შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა XXIV


6-05-2016, 21:39
ავტორი MariLerman
ნანახია 1 790

სასაფლაოდან პირდაპირ ნიკოს სახლისკენ წავედი. მუხლები მიკანკალებდა... მიუხედავად იმისა, რომ მისი ნახვის გამო მთებს გადავდგამდი, მეშინოდა... მეშინოდა მისი რეაქციის, შეხვედრის, შედეგის.. არაფერზე ფიქრი არ შემეძლო. მეხუთე სართულზე ფეხით ასვლამდე ალბათ ასჯერ შევისვენე, რამდენჯერმე უკან გაბრუნდი კიდევაც, საბოლოოდ ძალამოკრებილმა კარებზე დავაკაკუნე.


კარი არავინ გააღო. დაახლოებით 5 წუთის განავლობაში ვაკაკუნებდი, მაგრამ კარი არავის გაუღია. არ ვიცი, იმდეგაცრუებული ვიყავი თუ არა, მაგრამ სევდიანი უკან გამოვბრუნდი და უნივერსიტეტისკენ წავედი. არაფერზე ვფიქრობდი, მე იმ დღეს ნებისმიერ რამეს გავაკეთებდი, ოღონდ ის მეპოვა....
ვიფიქრე, უნივერსიტეტში ბაბუამისს ვნახავ, როდესაც ვინაობას ვეტყვი, იქნებ მითხრას რამე და დამეხმაროს მეთქი.
დაცვას ვკითხე, თუ სად შემეძლო დავით ბერძენიშვილის ნახვა. წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, უნივერსიტეტის სამი სართული ფეხით მოვიარე. ბოლოს კი, ისტორიის კათედრის გამგის კაბინეტის პირდაპირ ქალი დავინახე, მივედი და თამად ვკითხე, თუ სად შემეძლო მისი ნახვა. იმ მომენტისთვის ლექციაზე იყო, აუდიტორიასთან მივედი და ლექციის დამთავრებას დაველოდე.
თავში უამრავი ფიქრი მიტრალებდა, მე მას არ ვიცნობდი, თუმცა ვიცოდი, რომ კარგი ხასიათის ადამიანი იყო. იმდენად ვნერვიულობდი, კინაღამ შუა უნივერსიტეტში სიგარეტს მოვუკიდე. ხან ძირში ვჯდებოდი, ხან ფანჯრის რაფას ვუახლოვდებოდი, შემდეგ ისევ აუდიტორიის კარებთან ვბრუნდებოდი... ასეთ ბოლთას ვცემდი როდესაც ლექცია დამთავრდა და სტუდენტები გარეთ გამოვიდნენ. შორიდან მოვკარი თვალი პროფესორს, რომელიც მაგიდასთან იჯდა. დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში აზროვნებაში აზრებს ვაწყობდი, თუ როგორ უნდა გამეცნო ჩემი თავი, რა უნდა მეთქვა მისთვის... კარებს მივუახლოვდი და დავაკაკუნე.
– ბატონო დავით, შეიძლება?
– დიახ დიახ.. – მიპასუხა, თუმცაღა ჩემთვის ერთხელაც არ შემოუხედავს.
– გამარჯობა ბბ–ბატონო დავით... მე ანნა ბაღათურია გახლავართ... სიტყვა ხორხის არეში გამიწყდა. თავის წარდგენის შემდეგ მზერამ, რომელიც სათვალეების ქვემოდან ჩემკენ მომართული დავინახე, წამიერად ისეთი შეგრძნება დამმუფლა, თითქოს ადამიანი მოვკალი... ცრემლები ვერ შევიკავე და ავტირდი, თუმცა ჩუმად. პროფესორი მოულოდნელად, ნელი მოძრაობებით წამოდგა და მომიახლოვდა, სათვალე მოიხსნა და თვალებში ჩამხედა... მის თვალებში უდიდესი სევდა ამოვიკითხე... სიტყვებმა კი, საბოლოოდ მომიღეს ბოლო...
– ანნა? ანნა ბაღათურია... ღმერთო ჩემო... აქამდე, აქამდე სად იყავი, შვილო? – მითხრა სასოწარკვეთით და თავით–ტერფამდე ამათვალიერა, როდესაც დავაკვირდი დავინახე, ცოტაც და პროფესორი ატირდებოდა... ვერ მივმხდარიყავი, რას გულისხმობდა... ნერვიულობისგან უკვე ვკანკალებდი. – ანნა ბაღათურია.. ღმერთო, თითქმის ყოველ დღე ეს სახელი და გვარი ჩამესმოდა ყურებში... ყოველ დღე მესმოდა შენზე აღტაცებული საუბარი.. ყოველ დღე, და ერთხელაც არ მინახიხარ საკუთარი თვალებით, ადამიანი, რომელიც ჩემს ნიკოს ასე ძლიერ უყვარდა...
უკანასკნელმა სიტყვამ, რატომღაც, ძალიან დამწყვიტა გული. მინდოდა პირდაპირ მეკითხა, რატომ „უყვარდა“, განა მან შეძლო ჩემი დავიწყება? განა მას აღარ ვუყვარვარ? ნუთუ მისთვის ერთი წელი საკმარისი აღმოჩნდა ამისთვის? მან განაგრძო...
– სად იყავი შვილო? რატომ მიატოვე? რატომ წახვედი... ვერ წარმოიდგენ, ამით რა დიდი ტკივილი მიაყენე ნიკოს... – ხელით მანიშნა, რომ სკამზე დავმჯდარიყავი, რადგან ხედავდა, როგორ მიკანკალებდა ხელები.
– ძალიან, ძალიან მრცხვენია.. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მინდოდა თქვენი გაცნობა, როდესაც მე და ნიკო მთელ დღეებს ერთად ვატარებდით... როგორ მინდოდა, გამეცანით და უფრო მეტი გამეგო ჩემი ნიკოს შესახებ.. – ლაპარაკისას სუნთქვა მეკვროდა, არ შემეძლო მის თვალებში ყურება.. – მრცხვენია, არ ვიცი, რა მოვიმოქმედო.. გუშინ ჩამოვედი საფრანგეთიდან... დღეს თქვენს სახლშიც კი ვიყავი, კარი არავინ გამიღო... შემდეგ პირდაპირ აქ წამოვედი, თქვენ ჩემი ბოლო იმედი ხართ, ძალიან გთხოვთ, მითხარით სად არის? მინდა ვნახო, და პატიება ვთხოვო...თუმცა, არც ის ვიცი, მიმიღებს თუ არა, მაპატიებს თუ არა... არაფერი ვიცი, მაგრამ თუ არ ვნახე მოვკვდები.. ნამდვილად მოვკვდები.. აღარ შემიძლია ასეთი სიცოცხლე... – საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებდი და მწარედ ავტირდი. ის ყველანაირად ცდილობდა დავემშვიდებინე, თუმცა ეტყობოდა, მასზე ძალიან იმოქმედა ჩემმა გამოჩენამ.
– დამშვიდდი, შვილო... ნუ ნერვიულობ... ვერაფერს გეტყვი, არაფრის დაზუსტებით თქმა არ შემიძლია. ის, რაც თქვენს შორის მოხდება, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული... მაგრამ შენ არ იცი, როგორი განადგურებული იყო ნიკო... მე მას ვერ ვცნობდი, მასთან ნორმალურად დალაპარაკებაც არ შემეძლო. მოწყდა ყველაფერს, დაიწყო ჩხუბი, სმა, გინება, ეზოში გათენება, რაღაც საშინელებები! ის, რაც ჩემს ნიკოს, ცხოვრებაში არ გაუკეთებია! ხელი აიღო ცხოვრებაზე, შეუძლებელი იყო მასზე ყურება, ადამიანს აღარ ჰგავდა... თითქმის ყოველ დღე სვამდა და ლოთობდა, მეტს ვერაფერს ვერ ვხედავდი... მე რა უნდა გამეკეთებინა? მოხუცი რითი უნდა დავხმარებოდი? არაფრის გაკეთება არ შემეძლო, უბრალოდ ვუყურებდი მის ასე ყოფნას.. სიმთვრალეში, მხოლოდ შენს სახელს გაიძახოდა ბოლო ხმაზე, მხოლოდ შენს სახელს ყვიროდა ანნა... მეჩხუბებოდა, მეც კი მაბრალიდა, რომ მისი ცხოვრება ასეთი უბედური იყო.. მე რა შუაშია ვიყავი, შვილო? – მკითხა და თვითონაც ჩამოჯდა, შეუძლოდ იგრძნო თავი. – არ ვიცი, ასეთ დგომარეობაში რამდენი ხანი იყო, მაგრამ სადღაც ბოლო ექვსი თვეა სოფელშია. ჩვენს სახლში, მარტოდ მარტო, არავინ არ არის მის გვერდით. ორ კვირაში ერთხელ თუ წამომიხედავს, ტელეფონზე სულ მირეკავს და მკითხულობს... მისი ძმაკაცებიც ათასში ერთხელ თუ გაიკარა... მოწყდა ყველაფერს, არც ჩემი თხოვნა აინტერესებს და აღარაფერი ამ ქვეყანაზე...
– ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ.. მითხარით, როგორ შეიძლება მასთან მისვლა, მისი ნახვა? ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის...
– აუცილებლად დაგეხმარები... აუცილებლად ნახავ ნიკოს...
შევთანხმდით, რომ ის ნიკოს დაურეკავდა, თითქოს შეუძლოდ იყო, ის კი დატოვებდა სოფელს და ჩამოვიდოდა. არ მჯეროდა, მიჭირდა იმის გაანალიზება, რომ რამდენიმე დღეში მას ვნახავდი. მე ხომ ის თვალით ერთ წელზე მეტი იყო, რაც არ მენახა. მეშინოდა ყველაფრის, მისი რეაქციის, ჩემი რეაქციის, შედეგების...
მთელი ღამე თინასთან ნიკოზე ვსაუბრობდი. ის არაფერს მეუბნებოდა, არ მამშვიდებდა და არ მეუბნებოდა ყველაფერი კარგად იქნებაო. ამას ვამჩნევდი, მაგრამ არ ვეკითხებოდი თუ რატომ. ცხადი იყო, ჩემი ასეთი საქციელის შემდეგ, არაფრის ღირსი არ ვიყავი.
მომდევნო დღეს კი, სასაფლაოდან ზუკას სანახავად გავემართე. მინდოდა, მისთვის სიურპრიზი გამეკეთებინა. სახლში მისულს კი, შინ არ დამხვდა. მშობლებმა, სასწავლებლად თბილისში წავიდაო. საშინლად დამწყდა გული, ძალიან მინდოდა მისი ნახვა და ყველაფერზე მასთან დალაპარაკება. ახალი წლის არდადეგებამდე არც ისე ბევრი დრო იყო დარჩენილი, თუმცა როდესაც ვიცოდი, რომ საქართველოში ვიყავი კიდევ ერთი თვე მისი ნახვის გარეშე ვერ გავძლებდი. გადავწყვიტე, შევხმიანებოდი და ასე მემცნო მისთვის ჩემი ჩამოსვლის შესახებ. ჩემი ხმის გაგონების შემდეგ, ტელეფონში ისე ხმამაღლა იყვირა, რომ გვერდით მჯდომებმაც გაიგონეს. დამპირდა, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოვიდოდა.

******
დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ნიკოს ბაბუა არ შემხმიანებია. ვნერვიულობდი. ვიფიქრე, რომ მას საერთოდ არ დაურეკავს ნიკოსთვის.
თუმცა, 9 ნოემბერს, პარასკევ დღეს, მოულოდნელად დილით დამირეკა და მამცნო, რომ ნიკო უკვე წამოსულიყო იყო სოფლიდან.
– გულზე გამკრა მეთქი, მოვატყუე... – მითხრა და ჩაეცინა, – ცუდია, რომ ვატყუებ, მაგრამ, შენი დანახვისას გადაავიწყდება ყველაფერი... მისამართი იცი, შუადღის ორ საათზე ბათუმში იქნება.
– არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ.. კი მაგრამ, თქვენს სახლში მარტო უნდა მივიდე?
– არ შემიძლია უნივერსიტეტიდან წამოსვლა, შვილო.. პირველი საათისთვის შემომირბინე და გასაღებს მოგცემ. როგორც გინდა, ისე დახვდი ნიკოს...
ძალიან მრცხვენოდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. დავთანხმდი, თუმცა ძალები ბოლომდე ვერ მომეკრიბა. ვერც ის გადავწყვიტე, რა ჩამეცვა. ვერც ის, საერთოდ წავსულიყავი თუ არა. გული კარგს არაფერს მიგრძნობდა, მაგრამ იყო რაღაც, რაც ჩუმად მკარნახობდა, რომ ეს დღე ჩემს ცხოვრებას ერთხელ და სამუდამოდ ბედნიერებისკენ მიმართავდა.
არჩევანი პარიზში ნაყიდ ღია ფერის ჯინსზე, მუქი ატმისფერი ფერის მოსასხამსა და ბალეტკებზე შევაჩერე. სარკეში ჩავიხედე და, მე თვითონაც მივხვდი, რაოდენ შეცვლილი ვიყავი. როდესაც ბათუმი დავტოვე, თმა ძალიან გრძელი მქონდა, ტანზე მხოლოდ შავი ტანისამოსი მეცვა და არანაირად არ ვგავდი ქალს. ახლა კი, იმიჯი აბსოლიტურად შეცვლილი მქონდა. ვნერვიულობდი იმაზეც, მოვეწონებოდი თუ არა ასეთი ნიკოს.
პირველი საათისთვის, როგორც შევთანხმდით,უნივერსიტეტში გავიარე, ნიკოს ბაბუას გასაღები გამოვართვი და მისი სახლისკენ ავიღე გეზი. ხელში პატარა წიგნაკი მეჭირა, სადაც არაერთი სასიამოვნო მომენტი მქონდა ასახული და ჩემი და ნიკოს ფოტოებიც ჩავაკარი... ერთი სული მქონდა, როდის ვაჩვენებდი ამ ყოველივეს.
– უკვე ჩამოვიდა. დაახლოებით 10 წუთში სახლში იქნება. იჩქარე, რომ დახვდე.
სახლში მისვლას ვერანაირად ვერ ვასწრებდი. რეალურად, არანაირი გეგმა არ მქონდა, უბრალოდ დახვედრას ვაპირებდი, მაგრამ საერთოდ სხვანაირად მოხდა ყველაფერი. სადარბაზოსთან თითქმის მისული ვიყავი, როდესაც შორიდან მოვკარი თვალი მის მაღალ, მოხდენილ, იდეალურ სხეულს. ის ზუსტად ისეთივედ მომეჩვენა, როგორიც ადრე იყო. წამიერად ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი და იქვე სკამზე ჩამოვჯექი. ნიკოს დანახვამ საშინლად დიდი ტკივილი მომაყენა. სადარბაზოსთან შეჩერდა და რამდენიმე ახალგაზრდას მიესალმა. ყველა ეხუტებოდა და იმას ეკითხებოდნენ, ამდენი ხანი სად იყო გადაკარგული.
სადაცაა ტირილს დავიწყებდი, თუმცა მივხვდი რომ ამის დრო არ იყო. ძალები მოვიკრიბე, აზროვნებაში დავაწყე ყველა სათქმელი, და უკან მივყევი. ის უკვე სახლში ასული იყო. მეხუთეზე ასვლილსას, მისი სახლის კარი ღია დავინახე, ბაბუამისს ეძებდა.
გაუბედავად შევაბიჯე სახლში და პირდაპირ მისაღები ოთახისკენ ავიღე გეზი. ნერწყვს ძლივს ვყლაპავდი, ნერვიულობისგან სადაცაა გული წამივიდოდა. როდესაც ოთახში შესული დავინახე, ოდნავ წავბარბაცდი, გვერდით პატარა თაროზე ხელის მოკიდება ვცადე, ამ დროს იქვე მდგომი პატარა ვაზა გადმომივარდა და ძირს დაეცა. გატეხვის ხმაზე შეკრთა, მყისიერად შემობრუნდა და როდესაც დამინახა, ადგილზე გაშეშდა. არ ვიცი, ზუსტად რამდენი წუთი ვუყურებდით ერთმანეთს გაშეშებული თვალებით, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ ორივე ვტიროდით. არც ერთი ნაბიჯი გადამიდგამს არც მე, და არც მას.
„ ღმერთო, როგორ მიყვარხარ... როგორ მინდა თითებით შეგეხო, როგორ მინდა ვიგრძნო შენი სხეულის სითბო.. როგორ მინდა, კვლავ აღმოვჩნდე შენს მკლავებში..“
მომაწვა ყოველი მოგონება, რაც მასთან მაკავშირებდა და უარესად ავტირდი. ისიც ტიროდა, მაგრამ შეუმჩნევლად. არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, ერთი ნაბიჯი წინ გადავდგი და შევამჩნიე, როგორ დაიხია უკან.
– არ ვიცი, აქ საიდან აღმოჩნდი და რას აკეთებ, მაგრამ წადი, ახლავე წადი აქედან.
ეს იყო პირველი, რაც მისგან გავიგონე. ამ სიტყვების გაგონებას, სიკვდილი მერჩივნა. მინდოდა გავქცეულიყავი და პირდაპირ ფანჯრიდან გადავშვებულიყავი ქვემოთ. წამიერად გამიქრა სუნთქვის, არსებობის, სიცოცხლის გაგრძელების სურვილი... ის იყო სამარესავით ცივი, უგულო, მე მის სიტყვებში არა ბრაზი, არამედ უდიდესი იმედგაცრუება ამოვიკითხე...
– ნიკო, ასე ნუ მომექცევი, გთხოვ, მომეცი შანსი დალაპარაკების.. გთხოვ,მაპატიე...– მივუვარდი და მასთან შეხება ვცადე.
– არა ანნა, არა.. – სიბრაზისგან შუბლზე ვენა დაეჭიმა... – შენი დანახხვაც არ მინდა, არაფერი აღარ მინდა შენთან... წადი აქედან, ტყუილად მოხვედი.. გესმის? წადი! – ბოლო ხმაზე მიღრიალა, შიშისგან უკან დავიხიე.. ყველაფერს მოველოდი მისგან, ასეთი მოპყრობის გარდა. ვუყურებდი, და ვერ ვცნობდი... ვერ ვხვდებოდი, ვინ იდგა ჩემს წინ... ადამიანი, რომელსაც ოდესღაც ვუყვარდი, თუ მტერი, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეზიზღებოდი?
– აღარ მინდა, აღარ მინდა ამის გამეორება, გთხოვ, ნუ მაიძულებ ცუდად მოგექცე.. უბრალოდ წადი..
– ნიკო, ნუთუ აღარ გიყვარვარ, როგორ შეგიძლია ასე მომექცე?
– ნუთუ არ გიყვარდი, როდესაც ისე მომექეცი? – კვლავ აუწია ხმას. მივხვდი, რომ ხმა აღარ უნდა ამომეღო. არცერთი წამით არ ვიყავი მართალი, არც ჩემი მისვლა და მისი ნახვა იყო გამართლებული...
– მიპასუხე, გიყვარდი მაშინ როდესაც ადექი და გაიქეცი საფრანგეთში მაშინ როდესაც იცოდი, რომ უშენოდ ყოფნას ვერ შევძლებდი? გიყვარდი, როდესაც აიღე და მიმაგდე, როგორც არარაობა.. გიყვარდი, და მთელი ერთი წელიწადი გაძელი უჩემოდ? მიპასუხე? – ხელები მკლავებში ჩამავლო და ისე მეუბნებოდა..
– ნიკო, არ შემიძლია... არ შემიძლია ამდენის ატანა... ვხვდები, რომ დავაშავე, მივხვდი, რომ არ შემიძლია უშენოდ სიცოცხლე... მაპატიე, ამას გთხოვ, მეტს არაფერს არ გთხოვ ნიკო...
– შენ ახლა მიხვდი, მე კი შენი დანახვის მომენტიდან ვიცოდი, რომ უშენოდ სიცოცხლე არ შემეძლო. მაგრამ შემძლებია ანნა, ხედავ? მიყურებ, რას დავემსგავსე? იცი, რად იქცა ჩემი ცხოვრება? გიცქერ და ვხვდები, რომ ჩემი არყოფნით არაფერი არ დაგკლებია... 25 წლის ვარ და თავი 100 წლის მოხუცი მგონია... ვგრძნობ, რომ ჩემი დღეები დათვლილია და მე ჩემს ცხოვრებაში ვერანაირ აზრზს ვერ ვხედავ.. გესმის? რატომ მოხვედი? რას მოელი ჩემგან, რისი მიღება გინდა ანნა?
– უბრალოდ მომეცი დალაპრაკების საშულება ნიკო, მინდა რომ ყველაფერი თავიდან დავიწყ..
– ვერაფერს, ვეღარ დაიწყებ თავიდან, ანნა, წადი...
– ნიკო, მე წერილიც კი დაგიტოვე... მითხარი, რომ წერილი მაინც წაიკითხე...
– წერილი? რომელი წერილი? – მითხრა და ჯიბიდან ფურცელი ამოიღო, გადაშალა, თვალი უემოციოდ შეავლო და დახია...
– მთელი ერთი წლის განმავლობაში ეს წერილი არ მომიშორებია. თითქმის ყოველ დღე ვკითხულობდი, მაგრამ რა?! ამით რამე უკეთესობისკენ უნდა შეცვლილიყო? ამით შენი საქციელი უნდა გამართლებულიყო? მიპასუხე.. – მისი ყვირილი ცუდად მოქმედებდა ჩემზე, მერჩივნა, საერთოდ არ ამომეღო ხმა. მის წინაშე ძალიან უმწეოდ ვგრძნობდი თავს.
– მე.. არ ვიცი ნიკო...
– ანნა, წადი აქედან... – მითხრა და თვალი იატაკს მიაპყრო. – უბრალოდ წადი. ადამიანურად გთხოვ.
ვუყურებდი, და ვხვდებოდი რომ ამ ადამიანისთვის არანაირი აზრი არ ჰქონდა მე იქ ვიდგებოდი თუ არა. ვგრძნობდი, რომ მისთვის უაზრო იყო ჩემი ნებისმიერი სიტყვა. შემოვბრუნდი წასავლელად და წიგნაკი, რომელიც ხელში მეჭირა, იქვე მდებარე პატარა ტუმბოზე დავტოვე. ყოველ წამს იმის იმედი მქონდა, რომ შემობრუნდებოდა და გამაჩერებდა. მაგრამ ეს არ მოხდა. მისი სახლი ისე დავტოვე, მხოლოდ იმ მომენტში ამომხედა, როდესაც წიგნაკს ტუმბოზე ვდებდი...
____________________

ძალიან ვნერვიულობ, მაინტერესებს თქვენი აზრი.
გაგრძელება იქნება!



№1 სტუმარი Teo..

Dzalian emociuri iyo mtlianad wavikitxe suyvela tavebi,magrad momewona.gtxov male gaagrzele.da imedia ertad iqnebian.Niko momwons dzalian.

 


№2 სტუმარი დორა

მართლა ძალიან მომწონს.... ეს ნოემბერი,განსები,მიხარია ხოლმე მათი სიმღერებიდან ციტატები რომ გაქვს.... ხშირი არაა რომ ასეთი მოთხრობები მომეწონოს,მაგრამ ეს.... ძალიან კარგი და საინტერესოა.... სხვა თუ არა , მე ყველა თავს ვკითხულობ ^___^ ჰოდაა გააგრძელე :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent