პოლიტიკის თეორია [ნაწილი მეთხუთმეტე]
XV. – ნეტავ რატომ მგონია, რომ სულ არ გიცნობ? – გავხსენი თუ არა კარი, მაშინვე დამიქაჩა თვალები ნატამ. ზღურბლს იქით, კედელს მიყრდნობოდა, წაშლილი სახით და ხელში სიგარეტით. უცბად ვიფიქრე, რომ ეს დედაჩემი არ იყო. – იქნებ იმიტომ, რომ არ მიცნობ? – გავუღიმე და კარი ფართოდ გავუღე. – არა, კი ვიცოდი, რომ არ იყავი ნორმალური, მაგრამ ასე გაკლდა? – კარი მივხურე თუ არა, მაშინვე აუწია ხმას. – პირველი დედა ხარ, რომელსაც შვილის ბედნიერება არ უხარია! – კუშტად შევკარი წარბები და მისაღებისკენ დავიძარი. ნატამ ხმამაღალი, ბოროტი სიცილი დამაწია. – ბედნიერი ხარ? მაგდენადაც არ დამავიწყდა შენი ბედნიერებისგან მოციმციმე თვალები! და ახლა შენი თვალები ძალიან განსხვავდება მათგან, – ფანჯარა გამოაღო, ჩემკენ მოტრიალდა და რაფას მიეყრდნო. – კარგი რა ნატა, არ მინდა ახლა მორალის კითხვა! – გავბრაზდი. სიგარეტს მოვუკიდე და ფეხები სავარძლის ერთ–ერთ სახელურზე შემოვაწყე. – აბა, ზღაპრების ასაკიდან დიდი ხნის წინ გამოხვედი, – მოსულიერდა დედა. – ხო, მაგაში გეთანხმები! – გამეცინა. – კარგი, ერთი ის მითხარი, გიყვარს შენ ეგ კაცი? – ისევ განაგრძო ბღვერა. – რამე მეტყობა იმის, რომ არ მიყვარს? – გავითამაშე. – კი, ძალიან არაბუნებრივად გამოგდის თამაში! – თვალი ჩამიკრა და სიგარეტის ნამწვი საფერფლეში ჩაწვა. – რა მნიშვნელობა აქვს შენთვის? – უფრო და უფრო ვბრაზდებოდი მე. – როგორ თუ რა მნიშვნელობა აქვს? ჩემი შვილი ხარ, დაგავიწყდა? შენს მეტი ვინ მყავს მე! – ხოდა, არც მე მყავს არავინ თქვენს მეტი. მაცადე რა, ვიცი, რასაც ვაკეთებ... – ჩემსავით არ ჩაიდინო სისულელე, თორემ დარჩენილ ცხოვრებას უარეს უბედურებაში გაატარებ! – არ მინდა მორალის კითხვა–მეთქი! – გავუმეორე ხმამაღლა. – კარგი, წავედი მე, – ჩანთა აიღო ნატამ. – ოღონდ სხვა დროს, გამაფრთხილე ასეთებზე! – როგორებზე? – გამეცინა მისი მიხვრა–მოხვრის შემყურე. – ამ ‘პკწ ამბებზე’, – თვალი ჩამიკრა. ნატა ჩემი იდეალი იყო. ქალი, რომელიც არასდროს ბერდებოდა და ზუსტად ვიცოდი, არც დაბერდებოდა. ის შორს იყო შვილებზე გადაყოლილი ქალებისგან, მუდამ ტელეფონზე რომ არიან ჩამოკიდებულები ერთი ტექსტით: „დროზე მოეთრიე სახლში!“. თვითონაც თავისუფალი ცხოვრების სტილის მატარებელი იყო და მეც ბოლომდე მაზიარებდა თავისუფლებას, ოღონდ მინიმალური და, რაღა თქმა უნდა, საჭირო შეზღუდვებით. რა თქმა უნდა, ძალიან რომ იყო დაგვიანებები, ჩემს ტელეფონზეც შემოდიოდა ზარი: „ლილი, ცოცხალი ხარ? არ მოდიხარ?“ – ტექსტებით, თუმცა მე ვიცოდი, რომ რადგან დედა არ მარცხვენდა, არც მე უნდა ჩამედინა ისეთი რაღაც, რაზეც თვითონ შერცხვებოდა. ეს მასწავლა მან. მერე რა, რომ ნატამ ცხოვრების ადრეულ გზაზე უამრავი შეცდომა დაუშვა, მას არ ჰყავდა მშობლები და, შესაბამისად, არ შეეძლო სწავლა. სწავლა ზღვარის. მე კი მის შეცდომებზე ვისწავლე. ნატა ქალი იყო, რომელიც ეწეოდა და მიდიოდა წელში გასწორებული, თამამი ნაბიჯებით. მასაც სხვებივით აწუხებდა თუნდაც სახსრები, თუმცა ტკივილი არ აძლევდა მოტეხვის ნებას, რადგან მან იცოდა რას ნიშნავდა ნამდვილი ტკივილი, რაც ტრიუმფია შენში. ის ტრიუმფი, რომელიც არაფრის საშუალებას არ გაძლევს, გარდა დაუსრულებელი ჩავარდნის და დეპრესიის. ნატა ქალი იყო, რომლის ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ გაუვლია ია–ვარდით მოფენილი გზა, პირიქით – მუდამ ეკლიანზე უწევდა სიარული, მაგრამ მაინც იცინოდა დაქალებთან ერთად, სვამდა ყავას და არ ტიროდა. მისი ცრემლები ერთხელ მენახა და იმ ერთხელაც სიკვდილი გამოვცადე. მე ვგიჟდებოდი ნატაზე და ის გიჟდებოდა ლილიზე. ჩვენ არ გვჭირდებოდა არც ბევრი ფული და არც „ბავშვი გააღვიძე, ქალო!“ მამაკაცი ოჯახში, რომ ვყოფილიყავით ბედნიერები. გვქონია ხანა, როცა უკიდურესად გაჭირვებულებს საჭმელი მეზობლებისთვის გვითხოვია და გვქონია ის ხანაც, როცა აქეთ დაგვირიგებია შემწვარ–მოხრაკული მთელ კვარტალში. ჩვენი ცხოვრება დედამიწისას გავდა. მზეს ყოველთვის ახლდა წვიმა; წვიმას კი ყოველთვის მოსდევდა ცისარტყელა ცაზე. კოკა ჩემი ყოველდღიურობა გახდა. ჩაუსიძდა ჩემს მარტოხელა სახლს. მომწონდა მისი ყველაფერი, მაგრამ მოწონების იქით არაფერი ხდებოდა, სიცარიელე და სიშავე იყო. თუმცა ვცდილობდი ეს სიცარიელე ამომევსო და შავიც ფერადი საღებავით გადამეღება; მცდელობა ცუდი არ იყო. – კმაყოფილი ხარ შედეგით? – ვკითხე წვეულების მეორე საღამოს, როცა ტელევიზორში საბოლოო გადაცემა დასრულდა ქვეყნის პრეზიდენტსა და მის ე.წ იდუმალ ურთიერთობებზე. – სამსახიობოზე რატო არ ჩააბარე? – გამომხედა უაზრო სახით. არაფერი რომ არ ეწერა, ისეთით. – იქნებ ცირკშიც წავსულიყავი? – მეწყინა მისი კითხვა და ტონი. მისი უარაფრო სახეც მეწყინა და თუ გინდ მომკალით. – კაი, რა იყო? – მუხლზე ხელი მომიჭირა. ისე მეტკინა, თავი ვერ მოვთოკე და დავიყვირე. ჩემს სპონტანურსა და ხმამაღალ წამოყვირებაზე შეხტა, შეშინდა. მის რეაქციაზე კი ისეთი სიცილი ამიტყდა, მუცელი ცალკე და ლოყები ცალკე მტკიოდა. – რანაირი პრეზიდენტის მომავალი ცოლი ხარ? – მკითხა მაშინვე, როგორც მოვსულიერდი. ამდენი რომ არ მეცინა, რამდენიმე წამის უკან, ალბათ, ამ კითხვაზეც ბევრს ვიხარხარებდი, მაგრამ ბევრი მომივიდა და ხასიათიც ჩემდაუნებურად შემეცვალა – საპირისპიროდ. – ჩვეულებრივი, – მხრები ავიჩეჩე და ტელევიზორი გამოვრთე, რომლის ხმაური უკვე ტვინში ბურღივით ჩადიოდა. – ცოტა უნდა დასერიოზულდე, თორემ დაგაბავ სახლში თხასავით, – ახლა მან გაიცინა თავის ნათქვამზე. – ვაი, ჟორჟოლიანო! – წარბები კუშტად შევკარი და პლედი ნიკაპამდე ავიწიე. – კაი ახლა, მართლა, კმაყოფილი ხარ? – ისე გავუმეორე თავდაპირველი კითხვა, მისთვის არ შემიხედავს. – კი, ძალიან! – აღტაცება დავიგულე მის ხმაში და გამეღიმა. ასეთი კოკა მომწონდა, ზუსტად! – მოდი, რა ვქნათ, იცი? – შევხედე ჩემი ახალი იდეით გამოწვეული სიხარულისგან გაბრწყინებულმა. – აბა? – დასერიოზულდა. – ასე, რამდენიმე დღიანი რომანი გავაბათ და მერე დავშორდეთ! ეგ იქნება სკანდალი თუ იქნება! ისე შემომიბღვირა ჟორჟოლიანმა, ტანში გამცრა. – ხანდახან, სერიოზულად მგონიხარ სულელი! გთხოვ, ნუ მაფიქრებინებ, რომ მართლა ხარ. შეიცოდე თავი, – მითხრა სერიოზულად. მოვიღუშე. დავპატარავდი. ჟორჟოლიანის გვერდით კი დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი პატარა, მაგრამ ახლა მეტად შევმცირდი, ყველა გაგებით. რა უნდა ამ კაცს? მართლა, რის მიღწევას ცდილობს? ჩვენი ქორწინება ისეთი შედეგიანი ვერ იქნება, როგორც რომანი. მაგრამ მერე მივხვდი, რომ პრეზიდენტზე უარყოფითად იმოქმედებს მსგავსი ურთიერთობა, ოჯახიანი მმართველი და მარტოხელა მმართველი ძალიან განსხვავებულები არიან ერთმანეთისგან. მივხვდი და თავს გავუბრაზდი – როგორ ხარ ასეთი სულელი–მეთქი! და მაშინ მართლაც ძალიან სულელი ვიყავი. ასაკთან შეუსაბამოდ მიამიტი. ბავშვური, ზედმეტადაც კი. საჩემოდ ზედმეტად. ზღვარი... რა არის ზღვარი? ახლა, როცა ვჯდები და ვიაზრებ, უფრო სწორად, მინდა გავიაზრო სად შევტოპე და სად დავაგვიანე, მიჭირს ვიყო ობიექტური. რომ დავასრულებ, საბოლოო წერტილს დავსვამ, თვითონ განსაჯეთ, მაგრამ ახლა მინდა ვიცოდე, რა არის ზღვარი? ჩემთვის ზღვარი არასდროს არსებობდა. ხო, არ არსებობდა, რა შემეძლო გამეკეთებინა, რომ ეს შემეცვალა? კი, ბევრი რამის გაკეთება იყო შესაძლებელი, მაგრამ მე მაინც ვიხევდი უკან. თითქოს რაღაც მაიძულებდა, უკნიდან ხელს მკრავდა და მიბიძგებდა ჩამედინა. ვიცოდი, თითოეულ ნაბიჯზე ვიცოდი, რა შედეგი მოჰყვებოდა, მაგრამ მაინც ვრისკავდი. თითქოს მომდევნო საფეხურზე ვინმე მოვიდოდა და დამაჯილდოვებდა, წინა ნაბიჯის გადადმისათვის. ზღვარი ის არის, რისი გავლებაც და რისი არგადაცელაც ყოველთვის მნიშვნელოვნად მჭირდებოდა, ისე, როგორც ჰაერი სჭირდებათ, მაგრამ ჩემი გონება ზუსტად მაშინ ითიშებოდა, როცა ზღვარი უნდა გამევლო. ითიშებოდა და მე ვერაფერს ვაკეთებდი მის მოსაბრუნებლად. დიდი დრო დამჭირდა, რომ მესწავლა, სად გადიოდა ზღვარი. მესწავლა ელემენტარულ, მარტივ დონეზე, თორემ ახლაც მიჭირს, როგორც უკვე აღვნიშნე, ყველაფრის ობიექტურად, ზღვარის დაცვით გაანალიზება. მიჭირს ვიყო ის, ვინც უნდა ვიყო ისე, რომ არ გადავცდე ზღვარს და გაღმა არ გავიდე. თუმცა მაინც ვისწავლე. ვისწავლე და მაშინ დავაპაუზე, როცა საჭირო იყო. იღბალი ჩემკენ იყო მუდამ, მე კი ზღვარის არ დაცვით, უნებურად, თუმცა მაინც, ზურგს ვაქცევდი მას. და ბოლოს გადავწყვიტე, ახლა გადავწყვიტე, რომ ბედის ირონია იყო მთელი ჩემი ცხოვრება. – კოკა, გინდა დედაჩემი გაგაცნო? სამზარეულოში ფუსფუსებდა ჟორჟოლიანი, ახალგაღვიძებული რომ შევედი ცხელ–ცხელი შემოთავაზებით. – გააჩნია, როგორი ქალია, – შემომხედა ღიმილით. – რავი, ჩვეულებრივია, თან არ არის, – მხრები ავიჩეჩე, მაგიდასთან დავჯექი, ფეხები შევიკეცე და სიგარეტს მოვუკიდე. – გამიძლებს? – ნერვიულობამ გადაურბინა სახეზე, წამის მეასედში, თუმც მანც დავიჭირე. – გაგიჟდება შენზე! – საღამოს მეცლება. მე რა გამზადება მინდოდა, ჩვეულებრივად შევიმოსე, მიუხედავად იმისა, რომ სადარბაზოდან ორ ნაბიჯში ჩასაფრებული რამდენიმე კამერა აჩხიკინდებოდა, ვიცოდი. აი, კოკა კი ერთი საათი ტრიალებდა სარკის წინ. – ადამიანო, დავბერდი! – ხელკავი გამოვსდე და სარკიდან ‘გადმოვდგი’. – თუ ჩვეულებრივი ქალია, არ მინდა რა... – კიდევ ერთხელ შემომხედა ნერვიულობით ანთებული მიმიკით. – შენ სხდომაზე რომ გიწევს გასვლა, მასე არჩევ ხალხს? – შევათვალიერე გაკვირვებითა და ამრეზით ჟორჟოლიანი. კარზე ზარი გაბმულად დავრეკე. სახლიდან ოდნავი რხევის ხმაც კი არ ისმოდა. – დაგერეკა რა, რა პონტია ეს უცბად დადგომები?– მისაყვედურა ჟორჟოლიანმა. – კოკა! მე უკეთ ვიცი თუ შენ დედაჩემი? – იყო პასუხი და კიდეც გაიღო კარი. ხალათიანი და სიგარეტიანი ნატა ჩადგა კარში და გაკვირვებულმა შეგვათვალიერა. თითქოს ბურანში იყო და ვერ გამოდიოდა ჯერაცო. – არაა?! – დაიყვირა ბოლოს და გაიცინა. კოკა ისე შეიშმუშნა, ვიფიქრე მთელმა მსოფლიომ ზურგი აქცია. – ეს ვის ვხედავ, ბატონო კოკა?! შემოდით, – კარიდან გადგა და გზა დაგვითმო. შესვლისკენ ვუბიძგე დაბნეულ ჟორჟოლიანს. – გეძინა, ნატა? – ვკითხე სიტუაციის განსამუხტად. – ხო, დავიღალე რაღაც, – მხრები აიჩეჩა და შედითო, გვანიშნა მისაღებ ოთახზე. ყველას გასაკვირად, რამდენიმე წუთში მე გავქრი ნატასა და კოკას ვაკუუმიდან. რომ დაიწყეს საუბარი, ვეღარ გაჩერდნენ. ამას ერქვა ურთიერთგაგება და წამით ვიფიქრე – ხომ არ დავუთმო ჟორჟოლიანი დედას–მეთქი. მერე გავიცინე ჩემ ფიქრებზე და სამზარეულოში გავედი, ყავის გასაკეთებლად. ბედნიერი ვიყავი, რომ გაუგეს ერთმანეთს. მიხაროდა, რაღაცნაირად. ნატა არავის აგრძნობინებდა ცუდად თავს, მაგრამ რომ არ მოსწონებოდა კოკა, ვიცოდი, მიწასთან გაასწორებდა. მე კი ვერ ვხვდებოდი რატომ, მაგრამ აშკარად მიხაროდა, რომ დედას სტანდარტებს მოერგო ჟორჟოლიანი. ისე მაბედნიერებთ, მეშინია ერთხელ არ გავსკდე ბედნიერებისგან. ვგიჟდები თქვენზე. მიხარიხართ და გმადლობთ გაძლებისთვის, ბევრჯერ! :დ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.