შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილები სიკვდილისგან – 1


28-04-2016, 08:44
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 1 905

ვუძღვნი იმ უცხო ადამიანებს, რომლებიც მიყვარს.

შავთმიანს გადაღლილობა დაეტყო. ცოტაც ეძინებოდა, მაგრამ საუბარი მაინც განაგრძო, ოღონდ მანამდე ერთი ჭიქა არაყი დალია, რასაც ტკბილი ატმის წვენი დააყოლა.
მის ახლად გაცნობილ, სავარაუდოდ ლესბოსელ წითელთმიან მეგობარს, მშვიდი ხმით უთხრა:
– აი, ხომ გჯეროდა ბავშვობაში ღმერთის, ან სანტა კლაუსის? ეგრე ვიყავი მეც, ოღონდ ყველა ბავშვისგან განსხვავებით, არა სანტასი, არამედ სიყვარულის მჯეროდა. მაგრამ ახლა გავიზარდე. დიდი გოგო ვარ. ოცდასამი წლის. – ბოლოს კი ირონიული ღიმილით დაასრულა.
ბარში ელვის პრესლის მუსიკა იყო ჩართული. რამდენიმე ადამიანი ცეკვავდა. მთელი ეს ჩაკეტილი სივრცე, სიგარეტის კვამლით იყო სავსე, რაც შავთმიანს მოსწონდა, უფრო მეტიც, ამას ხელოვნების თვალსაზრისით უყურებდა. ყველაზე გამაღიზიანებელი იმ ბაიკერთა შეძახილები იყო, რომლებიც სიმთვრალისგან ფეხზე ვეღარ დგებოდნენ. (არადა სახლებში მოტოციკლებით უნდა დაბრუნებულიყვნენ.) შავთმიანის არ იყოს, ბარმენსაც ეტყობოდა გადაღლილობა. ძლივსღა უმასპინძლდებოდა კლიენტებს. მუსიკის ჩართვა–გამორთვაც მასზე იყო. ხან რამშტაინს ჩართავდა, ხან ელვის პრესლს, ხანაც SISTEM OF DOWN - ს. ისე კი გადაღლილობა ყველას ეტყობოდა, უბრალოდ მათ დასვენებას ამგვარი გართობა ერჩივნათ. იმ შუა ზაფხულში კონდინციონერიც მოშლილიყო, მაგრამ ეს არც შავთმიანს, და არც წითელთმიანს ადარდებდათ. ბარის ყველაზე შეუმჩნეველ ადგილას იჯდნენ. იმ ლესბოსელებს გავდნენ, რომლებიც საზოგადოებამ გარიყა. თუმცა, შავთმიანი არა ლესბოსელი, არამედ ახლად ჩამოყალიბებული ბისექსუალი იყო. სწორად ამიტომ საგონებელში ჩავარდა... არ იცოდა უნდა ჰქონოდა თუ არა სექსი წითელთმიანთან. ამ ფიქრს არასასიამოვნოდ ერთვოდა სასულიერო აკადემიაში გატარებული ერთი წელი და დედა, რომელიც უმალვე უარყოფდა საკუთარ შვილს სიმართლის გაგების შემთხვევაში. და თან გოგონას თავისი პირველი არასასიამოვნო სექსი ახსენდებოდა, რომელიც არაჰიგიენურ პარტნიორთან განხორციელდა. ამიტომაც იჯდა, საუბრობდა და ეწეოდა. იყო მათში რაღაც იდუმალი მშვენიერება, რასაც მხოლოდ კარგი ხელოვანი თუ შეამჩნევდა.
– ანუ შენ გგონია, რომ სიყვარული არ არსებობს?! – ჰკითხა წითელთმიანმა შავთმიანს.
– ჯანდაბას, დაუძახე სიყვარული იმას, რასაც ადამიანები ერთმანეთის მიმართ გრძნობენ. იყოს ასე, მაგრამ გეუბნები, არ არსებობს ის გრძნობა, რომლის შესახებაც ფილმებიდან და ლიტერატურიდან გავიგეთ. ეს ჩვენივე წარმოსახვის ნაყოფია, რომელიც შეიძლება სისუსტის გამოვლინებად ჩაითვალოს. ასე და ამგვარად, დედამიწა ბრუნავს იმიტომ, რომ უნდა იბრუნოს და აქ არაფერ შუაშია სიყვარული.
და აი, რამშტაინიც ჩაირთო.
– ეჰ, შავთმიანო, არასწორად ფიქრობ. – მიუგო წითელთმიანმა და „მარლბოროს“ კოლოფიდან ერთი ღერი სიგარეტი ამოიღო.
– მე კი არა, შენ ფიქრობ არასწორად. ის, რაც სიყვარული გგონია, სინამდვილეში ეგ ილუზიაა. სიყვარული რეალურად სხვა ადამიანის განსაკუთრებულად მოწონებას ნიშნავს. ხომ იცი, დროთა განმავლობაში ყველაფერი უფასურდება, უფრო კი სიყვარული. ჰა–ჰა, გაწელე–გამოწელე ყველაზე დიდი ხანი ორ ადამიანს უყვარდეს ხუთი წელი და ეგეც სექსუალური ლტოლვის გამო.
– ხუთი წელი?!
– ხუთი წელი. – თავდაჯერებულად მიუგო შავთმიანმა.
– მაშ იმ წყვილებზე რას იტყვი, რომლებიც ერთმანეთს შეაბერდნენ?
– ღმერთმანი, შენ რა, ვერ ხვდები?! მათ ერთმანეთი აღარც კი მოსწონთ. ხო, მოხუცებულებს სიყვარული აღარ შეუძლიათ, რადგან თავიანთი მეორე ნახევრებიც მოხუცები არიან. ნუთუ არ გესმის რასაც ვგულისხმობ?!
– ვხვდები, მაგრამ არ გეთანხმები. სიყვარული, ეს წმინდათა წმინდა გრძნობაა. სწორედაც რომ სიყვარულის ძალა ამოძრავებს დედამიწას, მაგრამ რასაც ვამბობ, პირდაპირი მნიშვნელობით გასაგები არ არის. მე განმიცდია ის გრძნობა, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, შენ კი მეუბნები, რომ მართალი ხარ.
– არა, წითელთმიანო, შენ განიცადე რაღაც სასიამოვნო, როგორც ბედნიერება, მაგრამ არა სიყვარული.
– მაშ სხვა რა არის სიყვარული, თუ არა სიამოვნება და ბედნიერება?!
– სიამოვნება სიამოვნებაა, ბედნიერება ბედნიერება...
– კარგი... – საუბარი გააწყვეტინა შავთმიანს და არაბუნებრივად გაიღიმა. – კამათს აზრი არ აქვს. ხომ იცი, ჭეშმარიტება პირობითია. თან უკვე გვიანია. შუაღამის სამი საათია. სახლში უნდა წავიდე. გამიხარდებოდა თუ შენც ჩემთან ერთად წამოხვალ. არ გინდა ჩემთან დარჩე?
შავთმიანმა დაუყოვნებლივ ჰკითხა:
– მარტო ცხოვრობ?
– კი, აბა რა, და თან სახლში ღვინო მაქვს... მუსიკაც რა თქმა უნდა.
ბარიდან გამოსულებმა სუფთა ჰაერი ღრმად შეისუნთქეს და აღნიშნეს კიდეც, რომ ამას არაფერი ჯობია. ტაქსის მოლოდინში მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გაუყვნენ. ამ სექსუალურ გოგოებს ერთმა მანქანამ კი გაუჩერა, მძღოლმა წამოდით, სადაც გინდათ იქ მიგიყვანთო, მაგრამ წითელთმიანმა მკაცრი უარით გაისტუმრა. მალე ტაქსიც გამოჩნდა და გოგოებმა თეოლოგიაზე საუბარი დაამთავრეს. საბოლოოდ გადაწყვეტეს, რომ ქრისტე და უზენაისი რადიკალურად განსხვავდებიან.
– გამარჯობათ. „ცხოვრების რაღაც ეტაპზე“ ათ ლარად გახვალთ? – ტაქსის მძღოლს ჰკითხა შავთმიანმა.
– კი ბატონო, გავალ. – ვინაიდან და რადგანაც „ცხოვრების რაღაც ეტაპი“ ახლოსვე იყო, მძღოლი უპრობლემოდ დათანხმდა. ხოდა დასხდნენ ტაქსიში. მანქანა იმ წამსვე დაიძრა. შავთმიანმა წითელთმიანისგან განსხვავებით თავი მინაზე მიადო და ქალაქის თვალიერება ტურისტივით დაიწყო. თვალი შეავლო განათებულ ფანჯრებს და რატომღაც ეგონა, რომ იქ ყველაფერი კარგად იყო. შემდეგ ძეგლების თვალიერება დაიწყო, რომლებიც არა და არ მოსწონდა. ხეებსაც შეავლო თვალი და ჩიტების შეშურდა. ხო, სულელურმა ფიქრმა გაუელვა თავში: ხეზე ცხოვრება მოუნდა. ყველაზე კარგად მთვარე სწორედ რომ ხეებს ანათებდა. შავთმიანსაც ეს მოსწონდა: მკრთალი, იმედის მომცემი სინათლე. მაგრამ, ყველაზე მეტად რატომღაც სასტუმროები მოეწონა.
წითელთმიანს ჩუმად უთხრა:
– რა ლამაზი ქალაქი გვაქვს, არა? მსოფლიოში ყველაზე ლამაზი.
– ლამაზი შენ ხარ. – გახშირებული სუნთქვით უთხრა წითელთმიანმა და მისკენ მიიწია. შავთმიანი ანერვიულდა. წითელთმიანი კაბა ოდნავ აუწია და ფეხებზე მოფერება დაუწყო. ცოტა ხანში ყელზეც ეამბორა. შავთმიანი ჩუმად იყო, საკუთარ ქალაქს თვალს არ აშორებდა, თუმცა მთელი მისი ყურადღება მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნებას ეთმობოდა. სიამოვნებდა ნაზი, და თან უხეში ფერება და შემდეგ, ამის უკეთესად შესაგრძნობლად, თვალები დახუჭა. წითელთმიანი მკერდზე მოფერების შემდეგ, ისევ გრძელ და სექსუალურ ფეხებს დაუბრუნდა. ტაქსის მძღოლი მათ სარკის მეშვეობით თვალს ადევნებდა. მან ისიც კარგად დაინახა, თუ როგორ შეყო წითელთმიანმა ხელი შავთმიანის ტრუსში. შავთმიანმა ჩუმი, ყრუ კვნესა მალევე დაიწყო. ბოლოს, ორგაზმს ადვილად მიღწეულმა, თვალები გაახილა და ისევ ქალაქს დაუწყო თვალიერება. ტაქსის მძღოლი ისეთი გახარებული ჩანდა, თითქოს ორ ლამაზმანს, წითელთმიანს და შავთმიანს მისთვის გაეკეთებინოს.
წითელთმიანს მართლაც მშვენიერი სამოთახიანი სახლი ჰქონდა თავისი აივნით და ევროპული რემონტით. ერთ–ერთი ჭიქა შავი ღვინო სახლში შესვლისთანავე დალიეს, შემდეგ კი სამზარეულოდან აივანზე გარდაიცვალეს. მობის მუსიკები ესმოდათ. მეხუთე სართულიდან ქალაქი კარგად მოჩანდა, განსაკუთრებით კი მთაწმინდა. ყოველივე ეს, მობის თანმხლებით მართლაც რომ მშვენიერი იყო. თავდაპირველად მდუმარებით ტკბებოდნენ, მერე კი ფილოსოფიაზე ალაპარაკდნენ. მნიშვნელოვანი არაფერი უთქვამთ, მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდები. შემდეგ სახლში დაბრუნდნენ და ორალური სექსით დაკავდნენ. შავთმიანმა ძლივს შეძლო, რომ პირღებინება არ დაწყებოდა. ორგაზმმა კი, რაღაც არაამქვეყნიური სიამოვნება მიანიჭა.
როდესაც შავთმიანმა გაიღვიძა, დილის ცხრა საათი იყო. მაშინვე საპირფარეშოში გავარდა გულისრევის შეგრძნების გამო. პირში ჯერ კიდევ შერჩენოდა მლაშე გემო. მერე კი, გამოსაფხიზლებლად, სულ შიშველი აივანზე გავიდადა ესიამოვნა მოღრუბლული ამინდი. ნიავმა სასიამოვნო ჟრუანტელი მოგვარა. ერთი ღერი „მარლბორო“ გააბოლა, ცოტაც ოთახებში იარა და ნივთები ათვალიერა, ბოლოს კი ჩაიცვა, პატარა ჩანთა მოიკიდა და სახლიდან ისე გავიდა, რომ წითელთმიანის გაღვიძებას არ დალოდებია. დარწმუნებული იყო, რომ მას აღარასდროს ნახავდა.
გზას ფეხით გაუყვა. სახლში მისვლას არ ჩქარობდა, ახლა უფრო სეირნობა უნდოდა. მთაწმინდის ქუჩები აირჩია. ნელა დადიოდა და ხალხს აკვირდებოდა. შავთმიანს მოსწონდა, როცა ხალხში ერეოდა; მხოლოდ ამით თუ შეეძლო ეგრძნო, რომ ყველასავით ცოცხალია.
აღმართს აუყვა. ღიმილით შესცქეროდა იმ ბავშვებს, რომლებიც სავარაუდოდ სკოლას აცდენდნენ. ასევე მოსწონდა იმ წყვილების ყურება, რომლებიც მზის ამოსვლას ერთად შეხვდნენ. თვითონ კი, მარტო მიაბიჯებდა და იქამდე იარა, სანამ სატელევიზიო ანძას არ მიუახლოვდა. იქვე სკამზე ჩამოჯდა და თბილისს გადახედა. მთაწმინდიდან მთლიანი ქალაქი ხელისგულივით მოჩანდა. შავთმიანს ძალიან უყვარდა საკუთარი ქალაქი. სიგარეტს მოუკიდა და სიჩუმის მოსმენა დაიწყო. შემდეგ სამების საკათედრო ტაძარს შეხედა, რომელიც არასდროს მოწონდა. გაიფიქრა: „ნუთუ ეს არის ქრისტიანობა?! ნუთუ ქრისტეს მოსწონს სამების ტაძარი, რომლის გუმბათიც ოქროსია?! არა, არა და არა. მგონი ქრისტეს საერთოდ არ მოსწონს ეკლესიები.“
ეკლესიები არც შავთმიანს მოსწონდა, მაგრამ ათაში–ერთხელ მაინც შეივლიდა ხოლმე.
სიჩუმემ შავთმიანს სივრცის ხმაური გააგონა. ნიავიც ისე ქროდა. როგორც მას სურდა. შუა ზაფხულში გაგრილება დაიწყო. ძალიან მოუნდა, რომ მაიკა გაეხადა. გაიფიქრა კიდეც, ნეტავი ბიჭი ვიყოო, მაგრამ ყველაფერი მალე გადაივიწყა. ასე ვთქვათ, სივრცის ხმაურით ტკბობა განაგრძო. ძალიან მოუნდა, რომ მუსიკისთვის მოესმინა, მაგრამ ამის საშუალება ჰქონდა. შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, მოცარტის „რექუიემს“ მოუსმენდა. ეს ნამდვილად გააგიჟებდა.
წასვლა მალევე დააპირა, მაგრამ იმ დიდმა ფურცელმა შეაყოვნა, რომელიც სკამის ფეხის ქვეშ იყო მოთავსებული. ფურცელი უმალვე აიღო და გაშალა. თავიდან იფიქრა უაზრობა ეწერებაო, მაგრამ სათაურმა დააინტრიგა:

წერილი ჩემს თავს

„იდიოტი ხარ, ჩემო თავო. თუმცა შენ რას გერჩი... დამნაშავე არც მე, და მითუმეტეს არც შენ არ ხარ. ყველაფერი ღმერთის ბრალია, რომელმაც ამ საშინელი სიცოცხლით დაგვასაჩუქრა. მაგრამ, მოდი ვაჯობოთ მას. ჩემო თავო, მოდი მთელი დრო აღარ გავატაროთ სახლში. მოდი გავიდეთ სახლიდან. წავიდეთ, რა. სად? დალახვროს ეშმაკმა, ეს ხომ არც მე ვიცი... ან იქნებ ლაშქრობაზე წავსულიყავით? ხო, არც შენ გაქვს არა, ამის ხალისი. აბა რა უნდა ვქნათ?! ტანჯვა განვაგრძოთ?! ო, არა, არა და არა, ოღონდ ეს არა! აღარ მსურს სახლში ყოფნა. ჩვენი სახლი ხო ყარს, ჩემო თავო. ხო, ასეა, სახლში უიმედობის მყრალი სუნი ტრიალებს.
რა არის ჩვენი ცხოვრება?! ვიღვიძებთ, თუ რა თქმა უნდა გაღვიძებამდე დავიძინებთ. დილიდანვე ვგრძნობთ გამაგიჟებელ მარტოობას. (გეუბნები, სწორედ ამან გაგვაგიჟა.) შემდეგ ვუსმენთ კლასიკას, ან ელექტრონულ ემბიენტს. კედლებზე ვწერთ ერთი და იგივე ფრაზას, რომელიც გრანელმა გვაჩუქა:
არა სიცოცხლე,
არა სიკვდილი,
არამედ რაღაც სხვა...
ღამ–ღამობით დავსეირნობთ მარტოდმარტო. ვწერთ მწუხარების გამომხატველ ჩანახატებს. ვკითხულობთ წიგნებს, რომლებიც არ გვაინტერესებს და ვიტანჯებით მძიმე სულიერი დეპრესიით, რომელიც მარტოობამ შექმნა. შენ ეს მოგწონს?! რასაკვირველია არც მე. ხოდა გეკითხები, რა ჯანდაბა ვქნათ–მეთქი და არ მპასუხობ. შენ შეიძლება ბევრი რამ არ იცი:
მე ვგრძნობ რაღაც არაამქვეყნიურს და ეს მინდა იგრძნოს ყველამ. ვერავის ვუზიარებ იმ გრძნობებს, რომლებიც ჭკუიდან მშლის. თუმცა, ჩემი სიგიჟე, ისევე როგორც მარტოობა, სხვაგვარია. ენა ვერ ამბობს იმას, რასაც ვგრძნობ. ასევე ენით უთქმელმა დამთრგუნველობამ დაისადგურა ჩემში, თითქოს ეშმაკეული ვიყოო... ისე, ეშმაკეულივით კი ვშფოთავ ხოლმე.
შენ, ჩემო თავო, ჩემს ტანჯვაზე ყველაფერი არ იცი. ნუთუ იცი რას ვგრძნობ, როცა უკიდეგანო სივრცეზე ვფიქრობ?! არა, არ იცი.
ჩვენში დარჩეს და გეტყვი: ჩვენი მშველელი მაინც სიყვარული მგონია. ხო, ოდნავადაც კი არ ვგრძნობთ სიყვარულს გახსოვს, ერთ დროს რომ გვიყვარდა? მაშინ ზღვა ზღვას ჰგავდა, მზე კი მზეს. გახსოვს სანაპიროზე მდუმარებით რომ ვერთობოდით ხოლმე? თუ არ ვცდები, სწორედ მაშინ განვიცდიდით ბედნიერებას. მოგვწონდა დედამიწა. ხშირად ვუსმენდით სივრცის ხმებს, რომლის მეშვეობითაც რაღაც საოცარი მუსიკა იქმნებოდა. დავდიოდით გაუკვალავ ტყეებში. ვუყურებდით აისს=დაისს. ეჰ, მართლაც რომ კარგი იყო. ახლა კი რა ხდება?... განადგურებულები ვართ. ხოდა ვწერ... მთაწმინდაზე ვზივარ, ქალაქს გადავყურებ და ვწერ; სხვა რა დამრჩენია, რო? არც არაფერი. ხოდა, ძალიან მინდა რამდენიმე დღეში ისევ აქ მოვიდე, ეს წერილი წავიკითხო და გავიფიქრო, თუ რა უბედური ვიყავი. ხოდა ყველაფერი შენზეა. რაღაც უნდა შევცვალოთ, თუ რა თქმა უნდა ბედნიერება გვსურს. ვიცი შენც არ გიკვდება იმედი იმისა, რომ მომავალში, ამ წერილის წაკითხვის შემდეგ გაგვეცინება. (თუ რა თქმა უნდა წერილს ვინმე თავხედი არ იპოვის.) ხოდა, დაიმედებული ვდგები ამ არც ისე კომფორტული სკამიდან და სახლისკენ მივდივარ, სადაც სიგიჟის მყრალი სუნი დგას.
პ.ს.
ყველაფერი შენზეა, წერილს კი დროებით დავემშვიდობოთ. და თუ ამას ვინმე სხვა კითხულობს, მოკრძალებით ვთხოვ, რომ ფურცელი თავის ადგილას დააბრუნოს.“
პატივისცემით–სეითი ითი.



№1  offline წევრი Educated

სამწუხაროდ..

 


№2 სტუმარი Bla

Sainteresoa vinebi arian is ucxo adamianebi romlebic "giyvars"..ai axla ki shemidzlia vtkva rom momewona!magram momewona dasasruli..seiti iti...da misi werili romelmac..modi agar davamtavreb da tavad mixvdebi;)

 


№3  offline მოდერი Amalthea

ეს რას მოვესწარი :3
სიამოვნებით ჩავიკითხე ბოლოდე, ხოდა დაინტრიგებული ვზივარ და ველოდები როდის დადებ მეორე თავს.
მომწონს შავთმიანი, არ ჰგავს ბრბოს ნაწილს, რაღაც სხვაა. მისგან სწორედ "არანორმალურ" ქმედებებს ველი.
შენ კი ძაან კარგი ხარ <3 (ბანალური ფრაზაა მაგრამ სხვანაირად როგორ ვთქვა)
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№4  offline წევრი მოლურჯო

საინტერესო ცოტა საშიშიც
განსხვავებულიც
უკეთესიც შეიძლებოდა
შენ იმდენად კარგ ჩანახატებს წერ
უკეთესი ისტორია უნდა გამოგივიდეს
--------------------
მარიამი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent