შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აფერისტი მაჭანკალი –4–


6-04-2016, 18:24
ავტორი sopiko
ნანახია 2 998

[თავი 4]
თავიდან კი ვიჯექი მორიდებულად, მაგრამ როცა ვხვდები, რომ აქედან გამსვლელი კიდევ კარგა ხანი არ ვარ, ნელ–ნელა ქვემოთ ვცოცდები და იატაკზე ვწვებისავით. ქიარიმეს ფხაჭუნის ხმა ჩემკენ ახედებს. უკვე ძალიან ცხელა. ჩემ წინ მდგომი მამაკაცის შუბლი ოფლს დაუცვარია. რამდენჯერმე კი შეასკდა ვაჟბატონი კარებს, თუმცა... საკმარისი ძალა არ ჰქონია, რაც წამსვე შევრაცხე მის მინუსად. კი აქვს მკლავებზე კუნთები და რისთვის უნდა თუ არა ჩემთვის?! ერთხელ დამჭირდა და ამჯერადაც დამაღალატა... მგონი ცოტა უნდა ვიყოყმანო, სანამ ცოლობაზე დავთანხმდები...
მაჯიდან რეზინს ვიხსნი, თმას მაღლა ვიწევ და ვიკრავ. ვიცი, რომ შეკრული არ მიხდება, თუმცა ''ამას'' მაინც ვუყვარვარ და სხვა ვინ მხედავს?!
''როდის გითხრა, რომ უყვარხარ?''–ჩემსა და მამაკაცს შორის დამყარებულ იდილიას არღვევს ალტერეგო.
ნუ, ისიც მართალია! იქნებ ეს სხვა ქიარიმეა? გადმოცემით უკვე წარმომიდგენია კიდეც, თუ როგორ უნდა ვუყვარდე ქურხულს, მაგრამ მას არაფერი ეტყობა... იქნებ ყველაფერი ფარსი იყო? იქნებ უბრალოდ გამამაიმუნეს? ... მაგრამ ვინ? ლეილამ? არა, ეს უბრალოდ დაუჯერებელია! ხოდა ამ დაუჯერებლობის გამო ვიქონიებ იმედს, რომ ქიარიმეს უბრალოდ რცხვენია და სიყვარულში ამიტომ არ მიტყდება...
–სადაური ხართ?–იმედის განმტკიცებისთვის ვარღვევ სიჩუმეს და წამწამებს მომხიბვლელად ვაფახულებ.
–მთიული.–დუდღუნით მპასუხობს ის. არ არის ჩემთან ჭორაობის ხასიათზე...
–არმურიდან ხომ?–აღტაცებით ვეკითხები და ოდნავ ზევით ვიწევი.
–ეს არც ერთმა ჟურნალისტმა არ იცის... თქვენ ნამდვილად სხვა ხართ...
ამ ბიჭის უცნაურობები მაგიჟებს! თუ მელაპარაკები მე, მელაპარაკე მე! შენს თავს რას უყურებ?!
–სხვა? ანუ განსხვავებული?–ვიბადრები უმალ.–გილოცავთ, თქვენ მე მიპოვეთ!
მისდაგასაოცრად შარვალს ვიფერთხავ თუ არა, ხელებს მჭიდროდ ვხვევ და ვეხუტები. რა იყოთ, მე ასეთი მილოცვა ვიცი!
–გმადლობთ...–ცალ ხელს ზურგზე მიბარტყუნებს და უკან მწევს. სულელივით ვიღიმები და ჩემს ადგილს ვუბრუნდები. ჩემს?! ბოლოს და ბოლოს ჩემია, აბა, რა! მალე ამ სახლის დიასახლისი ხომ მე ვიქნები!
–თქვენც მთიული ხართ...–ყოვნდება და შუბლს ჭმუხნავს.
–სესილი.–გახარებული იმით, რომ პირველად იჩენს ჩემს მიმართ ინტერესს, ოღონდ ეს რა თქმა უნდა ჩემი თვალით დანახულს ვამბობ, ყურებამდე ვიკრიჭები.
–ვენეციური სახელია...–დაფიქრებით ამბობს ის.–და სხვათაშორის თქვენც იტალირი ნაკვთები გაქვთ. სახლში რომ შემომეჭერით, იტალიელი შურისმაძიებელი მეგონეთ.
–თქვენ გგონიათ, რომ ვინმეს შეიძლება ჰქონდეს საბაბი თქვენზე შურისძიებისა?–მეღიმება მის სიტყვებზე და ანაზდად სახეზე ვისმევ თითებს.
–ალბათ მხოლოდ იმ ადამიანს, ვიზეც გუშინ მამიდაჩემი მელაპარაკებოდა.–ისე მეუბნება, თითქოს ვიცოდე, ვინ არის მისი მამიდა.
–ანუ იტალიელი შურისმაძიებელი?
–სახელად ქარის ჯადოქარი.–დამაბრმავებლად მიღიმის ის. ოჰ, რა ღიმილი აქვს... საყოყმანებელი ნამდვილად არაფერია!
–ქარის ჯადოქარი რაღა შუაშია?–ჩემს კისკისს იწვევს მისი შერჩეული სახელი.
–ისე მოულოდნელად მესტუმრე, როგორც მზიან ამინდში მოულოდნელად ქარი რომ ამოვარდება. სახლში კი ჩემი არასტუმართმოყვარეობის მიუხედავად ქარივით შემოფრიალდი.–თვალებს ჭუტავს ის.
–ოჰ, რა შედარებაა!–დამცინავი რეპლიკა წინ გარბის, მე უკან მივდევ, მაგრამ ვერ ვეწევი.
–ამ შედარებას თუ ჩავუღრმავდებით, შორს წაგვიყვანს... ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს ან თუნდაც უყვარდეს ქარი...–მხრებს იჩეჩს ის.
–არ მითხრათ, რომ შეგიყვარდით...–ვფრუტუნებ და მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, ჰიპნოზს ვუკეთებ, სასურველი პასუხი რომ მივიღო.
–მგონი არა...
–მგონი?–ამ სიტყვას საცეცებით ვიჭერ და ჩემკენ მოვათრევ.
–ისიც გაითვალისწინეთ, რომ მე დღეს პირველად არ მინახიხართ, თუმცა ჩემთვის თავის შეყვარება რთულია!–ამ წინადადებით წაქეზებას ნიღბავს მამაკაცი.
–ჩემთვის კი რთული არაფერია!
–ჯერ საქმე, მერე სიტყვები!–ჩემკენ იხრება და ზემოდან დამყურებს. იქამდე არ მშორდება, სანამ თვალს არ ვარიდებ და მის გონზე მოსაყვანად არ ვახველებ.
ჩვენი დიალოგიდან ორი წუთიც არ გადის, რომ გარედან შარი–შური გვესმის, მერე ნაბიჯების ხმა და ბოლოდ კარს იქიდან ლიკუნას აღელვებული ხმა... სულ მალე კარი იღება და მე რაღაც აპარატს ვხედავ... მის გარეშე იმ ვიღაცამაც ვერაფერი გააწყო! იეს!
***
–არა! ერთი ამიხსენი, იქ ერთად როგორ მოხვდით?–კედლებს აწყდება ლიკუნა და თან თავს ისე აქნევს, მეშინია არ მოძვრეს.
–მერამდენედ აგიხსნა?–კითხვაზე კითხვით ვპასუხობ და თავისუფლად ვიშხლართები დივანზე.
–მერამდენედ აგიხსნა?–მაჯავრებს მეგობარი.–თუნდაც მეხუთედ! იმ რომანტიკოსთან სააბაზანოში რა საქმე გქონდა? მე კინაღამ ჭკუიდან შევიშალე... ერთი საათი ვაკაკუნებდი, ლამის თვითონ შემოვანგრიე კარები, ესენი კი იქ თბილად ჭუკჭუკებენ? კიდეც ხომ არ შეიცვალე გადაწყვეტილება?
–ვნახოთ...–მრავლისთქმელად ჟღერს ეს ერთი სიტყვა.
–რა ვნახოთ, სესილი? რა ვნახოთ? იცი, მაინც ვინ არის? რომ შევხედე, მაშინვე მიხვდი, რომ ეგ ვარდებს არ გამოგიგზავნიდა! მით უმეტეს ლექსებს არ დაგიწერდა! რამდენი ქიარიმე არსებობს ამ ქვეყანაზე, იცი?–მიჩიჩინებს ის და თან წრეებს მივლის.
–ქიარიმეზე არ ვამბობ არაფერს... ქურხული, თან მთიული.–ვუხსნი კარგი პედაგოგივით.–მართალია ლეილამ მითხრა, რომ ოცდარვა წლისაა, მაგრამ ალბათ მოიტყუა, ჩემს ასაკთან შედარებით ბევრი რომ არ გამოსულიყო. თუმცა რა... ოცდახუთის ვარ. ხუთი წელი კი სულაც არ ითვლება დიდ სხვაობად.
–მარტო სხვაობაზეა ლაპარაკი?–მკიცხავს ლიკო და როგორც იქნა სკამზე პოულობს ადგილს.

სწორედ მაშინ, როცა გამწარებული გავრბივარ ერთ–ერთ გაზეთის რედაქციაში, რადგან ვიღაც მნიშვნელოვან პიროვნებასთან იწერენ ინტერვიუს და ფოტოგრაფი სჭირდებათ, ჩემი ყოველდღიური სტუმარი დაგვიანებით მიკაკუნებს კარებზე.
სხვა გამოსავალს რომ ვერ ვხედავ, ლეილას სიმართლეს ვეუბნები და ვთხოვ, რომ სამარშრუტო ტაქსის მოსვლამდე მითხრას სათქმელი, რათა აღარ მოვცდე. რაღაცის თქმას კი აპირებს ქალბატონი მაჭანკალი, თუმცა ისიც პროგრესად მიაჩნია, რომ ზრდილობიანად ველაპარაკები და მთანხმდება.
–რა ქენი, აბა, სესილიკო? იფიქრე იმ ამბავზე? კაი ბიჭია და არ გაუშვა ხელიდან, იცოდე!–საჩვენებელ თითს ცხვირწინ მიტრიალებს ლეილა და მსუქან თეძოებზე ხელებს კეკლუცად ისმევს. რა გასაკვირია! სამჯერაა გათხოვილი და აგერ ერთი წლის წინ გარდაეცვალა მესამე ქმარი. ახლა ალბათ მესამის შესაბმელად ატარებს ძებნით სამუშაოებს.
–რას ამბობ, ლეილა! ისიც კი მიკვირს, აქამდე როგორ არ მომტაცეს მთიულმა გოგნუცებმა.–სიცილს ძლივს ვიკავებ და სადარბაზოდან გამოსულ მეზობელს ვესალმები.
–ეჰ, სად ხედავენ მთიულეთში ქიარიმეს. ხან აქაა, ხან იქაა... აგერ გუშინ ჩამოვიდა იქიდან... რა ჰქვია, კაცო...–სახელს ვეღარ იხსენებს ის.–კახეთში რომ რაღაც წვეულება იყო... თუ რა ჰქვია... მოკლედ ღვინოზე რომ იყო რაღაც.
ანუ... ანუ... ანუ! აი, გასაგებია, რატომ ვერ ხედავენ მეზობლები ქიარიმეს ხშირად... ხშირად კი არა, თურმე ლიკუნას სულ სამჯერ ჰყავს ნანახი. მეოთხედ სიამოვნება ჩემი დამსახურებით მიიღო! თუ გუშინ ჩამოვიდა, სახლიც დაულაგებელი ექნებოდა... ალბათ მე შევაწყვეტინე სახლის მოწესრიგების პროცესი! არა, შეუძლებელია ვცდებოდე, მაგრამ ვარდები? პოეზიის აისები?
–შენი ვინ არის ქიარიმე, ლეილა?–ამ კითხვით რაღაც საკითხებში დარწმუნებას ვცდილობ.
–ჩემი?–დაბნეულობა ეტყობა ქალს.–ჩემი ვინ უნდა იყოს ვითომ? განათლებული, მორჩილი, სიტყვას რომ არ შემოგიბრუნებს... თან სიყვარული შეუძლია ისეთი, რომ...
–მისთვის თავის შეყვარება რთულია?–მოგვიანებით ვამჩნევ, რომ სუნთქვა შემკვრია... რას გვიშვრება ეს ბედი, რას!
–ეგ შენ მითხარი მერე, შვილო... მე არ ვიცი. ზედმეტად დიდია ჩემთვის... ხი–ხი–ხი! თანაც... მას ხომ უკვე უყვარხარ.–ხრინწიანი ხმით ხითხითებს ის და იმ სამარშრუტო ტაქსზე მიმანიშნებს, რომელიც მაწყობს.
ეეე, ამან საიდან იცის?
მდაა, მდაა... ეს ყველაფერი ეჭვს აჩენს! ეჭვმა და გამოძიებამ კი შეიძლება იქამდეც მიმიყვანოს, რომ ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა შევძლო...
ეს დღე კი ვეჭვობ მალე მოვა... ისევე, როგორც ''მარშუტკა'' გაზეთის რედაქციაში...

^^^
მეოთხე თავიც გამოცხვაა!
ინტრიგა ძლიერდება... მოვლენები იხლართება...
ველი თქვენს შეფასებებს, ტკბილებო! ველი და ვღელავ...
უყვარხართ სოფოს!
პ.ს. დარჩა ორი თავი...



№1  offline წევრი mimimimo

ჰმ, საინტერესო ჩანს. winked
ნეტავ რას ხლართავ? wink
მგონი მართლდება ჩემი ვარაუდი. belay

მეწყინა, რომ მალე დასრულდება.
გელოდები, წარმატებები! feel

 


№2 სტუმარი taaas

Aii kargiaa da sainteresoaa magram taparaa taviaa da gazarde taveebi

 


№3 სტუმარი Black

Meti ara?vaax masin cota sheaperxe mati siyvaruli:Dkai iko dzalian;)<3

 


№4  offline წევრი teddy))

Ar damitmobs sesili qiarimes? :D dzaliaan moomewona! Xhaxlartulia ambebiooo :D veli shemdegs :D 7 tavidan 6 ze chamoxvedi :D shemiyvardnen aba warmatebebi!

 


№5  offline მოდერი sopiko

mimimimo
ჰმ, საინტერესო ჩანს. winked
ნეტავ რას ხლართავ? wink
მგონი მართლდება ჩემი ვარაუდი. belay

მეწყინა, რომ მალე დასრულდება.
გელოდები, წარმატებები! feel

მიმიმიმო, ვერ გეტყვი, რომ შენი წინასწარმეტყველება სინამდვილისგან შორსაა wink
დიდი მადლობა, საყვარელო love
taaas
Aii kargiaa da sainteresoaa magram taparaa taviaa da gazarde taveebi

ტას, რა ვქნა მეტი? ამდენი ხანია ასე ვწერ და სხვა შემთხვევაში ვერ მოვახერხებ ყოველდღე დადებას, მით უმეტეს არაა ასე საგანგაშოდ პატარა თავები... საშუალო ზომისაა. ისე, მიხარია, რომ მოგწონს feel
Black
Meti ara?vaax masin cota sheaperxe mati siyvaruli:Dkai iko dzalian;)<3

შემეშალა, ბლექ, სამი დარჩა, სამი! wink გმადლობთ, მისტერ!
teddy))
Ar damitmobs sesili qiarimes? :D dzaliaan moomewona! Xhaxlartulia ambebiooo :D veli shemdegs :D 7 tavidan 6 ze chamoxvedi :D shemiyvardnen aba warmatebebi!

არა, არა, ამჯერად ისევ შვიდი იქნება! lol სამწუხაროდ ძალიან მესაკუთრეა და ვერაო... რა ვუყოთ! შენ არ იდარდო, რამდენიმე დღეში დავდებ ახალ ისტორიას და იქ იქნება ანო... ბიჭიც მისი იქნება და ისტორიაც love

 


№6 სტუმარი Black

Mash Mister ara?! H,h..:D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent