შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"შენში ზამთარიც გაზაფხულია" =8=


5-04-2016, 00:36
ავტორი ელი
ნანახია 2 110

მთელი დღე მის ფერებაში გავატარე. ვიჯექი სკამზე და მის მკერდზე მედო თავი. უსმენდი მისი გულის ფეთქვას და შევიგრძნობდი როგორ ირწეოდა მისი მკერდი.
არ მჭირდებოდა არანაირი ახსნა,არანაირი სიტყვები უბრალოდ მე მჭირდებოდა მისი გულის ცემა!...
არ ვიცოდი რა უნდა მეგრძნო.
ბედნიერება რომ ის ცოცხლაი იყო,რომ სუნთქავდა თუ ტკივილი და მწუხარება,რადგან ის... ის ასე იყო.
მიღების საათები ამოიწურა და მეც საოცრად გამიჭირდა მასთან დამშვიდობება.
-ხვალ მოვალ საბუ-დავიხარე მისკენ და შუბლზე ვაკოცე.
-გელოდები კუდრაჭ.გპირდები არსად გაიქცევი-დამიღიმა მან.
როგორ შეცვლია ღიმილიც კი.
ღმერთო ჩემო,მის თითოეულ ბგერაში ტკივილია.
სახლში მისულებს ბატონი ზურა დგვხვდა ვახშმით.
-მოდით ბავშვებო ჭამეთ და დაისვენეთ შემდეგ- თბილად მომხვია მხარზე ხელი და მაგიდისკენ მიმიძღვა.
ნამდილად არ მქონდა ახლა ჭამის სურვილი,მაგრამ უარის თქმა მეუხერხულა.
სუფრას ჩუმად მივსუხედით და საჭმლის „ძიძგვნა“ დავიწყეთ.
-მანო,შვილო რაიმე ხომ არ გინდა? არაფერი მოგერიდო-გამიღიმა ბატონმა ზურამ.
-მადლობა ბატონო ზურა,არაფერი მინდა-გავუღიმე მეც.
-აბა აბა... რძალი ხარ ჩემი,რძალი კი არა შვილი,ჩემი ქალიშვილი და ასე უნდა მომმართო?-ხელები გაასავსავა მან.
უხერხულად შევიშმუშნე მე და ლექსოს ვთხოვე მზერით შველა.
მასაც ჩემს სახეზე გაეცინა და ხელი მომხვია.
-ადროვე მა,მოგეჩვევა და მერე ნახე როგორი ჭინკაა-თავზე მაკოცა ლექსომ.
მის მკავებში გავიტრუნე.
როგორი უსამრთლოა სამყარო.
როგორი ძუნწი.
აქაო და ნამდვილი სიყვარული გაპოვნინეო და ძმა უნდა გატკინოვო.
არა !
ასე არ გამოვა ძვირფასო ცხოვრებავ,ორივესაც ძალიან კარგად შევირგებ !
გადაღლილები მალე დავიშალეთ და საძინებლებში წავედით.
-წყალს გადავივლებ და გამოვალ-შუბლზე მაკოცა ლექსომ.
-კაი,მანამდე ჩემებს დავურეკავ- გავუღიმე მე და ტელეფონს გადავწვდი.
საწოლზე ჩამოვჯექი და სწრაფად ავკრიფე მამას ნომერი,
რამოდენიმე ზარი და გაისმა ჩემი მამიკოს ხმაც.
-მა, მანო ვარ...
-მანო!... როგორ ხართ მა? როგორ იმგზავრეთ? საბა როგორაა?-კითხვები მომაყარა მან.
გამეცინა და სანამ კიდე განაგრძნობდა პასუხი ჩავუკვეხე.
-კარგად ვიმგზარეთ მა,კარგად ვართ, საბაც...-სიტყვა შუაზე გამიწყდა და ტუჩები ამითრთოლდა კვლავ საბას სახე რომ დამიდგა თვალწინ.-საბაც შეძლებისდაგვარდ კარგადაა.
-ნუ ნერვიულობ მა. უფალი მოწყალეა. მალე გამოჯანმრთელდება და დაგიბრუნდება ისევ ისეთი გადარეული საბა. მერე კი ვერ გადამირჩება ჩემი ორნახადი არაყით უნდა გავჭყიპო- გამამხნევა მამამ.
-გადავცემ ხვალ შენს სიტყვებს-გამეღიმა მე.
მამას ჩაცინებაც გავიგე.
-კარგი მა წავალ ეხლა,დაღლილი ვარ და მერე დაგირეკავთ კიდევ. მომიკითხე და ჩამიკოცნე ჩემი გოგოები
-კარგი მა,შენც მომიკითხე ყველა. უფალი გფარავდეთ.-სევდიანად ჩაიჩურჩულა მან და გაბმული ზარის ხმაც გაისმა.
ფანაჯრასთან ვიდექი და ღამის ქუჩებს ვუყურებდი.
დავცურადი ღრმად მოგონებების ზღვაში. ზღვაში,რომელშიც წყლად საბა იყო.
ყელზე ცხელი ტუჩების შეხებამ ამომატივტივა ზედაპრზე .
თავი გვერდით მივაბრუნე და ლოყა მის სახეს გავუხახუნე.
წელზე შემომხია ხელები და სხეულზე ამიკრა.
-ელაპარაკე შენებს?- ამოიჩურჩულა მან.
-კი, მოგიკითხეს-ვუთხარი ჩახლეჩილი ხმით-შევალ მეც გადავივლებ წყალს-მის ხელებს ჩემები მივაფერე და მისკენ მივბრუნდი.
წელს ზემოთ შიშველს ჯერ ისე შერჩენოდა წყლის წვეთები.
სველ თმაზე ხელი ღიმილით გადავუსვი.
საოცრად უცხო გრძნობა დამეუფლა.
ხელები კისერზე ძლიერად ჩავჭიდე. ცერებზე ავიწიე და ორივე თვალზე ვაკოცე.
უცებ ჩამოვშორდი,საჭირო ნივთებს ხელი დავავლე და სააბაზანოში შევიკეტე.
სწორედ ახლა უნდა დამეწყო ბრძოლა. უნდა მებრძოლა საბას სიცოცხლისთვის.
ვიცოდი რომ მე არასდროს ვიქნებოდი ბედნიერი თუ ამ ბრძოლაში არ მოვიგებდი.
თუ საბა ჩემს გვერდით არ იქნებოდა.
სწორედ ახალ უნდა ამესხა აბჯარი და მედგრად უნდა შევჭიდებოდი სიკვდილს.
სისხლის უკანასკნელ წვეთამდე!
საღამურებში გამოწყობილი გამოვედი სააბაზანოდან.
ლექსო უკვე დაწოლილი დამხვდა
საწოლის მეორე კიდესთან იწვა, ჩემგან ზურგშექცევით.
ვიფიქრე ეძინებოდა და მეც ფრთხილად შეწექი საწოლში. პლედი კარგად გადავიხურე და მასაც შევუსწორე.
თვალები დავხუჭე და ვეცადე გონება გამომერთო.
უეცრად გადმობრუნდა ლექსო ჩემკენ და ამღვრეული თვალები მომაპყრო.
სული გამეყინა.
მისი ცრემლები გულს მიდაღავდა.
ნელა მივიჩოჩე მისკენ და ხელები შემოვხვიე.
მე ხომ ვგრძნობდი მის ტკივილს.
მთელი ღამე ერთმანეთზე ჩახუტებულებმა გავატარეთ.
ისევ არ ვსაუბრობდით.
მაგრამ ყვიროდნენ გულები !
დილით გაღვიძებულს მისი სევდიანი მზერა შემეგება.
არ ვიცი რად დამიჯდა, მაგრამ გავიღიმე. მისკენ მივიწიე და ცხივრზე ვაკოცე.
მთელი ძალით ვწევდი ტუჩის კუთხეებს ზემოთ და ვაკავებდი ცრემლებს.
-ნუ ხარ სევდიანი. საბა გამოჯანმრთელდება გესმის? ჩემი ხომ გჯერა?-ამოვიჩურჩულე მე და მომთხოვნი მზერა მივაბყრე მას.
-ვერ გადავიტან საბა რომ...- აუთრთოლდა ბაგე მას. არ დავაცალე სათქმელის დასრუელება,რადგან არ შემეძლო ეს სიტყვა მომესმინა საბასთან მიმართებაში.
ტუჩებზე ხელი ააფარე და ცრემლიანი თვალებით შევხედე.
-არც კი გაბედო და ფიქრადაც კი არ გაივლო გესმის? არ გაბედო! -ხმის კანკალით ამოვიჩურჩულე მე.-ის მალე კარგად იქნება. თანაც ძალიან კარგად. ჩენ ერთად დავბურნდებით თბილისში. ისევ მატარებთ სასწავლებელში,იანვარში ისევ წამიყვანს სანაყინეში და ყელის გაყინვამდე მაჭმევს ნაყინებს. დილით ისევ გადავაწვდი აივნიდან ჩაის და ისევ მომიტანს შოკოლადებს გასასუქებლად. ჩვენ აუცილებლად გავხსნით კაფეს სადაც იქნება ჩვენეული გარემო და იქნება ჩემი შოკოლადის ტორტი,რომელსაც საბა ყოველთვის უფასოდ შეჭამს თანაც იმდენს რამდენიც ენდომება. ყველა ჩანაფიქრს ავისრულებთ და ბოლოს გაჭაღარავებულს ისევ ჩემს გვერდით დავისვავ და ჩვენი მოგონებების ალბომს დავათვალიერებინებ. არც კი გაბედო და არ თქვა ეგ სიტყვა-დავიჩურჩულე მე. ახლა უკვე მთელი სახე სველი მქონდა.
არაფერი უთქვამს ლექსოს.
მთელი ძალით მიმიხუტა და დამასველა ჩუმი,დამალული ცრემლებით.
სწრაფად გავემზადეთ და საავადმყოფოსკენ წავედით.
შუქნიშანზე ვიდექით როცა მაღაზიას მოვკარი თვალი.
-აუ ლექსო შევიდეთ მაღაზიაში რაა- მივუბრუნდი მას.
-რა გინდა?-გაკვირვებულმა გამომხედა მან
-ჟელიბონები საბასთვის-გამეღიმა მე.
უამრავი ჟელიბონი ვიყიდე.
ყურებში საბას ხმა ჩამესმოდა,რომელიც მიქებდა ყოველთვის ჟელიბონებს და მისი ჭამისას გამოსცემდა ნეტარების ხმებს.
მაინც გამიჭირდა საავადმყოფოს ზღურბლზე ნაბიჯის გადადგმა.
ზურგზე თბილი ხელების შეხებამ ესეც შემაძლებინა და უკვე ამ ცივ კედლებში ვიყავი.
პალატის კართან ღრმად ჩავისუნთქე და კარი ღიმილით შევაღე.
დავინახე როგორ მოეფინა საბა სღიმილი ჩვენს დანახვაზე.
მე კიდევ უფრო მასზე მეტად.
მთელი დღე მის ფერებაში და მასთან საუბარში გავატარე.
ვერც კი მივხვდი როგორ შემოგვეცალა დღეები.
საბასთან ხომ დრო შეუმჩნევლად გარბის.
და გავიდა კიდეც.
უკვე ორი კირა იყო გასული ჩვენი ჩასვლიდან.
დღე,როდესაც საბოლოო პსუხები უნდა გაგვეგო.
ყველანი საბას პალატაში ვიყავით და ექიმის მოსვლას ველოდებოდით.
მე საბას თავთან ვეჯექი და მისი ხელი ჩემს ხელშ მქონდა მოქცეული.
ნაზად ეფერებოდი მას და უღიმოდი.
საოცრად ვნერვიულობდი,მაგრამ მაინც არ ვტყდებოდი. თავს ისე ვიჭერდი რომ ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი რომ ვიცოდი რა პასუხიც იქნებოდა.
ფანჯარასთან იდგა ლექსო. ვამჩნევდი მისი მხრების მოძრაობაზე როგორ მძიმედ სუნთქავდა.როგორ ნერვიულობდა.
შორს,ფიქრებში წასული იყო ზურა ბიძია.
მხოლოდ საბას სჯეროდა ჩემი. მხოლოდ ის მიყურებდა ღიმილიანი თვალებით. ის მიღიმოდა და პერიოდულად მკოცნიდა ხელზე.
კარზე კაკუნის ხმაც გაისმა და უკვე ნაცნობი ექიმი შემოვიდა. ხელში აშკარად ეკავა ჩვენი იმედი,რომელსაც ვიმედოვნებ არ ჩაგვიქრობდა.
-დილამშვიდობის- მოგვესალმა ის.
-დილამშვიდობის- მივესალმეთ ჩვენც.
ნერვიულობამ უფრო და უფრო იმატა.
ვიგრძენი როგორ ძლიერად მომიჭირა საბამ თითები.
მისკენ დავიხარე და შუბლზე ვაკოცე.
-გჯეროდეს ჩემი-ჩავჩურჩულე და გავსწორდი.
თვალები დახუჭა და გამიღიმა.
უბრალოდ მჭირდებოდა რომ იმ თეთ ფარატინა ფურცელზე წერებულიყო სიტყები რომ ჩემი საბა ჯამრთელია. რომ მან შეძლო და დაამარცხა სიკვდილი. რომ ის არ დამტოვებდა. არ დამტოვებდა ჩემი ბედნიერება!
გული ამოვარდნას მქონდა.
სასუნთქი გზები მეკეტებოდა.
ექიმმა გაუხსნელი კონვერტი ჩვენს თვალწინ გახნსა და დიდი ინტერესით ჩაიკითხა.
მეშინოდა მისი სახის გამომეტყველების შეცვლის.
თავი დაბლა დავხარე და საბას შევხედე.
ერთანეთს ვუყურებდით თვალებში და ველოდებოდით უკანასკნელ განაჩენს.
საშინლად გაიწელა წამები.
უკვე მთელი სხეული მიცახცახებდა.
ვუყურებდი საბას და მის თვალებში ვხედავდი სხვის,იმედის სხივს.სხივს,რომელიც ჩემთვის სიცოცხლის ტოლფასი იყო.
-თქვენ ეს შეძელით-გაისმა ექიმის სიხარულით აღსავსე ხმა და
და დამეფიცება სულსა და გულზე რომ ამდენი ხნის შემდეგ ამოვისუნთქე.
გააგრძელე ჩვეულებრივი სუნთქვა.
კვლავ ამიძგერდა გული.
მაშინვე იწყეს ცრემელებმა ჩემს სახეზე თარეში.
-ღმერთო ჩემო... -ამოიჩურჩულა საბამ და დავინახე სიხარულისგან როგორ ტიროდა.
-ჯანმრთელი ხარ გესმის? სულ ჩემთან იქნები,სულ იცოცხლე-სახეზე ვეფერებოდი მე და ვასველებდი ჩემი ცრემლებით.
-ჩემი ანგელოზი ხარ კუდრაჭ, ლექსო, მა, ხომ გეუბნებოდით რომ მანო მიშველიდა. აი...- გაიღიმა მან , ისე ძველებურად,მე რომ მიყვარდა-მიშველა.სიცოცხლე მაჩუქა.
ხელზე მაკოცა მან.
ვიგრძენი ზურგზე როგორ ამეკრო ჩემი ლექსო.
სულ კანკალებდა.
მისკენ შებრუნდი და კისერზე ძლიერად მოხიე ხელები.
თავი მის კისერში ჩარგე და ახლა უკვე თამამად ავქვითინდი.
უფრო და უფრო მიჭერდა ხელებს ლექსო და უფრო და უფრო ვბედნიერბდებოდი მე.
ერთ კვირაში საბა საბოლოოდ გამოწერეს საავადმყოფოდან და საბოლოოდ გავბედნიერდით ჩვენც.
საღამო ხანს ტერასაზი ვესხედით მე და საბა პლედში გახვეულები. მე მის მხარზე მედო თავი. მას კი კვლავ ჩემი ხელი ეჭირა და ნაზად მეფერებოდა.
-კუდრაჭ...-დაიჩურჩულა მან დუმილის შემდეგ.
-ჰოუ...-მხიარულად ვუპასუხე მე.
-ძალიან ბედნიერი ვარ. ყველაფერი შეცვალე. შენ შეცვალე ჩემი ცხოვრება და მაჩუქე მეორე სოცოცხლე. ვიცი როგორ გიჭირდა ის პერიოდი და ვიცი რომ ძალიან ცუდად მოგექეცი,მაგრამ...-ხმა აუკანკალდა მას.
-ჩუ საბუ...-გავაჩუმე მე.-ეს ცუდი პერიოდი ჩვენი ცხვორებიდან სამუდამოდ უნდა გავაქროთ გესმის? ჩენ დავბრუნდებით თბილისში და ყველაფერს ისევ ჩვეულ რეჟიმში ჩავაყენებთ. ყველაფერი ისევ ისე იქნება და კიდევ უფრო უკეთესად ჩემო საბუ-მივეხუტე მას.
ისეთი თბილი იყო და ისეთი ტკბილი. მისი სურნელი სანუკავრი იყო ჩემთვის .
-ჩემი კუდრაჭა ხარ შენ,ჩემი საოცრება.-თავზე მაკოცა მან.
მის მკლავებში გავიტრუნე და მშვიდად განვაგრძე სუნთქვა.
-რას აკეთებთ უსაქმურებო?-შემოგვიერთდა ლექსო.
მისი ხმის გაგონებისას ისევ დამიარა ჟრუანტელმა და ლოყები შემეფაკლა.
-რავი ძმაო ვსხედვართ და ვლაპარაკობთ შენ რას შვრები? იგულავე გერმანელ გოგოებში?-წარბები აათამაშა საბამ
ღიმილი რომ იტყვიან მართაც შემეყინა და დაჭყეტილი თვალებით შევხედე ლექსოს.
ჯერ გაოცებულამ შმომხედა შემდეგ ღიმილით წამოვიდა ჩემკენ და მეორე მხარეს მომიჯდა.ხელი გადამხვია და თავზე მაკოცა.
დავინახე როგორ წარბ აწევით გამოგვხედა საბამ..
-ისე ძმაო, რძლის თანდასწრებით ასე თუ არ დამელაპარაკები კარგს იზავ-უდარდელად ჩაილაპარაკა ლექსომ და უფრო ძლიერად მიმიხუტა.
საბას გავხედეთ და საოცარი გაკვირვება გამოესახა სახეზე.
-რა?-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა მან. ხან მე მიყურებდა და ხან ლექსოს.
-მოკლედ ძმაო. მე და მანომ ხელი მოვაწერეთ და ცოლ-ქმარი ვართ ოღონდ შეყვარებულები რა... -გაიცინა ლექსომ.
-მაინც ვერ გავიგე.- სახე შჭმუხნა საბამ-მეღადავებით ხო?
-აუფფ...-ამოიზმუვლა ლექსომ და მოულოდნელად დამიწყო კოცნა. განძრევაც კი ვერ მოვახერხე.
გონს საბას „ეეეე“-მ მომიყვანა და ლექსოს მოვშორდი.
-ამათ უყურე რა...- გაიცინა საბამ.-გოგო ჩემი რძალი ხარ? დაიპყარი ხომ ჩემი ძმა?-ახითხითდა საბა.
-შენ წესივრად მელაპარაკე თორემ თუ ვუთხარი ჩემს ქმარს...-წარბები ზემოთ ავზიდე და ავის მომასწავებელი გამომეტყველება მივიღე.
-უსწავლინებია უკვე რაცხა...-უარსედას ახითხითდა საბა.
ვუყურებდი გადაბჟირებულს და გული ხარობდა!
საბა უბრალოდ უკვე იყო ჩემი პირადი სასწაული.
საბა მაინც სუსტად იყო,ამიტომ ადრე დავიშალეთ,რადგან მმომდევნო საღამოს უკვე საქართველოშც ვბრუნდებოდით.
სანამ ლექსო აბაზანაში იყო სწაფად გავიხადე ტანსაცმელი და საღამურის გამოსაღებად წავედი კარადისაკენ.
მიუხედავად იმისა რომ უკვე დიდი ხანია მასთან ერთად მძინავს მაინც ყოველთვის მრცხვენია.
ახლაც მინდოდა მის გამოსვლამდე მომესწრო ჩაცმა.
უკვე გამარჯვებას ვზეიმობდი წელზე ცხელი ხელების შეხება რომ ვიგრძენი და მთელი სხეული გამიშეშდა.
მხურვალე ტუჩები ყელზე მომაკრო და დაბლა დაუყვა. ერთდროულად მეფერებოდა თითები წელზე სათუთად და მიტოვებდა ვნებიან კოცნებს ყელიდან მხრებამდე.
იმდენად მომწონდა და იმდენად ემოციებს მიფეთქებდა მისი მოქმედებები,რომ თვალის ქუთუთოებსაც კი ვერ ვძრავდი.
ფრთხილად მიმაბრუნა მისკენ და ოდნავ ჩამომშორდა.
მის წინ ბრიუსჰალტერა და ტრუსში გამოწყობილი ვიდექი.
სიმორჩხვისგან თავი დაბლა დავხარე და კვლავ ჯიუტად არ ვახელდი თვალებს.
მისი ღრმა ამოსუნთქვს შუბლზე ვიგრძენი.
მთელი სხეულით მიკრულს სუნთქვა მავიწყდებოდა.
გრძნობდი მხოლოდ მის ნაკოცნ ადგილებს და მის ფერებას.
გონს მხოლოდ მაშინ მოვეგე,როდესაც ჩემს ქვეშ გრილი მატერია ვიგრძენი.
მის ტუჩებ ჩამოვშორდი და საოცრად შეცვლილი ხმით მძლის ამოვიჩურჩულე
-ლექსო...
ნელა,ძნელად,მაგრამ მაინც შეჩერდა.
ჩემს ზემოდან მოექცეულს თლაები ჯერ ისევ დახუჭული ჰქონდა და მძიმედ სუნთქავდა.
ნელა გაახილა თვალები,რომლებიც ვნებისაგან საოცრად ამღვრეოდათ.
-მაპატიე,პატარავ...-ამოიცურჩულა მან და შუბლზე მოცახცახე ტუჩები მომაკრო.
ჩემს გვერდით გადაწვა, მეც მასთან მიმაჩოჩა,პლედი გადამაფარა და თმაზე ფერება დამიწყო.
-ლექსო...-ამოვიჩურჩულე დუმილის შემდეგ.
-გისმენ.
-ძალიან მიყვარხარ...-ვთქვი მე.
ცოტა ხანს გაჩუმდა.
ვიგრძენი როგორ აუჩქარდა გულისცემა.
ვიგრძენი როგორ შეიცვალა მის სახეზე მიმიკები და როგორ გაიღიმა.
-მეც ჩემო პატარავ, ძალიან მიყვარხარ-მითხრა მან სიყვარულით გაჟღენთილი ხმით
ბედნიერმა თლაები მაგრად დავხუჭე და უკვე სიხარულით გადავეშვი ძილის სამყაროში.
--------
ესეც შემდეგი. მგონი არ უნდა იყოს პატარა. მინდა გითხრათ რომ გულს მწყვეტს თქვენი „მდუმარება“ და ასე თუ ისე წერის ხალისსაც მაკარგვინებს. მადლობა მათ ვინც ყოელ თაზე ჩემ გვერდითაა <3 მუდამ თქვენი ელი!



№1 სტუმარი Teo...

Vaime ar gadamrio da ar shewyvito wera.tore arvici ras vizam.dzalian magrad wer.tavidanve dagiwere komentarshi rom es istoria hemtvis dzalian mnishvnelovania.sheudarebeli xar Eli.

 


№2  offline მოდერი ელი

Teo...
Vaime ar gadamrio da ar shewyvito wera.tore arvici ras vizam.dzalian magrad wer.tavidanve dagiwere komentarshi rom es istoria hemtvis dzalian mnishvnelovania.sheudarebeli xar Eli.


ძალიან,ძალიან,ძალიან დიდი მადლობა შენ თეო <3

 


№3 სტუმარი stumari #77

ძალიან კარგია, თბილი და ემოციური, აუცილებლად გააგრძელე

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

ჩემი ელე როგორ გამახარე... rogor gamabedniere..

 


№5 სტუმარი tiko

გააგრძელე მაგარია ძალიან

 


№6 სტუმარი ოლი

ამ ისტორიის მიტოვება დანაშაული იყო, ახლა წავიკითხე და ძალინ მეწყინა გაგრძელება რომ არ აქვს... ძალიან ემოციური და კარგი იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent