ქურდი იაგუნდისფერი თვალებით (დასასრული)
ოდესმე გქონიათ ისეთი შეგრძნება,თითქოს ცარიელი ხართ? თითქოს სიცოცხლის გაგრძელებას არანაირი აზრი აღარ აქვს შენთვის,თითქოს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დაკარგე. ასეც იყო. ყველაფერი დავკარგე. არსება,რომელიც ჩემს მუცელში იზრდებოდა,რომელიც ჩემით საზრდოობდა და არსებობდა სიკვდილისთვის გავიმეტე. ისეთი შეგრძნება მქონდა,რომ მე მოვკალი და ეს მახრჩობდა. მტკიოდა,ჩემი შვილი და სიყვარული მტკიოდა. გულედანი მტკიოდა. სიცოცხლეც მტკიოდა. ^ ^ ^ როცა ელენემ ჩემთვის საძულველი სიტყვები მითხრა,გული შემეკუმშა. ისეც ნაწილებად დაშლილს,სიცოცხლე მომძულდა და იმ მომენტში თვალების დახუჭვის გარდა აღარაფერი მინდოდა. ინსტიქტურად ორივე ხელი მუცელზე დავისვი,მაგრამ გავიაზრე,რომ ბავშვი აღარ არსებობდა და სიმწრის ცრემლები მომაწვა ყელში. იმდენად მატკინა არსებულმა რეალობამ,რომ სუნთქვა გამიჭირდა. -ვაიმე... ექიმი სწრაფად.. _შეჰკივლა ელენემ. მეტი არაფერი მახსოვს,გონება ისევ დავკარგე. ნერვული აშლილობა დამეწყო. ისტერიკები ხშირად მემართებოდა და ეს ისედაც დაუძლურებულ სხეულს უკანასნელ ძალებსაც ართმევდა. ჩემს ნორმაში მოყვანას რამდენიმე კვირა დასჭირდა. ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები ახლოდან არ მშორდებოდნენ,ასე თუ ისე ეს ძალას მმატებდა და იძულებული ვიყავი მათ გამო მაინც ამეყვანა თავი ხელში. ნელ-ნელა ყველაფერი ჩაწყნარდა. ისე ცუდად აღარ ვიყავი,მაგრამ სულიერად გატეხილს არაფრის თავი აღარ მქონდა. საავადმყოფოდან დემეტრემ ჩვენთან წაგვიყვანა,სახლში. -სად მივდივართ? _ვიკითხე. -სახლში. _მიპასუხა დემეტრემ. -სახლში არ მინდა. გაბრიელთან წამიყვანე,იქ დავრჩები. _ვუთხარი უემოციოდ. -ნინე,იქნებ.. -გთხოვ დემეტრე,გთხოვ,უბრალოდ იქ წამიყვანე. _ცრემლები მომერია. დემეტრეს აღარაფერი უთქვამს,უხმოდ გადაუხვია და იქით მიმავალ გზას დაადგა. კარი პირველმა მან შეაღო. ეს ალბათ იმიტომ,რომ მე ვერ შევძლებდი. სანამ მე მოსაცდელში ნერვულად ვბორგავდი,დემეტრემ ჩემი თხოვნით საძინებლიდან ბავშვის ნივთები გამოიტანა,ყველაფერი ერთად მოაგროვა და პარკი გარეთ გაიტანა. -მორჩა? _ვკითხე მე. -ჰო,ყველაფერი გამოვიტანე. -ახლა წადი,მარტო დავრჩები ცოტა ხანს. -ნინე,არ დაგტოვებ მარტოს.. -დემეტრე გემუდარები.. -ნინე... -ძალიან გთხოვ,საღამოს ისეც მოვა მაგდა,დამტოვე მარტო... დემეტრემ უხმოდ დაღუნა თავი. მერე მოვიდა,მაგრად ჩამიკრა გულში და მითხრა. -შენს თავს ვფიცავარ ნინე,აქ რომ იყოს ყველა ძვალს გავუერთიანებდი,მაგრამ ისიც კაცია და მისიც მესმის. _საოცრად ნაღვლიანი ხმით მითხრა ჩემმა ძმამ,მერე შუბლზე მაკოცა და წავიდა. რამდენიმე წუთი უაზროდ გაშეშებული ვიდექი მისაღებ ოთახში. მერე ვიპოვე ჩემს თავში ძალა,ნელა გავუყევი საძინებლის გზას და ღიად დარჩენილი კარადის კარები ფართოდ გამოვაღე. კარადაში მხოლოდ ჩემი ტანსაცმელი იყო. გაბრიელის არც ერთი ნივთი არ ჩანდა. ვლოცულობდი იქნებ რამე მაინც მეპოვა,მაგრამ არაფერი ჩანდა. მძულდა,მძულდა,მძულდა. იმ მომენტში საშინლად მძულდა. ჩემი ბრალი იყო .ჰო, არ ვენდე და შედეგიც საკადრისი მოვიმკე,მაგრამ ბავშვი ჩემიც იყო,მეც დავკარგე და მეც მასავით მტკიოდა. მეტიც,ორმაგად მტკიოდა. ის კი უბრალოდ ადგა და წავიდა. ხედავთ? იმდენად უნამუსო ვარ,რომ ჩემი გაკეთებული სიბინძურე გაბრიელს გადავაბრალე,მაგრამ არ შემეძლო,მაშინ ფიქრიც არ შემეძლო. სახელოსნოსკენ დავიძარი. ვიფიქრე,რომ იქ არაფერი დამხვდებოდა,მაგრამ შევცდი. ყველაფერი ხელუხლებელი იყო. გაბრიელის დაწყებული ნახატიც კი. ფრთხილად მივუახლოვდი და ნახატი ჩემკენ შემოვატრიალე. გავშეშდი. ნახატს ჩემი და გაბრიელის თბილი მოგონებების სუნი ასდიოდა. ყველაფერს იტევდა ეს ერთი ბეწო ტილო,რომელსაც ლაპარაკიც კი არ შეეძლო,მე კი წამიერად გამანადგურა და ბოლო მომიღო. თავი ვერ შევიკავე. ჩავიკეცე და მთელი ხმით ავტირდი. ავტირდი იმ იმედით,რომ ცრემლები ჩემს სხეულს ცოტათი მაინც გაათავისუფლებდა საშინელი ტკივილისგან. ^ ^ ^ მეექვსე თვე დაიწყო. ამჯერად დემეტრესთან ვარ,ჩემს სახლში. მივხვდი,რომ გაბრიელის სახლში ყოფნა ცუდად მოქმედებდა ჩემზე და წამოვედი. გავაწყვიტე ჩემს თავს შევებრძოლო და გონს მოვიდე. იმის მერე რაც მაგდას,თორნიკეს და დემეტრეს სახეები ვნახე ჩემი დანახვისას,მივხვდი რომ ამ ყველაფერს არ იმსახურებდნენ. მაგდამ ცხოვრებაში პირველად გამარტყა სილა. ტიროდა ჩემი და,ისტერიკულად ტიროდა და ბოლო ხმით ღრიალებდა გონზე მოვსულიყავი. სარკეში ჩავიხედე და მართლა შემეშინდა. თვალები ჩამშავებოდა,წონაში ისე დამეკლო,რომ ძვლები კარგად მეტყობოდა და რაც მთავარია, საშინლად ნატანჯი სახე მქონდა. -გამოფხიზლდი ნინე,გამოფხიზლდი. შეცდომას ყველა უშვებს,ამის ღირსი არ ხარ და საკუთარ თავს გაუფრთხილდი. _საშინლად გულნატკენი ხმით მითხრა დემეტრემ. პირველად შევდიოდი ეკლესიაში იმ შემთხვევის მერე. მოძღვარს ველაპარაკე,აღსარებაც ჩავაბარე და ბოლოს ემოციებმოზღვავებულმა ცხარე ცრემლით ვიტირე. დამაშვიდა მამაომ,მისმა ლაპარაკმა იმედი ჩამისახა და ცოდვებ მონანიებულმა ტაძარი დავტოვე. ცოტა დავმშვიდდი,მაგრამ სინდისი მაინც არ მასვენებდა. არა და არ მტოვებდა,იმაზე ფიქრი,რომ საკუთარ შვილს ვერ გავუფრთხილდი. ვიცოდი,რომ ეს შეგრძნება ცხოვრების ბოლომდე არ დამტოვებდა,შევეგუე კიდეც ამას. ^ ^ ^ გაბრიელის წასვლიდან მეცხრე თვე დაიწყო. დღეებს აღარ ვითვლიდი და ესეც კმაროდა. ნორმალური ცხოვრების ტემპს დავუბრუნდი. მეგობრებთან ერთად გასართობადაც დავდიოდი,ვიღიმოდი და ვიცინოდი კიდეც,თუმცა მაშინ როცა ღამეს მარტო ვრჩებოდი,ფიქრები მაინც არ მტოვებდნენ. მეც იძულებული ვიყავი მეფიქრა. ყველაფერზე ერთად. მათ შორის ჩემს გაუნელებელ გრძნობებზე გულედანის მიმართ. მის ნახვას ვნატრობდი. მინდოდა ერთხელ მაინც გამეგონა მისი ხმა და ყველაფრისთვის მზად ვიყავი. არ ვიცოდი რას ვეტყოდი,მაგრამ მთავარი იყო მისი იაგუნდისფერი თვალებისთვის მხოლოდ ერთხელ მაინც მომეკრა თვალი. გაბრიელზე მხოლოდ ის ვიცოდი,რომ უკრაინაში იყო. როდის ჩამოვიდოდა,რას ამბობდა ჩვენს ურთიერთობაზე ან რა იქნებოდა მომავალში ამაზე წარმოდგენა არ მქონდა. ^ ^ ^ არასდროს მჯეროდა მარადიული სიყვარულის ან გაუხუნებელი,უკვდავი გრძნობების. გულედანთან შეხვედრამდე არც სერიოზული ურთიერთობების მწამდა,მაგრამ მან ყველაფერი შეძლო. ჩემს გულში იმდენი სასიამოვნო და ლამაზი მოგონება ჩააქსოვა,უნებლიედ ყველაფრის ვირწმუნე. სიყვარულის,სიცოცხლის,ბედნიერების და მარადიულობისაც კი. ერთხელ მკითხეს, შენი საყვარელი ფერი რომელიაო. დაუფიქრებლად ვუპასუხე,იაგუნდისფერი-მეთქი. ^ ^ ^ გაბრიელს მხოლოდ ერთხელ მოვკარი თვალი,როცა ელენე ელაპარაკებოდა სკაიპით. მონატრებულ ტასიას აჩვენებდა. მაშინ სუნთქვა შემეკრა და ერთი კვირა ვერ ვიძინებდი. მივხვდი,რომ მასთან შეხვედრისთვის მზად არ ვიყავი. ალბათ ამას გულედანიც ხვდებოდა. ^ ^ ^ დეკემბრის შუა რიცხვები იყო და საშინლად ციოდა იმ ღამეს. საავადმყოფოდან ახალმა გამოსულმა,მაგრად შემოვიხვიე თხელი ჟაკეტი მხრებზე და სირბილით მივედი მანქანამდე. ტასიას დაბადების დღე იყო იმ დღეს. საჩუქრის საყიდლად უნდა წავსულიყავი და მერე ელენესთან გამევლო. დიდხანს დარჩენას არ ვგეგმავდი,ძალიან დაღლილი ვიყავი და სახლში მისვლა მინდოდა. მანქანამდე,რომ მივედი მაშინ გამახსენდა,რომ საავადმყოფოში ჩანთა დამრჩა. სწრაფად ავტრიალდი უკან,ჩანთა ავიღე და მალევე დავტოვე საავადმყოფო. ბნელოდა. კართან უცხო სილუეტს მოვკარი თვალი და მზერა ავარიდე. ჯიბეებში ჩაეწყო ხელები და ისე იდგა. გულმა მიგრძნო ალბათ. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და ვერც კი შევამჩნიე ისე წამომივიდა ცრემლები. მივხვდი რატომაც. კართან გაბრიელი იდგა. ცხოვრებაში პირველად შემეშინდა მისი ნახვის. ^ ^ ^ გავხევდი. გავშეშდი. მოძრაობის უნარი წამერთვა. თავიდან ცრემლები ჩუმად მოძრაობდნენ ჩემს სახეზე,მაგრამ მერე ხმით დავიწყე ტირილი. უკან მედგა გაბრიელი. მისი გახშირებული სუნთქვა მესმოდა და მაჟრიალებდა ყოველი გაგონებისას. არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექით ასე. მერე შეხება ვიგრძენი. მერე ბგერებიც აღვიქვი. -ნინე,ჩაჯექი მანქანაში... მისი ნათქვამი ჩემი სახელი ისე მესიამოვნა,რომ წამიერად ყველაფერი დამავიწყდა. გავბედე და მივტრიალდი. ძლივს გავარჩიე გულედანის ნაკვთები,თვალებს შევხედე და მეტკინა. იაგუნდისფერი აღარ ერქვა მის ლამაზ თვალებს,უბრალო თვალებიღა იყო. -ნინე,გემუდარები მანქანაში ჩაჯექი.. _გაბზარული ხმით მთხოვა გაბრიელმა. არაფერი მითქვამს. უხმოდ გავყევი მის ნაბიჯებს. მანქანაში ჩავსხედით. ყველა ღონეს ვხმარობდი,რომ ისევ თავიდან არ დამეწყო ტირილი. გაშეშებული მივჩერებოდი მანქანის მინებს. მანქანა დაქოქა. არ ვიცი სად მიდიოდა და რატომ,მაგრამ ხმას არ ვიღებდი. წყნეთის გზა ვიცანი. გზის პირას გააჩერა მანქანა და შემომხედა. მისი მზერა ისევ მეტკინა. -რამე მითხარი.. _მისი განადგურებული ხმა გავიგე. ხმა არ ამომიღია. მინდოდა,მაგრამ არ შემეძლო. -რამე მითხარი ნინე,გამლანძღე,მეჩხუბე,დამარტყი,მაგრამ ასე ჩუმად ნუ ხარ,გემუდარები.. ვერც ეს შევძელი. ვერაფერი ვთქვი. -შენს სიცოცხლეს ვფიცავარ,რომ გიყურებ ნელ-ნელა ვრწმუნდები რა არაკაციც ვარ. საკუთარ თავში ძალა ვერ ვიპოვე,რომ დავრჩენილიყავი და შენთან ერთად მეპოვა ხნის გზა. შენთან ერთად გადამეტანა ეს საშინელი ტკივილი. შენიც მესმის ნინე,მესმის რომ აფექტში იყავი და არ იცოდი,რას აკეთებდი,მაგრამ რომ მოგესმინა... ან მე რომ თავიდანვე მეთქვა.. _სიტყვა გაუწყდა. ღრმად ამოიოხრა და გააგრძელა. -უნდა დავრჩენილიყავი,მაგრამ არ შემეძლო. ეს რომ გამეკეთებინა,ვიცი დაგკარგავდი. ჩვენს სიყვარულს დავკარგავდი,ვერ შეგინარჩუნებდი. _ხმა უკრთოდა,შევნიშნე როგორ ამაყად მოიწმინდა გულედანმა ცრემლი. -ნინე,რამე მითხარი... უკანასკნელად გავიბრძოლე. -ვწუხვარ,რომ ასე გამოვიდა. _ძლივს ამოვთქვი. _ვწუხვარ,რომ ჩვენს შვილს არ გავუფრთხილდი,მაგრამ ამისთვის დავისაჯე გაბრიელ,საკმარისად დავისაჯე. არ გამტყუნებ,არაფერში გადანაშაულებ,უბრალოდ ახლა არ შემიძლია.. მანქანიდან გადავედი. არც შევუჩერებივარ. არ ვიცი,როგორ მივაღწიე სახლამდე. მხოლოდ ის მახსოვს,რომ მთელი ღამე გაბრიელის უსიცოცხლო თვალებზე ვფიქრობდი. ^ ^ ^ სამი დღის მერე ელენე მოვიდა ჩემთან. -მაპატიე,იმ დღეს ვერ მოვედი. არ შემეძლო. _ტასოს დაბადების დღის გამო მოვუბოდიშე. -რას ამბობ,რა სალაპარაკო ეგაა. _გამიღიმა და ჩანთიდან პატარა ყუთი ამოიღო. _ნინე,ეს გაბრიელმა გამომატანა. _მითხრა ნაღვლიანი ღიმილით. _შიგნით წერილიც დევს. ადგა და კართან მისულმა ღიმილით მითხრა. -დროა ერთმანეთს აპატიოთ. ყუთი გავხსენი. სუნთქვა შემეკრა. პატარა,ლურჯი ქვის კულონი იდო. „იაგუნდი“ _გავიფიქრე. წერილი გავხსენი. „ ჩვენს სახლში,რომ ფეხი შევდგი და შენი სუნი ვერ ვიგრძენი არ მეგონა თუ არ მოვკვდებოდი. არც შენი ნივთებია სახლში ნინე და მკლავს ეს ყველაფერი. არ ვიცი რა ვქნა,როგორ მოვიქცე. წარსულს ვერ დავივიწყებთ,ეს ცხადია,მაგრამ შეგვიძლია ერთმანეთს ვაპატიოთ. ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ,თორემ ასე ვერ გავძლებთ. ეს ერთი წელი აფექტში გავატარე,არაფერი მესმოდა და ვერაფერს ვამბობდი შენზე. დავიღალე უშენობით. არაფერი არ მინდა უშენოდ. იცი,რაც წავედი ფუნჯი ხელში არ ამიღია. რამდენჯერმე ვცადე,მაგრამ შენს იქით ვერაფერს ვხედავდი,ნინე. ამ ერთმა წელმა დამანახა,რომ შენს იქით გზა არ მაქვს. უშენობა არ შემიძლია. შენმა მონატრებამ პატიება მასწავლა ნინე,მონატრება და საოცარი სიყვარული მასწავლა. იაგუნდს გიგზავნი. პირველი იყავი,ვინც ჩემი თვალის ნამდვილი ფერი შეიცნო. ამის მერე იაგუნსიფერია მაგიური ფერი,ჩვენი ფერი. არ შემიძლია,ვერ დაგკარგავ. ლაჰილში დაგელოდები. ერთი წლის შემდეგ,დღეს პირველად დაგხატე და ვიცი,რომ მოხვალ. მჯერა,რომ მოხვალ. „ ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე წერილი. ცრემლით დაფარული ლოყები მაისურის საყელოთი შევიმშრალე. გამეღიმა. უაზროდ გამეღიმა. დრო იყო მეპატიებინა და საკუთარი თავისთვის ბედნიერების უფლება მიმეცა. ^ ^ ^ გაუბედავად შევაღე სახლის ჭიშკარი. მერე ყველაფერი მოვათვალიერე,საკუთარ თავში ძალა ვიპოვნე და ამაყად შევაბიჯე ეზოში. კიბეები ნელა ავიარე. ოთახში შევედი. გაბრიელი ხატავდა. წელს ზემოთ შიშველი იყო,სხეული აქა-იქ საღებავით მოთხვროდა. სიგარეტის კვამლისგან თვალი ოდნავ მოეჭუტა. დამინახა და წამით გახევდა. სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა,ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა. სუნთქვა შემეკრა. ფრთხილად მომკიდა ნიკაპში ხელი და თავი მაღლა ამაწევინა. -მჯეროდა,რომ მოხვიდოდი. _გაეღიმა. ვეღარ გავუძელი. აცრემლიანებული დავეკონე მის ტუჩებს. წამით მომცილდა,ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში გამჭოლად ჩამხედა. ახლა ნამდვილად იაგუნდისფერი თვალები ჰქონდა. მერე ფრთხილად წამეტანა ტუჩებზე. ნელ-ნელა ყელს დაუყვა და კაბაც შემომეძარცვა. მონატრებული გულედანის მკლავებში ვნებივრობდი და კლავ გაფერადებულ გრძნობებს შევხაროდი. ^ ^ ^ დღეს მაგდას დაბადების დღეა. სამზარეულოში ვფუსფუსებთ მე და ელენე და ვცდილობთ ყველაფერი გემრიელი გამოგვივიდეს. სამზარეულოში გაბრიელი შემოდის. როგორც ყოველთვის მხიარული და ნათელი სახე აქვს. -ლევანს და თეას უთხარით რამე,ისევ ჩხუბობენ. _დაიწუწუნა გაბრიელმა და ხელი გადამხვია. -თქვენც მასე იყავით თავიდან. _ჩაერია ელენე. მე და გაბრიელს გვეცინება. გულედანმა შუბლზე მაკოცა და ყურთან ჩამჩურჩულა. -არაფერიც! ჩვენი ტაფის ამბავი ისტორიას დარჩება. გამეღიმა და გულედანს წვერიან ლოყაზე ვაკოცე. სამზარეულოში ტასია შემოტანტალდა. -ნინე,ლაღაც უნდა გკითხო. _მითხრა და ლამაზი თვალები შემომანათა. -გისმენ პრინცესა.. _ვუთხარი ღიმილით. -ბიძია გაბლიელი როგორ გაიცანი? _თვალები ეშმაკურად ააფახუნა. გაბრიელმა ჩაიფხუკუნა და სიცილ-სიცილით დატოვა სამზარეულო. -ტასო,მოდი გიგა ბიძიასთან რაღაცას დაგაბარებ ხო? _ვუთხარი სიცილით. _ასე გადაეცი,მაგ ენას თუ არ გააჩერებ,უსაჭმლოდ დარჩები თქოოო... ტასომ გემრიელად გადაიკისკისა,მერე თავისი ბოტოტა ხელები ოდნავ წამოზრდილ მუცელზე დამისვა და ოთახში გაბარბაცდა. ღიმილით დავაჩერდი მუცელს,ორივე ხელი გადავატარე და დავუჩურჩულე. -შენც მოგიყვები,როგორ გავიცანი გულედანი. ოღონდ,როცა დიდი ბიჭი გახდები მაშინ... ^ ^ ^ ახლა? ახლა ყველაფერი კარგად არის. მაგდა და სანდროც ელოდებიან პატარას. თორნიკე და ელენე დაახლოვდნენ,მაგრამ ჯერ არ ჩქარობენ სერიოზული ნაბიჯის გადადგმას. ლევანს და თეას ერთმენთთან ჩხუბი ისე მოსწონთ,მალე ახალი წყვილი გვეყოლება სამეგობროში. გიგა ისევ მარტოა და ჩვენს ნერვებზე თამაშით ირთობს თავს. მეხუთე თვეში ვიყავი,როცა მე და გაბრიელმა ჯვარი დავიწერეთ. ლაჰილში,ჩვენს ეკლესიაში. გრძელი კაბა არ მცმია. არ მინდოდა. ჩვენს ქორწილშიც ვიცეკვეთ მე და გაბრიელმა ტანგო. შუა ქორწილიდან მომიტაცა გულედანმა. -სად მივდივართ? _ვიკითხე ღიმილით. -იქ,სადაც მარტო მე,შენ და პატარა ვიქნებით. ხელი მუცელზე მომისვა და თვალები შემომანათა. დრო გადის,მაგრამ გულედანის სიყვარულით და ბედნიერებით სავსე იაგუნდისფერი თვალები არ იცვლება. დ ა ს ა ს რ უ ლ ი. ____________ არ ვიცი საიდან დავიწყო. პირველად,რომ ავტვირთე ისტორია საერთოდ არ მეგონა ამდენი მკითხველი თუ ეყოლებოდა, მით უმეტეს ვერ წარმოვიდგენდი ასეთ თბილ დამოკიდებულევას თუ დავიმსახურებდი თქვენგან. თამამად ვამბობ,რომ ეს ჩემი პირველი ისტორიაა,რომელიც ბოლომდე მივიყვანე. ვიცი ბევრი შეცდომაა და გპირდებით ნელ-ნელა სხვა ისტორიებში დავხვეწავ. ამ ისტორიას რაც შეეხება,ყველაფერი თავიდანვე მქონდა გათვლილი. ასე მინდოდა მომხდარიყო და ჩანაფიქრს ვერ გადავუხვევდი. მაპატიეთ თუ იმედები გაგიცრუეთ. <3 ყველას ძალიან,ძალიან დიდი მადლობა ვინც მთელი ამ დროის განავლობაში ჩემს გვერდით იყავით. ძალიან მიყვარხართ ყველა და გპირდებით მალე დაგიბრუნდებით ახალი ისტორიით!!! <3 <3 <3 თქვენი GoneWithDreams <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.