შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათნოების ორმოცდაათი ელფერი (დასასრული)


2-04-2016, 22:13
ავტორი nini namicheishvili
ნანახია 2 325

მეოცე თავი.
-რისი თქმა გინდა ალექს ?-იკითხა ჰანანმა.
-მოკლედ ,ის რომ მამაჩემი ასე ცივ უარს გეუბნებათ წამოსვლაზე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბრალია და სხვა არავის .ვიცი ეს თქვენთვისაც ცნობილია.იცით კიდეც რატომაც,გარდა ამისა მე იქ არც მეგობრები მყავს ,მაგრამ მიანც მინდა ცოტა ხნით ვნახო იქაურობა.ასე რომ...
-მოდიხარ ?-არ აცაადა დასრულება ნურამ.
-ასე რომ-კვალვ განაგრძო ალექსმა თანაც გოგონას თვალს არიდებდა.-ოდესმე აუცილებლად ჩამოვალ ამერიკაში.ახლა ვერ თუმცა დადგება დრო როცა იქ ისევ დავბრუნდები...
-კი მაგრამ ალექსს წამოდი ჩვენთანა ,რა მნიშვნელობა აქვს ახლა დაბრუნდები თუ მანდამაინც რამოდენიმე წლის შემდეგ ?-არ ეშვებოდა ჰანანი.
-იციც ,მე ერთი ძალიან ,ძალიან დიდი რაღაც მაქვს გასაკეთბელი...იქ ამერიკაში ერთ ადამიანს პირობა მივეცი და სანამ ამ პირობას არ შევასრულებ მანამდე იქ ვერ დავბრუნდები...
-კი ,მაგრამ ხომ შეიძლება რომ იმ ადამიანს მოუბოდიშო ან აუხსნა რომ ასე უკეთესი იყო ?-ჰკითხა ასადმა.
-არა ,ის იმდენად ძვირფასია ,რომ მისთვის მიცემული პირობა ჩემთვის შეუბღალავია ...ახლა კი მაპატიეთ უნდა წვაიდე ...ნახვამდის ,ალბათ ერთმანეთს დიდხანს ვერ შევხვდებით-ეს უკანასკნელი სიტყვები კი ნურასთვის იყო განკუთვნილი.ნურა კი მთელი ამ საუბრის განმავლობაში გაშეშებული იჯდა და ალექსის მიერ ნათქვამი სიტყვები უტრიალებდა თავში.
-ესიგი მისთვის ვიღაც იმდენად ძვირფასია რომ მისთვის მიატოვა ყველაფერი და თურმე პირობაც უნდა შეუსრულოს ?-ეკითხებოდა თავის თავს ნურა.-მე კი მეგონა რომ დედამისის გამო იქცეოდა ასე ამას კი ვიღაცისთვის პირობა მიუცია და მის ნებაზე დადაის.თუმცა რა გინდა ნურა ? მას არც არფარით დაუვალდებულებია თავი.ეს კოცნა მისთვის ჩვეულებრივი იქნებოდა ,შენ კი რა სულელი ხარ ..ერთმა კოცნამ შეგაყვარა...-ნურა საკუთარ თავს ლანძღავდა...
ასადთან მისკუპებული ჰანანი თავს უბედნიერესად გრძნობდა ,მაგრამ დროგამოშვებით ნურასკენ გააპარებდა ხოლმე მზერას ...მართალია ბოლომდე გაცნობირებეული არ ჰქონდა მაგრამ ხვდებოდა რომ ნურასა და ალექსს შორის რაღაც ხდებოდა ,რაც შეიძლება ამ ოსრაც არ ჰქონია გაცნობიერებული....თვითმფრინავიიი სწრაფად მიიწევდა წინ და ნურასა და ალექსს შორის არსებულ მანძილს კიდევ უფრო ზრდიდა...
თითქოს ნურა რაღაცას დაემძიმებინა ,თვითმფრინავიდან ჩასულს ერთი სული ჰქონდა როდის გაარღვევდა გარშმო შემოხვეული ჯურნალისტების წრეს ...თავს საოცრად დაღილად გრძნობდა...ჰანანი ამჩნევდა ნურას ხასიათის ცვლილებას და ცდილობდა რაიმეთი გამხიარულებინა .სახლში როგორც კი მივიდნენ მის სკოლაზე დაიწყო საუბარი ,მაგრამ ამით ნურას სახეზე გამეფებული სევდა მაინც ვერ წაშალა.
-რა გინდა ნურა ? გინდა ჩამოვიდეს ? გინდა ისევე მოგაძახოს მიყვარხარო როგორც მაშინ ? გგონია ასე უბრალოდ მოგვარდება ყველაფერი ? შენ ხომ თავადაც არ იცი გიყვარს თუ არა ,არც ის იცი ვინ არის ის ვისთვისაც პირობა აქვს მიცემული ...-თავის თავთან სუაბარს ისევ განაგრძობდა ნურა და ხვდებოდა რომ მართლაც არავითარი საფუძველი არ ჰქონდა ალექსისთვის რაიმეს სათხოვნად...
კლუბში ძალით წაყვანილი მაქსი გაბუტული ბავშვივით იჯდა ერთ კუთხეში და კუშტი მზერით აკვირდებოდა მოცეკვავე წყვილების ერთმანეთში ახლართულ სხეულებს ...ლეტიცია რიჩარდთან და ლიზასთან ერთად ცეკვავდა ,მაგრამ როცა ბოლოს რომანტიკული მუსიკა ჩაირთო აშკარად მიხვდა ,რომ ზედმეტი იყო და დასაჯდომად წამოვიდა.მაქსთან დაჯდა ..რამოდენიმე ხანი ერთმანეთს ხმას არ სცემდნენ...
-რატომ მოდიოდი ? იჯექი ახლა ასე...-თქვა მაქსმა ისეთვიე სასაცილო სახით რაც აქამდე ჰქონდა...
სხვა დროს ლეტიცია გაბრაზდებოდა ,მაგრამ ახლა ის ძალზე შეცვლილიყო და უბრალოდ გაეცინა .
-რა გაცინებს ?
-არაფერი ისე უბრალოდ-სიცილით ამბობდა გოგონა ,მაგრამ უეცრად გაჩუმდა და მაქსმა მათ შორის არსებული დისტანციის მიუხედავადაც კი იგრძნო როგორ ათრთოლდა გოგონას სხეული...უნებურად მამაკაცმა მისკენ გააპარა მზერა და გაოცებული დარჩა...წამის წინ კარგ განწყობაზე მყოფი ლეტიცია ცახცახებდა და შეშინებული სახით იყურებოდა გარშმო...უფრო მეტიცი მამაკაცმა იგრძნო როგორ შემოეხვა გოგონას ხელები ,როგორ მიეკრა სუსტი სხეული და ათრთოლებულმა შვებით როგორ ამოისუნთქა.ეს ყველაფერი მაქსის დაუკითხავდა და გაუცნობიერებლად მოხდა .გაურკვეველი მიზეზით შეშინებული ლეტიცია მამაკაცა მთელი ძალით უჭერდა ხელებს...უცანურია ,მაქსს ეგონა რომ გოგონას ერთი შეხებაც კი ზიზღის მომგვრელი იქნებოდა მისთვის მაგრამ ასე არ მოხდა .მის ზურგზე შემოჭდობილი ხელებიდან იმხელა სითბოს ,ენერგიასა და ნდობას გრძნობდა რომელიც აქამდე არასოდეს უგრძნია ლეტიციასაგან...თითქოს გოგონას მკლავებიდან ულევი ენერგია გამოდიოდა და პირდაპირ მის სხეულში იღვრებოდა ...თანდათანობით მამაკაცზე მიკრულმა სხეულმა ცახცახი შეწყვიტა და ლეტიციაც დამშვიდდა...
-მაპატიე-ამოთქვა ლეტიციამ და შედარებით დამშვიდებული ,გაემართა აივნისკენ...კლუბი პირველ სართულზე იყო მოთავსებული და ამიტომ მისი აივანი პირდაპირ ბაღში გადიოდა ,სწორედ ამ ბაღში დადგმულ სკამზე ჩამოჯდა ლეტიცია და ისევ აჩქარებული სუნთქვის და გულის ცემის შენლება სცადა...რაღაც მომენტში გაკვირვებული მაქსიი სულაც არ აპირებდა უკან გაჰყოლოდა ,მაგრამ ბოლოს რამოდენიმე წამის წინ მომხდარმა აიძულა გოგონას უკან მიჰყოლოდა ...როცა ბაღში რომლის ერთადერთ განათებას მთვარის შუქი წარმოადგენდა ,მამაკაცი მის ზურგს უკან აღმოჩნდა ,უცნაურმ აგრძნობამ მოიცვა...
-რას აპირებ?-სადღაც სულის რომელიღაც ნაწილიდან დაუსვეს კითხვა მაქსს...
რომელიც მამაკაცმა პასუხგაუცემელი დატოვა და მძიმე ნაბიჯები გადადგა გოგონასაკენ...მის დანახვაზე ლეტიცია უცნაურად შეკრთა და სახეზე აშკარა უსიამოვნება გამოეხატა...
-რა ხდება ?-იკითხა მაქსმა რამოდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ.
-არაფერი.
-ტყუილებს ვერ გადაეჩვიე ?
-ზოგჯერ აუცილებელია...
-ახლაც ?
-ახლაც...
-ესიგი არაფერი გაქვს სათქმელი ?
-არა...
კიდევ რამოდენიმე წუთი ასე ისხდნენ ,მერე კი მათ მოსაძებნად გამოსულმა რიჩარდმა ორივე კლუბში შეიყვანა.ერთი წვეთი სასამელიც კი არ დაულევიათ არცერთს ...მაქსს კიდევ უფრო წახდომოდა გუნება ,ლეტიცია კი უცნაურად მოღუშული და შეშინებული მზერით ათვალიერებდა კლუბს.
რიჩარდი და ლიზა უკვე კარგად დაღლილები იყვნენ...რადგანაც მაქსის კოტეჯი საკამოდ პატარა იყო ,გადაწყვიტეს სასტუმროში გაეთიათ ღამე...თუმცა მხოლოდ ორი ნომერი იყო თავისუფალი...
-რა პრობლემააა გაბუტული გვირტები ერთად -წაიბურდღუნა მთვრალმა რიჩარდმა ,რომელიც მაქსის მხერბზე იყო ჩამოკიდებული...
-რა პრობლემააა ორი მუშტი ერთად -თქვა მაქსმა და კუშტი მზერა მიაპყრო მენეჯერს ,რომელმაც მათი ვერაფერი გაიგო და შეშინებულმა მისცა ნომრების გასაღები.
მთვრალი რიჩარდი და მაქსი ერთ ოთახში მოთავსდნენ ,ხოლო ლიზა და ლეტიცია კი მეორეში.რიჩარდს მალევე ჩაეძინა ,ხოლო მაქსი კი დიდხანს იდგა აივანთან...ლეტიციას უცნაური საქციელის მიზეზს ვერ წვდებოდა ,თუმცა ბევრი ფიქრის შემდეგ მაინც ვერაფერი გაიგო და რიჩარდს მიუწვა.თვალის მოხუჭვაც ვერ მოასწრო ,რომ რიჩარდმა საშინელი ხვრინვა დაიწყო...მაქსმა რამოდენიმეჯერმე შეანჯღრია მაგრამ ვერაფერი მოუხერხა და ისევ ბაღში ჩასვლა გადაწყვიტა...
სახეზე ღამის ოდნავ შეხუთული ,თუმცა მაინც სასიამოვნო ჰაერი ელამუნებოდა და საოცრად ამშვიდებდა...უეცრად გაახსენდა თუ რა უთხრა მაშინ ლეტიციას...
-საოცრად დაღლილი ?-კითხა დაუსვა თავის თავს ,თუმცა თვითონაც არ იცოდა რატომ .პასუხის მოფიქრება ვერ მოასწრო რომ ,რაღაც ხმამ შეაკრთო .იმ ადგილთან ახლოს სადაც მაქსი სეირნობდა პატარა ყვავილების ხეივანი გაეშენებინათ ,ხევიანი პატარა მესერით იყო გამოყოფილი ...სწორედ ამ მესრის მიღმა მაქსმა ვიღაცის ლანდს მოკრა თვალი...
სხვა დროს არ გაყვებოდა ,მაგრამ ახლა რატომღაც დაინტერესდა .აშკარა იყო რომ ლანდი პატრონს არ უნდოდა მაქსისთვის თვალსაჩინო გამხდარიყო და ახლა გაქცევას აპირებდა .თუმცა მაქსი მესრისკენ გაიქცა და ადვილად გაარჩია ლეტიციას სხეული...
-ლეტიცია !-დაუძახა მან ,თუმცა გოგონა მაინც არ გაჩერდა მაშინ მაქსი დაეწია და ხელი მლავში წაავლო...
მის წინ გაფემკრთალებული და ათრთოლებული ლეტიცია იდგა და მთელი სხეულით კანკალებდა...ხელები საოცრად ცივი ჰქონდა ...
-რა ხდება ?
რამოდენიმე ხანი გოგონა დუმდა ბოლოს კი სრულიად საპირისპირო შეკითვხა დაუსვა.
-საოცრად დაღლილი ?-გაიმეორა მან.
-ხმამაღლა ვფიქრობდი ?
-კი.
-მერე შენთვის რა მნიშვნელობა აქვს ?
-მე დაგღალე არა ?-ამოთქვა გოგონამ.
-რას აკეთებდი აქ ?
-ვსეირნობდი.
-დღეს რა დაგემართა ? როდემდე უნდა მიმალავდე ყველაფერს ? ნუთუ არ დაგღალა ამდენმა სიცრუემ ?
-გთხოვ უბრალოდ დამშვიდდი.უნდა წავიდე -უთხრა გოგონამ და სასტუმროს შენობაში დაბრუნდა...
ერთი კვირა გავიდა და მომავალი კვირის ორშაბათს ნურა უკვე ახალ სკოლაში შედგამდა ფეხს...პირველივე დღიდან მიხვდა რომ ამ კლასში ვინმე ძლიერი კონკურენტი არ ეყოლებოდა...ისეთი როგორც ალექსი იყო...მთელი თავისი არსებით ჩაეფლო სწავლაში და ბევრსაც მიაღწია...
ჰანანსა და ასადს ჯურნალისტთა უმარავ კითხვაზე უწევდათ პასუხის გაცემა...
-ეს რა არის საყვარელო ?-იკითხა ჰანანმა ,როდესაც ახალგამოღვიძებულს საწოლთან ლამაზი და უზარმაზარი ყუთი დახვდა.
-გახსენი-მეორე ოთახიდან გაისმა მამაკაცის ხმა და მერე ასადიც გამოჩნდა...სველი თმა ლამაზად უბრწყინავდა,წელზე პირსახოცი შემოეხვია და მისი დაკუნთული სხეული ,რომელსაც საპნის არომატული სუნი უდიოდა კიდევ უფრო მომნუსხევლი იყო ჰანანისთის.
-მგონი ჩემი დანახვისას აღარ უნდა იბნეოდე უკვე -გიაცინა ასადმა და საწოლზე ჩამოჯდა.ჰანანი ფიქრებიდან გამოერკვა და საპასუხოდ ირონიული ღიმილი სტყორცნა.
-არა ,ძვირფასო ეს შენ მომაჩერდი ისე რომ გავიფიქრე გუშინდელმა ღამემ დაუკმაყოფილებელი დატოვათქო.
-ოჰოოო-გაუკვირდა ასადს.-საშიშ თამაშს თამაშობთ ქალბატონო.
-რა არის ყუთში ?
-გახსენი გახსენი .
ჰანანმა გახსნა და შიგნით სათამაშოები დანიახა.
-ჩვენ ხომ ბავშვი არ გვყავს.
-არა ეს თავშეასფრის ბავშვებისთვისაა.
-მართლა ?-სიხარულით გაბრწყინებული თვალები შეანათა ჰანანმა.-არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ.
-აბა ჩაიცვი წავიდეთ -უთხრა ასადმა.მაგრამ გახარებულმა ჰანანმა გადაწყვიტა მეუღლესთან ეცელქა და ხელი მამაკაცის პირსახოცისკენ წაიღო .გამოქაჩვა უნდოდა ,მაგრამ ასადმა პირსახოცს ხელი სწარაფდ მოუჭირა...
-ოჰოო ქალბატონო რა სიველურეა-გადაიხარხარა მან და ჰანანს ტუჩებზე დაეწაფა.რამოდენიმე წამში პირსახოცი ზედმეტი გახდა და ყველაფერი ისე მოხდა როგორც ჰანანს უნდოდა....
-მივდივარ-მოულოდნელად გამოუცხადა ლეტიციამ მაქსს...
-რატომ ?
-არ ვიცი შენ ხომ ასე გინდოდა...
-ეს ყველაფერი ჩემი სურვილის გამო არ ხდება.
-უბრალოდ გამიშვი-ამოთქვა ლეტიციამ და კარი გაიხურა .მაქსი ამჯერადაც არ გაჰყოლია უკან ...უბრალოდ უკან დარჩენა ამჯობინა...
საოცრად სწრაფად და შეუმჩნევლად გაიარა ყველასთვის რამოდენიმე თვემ...ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა.ლეტიციას წასვლიდან მეორე დღესვე მაქსი ნარკოტიკს შეეშვა...მიხვდა რომ მისი დაღლილობისა და სიცარიელის მიზეზი ლეტიციას არ ყოფნა იყო და გადაწყვიტა მოეძებნა გოგონა,თუმცა უშედეგოდ უკვე დიდი ხანია ეძებს თუმცა მასზე ვერფაერი გაიგო...რაც შეეხება ნურას მან იმდენს მიაღწია რომ ,თავისი სკოლის საუკეთესო მოსწავლედ აღიარეს და სკოლის დასრულებისთანავე საჩუქარიც მისცეს...ზაფხულის არდადეგებს ასადის დაკავებულობის გამო ამერიკაში ატარებდნენ და ვერსად წასვლას ვერ ახერხებდნენ...
ერთ დღეს ნურას ოთახში შესულმა მის საწოლზე რაღაც ძალიან ფერადსა და ლამაზს მოვკარი თვალი...შორიდან ვერ მივხვდი რა უნდა ყოფილიყო ,თუმცა რომ მივუახლოვდი მივხვდი რომ ეს გულმოდგინედ და მონდომებით შესრულებული ნახატი იყო...მის გვერდით კი შედარებით უფრო ძველი ასეთივე ნახატი იდო ,რომელიც საკმაოდ დაკუჭული და შელახულიც იყო.მაშინ ჩუმად გამოვიპარე ოთახიდან თუმცა მივხვდი ,რომ ეს რაღაც ნურასთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო...
-ქალბატონო ჰანან,ეს თქვენი დის ჯილდოა ...ხატვის კონკურსში გამარჯვებისთვის -უთხრეს ერთხელ ჰანანს და თან კონვერტი გადმოსცეს.
სახლში დაბრუნებულ ნურას ჰანანმა ახალი ამბავი ახარა და მისმა ნახატმა დააინტერესა.
-როგორ გითხრა -უხერხულად გაიღიმა ნურამ.-ეს ჩემი დახატული არ არის ,მე მხოლოდ მისი ასლი შევქმენი.კონკურსზე კი ამ ნახატმა გაიმარჯვა-უთხრა ნურამ და ჰანანის წინ ძველი,დაკუჭული ნახატი დაუდო.ეტყობოდა რომ მასზე დიდი ხნის წინ რაღაც სითხე გადასხმოდათ,ამ ადგილზე ნახატი დაკუჭული იყო.
-ეს ? აბა ვისია ?
-ეს ნახატი.ალექსისაა -თქვა ნურამ.-შესაბამისად ეს თანხაც მისია და მე არაფერი მესაქმება მასთან.
-კი მაგრამ ის ხომ აქ არ არის .
-არაუშავს ფულს გადავუგზავნი...
უმარავი დრო გავიდა მას შემდეგ რაც ბოლო სუაბრისას ალექსი საკმაოდ ცივად და მშრალად გამოემშვიდობა მას .
-კარგი ,დავრეკოთ-უთხრა ჰანანმა.
ჰანანმა ტელეფონი ისე ჩართო ,რომ მოსაუბრის ხმა ნურასაც გაეგონა.აღელვებული გოგონა ღრმად სუნთქავდა და ელოდა როდის უპასუხებდნენ ტელეფონს,მართლაც მალევე ალექსის მამის ხმა გაისმა...
ჰანანმა მოკლედ უმაბო იმის შეასხებ რისთვისაც ურეკავდა.
-არა მგონია ალექსი ამაზე დათანხმდეს ...-თქვა მან.
-იქნებ ალექსი დამალაპარაკოთ ?-იკითხა ჰანანმა და ნურას გახედა ,რომელიც კედელს ხელებით ჩაფრენოდა და დაძაბული უყურებდა ტელეფონს.
-გისმენთ-ტელეფონიში ალექსის ხმამ გაიჟღერა და ნურას ის საკმაოდ შეცვლილი და შორეული მოეჩვენა.
რამოდენიმე საათის საუბრის შემდეგ ჰანანმა ვერფარით დაითანხმა ალექსი...ბიჭმა მხოლოდ იმის გამო გამოთქვა გაკვირვება ,რომ მისი ნახატი ასე მოეწონათ...
-ნურა როგორ არის ?შეუძლია დამელაპარაკოს ?-იკითხა მან და ჰანანმა კიდევ ერთხელ გახედა კედელთან ატუზულ ნურას ,რომელმაც ხელები გაშალა უარყოფის ნიშნად და ლამის ყელი მოიგლჯა ,იმისთვის რომ ჰანანს ეთქვა არაო...ჰანანმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ალექსს უარყოფითი პასუხი გასცა...
-არაუშვას.იმედია კარგად არის...-თქვა ალექსმა და ამის შემდეგ მათი სუაბარი ჩვეულებრივი გამომშვიდობებით დასრულდა.
-რატომ არ დაელაპარაკე ?-ჰკითხა ჰანანმა.თუმცა ამაზე პასუხი ნურასაც არ ქონდა ...ვერ აეხსნა ,როცა ალექსის ხმა გაიგონა ,მთელ სხეულში საოცარმა ჯრუნატელმა დაურა და ადგილზე გაიყინა ამიტომ გაუჭირდა რაიმეს თქმა ...ფული კი საგულდაგულოდ შემოინახა .გულის სიღრმეში მაინც სჯეროდა ,რომ ალექსი ოდემსე დაბრუნდებოდა.
-ეს ამბავი უკვე აღარ მომწონს ...-უთხრა მაქმა რიჩარდს.
-გეთანხმები ,ლეტიცია ასე არ დაიკარგებოდა .უკვე რამოდენიმე თვეა აღარ გამოჩენილა.
-არა ,უკვე შვიდი თვეა რაც გაუჩინარებულია და არვინ ,მათ შორის მისმა მეგობრებმაც არ იციან სად არის.არც ასადმა და ჰანანმა იციან რამე .დედამისის საშინლად ანერვიულებულია ...პოლიციას რომ მივმართოთ ,ამასაც არ აქვს აზრი უკვე თვეებია არ ჩანს...
-მოდი ისევ რომელიმე გამომძიებელი დავიქირაოთ და მისი დახმარებით მოვძებნოდ აბა სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ !
-ასადმა მითხრა რომ დამეხმარებოდა ,მასთან უნდა წვაიდეთ -თქვა მაქსმა.
მართლაც ,ბოლო პერიოდში ასადი და მაქსიც დამეგობრდნენ .ამერიკაში ჩამოსვლიდან სულ ცოტა ხანი იყო გასული როცა მათ ერთობლივად დაიწყეს ლეტიციას ძებნა ,თუმცა გოგონას არსად ჩანდა.
-ვფიქრობ იმ კლუბში უნდა წვაიდეთ ,სადაც თქვენ იყავით მაშინ,შენ ხომ თქვი რომ სწორედ იქ დაიწყო გოგონას უცანური ქცევა.-უთხრა ასადმა.
-კი ,მართალია .ამაზე ჩვენც ვიფიქრეთ მაგრამ რა აზრი აქვს ? კლუბში ყოველდღე უმარავი ადამიანი დადის და იმ ადამიანს რომელმაც ლეტიცია გაიტაცა მანიც ვერ ვიპოვით -თქვა რიჩარდმა.
-ხომ ,ხედავთ უკვე მისი მოტაცების აზრამდეც დავედით .აქამდე ვთვლიდით რომ უბრალოდ დაიკარგა ან სადმე წავიდა თუმცა ყველა ეს ვარიანტი ზღაპრულია და მოტაცების ვარიანტი ყველაზე ნამდვილად მიმაჩნია.მე ნამდვილად არ ვიცი იმ ადამაინის შესახებ არაფერი ,იმ საღამოს არავინ დამინახავს ...მაგრამ ვფიქრობ შეიძლება კლუბის ვიდეოჩანაწერების არქივი ვნახოთ...-თქვა მაქსმა...
-მართლაც კარგი აზრია ,თუმცა ამისთვის პატარა დახმარებაც დაგვჭირდება.
მართლაც ,იმავე საღამოს შეიარაღებული რიჩარდი,მაქსი და ასადი კლუბში შევიდნენ ,რამოდენიმე სანდომიან კაცთან ერთად.აქ როგორც ყოველთვის საშინელი ხმაური იყო გამეფებული ასეთ ხალხმრავლობაში ადვილად მიაღწიეს იმ ოთახამდე სადაც ვიდეო კონტროლი ხდებოდა ,თუმცა აქ დაცვა გადაეღობათ და იძულებულები გახდნენ რამოდენიმე წამით შეფერხებულიყვნენ.თუმცა საბოლოოდ მაინც მისცეს კლუბის არქივის ნახვის საშუალება რათქმაუნდა ძალდატანებისა და მოქრთამვის მცდელობის შემდეგ,ასადი ,რიჩარდი და მაქსი უკვე რამოდენიმე თვის წინანდელ ჩანაწერებში იქექებოდნენ.
-აი ლეტიციაც , ჩემს გვერდით იჯდა -წამოიძახა მაქსმა .მალევე მათ წინ იმ ადამიანის სახეც გამოისახა ...ადვილი შესამჩნევი იყო როგორ უყურებდა შავგვრემან სახეზე მოთავსებული პატარა,წვრილი და ცივი თვალები გოგონას...მამაკაცის სახე ნათლად ჩანდა რადან ვიდეოთვალი სწორედ ლეტიციას თავზემოთ იყო და მის სახეს ააშკარავებდა.
-ახლა შეგვიძლია ფოტო გადავუღოთ და მის ძებნას შევუდგეთ-ისევ მაქსმა დაარღვია სიჩუმე.თუმცა ასადმა მოულოდნელად ხელის აქნევით ანიშნა ,რომ გაჩუმებულიყვნენ და კვლავ ეკრანისთვის შეეხედათ.ლეტიცია და მაქსი გავიდნენ,ხოლო მამაკაცი ბარის მაგიდას მიუახლოვდა და გოგონას გამოელაპარაკა.
-როგორც ჩანს კარგად იცნობს -თქვა რიჩრადმა.
-ახლავე წავიდეთ და დაველაპარაკოთ-თქვა მაქსმა და წასასვლელად წამოდგა...
ასადმა მაისურში ხელი ჩაავლო და ისევ შეაჩერა.
-სულ გამოშტერდი ? გოგოონია იმ კაცს მარტო ეს გოგო იცნობს აქ ? ნუთუ ვერ ხვდები რომ საკმაოდ გავლენიანი ვინმე იქნება...ვიდეოსთვის კარაგდ რომ გეყურებინა დაინახავდი რა მოწიწებით ექცეოდნენ ,ასე კი ყველას არ ექცევიან.აშკარად დიდი გავლენა აქვს აქაურობაზე ..ასე რომ მასთან პირდაპირ მიჭრა და იმის კითხვა ის კაცი ვინ იყოოო ,რათქმაუნდა არ ივარგებს .სხვები მაშინევ შეატყობინებენ რომ ვიღაცები ეძებენ და ისიც ისე აორთქლდება ,რომ ვეღარასდროს იპოვი...ახლა აქედან გასვლაზე უნდა ვიფიქროთ .
-კარგი,თუმცა როგორც კი აქედან გავალთ იმ გოგოს ყველაფერს ვათქმევინებთ-კბილებში გამოსცრა მაქსმა.
ის ორი ადამიანი ,რომელთა მოსყიდვაც მოახერხეს კვლავ კართან იდგნენ ,უპრობლემოდ გამოვიდნენ გარეთ...
-რა გინდა ?-იკითხა ლეტიციამ და შეკრული ხელების გათავისუფლება ცადა.
-მე ? მე რა უნდა მინდოდეს ?-ოთახი მამაკაცის ირონიულმა და ცივმა ბარიტონმა გააპო.
-შენ ეს ყველაფერი სასაცილო გგონია ? ნუთუ ვერ ხვდები რომ მალევე პოლიცია დაგიჭერს...
-რომ არ ვიცოდე ვინ ხარ ახლა ეჭვი შემეპარებოდა და ვიფიქრებდი ლეტიცია სად გაქრა მეთქი.ესეიგი მაინც დაუბრუნდი არა შენ საყვარელს არა ?
-ის ჩემი საყვარელი არ არის .რა გინდა ჩემგან ?
-მე არაფერი...მე მხოლოდ დავალებას ვასრულებ და ვისია ეს დავალება მალევე შეიტყობ ...
შემდოგომში ლეტიციას პირი აუკრეს და თავისთავად კითვების დასმა უკვე შეუძლებელი გახდა.რამოდენიმე საათში ჩაძინებული გოგონა ნჯღრევამ გამოაფხიზლა.ვიღაც საშინლად ანჯღრევდა ...თვალები გაახილა და მის წინ ის პიროვნება დაინახა ვისიც ყველაზე მეტად ეშინოდა...
-ნუ გეშინია პატარავ ,ჩემთან ხომ იცი არაფერი მოგივა -მისი ხმა საშინლად მოხვდა ყურში და მთლიანად თრთოლამ აიტანა...
ეს ის ადამიანი იყო ვინც ერთხელ ღამის კლუბში აეკიდა და მას შემდეგ თავიდან ვეღარ იშორებდა ...ახსოვს ერთხელ როცა მარტო მოდიოდა სწორედ მის წინ მდგარი მამაკაცი გადაეღობა წინ...მერე ახსოვს რომ მოხდა რაღაც საშინელება ,ის რაც ყველაზე მეტად ტკიოდა და მისი ცხოვრების შავ ლაქად რჩებოდა ...ის რამაც ის უკიდურეს დონემდე დაიყვანა...ამ მამაკაცმა მასზე ძალა იხმარა და ახლა ურცხვად იდგა მის წინ...რას გრძნობდა ლეტიცია ამ დროს ? რომ გეკითხათ ენით ვერ აგიწერდათ.ეს იყო რაღაც სიძულვილისა და შიშის ნაავი ,რომელსაც მთელ მის არსებაში გაედგა ფეხი...
მამაკაცმა გოგონას მხრებს ხელები შემოაჭდო .ლეტიციამ კი საშინელი გულის რევა იგრძნო...მერე ძლიერად მოუჭირა ხელი სახეზე და პირში ჩადებული ნაჭერი მოაძრო.
-გამიშვი-ამოიტირა ლეტიციამ...
თუმცა მამაკაცს მისი არ ესმოდა .მასზე ძალადობა სისევ ცდილობდა .უეცრად გოგონამ შეაფურთხა ამის მერე ლეტიციამ იგრძნო რომ სახეში ძლიერად გარტყეს ,დაინახა როგორ წამოვიდა წითელი სითხე ტუჩიდან და ცხვირიდან ,სახე აეწვა ,საშინელმა თავბრუსხვევამ მოიცვა და გონება მალევე დაკარგა...
გოგონა არხეინად მოაბიჯებდა ჩაბნელებულ ქუჩაში .თუმცა სამი მამაკაცი სწრაფად გადაუდგა წინ და ქუჩის უფრო ბნელი კუთხისკენ წიაყვანა.დაფეთებული გოგონა ყვირლის აპირებდა ,მაგრამ ასდამა პირზე ხელლი აფაარა და მისი ‘დაკითხვაც’ დაიწყო.
-რას ქვია არ იცნობ ?!-დაიღრიალა მაქსმა ,ასადი მოაშორა გოგონას და თავად მოუჭირა ხელი კისერში.
-იცოდე ახლავე და აქვე მოგახრჩობ თუ რამეს არ გვეტყვი ! დარწმუნებული ვარ მისი მისამართიც გეცოდინება და ახლავე მოგვიყვები ყველაფერს !
მაქსის რეაქციამ მართლა იმოქმედა გოგონაზე და შეშინებულმა სწრაფად თქვა ყველაფერი რაც იცოდა.
-ჩვენი ბარის ხშირი კლიენტია ,მისი საცხოვრებელი არ ვიცი მაგრამ ხვალ მოვა და შემიძლია ვთხოვო სდამე წამიყვანოს .მისმა აზრმა მართლაც მოხიბლა ყველა .იმ საღამოს ის გოგონა მაქსთან დარჩა ,ყოველი შემთხვევისთვის მაქსმა მისი ოთახის კარი გადაკეტა და გათენების მომლოდინეს დივანზე მიეძინა.
-თავისთავად იმ ადგილას არ წიაყვანს სადაც ლეტიცია ეყოლება დამალული !-თქვა რიჩრადმა ,რომელიც საჭესთან იჯდა .უკან მიყვებოდნენ იმ მამაკაცს ,რომელიც ლეტიციასთან დამაკავშირებელ ერთადერთ ძაფს წარმოადგენდა...თუმცა რიჩარდის მოლოდინი გამართლდა ,მამაკაცმა გოგონა ერთ ბინძურ სამალავში მიიყვანა...
-არაფერი გამოვა -თქვა მაქსმა როცა იმ ბუნგაიდან გამომავალი გოგონა დაინახა ...
-მოიცა იქნებ რა უნდა გვითხრას !-შეაჩერა ასადმა .
-თქვენთვის ახალი ამბავი მაქსვ .მართალია მისამართი არ ვიცით თუმცა ის დათვრა და მითხრა რომ ერთი გოგონა ყავს მისი ბოსისთვის და აქედან იქ უნდა წასვლა ...
-პირდაპირ რატომ არ მივვარდებით და თქმას არ ვაიძულებთ ?-თქვა მოთმინებადაკარგულმა მაქსმა.
-ის არ გამოტყდება ...ვერანაირეი ცემა და დაშინება მას სიმართლეს ვერ ათქმევინებს ...ის ასეთია -თქვა გოგონამ .
ბოლოს გადაწყვიტეს უკან გაჰყოლოდნენ მას...გოგონა უკან დაბრუნდა ,კარგად გაიგო როცა რამოდენიმე საათის შემდეგ გამოფხიზლებული მამაკაცის წამოდგა მაგრამ თავი მოიმძინარა .მამაკაცი მანქანაში ჩაჯდა და ბიჭებიც გაჰყვნენ უკან...
და მართლაც ის ერთ პატარა მინგრეულ სახლში შევიდა ...
-ახლა რა ვქნათ ?-იკითხა რიჩარდმა...
-გავნაწილდეთ და დავზვეროთ .-უპასუხა მაქსმა .მართლაც ასე მოიქცნენ ...თუმცა მაქსმა ფანჯრიდან დაბმულ ლეტიციას მოკრა თვალი და ვეღარ მოითმინა .კარიდან შევარდა ოთახში და მაშინვე მასთან მდგარ კაცს მივარდა ...ნაცემი ლეტიცია თავს იმდენად სუსტად გრძნობდა ,რომ ეგონა მაქსი მხოლოდ ელანდებოდა ...
მაქსს ასადი და რიჩარდიც მოეშველნენ...თუმცა მას უკვე საშინლად დაესისხლიანებინა ნაცნობი მამაკაცი.მხოლოდ ახლა მოვიდა მაქსი გონს ა ლეტიციას მივარდა...სასწრაფოდ გაათავისუფლა და ჩაეხუტააა...თუმცა გონდაკარგული ლეტიცია ვერც კი გრძნობდა მასზე მთელი ძალით შემოჭდობილ სხეულს ...უეცრად უკანა მხრიდა ფანჯრის ჩამსხვრევის ხმა გაისმა და მაქსი მიხვდა რომ აქ კიდევ ვიღაც იყო..ლეტიცია ბიჭებს ჩააბარაა და საშინლად გაბრაზებული გაექანა იმ მხრისკენ საიდანაც ხმა მოდიოდა...მის წინ ტყეში სოწრედ ის ადამიანი მირბოდა ვინც ლეტიცია გაუპატიურა და სასტიკად ცემა ,თუმცა მაქსმა არაფერი იცოდა ამის შესახებ...მალევე დაეწია და მაშინვე მწარედ გაარტყა სახეში.
-რაო მაქს ?-იყვირა გამწარბეულმა და მაქსისკენ გამოქანდა რათა დაერტყა თუმცა მაქსმა მისი მოქნეული ხელი აიცდინა და იქვე მიწაზე მიაგდო მისი მტერი...
-ოჰოოო,ჩხუბიც გცოდნია...
-ვინ ხარ ?
-რაო შენმა პატარამ არ გითხრა ვინ ვარო ? არ გითხრა მისი ამბავიოოო ?-მიწეაზე გართხმული მამაკაცი შეშლილივით იციდნოდა ...ხვდებოდა რომ მაქსის ხელებიდან ვერავინ დაიხსნიდა და გადაწყვიტა უკანასკენლად ეთქვა სიმართლე ...
-რას ამბობ ?-დაიღრიალა მაქსმა.
-არ გითხრა როგორ ყვიროდა და თავის გათავისუფლებას ცდილობდა ჩემგან ,არ გითხრა რომ გავაუპატიურე ? რაო მაქსს გაბრაზდი არა ? მოიცა ,მოიცა სანამ დამარტყამ იმასაც გეტყვი რომ შენ ჩემზე ნაკლები არაფრით ხარ! კარგი მე გავაუპატიურე მაგრამ შენ ? არც კი გიკითხავს რამე ის მოშორდი ! მიაგდე და დაიჯერე რომ ასე მოიქცეოდა ...
ამ ამბავმა საშინლად იმოქმედა მაქსზე....გაცოფებულმა გაიწია მიწაზე გართხმული მამაკაცისკენ ...
ლეტიცია გონს მოვიდა ...მასთან რიჩარდი და ასადი იყვნენ .-ნუ გეშინია ...-უთხრა ასადმა .
გოგონა ყველაფერს მიხვდა ...
-მაქსი სად არის ?
-მაქსიიი ....მაქსი .. სად უნდა იყოს ? ისევ იქ კოტეჯშა გამოკეტილი -იცრუა რიცარდმა .
-მაშინ რატომ არ მივდივართ?-იკითხა ლეტიციამ.
ბოლოს იძულებულები გახდენენ გოგონა წაეყვანათ .თუმცა საავადმყოფიში მიიყვანეს თუ არა უკან მაქსის საძებნელად წამოვიდნენ...
ლეტიციას სანახავად შესულმა ლიზამ და ჰანანმა მისი მოტყუება ვეღარ შეძლეს და ყველაფერი უთხრეს ,რასაც გოგონა საოცარი სიმშვიდით შეხვდა და ორივე გააკვირვა ...
შემდეგ კი მარტო დარჩენა ითხოვა .თუმცა მისი ეს სიმშვიდე მხოლოდ მოჩვენებითი იყო..ათრთოლებული წამოდგა და ჩაცმა დაიწყო....
მაქსს პერანგი გასისხლიანებოდა ,თუმცა ეს მისივე სისხლი იყო ,რომელიც ცხვირიდან ჩამოდიოდა .ახლა უკვე გზაზე იყო და ცდილობდა სწრაფად წამოსულიყო იმ ადგილიდან.მიხვდა რომ ბიჭები ლეტიციასთან ერთად წამოვიდოდნენ...მაქსი იმავე ადგილას დაბრუნდა და იქ დატოვებული მანქანით ისარგებლა ,რომელიც მის მეტოქეს ეკუთვნოდა .რა ბედი ეწია მას ? მაქსს ის არ მოუკლავ მიუხედავად იმისა რომ ამის დიდი სურვილი ჰქონდა ,მიუხედავად ამისა რომ ეს საამართლიანადაც მიაჩნდა და აუცილებლადაც .წარმოიდგინა როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება მას შემდეგ რაც ის ადამიანს მოკლავდა.მაქსს ლეტიციასთან ერთად ცხოვრება უნდოდა და თუ ახლა ამას გააკეთებდა შემდეგ კარგა ხნით ვეღარ ნახავდა ლეტიციას. ამიტომ ის იქვე დატოვა ,ხეზე მიაბა და პოლიციაში დარეკა ,თავად კი ასადს დაურეკა...
-სად ხარ ? ცოცხალიც აღარ გვეგონე უკვე ! გიჟი ხარ ? არ უნდა დაგერეკა აქამდე ?-ტელეფონში ისმოდა ასადის გაბრაზებული ხმა.
-ცოცხალი ვარ...ლეტიცია როგორააა ?
-კარგადააა.სდა ხარ ?
-გზაში.საავადმყოფოს მისამართი მითხარი.
მისამართი დაიმახსოვრა და მანქანა უფრო ჩქარა წაიყვანა ...მანქანა ეზოში შეყავდა ,როცა იქვე სავადმყოფოს კართან მისგან ზურგით მდგარი გოგონა დაინახა ,რომელიც ბოძს მიყრდნობოდა ,როგორც ჩანს ცუდად იყო...მაქსმა მანქანა გააჩერა და დასახმარებლად გადავიდა...
გოგონას მახარზე ხელი შეახო და მიხვდა რომ მის წინ დიდი ხნის უნახავი ლეტიცია იდგა...
-მაქს ? ცოცხალი ხარ-ამოთქვა ლეტიციამ და მთელი ძალით მოეხვია მამაკაცს.მერე კი მის სახეზე სისხლიც შეამჩნია და შეშფოთებული მზერა მიაპყრო.
-მაპატიაე-უთხრა მაქსმა და ამან ლეტიცია გააკვირვა.
-რისთვის ?
-ყველაფერი გავიგე ...
გაოგნებული ლეტიცია წამით თვალებში ჩააშტერდა მაქსს ...
-მერე მაინც მიმიღებ ?
-მე ისედაც მიღებული მყვადი და მყავხარ...
-მიყვარხარ -ამოთქვა ლეტიციამ და მაქსმა მთელი ძალით ჩაიკრო გულში.....
ზაფხული მალევე მიილია და მალე ახალმა სასიხარულო ამბავმა იფეთქა ...ჰანანი ფეხმძიმედ იყო...ასადი სიახრულისგან დაფრინავდა ,ნურა გაგიჟებული იყო,ხოლო ლეტიცია და მაქსი კი ნათლიობისთვის ემზადებოდნენ...ხო რაც შეეხება ამ ორს ,ერთ კივირაში მათი ქორწილი იყო დანიშნული...
მუცელგაბერილი ჰანანი სყავარლად დაბაჯბაჯებდა ლეტიციას ოთახში და პატარძლის მშვენიერბით აღფრთოვანეული კომპლიმენეტებს ისროდა...ლიზა და ნურა პატარაძლას რთავდნენ...უზარმაზარი ბედნიერება სუფედა მათ ირგვლივ.ჰანანი და ასადი ლეტიციასა და მაქსის მეჯვარეები იყვნენ.ყველაფერი არაჩვეულებრივად მოხდა ...ლეტიციასა და მაქსს სახე ბედნიერბით უბრწყინავდათ...
-დღეიდან ჩემი ხარ -ჩაჩურჩულა მაქსმა ლეტიციას და სველი კოცნის კვალი დაუტოვა კისერში...
რაც შეეხება ნურას ამ ბოლო დროს სკოლაში საქმე კარგად ვერ მიდიოდაა,მის პარალელურ კლასში ვიღაც გამოჩნდა ვინც მას სწავლაში აშკარად ჯაბნიდა...გაბარაზებული ნურა ცოფებს ყრიდა როცა გაიგო რომ წლის მოსწავლედ შეიძლება სწორედ მისი უცნობი კონკურენტი აერჩიათ...
-როგორ შეიძლება ერთხელაც ვერ მოვახერხო მისი ნახვა ? -ფიქრობდა და გამუდმებით გაბრაზებული დადიოდა ...
მალევე სწავლის დამთავრების დროც დადგა...ნერვიულობისგან ათრთოლებული ნურა მოსწავლეთა რიგში იდგა და ელოდა როდის გამოაცხადებდნენ საუკეთესო მოსწავლის სახელს .
და როგორც იქნა ! ის ისევ ნურა იყო.შვებით ამოისუნთქა როცა მისი სახელი და გვარი გაგიონა .სცენაზეც მიიწვიეს და დაასაჩუქრეს კიდეც .თმცა მოულოდნელად წამყვნამა გამოცხადა,რომ ამ წელს ორი საუკეთესო მოსწავლე ყვადათ და ორივეს დაასაჩუქრებდნენ...
ნურამ თვალები მოჭუტა და სცენაზე მისთვის ნაცნობ ფიგურას წააწყდა...ეს ფიგურა ოდნავ უფრო მაღალი და გამხდარი ეჩვენა ვიდრე ადრე...მისმა სახელმა და გვარმა კიდევ უფრო გააოცა ნურა .ეს ნამდვილად ალექსი იყო...რომელიც ღიმილით შემობრუნდა მისკენ ...
-გილოცავ ნურა -უთხრა მან და ოდნავ შეეხო ლოყაზე...
დაჯილდოვება მალევე დასრულდა და ახლა მომხდარიისგან გაოცებული ნურა ჩუმადმოუყვებოდა სკოლის დერეფანს.
-ნურა -ნაცნობმა ხმამ ადგილზე გააქვავა.
-ნურა როგორ ხარ ?შეცვლილხარ-უთხრა ალექსმა და აათვალიერა...
-შენც ...ამდენი ხანია აქ ხარ და არცერთხელ არ გინახვიარ -ამოილაპარაკა ნაწყენმა ნურამ.
-არა ,არა ეს შენ არ დაგინახვარ .თორემ მე ყოველდღე გხედავდი როგორ მეცადინებოდი ბიბლიოთეკაში ,როგორ ატარებდი დღეებს წიგნში თავჩარგული.მოკლედ მომენატრე ....
-შენთვის რაღაც მაქვს მოსაცემი !
-ვიცი ,ვიცი მაგრამ მე არ ავიღებ.
-ისე შენია.
-არ ავიღებ.
-გინდა შენთან ვალში ვიყო ?
-არა -უთხრა ალექსმა და მის ბაგეებს დაეწაფა...
-ახლა აღარ ხარ ვალში...
ჰანანს საკმაოდ მძიმე ოსრულობა ჰქონდა და ძალიან ჭირვეულობდა...თავშესაფარში სიარულს მაინც არ იშლიდა და ერთხელაც ისე მოხდა რომ კიბეზე ჩამოსვლისას ფეხი დაუცდა და მალევე საშინელი ტკივილი იგრძნო...
თვალები რომ გაახილა პალატაში გარშემო შემორტყმული მეგობრები დაინახა .საშინელი სიცარიელე იგრძნო .მძიმე დღეები დაიწყო მის ცხოვრებაში...
თუმცა დრო ყველაფესრ კურნავს...რამოდენიმე თვეში ლეტიციამ ახარა მაქსს იგივე ამბავი და ჰანანმაც გულწრფელად გაიხარა მათ ბედნიერებით...
მოდი ახლა ჩემზეც მოგიყვებით,ეს ყველაფერი რასაც გიყვებით ჩემი თვალით ნამდვილად არ მინახავს.ყველაფერი ერთმა ძალიან ძვირფასმა ადამიანმა მომიყვა ...შეასაბამისად როცა ვამბობდი რომ ვუყურებდი როგორ განიცდიდა ჰანანი და ა.შ სინამდვილეში ასე არ ყოფილა .რადგან მე ეს ყველაფერი დედაჩემმა ,ჰანანმა მომიყვა...დიახ ალბათ ახლა გაიკვირვებთ როგორ თუმცა მალევე გაარკვიეს რომ ჰანანი ანუ დედაჩემი მეორე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ ... ახლა კი ვუყურებ როგორი ბედნიერბი არიან ისინი და მეც სიხარულით ვივსები რომ ასეთი მშობლები მყავს...გვერდით ის წიგნი მიდევს ,რომელიც დედაჩემმა ძალიან დიდი ხნის წინ დაწერა....
ლეტიცია და მაქსი ? ისინი ახლა ძალიან ,ძალიან ბედნიერად ცხოვრობენ...პატარა გოგონა ყავთ.
ნურა და ალექსი ? იმ დღის სემდეგ ალექსმა მოახრეხა და უთხრა რომ პირობა დედამისისთვის ჰქონდა მიცემული ,რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ დადო და მხოლოდ მაშინ ჩამოვიდა როცა ეს პირობა შეასრულა .დღეს იმ ამბებიდან უკვე ათი წელი გავიდა...ნურა და ალექსი ჯერ არ დაქორწინებულან ,მაგრამ გუშინ ისეთი ბედნიერი სახით დაბრუნდა სახლში დეიდაჩემი რომ მგონია ეს ძალიან მალე მოხდება ,თუმცა ჯერ არცერთი ჩქარობს...
რვეულს ვხურავ და მისაღებში გავდივარ...აქ უმარავ ბედნიერ სახეს ვხედავ...დედაჩემი და მამაჩემი დივანზე სხედან და ხელით მიხმობენ ,მეც მივდივარ მათთან ვჯდები და აღფრთოვანებული გავცქერი ლეტიციასა და მაქსს ,რომლებიც თავლს არ აშორებენ თავიანთ ცელქ გოგონას.მერე კი მზერა უნებურად ალექსსზე და ნურაზე გადამაქვს და მათ თითებზე საქორწინო ბეჭედს ვამჩნევ ...
-მნიშვნელოვანი რამე გამოტოვე ჭკუისკოლოფო!-მეუბნება ნურა და წინ ბეჭდიან თითს მიფრიალებს...
ყველაფერი საოცრად ლამაზი და კარგიაა...მერე ჩემი თვალები კედელზე ჩამოკიდებულ სურათს ხვდება .ის საკმაოდ ძველია ,თუმცა მაინც ლამაზია...ბოლოს კი ვხვდები რომ ყველა აქ მყოფმა უამრავი რამ გადაიტანა და სულელურად მეღიმება ყველაფერზე...უეცრად თავში უცნაური სახელწოდება მომდის და ვწყვეტ რომ ეს აუცილებლად ჩემს დაწერილ ისტორიას უნდა დავარქვა .ფურცელს ვიღებ და რომ არ დამავიწყდეს დიდი ასობეით ვწერ -სათნოების ორმოცდაათი ელფერი...
მერე კი შეკრებილებს ვუკითხავ და ყველა იცინის...მხოლოდ მამაჩემი იმეორებს გათაცებით-სათნოების ორმოცდაათი ელფერი.
დასასრული.






__________________________________________________________
იმედია მოგეწონებათ ...ამ ისტორიით გემშვიდობებით



№1  offline წევრი jinjeri

ძააან მაგარი იყო!!!! ვერაფერს ვამბობ!!!

 


№2  offline წევრი nini namicheishvili

jinjeri
ძააან მაგარი იყო!!!! ვერაფერს ვამბობ!!!

მიხარიაა რომ მოგეწონაა love

 


№3 სტუმარი mako

კარგი იყო,ველით ახალ ისტორიას

 


№4  offline წევრი nini namicheishvili

mako
კარგი იყო,ველით ახალ ისტორიას

ახალი ისტოორით რამოდენიმე ხანში დავბრუნდები .ერთი მაქვს დასამთვარებელი...დიდი მადლობააა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent