ბრძოლა სიცოცხლისათვის თავი 2
მაინც რა არის ცხოვრება, ყველაფერი შეიძლება ძალიან უცებ შეიცვალოს, მხოლოდ ერთ წუთს შეუძლია ჩვენი მდგომარეობა ან უკეთესობისკენ ანდაც უარესობისკენ წარმართოს. ყველაფერი კი გვინდა არ გვინდა სიკვდილთან გვაახლოვებს, მაგრამ არსებობს გადარჩენის ინსტიქტი, რომელიც ყველაზე ძლიერი მაშინაა, როდესაც საფრთხის შეგრძნება გვიორმაგდება. ყოველდღიურად შეიძლება იმაზე დიდი ყურადღება მივაქციოთ ისეთ წვრილმანებს, რასაც აქამდე არც კი ვამჩნევდით, განა ვერ არამედ არ... არ ვიცი მ ბიჭის მდგომარეობა ასე რატომ მოქმედებდა ჩემზე მაგრამ ავადმყოფურად შემიბყრო მისი გადარჩენის სურვილმა, არასდროს დამავიწყდება მისი წყლიანი სევდისფრად ლურჯი თვალები... - ნინო, თუ შეიძლება, გიგა დევდარიანის ანალიზების პასუხების ასლები გამოითხოვე ლაბორატორიიდან. - მივმართე მიმღებში მჯდომ გოგონას რომელიც გაღიმებული ჩაჰკირკიტებდა ტელეფონს და თვალებგაბრწყინებული კითხულობდა რაღაცას "შეყვარებულია" გავიფიქრე ჩემთვის და ჩამეღიმა უეცრად რატომ არ ვიცი მაგრამ ისევ გიგას თვალები ამომიტივტოვდა გონებაში. ნინომ ხელები ყურთან დამიტკცუნა. - ჰეი, გესმით მარიამ?! - რა?არაა ბოდიში ჩავფიქრდი... - დავიწყე უაზრო თავის მართლება. - პასუხებს ნახევარ საათში მოგვაწვდიან, რაიმე სერიოზულია? - ხომ იცი ექიმის ეთიკა მიკრძალავს პირადულზე პასუხის გაცემას... კარგი ახლა, მე ყავას დავლევ და მალევე მოვბრუნდები... თუ რაიმე მოხდება ტელეფონზე დამირეკე. - გავუღიმე და გავეცალე მიმღებში მდგომ გოგონას. კაფეტერიაში შესულს საკმაოდ დიდი რიგი დამხვდა როგორც იქნა მივუახლოვდი ჩემს რიგს როდესაც ხელის შეხება ვიგრძენი, ჩავთვალე რომ უბრალოდ ვინმე დამეჯახა, მივედი დახლთან და ჩემი საყვარელი ლატე და ტირამისუ შევუკვეთე... - ერთი ტირამისუ და ერთი ლატე თუ შეიძლება. - მივმართე დახლს მიღმა გოგონას. - ორი თუ შეიძლება - მომესმა უკნიდან ხმა, დენდარტყმულივით სწრაფად შემოვბრუნდი. - გიგა თქვენ? - გაოცება ვერ დავმალე ხმაში. - კიმაგრამ, რატომ გაგიკვირდათ? არ შეიძლება ყავაზე დაგპატიჟოთ? - თვალებში შემომხედა, მე კიდევ სირცხვილისგან დავიფიცები ლოყები ამიწითლდა და თავი დაბლა დავხარე. მან კი ტუჩის კუთხე ჩატეხა და ლოყაც იმწამსვე ჩაეჩხვლიტა. - მაპატიეთ, მაგრამ ამას სამედიცინო კოდექსი სასტიკად მიკრძალავს, თქვენ ჩემი პაციენტი ხართ მე თქვენი ექიმი. - ბოლო სიტყვებს ხაზი გავუსვი. - კი, მაგრამ, არ შეიძლება უბრალოდ "პაციენტი" - ბრჭყალების ინტონაცია ხელებით გამოსახა - ექიმს კაფეტერიაში ყავის სმის დროს დაელაპარაკოს ჯანმრთელობაზე? - ახლა უკვე მე გამეღიმა და მოურიდებლად ჩავხედე თვალებში, საოცრად ღრმა ლურჯი ფერის თვალები ჰქონდა. - ჰეი წავიდეთ დავსხდეთ? - როგორც ჩანს მის ლურჯ თვალებში იმდენად ჩავიძირე აღარაფერზე მქონდა რეაქცია. მხოლოდ თავის დაქნევა მოვახერხე და უკან გავყევი, კუთხეში მაგიდასთან დავსხედით. - ბატონო გიგა, ჯერ დიდი მადლობა ყავისთვის. - ვუთხარი და ორივე ხელი შემოვხვიე ფინჯანს. - რა სალაპარაკოა ერთი ჭიქა ყავა. - ისევ იმ ღიმილით გაიღიმა რომლითაც რამდენიმე წუთის წინ. მეც ოდნავ შესამჩნევად გავუღიმე. - მაგრამ, მაინც გმადლობთ. - მოდი შევთანხმდეთ მე გიგა ვარ ყოველგვარი თების გარაშე და შენ კიდევ მარიამი. - კარგი, გიგა, რაც მინდა გითხრა შენს მკურნალობასთან დაკავშირებით... შენი ანალიზები მართალია ჯერ კარგად არ შემიზწავლია, მაგრამ დარწმუნებით მინდა გითხრა რომ ამ დაავადების დამარცხებას შეძლებთ... - ამის თქმისას სახე საგრძნობლად დაუსერიოზულდა და მუშტები შეკრა. - და ვინ გითხრა რომ მკურნალობას ვაპირებ?! - აშკარა გაღიზიანება შეეტყო ხმაში. - აბა რას აპირებთ?!- საკმაოდ გაკვირვებული დავრჩი მისი ამ სიტყვებით. - არ ვაპირებ არანაერ მკურნალობას, რაც იქნება იქნება! - მისმინეთ ბატონო გიგა, მე არ მოგატყუებთ და არ გეტყვით რომ ეს ყველაფერი ადვილი იქნება, პირიქით ტკივილით და მოლოდინით სავსე იქნება ეს პროცესი. მტკივნეული და ხანგრძლივი, მაგრამ გადარჩენის შანსი იმაზე მეტია ვიდრე ეს თქვენ გგონიათ, ყველაფერი იმით დამთავრდება რომ თქვენ სრულიად ჯანმრთელი დატოვებთ ამ საავადმყოფოს, ამ დაწყევლილ საავადმყოფოს, მე ვიბრძოლებ, ბოლომდე ვიბრძოლებ, თქვენი გადარჩენისთვის, პირობას ვდებ რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება... - ვლაპარაკობდი და ვგრძნობდი როგორ მიტანდა კანკალი, მის სიკვდილს არ დავუშვებდი არ მივცემდი ამ დაავადებას იმის უფლებას რომ გაენადგურებინა, ეს ზუსტად ვიცოდი! - მაპატიე, მაგრამ მე გადაწყვეტილება უკვე მივიღე! - განმიცხადა ხელი მაგიდას მაგრად დაჰკრა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა კაფეტერია. მეც პირი ვეღარაფერს დავაკარე, ტელეფონს ხელი დავავლე და კაბინეტს მივაშურე. დღე უაზროდ გაიწელა, რამდენიმე ადამიანი კიდევ მივიღე და რახან დღეისთვის ოპერაცია არ მქონდა დაგეგმილი სახლში ექვს საათზე წავედი. გიგას ანალიზები ჩანთაში ჩავიწყვე სახლში უკეთ გადავხედავდი, მაინც არ ვკარგავდი იმის იმედს რომ ერთ დღესაც გადაწყვეტდა და იმკურნალებდა მაგრამ იმის კი ძალიან მეშინოდა , არ დაგვიანებულიყო... არ ვიცი ეს ბიჭი ასე რატომ მანაღვლებდა, ალბათ იმიტომ რომ დედაჩემივით დიდი და ლურჯი თვალები ჰქონდა, ულამაზესი თვალები რომლებშიც საათობით შემეძლო ყურება. სამწუხაროდ დედასგან თვალები არ გამომყოლია... შავი თვალები მქონდა ძალიან შავი თვალები. სახლში მისულმა ფეხსაცმელი და ჩანთა იქვე შესასვლელში დავყარე და სასწრაფოდ სააბაზანოს მივაშურე, ახლა მხოლოდ ცხელი წყალი თუ მომიყვანდა გონს... სააბაზანოდან გამოსული კი ისევ და ისევ გიგას ანალიზებს მივუბრუნდი, საკმაოდ კარგად შევისწავლე, თითქმის დავიზეპირე კიდეც, მაგრამ გიგას სიტყვები არადა არ ამომდიოდა თავიდან, არც მისი თვალები. "ალბათ როგორ უჭირს" უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე. დაახლოებით ერთი თვე იყო გასული მისგან საერთოდ არაფერი ისმოდა, საერთოდ არაფერი... არც საავადმყოფოში გამოჩენილა, არც დაურეკავს. მე კიდევ ყოველ დღე ვკითხულობდი მის ამბავს, მაგრამ უშედეგოდ ის მაინც არ ჩნდებოდა ჯიუტად არ მოდიოდა. ტელეფონის ეკრანი განათდა და იქიდან ჩემი დაქალი ეკას სახე მიღიმოდა, მეც მის დანახვაზე ღიმილმა გადამირბინა სახეზე და სასწრაფოდ ვუპასუხე ტელეფონს. - ხო ეკუნ! - მხიარულად ჩავძახე ტელეფონში. - მარიამ, ჩემო მარიამ, ხვალ ხომ გახსოვს რა დღეა? - არც მან დამაკლო მხიარულება. - კარგად, გმადლობ, შენ როგორ ხარ ეკა? - სიცილით ვუთარი დაქალს. - მეც კარგად, და აღაც გკითხე. - მოჩვენებით გამიბრაზდა. - მაგას რა დამავიწყებს, რომც მინდოდეს დავიწყება შენ დამავიწყებ? - ხოდა ხვალ გელოდები, სადაც ყოველთვის ისევ იქ ვიხდი! - ჩამძახა და ტელეფონი გამითიშა. ხვალ ჩემი საუკეთესო დაქალის, ეკას, დაბადების დღეა. გამიმართლა ხვალ დასვენების დღე მაქვს და კარგად მოვასწრებ მომზადებას. რამოდენიმე საბუთს და ანალიზის პასუხს გადავხედე და მალევე სახლში წავედი. იმდენად ვიყავი დაღლილი დაწოლისთანავე ჩამეძინა. მეორე დღეს დილით ეკუნას ველაპარაკე და დაბადების დღე მივულოცე, ახლა კი მის საჩუქარზე დავდივარ მაღაზია-მაღაზია და მის მოსაწონ საათს ვეძებ. სამი საათი ძებნის შემდეგ ძლივს მივაგენი იმ საათს რომელიც ზუსტად დააკმაყოფილებდა მის მოთხოვნებს. სახლში მისულმა წყალი გადავივლე და ცოტა ხანს დასვენება და რაიმე ფილმის ნახვა გადავწყვიტე, დივანზე წამოვწექი და პულტს დავუწყე წვალება, გამიმართლა ჩემი საყვარელი ფილმი "მულენ რუჟი" გადიოდა. კიდევ ერთხელ სიამოვნებით ვუყურე საყვარელ ფილმს და გამზადების დროც დადგა. რა ჩამეცვა დიდხანს არც მიფიქრია რახან გაზაფხული იყო მოკლე შავი ტანზე მომდგარი მთლიანი კაბა ჩავიცვი, ფეხზე ნაიკის მაღალი კედები მოვირგე, ჩემი შავი თმა გავისწორე და მაღლა კუდად შევიკარი, მკრთალი მაკიაჟიც გავიკეთე, თხელი ტყავი მოვიცვი, საჩუქარი ჩანთაში ჩავდე და კიბეებზე დავეშვი... ტაქსი გავაჩერე მისამართი ვუკარნახე, ადგილზე მალევე მივედი. კლუბში შევედი და სწრაფად მოვძებნე ეკა. - ეკუნ, ჩემო ლამაზო, გილოცავ ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ. - გადავეხვიე და გადავკოცნე მეგობარი. - მადლობა მარიამ, მიდი დაჯექი, თითქმის ყველას იცნობ უკვე ერთადერთი ჩემი ბიძაშვილია მოსასვლელი. მეც მის მინიშნებულ ადგილას დავჯექი, ახლა მხოლოდ ეკას ბიძაშვილს ველოდებოდით. - აი ისიც! - დაიძახა ეკამ. მის ხმაზე თავი მაღლა ავწიე და ერთ ადგილას გავქვავდი, ღიმილი სახეზე შემეყინა. - გაიცანით, ჩემი ბიძაშვილი გიგა ლიპარტელიანი! - ეკას ხმა ყურებში ექოდ ჩამესმოდა, ის კი პირდაპირ თვალებში მიყურებდა და ისევ ისე მიღიმოდა, ოღონდ ცოტა ფერმქრთალი მეჩვენა. გიგას ადგილი ჩემს გვერდით მოუჩინა ეკამ თან დამაბარა არ მომიწყინოო. მე კიდევ რაც მოვახერხე ის იყო რომ ძალიან ბევრს ვსვავდი. - ბევრს სვავ, მარიამ. - მომესმა გიგას ხმა. მისი ხმის გაგონებაზე ჭიქა ხელიდან გამივარდა და ნამსხვრევებად იქცა. - რატომ აღარ გამოჩნდი?! - დავსვი შეკითხვა რომელზე პასუხიც თითქმის ერთი თვეა მაინტერესებს. - ხომ გითხარი არ მოვალ მეთქი. - ისევ გამიღიმა, მე კიდევ შემდეგ ჭიქას დავავლე ხელი.- ხომ გითხარი ამდენს ნუ სვამ-მეთქი, ჯანმრთელობისთვის არ შეიძლება. - ჭიქა ხელიდან გამომართვა და მაგიდაზე დააბრუნა. მის ნათქვამზე მწარედ გამეცინა, ამ ხნის მანძილზე პირველად შევხედე ზღვისფერ თვალებში. - შენ მელაპარაკები მე ჯანმრთელობაზე?! - გაბრაზება ვერ დავმალე. - ჯერ კიდევ ერთი თვის წინ უნდა დაგვეწყო მკურნალობა! - იცი ეგ გიშრისფერი თვალები უფრო გიშავდება როდესაც ბრაზობ. - მითხრა საოცრად მშვიდი ტონით. - შენ კიდევ ეგ ზღვისფერი თვალები ტკივილით გაქვს სავსე. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა. - ვიცეკვოთ?! - წამოჭრა ახალი წინადადება, ფეხზე წამოდგა და ხელი გამომიწოდა მეც მის ხელს ჩემი ხელი შევაგებე, ოდნავ გავუღიმე და საცეკვაოდ გავყევი. საოცრად ნაზი მელოდიის ჰანგები გაისმა დარბაზში, ერთიანად ბუსუსებმა დამაყარა როდესაც მისი ხელი წელზე ვიგრძენი, მეც ხელები კისერზე შემოვხვიე ჩემზე ორი თავით მაღალ მამაკაცს და თავი გულზე მივადე. მელოდიას მონოტომურად ვაყოლებდით ტანს თვალები დახუჭული მქონდა და მთლიანად მას ვიყავი მინდობილი... მელოდია მორჩა ხელი ოდნავ შემიშვა თვალებში ჩამხედა. - მენდობი?! - მკითხა უეცრად. არ ვიცი რატომ მაგრამ დაუფიქრებლად დავთანხმდი. - კი, გენდობი! - ვთქვი მტკიცედ. - მაშინ წამომყევი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.