვაპირებდით, ყოველი შემთხვევისთვის.
-გაიღვიძე სამსახურში გაგვიანდება, ილია!
-ცოტაც.
-ხო ცოტაც და ძალიან დაგგაგვიანდება.
-არ მივდივარ დღეს
-რატომ?
-შენთან მინდა -გვერდით მიიწვინა ცოლი და ძლიერი მკლავები შემოხვია
-უპასუხისმგებლო
-ახლა სხვა პასუხისმგებლობებიც მაქვს. დაიძინე ნუღარ ცქმუტავ -თვითონვე გააჩერა ცოლი და თავი მის თმებში ჩარგო. -მითქვამს აქამდე რომ შენზე ვგიჟდები?
-არა
-არც გეტყვი
-თავხედო!!!

-ილიაა -გააღვიძა რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ
-გისმენ
-გოგო გინდა თუ ბიჭი?
-რა?
-შვილი
-რა შვილი მარიამ?
-გოგო გინდა თუ ბიჭი?
-მოიცა შენ რა?
-მითხარი
-მეღადავები გოგო?
-არა!
-მართლა?
-მართლა
-როდის გაიგე? აქამდე რატომ არ მითხარი? -სიხარულს ვერ მალავდა მამაკაცი
-დაწყნარდი და გეტყვი ყველაფერს
-რა დამაწყნარებს? -ხელში აიტაცა მეუღლე
-მოიცა, მოიცა დამსვი, არ შეიძლება
-მაპატიე, მაპატიე... უბრალოდ.... -ახლა მის ტუჩებს დაეწაფა მამაკაცი
-უბრალოდ გიჟი ხარ!! -სიცილით დაასკვნა გოგონამ
-ექიმთან იყავი? ადექი წავიდეთ ახლავე. ყველაფერი გავაარკვიოთ
-მოიცადე, დაწყნარდი -სიცილს ვერ იკავებდა მისი შემხედვარე. პატარა ბავშვივით აჟიტირებული იყო მამაკაცი -გუშინ ვიყავით მე და ნიაკო და ყველაფერი რიგზეა.
-მე რატომ არ მითხარი? -წყენით მიუგო მამაკაცმა
-ჯერ უნდა გამერკვია. ასეთი სიხარულის მერე იმედი რომ გაგცრუებოდა არ მინდოდა
-ჩემი პატარა პრინცესა. -მუცელზე მოეფერა გოგონას
-ან პრინცი!
-ნწ გოგო იქნება, შენსავით პატარა და საყვარელი. შენსავით დიდი მწვანე თვალებით და მუქი შავი თმით.
-არა, ბიჭია!
-შენ რა იცი გითხრა უკვე ექიმმა?
-დედა ვარ და ვგრძნობ -ამაყად მოუჭრა ცოლმა
-მე კიდევ მამა ვარ და ზუსტად ვიცი რაც გავაკეთე -პოზიციებს არ თმობდა მამაკაციც და ორივეს ისტერიულად ეცინებოდათ ამ სულელურ კამათზე.

თამამად ვიტყვი ყველაზე კარგი ქმარი მყავს! ორსულობის პერიოდში ჩემს ყველანაირ ცვლილებას ის ემშვიდად ეგუებოდა თვითონვე მიკვირდა. ყველაფერს მისრულებდა.
რომ მეთხოვა ამერიკიდნა მ&მ-ები ჩამომიტანე მეთქი. არ გაგიკვირდეთ და წავიდოდა და ჩამომიტანდა.
მშვიდად იღებდა ჩემ ყველა კაპრიზსს. ღამის სამ საათზე გაღვიძებასაც და ამ დროს მთელი ქაალაქის მოვლასაც სასურველი საჭმლის საშოვნელად. გამოგიტყდებით და ეს ყველაზე მეტად მსიამოვნებდა. ხანდახნა სპეციალურად ვიფიქრებდი ისეთ რაღაცეებს, რისი აქ შოვნაც ძალიან გაუჭირდებოდა, მაგრამ რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მაინც ხელდამშვენებული შემოდიოდა სახლში.
ყოველ საღამოს მოქონდა ბავშვისთვის ტანსაცმელი. მიუხედავად იმისა, რომ სქესი ჯერ არ ვიცოდით ისეთ ნივთებს არჩევდა ორივეს რომ ჩავაცმევდით. ჩემზე მეტად აჟიტირებული იყო და ერთი სული ქონდა როდის დაიბადებოდა პატარა.
მაოცებდა მისი ყოველი საქციელი. მისი ასეთი მშვიდი დამოკიდებულება ჩემს კაპრიზებთან. თითოეული თხოვნის შესრულება. საერთოდ თავიდან ბოლომდე მაოცებდა ეს ადამიანი!
საათობით შეეძლო მჯდარიყო და მუცელზე ხელდადებულს მოუეცადა როდის გაინძრეოდა პატარა, რომ მისი „წიხლის“ დარტყმა ეგრძნო. მშვიდად იჯდა და უკითხავდა ზღაპრებს. ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე უკვე ყველაზე ზღაპარი წაკითხული ქონდა.
არასდროს ავიწყდებოდა ჩვენი ვიზიტი ექიმთან. ყველაზე რთული პროცესიც გადაუტანი და ექიმთან კონსულტაციაზე წამომყოლია.
ყოველ დღე მარწმუნებდა რომ ყველაზე ბედნიერი ვიყავი მისი არსებობით!!!

***
ბავშვის დაბადებამდე რამდენიმე კვირით ადრე ამერიკიდან მოწვევა მოუვიდა. ჩემი თხოვნით გადაწყვიტა წასვლა. მიუხედავად იმისა, რომ ორი კვირა მეც ძალიან გამიჭირდებოდა მის გარეშე მაინც ვაიძულე წასვლა. ჩემი თავი ნიაკოს ჩააბარა და ამერიკაში ისე წავიდა თითქოს ორი კვირით კი არა ორი წლით აპირებდა წასვლას. წასვლამდე ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა რომ დამჭირრდვებოდა მიყიდა მოიტანა. რამე რომ მოგინდეს ამხელა მუცლით რას გააკეთებო.
ეს იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო უბრალო ქმედება ისე გაეკეთებინა რომ გავეოცებინე. ადამიანი რომლისთვისაც ღმერთს ყოველ დღე ვსწირავდი მადლობას. ადამიანი, რომელმაც მასწავლა სიყვარული. მაგრძნობინა ბედნიერება და ჩემი შავთეთრი სამყარო გამიფერადა. დამანახა რომ უამრავ წვრილმანშია ბედნიერება და ჩვენ იმისთვის ვცოცხლობთ, რომ ეს წვრილმანები დავინახოთ და თითოეული წამისგან მივიღოთ მაქსიმალური ბედნიერება.
***
იმ დღეს ძალიან მომინდა მშობლების საფლავზე წასვლა. ორსულობის გამო ამას ხშირად ვეღარ ვახერხებდი და გული მწყდებოდა. ილიას წასვლითაც ვისარგებლე და საღამოს მათ საფლავზე წავედი.
მთელი გზა უცნაური გრძნობდა დამყვებოდა. რაღაც გაურკვევლობის. ვერც კი შევამჩნიე დრო როგორ გავიდა როგორ უცბად დაღამდა. იმდენად აჟიტირებული ვიყავი მათთვის ჩემი ბედნიერების გაზიარებით. თითქმის შუა ღამე იყო წვიმის წვეთები რომ ვიგრძენი სახეზე. ნიაკოსგან 100 გამოტოვებული ზარი რომ ვნახე სასწრაფოდ გადავურეკე. მალე მოვალ მეთქი ვუთხარი და ჩქარი ნაბიჯით წავედი სახლისკენ. ამინდმაც თავი გაიგიჟა და ისეთი ჭექა-ქუხილი ატყდა სერიოზულად შემეშინდა. ამხელა მუცლით მივრბოდი, თან მეშინოდა ბავშვისთვის რამე არ დამეშავებინა და დრო და დრო ვჩერდებოდი და რომელიმე ხეს თვს ვაფარებდი.
გზის მეორე მხარეს რამოდენიმე მამაკაცის ხმა გავიგე. ვეცადე დამეიგნორებინა და ისევ გზა განვაგრძე. ჩემი მისამირთით რამოდენიმე სიტყვა რომ გავიგე ფეხს ავუჩქარე.
ისეთი აინდი იყო, რაღაც უბედურებას რომ მოასწავლებდა.
წინასწარ რომ გლოვობდა ვიღაცის დაკარგვას.
თავგამოდებით ტიროდა ცა და მის ცრემლებს ჩვენ გვაბერტყავდა.
ჩემი სიზმარი გამახსენდა.
„გაიქეცი მარიამ, გაიქეცი!“
ვყვირი, მაგრამ ჩემი ხმა არავის ესმის. ბოლო ხმაზე განწირული კივილი ერწყმის წვიმისა და ჭექა-ქუხილის ხმას და მეხის გავარდნასავით გგრგვინასვს ორი ადამიანის ნაბიჯების ხმა.
მინდა უფრო სწრაფად გავიქცე, მაგრამ უკვე არც ამის ძალა აღარ მაქვს. ვგრძნობ, რომ მეწევიან და თავიანთ საშინელ კლანჭებში მომიქცევენ.
ვყვირი, მაგრამ არავის ესმის ჩემი დაუძლურებული ხმა. მხოლოდ საკუთარ თავს ვამხნევებ.
მათი ამაზრზენი სიცილი კი მძვინვარე მხეცივით გაისმის
„გაიქეცი მარიამ, გაიქეცი!“
ყველაფერი ისე ხდებოდა როგორც ჩემ სიზმარში. გავრბოდი და თვითონაც არ ვიცი სად. მეშინოდა, ენის აღუწერლად მეშინოდა რაღაცის. გული ისეთი გამალებით მიცემდა თითქოსდა მალე ამოხტებოდა.
ცა კი გლოვობდა.
გლოვობდა კიდევ ერთი შვილის დაკარგვას.

გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძენი მუცელში.
მაგრამ მაინც მივრბოდი...
არ მასვენებდა ინსტინქტი იმისა, რომ უნდა გავქცეულიყავი.
მტკიოდა.
თითოეული წვეთი მტკიოდა, რომელიც დედამიწას ეხებოდა.
თითოეული გაელვება მტკიოდა.
გლოვობდა,
ცა ვიღაცის დაკარგვას გლოვობდა!...

გამაყრუებელი სირენის ხმა ჩამესმის ყურებში.
უკვე იმის ძალაც აღარ მაქვს ხმა ამოვიღო.
„გოგონა... „ გაურკვევლად ჩამესმის ექთნის ძახილი. „ვერ გადარჩება“ „ცოდოა“
ვისზე? ნეტავ ვისზე ამბობენ ამას? გონებაში ვატრიალებ ამ სიტყვებს, მაგრამ აღარაფრის თავი არ მაქვს. ნელ-ნელა ბურუსი ეფინება ყველაფერს.
„ოღონდ ბავშვი არა“ ვყვირი გონებაში, მაგრამ აღარაფეერს აკვს აზრი. თეთრი ბურუსია გარშემო.

მალე ჩემ სხეულს ვხედავ, ოღონდ მე ზემოდან დავცქერი.
ვერ ვხვდები რა ხდება.
ექიმებს სწრაფად გამოვყავარ მანქანიდან და სირბილით მიიკვლევენ გრძელ დერეფნებს.
„გადაარჩინეთ ბავშვი“ -ვყვირი მაგრამ აღრავის ესმის ჩემი ხმა. არავინ მაქცევს ყურადღებას. ექიმს ვამჯღრევ, მაგრამ ის ჩემს შეხებასაც ვერ გრძნობს.
ვერც საკუთარ გამოსახულებას ვხედავ მის თვალებში.
-მიდი გადაარჩინე ბავშვი -უკანასკნელი საშუალებით ვცდილობ მისთვის რამის გაგებინებას. ვტირი, მაგრამ წყეული, მლაშე სითხეც კი არ მომდის თვალებიდან. ისევ ვხედავ როგორ მიაგორებენ ჩემს სხეულს გაურკვეველი მიმართულებით.
-ჩქარა იქნებ როგორმე ბავშვი გადავარჩინოთ -ყვირის ექიმი.
საოპერაციო მაგიდაზე თავზე ვადგავარ საკუთარ თავს.
დერეფნიდან ნიაკოს ყვირილი მესმის და იქეთ მივდივარ.
-შიგნით ვარ ნიაკო. იქეთ -ვეძახი მას, მაგრამ მასაც არაფერი ესმის. არავის არაფერი ესმის. ვერაფერს ვაგებინებ.
ბავშვის გამაყრუებელი ტირილი წვდება ჩემს ყურთასმენას და ისევ საოპერაციოში ვბრუნდები.
-გოგოა!!!

„-ანგელოზი ხარ იცი?
-ნწუ, ანგელოზები დედამიწაზე არ არიან.“
მართალია ანგელოზები დედამიწაზე არ არიან. მხოლოდ ცოტა ხნით მოდიან ჩვენთან და უდიდესი ბედნიერება მოაქვთ. მოდიან, მთლიანად შეცვლიან ჩვენ ცხოვრებას. დაგვანახებენ იმას, რისთვისაც უნდა ვიცხოვროთ და შემდეგ მიდიან. მიდიან, მაგრამ იმას გვიტოვებენ რაც მათთვის ყველაზე ძვირფასია!... თითოეული მათგანი აქ რაიმე მიზეზით მოდის. ზოგი ვიღაცის სიცოცხლის გადასარჩენად. ზოგი ვიღაცის დასახმარებლად. ჩემი კი იმისთვის მოვიდა, რომ სიყვარული ესწავლებინა ჩემთვის! უფალი კი როდესაც ნახავს, რომ მისი მისია ბოლომდე ჩააბარა, როდესაც მიხვდება რომ შენ ის ანგელოზი მასზე ძლიერ შეიყვარე, სწორედ მაშინ წაიყვანს მას!
გამოცდას გაბარებინებს!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent