არ ვარ ანგელოზი,მაგრამ არც ეს ცხოვრებაა სამოთხე (7)
ერთი აზრი დამებადა და ეხლავე დავიწყე განხორციელება. რადგან მეორე სართული იყო, არავის მოსვლია აზრად ფანჯარაზე გისოსების გაკეთება, რაც საქმეს მიადვილებდა. ფანჯარა გამოვხსენი, მაგრამ მივხვდი, რომ ვერანაირად ვერ გადავძვრებოდი, თანაც შემამჩნევდნენ. ამიტომ ტანსაცმელი შევისწორე და წყნარი ნაბიჯებით გავედი პალატიდან. პირველი სართული მშვიდობიანად ჩავიარე, გავიარე პირველი სართულის ფოიე, გავიარე მიმღები და ესეც ასე გარეთ ვარ. როგორც კი საავადმყოფო თვალს მოეფარა გავიქეცი და სირბილით მივედი ვაჩეს სახლამდე. ხო ვაჩეს სახლამდე. კიბეები ავირბინე და თან უკან-უკან ვიხედებოდი ყოველ გაფაჩუნებაზე. კარებზე ზარი დავრეკე და გოგომ გამიღო. _თქვენ? _ხო მე. ვაჩე სახლშია? _იცით გასულია და არამგონია მალე დაბრუნდეს. _არაუშავს დაველოდები. გოგონა გაიწია და მეც მისაღებ ოთახში შევედი. _ჩაი თუ ყავა. _ყავა,ოღონდ უშაქრო. მსუბუქად დამიკრა თავი და კარს უკან გაუჩინარდა.რამდენიმე წუთში კი ყავით ხელში დაბრუნდა. _აი ინებეთ. _რატო მაბერებ? _ვერ მიგიხვდით. _აბა რა თ?თანაც სულ არ ჩანხარ ჩემზე ბევრად პატარა.ხო მართლა მე ანასტასია ვარ,თუ გინდა ტაისია დამიძახე. _გვანცა.დიდიხანია რაც ვაჩეს იცნობ? _არა რა ვიცნობ.სახელიც შენგან გავიგე. _აბა შენზე რატო ზრუნავს? _მე ამას ზრუნვას ვერ დავარქმევდი,უბრალოდ ძმაკაცის თხოვნას ასრულებს და მეტი არაფერი. კიდევ ბევრი ინფორმაცია გავუცვალეთ ერთმანეთს და როგორ იქნა,სამი საათი ლოდინის შემდეგ კარები ვაჩემ შემოაღო. _აუ თეკლა მშია და მაჭამე რა სწრაფად. ქარიშხალივით შემოვარდა სახლში და პირდაპირ ზემოთ ავიდა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა,მაგრამ როგორც ჩანს ეხლა შემამჩნია და უკან სვლით მოვიდა ჩემამდე. _ოჰო...რა პატივია ქალბატონო ანასტასია.მე მომიტევეთ მაგრამ უნდა გკითხოთ: აქ რა ჯანდაბას აკეთებ? _რაღაც უნდა გთხოვო. _ნუთუ? _მოიშორე ეგ ირონიული ღიმილი და ტონი! ნერვებმოშლილმა დავუყვირე და ხელი ცხვირწინ ავუფრიალე. _ხელზე რა დაგემართა?მახსოვს გუშინ მთელი გქონდა. _რაც შენი საქმე არაა იქ ნუ ერევი. _ვახ ფსიქოპატობის კიდევ ერთი გამოვლინება. _არ ვარ ფსიქოპატი. _აბა რომელი ჭკუათმყოფელი გადაიჭრიდა ვენებს? _ეგ არ არის შენი ტრა*კის საქმე. _პრინციპში რაში მაინტერესებს.ჰო მართლა რა საქმე გაქვს? ჩემს წინ დაჯდა,ფეხები მაგიდაზე შემოაწყო და ტელეფონში „ჩაძვრა“. _ფული მინდა. გაკვირვებულმა ამომხედა და ისტერიულად დაიწყო სიცილი. _რა იყო ლომკა გაქვს და ჩემს მეტი ვერავინ ნახე ვინც დაგეხმარება? _ლომკა არ ამქვს.აქედან წასვლა მინდა. _მერე მე რა? _ფული უნდა მასესხო, ვალების გასასტუმრებლად და ბილეთების საყიდლად. _რას მაბოლებ? _არ მასესხებ? _მასესხებო რომ მეუბნები,რითი აპირებ ვალის დაბრუნებას?ერთი უსაქმური და უუნარო ქალი ხარ.უფროსწორად ქალიც არ გქვია. _ანუ არ მეხმარები, კარგი ნახვამდის. ნამდვილად არ ვაპირებდი მისთვის ხვეწნას და ჩემი პრინციპების ბოლომდე განადგურებას.თუმცა რა პრინციპებზეა საუბარი.გზად მაღაზიაში გავიარე,ძეხვი,პური და ყველი ვიყიდე.ბინაში ავედი და პირდაპირ აბაზანაში შევედი. შხაპს ვიღებდი და იმაზე ვფიქრობდი თუ როგორ მეშოვა ფული,მეყიდა ბილეთები და მოვშორებოდი ამ ქალაქს. ეხლა რომ ჩემთან ოთო იყოს ერთად მოვიფიქრებდით და დამეხმარებოდა.თუმცა ოთო რომ ცოცხალი იყოს ესეთ დღეში არ ვიქნებოდი. P.s.აბა რას ფიქრობთ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.