შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა VIII


27-03-2016, 12:03
ავტორი LonelyBones
ნანახია 1 942

ამ შემთხვევის შემდეგ ნინას და ნიკოს შეხვედრები გახშირდა. გამუდმებით მიტრიალებდა თავში ნიკოს სიტყვები: „არ მოველოდი შენგან, ყველაფერი გააფუჭე..“ ვერ ვხვდებოდი, რა შეიძლება გამეფუჭებინა, რატომ აღარ მაქცევდა ყურადღებას როდესაც მისაღებ ოთახში გავდიოდი, რატომ ეხვეოდა ნინას ჩემს დასანახად, თუმცა, ღამით ჩვენთან აღარასოდეს რჩებოდა.
მისი ირონია, წვალება, მასთან ერთად მოწევა, ათას თემაზე ლაპარაკი, იმდენად მომენატრა, იმდენად, რომ ყოველ ღამე, მისი დანახვის შემდეგ ოთახში შეკეტილი ვიკეცებოდი და ჩუმად ვტიროდი. ვაცნობიერებდი, რომ ნიკო ჩემზე ძალიან ნაწყენი იყო. ზუკასგან გავიგე, რომ მორიგი ჩხუბი ჰქონდა ვიღაცეებთან, სადაც ნიკაც იყო გარეული. ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს და როგორც დეპრესიის დროს მჩვევია, ოთახიდან არ გამოვდიოდი..ამ დროს ხშირად დადიოდა თინა ჩემთან. ერთ დღესაც, ჩემთან იყო მოსული და ოთახის დალაგებაში მეხმარებოდა როდესაც პირველად,ჩემი პირით,თამამად ვუთხარი ზუკასთან მომხდარი ამბების შესახებ.
– ახალი წელია მალე და ოთახი რა დღეში გაქვს!
– კარგი რა თინა.. ეგ მაკლდა ახლა ზუსტად..
– გოგო ხარ და მოწესრიგებული უნდა იყო, ყოველთვის !
პასუხის გაცემას დუმილი ვამჯობინე.
– ის დღე მახსენდება, ზუკასთან რომ დავრჩი.
– მაგ დღეზე ჩემთან არ გისაუბრია. – მითხრა ჩემი ტანსაცმელი ფრთხილად შედო კარადაში და გვერდით მომიჯდა.
– წვიმს, ელოდე ახალ სიურპრიზებს..
– არავითარი სიურპრიზების იმედი უკვე აღარ მაქვს.. ნოემბერი 24 დღეა, რაც დამთავრდა..
– შენ თვითონ უნდა იზრუნო იმაზე, რომ რაღაც შეიცვალოს! გულ–ხელ–დაკრეფილი ჯდომა, არაფერში გაწყობს!
– რას გულისხმობ? – ვუთხარი და წამოვდექი.
– დაელაპარაკე. – მითხრა დიდი პაუზის შემდეგ. მხოლოდ ერთხელ გავხედე იმედგაცრუებული თვალებით, შემდეგ კი მუხლებზე თავი დავადე.
მოგვიანებით, როდესაც თინა უკვე წასული იყო, მაცივარში ლუდი აღმოვაჩინე და ცდუნებას ვერ გავუძელი.
ერთ საათში უკვე ფხიზელი აღარ ვიყავი მითუმეტეს ადვილად ვთვრები.
საყვარელი სიმღერის ფონზე, რომელიც ბოლო ხმაზე მქონდა ჩართული, ჩემთვის საჭმელს ვიმზადებდი, როდესაც მოულოდნელად შემოსასვლელი კარები გაიღო.
მის დანახვაზე, მინი გულის ინფაქტი მივიღე.
თმები ისევ დაგაეპარსა და იმდენად უხდებოდა, რომ შეუძლებელი იყო უყურადღებოდ დაგეტოვებინა.
ალბათ, ქვეყნად არ არსებობს გოგო, ქალი, რომელსაც შეუძლია უყურადღებოდ დატოვოს მისი გარეგნობა, რადგან მისი ეშხი ამის უფლებას არავის მიცემს.
შემოვიდა თუ არა შევეშვი რასაც ვაკეთებდი და უაზროდ მივაშტერდი.
როგორც ყოველთვის, უკმაყოფილო და გაბრაზებული გამოემტყველება მსტყორცნა, მანქანის გასაღები იქვე მაგიდაზე მიაგდო, სიმღერას დაუწია, ხელები გადააჯვარედინა და შემომხედა.. მეც ვუყურებდი, ხმამაღლა ვსუნთქავდი და არ ვიცოდი რა მომექმედებინა.
ასეთ მომენტებში განსაკუთრებულად რთულია თავის შეკავება..
თვალებში ვუცქერდი და ვკითხულობდი ყველაფერს, რასაც იმ წამს ფიქრობდა..
ამდენი ხნის შემდეგ მე და ნიკო კვლავ “დაველაპარაკეთ” ერთმანეთს, თვალებით..
ჩემთვის იმდენად რთული აღმოჩნდა,ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მასთან ურთიერთობის აღდგენის მცდელობა, რომ ცრემლები ვერ შევიკავე. სუნთქვაშეკრული ვიყავი, ცრემლები კი ჩუმად მოედინებოდნენ. გული ისე მიცემდა, ვიფიქრე სადაცაა ამოვარდება მეთქი.
ჩუმად მივუახლოვდი, არ ვიცი გამბედაობა როგორ მეყო. ისევ ისეთი სახით მიყურებდა, მაგრამ როდესაც ნაბიჯები წინ გადავდგი და მივუახლოვდი, ხელები ჩამოუშვა და მზერით “დანებება” გამოხატა.. ვეღარ გავუძელი და ვუთხარი..
– შეიძლება ჩაგეხუტო? – შიშისგან და სირცხვილისგან ხმა ჩამიწყდა..
ხელები ფართოდ გაშალა და მისკენ ძლიერად მიმიზიდა..
წამებში აღმოვჩნდი მის მკლავებში და ისევ, ამდენი ხნის შემდეგ ვიგრძენი ის ენით აუღწერელი სითბო და სიხარული, რომელიც ასე ძალიან მაკლდა... ერთმანეთს ხელებს ძალიან, ძალიან ძლიერად ვხვევდით... ვუსმენდი მის აჩქარებულ გულისცემას... არ ვიცოდი, რას ვეტყოდი, როგორ ავუხსნიდი, რითი დავიწყებდი საუბარს.. ჯერ მხოლოდ და მხოლოდ ვეხუტებოდი, რაც საკმარისიც კი იყო იმისთვის, რომ ერთმანეთისათვის იმ დროინდელი განცდები გადაგვეცა..
დარწმუნებული ვარ, მიხვდა რომ მის გარეშე ძალიან მიჭირდა..
კიდევ უფრო მაგრად მოვხვიე ხელი მის კისერს..
– რა სულელი ხარ პატარავ,, რა სულელი!– ძლიერად მომხვია ხელები.. სუნთქვა მიჭირდა, ისე ვხვევდი ხელებს, გეგონებოდათ ეშინია, არ გაექცესო..
იმ წამს მე გავაცნობიერე, რომ ამქვეყნად არავინ სხვა, მე მთელი გულითა და სულით მიყვარდა ადამიანი რომელსაც იმ დროს, დედაჩემის ქმარი ერქვა... მიყვარდა და არც კი ვფიქრობდი ამის მიზეზებზე..

****
ახალმა წელმა ისე მოგვიკაკუნა კარებზე, მზად არც კი დავხვედრილვართ. ნინა სამსახურში იყო, ამიტომ ვერაფერში ვერ დამეხმარებოდა. დილით ნიკოს შევეხმიანე, მოსულიყო და ნაძვის ხის აწყობაში დამხმარებოდა. როდესაც მოვიდა, ჯერ კიდევ საღამურებში ვიყავი გამოწყობილი. გადმოვიღეთ ნაძვის ხე, ჯოხებზე ძლივს ავაწყვეთ, ჩავრთეთ მხიარული სიმღერა და ნაძვის ხის მორთვას შევუდეგით. იმდენად მაღალი იყო, მორთვას საათ ნახევარი მოვანდომეთ.
დიდი წვალების შემდეგ დავასრულეთ თუ არა, ნაძალადევი ღიმილი გამოგვეხატა სახეზე.
ფაქტიურად, ნაძვის ხის ლამაზად მორთვის გარდა ყველაფერი გავაკეთეთ – უფრო ვიმაიმუნეთ, ვიდრე ვიმუშავეთ.
საბოლოოდ, ერთმანეთს გავხედეთ და გაგვეცინა, ზედმეტად უნიჭოდ იყო მორთული. ვიკრებდი ძალებს იმისათვის, რომ მეკითხა როდის აპირებდა ნინასთან ოფიციალურად განშორებას, თუმცა ვერაფრით ვერ მოვახერხე. ორმაგი თამაში ძალიან გამაღიზიანებელი იყო მიუხედავად იმისა, რომ ნიკო და ნინა თითქმის არ ხვდებოდნენ ერთმანეთს. რეალურად, ჩემი და ნიკოს ურთიერთობაც არ იყო დადასტურებული.
ახალი წლის ღამეს, სანამ ნინასა და ნიკოს ჩახუტებას შევუსწრებდი, ყველაფერი კარგად მიდიოდა..
არ მინდოდა საახალწლო განწყობის გაფუჭება, ამიტომ ყველანაირად ვეცადე და ახალ წელს მოჩვენებითი სიხარულით შევხვდი.
ახალი წლის მომდევნო ორმა დღემ მოწყენილობით ჩაიარა. ნინა სამსახურიდან ისვენებდა, ამიტომ ხშირად ურეკავდა ნიკოს. რამდენჯერმე თანამშრომლებთან ერთად წვეულებაზე წაიყვანა. ჩემთვის სრულიად აუტანელი იყო მათი ასეთი ურთიერთობა მაგრამ – რას ვიზამდი? რისი გაკეთება შემეძლო?
მახსოვს, 3 იანვარი იყო.
დედაჩემი როგორც ყოველთვის სადღაც გასული იყო. მე და ნიკო სახლში მარტო ვიყავით, კრუასანს მივირთმევდი, ის კი ჩემს გვერდით ჩუმად იჯდა და არაფერს ამბობდა.
მოულოდნელად წამოდგა და მომმართა შემდეგი წინადადებით.
- არ გინდა გავისეირნოთ?
- მაინც სად? - გავიკვირვე.
- დღეს კონცერტია, ცოტას გაერთობი.
- ძველ ბულვარში ? არ მიყვარს ძველი ბულვარი !
- ერთი დღით შეიყვარე. - მუდარა გაისმა მის ხმაში, უარის თქმა გადავიფიქრე, სისულელე იქნებოდა ჩემი მხრიდან. ამიტომ მხიარულად დავეთანხმე რადგან სრულიად მოულოდნელი სასიამოვნო წინადადება იყო, მე კი, მოულოდნელობები ხშირად მომწონდა კიდეც. ვაღიარებ მის სიტყვებამდე მეგონა, რომ დრო მთელი საღამო სახლში გამოკეტილს არაფრის კეთებაში უნდა გამეყვანა, როგორც ყოველთვის.
- მაშინ კარგი. ხო, რატომაც არა. დიდი სიამოვნებით. - ვუთხარი შეუჩნეველი ბორძიკით. - დიდხანს არ გალოდინებ.
ვუთხარი და ჩემი ოთახისკენ გავიქეცი. შესვლისას წამიერად დავიჭირე მისი მზრუნველი, კეთილი და ამავდროულად თვითკმაყოფილი მზერა.

*****

ბათუმის ქუჩების სილამაზის გადმოცემა, განსაკუთრებით კი ახალი წლის შემდგომ დღეებში არ არის ადვილი, ეს უნდა ნახო საკუთარი თვალებით და მხოლოდ მაშინ შეიცნობ ამ ქალაქის საიდუმლოებას. სწორედ ამიტომ, ნიკომ მანქანა ჩემს სახლთან დატოვა და ფეხით წამოვედით. ამ პატარა ქალაქის ქუჩებს ძალიან უხდება საახალწლო გაფორმება ქუჩებში შუაში ვერტიკალურად განლაგებულ, მოზრდილ ტროტუარებზე, რომელებზეც ლამპიონები დგანან, გაფორმება ყველაზე კარგად სწორედ მაშინ ჩანს, როდესაც ლამპიონებზეა მიმაგრებული. ნესტიან ქალაქში იშვიათად თოვს, თოვლი არაჩვეულებრივ კონსტრასტს ქმნის მოციმცინე ფიგურებთან.
ერთად დავუყევით რუსთაველის გამზირს, რომლის თითქმის ყველა კუთხეს მოზრდილი პალმები ალამაზებენ. არაერთხელ შევხვდით ლოთებს, ქუჩის შუაგულში რომ იდგნენ უდარდელად, თითქოსდა ქუჩაზე მანქანების მოძრაობის შესახებ საერთოდ დავიწყებოდათ. მაგრამ ნიკოსთან ერთად არაფრის მეშინოდა..
სიგარეტს მოუკიდა და მეც გამომიწოდა, გამოვართვი - ასანთი მომიმარჯვა და თან დააყოლა:
- გეტყოდი, ჩემი ხათრით მთელი ბათუმის დასანახად ნუ ეწევი მეთქი, მაგრამ დღეს არ გეტყვი.
- ალბათ „პრაზნიკის“ დამსახურებაა, არა?!
- ნაწილობრივ. მაგრამ უფრო იმიტომ, რომ მოხუცი ბაბუშკების გარდა არავინ მოგაქცევს ყურადღებას, ყველას უცხოელი ეგონები ან უბრალოდ არ გაიკვირვებს, რომ ხელში სიგარეტი გიჭირავს. ზედმეტად ჩაკეტილი და მორცხვი ქალაქია, ხვდები? თავისუფლება ჭირს, ხალხს მხოლოდ ის აინტერესებს როდის იქნება მუდმივი წყალი და შუქი, ყველას ნერვოზი აქვს და ყველა წუხს.- ლაპარაკის დროს ჩუმად ვუყურებდი მის სახეს, თვალები სადღაც სხვაგან ჰქონდა მიპყრობილი, თითქოსდა ცდილობდა ყველაზე შორი წერტილი დაეჭირა რასაც ხედავსო, ცალ წარბს ათამაშებდა და აუჩქარებლად ქაჩავდა ნაფაზს.
- დიდი სიამოვნებით დავტოვებდი ამ ქალაქს, უბრალოდ გავიქცეოდი.
- მეც წამოგყვებოდი. უკვე დიდი ხანია რაც ეგ შევამჩნიე ამ ქალაქს, მაგრამ არაფერს ვამბობ და არც ვიტყვი, არ ღირს ნერვიულობა იმაზე, რასაც ვერ შეცვლი.
- შეცვლა როგორ არ შეიძლება, შევცვლით.. შეგიძლია შეცვალო შენ, მე, აი ამ ჯიგარსაც შეუძლია, ყველაფერი შეცვალოს. - მითხრა და გამვლელ კაცს მხარზე ხელი ჰკრა მეგობრულად, რომელიც 40 წელს გადაშორებული იქნებოდა, აშკარად მთვრალი და აზროვნებადაკარგული.
-წარმოიდგინე რა საშინელი იქნებოდა ცხოვრება, ყველას აზრი რომ გაინტერესებდეს შენს შესახებ.- მითხრა და ირონიით გამსჭვალული თვალები მომაპყრო.
-ზოგჯერ, ხალხი სხვა გამოსავალს უბრალოდ არ გიტოვებს, ნიკო! - ვუთხარი და შესამჩნევად ავნერვიულდი. - შეიძლება შენ ვერ მიხვდე, ვერც კი წარმოიდგინო, მაგრამ როდესაც უკვე ათასი სულელური ჭორი თუ ნალაპარაკევი გახვევია თავს, შენდა უნებურად ბურუსში ეხვევი და ცდილობ გაერკვე საკუთარ თავში, ფიქრობ იმაზე, რამე დააშავე თუ არა, რადგან შენზე ასე ფიქრობენ.. მერე საკუთარ თავს ადანაშაულებ და ვარდები დეპრესიაში.
- ეგ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შედარებით სუსტი ხარ და დაბრკოლებებთან გამკლავება გიჭირს. - ძალიან ჩქარი პასუხი იყო.
- ყველა ჩვენნაირი „გამძლე“ ვერ იქნება. - ვუთხარი ისეთი დაბალი ხმით მეც ძლივს გავიგონე. შემომხედა, ჩაიცინა და მითხრა:
- ზოგჯერ ბავშვობ. - ისევ ჩაიცინა და ჩემს რეაქციას ელოდა, თვალს არ მაშორებდა. - გულზე ეკალივით შემესო, როდესაც მისგან ეს სიტყვები გავიგონე რაც დამეტყო კიდეც, ნაბიჯები შევანელე და სიგარეტი ხელიდან დამივარდა.
- მართლა მასე ფიქრობ?.. ხო, ალბათ მართლა ბავშვი ვარ. - ვუპასუხე ერთიანი თრთოლვით, ნაწყენი ვიყავი. მუხლები ამიკანკალდა.
ჩაიცინა, ხელი წელზე მომხვია, მისკენ მიმიზიდა და შუბლზე მაკოცა.
- მაგრამ ამაში საშიში არაფერია, ყველას გვჭირს ეგ. ზოგჯერ 40 წლის კაციც კი ისე ისულელებს თავს, 13 წლის ბავშვი გეგონება. - მითხრა და მის ხელს წელზე უკვე ვეღარ ვგრძნობდი. მისი სითბო კი შემრჩა.
ძველი ბულვარის მიდამოებს მივუახლოვდით, იმდენი ხალხი იყო ნემსს ვერ ჩააგდებდი. ნიკოს ქურთუკს ჩავჭიდე ხელი, ალბათ უფრო მეტად დაცულად რომ მეგრძნო თავი. არ ვიცი შეამჩნია თუ არა, მაგრამ არაფერი უთქვამს,არც შემოუხედავს. მოულოდნელად სიცილი დაიწყო, გაკვირვებულმა გავხედე და ვკითხე, რა გაცინებს მეთქი.
- უბრალოდ შენ წარმოგიდგინე, ზუსტად ისეთ ფორმაში. - მითხრა და თითით მანიშნა გაიხედეო. თვალწინ ამეტუხა ახალგაზრდა გოგო „снегурочка“-ს კოსტიუმში გამოწყობილი, რომელსაც თავზე ათასნაირი საახალწლო წვიმა ჰქონდა შემოხვეული. სასაცილოდ გამოიყურებოდა მაგრამ მაინც ამაყამად მიაბიჯებდა თანმხლე თოვლის ბაბუასთან ერთად.
- შენ კიდევ არაჩვეულებრივი თოვლის ბაბუა იქნებოდი. - ვუთხარი და ჩავიცინე, შემომხედა და დამეჭყანა. მეც იგივეთი ვუპასუხე და ორივეს სიცილი აგვიტყდა.
- არა თუ ხვდები რა დეგენერატობაზე ვიცინით? - მითხრა და სიცილი განაგრძო.
- რაც არ უნდა იყოს, წარმოგიდგენ თოვლის ბაბუის ფორმაში და მეცინება. აუ, ნინამ უნდა გნახო მაგ დროს! ალბათ ასმაგად შეუყვარდები. - სიცილი შეწყვიტა და პასუხი არ გაუცია. რაზეც მხარი ვკარი. ის იყო, რაღაცის თქმას აპირებდა როდესაც ვიღაც უცნობი ქალი მოგვიახლოვდა და ხელებში ჩაგვაფრინდა. საშუალო სიმაღლის იყო, ძვირფასი შუბა ემოსა, ზედმეტად ვულგალური წითელი ტუჩსაცხი ესვა და ლამაზი, გრძელი, მოვლილი ფრჩხილები ჰქონდა. ეს ყველაფერი სადღაც 10 წამში შევათვალიერე.
- მე შემიძლია თქვენს მომავალზე შეუწყვეტლივ საუბარი, გვრიტებო.- გვითხრა და ამათვალიერა.
- თუ მაგარი ხარ, წარსულზე გველაპარაკე. საინტერესოა ბაბაიაგა, ოღონდ „გვრიტების“ გარეშე უკეთესი იქნებოდა. - უთხრა ნიკომ და ირგვლივ მიმოიხედა, არ ვიცი რატომ.
- ზუსტადაც რომ გვრიტებო! მე არასოდეს ვცდები. და ნურც თქვენ ეხუმრებით სიყვარულს. ორივეს გულებში იმხელა გრძნობა ბუდობს, მთელ აქ მყოფ ხალხს ეყოფა სიცოცხლის ბოლომდე. – „ბაბაიაგას“ სიტყვებმა მე დამაფიქრა, ნიკო კი გააცინა.
- შენ ყველას მაგას ეუბნები, არა?! - კითხა და მე შემომხედა.
- არა, არა, ნამდვილად არა. იმდენად დადებითი მუხტი წამოვიდა თქვენგან, გახარებული ვარ. ბედნიერად იყავით. - გვითხრა და თვალსა და ხელს შუა გაქრა.
- ჩვეულებრივ მარჩიელებთან შედარებით მშვენიერი გარეგნობის იყო, არ მეთანხმები? - მკითხა, მაგრამ არაფერი ვუპასუხე. მხოლოდ მის ხელს ჩავჭიდე ხელი, ისე რომ მისთვის არც შემიხედავს და არც არაფერი მითქვამს. წამების შემდეგ ისევ ვეღარ ვგრძნობდი მისი ხელის სითბოს, იქამდე სანამ არ შემომხვია. სულიერად გავთბი, ამდენ ხალხში განსაკუთრებულად ვთვლიდი საკუთარ თავს, რადგან ბედნიერი ვიყავი მისი წყალობით, რადგან ის მყავდა გვერდით.. იმაზე სულ არ მიფიქრია, რომ ჩემნაირი იქ კიდევ ათასი დადიოდა. ფეირვერკების უეცარი გასროლის ხმაზე შევკრთი, შემეშინდა და უფრო მაგრად ჩავჭიდე ხელი.
გაიცინა.
- რა გაშინებს ანნა, აქ არ ვარ? – რამდენიმე წამის განმავლობაში, არ გაქანებულა და მიყურებდა, შემდეგ ხელი ჩამკიდა, არ ჩამომრჩეო.
- თავი ამტკივდა, კონცერტამდე 15 წუთია, წამო, ერთ ადგილას შევიაროთ. - ჩემი პასუხისთვის არ მოუცდია, ნაბიჯებს აუჩქარა და მეც მითხრა იჩქარეო. წარმოდგენაც არ მქონდა სად მივყავდი.



№1 სტუმარი mariami

dzalian momwons es istoria mitumetes ase malmale ro deb vgizhdebi ubralod*--*

 


№2  offline მოდერი LonelyBones

mariami
dzalian momwons es istoria mitumetes ase malmale ro deb vgizhdebi ubralod*--*


მადლობაა საყვარელო <3 მიხარია რომ მოგწონს :*
--------------------
https://www.flickr.com/photos/anncorpse1/

 


№3  offline წევრი natia-natia

კარგი ისტორიაა მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent