მინდა ანგელოზი ვიყო 11
-რენე, სად ხარ შვილო -ქეთოსთან მივდივარ დე -კარგი ჩემო სიცოცხლე ჩვენც მოვალთ საღამოს .......... -რენეე -ქეთო როგორ ხარ, მაპატიე, რომ ვერ მოვედი -შენ მთხოვ პატიებას? პირიქით რენ, მე გიხდი ბოდიშს, მართლა არ მინდოდა ასე მომხდარიყო.......ვერ ვძლებ შენ გარეშე.... -როცა გათხოვდები, მეც იქ უნდა გეჯდე? უნდა მიეჩვიო უჩემობას -ნუ მეუბნები ასეთ რამეს....უშენობას ვერასდროს ვერ მივეჩვევ და კიდევ კარგი ამის შესაძლებლობა არაა... -ხო მართალი ხარ -ანუ მორჩა დაივიწყე? -კი უბრალოდ მეორეჯერ მე და ლუკას დაგვიჯერე გესმის? -გპირდები, ეს უკანასკნელი იქნება -ჩემი ჭკვიანი გოგო -ბავშვი ვარ მგონია, ასე რომ მელაპარაკები -ოხ, თორემ მეტი ჭკუა გქონდეს... -ეჰ ვინ მეუბნება ნეტავ -ახლა რა გინდა მითხარი -ნებისმიერი რამ? -კი ნებისმიერი -ხინკალი -შენ გინდა მთელმა საავამდყოფომ ყლაპოს ნერწყვი, და აქ მოგვიჯდნენ? -რა ვერ მოახერხებ იმას, რომ სუნი არ ეცეთ? -არა ამას დიდებული რენე როგორ ვერ მოახერხებს ?! -მაშინ გადაწყდა? -რამდენი -რავი, ორივეს რომ გვეყოს....ლუკა არ გვინდა ყველას შეგვიჭამს, თან ჩვენ ვიყოთ მარტო -მეც ეგრე მინდა.....კარგი ახლა დავრეკავ, მყავს ნაცნობი ასე 20 გვეყოფა -გინდა გავსკდე? -ოჰ თორემ არ გიჭამია -კარგი ჯანდაბას, რამდენსაც შევჭამ და რამდენსაც გავუძლებ იყოს......რენ ასეთი გიჟები მარტო ჩვენ ვართ? -ეს რა სიგიჟეა ქეთუს .... უარესებს აკეთებენ, მაგრამ ეს საკმარისია ჩვენთვის ........... -ერეკლე არა? -ვინ ხარ -ლუკა ვარ -ოჰ როგორ გიკითხოთ -შენთან ღლაბუცის თავი არ მაქვს, უნდა შემხვდე -მეც მინდოდა შენთან შეხვედრა -ძალიან კარგი .............აი ამ ადგილას მოდი გასაგებია? -ჯობია იქ იყო, თორემ ფეხით მოგაკითხავ სადაც იქნები -თითქოს შენ გეთხოვოს შეხვედრა და მე კი შემშინებოდეს....მაგაზე არ იდარდო გესმის?! ............. -ვაიმე არ შემიძლია.......რამხელა კუჭი გაქვს შვილო, ეგ როგორ შეიძლება...ნახე რამხელა გაქვს მუცელი ....ვაიმე მიშველეთ... -რა უსუსური ხარ... -ოჰ როდის არ ვიყავი რო? -არა რა ყველაფერში კი ხარ მაგარი, მაგრამ ჭამაში მოიკოჭლებ... -მეპატიება, აი მერე რომ სრულიად გამოვჯანმრთელდები, აი მერე კიდევ შევეჯიბროთ -აჰამ -ვაიმე ჩქარა დამალე -ნელა დაიქცა აუ რა შტერი ხარ რა ............ .......- აქ რა ხდება?! ღმერთო ჩემო! ეს რესტორანი ხომ არ გგონიათ?!....რა უმსგავსობაა ან როგორ მოახერხეთ სრულ ჭკუაზე ხართ შვილებო? -არა, რატომ გიკვირთ ბატონო ექიმო, ისეთი საშინელი საჭმელები გაქვთ მაგას რა შეჭამს, ამიტომ.... -ასეთის ჭამა, რომ მისთვის არ შეიძლება ეს არ გაგახსენდათ?!....ვინ გყავს შვილო ეს ასეთი გიჟი.....მისმინე, როგორ ხარ, ახლავე გაგიყვანთ დავუძახებ ექთან და კუჭს ამოგირეცხავთ -არა გთხოვთ.... თუ არ გინდათ, რომ სამუდამოდ დავივიწყო ხინკალი, და არ გავეკარო ზიზღის გამო, ეგ არ გამიკეთოთ, თორემ თქვენი ბრალი იქნება....გადასარევად ვგრძნობ თავს, უკვე რამდენი დღე გავიდა,... თან მართლა მომიყვანა ენერგიაზე გეფიცებით, ძალიან მენატრებოდა... -კიდევ კარგი ჯერ წამლის დრო არ გაქვს...თან გადასხმაც მოგიხსენით, თორემ ამას ნამდვილად გავაკეთებდი ....ახლა კი გოგონა, მოაწესრიგეთ აქაურობა და მერე არ გნახოთ ჩემმა თვალებმა ....მადლობა მითხარით დაცვას რომ არ ვიძახებ და ადმინისტრაციამ არ გაიგო, თორემ, ნამდვილად ცუდი სიტუაცია შეიქმნდებოდა ... -უჟმური -ვითომ მართალი არ იყოს -ოხ ჩასკდა და ახლა აქეთ აქვს პრეტენზიები .... .......... -არ ამოიღებ ხმას, რას მომიყვანე აქ თუ არაფრის თქმას არ აპირებდი ?! -მადლობა გადამიხადე, რომ ცხვირ-პირს არ გინგრევ, იმის გამო რაც გააკეთე...იცოდე ქეთოს, რომ მეორეჯერ გაეკარო არ გაცოცხლებ და სულ ფეხებზე მერე რა მოხდება ..... -შენ ვინ ხარ ასეთი რამე რომ მიბრძანო? ახლობელი? მეზობელი? თუ ვინ? -მე ქეთოს საქმრო ვარ გესმის? -რა თქვი? -რაც გაიგე -ახლა რა, ცდილობ ამ ტყუილით ჩამომაცილო? -სადაც გინდა იქ გადაამოწმე გესმის? ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს...და სულ ფეხებზე დაიჯერებ თუ არა... მე უბრალოდ გითხარი და როგორ გაითვალისწინებ შენი საქმეა....უბრალოდ ჯობია , რომ ჭკუა გამოიჩინო....და მადლობა გადამიხადე, რომ ვითვალისწინებ შენ მდგომარეობას და წესიერად პასუხს არ გაგებინებ, იმის გამო რაც დამართე ქეთოს.... -საერთოდ არ მჩვევია სხვის საკუთრებას შევეხო, მაგრამ ეგ გოგო ისე მომწონს, ასე ადვილად არ დავთმობ....დაე თვითონ აარჩიოს ის ვისთანაც უნდა ყოფნა....მე ვიბრძოლებ მისთვის ... -სასაცილოა უბრალოდ, მცირე შანსიც არ გაქვს რომ იცოდე.... -"ცდა ბედის მონახევრეა" რა იცი, რას მიმზადებს იღბალი -მე არ მოგცემ მაგის საშუალებას -იცი რა? სულ არ მაინტერესებს მე ჩემს ვცდი და ამაში, შენ ხელს ვერ შემიშლი -არავითარ შემთხვევაში....ეს საკითხი აქვე უნდა გადაწყდეს .... ან როცა ჯანზე მოხვალ შევხვდებით და იქვე დავამთავრებთ, ან დღეს ამ საუბრით -იცი რა მე არ მაწყობს საუბარი, თან პირვანდელი მდგომარეობა უნდა აღვიდგინო და შემდეგ თანაბრად ვიქნებით , ამიტომ უახლოეს მომავალში შეგეხმიანები ლუკიტო და ვნახოთ ერთი რა ვაჟკაციც ხარ -ვნახოთ ............. -ანდრეა რას ეძებ? -არაფერს ვახო -არა დამანახე -შემეშვითქო -კარგი ხო, რას გაბრაზდი...მგონი პირველად გხედავ ასეთს, რამე ხდება? -არა, არაფერი ხდება -იმედია არ მიმალავ რამეს... -კარგი რა ვახო შემეშვი რა, უნდა დაგიმალო, კაი რა -კარგი, რადგან ასე ამბობ ..... -სოსო გაიგე რამე? -დღეს იყო მოსული -მერე -მოკლედ ჭორიკანაც გამხადე, კინაღამ გამომიჭირეს, მაგრამ მოვახერხე მოსმენა.... -მერე რა გაიგე ამოღერღე -"არ მინდაო ჩემმა ოჯახმა გაიგოსო, რამე შეიძლება მოხერხდესო"? -და რა უთხრა -"რავიი შვილო აქ რას დამალავო"...შემდეგ რენემ უთხრა "იტალიაში რომ წავიდეო"? მაგრამ მერე მოაყოლა ნათქვამს "გამორიცხული არისო" ....ვლადიმერმა უთხრა" რაც უფრო მალე დავიწყებთ მკურნალობას მით უფრო კარგიაო და გთხოვ არ დააგვიანოო" -მეტი -არაფერი სხვა, "შევეცდებიო ყველანაირადო" -გაიხარე სოსო, მადლობა დიდი -არაფერს ძმა, რა დროც არ უნდა იყოს შენთან ვარ იცოდე.... ............ -რა გაგიკეთებიათ გოგოებო....რა უმსგავსო საქციელია ...მთავარი ექიმი გაგიჟებულია ...სად ვმუშაობ არ ვიციო ....რამ მოგაფიქრათ.... -კარგი რა დე....იცი როგორ მინდოდა, აი სიგიჟემდე....რენემ ამისრულა სურვილი, აი ძალიან მინდოდა... -ვაიმე რენე, მე შენ რა გიქნა! -კარგი რა მა, ხომ უნდა მქონდეს რაღაც სიგიჟეები ჩადენილი, რომ დამამახსოვრდეს..... -კი მაგრამ ასეთი... - უარესებსაც გავაკეთებ, ოღონდ იყოს ამის საშუალება... -მოკლედ შენი დაჭკვიანება არ იქნება ..... -უი ლუკაც მოსულა -გამარჯობათ -შვილო, გაიგე რა ჩაიდინეს? -კი ქე.... რენემ დამირეკა და მომიყვა... -მოკლედ არ ვიცი რა ვთქვა .... -ოხ დედა რა, ნუ ხარ ასეთი "ინტელიგენტნაია ჟენშინა" დავიჯერო რამე სიგიჟე არ ჩაგიდენია? -....... -რას გაჩუმდი ლელა , ახლა დაგავიწყდა ყველაფერი ? -რა გინდა გოგი, რა ! -ვაიმეე თქვე ცუღლუტებოოო, ოჰ დედა ნწნწ ნწნწ -მოხვალ რენე სალხში, და შენც გოგი -ეჰ შეგვაშინე მე და მამიკო ..... არა მა? -ეჰ ჩემო ლელა .... -ოხ ნუ გამიმართეთ აქ რომატიკა, წადით სახლში მშობლებო... -მოგკლავ რენე იცოდე ... -კარგი ხო გავჩუმდი.... -....... -ბატონო ვაჟა შეიძლება? -უკაცრავად ორი წუთით დაგტოვებთ ......... -რა გაფითრდი გოგო, რამ შეგაშინა...ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება .... -რატომ გაიყვანა -ოხ ვითომ ვერ ხვდები ....არ უნდა დაელაპარაკოს სიმამრს? -ჩუმად რენეე არ გაიგონ ... -კარგი ხო ჩუმად ვარ ........... -რა ხდება, 2 წუთითო და ნახევარი საათია გასული ხართ -არაფერი ისეთი, რაღაცაზე ვილაპარაკეთ... -ალბათ ძალიან კარგ რაღაცაზე, სახე გიბრწყინავთ ორივეს...ჩვენც გაგვაცინეთ თუ რამე ... -ისეთი არაფერი, მერე მოგიყვებით - ერთი კაცი დამტოვეთ ამ ქალებში რა წესია... -რას უკადრისობ ერთი ... -კარგი რა ლელუ, ხომ იცი არა ვხუმრობ, თორემ თქვენს გარემოცვაში ყველაზე ბედნიერია კაცი ხომ იცი... -როგორ შემოატრიალებს ხოლმე ყველაფერს.... -მაგიტომაც გაყევი ცოლად, დე ხომ ასეა -ოხ შე საძაგელოოო, უკვე მერამდენედ გაფრთხილებ, რომ მოხვალ სახლში რას გიზამ! - რაც გინდა ის მიყავი ჩემო დედიკო.....ახლა კი დაგტოვებთ, ცოტა ხნით და ამოვალ ისეევვვ არ მოიწყინოთ... -კარგი ჩვენც გავიდეთ დერეფანში...ისაუბრებენ ახალგაზრდები, გაამხიარულებს ლუკა ქეთოს.... -მართლაც........აქვე ვიქნებით ბავშვებო, არ მოგაწყენთ თავს... ......... -ლუკა რა ხდება ..... ამომასუნთქე, ვკვდები ინტერესით... -სიმამრს დაველაპარაკე -რა თქვი? -რაც გაიგე ჩემო ჭყიტა .....ალბათ მალე ყველა გაიგებს, იმას, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს .... -არ მჯერა ლუკა, ეს ისე უცებ დამატყდა თავს, აზრზე ვერ მოვსულვარ ...... -აი ნახე მალე მოხვალ გონს და მთლიანად შეიგრძნობ რეალობას...... ......... -თაზო, ასე მგონია ყველაფერი თავზე დამექცა -ანდრე არ ვიცი რა გითხრა, მეც შოკში ვარ...შენ რენეს, თუ ეს დაემართებოდა არანაირად არ მეგონა ... -არ უნდა რომ გაიგონ, მაგრამ არ იცის რა ქნას.... -მერე ამაში შენ რომ დაეხმარო? -როგორ? -აბა დაფიქრდი ........ ღმერთო არ შემიძლია ასეთ რენეს რომ ვუყურებ....პალატაში ისეთი მხიარული იყო, მაგრამ გარეთ როცა გამოვიდა, ვერ შეიკავა და ცრემლები წასკდა .... ............... -რენ -ვინ ხარ -ანდრეა ვარ - რა გინდა აქ ... ქეთო ზემოთაა -ვიცი, მოვინახულე -აბა აქ რაღა გინდა, შენ საქმეს ვერ მიხედავ?! -სულ ასეთი უხეში რატომ ხარ? -ასე მინდა და იმიტომ -ცრემლებს ნუ მალავ! -უკაცრავად? -ადვილად შესამჩნევია... გინდა მათ დამალვაში დაგეხმარები -როგორ უნდა დამეხმარო? -მე ყველაფერი ვიცი -საინტერესოა რა იცი, შეგიძლია მითხრა? -მე ვიცი რატომ დადიხარ გეგეშიძესთან -რა? -მე ყველაფერი ვიცი რენე -საიდან -ამას არ აქვს მნიშვნელობა -პირი უნდა მოაღო არა?! -რატომ ფიქრობ ეგრე -რავი სხვა რამეს ვერ წარმოვიდგენ შენგან -რატო, ასეთი ცუდი შთაბეჭდილება დაგიტოვე? კი მაგრამ რატო არ მესმის, არადა ნამდვილად არ ვარ ეგეთი -აბა როგორი ხარ - არ გინდა გამიცნო? -არა -რატომ -არ მაქვს ინტერესი შენ მიმარ -იქნებ გაგიჩნდეს -როგორ? -როგორ და... მე შენ დაგეხმარები -რას იმეორებ ამ დაგეხმარები დაგეხმარები ...რითი უნდა დამეხმარო -გამომყევი ცოლად -უკაცრავად? -რაც გაიგე -ესაა დახმარება?......ღმერთო შენ მიშველე....შენ გარეკე მგონი......... მე შენ არასოდეს არ გამოგყვები ...ან მიზეზი მითხარი, რატომ უნდა გამოგყვე -ესპანეთში წავალთ, და იქ იმკურნალებ, შენები კი ვერაფერს გაიგებენ. -კი მაგრამ, ეგ მეც შემიძლია -რომ შეგეძლოს ამდენს არ იფიქრებდი ...... -მეე... -დაფიქრდი, ყველა ვარიანტები განიხილე , მაგრამ დარწმუნებული ვარ ბოლოს მაინც ამ ვარიანტზე მიხვალ, რადგან ყველაზე კარგი გამოსავალი ესაა. არანაირი პრობლემა, არანაირი დაკითხვა, სრული თავისუფლება ..... ისე რომ გამომყვე, მაინც არ არის კარგი რამ, ხომ იცი ინერვიულებენ შენები, ვიღაც, მაინც უცხოს მიყვება უცხოეთში. ასე კი უფრო დაცული იქნები მათ თვალში ... -მეღადავები ხო? -სულაც არა, სრული სერიოზულობით გეუბნები -რატომ გადაწყვიტე ჩემი დახმარება ...დემეტრეს და ვახოს ურთიერთობის გამო ხო?შეგეცოდე არა? არც მიკვირს.... -არა , არც მაგათი ურთიერთობის გამო, და არც შეცოდების გამო -აბა რატო -ამას არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ იფიქრე, გაანალიზე ყველაფერი და შემდეგ გადაწყვიტე...იცოდე დიდი დრო არ გვაქვს ...თან რაღაცეებიც მოსაგვარებელი იქნება ..... -კარგი.... ....... -შენ სულ გარეკე? -მე უკვე დიდი ხანია გარეკილი მაქვს თაზო... -კი მაგრამ, ასე როგორ აუხსნელად....ის მაინც გეთქვა რომ გიყვარს... -არა, მან ეს არ უნდა გაიგოს... -კი მაგრამ, რატომ -იფიქრებს, რომ მეცოდება, სხვანაირია -კი მაგრამ აუხსენი ეს წლები რეებსაც აკეთებდი.... -არა, არა აქვს აზრი....თუ შევუყვარდი თავისით უნდა მოხდეს, და არა იმის გამო, რომ იცის რომ მიყვრას ...თუ ვერ შემიყვარა, ალბათ ეს ასე უნდა მომხდარიყო... -ძალიან დაიტანჯები -ვიცი -მერე -მე მზად ვარ ამისთვის ...რაც არ უნდა მოხდეს -დარწმუნებული ხარ? -დარწმუნებული ვარ .......... -გისმენთ.... -თანახმა ვარ.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.