შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქურდი იაგუნდისფერი თვალებით (19)


26-03-2016, 02:03
ავტორი Gone With Dreams
ნანახია 5 742

მეტკინა. საშინლად მეტკინა თითოეული კიდური.
გული მეტკინა.
სული გამებზარა.
ცრემლებმა მომახრჩვეს.
ყვირილი მინდოდა,მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. არც ერთი ბგერა არ ამომდიოდა პირიდან.
ძლივს წამოდექი ფეხზე და სახლში გაჭირვებით შევედი.
ჯერ კიდევ ვერ გამეაზრებინა რა მოხდა. აფექტში ვიყავი და არაფერი მესმოდა. ვერაფერს ვგრძნობდი,თითქოს გული და სული ერთდროულად ამომაცალეს და ახლა მხოლოდ მოსიარულე გვამი ვიყავი.
სახლში შესულს,მაშინვე შემომეგებნენ.
-ნინე რა მოგივიდა,ცუდად ხომ არ ხარ? _გაისმა ხმები.
-არა.. _ამოვიხრიალე. _მეე,ცოტა ხნით მაღლა ავალ...
ბორძიკით ავიარე კიბეები. უკან მაგდა და ელენე გამომედევნენ,მაგრამ დავამშვიდე და თავაზიანად მოვიშორე თავიდან.
იქიდან წასვლა მინდოდა,მაგრამ შემეშინდა გზაში რამე არ დამმართნოდა. ოთახში შევიკეტე,კარები გადავრაზე და საწოლზე დავწექი. თავი ბალიშში ჩავრგე და მთელი ხმით ავღრიალდი.
გულედანის ღალატის არ მჯეროდა,უფრო სწორად მინდოდა არ დამეჯერებინა,მაგრამ ეჭვიანობას მთელი არსება მოეცვა.
უკვე გვიან იყო.
გულედანში ეჭვი შემეპარა.
გაბრიელმა მიღალატა.
მჯეროდა.
^ ^ ^
კაკუნმა მომიყვანა გონს. ვერ გავიგე ჩამეძინა,თუ უბრალოდ მიღებული შოკისგან გავითიშე. წამოვდექი და კარი გამოვაღე.
მეგონა ელენე,თეა ან მაგდა შემრჩებოდა ხელთ,მაგრამ ჩემს წინ გულედანი იდგა.
არეული და შეშფოთებული მზერით.
-როგორც კი ნიამ მითხრა,მაშინვე წამოვედი. კიდევ კარი არ წასულხარ. ყველაფერს აგიხსნი ხო?
ჩემკენ წამოვიდა. ხელებით მკლავზე შემეხო. წამიერად თვალწინ დამიდგა როგორ ეფერებოდა მისი ლამაზი ხელები ნიას სხეულს და გულის რევის შეგრძნება დამეუფლა.
მთლიანად მომიცვა ეჭვიანობის საზარელმა ტალღამ.
-შემეშვი,ხელი არ შემახო! _დავიღრინე და შემკრთალი უკან გავხტი.
-ნინე,დამაცადე აგიხსნა,გთხოვ! _ითხოვა გულედანმა და კიდევ ერთხელ მომიახლოვდა.
მაშინვე გამოვეცალე ხელებიდან,ოთახიდან გავვარდი და ელვის სისწრაფით დავეშვი კიბეებზე.
გარეთ გასულს,სიო პირდაპირ სახეში შემეფეთა და ოდნავ დავმშვიდდი. გაბრიელი უკან მომდევდა,შეშინებული და არეული მზერით.
ალბათ სინდისი აწუხებდა.
-გოგო მომისმინე,ერთი წუთით დამელაპარაკე! _იყვირა გულედანმა.
მთელი სხეული დამეძაბა.
-დამანებე თავი,შემეშვი რომ გეუბნები,შე-მე-შვი! _ხმის კანკალით ძლივს ამოვთქვი და მდელოზე დავეშვი.
-ნინე გემუდარები! _ხმაში მუდარა გაურია.
-გაბრიელ დამაცადე,მაცადე გონს მოვიდე,გთხოვ ახლა შემეშვი!
უკანასკნელად გაიბრძოლა იაგუნდისფერთვალებიანმა,მკლავში ხელი ჩამჭიდა და მითხრა:
-უბრალოდ მენდე ნინე,მომისმინე ორი წუთით და...
არ ვიცი იმ მომენტში რა დამემართა. ტვინის რაღაც ნაწილი გადამეკეტა.
-ნუ მეხები!!! _ვიწივლე და ადგილს მოვწყდი.
ვაშლის ხეზე მიბმული არიელა დავინახე. არც კი დავფიქრებულვარ ისე გავიქეცი მისკენ,გაბრიელმა ჩემი დაჭერა ვერ შეძლო. წამებში მოვახტი ცხენს და გავაჭენე.
-ნინე გემუდარები,გაჩერდი! არ გადმოვარდე,ნინე ბავშვი! _იღრიალა გაბრიელმა და ფეხით გამომედევნა.
ისევ ვნებისგან თვალებდაბინდული ნიასა და გაბრიელის სახეები წარმოვიდგინე. ყველაფერი ბურუსმა მოიცვა.
ორიენტაცია დავკარგე.
ცხენიდან გადმოვვარდი.
ყრუ ტკივილი ვიგრძენი მუცელსა და წელში.
თვალები დამეხუჭა.
^ ^ ^
საავადმყოფოს ნაცნობი სუნი.
ბიჭების შეშფოთებული სახეები.
მაგდას და ელენეს განწირული კივილი და ბოლოს...
გაბრიელის მწუხარე თვალები...
ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს.
-კარგად იქნები,ჩემო სიცოცხლე,მე შენთან ვარ..კარგად იქნები.. _მიმეორებდა გაბრიელი და საკაცეს ფეხდაფეხ მოსდევდა.
მერე გავითიშე...
დამთავრდა.
^ ^ ^
არ ვიცი გონს როდის მოვედი. თვალები გავახილე და საშინლად მწარე ტკივილი ვიგრძენი.
გაბრიელი საწოლთან იჯდა. ჩემი ხელი თავისაში მოექცია და თავი დაეხარა. გამოუძინებელი და საშინლად დაღლილი ჩანდა.
შემეცოდა.
თავისუფალი ხელი მუცელზე მოვისვი,იმ იმედით რომ რაღაცას ვიგრძნობდი,მაგრამ მე ხომ ექთანი ვარ.
ვიცი,ასეთი დაცემების დროს რაც ხდება.
მაინც ვიკითხე.
-ბავშვი?
გაბრიელმა თავი ასწია. ცრემლებით გაჟღენთილი თვალები მომანათა და მივხვდი,რომ ცხოვრებაში პირველად შემეშინდა მისი თვალების.
პასუხი წინასწარვე ვიცოდი,მათ მაგრძნობინეს.
გაბრიელის მაგივრად მითხრეს.
-დავკარგეთ. _მითხრა ჩახლეჩილი ხმით.
მას არ დაუკარგავს.
მე დავკარგე. ჩემი იმპულსურობისა და არაპროგნოზირებადობის გამო.
ისტერიკა დამწყო.
სრულიად მოულოდნელად დავიწყე ყვირილი და როცა შეშფოთებული თეა შემოვარდა პალატაში და დამამშვიდებელი აუღელვებლად შეიყვანა კათეტერში,ისევ დამეძინა.
^ ^ ^
იაგუნდისფერ მოგონებებში ჩავძირულვარ. სულით,გულით,არსებითა და სხეულით. არ მგონია,რომ ოდესმე თავს დავაღწევ მის უცნაურ თვალებს,რომელიც ყოველთვის სინათლითაა სავსე.
არ მგონია,მაგრამ მინდა რომ ცოტა ხნით მაინც დავივიწყო,ბედნიერი ღიმილი მისი. ცოტა ხნით მაინც მიმავიწყდეს,მისი ჩახუტების სითბო.
აღარ მინდა ასე მტკიოდეს.
აღარ მინდა ჩემი შეცდომა,ჩემი დამსხვრეული გრძნობები ასე მტკიოდეს.
^ ^ ^
გამომეღვიძა. ოთახში ლაპარაკის ხმა ისმოდა. მაშინვე ამოვიცანი, დემეტრე და გაბრიელი იყვნენ. გავინაბე და ყური მივუგდე.
-რა მოხდა იმ დღეს? _დაძაბული ხმით იკითხა დემეტრემ.
არაფერი უპასუხია გაბრიელს.
-გაბრიელ,რა მოხდა-მეთქი? _ტონს აუწია დემეტრემ.
-ნუ ყვირი, _დაიღრინა გაბრიელმა, _არ გაეღვიძოს.
რატომღაც მისი მზერა ვიგრძენი,ვიცი მიყურებდა.
-შუა ღამისას ნიამ დამირეკა...
-ვინ არის ნია? _ეკითხება დემეტრე.
-ყველაფერს თავის დროზე ვიტყვი და ნუ მაწყვეტინებ.. _ცივად მიუგო გაბრიელმა. _ადრე ერთად ვიყავით. რამდენიმე თვის წინ გავიგე,რომ ნიას მკერდის სიმსივნე აქვს. მესამე სტადია. რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია სჭირდებოდა,მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო არ გაიკეთა,მიუხედავად ჩემი შეთავაზებისა მაინც არ გაიკეთა. _გულედანს ხმა დაეძაბა,მე კი სუნთქვა გამიჭირდა. _ნიას არავინს ჰყავს ერთადერთი საუკეთესო მეგობრის გარდა. იმ ღამეს მან დამირეკა,ნია ცუდად გახდა,სასწრაფოს არ მაძახებინებს და თუ შეძლებ მოდიო. ნიას სიმსივნეს ფსიქიკური აშლილობაც დაემთხვა და ამიტომ გამოვიდა ასე. მართლა არავინ ჰყავს,მეცოდებოდა და მაშინაც შემეცოდა. მაშინვე წავედი,ნინესთვის არაფერი მითქვამს რომ არ ენერვიულა,მაგრამ ყველაფრის მოყოლას ვაპირებდი დაბრუნებული. მეორე დილით დაურეკავს,ნიამ იფიქრა რომ ნინემ ყველაფერი იცოდა და დაუფიქრებლად აიღო ყურმილი. მან აარაფერი იცოდა,ნიამ არაფერი იცოდა და საბოლოო ჯამში ასე გამოვიდა. _გულედანმა თხრობა დაასრულა.
მთელს ტანზე ცეცხლი წამეკიდა და ყველაფერს დავიფიცებ,რომ სხეულით ავკანკალდი.
იმის გააზრება,რომ გაბრიელს არათუ არ უღალატია ჩემთვის,გულშიც კი არ გაუვლია ეს ყოველივე.
იმის მაგივრად,რომ მომესმინა. მხოლოდ ერთი წუთით მომესმინა,ცხენს მოვახტი და ჩვენი სიყვარულის ნაყოფი დავკარგე.
ჩემს გამო დავკარგე.
-რას აპირებ? _იკითხა დემეტრემ და გული მომეწურა პასუხის ლოდინში.
-არ შემიძლია... რომ ვუყურებ არ შემიძლია. ჩემი შვილი იყო... _გაბრიელს ხმა უკანკალებდა. _ხომ შეეძლო მოესმინა,მხოლოდ ერთი წუთით.. როგორც კი ცოტა მომჯობინდება,წავალ. ცოტა ხნით წავალ,თორემ ასე დავკარგავ. მასაც და ჩემს თავსაც. ასე არ შემიძლია...
^ ^ ^
ნელ-ნელა ჯანმრთელობის მდგომარეობა გამომიკეთდა,მაგრამ სულს ვერაფერი ვუშველე. ზომბივით ვასრულებდი ექიმის თხოვნებს.
ის ფაქტი,რომ ჩემი სისხლი და ხორცი საკუთარი დაუფიქრებლობის და სულელობის გამო დავკარგე,შიგნიდან მღრღნიდა და მაწვალებდა.
ყველაზე მეტად კი ის მტკიოდა,რომ გაბრიელი არ მეხებოდა. წამითაც არ მეხებოდა. მხოლოდ შემოვიდოდა,უემოციოდ დამხედავდა,მკითხავდა რამე ხომ არ მჭირდებოდა და მიდიოდა.
თითუელი მზერა მტკიოდა მისი,მაგრამ მზად ვიყავი ბოლომდე დავტანჯულიყავი.
ოღონდ საკუთარი დანაშაული მეზღო და მზად ვიყავი ჩემივე ხელებით გადამესვა სამართებელი ვენებზე.
გაბრიელს ვუყურებდი და ზიზღის გრძნობა მიჩნდებოდა საკუთარი არსებისადმი.
ღმერთმა ულამაზესი გრძნობა მაჩუქა,მე კი ვერ გავუფრთხილდი მას.
ვერც გაბრიელს,ვერც ყველაზე წმინდას-ჩემს შვილს და ვერც ფერად გრძნობებს,რომლებმაც ყველანაირად შეცვალეს ჩემი ცხოვრება.
„ახლა რა იქნება?“
ვეკითხები ჩემს თავს.
„გაბრიელი წავა.“
ვიცი და ყოველ წამს,როცა დაიგვიანებს,მგონია რომ მორჩა.
ყველაფერი დამთავრდა.
გავუძლებ?
არ ვიცი.
მხოლოდ ერთხელ,რომ ჩამეხუტოს ალბათ გავუძლებ,მაგრამ არა...
მხოლოდ გამყინავი და ცივი მზერა.
მე ეს დავიმსახურე!
^ ^ ^
გაწერის დღეა.
პირველად მივდივარ სახლში.
ერთი კვირის მერე სახლში მივდივარ.
მინდა ჩემს სახლში წასვლა მიხაროდეს,გაბრიელთან ერთად.
მაგრამ სიცარიელისა და ტკივილის გარდა ვერაფერს ვგრძნობ.
ელენე შემოვიდა.
სახეზე მკვდრის ფერი ედო.
ყველაზე მეტად ამ კითხვაზე პასუხის მეშინოდა,მაგრამ გავბედე.
-გაბრიელი სად არის?
ელენემ თავი დახარა...
-წავიდა.
არ მიკითხავს სად ან როდის დაბრუნდებოდა.
ყველაფერს ვხვდებოდი.
გაბრიელი წავიდა.
ჩემი გულედანი წავიდა.
_______
პაწაწუნა თავია და მაპატიეთ,ცოტა ტრაგიკულიც,ასე რომ არ გამიბრაზდეთ :*
დიდი მადლობა ასე რომ ელოდებით და შეცდომებისთვისაც მომიტევეთ რა,არ გადამიმოწმებია <3



№1  offline წევრი Pepper

აუუუ :( ეს რა იყოოო :(
რა ცუდია რომ არ მოუსმინა :(
როგორ მეტკინა პაატარას დაკარგვა, თითქოს მე გადავიტანე ეს ყველაფერი :(
გაბრიელისაც მესმის თანაც კარგად :(
მაგრამ არ მინდა ორივე იტანჯებოდნენ :(
ძალიააან კარგი თავი იყო , ემოციებით დატვირთული :( <3
მალე დადე მომევნო <
დიდი იმედი მაქვს რომ შეროგდებიან <3

 


№2  offline წევრი eki_eka_ake

კიტხვის დროს მთელ ტანში დამიარა ჟრუანტელმა... იმის მიუხზედავად რომ ვიცი ეს მოთხრობა უბრალოდ გამოგონილი ამბავია მაინც ემოციურია, გთხოვ მალე დადე და ცუდად არ დაამთავრო... უბრალოდ გთხოვ winked

 


№3  offline წევრი Nate

კარგი იყო, არ გააბანნალურო.
ველი შემდეგს feel

 


№4 სტუმარი m.m

გთხოვ შეარიგე გაბრიელი და ნინე. ისე ძალიან კარგი იყო.

 


№5 სტუმარი N. M

Dzaan kargi tavi iyo ubralod dzalian mewyina bavshvi rom dakarges da gabrieli rom wavida

magram imedi maqvs bolos isev ertad datoveb. Da male dade shemdegi tavi vegar vitmen ukve❣❣

 


№6  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Au es ra iyo kargi ra veraferi gavige iq ewera 5tvis orsuliao aq weria bavshvi moshordao veraferi ga ige male dade ra

 


№7  offline წევრი Gone With Dreams

aanamaria
Au es ra iyo kargi ra veraferi gavige iq ewera 5tvis orsuliao aq weria bavshvi moshordao veraferi ga ige male dade ra

არასწორად გაგიგია. წინა თავში ეწერა 5 თვეა გაბრიელის გარეშე ძლებს ნინე. ამ თავში კი ნინეს მუცელი მოეშალა,ბავშვი არ ეყოლებათ.
--------------------
...

 


№8  offline აქტიური მკითხველი grafo

აი, რატომ, რატომ გააფუჭე ეს ისტორია?! მე სულ აღვნიშნავ რომ ჰეფი ენდები მიყვარს მხოლოდ ამ საიტზე,მაგრამ...ასეთი წარმოუდგენელი სისულელის მერე რაც ამ გოგოს გააკეთებინე, გაბრიელის დაბრუნება, პატიება და მხოლოდ დიდი ტკივილის მერე ვაფასებთ თურმე სიყვარულს და საყვარელ ადამიანებს წარმოუდგენელ სისულელედ მომეჩვენება. ძალიან გააცუდე ძალიან, ძალიან კარგი ისტორია. ეს ზღვარს გადასული ბანალურობა ამ ისტორიას არ მოუხდა!

 


№9  offline წევრი Gone With Dreams

grafo
აი, რატომ, რატომ გააფუჭე ეს ისტორია?! მე სულ აღვნიშნავ რომ ჰეფი ენდები მიყვარს მხოლოდ ამ საიტზე,მაგრამ...ასეთი წარმოუდგენელი სისულელის მერე რაც ამ გოგოს გააკეთებინე, გაბრიელის დაბრუნება, პატიება და მხოლოდ დიდი ტკივილის მერე ვაფასებთ თურმე სიყვარულს და საყვარელ ადამიანებს წარმოუდგენელ სისულელედ მომეჩვენება. ძალიან გააცუდე ძალიან, ძალიან კარგი ისტორია. ეს ზღვარს გადასული ბანალურობა ამ ისტორიას არ მოუხდა!

მიღებულია შენიშვნა და მადლობა,რომ კითხულობ,მაგრამ როგორც თავიდანვე ჩაფიქრებული მქონდა ისე მოვიქეცი. სამწუხაროდ,არასწორად დაინახე ამ ისტორიის და კერძოდ თავის არსი. ისტორიის ცუდად დასრულება არც მქონია მხედველობაში,ასე რომ საერთოდ არ ვთვლი,რომ ისტორია გაბანალურდა,შემდეგ თავში ყველაფერს ნახავთ. <3
--------------------
...

 


№10 სტუმარი nino k.d...

mshvenieri istoria iyo da sul gaafuwe. ese ar unda geqna gaasulelure

 


№11  offline წევრი kaxelii

მშვენიერი ისტორია იყო და სულ გააფუჭე. რატო? რატო? რატო? გააკეთე ესე? სისულელეა ეხლა ამის გაგრძელება. ესეთი სისულელის შემდეგ მე არ ვიცი რა უნდა გააკეთო რომ მთლიანი ისტორია არ გაფუჭდეს. მთელ ჩემს დადებით განწყობას ხაზი გაუსვი ამ დიდი სისულელით. მეეჭვება ამის გამოსწორება შეძლო.

 


№12  offline აქტიური მკითხველი grafo

მე აქ არამგონია ისეთი ისტორიები იდებოდეს, რომელის არსში ჩაწვდომა შეიძლება მე ან რომელიმე მკითხველს გაგვიჭირდეს. უბრალოდ, შენ ეტყობა ჩემი კომენტარის არსს ვერ ჩაწვდი:)))). როგორც არ უნდა დაამთავრო, ბოლო რამდენიმე თავით წარმოყდგენლად გაბანალურდა ეს ისტორია. ეს ვთქვი მხოლოდ. ჩემი აზრით, ასე არ უნდა გაგეწირა შენი ისტორიის გმირი ქალი. სულ ესაა.

 


№13  offline წევრი Gone With Dreams

გასაგებია.
მიღებულია თქვენი შენიშვნები,მაგრამ თავიდანვე ასე მქონდა ჩაფიქრებული და ასე უნდა დამეწერა. რამის შეცვლა არც მდომებია.
რავიცი,ბოლო თავი ჯერ არ დამიდია და ვფიქრობ არც ისეთი ბანალური გამოვიდა,როგორც ამბობთ,მაგრამ ეს თქვწნი აზრია და ვერ შეგედავებით <3
დამწყები ვარ,ჩემი პირველი ისტორიაა,რომელიც ბოლომდე მივიყვანე და მომიტევეთ გამოუცდელობა :* ნელ-ნელა დავიხვეწები,იმედი მაქვს :დ
--------------------
...

 


№14  offline წევრი Smiling girl

მე ზუსტად ასეთი ისტორიები მომწონს.. ვერვიტან გოგოებს რომლებიც პირდაპირ იწყებენ ჩხუბს და ყვირილს. იქნებ ჯერ მოუსმინო და გაიგო რახდება, ნინე გირსი იყო ამის უბრალოდ პატარა შემეცოდა. ძალიან მომწონს მალე რა

 


№15 სტუმარი მის

ბავშვმა რა დააშავააა...ყოლოდათ პატარა იაგუნდისფერი თვალებით...:-(

 


№16  offline მოდერი ნეფო1999

დღეს წავიკითხე ყველა თავი და იცი? ისე კარგადიყო ყველაფერი. ხო რაღაც უნდა მომხდარიყო მაგრამ ის რომ ბავშვი მოკალი ეს უკვე სისასტიკეა. (მე ვიზე რას ვამბობ მაგრამ მაინც). ძალიან დამწყდა გუკის და თითქოს სურვილიც გამიწრა რაღაცნაირად. თუნცა სხვა მხრივ გადასარევი გოგო ხარ და ნელ-ნელა უფრო და უფრო დაიხვეწები. მაინც გიბრაზდები... არმჯერა რომ ადამიანს შეეძლო შვილი ასეთ საფრთხეში ჩაეგდო. თუმცა ეს შენი არჩევანია....

 


№17  offline წევრი Reny

გული საშინლად დამწყდა ასეთ გაგრძელებას არ ველოდი :(( იმედია დალაგდება ყველაფერი <3 მაინც მაგარი ხარ <3

 


№18 სტუმარი taso

არის ცხოვრებაში მომენტები როცა ტკივილი სრულიად იცავს შენს გონებას და გამოუსწორებელ შეცდომას ჩადიხარ. კარგი იქნებოდა ჩვენი ისტორიის გმირს თავიდანვე ეთქვა სად და რატომ მიდიოდა :-( რაც შეეხება ავტორს ძალიან მომწონხარ. გარკვევით და კარგად წერ. წარმატებებს გისურვებ <3 მე წუხელ წავიკითხე ყველა თავი ერთად.

 


№19 სტუმარი nb

კარგი იყო ძალიან, გამოასწორე ეს რა გააკეთე მოგკლავ დილიდან ხასიათი გამიფუჭე.! .... !

 


№20  offline წევრი kiko

ჩემთვის ერთერთი აუტანელი ადამიანია ნინე ამ მომენტში. რაც არუნდა გაბრაზებული იყო უნდა შეგეძლოს ადამიანის მოსმენა იქნებ და რა მოხდა? არ უნდა გაინტერესებდეს? ან ესე უპასუხისმგებლო როგორ უნდა ვიყო რომ ორსული და თან გაბრაზებული ცხენს მოვახტე და გავაჭენო. ერთერთი უგუნური გოგოა ნინე. ზუსტადაც რომ დაიმსახურა გაბრიელის წასვლა. არ აქვს უფლება გაბრიელის წასვლაზე პასუხები მოითხოვოს და არც მოიტXოვს ალბათ. ერთერთი ისტორია იდებოდა აქ იქაც გოგო იმდენად შტერი იყო ორსული წავიდა სპეცოპერაციაზე. აუუუ ისე ვარ გაბრაზებული ნინეზე ლამისაა ტელეფონი შემომეფშვნას.

 


№21  offline წევრი Reny

აუუ მალე დადე რაა :((

 


№22  offline წევრი natia_888

ნინეს ადგილზე ქალების დიდი ნაწილი ასე მოიქცეოდა... მინდა, ვცდილობ გავამტყუნო, მაგრამ არ გამომდის... შუღამისას, სიტყვისუთქმელად წავიდა გაბრიელი სახლიდან და ამის შემდეგ, დილით ტელეფონს მისი ყოფილი შეყვარებული პასუხობს სიტყვებით, გაბრილელი სააბაზანოშია... რა უნდა იფიქრო? - მის ყოფილ შეყვარებულს სიმსიმე აქვს და გაბრიელი მისი მფარველი ანგელოზიათქო?.. რაც შეეხება ნინეს იმპულსურობას, ბუნებრივი რეაქციაა იმის მერე რა სურათებიც წარმოუდგებოდა ხოლმე თვალწინ, თნაც საკმაოდ საფუძვლიანი ფიქრების შედეგად, გაბრიელს კიდევ შეეძლო მომისმინეს ძახილს პირდაპირ ეთქვა, ან იმდენი მაინც მოეხერხებინა შეეჩერებინა... წამითაც კი არ თვლის თავს დამნაშავედ, ასე უბრალოდ ადგა და წავიდა... ნინემაც დაკარგა ბავშვი და მხოლოდ იმიტომ, რომ გაბრილეს წამითც არ უფიქრია რას იგრძნობდა და იფიქრებლა მოცემულ სიტუაციაში ნინე!!!

 


№23 სტუმარი salo salo

იმისდა მიუხედავად რომ ვიცი ეს მოგონილი ამბავია მაინც მომადგა თვალზეცრემლი ვაიმეეეე გთხოვ ტრაგიკულად და ძააან ისეარდაასრულოორაა :( ისედაც საკმარისად ტანჯე ამ 2 თავში ორივე :დ .<3 ისე ვაფშწყველაზემაგარი მოთხრობაა რაც წამიკითხავს სიტყვებიზედმეტია უბრალოდ <3

 


№24  offline წევრი Gone With Dreams

salo salo
იმისდა მიუხედავად რომ ვიცი ეს მოგონილი ამბავია მაინც მომადგა თვალზეცრემლი ვაიმეეეე გთხოვ ტრაგიკულად და ძააან ისეარდაასრულოორაა :( ისედაც საკმარისად ტანჯე ამ 2 თავში ორივე :დ .<3 ისე ვაფშწყველაზემაგარი მოთხრობაა რაც წამიკითხავს სიტყვებიზედმეტია უბრალოდ <3

ვაიჰ,დიდი მადლობა შენ
--------------------
...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent