შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთად ყველაფერს შევძლებთ!(2)(რა ავირჩიო სიყვარული თუ შურისძიებას მეორე ნაწილი)


12-04-2016, 00:12
ავტორი miss intriganka
ნანახია 2 411

***
იმ ამბის შემდეგ კიდევ ერთი კვირა გავიდა,რამდენჯერაც ნიკოლოზი სალაპარაკოდ მივიდა ელესთან იმდენჯერ გაექცა გოგონა,ნელ-ნელა უკვე ბრაზდებოდა ელეზე და ერთხელაც ელე სამსახურიდან რომ გამოდიოდა გოგოებთან ერთად მათთან მივიდა
-გამარჯობა ელე-მიესალმა ბიჭი მაგრამ გოგონამ მხოლოდ ირონიულად გახედა და გააგრძელა გზა სხვებსაც გაუკვირდათ,მაგრამ იფიქრეს რა ჩვენი საქმეაო და მოეშვნენ,მაგრამ ორივე გაგიჟდა როცა ნიკოლოზმა ელე უცბად აიტაცა ხელში მხარზე გადაიკიდა და მანქანისკენ წაიყვანა
-დამსვიიი დეგენერატო დამსვი მეთქი-ყვიროდა ელე და ყველა გაკვირვებული უყურებდა
-ტყუილად ყვირი მაინც არ დაგსვავ სანამ არ მომისმენ და თუ გინდა ჩაიხლიჩე ხმა მე არ მაქვს პრობლემა-უთხრა და მანქანაში შეაგდო ღვედი შეუკრა და შემდეგ მეორე მხრიდან ჩაჯდა უცბად თვითონაც შეიკრა ღვედი და გაზს ფეხი მიაჭირა.
უკვე რამდენიმე საათი იყო რაც მიდიოდნენ მანქანით,ელე გაურკვევლობაში იყო მაგრამ არ ეშინოდა იცოდა რომ თავისი ნიკუ არაფერს დაუშავებდა ბოლოს ესე ჯდომაც მობეზრდა
-სად მივდივართ?-ვეღარ მოითმინა მაინც და დაილაპარაკა
-შორს-მოკლედ უპასუხა ბიჭმა
-შორს სად?-არ მოეშვა ელე
-სვანეთში-უპასუხა სრულიად წყნარად
-რა?შენ ხო არ გააფრინე?რა სვანეთში?სვანეთში რა გვინდა?-შეყვირა გაგიჟებულმა გოგონამ
-ცოლად უნდა მოგიყვანო-ისევ მოკლე იყო ბიჭის პასუხი
-რა?რა ცოლად?გაგიჟდი?დამაბრუნე უკან მალე-უყვიროდა და თან ხელებს ურტყავდა
-კაი გოგო გაჩერდი ავარიაში გინდა მოვყვე?ისე არ გამიკვირდება რო მომაყოლო ავარიაში მაინც ეხა ლილეს დაქალი ხარ-უთხრა სიცილით
-ავარიაში კი არა მალე ეხა მიბრუნდი თქო თორე მე თითონ გისვრი აქედან და მოიყვანე მერე ვინც გინდა ცოლად
-ძაან მაინტერესებს შენ როგორ მისვრი აქედან-სიცილს არ წყვეტდა ნიკოლოზი
-ნიკოლოზ!-გასმა გოგონას მკაცრი ხმა
-უიმე გოგო რა ნიკოლოზ მართლა ცოლად კი არ მომყავხარ სალაპარაკოდ მივდივართ თან ერთი ხუთი-ექვსი დღე გავჩერდებით აბა ხო უნდა შემოგირიგო და ისე შენ არ მირიგდები და არც მელაპარაკები თბილისთან ახლოს რომ მიგიყვანე გამექეცი და სვანეთში ტაქსები არ არიან ასე რომ მოგიწევს იყო იქ-ჩამოუყალიბა უცბად და გაუღიმა რამაც სულ გამოაშტერე ელენე,მაგრამ მიხვდა რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ ქონდა და გადაწყვიტა წაყოლოდა მდა იქ გაემწარებინა საშინლად თავისი აზრი რომ მოეწონა ეშმაკურად ჩაიღიმა თავი ფანჯარას მიადო და მოვლენების განვითარებას დაელოდა.
***
ლილეეთან და ეკესთან
-აუუუ ეკეე დავბრუნდეთ რაა მომენატრა ყველა,თვე კი არა ორი თვე გავიდა მგონიიი-დაიწუწუნა კიდევ ერთხელ ლილემ
-სად გეჩქარება კაი რაა იმათ ნახვას მერეც ხომ მოასწრებ ეს დრო სუულ ჩემთან უნდა იყო-ელაპარაკებოდა და თან მისკენ მიიწევდა ლილეც უკან-უკან მიდიოდა
-კაი რაა ერთი თვეა დუბაიში ვართ და ჯერ კიდე არ დამითვალიერებია არაფ...
-ჩშშშშ-არ დააცადა ლაპარაკი ისე ვნებიანად წაეტანა გოგონას ბაგეებს კრ წამში უკვე ორივე საწოლზე იყო და ისე აგრძელებდნენ ერთმანეთის ალერსს, მაგრამ უცბად ლილემ ეკე მოიშორა და სააბაზანოში გაეკიდა,ბოჭი გონს ვერ მოდიოდა მერე უკან გაყვა და ონკანთან მდგარი ლილე დაინახა რომელიც სარკეში იყურებოდა და სახეზე წყალს ისხავდა ფერი სულ დაკარგული ჰქონდა
-ლილე როგორ ხარ რა დაგემართა?-ანერვიულებულმა კითხა და მასთან ახლოს მივიდა
-არაფერი ალბათ რაღაცამ მაწყინა
-მთელი კვირაა უკვე ეგრე ხარ არ მაინტერესებს ხვალ მივდივართ ექიმთან
-არა,არა და არა რა მინდა ექიმთან
-კი,კი და კი რომ ვიძახი წავალთთქო ესე იგი წავალთ
-მაშინ მხოლოდ ერთი პირობით-დანებდა მაინც გოგონა
-რა პირობით?
-წადი ეხლა მაღაზიაში და ბევრი ბევრი ბანანი და მარწყვი მომიტანეე მმმ და კიდე კივიი
-მაგას ისე არ შეგისრულებდი ვითომ ხო?
-მერე რა თავი დავიზღვიე-გაიცინა გოგონამ-წადი ეხლა მიდი მიდი ამომიტანე რაც დაგაბარე-უთხრა და კარისაკენ უბიძგა
-უიმეე არ გამაგდო გოგო მივდივარ რაიყო
-ხო კაი მიდი მალეე-დააწია სიტყვა კარში გასულს რაზეც ეკეს სიცილი მოისმინა და თვითონაც გაეცინა.
***
უკვე ორი დღე იყო რაც ნიკოლოზი და ელე სვანეთში იყვნენ და ორივე დილას ელემ ნიკოლოზი თავზე წყლის გადასხმით გააღვიძა,თანაც როცა ნიკოლოზი ბრაზდებოდა არც კი იმჩნევდა არაფერს უბრალოდ აიგნორებდა და გზას აგრძელებდა, რაზეც ნიკოლოზი გაგიჟდებოდა ხოლმე და მთელი დღე ნერვებ მოშლილი დადიოდა,შენდეგ იმაზეც იშლებოდა რომ ლაპარაკი ჯერ კიდევ ვერ მოეხერხებინა ელე ძალიან კი ერთობოდა ნიკოლოზის გაბრაზებით, მაგრამ მაინც ძალიან ნაწყენი და გაბრაზებული იყო მასზე,ხვდებოდა რომ სანამ არ ილაპარაკებდნენ მანამ არ წავიდოდნენ სვანეთიდან მაგრამ ჯიუტად მაინც არ აცდიდა ახსნას.
ერთ დილას ჩვეულად გააღვიძა ელემ ნიკოლოზი და ისევ წასვლას აპირებდა როცა ხელზე დაქაჩეს და მალევე მოყვა მას ყვირილის არა უფრო ღრიალის ხმა
-გოგო შენ სულ გააფრინე?რამდენი უნდა მოგითმინო ვერ მეტყვი?მითხარი რამდენი ხანი გააგრძელებ ესე, მითხარი!-ასეთი განრისხებული ნიკოლოზი ელეს არასდროს ენახა რათქმაუნდა შეეშინდა,მაგრამ მაინც ისე მოაჩვენა თავი ვითომ ვერც ვერაფერი გაიგოო და წასვლას აპირებდა ისევ ხელმა რომ არ გაუშვა
-მეღადავები გოგო შენ?კიდე გარბიხარ?კიდე?არ იკმარე რაც აკეთე ეს დღეები და ეხა დაჟე აღარც მისმეენ?არაა ასე არ გამოვა,რომ იბუტები შენ იცი მე რა გადავიტანე იმ დღეებში?იციი?გინდა მოგიყვები!ერთ დღესაც ავდექი დილით და გადავწყვიტე რომ ჩემი დისთვის მეპატიებინა,აი ესე ვიფუქრე რო ახლა ელეს გამო დას კი არა მთელ მსოფლიოს მოვატყუებდი და ისე გავიქცეოდი და ჩემი და ცოდოა ამდენი წელია იტანჯება და მასაც ხომ უნდა ვაპატიო,ბოლო-ბოლო უყვარდა და მაგიტომ გააკეთა ეგთქო მეც ხომ იგივეს ვიზავდი თქო და წავედი მაგათი სახლისკენ და შესულმა იცი რა დავინახე?მითხარი იცი?-ღრიალიდან ირონიულ საუბარზე გადავიდა მერე ისევ ღრიალზე ელე კი შეშინებული იდგა და ძლივს იაზრებდა ყველაფერს თან თვალებიდან ცრემლები უწყვეტად სდიოდა-მომაკვდავი ბექა ვნახე ჩემი და იქ იდგა და განწირული კიოდა დამეხმარეთ ვიღაცამ გადაარჩინეთო, ბექა ეგრევე სავაადმყოფოში წავიყვანეთ მთელი კვირა ვაღამებდით და ვათენებდით სავაადმყოფოში მე და ანი და ბოლოს რო გაიღვიძა ბექამ ესე თქვა იმ ნაბიჭვარმა მესროლა ეკეს მამა რომ მოუკლაო,მერე ის რამდენიმე კვირა კიდე იმ ნაბო...რს დავდევდით და დავიჭირეთ კიდეც ეხა კიდე ციხეში ზის და შენ კიდევ იმაზე მელაპარაკები როგორ თუ ეს კვირები შენ მე არ მნახეო-უღრიალა ბოლო ხმაზე ელე გაშტერებული უყურებდა და მომხდარს ვერ იაზრებდა თურმე რა სულელი ყოფილა ნიკოლოზს რამადენი რამ გადაუტანია და ეს აქ კიდე ეჩხუბებოდა
-ნიკოლოზ მე....მეე...-სიტყვებს ვერ აბავდა ერთმანეთს
-აღარავითარი მე მე ეხლა აიღე შენი ნივთები და ჩამოდი მანქანაში მე ხომ ვეცადე რომ წესიერად მელაპარაკა, მაგრამ როგორც ვხედავ შეუძლებელია ასე რომ ახლა მეც სწორედ ისე მოვიქცევი როგორც შენ ეს დღეები ვნახოთ თუ მოგეწონება ეგეთი მოპყრობა მაგრამ არა მგონია ამან რამდენიმე დღეს გასტანოს მხოლოდ-უთხრა და უკანმოუხედავად დატოვა ადგილზე გაშეშებული მტირალი გოგონა.
***
ცოტნესთან
ცოტნეს ძმაკაცი ჩამოუვიდა და მასთან შესახვედრად მიდიოდა,გზაში საჭმელი იყიდა ძმაკაცმა დააბარა ჩემები ქალაქგარეთ არიან ჩემი და ექიმია და ვერ მოასწრებს გაკეთებას და ძმურად რამე წამოიღეო,ხოდა ამანაც გუდვილში შეიარა,მძიმედ დატვირთული გამოვიდა და აკოს(ძმაკაცის ეხა რო ჩამოვიდა)სახლის გზას გაუყვა ისე ძალიან კი აინტერესებდა ვინ იყო აკოს და,იმიტომ რომ რაღაცნაირი შეგრძნება ქონდა,ნერვიულობდა მისვლამდე, ალბათ გიკვირთ როგორ არ იცნობსო მაგრამ ის მხოლოდ რამდენჯერმე ყავდა ნანახი ისიც ხუთი წლის რომ იყო გოგონა მაშინ მას მერე მშობლებმა წაიყვანეს და-ძმა უცხოეთში ბიზნესის პრობლემების გამო,აკოს ნახულობდა ხოლმე მაგრამ გვანცას ვერა იმიტომ რომ გოგონა ძირითადად გერმანიაში იყო ხოლმე ახლა კიდევ ძალიან აინტერესებდა გაზრდილი როგორი იყო და სწრაფად მოიწევდა წინ,მალევე დარეკა ზარი კარზე და მონატრებულ ძმაკაცს მაგრად მოეხვია
-ვაახ ცოტნეე ბიჭო როგორ მომენატრე-უთხრა როცა მოშორდა-დანარჩენები სად არიან ტო?-გაუკვირდა როცა მარტო დიანახა რადგან ეგონა როგორც ყოველთვის სრული შემდაგენლობით დაადგებოდა თავზე
-შევიდეთ და მოგიყვები-უთხრა და პარკებზე ანიშნა მძიმეაო მანაც სიცილით შეატარა შიგნით
-აბა დაჯე ბიჭო სასმელი ჩემზე იყოს და საჭმელი კი მოგიტანია ტონა ხოდა დავჯდეთ-უთხრა და მაგიდასთან მოიკალათა
-აბა ჰე მოყევი-უთხრა მას შემდეგ რაც ცოტნეც დაჯდა მაგიდასთან
-ალექსანდრეს,ლუკას,ლაზარეს,გიგას და გიორგის საქმე ქონდათ რა,პატარ-პატარა პრობლემები აქვთ და იმის მოსაგვარებლად არიან არც მითქვამს რომ ჩამოხვედი იმოტომ რომ მერე ხო იცი მაგათაც მოუნდებოდათ წამოსვლა და ცოდოები არიან
-ერეკლე სადღაა კი მარა?-გაკვირვებულმა კითხა აკომ
-ოო ერეკლე თაფლობის თვეშია წასული ცოლი მოიყვანა-უთხრა და გაიცინა რაზეც ყბა ჩამოვარდა აკოს-აბა გენაცვალე ვერ ჩამოგათრიეთ და მერე თქვა მაგას ხოარ დავუცდი სიცოცხლის ბოლომდე ცოლი რომ მოვიყვანოო და ადგა და მოიყვანა
-ვინ?
-ლილე-უთხრა სრულიად წყნარად
-ღადაობ ტოო?ჩვენი ლილეე?-უფრო გაუკვირდა ბიჭს
-კაი ხო არ ჩამოგძვრეს ყბა რომ მოგიყვები რეები მოხდა მაგისთვის შეინახე და მერე უეჭველი ჩამოგვარდება-უთხრა და გაიცინა
-კაი რა ამაზე უფრო გასაკვირი რა უნდა მომიყვე შ.ჩ...-უთხრა სრულიად დარწმუნებულმა იმაში რომ მართლაც ვერაფერს ეტყოდა ამაზე გასაკვირს მაგრამ ცოტნემ მოყოლა რომ დაიწყო ეკეთი,და ნიკოლოზით დაამთავრა ყბა იმხელაზე გახსნა გეგონებოდათ მართლა ხომ არ ჩამოუვარდაო
-კაი ეხა მატყუებ
-არა რას გატყუებ ნიკოლოზს ელე ყავს გატაცებული ანა ცოცხალია ქმარ-შვილთან ერთად და ეკეს ცოლად ყავს ჩემი და-უთხრა და გაიცინა
-აი ბიჭო კი მარა ამდენი რამე თუ მოხდა ვერ მომიყევი ყოველდღე რომ გელაპარაკებოდი?
-ეს ყველაფერი რომ მოხდა გენაცვალე შენ ვეღარ გეკონტაკტებოდით დაგვეკარგე ყურთასმენის არიდან და-უთხრა სიცილით და კარზე ზარიც გაისმა -აუ ძმურად გააღე რა გვანცა იქნება-უთხრა და ჭამა გააგრძელა ცოტნეც წამოდგა და კარის გასაღებად გავიდა როცა გაიღო და ნატალია დაინახა თვალები შუბლზე აუვიდა,რამდენიმე წამი გაშტერებული უყურებდნენ ერთმანეთს მერე კარიდან გაიწია და გოგონა ოთახში შემოატარა გვითონ კი აკოსთან შევიდა
-ბიჭო გვანცა არაა ნატალიაა მარა შენ საიდან იცნობ?-კითხა გაკვირვებულმა
-რა ნატალია ბიჭო ვინაა ნატალ...-ვერ დაასრულა ოთახში რომ გვანცა შემოვიდა-აი გვანცაც მოსულაა მოდი დაიკო ჩაგეხუტო მომენატრე-უთხრა და მაგრად მოეხვია შემდეგ უცბად მოშორდა და უნდოდა ცოტნესთვის გაეცნო ნუ გაეცნო რა გაეხსენებიბა მაგრამ ბიჭი უკვე იქ აღარ იდგა.
***
ნიკოლოზთან და ელესთან
ნიკოლოზი ძალიან ჯიუტად იქცეოდა ყველა ეუბნებოდა რომ გაჩერებულიყო და რომ ეს ყველაფერი სისულელე იყო, მაგრამ იმდენად ნაწყენი იყო ბიჭი ელეზე რომ ამ გრძნობას ვერაფერს უხერხებდა და უნებურად იქცეოდა ასე ელეც ხვდებოდა რომ ძალიან სულელური იყო მისი საქციელი და უნდოდა რამენაირად გამოესწორებინა, მაგრამ ბიჭი ზედაც არ უყურებდა
ერთ საღამოს ბარში იყვნენ ყველანი, მთელი სასტავი და მხიარულად საუბრობდნენ მხოლოდ ელე წრიალებდა ერთ ადგილას და გული ცუდს უგრძნობდა რაღაც უნდა ეთქვა რომ უცბად მისი ტელეფონის ზარი გაისმა
-ელენე ჩანქსელიანი ბრძანდებით?
-დიახ მე ვარ
-სამწუხარო ამბავი უნდა შეგატყობინოთ
-რა ამბავი?-შიში ეპარებოდა უკვე ხმაში ელეს
-ვწუხვარ მამათქვენი ავიაკატასტროფაში გარდაიცვალა თბილისის გზაზე-უთხრა და ტელეფონის გაბმული ხმაც გაისმა,გოგონა კი უბრალოდ გაშეშებული იყო არაფერს გრძნობდა მხოლოდ ერთი ფრაზა ტრიალებდა მის თავში "ვწუხვარ მამათქვენი ავიაკატასტროფაში გარდაიცვალა" ბავშვები გაგიჟებულები უყურებდნენ და აქეთ-იქით დაფაცუცებდნენ მაგრამ ვერაფერს შველოდნენ გოგონა უბრალოდ ხმას არ იღებდა იჯდა და არაფერი ესმოდა შემდეგ კი მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა
-მოკვდა...-ამის გაგებისას წამით ყველა გაშეშდა შემდეგ კი წამოვიდა კითხვები-ვინ ელე?ვიზე ლაპარაკობ?
-ამოიღე ხმა გოგო-შეყვირა ბოლოს მოთმინებადაკარგულმა ლაზარემ
-მამა-თქვა და ცრემლები გადმოსცვივდა-ავიაკატასტროფაში მოყვა ჩვენთან მოდიოდა და ბოლოჯერაც ვერ ვნახე-დაიწყო ქვითინი და ცოტნეს აეკრო მანაც უცბად შემოხვია ხელი ელეს და თავზე მოფერება დაუწყო,ხმას არავინ იღებდა სიტყვები უბრალოდ ყველაზე დიდი ფარსი იქნებოდა ამ წამს რადგან იცოდნენ რომ ამით ტკივილს ოდნავადაც ვერ შეუმსუბუქებდნენ ელეც ხვდებოდა და გრძნობდა მათ მხარდაჭერას მიუხედავად იმისა რომ არავის არც ერთი სანუგეშო სიტყვა არ უთქვამს.
ლილე და ეკემ ეს რომ გაიგეს პირველივე რეისით წამოვიდნენ თბილისში და ჩამოსულები ელეს სახლისაკენ მიდიოდნენ რადგან ლილემ დაითანხმა ეკე იმ დღესვე წასვლაზე,არ გეგონოთ რომ ეკეს არ უნდოდა იქ მისვლა უბრალოდ ბავშვსაც ხომ უნდა გაფრთხილებოდნენ რომელიც ჯერ მხოლოდ რამდენიმე თვის იყო და ლილეს მუცელში იზრდებოდა,ისედაც ბევრი ინერვიულა გოგონამ ვანო(ელეს მამა) გარდაცვალების შესახებ რომ გაიგო იმიტომ რომ გიჟდებოდა ამ კაცზე და ფაქტიურად მეორე მამად თვლიდა, ახლაც ასეთი ნანერვიულები კიდევ სანერვიულოდ მიდიოდა მაგრამ არ შეეძლო სახლში დარჩენა როცა მის დაქალს ასე უჭირდა,ორივე გოგონა ასეთები იყვნენ და ამიტომაც არიან ასე კარგად ერთმანეთთან და ამიტომ გააჩნიათ უდიდესი ნდობა ერთმანეთის მიმართ.
სახლში უცბად შევარდა ლილე და იქ რომ ვერ დაინახა გოგონას ოთახისაკენ წავიდა შიგნით შესულს ასეთი ელეს შემხედვარეს გული საშინლად ეტკინა ელე საწოლზე ემბრიონის ფორმაში იწვა თვალებიდან კი განუწყვეტლივ სდიოდა ცრემლები ნათლად შეგეძლოთ დაგენახათ მის სახეზე აღბეჭდილი ტკივილი
-ელე-ძლივს ამოიხრიალა გოგონამ და მთელი გული ამოაყოლა ამ ერთ სიტყვას ელემაც უცებ წამოსწია თავი მისკენ ქვითინით გაიქცა და მაგრად მოეხვია
-ლილე მამა...
-ვიცი საყვარელო ვიცი-უთხრა და თვითონაც გადმოსცვივდა რამდენიმე ცრემლი,ელე ჩუმად სლუკუნებდა და მალევე მიეძინა კიდეც ლილემ საბანი დააფარა შუბლზე აკოცა და იქიდან ჩუმად გამოდიოდა როცა გოგონას ხმა მოესმა
-ნიკოლოზ...მაპატიე...მჭირდები-ძილში ბურტყუნებდა გოგონა რამაც ლილე ძალიან გააკვირვა მაგრამ იფიქრა მერე დაველაპარაკებიო,ოთახიდან ჩუმად გამოვიდა და ეკეს მიაშურა რომელიც დაბლა იჯდა სასტუმრო ოთახში და ახლადმოსულ ნიკოლოზს ესაუბრებოდა, ლილე რომ დაინახა ბიჭმა მივიდა და მაგრად მოეხვია რაზეც გოგონამ ამოიკრუსუნა და ფრთხილად მოიშორა
-რა გინდა ბიჭო ეს არგაჩენილი ბავშვი უნდა მომიკლა თუ რას მიჭერ ხელეებს-უთხრა და სევდანარევიბედნიერებით გაიღიმა სევდას ის გვრიდა რომ ახლახანს მისი საყვარელი ადამიანი გარდაიცვალა ხოლო ბედნიერებას მისი ჯერ არ დაბადებული შვილი გვრიდა, ნიკოლოზმა გაკვირვებული თვალებით გახედა ეკეს
-და შენ არ უნდა გეთქვა ამდენი ხანია ვლაპარაკობთ რომ შენი ცოლი ორსულად არის?
-როდის უნდა მეთქვა დასაფლავების ამბებს რომ განვიხილავდით მაშინ?
-ხო კაი კაი გილოცავთ ხალხო მართალია ახლა ისე ვერ ვიზეიმებთ როგორც ვაპირებდით მაგრამ დარწმუნებული იყავით ამ დიდი უბედურების მიუხედავად მართლა გულით გამიხარდა
-ვიცით ვიცით არ ინერციულო და ჩვენ წავიდეთ ხო ეკე?დავიღალე ძალიან არ მიძინია საერთოოდ და არ შეიძლება ამდენი ბავშვისთვის,იმედია არ გაგვიბრაზდება ელე-უთხრა და ისევ დიდი სევდა შემოაწვა
-არა კაცო წადით მე ვიქნები აქ მიდი მიდი მართლა არ შეილება ამდენი ბავშვისთვის თავსაც ხო უნდა გაუფრთხილდეთ არა-უთხრა და ორივეს გამოემშვიდობა მერე კი დამძიმებული ნაბიჯებით ელეს ოთახისაკენ გაემართა ხვდებოდა რამხელა ტკივილი იყო მისთვის მამის დაკარგვა და თვითონ ორმაგად ტკიოდა მისი ტკივილი, ოთახში შესულმა საყვარელი ქალი ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახა კინაღამ მოკვდა ადგილზე მაგრამ ძალა მოიკრიბა მიუახლოვდა გვერდით მიუწვა და მაგრად შემოხვია ხელები დიდხანს ფიქრობდა ყველაფერზე შემდეგ კი მასაც ჩაეძინა.
დილით ელემ რომ გაიღვიძა და მის გვერდით მწოლიარე ნიკოლოზი რომ დაინახა გაუკვირდა და ძალიან ეწყინა როცა ლილე არ დახვდა ეგონა რომ დაქალი იქ გაატარებდა ღამეს რადგან სულ ესე იქცეოდა ხოლმე ახლა კი ამაზე ცალკე დაიწყო ტირილი რამაც ნიკოლოზი გამოაღვიძა
-ლილე წავიდა ხო?არ დარჩა ხო ჩემთან?ასეთ დროს სახში წავიდა და დამტოვა?-იკითხა სლუკუნით და გახედა ნიკოლოზს
-არა საყვარელო უბრალოდ დასვენება ჭირდებოდა ძალიან გადაღლილი იყო აეროპორტიდან პირდაპირ აქ მოვიდა და აქ ხო არ გაათენებდა
-კი ჩვენ სულ მასე ვიქცეოდით რაღაც რომ გვიჭირდა,ის კიდევ ადგა და დაღლილობის გამო წავიდა
-ელე მისმინე-უთხრა და გოგონას თავი ააწევინა
-რა არი?
-არ შეიძლება ლილესთვის ასე ბავშვს ხომ უნდა გაუფრთხილდეს არა?მერე ხო მოუკვდება-უთხრა და მის გაკვირვებულ სახეს გახედა
-მოიცა ლილე...
-ხო ორსულად არის და ესე თქვა არ მაინტერესებს დაღლა მე ჩემი გოგო უნდა ვნახოო და რო ჩაგეძინა მერე წამოვიდა ეგეც ხო ცოდოა არა არ შეიძლება მისთვის ამდენი ნერვიულობა ისედაც ყველაფერი ძლაიან განიცადა და ახლა კიდევ შენ მასზე უმიზეზოდ ბრაზდები
-ბოდიში-უთხრა და თავი ჩაღუნა ნიკოლოზმა თავი ააწევინა და უთხრა
-მე რა შუაში ვარ ლილეს უნდა უხდიდე მარა კიდე კაი მას არაფერი უთხარი თორე მართლა ძალიან ეწყინებოდა
-ამაზე არ ვიძახი იმისთვის რაც გაგიკეთე იმისთვის რაც გითხარი ვიცი რომ ძალიან ეგოისტი ადამიანი ვარ და მხოლოდ ჩემს თავზე ვფიქრობ მაგრამ მაშინ რომ არ გამოჩნდი მართლა ძალიან მეწყინა-უთხრა და მიეხუტა
-არაუშავს ელე მე დიდი ხანია გაპატიე ვიცი რომ არ იყო სულ შენი ბრალი ალბათ მეც ძალიან გავბრაზდებოდი ასე რომ მომხდარიყო ასე რომ ახლა ამაზე არ ღირს ნერვიულობა კარგი?-უთხრა ბიჭმა და გოგო მიიხუტა
-კარგი-უთხრა და ელეც მიეხუტა შემდეგ ჩუმად დაამატა და თავი ასწია-ნიკოლოზ-ბიჭმა მომლოდინედ დახედა-მიყვარხარ-უთხრა და მის წითელ ბაგეებს დაეწაფა ბიჭი ძალიან გაახარა ამ ერთმა სიტყვამ და მოქმედებამ და თვითონაც აყვა შემდეგ როცა მოშორდა ყურთან დაჩირჩულა
-მეც ***
ლილე და ეკესთან
ლილე და ეკე მშვიდად მისეირნებდნენ ქუჩაში უკვე საღამო იყო და ერთი-ორი კაცი თუ გაივლიდა იქ,სევდიანად ლაპარაკობდნენ ყველაფერზე წარსულზე აწმყოზე და მომავალზე როდესაც ვიღაც კაცის ზიზღით აღსავსე ხმა გაისმა
-ერეკლე როგორ ბრძანდებით-შემზარავი იყო ოცდაათ წლამდე კაცი რომლის თვალებში ზიზღის მეტს ვერაფერს ამოიკითხავდი
-ზურა-არა ნაკლები ზიზღი გამოჩნდა ეკეს ხმაში რაზეც ლილე უცბად შეკრთა
-უი გახსოვაარ?კაია რადგან გეცოდინება მაინც რისთვის ისჯები-უთხრა და ფეხში ესროლა ტყვია და ლილეს ყვირილთან ერთად ვიღაც კაცის ყვირილის ხმა გაისმა რომელიც სრულიად უცნობი იყო უბრალოდ შეესწრო ამ ყველაფერს და უცბად დარეკა 112-ში და მერე ფრთხილად წავიდა მათკენ
-გაჩერდით ისეთ რამეს ნუ ჩაიდენთ რაც მერე სანანებელი გაგიხდებათ-ფრთხილად იძახდა და თან უახლოვდებოდა
-მანდ იდექით იცოდე გესვრით-დაიყვირა ზურამ და კაციც გააშეშა ადგილზე-მოდი თუ გინდა გაგახსენებ რომ ბარემ შენმა ცოლუკამაც გაიგოს ყველაფერი სიკვდილის წინ,ესე იგი ერთი გოგო შემიყვარდა,ძალიან სხვას არავის ვუყურებდი,მას ვევლებოდი თავზე და ბაბნიკი მე უცბად გადაიქცა მზრუნავ და ამ გოგოს დამცველად, კატომ მომაჯადოვა მთელი დღეები და ღამეები მასზე ვფიქრობდი,მაგრამ ჯერ-ჯერობით არ ვჩნდებოდი მის ცხოვრებაში რადგან პატარა იყო და არ მინდოდა მისთვის თავგზა ამებნია,მას რომ ვუყურებდი ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ახლიდან ვიბადებოდიო-ნელ-ნელა თვალებში ცრემლები უგროვდებოდა და სევდა ერეოდა ხმაში-ასე ვიტანჯე მთელი წელიწადი,შემდეგ ჩვიდმეტის გახდა და ვფიქრობდი რომ უკვე დრო იყო მეც გამოვჩენილიყავი მის ცხოვრებაში და უკვე ამისთვის ვემზადებიდი როცა მის ცხოვრებაში ერეკლე გამოჩნდა-ერეკლეს ხსენებისას თვალები ზიზღით აევსო და შემდეგ ისევ გააგრძელა-კატო და ეკე შეყვარებულები იყვნენ რამდენიმე თვე მაგრამ შენ საყვარელ ქმარუკელას არ უყვარდა უბრალოდ მოწონდა კატოს კიდე სიგიჟემდე უყვარდა გიჟდებოდა მასზე ხოდა როცა ამან უთხრა რო არ მიყვარხარო გაგიჟდა და გააფრინა ცუდად გახდა ჩემ ანგელოზს იმდენად უყვარდა ეს რომ მის მისი ერთი სიტყვის გამო ფსიქიატრიულში მოხვდა იქ კი თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე,ამიტომაც მოვკალი მამაშენი შენს ოჯახის წევრებს გაშორებდი და ახლა კიდევ ახალი მოემატა თანაც ის სიგიჟემდე გიყვარს და ისევე წაგართმევ როგორც შენ წამართვი ჩემი ფერია-უთხრა და გასროლის ხმაც გაისმა შემდეგ კი კატო უსულოდ დაეცა მიწაზე,ერეკლეს რა სჭირდა?მგონი ისიც კატოსავით გაგიჟდა ვერაფრით შველოდა საყვარელ ქალს და ეს კიდევ უფრო ცუდად ხდიდა,თანაც სინდისი ქენჯნიდა ამ ყველაფრის გამო,გულში საზიზღარ ტკივილს გრძნობდა და უნდოდა ის ტყვია თვითონ მოხვედროდა, ლილესთან უცნობი კაცი იყო ჩამუხლული და ჭრილობაზე ნაჭერს ახვევდა რომ სისხლი შეეხერებინა სანამ სასწრაფო მოვიდოდა შემდეგ ეკესთანაც ყველაფერი ჩაბნელდა და უგონოდ მიესვენა ასფალტზე.
***
ელეს და ნიკოლოზთან
წყვილი სახლში იყო ნიკოლოზთან ელეს თავი მის მხარზე ედო ცოტა მოუსვენრად იყო ცუდი შეგრძნება ქონდა
-ნიიკ-თქვა მაინც ბოლოს
-ხო ფერია-უთხრა თბილად და თავზე აკოცა
-ცუდი შეგრძნება მაქ
-როგორი?
-აი მაშინ მამას დროს როგორც ვიყავი ისე ვარ თითქოს რაღაც ცუდი უნდა მოხდესო და ვერ ვისვენებ-უთხრა ნერვიულობით და კაცს ახედა
-არ იფიქრო ცუდზე კაი?მოდი ეხა დავიძინოთ და რო გაიღვიზებ გადაგივლის-უთხრა მისი თავე გულ-მკერდზე მოითავსა და ორივემ ტკბილად დაიძინა.
ძილიდან წყვილი ტელეფონის ზარმა გამოარკვია,ელეს ტელეფონი განიწყვეტლივ რეკავდა
-ვინაა ამის დ...შ...-გემრიელად შეიკურთხა ნიკამ და თავი ისევ ბალიშზე გადადო და შემდეგ უცებ წამოწია როცა გაფითრებული ელეს სახე დაინახა-რა გჭირს გოგო არ გამაგიჟო ეხლა-კითხა და თვითონაც ანერვიულდა
-გავგიჟდები ეხა ლილე და ეკე არიან სავაადმყოფოში ვიღაცამ თოფი ესროლაო რამე რომ დაემართოთ მოვკვდები-თქვა და უცბად წამოხტა და ჩაცმა დაიწყო-ადე მალე და წავედით სავაადმყოფოში-უთხრა და ორ წამში ორივე ნიკოლოზის მანქანით მიქროდა სავაადმყოფოსკენ,შესულებმა მაშინვე იკითხეს ნაცნობები და ექიმებმაც მიასწავლეს პალატებისკენ,ჰოლში ცოტნე,ლილეს მშობლები,ეკეს დედა და ბიჭები იყვნენ,მაშინვე მივარდნენ მათ
-როგორ არიან ყველაფერი კარგადაა ხომ?მითხარით რომ კარგად არიან-მიაყარა ეგრევე კითხვები ელემ და მათ პასუხს დაელოდა
-ეკეს ბარძაყში აქვს ტყვია მოხვედრილი ძვალს არ არის შეხებული მხოლოდ რბილი ნაწილი აქვს დაზიანებული და ხვალ გამოწერენ ალბათ და ლილეს...-ლილეს რომ მიადგა უცბად მოეღუშა სახე ალექსანდრეს და ვეღარ განაგრძო
-რა ლილეს ალექსანდრე თქვი რა ჭირს-შეყვირა მოთმინებადაკარგულმა ელემ
-მხარშია დაჭრილი გულთან ახლოს და ახლა ოპერაციაზე არიან ჯერ არ ვიცით რა ხდება მაგრამ მდგომაროება საკმაოდ რთულია-დააბოლოვა ლუკამ და გაფითრებულ გოგონას შეხედა
-ზურამ ესროლა-ამოილაპარაკა ახლა ლაზარემ
-რაა?-შეყვირა უცბად ნიკოლოზმა
-ვინ ზურამ იცი ვინ არიის?-კითხა გაკვირვებულმა რადგან ვერ ხვდებოდა რომელ ზურაზე იყო საუბარი
-ნაბ... ისე არ ეყო რაც გააკეთა ეგ დ...მ..ლი როგორ გაბედა დავასაფლავებ ცოცხლად-ნაპერწკლებს ისროდა თვალებიდან ნიკოლოზი.ელეს ნიკოლოზი გაბრაზებული უნახავს მაგრამ ასეთი არასოდეს და ძლივს ამოიღო ხმა
-კი მაგრამ...ვინ არის ზურა?-იკითხა შეშინებულმა
-ზურა ეკეს მამის მკვლელია-უთხრა და შეხედა როგორ მოერია ბრაზი ელეს და სახე მოეღრიცა ფეხი მოიქნია და კედელს მიარტყა მაგრად შემდეგ ხელიც გაუქანა და ბოლოს ძლივს გააჩერეს ბოჭებმა
-ნაგავი გათხსირებული კაცი როგორ გაბედა არ ეყო რაცდაუშავა ეკეს და ლილეს?სადმე არ შემხვდეს ურჩევნია თორემ ცოცხლად დავმარხავ-ყვიროდა ბოლო ხმაზე და ძლივს აწყნარებდნენ, ბოლოს ექიმებმა დამამშვიდებელი გაუკეთეს და გოგონასაც მიეძინა მის სახეზე იმხელა ტკივილი იყო გამოსახული რომ ექთანი გაკვირვებული უყურებდა ცოტნეც არა ნაკლებ მდგომარეობაში იყო გიჟდებოდა თავის დაიკოზე აღმერთებდა ახლა კი უნდა გაეშვა?უნდა დაშორებოდა?არა ამას ნამდვილად ვერ გადაიტანდა თუ ლილე მოკვდებოდა თვითონაც მოიკლავდა თავს სხვა არ ადარდებდა ლილეზე მეტად არავინ და არფერი უყვარდა არ შეეძლო მისი დათმობა განადგურებული იყო იმის წარმოდგენაც კი ზარავდა რომ შეიძლებოდა თავისი დაიკო მომკვდარიყო,ახლა კი სრულიად განადგურებული მოსაცდელში იჯდა და ელოდებოდა როდის გამოაბიჯებდა ექიმი საოპერაციოდან უცბად გვანცამ გაიარა სევდიანი თვალებით უყურებდა გვანცა მთელ ოჯახს მაგრამ ცოტნე ჯერ კიდევ ვერ შეენიშნა უცბად გაშრა როდესაც ცოტნეს ირონიული და ტკივილიანი მზერა დაიჭირა რომელიც მისკენ იყო მიმართული ნაღვლიანად გაიხედა მისკენ და თვალებით მიახვედრა თუ რამდენად წუხდა მისი დის გამო მაგრამ ცოტნეს რეაქცია არ ქონია უბრალოდ თავი გვერძე გაწია და დაინახა კარში შემოსული აკო,მაშინვე წამოხტა და მისკენ გაექანა ისიც ცოტნესკენ წამოვიდა და ორივე მაგრად მოეხვივნენ ერთმანეთს ძლიერად უჭერდნენ ხელებს ამით ცოტნე ტკივილს გამოხატავდა ხოლო აკო მხარდაჭერას ასე იდგნენ როდესაც ექიმი გამოვიდა საოპერაციოდან და მათკენ აიღო გეზი....


------
აი ისევ გავაერთიანე სამი თავი და დავდე იმედია მოგეწონებათ მიყვარხართ ძალიან ძალიან სიყვარულით მარიამი♡♡♡



№1 სტუმარი ბუსია

ვაიმეეე შოკეეე იყოო :ხდდს ვაიმე დედა ეს რა ამბები დაატრიალეეე :ხდდ კაიი იყოო ძააან გააგრძელე რა თორე რამდენი ხანი გელოდო დავიღალელოდინით *_* მაგარი გოგო ხარ დაა ძაან მიყვარს შენი ისტორიებიი *_*

 


№2  offline წევრი miss intriganka

ბუსია
ვაიმეეე შოკეეე იყოო :ხდდს ვაიმე დედა ეს რა ამბები დაატრიალეეე :ხდდ კაიი იყოო ძააან გააგრძელე რა თორე რამდენი ხანი გელოდო დავიღალელოდინით *_* მაგარი გოგო ხარ დაა ძაან მიყვარს შენი ისტორიებიი *_*

მადლობა დიდი დაწერილი მაქ და იმიტო არ ვდებდი მეთქი მაინც არავინ არ კითხულობს თქო და დგეს აუცილებლად დავდეებ მადლობა აი ძაან ძაან გამახარეე♡♡♡
--------------------
be somebody who makes others feel like a somebody♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent