შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთად ყველაფერს შევძლებთ!(1)


11-04-2016, 01:09
ავტორი miss intriganka
ნანახია 2 605

***
-ულამაზესი ხარ-უთხრა ელემ ლილეს და მის წინ კიდევ ერთხელ დაატრიალა-გამოაშტერებ ერეკლეს-უთხრა სიცილით და ლილემაც წარბები აუთამაშა ეშმაკურად
-კაი ეხა წავედით თორე ისედაც ძალიან დაგვაგვიანდა-უთხრა ლილემ და კარები გასასვლელად გააღო ელეც სიცილით გაეკიდა უკან
ლილეს თეთრი ფურფუშა კაბა ეცვა წელში კარგად გამოყვანილი სხვადასხვანაირი ყვავილებით მორთული,ხოლო თავზე კი ძალიან გრძელი ფატა ეკეთა,მართლაც პრინცესას გავდა,დაბლა ჩასულს ერეკლემ რომ შეხედა ადგილზე გაშრა პირი დააღო და ასე უყურებდა ლილეს
-დაკეტე პირი ეკე და წაიყვანე ეხა ეს გოგო სანამ გადაიფიქრა-უთხრა სიცილით ნიკოლოზმა და ეკეც გამოაღვიძა
-ულამაზესი ხარ ჩემო პრინცესა უთხრა სიცილით,ხელი მოხვია და გარეთ გაიყვანა უკან კი ცოტნე,ელე,ნიკოლოზი, ელეს მშობლები და ეკეს დედა გაყვნენ რომლებიც ჩუმად ბედნიერებით სავსე თვალებით შესცქეროდნენ წყვილს.
წყვილმა ჯერ ჯვარი დაიწერა შემდეგ კი ხელი მოაწერა,ბოლოს რესტორნშიც წავიდნენ,ძალიან კარგ დროს ატარებდნენ ყველანი ლილე,ეკე ნიკოლოზი და ელე ერთ მაგიდასთან ისხდნენ,მაინც მეჯვარეები იყვნენ. მხიარულად კისკისებდნენ ლილე და ელე როცა ნელი ვალსი ჩაირთო და ეკე ფეხზე წამოდგა
-ქალბატონ ლილეს მოგტაცებთ ცოტახნით-უთხრა სიცილით ლილეს ხელი მოხვია და საცეკვაოდ გაიყვანა,ეკე და ლილე ისეთი ბედნირები შეყურებდნენ ერთმანეთს თვალებში, სრულიად უცხოსაც ბედნიერებას მოგვრიდა მათი სიყვარული,ელეც ბედნიერი თვალებით შესცქეროდა წყვილს,მაგრამ არა ერეკლე,ერეკლე ელეს უყურებდა და მისით ტკბებოდ, შემდეგ კი ფეხზე ადგა და ლილეს ისე უცბად მოხვია ხელი და საცეკვაოდ გაიყვანა გოგონა აზრზე ვერ მოვიდა და პატარა შეკივლა
-ვაიმე ხო არ გაგიჟდი შენ?-უთხრა უკვე გაბრაზებულმა და ნიკოლოზს ახედა რომელიც უდარდელი სახით უყურებდა ელეს
-რაიყო შეგეშინდა?-უთხრა და საყვარლად გაუღიმა
-კი-უთხრა და გაბრაზების ნიშნად გვერდით გაიხედა
-არაუშავს არაფერი მოგივა-უთხრა სიცილით
-დამპალო-უთხრა და მასაც გაეცინა-ეკეს მეჯვარე არ იყო უფ მოგივლიდი მე შენ-უთხრა გოგონამ
-ძაან მაინტერესებს რისი გაკეთების ძალა შეგწევს შენ რაუნდა დამიშავო-უთხრა და ისევ გაუცინა რაზეც გოგონამ მწარედ უჩქმიტა ხელზე და ბიჭიც დენდარტყმულივით გახტა გვერდით
-ააა გოგო მეტკინააა-წამოსცდა ნიკოლოზს
-რაო ნიკიშ რაო?აკი შენ რა უნდა მიქნაო?-გაუცინა სასაცილოდ და ენა გამოუყო,მაგრამ რომ დაინახა ბიჭი არ იცინოდა თვითონაც შეწყვიტა სიცილი-კაი რაიყო გეხუმრე რას მოიღუშე-უთხრა და სუ გაგიჟდა რო დაინახა ბიჭი გასასვლელისკენ წავიდა,გაუკვირდა მაგრამ უკან გაყვა მართლა იფიქრე ხო არ ვაწყენინეო,ნიკოლოზი კი სიცილს ძლივს იკავებდა როდესაც ელეს სასაცილოდ გაბუსხულ სახეს ხედავდა, მაგრამ სამაგიერო ხომ უნდა გადაეხადა იმ ჩქმეტისათვის,კარი გააღო და გარეთ გავიდა,მაგრამ ერჩივნა არც გასულიყო, როცა დაინახა ხელი-ხელ გადახვეული მოსეირნე ის ბიჭი და თავისი და თვალები ჩაუწითლდა და ძარღვები დაებერა,სუნთქვაგახშირებული შეყურებდა მოსეირნე წყვილს ისინი კი ვერც ამჩნევდნენ,ალბათ ვერც შეამჩნევდნენ რესტორნიდან ელე რომ არ გამოვარდნილიყო
-ნიკუშა-უთხრა აქოშინებულმა გოგონამ და წყვილის ყურადღებაც მიიქცია ნიკამ სევდიანი ირონიული თვალებით გახედა მის უკან მდგარ ლილეს,მაგრად მოეხვია და რამდენიმე ცრემლი გადმოვარდა, გოგონა გაგიჟდა გაოცდა ვერ მიმხვდარიყო თუ რამ გამოიწვია ამხელა სევდა მამაკაცში
-ნიკუ რამოხდა მე გაწყენინე ასე ძალიან?-კითხა გულუბრყვილოდ მაგრად შემოხვია ხელები და მასაც გადმოვარდა რამდენიმე ცრემლი,ვერ მიხვდა ისე წარმოთქვა ეს "ნიკუ" უბრალოდ ახლა ისე ახლო ადამიანად მიიჩნია ამ რამდენიმე წუთში რომ ვერც კი წარმოიდგენთ, რასაკვირველი ქორწილამდეც მეგობრობოდნენ და ეკონტაქტებოდნენ მაგრამ ეს სულ სხვა გრძნობა იყო
-არა პაწუ შენ არ ინერვიულო კარგი?მე წავალ ეხლა და შენ შედი უკან კაი?-უთხრა,შუბლზე გახურებული ტუჩები მიაკრა და მანქანისკენ წავიდა,ახლა ძალიან ჭირდებოდა საფლავზე წასვლა უცებ ჩაჯდა მანქანაში და ადგილს მოწყვიტა ელემ კი ვერ მოითმინა იცოდა რომ რაღაც უჭირდა და ვერ მიატოვებდა, ტაქსი გააჩერა და უთხრა რომ წინ მიმავალ შავ მანქანას გაყოლოდა ტაქსიც მალევე აედევნა და რამდენიმე წუთში ლისის ტბის სასაფლაოზე იყვნენ გადასულმა ეკე რომ დაინახა ვიღაც გოგოს საფლავზე როგორ ტიროდა და ღრიალებდა ძალიან გაუკვირდა და მასაც ისევე ეტკინა მისი ტკივილი
***
სასაფლაოზე ასული ეკე პირდაპირ თავისი საყვარელი დაიკოს საფლავისაკენ წავიდა,კიდევ ერთხელ შეხედა ქვაზე გამოსახულს და არადამიანურად იღრიალა,ძალიან იტანჯებოდა ნიკოლოზი ამითი,მაგრამ რა ექნა ვერ პატიობდა ამხელა ტკივილს,არ შეეძლო ეს ხუთი წელი დაევიწყებინა, დანარჩენი ბიჭებისგან განსხვავებით მას პატიება ძალიან უჭირდა ბევრჯერ დაფიქრებულა იმაზე რომ იმის შემდეგ რაც ბიჭებმა ასე სულგრძელად აპატიეს თვითონაც უნდა ეპატიებინა,მაგრამ ძმაკაცი სულ სხვა იყო,ანას ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო აპატიებდა კიდეც მაგრამ ანა მისთვის ყოველთვის ყველაზე წმინდა და კეთილი ადამიანი იყო და მისი ასე გარდაქმნა ვერ წარმოედგინა,მას უფრო მეტი მოეთხოვებოდა თანაც როდესაც მის გამო ყველას ჩამოშორდა და მტრად მოეკიდა,ენატრებოდა სიგიჟემდე ენატრებოდა,მაგრამ ვერ პატიობდა,თუ გგონიათ რომ ამაყი იყოო ძალიან ცდებით,უბრალოდ არ შეეძლო ვერ შეძლებდა ყოველდღე მისთვის ეყურებინა და გახსენებოდა ის წყენა და ტკივილი,ამითი ხომ მასაც დატანჯავდა და თვითონაც დაიტანჯებოდა.
საფლავზე იყო გაწოლილი და ხელებს უშენდა მიწას თან ყვიროდა
-რატომ?რატომ მე უფალო?რა დავაშავე ასეთი რომ საკუთარი დისგან ეს დავიმსახურე?მითხარი გთხოვ-ყვიროდა არაადამიანურად და ხელებს გულზე იჭერდა-ვიღაცამ ხომ შეიძლება ამომაგლიჯოს არა გულის ის ნაწილი რომელსაც ანა უყვარს და გიჟდრბა მასზე ხომ შეიძლება არა?-ნელ-ნელა ჩუმდებოდა ეკე და ხელებსაც აჩერებდა როდესაც გოგონას ხმა მოესმა და ისევ აიტანა კანკალმა
-მე...მაპატიე გთხოვ...არ მეგონა ასე თუ გატკენდი...-ძლივს აბავდა სიტყვებს გოგო და თან გვერდით მდგომ ქმარს ეხუტებოდა-მაპატიე გთხოვ...მაპატიე-სლუკუნებდა გოგონა ეკე კი უცბად წამოხტა ფეხზე
-იცი?ბევრჯერ დავფიქრდი რომ მე თუ მაპატიეს მეც უნდა მეპატიებინა შენთვის, ბევრჯერ გადავწყვიტე კიდევაც შენთან მოსვლა,მაგრამ არა მახსენდებოდა ისევ ის წლები და ისევ ის ბრაზი და უზარმაზარი წყენა მიჩნდებოდა, რომელიც შენ მომაყენე საკუთარმა დამ იმხელა ტკივილისთვის გამიმეტა რისი მოყენებაც შენს მეტს არავის შეეძლო, შენს გამო კინაღამ მოვკალი ის გოგონა, რომ მახსენდება ჩემი თავი მეზიზღება, მეგობრებს მტრად მოვეკიდე,ცოტნეს მამა მოუკლეს მე კი იმის მაგივრად მეპატიებინა შენი "გატაცება" დავურეკე და ვუთხარი მამაშენი მე მოვკალი და ახლა შენს სატრფოსაც მის გზას დავუყენებ თქო იცი?მითხარი იცოდი?-უყვირა ბოლო ხმაზე ლილემ კი უფრო უმატა ტირილს და მაგრად მიეკრო ქმარს რომელმაც ხელი მაგრად შემოხვია და თავზე აკოცა
-არ იცოდი და შენ გეგონა ეს უბრალოდ მუქარა იყო?არა მე მკვლელიად გახდომას ვაპირებდი,შენს გამო, ადამიანის გამო ვინც არც კი დამაფასა, იცი ის გოგონა გავიტაცე და მოკვლას ვუპირებდი,მართლა შენი ძამიკო შენს გამო ადამიანის მოკვლას აპირებდა, მაგრამ იმ გოგომ აკრა რულს ხელი და ავარიაში მოვყევით მხოლოდ მაშინ ამეხილა თვალები როცა ის გოგონა,ლილე,მოვიდა და აქეთ მიხდიდა ბოდიშებს,ასე მითხრა ჩემი თავის გამო არა,მაგრამ ეკე და ცოტნე რომ მოსულიყვნენ შემდეგ ისინიც მოკვდებოდნენ და შენცო,ასე თქვა შენში ბოროტება დანაკარგმა გამოიწვია მე კი ეს არ უნდა გამეკეთებინა,მაგრამ ძმის და ჩემი სიყვარულის დაკარგვის შემეშინდა თუნდაც ეს ჩემი სიკვდილის შემდეგ მომხდარიყო ან კიდევ თუ გადარჩებოდნენ ჩემი სიკვდილის შემდეგ ცხოვრებისთვის ძალიან მეცოდებოდნენ და რაც პირველი მომაფიქრდა ის გავაკეთეო,შენ კი იმის მაგივრად რომ ჩემთვის მისი სიყვარული გაგემხილა გაიპარე და არც კი დაფიქრებულხარ მე რა მომივიდოდა-თქვა ყვირილით და გვერდით გაიხედა რომ მათთვის თვალი აერიდებინა და აკანკალებული ელე რომ დაინახა გაშეშდა,უცბად მივარდა გოგონასთან და გულწასული ელე ხელებში ჩაუვარდა
-ელეე ელეე გაახილე თვალები რა გჭირს, პაწუ გთხოვ რა გააცილე თვალები-გაყვიროდა ბოლო ხმაზე ბოლო სიტყვები კი უფრო თბილად წარმოსთქვა შემდეგ ერთხელ კიდევ გახედა მათზე მიშტერებულ წყვილ თვალებს ტკივილიანი მზერით მნქანისაკენ გაიქცა და მალე მოწყვიტა ადგილს და სავაადმყოფოსაკენ წაიყვანა.
სავაადმყოფოში შესულმა ყვირილით აიკლო იქაურობა ცუდადაა ვინმე დამეხმარეთო და გოგონა ექიმებს გადააბარა,მალევე მოასულიერეს გოგონა და ექიმი პალატიდან გამოვიდა
-თქვენ გოგონას ახლობელი ხართ?-კითხა ექიმმა
-დიახ რა სჭირს?-იკითხა შეშინებულმა
-არაფერი უბრალოდ ძალიან ინერვიულა და ამის გამო წაუვიდა გული-უთხრა ექიმმა და ეკემაც ამოისუნთქა-უკვე ღვიძავს და შეგიძლიათ შეხვიდეთ,ოღონდ არ ანერვიულოთ ისედაც დიდი სტრესი გადაიტანა-უთხრა და პალატისაკენ გაუძღვა. ***
პალატაში შესულმა მძინარე ელეს რომ შეხედა გაეღიმა,სახეზე ფერი არ ედო მაგრამ მაინც ძალიან ლამაზი იყო, საწოლთან მივიდა გვერდით ჩამოუჯდა და მისი ხელი თავისაში მოიქცია
-ელე მაპატიე,როგორ მანერვიულე, თურმე მართალი ყოფილა რომ ამბობენ ადამიანი ყველაზე პირველად ცუდს ფიქრობსო,უცბად ვიფიქრე რომ ხელიდან მეცლებოდი და კინაღამ გავგიჟდი,უშენოდ ვერ გავძლებ იცოდე არ მიმატოვო-ელაპარაკებოდა მძინარე გოგოს და თან ლოყაზე ხელით ნაზად ეფერებოდა-რატომ გამომყევი უკან?რატომ?ახლა ხომ აქ არ იწვებოდი არა?-უკვე ნახევრად მძინარე ბურტყუნებდა და თავს ლილეს ხელზე ათავსებდა, მალევე მოეწყო კომფორტულად და ჩაეძინა.
ელემ დილით თვალები რომ გაახილა ხელზე სიმძიმე იგრძნო?ჯერ ისედაც ოთახიც არ ეცნო და ნიკოლოზს რომ დახედა სულ გააფრინა,გაუკვირდა აქ რამინდაო მაგრამ მალევე ამოუტივტივდა წინა დღის მოგონებები და სევდიანად გაიღიმა
-ნიკოლოოზ გაიღვიძე-უჩურჩულა ჩუმად ბიჭმა კი თავი ისე სწრაფად წამოყო, სკამიდან კინაღამ გადავარდა
-ჰა?რა?რა მოხდა?-შეშინებულმა შეხედა ელეს და როცა დაინახა გოგოს მის ქცევაზე გაეცინა თვითონაც დამშვიდდა და გაიღიმა
-ნიკუუ მიდი რა ექიმს დაუძახე როდის გამწერენ დავიღალე უკვეე-ამოიბუზღუნა ელემ და მომღიმარ ნიკოლოზს გახედა
-ჯერ ხუთი წუთია გაიღვიძე გოგო და უკვე წუწუნებ-თქვა და ჩუმად ჩაიფხუკუნა ელეს რომ არ გაეგო,მაგრამ მას რას გამოაპარებდით?ვერაფერს
-ნიკოლოზ-მკაცრად უბრიალა თვალები გოგონამ და კაციც დააშოშმინა-მიდი რა გთხოოვ მართლა დავიღალე უკვე-მაინც თბილად უთხრა ბოლოს და გაუღიმა, ბიჭიც ადგა და პალატიდან გავიდა შიგნით კი ექიმთან ერთად შემოვიდა
-აბა როგორ არის ჩვენი პაციენტი რამე ხომ არ გაწუხებს?-კითხა კაცმა თბილი ღიმილით
-სრულიად ჯამრთელი ვარ ექიმო არაფერი მაწუხებს მოწყენილობის გარდა-უთხრა სიცილით
-ძალიან კარგი მაშინ მე ახლა საბუთებს გავამზადებ თქვენ მაქამდე გაემზადეთ და მაქსიმუმ ნახევარ საათში სახლში იქნებით,ოღონდ იცოდეთ თავი ზედმეტად არ დაიტვირთოთ თორემ ხომ ხედავთ რაც დაგემართათ-კაცის ამ სიტყვებმა ორივეს გაახსენა წუხანდელი და ორივე საგრძნობლად მოიღუშა, მაგრამ ხმა არც ერთმა ამოიღო,ორივე გაურბოდა ამაზე საუბარს,მართალია ელეს ძალიან აინტერესებდა ყველაფერი,მაგრამ იცოდა რომ ამით ნიკოლოზს გაახსენებდა ძველ ტკივილს და ამიტომაც გადაწყვიტა ეს ყველაფერი ცოტა ხნით მაინც დაევიწყებინათ.
მალევე მიიყვანა ნიკოლოზმა ელე სახლში და გოგონაც სახლისაკენ გაემართა,შიგნით შესული ფეხის წვერებზე აწეული მიიპარებოდა თავისი ოთახისაკენ რათა დედამისს არ გაეგო რომ ღამე სახლში არ იყო,ჩუმად გაიარა შესასვლელი და სასტუმრო ოთახიც უნდა გაევლო,როცა უცბად შუქი აინთო და ჩაბნელებული ოთახი განათდა, გოგონაც სავარძლებისაკენ გატრიალდა და დაინახა დედამისი თვალებ ჩაშავებული,აშკარად ეტყობოდა რომ მთელი ღამის უძინარი იყო
-დეე...
-არავითარი დე მითხარი სად ბრძანდებოდი მთელი ღამე,არც იფიქრო მოტყუება რომ ქორწილში იყავი იმიტომ რომ ვიცი არ იყავი და არც გოგოებთან არ ყოფილხარ,მითხრეს მაგათმა ჩვენთან არაა ჩვენ გვეგონა სახლში წამოვიდაო,ამიტომაც მალე თქვი სანამ წყნარად ვლაპარაკობ და ჯერ არ გამიფრენია-გაბრაზებული ხმით უთხრა ქალბატონმა ლალიმ,არ გეგონოთ რომ ლალი მკაცრი იყო, ელესთან ის მეგობარივით იყო მაგრამ გოგონას ამ ქცევამ ის მართლა ძალიან გააბრაზა-რაც მამაშენი წავიდა საზღვარგარეთ სულ გაუტიე,ღამე გვიან მოდიხარ სახლში და არაფერს მეუბნები ამიტომაც მალე ილაპარაკე თორემ მერე განხორციელდება ზარი მამაშემთან და ხოიცი ამ ყველაფერს რომ მოისმენს ყველაფერს დატოვებს და მაშინვე აქ წამოვა და მერე ალბათ ხვდები რომ კარგი დღე არ დაგადგება-უთხრა ლალიმ,ელემაც ერთი ამოიხვნეშა და სავარძელში ჩაებერტყა გადაწყვიტა ყველაფერი მოეყოლა რადგან ბატონი ირაკლი თუ ამას გაიგებდა მართლა ჩამოფრინდებოდა პირველივე რეისით და თანაც მამამისი ძალიან მკაცრი იყო და ისიც იცოდა რომ კარგი დღე არ დაადგებოდა
-დაჯექი და მოგიყვები ყველაფრს-უთხრა ელემ და დედაც მის გვერდით ჩაჯდა სავარძელში გოგონამ ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა ლალის და მის გაკვირვებულ თვალებს რომ შეხედა დააყოლა
-მართლა ეგრე იყო არ გატყუებ უბრალოდ ისე ცუდად იყო რომ არ შემძლო მარტო გამეშვა-თქვა და დედას ჩაეხუტა
-დეე...ელე მაგ ბიჭისადმე რამეს გრძნოობ?გიყვაარს?-უთხრა ლალიმ თბილად ამ კითხვის გაგონებისას ელე გაოცდა და ეს კითხვა საკუთარ თავს დაუსვა,უყვარდა?თვითონაც არ იცოდა არასდროს ჯეროდა ესე უცბად შეყვარების და ახლა ვერ წარმოედგინა რომ თვითონ შეიძლებოდა შეყვარებოდა ესე უცბად
-არა დედა არ მიყვარს უბრალოდ რაღაც მემართება მასთან ერთად რომ ვარ,მას რომ ტკივა მეც მტკივა,აი მაშინ რომ იტირა იცი დე როგორ მეტკინა გულიი? ძალიან ძალიან ესე მეგონა რომ გულში დანა ჩამარტყესთქო,მასთან რაღაც უხილავი მაკავშირებს მაგრამ არამგონია ეს სიყვარული იყოს-უთხრა გოგონამ გულწრფელად ის რასაც ფიქრობდა
-გიყვარს დე თანაც როგორ-უთხრა ღიმილით ლალიმ და ერთადერთ შვილს თბილად მოეხვია.
***
ნიკოლოზთან
ნიკოლოზმა როგორც კი ელე მიიყვანა სახლში,მაშინვე ბიჭებს დაურეკა და მასთან სახლში შეკრება სთხოვა ისინიც უყოყმანოდ დასთანხმდნენ და ნახევარ საათში ყველა სსვარძელში იჯდა და ვისკის მიირთმევდა
-აბა რა ხდება რომ შეგვყარე ყველა ერთად-წამოიწყო საუბარი ლაზარემ და ნიკოლოზს მომლოდინედ გახედა
-გუშინ ვნახე...-დაიწყო ლაპარაკი თვალებში სევდაჩამდგარმა-თავის ქმართან ერთად მიდიოდა ქუჩაში-თქვა და თვალიდან ცრემლი გადმოუვარდა ვერასდროს აკავებდა ცრემლებს როცა მის დაკარგულ დაზე საუბრობდა მაგრამ ახლა მოიწმინდა ეს ცრემლი და ისე გააგრძელა ლაპარაკი და ბიჭებს ყველაფერი მოუყვა ისინიც თავჩაღუნულები იჯდნენ და არ იცოდნენ რა ეთქვათ
-იქნებ გეპატ...-არ დააცადა ნიკოლოზმა ლაპარაკი ცოტნეს რომელიც ამაოდ ცდილობდა ძმაკაცის გადარწმუნებას
-ნუღარ მიმეორებ შენ გგონია მე არ მინდა?მინდა მაგრამ არ შემიძლია ეს დ...მ..... როგორც კი დავინახავ მაშინვე ის ტკივილი მახსენდება და რა ვქნა მითხარი რა ვქნა ამის დ....შ....-იყვირა და ჭიქა კედელს მიანარცხა შემდეგ კი ისევ სავარძელში ჩაეშვა-არ მინდოდა უბრალოდ თავს ვერასდროს ვიკავებ ხო იცი და ეხა შენ მომხვდი ხელში
-კაი არაუშავს...მესმის-უთხრა და ძმაკაცს მხარზე ხელი დაჰკრა-მაგრამ რაღაც უნდა იღონო,თორემ მთელი ცხოვრება ასე ვერ გაგრძელდება ჩვენ კიდე წავალთ ეხლა და შენ იფიქრე-უთხრა ცოტნემ და სხვებთან ერთად სახლი დატოვა.ბევრი იფიქრა ნიკოლოზმა და გადაწყვიტა რომ რაღაც ეღონა მართალი იყო ცოტნე ეს ხომ სიცოცხლის ბოლომდე არ გაგრძელდებოდა,თუ სულ ვერ აპატიებდა შეეცდებოდა მაინც,უცბად ადგა მოწესრიგდა და დის სახლისაკე აიღო გეზი,სახლის კარს რომ მიუახლოვდა კივილი მოესმა
-ბექააა ბექააა ადექიიიი გთხოოვ,ვინმე დამეხმარეეეთ-ისმოდა ანას კივილი, ყვირილის გაგონებაზე ნიკოლოზი კარში შევარდა და დაინახა სისხლში მოცურავე ბექა რომელსაც თავზე ანა ედგა და ბოლო ხმაზე დაჰკიოდა. ***
თავიდან გაშეშებული უყურებდა ამ ყველაფერს შემდეგ უცებ მოეგო გონს ბექას მივარდა ხელში აიტაცა და კარისაკენ გაიქცა ანაც გამოეკიდა და მასთან ერთად ჩახტა მანქანაში ნიკოლოზი უდიდესი სიჩქარით მიაქროლებდა მანქანას და ასეთი დის შემყურე თვითონაც სტკიოდა გული მასზე კიდევ იყო გაბრაზებული მაგრამ არ შეეძლო გულგრილად შეეხედა ამ სანახაობისათვის მალევე მიადგა სავაადმყოფოს და ისევ აიყვანა ხელში ბექა და შიგნით შევარდა
-უშვეთ რამე კვდება ვიღაცა დამეხნარეთ-იყვირა და ამ ხნაზე ექიმებიც გამოცვივდნენ და წაიყვანეს დაჭრილი თვითონ კი მოსაცდელში დასხდნენ ანა ტიროდა ვერ ჩერდებოდა თავი ხელებში ქონდა ჩარგული და ფიქრობდა თუ როგორ გაძლებდა საყვარელი ქმრის გარეშე რომელთან ერთად ყოფნის გამოც ამდენი რამ გამოიარა და ამდენ ადამიანს ატკინა გული მაგრამ თავს მის გარეშე რომ წარმოიდგენდა ისევ ახლიდან უვარდებოდა ტირილი
-ანა თავი აწიე-გაისმა ნიკოლოზის მკაცრი ხმა და ანამაც ნელა ასწია თავი-შენ არ იცი მე რამდენი ვიტანჯე შენს გარეშე ყოველდღე მტკიოდა შენი დაკარგვა ყოველდღე დავდიოდი შენს საფლავზე შენს გამო შემს გამო ამდენი წელი დავკარგე ამდენი ძმაკაცი დავკარგე და ახლა უფლებას არ მოგცემ რომ აქ იჯდე და იტირო იმიტომ რომ მე ის ტანჯვა იმისთვის არ გამომივლია რომ შენ ბოოს მაინც უბედური ყოფილიყავი გაიგე?ნუ დასტირი ცოცხალ ადამიანს მორჩი ტირილს აწიე თავი და ასე დაელოდე ექიმის გამოსვლას-უთხრა და დას ხელი მოხვია წელზე-არ ინერვიულო გადარჩება ჩემი ხომ გჯერა არა?-დაამატა თბილად და თავზე აკოცა
-მჯერა-უთხრა გოგონამ და ამოხედა ნიკოლოზს
-ხოდა ძალიან კარგი აი ნახავ იცოცხლებს.
მთელი დღე სავაადმყოფოს მოსაცდელში გაატარეს და უშედეგოდ ელოდნენ ექიმის გამოსვლას უკვე ყველანი იქ იყვნენ ლილეს და ეკეს გარდა რადგან ისინი თაბლობის თვეში იყვნენ წასულები უკვე შუაღამე იყო როცა პალატის კარი გაიღო და იქიდან ექიმი გამოვიდა ძალიან დაღლილი სახე ჰქონდა და ისე მიდიოდა მათკენ მისი დანახვისას ყველა ფეხზე წამოხტა და მივარდა
-ექიმო როგორაა ბექა?-იკითხა ხმის კანკალით ანამ და პასუხის მოლოდინში ნიკოლოზის ხელს ჩაეჭიდა
-გადარჩა-თქვა და ყველამ ამოისუნთქა-ძალიან რთული ოპერაცია იყო გადარჩენის შანსი ცოტა იყო რადგან ტყვია გულთან ახლოს იყო მოხვედრილი ასე რომ თქვენი ქმარი სასწაულით გადარჩა უფალს უნდა უმადლოდეთ-უთხრა ექიმმა ღიმილით რასაც ანას შეკივლება და მისი ხელების ნიკოლოზის წელზე შემოხვევა მოჰყვა
-გადარჩა....გადარჩა...გაიგონეე გადარჩა-თან ტიროდა თან კიდევ სიცილით ამბობდა ნიკოლოზსაც ცოტახნით გადაავიწყდა ყველაფერი და დას მაგრად მოეხვია
-ხომ გეუბნებოდი არა?ხომ გეუბნებოდი გადარჩებათქო ამდენი რამის მერე ამისთვის ვერ გაგწირავდა-ეუბნებოდა და მონოტორულად თავზე კოცნიდა
-მადლობა ნიკ-უთხრა გოგონამ ისე როგორც ადრე ეუბნებოდა ხოლმე და უფრო მაგრად მოეხვია
-რისთვის?-გულწრფელად გაუკვირდა ნიკოლოზს
-იმისთვის რომ ყველაფრის მიუხედავად ამ მძიმე მომენტში ჩემთან იყავი და იმისთვის რომ ქმარი გადამირჩინე-ნიკოლოზმა უბრალოდ გაუღიმა და მისი შემოტრიალება უნდოდა რომ წესიერად დალაპარაკებოდა ხელზე მსუბუქად დაეჯაჯგურა მაგრამ გოგონას ძვრა ვერ უყო და გაკვირვებულმა შეხედა რაზეც გოგონამ ამოიოხრა და დასევდიანებულმა დაიწყო საუბარი-იმას ვხვდები რომ ახლა ისევ ისე გაგრძელდება ყველაფერი შენ გაბრაზებული იქნები ჩემზე და მე ვეღარ ჩაგეხუტები და დაგელაპარაკებუ ვიცი რომ ხვალ როცა გავიღვიძებ ისევ იგივე უფერულობა იქნება შენს გარეშე ამიტომ ძალიან გთხოვ სანამ ცოტა დრო მაქვს ჩაგეხუტები რაა-უთხრა და თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა
-კი მაგ...-ნიკოლოზს უნდოდა ლაპარაკის დაწყება მაგრამ ანას ხელმა გააჩერა
-უბრალოდ გთხოვ ცოტა ხანი-გოგონას იმდენად სევდიანი თვალები ჰქონდა რომ ნიკოლოზი მიხვდა ეს დრო მასაც სტკიოდა უნიკოლოზობა მის გარეშე ყოფნა და ახლა გადაწყვიტა რომ ცოტა ხნით გაჩუმებულიყო და იკის მიუხედავად რომ შერიგებას აპირებდა მიხვდა რომ ახლა ანა მაინც არ მოჰსმენდა ამიტომაც ისიც მაგრად ჩაეხუტა.
სავაადმყოფოში ათწნწბდნენ და აღამებდნენ ანა და ნიკოლოზი ბიჭი ბევრი ეხვეწა დაიკოს წადი სახლში მე დავრჩებიო მაგრამ გოგონა ეუბნებოდა სახლში რა გამაჩერებს როცა ვიცი აქ ჩემი ქმარი ცუდადააო და ამით რჩებოდა მათი საუბარი სანახავად ჯერ არ უშვებდნენ იმიტომ რომ რეანიმაციაში იყო ხანდახან გართულებები ჰქონდა ერთხელ კინაღამ გული გაუჩერდა ამის გამო კი მხოლოდ ორ დღეში გადაიყვანდნენ პალატაში და შეძლებდნენ მის ნახვას ამ დროის განმავლობაში ცოტნე დღისით მოდიოდა და ღამით მიდიოდა სახლში მთელი დღეები სავაადმყოფოში ნატალიას ეძებდა(ნატალია გადაგავიწყდათა ალბათ ეს ის გოგოა წინა ნაწილში რომ მოეწონა ცოტნიკოოოს და იმას რო ეგონა რომ შეყვარებული ყავდა ცოტნეს) მაგრამ ვერსად პოულობდა ამის გამო კი სულ გაბრაზებული დადიოდა და ყველას უბღვერდა მიზეზს კი ვერავინ ხვდებოდა
და გავიდა სანატრელი ორი დღე ანა და ნიკოლოზი როგორც ყოველთვის მოსაცდელში იყვნენ როცა ექიმი გამოვიდა და მათთან მივიდა
-გილოცავთ თქვენი ქმრის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება ამიტომაც შეგიძლოათ პალატაში შეხვიდეთ და ნახოთ-უთხრა ექიმმა ღიმილით და ანას და ნიკოლოზის გაბრწყინებულ თვალებზე გულწრფელად გაიღიმა ანა უცბად გაიქცა და პალატაში შეუვარდა მძინარ ქმარს რომელსაც მის შესვლაზე გაეღვიძა და გაეცინა
-ჩემი ბიჭიიიი ჩემი ბექააააა-იყვირა და მაგრად მოეხვია
-კაი გოგო კაი მტკივა-უთრა სიცილით ბექამ და ანაც ოდნავ მოიშორა
-მიყვარხარ ძალიან
-მეც ბექ-უთხრა გოგონამ და ნიკოლოზმაც შემოაბიჯა პალატაში რამაც ცოლ-ქმარი გააკვირვა ნიკოლოზმაც დრო იხელთა შეშინებულებს შეხედა და საუბარი დაიწყო
-აქ საჩხუბრად არ მოვსულვარ მოსალოცად მოვედი გულწრფელად მიხარია რომ გადარჩი და ჩემი და არ დააქვრივე გამოჯამრთელებას გისურვებთ და ბედნიერებას მეყოს რაც ვიტანჯე დროა დავივიწყო სიამაყე და ბრაზი და მოვეშვა ბუტიაობას იმიტომ რომ დამნაშავე მეც ვარ იმაში რომ როცა გავიგე ჩემი ერთადერთი და ცოცხალი იყო რაზეც დიდხანს ვოცნებობდი ვეჩხუბე და გავაგდე და კიდევ მივხვდი რომ ადამიანის ცხოვრება ერთი ამოსუნთქვაა ასე რომ თუ მიმიღებთ....-არ დასცალდა დასრულება როცა ანა ტირილნარევი სიცილით გაიქცა და მოეხვია ნიკოლოზს მანაც თავზე ხელი გადაუსვა შემდეგ ბექას ახედა რომელიც თვალებით უხდიდა მადლობას ყველაფრისთვის ამის დანახვაზე ნიკუმ გაუღიმა და იქვე ჩამოჯდა ანა კი ბექას მიუჯდა და ბედნიერად გაუღიმა რაზეც ნიკოლოზი დასევდიანდა ძალიან მოენატრა ელე უკვე რამდენიმე დღე იყო რაც არ ენახა სავაადმყოფოშიც არ ყოფილა არაფერი იცოდა და ახლა ბედნიერი წყვილის შემყურე მასაც მოუნდა ელე გვერდით ჰყოლოდა მისი დასევდიანება უცბად შენიშნა ბექამ და ეგრევე აჯახა
-რა ქვია?-ამ კითხვის გაგებისას ნიკოლოზმა გაკვირვებულმა ამოხედა
-ვის?-თავი მოიკატუნა მაინც
-ნუ ისულელებ თავს-გააგრძელა თავისი ბექამ რაზეც ნიკოლოზმა ამოიოხრა და თქვა
-ელე
-ეგ ის გოგოა მაშინ გული რომ წაუვიდა?-ჩაერთო საუბარში ანა
-ხო
-როგორაა?რამე სერიოზული ხომ არ სჭირს?-გააგრძელა ისევ ბექამ
-არა არაფერი უბრალოდ მომენატრა და მაგიტომ დავსევდიანდი
-ეგ არაფერი რაც მთავარია კარგადაა
***
ელესთან
უკვე რამდენიმე კვირა იყო რაც ნიკოლოზი არ გამოჩენილა და ისეთი გაბრაზებული და სევდიანი დადიოდა ელე ვერავინ ცნობდა სიგიჟემდე ენატრებოდა და ბრაზდებოდა კიდეც ამდენი ხანი რომ არ მოიკითხა
სამშავბათი იყო სამუშაო დღე რომ დაასრულა გარეთ გადიოდა ტაქსი უნდა გაეჩერებინა როცა დაინახა შავ მანქანაზე აყუდებული ნიკოლოზი ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ხალხს ათვალიერებდა როცა ელემ გაიარა გოგონამ არც კი შეინჩნია მისი არსებობა და გზასთან ახლოს მივიდა რომ ტაქსი გაეჩერებინა მაგრამ უცბად ჰაერში აღმოჩნდა და დაკივლებაც ვერ მოასწრო ისე აღმოჩნდა მანქანაში რომელიც უკვე საკმაოდ სწრაფად მიდიოდა
-გააფრინე ხო?-უთხრა უვბად გაბრაზებულმა
-არა უბრალოდ სალაპარაკო გვაქვს და ისე რომ მოვსულიყავი შენ არ გამომყვებოდი მაინც ასე რომ
-მართალი ხარ
-რაში?
-მაინც არ გამოგყვებოდი-უთხრა შეუბღვირა და თავი ფანჯარას მიადო მალევე ავიდნენ ლისზე და ტბასთან გააჩერეს იქ სადაც მხოლოდ ორნი იქნებოდნენ მანქანიდან გადმოვიდნენ და ტბასთან დადგნენ
-გისმენ
-უნდა აგიხსნა
-რა უნდა ამიხსნა?რა გაქვს ასახსნელი არც არაფერი ასე რომ ტყუილად ამოვედით აქ
-ნუ ყვირი და მომისმინე ჯერ-უყვირა ნიკოლოზმა და ელეს თვალების აცრემლიანებაც გამოიწვია-მაპატიე
-არ შემეხო დამანებე თავი-უთხრა ელემ და იმ ადჰილიდან ხალხმრავალი ადგილისაკენ გაიქცა ნიკოლოზიც უკან აედევნა მაგრამ გოგონამ მოასწრო ტაქსში ჩაჯდომა და წასვლა.


სამი თავი გავაერთიანე და ერთად დავდე ვიფიქრე უფრო გაუხარდებათთქო ესეთქო ნუ იმედი მქონდა ამიტომ ყურადღება არ მიაქციოთ ხანდახან შეიძლება რაღაც წარწერები მქონდეს მიწერილი იმედია ერთად რო დავდე ინტრიგა არ გავაქრე ეს ისტორია უკვე დავასრულე და დავდებ ყოველ დღე დაახლოებით ესეთ მოცულობას მიყვარხართ და ვიმედოვნებ მოგეწონებათ♡♡♡♡




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent