შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

N:9 - (თეთრი ანგელოზი) ნაწილი 2 - თავი 9 - დასასრული


6-04-2016, 23:41
ავტორი D-roni
ნანახია 5 983

^^^


- გასაგებია ! , ეშველათ ძლივს არა ? - ჰკითხა სიცილით .
- ხო ... - ბაჭია ხელში მოითავსა და დაბღვერილ დაქალს ცხვირზე აკოცა. - ხო და ეს ... ეს იოანეა , ჩვენი ყველაზე სიმპატიური ბიჭი , თავისუფლების მოყვარული და სიყვარულის მაძიებელი ... - თვალი ჩაუკრა ანის და წარბშეკრულ იუკას ლოყაზე აკოცა.
- სასიამოვნოა ... - სიცილით ჩამოართვა ხელი ანიმ და ადგილზე აიწურა.
- ჩემთვისაც!- თავისთვის ჩაილაპარაკა და გვერდით გაიხედა.
- ანი , ახლა უნდა წავიდეთ , ყველა დაღლილები ვართ და ხვალ გამოგვიარე კარგი ? - ჰკითხა და ბაჭია ხელებში ჩაუწვინა.
- კარგი ... - გოგონებს აკოცა , ილიას თმა აუჩეჩა და ბიჭებს ღიმილით დაემშვიდობა.
^^^
ილია საეჭვოდ დადუმებული დაიარებოდა და დროდადრო პირ აღებდა რაღაცის სათქმელად.
ბოლოს პირს მუწავდა და ხელებს იქნევდა აქეთ-იქით.
- რა გჭირს? - მაშო გვერდით ამოუდგა და მხარზე ჩამოეკიდა.
- რა უნდა მჭირდეს ? - ღიმილით მოუჭუტა თვალები და თმაზე მიეფერა.
- იოანე ! - წარბები შეკრა მაშომ.
- რა ... - გულუბრყვილოდ გაიკვირვა და ერთ ადგილზე შედგა.
- რა და რაღაცის თქმა , რომ გინდა შენ გგონია ვერ ვხვდები ? - ცოტა ხმა მაღლა მოუვიდა ნათქვამი.
- ამას უეჭველი ანი მოეწონა ! - ილია სიცილით მიეხუტა უკნიდან ბარბარეს.
- ამოგაძრობ ენას ბიჭო ! - წარბები შეკრა უმცროსმა დემეტრემ.
- კაი ხო ! - ენა გამოუყო და ეზოში შევიდა.
- მართლა ? - მაშო წინ ჩამოდუგა და რაღაცნაირად გაუღიმა.
- მაშო ! , ნუ ჩააცივდი ! , თუ უნდა ხომ იტყვის ? - ბათუმ შეყვარებულს ხელი დაავლო და მხარზე გაიდო.
- ააა , რას აკეთებ ველურო ? - ბეჭზე ხელი დაარტყა და ტუჩები დამანჭა.
- ახლა მე და შენ დავიძინებთ ! - უკანალზე მისცხო ხელი და ოთახში შეიყვანა.
- სულელო! - მკვრივ მკერდზე ხელი მისცხო , ბოლოს კი მაინც გაეღიმა.
- აბაროტის თემაა ! - ალაპარაკდა ჟარგონებით და მაშოს მკერდს ხელი , ძალიან ნაზად მოუჭირა და მისი ტუჩებისკენ დაიხარა.
გაოგნებულს სახეზე ალმური მოეკიდა და ლოყები აუწითლდა.
უხერხულად აწურულმა მხოლოდ , შეფარკლულ ღაწვებზე იგრძნო , გახურებული ტუჩები და თვალები მიბლინტა გულ - აჩქარებულმა.
- გაჩერდი ... - მის მკერდზე მოჭერილ თითებს , თავისი გადაატარა და მოსაშორებლად უბიძგა.
ფარჯიანმა ტუჩის კუთხე მომაკვდინებლად ჩატეხა და ცალყბა ღიმილით დაეწაპა სასურველ ბაგეებს.
ოდნავ მოშორებული საწოლზე გაწვა და ხელები თავქვეშ ამოიდო.
მისმა შორს ყოფნამ , გონზე მოიყვანა და დაბღვერილმა გადაიძრო ზედა.
ბათუმ თვალები მოჭუტა , ცალი წარბი ჰაერში აწია და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
ზედას შარვალიც მიაყოლა და საცვლების ამარა ჩამოდგა საწოლთან.
გადასაფარებელი აწია და თვალებმოჭუტული დააკვირდა საწოლს.
- თეთრეული ვინ გამოცვალა ? - სუფთა თეთრეულს , ეჭვნარევი მზერით დახედა.
- სახლს მომვლელი ყავს , სანამ ჩამოვდივართ ვაფრთხილებთ და ყველაფერს ამზადებს ! - მხრები აიჩეჩა და საწოლზე ხელი დაატყაპუნა.
- ძალიან კარგი ... - ჩაილაპარაკა და ღიმილით შებრუნდა კარადისკენ.
მოკლე პენუარი გადმოიღო და კარადის კარი წინ აიფარა.
ბათუმ ხმამაღლა გაიცინა.
ზედა საცვალი ბღვერით მოიშორა და პენუარი გადაიცვა.
კარადაში ჩუმად შემალა გახდილი საცვალი და მოცინარს გევრდით მიუწვა.
თმის რეზინი მოიძრო და იქვე ტუმბოზე დადო.
ფარჯიანი უცებ წამოდგა , ტანსაცმლეი გაიძრო , მაიკაც გადაიძრო და საწოლში შეწვა.
მიჩვეული კია , მის შიშვლე მკლავებში ნებივრობას ...
მაგრამ აქ , საქართველოში მაინც ახალი ემოციებით აივსო.
თითქოს ჟრუანტელს ტანზე კი არა , გულში გრძნობდა.
იქ გულში , სადღაც ღრმად ... თითქოს რაღაცეები დაცოცავდნენ.
ბუსუსები ზედაპირს ეკროდნენ და სასიამოვნო ემოციებით ავსებდნენ .
ძილბურანში მყოფი მძაფრად გრძნობდა ყველა შეხებას და ხვდებოდა ...
რა აკლდა აქამდე !
საქართველო , საქართველო ... მისი ჰაერი და საყვარელი კაცის "ქართული , მაგრამ მაინც ნაზი ალერსი".
დილით საყვარელმა კოცნამ გამოაფხიზლა და თვალები ღიმილით გაახილა.
მთქნარებით წამოწია თავი და ღიმილით მიიტანა ხელი გახსნილ ბაგეებთან.
ბათუმ სიცილით აკოცა შუბლზე და თავი მკერდზე დაადო.
- არ ვიცი , უშენოდ გაღვიძებას როგორ უნდა მივეჩვიო , ან ... როგორ უნდა გავუძლო! - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა.
- წინასწარ ნუ ინერვიულებ ... -ფხუკუნით გამოაჯავრა და თმა გაუსწორა თითებით.
- იცი რა ? გადმოდი ჩემთან ! - ოდნავ ახედა და მის ყბას ქვემოდან თითები აკრა. - დახურე ეგ პირი ! - გაოგნებულს სიცილით ურჩია და ირონიული ღიმილით აკოცა ტუჩებზე. - არაფერში არ შეგიშლი ხელს , ისწავლე ... პირიქით ყველანაირად შევეცდები დაგეხმარო ! - ხმა მეტად სუფთა და დამაჯერებელი ჰქონდა.
მაშომ ერთი სლუკუნით , ღრმად ამოისუნთქა და წამოსული ცრემლები თითებით შეიმშრალა.
- რა გატირებს სულელო ! - ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა ფარჯიანს.
- გაგიჟდება თუკა ... - დედამისი გაახსენდა და მის მკლავებში სრუტუნით ჩაიმალა . - ილიაც , მიშოც ...
- მიშოსთან ნალაპარკები მაქვს მე , ილია პრობლემა არ არის ! , აი თუკას კიდე მიშო გაანეიტრალებს ! - თვალი ჩაუკრა და თვალებდაქაჩულს ცხვირზე აკოცა.
- ანუ ? - ამოისლუკუნა და გულზე ხელი მიიდო.
- ანუ , სვანეთიდან ჩემთან მივდივართ უახლოეს ორ კვირაში ! - თვალი ჩაუკრა და სიცილით ჩაიხუტა ბედნიერებისგან სააქაოს მოცილებული მაშო . - მაშკა ... - თავისთვის ჩაიჩურჩულა და გატრუნულს თმაზე აკოცა .
^^^
- ანი ! - შესძახა მაშომ და გახარებული წავიდა ჭიშკართან მდგომი ანისკენ.
- გამოვცხადდი ! - სიცილით მიიდო გაშლილი ხელის მტევანი შუბლთან და მოკლე სარაფნის ბოლოების ფრიალით წამოვიდა მაშოსკენ . - მაშენკა გოგო , როგორ გიხდება სიყვარული !
- სიყვარულს ვუხდებით მე და მაშენკა ! - ბათუ ღიმილი მიუახლოვდა ანის და გადაკოცნა.
- ხო , ეგეც მართალია ! - ჩაიფხუკუნა და ილიასკენ წავიდა. - ილო , შე ძველო !
- გოგო ! , ილია ვარ მე ილია ! - დაუბღვირა და მუცელზე უჩქმიტა. - რა არის , საჭმელს არ გაჭმევენ ? - გამხდარს თვალი ააყოლა და ბარბარეს გახედა . - ჩემი შოკოლადი , აი ასე უნდა იყოს გოგო ! - უკნალზე ხელი მისცხო და იოანეს გახედა.
- ხელებს დაგაძრობ ! - დაუბღვირა და ანის გაუღიმა.
- ხელებს დაგაძრობ ! - გამოაჯავრა ილიამ და შეყვარებული კალთაში ჩაისვა.
- ანი , შენ აქ ცხოვრობ ? - ჰკითხა იოანემ და სარწეველაზე მჯდომი უკან გადაწვა საზურგეზე.
- არა , რა აქ ვცხოვრობ ... - დაიმორცხვა და მის გვერდით ჩამოჯდა. - თბილისში , მეოთხე კურსელი ვარ ... კი არადა ვიყავი , დავხურე უკვე ... - უხერხული სიცილით შეასწორა ნათვაქმი.
- რა დაამთავრე ? - ჰკითხა და მისკენ მიბრუნდა .
- საავეაციო ... - გამოუტყდა და უბრალოდ გაუღიმა.
- ძააან კარგი , ანუ ადრენალინის მოყვარული ხარ ? - იკითხა კმაყოფილი ღიმილით და მის ალიპლიპებულ სახეზე ჯერ წარბი ასწია , შემდეგ კი ოდნავ ჩაიღიმა.
- შეიძლება ეგრეც ითქვას ...
___
ღიმილით უყურებდა მოსაუბრე იოანესა და ანის.
ბათუს მხარს მიხუტებული , ხან საიდან იღებდა ფოტოს ხან საიდან.
ისეთი ბედნიერია , რომ შეიძლება გაიბეროს და გასკდეს!
___
ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ბათუსთან.
თავიდან კი ეშიდონა , რომ დავბრუნდებით რამე არ შეიცვალოსო ... თუმცა მგონი შეიცვალა და თანაც უკეთესობისკენ!
მამაკაცის თვალებში , მოკაშკაშე სხივების დანახვა და იმის გააზრება , რომ ის ნათელი წერტილები მისთვის ანთია , უზომოდ დიდ ბედნიერებას ანიჭებს!
ყველაზე მეტად ის აბედნიერებს , რომ ყველა კარგად ეგუება მათ ურთიერთობას.
არც თუკა არ ნევროზდება და არც მიშო არ აზიატობს.
ამბობს , რომ ბათუს ყველანაირად ენდობა და იცის , რომ ბიჭი ზედმეტს არასდროს არ გააკეთებს!
ამის მოსმენა მამისადმი უფრო დიდი პატივის ცემით ავსებს!
ბათუს მიმართ კი დღითიდღე ეზრდება გრძნობა და იმასაც კარგად ხვდება , რომ მამაკაცზე უგონოდაა შეყვარებული.
რაც მთავარია არვისადმი არ შეცვლილა , მითუმეტეს სოფის და გიორგის მიმართ.
"სადედამთილო-სამამთილოს" - მიმართ ისევ ისეთი პატივისცემით და რაღა თქმა უნდა შუტეკბით არის განსჭვილული.
სოფის აწითლება და გიორგის ხელი ხელზე ბრაგაბრუგი არასდროს არ მობეზრდბეა ან სულაც პირიქით.
ეგონა უფროსობა , რომ ჩამოვიდოდა რამეში შეიზღუდებოდა.
თუმცა ყველანაირ კომპლექსს უხსნიდა მათი იქ ყოფნა.
არც ერთი წამით არვის უგრძვნია , რომ იქ ვინმე ვინმეზე უფროსი ან თუნდაც უმცროსი იყო.
ყველა ერთი ასაკის თუ არა , ჭკუისები მაინც იყვნენ ზაფხულობით!
თუკამ კი დიდხანს იჭიჭყინა მაშოს ბათუსთან გადასვლის პერსპქტივაზე , თუმცა ... ბათუ მართალი იყო ! , თუკა მიშომ ნამდვილად გაანეიტრალა!
რა თქმა უნდა იოანე და ანიც ძალიან ახლვდებოდნენ.
მაკო ჭკუაზე არ იყო , ისე მოსწონდა ანი.
ანიც ძალიან ადვილად შეეჩვია ყველას.
რა თქმა უნდა ყველას კარგად ახსოვდა , დიდ ეზოში მორბენალი ანი , რომელსაც ბავშვობიდან უკან მოსდევდა ჯუჯა ბაჭია!
ჯუჯა თუ არა ბაჭია მაინც!
იოანე ჭკუაზე არ იყო , რა მხრიდან არ უვლიდა გოგონას , მაგრამ მაინც ვერ უპოვა ის წერტილი , საიდანაც თითქოს მის გულამდე მისვლა გაუადვილდებოდა.
"ხან მევასების , ხან მომწონხარს" - ძახილით მივიდა მასთან .
ანიმ სანამ " მიყვარხარ " არ გაიგო , მანამდე არ გაიკარა ზედმეტად იოანე.
ამბობდა , არასერიოზული "მევასებიზე" აგებული ურთიერთობები არ მიზიდავსო.
ეს იმ კატეგორიას განეკუთხნება , ვინც ურთიერთობას იწყებს და სერიოზულად აგრძელებს.
თავიდან იოანე ამაზე ცუდად რეაგირებდა , მაგრამ ყველაფერს , რომ ძირფესვიანად ჩაუღრმავდა და ჩაწვდა , შემდეგ უფრო დააფასა ანიც.
ამიტომ არიან ახლაც , მოსიყვარულე წყვილის როლში!
ნამდვილად უხდებიან ერთამენთს.
იოანესაც ეშველა!
ანისაც!
და მათაც შეერქვათ შეყვარებულები.
ყველაზე მნიშვენლოვანი რა არის იცით ? , იოანემ აღმოაჩინა , რომ მარკესს მასზე არ დაუწერია მაარტობის ასი წელიწადი!
რადგან ის თვლიდა , რომ მარტო არასდროს აღარ იქნებოდა!

^^^
გატრუნული იჯდა ოთახში და კონსპექტებს დაჰყურებდა.
სახლში ახლადგამზადებული სადილის სუნი , ჯერაც არ გასულიყო გაღებული ფანჯრებიდან.
ღამის თბილისს გახედა და პასტა რვეულზე დადო.
კარის ჩხრაკუნის ხმაზე , სწრაფად ჭყიტა თვალები და გახარებული გაიქცა შემოსასვლელში.
უკვე ჩაკეტილ კართან იდგა ბათუ , გასაღები თაროზე მიაგდო და სპორტული ჟაკეტი საკიდზე დაკიდა.
საქმროს დანახვაზე , მისკენ გაიქცა და მთელი სხეულით , ტანზე აეწება.
- რა სუნებია ? - ჰკითხა და ხეკები მაგრად მოჰხვია წელზე.
მისიანად გავიდა სამზარეულოში და ცალი თვალით შეიხედა მაცივარში , მწვანე ჯამს თავსახური ახადა და სალათის დანახვაზე ნასიამოვნებმა ჩაიღიმა.
- ცეზარი გამიკეთე ჭინკა ? - მაცივრის კარი დახურა და ზედ ააკრო ბედნიერი ღიმილით მომზირალი.
- ცეზარი გაგიკეთე ! - დაეთანხმა და ოდნავ მოშვებულ ქერა წვერზე თითები ჩამოატარა.
- რა სახე გაქვს ? - ჰკითხა სიცილით და მისაღებში , რბილ მატერიაზე ჩამოჯდა.
მაშოს ისევ მის წელზე ჰქონდა ფეხები შემოლაგებული.
- რაღაცის თქმა მინდა ... - თითები ტუჩებზე დაუსვა და ოდნავ გაუღიმა.
- მაშკა , მაშკა ... - ჩაილაპარაკა რაღაცნაირი ღიმილით და უცნაური მზერით ჩააცოცა თითები მის მუცელზე.
ჟრუანტელმა , ახლა უკვე სხვანაირად დაუარა მთელს სხეულზე.
იგრძო როგორ , გაიბერა სიამოვნებისგან და თვალები ოდნავ დახუჭა.
დრო და დრო უფრო ძლიერდებოდა შეგრძნებები.
ბედნიერების პიკი მაშინ იგრძნო , როცა ფარჯიანმა ოდნავ გადააწვინა დივანზე და გვერდით მიუწვა.
ზედა ოდნავ აუწია და გახურებულ მუცელზე ტუჩები მიაკრა.
თითქოს ისევ შიგნით , ღრმად , მარცხენა მხარეს მფეთქავ ორგანოში გრძნობდა ბუსუსებს.
თითქოს მის მუცელში გაზაფხული იწყებოდა.
ისევ გაზაფხული , ისევ ყვავილების აყვავება , ჩიტების და პეპლების ჰაერში განავარდება.
ყველაფერს შიგნიდან გრძნობდა...
ახლა უკვე გაასმაგებული ემოციებით , იმიტომ რომ ... შიგნით , პეპლეპთან , ჩიტებთან და ახლად აყვავებულ ყვავილებთან ერთად ... მათი პირველი სიყვარულის ნაყოფი ... მათი ცხოვრების ახალი ეტაპის საწყისი ჯერაც წერტილი ... პატარა ფარჯიანი იჯდა!
ბედნიერია !
ყველაზე ბედნიერი ქალია მთელს მსოფლიოში , თუნდაც იმიტომ , რომ ასეთ დიდ ბედნიერებას გრძნობს მის ხელებშიც კი!
ბედნიერია , იმიტომ , რომ მისი საყვარელი კაცი ყველაფერს უსიტყვოდ ხვდება!
ბედნიერია იმიტომ , რომ მის თვალებში ახლა უკვე გაასმაგებული გრძნობებით ხედავს მოკაშკაშე სხივებს!
თითქოს ისინიც ცხრანი არიან!
თითქოს ყველაფერი , ისევ იმ ცხრა დღესთანაა დაკავშირებული!
მეცხრე დღეს ქორწილიც.
მეცხრე თვეს ქვეყანას მოვლენილი , პატარა სიყვარული!
და ... ყოველ მეცხრე თვეს ... ისევ იქ , ბრაზილიაში გამგზავრება!
ნაყიდი სახლი ... დატოვებული დღიურები ... ყოველ ჩასვლაზე მომატებული ბრაზილიური ფოთლები , ზემოდან დაწყობილი წითელი ვარდის ფურცლები.
შემატებული თითო დღიური და გაფერადებული , ყოველი მეცხრე გვერდი!
ბრაზილიიდან ისევ სვანეთში , საყვარელი ადამიანების გარემოცვაში!
და ... ქორწინებიდან გასული მეცხრე წლის აღნიშვნა ,მის პირველ შვილთან ერთად ... ცხრა წლის პატარა ბიჭთან ერთად!
^^^
პატარა გოგონას უმზერდა სახლში მჯდომი , დრო და დრო დათოს გადახედავდა , რომელიც ცხრა წლის რეზისთან ერთად იჯდა და კუბიკ-რუბიკის აწყობაში ეხმარებოდა.
ღიმილით ეყრდნობოდა , მისი ცხოვრების საყრდენს.
ფარჯიანი ღიმილით უსმევდა მუცელზე ხელს.
გაბერილ მუცელზე ...
ცხრა თვის ფეხმძიმე მაშკა , ბათუზე მხარს ეყრდნობოდა და თვალებდახუჭული ფიქრობდა ყველა ამოტივტივებულ მოგონებაზე.
- ყველაზე მეტად იცი რა მიყვარს ? - განაბულ ცოლს თმაზე აკოცა და მისი ხელი თავისაში მოიქცია. - შენი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის დათვლა ... ჩემთან ხარ , მაგრამ მაინც მენატრები ! ... მგონი გავგიჟდი ... თუმცა ესეც სიყვარულია , სიყვარულს ხომ უყვარს ბოდვა ? - მისი დღიურიდან ამონარიდი გაიხსენა და ღიმილით აფახულებულ წამწამებზე აკოცა.
- მიყვარხარ ... - ამოიჩურჩულა და საყვარელი კაცის კისერში , ცხვირი ღიმილით ჩააცურა.
- მიყვარხარ მაშკა ! - ისევ ცხვირზე აკოცა და მასთან ერთად ჩაიძირა სასიამოვნო მოგონებებში , შემდეგ აწმყოში და სულ ბოლოს მომავალზე ჩაფიქრდა!
ორივე სრულიად არის დაწმუნებული , რომ მომავალი ... ეს იმაზე ბედნიერი მომენტებით იქნება აღსავსე ... ვიდრე წარსული და აწმყოა ...
ეს ბათუს დანაპირებია , ის კი დანაპირებს ყოველთვის ასრულებს!



____

თქვენი არ ვიცი და მე პირველად ვარ აღბრთოვანებული და კმაყოფილი , ჩემივე ისტოირიის დასასრულით !
თუმცა ეს ხომ დასასრული არ არის ?!
ყველაფერს აქვს გაგრძელება , არარეალური ... მაგრამ მაინც ხომ გრძელდება ?!
ჩემთვის ამ ისტორიის ყველა ფერსონაჟი მუდმივად იცოცხლებს ჩემს გონებაში!
ყველას დიდი მადლობა , რომ გვერდში მედექით!
გამახარებთ , თუ დასასრულთან დაკავშირებით გამიზიარებთ თქვენს აზრებს!
მიყვარხართ !!!



№1  offline წევრი du-da

yochag chemo kargo.namdvilad visiamovne da dadebiti muxti mivige.warmatebebi

 


№2  offline წევრი natia-natia

ძაან მაგარი იყო ყოჩაღ <3 :*:*

არვივი მეტი რაგითხრა საოცრება იყოო...

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

აიიი ძააან მაგარიიი იყოო და შენც საოცრება ხაარ <3 იმედია ახალი ისტორიით მალე დაგვიბრუნდებიი <3

 


№4  offline წევრი Pepper

კარგი დასასრული იყო <3

 


№5  offline წევრი kora

არაჩვეულებრივი დასასრული იყო, საოცრად თბილი და ემოციური <3 გადმომედო ის დადებითი მუხტი რაც ჩააქსოვე ისტორიაში და მადლობა შენ ამისთვის. ყველა პერსონაჟი ძალიან მიყვარს <3 გელოდები ახალი ისტორიით <3
--------------------
kira.G

 


№6  offline წევრი მარი,,

martla dzaaan lamazi istoriaa markesze gavxalisdi,axali istoria minda srulaaaaad tan maleee.yvela istoria wavikitxe da yvela kargi da sayvarelia.ar malodino icode

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent