შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საზამთროს მურაბა (სრულად)


20-04-2016, 16:57
ავტორი ფორთოხალი
ნანახია 29 660

- მიჩალიჩებენ? მიჩალიჩებენ, უეჭველი! - ბოლთას ვცემდი ჩემს საძინებელში. ელენე შესაშური სიმშვიდით მისმენდა, - რაღა მაინცდამაინც 24-ე?! რაღა მაინცდამაინც ჩემი სკოლა ამოარჩიეს, ა?
- კარგი, რა, გვანცა. რა მოხდა, შენი სკოლაა. როგორც მინიმუმ, ის მაინც იცი, სად უნდა მიხვიდე. აბა რო გაეშვი ახლა სადღაც ვარკეთილის სკოლაში, უკეთესი იქნებოდა?
- შე სნობო..
- სნობი რა შუაშია, იმსიშორეს სიარულს, ქალაქში მაინც ივლი.
- ჰო, კარგი. სხვა გზა მაინც არ მაქვს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი და მაშინ ჩემს დავალებას წარმოადგენდა თბილისის რამდენიმე სკოლის დამამთავრებელ კლასებს შევხვედროდი და მათთვის ფაკულტეტი გამეცნო. მე და ქეთის რომ სხვა სკოლებთან ერთად, 24-ე სკოლაც შეგვხვდა, ეს აბსოლუტური შემთხვევითობა იყო, მაგრამ მაინც ხან ზეციურ ძალებს ვაბრალებდი ამ ამბავს, ხანაც - მიწიერს.
ასე იყო თუ ისე, ფაქტის წინაშე ვიდექი: ორშაბათს სკოლაში უნდა მივსულიყავი. იქამდე რაღაცნაირად თავი დავიმშივდე. სინამდვილეში, არაფერი ასეთი საპანიკო არ ყოფილა. რა დამემართა, თვითონაც არ ვიცი.
სკოლაში შესულს პირველი რაც თვალში მომხვდა, სიმპათიური ბიჭების სიმრავლე იყო. „ჩემს დროს ხო დადიოდნენ „უროდები“ სამაგიეროდ“ - გავიფიქრე და კიბეს ავხედე. გამეღიმა. მაშინ გავაცნობიერე, რომ გაზრდილი ვიყავი.
პირველ რიგში, დირექციასთან უნდა გაგვერკვია ყველაფერი. ნებართვა იყო საჭირო კლასებში სასწავლო პროცესისას შესვლისათვის. მეორე სართულზე ავედით თუ არა, დერეფნის ბოლოში ჩემი და დავინახე. „ანანო! ანა!“ დავიწყე ძახილი და ორ ბიჭს შუაში ისე გავუძვერი, ვერც გავიაზრე.
- რა გინდა აქ? - მკითხა ანამ, რომელიც მაშინ მერვე კლასში იყო.
- მისი უდიდებულესობა სოცპოლი უნდა წარვუდგინო გამოტვინებულ აბიტურინტებს.
- აქ?
- დიახ, აქ.
- მასწავლებლები ნახე?
- არა ჯერ.
ამ დროს ანას კლასის კართან მისი დამრიგებელი გამოჩნდა, რომელიც მეც მასწავლიდა ხელოვნებას. თინუცის მივესალმე, ანას ამბები უცებ ვიკითხე და მერე მე და ქეთი დირექციისკენ წავედით.
ისევ ის ძვირფასი ციცო დაგვხვდა კანცელარიაში. ვერასდროს ვიტანდი ამ ქალს. ასე მეგონა, აბსოლუტურად არაფერს აკეთებდა. შეიძლება, ასეც იყო, მაგრამ თანამდებობას ბოლო თხუთმეტი წელი რომ ინარჩუნებდა, ამასაც კარგად ვხედავდი. ნორმალურად კი ვერ გაიგო, რა გვინდოდა, მაგრამ მაინც დაგვრთო ნება და მეთორმეტე კლასების ოთახები მიგვასწავლა.
ოთხი მეთორმეტე იყო იმ წელსაც, როგორც ყოველთვის, ოცდამეოთხეში. ორ კლასში ყველაფერმა ჩვეულებრივ ჩაიარა. ჯერ მათემატიკის, მერე გეოგრაფიის მასწავლებლების მოკითხვით. მერე ჩემი მოკლე ლექციით და ამ ლექციით გახარებული ბავშვებით. როგორც აღმოჩნდა, იქ რამდენიმეს უნდოდა ჩვენთან ჩაბარება.
XIIდ კლასი მაშინაც იმ ოთახში აღმოჩნდა, სადაც მე ვსწავლობდი. შიგნით შესულს კი იქ ჩემი დამრიგებელი დამხვდა.
- გვანცა, რამ მოგიყვანა აქ? - ჩვეული ფართო ღიმილით მომესალმა ნათია.
- სპეც დავალებით ვარ მოსული, ნათია მას. დედაუნივერსიტეტის ერთ-ერთი უდიდესი ფაკულტეტი უნდა გავაცნო თქვენს ბავშვებს. სულ ხუთ წუთს წაგართმევთ, მეტს არა.
- გისმენთ მაშინ.
ბავშვებს უჩვეულოდ გახარებული სახეები ჰქონდათ.
- ჯერ კიდევ ასე უხარიათ გაკვეთილის გაცდენა? - გამეცინა მათ შემხედვარეს.
- რა გიკვირს? თქვენც ასე არ იყავით?
- დასწრება გაქვთ, ისე. ჩვენს დროს არ იყო ასე. ნახევარზე მეტი აცდენდა.
- ჰო, ეგ ამბავი შეიცვალა. საატესტატოებისთვის ვახერხებთ მომზადებას. ეროვნულებისთვის მაინც რეპეტიტორებთან დადიან.
- მოკლედ, ვეცდები უცებ ვთქვა ყველაფერი, - შევბრუნდი ბავშვებისკენ, - მე გვანცა ვარ. როგორც მიხვდით, ეს სკოლა დავამთავრე, სხვათა შორის, ბოლო წლები ამ კლასში ვსწავლობდი და ნათია მასწავლებელი ძალიან დიდი ხანი იყო ჩემი დამრიგებელი. ახლა თსუ-ში ვსწავლობ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. გადაწყვეტილი რამდენს გაქვთ, სად აბარებთ? - ვიკითხე და სულ ხუთიოდე ხელი დავინახე აწეული, - ასეც ვიცოდი. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. ესენია: პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია, სოციალური მუშაობა და საზოგადოებრივი გეოგრაფია. ამ ფაკულტეტს ეკუთვნოდა ფსიქოლოგიაც, რომელიც უკვე ერთი წელია ცალკე ფაკულტეტია. მისი ნაწილია ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია და საერთაშორისო ურთიერთობები, თუმცა იქ მოხვედრა ცალკე კონკურსით ხდება და არც მობილობას ექვემდებარება...
ვლაპარაკობდი და თან ბავშვებს ვაკვირდებოდი. უმეტესი ნაწილი ისმენდა, თუმცა ბოლო მერხებზე ყურსასმენებიან და სმარტფონში ჩამძვრალ ბავშვებს მაინც ვხედავდი. ამასობაში, ქეთი ბუკლეტებს არიგებდა.
- რამე კითხვა ხომ არ გაქვთ? - ვიკითხე ტრადიციულად გამოსვლის შემდეგ. ერთ-ერთმა ბიჭმა, ბოლოს წინა მერხიდან ხელი აწია და იკითხა:
- შეიძლება?
- რა თქმა უნდა, - ვუპასუხე და მოსასმენად მოვემზადე. ბიჭი წამოდგა.
- გიორგი გორგოშიძე, - წარადგინა თავი.
- სასიამოვნოა, - გამეცინა, - რა გაინტერესებს?
- პიცა თუ გიყვარს? - იკითხა სრული სერიოზულობით. არ ველოდი და რამდენიმე წამით ისე დავიბენი, მზერა გამიშეშდა. მერე უცნაურად გამამხიარულა მისმა საქციელმა და ვუპასუხე:
- ძალიან.
- ჰოდა, ხვალ შვიდზე „დომინოში“ ვიქნები.
ამ დროს ნათია ჩაერია და მოსწავლეს უთხრა, რა გამაიმუნებს ამხელა კაცსო. სიცილი ძლივს შევიკავე და ჩავახველე.
- გიორგი, - ისევ შევხედე.
- ბატონო, - მიპასუხა უცოდველი ბავშვის სახით. არადა, არ ვითხოვდი პასუხს.
- მასწავლებლებთან არ დადიხარ?
- ხვალ ხო სამშაბათია? ჰოდა, ექვსზე ვამთავრებ უნარებს. შვიდზე მოვალ ზუსტად.
- შენ სად გინდა ჩაბარება?
- მე სამართალი მინდა.
- ჰოდა, სამართლის ფაკულტეტიდანაც მოვლენ და გეტყვიან ყველაფერს. კიდევ არის კითხვები?
ხმა არავის ამოუღია. მაშინ მე დაგტოვებთ-მეთქი ვთქვი და ნათია მასწავლებელს მივუბრუნდი.
- მე გიხდი ბოდიშს ამ მუტრუკის გამო, გვანცა, რა...
- რა არის საბოდიშო, ნათია მასწავლებელო. ნახვამდის.
მასაც დავემშვიდობე და კლასიდან გამოვედით.
- ლაწირაკი ბავშვი, - თქვა ქეთიმ.
- ვაიმე, კინაღამ გავსკდი, ისე მეცინებოდა.
ერთი კლასი გვქონდა დარჩენილი. იქ ვიღაც ახალგაზრდა გოგო დამხვდა. არ ვიცნობდი. მე ჯერ კიდევ იმ გიორგიზე მეცინებოდა. ამ კლასში ქეთიმ ილაპარაკა.

***
- ზის ახლა „დომინოში“ და მელოდება, - დავამთავრე მოყოლა. მე და ელენე ჭავჭავაძეს მივუყვებოდით მეორე დღეს.
- ღადაობ?
- შვიდი ხოა? ხოდა მელოდება, რა...
- აუ წამო, რა. გავიაროთ. გეხვეწები!!
- გააფრინე, გოგო?
- რატო? მიდი, გთხოვ, რა.
- შანსი არ არის, ელენე.
- უიმე, რა უინტერესო ადამიანი ხარ.
- უინტერესო არა ის. როგორ გგონია, ახლა მართლა იქ არის და მიცდის?
- სიმპათიური მაინც იყო?
- რავიცი, ბავშვია, რა.
ელენეს არანორმალურად გაეცინა.
- რა გაცინებს?
- „მიიყვრს, , მიყვარს“?
- გაეთრიე, რაა...
კიდევ ოთხ სკოლაში უნდა მივსულიყავით მე და ქეთი იმ კვირაში. მოვიტყუები, რომ ვთქვა, საერთოდ არ ვფიქრობდი გიორგიზე-მეთქი, მაგრამ სერიოზულად აღქმის რა მოგახსენოთ. არც უთქვამს სერიოზულად. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეგონა.
იმ საღამოს ფეისბუქზე ყოველგვარი Friend Request-ის გარეშე მომივიდა მესიჯი.
<< რატომ არ მოხვედი? >> კინაღამ გავგიჟდი.
<< რატომ უნდა მოვსულიყავი? >>
<< მინდოდა და იმიტომ. >>
<< შენი სურვილი შენთვისაა მიზეზი. მე რატომ უნდა მოვსულიყავი? >>
<< გელოდებოდი. >>
<< დიდხანს? >> მართობდა უკვე.
<< არც ისე. >>
<< ე.ი. არც ისე გინდოდა, რომ მოვსულიყავი. >>
<< გათენებამდე>>
<< რა გათენებამდე? >>
<< არაფერი. დაივიწყე >>
მინდოდა მეკითხა, როგორ მიპოვე-მეთქი და მერე მივხვდი, რომ ზედმეტად ბევრი საერთო გვქონდა იმისათვის, რომ ჩემი პოვნა გაჭირვებოდა. აღარაფერი მიმიწერია, მაგრამ რამდენიმე წუთი გაღიმებული მივშტერებოდი ტელეფონს. მერეც, არავინ იცის, რამდენჯერ გადავიკითხე ეს დიალოგი. „გათენებამდე“ მიტრიალებდა თავში. ვერაფრით ვიჯერებდი, რომ შეეძლო, სადმე გათენებამდე დამლოდებოდა. ალბათ, მოიტყუა.
უნდა მივსულიყავი-მეთქი ელენეს რომ ვუთხარი, სიცილით მოკვდა. მეც ვიცოდი, რომ სისულელეს ვროშავდი, მაგრამ რაღაც მომენტში მაინც დავუშვი, რომ შეიძლებოდა მივსულიყავი. ძალიან, ძალიან მეცინებოდა საკუთარ თავზე.

***
რამდენიმე დღეში, დედაჩემმა მთხოვა, ჩემი დის მშობელთა კრებაზე მის ნაცვლად მივსულიყავი. ისევ 24-ე. ბოლო გაკვეთილი ჯერ არ იყო დამთავრებული. ცარიელ დერეფანში ანას კლასის წინ ვიდექი და კედელზე გაკრულ უზარმაზარ ფორმატის ფურცლებს ვათვალიერებდი. რაღაც ნოსტალგიასავით ვიგრძენი. გამახსენდა, როგორ გაფაციცებით ვამზადებდით ხოლმე მსგავს „პროექტებს“ ჩვენც. დერეფნის ბოლოშივე დავინახე ის, ვინც უნდა დამენახა და სხვა მხარეს გავიხედე. გამეცინა. მალე გამისწორდა და მითხრა:
- ჩემს კლასში გიჩალიჩებ ადგილს, თუ გინდა.
- რაო? - გამოვხედე და ყურსასმენი მოვიხსენი.
- ყოველდღე აქ თუ უნდა იყო, ბარემ ჩემს კლასში დაგსვან-მეთქი.
- ყოველდღე როდის მნახე აქ?
- დღეს რა გინდა სკოლაში?
- მშობელთა კრებაზე ვარ მოსული, - ცერით კლასის კარზე მივუთითე.
- მეღადავები? - გაეცინა და იმ წუთას ვიფიქრე, რომ ძალიან საყვარელი იყო.
- რა მეტყობა?
- აბა რა მშობელთა კრება?
- ჩემი დის მშობელთა კრებაა. ასე ასო-ასო უნდა გიხსნა ყველაფერი? - ან რამეს რატომ ვუხსნიდი საერთოდ?
- ნაყინიც არ გიყვარს? - მკითხა და ხელებგადაჯვარედინებული ჩემ გვერდით კედელს მიეყრდნო მხრით.
- ‘ც’ რას ნიშნავს?
- აბა, პიცა არ გიყვარს და...
- პიცაც მიყვარს.
- წამო, ვჭამოთ მაშინ.
- კარგი, რა...
- აქვე, პიცერიაში.
- მერე კრება?
- ა, ჰო, კრება, - თმა უხერხულად მოიქექა გიორგიმ.
- გეყოფა, - გამეცინა მე.
- კრების მერე?
- არ მცალია.
სახეზე ხელები ჩამოისვა და თვალებში შემომხედა.
- მართლა არ მცალია, - არ ვიცი, რატომ ვიმართლებდი თავს.
- გინდა თუ არა?
დავიბენი. ვერ ვეტყოდი, მინდა-მეთქი, მაგრამ იმის მე თვითონაც არ მჯეროდა, რომ არ მინდოდა. ზუსტად იმ წუთში დაირეკა ზარი და ჩემ ზურგსუკან კარი ბავშვების ბრბომ გამოანგრია. „ბრბო შემოტეხვას ლამობდა კარების!!“ - წარმოთქვა თეატრალურად გიორგიმ და გამეცინა.
- გინდა თუ არა? - მკითხა კიდევ ერთხელ და სანამ პასუხს გავცემდი, ჩემი და დამეჯაჯგურა მხარზე. მოვიხედე, მივესალმე, მოვიკითხე უგონოდ, უემოციოდ. რომ გამოვიხედე ის იქ აღარ იდგა.
კრება, როგორც ყოველთვის, აბსოლუტურად უაზრო იყო. მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი ღიმილი მედგა თვალწინ რატომღაც და მეცინებოდა დებილივით. სკოლიდან გამოსული, იქვე პიცერიაში შევედი და კედელთან მდგარ პატარა მაგიდასთან დავჯექი. არ ვიცოდი, აზრი ჰქონდა თუ არა იმას, რის გაკეთებასაც ვაპირებდი, მაგრამ არ მინდოდა, ამაზე მეფიქრა. ხაზზე იყო. არც კი დავფიქრებულვარ, ისე მივწერე.
<< მე შეიძლება გათენებამდე არ დაგელოდო. >>
მიწერისთანავე დამეწყო პარანოია, რომელსაც „არ უნდა მიმწერა“ ჰქვია, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა პანიკას. ნახა. ნახა, მაგრამ არ მიპასუხა. გავიდა ათი წამი, არ მიპასუხა. გავიდა ოცდაათი წამი - არ მიპასუხა. გავიდა სამი წუთი - არ მიპასუხა. გავიდა შვიდი წუთი - არ მიპასუხა. არადა, ნახა, მაგრამ არ მიპასუხა. გავიდა. არ ვიცი, რას ველოდი, მაგრამ საშინელი სიცარიელე ვიგრძენი. მერე გამეცინა. სიმწრისგან თუ სისულელისგან გამეცინა და პიცა შევუკვეთე. არ ვაპირებდი წასვლას.
პიცა უკვე ცხვირწინ მედო და ერთი ნაჭერის აღებას ვაპირებდი, პატარა მაგიდა ვიღაცამ რომ დამიჩრდილა. ავიხედე და მეც რომ გამიკვირდა, იმდენად გამიხარდა მისი დანახვა იქ. იღიმოდა. მთელი არსებით იღიმოდა და თვალი ვერ მოვაშორე. დაჯდა. მიყურებდა. მათვალიერებდა, როგორც ნახატს, დაახლოებით ისე. აღარ იღიმოდა.
- საინტერესო გოგო ხარ, - მითხრა მერე და თითებგადახლართული ხელებს ნიკაპით დაეყრდნო მაგიდაზე.
- უინტერესო დასკვნაა, - ვუპასუხე მე და პიცა ჩავკბიჩე.
- რატომ?
- მართლა მასე ფიქრობ?
- ჰო, დაახლოებით.
- უკეთესი ვერსია არ გაქვს?
- გეგონა არ მოვიდოდი? - ახლა თავად მკითხა. დავიბენი. რამდენიმე წამი ვიფიქრე კიდეც. როგორც ჩანს, უშედეგოდ და ვუთხარი:
- არ ვიცი.
- მე „პეპერონი“ მიყვარს, რომ იცოდე, - თქვა და პიცას დახედა, რომელიც ძალიან უყურადღებოდ ავარჩიე მაშინ.
- გავითვალისწინებ ამიერიდან, - გავიღიმე.
- არ გინდა, რა.
- რა არ მინდა?
- აი ეს.
- რა „ეს“?
- შენ თვითონ მომწერე, თუ არ მეშლება.
- გიორგი... - ჩავახველე. მე თვითონაც არ ვიცი, რის თქმას ვაპირებდი.
- გისმენ.
- რა გვინდა ახლა მე და შენ?
- ერთად?
- თუნდაც.
- ერთად... - გაწელა სიტყვა და ცოტა ხანს დაფიქრდა, - შეიძლება სიკვდილი გვინდოდეს ერთად.
გამიკვირდა. დავიბენი.
- რა სიკვდილი?
- მშვიდი, ტკბილი სიბერე და სიკვდილი მერე ერთად. რომ წერენ ხოლმე წიგნებში და ფილმებს რომ იღებენ, ისეთი.
- კარგი. ცალ-ცალკე რა გვინდა მაშინ?
- თუ ერთად სიკვდილი გვინდა, ცალ-ცალკე აღარაფერი უნდა გვინდოდეს.
- სრულ ჭკუაზე ხარ? - ვერც კი გამეცინა, ისეთ რამეებს მეუბნებოდა.
- თვითონ არ დაიწყე? - შემომიბრუნა გულუბრყვილოდ და ისევ მომეჩვენა, რომ ძალიან საყვარელი იყო.
- ჰო, კარგი. მოვედი აქ, თუ მოხვედი, თუ როგორც არის... და მერე?
- მერე არაფერი. ჯერ არაფერი, - თქვა და მზერა გამისწორა.
მიყურებდა. დიდხანს მიყურებდა. მათვალიერებდა და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გალერეის კედელზე ჩამოკიდებული ნახატი ვიყავი, გულხელდაკრეფილი რომ უნდა იდგე საათობით და უყურო, შეისწავლო. არ ვიცოდი, რას ვგრძნობდი. არც ის ვიცოდი, რა უნდა მეგრძნო. ისეთი საქციელი იყო მაშინ ის ჩემი მხრიდან, შედეგებს რომ მხოლოდ მაშინ აცნობიერებენ, როცა ყველაფერი უკვე მომხდარია. ისიც უკვე შედეგი იყო, რაც მაშინ ხდებოდა. ჩემი სისულელის, სასოწარკვეთის, მოლოდინის თუ რაღაც სხვის შედეგი. რაღაც მომენტში შემეშინდა. შემეშინდა, რომ ეს სიგიჟეც ისეთი სიცარიელით დამთავრდებოდა, როგორითაც ყველა ჩემი სიგიჟე დამთავრებულა.
- დიდი ხანია, სიგიჟეების კეთებას შევეშვი, - ფიქრი რატომღაც ხმამაღლა გავაგრძელე.
- გეშინია? - მკითხა მან და პიცის ერთი ნაჭერი გადაიღო თეფშზე.
- რისი?
- რამის.
- ალბათ. არ ვიცი.
- ჩემი გეშინია?
- შენი არა, - რომ შევხედე, გამეცინა.
- რა გაცინებს? - მკითხა დაეჭვებულმა.
- საკუთარი თავის მეშინია.
ისევ თვალებში შემომხედა. მეგონა, რომ რაღაცას ეძებდა.
- და მაინც, მე „პეპერონი“ მირჩევნია, - თქვა და ჩემი ტელეფონი აიღო ხელში. ვხვდებოდი, რასაც აკეთებდა. ცოტა ხანში მისი ტელეფონი აწკრიალდა. ჩემი სმარტფონი ისევ თავის ადგილას დააბრუნა და გაიღიმა.
- ასე მეტყობოდა, რომ შენი ნომერი მინდოდა? - ვთქვი იმედგაცრუებულმა და ტელეფონს დავხედე, რომელიც ჯერ კიდევ ანათებდა.
- ჰო, გაგყიდა თვალებმა.
- უფრო ბანალური ფრაზის მოფიქრებაც შეიძლებოდა.
- უფრო უარესი პიცის შეკვეთაც შეიძლებოდა.
გავბრაზდი, მაგრამ გამეცინა. ასეთი იყო. ვერ გაბრაზდებოდი. ვერაფრით გაბრაზდებოდი. არ ვიცი, რაზე მეცინებოდა. შეიძლება უფრო საკუთარ თავზე, ვიდრე მასზე, მაგრამ ეს სიტუაცია, საბოლოო ჯამში, მაინც სასაცილო იყო.
- სხვა დროს შენ შეუკვეთე ხოლმე, - ვთქვი და პიცის უკანასკნელი ნაჭერი ავაცალე თავისი თეფშიდან.
- აუცილებლად, - თვალი ჩამიკრა და ისევ გაიღიმა.
რამდენიმე წუთი კიდევ ვილაპარაკეთ უაზროდ და წამოვედით. ანგარიში მე გავასწორე. აღმაშენებელს გავუყევით. ოქტომბერი იყო და უკვე გრილოდა.
- როგორი სიყვარულით უყურებ... - გადმომხედა და მითხრა.
- რას? - გამიკვირდა მე.
- არ ვიცი. ქუჩას.
- მიყვარს.
- პლეხანოვი, ტო?
- ჰო, პლეხანოვი.
გაეცინა.
- მეც მიყვარს.
გაჩერდა და ძელსკამზე ჩამოჯდა. უფრო სწორედ, მის საზურგეზე. მე ქვემოთ დავჯექი. უცებ გახდა დაიწყო.
- რას აკეთებ? - ვკითხე გაოგნებულმა.
- ჩაიცვი, გცივა.
- არავითარ შემთხვევაში. გეცვას. არ მცივა.
- ნუ მესერიოზულები ერთი, შენი ჭირიმე. ჩაიცვი.
- არ მცივა.
- ნახალოვკელი „პაცნები“ მოატყუე ეგრე, - მითხრა ღიმილით და გრძელმკლავიანი, შავი სპორტული ზედა მომაწოდა.
- სასაცილო იყო, - დავსერიოზულდი და ზედა გადავიცვი.
იჯდა და მიყურებდა. პირდაპირ თვალებში არა, გვერდიდან მიყურებდა, მაგრამ მაინც ვგრძნობდი, რომ ძალიან დაჟინებით. რაღაცამ დამასევდიანა. რაღაცა მიგრძნო გულმა.
- მომიყევი, რა.
მომიყევი. რას ქვია, მომიყევი? რა უნდა მომეყოლა? უფრო სწორედ, ვიცოდი რაც უნდა მომეყოლა, მაგრამ რატომ უნდა მომეყოლა... ფიქრი დამთავრებულიც არ მქონდა საკუთარი ხმა რომ გავიგე:
- შვიდი წლის ვიყავი, ჩვენს მეზობლად რომ გადმოვიდნენ. ის, მგონი, ცხრის. დილაობით ქუჩის ყველა ბავშვი ერთ გზას მიუყვებოდა იქვე ახლოს მდებარე სკოლისკენ. მე ერთადერთი ვიყავი, ვინც მეორე ცვლაში სწავლობდა, თანაც ნახალოვკაში კი არა, პლეხანოვზე. მახსოვს, როგორ მიყურებდა ხოლმე თავისი სახლის აივნიდან, როცა მე დედასთან ერთდა სკოლის ჩანთით ამოვდიოდი ქუჩაზე. ბოლომდე მაყოლებდა თვალს. ისე მიყურებდა,ზოგჯერ მეშინოდა ხოლმე. მერე ერთხელ მივედი და ვკითხე, რატომ მიყურებ-მეთქი. ჩვენს სკოლაში რატომ არ დადიხარო, მკითხა. არ ვიცოდი, რა უნდა მეპასუხა. დედამ სხვაგან შემიყვანა-მეთქი წამოვროშე. შორს დადიხარო? კი-მეთქი, ვუთხარი. იქ, სადაც ბებია ცხოვრობს-მეთქი. პირველი კონტაქტი ეს იყო. მერე მახსოვს, ჩვენს ქუჩაზე როგორც კი შემოვუხვევდით, მორბოდა და ჩანთას მართმევდა. არაფერს მეუბნებოდა, ისე მიჰქონდა ჩემი ჩანთა. მოვდიოდით მე, დედაჩემი და დათუნა. დათო რომ ერქვა, გვიან გავიგე. არ უთქვამს. მისი ნაჩუქარი პირველი კანფეტი მახსოვს, - აქ გამეღიმა, - მერე, როგორც ხდება, ან არც ხდება, ყოველი დღე მისით იწყებოდა და მთავრდებოდა. კვირაში შვიდი დღე, დღე-ღამეში 24 საათი, იმ დროის გარდა, როცა სკოლაში ვიყავით. შაბათ-კვირა ჩვენი სამოთხე იყო. ან ის იყო ჩემს სახლში, ან მე ვიყავი მასთან. თევზები ჰყავდა ბევრი. თუთიყუშიც, მაგრამ თევზები უფრო მომწონდა. საათობით შემეძლო ვმჯდარიყავი აკვარიუმთან და მისთვის თვალმოუშორებლად მესმინა დათოსთვის, რომელსაც ყველა, ჩემ გარდა, დათუნას ეძახდა. ვერ წარმომედგინა, ჩემზე ორი წლით უფროსი ბიჭისთვის დათუნა როგორ უნდა მეწოდებინა. მახსოვს, როგორ მოვიპარეთ თევზი ზოომაღაზიიდან. კიდევ ბევრი სისულელე მახსოვს. მახსოვს, როგორ დავდიოდით ნახალოვკის გადაკარგულ ქუჩებში და სახლში ძალიან გვიან ვბრუნდებოდით. მერე გავიზარდეთ. მერე იყო ერთმანეთის ცხოვრებით ცხოვრება, ყველა ფიქრის წაკითხვა, ყველა ტკივილის ამოცნობა. მერე ერთმანეთი იყო. მერე კოცნა იყო. თოთხმეტი წლის ასაკში. პირველი, გაუაზრებელი, ძალიან ბავშვური კოცნა. მერე გაუგებრობა იყო. საკუთარი თავების გაუგებრობა, მაგრამ ერთმანეთის მეტი არავინ გვყავდა. არ იყო ეს სიყვარული. არადა, მაშინ მეგონა, რომ მიყვარდა. თექვსმეტი წლისას უკვე მეგონა, რომ მიყვარდა.
გავჩუმდი. გავჩუმდი და სივრცეს გავუშტერე მზერა. ღამდებოდა. სველ ასფალტზე მანქანები ნელა დადიოდნენ. წვრილად ცრიდა.
- წავიდა? - გავიგე ხმა გვერდიდან. რომ გავხედე, სიგარეტს უკიდებდა. არაფერი არ მითქვამს, უბრალოდ შევხედე და გააგრძელა, - ქვეყნიდან, ტო? - რაღაცნაირად, უხმოდ დავეთანხმე. კვამლი გრძლად გამოუშვა და თქვა:
- საღოლ!
- სასწავლებლად.
- მერე შენ?
- რა მე?
- ასე დაგტოვა?
- როგორ ასე?
- ასე... მარტო.
- ჰო.
- როგორ?
- ჩვეულებრივად.
- რამხელა იყავი?
- რომ წავიდა, იმ დღეს თექვსმეტის გავხდი.
სათქმელი სახეზე შეეყინა.
- ახლა სად არის?
- არ ვიცი.
- როგორ არ იცი?
- რაც წავიდა, კონტაქტი არ მქონია.
- ღადაობ.
გავჩუმდი.
- როგორ არ მოგძებნა?
- აი ასე. არ მომძებნა.
- არც შენ მოგიძებნია?
გამეცინა.
თავზე ხელები გადაისვა. მერე დიდხანს ვისხედით და მიყურებდა. ისევ წვიმდა. წვრილად. ვერ ვიტანდი ასეთ წვიმას, მაგრამ მაშინ თვალი არ მომიშორებია. ახლაც არ ვიცი, რატომ მოვუყევი ეს ყველაფერი. ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრაგედია რატომ დავუდე ხელის გულზე. წამოვდექი.
- მიდიხარ? - მკითხა და ვიფიქრე, რომ ხმა შეცვლილი ჰქონდა.
- ჰო. არ დავიშალოთ?
- გაგიყვან.
- სად? - გამეცინა.
- სახლში, - დაიბნა ის.
- ახლოს მივდივარ, მადლობა.
- სად ახლოს მიდიხარ? - გაიკვირვა. იცოდა, სადაც ვცხოვრობდი.
- გერმანიის საელჩოსთან.
- ა, ბებიაშენთან, - უცნაურად გაიღიმა.
- ყურადღებით მოგისმენია.
- მადლობა, - ხელები შეატყუპა და ნიკაპზე მიიდო.
- რისთვის? - მართობდა. უყველაფროდ, განსაკუთრებული მიზეზის გარეშე მართობდა.
- პიცისთვის.
გავუღიმე და გამოვტრიალდი. იმ ღამეს სახე საერთოდ ვერ დავალაგე. ისე ვიღიმოდი, სახის კუნთები დამეღალა. გადატრიალება იყო, რევოლუცია იმ დღეს ჩემი და ელენეს ლაპარაკი. გაგიჟდა, შეიშალა, გადაირია. როგორო, რანაირადო, რატომო, არ გეშინიაო? არ ვიცი-მეთქი. ერთადერთი პასუხი მქონდა: არ ვიცი. არ მინდოდა, მეფიქრა იმაზე, რა მოხდებოდა. მხოლოდ იმ საღამოზე ვფიქრობდი. მის ნათქვამ ყველა წინადადებას ნაბიჯ-ნაბიჯ ვიხსენებდი და მეღიმებოდა. მეღიმებოდა სულელივით. არ ვიცი, როგორ ჩამეძინა.

***
მეორე დღეს საშინელი ამინდი იყო: ქარი, წვიმა, უბედურება. მე კი მხოლოდ ერთი თხელი პერანგი მქონდა. ჰო, პერანგი და კიდევ გიორგის სპორტული ზედა. ერთადერთი ალტერნატივა ბებიაჩემის კაბები და ბაბუაჩემის ქურთუკები იყო. დამეფიცება, საათზე მეტი ვფიქრობდი, რა მექნა. არადა, წასასვლელი ვიყავი უნივერსიტეტში. დილით ადრე. ბოლოს ავდექი და სპორტული ზედა გადავიცვი ჩემს პერანგზე. მერე მთელი გზა ვნანობდი, იმიტომ, რომ მისი სურნელი ჰქონდა და უაზროდ მახვევდა თავბრუს. არადა, სხვა გზა არ მქონდა.
- რა გაცვია? - მკითხა ქეთიმ სიცილით და დამატრიალა.
- რა ვიცი... - ავიწურე მხრები.
- ლაპარაკი დაგავიწყდა შენ?
- ციოდა და რა მექნა, - ჩავილაპარაკე მეც პატარა ბავშვივით, - არ მოვდივარ სახლიდან.
- იდიოტო, - თვალი ჩამიკრა და აუტიდორიაში შევიდა.
მთელი დღის განმავლობაში, როგორღაც მივეჩვიე მის არომატს და იმდენად აღარ მშლიდა ჭკუიდან. პირველი კორპუსის ეზოში ვიდექით სამივე და ვლაპარაკობდით, როცა შევამჩნიე, როგორ შეეცვალა სახე ქეთის. სანამ გახედვას მოვიფიქრებდი, ხმა მომესმა. მაშინ ქვეყანა დამექცა თავზე. მერჩივნა, მოვმკვდარიყავი ოღონდ ეს ხმა არ გამეგონა. ოღონდ მაშინ ეს ხმა არ გამეგონა.
- ძაან გიხდება.
თვალები თავისთავად დამეხუჭა. ძალიან, ძალიან მაგრად დავაჭირე ქუთოთოები ერთმანეთს, არ ვიცი, რისი იმედით. ზურგი ამეწვა. ძალიან ახლოს იდგა.
- მართლა გიხდება.
როგორც იქნა, მივტრიალდი. გაწითლება რომ შემძლებოდა, მაშინ ალბათ ჭარხლისფერი ვიქნებოდი. მსგავსი სირცხვილი იქამდე არასდროს მიგრძვნია.
- ოღონდ თმა გაიშალე, - მითხრა და საკუთარი ხელით მომხსნა სამაგრი თმიდან. შეხებამ დამაბნია. მერე ჩავახველე. გონს მოვედი. გავიაზრე, რა ხდებოდა და ზედატანი გავიხადე.
ვიდექით პირველი კორპუსის ეზოში, საშინელ ქარში მე ჩემი თხელი პერანგით, გიორგი თავისი სპორტულით ხელში და ჩემი გოგოები გაოგნებული სახეებით. თვალები დავხუჭე. გაუაზრებლად. უბრალოდ, დავხუჭე თვალები იმდენად არ მინდოდა, ის ყველაფერი დამენახა, რასაც ვხედავდი. მთლიანად ვხურდი და თან მაკანკალებდა ნერვიულობისგან. მერე ხელზე ქსოვილის შეხება ვიგრძენი. ქსოვილმა ჯერ მთელი ხელი დამიფარა და მერე ზურგზე მომეხვია. მალე მეორე ხელიც გათბა და მივხვდი: ჟაკეტი ჩამაცვეს, მაგრამ არომატი იყო იგივე და... ღმერთო! მისი ჟაკეტი მეცვა.
- რა ქენი? - ვთქვი ჩახლეჩილი ხმით.
- ეს უფრო გიხდებოდა, - მიუთითა სპორტულზე, რომელიც ჯერ კიდევ ხელში ეჭირა. მოკლე მკლავიანი მაისურით იდგა და მიყურებდა.
- ჩაიცვი, - ჩემი ხმა მე თვითონ ძლივს გავიგე. მან კი გაიღიმა.
- ჩამეხუტე, რა, - ყველაზე მოულოდნელი რამე მითხრა, რაც შეიძლებოდა ეთქვა მაშინ.
ოდნავ ჩამეღიმა. ჟაკეტი გავიხადე, მივუახლოვდი, მხარზე გადავკიდე და მისი გავლით გავაგრძელე გზა. სახლში მივდიოდი. არ მინდოდა უკან გახედვა. ვიცოდი, რომ მომყვებოდა. მე კი ფეხის შეუნელებლად მივდიოდი სადღაც. რეალურად არც კი ვიცოდი, სად. მივდიოდი. უცებ, ერთი ძალიან მარტივი მოძრაობით წინ ამესვეტა გიორგი. ზუსტად იმ მგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც დავტოვე: მხარზე ჟაკეტი ეკიდა, ხელში სპორტული ეჭირა. ტანზე მხოლოდ მოკლმეკლავიანი მაისური ეცვა.
- ამასაც გავიხდი, რამეს თუ არ ჩაიცვამ ახლა.
- გამატარე, - ვუთხარი და გვერდის აქცევა ვცადე, მაგრამ ისევ წინ გადამიდგა.
- გვანცა...
- გამიშვი.
- გვანცა, მგონი მომენატრე, - კინაღამ გული გამისკდა.
- არაადეკვატური ხარ.
- შენც.
- გამიშვი, გიორგი, მეჩქარება.
- ერთი წამი დამეხმარე და წადი მერე.
ძალიან, ძალიან მშვიდად გამაშლევინა ორივე ხელი. ჯერ ჟაკეტი გადაფინა მათზე, მერე სპორტული და ბოლოს მაისურიც გაიხადა. შუა ჭავჭავაძეზე იდგა წელსზევით შიშველი და მიყურებდა. რაღაცას ელოდა. მეც ავდექი, თავისი ტანსაცმელი ისევე დავუბრუნე, როგორც მომცა და ჩემი პერანგის ღილების გახსნა დავიწყე. გაუკვირდა, გაოცდა, ხმაც ვერ ამოიღო. შიგნიდან წვრილბრეტელებიანი, თხელი მაისური მეცვა.
- რას აკეთებ? - მკითხა გაოგნებულმა.
- შენ?
- რას აკეთებ მართლა?
- ესეც გავიხადო?
- ჩაიცვი.
- შემეშვები?
- შეიძლება.
მაშინღა მიმოვიხედე და დავინახე, ყველა ჩვენ როგორ გვათვალიერებდა. ზოგი იცინოდა კიდეც. ოქტომბრის საშინლად ცივი ამინდი იყო, ჩვენ კი არანორმალურებივით ნახევრად შიშვლები ველაპარაკებოდით ერთმანეთს.
- რა გინდოდა უნივერსიტეტში? - ვკითხე და თვალებში შევხედე.
- მოგატყუო და გითხრა, მეგობრის სანახავად მოვედი-მეთქი თუ სიმართლე გითხრა?
- გიორგი...
- რა იყო?
- ლამაზი სახელი გაქვს.
გაეცინა. გულიანად იცინოდა და მაშინ უკვე მერამდენედ გავიფიქრე, რომ ძალიან საყვარელი იყო.
- ჩაიცვი, - მითხრა ძალიან მშვიდად.
ისევ შემოვიცვი პერანგი, შევკარი ღილები და შარვალში ჩაივიკეცე.
- მოიცა, სულ ეგ არის?
- რას ნიშნავს „სულ“?
- ეს? - იკითხა და სპორტული გამომიწოდა.
- არ მინდა, მადლობა.
- მე მინდა.
გამეცინა.
- მე არ მინდა. მეჩქარება. უნდა წავიდე.
- მეწყინება იცოდე.
- რომ წავიდე?
- რომ არ ჩაიცვა.
გამოვართვი და ჩავიცვი. მერე არ დავმშვიდობებივარ, ისე დავადექი გზას რუსთაველისკენ. რატომღაც არ მინდოდა, გამომყოლოდა. უბრალოდ არ მინდოდა და მორჩა. არც გამომყოლია. დანაშაულის შეგრძნება მტანჯავდა მთელი გზა. არ ვიცი, რაში ვიყავი დამნაშავე, მაგრამ ეს გრძნობა ყველაზე მეტად არ მსიამოვნებდა. თითქოს ვიცოდი, რომ რაღაც ცუდი მქონდა ჩადენილი და არ მინდოდა, ეს ცუდი საქციელი გამეხსენებინა. ამიტომ ვირიდებდი თავიდან გიორგის სახეს. ღიმილიან სახეს. ჯანდაბა!
იმ ღამით ტელეფონზე მესიჯი მომივიდა. ეკრანს „პეპერონი“ ეწერა. გამიკვირდა და იქამდე ვერაფერს მივხვდი, სანამ მესიჯი არ გავხსენი:
<< რომ წახვედი, ეგეც მეწყინა. >>
<< ბოდიში მოგიხადო? >> - ვუპასუხე ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ.
<< არა. რას შეცვლის ბოდიში. >>
<< არაფერს, ჰო. >>
მთელი ამ ხნის განმავლობაში უცნაურად მაკანკალებდა. ვერ ვხვდებოდი, რაზე ვნერვიულობდი ასე, მაგრამ მესიჯსაც კი აცახცახებული თითებით ვწერდი.
<< რას აკეთებ? >> - მომივიდა კიდევ ერთი მესიჯი.
<< ვიძინებ. >>
<< რა გჭირს? >>
<< რა მჭრის? >>
<< ძილინებისა. >>
იმ ღამეს საერთოდ არ მძინებია.

***
მენატრებოდა. უფრო სწორედ, არ ვიცი, რა ერქვა ამ გრძნობას, მაგრამ სულ ვეძებდი სადღაც. შეშლამდე ბევრი არაფერი მაკლდა.
- რა გჭირს, გვანცა? - მკითხა ერთხელ ელენემ.
- არაფერი.
- სერიოზულად, რა გჭირს?
- არ ვიცი.
- მიწერე.
- რა? - ხმა ჩამიწყდა.
- შენ მიწერე.
- რა მივწერო?
- რა მნიშვნელობა აქვს.
ვიჯექი და ვფიქრობდი. ვფიქრობდი, ვფიქრობდი, ვფიქრობდი... ლამაზი თვალები ჰქონდა.
<< ძაან უაზროდ ვარ. >> - ყველაზე, ყველაზე საშინელი ვარიანტი შევარჩიე შესაძლებლებს შორის და მომენტალურად შემზიზღდა თავი. სანამ წერდა, მე კინაღამ გული გამიჩერდა. არ ვიცოდი, რა მჭირდა. ვერც ახლა ვხსნი. მაგრამ, ალბათ, არის რაღაცები, რაც არც უნდა იხსნებოდეს.
<< დალევ ყავას? >> - იყო პასუხი.
<< ჩაის. >> - იმავე წამს მივწერე. განა იმიტომ, რომ მეჩქარებოდა. იმიტომ, რომ გააზრება არ მინდოდა. მეშინოდა გააზრების.
<< საღამოს. >>
<< როდის? >>
<< დღეს. >>
<< დღეს როდის? >>
<< როცა გინდა. >>
<< რვაზე >>
<< ჰო >>
<< ალტჰაუსში. >>
თითქოს არ გავიპრანჭე და მაინც არ ვიყავი ისე, როგორც ჩვეულებრივ. ვიჯექი და ველოდებოდი. ზურგიდან ვიგრძენი მოახლოვება და გული ამიჩქარდა. სანამ დაჯდებოდა, ღრმად ჩავისუნთქე.
- ჩაი... - ამოთქვა მსუბუქად და მენიუს დახედა.
- რომელი გინდა?
- როგორ გგონია, ჩაისტს ვგავარ?
- ჩაისტი რა სიტყვაა? - მეხამუშა.
- რა ვიცი. ეგრე არ ქვია?
- არა. არ ქვია ეგრე.
მენიუს გადაუშლელად შევუკვეთე „ერლ გრეი“ და გიორგის მივუბრუნდი.
- ესეიგი, ჩაი გიყვარს.
- მიყვარს.
- მე არ ვსვამ.
- სხვაგან წავსულიყავით.
- რა გჭირს, გვანცა?
- გული მაქვს აჩქარებული.
გაეღიმა.
- ლამაზი ხარ.
- კარგი რა, გიორგი.
ჩაი მოიტანეს. რამდენიმე წამს დაბნეული უყურებდა ჩაიდანს გიორგი. მერე ისევ მე ავიღე და დავუსხი. დალია და სახეზე დაეტყო ყველაფერი.
- ძალიან გარისკე, - ვუთხარი სიცილით.
- რა?
- ამ ჩაის უშაქროდ ჩემ გარდა არავინ სვამს.
- რატომ მომწერე? - მკითხა მერე ხმადაბლა.
- მინდოდა და იმიტომ.
- რაც გაგიცანი, იმის მერე სულ შენთან მინდა ლაპარაკი. განა რამეზე. ისე, უბრალოდ.
- გაგიჟდები მასე.
- არ გავგიჟდები. გაგიძლებ.
- მე რომ გავგიჟდე?
- არ გაგიჟდე, რა.
- დალიე ჩაი.
ვერ ვფიქრობდი. ამ ბიჭთან ერთად საერთოდ ვკარგავდი აზროვნების უნარს. ვერ ვხვდებოდი, მართლა ასეთი კარგი ხმა ჰქონდა თუ მე ვიყავი უბრალოდ აღფრთოვანებული. აღფრთოვანებული რითი? პატარა, აბიტურიენტი ბიჭით. აი ახლა მართლა არ მაკლდა შეშლამდე არაფერი. მეშინოდა საკუთარი თავის. საკუთარი თავის, რომელსაც ვერ ვეწინააღმდეგებოდი. ჰო, ყველაზე ცუდი ეს იყო: წინააღმეგობას ვერ ვუწევდი. ერთადერთი გამოსავალი რჩებოდა: არაფერი უნდა მომხდარიყო. არაფერი. საერთოდ არაფერი. მაგრამ რას ვაკეთებდი? ვიჯექი „ალტჰაუსში“ გიორგი გორგოშიძესთან ერთად ერთ მაგიდაზე და ამ ყველაფერზე ვფიქრობდი.. ან ვერც ვფიქრობდი.
მერე გავედით. მან გადაიხადა. ჯინსის უკანა ჯიბიდან ამოიღო საფულე და მაშინ გამახსენდა, რომ უაზრო ფეტიში მქონდა აი ამ ელემენტარულ მოძრაობაზე: ბიჭი რომ შარვლის უკანა ჯიბიდან საფულეს იღებს ან პირიქით. გავაფრინე. გა-ვა-ფრი-ნე. კიბეებზე ჩამატარა და ფრთხილად ჩავიარე „ალტჰაუსის“ მაღალი და ვიწრო კიბე. კარებთან გავჩერდი და შევხედე. იქვე მდგარი მანქანის კარი გააღო და მითხრა:
- რითი აპირებ წასვლას?
- ფეხით, - ვთქვი მე.
- კაი?
- მართლა.
მიყურა. მიყურა. მიყურა. მათვალიერა. მათვალიერა. ბევრი მათვალიერა. მერე მითხრა:
- ჩაჯექი.
- არადა, ფეხით ვაპირებდი წასვლას.
- გიჟია, მე მოვკვდე. დაჯექი-მეთქი.
ჩავჯექი. მანქანა დაძრა და მუსიკა ჩართო.
- ეს TRUST-ია? - ვერ დავმალე გაოცება.
- უჰუმ, - მიპასუხა და საჭეზე თითები აათამაშა.
- ვუაჰ.
- რა იყო?
- “TRUST” და არა „რეგიულარ იევრიდეი ნიორმალ მადაფაქა”? - განგებ დავამახინჯე ფრაზა.
- რა?
- ან ტიგინა...
- რატო დამცინი? - გამომხედა და ნაწყენმა მითხრა.
- იმიტომ, რომ დასაცინია ცუცქირიძეები.
მთელი ხმით გაეცინა და მითხრა:
- არ ვუსმენ ცუცქირიძეებს.
ისევ „TRUST” ისმოდა და რაღაც ძალიან, ძალიან გამიხარდა.
მთელი გზა ჩუმად ვიყავით. ერთადერთი კითხვა მაწუხებდა. ერთადერთი და უნდა მეკითხა:
- ნანობ, რომ მოხვედი?
გამომხედა და იმდენ ხანს მიყურა, შემეშინდა.
- გზას უყურე.
- ნუ გეშინია, - ისე მითხრა, ჩემთვის თვალი არ მოუშორებია, - მართლა მკითხე ის?
- ჰო, მართლა, - ვუპასუხე და მზერა ავარიდე. ვხედავდი, ლამპიონის ლანდები როგორ დარბოდა მანქანის საქარე მინაზე. ღამე იყო.
- ახლა რომ გაკოცო? - ცალი ხელი ეკიდა საჭეზე და გზას უყურებდა.
- რა? - ზედმეტად ხმამაღალი იყო ჩემი ხმა.
- დაახლოებით ეს ვიგრძენი მეც, - მითხრა ღიმილით.
მინდოდა, კიდევ ელაპარაკა. მეც მინდოდა, სულ ელაპარაკა. მაშინ ვხვდებოდი, რომ ვიღუპებოდი. აღარ შემიხედავს. სახეზე აღარ შემიხედავს მისთვის. მხოლოდ ხელებს ვხედავდი. ხელებს და შავ, თხელ მაისურს.
„აქ გამიჩერე“ - ძლივს გასაგონი ხმით ვთქვი. გადავედი და არეული ნაბიჯით როგორ მივედი სახლამდე, არ მახსოვს.
ჯერკიდევ გონებაარეულმა მოვუყევი ყველაფერი გოგოებს. ყველაფერზე ისტერიკულად მეცინებოდა. ვერ ვიაზრებდი, რა ხდებოდა. თვითონ არ მესმოდა, რას ვლაპარაკობდი. არ მჯეროდა. არც მათ ჯეროდათ. სიგიჟე იყო. გაუმართლებელი სიგიჟე. სიგიჟე, რომელიც ძალიან მარტივად შეიძლებოდა ცუდად დამთავრებულიყო. ცუდ დასასრულებს შეჩვეული ვიყავი. კაცმა რომ თქვას, ჩემი არც ერთი ამბავი კარგად არ დამთავრებულა. ჩემი არც ერთი დასასრული არ ყოფილა რაღაც უკეთესის დასაწყისი, მაგრამ არც მარადგაგრძელებადი რამეების მჯეროდა არასდროს. ეს ამბავიც დამთავრებოდა ოდესღაც, მაგრამ დასამთავრებლად ჯერ უნდა დაწყებულიყო. ჰო, ეს ამბავი ზედმეტად კარგი იყო იმისათვის, რომ კარგად დასრულებულიყო. წინასწარ მტკიოდა დასასრული და მაინც ვერ ვეშვებოდი. დამთავრებისკენ მიმართული ვერც ერთი იმპულსი ვერ ვნახე საკუთარ თავში. შემეშინდა.

***
- სისულელეა, ელენე.
- რატომაა სისულელე?
- პატარაა და იმიტომ.
- მარტო ამიტომ?
- არ ვიცი.
- დათო რომ დიდი იყო, ხო სულ შენზე იფიქრა და არ მოხია გერმანიაში, რა...
- კარგი, რა.
- ნუ ფიქრობ ამდენს.
- საქმეც ისაა, რომ არ ვფიქრობ.
- ბევრს ნიშნავს, რომ არ ფიქრობ.

***
ოქტომბერი იწურებოდა. მე კიდევ გამოვაცხადე, ფეხით უნდა წავიდე სახლში-მეთქი, პალტოს ჯიბეებში ხელები ჩავიყავი და გზას დავადექი. გზა მაქსიმალურად დავიგრძელე და რუსთაველიდან მარჯანიშვილზე გავედი. ასე აღმაშენებლის გავლა მომიწევდა. ციოდა. ძალიან. ათას ერთმანეთთან დაუკავშირებელ რამეზე ვფიქრობდი და საბოლოოდ ერთადერთი გამოკვეთილი ფიქრი, რომელიც შემომრჩა ის იყო, რომ თბილისი ზედმეტად პატარა ქალაქია. ზედმეტად პატარა ქალაქი, რომელიც არანორმალურად მიყვარს და რომელიც მთელ ქვეყანას მირჩევნია თავისი მტვრიანობით და ფასადურობითაც კი. რა ვქნა, ასეა.
ამ ფიქრებში ვიყავი გართული, აღმაშენებელზე რომ მივაბიჯებდი და თვალებს ვერ დავუჯერე. ცალი ყურსასმენი გამოვიძრე ყურიდან და ნაბიჯი შევანელე.
- შანსი არაა, ტო, - წინ შავ პალტოში გამოწყობილი გიორგი მედგა.
- გამარჯობა, - არც კი ვიცი, ეს რატომ ვთქვი.
- რა გინდა აქ, ე?
- უნივერსიტეტიდან მოვდივარ.
- ჩემთან მოდიოდი? - უკვე ახლოს იდგა.
- ჰო, გიორგი. შენთან მოვდიოდი.
- ვაჰ. რას მოვესწარი?!
- არ გიხდება.
- პალტო?
გამეცინა.
- ირონია.
- და პალტო?
- რა შედარებაა.
გზა ერთად გავაგრძელეთ. არადა, აშკარად ჩემი საწინააღმდეგო მიმართულებით მიდიოდა.
- მართლა ფეხით დადიხარ სახლში?
- ზოგჯერ.
- ყინავს. როგორ არ გეზარება?
- არ მცივა.
- ხელები მანახეაბა.
ჯიბეებიდან ხელები ამოვიღე და მასთან ერთად მეც დავხედე.
- რა სულელი ხარ, პროსტა. ყინულივით ცივი გაქვს ხელები, ვის ატყუებ?
ორივე ხელს მაგრად უჭერდა ჩემს გაყინულ ხელებს. შუა ქუჩაში ვიდექით და ხელებს მითბობდა.
- ახლა სახლში რომ გაგიშვა, ან მიაღწევ ცოცხალი და ან არა. წამო.
წესით, თამარ მეფეზე უნდა ამეხვია. ჩვენ კი გზაჯვარედინი გადავკვეთეთ და ისევ აღმაშენებელზე გავაგრძელეთ გზა.
- ბებიაჩემი ამ ეზოში ცხოვრობს, - ვთქვი სასხვათაშორისოდ, როცა ბებიაჩემის ეზოს ჩავუარეთ.
- მეზობელო კარისაო... - მითხრა სიცილით და ორი ეზოს შემდეგ თაღში შევიდა.
- სად მივდივართ?
არაფერი უთქვამს, ისე აუყვა იტალიურ ეზოში ხვეულ კიბეს.
„ლილი, მოვედი!“ - დაიძახა, როცა სახლში შევედით. სიძველის სუნი იდგა. სიძველის და კიდევ ის სუნი, რომელიც ყველა იტალიურ ეზოში დგას: ერთიანობის. ერთ-ერთი ვიწრო, თეთრად შეღებილი კარიდან ჭაღარა ქალბატონი გამოვიდა, სასწაულად ლამაზი ცისფერი თვალებით. საოცრად უხერხულად ვიყავი, აბსოლუტურად უცხო სახლში, სრულიად ხელცარიელი. ვიდექი და ვიღიმოდი.
- ლილი, ეს გვანცაა და ჩაი თუ არ დავალევინეთ, მალე სულ გაიყინება. გვანცა, - მომიბრუნდა მერე მე, - ეს ლილიკოა. მსოფლიოში ყველაზე მაგარი ქალი. ვაბშე ყველაზე მაგარი.
- გამარჯობა, შვილო, - თქვა ლილიმ და საოცარი სითბო ჩამეღვარა გულში.
- გამარჯობა.
- გამორთვი ეს პალტო, გიორგი, და დასვი ახლა სადმე. მე ჩაის დავადგამ.
პალტო გავიხადე და მრგვალ მაგიდასთან სკამზე ჩამოვჯექი.
- დაგალევინებს ახლა ლილი ჩაის და გათბები.
- არ იყო საჭირო ასე შეწუხება, გიორგი. წავიდოდი სახლში.
- ვერ წახვიდოდი. ახლაც გაკანკალებს, ვერ ხედავ?
მაკანკალებდა კი, მაგრამ სიცივისგან არა. გაწითლებული ხელები მაგიდაზე დავაწყე და ზემოდან დავაცქერდი. ხელები მომკიდა და უარესად ავკანკალდი. თვალები დავხუჭე და ნერწყვი გადავყლაპე. რა მჭირს-მეთქი საკუთარ თავს ვეკითხებოდი, მაგრამ პასუხი არ მქონდა. ჩავალ, რამეებს ამოვიტანო, თქვა გიორგიმ და წამოდგა. ოთახში სრულიად მარტო დავრჩი. ლილი სამზარეულოში ტრიალებდა. ჩემი ყურადღება კედელზე დაკიდებულმა რამდენიმე გადიდებულმა სურათმა მიიქცია. მამაკაცი იყო. მამაკაცი, რომელიც ძალიან ჰგავდა გიორგის. რაღაცამ უსიამოვნოდ გამკრა გულში. დანარჩენი, ძველი უბნის, ძველი იტალიური ეზოს ძველი სახლი იყო. უზომოდ სასიამოვნო ატმოსფეროთი და გემრიელი სურნელით. ზოგადად, ყველა სახლში დგას სპეციფიური სუნი და ეს სუნი, როგორც წესი, სასიამოვნო არ არის, თუ შეჩვეული არ ხარ. ამ სახლში კი სითბოს სუნი იდგა, სითბოს და სიძველის.
- სად წავიდა? - გამომაფხიზლა ლილის თბილმა ხმამ.
- რაღაცებს ამოვიტანო, თქვა. მოგეხმარებით, რა.
- არა, შვილო. რაში უნდა მომეხმარო. ისედაც შეციებული ხარ. იჯექი.
მალე მაგიდა მურაბებით, ჯემებით და სხვა ტკბილეულით გაივსო. უგემრიელესი სუნი დატრიალდა. ლილი გვერდით დამიჯდა და მითხრა:
- დაიწყე ახლა, თორემ გაცივდება ჩაი.
- მოვიდეს გიორგი და დავლევ, - ვთქვი აბსოლუტური გულწრფელობით.
- კარგი ბიჭია გიორგი, - ჩაილაპრაკა მოხუცმა სევდანარევი სიამაყით.
- კი, კარგი ბიჭია, - სადღაც სივრცესგაშტერებული თვალებით დავეთანხმე მეც.
- თოთხმეტი წლიდან უდედმამოდ იზდება და მაინც კარგი შვილია. საუკეთესო შვილია.
ტანში ჟრუანტელმა დამიარა და უნებურად გამექცა თვალი სურათისკენ. იმ წამს შემოაღო კარი გიორგიმაც.
- რად გინდოდა, შვილო, ამდენი რამე.
- რავიცი, ბე. არ მინდოდა?
- როდის იყო, ბებიაშენს ჩაისთან მისაყოლებელი აკლდა, ა?
- კაი, რა, ლილი.
- დაჯექი ახლა. ეს გოგო შენ გელოდება, პირი არ დააკარა ისე არაფერს.
შევამჩნიე, როგორ ჩაეღიმა გიორგის და მაგიდას მიუჯდა. ლილიმ შეუმჩნევლად დაგვტოვა მარტო.
- რა ლამაზია... - ვთქვი მე ღიმილით და ჩაი მოვსვი.
- მარტო ლამაზი, ტო? შენ კიდე აზრზე არ ხარ, ლილი რა ქალია.
საოცარი სიყვარული ისმოდა გიორგის ხმაში. ვეღარაფერი ვთქვი.
- რატომ მიყურებ ასე? - გამომაფხიზლა მისმა ხმამ.
- გიყურებ?
- ჰო, მიყურებ და იღიმი.
- არ ვიცი, რა ხდება, გიორგი. გულწრფელად.
- რა გინდა რომ მოხდეს?
- არც ეგ ვიცი.
- არაფერი ისე არ მოხდება, შენ თუ არ მოინდომებ.
- მეშინია, - არ ვიცოდი, რას ვლაპარაკობდი. რეფლექსები იყო. მხოლოდ რეფლექსები და არაფერი მეტი.
- ვიცი.
- რა იცი?
- რომ გეშინია.
- მერე?
- მერე, მეც მეშინია. რატომ გიყვარს პლეხანოვი, გვანცა?
- პლეხანოვი? ჩემი ცხოვრება ეტაპებად იყოფა, იცი: პლეხანოვიდან პლეხანოვამდე. სულ რამდენიმე წუთით მაინც თუ მოვხვდი აღმაშენებელზე, ის დღე რაღაც ახლის დასაწყისი მგონია. ვიცი, სიგიჟეა, მაგრამ ასეა. შიზოიდური სიყვარული მაქვს ამ ადგილის მიმართ. ისეთი სიყვარული, ცოტა საშიშიც როა.
- საშიში?
- ჰო. ასეთი ბრმა და უფიქრო სიყვარული ყოველთვის საშიშია.
- ახლაც ამის გეშინია?
- ალბათ, ჰო.
- გათბი? - მკითხა და ჩემს ჩაის ჭიქას შეხედა.
- ჰო, მგონი.
- მაინც რომ კანკალებ? - იკითხა დაბნეულმა და ახლა თითებზე შემომხედა, რომლებიც ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდნენ.
- არ მცივა, - ვუპასუხე და თვალებში შევხედე.
ისევ ხელებს უყურებდა. მერე ცერები გადაუსვა ორივეს და უთხრა:
- ნუ გეშინიათ, რა.
დენმა დამარტყა. თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე შემაჟრჟოლა. დიდხანს ეფერებოდა ჩემს ხელებს და თვალებს არ აშორებდა.
- მისმინე... - დავიწყე მერე უხერხულად, - უნდა წავიდე.
- ჰო...
- მადლობა.
- გაგიყვან-მეთქი, შემოგთავაზებდი, მაგრამ არ იზამ, ხო ვიცი.
- არა, არა. ისედაც აგაწიოკეთ.
- რა აგვაწიოკე... - შეიცხადა სერიოზულად.
- უსაყვალესი ბებია გყავს.
- ვიცი, ჰო.
ლილის დავემშვიდობე. გამოგვიარე ხოლმეო, შემიპირა და წამოვედი.
- მოგწერ ღამე, - მითხრა გიორგიმ მერე, ეზოს ჭიშკართან, - რო იცოდე, რა.
- მომწერე, - ვუპასუხე სიცილით, - მეცოდინება.

***
ფიქრისგან თავი ამტკივდა. ამდენი ფიქრისგან, ამდენი შიშისგან, ამდენი გრძნობისგან კინაღამ გამისკდა თავი. არ მინდოდა, აღვფრთოვანებულიყავი. აღფრთოვანება ამ ქვეყნად ყველაზე ცუდი გრძნობაა, რომელიც ყველაზე მარტივად ჩაგადენინებს ყველაზე დიდ სიულელეებს. მე მაშინ სისულელეების არც დრო მქონდა, არც ხალისი. მეთორმეტე კლასელი გიორგი გორგოშიძე ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპს, არც ერთ ლოგიკას, არც ერთ სისტემას და არც ერთ სქემას არ ექვემდებარებოდა. შეცდომა იქნებოდა, ვიცოდი. ვერ გადავიტანდი კიდევ ერთ იმედგაცრუებას. არ უნდა მივნდობოდი ამ ამბავს. თავი არ უნდა მიმეშვა, მაგრამ... მაგრამ გული მაინც საოცრად ამიჩქარდა, იმ საღამოს მესენჯერის ხმა რომ გავიგე.
<< ისევ გცივა? >>
<< აღარ >>
<< ვახ, რაღაც მჭირს. >>
<< რა? >>
<< მენატრები >> - აქ გული გამიჩერდა.
<< კაი ერთი >>
<< ხვალ გნახავ? >>
<< ლექციები მაქვს. >>
<< სხვა რაღაც გკითხე. >>
<< არ ვიცი. >>
<< მომწერე, თუ გეცლება. >>
<< კაი. >>
მორჩა. აღარაფერი მოუწერია. საკუთარმა სიცივემ მე თვითონ გამხადა ცუდად. ალბათ, სადღაც რეფლექსურად მაინც ვეწინააღმეგებოდი ჩემს თავში გიორგის არსებობას, მიუხედავად იმსა, რომ სასწაულად მინდოდა. ამის ბრალი იყო ეს სიცივეც. შიშნარევი სიცივე.
<< ვერ ვრისკავ. >> - მივწერე, WiFi გამოვრთე და დავიძინე. უფიქროდ. უსიზმროდ. ღრმად მეძინა.
<< გასაგებია. >> - დამხვდა პასუხი დილით. რაღაც ჩამწყდა გულში. დავცარიელდი, მაგრამ ალბათ ასე იყო საჭირო. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც „ასე იყო საჭიროში“ ეჭვი მეპარებოდა.

***
თვეზე მეტი იყო სიცარიელე. დეკემბერი. სიცივე. გამოცდები მქონდა. იმის მერე ერთხელ ვიყავით ალტჰაუსში მე და ელენე. გონზე ვერ მომიყვანა. ასეთი არეული, ასეთი დაულაგებელი, ასეთი უაზრო არასდროს ვყოფილვარ. იმ ერთი თვიდან ბევრი არაფერი მახსოვს. საკუთარი თავიც კი არ მახსოვს იმ პერიოდიდან. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ის იყო, რომ საშინლად ვგრძნობდი თავს. მაინც შემიძვრა. მაინც შემიძვრა კანქვეშ და იქ დარჩა. დაუკითხავად. უნებართვოდ. ისევ მომსპო ჩემგან დამოუკიდებელმა ამბებმა.
იქამდე, სანამ...
- ხელიაო რაღაცაზე მოსაწერი, ნიშნებზე მგონი და მე ვერ გამოვალ სამსახურიდან, გამორიცხულია.
- არ წავალ. არ არსებობს.
- გვანცა, რა გჭირს? გამოიარე უნივერსიტეტიდან და მიდი სკოლაში, რა მოგივა?
- არ მივდივარ უნივერსიტეტში, - პანიკა მეწყებოდა.
- ნორმალური ხარ, გოგო? ვერ გამოვალ შესვენებაზე, ისედაც ვერ ვასწრებ სტატისტიკას, ხო იცი.
- არ წავალ, დედა.
- გვანცა, რამე მოხდა?
- არაფერი.
- აბა, როდის იყო, ასეთ რამეზე მახვეწნინებდი?
სკოლის კართან ვიდექი და მაშინ სიკვდილი მერჩივნა იქ შესვლას, მაგრამ ყველაზე ცუდი იცით რა იყო? იმედი! დედანატირები იმედი, რომელსაც სადღაც შორს, მაგრამ მაინც მკაფიოდ ვგრძნობდი. ასეა. ამის გვეშინია, როცა რაღაცას ვემალებით. იმის, რომ სინამდვილეში გვინდა, ზუსტად ის მოხდეს, რასაც ვემალებით. ყოველ წამს მეგონა, საიდანღაც გამოჩნდებოდა. პირველკლასელებშიც კი მას ვხედავდი. ვგრძნობდი, რომ იქაურობას მალე თუ არ დავტოვებდი, პარანოია დამეწყებოდა. სასწრაფოდ ავედი ჩემი დის კლასში, მოვძებნე დამრიგებელი და რაღაცაზე ხელი მოვაწერე. არაფერი მესმოდა, რასაც მელაპარაკებოდნენ. არადა, მაინცდამაინც მაშინ მოუნდა ჩემს ყველა ყოფილ მასწავლებელს ჩემი ნახვა და მოკითხვა. კინაღამ გავგიჟდი. მაპატიეთ, მეჩქარება-მეთქი ვთქვი და სამასწავლებლოდან გამოვვარდი. ის იყო, სირბილით სკოლიდან გამოვედი და ლამის შვებით ამოვისუნთქე, რომ ვიღაცას შევასკდი. მთელი არსებით ვიგრძენი, რომ ის იყო. თვალთ დამიბნელდა. რომ არ დავეჭირე, ალბათ წავიქცეოდი კიდეც. ხელს არ მიშვებდა. მე კი ჯიუტად არ ვწევდი თავს ზემოთ. არ მინდოდა, შემეხედა. არ მინდოდა დამეჯერებინა, რაც ხდებოდა, მაგრამ ერთბაშად იმდენ სიმსუბუქეს ვგრძნობდი, ისე მომეხსნა მთელი იმ დროის სიმძიმე, რომ მაშინ ყველაფრად მიღირდა იქ დგომა.
ნელი მოძრაობით კისერზე შემომხვია ორივე ხელი. გაყინული ჰქონდა ხელები. გამაჟრჟოლა. მერე მომიახლოვდა და ჩემს თმებში გახვეულმა, ყურთან ძალიან ახლოს, ჩახლეჩილი ხმით მითხრა:
- გავრისკოთ, რა.
გავრისკოთ.
გავრისკოთ.
გავრისკოთ.
გავრისკოთ.
გავრისკეთ.

****
ჰო გავრისკეთ. ბევრი ვილაპარაკეთ იმის მერე. ვლაპარაკობიდით სულ, ქუჩაში, ტელეფონზე, ფეისბუქზე, ყველგან. ერთხელ კიდევ ერთი ლაპარაკის მერე, ღამის ორი საათი იყო, ვერაფრით დავიძინე. ვფიქრობდი, ვფიქრობდი, ძალიან ბევრს ვფიქრობდი და მაინც ვერ ვაძლევდი ფორმას ამ ყველაფერს. მერე ვიფიქრე, ელენეს დაველაპარაკები. იქნებ რამე მიშველოს-მეთქი და მესიჯი ავკრიფე.
<< ჩატი უკვე დავიზეპირე. >> - ელენე ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც არ გამიბრაზდებოდა, თუ ასეთ დროს გავაღვიძებდი.
<< მეც >> - მომივიდა პასუხი დაახლოებით ხუთ წუთში და გაააამოვშტერდი, როცა გავიაზრე, რომ მესიჯი ელენესთვის კი არა „პეპერონისთვის“ მიმიწერია. უსასრულობამდე ბევრი ვიფიქრე, რა მიმეწერა, რომ როგორმე სიტუაცია გამომესწორებინა.
<< ახლა რომ გითხრა, ამას შენ არ გწერდი-მეთქი, ხო *ლექალა ვიქნები? >>
<< აბა ვის წერდი? >>
<< ნუ, დაქალს. >>
<< და მე რო მომწერო, გრეხია? >>
<< შენ მოგწერო, ჩვენი ჩატი დავიზეპირე-მეთქი? >>
<< ჰო, რა მოხდა? >>
<< დავუშვათ, მოგწერე. მერე? >>
<< მერე ის რო სიგიჟემდე გამისწორდება. >>

***
მეორე დღეს არ ეცალა და თითქმის ვერ ვილაპარაკეთ. აი მესამე დღეს საერთოდ აღარ გამოჩნდა. რა აღარ ვიფიქრე. რა აღარ და ძალიან მეწყინა, რომ მივხვდი, ჩვენმა ურთიერთობამ ქვეტექსტები შეიძინა. რომ ამიერიდან მკითხაობა მომიწევდა, რისი თქმა უნდოდა ერთი უბრალო მესიჯით, როგორ მიიღებდა ჩემს ნათქვამ გამარჯობას და კიდევ ათასი სისულელე. საშინელ განწყობაზე ვიყავი.
საღამოს, შვიდი საათი იქნებოდა, ბებოსთან ვიყავით პლეხანოვზე მთელი ოჯახი, ანანომ რომ თქვა:
- დღეს ჩემს სკოლელს დაარტყა მანქანამ. ზუსტად სკოლის წინ.
საშინელი წინათგრძნობა დამეუფლა და გული ისე შემეკუმშა, ვერ ამოვისუნთქე. ვინო, იკითხა ვიღაცამ და თავში უროდ მომხვდა ანანოს ნათქვამი:
- მეთორმეტე კლასელია, ერთი ბიჭი, გორგოშიძე მგონი. გზაზე გადადიოდა და მერსედესმა გლიჯა. სასწრაფოთი წაიყვანეს.
გული კინაღამ გამიჩერდა. თვალთ დამიბნელდა. ნერწვიც ვერ გადავყლაპე. ინსინქტურად დავრეკე გიორგისთან, მაგრამ არავინ მიპასუხა.
- გადარჩა? - ერთადერთი კითხვა იყო, რომელიც ხმაწართმეულმა დავსვი.
- კი, კი, მაგრამ საავადმყოფოში წაიყვანეს.
- მანქანით სიარულს ისეა მიჩვეული, ფეხით სიარული დაავიწყდა, - ჩავილაპარაკე გაუცნობიერებლად და გარშემო ყველა გაშტერდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
უგონოდ ავდექი და სახლიდან გავვარდი. არც კი ვიცოდი, რა უნდა მექნა. ლილის ეზოსკენ წავედი. ბევრი ვაკაკუნე, მაგრამ არავინ გამიღო. რა თქმა უნდა, ლილი მაშინ აუცილებლად გიორგისთან იქნებოდა. მერე მეზობელმა გამომხედა.
- არ არიან, შვილო, სახლში. გიორგი ავარიაში მოყვა, - ხმა აუკანკალდა ქალს.
- რომელ საავადმყოფოშია, ქალბატონო, ხომ არ იცით? - ვერც ხელებს ვიმორჩილებდი და ვერც ხმას.
- რესპუბლიკურში წევს, მგონი ტვინის შერყევით.
რაღაცა მომეშვა. მხოლოდ ტვინის შერყევა...
სასწრაფოდ გავაჩერე ტაქსი და გზიდან დავურეკე ჩემებს. იმ ბავშვს ვიცნობ და აუცილებლად უნდა მივიდე-მეთქი. გაგვაგებინე როგორ არისო დამიბარეს და ყურმილი დავკიდე.
საავადმყოფოში რომ მივედი, უკვე რვა საათი იყო. მიღების საათები ზუსტად მაშინ დამთავრებულიყო, მაგრამ უზომო ხვეწნა-მუდარის შემდეგ მოვახერხე და შემიშვეს. ალბათ იმდენად სასოწარკვეთილი სახე მქონდა, შეეშინდათ, მეც რამე არ დამმართნოდა და ამიტომ მომცეს შესვლის უფლება.
პალატა სუსტად იყო განათებული და იქ მხოლოდ გიორგი იწვა. გვერდით კიდევ ერთი ცარიელი საწოლი იდგა. გიორგის წვეთოვანი ჰქონდა შეერთებული. ეძინა. ძალიან დაღლილი სახე ჰქონდა, მაგრამ ღრმად ეძინა. ლილი ალბათ გასულია სადმე-მეთქი ვიფიქრე და ფანჯრის რაფას მივეყრდენი, საიდანაც პირდაპირ ჩანდა გიორგის საწოლი. მაშინ მივხვდი, რომ ძალიან შემეშინდა. სიჩქარეში ყურადღებავერმიქცეული ემოციები ახლა დამილაგდა და მივხვდი, რომ შემეშინდა მისი დაკარგვის. გული სწრაფად ცემისგან მტკიოდა და ოდნავ სუნთქვაც მიჭირდა. ის კი მშვიდად სუნთქავდა. მკერდი თანაბრად უმოძრავებდა. სახეზე ნაკაწრები ჰქონდა, წარბი - გატეხილი. მაშინ უზომოდ ლამაზი მომეჩვენა რატომღაც და ძალიან, ძალიან მომინდა, რომ მეკოცნა. გამეცინა საკუთარ ფიქრებზე და მერე თავში რომ გავივლე, რამე რომ დამართნოდა-მეთქი, მომენტალურად ტირილში გადამეზარდა სიცილი. ზურგი ვაქციე. ვერ ვწყვეტდი ტირილს. თავისით მოდიოდა ცრემლები.
„ლილიკო, წყალი მომაწოდე, რა“ - გავიგე მისი სუსტი, ჩახლეჩილი ხმა და გამაკანკალა. მობრუნებაც კი ვერ მოვახერხე. „ლილი..“ - თქვა კიდევ ერთხელ და როგორც იქნა, მოვტრიალდი. პატარა ტუმბოზე მდგარი წყლის ბოთლი ავიღე და მივუტანე. გამომართვა ისე, რომ ჩემთვის არ შემოუხედავს. მერე ხელზე რომ შემეხო, მიხვდა, ლილიკო არ ვიყავი და საწოლში გასწორდა, რომ კარგად დავენახე.
- გვაანცა...
- სავალდებულო არ არის ფეხით სიარული, თუ არ შეგიძლია, - ვთქვი უცნაურად აკანკალებული ხმით და ბოთლს თავსახური მოვხსენი.
- რო მომიკითხო ჯერ, არა?
- გული გამისკდა კინაღამ... - აქ ხმა სულ გამებზარა.
- ვინ გითხრა?
- ანამ. ჩემს სკოლელს მანქანამ დაარტყაო.
- კაი, ტო, ტირიხარ?
- შე იდიოტო ბავშვო, რამე რო მოგსვლოდა? - ცრემლი ხელისგულით მოვიწმინდე.
- რა უნდა მომსვლოდა? - სუსტად გაეცინა.
- რა ვიცი.
- გევასები, ხო, გვანც?
- აი შე ბანძო, რა შუაშია ახლა ეგ?
ხმამაღლა გაეცინა და მერე სახე მოეჭმუხნა ტკივილისგან.
- ხელს ნუ ამოძრავებ, თორე არ მოდის გადასხმა, - ვუთხარი მერე და ბოთლი ისევ ტუმბოზე დავაბრუნე.
- გევასები, - თქვა ისევ ოდნავ უფრო წყნარად.
- მევასები.
ოდნავ შეღებულ კარში ლილიკო დავინახე. შემოსვლას აპირებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, შემამჩნია და გადაიფიქრა.
- ლილი დგას კართან და არ შემოდის, - ვუთხარი ჩუმად, სიცილით გიორგის.
- ეე, ლილი ძმაა.
- მართლა რა ბავშვი ხარ, ნეტა იცოდე.
- არ ვარ ბავშვი და ტვინი ნუ წაიღე, - მითხრა გაბუტულმა და გვერდი იცვალა. მერე იმედდაკარგულმა დაამატა: - მარა მაინც რო მევასები?
- ოჰო!
- გვანც...
- ჰო.
- არაფერი.
- რა იყო?
- არაფერი.
ლილიკო როგორც იქნა, შემოვიდა პალატაში. მოვიკითხე, ჩავეხუტე, მოვეფერე და ამ დროს შემოვიდა დაცვის თანამშრომელიც. კინწისკვრით გამომაგდო იქიდან. პრობლემები შემექმნებაო მითხრა და მეც რა მექნა? წამოვედი.
მეორე დღესაც მივედი. უკეთესად გამოიყურებოდა გიორგი. ცოტა ხანი ვილაპარაკეთ. სამეცადინო მქონდა ბევრი და ადრე წამოვედი. მესამე დღეს მე და ლილი ვიყავით პალატაში, გიორგიმ რომ მითხრა:
- დარჩი რა ამაღამ...
- როგორ? - გავიკვირვე მე.
- ჩვეულებრივად. აი ლილი ხომ რჩება, შენც დარჩი.
- ორივეს არ დაგვტოვებენ. არ შეიძლება.
- ეე, კაი, რა...
- მე დავრჩები და ლილი წავიდეს სახლში, - ვთქვი ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ.
- არა, ბებია, როგორ შეგაწუხო? - ჩაერია ლილი.
- რა შეწუხებაა, ლილიკო, წადი შენ სახლში, დაისვენე ცოტა. მე ვიქნები ამ უსინდისოსთან.
- აი, რა უნდა, ლილი? - საყვედურით შეხედა გიორგიმ ბებიას.
ლილის გაეცინა და არაფერი უთქვამს. საავადმყოფოში მოვაგვარეთ ყველაფერი. ახლა სახლში უნდა დამერეკა. როგორღაც ავუხსენი დედაჩემს, რომ უნდა დავრჩენილიყავი, სხვა გზა არ იყო. ტანასცმელი არაფერი რომ არ გაქვსო, გამახსენა, მაგრამ რას ვიზამდი. ლილი სახლში გავაცილეთ და მის საწოლთან, სავარძელში კომფორტულად ჩავჯექი.
- ახლა წიგნი უნდა წაგიკითხო რამე. ბებერ პაციენტებს რომ უკითხავენ ექთნები, ისე.
- ეკაიფე იცი ვის? - ენა გამომიყო სიცილით.
- როგორ ხარ ისე?
- ძაან ბანძად. მომბეზრდა წოლა.
- არც გაბედო ადგომა. არ შეიძლება.
- ვიცი, ჰო. ტვინი მო*ყნეს უკვე, ვეღარ ვქაჩავ.
- ნორმალურად მოიქეცი, რა.
- მოწევა მინდა.
- ოჰ! კიდე რა გინდა?
- კიდე შენთან მინდა.
- კიდე?
- მეტი არაფერი.
ძალიან დიდხანს ვუყურებდი თვალებში. ძალიან დიდხანს და ვგრძნობდი, რომ რაღაცით ვივსებოდი. რაღაც სასწაულად მსუბუქი და სასიამოვნო ემოციით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილები ვიყავით ორივე.
- მოიწი, რა.
მივედი და საწოლზე ჩამოვჯექი.
- აი ახლა რომ მითხრა, გვერდზე მომიწექიო, თავს ჩამოვიხრჩობ.
- ჩუუ, - თქვა და ჩემი თითები მოიქცია ხელში, - სულ გაყინული როგორ გაქვს ეს თითები.
მაკოცა. თითებზე მაკოცა და იქ რაღაც დამთავრდა. რაღაც დაიწყო. რაღაც გასკდა. რაღაც აფეთქდა. მშრალი ტუჩები ჰქონდა.
- კიდევ გინდა რამე? - ვკითხე მერე ჩუმად.
- ნწ. დაიძინე ახლა.
დილით, ჯერკიდევ ძილბურანში, შორიდან ჩამესმოდა მისი ხმა. ვიღაცას ელაპარაკებოდა. „ჰო... ძინავს რავი ჯერ... ვაბშე ყველაზე საყვარელია, ცვეტში.“ ცოტა ხანს გაჩუმდა. ალბათ ის ვიღაც ეუბნებოდა რაღაცას. მერე უპასუხა: „ბიჭო, შეიძლება ცოტა მეტიც, პროსტა ჯერ არ მინდა ფიქრი მაგაზე... იმიტო, შე/ჩემა, რო იმიტო. ვაბშე სხვა პონტია აქ. ერთი რამე რო შემეშალოს, მორჩა, ვსიო.“ კიდევ იყო რამდენიმე წამიანი პაუზა. მერე ისევ გიორგის ხმა გაისმა: „ჰო, კაი, დავგაზე. მაგრად.“
არ ვიცი, ეს ლაპარაკი რა იყო. არც ის ვიცი, ამ ლაპარაკიდან რა გავიგე, მაგრამ რაღაც შეიცვალა.

კიდევ ერთხელ რომ მივედი, ყურსასმენებით უსმენდა მუსიკას. მივედი, უხეშად გამოვაცალე ერთი ცალი ყურიდან და ვუთხარი:
- შეიძლება ეს შენთვის?
- ნორმალური ხარ, გოგო, შენ?
- ტვინის შერყევა მე მაქვს თუ შენ, გიორგი, რა საქციელია ეს?
- რა გინდა, გვანცა? - უზომოდ მობეზრებული ხმა ჰქონდა.
- ცუდად გახდები.
- ისედაც ძაან *ლეურად ვარ და ეხლა, რამენაირად...
- გთხოვ, რა... მორჩა, დღეს და წახვალ სახლში რა.
- როგორ არ ვღრიალებ პროსტა ძაან მიკვირს.
- გთხოვ.
მერე ყრუსასმენი მომაწოდა. ყურზე მოვირგე და გავოგნდი. „Ne me quitte pas” ისმოდა.
- არ მჯერა, - გამეცინა გაოცებისგან.
- რა არ გჯერა?
- შენ და ეს სიმღერა ერთად...
- რატო არ გჯერა?
- შანსი არაა, - უკვე ჩემს თავს ველაპარაკებოდი, - აი ეს რო ზის და „ლამაზ ადამიანს“ უყურებს...
- გაგიჟდი? - მკითხა გიორგიმ სიცილით.
- ჰო. ზუუსტად! გავგიჟდი. შევიშალე. ჭკუიდან გადავალ მალე, გიორგი. ჭკუ-ი-დან გა-და-ვალ.
- მგონი დამენძრა,- ჩაილაპარაკა მანაც თავისთვის და ყურსასმენი წამართვა.
მეორე დღეს გამოწერეს. როგორც იქნა, დაემსგავსა ისევ ადამიანს. მე და ლილიმ იმ დღეს რაღაცრაღაცები გავუკეთეთ, მაგრამ გავაფრთხილე, ეს პირველი და უკანასკნელი დღეა, როცა ყველა ასე გემსახურება-მეთქი. არ ამივარდება თავში, *ლე კი არ ვარო, გამიბრაზდა.

***
ერთ ღამეს დამირეკა. ჯერ კიდევ არ ვიყავი მიჩვეული მისი არსებობის თანმხლებ კანკალს და დიდი ხანი დამჭირდა, სანამ ტელეფონს ვუპასუხებდი.
- ბევრი კლიენტი გვყავს ვითომო და რაღაც *ლე-.... კომპანიები რო ტელეფონზე პასუხს აგვიანებენ, ეგ გააჩალიჩე?
თავიდან ვერც კი მივხვდი, რა მითხრა. მერე რომ გავიაზრე, გამეცინა და ვუთხარი:
- ფუ, შე ნაგავო პროსტა...
- კაი აბა რაარი მართლა? ასე უნდა ქნა ხოლმე სულ? - მკითხა გაბუტული ბავშვის ხმით.
- შენც ასე უნდა მითვალო ხოლმე წამები?
- მეჩქარებოდი... - გამეღიმა.
- ძალიან?
- ძალიან.
- არაუშავს.
- კაი, რატო არ მიპასუხე ამდენი ხანი?
- გოგოები ამას არ ამბობენ ხოლმე, როგორც წესი.
- რას?
- რატომაც არ გიპასუხე, იმას.
- „რა შენი საქმეა“ იბაზრე იმენა.
- რატო მტუქსავ, გამაგებინე? - მეცინებოდა.
- რას აკეთებ? - აი ეს კითხვა ჭკუიდან მშლიდა.
- ფანჯრიდან ვიყურები.
- „შენი ოთახის ფანჯრიდან მზე სულ სხვანაირი ჩანს?“
- შანსი არაა.
- რისი? - ხმაზე დაეტყო, რომ გაეცინა.
- ძაან პარადოქსი ბავშვი ხარ.
- არც პარადოქსი ვარ და არც ბავშვი, - ნაწყენი ხმით მითხრა.
- კაი, რა, - მეცინებოდა მის რეაქციაზე.
- რატო ვარ პარადოქსი?
- პლეხანოველი ბაბულიზმი და ერეკლე დეისაძე - ესეთი რამე ბუნებაში არსებობს?
- აი, რა ბაბულიზმი?
ისტერიკა დამეწყო. ღამის სამ საათზე ვცდილობდი, ისე გამეცინა, რომ ხმა არ ამომეშვა. ცხოვრებაში ასეთი მტანჯველი არაფერი გადამიტანია.
- BMW-თი დადიხარ, შავები გაცვია, „....ყვერი“ გაკერია პირზე და აი მეტი რა არი ბაბულიზმი?
- სწერვა.
- მე?
- ხო, შენ.
- მეძინება, გიორგი.
- კაი, - ისე მითხრა, გამაჟრჟოლა.
ცოტა ხნით ორივე გავჩუმდით. მერე ვუთხარი:
- რა გაცვია?
- „სექს პა ტელეფონუა?“ - მკითხა უზომო გაოცებით.
- დაახლოებით, ხო.
- ვაჰ. ამდენს არ ველოდი.
- რა გაცვია-მეთქი, დეგენერატო...
- რავი, მაიკა და სპორტული, - აზრზე ვერ მოიდოდა, რა ხდებოდა.
- რა მაიკა?
- რაავიცი, მაიკაა რა.
- მოკლემკლავიანი?
- არა.
- რა ფერი?
- შავი.
გამეღიმა.
- მშვიდი ღამე, - ვუთხარი მერე ჩუმად.
- ძილინებისა, - მომესმა საპასუხოდ და ტელეფონი გავთიშე.




***
ერთხელ უნივერსიტეტში მომაკითხა. უკვე მაისი იყო და თბილოდა. ლილიკო გკითხულობსო და სასწრაფო წესით გამაქანა თავისთან. რომ მივედით, ლილი რაღაც გემრიელობას აკეთებდა. გავსკდით, იმდენი ვჭამეთ. მერე ისევ ტკბილობები დაახვავა მაგიდაზე. ბოლოს მართლა ვეღარ ვსუნთქავდი.
- ლილიკო, ის მოგვიტანე, რა, - უთხრა გიორგიმ ბებიამისს.
- რა, ბე?
- აი, შენი მურაბა.
- საზამთროსი?
- ჰო.
ლილის გაეღიმა და თვალები აუციმციმდა. მე ვერაფერს ვხვდებოდი. ცოტა ხანში საზამთროს მურაბით სავსე ქილით და პატარა ჩანგლით დაბრუნდა.
- საზამთროს მურაბას ლილი ყოველ წელს აკეთებდა. სანამ ბაბუაჩემი ცოცხალი იყო, ყოველ დილით ერთ ლუკმას აჭმევდა ხოლმე. ამის გარეშე არც ერთხელ არ გაუშვია სამსახურში. მერე, ბაბუაჩემი რომ გარდაიცვალა, საზამთროს მურაბამ მამაჩემზე და დედაჩემზე გადაინაცვლა. ახლაც ყოველ წელს აღარ აკეთებს. აღარ არის ამდენი საჭირო, - დაამთავრა უცნაური ხმით და ლილის გახედა, - ხო შეიძლება, ლილი? - კითხა მერე და ჩანგალი საზამთროს ქერქის ერთ კლაკნილად დაჭრილ ნაჭერს ჩაარჭო.
- კი, ბებია, როგორ არ შეიძლება.
საკუთარი ხელით მაჭამა უგემრიელესი საზამთროს მურაბა.
„რა ლამაზები ხართ, ბებია,“ - თქვა ლილიმ და უცნაურად გამაჟრჟოლა.
მაგიდა მე ავალაგე და ჭურჭლის რეცხვა დავიწყე, გვერდით გიორგი რომ მომიდგა. გავხედე და ვკითხე:
- რა გინდა?
- უნდა მოგეხმარო.
გამეცინა.
- რაში?
- რავიცი. გავამშრალებ ჭურჭელს.
- ეს სცენა ნახე რომელიმე ფილმში თუ რატო?
- აირტყამ, - გამომხედა და ტილო აიღო.
- დაიწყე უკვე მუქარა, ხო?
- აი, რა გინდა, ტო?
- არაფერი, რა უნდა მინდოდეს. გაამშრალე, მიდი, - ვუთხარი სიცილით და ჭურჭლის რეცხვა გავაგრძელე.
უხმოდ ვაკეთებდით ჩვენ-ჩვენს საქმეს და ყურებამდე გაღიმებული ვცდილობდი, მისკენ არ გამეხედა. ბოლო სამურაბე გავრეცხე და ის იყო, უნდა მიმეწოდებინა, რომ ხელიდან გამივარდა და გატყდა.
- რა მოხდა, ხალხო? - ხმაურზე ლილიმ გამოგვძახა.
- სამურაბე გამ... - დავიწყე, მაგრამ გიორგიმ დამასწრო და თქვა:
- სამურაბე გამიტყდა, ლილი.
- არა, მე... - გავიბრძოლე ისევ, მაგრამ პირზე ხელი ამაფარა და არაფრის თქმის ნება არ მომცა. ამასობაში ლილიც შემოვიდა სამზარეულოში.
- აუ, ლილი, მაპატიე, რა. ცვეტში შემთხვევით მომივიდა.
მე ვიდექი ამ დროს და სირცხვილით ვიწვოდი.
- არაუშავს, ბებია, რა მოხდა.
- ძველი იყო ხო?
- ჩემმა დამ ჩამომიტანა ლენინგრადიდან საუკუნის წინ, - გაეცინა ლილის.
- აუჰ, - ლამის ცრემლები წამომივიდა. გიორგიმ ხელზე მიჩქმიტა და ნამტვრევების აკრეფვას შეუდგა.
- ეგ არაფერი, არ ინერვიულოთ, - გვამშვიდებდა ლილი.
სამზარეულოში, დაბალ კარადაზე ვიყავი შემომჯდარი და ღია ფანჯარაში ვიყურებოდი. გაზაფხულის ის ტკბილი სურნელი შემოდიოდა, რომელსაც მხოლოდ ბებიაჩემის ეზოში ვგრძნობდი ხოლმე ბავშვობაში.
- ვგიჟდები ამ სუნზე, - ვთქვი და ღრმად შევისუნთქე ჰაერი.
- თუთის სუნი რა შესაყვარებელია? - დამცინა და ჩემთან ერთად გადახედა ეზოში მოთამაშე ბავშვებს.
- კაი, რა.
მზის სხივები თვალებს უნათებდა გიორგის და ულამაზეს ფერს უჩენდა. წაბლისფერი თვალები ჰქონდა. ძალიან, ძალიან ლამაზი. ან მე მეჩვენებოდა ასე. თავლი ვერ მოვაშორე მის თვალებს. ისიც იდგა და ჯიუტად მიყურებდა. ძალიან ახლოს იყო და ძალიან მშვიდად სუნთქავდა.
- რა ლამაზი ხარ, იცი? - მითხრა მერე და ჩემი თმა დაიხვია თითზე.
- ლამაზი ვარ? - ვკითხე ღიმილით.
- ცვეტში. ძაან.
გამეცინა.
- გაკოცებ, რა, - მითხრა მერე აი იმ ტონით, სახელს რომ ვერ დაარქმევ.
ისე გავოგნდი, ხმაც ვერ ამოვიღე. ის კი არ გამიკვირდა, რომ კოცნა უნდოდა. იმან გამაგიჟა, ეს რომ მკითხა. ხელის ზურგი ცხვირთან მივიდე, წიკამდე მქონდა ეს მოძრაობა უკვე გამჯდარი, და გამეცინა.
- არ მაკოცო-მეთქი რომ გითხრა, რას იზამ?
- არ გაკოცებ, - მიპასუხა და ოდნავ მომშორდა.
- რანაირი ბავშვი ხარ, რა, - ვუთხარი და მე მივუახლოვდი. საკმარისზე მეტადაც კი.
ძალიან ფრთხილად მაკოცა. ძალიან, ძალიან ფრთხილად. უზომო სითბო ვიგრძენი. იმდენი სითბო, რამდენსაც მე მარტო ვერასდროს დავიტევდი. მერე ლოყაზე მაკოცა და თავით მხარზე მივეყრდენი. თმებზე მეფერებოდა. სიგიჟე იყო. ყველაზე სუფთა სიგიჟე იყო ჩემს ცხოვრებაში.
ლილის ბოდიში მოვუხადე სამურაბის გამო და გადავეხვიე. რაღაცნაირად მოვახერხე და წამოვედი. მერე უკვე კიბეებზე ჩავდიოდი, გიორგიმ რომ დამიძახა:
- გვანცა...
- ჰოუ.
- მისმინე, დეისაძის ლაივის ბილეთები მაქვს „დივანში“ და გვიკადრებ „ბაბულიზმებს“ თუ...?
კინაღამ კიბეებზე დავგორდი, ისე გამეცინა.
- გამომიარე, - ვუთხარი და გზა გავაგრძელე.

***
მეორე საღამოს სახლში მომაკითხა და „დივანში“ წავედით.
- მოიცა და, აქ არასრულწლოვნებს უშვებენ?
- გვანცა, ვეჩნად შეიძლება იმას უსვამდე ხაზს, რომ ჩემზე ორი წლით დიდი ხარ?
- კი, გიორგი, შეიძლება. შეიძლება კი არა, უნდა ვუსვამდე, რაღაც სისულელეები რომ არ ჩავიდინოთ.
- რა სისულეეები?
- სადღაც გაგვიჭედავს ეს ამბავი.
- აი რაღაც ს*რობებს რატო აგრუზვინებ თავს, მითხარი, რა...
- არ არის ს*რობა, გიორგი, სადღაც ამოგიგდებს აი ეგ ორი წელი. სადღაც გაგჭედავს.
- ახლა გჭედავს?
- ახლა არა.
- ჰოდა, წამოდი, რა. ჰო, სხვათა შორის, თვრამეტის ვარ მე უკვე.
ჩაბნელებულ დარბაზს დაბალ მაგიდებზე ანთებული პატარა სანთლები ანათებდა მხოლოდ. მუსიკა ისმოდა და ჩუმად ვიყავით. საერთოდ დამავიწყდა, ორი წუთის წინ რაზე ვკამათობდით. ხელზე მეფერებოდა თითებით და თვალდახუჭული, უფრო მძაფრად შევიგრძნობდი მუსიკასაც და შეხებასაც. მერე ყბის ძვალთან მაკოცა ძალიან მსუბუქად და თავი დამადო მხარზე ისე, რომ მისი ტუჩები ჩემს ყელს ეხებოდა. კოსმოსი იყო ამ ყველაფრის ერთიანად შეგრძნება. კოსმოსი, რომლის დაკარგვაც არ მინდოდა.
წამოვედით. მანქანაში რომ ჩავსხედით, ცოტა ხნის დუმილის შემდეგ მკითხა:
- რომ ჩამოვიდეს?
დენის დარტყმის ტოლფასი იყო ამის მოსმენა მაშინ.
- არ ვიცი.
- ნახავ?
- აუცილებლად.
რაღაც ეწყინა. სახეზე დაეტყო, რომ ეწყინა.
- გიყვარს? - ყველაზე აუტანელი კითხვა იყო, რომელსაც მე თვითონაც კი არ ვუსვამდი საკუთარ თავს.
- არ ვიცი.
- კაი, რა, ამის დედასშევეცი. რანაირად არ იცი?
- არ ვიცი, გიორგი. არ მყვარებია არასდროს და არ ვიცი როგორია, როცა ვინმე გიყვარს.
- გიტირია მის გამო?
- მონატრებისგან.
- შიშით?
- რისი შიშით?
- საავადმყოფოში რატომ ტიროდი მაშინ?
გავჩუმდი. მერე აბსოლუტურად გაუაზრებლად ვთქვი:
- სანამ წავიდოდა, ვიწექი დათოსთან.
მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა და შუა გზაზე გააჩერა.
- რა თქვი? - სადღაც შორიდან მომესმა მისი ხმა.
- ჰო. ჩემი პირველი მამაკაცი იყო. თექვსმეტისაც არ ვიყავი მაშინ.
თავი საჭეზე დაწყობილ ხელებს დააყრდნო და გაჩუმდა. აუტანელი სიჩუმე იდგა მანქანაში. ქუჩაშიც სულიერის ჭაჭანება არ იყო.
- გიორგი, შუა ქუჩაში დგახარ, - ვუთხარი ჩურჩულით, - გააგრძელე გზა ან გადააყენე მანქანა.
ფრთხილად დაძრა მანქანა და გზის ნაპირზე გააჩერა. მერე ცოტა ხანში ისევ დაძრა და გზის გაგრძელება დააპირა.
- არ ქნა, გიორგი.
- რა?
- ვერ ატარებ ასეთ მდგომარეობაში, გააჩერე მანქანა.
ისევ გავჩერდით.
- რატო, ბიჭო, აი, რატო, ტო?
- იმიტომ, გიორგი. რაღაცეები არ იხსნება.
- ვის აპრავებ ახლა, შენს თავს თუ იმ ნაბი*ვარს?
- არავის არ ვაპრავებ, სიტუაციას გიხსნი. ჯერ ერთი, ჩავლილი ამბავია ეს უკვე. აღარ არის ის ადამიანი ამ ქვეყანაში.
- ნებისმიერ დროის შეიძლება ჩამოვიდეს.
- და მერე რა?
- მერე ის, გვანცა, რომ... დედამოვტ/ყან! - ყვიროდა გიორგი.
- ნერვები დაიწყნარე.
- რა იყო ის ცრემლები მაშინ საავადმყოფოში, გვანცა? გაფიცებ, მითხარი.
- შიშის ცრემლები იყო.
- რისი შიშის?
- რომ რაღაც მოგივიდოდა.
- და რომ მომივიდოდა, მერე რა?
- შენი დაკარგვის შიში იყო, გიორგი, - უკონტროლოდ გულწრფელი ვიყავი მაშინ. არაადეკვატურად გულწრფელი.
- ზუსტად, გვანცა. ზუსტად!
პანიკა მქონდა. ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებდი. ცრემლები მომდიოდა თუ ვკიოდი თ ვჩურჩულებდი, არ ვიცი.
- იმ სირთაგვას ჩამოსვლა და შენი დაკარგვა ერთია, გვანცა.
მერე მშვიდად დაძრა მანქანა და სახლამდე ისე მიმიყვანა, ხმა არ ამოგვიღია არც ერთს.





***
ბებიაჩემი ძველი რუსული ჭურჭლით ვაჭრობდა. „კიდობანში“ ერთ-ერთი მაღაზია ჰქონდა ნაქირავები. ერთ დღეს, საქმე მქონდა რაღაც და მივაკითხე. ერთ კვირაზე მეტი იყო გასული, რაც გიორგის ველაპარაკე ბოლოს. არ დაურეკავს. ჰოდა, რაღაცას მთელი სიგიჟით ვუყვებოდი ბებიაჩემს, უცებ ისეთ სამურაბეებს რომ მოვკარი თვალი, როგორიც ლილიკოს ჰქონდა. აი, რომ გამიტყდა, ზუსტად ისეთები იყო. ექვსი ცალი. რამდენად ყიდი-მეთქი, ვკითხე ბებიაჩემს და სასწრაფოდ დავავლე ხელი ყუთს. არაფრით არ გადამახდევინა ფული, ისე გამატანა სამურაბეები. სახლშიც კი არ წავსულვარ, პირდაპირ პლეხანოვისკენ დავეშვი ფეხით და ლილიკოს ეზოში შევქანდი. მხიარულად დავაკაკუნე და შიგნიდან რომ მომესმა, ღიააო, ფრიალ-ფრიალით შევედი სამზარეულოში ლილისთან. როგორც ყოველთვის, თბილად შემხვდა. მერე, დაჯექი-მეთქი ვუთხარი და პატარა სკამზე ჩემი ხელით დავსვი.
- ლილიკო, ის სამურაბე მე გამიტყდა მაშინ, - ვუთხარი დარცხვენილმა, - გიორგიმ დაიბრალა. არაფრით დამაცადა სიმართლის თქმა.
- რა უჭირს, ბე, მერე. რა მოხდა... - სიცილით ჩაიქნია ხელი ლილიმ.
- საამაგიეროდ, ლილი... - ამ დროს დემონსტრაციულად ამოვიღე პარკიდან ყუთი და წინ დავუდე, - ესენი მოგიტანე.
ლილი გაოცებით დააცქერდა ყუთს.
- მგონი, ცოტათი წააგავს, - დაეჭვებით ვთქვი და ყუთი თვითონვე გავხსენი.
- როგორ არ გრცხვენია, გვანცა? - მითხრა საყვედურით ლილიკომ.
- მრცხვენია, როგორ არა. რომ მრცხვენია, მაგიტომ მოგიტანე ზუსტად ესენი, - ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.
- სად იპოვე, შვილო, ეს დენიკინის დროინდელი სამურაბეები?
- „სვიაზები“ მაქვს, ლილი, „სვიაზები.“ - ვუთხარი და თვალი ჩავუკარი.
- ჩაი დავლიოთ, მაშინ.
- დავლიოთ.
მაგიდა ერთად გავშალეთ და დავსხედით ორივე. გიორგიზე არაფერი მიკითხავს. ოთხშაბათი იყო. სამზე ისტორიის მასწავლებელთან მიდიოდა ხოლმე. რომ გავიაზრე, ეს ყველაფერი მახსოვდა, მივხვდი, რომ ძალიან, ძალიან მომენატრა.
- ჩემი ქმარი აფხაზეთის ომში დაიღუპა, - დაიწყო ლილიმ და სმენად ვიქეცი. თბილისში ვცხოვრობდით და აქედან წავიდა, წარმოგიდგენია? მეგობარს გაყვა. უკან აღარც დაბრუნებულა. ერთადერთი შვილი დამრჩა მისგან. კახა - გიორგის მამა, - ისევ სურათს შევხედე, - ხომ იცი, როგორი დრო იყო და გაჭირვებით გავზარდე, მაგრამ გავზარდე. უნივერსიტეტიც დაამთავრა, ყველაფერი. მერე ცოლი მოიყვანა. ირინა. თავიდანვე არ მომწონდა, მაგრამ რას ვიზამდი. მისი არჩევანი იყო. ცალკე ცხოვრობდნენ. ორი ბიჭი ეყოლათ. ლევანი გიორგიზე უფროსია ხუთი წლით. მერე გიორგი გაჩნდა. სიგიჟემდე მიყვარს ორივე. მათზე ამომდის მზე და მთვარე აბა სხვა რა დამრჩენია ამ ქვეყნად. გიორგი... გიორგის მაინც განსაკუთრებით უყვარდა მამა, იცი? არანორმალურად. გვერდიდან არ მოშორებია, არასდროს. სადაც კახა იყო, იქ იყო გიორგიც. ლევანი ამდენად არა. მერე... გიორგი თოთხმეტი წლის იყო მაშინ, კახას რომ კიბო აღმოაჩნდა ფილტვის. არ გვეუბნებოდა არავის. იცოდა კახამ, მაგრამ არ გვეუბნებოდა, - ხმა აუკანკალდა ლილის, - იქამდე არ გვეუბნებოდა, სანამ ცუდად არ გახდა სახლში. სანამ კინაღამ ხველით არ დაიხრჩო და საავადმყოფოში არ წავიყვანეთ, არაფერს ამბობდა. მაშინ უკვე უმძიმესი იყო მისი მდგომარეობა. და ცოლმა იცი რა ქნა?
- რა ქნა? - დაძაბული ჩავერთე მეც.
- ადგა და წავიდა. ასე თქვა, მე ამას ვერ მოვუვლიო და წავიდა. წავიდა და კახას მეჯვარესთან ერთად კანადაში გადავიდა საცხოვრებლად. ორ თვეში კახა დაიღუპა, - ცრემლი ცხვირსახოცით მოიწმინდა ლილიმ. მეც ამევსო თვალები ცრემლებით.
- მერე ბავშვები?
- დაკრძალვაზე ორივე ჩამოვიდნენ, უსინდისოდ. ლევანი წაიყვანეს. გიორგიმ თავი გაიგიჟა, ბავშვი იყო მაშინ, მაგრამ არაფრით არ გაყვა. არაფრით. ჩემთან დარჩა. სახლი აქვთ. დიდი სახლი აქვთ, მაგრამ გიორგი ჩემთან ცხოვრობს. რა უნდა იქ მარტოს, ხომ გავგიჟდი მეც აქ. ნათლიამისი ეხმარება ძალიან. კახას მეგობარი უახლოესი. უთბილესი ბიჭია გიორგი. უკარგესი. ყველა უყვარს, ბებო ენაცვალოს, ყველა, მაგრამ, გვანცა, შენ რომ გიყურებს, ისე არავის, ბე.
- ასე გგონია, ლილი? - გამეღიმა და თან რაღაც მეტკინა ძალიან.
- კი არ მგონია, ვიცი. საკუთარი ხუთი თითივით ვიცნობ გიორგის. მამამისის ასლია. ზუსტად ვიცი, რაღაცა გრძნობა აქვს.
აი აქ შემეშინდა. ძალიან, ძალიან შემეშინდა. გიორგის გრძნობების შემეშინდა. გრძნობების, რომელსაც ვერ გავუძლებდი. ზუსტად იმ დროს დაიძახა გიორგიმ, „ლილი, მოვედიო“ და გამახსენდა, პირველად რომ მიმიყვანა იქ. გამეღიმა. ოთახში რომ შემოვიდა, სახეზე დაეტყო, როგორ გაუკვირდა ჩემი დანახვა იქ. არაფერი უთქვამს, ისე გავიდა სამზარეულოში. ლილიმ დაბნეულმა შეხედა ჯერ გიორგის, მერე - მე. ავდექი და მეც სამზარეულოში შევედი. კარადას იყო მიყრდნობილი და ფეხები გადაეჯვარედინებინა. ეწეოდა. მივედი და გვერდით დავუდექი. უზომოდ ვიყავი დამძიმებული ლილის მონაყოლით. რაღაც უნდა მეთქვა, რაღაცისთვის უნდა ამომეყოლებინა ეს სიმძიმე, ჰოდა ვეღარ მოვთოკე თავი.
- ფუ, ამ ცხოვრების უსამართლო დედა ვატირე მართლა.
გიორგიმ ჯერ მე შემომხედა, მერე ლილის და ყველაფერს მიხვდა. მერე სიგარეტი საფერფლეში ჩააქრო, ისევ ოთახში დაბრუნდა, მამამისის სურათის წინ დადგა და თქვა:
- გაიგე, კახა? მე ამ ცხოვრების უსამართლო დედა ვატირეო გვანცამ. გაიგე? - ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და ისე გააგრძელა, - მე იმ ცხოვრების უსამართლო დედა ვატირე, სადაც ლილისნაირ ქალებს შვილი უკვდებათ. მე იმ ცხოვრების უსამართლო დედამოვტ/ყან, სადაც შენ ვერ ხედავ, შენი შვილები როგორ იზრდებიან. მე იმ ცხოვრების უსამართლო დედამოვტ/ყან, კახა, სადაც მიწევს ვიცინო, როცა საერთოდ არ მეცინება. მე იმ ცხოვრების უსამართლო დედა ვატირე, სადაც ყველა რაღაცას ვთამაშობთ, კახა. სადაც დედებს გვიბახებენ, კახა, და ვერაფერს ვაკეთებთ. სადაც ნაბიჯს ისე ვერ გადადგამ, ვიღაცამ რო არ გაკონტროლოს. სადაც გიყვარს და ვერ ამბობ. სადაც სიყვარული საშიშია. მე იმ ცხოვრების ნაბოზვარი დედა ვატირე, სადაც შენ არ მყავხარ. მე იმ ცხოვრების უსამართლო დედა ვატირე, კახა, სადაც შენ მიწაში წევხარ და ზურასნაირი ძაღლისშვილები ცოცხლები დადიან.
ვიდექი და ვუყურებდი, როგორ კანკალებდა. მშვიდად ლაპარაკობდა, ხმა ერთხელ არ აკანკალებია არადა მთელი სხეულით ცახცახებდა. მე უკვე ვტიროდი. უკონტროლოდ ვტიროდი და ვიყინებოდი. ვიყინებოდი მაისის ბოლოს, ემოციებისგან, უიმედობისგან, ტკივილისგან ვიყინებოდი. ლილი გაუნძრევლად იჯდა და ვეღარც ტიროდა.
მერე იყო სიჩუმე. ძალიან ხმაურიანი, უჰაერო სიჩუმე და გიორგის მკლავები იყო. ვგრძნობდი, როგორ მეხუტებოდა. მთელი ძალით მხვევდა ხელებს და თავზე მკოცნიდა. მერე აღარაფერი მახსოვს. არაფერი მახსოვს იქამდე, სანამ ტახტზე, პლედმიფარებულმა არ გავიღვიძე. გიორგი მეჯდა გვერდით და მიყურებდა.
- როგორ ხარ? - თითქმის ჩამწყდარი ჰქონდა ხმა.
- არ ვიცი.
იჯდა და ჩემს თითებს უყურებდა. ძალიან მინდოდა, ხელი მოეკიდა ჩემი თითებისთვის. ძალიან, ძალიან მინდოდა. მერე მე თვითონ მივეპარე ხელებთან და სუსტად მოვუჭირე თითები. შეცბუნებულმა შემომხედა.
- ისევ ცივი გაქვს, - თქვა ჩურჩულით და ოდნავ, სულ ოდნავ გაეღიმა.
- მომენატრე, - მჭირდებოდა ამის თქმა. უნდა მეთქვა, თორემ გული გამისკდებოდა.
- მომკლავ, გვანცა, შენ მე.
ჩემი მარჯვენა ხელი მოიქცია ორივე ხელში.
- არ ვიცი, რას ვაკეთებ, გიორგი.
- და უეჭველი უნდა იცოდე, რას აკეთებ?
- ჰო. უნდა ვიცოდე. გვიანია, ხო?
- კი. თორმეტია დაწყებული.
- ამდენი მეძინა?
- ჰო, ცუდად გახდი. გაგიყვან სახლში და არ დაიწყო ზედმეტი ფრონცკაობა.
- კაი, - ჩემი ხმა მე თვითონ ძლივს გავიგე ბოლოს.
ეზოში ჩავედით. აქ დამელოდეო, გამაჩერა და თვითონ რომელიღაცა აივნისკენ დაიძრა.
- სანდრო! საან! - დაიწყო ძახილი ხმამაღლა.
- ჰო, გიო, - გადმოხედა ზევიდან ვიღაც ქალმა, - ძინავს სანდროს.
- პრივეტ, იაკო. ისედაც მთელი დღე ძინავს, ტო, ამ დროს ძილი შეიძლება? იაკო, გასაღები ჩამომიგდე რა, ძმურად, სანდროსი, მანქანა მჭირდება ცოტა ხნით. ჩემი ზაზუკას ყავს.
- ახლავე, გიო, ერთი წამი...
ერთი წუთიც არ იყო გასული, ის ქალი რომ გამობრუნდა და გიორგის გასაღები ესროლა. ცალი ხელით დაიჭირა გიორგიმ გასაღები და იქვე მდგარი „ლექსუსი“ გააღო. ჩაჯექიო დამიძახა და აბსოლუტურად მექანიკურად მივედი მანქანამდე. მთელი გზა ხმა არ ამომიღია, ძალიან სუსტად ვიყავი.
- აგიყვან, - მითხრა, როცა სახლთან მანქანა გააჩერა.
- არ მინდა, იყოს, ავალ ჩემით.
ის იყო, ეზოს კარი უნდა შემეღო, რომ წავბორძიკდი და კინაღამ დავეცი.
- წამო... ფრთხილად, - მომეშველა გიორგი და სახლში შემიყვანა.
კარებში შეგვხვდა დედაჩემი და გული გაუსკდა, იმ მდგომარეობაში რომ დამინახა.
- გამარჯობა, - თქვა გიორგიმ.
- გამარჯობა, - უპასუხა დაბნეულმა დედაჩემმა და სახეზე მომხვია ხელები, რომ კარგად დავენახე.
- ეს გიორგია, დე, - ვთქვი სუსტი ხმით.
- რა გჭირს, გვანცა? - გაგიჟებული იყო მაია.
- ცუდად გახდა დღეს ჩემთან, მერე მთელი დღე ეძინა. მაგიტომ დაგვაგვიანდა, - აუხსნა გიორგიმ და დაამატა, - მე მეგობარი ვარ.
- არაფერი არ მჭირს. წნევა დამივარდა ალბათ, - ჩავერიე მეც.
- წამოდი, შემოდი შიგნით, - ახლა დედაჩემმა მომკიდა ხელი და მერე გიორგის უთხრა, - მოდი, შვილო შენც.
- იყოს, მადლობა. წავალ მე. გვანცა, დაისვენე.
გიორგი წავიდა. წნევა გამიზომეს, რაღაც დამალევინეს და დავიძინე. კითხვები არ ყოფილა.

***
მეორე დღეს გიორგიმ დამირეკა, სადმე ყავა დავლიოთ, საქმე მაქვს შენთანო. „ანტრეში“ დავსხედით.
- როგორ ხარ? - იყო პირველი კითხვა და მივხვდი, რომ ჯანრთელობის მდგომარეობა იკითხა და არაფერი სხვა. სხვა შემთხვევაში ამ ფორმით არ შემეკითხებოდა.
- გამოვიძინე და კარგად.
- მაპატიე, რა, გვანცა. ცვეტში არ უნდა გენახა ის, რაც გუშინ ნახე. რა დამემართა მე თვითონ არ ვიცი.
- კარგი, რა, გიორგი... სალაპარაკოა ახლა ეს?
- აბა რაარი, ტო. კინაღამ მოგკალი, მგონი.
- რა სულელი ხარ, - ვუთხარი სიცილით.
- რატო მიტარებ ღადაობაში ყველაფერს? სერიოზულად გეუბნები, - მითხრა გიორგიმ ბრაზით.
- არაფერს არ გიტარებ. გეუბნები, სიგიჟეა, რასაც ამბობ ახლა. რას ნიშნავს არ უნდა მენახე?
- მამაჩემი ძაან ისეთი თემაა ჩემთვის. ხო ხვდები...
- ვხვდები, გიორგი, და იმიტომ ვამბობ. არ ღირს ამაზე ლაპარაკი.
- ლილისთან ვერაფერს ვამბობ. ის უარეს დღეშია, ხო ვიცი.
- ჰო... - ვთქვი და ვიგრძენი, რომ უაზრო იყო ყველა სიტყვა მაშინ.
- მადლობა, - ყველაფერს ველოდი ამის გარდა.
- რისთვის?
- არ ვიცი. ყველაფრისთვის. გუშინდელისთვისაც.
- რა მადლობა, გიორგი, ჭკუიდან არ გადამიყვანო.
- წამო, რა, ლილისთან...
- აუ, დღეს არ მცალია. ხვალ პრეზენტაცია მაქვს და ჯერ არც კი დამიწყია. დედლაინი მაქვს დღეს თორმეტამდე, - მოვიჯღანე საკუთარი უბედურების გახსენებისას.
- რა გაქვს თორმეტამდე? - მკითხა გაოცებით. გამეცინა.
- გახდები სტუდენტი და მიხვდები. თემა უნდა გავუგზავნო ლექტორს დღეს თორმეტ საათამდე.
- ვახ, ჩემი...
- დავიშალოთ, რა, თორე მართლა ვერ მოვასწრებ ვერაფერს.
- აქამდე უნდა გეფიქრა მაგაზე, - თვალი ჩამიკრა და ადგა.
***
<< გააგზავნე თემა? >> - მომწერა 00:01-ზე.
<< ჰაჰ ;) >>
<< ჩუუვაკ! ჩაარტყი. >>
<< *ჩავარტყი* >>
<< შენი ნახვა მინდა ძაან. >>
<< ახლა? >>
<< ჰო. >>
<< გვიანია. >>
<< კაი, ეგეთი გვიანიც არაა. >>
<< როგორ არა>
<< კაი აივნიდან მაინც გადმოიხედე. >>
გავგიჟდი კინაღამ. მეღადავება-მეთქი გავიფიქრე და ზლაზვნით გავედი აივანზე. იქ იდგა. მანქანიდან გადმოვიდა და ხელის აწევით მომესალმა.
- რა გინდა აქ?
- ბიჭო, ზოგჯერ თავს იდებილებ თუ?
- ჰო, კაი...
- მაგარ ფორმაში ხარ, - მითხრა სიცილით.
პიჟამოებით ვიდექი აივანზე.
- აი, რისი ღირსი ხარ პროსტა მითხარი.
- აუ, გვანც, ასე რომ დაგიწერო ოდესმე რამე ასფალტზე, ეგრევე ცეცხლი წამიკიდე, კაი? ეგრევე, - თქვა და ასფალტზე თეთრი ასოებით ჩემი ბიძაშვილისთვის დაწერილ „მარიამ, მიყვარხარ“-ს დახედა. გიჟივით გამეცინა.
- მოსულა.
- „რომეო და ჯულიეტა“ ძაან ბანძი რამე არ არი? - მკითხა მერე უეცრად.
- კი, არის, მაგრამ რა შუაშია ახლა?
- აბა, რა პონტში მელაპარაკები აივნიდან, ჩემს თავს გაფიცებ?
- შენ ამოდი.
- რატო, გრეხია ჩამოსვლა?
- ებიჯო, ამოდი თუ მოდიხარ.
- რას მაკაჩავებ, ეე?
- ჩაი გინდა თუ ყავა?
- რძე.
- ამოდი.
სანამ ის ამოვიდა, მე სამზარეულოში შევედი და რძე ჩავასხი დიდ ჭიქაში. აივანზე დაჯდა გრძელ სკამზე. გამოვედი და რძე მივაწოდე. უზომოდ გახარებული, ბავშვური თვალებით მითხრა:
- ვააა. მართლა რძე გაიჩითა..
- ვაიმე, მეგონა იღადავე... - უკვე მეცინებოდა.
- რა ვიღადავე, ტო, რძეზე მაგრა რამე თუ მიყვარდეს, უნამუსო ვიყო.
აბსოლუტური ისტერიკა დამეწყო. შუაღამისას ვიდექი აივანზე და ისე ვიცინოდი, ძლივს ამოვისუნთქე.
- პაწკუ, - ჩავილაპარაკე და გვერდით მივუჯექი.
- რა თქვი? - გამომხედა, განცხრომას რომ მოწყდა როგორღაც.
- არაფერი, - ვთქვი დანაშაულზე წასწრებულივით და ქუჩას გავხედე.
- როგორ არაფერი, რაღაცა თქვი.
- არაფერი. არ არის შენი საქმე.
- აი მაგას ვერ ვიტან, ხო იცი.
ყელზე ვაკოცე. აი, ასე, უცებ, უყველაფროდ, უმიზნოდ და უქვეტექსტოდ მივუახლოვდი და ვაკოცე. ხმა აღარ ამოუღია. მერე ცარიელ ჭიქას რომ შევხედე, ვკითხე:
- გინდა კიდე?
- გაქვს?
- მაქვს, - ვუთხარი სიცილით.
- მინდა, მარა კარგად ზიხარ და იყავი, რა...
- მოგიტან...
- იჯექი, გთხოვ.
უფრო ახლოს მივიწიე და უფრო კარგად ჩავეხუტე. მერე დავინახე, როგორ გამოიხედა ჩუმად დედაჩემმა კარში და გაეღიმა.
ჩუმად ვისხედით. არც იყო საჭირო რამის თქმა მაშინ. ფიქრითაც კი არ ვფიქრობდი. უბრალოდ ვიჯექი და ისევ უზომო სითბოს ვგრძნობდი. მერე ზედმოდან ჩამომხედა გიორგიმ და მაკოცა. ისევ ისეთი სითბო იყო ამ კოცნაშიც, როგორც მაშინ, პირველად.
- გაიქეცი ეხლა... - მითხრა მერე.
- აი, ეს რო ამას გაგიბედავს, - გამეცინა.
- გვანცი, ცვეტში ძაან არ მინდა, რო რამე გეტკინოს.
ვერაფერი ვთქვი. მერე შუბლზე მაკოცა და მითხრა:
- მიდი, მიდი, დაწექი.
ავდექი და დავწექი. ჰო, საწოლამდე დედაჩემის სიცილით ნათქვამი „კიდევ კარგი, მამაშენი არ არის სახლში“ მომყვა და მეც გამეცინა. რა შუაში იყო მამაჩემი...

***
<< ზღვაში ნავებს, ცაში თვითმფრინავებს...>>
<< ილოცე? >>
<< ახლაც ვლოცულობ. >>

***
„დარჩი დღეს ღამე, რა“ - მითხრა ერთხელ გიორგიმ. კარგი-მეთქი და დავრჩი. სახლში იცოდნენ, რომ ელენესთან ვიყავი. მისი შავი გრძელმკლავიანი მაისური მეცვა და ლოგინში ერთად ვიწექით.
- ესეც გიხდება.
- შე აფერისტო.
- მართლა.
- შენ უფრო გიხდება.
- ვიცი.
- გიორგი, არ გეშინია?
- რისი?
- ამ ამბის...
- არ ვიცი, გვანცა, მაგრამ სულ შიშზე რატო ლაპარაკობ?
- იმიტომ, რომ საკუთარ თავს ვერ ვენდობი.
- შენ გგონია, ახლა რამე გვექნება?
- ეგ არ მიგულისხმია.
- აბა, რას იძახი ვერ გავიგე...
- მომეფერე, რა.
მუცელზე ვიწექი. თმა სახეზე მეყარა და ისე ვლაპარაკობდი. ბეჭებზე მისვამდა ხელს და მღეროდა თან: „ნუუღარ ფიქრობ, მე სუულს გაგიყოფ, სხვა ვინ მოგცემს, ამდენ სითბოს...“
- ძაან მინდა პლეხანოვზე ცხოვრება, - დავიწუწუნე დილით. ეზოში ვისხედით.
- გადმოდი მერე, - მითხრა და სიგარეტს მოუკიდა.
- სად?
- ჩვენთან.
- სად თქვენთან?
- ჩემთან და ლილისთან.
- მორჩი გამოცდებს და გადმოვალ.
- სერიოზულად?
- ჰო, რავი.
- მართლა, ტო?
- მართლა მითხარი?
- ხო, აბა?
- მაშინ, ჰო. მართლა.
- პროოსტა...
- რა იყო?
- მართლა გადმოხვალ?
- მართლა გადმოვალ.
- ვსიო, შანსი აღარ გაქვს.
უცებ მაკოცა ტუჩებზე და მერე თვალებში შემომხედა. ძალიან იყო გახარებული. ძალიან, ძალიან გახარებული.

***
იმ საღამოს... ზუსტად იმ დღის ბოლოს, გიჟებივით რომ მივბოდიალდით ფეხით პლეხანოვიდან ნახალოვკამდე... მაშინ ამიწვა ზურგი ძალიან ძალიან ნაცნობმა მზერამ და მაშინ გავიგე ძალიან, ძალიან ნაცნობი ხმა. სანამ რამეს მეტყოდა, იქამდე გავხედე მის აივანს. ზუსტად ვიცოდი, იქ იდგა. ამას ყოველთვის ვგრძნობდი ხოლმე.
- ისევ ისეთი ხარ, - მითხრა როცა ქვემოთ ჩამოვიდა. ამ ხნის განმავლობაში მე ადგილიდან არ დავძრულვარ.
- შენ კიდევ სულ სხვანაირი, - არც კი ვიცი, ეს ვინ თქვა.
- ჰო?
- კი.
- ცუდია ეს თუ კარგი?
- არ ვიცი, - პირდაპირ თვალებში ვუყურებდი.
- არ ჩამეხუტები?
ჩავეხუტე. ჩავეხუტე და ერთიანად მომაკლდა მთელი უმისო ოთხი წელიწადი. ისევ ის არომატი ჰქონდა, რაც მაშინ. მონატრებაც არ იყო ეს. არ ვიცი, რა იყო. თავიდან დაბადება? შეიძლება, მაგრამ სხვა იყო. ძალიან სხვა.
- გვანცი... გვანცი... - განუწყვეტლად იმეორებდა ჩემი სახელის იმ ფორმას, რომლითაც მხოლოდ ის მომმართავდა ხოლმე.
ეს იყო ის, რაც მინდოდა? არ ვიცი. ველოდებოდი. სულ ველოდებოდი. სულ, მაგრამ არა მაშინ. მაშინ ყველაზე ნაკლებად. არადა... არადა, დათო იყო. დათო მედგა ცხვირწინ... სხვა დათო, მაგრამ მაინც დათო.
- მომენატრე, - მითხრა მერე და ჩემი სახლის კიბეებზე ჩამოჯდა.
- მოგენატრე? - არადა, უნდა მეთქვა, მეც-მეთქი. ვერ ვუთხარი.
- ძალიან.
- რა ქენი, ისწავლე?
- გაბრაზებული ხარ?
- არა. საიდან მოიტანე?
- აბა, რა ტონია ეს?
- არაფერი ტონი არ არის. უბრალოდ, არ მჯერა, რომ აქ ხარ.
- უნდა წავიდე ისევ. მალე.
- აჰა.
- ერთი სული მქონდა, როდის გნახავდი.
- მეც, დათო. შენ არ იცი, მე როგორ გელოდებოდი.
- მართლა?
- დათო, მიყვარდი.
- მე ახლაც მიყვარხარ.
რას არ მივცემდი, რომ ეს სიტყვები გამეგონა. რას არ მივცემდი, მაგრამ მაშინ ვერაფერს ვრძნობდი. ალბათ, გააზრება მიჭირდა.
- ჩემი პატარა... - თქვა მერე და მაკოცა. თავბრუ დამეხვა, მოულოდნელობისგანაც, მონატრებისგანაც, ამდენი ემოციისგანაც... კინაღამ გავგიჟდი.
იმდენად დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის დათოს დაბრუნება, მეშინოდა კიდეც, რომ ეს ბედნიერება ბოლომდე შემეგრძნო. შეიძლება, გავგიჟებულიყავი. ბევრი მკოცნა სახეზე, ხელებზე... ყველგან და ყველაფერი დამავიწყდა. ყველაფერი, სულ ყველაფერი საკუთარი თავის ჩათვლით. კივილი მინდოდა სიხარულისგან. კივილი იმიტომ, რომ ეს ერთადერთი გზა იყო ყველაფრის გამოსახატად. დათო ჩამოვიდა.
სახლში გაბრუებული ავედი და მაშინვე დასაძინებლად წავედი. ზუსტად მაშინ, როცა ლოგინში უნდა შევმძვრალიყავი, მესიჯი მომივიდა. გიორგი იყო. გიორგი იყო და მივხვდი, რომ აი იქ გავიჭედე. თან სერიოზულად გავიჭედე.

***
მეორე დღე დილიდანვე დათოსთან ერთად დაიწყო. სახლიდან გამოსული არ ვიყავი, რომ დამიძახა. ისე იქცეოდა, თითქოს უკვე წყვილი ვყოფილიყავით. ან იქნებ ვიყავით კიდეც წყვილი. ერთი კვირა აბსოლუტური სამოთხე მქონდა დათოსთან. ამ ერთი კვირის განმავლობაში საშინლად გავცივდი გიორგის მიმართ. მესიჯებს გვიან ვპასუხობდი, რამდენიმეჯერ ნახვაზეც უარი ვუთხარი.
- გვანცა, რა გჭირს?
ხმას ვერ ვიღებდი.
- ჩამოვიდა, ხო?
ისევ ჩუმად ვიყავი.
- ზუსტად ის არის, რასაც ვფიქრობდი.
„იმ სირთაგვას ჩამოსვლა და შენი დაკარგვა ერთია, გვანცა“ - გამიელვა თავში და მაშინ გამოვფხიზლდი.
- გამომყევიო მითხრა, - ვუთხარი და თვალებში შევხედე. მანქანაში ვისხედით.
- სად? - მაქსიმალურად ცდილობდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა.
- გერმანიაში.
- უნდა გაყვე?
- არ ვიცი.
- და მე რატომ მიყვები ამას?
- არ უნდა გიყვებოდე?
- არა, გვანცა. მე რა შუაში ვარ თქვენთან?
- გიორგი...
- ვსიო, გვანცა. მორჩა. ხო გითხარი. ჩამოვიდა და დავმთავრდით.
- გთხოვ, რა...
- რას მთხოვ?
- ....
- როდის მიდიხართ?
- ჯერ არ გადამიწყვეტია.
- რა არ გადაგიწყვეტია, გვანცა, სახეზე გაწერია ყველაფერი ვაბშე.
- ოცდახუთშია რეისი.
- ზნაჩიტ, გიყვარს.
არაფერი მითქვამს, ისე გადავედი მანქანიდან და სახლში ფეხით წავედი.

***
რას ვაკეთებდი? ვიბრძოდი? რისთვის ვიბრძოდი? სიყვარულისთვის? რომელი სიყვარულისთვის? პირველი სიყვარულისთვის. იყო კი სიყვარული? მეშინოდა. ისევ დაკარგვის მეშინოდა. ამიტომ ვმოქმედებდი ბრმად.
ოცდასამი ივნისი იყო გიორგიმ რომ დამირეკა, საქმე მაქვს და კაფეში მოდიო.
მასზე ადრე მივედი. ვიჯექი და ვუცდიდი. წარმოდგენა არ მქონდა, რა საქმეზე იყო ლაპარაკი. მოვიდა და მაგიდაზე თვითმფირავის ბილეთი დამიდო. ოცდახუთი ივნისის მიუნხენის რეისი. მაშინ იქ როგორ არ მოვკვდი, არ ვიცი.
- მე რო მიყვარხარ, გვანცა, ეგეთი სიყვარული ვერ იარსებებს აქ. შანსი არ არი. მაგიტო ვართ ახლა ასე.
გაბრუნდა და წავიდა.
„ის, ვინც არასდროს ამტვრევს კარებს, გააღებს და მშვიდად გადის.“
***
იმ დღეს დათოს ზარებისთვის არ მიპასუხია.
მთელი დღე და მთელი ღამე გიორგის სიტყვები მიტრიალებდა თავში. განუწყვეტლივ. მერე მთელი ნათქვამი იფილტრებოდა და ერთადერთი სიტყვა რჩებოდა - „მიყვარხარ.“ მთელ არსებას მქონდა მოდებული ეს სიტყვა. მისი ხმით ნათქვამი. ვგრძნობდი, როგორ ვიშლებოდი აგურ-აგურ. ვგრძნობდი, რომ არაფერი მშველიდა.
მეორე დილით დათოს ხმაზე გულისრევა ძლივს შევიკავე და ისე გავედი სახლიდან, მისთვის ზედაც არ შემიხედავს. ლილიკოსთან მივედი. ადრე იყო. რვის ნახევარი. კარზე არ დამიკაკუნებია, ისე შევედი. სახლში მუსიკა ისმოდა.
„შემოაბიჯე მომავლის დღეებით, მასუნთქე ჰაერი, მომეცი სითბო.“
მაგიდასთან იჯდა და ეწეოდა. ჩემკენ ზურგით იჯდა და ვერ მხედავდა. რომ შევედი, გაიგო, მაგრამ არ გამოუხედავს. ალბათ ლილი ვეგონე. თავისივე სანთებელით წავუკიდე ცეცხლი თვითმფრინავის ბილეთს და საფერფლეში ჩავდე. მერე მოიხედა.

ლილიმ საზამთროს მურაბა ჯერ მე მაჭამა, მერე - გიორგის.
- ვსიო, ლილიმ დაგვწერა ჯვარი. დავახვიეთ ახლა გამოცდაზე.
იმ დღეს მე ბოლო ფინალური გამოცდა მქონდა, გიორგის - პირველი ეროვნული.


****

სანამ რამეს იტყვით: მე თვითონაც ვიცი, რომ ძალიან ბევრი "დასაბრჭყალი" რაღაც მიწერია და საერთოდ ძალიან არალიტერატურული რამეა და არ ღირს ამის აღნიშვნა. ასე იყო ამ შემთხვევაში საჭირო.



№1 სტუმარი მმ

ვიქნები ბანალური და ...სიტყვები არ მყოფნის, კარგი იყო და კითხვის დროს ,,დასაბრჭყალი '' არ ჩანდა არაფერი

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

გიორგის თქმისა არ იყოს, მეც დედა მიტირა ამ ისტორიამ. ნუ, თავიდან "ფორთოხალი" რომ დავინახე, ეგ გამიხარდა, მერე კიდევ ზუსტად ვიცოდი რომ რაღაც სხვა იქნებოდა ამ ისტორიაში. ამ ახალ ფეტიშზე რაც მე ვიცინეეეე, მაგარი იყო . მარტო ბოლოში შენს მინაწერს ვერ ჩავწვდი wink . უუფ, მართლა მაგარი იყო რაა. არაადეკვატური ემოციები გამოიწვიე ამ ისტორიით ჩემში, როგორი დაწერილია იცი? აი,ჩემდაუნებურად მეგონა მთავარი გმირის ადგილზე მე ვიყავი. არც ერთი ემოციას ვინ ჩივის, მოძრაობა არ გამოგიტოვებია. აუუფ, თან რა "პროფესიონალნად" აკეთებდი ამას. ბეევრი მადლობა შენ ჩემგან ამ ყველაფრისთვის.

 


№3  offline წევრი tata11

არვიცი რამდენ ხანს ვკითხულობდი, მაგრამ სახიდან ღიმილი არ მომშორებია (დათოს "პონტებს" თუ არ ჩავთვლით) სასწაული არის, როგორც სხვები.

 


№4  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

რა დასაბრჭყალი და რა არალიტერატურული,ღადაობ?
ის იყო რაც უნდა ყოფილიყო და მორჩა!

 


№5  offline ახალბედა მწერალი lullaby

საერთოდ რა ახსნებია აქ, ბოლოს?!
და ვაფშე მეზიზღები რო იცოდე.
გიორგიც მეზიზღება
საერთოდ საზამთროს მურაბაც შემაზიზღე.
ვერ გიტან.
ასე რომ არ დაგემთავრებინა, ნამდვილ ზიზღს მერე ნახავდი.
კაცმა არ იცის რამდენი ხანი ვივლი ასე დარხეული.
თეონააააა!

 


№6  offline წევრი NA NO

ვაიმე ვაიმეეეეე რა კარგი იყოოო თეონააა, ძალიან კარგი ხარ :* :*

 


№7  offline მოდერი Amalthea

ფორთოხალო,
შეიგნე, რომ შენი დაწერილი "ბაბულიზმიც" კი ყველაზე არაბანალური გამოდის.
გიორგიც, რაღაც ისეთია, თითქოს რეალურ პიროვნებას ჰგავს თავისი ფრაზებითურთ.
შენ კი ><
ხშირად გამოანათე love
შენი დაწერილი თითოეული სიტყვაც კი მიყვარს, მდაჰ ვიქალე wink love
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№8 სტუმარი მის

კარგი იყო კარგი

 


№9  offline წევრი qetiqetiA3

ვაიმეეე რა კარგი ისტორია იყო შენ ვერც კი წარმოიდგენ ჩემთვის..უთბილესიიი უზომოდ ემოციური ..აიიი როგორ მომეწონა ვერ გამოვხატავ მართლა უზომოდ მომეწონა სიგიჟემდე ყოაღ ყოჩაღ..ძალიან ძალიან მაგარიი ხარრ უმაგრესიიი...ოქროსს ისტორიააა ყოჩაღ <3333333

 


№10  offline მოდერი nicol

ებიჭო, გიმრავლოს ასეთი 'არალიტერატურულდასაბრჭყალი' რამეები ღმერთმა.
მდააა, გამაბრუა, ჩამითრია, ვერც კი მივხვდი როდის ჩავედი ბოლოში.
მაშინ გამოვერკვიე ჩემი შვილი რომ შემოვიდა და დეე, რას კითხულობ პირღიაო რომ მკითხა. ბოლოს მივხვდი პირი რატომ დამრჩა ღია - ჰაერი არ მყოფნიდა. მართლა ერთ ამოსუნთქვაში წავიკითხე.

გელოდები ყოველთვის love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№11  offline წევრი PARVENU

Ai prosta prosta ra... Movkvdi da gavtavdi. Rame tu iyos amaze realuri unamuso viyo.
--------------------
Parvenu

 


№12  offline წევრი შამხათი

საოცარი იყო, გავთბი, დავტკბი, ძალიან მაგარი ისტორიაა, რეალობასთან ძალიან ახლოს.
მიხარია, რომ გარისკეს, სიყვარულმა ასაკი არ იცის. მეც გავრისკე თავის დროზე და არასოდეს მინანია...საოცარად გადმოსცემ გრძნობებსა და ემოციებს, საუკეთესო ხარ love

 


№13  offline წევრი ელენ.

ფორთოხალო...
არ მინდა,
სიტყვებით გავაფუჭო ყველაფერი.
ასე რომ, ქულ

 


№14  offline წევრი nk777

Audzalian magarii ikooo

 


№15  offline წევრი Ignifex

დაე ასეთი "არალიტერატურული" რაღაცები არ მოგვკლებოდეს. ძალიან კარგი იყო,ძალიან <3

 


№16  offline მოდერი 13.

მგონი, გავგიჟდი !
--------------------
ნინი.

 


№17  offline წევრი mako-makako

დედა ვატირე მართლა იმ ცხოვრების სადაც ასეთი სიყვარული არ იარსებებს....მომეწნა შენი სიგიჟით გაჟღენთილი ისტორია და დიდხანს გამყვება მე ეს შეგრძნებებიც...სასიამოვნოა როცა ასეთი ანცდებით დატვირთული ხარ ისტორიის წაკითხვის შემდეგ...
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№18 სტუმარი მაიკო-გიო

ძალიან,ძალიან მაგარი იყოოოო...სასიამოვნო,საინტერესო და თბილი ისტორიაა,საოცარ ხასიათზე რომ დააყენებს ადამიანს... love love

 


№19  offline წევრი sofi_rio

ჯერკიდევ გაოგნებულივარ მგონი მეც გავიჭედე:) კითხვისდროს დედამიწაზე არვიყავი:) სადვიყავი ვერ გეეტყვი ალბათ გვანცაც კი ვიყავი ძაან შწვიჭერი :დ მადლობა რომ ასეთი ცუდი ხასიათი გამომიკეთე და გამაცინე ! უმაგრესი იყო ამას ჩემითქმა არც სჭირდებოდა

 


ვაიმეე, ვაიმეე ^^ ფორთოხალი რომ დავინახე ჯერ ფართოდ გამეღიმე და მერე სიხარულისგან ჰაერში ავხტი. სასწაულად მიყვარხარ ! შოკი ხარ! აიი, მართლა ჟრუანტელი მივლიდა , რომ ვკითხულობდი და თითებზე სულ სეზონი მახსენდებ ოდა. ვაღიარებ შენ განსხვავებულ დახვეწილობასა და შემოქამედებას!! <3

 


№21  offline წევრი nutsa214

გავგიჟდი....არა მართლა გავგიჟდი არ ვიცი უბრალოდ ძალიან მაგარი იყო. უმაგრესი ხარ შენ.

 


№22  offline წევრი SUNNY.

ღმერთს გეფიცები, თუ არ აფრენდე.

 


№23  offline წევრი nino(g)

ai imdoneze imoqmeda chemze ro venebic ki amtkivda..umagresi iyoo..dxaan minda did warmatebas miagwio da didi saimovnebit vixilavdi shen wignebs..es iseti istoriaa fimsac ki gadavigebdi rejisoro ro viyoo arvici kide ra vtqva..rasac qvia shokshi var..siyvaruli chentvis yvelaze wminda grdznobaa da mtels sulshi da gulshi maq gamjdari ..am istoriam uamravi ragac damanaxa ...bravo <3

 


№24  offline წევრი Pepper

გავგიჟდი უბრალოდ!
სასწაული იყო
დასასრულმა გამათბობელი და გამაბედნიერა !

 


№25 სტუმარი Koki

ძალიან ხალიან მაგარია. აი ისეთი რო ჩაგითრევს და აზრზე ვერ მოდიხარ როდის გადიხარ ბოლოში, შეგრძნებას რო გიტოვებს თითქოს არ გეყო და უფრო და უფრო მეტი გინდა. სასწაულია

[ძალიან ძალიან მაგარია. აი ისეთი რო ჩაგითრევს და აზრზე ვერ მოდიხარ როდის გადიხარ ბოლოში, შეგრძნებას რო გიტოვებს თითქოს არ გეყო და უფრო და უფრო მეტი გინდა. სასწაულია[/quote]

 


№26  offline წევრი coco girl

Magaria ! daafase sheni nichi <3

 


№27  offline წევრი tebea

საოცრებაა. ❤️

 


№28 სტუმარი ცირა

ჯერ მარტო მადლობა იმისთვის,რომ "არ დამტოვო" აღმომაჩენინე,ამ სიმღერით დავიძინებ ალბათ დიდ ხანს ^^...ერთ გიორგის ნაირს მეც რომ გადავაწყდე რა იქნება

 


№29  offline წევრი თვალჟუჟუნა

მომეწონა თან ძალიან...

 


აუუ იცი რა ბედნიერი ვარ? ძალიან სასწაულად.შიშით ჩავიკითხე ბოლომდე.სულ მეშინოდა ცუდად არ დამთავრებულიყო.ჩამოყალიბებული მწერალი ხარ.შენ ამ გვერდს კი არა, წიგნის ფურცლებს უნდა ავსებდე მკითხველებისთვს.ძაან გამაბედნიერე,მართლა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent