არ ვარ ანგელოზი,მაგრამ არც ეს ცხოვრებაა სამოთხე (5)
მერე ყველაფერი წყვდიდადმა მოიცვა და ისე გავითიშე დროის შეგრძნებაც კი დავკარგე.რომ გამოვფიხზლდი უცხო ოთახში ვიყავი,თანაც დაბანილი და ახალ სამოსში ჩაცმული.პირი გამშრალი მქონდა და მჟავე გემოს ვგრძნობდი.ფეხზე წამოდგომას ვცდილობდი და მხოლოდ ახლა შევამჩნიე ზურგით მდგარი ყავის ჭიქით ხელში ბიჭი,რომელიც ფანჯარაში იყურებოდა.ჩავახველე და მისი ყურადღებაც მივიბყარი. _აქედან უნდა წავიდე,თან სწრაფად ყვირილისგან ისეთი ხმა მქონდა მე თვითონ შემეშინდა. _ჯერ იქნებ მომესალმო და გაიგო მიზეზი რის გამოც აქ ხარ. _არ მაინტერესებს,შენც ერთ-ერთი კეთილისმსურველი იქნები. მობეზრებულად გადავარიალე თვალები. _სულაც არ ვზრუნავ შენზე.ერთადერთი მიზეზი აქ რის გამოც ხარ სანდროს და ბექას თხოვნაა. _აი თურმე რაში ყოფილა საქმე.გასაგებია,ეხლა კი უნდა წავიდე. _ვერსად ვერ წახვალ,მანამდე მაინც სანამ არ მომისმენ. _ბატონო? _არც მე არ მსიამოვნებს ნარკომანებთან ურთიერთობა. _ხოდა საქმეც მოგვარებულია არც შენ გსიამოვნებ და არც მე მეხატები გულზე. _მე ვისზეც ვწუხვარ ჩემი მეგობრებია. _აჰ უკვე დაივიწყეს ძველები და ახლები გაიჩინეს? _თუ ძველმა მეგობარმა მათ მეგობრობას დალპობა და ყოველ საღამოს უცნობთან ს*ქსი არჩია,მაგ შემთხვევაშ კი. _ჩემი ცხოვრება შენი გასარჩევი არ არის! _არც ვარჩევ და კიდევ ერთხელ გიმეორებ,უბრალოდ ვცდილობ ჩემს მეგობრებზე ვიზრუნო და სინამდვილე დაგანახო. _მერე რითი ზრუნავ?ჩემი დატუქსვით?ტყუილად ნუ გაირჯები,უკვე ცადეს. _ვერ აცნობიერებ როგორ ტკივათ! _მე საუკეთესო მეგობარი დავკარგე,ყოველ დღე ვფიქრობ სად ვიშოვო ფული საღამოს ლომკის დროს ტკივილმა,რომ არ გამაფრენინოს! და ამ ყველაფრის შემდეგ რომელს უფრო ტკივა? _სხვათაშორის მათაც დაკარგეს საუკეთესო მეგობარი და თან ერთის ნაცვლად ორი!და რაც შეხება შენს მეორე „ტკივილს“,როგორც თავად უწოდებ,შენი თავის გარდა არავის ბრალი არაა! მათ დაკარგეს ოთო და უწევთ უყურონ თუ როგორ კარგავენ მეორე მეგობარს და მის შესაჩერებლად ვერაფერს აკეთებენ.შენ ლპები გესმის? ნელ-ნელა იღუპები. _იმდენად მივეჩვიე იმის შიშს,რომ შეიძლება ეს „გაჩხერა“ ბოლო იყოს,მიკვირს აქმადე როგორ ვარ ცოცხალი. _ლაჩარი ხარ! ყველაზე ლაჩარი ადამიანი ხარ,მთელს დედამიწაზე.საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობ მხოლოდ და იმას ვერ ხვდები,ამით როგორ ანადგურებ სხვას.შენ თუ მაზოხისტი ხარ და გსიამოვნებს საკუთარ თავისთვის ტკივილს მიყენება სხვას მაინც ნუ ტანჯავ. გაქრი! ისე გაქრი ვერავინ ვერასდროს რომ ვერ ნახოს შენი დამპალი სახე! ისე გაქრი, რომ ყველამ დაგივიწყოს. ასე დამთავრდება ყველაფერი, ასე მოეღება მათ ტანჯვას ბოლო. ხმას ვერ ვიღებდი,მივხვდი,რომ მართალი იყო და თავის მართლებას აზრი არ ქონდა. _მიხვდი როგორ ტკენ ყველას? _გამიშვი! _გაგიშვებ,მეც ვეღარ ვსუნთქავ შენთან ერთად. _არ მითხოვია შემიფარეთქო,თუ ესე გაღიზიანებს ჩემთან ერთად ყოფნა,მაშინ რაღატო დათანხმდი ბექას და წამიკითხე მორალი? _ერთი მარტივი მიზეზის გამო შენ არ გგავარ! საკუთარ თავზე წინ ჩემს საუკეთესო მეგობარს ვაყენებ და საკუთარ სიამოვნებაზე არ ვფიქრობ. _მე არ ვარ ანგელოზი მაგრამ არც ეს ცხოვრებაა სამოთხე.კარგად დამიმახსოვრე,რა იცი იქნებ ბოლო ხარ ვინც მხედავს. ეს ვუთხარი და ოთახიდან გავედი.მისაღები ოთახიდან ვიღაც გოგო გამოვიდა. _ვაჩემ იცის რომ მიდიხარ? _იმ უფრთო ანგელოზზე თუ მეუბნები იცის. ვუთახრი და სახლიდან სწრაფი ნაბიჯებით გავედი.სახლში მისული ჩემს ოთახში შევედი,რომელიც სრულიად არ გავდა ჩემს ოთახს.სააბაზანოში შევედი და სარკეში ჩემს თავს შევხედე და მივხვდი როგორი არარაობა ვარ.საკუთარ თავს ვუყურებდი სარკეში და ვფიქრობდი. ვფიქრობდი და მივხვდი,რომ მომბეზრდა!მომბეზრდა ეს ყოველდღიური ხალხი და მათი პრაგმანტული ოცნებები.ოცნებობენ განმარტოებაზე,სადღაც ტყეში, პატარა ქოხში და ვერ აცნობიერებებ რა რთულია იყო მარტო,სრულიად მარტო.ოცნებობენ თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცზე და ვერ აცნობიერებენ,რომ მთავარი საკუთარი თავის დამკვიდრებაა და არა პრინცი და პატარა „ბაჭაჭყანები“.ოცნებობენ,რომ ერთ დღესაც თავიანთი პრინცები გახდებიან „ფიროსმანები“ და სახლში ასობით ვარდს მოუტანენ და ამ ძვირფასი ვარდების მოლოდინში,ავიწყდებათ უბრალო,სუფთა და ნაზი გვირილები.ეძებენ სხვის ნაპოვნ სიმშვიდეს და ვერ ხვდებიან,რომ სხვისი ნაგრძნობი თავისუფლებაც სხვისი იქნება.ვერ ვიტან იგავ-არაკებით მოსაუბრე კაცებს და დაზეპირებული ციტატებით მოსაუბრე „ვითომდა ჭკვიან“ ქალებს.ხო მიყვარს კაიფი და ამას არც ვმალავ.არ მინდა სისცოცხლე,მინდა ტყვია მქონდეს და გავცვლიდი სიცოცხლეს ფრენაში თანაც ისე არც დავფიქრდებოდი.ჩემი ცხოვრება არ ემთხვევა ხო თქვენსას?თავიდან რომ გადაიკითხოთ ჩემი ნაწერი,მართლაც რომ ვიკვეთებით.ჩემი გული ისევ ისე ცემს,როგორც ბავშვობაში შეშინების დროს,უბრალოდ ეხლა სულს ლაქები ამჩნია,ლაქები რომელსაც ვერცერთი სარეცხი საშუალებით ვერ ამოვაშორებ.მინდა ისე,როგორც ბავშვობაში მეზობელს ეზოში გვირილები დავუკრიფო და ამ წვრილ-წვრილი გვირილებით გვირგვინი ჩავწნა.ბებიაჩემის ყვირილი მინდა,ხეზე ასვლას რომ მიშლის.მინდა ბაბუას ისევ მოვპარო ანკესი,დამწყვდეული და სათევზაოდ გამზადებული ჭიები გავათავისუფლო. ეხლა ვფიქრობ და ვერ ვხვდები რა შემრჩა წმინდა,არაფერი თავიდან ბოლომდე ლაფში ვარ ამოსვრილი. თავის ტკივილმა საოცრად შემაწუხა,აბაზანაში თაროზე ტკივილგამაყუჩებელი ვნახე და მთელი კოლოფი დავლიე.მინდოდა მალე გამეჩერებინა.ამას ორგანიზმის მოთხოვნილებისგან ავარდნილი კანკალიც დაემართა და დავიყვირე.ამ ყვირილს ამოვაყოლე ჩემი ტკივლი.ამ დროს ყველაზე და ყველაფერზე ვფიქრობ ყურადღების გადასატანად.იქედან დაწყებული თუ რატომ დავიბადე და იმით დამთავრებული მაქ თუ არა ძვლები. ხო მაინტერესებს შემრჩა თუ არა რამე ამქვეყნიური.ეს აზრი ისე ამეკვიატა გადავწყვიტე გამეგო.სარკეს მუჭი მოვუქნიე და ჩავამსხვრიე,ნატეხი ხელში დავიკავე და იატაკზე დავჯექი,მაინტერესებდა რა დამხვდებოდა კანს ქვეშ და ჩემმა მოქმედებამაც არ დააყოვნა.აკანკალებული ხელით ჯერ ფრთხილად,შემდეგ კი მთელი ძალით დავაწექი კანს. ორგანიზმაც საპასუხო რეაქცია მომცა და კანიდან წითელმა ბლანტმა სითხემ დაიწყო ჟონვა.ისე გავერთე ხელიდან მწვეთავი სითხის ყურებით,რომ გონება დავკარგე. ---- რას ფიქრობთ? გავაგრძელო თუ შევწყვიტო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.