შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭიქა წითელი ღვინო (სრულიად)


12-04-2016, 18:46
ავტორი wripawripa123456
ნანახია 4 122

სიყვარული შვიდასგვარია.
ერთხელ მოვა მოულოდნელად და აგაწიოკებს.
შეგრძნებებს გაგიორმაგებს.
გადაგრევს.
და სასიამოვნო შეგრძნებებს დაგიტოვებს.
ერთ მშვენიერ დღეს, თუკი ადამიანი ნამდვილ გრძნობებს ამოაფრქვევს დალაგებულ-მოწესრიგებული საგნებიც კი ქაოსში გაეხვევა.
ადამიანი ვერ იარსებებს უსიყვარულოდ.
ქალ-ვაჟური სიყვარული ხომ საოცრებაა.
ისე უცებ შემოვა შენში ვერც გაიგებ.
და რომ მიხვდები უკვე, უკან ვეღარ გააბრუნებ და დაიწყება ნაირ-ნაირი თავგადასავლები.

შეხედულება შეიძლება შეგიცვალოს სიტყვის ერთმა ასომ, გამოთქმულმა ერთმა ბგერამ, გამოხედვამ ან თუნდაც „თვალის ხაზის გავლებამ“

***
წვიმდა
თანაც საშინლად.
მეც ვიჯექი ფანჯარსთან, ვუყურებდი ლამპიონებით განათებულ ქალაქს და მორბენალ ხალხს.
ზოგი ქოლგასთან ერთად მირბოდა, ზოგს კი თავზე პარკი ჰქონდა წამოფხატებული.
და ვფიქრობდი თუ რა დებილები არიან.

და მაინც რა მწარეა ეს მონატრების გრძნობა.
საშინელებაა როცა საყვარელ ადამიანს კარგავ.
გგონია შენი სხეულის ნახევარიც არსებობას წყვეტს.
წითელი ღვინო და მოგონებები.
სულ მგონია, რომ ახლაც კარს შემოაღებს და მეტყვის:
-დედი, კიდე ფანჯარაზე ზიხარ? წადი მეგობრებთან გაერთე.
როგორ მინდა ძლიერი ვიყო, მაგრამ რავქნა არ გამომდის.
სიგიჟემდე ვარ მისული ნატალიას მონატრებით.
ყველაზე ახლოს ის იყო ჩემთან.
მყავს მეგობრებიც, მაგრამ დედა მაინც სულ სხვაა რა.
ძალიან მაკლია.
ჩემი ტელეფონი ბზუის და არ მინდა ყურადღება მივაქციო.
ვერ ველევი ჭიქა წითელ ღვინოს.
მაგრამ არ ჩერდება.
ეკრანს რომ დავხედე გამეღიმა წარწერის დანახვაზე, პოზიტივა მირეკავდა ))
-თაია შეგიძლია დადო ეგ ღვინის ჭიქა და ჩამოხვიდე დაბლა. ჩამყვირა ტელეფონში ნინამ.
(პოზიტივას ვეძახით მეგობრები, ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე მოგიყვანოს, ვგიჟდები ამ გოგოზე.)
-რამინდა დაბლა ნინა?
-მთაწმინდაზე გავიკატავოთ რა. რომ მივხვდი ამ გაკატავებაში რა იგულისხმა ისტერიული სიცილი ამიტყდა.
-მიმიხვდი ხო? მიდი ჩამო, საწვიმარიც წამოიღე.
-რათ მინდა საწვიმარი გოგო? ხომ იცი როგორ მიყვარს წვიმაში სიარული.
-შენზე ვინ ზრუნდავს მერე, მე ჩამომიტანე. ხატიაც აქაა და გავაჯაზოთ რა.
-კარგი.
რო ჩავედი ქვემოთ რამდენიმე წუთი წვიმაში ვიდექი და მსიამოვნებდა ერთნაირად თბილი და ცივი შეგრძნებები.
შემდეგ მანქანაში ჩავხტი და ხატიას გაბრაზებულ სახეს წავაწყდი, რომელზეც ხარხარი ამივარდა.
ვერ იტანდა მანქანას, რომ ვუსველებდი ))
-მოკლედ მაგრად ვაჯაზებთ რა, ჩვენს ატრაქციონზე უნდა ვიკატაოთ. ამბობს ნინა და ეღიმება.
-ხო, მერე კიდე ბიჭებს გავუაროთ და გავიდეთ სადმე რა. თქვა ხატიამ თავისი აზრით კმაყოფილმა.
-მე მერე სახლში დამტოვეთ და თქვენ წადით, არ მინდა სადმე გიჟურ გარემოში წასვლა, არ ვარ ჯერ მასეთ ხასიათზე.
-თაია გეყოს! მიჯავრდება ორივე ერთად.- 6თვე თაია, 6 თვე გავიდა. ნატალიას მოსწონდი როდესმე ცუდ ხასიათზე მყოფი? ყოველთვის შენი ღიმილის დანახვა უნდოდა. იქ მაინც იყოს კარგად ეგ ქალი შენი გადამკიდე, სულ გაგიჟებული გვყავდა აქ, ცრემლები მოადგა ნინას. რა მაგარი ქალი იყო რა,თან ბლინებს, რომ სულ მიცხობდა. დამიბრუნე ძველი თაია, მუდამ მომღიმარი თავისი სიგიჟეებით.
-ჩვენ რა არ გვენატრება ნატალია თუ რა გგონია? მეორე დედა იყო ჩვენთვის კარგად იცი, ასე არიან ჩვენი მშობლები შენთვისაც და იცი რომ სულ შენს გვერდზე ვართ. ვიცი რთული და ვერ შეგიმსუბუქებთ ტკივილს, მაგრამ ეცადე რა, გთხოვ და თუ გინდა სულ სველი ჩაჯექი ჩემს მანქანაში.
საოცარი გრძნობაა, როდესაც მეგობრებისაგან ამდენ სითბოს იღებ.
-რომ შემეძლოს და სველი არ ვიყო ჩაგეხუტებოდით, ხო ვიმახსოვრებ შენს სიტყვებს ხატია და კარგით, ვეცდები ყველანაირად.
თვალის დახამხამებაში უკან გადმოძვრნენ და ვიჯექით ასე ჩახუტებულები, ვის ახსოვდა მთაწმინდა და მანქანები?
უბრალოდ მთაწმინდის ქუჩებში დავსეირნობდით ფეხით.
წარმოიდგინეთ პლეხანოვიდან მთაწმინდაზე, თან კოკისპირულ წვიმაში.
შემდეგ ვანიკომ და ალექსანდრემ ამოგვაკითხეს.
ვანიკოს და ხატიას ტომის და ჯერის მიამსგავსებდით.
აი პოზიტივა და ალექსანდრე ერთად სასწაული წყვილი იყო.
ისე ვარ მათზე შეჩვეული ცალ-ცალკე არ წარმომიდგენია.
არც მინდა წარმოდგენა.
ერთი გიჟი ქარბორვალასავით, მეორე კი სერიოზულობის პიკი.
მე კი ასე ეული ვარ მარტო.
-შინაბერაც აქ ყოფილა შეხედე შენ, გამეკრიჭა ვანიკო.
თავიდან ვბრაზდებოდი, მაგრამ რა საწყენია?
22წლის გოგო ვარ და ჯერ შეყვარებული კი არა ფლირტის დონეზე ურთიერთობაც კი არ მქონია.
სამაგიეროდ მეგობრები მყავს სასწაული.
-ახლა სახლში ახვალთ სამივე, თაიასთან ადით, ვიცი ტანსაცმელები იქაც გაქვთ, ეღიმება ალექსანდრეს და აგრძელებს: გამოიცვლით, კარგად გამოეწყობით, ოღონდ ზედმეტი გადაპრანჭვების გარეშე და წავალთ კლუბში.
ხმის ამოღებას ვაპირებდი როცა თვალები დამიბრიალა და გამაჩუმა.
სახლში რომ დაგვტოვეს ვიფიქრე დავრჩები მეთქი, მაგრამ ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა.
„გეფიცები თაიკოო თმებით თუ არ წამოგათრიო, ჯობს ნებითა შენითა ვიდრე ძალითა ჩემითა.მპუააჰ“
საცოდავი ვანიკო. ამის საშველი ხომ არააა.

ერთ საათში სამივე მზად ვიყავით.
დაბლა,რომ ჩავედით ვანიკოსთან და ალექსანდრესთან ერთდ ვიღაც ბიჭი იდგა.
-მგონი ბედი გაგეხსნა, ყურში ვითომ ჩამჩურჩულა ნინამ, არადა ჩამყვირა.
-დაადგა მგონი საშველი, მხარი აუბა ხატიამაც.
-გაგწეწავთ. რამე ოინები არ მომიწყოთ, თორემ ციხეში წავალ!
-ეს რა კრასავჩიკები მოსულაან ტოო, გაიწელა ვანიკო და ალექსანდრესგანაც მიიღო წამორტყმა თავში.
-ეე ბიჭი ვის ურტყავ შენ?
-გეყოფა ამხელა კაცი ხარ და რით ვერ დაჭკვიანდი შენ?
-მაგას სად აქვს ტვინი, რომ დაჭკვიანდეს ალექს? უცებ წაგესლა ხატიამ.
-შენ ენა წაგიტლეკავს და უფრთხილდი. უთხრა ვანიკომ ვითომც არაფერი.
-ხო მართლა ბექა, ეს ჩემი შეყვარებულია ნინა, ეს ხატია, ეს კი თაია.
-ეს საიდან მოიყვანე ერთი გამაგებინე ალექსანდრე რა, არა კი სასიამოვნოა შენი გაცნობა, მაგრამ მერევიან უკვე ერთმანეთში ამის მეგობრები.
-ეტყობა ძმა შენი შეყვარებულია რომაა, გადახედა ბექამ და გაუცინა.
-სასიამოვნოა გოგოებო, მე და ხატიას ნაზად გვეამბორა ხელზე და უცებ რასაც არ მოველოდით, მეორე პოზიტივა გამოდგა.
აბა ჩქარა, თორემ სანამ ჩვენ მივალთ დაიკეტება კლუბი, ხო დღეს ჩამოვედი მე ესპანეთიდან, რას წარმოვიდგენდი ასეთი მშვენიერი ქალბატონები, რომ დამხვდებოდნენ აქ თორემ რამეს ჩამოგითრევდით.
-ჩამოგვითრევდა ბიჭი, ისტერიულად გამეცინა მე.
კლუბში ნახევარ საათში მივედით, ჯერ ისე ნელა ატარებდა ეს ბექა მანქანას და მერე სულ რვიანები მოხაზა, ხან ერთ მხარეს ვიყავით აყუდებულები, ხან მეორე მხარეს.
ცოცხლები თუ გადავრჩებოდით არ გვეგონა.
მერე 6 ბოთლი არაყი აიღო და რომ თქვა ცოტახანში კიდე დავამატებ სასმელსო ხო თვალები გამიფართოვდა.
-სახლში უნდა მივიდე თუ მიმასვენო ბექა?
-ნუ წესით მისვლას აპირებ თაია, მაგრამ შენს ამტანობას გააჩნია, ისე სიამოვნებით მიგასვენებდი, კარგი მნიშვნელობით ოღონდ.
-რამდენის ხარ?
-25, ისე მოგეწონე ასაკზეც გადახვედი?
-არა, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ არ ხარ ნორმალური.
ისეთი ხმა ამოუშვა სიცილისას მეგონა ჭერი თავზე ჩამოინგრეოდა ან კიდევ ბექა კი არა რაღაც მისტირუი არსება იცინოდა.
აქეთ კიდე ვანიკო და ხატია ჩხუბობდნენ, რას გაუგებ ამ ორს.
-აღარ დალიო ხატია!
-შენი რა საქმეა ერთი, დედაჩემი ხარ თუ მამაჩემი?
-მეგობარი.
ამათ შემხედვარეს გვეღიმებოდა.
ყველაფერი ჩხუბით იწყებაო ხომ გაგიგიათ.
ხოდა ჩვენ ვხვდებოდით, ესენი კი ვერა.
ალექსანდრე და ნინა კი იდგნენ და ცეკვავდნენ, ნინა გიჟობდა-ალექსანდრე აჩერებდა.
მე და ბექა კი ვიჯექით ჭიქებით ხელში და დალევას ვაგრძლელებდით.
დამავიწყდა, რომ მეთქვა.
დ ა ვ ნ ი ძ ლ ე ვ დ ი თ.
და რაზე არ გაინტერესებთ?
შეყვარებულობას გავუწევდი თუ წავაგებდი, ვიღაც გოგოს მოსაშორებლად.
რა ადვილი მეგონა ამდენის დალევა.
-არ ნებდები თაია?
-რათქმაუნდა არა, ვეუბნები და ვხვდები, რომ მეტი აღარ შემიძლია.
-ხომ ხედავ, ვერ მიქაჩავ რა. ერთი თვე მეტი ხომ არა, თან ვიკაიფებთ ცოტას და ეგ იქნება, მართლა ხომ არ იქნები ჩემი შეყვარებული.
-ცუდად გახდომას, ისევ ვითომ შენი შეყვარებულობა მირჩევნია.
და იმ წუთში მეგონა, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
დილის ექვსამდე ვიცეკვეთ და სახლში როგორ მოხვდი სიმართლე გითხრათ არ მახსოვს.
დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა და ჩემი წითელი ღვინისაკენ ავიღე მაშინვე გეზი.
სასწაულია, ნაბახუსევიდან ადვილად გამოყავხარ, თან გათრობს, თან არა.
რაღაც შუაში გაჩერებს და სასიამოვნოდ გრძნობ თავს.
დედის გარდაცვალების შემდეგ დავიწყე ასე, ცოტ-ცოტას წრუპვა.
კარებზე ზარის ხმა გავიგე და სიკვდილი ვინატრე.
ახლა სტუმრის დრო არის?
კარები გავაღე და ხელში მომღიმარი ბექა შემხვდა.
-პრიეტ შეყვარებულო.
ვერ ვხვდებოდი რას მელაპარაკებოდა, საბოლოოდ დავასკვენი, რომ გიჟთან ერთად სულელიც არის.
-მგონი საახლი შეგეშალა ბექა.
-არა თაია, ჩემს შეყვარებულთან მოვედი, არ გახსოვს გუშინდელი დღე?
-კლუბში მისვლას მახსოვს, დანარჩენი არაფერი, რა მოხდა რო?
-სანაძლეო.
ერთი სიტყვაც საკმარისი იყო ყველაფრის გასახსენებლად.
ბოლო დონის იდიოტად შევრაცხე ჩემი თავი ამას, რომ დავენიძლავე.
რა გინდოდა თაია, რას ექაჩებოდი, არ იცოდი, რომ წააგებდი?
ვფიქრობ ჩემთვის და სახეზე ცეცხლისფერი მედება.
-კარგი რას გაწითლდი, ცოტახნით რა. წავედით ეხლა, ვაეჭვიანოთ ჩემი მოსაშორებელი ძალით შყვარებული.
-ხოარ გაგიჟდი? ვერ ხედავ რა დღეში ვარ? სად წამოვალ ახლა მე.
-ბევრ წითელ ღვინოს გიყიდი გზაში და თუ გინდა ისევ დათვერი.
-არა, დღეს არა.
-კი.
-არა.
-კი მეთქი და სააბაზანოში ისე უცებ შემაგდო ცივი წყლის ქვეშ გააზრებაც ვერ მოვასწარი.
-ბექააა, გავიყინეეე, მომშორდი, გამომიშვი აქედან.
-არა, რომ მოხვალ გონზე მერე. ჩემი შეყვარებული ხარ და რასაც მინდა იმას ვიზავ, დგას მოზეიმე სახით.
-მოგკლავ, არ შეგარჩენ.
-ისე როგორც გუშინ მომიგე სანაძლეო ხო? გადაიხარხარა გულიანად.
-კი.
ბოლოს გაყინული, გაწეწილი და გამოფხიზლებული გამოვედი აბაზანიდან.
ბექას ყველა ჩემი უჯრა შეესწავლა და ტანსაცმელიც შეერჩია.
-რა უფლებით იქექები ჩემს ნივთებში? მართლა ჩემი შყვარებული კი ნუ გგონია შენ თავი.
-მგონია კი არა ვარ,ნუ გავიწყდება. ტრუსებში ქექვა მესიამოვნა განსაკუთრებით, ზედმეტად სექსუალურები ხომ არ გაცვია თაია?
სახეზე მიტკლისფერი დამედო და სიკვდილი ვინატრე უკვე მეორედ.
-შენი საქმე არაა და მიბრძანდი აქედან, ნეტა რატო არ ამომძვრა ენა შენ რომ გენიძლავებოდი.
-კიდევ კარგი არ ამოგძვრა, თორე დარჩებოდი შინაბერა და პოტენციურ საქმროსაც დაკარგავდი. მითხრა გაღიმებული სახით და უკვე მესამედ ვინატრე სიკვდილი.
შარში ხარ შარში თაია.
ნახევარ საათში მანქანაში რასაც ქვია ჩამტენა და ბარში მიმიყვანა, სადაც მთელი შემადგენლობა დაგხვდა.
-შეყვარებულები მოსულაან, გაიკრიჭა ნინა და სურვილი მქონდა ის ხუჭუჭა თმები ღერა-ღერა დამეცალა.
-მოკეტე ნინა, ხომ იცი ისიც დროებით ვითომ შეყვარებულები ვართ ნუ გავიწყდება.
-რაიცი რახდება? ახლა ვანიკომ აუბა მხარი.
ჩემს სახეს, რომ წააწყდნენ ხატია და ალექსანდრე სიცილისგან იკლაკნებოდნენ.
-მოკლედ ძმებო, რატომ შეგაწუხეთ ახლა, დაიწყო ბექამ.-ახლა თაიას წავიყვან ჩემს სამეგობროში და საცოლედ გამოვაცხადებ.
მოულოდნელობის ეფექტი და ყავით დახრჩობა ერთი იყო.
-შენ ხო არ გარეკე მთლად ბიჭო? რა საცოლე რის საცოლე, რაგინდა იმ გოგომ ცოცხლად დამმარხოს?
გაიგუდნენ ბავშვები ჩემს რეაქციაზე.
-არა აგერ არ ვარ შენი პრინცი პრინცესავ?
-ტაკიმასხარა ხარ! არსად არ მოვდივარ მე.
-განახებ მაგასაც.
და წამის მეასედებში ისევ ბექას მანქანაში ვიჯექი და ვუყურებდი ხატიას და ნინას სიცილისაგან გაწუთლებულ სახეებს, რომლებიც ჩემს რეაქციაზე ხალისობდნენ.
და ვფიქრობდი, როგორ გავგლეჯავდი შუაზე უკან დაბრუნებული.
ბექას სამეგობროში, რომ მივედით და საცოლედ გააცნო ჩემი თავი ზოგს გაუხარდა, ზოგსაც ეწყინა, ერთი გოგონა კი განსაკუთრებით მგესლავდა.
რა თამაშში ამიყოლია ამ ცალტვინამ, ამისი დაგესვლები მაკლდა სულ ტყუილად ახლა მე?
-საოცარი წყვილი ხართ მოკლედ რა, ამის გამო დამშორდი ბექა? ნახევარქათამას გამო?
მუცელს უკვე ხელით ვიჭერდი იმდენი ვიცინე.
ბექა აპირებდა რაღაცის თქმას მაგრამ არ დავაცადე, გინდაც არ ვიყო მისი საცოლე ჩემს დამცირებას არავის არ ვაპატიებ.
-ხო საყვარელო ნიტა, შენ მე ნახევარქათამა მეძახე და კარგად იყურები ვისთან არის ახლა ბექა. და უცებ ლოყაზე ვაკოცე და რაღაც განსხვავებული შეგრძნებები დამეუფლა.
ბექას დახორკლილი კანიც ვიგრძენი,მაგრამ ყველაფერი დავაიგნორე.
ისეთი სისწრაფით გავარდა სახლიდან ის ქალბატონი, ყველაზე სწრაფ მანქანასაც კი გაასწრებდა.
-აუუ ეს ვინ გაგვაცანი ტო, დაიწყო ნიკოლოზამ, მაგარი ტიპია ძაან, ჯერ ვერავინ ვერ გააქცია აქედან ის ბო.ი და გადაიხარხარა.
-ამან კიდე მოსვლის წამიდან გოგო გააგიჟა, აჰყვა ნინუცაც.
ეჰ გაიგონ ამათმა სიმართლე, ჯერ მე დამაკლავენ ამას რომ ავყევი ტყუილში და ბექასაც ზედ დამაყოლებენ.
-სასიაოვნო იყო თქვენი გაცნობა, მაგრამ უნდა წავიდე ეხლა მე, ბექა საყვარელო ხო მოდიხარ შენ? ვუთხარი ირონიულად.
-კი საყვარელო, გამოკვეთა ეს სიტყვა და გამომყვა.
-არა, ოსკარი უნდა მოგცე, რა იმსახიობე ტო?
-შენ ვერ შეგედრები, სახლში გამიყვანე და მინიმუმ ერთი კვირა აღარ დამენახო.
-აბა აბა, ეგეთები არ იყოს, ხოარ გავიწყდება ვინ ხარ ჩემი?
-ნუ წაიღე ტვინი, მახსოვს მახსოვს, მაგრამ ყოველდღე სახლში, რომ მეჯდე შეიძლება მკვლელობა ჩავიდინო ბექა.
სახლში დამტოვა თუ არა გოგოებიც ამოვიდნენ, მე ისე წითელ ღვინოს ვწრუპავდი.
ხან რაზე ვილაპარაკეთ, ხან რაზე.
გავიხსენეთ ბავშვობა და ბევრიც ვიცინეთ.
მაგრამ ისევ წარსული და ისევ მოგონებები.
შეამჩნიეს ჩემი ხასიათის ცვლილება და ორივე გვერდზე მომისკუპდა.
-თაია, დაიწყო ხატიამ, რამდენჯერაც ბავშვობას გავიხსენებთ იმდენჯერ ხასიათი უნდა გაგიფუჭდეს?
-ხომ იცი არა თაია, აჰყვა ნინოც, მოგონებები ყოველთვის იცოცხლებენ, ამ მოგონებებში ცხოვრობს და შენს გულში ნატალია. კი არ უნდა იტირო ბედნიერი უნდა იყო ასეთი საამაყო დედა, რომ გყავდა.
-ხო, თან დედაც იყო და მამაც. გამახსენდა მისი ცისფერი თვალები და ჩამეღიმა, ზუსტად მისი თვალები მქონდა.
გოგოები გავაცილე და ფანჯარაზე ჩამოვჯექი და ვუყურებდი ისევ ლამპიონებით განათებულ ქუჩას.
მამამ მიგვატოვა, როგორც კი გაიგო, რომ შვილი უნდა ჰყოლოდა გაქრა.
მერე გამოჩნდა ცოტა, რომ წამოვიზარდე, მაგრამ არ მიიღო ნატალიამ, არც იყო ღირსი.
რამდენი რამ მასწავლა დედამ, საოცრება იყო ჩემთვის.
მასზე ძვირფასი არავინ მყავდა
ასე და ამგვარად მენატრება,
მე-ნატ-რე-ბი
ნატალია.
***
ვანიკო დამადგა დილით ყვავილებით.
-გილოცავ ქალთა დღეს და იუბილეს, საღამოს მზად იყავი.
-ხომ იცი, არ ვიხდი, ამოდით ჩემთან უბრალოდ და დავლიოთ.
-პროტესტი არ მიიღება, 8-ზე მზად იყავი.
შემდეგ გოგოები დამადგნენ ტორტით და რაღაც სასუსნავებით.
-ჩვენგან საჩუქარს საღამოს მიიღებ, აღტაცებით საუბრობს ხატია და თვალებში ჭინკები უთამაშებს.
მე კი ვფიქრობ, რომ ამათ გარეშე არაფერი ვიქნებოდი.
მარტო ლხინში არ არიან ჩემს გვერდზე, ყველაზე რთულ მომენტშიც ჩემთან არიან.
-გაემზადე საშოპინგოდ მივდივართ.
მეუბნება ნინა და ვიცი უარი, რომ ვუთხრა ეწყინება, ამიტომ მეც მორჩილად მივდივარ საძინებელ ოთახში და ტანსაცმელს ვიცვლი.
მეც არ ვიცი სად მივდივართ საღამოთი, მაგრამ ისე ემზადებიან ესენი, რომ რავიცი.
ნინამ მუქი ლურჯი, კოჭამდე ტანზე მომდგარი კაბა იყიდა.
ხატიამ კი მუხლამდე, ასევე ტანზე მომდგარი კაბა.
-აუ მე ვერ ვარჩევ ვერაფერს და წავიდეთ რა, რამე ჩემს კაბას ჩავიცვამ. დავიწყე წუწუნი, როდესაც ორივემ რომელიღაც მაღაზიაში შემაგდო.
კაბას,რომ შევხედე მივხვდი, რომ ჩემთვის იყო ეს კაბა შეკერილი, ხელი დავავლე და გასახდელში შევვარდი.
ზურმუხტისფერი გრძელი კაბა იყო.
არაფერი ზედმეტი უბრალო სადა, მაგრამ მიმზიდველი.
განსაკუთრებით უხდებოდა ჩემს თვალის ფერს.
უკვე თანხა უნდა გადამეხადა, როდესაც მითხრეს გადახდილიაო.
გაოცებისაგან პირი ჩამომივარდა და გოგოებისკენ გაბრაზებული წავედი.
-კარგით რა, დაბადების დღეს ისედათ თქვენ მიხდით ისე, რომ არ მეკითხებით, ახლა კიდე ამ კაბის ფულიც გადაიხადეთ?
-რა კაბის ფული ხოარ გააფრინე, მიყურებს ხატია გაბრაზებული სახით, ნინოს კი ეშმაკურად ეღიმება.
-არავის არ გადაუხდია, ალბათ კონსულტანტმა გაჩუქა, მეუბნება ნინო და ცდიობს არ გადაიხარხაროს.
ვხდები, რომ რაღაცას მეკაიფებიან.
მაგრამ ვჩუმდები.
ყველა სახლებში გავნაწილდით, გასამზადებლები ვიყავით.
კარები არ მქონდა დაკეტილი ზარის ხმა, რომ გავიგე.
გავაღე და ბექა დგას ჩემი საყვრელი ღვინით ხელში.
ლოყაზე მაკოცა.
ისევ რაღაცნაირი შეგრძნება.
-გილოცავ ქალთა დღეს, ვიცოდი ეს ღვინო გიყვარდა და ამოვედი შეყვარებულთან ერთდ, რომ დამელია.
მეთქი ჩემი დაბადების დღე იცოდა და მოლოცვას აპირებდა თქო ვიფიქრე, რაღცნაირად გული დამწყდა.
-მადლობა, მაგრამ, არ მინდა ყოველდღე შენს სახეს ვუყურებდი, მთლად ნუ შეიჭრები როლებში.
-გეყოს სისინი თაია რა.
მიღიმის რაღაც საოცრად.
ღვინის ჭიქები დავდგი, ცოტას ვწრუპავდით, თან რაღაცებზე ვლაპარაკობდით.
-ადამიანს როგორც კი თვალებში შევხედავ ვხდები ვინ ვინ არის, შენ როგორც კი დაგინახე მაშინვე მივხვდი, რომ სულ სხვა ტიპაჟი იყავი.მეუბნება და თმაზე მისვამს ხელს.
-კარგი, ნუ აჭარბებ ბექა რა, სახე ღიმილისგან მეხევა.
ვითომ არ მინდა, რომ ყოველდღე ვხედავდე, მაგრამ ვგრძნობ, რომ მისი გამოჩენის მერე ნელ-ნელა ფერადდება ყველაფერი.
-საღამოს 8-ზე მზად იყავი.
-დაკავებული ვარ, მეგობრებს მივყავარ სადღაც.
-რამეს აღნიშნავთ?
-არ ვიცი, უბრალოდ მითხრეს მზად იყავიო.
და ვითომც არაფერი ისე ვეუბნები, არადა მინდა მომილოცოს ეს დაბადების დღე, მაგრამ მე ხო არ ვეტყვი მიდი მომილოცე მეთქი.
ჩაეღიმა, ადგა და წავიდა.
***
ამბობენ მოულოდნელად გამოჩენილი ადამიანები, შენს ცხოვრებას ცვლიან და უფრო საინტერესოც ხდებაო.
რატომღაც არასოდეს არ მჯეროდა ამ სიტყვების.
მაგრამ..
მაგრამ ნელ-ნელა ვრწმუნდები.
უფრო ხშირად ვიღიმი ეს რამდენიმე დღე, ბექას გამოჩენის შემდეგ, ვიდრე ბოლო ექვსი თვის მანძილზე საერთო ჯამში.
ისევ ნატალია მახსენდება და სევდა მიპყრობს.
ჯერ არასდროს არ გამიტარებია დაბადების დღე მის გარეშე.
როგორც კი თორმეთი საათი გახდებოდა მაშინვე ტორტით და საჩუქრით შემოდიოდა ხოლმე.
საათს გავხედე, ისარი ოთხს უჩვენებდა.
მაღაზიაში ვარდები ვიყიდე და სასაფლაოზე ავედი.
მონატრება ყველაფერს ამსხვრევს შიგნით...
ყველაფერს ლეწავს...
მაგრამ ეს მონატრება...
ეს გრძნობები არავის ესმის, ვერავინ ხედავს.
ახლაც ვიჯექი სასაფლაოზე და ცრემლებს ვერ ვიკავებდი.
ყველაზე საშინელება იყო, როდესაც მეოთხე სტადიის სიმსივნე დაუდგინეს.
იმდენად ძლიერი ქალი იყო არაფერს არ იმჩნევდა.
და დღემდე ვერ ვხდები, როგორ ვარ მის გარეშე.
ძალიან მიყვარს და მაკლია.
ხანდახან ძალიან, რომ შემომიტევს მონატრების გრძნობა ვიდეოებს ვუყურებ ხოლმე.
გოგოებთან ერთდ ვიყავით ერთხელ,კლუბში.
მოულოდნელად დაგვადგა ნატალია და მომღიმარი სახით გვეუბნება
-ჩემს გარეშე აპირებდით გოგოებო გართობას და ჭიქა მარტინს უკვეთავს.
ჩემი საოცრება იყო.
მისგან მაქვს გამოყოლილი ეს ხასიათიც.
ყველაფრის და მიუხედავად, რომ ვცდილობ გავიღიმო.

სახლში 7 საათზე მივედი და მაშივნე გამზადება დავიწყე.
სადა მაკიაჟი გავიკეთე, თმები დავიხვიე და თმისაგამგრით დავიმაგრე.
-ჩამოდი დაბლა, მირეკავს ალექსანდრე.-ხო, მართლა, გილოცავ თაია, ხო იცი ყველაფერი საუკეთსო შენ, აქამდე დაკავებული ვიყავი და ვერ დაგირეკე, იმდენი საქმე მქონდა თუ არ გავგიჟდებოდი არ მეგონა.
-მადლობა ალექს, ძალიან მიყვარხარ.
-მიდი ჩამოდი.
სიურპრიზები არ მელევა რა, გავიფიქრე ჩემთვის დაბლა ჩასულმა, როდესაც ბექას სახეს შევხედე.
სადარი აბა ალექსანდრე ან ვანიკო? ამოსაწყვეტები. როგორ გამაცურეს.
წითელი ვარდებით იდგა და მიღიმოდა.
ტუჩთან ახლოს მაკოცა და მითხრა:
-დაბადების დღეს გილოცავ ცისფერთვალებავ.
გული თუ არ წამივიდოდა არ მეგონა.
-ნუ გეგონა, რომ არ ვიცოდი შენი დაბადების დღე. უბრალოდ არ ჩავთვალე მაშინ მოლოცვა საჭიროდ. ახლა კი ჩახტი მანქანაში გველოდებიან.
სიხარულისაგან მეცხრე კი არა მეთვრამეტე ცაზე დავხტოდი.
რა მომენტში მოვეხვიე ბექას არ ვიცი.
მაგრამ მისი წელზე მოხვეული ხელები ძალიან მესიამოვნა.
-მადლობა ყველაფრისთვის ბექა.
-ჯერ სადხარ.
მეუბნება სიცილით და მანქანის კარებს მიღებს.
ჯელტმენი, ვფიქრობ ჩემთვის და მეცინება.
მანქანა მთაწმინდისკენ წაიყვანა.
არც ის იღებდა ხმას და არც მე.
ხანდახან თუ გადმომხედავდა.
ფუნიკულიურის რესტორანთან გააჩერა მანქანა.
ისევ გამიღო კარები და ყურში ჩამჩურჩულა.
-ძალიან ლამაზი ხარ და გიხდება ეგ კაბა.
სახეზე გავწითლდი,არადა რა მითხრა ისეთი.
-მადლობა.
შიგნით შესულს საოცრება დამხდა.
ყველაფერი მორთული იყო და ყველგან ჩემი სახელი ეწერა.
ერთ კედელზე კი დაკიდული იყო ბავშვობის ფოტოებიდან მოყოლები დღევანდელი მაღაზიის ფოტოებით დამთავრებული.
რესტორანიც კი დაუხურავთ.
ისეთ სიხარულს ვგრძნობდი, რომ არ ვიცი.
ყველას სათითაოდ გადავეხვიე და ვცდილობდი არ ამტირებოდა.
გილოცავთ დაიყვირა ყველამ ერთად და ორ სართულიან ტორტი შემოიტანეს.
მერე დაიწყო ცეკვა.
ნინამ და ალექსანდრემ ტანგო იცეკვეს.
ცეცხლოვანი ცეკვა, რომელიც მხოლოდ ორ ერთმანეთზე გაგიჟებულ ადამიანს უხდება.
-ეს ყველაფერი არ არის,მეუბნება ვანიკო და გარეთ გავყავარ.
ჩემი ოცნების მანქანა დგას.
Ford mustang-ი
და მგონია, რომ გულის შეტევას მივიღებ.
იმხელაზე დავიწივლე არ ვიცი.
სიხარულისაგან მეგონა ფრთებს გამოვიბამდი.
მერე იყო ვანიკოს მიერ ახსნილი სიყვარული ხატიას მიმართ და მისი ბედნიერი სახე.
რამდენი ხანი ველოდებოდით ამ მომენტს.
-კი ხარ გველი, მაგრამ მეც მიყვარხარ და რა ვქნა. წაგესლა მაინც ხატიამ და ფილტვების ატკიებამდე ჩაეხუტა.
ვიღავის ხელები ვიგრძენი ჩემს წელზე, ჟრუანტელმა დამიარა, როდესაც ნაცნობი არომატი ამოვიცანი.
ვიდექით ასე და ვტკბებოდით ყველაფრით.
ვხვდებოდი, რომ რაღაც განსხვავებულს ვგრძნობდი ამ ბიჭის მიმართ და მინდოდა ყველაფერი გამექრო.
რადგან
დამთავრდებოდა დროებით შეყვარებულებულობა და ყველა თავის გზაზე წავიდოდა.
ის თავისაზე,
მე ჩემსაზე.
მაგრამ მე ყურებამდე შეყვარებულს დამტოვებდა.
ხო შეყვარებულს, გამოვუტყდი ჩემს თავს გრძნობებში და ვერც გავაცნობიერე რა მოკლე დროში შემაყვრა თავი.
და მოვიწყინე.
-აპ აპ, ქალბატონო რატომ მოიწყინე? აა ხო, ჯერ ჩემი საჩუქარი არ გინახავს და ალბათ იმიტომ.
-კარგი რა ბექა,ეს მანქანა საჩუქარი არაა?
-არა ეს ყველასია, მე კი ამ კაბასთან ერთად სხვა რამის ჩუქებაც მინდა.
და, რომ გაიაზრა როგორ დაიწვა თავი ეგრევე გადააკეთა.
-ამ კაბასთან ერთდ კი არა, მინდოდა მეთქვა მოუხდებოდა თქო.
-გამოტყდი, რომ შენ გადაიხადე ამ კაბის ფული.
-როგორ გადავიხდიდი თაია ჩემს მაღაზიაში ფულს, უბრალოდ გაჩუქეთ რა. გამეკრიჭა უაზროდ და ისევ ჩავეხუტე.
დღეს რაღაც ბევრჯერ ვეხუტები ამ ბიჭს.
-მადლობა, მაგრამ არ იყო საჭირო.
-შენთვის ყველაფერი საჭიროა საყვარელო.
ყელში მაკოცა და როდესაც ჩემი ჟრუანტელი შეამჩნია ჩაეცინა.
-ხომ ხედავ როგორ ვმოქმედებ შენზე?
-არაფერიც, უბრალოდ რაღაც გამახსენდა, ვვუარყოფდი მე რაღაც დებილური მიზეზით.
-კარგი მასე ჩავთვალოთ. ეს კი შენ, ყელსაბამი გამომიწოდა ზურმუხტის თვლებით.
ყბა ჩამომვარდა.
-არა, ამას ვერ ავიღებ, ბევრი მომივა ბექა.
-აიღებ, ეს ჩემი საჩუქარია და მეწყინეა იცოდე, შენთვის დავამზადებინე თაია.
-ბექა, ძალიან ძვირიანია, კაბაც მეყოფა.
-არა. მითხრა კატეგორიული ტონით, ყელზე მომარგო და ვალსის საცეკვაოდ გამიწვია.
ვცეკვავდით ნელა და ჰარმონიულად.
ვამჩნევდი მის დახორკლილ კანს და სიამოვნებისგან მაკანკალებდა.
არც ის გიჟდებოდა ჩემს შეხებაზე ნაკლებად.
სიმღერის დასასრულს ტუჩებზე დამეწაფა და ვიგრძენი ჯერ არ განცდილი გრძნობები.
შემდეგ კი ბავშვების გახარებულ სახეებს გადავაწყდი.
ნინა და ალექსანდრე იდგნენ და გვიღიმოდნენ.
თითქოს იცოდნენ რაც ხდებოდაო.
მინდოდა მეჩხუბა, რა საქციელი იყო თქო.
მაგრამ დ ა მ ა ჰ ი პ ნ ო ზ ა.
-ცუდი ბიჭი ხარ შენ.
ისე ბავშვურად გამომივიდა ეს ნათქვამი ყველას გაეცინა.
-სიამოვნებით ვიქნები შენი ცუდი ბიჭი.
-ნუ შედიხარ ბექა როლებში თქო ხო გაგაფრთხილე.
-წეღან არ გაგხსენებია ეგ და რავიცი აბა.
-უბრალოდ თამაშია და ნუ ავურევთ რა.
-კარგი, გეგონოს თამაში, ნება თქვენია.
გამიცინა და გამცილდა.
გოგოებმა უცებ მოირბინეს და ერთხმად დაიწყეს კივილი.
რას გვიმალავო.
ხო ვხედავთ როგორი შეცვლილი ხარო.
-მიყვარს, ვთქვი ჩუმად და მეგონა ვერ გაიგებდნენ.
-ჩვენი გოგო შეყვარებულიააა, ყვრის ნინა და მინდა მიწა გამისკდეს.
დარბაზს ვათვალიერებ და ბექას, რომ ვერ ვხედავ გული მიმშვიდდება.
-რა გაყვირებს ნინა? შეუტუა ხატია, შენგან ხოარ გაიგებს ბიჭი, ვაიმე თაია რა მაგარია, ძლის არ გეღირსა?
-რა მეღირსა გოგო, ის უბრალოდ თამაშობს და მე კიდე მართლა შემიყვარდა, ფუ რა დებილი ვარ.
-არ ეტყობა არაფერი თამაშის, ადამიანის თვალებში ყველაფრის ამოკითხვაა შესაძლებელი, ასე რომ დაწყნარდი და გაერთე.
მეუბნება ნინა და ბიჭებისკენ მიმაქროლებს.
-დავტესტოთ მანქანა? მეუბნება ვანიკო და მანქანისკენ მიმაქანებს.
და ისე იქცევა თითქოს წეღამნელი ნინას ყვირილი ვერც მაგან გაიგო და ვერც ალექსანდრემ.
მთაწმინდიდან ფეხით ჩამოვდიოდი, მაღალქუსლიანები ხელში მეჭირა და მოვუყვებოდი ტროტუარს ბექასთან ერთად.
და საოცრად ბედნიერი ვიყავი.
დანარჩენი სასტავი მანქანებით წავიდნენ, არ გვინდა ფეხითო.
მე კი ვფიქრობ, რომ მიჩალიჩებენ.
რა ცოტა ყოფნის ადამიანს ბედნიერებისთვის.
ჩემი მანქანა ვანიკომ წაიყვანა.
ხატია თავისი მანქანით წავიდა.
ალექსანდრე და ნინა კი ერთად.
გაუჩერებლად ვიცინოდით რაღაც სისულელეებზე.
-თაია.
-გისმენ.
-მითქვამს უკვე, რომ ლამაზი ხარ?
ისევ სიწითლე.
ისევ აჩქარებული გულის ცემა.
-გითქვამს და კიდევ მადლობა.-ბექა იცი როგორ გამახსენდება ეს დღე?
გაეღიმა, ხელი გადამხვია და მითხრა:
-მაინც როგორ?
-ძალიან მაგრად, რომ დავჯდები ფანჯარასთან, წითელ ღვინოსთან ერთად ყოველთვის გამახსენდება.
-ძალიან მაგარი იქნება, მეც სულ თუ გამიხსენებ.
-რათქმაუნდა, ვუთხარი და სიცილისგან გავიგუდე.
-რა გაცინებს თაია?
-არაფერი, მგონი მოუშორებელი ჭირი იქნები ჩემს ფიქრებშიც.
და მართლაც დიდი სიამოვნებით ავიტანდი მთელი ცხოვრების მანძილზე.
-ერთი სული გაქვს მომიშორო ხო? მითხრა გაღიმებულმა.
-რათქმაუნდა.
უცებ გაუქრა სახიდან ღიმილი, თვალები აღარ იყო ისეთი მწვანე, ჭაობის ფერს გავდა.
-ბექა.
-რა არის?
-გეწყინა?
-არა.
-ბოდიში რა. არ ვიცოდი თუ გეწყინებოდა უბრალოდ გავიხუმრე.
უცებ ჩამეხუტა და მითხრა:
-საბოდიშო არაფერი გაქვს, უბრალოდ ზედმეტად ძვირფასი ხარ ჩემთვის.
-ჩემთვისაც.
ვარჩიე გამოტყდომა.
თავის დაფასებას რა აზრი აქვს, თუ ურთიერთობა შეეწირა ამ ყველაფერს.
სიცოცხლე ხან ხანმოკლეა, ხანაც ძალიან გრძელი.
შეიძლება ერთ დღეს უთქმელი სიტყვებიც ინანო.
ამიტომ ყოველთვის უნდა თქვა ის რაც გინდა.
რისკენაც გული მიგიწევს.
-წამები ქმნიან ბედნიერებას ბექა.
-გეთანხმები.
სახლში ამომყვა და ჩემს გვერდზე დაიძინა.
არასოდეს არ მქონია ასეთი დილა.
სიხარულისაგან ავივსე, როდესაც ჩემს გვერდზე დავინახე, თუ რა საყვარლად ეძინა.
გადავიხარე გაუპარსავ ლოყაზე ვაკოცე და ჩუმად ვთქვი:
-მიყვარხარ.
თამაშში, რომ აყვები და რომ გაგაბავს.
თავიდან თამაში,შემდეგ კი ნამდვილი გრძნობები...
სიყვარული,
სიგიჟე
და
გადარევა.
პულსის აჩქარება.
არაფერია იმაზე კარგი როცა გიყვარს და უყვარხარ.
თავი ყველაზე ბედნიერი ადამიანი გგონია.
რა არის სიყვარული?
ჩემი აზრით მარადიული გრძნობაა.
თუ გიყვარს, მაშინ გიყვარს ბოლომდე.
გადაყვარება არ არსებობს, უბრალოდ თავიდანვე არ გყვარებია
და შეცდომით დაარქვი გრძნობას სახელი.
-მეც მიყვარხარ. გავიგე ძილისაგან დაბოხებული ხმა და გამაკანკალა.
და გავიფიქრე, კიდევ კარგი ვთქვი,თორემ რამდენი ხანი დაიმალებოდა ეს ყველაფერი.
მოვეხვიე და თავი მის კისერში ჩავრგე.
-ზოგისთვის რა რთულია გრძნობების აღიარება, ჩვენთვის კი რა ადვილი არა?
მეუბნება ბექა და სახეზე ბედნიერების ღიმილი აქვს გადაკრული.
-მეც შემთხვევით მეღიარებინა.
გამოვუტყდი მეც.
-შენ, რომ არ გეტთქვა, ყველაფერი მაინც ნათელი იყო. მეუბნება და სხეულზე უფრო მიკრობს.-სიტყვები ბევრ რამეს ცვლის, მაგრამ რეფლექსები უტყუარია ცისფერთვალებავ.
-გეთანხმები, ყოველთვის ვგრძნობდი შენს დახორკლილ კანს ჩემს შეხებაზე.
-გამოგიჭერივარ.
-სანაძლეოდან რეალობამდე ძვირფასო.
-რას წარმოვიდგენდით? მეუბნება ბექა და ეცინება.
-მოულოდნელად მოდის გრძნობები, შენს დაუკითხავად ხომ იცი?
-გეთანხმები. ასეთი მოულოდნელი აღმოჩენა ხარ შენც.-ადექი რა, მეხვეწება ბექა.
-რატომ?
-წავიდეთ.
-სად?
-გაიგებ როცა მივალთ.
და მოულოდნელად გამოპრანჭული ვდგავარ ნინას გვერდზე და ვუყურებ მის ბრჭყვიალა თვალებს.
მეჯვარეობა არ მომიწია მოულოდნელად?
-ჩვენ როდის ვიდგებით აქ თაია?
-მაგასაც მოესწრები, ვუთხარი და კისერში ვაკოცე.
და რა არის განა ბერნიერება?
საყვარელი ადამიანები და თბილი გარემო.
როცა იცი, რომ ყველას უყვარხარ და ყველა გიყვარს.
არ გრძნობს სიცივეს
და
იცი, რომ სულ შენს გვერდზე იქნებიან.
„მეტი დრო დაუთმეთ თამაშს, სიცილს, სიყვარულს.’’

დასასრული.



არ ვიცი რა გამოვიდა.
ველოდები თქვენს შეფასებას.
მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს.
მიყვარხართ.



№1  offline წევრი შამხათი

"სიცოცხლე ხან ხანმოკლეა, ხან ძალიან გრძელი. შეიძლება ერთ დღეს უთქმელი სიტყვებიც ინანო. ამიტომ ყოველთვის უნდა თქვა ის რაც გინდა".
აბსოლუტურად გეთანხმები, მომეწონა, საოცრად თბილი და საყვარელი ისტორია იყო... love

 


№2 სტუმარი LaNa

Kai iyo martla :-*

 


№3  offline წევრი wripawripa123456

შამხათი
"სიცოცხლე ხან ხანმოკლეა, ხან ძალიან გრძელი. შეიძლება ერთ დღეს უთქმელი სიტყვებიც ინანო. ამიტომ ყოველთვის უნდა თქვა ის რაც გინდა".
აბსოლუტურად გეთანხმები, მომეწონა, საოცრად თბილი და საყვარელი ისტორია იყო... love

LaNa
Kai iyo martla :-*

მადლობა, მადლობა.
ძალიან მიხარია,რომ მოგწონთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent