შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყინულის ყვავილები (სრულად)


16-04-2016, 16:33
ავტორი Ignifex
ნანახია 11 313

ყინულის ყვავილები

საათის ისარი თერთმეტს რომ გადასცდა,მობილური ხელში ნერვიულად შევათამაშე.
რათქმაუნდა,ადრეც დაუგვიანია,როდესაც მეგობრებთან ერთად დასალევად მიდიოდა,ან სამსახურში საქმეები თავზე საყრელად ჰქონდა და სურდა,იმ დღესვე მოეშორებინა თავიდან. ერთხელ მანქანაც გაუფუჭდა და მთელი საღამო მას დაახარჯა,თუმცა მაშინ,როგორც ყოველი დაგვიანებისას,დამირეკა და წინასწარ გამაფრთხილა,რომ არ მენერვიულა.
ნეტავ,ახლა რატომ არ რეკავდა?
რვა საათიდან მოყოლებული გულისფანცქალით ველოდებოდი,როდის გაისმებოდა კარზე კაკუნის ხმა,როდის შემოვიდოდა სახლში ჩვეული,დინჯი ნაბიჯებით,ფეხსაცმელს გაიხდიდა,გამიღიმებდა,მხარზე ხელს გადამხვევდა და სავარძელში ჩემთან ერთად ისე მოწყვეტით ჩაეშვებოდა,გეგონებოდათ სამყაროს ტვირთი მთელი დღის განმავლობაში მხრებით ატარაო.
ცხრა საათზე უკვე მივხვდი,რომ ჩემი მოლოდინი მხოლოდ და მხოლოდ ოცნებისგან შედგებოდა. მართალია სახლში შემოვიდოდა და ფეხსაცმელსაც გაიხდიდა,მაგრამ არ გამიღიმებდა,ხელს არ გადამხვევდა და არც ჩემთან ერთად დაენარცხებოდა რბილ სავარძელზე.
ათ საათზე უკვე არ ვიცოდი,რა მინდოდა. მის სახლში მოსვლას და ჩემთვის გვერდის კვლავ ისე ავლას,თითქოს უჩინარი ვყოფილიყავი,რაღაცმხრივ მერჩივნა საერთოდ არ დაბრუნებულიყო და ღამე თავისიანების,დათოს ან ირაკლის სახლში გაეთია.
მერე საიდანღაც თავში ჭიასავით შემიძვრა ის აზრი,რომ სხვა ქალთან იყო და ბრაზი მომერია. ოღონდ იმან კი არ გამაცოფა,რომ სრულებით შესაძლებელი იყო ჩემთვის ეღალატა,არამედ იმან,რომ ამის გაფიქრებისას ბრაზის ნაცვლად აუტანელი ტკივილი ვიგრძენი და შეკავებული ცრემლებისაგან თვალები ამეწვა.
მერე საკუთარი თავი შემზიზღდა,მასზე - ყველაზე ერთგულ და პატიოსან ადამიანზე,ვინც კი ოდესმე შემხვედრია - ასეთი რამის გაფიქრების გამო.
არ ვიცი,გული მიგრძნობდა ამას თუ უბრალოდ ამდენი წლის განმავლობაში დაგროვილი ნდობა მამშვიდებდა,მაგრამ ვიცოდი და მთელი არსებით მჯეროდა,რომ არავის გაუღიმებდა ჩემი საყვარელი,თბილი ღიმილით,არავის შეხედავდა იმ ღრმა, სიყვარულჩამდგარი მზერით,რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მე მეკუთვნოდა და არც კოცნას დაუტოვებდა შუბლზე,საფეთქელზე ან ცხვირზე.
საკუთარ თავზე იმიტომ ვბრაზობდი,რომ არსად ვრეკავდი.
იქნებ რაიმე უბედურება შეემთხვა? გზაში საწვავი გაუთავდა,საფულე კი სამსახურში დარჩა? დააყაჩაღეს? ავარიაში მოყვა?
ამაზე ფიქრიც კი მზარავდა,მაგრამ მეტისმეტად ამაყი ვიყავი იმისათვის,რომ ჩვენი გუშინდელი კამათის შემდეგ პირველს მე დამერეკა.
თავს იმით ვიმშვიდებდი,რომ რაიმე უბედური შემთხვევა თუ მოხდებოდა,აუცილებლად შემატყობინებდნენ.
არადა,ორგანულად მეშინოდა. შიგ გულში ვგრძნობდი შიშს და ხელები მიკანკალებდა.
საათი კი უკვე თორმეტის ნახევარს აჩვენებდა.
ის იყო,საკუთარ სიამაყეს ქვები დავუშინე და მობილურს ბლოკი მოვხსენი,რომ ვიღაცის ზარი შემოვიდა. ირაკლი იყო.
-გისმენ,ირაკლი.
-მირა,მე ვარ,ხომ არ გეძინა?- ნიკა აღმოჩნდა. რბილი ქსოვილივით მომელამუნა გულზე სიმშვიდე და ჩამეღიმა. კარგად იყო. ყოველშემთხვევაში,ხმაზე არაფერი ეტყობოდა,გარდა მოუთმენლობის და ცოტა სასმლისა.
-არა,არა,შენ გელოდებოდი.-როგორც ჩანს,ჩემს სიამაყეს ქვა ძლიერად მოხვდა,თორემ ამ სიტყვებს არ ვიტყოდი. ზუსტად ვიცოდი,იმ ქვეშქვეშა ღიმილით ჩაეღიმა,თან საშინლად რომ მიყვარდა და თან დასანახად მძულდა.-სად ხარ?-ცოტა მკაცრად დავამატე ბოლოს,თითქოს ამით ზემოთ წარმოთქმულის გაქარწ....ბა მინდოდა.
-სხვა ქალში.
ცალი წარბის აწევა რომ შემძლებოდა,ავწევდი. ამიტომ,მხოლოდ თვალების გადატრიალებას და ყალბ სიცილს დავჯერდი.
-მართლა გეუბნები,-დასერიოზულდა,მაგრამ ვიცოდი,სახეზე ღიმილი ჰქონდა აკრული,-მისამართს გეტყვი და მოდი,ირაკლი უნდა წავიდეს ჩემი მანქანით,სანამ ნინო გაექცევა.
-მართლა? რატომ?-გამეცინა,თუმცა დიდად არ გამკვირვებია.
-ირაკლიც სხვა ქალში რომ გულაობს,იმიტომ,-მასთან ერთად ირაკლის ხმამაღალი სიცილიც მომესმა.-კარგი,მოგწერ მისამართს და მოდი,წამიყვანე აქედან.
ამოვიოხრე.
-გელი,მირიან.-ყურმილი დამიკიდა,სანამ "მირიანით" მომართვისთვის სალანძღავ სიტყვებს ვესროდი.
მანქანის მართვის ყოველთვის მეშინოდა. ვფიქრობდი,რომ ეს ძალინ დიდი პასუხისმგებლობა იყო,თითქოს სხვისი სიცოცხლე ხელით გეჭირა. ამიტომ არასდროს მაინტერესებდა მართვა და არც მართვის მოწმობის აღების სურვილი მკლავდა. ჩვენი ქორწილიდან სამი წლის შემდეგ,ზაფხულში,მე და ნიკა მის სოფელში ვისვენებდით,მოსიყვარულე ქეთო ბებოსთან. სწორედ მაშინ,სრულიად მოულოდნელად მომინდა მანქანა მეტარებინა და ჩემი სურვილი ნიკას გავანდე. მასაც,მეტი რა უნდოდა,მთელი საღამო ლიანდაგებთან,მივიწყებულ გზაზე მატარებინებდა თავის მანქანას. ყველაზე გასაკვირი ის იყო,რომ მართვის მოწმობა პირველივე გამოცდაზე ავიღე,მიუხედავად საშინელი ნერვიულობისა. ახლა უკვე საკუთარი მანქანაც მყავდა,რომელიც ნიკამ ორი წლის წინ,უბრალოდ და მოულოდნელად მაჩუქა,არც დაბადების დღე მქონდა და არც ჩვენი ქორწინების მეხუთე წლისთავი იყო.
რასაკვირველია,მანქანის ტარების ახლაც მეშინოდა,მაგრამ ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევ,თუ საკუთარ სისუსტეებს თვალებში არ შეხედავ.
ძველი მეგობრების ადგილსამყოფლის მიგნება არ გამჭირვებია. მხოლოდ ცოტა ხნით შევყოვნდი,როდესაც ბარის შესასვლელში დიდი ასოებით დაწერილი,წითლად მოციმციმე "სხვა ქალი" ამოვიკითხე.
გამეცინა.
-ყინულის დედოფალიც მოსულა!-ჩემს დანახვაზე ხმამაღლა შესძახა ბატონმა მეუღლემ.
ქოჩორი ასჩეჩვოდა,ეტყობა, ჩვევას არ უღალატა და ხელი მრავალჯერ შეისრიალა თმაში. ჰალსტუხი მოეხსნა და იქვე,მის გვერდით მდებარე ცარელ სკამზე გადაეკიდა. ცალი ხელი ბარზე ჩამოედო,მეორეთი კი ყინულებჩაყრილი სასმლის ჭიქა ეჭირა. თუმცა,უფრო ზუსტი იქნებოდა სასმელჩასხმული ყინულის ჭიქა რომ მეთქვა,რადგან თითქმის ბოლომდე ჰქონდა ჩაცლილი.
"ყინულის დედოფალი" ჯერ კიდევ მაშინ შემარქვა,როდესაც პირველად მნახა,ერთ-ერთი რესტორნის მზარეული რომ ვიყავი და კერძი დამიწუნა. შეწვა აკლდა,სანელებლები კი ზედმეტი ჰქონდა თურმე. სამზარეულოში ამბავი რომ შემომიტანეს,ვიღაც ბატონი გიხმობს,შენი კულინარიული ნიჭი დაიწუნაო,მეგონა ყველაფერი დამთავრდა და სამსახური აღარ მქონდა,რადგან ახალი მენეჯერი ყველას ეჭვის თვალით გვიყურებდა და ვფიქრობდი,რომ ჩემს გასაგდებად პატარა შენიშვნაც საკმარისი იქნებოდა. საბედნიეროდ ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა.
ნიკა მოგვიანებით გამომიტყდა,შენი კერძი სამივეს მოგვეწონა,მე და დათომ უბრალოდ სანაძლეო დავდეთ მისი გამკეთებელი ლამაზი იქნებოდა თუ არაო. მე მოვიგეო,დაამატა ბოლოს თავმომწონედ,მამაკაცურმა ინტუიციამ მიკარნახა,რომ ლამაზი იყავიო.
-გამარჯობა,-მისი წამოძახილი არ შევიმჩნიე და ისე მივესალმე,თითქოს დიდი ხნის უნახავი ნაცნობი იყო. შევეცადე,იმ ხალხის ცნობისმოყვარე მზერა არ შემემჩნია,"ყინულის დედოფლის" ვინაობით ვინც დაინტერესდა.
-გაგიმარჯოს,-იგივე ტონით გამცა პასუხი. შემდეგ ხელი ჰალსტუხგადაკიდებულ სკამზე დაატყაპუნა,დაჯექიო. არ შევწინააღმდეგებივარ.
-ირაკლი წავიდა უკვე?-ვკითხე,როცა გარემო მოვათვალიერე და ჩვენი მეგობარი ვერსად შევნიშნე.
-როგორც ხედავ.-იყო პასუხი. მერე ჩაიცინა: -ნინო მაგარია,რა!
-რა მოუვიდა მართლა?-დაახლოებით ვიცოდი,მაგრამ მაინც ვკითხე.
-რაც მოსდის ხოლმე. ირაკლის დაურეკა სად ხარ,გვიანია უკვეო,ამან სხვა ქალთანო,იმან ნუ დამცინიო,უკვე გვიანიაო,მოდი სახლშიო და ასე. არა რა,აღიარე,მაგარი სახელი აქვს აქაურობას.
-ვაღიარებ,-გამეცინა,-მოფიქრება არ უნდოდა? ან როგორ აღმოაჩინეთ?
ჩემს პასუხზე ნიკამ ცალი წარბი ასწია.
-შენი "კაციჭამია"და "ბოსელი" ხომ არ დაგავიწყდა? როგორ ვიპოვეთ და ჩვეულებრივ,სახელმა დაგვიპყრო.
სანამ ნიკას გავიცნობდი,ერთი პერიოდი ატეხილი ვიყავი,კაფე "კაციჭამია"ან "ბოსელი" უნდა გავხსნა-მეთქი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ,ამის სურვილი მალევე გამიქრა. მერე ნიკას მოვუყევი და პასუხად კარგი დაცინვაც მივიღე. არადა,ხომ ვიცი,თან მოეწონა კიდეც.
თავი გავაქნიე.
-სხვა ქალს მართლა რომ დაეპყარი,მერე ნახავდი სეირს.
-ოჰო!-ეს პატარა წამოძახილი მუჭში რომ მომექცია და გამეწურა,სარკაზმი დაიღვრებოდა.
იდაყვი გავკარი,სიცილი რომ შეეწყვიტა.
-დალევ რამეს?-მკითხა რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ მიუხედავად იმისა,რომ პასუხი უკვე იცოდა.
-არა. არ წავიდეთ? და ირაკლის ჯერ შენ რომ მოეყვანე სახლში და მერე წასულიყო ან ტაქსი გამოგეძახებინა,არ მოკვდებოდი.
-წავიდეთ და ჯერ არ მინდოდა სახლში,თან სხვანაირად გარეთ ვერ გამოგიყვანდი.-ყალბი ღიმილით გამცა პასუხი.
-დაგერეკა და გეთქვა მაინც,რომ დაგაგვიანდებოდა!
-გაბრაზებული ვიყავი შენზე,თან ტელეფონიც დამიჯდა.
-ჰო,არა? და სასმელმა სიყვარულის ბუშტი გაგიხეთქა?
უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
-შარდისას გამიხეთქავს დროზე თუ არ წავალთ.
არ მინდოდა,მაგრამ ტუჩის კუთხეში ღიმილი გამიკრთა.
-დარწმუნებული ვარ აქ საპირფარეშოცაა სადღაც.
-მოიცა რა,ხომ იცი აქ რაებიც ხდება ხოლმე! მყუდროებას არ დავურღვევ.
ახლა უკვე ხმამაღლა გამეცინა.
-შენზე მაინც და ისევ გაბრაზებული ვარ.-ვუთხარი, როცა ფეხზე წამოდგა.
-მეც.-ხელი მხრებზე გადამხვია და გასასვლელისკენ მიბიძგა.
-მოიცა,ფული არ უნდა გადაიხადო?
-გადახდილია უკვე.
***
-რამე "ბორჯომისებრი" გვაქვს სახლში?-მკითხა მანქანის დაქოქვიდან რამდენიმე წუთის შემდეგ.
-ნწ,-თავი გავაქნიე,-დილით შემომეყლურწა.
-სადმე მაღაზიასთან გააჩერე მაშინ.
-როგორც ბრძანებთ.-ვუთხარი თუ არა,თვალი მოვკარი "ნატახტარის" ყვითლად მანათობელ ლოგოს და მანქანა გავაჩერე.
ნიკამ გადასვლა რომ დააპირა,მეც წამოვალ-მეთქი,ჩავილაპარაკე და უკან გავყევი.
გამყიდველი ორმოც წელს გადაცილებული გამხდარი ქალბატონი იყო ლამაზი,ცისფერი თვალებითა და შავად შეღებილი მოკლე თმით,რომლის ძირებში ცხადად ეტყობოდა ჭაღარა ღეროები. ხელჩაკიდებულ ჩემსა და ნიკას დანახვაზე წამით განზე გაიხედა და ცალი წარბი ისე ასწია,თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი გეგმა ჩავუშალეთ. მერე ამოიოხრა და ჩემს მეუღლეს თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია,როცა ამ უკანასკნელმა "ბორჯომზე" კითხვა დაუსვა.
-შენც გინდა რამე?-მკითხა ნიკამ,როდესაც გამყიდველი მინერალური წყლის ბოთლებით ხელში დაბრუნდა და მათ ჩასაწყობად დიდი,თეთრ-ყვითელი პარკი გაშალა.
თავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე.
გამყიდველს ხურდა გამოვართვით,დავემშვიდობეთ და ის იყო,ნიკოლოზმა კარის სახელურს ხელი ჩაავლო,რომ შუშის მიღმა ახალგაზრდა ქალის თვალებგაფართოებული,გადაღლილი,ცრემლით დასიებული სახე გამოჩნდა. გაშლილი ხელისგული ხმაურიანად მიადო სქელ მინას,მეორეთი კი სახელურს დაეჯაჯგურა,რომელიც ნიკას უკვე ჩამოეწია. კარი ოდნავ გაღებული დაიგულა თუ არა,ისე შემოვარდა შიგნით რომ სიჩქარეში მხარიც კი გამკრა,მაგრამ ბოდიშის მოსახდელად არ შეჩერებულა.
-სად არის?!-გავიგონე როგორ ჰკითხა ვიღაცას,სანამ გარეთ გამოვიდოდით. ალბათ გამყიდველს,რადგან მაღაზიაში სხვა არავინ შემინიშნავს.
წარბებშეჭმუხნილმა კითხვის ნიშნებით სავსე მზერა ვესროლე მეუღლეს.
-გამყიდველზე ამბობ თუ გოგოზე?-არ დააყოვნა.
-ორივეზე,-მივუგე.-რა სახე ჰქონდა გოგოს დაინახე? ნეტა რა მოუვიდა...
მხრები აიჩეჩა და "რავიციო",ჩაილაპარაკა,მერე კი თავისუფალი ხელი ქურთუკის ჯიბეში ჩაიდო. მეც,როგორც ყოველთვის,ვისარგებლზე შემთხვევით და ხელკავი გამოვდე,რაზეც მსუბუქად გაეცინა.
სიცილის დროს თვალებზე ნაოჭები უჩნდებოდა,ლოყებზე კი წვრილი,გრძელი ორმოები. მთელი სახე უბრწყინდებოდა.
მახსოვს მატრაკვეცა გოგოსავით რომ შევარქვი "მზეჭაბუკი",როდესაც პირველად გამიცინა.
ვერც კი შევნიშნე,როდის ავიწიე თითის წვერებზე,ცალი ხელით მისი სახე ჩემკენ მოვიზიდე და ტუჩები ლოყაზე მივადე.
-შენ რა,მაკოცე?-ვითომდა გაკვირვებისაგან პირი დააღო,-ამ ლოყას ჩარჩოში ჩავსვამ!
-ოჰ!-იდაყვი გავკარი,-და წავედით,ვიღაცას ტუალეტში უნდოდა.-შევახსენე.
-ხო,თუ არ გამივიდა.
-დებილო!
-აუ!-ხუთი ნაბიჯიც კი არ ჰქონდა გადადგმული,რომ ისევ გაჩერდა.
-რა?
-ჰალსტუხი დამრჩა მგონი.
თავი გავაქნიე.
-იმისთვის კი არ მიყიდია,რომ სხვა ქალთან დაგეტოვებინა!-ვუთხარი და ჯიბიდან ხსენებული,მუქი ლურჯი ყლინჯი ამოვაძვრინე.
***
-რა რიცხვია დღეს?
-ჩვიდმეტი.-ვუპასუხე თუ არა,ღიმილი ისე უცებ წაეშალა სახიდან,თითქოს ვიღაცის უხილავმა ხელმა ჩამოგლიჯაო.
ვიცოდი,რატომაც.
-ხვალ ია დაიბადა.-ცოტა არ იყოს არეული წინადადება გამომივიდა.
-უკვე დღეს.-საათზე დაიხედა.
-დილის 6 საათზე დაიბადა,ანუ ჯერ არა.
-რა მნიშვნელობა აქვს,18 დეკემბერია უკვე. ადამიანები დაბადების საათს კი არა,დღეს აღნიშნავენ.
-ხო,მაგრამ...-გავჩუმდი და განზე გავიხედე.
სასაცილოც კია,როგორ ვცდილობდით იაზე ცრემლების გარეშე გველაპარაკა.
ხმა აღარც ნიკას ამოუღია.
ამასობაში მანქანას მივუახლოვდით.
ნიკამ ცელოფნიდან ერთი ბოთლი "ბორჯომი" ამოიღო და დანარჩენი ორი უკანა სავარძელზე შეაგდო,თვითონ კი კვლავ მგზავრის სავარძელზე მოკალათდა. ნასვამი რომ არ ყოფილიყო,საჭესთან დაჯდომის უფლებას არ მომცემდა,მიუხედავად იმისა,რომ მანქანა ჩემი იყო. ირაკლისგან განსხვავებით,მთვრალს ტარება არ უყვარდა.
-ჩავიფსი,მირანდა!-მძღოლის ფანჯარაზე მომიკაკუნა. მაშინ-ღა გავიაზრე,რომ ჯერ კიდევ ფეხზე ვიდექი. უხმოდ გამოვაღე კარი და ის იყო წელში უნდა მოვხრილიყავი,რომ მოულოდნელმა ხმამ სუნთქვის უნარი წამართვა.
ბავშვის ტირილის მეშინოდა.
სიზმარში მესმოდა ხოლმე და მეშინოდა.
მეშინოდა იმიტომ,რომ ია ტიროდა,სტკიოდა და ტიროდა,მე კი უხილავ ჯაჭვებშემოხვეული ვიდექი და ვერ ვამშვიდებდი. ხმასაც ვერ ვიღებდი-ყელში ცეცხლი მეკიდა და მეწვოდა. მეც ტირილი მინდოდა,მაგრამ თითქოს ცეცხლმა დააშროო,ცრემლები არ მომდიოდა.
ტიროდა ია და ზემოდან დავყურებდი მე,დედამისი.
დედა,რომელმაც საკუთარი შვილი მოკლა ისე,თითქოს მართლა ყვავილი იყო-ზემოდან დაეცა და გათელა.
-მირანდა!-გაღიზიანდა ნიკოლოზი. მგზავრის სავარძლიდან გადმოწეულიყო და ფეხზე მეჯაჯგურებოდა.-რა ჯანდაბა დაგემართა?!
-არაფერი,მომესმა რაღაც.-გამოსაფხიზლებლად თავი ოდნავ გავიქნიე და ღრმად ჩავისუნთქე.
სად გაქრა ჰაერი?
-რა მოგესმა?
-არაფერი ისეთი,რავიცი,ვერ გავარჩიე.-როგორც იქნა,დავჯექი.-მოფსმასე ოცნებობ და კიდევ მაგას სვამ?-მინერალურ წყალზე მივუთითე თემის შეცვლის მიზნით.
-ოჰ!-თვალები გადაატრიალა.
-რა იყო? არაფერი-მეთქი,ხომ გითხა...
-ჩშშ,მოიცა!-ხელი ჰაერში ასწია.
-რა?
-გაჩუმდი ერთი წუთით!
დავმორჩილდი.
სიჩუმეში უფრო მკაფიოდ გაისმა ხმა ჩემი სიზმრებიდან.
მეც უფრო მკაფიოდ ვიგრძენი,ვიღაცამ გულზე ყინულის ხელი რომ მომიჭირა.
-წავიდეთ,რა!-მანქანის კარი მოვაჯახუნე.
-მოიცა,არ გესმის?-ნიკოლოზმა პირიქით,თავისი კარი გააღო.
-რა,ბღავილი?-გავბრაზდი.
გავბრაზდი იმიტომ,რომ ბავშვი ტიროდა.
იმიტომ რომ ის ცოცხალი იყო,ჩემი ყვავილი კი მკვდარი,დამჭკნარი და მიწაში ჩამარხული.
მის პატარა სხეულზე ახლა ხორცის ნაგლეჯიც აღარ იყო შემორჩენილი–ჩემი გოგონა ემბრიონის ფორმაში დაწყობილი ძვლები-ღა იყო,რომლებმაც ჩემს მუცელში მხოლოდ შვიდი თვე და სამი კვირა გაატარეს.
რომელთაც ცივსისხლიანი,საზიზღარი დედა შეხვდათ და მის მსხვერპლად იქცნენ კიდეც.
თვალები რაც შემეძლო სწრაფად დავახამხამე,დაგუბებული ცრემლები რომ მომეშორებინა.
ტირილს არ ვაპირებდი,რადგან რომ დამეწყო,ვეღარ გავჩერდებოდი. უცნაური შეგრძნება დამეუფლა,თითქოს წებოვანი ლენტი მქონდა თვალებზე აკრული,ცრემლები რომ არ გამოქცეულიყვნენ.
ნიკა მანქანიდან გადავიდა.
-კარგი რა!-ვერ მოვითმინე და მეც მას მივყევი,-ბავშვის ტირილი აქამდე არ მოგისმენია?!-ისეთი საზიზღარი ხმა მქონდა,საკუთარი თავისთვის სილის გარტყმა მომინდა.
-საიდან ისმის?-შუბლი შეკრა ნიკოლოზმა.
-სახლიდან,საიდან უნდა ისმოდეს?!
-რომელი სახლიდან,გენიოსო!-ხელები გაშალა და გარემოზე მიმითითა. მართალი იყო,არ ვიყავით კორპუსებთან ახლოს.
-ო,აბა,ციდან გვესმის მაშინ!-მინდოდა სარკაზმად დავღვრილიყავი,მაგრამ ჩემი სიტყვები უკანასკნელი იდიოტისას ჰგავდა.
წამით შეყოვნდა ჩემი მეუღლე და დაღლილი,ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი მზერა მომაპყრო,რომელმაც,როგორც ყოველთვის,საშინელი დანაშაულის გრძნობა გამოიწვია ჩემში.
ქვედა ტუჩზე კბენით გავიხედე განზე.
ის იყო ადამიანი,რომელსაც ცხოვრება დავუმახინჯე და რამდენჯერაც არ უნდა ეცადა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი აზრის შეცვლა,არაფერი გამოუვიდოდა,იმიტომ რომ ეს სიმართლე იყო.
***
ტირილის ხმა განუწყვეტლივ ჩამესმოდა ყურებში და ტკივილად მეღვრებოდა გულზე.
იქნებ ვიღაც ახალგაზრდა დედას უჭირდა მისი დაწყნარება და დახმარება სჭირდებოდა? თუმცა,მე ვის უნდა დავხმარებოდი,როცა საკუთარი შვილი მუცელში მომიკვდა?
მსგავსი აზრების გასაფანტად თავი გავაქნიე. ახლა ამის დრო არ იყო.
სახლში წასვლისა და თბილ საბანში გახვევაზე მეტად არაფერი მინდოდა. არ ვიცი,შეიძლება ბალიში ერთი-ორი კურცხლითაც დამესველებინა,ნიკოლოზის შეუმჩნევლად. არ გამომივიდოდა უჩუმრად,აუცილებლად მიხვდებოდა,მაგრამ მაინც,როგორც არ უნდა ყოფილიყო,სახლში მინდოდა და ვიცოდი,ნიკა მანამ არ გამომყვებოდა,სანამ არ დარწმუნდებოდა,რომ პატარას პატრონი ჰყავდა,რომელიც მის დაწყნარებას ცდილობდა.
ასეთია ნიკოლოზი.
უფრო სწორად,მე ვაქციე ასეთად. მართალია ხალხის დახმარება ადრეც უყვარდა,მაგრამ მიზეზი სხვა იყო - მაშინ ეს სიამოვნებას ანიჭებდა. ახლა კი ყველას პრობლემა მხოლოდ იმიტომ მიაქვს გულთან,რომ თავისი დაივიწყოს,რის გამოც არაერთხელ გვიკამათია. ნორმალური ადამიანი ტირილის გაგონებისას იფიქრებდა,რომ ბავშვს უბრალოდ პატრონი ვერ აწყნარებდა და გზას გააგრძელებდა,ნიკოლოზს კი სახლში წასვლას და ჩემთან ერთად იმ კედლების ცქერას,რომელიც წესით იას ნახატებით უნდა ყოფილიყო დამშვენებული,ურჩევნია ამ ბავშვის ძებნით გაიყვანოს დრო.
დაგელოდები სანამ გულს დაიმშვიდებ-მეთქი,გავიფიქრე და გარემო მოვათვალიერე.
ახლომახლო მხოლოდ რამდენიმე მანქანა იდგა,შუქი არცერთის სალონში არ ენთო და მათი მხრიდან ჩამი-ჩუმიც კი არ ისმოდა.
ე.ი. პატარა ერთ-ერთ კორპუსში ტიროდა იმდენად მაღალ ხმაზე,რომ ჩვენც კი გვესმოდა. ალბათ პირველ სართულზე ცხოვ…
-მირანდა!-აზრი ნიკოლოზის შეცვლილმა ხმამ გამიწყვიტა.
-რა იყო?-ხმის მიმართულებით გავიხედე და გავიყინე. ვიგრძენი,მიწიდან ვიღაცის უჩინარი ხელები როგორ ამოძვრა და ფეხებზე შემომეხვია.
-სასწრაფოში დარეკე,დროზე!-ამომძახა ნაგვის ურნაში თავჩარგულმა. რამდენიმე წამში წელში გასწორდა და შეწუხებული,გულნატკენი გამომეტყველებით შემომხედა,მაგრამ მზერა მალევე გაუმკაცრდა,როცა დაინახა,რომ მობილური ხელში არ მეჭირა.
-დარეკე-მეთქი,არ გესმის?!-მის ხელებში ატირებული მწვანე ქსოვილი დაარწია. დაჯერება მიჭირდა,ამ ქსოვილში პატარა არსება რომ იყო გახვეული (ვინ იცის,რამდენი ხანი ეგდო ნაგვის ურნაში) და გულამოსკვნილად ტირილის პარალელურად ფეხებს აქნევდა. მუცელი აწუხებდა. ალბათ,შიოდა კიდეც. სციოდა.
ახლობლების ხელში ვისწავლე,ფეხების ქნევა მუცლის ტკივილს რომ ნიშნავს.
რა დროს ეს იყო?!
პატარას დახმარება სჭირდებოდა.
აკანკალებული ხელებით მოვძებნე მობილური ქურთუკის ჯიბეში და სამი ციფრი ავკრიფე.
-ზარი არ გადის,ნიკა!-ხმაც გამბზარვოდა.
-რას ქვია,არ გადის?!-ხმამაღლა შეიგინა.-ხელახლა სცადე,ან ჩემიდან დარეკე! მაგრამ დამჯდარია,ჯანდაბა! მოიცადე,მოდი,გამომართვი,ქურთუკში გავახვიოთ და ჩვენ თვითონ წავიყვანოთ.-დაამატა.
ფეხებზე შემოხვეულ უხილავ ხელებს ვაიძულე,ჩემთვის თავი დაენებებინათ და ქმრის ნებას დავყევი.
***
მაქანაში ჩავსხედით თუ არა,ნიკამ გასაღები გადაატრიალა,გამათბობელი ჩართო და მანქანა ელვის სისწრაფით მოსწყვიტა ადგილს.
ჩემს ხელებში მოქცეული,ქურთუკში გახვეული ახალშობილი ნაგავსაყრელისთვის დამახასიათებელ,მკვდარი კატის თუ ვირთხის სუნად ყარდა და ტიროდა. მის დასამშვიდებლად არაფრის გაკეთება არ შემეძლო - ჭიპლარიდან სისხლი სდიოდა,შიოდა და ეშინოდა. სციოდა კიდეც,როგორც გარეგანად,ისე - შინაგანად,მაგრამ დედობრივი სითბოს წვეთიც აღარ იყო ჩემში შემორჩენილი,მისთვის რომ გამეზიარებინა. ვიჯექი დამუნჯებული და ვცდილობდი,განწირული მოთქმისთვის ყურადღება არ მიმექცია.
ვერ ვუყურებდი. ზედმეტად მტკივნეული იყო ჩემთვის მისი არსებობა,სიტუაცია კი იასთან დაკავშირებულ სიზმრებს ჰგავდა,რაც საშინლად,საზიზღრად არ მსიამოვნებდა.
ერთი სული მქონდა,როდის მივაღწევდით საავადმყოფომდე,რათა პატარა ნიკოლოზისთვის,ან პირველივე შემხვედრისთვის გადამელოცა და შვებით ამომესუნთქა.
"მერე დავავლებ ქმარს ხელს და სახლში წავალთ-მეთქი",გავიფიქრე,თუმცა კარგად ვიცოდი,რამდენად ფუჭი იყო იგი-ნიკა არაფრის დიდებით არ დატოვებდა საავადმყოფოს მანამ,სანამ ბავშვის მდგომარეობას არ გაარკვევდა.
ბოროტი ვარ?
ნიკოლოზს გავხედე. ყბადაჭიმული ჩაჰფრენოდა საჭეს მთელი ძალით და ხელებზე ძარღვები ადრინდელზე შესამჩნევად ამოჰბერვოდა. ნერვიულობდა,ვიცი და არც მის დასამშვიდებლად შემეძლო რაიმე მეღონა. როდის აქეთ გავხდი ასეთი უსარგებლო?
თვალები მლაშე სითხით ამევსო,რომელიც უკვე მთელი არსებით მძულდა,რადგან ყოველთვის ხმამაღლა გაჰკიოდა,რომ მტკიოდა. თავს ძალა დავატანე და არასასურველი ცრემლები კვლავ ჯანდაბის გზას გავუყენე,ახლა მათი დრო არ მქონდა.
მანქანა გაჩერდა. ნიკამ სწრაფად დატოვა მძღოლის სავარძელი, ჩემკენ გამოემართა და კარი გამიღო. წელში გავსწორდი თუ არა,ხელები ახალშობილიანად ოდნავ გავიშვირე მისკენ,გამომართვი-მეთქი,მაგრამ ამაოდ.
-შიგნით შევიდეთ. მობილური მომეცი,დათოს დავურეკავ.-მითხრა.
არ მინდოდა,მაგრამ ზედმიწევნით შევასრულე მისი სიტყვები. სანამ საავადმყოფოს საზიზღარ სუნსა და არასასურველ აურაში გავეხვეოდით,მტირალი შევათვალიერე. გოგო იყო (ეს თავიდანვე შევნიშნე,როდესაც ქურთუკში გავახვიეთ) თავზე ძლივს შესამჩნევი ცეცხლისფერი ბუსუსებით. მომეჩვენა,თითქოს წვრილი,ციცქნა ტუჩები ლურჯი და იასამნისფერი საღებავების ნაზავით ჰქონდა მოთხვრილი და მოსაშორებლად ხელიც კი ავწიე ჰაერში,თუმცა მალევე მივხვდი,რასაც ვაკეთებდი და უკან დავაბრუნე.
ბავშვის ტირილი ნელ-ნელა სუსტდებოდა,დაღლა ეპარებოდა.
წინ ნიკოლოზი იმხელა ნაბიჯებით მიაპობდა ჰაერს,რომ დასაწევად მე დაახლოებით ხუთი ნაბიჯის გადადგმა მიწევდა. მგონი შეყვარებულობის დღიდან სიარულზე ვედავებოდი,მაგრამ აზრი?!
შეყვარებულობის.
უცებ თვალწინ დამიდგა იანვარი,ციდან მფრინავი ყინულის ყვავილები და ნიკოლოზი,შეჭმუხნილი წარბებით და სიცივისგან აწითლებული ცხვირით,რომელზეც საოცრად მინდოდა კოცნის დატოვება. მიყვარხარო,არ უთქვამს. ტუჩებიდან მხოლოდ ის დასცდა,რასაც ფიქრობდა : "შენთან მინდა."
მეც მინდოდა მასთან.
და ვიყავი კიდეც,რვა წლის შემდეგ,დეკემბერში,ახალშობილით ხელში. რა ბედნიერი წინადადებაა ერთი შეხედვით,არა? თუმცა,ეს ბავშვი ნაგვის ურნაში ვიპოვეთ,მე არ გამიჩენია. მას ჩვენი სიყვარული არ აცოცხლებდა და ჩვენ-მისი სიყვარული.
შესასვლელს მივუახლოვდით თუ არა,ნიკამ საუბარი დაასრულა და მობილური ჯიბეში ჩაიდო. შემდეგ კარი გააღო,წელზე შეხებით მაიძულა,სწრაფად შევსულიყავი შიგნით და პირველივე შემხვედრ მედდას ეცა. ამ უკანასკნელს სახე მაშინვე შეეცვალა,როგორც კი ნიკოლოზმა საუბარი დაიწყო. შეფაკლული ღაწვები გაუფერმკრთალდა,სახიდან მცირე ღიმილი წაეშალა და წამში იქცა მიზანდასახულ ადამიანად,რომელიც ყველაფერს იღონებდა პაციენტის გადასარჩენად.
-რა მოხდა?-საიდანღაც დავითის ხმა მომესმა,მაგრამ ბავშვს ექთნის მკლავებში ვაგორებდი და ყურადღება არ მიმიქცევია. მერე უკანასკნელი იდიოტივით შევყურებდი მეც არ ვიცი,რას და რამდენი ხნით. გონზე ნიკას ძახილმა მომიყვანა.
-მომისმინე,მეც უნდა გავყვე,-ჩემი სახე ხელებში მოიქცია. მძიმედ სუნთქავდა,თითქოს მთელი ქალაქი სირბილით შემოიარა. სინამდვილეში მოუთმენლობანარევი ნერვიულობის ბრალი იყო. ვერ ვხვდებოდი,რა აღელვებდა,ექიმი იყო და ეს ბავშვი მისი პირველი პაციენტი არ ყოფილა.
-შენ რა საჭირო ხარ იქ? დათო მიხედავს!
-მირანდა!
-ჰო,კარგი,როგორც გინდა.-მხრები ავიჩეჩე და ხელები უხეშად ჩამოვაღებინე სახიდან.
ერთი ამოიოხრა და სირბილით გაემართა კიბეებისკენ. ლიფტი არ უყვარდა.
ნიკოლოზი ქირურგია,შესაძლოა რაიმეში მართლა დასჭირვებოდათ,თუმცა დათოც მშვენივრად გაუმკლავდებოდა სიტუაციას. ამიტომ ვერ ვხვდებოდი,თავს რატომ იწუხებდა. მესმის,იას დამართნოდა რაიმე,მაგრამ ეს ხომ უბრალო ბავშვია...
უცებ გავჩერდი. ჩემმა ფიქრებმა თითქოს სილა გამარტყესო,საშინელი იმედგაცუება,ტკივილი და სიძულვილი ვიგრძენი საკუთარი თავის მიმართ. კედელს მივეყრდენი და მომეჩვენა,თითქოს მთელი ენერგიის გამოყენება დამჭირდა იმისათვის,რომ ნელ-ნელა იატაკზე არ ჩავსრიალებულიყავი.
ამაზრზენი იყო საკუთარი თავის წინაშე იმის აღიარება,რომ იას სიცოცხლისთვის ამ ბავშვსაც ისე უყოყმანოდ გავცვლიდი,როგორც საკუთარ თავს. რომ იას დედა და მამა ელოდნენ,რომლებიც ნაგავსაყრელზე არ მოისროდნენ,ამ ბავშვს კი-არავინ,ამიტომ ვერ ვხვდებოდი,რისთვის უნდა ეცოცხლა? რა აზრი ჰქონდა? როდესაც ყველაფერს შეიტყობდა,სამუდამოდ გააწამებდა ის აზრი,რომ მასზე უარი ასე მტკივნეულად თქვეს. იას ჩვენი გამხმარი,უსიცოცხლო გულები ელოდა,მხოლოდ მისი ნახვის შემდეგ რომ აყვავდებოდნენ ბედნიერებად და სიხარულად გაიფურჩქნებოდნენ.
რატომ და რისთვის?
ნუთუ მე და ნიკოლოზი ბედნიერ დასასრულს არ ვიმსახურებდით? რისთვის ვცხოვრობდით? ვცხოვრობდით,არ ვცოცხლობდით,რადგან სიცოცხლე სხვაა. განა უფლის წინაშე ისეთი რა შევცოდეთ,შვილი ხელებიდან რომ გამოგვგლიჯა და ჩვენი გულებიც მასთან ერთად წაიღო? დედობის უფლება იმისთვის დავკარგე,რომ იგი ისეთ ცხოველს მისცემოდა,რომელიც საკუთარ შვილს ნაგავსაყრელისთვის იმეტებდა?! თითქოს ბავშვი ყოველდღიური ზედმეტი,გამოუსადეგარი ნივთი,მაწვნის პლასტმასის ქილა,მზესუმზირის ქერქი ან მოძველებული,დახეული მაისური იყო.
რატომ ვაჩქარებთ ადამიანები სიკვდილს,უნებურად თუ ძალით? ზუსტად ორი წლის წინ,ღამის(ან,დილის) ოთხ საათზე,ნიკოლოზის სოფელში ბუნებრივ მოთხოვნილებებს რომ არ შევეწუხებინე,იმ ღამით რომ არ მოეთოვა,ზამთარი რომ არ ყოფილიყო,მეორე სართულზე რომ არ გვძინებოდა,შუქი რომ არ ჩამქრალიყო და,საერთოდ,სოფელში რომ არ ჩავსულიყავით,კიბეზე ფეხი ხომ არ დამიცდებოდა და ვერ ვიგრძნობდი,როგორ მოვკალი საკუთარი შვილი,საკუთარი სისხლი და ხორცი,მუცლით რომ დავეცი მოცემენტებულ მიწას?
მერე არაადამიანურად დავიღრიალე ნიკას სახელი და მორჩა,გათავდა,ჩემი ცხოვრების ერთი ფერად-ფერად ნახატებიანი გვერდი დაიხურა. კოშმარივით მახსოვს ის რამდენიმე საათი,ნაწყვეტ-ნაწყვეტ. ტკივილი,სისხლი,არაადამიანური სისწრაფით მოსიარულე მანქანა. ექიმთა შეშფოთებული სახეები,ნიკას ხელს ჩაჭიდებული ჩემი ხელი,როდესაც მშობიარობის დაწყებამდე ოთახის დატოვება დააპირა. არ გავუშვი და ვაიძულე,განეცადა ის იმედგაცრუება და რაღაც აღუწერელი,როდესაც ჩემი მუცლიდან გამომძვრალმა გოგონამ ტირილი არ ამოუშვა,სუნთქვა ვერ შეძლო. ნიკოლოზის აწითლებული თვალები,აკანკალებული ხელები და ოდნავ დაღებული პირი,თითქოს სუნთქვა უჭირდა,ჩვენი ყვავილი რომ დაინახა მკვდარი და ყინულისფერი. გონება არ დამიკარგავს,არადა-მინდოდა. საოცრად მინდოდა. ნეტავ მქონოდა იმის ძალა,რომ რეალობა საკუთარი ხელებით დამეგლიჯა,გამენადგურებინა და ცეცხლში ჩამეგდო. სადღაც წამიკითხავს,ახალშობილი მშობლების სითბომ რომ დააბრუნა ამ ქვეყანაზე,მაგრამ ჩვენ ესეც ვერ შევძელით. შვილი მოგვიკვდა და ვერ დავტკბით მისი პირველი ღიმილით,თითზე მოჭერილი პაწია ხელით და ვერ ჩავაცვით ის თეთრი,სიყვარულით მოქსოვილი წინდები,სოფელში წასვლამდე რამდენიმე საათით ადრე კალთაში რომ ჩამიგდო მოხუცებულმა ბებიამ. ახლა უკვე ვერასდროს ვიგრძნობ შვილის კვების დროს მის ტუჩებს მკერდზე და ვერ დავინახავ ციცქნა ხელს,მაისურზე იმედის,ნდობის ნიშნად ჩაჭიდებულს,ვერ დავუკოცნი პატარა ფეხებს,ცხვირსა თუ ლოყებს,ვერ შევიგრძნობ მის გემრიელ,მომაჯადოებელ სუნს და მოვისმენ პირველ გაურკვეველ ბგერებს. ფიზიკურად ვერ შევძლებ მის ბანაობას,სუნიანი პამპერსის გამოცვლას და მის ნიკას მიმართულებით სროლას.
რას არ გავიღებდი,ია ნიკოლოზის თბილ მკლავებში ჩამალული რომ მენახა...
ამის ნაცვლად იგი ცივ,სუსხიან კუბოში იწვა,მიწამოყრილი. ალბათ როგორ ეშინოდა,მეძახდა,მეხვეწებოდა იქიდან ამომეყვანა და გულში ჩამეკრა თბილად და ძლიერად,რომ მის ძარღვებში სისხლი გამეთბო,მისი გული გამეცოცხლებინა.
ვიცი,ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია.
რატომ და როგორ მომიხმობდა,როდესაც არც კი მიცნობდა?
რითი დავიმსახურეთ ეს? არ შეიძლებოდა ხუთი,მხოლოდ ხუთიოდე წუთით მაინც ცოცხალი გვენახა? ნეტავ ლოყებზე ნიკას ორმოები ან ჩემი წვრილი ხალი თუ დააჩნდებოდა? მკვდარს და ახალდაბადებულს არაფერი ეტყობოდა და საფლავი რომ გავთხარო და ამოვიყვანო,ვერც მის ძვლებს შევატყობ რამეს.
არ იმსახურებს.
ჩემი გოგონა ყინულის ყვავილობას და მიწამოყრილ კუბოს ფიცრებს არ იმსახურებს.
საავადმყოფოს გრძელ დერეფანში მოვთქვამდი მხრებჩამოყრილი,წელში მოხრილი და ყურებზე ხელებაფარებული,რადგან არმინდოდა საკუთარი ქვითინის მოსმენა,მეზიზღებოდა მისი ხმა.
მოულოდნელად მხარზე შეხება ვიგრძენი და ელდანაკრავივით გავცილდი საფრთხეს.
-დაწყნარდი,გოგონა,არაფერს გერჩი!-ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი ქალი აღმოჩნდა,შეწუხებული სახით.
საპასუხო ვერაფერი მოვიფიქრე და ნელ-ნელა გავიმართე ისე,რომ განზე არ გამიხედავს. ალბათ ჩემმა ბღავილმა შეაწუხა.,თუმცა ყოველთვის მეუბნებოდნენ,რომ ხმამაღალი ტირილი და სიცილი არ ვიცოდი.
სიცილი და ტირილი. ორი სრულიად საპირისპირო რამ,რომლებიც მხოლოდ წარმოუდგენელი ბედნიერების ან უბედურებისას ერთიანდებიან.
-დახმარება ხომ არ გჭირდება? წყალს მოგიტან,თუ გინდა...
შევეცოდე? რატომ შევეცოდე? ეს ხომ საავადმყოფოა,აქ ბევრი ტირის.
-არა,-ჩურჩულით აღმომხდა და ხმის დასაბრუნებლად ჩავახველე.-არ მინდა არაფერი,გმადლობ.
პატარა,წამიერი ღიმილიც დავაყოლე და ცრემლები მოვიწმინდე.
-დარწმუნებული ხარ? სადმე ჩამოჯექი,ან იქნებ სამლოცველოში ჩავსულიყავით,უფალი აუცილებლად დაგეხმარება!
-უფალი...-ბუტბუტით გავიმეორე. უეცრად,თითქოს ყველა ნერვი ერთდროულად ამიფეთქდა,თავი ვეღარ მოვთოკე და ხმამაღალი,მტკიცე,მშრალი და მოკლე სიცილი ამოვუშვი პირიდან. რომელ უფალზე იყო საუბარი,შვილი რომ მომიკლა?! მერე თავი გავაქნიე,უკან,კედელს მივადე,სახე ხელებში ჩავრგე და ცრემლების ახალ ტალღას თავისუფლება ვაჩუქე.
ქალს ხმა აღარ ამოუღია,თუმცა არც გამცილებია,ვგრძნობდი,რომ იქვე იდგა. სწორედ ამან მომიყვანა მალევე გონზე,მივხვდი,არასწორად მოვიქეცი და თავი ავწიე.
-ბოდიში,არ მინდოდა...-შევეცადე ამეხსნა,თუმცა ემოციების გამოხატვა არასდროს მეხერხებოდა.
-არაუშავს,-ოდნავ გამიღიმა.-წყალი ნამდვილად არ გინდა?
-მინდა.-გამოვუტყდი.
-ხოდა,წამომყევი,დაგალევინებ.
გარემო მიმოვათვალიერე,თუმცა წყლის აპარატს თვალი ვერსად მოვკარი. რა საინტერესოა! ალბათ შესაცვლელად წაიღეს.
თავი დავუქნიე თუ არა,ქალი დერეფანს გაუყვა. მოხდენილად დააბიჯებდა მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე,ყოველშემთხვევაში,მე ასე მეჩვენებოდა. ქერა თმა ჩემსავით წელამდე სწვდებოდა და წვრილ მხრებზე თეთრი ხალათი წამოესხა.
-აქ მუშაობ?-ვკითხე,როცა იმ კიბეებს ავუყევით,საიდანაც ბავშვი,მედდა,დათო და ნიკოლოზი გაუჩინარდნენ. ნეტავ ახლა რას აკეთებდნენ? ბავშვი თუ გადარჩა? იმედია,გადარჩა. ნიკოლოზმა ძებნა რომ დამიწყოს? წყალს დავლევ თუ არა,უკან დავბრუნდები!
-კი,ნევროპათოლოგი ვარ.
აჰა,ნევროპათოლოგის ყურადღებაც მივიქციე!
-აა,-პასუხად მეტი ვერაფერი მოვიფიქრე. დარჩენილი გზა უხმოდ გავიარეთ კრემისფერ კარამდე,რომელსაც ოქროსფერი ფირფიტა ჰქონდა მიკრული წარწერით "ნევროპათოლოგი ა.ლეჟავა".
ქალმა გამიღიმა,კარის სახელური ჩამოსწია და ხელით მანიშნა,შებრძანდიო. სანამ მის შემოთავაზებას სისრულეში მოვიყვანდი,ჩემი სახელი მომესმა.
-მირანდა?
ოღონდ ეს არა!
სამოც წელს მიღწეული მამაკაცი დინჯი ნაბიჯებით მომიახლოვდა,ხელები შემომხვია,ჩამეხუტა და თავზე მაკოცა.
ა-ფე-რის-ტი.
-საერთოდ არ შეცვლილხარ!-მითხრა,როდესაც არ მივესალმე,არ გადავკოცნე,არ გავუღიმე და არც - ჩავეხუტე. გარეგნობას არ გულისხმობდა.-ამ შუაღამისას აქ რას აკეთებ?
-ახლა შენი თავი არ მაქვს,მამა!-კბილებს შორის გამოვცერი.
გამომეტყველება იმდენად შესამჩნევად შეეცვალა,წამით ვიფიქრე,ვიღაცამ გაღიზიანებისფერი ფარდა გადააფარა-მეთქი სახეზე.
დღემდე ვერ გამიგია,მამას რატომ ვეძახდი,როცა ჩემგან (და არამარტო) არაკაცის ტიტულს უფრო იმსახურებდა. ტყუილი იქნება თუ ვიტყვი,რომ მასზე გული მხოლოდ ერთი შემთხვევის გამო ავიცრუე. სინამდვილეში მთელი ბავშვობა წარმოსახვით ყულაბას ვავსებდი მის შესაძულებლად გამოსადეგი მიზეზებით. არ მომწონდა,როგორც პიროვნება. თავისი ქედმაღლური სიარულიდან იმ არწარმოთქმულ ბოდიშამდე მაღიზიანებდა,რომელიც მუხლმოდრეკილს უნდა დაეჩურჩულებინა დედაჩემისა და ჩემი დის წინაშე. მასზე ფიქრისას თითქმის ყოველთვის მეკვროდნენ კანზე გულიდან წამოსული ზიზღის ჭიები,თითქოს თითოეული მათგანი გარეთ გამოსვლისა და მამაჩემის ცოცხლად შეჭმის სურვილს ჰყავდა ატანილი. მიუხედავად იმისა,რომ მადლობელი ვიყავი საკვებისა და თავზე არსებული ჭერისათვის,არასოდეს არ მავიწყდებოდა,რომ ეს ჭერი ქვიშის სასახლეს ეკუთვნოდა და წუთი-წუთზე დაიშლებოდა წვრილ-წვრილ ნაწილაკებად,რომელთა კვლავ გასაერთიანებლად სიყვარული,დრო და,ყველაზე მთავარი - სურვილი იყო საჭირო,რაც,მე პირადად არ გამაჩნდა.
-არ დაიღალე?
გაურკვეველი დრო დამჭირდა იმის გასააზრებლად,რომ ზემოხსენებული სიტყვები ჩემი მისამართით იყო წარმოთქმული,იმდენად ღრმად დავცურავდი საკუთარ ფიქრებში.
დავიღალე? რას უნდა დავეღალე,ნეტავი! ჩემზე დალხენილი ცხოვრება ვის ჰქონია?!
-შენ?-კითხვა შევუბრუნე. ო,როგორ მინდოდა საკუთარ ცოდვებსვე მოეღოთ ბოლო მისთვის.
-რა "მე"?-რათქმაუნდა მშვენივრად მიხვდა,რაც ვკითხე,უბრალოდ პასუხი ვერ მოიფიქრა,ან - ვერ ამოღერღა.
-შენ არ დაიღალე,მამა?-აჰა,ისევ ეს "მამა"!-ან შენ რას აკეთებ აქ,ამ შუაღამისას? ანა ვისთან დატოვე? შენი ფისუნია ხომ არ ჩამოვარდა თავისი ორმეტრიანი ქუსლებიდან?
კიდევ ერთი გაღიზიანებისფერი ფარდა ნელ-ნელა დაეშვა მის სახეზე და ლოყები შეუფაკლდა.
-კატო გახდა შეუძლოდ,-ამოღერღა ბოლოს. კატო ზემოხსენებული ფისუნია იყო,მამაჩემის ოცდახუთი წლით უმცროსი მეუღლე. ქალი,რომელსაც ყველაფერი ქუსლებზე შემდგარს მოჰყავდა წესრიგში და გამუდმებით რომელიღაც საზიზღარი სუნამოს ტკბილ სურნელად ყარდა.-გული წაუვიდა.
-რას ამბობ,მართლა?-გავიკვირვე.-სერიოზულია რაიმე? ანა სად დატოვე-მეთქი?
-არ ვიცი ჯერ,ექიმს ველოდები. და მირანდა,-კეფა მოიქავა,-ანა უკვე დიდი გოგოა,მარტოც შეუძლია დარ…
-მარტო დატოვე?!-შევაწყვეტინე.
-არა,რათქმაუნდა არა!-სწრაფად უარყო. კიო,რომ ეთქვა,ვფიცავ იქვე გამოვასალმებდი სიცოცხლეს. ანას მარტო ყოფნის ძალიან ეშინოდა,განსაკუთრებით ღამ-ღამობით.-მაკასთან ერთადაა. მე მხოლოდ იმას ვამბობდი,რომ უკვე გაიზარდა და ნელ-ნელა მოგვიწევს მისი მარტო დატოვება. მე და კატო…
-გაიზარდა? 15 წლისაა!-ისევ შევაწყვეტინე. ასე ხდება ყოველთვის,როდესაც მამაჩემს ველაპარაკები. იმდენ სისულელეს მეუბნება,რომ ვეღარ ვითმენ და სათქმელს არ ვამთავრებინებ ხოლმე.
-თხუთმეტი წელი შენ პატარა გგონია,გოგო?! მისი ასაკის ბავშვები უკვე…
-არ მაინტერესებს,გესმის? სულ ფეხებზე რას და როგორ აკეთებენ სხვა ბავშვები! ანა სხვანაირია და შენ ეს მშვენივრად იცი! და თუ მისი მოვლა-პატრონობის უნარი და სურვილი არ გაგაჩნია,ჩემთან გამოუშვი,ასე შენც დაისვენებ,შენი კატოც,მეც და ანაც! თავის დროზე არც უნდა გეთქვა უარი,როცა ანას მეურვეობის სურვილი გამოვთქვი,მაგრამ შენ ხომ ბატონი კახა ლორია ხარ,შვილებს როგორ გაახარებ!
მაშინ-ღა გავჩუმდი,როდესაც მკლავზე მოულოდნელი ტკივილი ვიგრძენი. რომ დავიხედე,მამაჩემის ხელი დავინახე. ისე ძლიერად მიჭერდა,რომ თითის სახსრები გადათეთრებული ჰქონდა და ლამის იყო ძვლებს კანი გაეჭრათ.
ცხოველი.
-გაჩუმდი!-დამიყვირა. სასაცილოდ იცოდა ხოლმე ყვირილი. შემდეგ რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და დაბალი ხმით გააგრძელა,-რამდენჯერ...რამდენჯერ უნდა გითხრა,რომ დედაშენს რაც დაემართა იმის გამო ვწუხვარ და...და ვნანობ. გესმის? ვნანობ!-დაასრულა თუ არა,ისეთი თვალებით გამომხედა,თითქოს ჩემგან "კარგი,მამა! არაუშავს,რაც მოხდა,მოხდა! მერე რა,დედაჩემს რომ უღალატე და როდესაც მან გვიან ღამით სხვა ქალის სახის ლოკვაში გართული დაგინახა,უკანმოუხედავად გაიქცა,სადღაც დაიკარგა და მხოლოდ ორი დღის შემდეგ იპოვეს ცოცხალ-მკვდარი? ვის არ მოსვლია,მამა. და ჰო,რაც ყველაზე მთავარია-დედა ორსულად იყო და ჩემი და ძლივს გადარჩა. არაფერია,მამა!-ს" ელოდა.
იოცნებოს.
-ნანობ,არა?-განავლისფერ თვალებში შევხედე,რომელიც სამწუხაროდ მისგან მეც მერგო და მოულოდნელად სიცილი წამსკდა. ვიგრძენი,მხარზე ხელი უფრო ძლიერად რომ მომიჭირა,მაგრამ სიცილი უკვე ისტერიულ ხარხარში გადამდიოდა და ყურადღება არ მიმიქცევია. მე ისედაც დამსხვრეული ვიყავი სულიერად და ფიზიკური ტკივილი არ მაინტერესებდა,ხოლო თავად შეეძლო მოეტეხა თითები,მერე ვეღარ აიყვანდა ხელში ქუსლებიდან ჩამოვარდნილ მეუღლეს და ეს უკანასკნელი იფართხალებდა მიწაზე მანამ,სანამ ვინმე ახალი,ფულიანი კაცი გამოუჩნდებოდა.
თვალდახუჭულმა განვაგრძე სიცილი,რომელიც ნელ-ნელა ტუჩებზე მაკვდებოდა და ვიცოდი,რომ მალე ტირილში გადამეზრდებოდა. საბოლოოდ მაშინ გამოვფხიზლდი,როცა მივიწყებული ნევროპათოლოგის ხმა გავიგონე. წყალი მოეტანა ჩემთვის. იმის არც თავი და არც სურვილი არ მქონდა,რომ საკუთარი საქციელის გამო მის წინაშე სირცხვილი მეგრძნო,მხოლოდ მადლობა გადავუხადე,ჭიქა გამოვართვი და სულმოუთქმელად გამოვცალე. უკაცრავად-მეთქი,მაინც ჩავიბუტბუტე ფინჯნის დაბრუნებისას მადლობასთან ერთად და მანაც თავი მკრთალი ღიმილით დამიქნია,არაუშავსო. მერე კაბინეტში შებრუნდა და კარი უხმოდ დახურა.
კიდევ კარგი,გიჟი არ ვეგონე. თუმცა,ალბათ ვეგონე კიდეც,უბრალოდ არ ჩაერია,ვინაიდან და რადგანაც პაციენტი არ ვიყავი. მასთან ერთად ჩემს განცდებზე რომ მესაუბრა,ნამდვილად საგიჟეთში ამოვყოფდი თავს,რადგან სხვა მრავალ მიზეზთან ერთად,მე ვიყავი ადამიანი,რომელსაც საკუთარი მშობლები სძულდა. ერთი იმიტომ,რომ უნამუსო,მოსიარულე ეგოიზმი იყო,ხოლო მეორე-სუსტი და მშიშარა. საყვარელი მამაკაცის ღალატი ბევრს განუცდია,მაგრამ დედაჩემის მსგავსად უკანასკნელი იდიოტივით არავინ არ მოქცეულა და შვილები,რომელთა შორისაც ერთი ჯერ კიდევ მუცელში ჰყავდა,საკუთარი ტკივილის გამო ჯანდაბაში არ მოუსროლია. დედა წუთისოფლის მსხვერპლად არ მიმაჩნდა. ერთადერთი მსხვერპლი ანა იყო,ჩემი პატარა და,რომელიც შეშინებული მოევლინა ქვეყანას,მთელი ბავშვობა ჩემს კალთას ეფარებოდა და ერთადერთი ოცნება ჰქონდა - გაეცნო ქალი,რომელმაც ის გააჩინა. ამ უკანასკნელს მე ქალს,რომელმაც საკუთარი ტკივილის გამო კინაღამ შვილი მოჰკლას უფრო ვუწოდებდი,მაგრამ ვინ მეკითხება?!
არა,ისე,საინტერესოა,ორსულობის ასეთი ორიგინალური დასასრულები გენში გვაქვს თუ არა. იქნებ ვიღაცამ ჯადო გაგვიკეთა? სახლში ნიკას პერანგებს შევამოწმებ,რომელიმეს ჯიბეში ფრჩხილები ხომ არ ყრია-მეთქი,გავიფიქრე. ნიკა რა შუაში იყო,მაგრამ მაინც! აი,უკვე საკუთარ ცხოვრებასაც დავცინოდი,ყოჩაღ მე!
-მორჩი?-მკითხა მამამ,რომელსაც ხელები გულზე დაეკრიფა და ჩემთვის გაურკვეველი გამომეტყველებით მიმზერდა. ვერც კი შევნიშნე,როდის მომაშორა ხელი მკლავიდან.
-რა ვიცი,კახა,მოვრჩი?-მხრები ავიჩეჩე. ვიგრძენი,როგორ არ ესიამოვნა ჩემგან სახელით მიმართვა,მაგრამ არ მანაღვლებდა,რადგან მე ზოგადად მასთან საუბარი არ მსიამოვნებდა,თუმცა ვითმენდი. საავადმყოფოს კედლები მოვათვალიერე. დაგუბებული ცრემლების წყალობით ოდნავ გაწელილ-გამოწელილად მომეჩვენა,ამიტომ თვალები სწრაფად დავახამხამე მათ მოსაშორებლად.
-კატო ორსულადაა.-მომესმა უცებ.
-რა?
-ჰო,-თავი ჩაქინდრა მამაჩემმა,-წეღან მოგატყუე,არ მინდოდა...არ მინდოდა...
-მწყენოდა?-სიტყვა შევაშველე. მერე თავი გავაქნიე.-გავბრაზებულიყავი? კატო დამეწყევლა?
ჰო,აბა,იქვე მოვიგლეჯდი თმის ღერსა და ფრჩხილს და მამას შარვლის ჯიბეში ჩავუტენიდი,ბედნიერება რომ არ ღირსებოდა.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,მეწყინა,რომ დამიმალა. არადა რაში მაინტერესებდა?
-გწყენოდა. მირანდა,შენ..რაც შენ გადაიტანე...
-ნახევარმა მსოფლიომ გადაიტანა.
-არა,მე კონკრეტულად შენზე ვამბობ. შენ რაც გადაიტანე...
-მამა!-ვინ იცის,მერამდენედ შევაწყვეტინე.-ამოღერღე,რისი თქმაც გინდა. ეს შაქარმოყრილი სიტყვები რა საჭიროა?!
-კატოს ეშინია,მირანდა!-ისე სწრაფად მიპასუხა,თითქოს აქამდე ჩემგან ნებართვის მიცემას ელოდა.-ეშინია რომ ისიც...შენსავით...ხომ ხვდები?
-ვხვდები.-უცებ ნიკოლოზი მომინდა.
-იქნებ დაელაპარაკო? აქვეა,პალატაში. ძალიან ნერვიულობს,მირანდა. დღესაც ცუდად გახდა. ეშინია.
-არ დაველაპარაკები.-ჩემს პასუხზე მამას სახე წაეშალა.-რატომ ეშინია? კატოს ჰყავს ოჯახი,რომელიც სულ გვერდში უდგას,მე ვერაფერში დავეხმარები. დაანებოს ქუსლიან ფეხსაცმელს თავი და დატკბეს იმით,რომ მუცელში შვილი ჰყავს. ჩემი რჩევები ვერაფერში დაეხმარება და ვერ შეაჩერებს იმ აგურს,რომელიც შესაძლოა ოდესმე თავში დაეცეს. სათქმელი მეტი არაფერი მაქვს. და გილოცავთ!
პირი ისე დააღო,თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა,თუმცა გადაიფიქრა,თავი დანანებით გაიქნია,ზურგი მაქცია და ისე გამცილდა,რომ არც კი დამემშვიდობა. მეტჯერ აღარ უკითხავს,მე რას ვაკეთებდი საავადმყოფოში. არ ვაინტერესებდი.
***
-გშია?-ვკითხე ნიკოლოზს,როცა ფეხები თბილ ჩუსტებში შევაცურე და ჩვენი ქურთუკები საკიდზე ჩამოვაცვი.
-არა,მეძინება.-გამომძახა საძინებლიდან. აღარაფერი ვუპასუხე,იქვე მიყრილ მის ფეხსაცმელებს ხელი დავავლე და თავის ადგილზე დავაბრუნე.
ნიკა მამაჩემის წასვლიდან დაახლოებით ნახევარ საათში გამოჩნდა სახეგაბრწყინებული. ბავშვის გადარჩენა მოახერხეს და სიხარულისგან მეცხრე ცაზე დაფრინავდნენ. მის ბედს კი მომდევნო დღეებში გადაწყვეტდნენ. უნდა ვაღიარო,პატარა მტირალის გადარჩენა მეც გამიხარდა. საავადმყოფოში დაბადებული საძაგელი აზრების მიუხედავად კარგად ვიცოდი,რომ მას არაფერი დაუშავებია,სიცოცხლეს,ბედნიერებას და ულევ სიხარულს იმსახურებდა და იმედი მქონდა,რომ თუ რომელიმე ოჯახი მას იშვილებდა,სიყვარულით გამთბარ კედლებს დაახვედრებდა სახლში. მასთან დაკავშირებული ავი ფიქრების გამო თავს ჯერ კიდევ დამნაშავედ ვგრძნობდი,თუმცა ვცდილობდი ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმექცია. მაინც ვერაფერს შევცვლიდი და აზრი?!
ეს ბავშვი უბრალო შემხვედრი იყო,მისი აღმოჩენით გამოწვეული გრძნობები მალე განელდებოდნენ და მეც და ჩემი მეუღლეც ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებოდით.
ოთახში შესულს წელსზემოთ შიშველი ნიკოლოზი დამხვდა,რომელიც ორივე ხელით ქამრის შეხსნას ცდილობდა. უნებურად გამეღიმა.
-არ გცივა?
-მცივა,-შარვალი იქვე,პატარა სავარძელზე მიაგდო. შემდეგ საბნის ქვეშ შეძვრა და ჩემი საყვარელი ღიმილით დამაჯილდოვა,-მაგრამ გავთბები.
-არ მესმის რატომ იტანჯავ თავს ამ სიცივეში,ჩაიცვი რა საღამური!-წარბები შევიჭმუხნე.
-რომელი,მირა,წითელი,მაქმანებიანი თუ ატლასის,გემრიელი დეკოლტეთი?
-შენ და შენი მამაკაცური ლოგიკა!-უხმოდ გამეცინა.
მოკუმული პირიდან რაღაც გაურკვეველი ბგერები ამოუშვა და თვალები დახუჭა. რა საინტერესოა! ბავშვის ამბავმა გაგვახალისა ასე? სახიდან ღიმილი ნელ-ნელა მომშორდა.
რა იქნებოდა ახლა ჩვენი საწოლის გვერდით ბავშვის საწოლიც რომ მდგარიყო?
იდგა კიდეც,მაგრამ იას სიკვდილიდან რამდენიმე კვირაში,სამსახურიდან დაბრუნებულმა ნიკოლოზმა მასში მოკალათებული რომ მიპოვა თეთრი,პატარა წინდებით ხელში კედელს მიშტერებული,ჩვენი კორპუსის სარდაფში მცხოვრებ გაჭირვებულ ოჯახს ჩაუტანა,ჩემზე გაბრაზებულმა. მახსოვს,როგორ ვთხოვდი,ვევედრებოდი და ცრემლებში ვიხრჩობოდი,რომ ეს არ გაეკეთებინა,მაგრამ არ მომისმინა,ხმასაც არ მცემდა. მიბრაზდებოდა იმის გამო,რომ ცხოვრებას ვინგრევდი. იმ ღამით სხვა ოთახში დაიძინა და მიუხედავად იმისა,რომ წყალივით მჭირდებოდა,მასთან არ მივსულვარ. მეორე დღეს,შედარებით დამშვიდებულმა მითხრა,რომ აკვნის ჩატანას ისედაც აპირებდა და რამდენიმესაათიანი ცრემლების ღვრის შემდეგ,როგორც იქნა,დამითანხმა,რომ იასთვის ნაყიდი ტანსაცმელიც მეზობლებისთვის მიმეცა. და სწორედ მაშინ,ცრემლით დანამული სახით რომ გავუწოდე ცელოფანი მუცელგამობერილ,თვალებაწყლიანებულ ქალს,მივხვდი,თუ როგორ მძულდა ის ფაქტი,რომ ვიღაცას ვეცოდებოდი.
შვილი დავკარგე,მაგრამ ჩემი ტკივილი სხვებისთვის არ უნდა მომეხვია გარს ისე,რომ სუნთქვა გასჭირვებოდათ. იგი გულში,ცხრაკლიტულში უნდა ჩამეკეტა და მხოლოდ მარტო ყოფნის დროს გამომეშვა,რათა არავინ შეწუხებულიყო. ნიკოლოზი იყო ერთადერთი,ვისაც ყველა გასაღები ხელთ ჰქონდა.
ჩემდა გასაკვირად ტირილის სურვილი არ მქონდა,არადა - მთელი გზა მაღაზიიდან საავადმყოფომდე საკუთარ ბალიშზე მინდოდა ცრემლების ღვრა. ალბათ საავადმყოფოში მოვიოხე გული.
ნაქსოვი,გრძელსახელოებიანი ზედა და ქვედაბოლო სწრაფად შევცვალე საღამურებით,ოთახში სინათლე ჩავაქრე და დავწექი.
სრულ სიბნელეს მხოლოდ გარედან შემოსული ლამპიონების შუქი არ აძლევდა გაბატონების უფლებას. ნიკოლოზი იქვე რომ არ მყოლოდა,ეს ფაქტი გამახარებდა,რადგან სიბნელის დიდი მოყვარული არასდროს ვყოფილვარ,მაგრამ ახლა ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა,ჩემს მეუღლესთან ერთად სრულ სიბნელეშიც კარგად ვიგრძნობდი თავს. ის ჩემი იმედი,საყრდენი იყო და როგორი მონდომებითაც არ უნდა მეცადა ამის უარყოფა,ვერაფერს გავხდებოდი.
ნიკოლოზისკენ მივიწიე,შუბლი მხარზე ჩამოვადე და თითქმის მაშინვე ვიგრძენი თმაზე მისი სუნთქვა რომ მომეფრქვია,ცოტა ხანში კი რაღაც შემეხო. ტუჩები.
შემდეგ ხელი მკლავზე დავადე,ოდნავ მოვუჭირე,თვალები დავხუჭე და სიჩუმეს დავუგდე ყური.
უცებ ნიკა ისე სწრაფად და მოულოდნელად წამოჯდა,მომეჩვენა,თითქოს ჩემმა გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა.
ინსტიქტურად მეც მას მივყევი.
იდაყვები მუხლებზე დაეწყო და სახე ხელებში ჩაერგო,რაღაცაზე გამალებით ფიქრობდა ან დამშვიდებას ცდილობდა. შეკითხვის ნიშნად ხელი მხარზე დავადე,მაგრამ რეაგირება არ ჰქონია. ტუმბოზე შემოდებულ საათს შევხედე. საათი და რამდენიმე წუთი გასულიყო ჩვენი სახლში დაბრუნებიდან. როდის ჩაგვეძინა? ნიკას ალბათ კოშმარი ესიზმრა. აბა,ტყუილუბრალოდ ასე გიჟივით რას წამოხტებოდა?
-ნიკა,-არ უპასუხია.-ნიკა!-ისევ სიჩუმე.
ის იყო,დროებით ხელი უნდა ჩამექნია და წყლის მოსატანად წავსულიყავი,რომ სახე ხელებიდან ასწია.
-მოდი ჩემთან!-დაიჩურჩულა და ხელი საბნის ზემოდან დამადო მუხლზე.
რა დაემართა?
ხმაამოუღებლივ დავმორჩილდი,მისკენ მივცურდი,კალთაში ჩავუჯექი და ხელები მხრებზე მთელი ძალით შემოვხვიე. ვიცოდი,ჩახუტება რომ სჭირდებოდა. მერე მისი ხელები ვიგრძენი,წელზე რომ შემომისრიალდნენ და ტკივილამდე ამაკრეს მის სხეულს. აი,ეს მაძლებინებდა ამდენ ხანს,ეს მისახავდა სიცოცხლის სურვილს,ძარღვებში სისხლს მიდუღებდა და მიყვარდა. მხარზე მოფრქვეული მისი სუნთქვა,თბილი ხელები,გულისცემა და არაამქვეყნიური სურნელი,უნებურად თვალების მილულვის სურვილს რომ მიჩენდა და მაბრუებდა.
ვიგრძენი,ნიკოლოზმა მხარზე კოცნა დამიტოვა,მერე კი ზედ თვალები მომადო და მოულოდნელმა სისველემ მიმახვედრა,რომ ტიროდა.
ჩემი აჩქარებული გული იმხელაზე ახმაურდა,ვინმეს ყური რომ დაეგდო,ალბათ გაიგონებდა კიდეც მის გუგუნს. თუმცა,იქ არავინ არ იყო ჩემი,უზარმაზარი კითხვის ნიშნის და ნიკას გარდა,ხოლო ეს უკანასკნელი ისედაც ყოველთვის გრძნობდა ჩემს გულს იმ წუთიდან,როცა პირველად მომიქცია მის თავისებურად თბილ მკლავებში. ზემოხსენებული კითხვის ნიშანი სიბნელით გაჟღენთილიყო და ქაოსჩამდგარ მზერას არ გვაცილებდა. მინდოდა,რომ მომკვდარიყო,ჩემსა და ჩემ მეუღლეს შორის გუშინდელი,ორი კვირის წინანდელი,თვენახევრის,ან ორი თვის წინანდელი გაუგებრობის მსგავსი არაფერი რომ აღარ ჩამოეგდო და ერთმანეთს ერთი სანტიმეტრითაც კი არ დავეშორებინეთ. უნდა ვაღიარო,ჩვენს ურთიერთობაში დიდი ბზარის გაჩენას ვერასდროს ახერხებდა,თუმცა არც პატარ-პატარა განხეთქილებები იყო სასიამოვნო. ზოგჯერ ძლივსშესამჩნევი,პატარა ნაკაწრი საზიზღარ ტკივილს იწვევს.
ნიკოლოზი ისე ძლიერად მიხუტებდა,მის სითბოს თითქოს ძვლებშიც კი ვგრძნობდი. მტკიოდა,მაგრამ ეს სასიამოვნო,თბილი ტკივილი იყო,რომლის ატანაც ჩემთვის სირთულეს არ წარმოადგენდა. ერთადერთი პრობლემა ის იყო,რომ რაც უფრო ძლიერად მიჭერდა ნიკა მკლავებს,მით უფრო მეტი იყო ჩემი გასკდომისა და ცრემლად დაღვრის შანსი. მანადგურებდა ის ფაქტი,რომ არაფრის გაკეთება არ შემეძლო მის დასახმარებლად და გასაბედნიერებლად. მიუხედავად იმისა,რომ დიდი ხანია,რაც ამას შევეგუე,აქა-იქ მაინც იჩენდნენ ხოლმე თავს უბედურებამოწყურებული აზრები. თვალებდახუჭულმა,მკლავები უფრო მჭიდროდ შემოვხვიე და მის ზურგზე ხელები აკანკალებამდე მოვმუშტე,თითქოს მათში მოვიქციე ვერაგი კითხვის ნიშნის გული და შემდეგ ლამის ფიზიკურად ვიგრძენი,როგორ დაიღვარა მისგან ცრემლები,ყვირილი,ბრაზი და ტკივილი. ისინი ჩემი და ნიკოლოზისგან გამოწოვა ამა თუ იმ კამათის დროს.
იმ არარსებულ სივრცეში,რომელიც ჩემსა და ნიკას სხეულებს შორის იყო,გაუბედაობა ღაფავდა სულს და ამით გათამამებულმა:
-ნიკა,-ჩავიბუტბუტე,-რა მოგივიდა?
ყელის არეში მისი თმების ხახუნმა მიმახვედრა,თავი რომ გააქნია.
-არაფერი.
-ხო,გეტყობა!-პატარა ბავშვივით იქცეოდა.
რამდენიმე წამის განმავლობაში ხმა არცერთს აღარ ამოგვიღია. მერე ნიკამ მკლავები ოდნავ მოადუნა,თავი ასწია და უთქმელი სიტყვებით დატვირთული მზერა მომაპყრო. იმ მცირე სინათლეშიც კი დავინახე,თვალები ცრემლებდაცლილი,მაგრამ ემოციით სავსე რომ ჰქონდა,თითქოს კიდევ ერთხელ რომ ეტირა სევდას,მე,ბრაზსა და იას გადმოგვღვრიდა ცრემლების ნაცვლად. ვხვდებოდი,იას რომ უკავშირდებოდა მისი მოულოდნელი ქმედებები. სხვა ვერაფერი აუშლიდა შინაგანად ემოციებს ასე უხეშად.
უცებ თითქოს სულში ყინულის ნატეხები ჩამიყარესო,ჟრუანტელმა დამიარა,მეუღლის მზერას ვეღარ გავუძელი და თავი მის ყელში ჩავრგე არასასურველი მოგონებისგან თავის დასაღწევად. იმედი გამიცრუვდა,როცა იქ არსებულმა სითბომ პირიქით,სიცოცხლის ძალა დაუბრუნა იმ საზიზღარ დღეს,როდესაც ია მიწას მივაბარეთ. ერთხანს ვებრძოდი,ისევ მთელი ძალით ვეკვროდი ნიკას იმ იმედით,რომ იგი ჩვენ შორის გაიჭყლიტებოდა და მოკვდებოდა,თუმცა უშედეგოდ. ვერაფერი დამავიწყებდა კუბოში ჩაწვენილ შვილს. გარდაცვლიდან დაკრძალვამდე არსებული დღეები სოფელში გაატარა,იქვე დავმარხეთ კიდეც. არ მინდოდა ჩვენს სახლში ყოფილიყო და ქალაქში,ასე ახლოს და ამ სიბინძურეში დაგვემარხა,ეს საბოლოოდ გამანადგურებდა,ჭკუიდან ახლანდელზე მეტად შემშლიდა და შემაზიზღებდა ჩემი საცხოვრებლის თითოეულ კუთხე-კუნჭულს. ნიკოლოზიც ჩემსავით ფიქრობდა.
იას საფლავზე სულ სამჯერ ვიყავი და ისიც იმიტომ,რომ აუცილებელი იყო. სააღდგომოდ მხოლოდ ჩემი მეუღლე და მისი ოჯახი ჩადიოდნენ. მე მეშინოდა იქ ყოფნის და დიდხანს დარჩენის. არ შემეძლო,შინაგანად მკლავდა. მას შემდეგ,რაც დაკრძალვისას მესაფლავის ბარს ჩამოვეკიდე და შევევედრე,რომ ჩემი შვილისთვის მიწა არ მიეყარა,ყოველი მისვლისას ხელები მექავებოდა საფლავის გათხრის და იას ამოყვანის სურვილით. არ მინდოდა,გავგიჟებულიყავი. თუმცა,განა უკვე გიჟი არ ვიყავი?
-ახლა მეც იგივე უნდა გკითხო?-ყურში ნიკას ხმა ჩამესმა.-შენი ამბავი რომ ვიცი,ისე მიპასუხებ,როგორც მე. ან "რა შენი საქმეას" მომახლი.
-რა?-მხოლოდ ჩემი გაბზარული ხმის გაგონებისას მივხვდი,რომ ახლა უკვე მე ვტიროდი. უფროსწორად,ვაპირებდი ტირილს.
-რა მოგივიდა?-ჩემი ხმის წაბაძვით მკითხა. იდიოტია. ორი წუთის წინ ცრემლებს ღვრიდა,ახლა კი დამცინოდა.
-არაფერი,რა შენი საქმეა.
ძალით ჩაიცინა. სინამდვილეში მასაც ისევე არ ჰქონდა სიცილის თავი,როგორც მე. თვალები დავხუჭე და ვიგრძენი,თავზე ლოყა რომ მომადო.
-ტირილს რა აზრი აქვს?-ხელი მკლავზე ამისვ-დამისვა,შემდეგ კი მსხვილი ნაწნავი მოიქცია თითებს შორის. უყვარდა ჩემი თმა.
ცალი მხარი ავიჩეჩე.
-მე ერთი ვიცი,-განაგრძო,როცა ჩემგან სიტყვიერი პასუხი ვერ მიიღო,-მე და შენ,ორივეს გვეჩვენება,თითქოს სული გვტკივა. იქ არსებულ იარებს ვერაფრით მოარჩენ,იმიტომ რომ არ იცი,სად არის სული. შესაძლოა,არც არსებობს,ვინ იცის? სული მიუწვდომელია,მირა. მხოლოდ ტკივილმა იცის მისი ადგილსამყოფელი. ხოდა,ტირილი არაფერს არ შველის,გესმის? აზრი არ აქვს. მაგრამ ადამიანები ვართ და ადამიანი ცრემლის გარეშე არაფერია.-საოცრად მომინდა,მის სიტყვებს ჩავხუტებოდი,-რა ვიმჭევრმეტყველე…
-ეგ სიტყვა არსებობს?-უკვე გადაწყვეტილი მქონდა,იმ ღამით ცრემლები ჯანდაბაში მომესროლა.
-არა,-სახეზე სუსტი ღიმილი აიკრა,-ისე,ეს ყველაფერი-ტკივილი,ემოცია,გრძნობა-ტვინშია. ანუ მთელი გულით მიყვარხარო,რომ გითხრან,იგივე იქნება,შარდის ბუშტით მიყვარხარო გითხრან.-არ ვიცი,რაზე ფიქრობდა იმ წუთებში,როდესაც მე დაკრძალვის მოგონებებში დავცურავდი,მაგრამ მივხვდი,რასაც ცდილობდა და გამიხარდა. გამიჭირდა,თუმცა რამდენიმე წამის წინანდელი გადაწყვეტილება ცრემლების შესახებ სისრულეში მოვიყვანე და:
-სულელი ხარ,-ჩავიბუტბუტე მკრთალი ღიმილით.
-ყვავმა ყვავს უთ...ოჰო!-მხარში სუსტი მუშტი ვუთავაზე,რაზეც ცალი წარბი ასწია.
-რა,მიჩივლებ?
-დაგახრჩობ,-ყელზე მისი ტუჩები ვიგრძენი და მთელ სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა.
-ტუჩებით აპირებ ჩემს დახრჩობას? იმხელა ტუჩები არ გაქვს,რომ ეგ მოახერხო.
-ვიმეორებ: ყვავმა ყვავს…
-არ მაქვს მე წვრილი ტუჩები!-თვალები დავიწვრილე.
-რადგან ტუჩების სისქით ვერცერთი ვერ დავიკვეხნით,-ისე განაგრძო,თითქოს ხმა არ ამომიღია,-მოდი,გავაერთიანოთ ჩვენი ტუჩები და ისე დაგახრჩობ! რას იტყვი?
შეკითხვა რიტორიკული აღმოჩნდა - პასუხის მოფიქრება არ დამცალდა,ისე დამაცხრა ტუჩებზე. და ვინ იცის,უკვე მერამდენედ გაუმართა ჩემმა გულმა გამალებული ბრძოლა ნეკნებს,რომლებიც თავისუფლებას არაფრის დიდებით არ აძლევდნენ. ნიკოლოზმა ცალი ხელი თმებში შემისრიალა,მეორეთი კი ლოყაზე მომეფერა. თვალები დავხუჭე,ხელისგულები მხრებიდან მის სახეზე გადავანაცვლე და მონატრებულ გრძნობებში დავიკარგე. მკოცნიდა ნიკა და თითქოს თავისი ემოციების გასაღებს მაძლევდა ხელთ,მამშვიდებდა და მანუგეშებდა,რომ მარტო არ ვიყავი,რაც გასაოცარი იმედით მავსებდა. ვგრძნობდი,როგორ მპარავდა ტკივილს,განცდებს და ცდილობდა,დროებით მაინც დაევიწყებინა ისინი,განედევნა ჩემი გონებიდან,რათა თავისუფლად ამომესუნთქა.
-შენ კიდევ არ დამხრჩვალხარ?-მძიმე ჩასუნთქვა-ამოსუნთქვებს შორის მკითხა,ტუჩები შუბლზე მომაკრო და თმაში შესრიალებული ხელი მომუშტა.
მხრები ავიჩეჩე.
***
დილით ნიკოლოზზე ადრე გამეღვიძა. ერთხანს ვიწექი,მეზარებოდა საწოლისა და სითბოს დატოვება,მაგრამ ბოლოს მაინც მძლია ადგომის სურვილმა. არასდროს მყვარებია დილაობით დიდი ხნით წოლა,რასაც ვერ ვიტყვი ჩემ მეუღლეზე. ცივი იატაკისგან თავის დასაღწევად ჩუსტები ისე სწრაფად ჩავიცვი,რომ შემეშალა და მარჯვენა ფეხის მარცხენაზე აღმომაჩნდა. ღიმილით გავასწორე შეცდომა,საშინაო ტანსაცმელს ხელი დავავლე და გამოცვლისთანავე დავტოვე ოთახი. აბაზანაში თავის მოწესრიგების შემდეგ სამზარეულოში შესულს ლამის გულმა მიმტყუნა,ვიღაცის ფიგურა რომ დავინახე ჩემგან ზურგით მდგარი. რათქმაუნდა,ნიკა აღმოჩნდა "ბორჯომის" ბოთლით ხელში.
-გული გამიხეთქე!
-აბა,გული?-მის პასუხზე თვალები დავიწვრილე,მაგრამ ყურადღება არ მოუქცევია.
მაჯაზე შემოხვეული შავი სამაგრით ჩემი თმა თივის ზვინად ვაქციე,წყლის ჭავლს ჩაიდანი შევუშვირე და გაზზე შემოვდგი.
-ერბოკვერცხი შეგიწვა?-ვკითხე.
-ნწ,ჩაის დავლევ მარტო.
-კააარგი,-საშრობზე დარჩენილი ჩაის ჭიქები კოვზებიანად დავაწყვე ბარზე და საშაქრეს დავწვდი. ნიკოლოზი აბაზანაში გაუჩინარდა.
-დათომ დამირეკა წეღან,მაღალი სიცხე აქვსო.-მითხრა,როცა ისევ სამზარეულოში შემოლასლასდა.
-ვის?-მშვენივრად ვიცოდი,ვისაც. ჩემმა მეუღლემაც იცოდა,რომ ვიცოდი.
-ბავშვს!-ნიკოლოზი ჩემმა დამოკიდებულებამ გააღიზიანა. გამიკვირდა,აქამდე რომ ითმენდა.
მე ის ბავშვი არ მძულდა. მეტიც,ძალიან გამიხარდა,რომ გადარჩა,მაგრამ მეგონა,რომ მასზე საუბარი აღარ მოგვიწევდა და სხვა გზით წავიდოდა. შევცდი. ასე არც უნდა მეფიქრა,რადგან ნიკას კარგად ვიცნობდი. ალბათ შიშმა დამაბრმავა,თუმცა რისი მეშინოდა,მეც არ ვიცოდი.
-უნდა წახვიდე?-ვკითხე. ამის პასუხიც ვიცოდი.
-ჰო.
არადა,მიხაროდა,წესით იმ დღეს ისვენებდა და მარტო ყოფნა აღარ მომიწევდა.
-კარგი,-ღრმად ჩავისუნთქე,-გამაგებინე როგორ იქნება.
-შენ არ წამოხვალ?
-აზრი? ვერაფრით დაგეხმარები.
-დამეხმარები.-მომიახლოვდა და ხელები მხრებზე დამაწყო,-ბავშვს დაეხმარები.
მშრალად ჩავიცინე.
-ოჰ!
-მი-რან-და!-დამარცვლა ჩემი სახელი და თითქოს გამოსაფხიზლებლად ოდნავ შემანჯღრია.-ეს ბავშვები დებილები რატომ გგონიათ? ხელში რომ აიყვან და სითბოს გაუზიარებ,შენ გგონია ვერ იგრძნობს? იგრძნობს და ბედნიერი იქნება,გესმის? იმ ადამიანმა,ვინც ნაგავში გადააგდო ცხოვრება დაუნგრია,მირა. მომავალში რაც არ უნდა ბედნიერი იყოს,თუ ეცოდინება,რომ მშობელმა თუ ვინც იყო,უარყო,მისი სიხარული ყოველთვის ტკივილნარევი იქნება. ზრუნვა სჭირდება,სითბო და სიყვარული,ასეთ პატარა ასაკშიც კი. ვიცი,ახლა მეტყვი,ექიმები და ექთნები რისთვის ხართო,მაგრამ ეს სხვა რაღაცაა. მე სხვა რაღაცაზე,სხვანაირ სითბოზე და ზრუნვაზე გელაპარაკები,მირა. შენ...არ იტირო,რა!-ხელები ლოყებზე მომადო და ცერა თითით მომწმინდა გამოქცეული ცრემლი,მაგრამ ამაოდ. ახალი ტალღა მომწყდა თვალებიდან,რადგან მტკივნეულად გავიაზრე,თავს ასეთი მონდომებით რატომ ვარიდებდი ახალშობილს.
მე იმ გრძნობის მეშინოდა,რისი გამოწვევაც იმ პატარას შეეძლო ჩემში. ძალიან,ძალიან მეშინოდა.
-მეცოდება,-ამოვიკნავლე და მეუღლის ზედას მთელი ძალით ჩავაფრინდი,-არაფერი არ დაუშავებია და ასე...ასე...ნიკა,ია როგორ უნდა გადაგვეგდო?! რა გული აქვს,მითხარი! ის როგორ გახდა დედა...მე შვილი და დედობის უფლება ერთად წამართვეს,მან კი..
-გეყოფა,მირა,მორჩა! მესმის,შენც კარგად იცი,როგორ მესმის…
-როგორ არ უნდა გესმოდეს?-ლამის ისტერიკაში ჩავვარდნილიყავი,თუმცა,როგორც ყოველთვის,ნიკოლოზი იქ იყო. წელზე შემომხვია ხელები და მიმიხუტა.
-არ მინდა იქ რა,ნიკა,არ მინდა! მეშინია...ძალიან მეცოდება…-მსგავსი ქცევები ათასში ერთხელ თუ იჩენდა ხოლმე ჩემში თავს. იმის გააზრებისას,რომ ამჯერად ეს იმ პატარა ახალშობილმა გამოიწვია,მწარე ტაო მაყრიდა და რაც შემეძლო ძლიერად ვეკვროდი ნიკას. რამდენიმე წამის წინ ბავშვის განცდებზე რომ დაიწყო საუბარი,თითქოს ჩემში რაღაც გაწყდა,გადატყდა და ყველა ემოცია,რომელთაც კუთხეში ვკუჭავდი და ზედაც არ ვუყურებდი,ერთდოულად დამესხა თავს იგნორისთვის შურის საძიებლად. პირველად ასე იას დაკრძალვაზე დამემართა,კუბოდან მისი პატარა სხეული ხელში რომ ავიყვანე და,მოგვიანებით,მესაფლავის ბარს რომ არაფრის დიდებით არ ვუშვებდი ხელს.
ჩემი პატარა,გაყინული ყვავილის გარდა არავის შეეძლო ჩემში ამდენი ემოციის გამოწვევა. აქამდე.
არც კი ვიცი,რას ვბუტბუტებდი შემდეგ,მხოლოდ ის ვიცი,როგორც მეფერებოდა ნიკა რადგან იცოდა,ჰაერივით მჭირდებოდა.
-გეყოფა,მირა,მორჩა...არ წამოხვიდე რადგან არ გინდა,მე არ გაძალებ,ხომ იცი? თუ გინდა დღეს არც მე არ წავალ…-თავზე მაკოცა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. იმის გააზრებისას,რომ ჩემს გამო სახლში დარჩებოდა,ცრემლების ახალი გროვა ჩამომეღვარა ღაწვებზე.
ჩაიდანმა გულისგამაწვრილებლად იწყო წუილი.
***
სავარძელზე ვიყავი ჩამომჯდარი,კალთაში ტყემლის წითელი ტყლაპით სავსე თეფში მედო და ჩართულ ტელევიზორს არ ვუყურებდი.
ნიკოლოზი დაახლოებით ოთხი საათის წინ წავიდა. აპირებდა დარჩენას,მაგრამ დავიჟინე,წადი-მეთქი და ვინაიდან და რადგანაც ისედაც ძალიან უნდოდა ბავშვის ნახვა,დიდად არ შემწინააღმდეგებია.
კარგი იქნებოდა,ძალიან,ძალიან კარგი,თუ პატარა ბოლომდე გამოჯანმრთელდებოდა. მე არ შემეძლო მისი ცხოვრების ნაწილი გავმხდარიყავი. ჯერ არა.
დრო სახლის დალაგებით,ქათმის შეწვით,სალათის გაკეთებით,ანასთან მობილურზე საუბრით და ფიქრით გავიყვანე. ნიკასგან ჯერ არაფერი ისმოდა.
ანამ მითხრა,კატო სახლში დაბრუნდაო. ბუნებრივია,რომ ეშინოდა,მაგრამ შიში არ არის კარგი. საერთოდ არ არის კარგი. საზიზღარია. მაგრამ,სამწუხაროდ,ძლევამოსილია იმდენად,რომ რთულია მისი უარყოფა და შენი არსებიდან განდევნა.
ტყლაპს პატარა ნაწილი მოვაგლიჯე და პირში ჩავიდე. სახე დავმანჭე,მჟავე აღმოჩნდა ზედმეტად. არადა,ტკბილი მინდოდა. ეტყობა,აერია ქეთო ბებიას. ნიკოლოზი რომ გაიგებდა,მჟავე იყო,წამებში შესანსლავდა. ვირი.
ნეტავ ახლა რას აკეთებდა? ახალშობილი ჰყავდა ხელებში? გრძნობდა,როგორი სუნი ასდიოდა პატარა ჟღალთმიანს?
ფიზიკურად თავისუფლად შემეძლო,მივსულიყავი. ნიკას შეეძლო,ბავშვი ჩემთვის გადმოელოცა. გული უცნაურად თუ ამიჩქარდებოდა მისი დაჭერისას? ან იქნებ ისე მძიმედაა,რომ ჯერ არ შეიძლება მისი აყვანა? საინტერესოა,სიცივისგან დალურჯებულ ტუჩებზე ფერი თუ დაუბრუნდა.
ჩემი მეუღლე იმ წუთებში ალბათ მას უყურებდა და იმ ამოუცნობი გრძნობით ტკბებოდა,პატარა არსებები რომ იწვევენ ადამიანში.
სულიერად რაღაც მაკავებდა წასვლისგან. შიში. ამაზრზენი შიში,რომელსაც არანაირი კარგი მხარე არ გააჩნდა. ნუთუ სიცოცხლის ბოლო წუთამდე მისი მონა-მორჩილი უნდა ვყოფილიყავი? განა იას გულისთვის შური არ უნდა მეძია? ო,როგორ მინდოდა,ზედ მიმეფურთხებინა,დამეგლიჯა და ფეხქვეშ გამეთელა.
"სცადე,დე." დედის უკანასკნელი სიტყვები გამახსენდა,რომლებიც მე მეკუთვნოდა. ძაღლებისგან დაგლეჯილი რომ იპოვეს,ვეღარ ლაპარაკობდა. ეს მანამდე მითხრა,ძილის წინ,როდესაც დავიწუწუნე,ვერ ვიძინებ-მეთქი. ბავშვი ვიყავი,თუმცა არ დამვიწყებია და თავდაპირველად,სანამ გავიაზრებდი,რომ დედა,რომელიც მუხლზე ნაკაწრებს კოცნით მირჩენდა,აღარ მყავდა,ხშირად ჩამესმოდა ხოლმე ყურებში ზემოხსენებული,მისი ხმანარევი ორი სიტყვა.
ნეტავ ახლა,სადღაც უსასრულობაში,იას დედას მკლავებში ხომ არ ჩაეძინა?
ტელევიზორი გამოვრთე,ტყლაპიანი თეფში იქვე,ჟურნალების მაგიდაზე დავდე და სირბილით შევიჭერი საძინებელში,სადაც მაღაზიიდან დაბრუნებულმა ქურთუკი და მის ჯიბეში ჩაგდებული მანქანის გასაღები დავტოვე.
ის იყო,ოთახიდან გამოვდიოდი,რომ რაღაც აზრმა გაჩერება მაიძულა. ბევრი რომ მეფიქრა ვიცოდი,საერთოდ წასვლას გადავიფიქრებდი,ამიტომ სწრაფად გამოვაღე გარდერობის კარი.
ბებიას მოქსოვილი თეთრი,ქათქათა,პატარა წინდები თითქოს ხმამაღლა მთხოვდნენ,მათ გარშემო გამეფებული მოწყენილობისგან მეხსნა.
ვინ იცის,რამდენჯერ მიცდია,წარმომედგინა გამათბობლის გვერდით,თავის საყვარელ სავარძელში მოკალათებული მოხუცი როგორ ხლართავდა თეთრ,ფაფუკ ძაფს ჩხირების მეშვეობით,მშვიდად სუნთქავდა და შიგადაშიგ იქვე,მაგიდაზე დაყრილი წითელი კანფეტებიდან ერთ-ერთს გაფცქვნიდა და წვრილი ტუჩებისკენ გააქანებდა. ბავშვობაში ხშირად მიწევდა მსგავსი სანახაობით ტკბობა,თუმცა მაშინ ამას ტანჯვა-წამებას უფრო ვუწოდებდი,განსაკუთრებით დედის სიკვდილის შემდეგ. არ მიყვარდა ბებიასთან დარჩენა. მოსაწყენი იყო მისი ბუტბუტი და ცრემლებით სავსე თვალები,მე კი - დედის დაკარგვით გამოწვეული მწუხარების მალვით დაკავებული ბავშვი - გამუდმებით ვცდილობდი,ყველგან და ყველაფერში მხიარული ტალღა აღმომეჩინა. ბებიას სახლი ერთადერთი იყო,სადაც ამას ვერ ვახერხებდი. მის კედლებში,თითოეულ კუთხე-კუნჭულში წარსული ჩურჩულებდა მოძველებული სურნელისა და სურათების სახით. იქ დედაჩემი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო,მაგრამ მერჩივნა იქაც მომკვდარიყო,რადგან არ მსიამოვნებდა ყველგან მისი გაღიმებულსახიანი ფოტოს დანახვა,ასე ვერ დავივიწყებდი. და ვერც დავივიწყე.
მაშინ არ მესმოდა,რატომ მისტიროდა მოხუცებული ბებია წარსულს. ვიცოდი,რომ შვილმკვდარი დედა იყო,მაგრამ ვერ ვხვდებოდი,რას ნიშნავდა,რამდენად ძლიერ ტკივილს შეიცავდა ეს ორი სიტყვა და მეგონა,ვერც ვერასოდეს მივხვდებოდი. შევცდი.
იმ დღეს,ბებიამ კალთაში ფაფუკი,ქათქათა წინდები რომ ჩამიგორა,დანაოჭებული ხელი გამობერილ მუცელზე მომითათუნა,ჩემი სიხარულებიო,ჩაიბუტბუტა და სარკის წინ თმის ვარცხნით გართული ანასკენ გააპარა მზერა. იქ ვიყავით ყველანი: მე,ია,ანა,ბებია და დედა,როგორც სურათი. ცოცხლები მხოლოდ მე და ანა დავრჩით.
მობილური ყურზე მივიდე და დაველოდე,როდის მიპასუხებდა ნიკოლოზი. უკვე საავადმყოფოსთან ვიყავი,გრძელ ქურთუკსა და კრემისფერ შარფში გახვეული და მოუთმენლობისგან მთელი სხეული მეწვოდა.
-მირა?-ზუსტად მეხუთე ზარზე აიღო ყურმილი.
-მოვალ,რა…
***
საავადმყოფოს ზღუბლს გავცდი თუ არა,უხმოდ აღიმართა ჩემ წინ ყინულის კედელი,მიზანდასახული და ცივი,არაფრის დიდებით რომ არ აპირებდა გზის დათმობას. ვერ ვხედავდი,მაგრამ მისგან წამოსულ სიცივეს ვგრძნობდი,რომელიც უნებურად მის ამონასუნთქად აღვიქვი. ამოისუნთქავდა სიცივეს,თავის ლამაზ ბრჭყალებში ჩემში არსებულ სითბოს,მიზნებსა და სურვილებს მოიქცევდა და ჩაისუნთქავდა. ძლიერი მეტოქე იყო და უპირატესობებით აღსავსე,მაგრამ უფლებას არ მივცემდი,დავებრკოლებინე. უკვე აღარ. ნიკოლოზისა და ჟღალთმიანი პატარასთვის უნდა გამეკეთებინა ის,რასაც ყოველთვის ვერიდებოდი - ნაბიჯი წინ უნდა გადამედგა და ყველაფერი,ყოველი წყენა,ბრაზი,მარცხი,გამარჯვება,ტკივილიც კი,თუ იგი ჩემს გაყინულ ყვავილს არ ეხებოდა,უკან უნდა დამეტოვებინა. იას ვერ დავტოვებდი. ნელი ნაბიჯებით გავემართე კიბეებისკენ და ლამის ისევ ავტირდი,კედელმა უკან რომ დაიხია. ამ მცირე გამარჯვებით აღტაცებულმა სიჩქარეს მოვუმატე და ვერც კი შევნიშნე,როგორ ჩამოირბინა საფეხურები ჩემმა მეუღლემ და წინ დამიდგა. კედელი დაანგრია. ყურში ჩამესმა მისი ტკივილნარევი ჩურჩული და უკანასკნელი ამოსუნთქვა.
-მოგენატრე?-სულელივით იღიმოდა ნიკოლოზი,-გული მიგრძნობდა,რომ მოხვიდოდი.
-აბა,გული?-გავიმეორე მისი დილანდელი სიტყვები,რაზეც თავისებურად ჩაიცინა და ხელი თავის მკერდზე მიმადებინა,მარცხენა მხარეს. თითქოს თითოეული უჯრედი გამომიცოცხლდა,მისი გულის ძლიერი ბიძგი რომ ვიგრძენი ხელისგულზე. მიხაროდა,რომ ფეთქავდა. ისიც მიხაროდა,მე რომ მეკუთვნოდა,ისევე როგორც ჩემი გული ეკუთვნოდა მას და უფლებას არ მაძლევდა,საკუთარი თავისთვის რაიმე დამეშავებინა. მრავალი კამათის და გაუგებრობის მიუხედავად,ორივემ ვიცოდით,რას წარმოვადგენდით ერთმანეთისთვის და ალბათ სწორედ ეს იყო მიზეზი ჩვენი კვლავ ერთად ყოფნისა.
-დარწმუნდი,რომ მაქვს?
-რა?
-გული,-თვალები აატრიალა.
-აა,ჰო,ეჭვიც არ მეპა...-არ დავასრულე.
ჩემ გაურკვეველ ბურტყუნზე ცალი წარბი ასწია,მერე კი თავით კიბეებისკენ მიმითითა,რადგან ვერ ვიტანდი ლიფტს.
-ავიდეთ.
-ავიდეთ,-დავთანხმდი,ხელკავი გამოვდე და შემდეგი კითხვების დასმისგან თავი ვერ შევიკავე,-კიდევ აქვს სიცხე? როგორ არის?
-არა,მშვენივრადაა,-შემომხედა და გამიღიმა ისე,რომ სიარული არ შეუწყვეტია,-2,3 კგ და 53 სმ. პატარაა ძალიან. წეღან პოლიციიდან იყვნენ მოსულები,-დასერიოზულდა,-გამომკითხეს,სად ვიპოვეთ და როდის...მერე შენც დაგელაპარაკებიან. დღესვე აპირებდნენ გამოძახებას,მაგრამ ვერაა კარგად-მეთქი,დავარწმუნე.
-რაო?-თვალები მოვჭუტე. ვიცოდი,პოლიციიდან მოსულები იფიქრებდნენ,"ვერაა კარგად-ში"შეუძლოდ ყოფნა იგულისხმებაო,მაგრამ ნიკოლოზის ამბავი რომ ვიცი,ორაზროვნად თქვა. იდაყვი გავკარი,-დამპალი არსება ხარ. არა,ისე,მე რა საჭირო ვარ,რაც შენ დაინახე,ის დავინახე მეც,-შუბლი შევიჭმუხნე,-და ხო,გუშინვე შევნიშნე პატარა რომ იყო. კარგია რომ გამოკეთდა.-გულწრფელად გამიხარდა.
იმის წარმოდგენაზე,რომ ასეთ ცეროდენას მალე ხელში ავიყვანდი,ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში,რომელშიც შიში,მოუთმენლობა და სიხარული იყო არეული.
-რა ვიცი,მირა,ძაღლების ამბავი ხომ იცი!-თითქმის დავიწყებული მქონდა ნიკოლოზის სიძულვილი პოლიციელების მიმართ. მიზეზი მისი რამდენიმე ნაცნობი გახლდათ,რომლებიც ზემოხსენებული პროფესიის დაუფლების შემდეგ ხელშეუხებელ,უკარება და თავში ავარდნილ პირებად იქცნენ.
-ჰმმ,-ჩავიღუღუნე.
არ ვიცი,რამდენხანს ვიარეთ,მაგრამ ბოლოს ნიკა ერთ კრემისფერ კართან გაჩერდა,სახელური ჩამოსწია და ხელით მანიშნა,შედიო.
მომეჩვენა,თითქოს ოთახში არსებულმა სითბომ გულში ჩამიკრა,იმდენად სასიამოვნოდ მომელამუნა მთელ სხეულზე,გამაბრუა და წამით ყველაფერი მიმავიწყა. უნებურად მივლულე თვალები,თუმცა მალევე გავახილე,რადგან ჩემი ყურადღება სუსტმა,ძლივსგასაგონმა კვნესამ მიიპყრო. ახალშობილს თავზე მედდა წამოსდგომოდა და მის პატარა პირში ფორმულიანი ბოთლის ჩადებას ცდილობდა. კარის გაღების ხმაზე ახალგაზრდა ქალმა ჩვენკენ გამოიხედა და სახეზე ღიმილი გამოესახა.
-გამარჯობა,-მომესალმა დაბალი ხმით და პატარას მიუბრუნდა,რომელიც უკვე გამალებით წოვდა საწოვარადან თეთრ სითხეს.
წელზე შეხება ვიგრძენი. ნიკოლოზი იყო,ფრთხილად მიბიძგა წინისაკენ და იმავე დროს მედდამაც კვლავ ამომხედა,თითქოს შეთანხმებულები იყვნენო.
-შენ აჭამე,გინდა?-შემომთავაზა ამ უკანასკნელმა.
მინდოდა.
საკუთარ თავს ამაში გამოვუტყდი თუ არა,მოთმინებით დაველოდე,როდის მოიკრებდა ცივი,ძლევამოსილი ყინულის კედელი ძალას და ჩემ წინ ნელ-ნელა აღიმართებოდა.
არ აღმართულა.
-ჯერ ხელები დაიბანე,-ნიკოლოზის ხმაში კმაყოფილებასთან ერთად სიხარულიც იგრძნობოდა. გულმა სხვანაირად დამიწყო ფეთქვა. ახალშობილი გუშინაც მყავდა მკლავებში,თუმცა ჩემი დღევანდელი განცდები სრულიად განხვავდებოდა გუშინდელისგან.
ხელები ქაღალდის ხელსახოცზე შევიმშრალე და ცოტა არ იყოს ყალბი ღიმილით მივუტრიალდი მედდას. ვღელავდი და გულწრფელად გაღიმების არც თავი მქონდა,არც სურვილი.
***
-მამა ვნახე გუშინ.
ოთახში მარტონი ვიყავით. საბედნიეროდ,მედდამ მალევე დაგვტოვა. მიუხედავად იმისა,რომ აშკარად ნორმალური ადამიანი იყო,მის გარემოცვაში თავს თავისუფლებას ვერ ვანიჭებდი. ახლა კი,როდესაც ახლოს მხოლოდ ნიკოლოზი მყავდა,არ ჩანდა არც კითხვის ნიშანი,არც ყინულის კედელი და ოთახში არსებული სითბო გულზე სასიამოვნო ჩურჩულით მეფინებოდა,მეჩვენებოდა,თითქოს ძარღვებში სისხლის ნაცვლად სიმშვიდე,სიყვარული მიდუღდა.
-როდის?-წარბები შეიჭმუხნა ნიკამ.
-საავადმყოფოში რომ მოვიყვანეთ ეს.-თავით ვანიშნე თვალებდახუჭული ახალშობილისკენ,რომელსაც უკვე დაემთავრებინა ჭამა და მისი წვრილი ტუჩები დროგამოშვებით ისეთ ლაღ,ბედნიერი ღიმილის ფორმას იღებდნენ,თითქოს საკუთარ მშობელს ნაგვის ურნაში არასდროს მოუსროლია. გაუმართლა,რომ ვერაფერს ხვდებოდა.
ჭამის დროს თითზე პატარა ხელი რომ მომიჭირა ისეთი უცნაური,უჩვეულო შეგრძნება დამეუფლა,თითქოს იმ წუთებში მიწაზე მხოლოდ ხორციელად ვარსებობდი და მთელი ჩემი შინაგანი სამყარო სადღაც გამაბრუებლად ჰაეროვან ღრუბლებში დაფრინავდა.
-ოჰო! რა უნდოდა იქ?-მიხვდა რომ საქმე ანას არ ეხებოდა,რადგან ამ შემთხვევაში მშვიდად არ ვახსენებდი შეხვედრას და რაც მთავარია - გუშინვე მოვუყვებოდი.
-კატო ორსულადაა და ცუდად გამხდარა. სერიოზული არაფერი იყო!-დავამატე მაშინვე,რათა ტყუილად არ აღელვებულიყო. მოუხედავად იმისა,რომ კატო გულზე არც მას ეხატებოდა,ფეხმძიმე ქალის ავად ყოფნა არ ესიამოვნებოდა.-გული წაუვიდა ნერვიულობისგანო,მამამ.
-რა ანერვიულებდა?-სავარძელში მოკალათდა პასუხის მოლოდინში.-კახამ იმაიმუნა?
თვალი თვალში გავუყარე.
-მე.
-შენ?-წარბები ასწია,-როგორ,შენებური სიტკბოთი ხომ არ ელაპარაკე ან რამე?
-ოოო!-თვალები მობეზრებით გადავატრიალე.
-მართალი ხარ,-საჩვენებელი თითი ჰაერში ასწია,-კატოს შენი სიტყვები ფეხებზე ჰკიდია. შევცდი.
-შეეშინდა კიბეზე არ დაგორებულიყო ან ძაღლებს არ დაეგლიჯათ.-ბავშვის ყურებას თავი დავანებე და ნელი ნაბიჯებით გავემართე მეუღლისკენ.
-გააასაგებია.-შუბლზე მაკოცა,როდესაც გვერდით მივუჯექი და ხელები მკლავზე შემოვხვიე.
-დაელაპარაკეო,კახამ,-ცხვირი ავიბზუე,-უარი ვუთხარი.
-არ მჯერა!-ნიკოლოზის პირიდან სარკაზმი გადმოიღვარა,-დღეს აქაც მოხვედი. რას მივაწერო შენი ასეთი ემოციურობა,კეთილშობილება?
მხრები ავიჩეჩე და ნიკაპი მხარზე ჩამოვადე. მერე გამეცინა.
-ორსულად ვარ ალბათ.-თავი ოდნავ მოვაბრუნე,თავისუფლად ფხუკუნი რომ შემძლებოდა.
-ჰა-ჰა!-თვალები გადაატრიალა ნიკოლოზმა,თუმცა ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა.
-არადა სასაცილოა,-შევეკამათე ღიმილით,მაგრამ უცებ დავსერიოზულდი,სიცილის სურვილი ტუჩებზე დამაკვდა და წამებში ვიგრძენი თვალები როგორ ამიცრემლიანდა.-სატირალი რომ არ იყოს.
ოთახში ხმაურიანი სიჩუმე ჩამოვარდა,რომელსაც სიმშვიდეს მხოლოდ ნიკოლოზის სუნთქვა ანიჭებდა,რომელმაც ხელი ხელზე ძლიერად მომიჭირა და არ გამიშვა,სანამ მისმა სითბომ ჩემს გულამდე არ მოაღწია.
იცოდა.
იცოდა რომ სიცოცხლის ბოლომდე ორსულად ვიქნებოდი და სიცოცხლის ბოლომდე კიბეზე დავგორდებოდი.
-ჰმმ,-ჩაიბურტყუნა ბოლოს,-გოგო ჰყავს თუ ბიჭი?
-კატოს? მე რავიცი. ეგ კი არა,ანამაც არ იცოდა ორსულად რომ იყო სანამ ცუდად არ გახდა. კახას დაბ.დღეზე აპირებდნენ ყველასთვის თქმას თურმე.

-ეფექტის მოსახდენად.-წარბების თამაშით გამიღიმა ნიკოლოზმა.

-უფფ,ეფექტს მაშინ მოახდენენ ბავშვი ტონალურით და ქუსლიანებით რომ დაიბადება,ან - თუ ბიჭია,ეგოიზმით გატენილი ჯიბეებით.

-და შენი და ან ძმა რომ იქნება ეგ ქუსლიან-ეგოიზმიანი,თუ ხვდები?-ჩაიფხუკუნა.

-იყოს,რა.-ჩავიბუტბუტე.

მართალი იყო,სანამ არ მითხრა ამაზე ერთი წამითაც არ მიფიქრია.

რამდენიმე წუთის განმავლობაში კიდევ ვლაპარაკობდით,შემდეგ კი ნიკა „რაიმე სასუსნავის“ მოსატანად წავიდა.

მარტო დარჩენილმა მაშინვე მობილურს დავავლე ხელი,როგორც კი ვიბრაცია ვიგრძენი. სახელის დანახვაზე გავიღიმე და ეკრანს ცერა თითი გადავუსვი.
ჩემი მეგობარი რამდენიმე წამის განმავლობაში ენაჩავარდნილი დარჩა,როდესაც ყველაფერი მოვუყევი. ვერ ვიტყვი,რომ წინა ღამის გახსენება არ გამიჭირდა,თუმცა ნინოსგან არაფრის დამალვა არ მჩვევია. მადლობელი ვიყავი,რომ არსებობდა.
-ანუ როგორ ხასიათზე ხარ?-მკითხა ბოლოს მიუხედავად იმისა,რომ ერთმანეთი საუბრის დასაწყისში მოვიკითხეთ.
18 დეკემბერი იყო და იმიტომ.
არ ვიცი,საბედნიეროდ თუ საუბედუროდ,მაგრამ უკვე თითქმის მივიწყებული მქონდა დღევანდელი დღე.
-უარესადაც ვყოფილვარ.-გულწრფელად ვუპასუხე.
ლაპარაკი რომ დავასრულეთ,დროის გასაყვანად შემოსული და გასული ზარებისთვის თვალის გადავლება დავიწყე. თავდაპირველად ყურადღება არ მივაქციე,მაგრამ მესამედ რომ მოვკარი თვალი და თარიღს დავხედე,მივხვდი,გუშინ რატომ ვერ დავრეკე სასწრაფოში.
ნომერი არასწორად ამიკრეფია.
სამი ციფრი.
სამი.
ციფრი.
გამეცინა. მშრალად და უცნაურად.
შემდეგ ბავშვმა ჭუჭყუნი დაიწყო და სწრაფად წამოვდექი მის დასამშვიდებლად. ფრთხილად მივიხუტე მკერდზე,შუბლზე კოცნისგან თავი ვერ შევიკავე და თვალებდახუჭულმა ღრმად ჩავისუნთქე მისი სურნელი. მომეჩვენა,თითქოს ჩემს შინაგან სამყაროში რაღაცამ შვებით ამოისუნთქა,აქამდე შეუმჩნეველი კვანძი გაიხსნა და შემიყვარდა. რა? არ ვიცი.
-ძვირფასო!-კარი გაიღო და ნიკოლოზი შემოვიდა,-საყვარელო!
თვალები დავიწვრილე.
-აქ არ ჰქონდათ და დაგეზარა სხვაგან წასვლა?-გამოვიცანი.
დიდი ენთუზიაზმით დამიქნია თავი და სავარძლისკენ გაემართა.
-მოგიწევს ამისი ჭამა,-თავისი საყვარელი ორცხობილების შეკვრა წინ გამოსწია.
-შევჭამ კიდევაც. არადა როგორ მინდოდა კრუასანი,მაგრამ დაეზარა ბატონს!-თავი გავაქნიე.
-კრუასანს არ უნდოდი,მირიან.-ორცხობილა გემრიელად შეახრამუნა და თავისებური მზერით შეათვალიერა ჩემს მკლავებში მოქცეული პატარა.
***
საავადმყოფო საღამოს ათი საათისკენ დავტოვეთ. ბავშვს არ ეძინა,თბილი ყავისფერი თვალებით დაკვირვებით იყურებოდა სადღაც უსასრულობაში მიუხედავად იმისა,რომ ჯერ ვერაფერს ხედავდა.
არ ვიცი რატომ,როგორ,მაგრამ ორივემ მოვახერხეთ იმ დღეს საკუთარი თავების ხელში აყვანა. ალბათ ხელი ბავშვის გარემოცვაში ყოფნამაც შეგვიწყო.
-გინდა სახლში?-მკითხა ნიკამ,როდესაც ღვედს ვიკრავდი.
მინდოდა?
თვალებში შევხედე და ცხადად დავინახე,რომ უჭირდა.
უჭირდა იმიტომ,რომ ახალშობილის გარემოცვაში აღარ იყო და უფრო ცხადად,მწარედ,მთელი არსებით,თითოეული ამოსუნთქვით გრძნობდა დაკარგული შვილის ნაკლებობას,მონატრებას. ხმას არ იღებდა,მაგრამ მისი თვალები ყვიროდნენ,ღრიალებდნენ,ბრაზობდნენ. ითხოვდნენ შვილს,რომელიც დღეს ორი წლის უნდა გამხდარიყო,რომლის კისკისს,სირბილს,ხტუნვას,ყიჟინას უნდა მოეცვა ჩვენი სახლი და მანქანა,რომელშიც ვისხედით.
ცდილობდა არ შეემჩნია შვილის მოფერების სურვილს ატანილი ხელები,ცრემლებმოწყურებული თვალები,შვებამონატრებული გული და სიცარიელე,რომელსაც ორიოდე წლის გოგონას ფორმა ჰქონდა და მხოლოდ ის ამოავსებდა,გაამთელებდა,იპოვიდა სულს და იქ არსებულ იარებს მოეფერებოდა.
გრძნობდა,განიცდიდა ამ ყველაფერს,მაგრამ ტკივილს არ ჰყვებოდა,წინააღმდეგობას უწევდა და უმეტესწილად ამარცხებდა კიდევაც,იმიტომ რომ ძლიერი იყო.
ორი წლის განმავლობაში ორივემ ვისწავლეთ ცხოვრება. შეგუება. მხოლოდ ხანდახან გვძლევდა ხოლმე აგონია.
იმ დღეს რაც არ უნდა გვექნა,რომ გვეტირა,ყველაფერზე ბრაზი გადმოგვენთხია,სამყარო დაგვეწყევლა,ია ვერ დაბრუნდებოდა.
-შენებთან ავიდეთ თუ გინდა,-ვუთხარი,-სახლში რა უნდა გავაკეთოთ.
-რავიცი,მინდა? გუშინაც ვიყავი იქ. შენ გინდა?
-გუშინ?-გავიკვირვე,-როდის მოასწარი?
-მე და ირაკლი ავედით,სანამ „სხვა ქალი“ დაგვატყვევებდა.
-ოოო,ვერ მითხარი?! რამდენი ხანია არ ვყოფილვარ იქ.
-გაბრაზებული ვიყავი-მეთქი შენზე,ქალბატონო. და ეგ ჩემი ბრალი არაა.
-რა არაა შენი ბრალი?
-„რამდენი ხანია“ იქ რომ არ ყოფილხარ.-მანქანა დაიძრა.
-რას გეტყვი,იცი?!
-არა,-ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა,-და დარწმუნებული ვარ არც შენ არ იცი,ასე რომ...
-„დარწმუნებული ვარ არც შენ არ იცი,ასე რომ...“-დაჭმუჭნული სახით დავაჯავრე,რაზეც მხიარული ჩაცინვით გამომხედა.
ჩემი მანქანით მივდიოდით,ნიკოლოზი მეორე დღეს სმენაში იყო და თავისას მერე წამოიყვანდა.
ცხრასართულიანი კორპუსის ჩვენთვის სასურველ ბინაში შუქი ჯერ კიდევ ენთო,ნიკას მშობლები ადრე დაწოლას არ იყვნენ ჩვეულნი და ჩვენც თამამად შეგვეძლო ღამ-ღამობით მათთან მისვლა. თუმცა,არც წინააღმდეგ შემთხვევაში შეგვეშლებოდა სტუმრობაში ხელი. გიჟი,თავისუფალი ოჯახი იყო,სადაც სახე ღიმილისგან მტკივდებოდა ხოლმე. მიყვარდა ის ფაქტი,რომ საბოლოოდ ვერც იას სიკვდილმა დაამსხვრია მათი სულიერი სიმტკიცე,რომ ბეწვზე,მაგრამ მაინც გადარჩა ეს უკანასკნელი.
-რომელი ხართ?-შავ რკინის კარს მიღმა მოისმა ხმა.
მე და ნიკოლოზმა შეთანხმებულებივით შევხედეთ ერთმანეთს და ორივეს გაგვეღიმა - მისი და იყო.
-მე ვარ.-ოდნავ ხმამაღლა უპასუხა ნიკამ.
-ვინ „შენ“?-მოისმა მცირე პაუზის შემდეგ.
-მეეე,-თხასავით „წაიმღერა“ ჩემმა მეუღლემ.-„პირით ბალახი მომაქვს,ძუძუებით - რძე.“
-ნეტა სად გაქვს შენ ძუძუები!-კარი გაიღო და წარბაწეული,ოც წელს გადაცილებული გოგონას გამხდარი ფიგურა გამოჩნდა.
-აი,აქ!-მკერდზე ხელი სერიოზული სახით მიიდო ნიკოლოზმა,-გაჩვენო,გინდა?
-არა,გმადლობ.-ძმის ჩასახუტებლად მკლავები გაშალა თამუნამ,-შენს ცოლს აჩვენე.
-ნანახი აქვს ამას!
ხმამაღლა გამეცინა და სანამ ნიკა თავის დას ეხუტებოდა,იქვე მდგარ მომღიმარ დედამთილს გადავეხვიე.
-დედილო!-წამოიძახა ჩემმა მეუღლემ,როცა როლები გავცვალეთ.
-რამდენჯერ გითხარი,ნუ მეძახი მაგას!-დატუქსა დედამისმა,-ასე მგონია „დებილოს“ მეძახი,-მერე მე და თამუნას გამოგვხედა,რომელმაც ჩემი ქურთუკი საკიდზე ჩამოკიდა სანამ მე ფეხზე ვიხდიდი:-შეხედე რა,ორი „გაწლიკული“! საწუწნი კანფეტები! ისე ეტყობათ ძვლები სადაცაა კანი გაეჭრებათ და ნახავენ მერე! მაკარონებივით აქვთ ფეხები! ეს ხო,დებილია,მარა შენ მაინც რა დაგემართა,გოგო,-მე მომმართა,-ამდენი წელია გასუქებთ,გასუქებთ და არ სუქდები! ამდენი საჭმლის კეთება რისთვის იცი?!
-რა ვქნა,ვერ ვსუქდები!-გავიცინე და ფეხები თბილ ჩუსტებში გავყავი,-საბედნიეროდ.
-დაანებე თავი,დედილო,ჩემი საწუწნი კანფეტია ეს!-თვალი ჩამიკრა ნიკამ.
იდიოტი.
-ოჰო,ვინ მოსულა?!-შესძახა ამ დროს სააბაზანოდან გამოსულმა მამამთილმა.
მისალმების ცერემონიალის დასრულების შემდეგ ყველანი სასტუმრო ოთახში „შევლაგდით“,სადაც ტელევიზორი ყაყანებდა.
-ვაიმე!-შევძახე ჟურნალების მაგიდაზე ერთი ცალი კრუასანის დანახვისას.
-უიმეე!-ცხვირი აიბზუა ნიკოლოზმა.
-უი,გახსენებაზე!-თამუნამ მკლავზე ხელი ჩამავლო და სამზარეულოსკენ გამათრია,-ნახე,რა ვქენი!-თვალებგაბრწყინებულმა მიმითითა „ნაპოლეონის“ სამ ფირფიტაზე. სამივე დამწვრობებით იყო აჭრელებული.
კრუასანით გატენილი მქონდა პირი,ფხუკუნი რომ ამიტყდა და თამუნაც ამყვა.
-არაუშავს,-თქვა ბოლოს,-„ასჯერ გაზომე,ერთხელ გაჭერიო“,ხომ გაგიგია?
ის იყო,თავი უნდა დამექნია,რომ ნათქვამი კარგად გავიაზრე და წეღანდელზე უარესად ავხარხარდი.
-რა შუაში იყო!-თამუნაც მიხვდა და გადაიკისკისა.
-ტყუილად ვყრი შენი განათლებისთვის ფულს,გოგო?!-ეშმაკური მზერით გაიქნია თავი იმ დროს სამზარეულოში შემოსულმა მამამთილმა.
-ყოველთვის ვიცოდი,ნიჭიერი არაფერში რომ არ იყავი,-დაამატა კარში ატუზულმა ნიკოლოზმაც.
მიყვარდა ეს ოჯახი.
უსაფრთხო თავშესაფარი,სადაც 18 დეკემბერი ვერასდროს ვერ გვიპოვიდა მიუხედავად იმისა,რომ იქვე ცხოვრობდა.
უცებ ანა გამახსენდა,ჩემი პატარა და,რომელიც ალბათ კახას სახლის უღირსობით აყროლებულ კედლებს შესცქეროდა და საოცრად მომინდა,ჩავხუტებოდი,იქაურობისგან დამეცვა. მერე საბედნიეროდ ისიც გამახსენდა,რომ რამდენიმე დღით მეგობართან აპირებდა დარჩენას და დავმშვიდდი,რადგან სულიერად მარტო არ იქნებოდა.
***
თითქმის 12 საათი სრულდებოდა,ჟურნალების მაგიდაზე ნიკას მობილური რომ აბზუილდა.
-ბატონო,-არ დააყოვნა ყურმილის აღება.
ყველამ დავინახეთ,სახე როგორ შეეცვალა.
ვიღაცამ ტელევიზორი გამორთო.
***
-სადღაც ერთი საათის წინ მოიყვანა ორმა პოლიციელმა,სულ გაუბედურებულია,-ამბობდა მედდა,-წვრილ-წვრილი ჭრილობები აქვს,შუშა დაამსხვრია ეტყობა. ჩალურჯებებიც აქვს. უნდა მიმეხედა,მაგრამ არ დამანება,“წამართვეს ბავშვიო“,ბუტბუტებდა. არადა თვითონაც ბავშვია ჯერ,18 წლის ვერ იქნება. საწყალი გოგო. მერე...
-რა იცით,რომ დედამისია?-მოუთმენლად ჩაეკითხა ნიკოლოზი.
-ვვარაუდობთ. ემთხვევა. მერე შევიყვანთ და ვაჩვენებთ ბავშვს,იცნობს თუ მისია. ცოტა ხნით მეჭირა ხელში სანამ წამართმევდნენო. ისე ცუდად იყო,დამამშვიდებელი გავუკეთეთ და ჩაეძინა,მერე მივხედე ჭრილობებს. მანამდე მაინც მოასწრო თავისი ამბის მოყოლა ნაწყვეტ-ნაწყვეტ. მშობლებმა წაართვეს თურმე და არ ეუბნებოდნენ,სად წაიყვანეს. თავისი რომც აღმოჩნდეს,არ გაატანენ,არ ექნება მაგას ბავშვისთვის ხელსაყრელი პირობები. საწყალი გოგო,ჯერ არც კი იცის,ნაგავსაყრელში რომ გადაუგდეს შვილი.
მე ხმას ვერ ვიღებდი. მციოდა.
ის ერთ საათი,რომელიც გოგონას გაღვიძების ლოდინში გავატარეთ,თითქმის იმ ორი წელივით მძიმე იყო. არაფრის დიდებით არ მტოვებდა შეგრძნება,რომ კიდევ ერთხელ მართმევდნენ. ხელებიდან,გულიდან,სულიდან მგლეჯდნენ. მტკენდნენ. ყინულის ყვავილებში ცოცხლად მმარხავდნენ.
ჟღალთმიან პატარას ვიკრავდი გულში და ვცდილობდი,მისი გულისთვის მაინც დავმშვიდებულიყავი,რადგან თითქოს მასზე ოთახში გამეფებული აურა მოქმედებდა,ხშირად წამოიტირებდა ხოლმე.
ნიკოლოზი გარეთ იყო.
გული მქონდა აჩქარებული.
ნიკოლოზსაც.
ტირილი მინდოდა.
ნიკოლოზსაც.
მტკიოდა.
ნიკოლოზსაც.
კარი გაიღო.
ნიკოლოზი შემოვიდა.
თვალებით მომეფერა.
მის ზურგს უკან მუცელგამობერილი პოლიციელი გამოჩნდა. ხელი ახალგზარდა გოგონას მკლავზე ჰქონდა მსუბუქად ჩაკიდებული,რომელიც მაშინვე გაუშვა,როგორც კი ეს უკანასკნელი ზღუბლს გადმოსცდა,თუმცა გვერდიდან ბავშვის უსაფრთხოების მიზნით არ შორდებოდა.
ოთახში არსებულმა ჰაერმა ღია კარით ისარგებლა და იქაურობა დატოვა.
გოგონას ცეცხლიფერი თმა ჰქონდა.
დაღლილი სახე.
„სად არის?!“
სადღაც,ჩემს გონებაში შემონახულ წარსულში შუშის მიღმა ახალგაზრდა ქალის თვალებგაფართოებული,გადაღლილი,ცრემლით დასიებული სახე გამოჩნდა. გაშლილი ხელისგული ხმაურიანად მიადო სქელ მინას,მეორეთი კი სახელურს დაეჯაჯგურა,რომელიც ნიკას უკვე ჩამოეწია. კარი ოდნავ გაღებული დაიგულა თუ არა,ისე შემოვარდა შიგნით რომ სიჩქარეში მხარიც კი გამკრა,მაგრამ ბოდიშის მოსახდელად არ შეჩერებულა.
-სად არის?!-გავიგონე როგორ ჰკითხა ვიღაცას. გამყიდველს. ქალს,რომელიც სამწუხაროდ დედა იყო მისი.
„სად არის?!“
აქ არის.
აქ არის და მძიმე ნაბიჯებით უახლოვდება დედამისი,17 წლის გოგონა,მსხვერპლი გაუპატიურების,ძალადობის,არაადამიანი მშობლების,ცხოვრების.
გოგონა,რომელსაც შვილის სასიკვდილოდ გაწირვაში ვადანაშაულებდი,რომელიც მძულდა,რომელსაც ვწყევლიდი,სანამ შევხვდებოდი. სანამ თვალებში შევხედავდი.
დედა,რომელმაც თავის შვილს აკანკალებული ხელები მიუახლოვა,მაგრამ უცებ გაშეშდა,თითქოს მათზე ჩვენთვის უხილავი ჭუჭყი დაინახა.
შემეცოდა.
როგორ შეუძლიათ მშობლებს ჩვენი სულიერი ბედნიერების მოკვლა?
და როგორ შეუძლიათ ასეთ პატარა არსებებს ჩვენი განადგურება?
-გაუფრთხილდები?-აწყლიანებული თვალები მომანათა ბოლოს,-ხომ გაუფრთხილდები?
აზროვნების უნარი დამეკარგა.
მე?
***
მარმარილოს ქვასთან,მიწაზე სამი ცალი წითელი კვერცხი იდო,მათ გვერდით - ორი ცალი პატარა პასკა. ცალ ხელში სანთელი მეჭირა,რომლის ალს ნიავი მოუსვენრად ათამაშებდა,მეორე ხელით კი მიწას ვეფერებოდი.
იქ მწოლიარეს ყველაფერი მოვუყევი. ბოდიში მოვუხადე. ვუთხარი რომ მენატრებოდა,მჭირდებოდა,მიყვარდა,მაგრამ პასუხი არ გაუცია.
ვერ გამცა.
იქნებ მიწის სქელმა ფენამ ჩაახშო მისი ხმა?
ჩემმა თვალებაწყლიანებულმა მეუღლემ ღვინის ჭიქა მოიყუდა,მოსვა,დანარჩენი კი საფლავზე მოასხა.
იასთან ვიყავით. ვტიროდით. ია ჩვენთან იყო.
უკან არ მიმიხედავს მაგრამ ვიცოდი,შორიახლოს ოჯახის წევრები იდგნენ.
ვიცოდი ისიც,რომ ოთხივე ერთნაირი,მოწყენილი სიყვარულით შესქეროდა ხან მათთვის უჩინარი ყინულის ყვავილებით დამშვენებულ საფლავს,ხან ნიკოლოზს,ხან - მე.
მიყურებდნენ,ვიცოდი,მაგრამ ყველაზე ღრმად ორ მზერას ვგრძნობდი. ორივე ნიკოლოზის მხრიდან მოდიოდა. ერთი სასიამოვნოდ მძიმე იყო,სიყვარულჩამდგარი. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში სწორედ ამ მზერით ვსუნთქავდი. მეორე - სასიამოვნოდ მსუბუქი,ბავშვურ,გულუბრყვილო სიყვარულჩამდგარი და თაფლისფერი. ამ მზერამ თითოეულ ჩვენგანს ახალი სიცოცხლე ჩაჰბერა ფილტვებში.
ნაგვის ურნაში აღმოჩენილ ბავშვთან მხოლოდ სამი დღე გავატარე: 18 დეკემბერი,19 დეკემბერი და 20 დეკემბერი. შემდეგ ის ჩემი შვილი გახდა.
______________
ვაიმე! :D არ მჯერა. ძლივს დავასრულე. ეს პირველი ისტორიაა,რომელიც ბოლომდე მივიყვანე. :D
უღრმესი მადლობა,რომ წაიკითხეთ! <3
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მარიამს (lullaby),რომლის წერილები რომ არა,მე ამას ვერ დავასრულებდი. უღრმესი მადლობა შენ! <3 ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის შენი მხარდაჭერა,რომელსაც არ მაკლებდი მაშინაც კი,როცა უნამუსო „უმუზობას“ განვიცდიდი.
არ ვიცი,ალბათ იმედები გაგიცრუე,მაგრამ რაც არის,არის. :D <3



№1  offline წევრი beshqen

კარგი ხარ...

 


№2  offline წევრი PARVENU

Gamatbo!!!
--------------------
Parvenu

 


№3  offline წევრი kaxelii

Ar vici ra vtqva , dzalian dzalian momewona.

 


№4 სტუმარი ემი

ემოციური იყო....თბილი.... სევდიანი... და იმედიანი....

ello1997
Gamatbo!!!


ელოო, შენი მეტიჩარა მოგვენატრაა winked

 


№5  offline წევრი Ignifex

უღრმესი მადლობა თქვენ <3 ❤ მე თქვენ გამათბეთ <3

 


№6  offline წევრი du-da

დიდი ხანია აქ ვკითხულობ ჩანახატებს.მაგრამ ეს საუკეთესოა.კარგად მოიტანე მკითხველამდე ამ ქალის ტრაგედია.ყოჩაღ

 


№7  offline წევრი zak

ძალიან,ძალიან,ძალიან მომეწონა...საოცრად ემოციური ისტორია იყო,საინტერესო და მართლაც რომ დიდებული ფინალი ჰქონდა.თავიდანვე საოცრად შემითყუა და კითხვას თავი მანამ ვერ მივანებე სანამ არ ჩავამთავრე...სხვა რა მეთქმის,მართლა ძალიან მომეწონა...წარმატებები love

 


№8  offline წევრი Pepper

ემოციებით ავივსე
სევდიანი იყო
აქა იქ ხუმრობაც ერია
სითბოც იყო
დასასრულმა სულ გამათბოო
ვისიამოვნე ძალიან <3

 


№9  offline წევრი Nate

კარგია ძალიან

 


№10  offline წევრი tatalia

სწრაფად რატომ დაასრულე ??? :((( ძალიან ლამაზი იყოო♥♥

 


№11  offline წევრი Ignifex

ვაიმე უღრმესი მადლობა ყველას! მადლობის მეტი არაფერი მეთქმის,როგორ გამახარეთ <3 <3 მართლა არ მოველოდი <3<3
tatalia
სწრაფად რატომ დაასრულე ??? :((( ძალიან ლამაზი იყოო♥♥

მადლობა კიდევ ერთხელ <3 და აღარ შემეძლო უკვე,უნდა დამესრულებინა:D უმუზობის გამო :D არც ის მინდოდა რომ ძალიან გამეწელა :D <3
კიდევ ერთხელ უზარმაზარი მადლობა თითოეულ თქვენგანს! <3
du-da საუკეთესოაო რომ დამიწერე შემრცხვა,იმიტომ რომ ბევრი საოცარი ისტორია დევს აქ რომელთაც მე პირადად თამამად ვუწოდებ საუკეთესოს და დიდი მადლობა რომ ეს მიგაჩნია :D მოულოდნელი იყო ნამდვილად:D <3
აი,კიდევ ერთხელ ჩასუქებული მადლობა თქვენ! <3

 


№12  offline წევრი beshqen

იმდენი სისულელეები იწერება,ისეთი ბანალური ისტორიები,სულ გადამღერებული,ერთმანეთის მსგავსი და ძალიან პრიმიტიული როგორც სიუჟეტით,ისე წერის მანერით,ვერც იგებ რისი თქმა უნდათ,იშვიათად რომ მართლა ნორმალური ვნახო,ეს ერთერთი იმ უიშვიათესთაგანია..წარმატებებს გისურვებ,გააგრძელე წერა და არ დაემსგავსო უმრავლესობას,მართლა კარგი ხარ

 


№13  offline წევრი Ignifex

beshqen
იმდენი სისულელეები იწერება,ისეთი ბანალური ისტორიები,სულ გადამღერებული,ერთმანეთის მსგავსი და ძალიან პრიმიტიული როგორც სიუჟეტით,ისე წერის მანერით,ვერც იგებ რისი თქმა უნდათ,იშვიათად რომ მართლა ნორმალური ვნახო,ეს ერთერთი იმ უიშვიათესთაგანია..წარმატებებს გისურვებ,გააგრძელე წერა და არ დაემსგავსო უმრავლესობას,მართლა კარგი ხარ

ვფიქრობ რა გითხრა და ვერ მომიფიქრებია :D მართლა არ მოველოდი და მართლა ძალიან ბევრს ნიშნავს ეგ სიტყვები ჩემთვის. უღრმესი მადლობა <3 სიტყვები არ მყოფნის:დდ მადლობა <3

 


№14  offline წევრი მარეამო

როგორი ემოციური და კარგი იყო

 


№15  offline წევრი Ignifex

მარეამო
როგორი ემოციური და კარგი იყო

მადლობა დიდი <3 ❤

 


№16  offline ახალბედა მწერალი lullaby

ქეთი...
არ ვიცი შენ რა გითხრა. ის რამდენიმე თავი მიყვარდა რაც წაკითხული მქონდა და ახლა უკვე ეს ერთიანობა მიყვარს.
არაფერი ზედმეტი, სუფთა, საოცარი ლექსიკა, თემაზე და მის გადმოცემაზე ხომ აღარ ვლაპარაკობ. ეს ყველაფერი რომ დაწერო, საჭიროა მინიმუმ განიცადო " მირიანის " მდგომარეობდა. შენ კი, არ ვიცი შენ აქ რა მოახდინე.
კითხვისას დავიღალე იცი როგორ? გამუდმებით ყელში რაღაც მიჭერდა, მერე მეშვებოდა, მერე ისევ მიჭერდა და ისევ მეშვებოდა. მოვრჩი და ამოვისუნთქე.
ვიცოდი თავიდანვე, რომ იმ გოგოს მარკეტში პირდაპირი კავშირი ჰქონდა ამ პაწუკა თაფლისფერთვალებასთან, მაგრამ ნამდვილად არ ველოდი, რომ მირას დაუტოვებდა.
ბოლოში ისეთი შვება იგრძნობა პერსონაჟების, რომ ღიმილი ვერ შევიკავე.
პ.ს.ზე გამეცინა და რის მადლობა ჩემო გოგო. არ მომბეზრდება შენთვის იმის თქმა, რომ წერა შენი საქმეა. ერთია, რომ ამ მხრივ ზარმაცობ ( რაღაც მხრივ მესმის შენი ). უბრალოდ ასე ნუღარ დაიკარგები და გულს ნუ გამიხეთქავ. ნუ შემატოვებ გაწყვეტილ ნაწერს, თორემ ამიერიდან ჩემ თავზე პასუხს აღარ ვაგებ ( ქილერისსმაილი).

შესანიშნავი იყო.
დროულად დამთავრდა.
ვისიამოვნე ამ ნაწერის სიძლიერით.
შენ კი ბევრ მუზებს გისურვებ.
იუმორი კარგად გიჭრის როგორც ჩანს და აწი ცოტა სხვა ხასიათის ნაწერს ველი შენგან.

ღმერთო უკვე კომენტარის გაგზავნას ვაწვებოდი და გამახსენდა, რომ ნიკა არ მიხსენებია. პერსონაჟი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. კეთილი, თბილი, გამგები, მგრძნობიარე და საოცრად მიმზიდველი. ხო, მისი გარეგნობა არ აღგიწერია, მაგრამ შენ არ იცი, რომ მე დეტალების ჭია ვარ. საოცრად ვარ მისით მოხიბლული. მირა მის გვერდით უბედნიერესი იქნება აქაც და რეალურად რომ არსებობდნენ ხომ საერთოდ.

ამხელა კომენტარი არასდროს დამიტოვებია. მოგაწყინე ალბათ და გავიქეცი.

პ.ს. აქ ვარ და თვალს გადევნებ იცოდე. დაიწყე რამის წერა :დდ

 


№17  offline წევრი Ignifex

lullaby
ქეთი...
არ ვიცი შენ რა გითხრა. ის რამდენიმე თავი მიყვარდა რაც წაკითხული მქონდა და ახლა უკვე ეს ერთიანობა მიყვარს.
არაფერი ზედმეტი, სუფთა, საოცარი ლექსიკა, თემაზე და მის გადმოცემაზე ხომ აღარ ვლაპარაკობ. ეს ყველაფერი რომ დაწერო, საჭიროა მინიმუმ განიცადო " მირიანის " მდგომარეობდა. შენ კი, არ ვიცი შენ აქ რა მოახდინე.
კითხვისას დავიღალე იცი როგორ? გამუდმებით ყელში რაღაც მიჭერდა, მერე მეშვებოდა, მერე ისევ მიჭერდა და ისევ მეშვებოდა. მოვრჩი და ამოვისუნთქე.
ვიცოდი თავიდანვე, რომ იმ გოგოს მარკეტში პირდაპირი კავშირი ჰქონდა ამ პაწუკა თაფლისფერთვალებასთან, მაგრამ ნამდვილად არ ველოდი, რომ მირას დაუტოვებდა.
ბოლოში ისეთი შვება იგრძნობა პერსონაჟების, რომ ღიმილი ვერ შევიკავე.
პ.ს.ზე გამეცინა და რის მადლობა ჩემო გოგო. არ მომბეზრდება შენთვის იმის თქმა, რომ წერა შენი საქმეა. ერთია, რომ ამ მხრივ ზარმაცობ ( რაღაც მხრივ მესმის შენი ). უბრალოდ ასე ნუღარ დაიკარგები და გულს ნუ გამიხეთქავ. ნუ შემატოვებ გაწყვეტილ ნაწერს, თორემ ამიერიდან ჩემ თავზე პასუხს აღარ ვაგებ ( ქილერისსმაილი).

შესანიშნავი იყო.
დროულად დამთავრდა.
ვისიამოვნე ამ ნაწერის სიძლიერით.
შენ კი ბევრ მუზებს გისურვებ.
იუმორი კარგად გიჭრის როგორც ჩანს და აწი ცოტა სხვა ხასიათის ნაწერს ველი შენგან.

ღმერთო უკვე კომენტარის გაგზავნას ვაწვებოდი და გამახსენდა, რომ ნიკა არ მიხსენებია. პერსონაჟი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. კეთილი, თბილი, გამგები, მგრძნობიარე და საოცრად მიმზიდველი. ხო, მისი გარეგნობა არ აღგიწერია, მაგრამ შენ არ იცი, რომ მე დეტალების ჭია ვარ. საოცრად ვარ მისით მოხიბლული. მირა მის გვერდით უბედნიერესი იქნება აქაც და რეალურად რომ არსებობდნენ ხომ საერთოდ.

ამხელა კომენტარი არასდროს დამიტოვებია. მოგაწყინე ალბათ და გავიქეცი.

პ.ს. აქ ვარ და თვალს გადევნებ იცოდე. დაიწყე რამის წერა :დდ

გამოვშტერდი :D ერთად ვკითხულობდით შენს კომენტარს მე და ჩემი მუცელში ჩავარდნილი ენა:D რა გითხრა და როგორ გადაგიხადო მადლობა? მომაწყინე კი არა დღის განწყობა შემიქმენი. არ ვიცი,მადლობა,მადლობა,მადლობა და მადლობა :D იმდენ ხანს გალოდინე,არ გამიკვირდებოდა რომ არ წაგეკითხა და ამისთვისაც მადლობა. ამ მსუქანი კომენტარისთვისაც ცალკე მადლობა :D <3 გამახარე.
ღმერთმა ყველა დაგვიფაროს "მირიანის" მდგომარეობის განცდისგან.
მიხარია რომ მოვიდა შენამდე მირანდას გრძნობები,რომ შევძელი <3
დეტალების ჭია რომ ხარ შენს ნაწერს ეტყობა,ისე კარგაფ და დაწვრილებით გაქვს ხოლმე აღწერილი ყველაფერი :დდდ ამიერიდან აღვწერ პერსონაჟებს:დდდ
მადლობა კიდევ ყველაფრისთვის <3
აუცილებლად დავიწყებ წერას მაგრამ სანამ რამდენიმე თავი არ მექნება მზად არ დავდებ,თორემ ჩემი ამბავი რომ ვიცი:დდ ზარმაცი ვარ მართლაც:დდ
აღარ ვიცი რა გითხრა,გაიხარე <3

 


№18  offline ახალბედა მწერალი lullaby

Ignifex
lullaby
ქეთი...
არ ვიცი შენ რა გითხრა. ის რამდენიმე თავი მიყვარდა რაც წაკითხული მქონდა და ახლა უკვე ეს ერთიანობა მიყვარს.
არაფერი ზედმეტი, სუფთა, საოცარი ლექსიკა, თემაზე და მის გადმოცემაზე ხომ აღარ ვლაპარაკობ. ეს ყველაფერი რომ დაწერო, საჭიროა მინიმუმ განიცადო " მირიანის " მდგომარეობდა. შენ კი, არ ვიცი შენ აქ რა მოახდინე.
კითხვისას დავიღალე იცი როგორ? გამუდმებით ყელში რაღაც მიჭერდა, მერე მეშვებოდა, მერე ისევ მიჭერდა და ისევ მეშვებოდა. მოვრჩი და ამოვისუნთქე.
ვიცოდი თავიდანვე, რომ იმ გოგოს მარკეტში პირდაპირი კავშირი ჰქონდა ამ პაწუკა თაფლისფერთვალებასთან, მაგრამ ნამდვილად არ ველოდი, რომ მირას დაუტოვებდა.
ბოლოში ისეთი შვება იგრძნობა პერსონაჟების, რომ ღიმილი ვერ შევიკავე.
პ.ს.ზე გამეცინა და რის მადლობა ჩემო გოგო. არ მომბეზრდება შენთვის იმის თქმა, რომ წერა შენი საქმეა. ერთია, რომ ამ მხრივ ზარმაცობ ( რაღაც მხრივ მესმის შენი ). უბრალოდ ასე ნუღარ დაიკარგები და გულს ნუ გამიხეთქავ. ნუ შემატოვებ გაწყვეტილ ნაწერს, თორემ ამიერიდან ჩემ თავზე პასუხს აღარ ვაგებ ( ქილერისსმაილი).

შესანიშნავი იყო.
დროულად დამთავრდა.
ვისიამოვნე ამ ნაწერის სიძლიერით.
შენ კი ბევრ მუზებს გისურვებ.
იუმორი კარგად გიჭრის როგორც ჩანს და აწი ცოტა სხვა ხასიათის ნაწერს ველი შენგან.

ღმერთო უკვე კომენტარის გაგზავნას ვაწვებოდი და გამახსენდა, რომ ნიკა არ მიხსენებია. პერსონაჟი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. კეთილი, თბილი, გამგები, მგრძნობიარე და საოცრად მიმზიდველი. ხო, მისი გარეგნობა არ აღგიწერია, მაგრამ შენ არ იცი, რომ მე დეტალების ჭია ვარ. საოცრად ვარ მისით მოხიბლული. მირა მის გვერდით უბედნიერესი იქნება აქაც და რეალურად რომ არსებობდნენ ხომ საერთოდ.

ამხელა კომენტარი არასდროს დამიტოვებია. მოგაწყინე ალბათ და გავიქეცი.

პ.ს. აქ ვარ და თვალს გადევნებ იცოდე. დაიწყე რამის წერა :დდ

გამოვშტერდი :D ერთად ვკითხულობდით შენს კომენტარს მე და ჩემი მუცელში ჩავარდნილი ენა:D რა გითხრა და როგორ გადაგიხადო მადლობა? მომაწყინე კი არა დღის განწყობა შემიქმენი. არ ვიცი,მადლობა,მადლობა,მადლობა და მადლობა :D იმდენ ხანს გალოდინე,არ გამიკვირდებოდა რომ არ წაგეკითხა და ამისთვისაც მადლობა. ამ მსუქანი კომენტარისთვისაც ცალკე მადლობა :D <3 გამახარე.
ღმერთმა ყველა დაგვიფაროს "მირიანის" მდგომარეობის განცდისგან.
მიხარია რომ მოვიდა შენამდე მირანდას გრძნობები,რომ შევძელი <3
დეტალების ჭია რომ ხარ შენს ნაწერს ეტყობა,ისე კარგაფ და დაწვრილებით გაქვს ხოლმე აღწერილი ყველაფერი :დდდ ამიერიდან აღვწერ პერსონაჟებს:დდდ
მადლობა კიდევ ყველაფრისთვის <3
აუცილებლად დავიწყებ წერას მაგრამ სანამ რამდენიმე თავი არ მექნება მზად არ დავდებ,თორემ ჩემი ამბავი რომ ვიცი:დდ ზარმაცი ვარ მართლაც:დდ
აღარ ვიცი რა გითხრა,გაიხარე <3


არაფრის თქმა არაა საჭირო. <3
ამის მერე აღწერ კი არა, როგორც საჭიროდ ჩათვლი ისე იზამ.
პ.ს. ტელეთი ვარ და მეჩვენება თუ შენს პროფილზე " სტატუსი თავისუფალი " და დანილაა? :დდ

 


№19  offline წევრი Ignifex

lullaby
Ignifex
lullaby
ქეთი...
არ ვიცი შენ რა გითხრა. ის რამდენიმე თავი მიყვარდა რაც წაკითხული მქონდა და ახლა უკვე ეს ერთიანობა მიყვარს.
არაფერი ზედმეტი, სუფთა, საოცარი ლექსიკა, თემაზე და მის გადმოცემაზე ხომ აღარ ვლაპარაკობ. ეს ყველაფერი რომ დაწერო, საჭიროა მინიმუმ განიცადო " მირიანის " მდგომარეობდა. შენ კი, არ ვიცი შენ აქ რა მოახდინე.
კითხვისას დავიღალე იცი როგორ? გამუდმებით ყელში რაღაც მიჭერდა, მერე მეშვებოდა, მერე ისევ მიჭერდა და ისევ მეშვებოდა. მოვრჩი და ამოვისუნთქე.
ვიცოდი თავიდანვე, რომ იმ გოგოს მარკეტში პირდაპირი კავშირი ჰქონდა ამ პაწუკა თაფლისფერთვალებასთან, მაგრამ ნამდვილად არ ველოდი, რომ მირას დაუტოვებდა.
ბოლოში ისეთი შვება იგრძნობა პერსონაჟების, რომ ღიმილი ვერ შევიკავე.
პ.ს.ზე გამეცინა და რის მადლობა ჩემო გოგო. არ მომბეზრდება შენთვის იმის თქმა, რომ წერა შენი საქმეა. ერთია, რომ ამ მხრივ ზარმაცობ ( რაღაც მხრივ მესმის შენი ). უბრალოდ ასე ნუღარ დაიკარგები და გულს ნუ გამიხეთქავ. ნუ შემატოვებ გაწყვეტილ ნაწერს, თორემ ამიერიდან ჩემ თავზე პასუხს აღარ ვაგებ ( ქილერისსმაილი).

შესანიშნავი იყო.
დროულად დამთავრდა.
ვისიამოვნე ამ ნაწერის სიძლიერით.
შენ კი ბევრ მუზებს გისურვებ.
იუმორი კარგად გიჭრის როგორც ჩანს და აწი ცოტა სხვა ხასიათის ნაწერს ველი შენგან.

ღმერთო უკვე კომენტარის გაგზავნას ვაწვებოდი და გამახსენდა, რომ ნიკა არ მიხსენებია. პერსონაჟი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. კეთილი, თბილი, გამგები, მგრძნობიარე და საოცრად მიმზიდველი. ხო, მისი გარეგნობა არ აღგიწერია, მაგრამ შენ არ იცი, რომ მე დეტალების ჭია ვარ. საოცრად ვარ მისით მოხიბლული. მირა მის გვერდით უბედნიერესი იქნება აქაც და რეალურად რომ არსებობდნენ ხომ საერთოდ.

ამხელა კომენტარი არასდროს დამიტოვებია. მოგაწყინე ალბათ და გავიქეცი.

პ.ს. აქ ვარ და თვალს გადევნებ იცოდე. დაიწყე რამის წერა :დდ

გამოვშტერდი :D ერთად ვკითხულობდით შენს კომენტარს მე და ჩემი მუცელში ჩავარდნილი ენა:D რა გითხრა და როგორ გადაგიხადო მადლობა? მომაწყინე კი არა დღის განწყობა შემიქმენი. არ ვიცი,მადლობა,მადლობა,მადლობა და მადლობა :D იმდენ ხანს გალოდინე,არ გამიკვირდებოდა რომ არ წაგეკითხა და ამისთვისაც მადლობა. ამ მსუქანი კომენტარისთვისაც ცალკე მადლობა :D <3 გამახარე.
ღმერთმა ყველა დაგვიფაროს "მირიანის" მდგომარეობის განცდისგან.
მიხარია რომ მოვიდა შენამდე მირანდას გრძნობები,რომ შევძელი <3
დეტალების ჭია რომ ხარ შენს ნაწერს ეტყობა,ისე კარგაფ და დაწვრილებით გაქვს ხოლმე აღწერილი ყველაფერი :დდდ ამიერიდან აღვწერ პერსონაჟებს:დდდ
მადლობა კიდევ ყველაფრისთვის <3
აუცილებლად დავიწყებ წერას მაგრამ სანამ რამდენიმე თავი არ მექნება მზად არ დავდებ,თორემ ჩემი ამბავი რომ ვიცი:დდ ზარმაცი ვარ მართლაც:დდ
აღარ ვიცი რა გითხრა,გაიხარე <3


არაფრის თქმა არაა საჭირო. <3
ამის მერე აღწერ კი არა, როგორც საჭიროდ ჩათვლი ისე იზამ.
პ.ს. ტელეთი ვარ და მეჩვენება თუ შენს პროფილზე " სტატუსი თავისუფალი " და დანილაა? :დდ

აღვწერ კაცო,როცა საჭიროება მოითხოვს მოთხრობაში:DDD არ გეჩვენება,ჩემი გემრიელ თვალებიან-ღიმილიანი შოკოლადია :DDD მოგწონს დანილა? ^^ ფილმი მომეწონასავით,გამიხარდა დასასრული:DD

 


№20  offline წევრი enana

Sascaulad kargad gadmocemuli gancdebi, romlis tanamoziareni mkitxvelnic gavxdit. Mirandastan da nikastan ertad gaviare titqos is tkivili da bolos vigrzeni I'm bavshvis tbili sxeulic da gamoxedvac....tan patarebze mapanateebs... Sayvarlebii. Gansxvavebuli iyo chemtvis namdvilad... :) mpmewona dzalian

 


№21  offline წევრი Ignifex

enana
Sascaulad kargad gadmocemuli gancdebi, romlis tanamoziareni mkitxvelnic gavxdit. Mirandastan da nikastan ertad gaviare titqos is tkivili da bolos vigrzeni I'm bavshvis tbili sxeulic da gamoxedvac....tan patarebze mapanateebs... Sayvarlebii. Gansxvavebuli iyo chemtvis namdvilad... :) mpmewona dzalian

მადლობა,მადლობა,მადლობა! <3 არ ვიცი რა გითხრა,გამაჩუმე:დდდ <3

 


№22  offline წევრი Barbare ❤

გასაოცარი იყო ❤ დიდი ხანია არ წამიკითხავს ასეთი სრულყოფილი ისტორია ❤ წარმატებები❤ შენ მე გამათბე და ამავსე სიყვარულით ❤ ნიკას და მირას სიყვარული იყო გასაოცარი, თითქოს დიდ სხივს ატარებდნენ და ათბობდნენ როგორც ისტორიას ასევე მკითხველს.. ❤ დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის ❤

 


№23  offline წევრი TamoTi

ძალიან მაგარი იყოო❤️❤️ემოციებით სავსე დალაგებული და ძალიან კარგად საკითხავი❤️❤️ძალინა მიხარია რომ ასეთი საოცრება ვიპოვე

 


№24  offline წევრი Ignifex

Barbare ❤
გასაოცარი იყო ❤ დიდი ხანია არ წამიკითხავს ასეთი სრულყოფილი ისტორია ❤ წარმატებები❤ შენ მე გამათბე და ამავსე სიყვარულით ❤ ნიკას და მირას სიყვარული იყო გასაოცარი, თითქოს დიდ სხივს ატარებდნენ და ათბობდნენ როგორც ისტორიას ასევე მკითხველს.. ❤ დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის ❤

Tamuna Gogaladze
ძალიან მაგარი იყოო❤️❤️ემოციებით სავსე დალაგებული და ძალიან კარგად საკითხავი❤️❤️ძალინა მიხარია რომ ასეთი საოცრება ვიპოვე

ვაიმე, არც მეგონა ვინმე კიდევ თუ წაიკითხავდა ან თუ ახსოვდა ვინმეს ეს მოთხრობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ორივეს, იმხელა სიხარულს და ბედნიერებას ივწვევს თქვენი ასეთი შეფასება ჩემში რომ მართლა მეფანტება აზრები და არ ვიცი, როგორ გამოვხატო მადლიერება. ძალიან გამახარეთ, უღრმესი მადლობა თქვენ! ❤️

 


№25 სტუმარი მთვარო სვანი

რამდენი მატირე ???????????? ისეთი ემოციურია ასე მეგონა იქ ვიყავი მათთან ერთად.ისე განვიცადე გული გამისკდა ლამის.ყოჩაღ ძალიან კარგი იყო

 


№26  offline წევრი ენნე

რა კარგი და აზრიანი გოგო ხარ❤️
ძალიან მომეწონა, ღრმა ისტორია იყო თავისი სევდით, სიყვარულით, სარკაზმით❤️❤️❤️
სწორედ lullaby-რჩევით წავიკითხე მეც, ასე რომ მისთვის იმედი არ გაგიცრუებია გამოდის❤️
ძალიან მომეწონე, ყოჩაღ

 


№27 სტუმარი სტუმარი ხათუნა

განსხვავებული ისტორიაა. ძალიან ადამიანური,ძალიან დედაშვილური. ატომური ბომბის აფეთქებისას გამოყოფილ სითბოზე და ენერგიაზე მეტია - რასაც ეს ისტორია ასხივებს. მადლობა ავტორს

 


№28 სტუმარი ეკა 5

შეუდარებლად გადმოცემული ემოციები, ბრძოლა საკუთარ თავთან და საყვარელი ადამიანის გვერდით დგომა, უბრალოდ და ლამაზად დაწერილი. კარგი იყო, ძალიან კარგი ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent