შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს გვერდით სხვა ბიჭი არ დამანახო! (5)


18-05-2016, 14:32
ავტორი ანკა
ნანახია 9 969

-გული გამისკდა! არ მეგონა ერთმანეთს თუ არ მოკლავდნენ! - აღმოხდა გაოგნებულ ლილეს, როგორც კი ოთახში შევედით.
-აბა მე მკითხე რა დღეში ვიყავი... - დაღლილი და საწყალი თვალებით გავხედე დაქალს.
-უილთან მარტო რომ დავტოვეთ ბიჭები რამე არ დაიწყონ - ჩაილაპარაკა აღელვებულმა და აივანზე გავიდა ეზოში გადასახედად.
-კიდევ იქ არიან? - გავძახე ინტერესით.
-არა, წასულან - გაკვირვებული შემოვიდა ნომერში მხრების ჩეჩვით.
-კიდევ კარგი - ამოვისუნთქე დამშვიდებულმა.
-ალექსანდრესთან მარტო რას შვებოდი?? - ეშმაკურად აკისკისდა და საწოლზე ჩამოჯდა.
-არაფერს, როგორც ყოველთვის ნერვები ამიშალა - ვუპასუხე დაბღვერილმა.
-აღიარე, რომ ყველაზე მეტად ის მოგწონს რომ ნერვებს გიშლის - თქვა მხიარულად - მაგის გარდა არავინ არ გაბრაზებს
-ხოო.. მართალი ხარ
-დარწმუნებული ვარ იეჭვიანა - თქვა და საწოლზე ხარხარით გაწვა.
-ოჰ კარგი რაა, არ მოვწონვარ მაგას - ვუპასუხე დარწმუნებით.
-კიი როგორ არა - ირონიულად ჩაიცინა და ენა გამომიყო.
-დავიძინოთ რა... დავიღალე - მოკლედ დავასრულე დავა და საბანში შევძვერი.
-ჩიტუნავვ მალე მომტაცებს შენს თავს ალექსანდრეე... - თეატრალურად გაითამაშა ტირილის სცენა და შემდეგ აკისკისდა.
-ჯობია გაჩუმდე და დამაძინო სანამ ჯანმრთელი ხარ!.. - ვუპასუხე მეც სიცილით.
-კარგი, კარგი.. როგორც გინდა. ძილინებისა - თქვა და გაჩუმდა. კიდევ კარგი ხმა აღარ ამოუღია, თორემ კიდევ ერთხელ რომ გამეგო ალექსანდრეს სახელი მაშინვე ბალიშს გავუქანებდი თავში.
არ მიყვარს უაზროდ ოცნების კოშკების აგება. რატომ უნდა მჯეროდეს იმის, რომ ალექსანდრეს მოვწონვარ? სულაც არ იქცევა ისე, როგორც სხვა ბიჭები, რომლებსაც მოვწონვარ... სრულიად საპირისპიროდ აკეთებს ყველაფერს. შესაბამისად, ლილეს ეჭვები მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფია.
თვალწინ ამომიტივტივდა ლიფტთან მდგომს ზურგზე როგორ ამეკრა გახურებული ტანით და ეკლებმა დამაყარეს. როგორ სწრაფად ეცვლება ხოლმე ეშმაკური თვალები მხეცის მზერით. მაგ დროს მართლა მაშინებს ისეთი ველური თვალები აქვს. ჩემზე ერთი თავით მაღალს და საკმაოდ ძლიერს ეს მზერა ნამდვილ მტაცებელს ამსგავსებს. ნეტავ ხვალაც მთელი დღე ივარჯიშებს? - ყველაზე მეტად ამ კითხვამ შემაწუხა. ალექსანდრეზე ფიქრებმა შუაღამემდე არ დამანებეს თავი. რამდენჯერმე ვცადე აღარაფერზე აღარ მეფიქრა, თუმცა მაინც თავისით მოიპარებოდა რომელიღაცა კუთხიდან. ბოლოს ალბათ დაღლილობისგან გავითიშე...

დილით რომ გავიღვიძე თვალები ძლივს გავახილე. მეორე დღეს ყოველთვის ძლივს ვიღვიძებ თუ წინა ღამეს ნორმალურად ვერ დავიძინებ და აი შედეგიც - ბალიშიდან თავის აწევაც კი მეზარება... ლილე საწოლში არ დამხვდა და არც გამიკვირვებია - ალბათ თოკასთან გაიქცა. ჩემთვის ჩავიქირქილე გაბრაზებულმა უკვე მეორედ რომ გავიღვიძე მარტომ ოთახში და აივნის კარისკენ გავიხედე. ცა მოღრუბლულიყო და ალბათ მალე იწვიმებდა კიდეც. უკმაყოფილოდ შევჭმუხნე წარბები და კარზე კაკუნი გავიგე.
-შემოდით! - გავძახე მომსახურე პერსონალს და საბანი მივიფარე.
-დილამშვიდობისა დეა - მიპასუხა უკვე ნაცნობმა ბიჭმა.
-ისევ შენ? - ვკითხე სხვათაშორის და გავიღიმე.
-ისევ გეძინება? - კითხვითვე მიპასუხა მოცინარმა.
-უკვე აღარ - ენა გამოვუყავი და ხელები მუხლებზე შემოვიხვიე საწოლზე წამომჯდარმა.
-ქვემოთ რატომ არ ჩადიხარ? - ინტერესიანი თვალები მომაპყრო და ერთ ადგილზე შედგა.
-რამე ხდება? - ვკითხე დაეჭვებულმა.
-შეჯიბრში მონაწილე სერფერები ჩამოვიდნენ... ყველა არა, თუმცა გარკვეული ნაწილი. კიდევ მგონი ჟიურის რამდენიმე წევრიც - უდარდელად აიჩეჩა მხრები.
-მაინცდამაინც ამ სასტუმროში რატომ მოვიდნენ - გამეცინა და მორიგი შეკითხვა დავსვი.
-ყველაზე პრესტიჟული სასტუმრო ესაა მთელს ქალაქში. თუ აქ ადგილები აღარ იქნება მერე სხვა სასტუმროშიც გადანაწილდებიან, მაგრამ ჯერ-ჯერობით ყველა აქ მოდის - ამიხსნა და კარისკენ წავიდა.
-აჰაა, გასაგებია.. -ვუპასუხე ოდნავ ჩაფიქრებულმა. ნუთუ შეჯიბრი ასე მალე იქნებოდა?
-დროებით მძინარე მზეთუნახავო - თვალი ჩამიკრა და ოთახიდან გავიდა.
რა მძინარე მზეთუნახავი მოუნდა ახლა ამას? - გავიფიქრე ჩემთვის. ზლაზვნით წამოვდექი და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე. ამ დროს ნომერში ლილე შემოვიდა.
-ოჰ, გაიღვიძე ქალბატონო? - მკითხა და ბანანი გემრიელად ჩაკბიჩა.
-ხოო... ქვემოთ იყავი? - ვკითხე ნაჩქარევად.
-ჰმმ... არა, უბრალოდ ბუფეტისკენ რომ მივდიოდი თვალი მოვკარი ვიღაცებს. არ მინდოდა იმდენ ხალხში ყოფნა და აქ ამოსვლა ვარჩიე.
-იცი ვინ არიან? - კმაყოფილი გამომეტყველება ავიკარი სახეზე.
-მე რავიცი - მხრები აიჩეჩა და ისე მიპასუხა.
-შეჯიბრში მონაწილე სერფერები და სავარაუდოდ რამდენიმე ჟიურის წევრიც...
-ოჰოო! - აღმოხდა გაკვირვებულს - როდისაა შეჯიბრი?
-არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ მალე - ჩაცმა დავამთავრე, ფეხზე კეტები ამოვიცვი და ოთახის კარისკენ წავედი - წამო ჩავიდეთ, მშია და თან გავარკვევთ რა ხდება
-წამო - მიპასუხა უდარდელად და უკან გამომყვა.

ბუფეტის დახლთან ალექსანდრეს მოვკარი თვალი. იქვე მაგიდასთან ბიჭები ისხდნენ და რაღაცაზე იცინოდნენ.
-იმათთან ვიქნები მეც - თქვა ლილემ მოკლედ და ბიჭებისკენ წავიდა.
-ვიღაცამ მე მითხრა რამდენს ჭამ გასუქდებიო, როდესაც თვითონ ლამისაა მთელი ბუფეტის საჭმელი შესანსლოს - გვერდზე ამოვუდექი თმააჩეჩილ ალექსანდრეს.
-ეგ ვიღაცა ბავშვობიდან ამდენს ჭამს და არაფერი ეტყობა - ენა გამომიყო და დამეჭყანა.
-თმას რომ დავარცხნა უნდა არ იცი? - ვკითხე კისკისით და თვალებით თავზე ვანიშნე.
-ხოო? ასე არ მიხდება? - თავი იქეთ-აქეთ გააქნია და არეული თმები ახლა სხვა მხარეს გადაყარა.
-ნორმალურ ადამიანს ნამდვილად არ გავხარ აბურდულ თმებში - ვუპასუხე ნიშნისმოგებით და გამეცინა.
-მაშინ შენ როგორც მოგწონს ისე დამილაგე - ცალი წარბი აწია და გამომწვევად შემომხედა.
-ოჰჰ, კიდევ რა გინდა! - ხელები გადავაჯვარედინე და ირონიულად ჩავიცინე. იმის მაგივრად რომ საჭმელი აგვეღო, მაგიდასთან ვიდექით და ვკამათობდით! გადასარევია...
-რაიყო ვერ მწვდები? - მხიარულად ახარხარდა. მე კიდევ წამში დავისერიოზულე სახე.
-გამიშვი იქეთ, კრუასანი მინდა - მხარი გავკარი რომ გასვლა შემძლებოდა და მანაც ფხუკუნით გამატარა.
-ერთი ჩემთვისაც აიღე კარგი? - ზურგიდან მომიახლოვდა, ხელი წელზე მომხვია და ყურში ჩამჩურჩულა ბოხი ბუბუნა ხმით. გეგონებათ დენი დამარტყესო ისეთი რეაქცია მქონდა მის შეხებაზე. სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვის, მითუმეტეს ტოპი მეცვა და მისი გახურებული ხელისგული პირდაპირ კანზე ვიგრძენი. მწველ შანთს რომ დაგადებენ დაახლოებით ისე დამემართა.
-აიღე - ვუპასუხე არამყარი ტონით და ერთი კრუასანი გავუწოდე. ნერწყვი აღარ მეყლაპებოდა და ახლა ამ კრუასანის მჭამელი ვიყავი?!
-ხომ კარგად ხარ? თითქოს სახეზე ფერი დაგეკარგა - დაკვირვებულად შემომხედა ალექსანდრემ და ცეცხლოვანი თვალებით ვნებიანი მზერა გამისწორა.
-კარგად ვარ - გამოვცერი კბილებს შორის და სასმელების განყოფილებისკენ წავედი წვენის ასაღებად. ალექსანდრეც მე გამომყვა. - სხვათაშორის მე შენ უკვე გითხარი მაგ თვალებზე - ვთქვი მკაცრი ტონით.
-რა მითხარი? - მკითხა ინტერესით.
-თვალებში ყურებით რომ გოგოებს თავს აყვარებ და ადვილად კერავ. ჩემთან არ გაგივათქო - შევუბღვირე წარბშეკრულმა.
-ანუ გინდა თქვა რომ შენზე არ მოქმედებს? - თქვა სხვათაშორის და მშიერი თვალებით საჭმლებს გადახედა.
-არა - ვუპასუხე ნიშნისმოგებით.
-საერთოდ არა? - ცალი წარბი დაკვირვებულად აწია და ისე შემომხედა.
-არა - ვუპასუხე ოდნავ არამყარი ტონით და ზურგი ვაქციე... ვითომ შეამჩნია ჩემი მერყეობა?
-ერთი წვენი უნდა აიღო და ვსიო? - მკითხა გაკვირვებულმა.
-ხო - გაკვირვებულმა ავიჩეჩე მხრები.
-მე ეგენი ერთ ლუკმად არ მეყოფა - თქვა უდარდელად.
-რაში მაინტერესებს, მე უნდა ვჭამო შენ კი არა - ენა გამოვუყავი და ატმის წვენს ხელი დავავლე.
-მოიცა, ერთწამს აქ დამელოდე - მითხრა და სადღაც წავიდა.
ტუჩებდაბუშტული, უკმაყოფილო მზერით ველოდებოდი ალექსანდრეს და რამდენიმე წუთში ძლივს დაადგა საშველი - გამოჩნდა.
-მგონი ეს მეყოფა - მომიახლოვდა კმაყოფილი მზერით. - წამო ახლა მაგიდასთან ბიჭები არიან.
-ამას მთლიანად შეჭამ?! - ვკითხე თვალებგაფართოებულმა. ერთი კრუასანისთვის გვერდზე მიწყობილი ჰქონდა 2 დიდი კარტოფილი ფრი, 5 ბანანი, 2 ჰამბურგერი და ანანასის წვენი დიდი ჭიქით.
-ნახევარს ბიჭები გადაჭამენ, ამიტომ ალბათ დამატება მომიწევს მერე - თქვა უკმაყოფილომ და მაგიდისკენ წავიდა.
-აუუ ამან გამოცალა მთელი სასადილო - ჩვენს დანახვაზე ბაჩო ახარხარდა.
-დილამშვიდობისა ბიჭებო - ყველას მივესალმე და ადგილი ლილეს გვერდზე დავიკავე. ალექსანდრე ჩემს პირდაპირ დაჯდა.
-გაუმარჯოს დეას! ამ ღორს ცოტა ვერ დაატოვებინე დახლზე? დარჩნენ დამსვენებლები მშივრები და ეგაა - ახლა ერეკლე დაემატა.
-სხვათაშორის ჰამბურგერები შენ წამოგიღე - თქვა ალექსანდრემ და ბაჩოს გახედა.
-ხოო ჩემო სიყვარულო? ვგიჟდები შენზე! - თვალები სასაცილოდ აუფახულა და ყველა გაგვაცინა, შემდეგ კი ორივე ჰამბურგერს დაწვდა და ერთ ლუკმაში ნახევარი გადასანსლა.
-რა ჩიტივით იკენკებით - შენიშნა ერეკლემ და მე და ლილეს გამოგვხედა.
-ლილე არ ვიცი, მაგრამ დეას გასუქების ეშინია, სამოდელო სააგენტოდან რომ არ გამოაგდონ - თვალი ჩამიკრა ალექსანდრემ და სახე სასაცილოდ დამანჭა.
-სულაც არ მეშინია! - შევუბღვირე გაბრაზებულმა - არ გავსუქდები!
-ისე ცოტას ჭამ აბა რა იქნება. შეგეშინდა არ გავსუქდეო ხო? - ჩემს ნერვებზე თამაშს არ წყვეტდა ალექსანდრე.
-ჰმმ... მე ხომ გითხარი მაგ სააგენტოზე რაღაც? - გუშინდელი ნათქვამი გავიხსენე, როგორ გაბრაზდა ალექსანდრე, როცა ვუთხარი მფლობელს მოვწონვართქო და ირონიული მზერა გავუსწორე.
-მეც არ ვუთხრა მაგ სააგენტოს მფლობელს რაღაც... ჭკვიანად იყავი!.. - მაშინვე დასერიოზულდა და მკაცრი ტონით მითხრა.
-ძაან შემაშინე - ამის გაგებაზე ბოლო ხმაზე ავხარხარდი და ალექსანდრეს გაცეცხლებულ თვალებს წავაწყდი.
-სუფთა ბავშვი ხარ, მშობლებმა მარტო როგორ გამოგიშვეს?! - სარკასტულად ჩაიქირქილა და ახლა ჩემს პასუხს დაელოდა. შეჯიბრივით გვქონდა მგონი... ვეჯიბრებოდით რომელი უფრო მეტად მოუშლიდა ნერვებს მეორეს. დაა... მგონი ალექსანდრე მიგებდა..
-წამო ბარმენს ვკითხოთ რამდენად ვგონივარ ბავშვი - თავი სასტუმროს ეზოსკენ გავატრიალე და მზერა გავუსწორე. ალექსანდრეს თვალებში ნამდვილი აფეთქება მოხდა. არ ვიცი ეჭვიანობდა თუ ბარმენთან რაიმე პირადი უთანხმოება ჰქონდა, რასაც არ ამბობდა, თუმცა ფაქტი იყო, რომ მისი ხსენება ძალიან აბრაზებდა.
-მაგ ბარმენმა მადლობა თქვას ტრავმატოლოგიურში რომ არ წევს სხვადასხვა არის მოტეხილობით - თვალი ჩამიკრა და ისე განაგრძო ჭამა.
-არიქა ლილე მანდილი ჩააგდე თორემ მოკლეს ერთმანეთი - აროხროხდა ბაჩო და სხვებიც სიცილში აიყოლია. ამ რეპლიკაზე მეც ვეღარ შევინარჩუნე გაბრაზებული სახე, ჯერ ტუჩის კუთხეები დამეჭიმა, შემდეგ კი მაინც გამეღიმა და გავიცინე. ალექსანდრესაც იგივენაირად მოუვიდა. გაცეცხლებული თვალები ნელ-ნელა დაუმშვიდდა და ისევ მხიარულ განწყობაზე დადგა.
-შეჯიბრი როდისაა? - იკითხა ლილემ.
-ჯერ-ჯერობით კონკრეტული თარიღი არ გამოუცხადებიათ - უპასუხა ერეკლემ.
-თუ სერფერების გამო ამბობ, გეტყვი, რომ ადრე ჩამოვიდნენ რათა მანამდე ივარჯიშონ - თქვა ალექსანდრემ.
-ჩვენს პონტში არიან რა - „განმარტა“ ბაჩომ.
-ჟიურის წევრები კი შეჯიბრამდე დაისვენებენ და გაიგულავებენ, მეტი რა უნდათ - დაამატა ერეკლემ.
-აბა შენ იცი, ამჯერად ყველას უნდა აჯობო - ალექსანდრეს მხარზე ხელი დაკრა ბაჩომ.
-ჭამას თუ მაცდი და არ დამახრჩობ რამეს ვიზავ - შეუბღვირა მან.
-იმენა მტაცებელი ცხოველივითაა. როცა ჭამს ჯობია არ გაეკარო - ახარხარდა ბაჩო.
-ეს რამ წამოგვაყვანინა ხომ ვერ მეტყვით?! - მობეზრებული მზერით გადახედა ძმაკაცებს ალექსანდრემ და ხელი ბაჩოსკენ გაიშვირა.
-შენ უნდა გაგამხნევო ძვირფასოო!..- წამწამები თვალწინ აუპაჭუნა და ყველას გაგვეცინა.
-მასხარა ხარ რა - გაეცინა ალექსანდრესაც.
-ეე ბიჭო ნახე, ბაყბაყდევაც ჩამოსულა ეე! - სკამზე ყოჩაღად წამოჯდა ბაჩო და ერეკლეს მხარზე დაექაჩა.
-ნახე, კნოპკა დაითრია მგონი! - თვალები გაუფართოვდა ერეკლეს.
-გაგვაგებინებთ რა ხდება? - სიცილით ვიკითხე და ბიჭებს გავხედეთ.
-ჟიურის წევრები არიან. 5 წლის წინ ვერ იტანდნენ ერთმანეთს და ახლა ერთად დაკუსკუსებენ. დაოჯახდნენ თუ რა ხდება?! - სიცილით იკითხა თოკამ.
-ისე იმ წერტილივით ქალს ამხელა ბულდოზერი კაცი როგორ მოეწონა - ფხუკუნებდა ბაჩო.
-ალბათ მუღამზე მოდის საწოლში რომ ვერ პოულობს - დაამატა ერეკლემ და ყველა სიცილისგან სკამებზე გავწექით.
-გარყვნილებო! - კისკისით უსაყვედურა ბიჭებს ლილემ. ამას რა თქმა უნდა, ნახევრად ჩურჩულთ ვსაუბრობდით, თორემ რომელიმეს რომ გაეგო, ალექსანდრეს მოგების ყოველგვარი შანსი გადაეწურებოდა.
-გავიცნოთ მეტოქეები? - იკითხა თოკამ.
-მგონი ვიცნობთ უკვე - ალექსანდრეს სახე გაუმკაცრდა და წარბშეკრულმა გახედა ვიღაცას. მეც იმ მიმართულებით მივტრიალდი და დავინახე როგორ შემოვიდა ჩვენი ასაკის შავგვრემანი ბიჭი მარცხენა მხარზე ტატუთი. მანაც მალევე შეამჩნია ალექსანდრე და ირონიული ღიმილით აქეთ წამოვიდა.
-დიდიხანია აღარ გვინახავს ერთმანეთი. როგორ ბრძანდებით? - ჰკითხა ალექსანდრეს.
-არაჩვეულებრივად, თავად? - საშინლად ცივი ტონით უპასუხა სახეზე მშვიდი გამომეტყველების მქონე ალექსანდრემ. მისი ასეთი ხმის გაგებისას ტანში ცივმა ჟრუანტელმა დამიარა. მაინც რამდენნაირად შეეძლო შეცვლილიყო? ასეთი დამთრგუნველი არასდროს მენახა აქამდე.
-ამ ორი ულამაზესი გოგოს დანახვამ უკეთესად გამხადა - თავხედურად ჩაიცინა და მე და ლილეს გამოგვხედა. ორივე გაურკვეველი მზერით ვუყურებდით ხან უცნობს და ხან ალექსანდრეს. ბიჭები ჯაჭვით დაბმულ მხეცებს გავდნენ. ვითომ მშივდად ისხდნენ, თუმცა ყველა ძარღვი დაჭიმული ჰქონდათ.
-ჰარი, ჯობია შენს შეყვარებულს მიხედო, მგონი უკვე სხვა კერავს - შეეპასუხა თოკა ალექსანდრესავით ცივი ტონით. ამის გაგებამ ჰარი აშკარად გააბრაზა, მაშინვე შეკრა წარბები და მე და ლილეს მოგვშორდა.
-შეჯიბრზე შევხვდებით ალექსანდრე - გამოსცრა კბილებს შორის.
-ბედნიერი ვიქნები თუ მანამდე არ დაგინახავ - უპასუხა ირონიულად და ჩაიცინა.
განრისხებული ჰარი მაშინვე გაბრუნდა და უსიტყვოდ წავიდა.
-ამისი დ**** როგორი გაბლატავებულია! - თქვა ერეკლემ.
-შარი არ გვინდა, მოჯდება ერთ ადგილას შეჯიბრზე რომ წააგებს და მორჩა - მხიარულმა ბაჩომაც კი გაბრაზებულად ჩაილაპარაკა.
-რა უნდა ელაპარაკო ამას, შეყვარებული ყავს ნამდვილი ბო*ი - ამრეზით თქვა თოკამ.
-ვინ იყო ეს? - ვიკითხე ინტერესით ოდნავ დამფრთხალი ტონით, რადგან ჯერ კიდევ არ იყვნენ ბოლომდე დამშვიდებულები.
-იდიოტი, რომელსაც გაუმართლა და წინა შეჯიბრზე მოიგო. ეს ვიგულისხმე როცა გითხარი მარტო პროფესიონალიზმით ვერაფერს გახდებითქო - მიპასუხა ალექსანდრემ.
-რაზე იშლით ნერვებს კარგით რაა... გახალისდით! წააგებს შეჯიბრზე და მერე ხმას ვეღარ ამოიღებს - მთელი შემართებით განაცხადა ლილემ. იქნებ სიტუაცია განვმუხტოო.
-მოსიარულე პოზიტივი მყავხარ რა - გულში ჩაიკრა თოკამ. ლილემ კი კისკისი ატეხა და ფართხა-ფურთხით დაუძვრა მკლავებიდან.
-წავალ ვივარჯიშებ მე - ფეხზე წამოდგა ალექსანდრე და ნარჩენები ურნაში გადაყარა.
-მოიცა ჩვენც წამოვალთ - თქვა ერეკლემ.
-გოგოებო თქვენც ხომ წამოხვალთ? ცოტას იცურავებთ და გაგრილდებით - გვითხრა ბაჩომ.
-კი აბა აქ რა გვინდა - ვუპასუხე მხიარულად და ფეხზე წამოვდექი.
-გამოვიცვლით და მალე მოვალთ - დაუბარა მათ ლილემ.

პლაჟს ნამდვილად ეტყობოდა სერფერების ჩამოსვლა. სადაც გაიხედავდით მინიმუმ ერთ სპორტსმენს მაინც დაინახავდით. ამის დანახვაზე ოთხივე ბიჭს სახე უკმაყოფილოდ დაემანჭა.
-ჩამოვიდნენ და გაავსეს სანაპირო რა - ამოიბუზღუნა თოკამ.
-ბაჩო, ამათთან დარჩები? - ჰკითხა ალექსანდრემ და მე და ლილეს გამოგვხედა.
-კი რა პრობლემაა. ამ სამზე მაგრად გავერთბით გოგოებოო!.. - თვალები სასაცილოდ აგვიჟუჟუნა მე და ლილეს და ორივე გაგვაცინა.
-აბა, მასხარას თქვენ გაბარებთ - ღიმილით ჩაილაპარაკა თოკამ, ლილეს შუბლზე აკოცა და თმაზე წაეთამაშა. ლილე ამაზე აწითლდა, რადგან ყველა მათ ვუყურებდით და შერცხვა. იმწამსვე უკან გახტა და არეული თვალებით შეხედა მას.
-დროებით - თქვა მინაზებული ტონით და მე და ბაჩომ ერთმანეთს გაკრეჭილებმა გადავხედეთ.
-ჭკვიანად - ტუჩის კუთხე ჩატეხა ალექსანდრემ და თვალი ჩამიკრა. მე კიდევ შევუბღვირე და ენა გამოვუყავი. ძალიან მიმზიდველად ჩაიცინა ჩემს ამ ჟესტზე და ბიჭებთან ერთად პლაჟს გაუყვა დიდი ტალღებისკენ.
-ჰეიი წავიდნენ უკვე, მეც მომაქციეთ ყურადღება! - ორ წამში მე და ლილემ ბაჩოს ბუზღუნი გავიგეთ და სიცილით მივატრიალეთ მისკენ თავი.
-რაიყო? - ჰკითხა ლილემ.
-წავიდნენ თქვენი სატრფოები, წავიდნეენ! - ხელები ჰაერში ააფრიალა ბაჩომ და აროხროხდა - აღარ ჩანან და რას უყურებთ მაინც ვერ გამიგია - სიცილს არ წყვეტდა. მე და ლილემ კი დოინჯშემორტყმულებმა გავხედეთ მკვლელი მზერით.
-აუჰჰ... კაი ჩუმად ვარ ვსიო - მაშინვე ხმა ჩაიგდო ბაჩომ და ხელები ჰაერში აწია დანებების ნიშნად, რაზეც მე და ლილეს კმაყოფილება გამოგვესახა სახეზე.
-მაჭანკლობა უნდა დავიწყო რაა - თქვა ჩაფიქრებულმა ბაჩომ.
-ვითომ რატომ - გამეცინა მე.
-პირველივე წამიდან ვაფიქსირებ მომავალ წყვილებს - თქვა თვითკმაყოფილი ღიმილით და ამაყად გაგვეჯგიმა წინ.
-ლილე და თოკა კიბატონო, მაგრამ მე ვინ შემირჩიე ერთი ეგ გამაგებინე - ირონიულად ჩავიცინე და გული ამიჩქარდა. ახლა ამან ალექსანდრე რომ თქვას ხომ მოვკვდი სირცხვილით!
-დამშვიდდი ქალბატონო, მე ძმაკაცურ საიდუმლოს არასდროს არ ვიტყვი - თითი გამაფრთხილებლად დამიქნია და გაიცინა. - პროსტა თოკა და ლილე თოკამ და ლილემაც კი იციან - ახარხარდა ბოლო ხმაზე და მეც ამიყოლა.
-აირჩიეთ ახლა ან ჯანმრთელობა, ან ტრავმატოლოგიური - ლილემ ორივეს მკვლელი მზერა მოგვაპყრო და ჩვენც ხმა ჩავიგდეთ.
-კაი მოვრჩეთ. სურათები გადავიღოთ რაა - ხელში ფოტოაპარატი შევათამაშე და კამერიდან ზღვას გავხედე.
-ჰო მიდი, მე ვიქნები ფოტოგრაფი - მაშინვე ხელებიდან ამაცალა ბაჩომ და საქმიანი კაცივით ჩააჩერდა.
-იცოდე კარგი სურათები უნდა გადაგვიღო! - გავაფრთხილეთ ორივემ.
-თქვენ ჩემს პროფესიონალიზმში გეპარებათ ეჭვი? - შეიცხადა გაოცებულმა.
-არა როგორ გეკადრებათ ბატონო ბაჩო - კისკისით ვუპასუხე და თმები ავუჩეჩე.
-მიდი გოგო ახლა ნუ მეპირფერები შენ! - ვითომ გამიბრაზდა ისე მიპასუხა. - იმ ქვებთან გამოვა მაგარი სურათები, აბა წავედიით! - ხელი ჰაერში აწია და იმხელაზე შესძახა, რომ კინაღამ დაგვაყრუა.
საკმაოდ სახალისო ფოტოსესია გამოგვივიდა, თუმცა ამასთანავე ძალიან... როგორ ვთქვა... ნაყოფიერი...
იმდენი კარგი სურათი გადაგვიღო ბაჩომ ამ ცანცარში, რომ მე და ლილე კმაყოფილებისგან ვასხივებდით. ძლიერად ჩავეხუტეთ თითქოს უნდა გავგუდოთო, თუმცა დაკუნთული ხელები წელზე მოგვხვია მე და ლილეს და კინაღამ იქვე დაგვფშვნა.
-მეტკინა ბაჩოო! - წამოვიკივლეთ ორივემ და მანაც მაშინვე ხელი გაგვიშვა.
-ბოდიში გოგოებო, ვეღარ მოვზომე - გაეცინა და სუფთა თვალები მოგვანათა. ვერ ვხვდები როგორ შეიძლება ბაჩოს გაუბრაზდე. მაშინვე გაგვებადრა მე და ლილეს შეწუხებული სახეები და ისევ ჩავეხუტეთ.
-ჰეი, შინაურ ცხოველად ხომ არ ამიყვანდით რომელიმე? - გვკითხა აშკარად გახალისებულმა. - დღეში სამჯერ მაჭამეთ და მომეფერეთ. მეტი მე არაფერი არ მინდა - თქვა კმაყოფილმა და თვალები სიამოვნებისგან მილულა.
-მშობლებს არ უყვართ შინაური ცხოველები, თორემ დიდი სიამოვნებით - ვუპასუხე კისკისით.
-კაი დაიკიდე - ახარხარდა ისიც.
-აუ მეც გადამიღებთ სურათებს? - გვკითხა ბაჩომ და წარბები სასაცილოდ აგვითამაშა.
-აბა რას ვიზავთ, მომეცი კამერა... - მაშინვე გამოვტაცე აპარატი ხელებიდან და ობიექტივში დავაფიქსირე. გაოცებულმა დავაღე პირი, როცა ბაჩო სანაპიროზე წამოწვა ქალი მოდელივით. წესით ეს პოზა სექსუალური უნდა ყოფილიყო, თუმცა ბაჩო იმდენად სასაცილოდ სცინებდა, რომ ვის ახსოვდა სექსუალურობა. იმდენი ვიცინე მუცლის კუნთები ამტკივდა და ხელები ამიკანკალდა. თვითონ ბაჩოც ძალიან ხალისობდა ისეთ უჩვეულო პოზებს იღებდა. ნამდვილი ფოტო მოდელი ვარო თან კმაყოფილი გაიძახოდა და მერე მეკითხებოდა თეძო ხომ კარგად მიჩანსო. ცალი ხელით ცრემლებს ვიწმენდდი. ბაჩო მე და ლილეს ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევდა, ყველა პოზა ერთმანეთზე „უარესი“ იყო.
-ესეც გადამიღე დეა მიდი! - გამომძახა მხიარულად.
-ვაიმეე აღარ შემიძლია - ვუპასუხე სიცილისგან მისავათებულმა. - კნოპკას თითს ვეღარ ვაჭერ - გავძახე ისევ.
-კაი არაუშავს, ამ ლეგენდარულ პოზას მერე დავაფიქსირებ - მალევე ჩამოხტა კლდეზე ამძვრალი და გაკვანძული და ჩვენთან მოვიდა.
-ჩათვალე მთელს დედამიწაზე არავის არ აქვს შენნაირი მაგარი სურათები - თქვა ლილემ.
-კანეშნა ეე! - უპასუხა კმაყოფილმა და გაკრეჭილმა დაიწყო თვალიერება. - აუ ეს რო ბიჭებმა ნახონ ჩათვალე მაგრად დამერხევა - ახარხარდა უდარდელად.
-გაგიჟდი?? უნდა წაშალო?! - მაშინვე ფეხზე წამოვვარდი და კამერა გამოვართვი.
-საგიჟეთიდან გამოპარულ შერეკილს ვგავარ - გაეცინა ბაჩოს.
-აუუ - ავბუზღუნდი მე.
-შენი ხათრით ერთი დატოვე თუგინდა, მეტი არა - გამაფრთხილებლად დამიქნია თითი.
-ვუჰუუუ! მიყვარხარრ! - წამოვიძახე მხიარულად და მხოლოდ ყველაზე სასაცილო სურათი დავტოვე.

ფოტოსესიის შემდეგ ცოტახანს საცურაოდ შევედით გამჭვირვალე ლივლივა წყალში და მოსაღამოვებულს დანარჩენი ბიჭების მოძებნა გადავწყვიტეთ, რადგან როგორც ბაჩომ თქვა ვარჯიშს წუთი-წუთზე მორჩებოდნენ.
-ჰეიი! ალექსანდრე სადაა? - როდესაც ტალღებში მხოლოდ ერეკლე და თოკა დავინახეთ გაგვიკვირდა და ბაჩომ ბიჭებს გასძახა. ორივემ ხელით წყალზე გვანიშნა და შემდეგ ისევ სრიალი განაგრძეს.
-სად არისო? - ვკითხე გაკვირვებულმა, რადგან ბიჭების ეს ჟესტი ბაჩომ აშკარად უპრობლემოდ გაიგო.
-ფსკერზეა და ქვით ხელში დარბის
-რა? - ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა და გამოშტერებულმა მზერა გავუსწორე.
-ანუ ოკეანის ფსკერზეა ჩასული, ხელში კი მძიმე ქვა ან ლოდი უჭირავს და დარბის. ვარჯიშია ასეთი - დაიწყო ახსნა.
-ფსკერზე დარბის? - ვთქვი შეწუხებულმა.
-მაგარი დაღლილი ამოვა - გაიცინა ბაჩომ.
-რთულია ხო - ჩავილაპარაკე ჩემთვის და ქვიშის სანაპიროზე დავჯექი, ლილემ და ბაჩომაც მომბაძეს.
-ძალიან რთულია... მეც ვცადე ერთხელ, მაგრამ 10 წამი გავძელი მხოლოდ - თქვა მან.

15 წუთში მორჩნენ ვარჯიშს. ერეკლე და თოკა მაინცდამაინც დაღლილები არ იყვნენ, ბოლო-ბოლო შეჯიბრისთვის არ ემზადებოდნენ. ალექსანდრე კი ისეთი დაღლილი იყო სანაპიროზე ამოვიდა თუ არა მაშინვე ქვიშაზე გაწვა.
-მოკალით ეს საწყალი თუ რა უქენით? - სიცილით ჰკითხა ბაჩომ ჩვენკენ მომავალ თოკას და ერეკლეს.
-თვითონ აიტეხა სადამდეც გავქაჩავ იქამდე უნდა ვივარჯიშოო - თავის მართლებით თქვა ერეკლემ.
-ჯიუტია და ახლა თავის თავს დააბრალოს სიარულიც რომ ეზარება - გაეცინა თოკას.
-მაიცა მე გამოვაფხიზლებ ახლა მაგას - ფეხზე წამოდგა ბაჩო და მოშორებით „დაგდებული“ ალექსანდრესკენ წავიდა.
-შენ არ დაიღალე? - მზრუნველად ჰკითხა ლილემ თოკას და მიუხედავად იმისა, რომ სველი იყო მაინც მიეხუტა.
-ცოტა - უპასუხა მხრების ჩეჩვით და ლილე თავის მკლავებში მოაქცია.
-დეააა! - გავიგე ბაჩოს ძახილი.
-რა იყო? - ვუპასუხე ყვირილით და ფეხზე წამოვდექი.
-მოდი რა - მითხრა და ხელი დამიქნია.
-რა უნდა... -ჩავილაპარაკე ჩემთვის გაკვირვებულმა და მისკენ წავედი.
-გისმენ ბაჩო, რა გინდოდა? - ვკითხე როდესაც მათ მივუახლოვდი.
-მე არაფერი, ამას უშველე რამე - მოკლედ მომაყარა და გაქრა.
-აუუ მე რა ვუშველოო... - ავბუზღუნდი და ბაჩოს თვალი გავაყოლე -ბაჩოო! მარტო მტოვებ? - დავუძახე ისევ, თუმცა უკვე აღარ მისმენდა. -ადექი ხისთავიანოო -ბოლოს მაინც ალექსანდრესკენ მივბრუნდი და შევანჯღრიე. რეაქცია არ ჰქონია...
-ალექსანდრეე... ადექი ნუ მახვეწნინებ. მივალთ სასტუმროში და დაიძინებ მერე - დავიწყე ბურდღუნი და თან ხელზე ვექაჩებოდი.
-რა გჭირს - გაკვირვებული დავაკვირდი ურეაქციოდ მწოლიარე ალექსანდრეს და თვალები მოვჭუტე.
-დაგიჭირეე!! - იყვირა უეცრად და ხელები მაჯებზე მომკიდა. იმდენად მოულოდნელად დაიძახა, რომ გული გამისკდა და მთელს ხმაზე ვიკივლე.
-გული გამისკდა იდიოტო! გამიშვი ხელი! - გამწარებულმა ხელ-ფეხის ქნევა და წიკვინი დავიწყე.
-რა მშიშარა ხარ - იცინოდა ალექსანდრე, თუმცა ხელს არ მიშვებდა.
-შენ კიდე უტვინო! - შევუბღვირე გაბრაზებულმა.
-გაგეხუმრე შტერო - ენა გამომიყო და სასაცილოდ დამეჭყანა. თავი ვერ შევიკავე და შეკრული წარბები გამეხსნა, თუმცა ის კი გავაკონტროლე რომ არ გამცინებოდა.
-დამანებე თავი რა - ფეხზე წამოვდექი და მწოლიარე დავტოვე, თუმცა იმწამსვე წამოხტა ფეხზე და გვერდზე ამომიდგა.
-სად მიდიხარ ქალბატონო დეა? - მკითხა ენერგიულად.
-ბავშვებთან - გამოვცერი კბილებს შორის.
-ანუ სასტუმროში ხო - წარბი აზიდა და ისე შემომხედა. გაკვირვებული შევდექი ერთ ადგილას და გაბრაზებულმა მოვათვალიერე იქაურობა... ყველა წასული იყო და ამ იდიოტთან მართო ვიყავი დატოვებული! ოხ ლილე ლილეე... ბიჭები კიდე ხო, მაგრამ საუკეთესო დაქალიც? მაგას მივხედავ სახლში რომ მივალ!
-ეგრე გამოდის - ვუპასუხე ისევ ისეთი ტონით და აჩქარებული ნაბიჯით გავუდექი გზას.
-სად გარბიხარ, ცოტა ნელა იარე - მითხრა ალექსანდრემ.
-კალორიები უნდა დავწვა რომ არ გავსუქდე! - შევუღრინე და უფრო ვუმატე ტემპს.
-აბა არ გავსუქდებიო?
-ისე დამწყევლე არ გამიკვირდება ხვალ ასი კილო რომ გავხდე!
-ნუ იქცევი პატარა ბავშვივით დეაა - მითხრა მომლბალი ტონით.
-შენ არ შეგეკითხები მე როგორ მოვიქცევი! - წარბშეკრულმა კბილებს შორის გამოვცერი.
-ცოფიანი ძაღლივით იყეფები - სიცილით ამყვა თითქმის ძუნძულში გადასულ სიარულში.
-ხოდა შორს დაიჭირე თავი, ცოფი არ გადაგდო! - გაცეცხლებულმა გავხედე და თავი ალექსანდრეს მკლავებში ამოვყავი.
-დამშვიდდი, ზედმეტებში ნუ გადახვალ - მითხრა მშვიდად და დაკუნთული ხელები მჭიდროდ მომხვია.
-შენი დამშვიდება არ მჭირდება ხისთავიანო! - შევუბღვირე და ავხვანცალდი. მის მკლავებში როგორ დავმშვიდდებოდი! წნევა 200-ზე კიარა 2000-ზე ამივარდა მგონი. საოცრად აფორიაქებული და დაბნეული ვიყავი და არც ვიცოდი რა მექნა.
-დეა ხომ იცი რომ ვერ მომერევი და მაგდენი ხვანცალით შენ თვითონ დაიღლები - მითხრა დამთბარი ტონით და მეც დაბღვერილმა ავხედე. მართალი იყო... როგორ მოვერეოდი ამხელა კაცს. ერთმანეთს რომ შევჯიბრებოდით ალბათ მთლიან ხელს ერთი თითით გადამიწევდა.
-რა გინდა - შევუღრინე მკაცრი ტონით. რა თქმა უნდა ეს ნიღაბი იყო... სადღა მახსოვდა გაბრაზება. მთელი ტანი ახურებული მქონდა და ეკლები მაყრიდა. თანაც მისი სურნელის შეგრძნებამ აღელვება გამიასმაგა.
-მინდა რომ დამშვიდდე და უაზროდ არ გამებუტო - თქვა და ხელები ოდნავ მოადუნა, თუმცა მაინც დაჭიმული ჰქონდა რადგან იცოდა, რომ პირველივე შანსს გამოვიყენებდი ხელებიდან რომ დავსხლტომოდი... არც ცდებოდა...
-დავმშვიდდი - ვუპასუხე და თვალები გადავატრიალე.
-მაგ ლამაზ თვალებს ეგრე ნუ მიბრიალებ - წარბი აზიდა და ღიმილით გამაფრთხილა.
-თორემ რა?! - შევეპასუხე გაღიზიანებული. ნერვებს მიშლიდა ის ფაქტი, რომ ალექსანდრე მიმორჩილებდა და ჩემზე მოქმედებდა. ნერვები მეშლებოდა, რომ ცხოვრებაში პირველად სიტუაციის კონტროლი არ შემეძლო. ნერვები მეშლებოდა, რომ ეს ხისთავიანი მომწონდა. იმწამს ყველაფერი ნერვებს მიშლიდა, ემოციების კორიანტელი მქონდა გულსა და გონებაში. მე თვითონ ვერ გავრკვეულიყავი რა მინდოდა.
-აი ნახე, კიდევ ბრაზდები. მე გეუბნები დამშვიდდითქო და შენ კიდევ მიზეზს ეძებ ისევ რომ მეკამათო - თავი ჩემს კისერთან დახარა და ყურში მიჩურჩულა. ამან ნამდვილად ჩამაგდებინა ხმა. მისი სხეულიდან მომავალ სიმხურვალეს ვგრძნობდი, მისი სურნელით იყო ჰაერი გაჟღენთილი და სრულ გაბრუებამდე ცოტა მაკლდა. ჯერ კიდევ სრულიად დაძაბული ვიყავი, თუმცა ერთ ადგილას გაშეშებული ვაფახულებდი წამწამებს.
ალექსანდრემ თავი ჩემს თმებში ჩარგო და ცხვირის წვერი კისერში მსუბუქად გამიხახუნა... ღრმად ჩაისუნთქა. გული კიდევ უფრო ამიჩქარდა. ალბათ ჩემს გულისცემას გრძნობდა. ნელ-ნელა სრულიად მოვდუნდი, უბრალოდ სურვილს ვეღარ შევეწინააღმდეგე. ალექსანდრე ზედმეტად მიზიდავდა. მასთან საკუთარი თავის მუდმივმა კონტროლმა კი ძალიან დამღალა. ვეღარ შევძელი მის შეხებაზე ისეთი რეაქცია მქონოდა, როგორიც სხვა რომელიმე ნორმალურ გოგოს ექნებოდა. მის სურნელში მოცული ბოლოს იმდენად გავბრუვდი, რომ თვალებიც კი დავხუჭე და ფილტვები სასიამოვნო სურნელით გავივსე. ხელები ძირს მქონდა ჩამოშვებული, ერთი თავით მაღალ გიგანტს კი გულში ვყავდი ჩაკრული და თავი ჩემს კისერში ჰქონდა ჩარგული. მე არ ჩავხუტებივარ... არ ვიცი არ გავაკეთე თუ ვერ გავაკეთე, მაგრამ ფაქტია რომ ერთ ადგილზე ვიდექი და ისევ მის მოქმედებას ველოდებოდი. იმ მომენტში არ შემეძლო სიტუაცია მე მეკონტროლებინა, უბრალოდ ალექსანდრეს დიდი ზეგავლენის ქვეშ ვიყავი მოქცეული. ვაღიარებ დამიმორჩილა... ის მოახერხა, რაც აქამდე ვერავინ შეძლო. აშკარა იყო რაღაც განსაკუთრებული ჰქონდა. რაღაც ისეთი, რაც ნერვებს სათითაოდ მაგლეჯდა, მაგრამ საოცრად ძლიერად მიზიდავდა.
მოვწონდი? მგონი კი, ამაში 99%-ით დარწმუნებული ვიყავი... სერიოზულად მიყურებდა? აი ეს უკვე აღარ ვიცოდი... რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ გამოუსწორებელი მექალთანე იყო. ალბათ მალევე მოვბეზრდებოდი სხვა გოგოებივით...
-დამშვიდდი? - უეცრად ყურში ალექსანდრეს ბოხი ხმა გავიგე და ფიქრებისგან გამოვერკვიე.
-ხო. გამიშვი... - დამფრთხალმა თავიდან დავიწყე მის ხელებზე ჯაჯგური. ტუჩის კუთხე ჩატეხა და ვნებიანი მზერა გამისწორა, ხელები კი წელზე ჩამოაცურა და ბოქლომივით „ჩაკეტა“ ჩემი გასასვლელი.
-ისევ ფართხალს იწყებ... არ შეგიძლია გაჩერდე? - გაეცინა და სახე მომიახლოვა.
-არ მინდა და არ გავჩერდები - ვუპასუხე აღელვებულმა, როდესაც დავინახე როგორ დაიხარა ჩემკენ.
-ძაან გაკაპასებული ხარ, დამშვიდება გჭირდება - მითხრა დახშული ხმით და აქ უკვე გადამეკეტა. იმდენად ავღელდი, როცა წარმოვიდგინე რომ უნდა ეკოცნა, რომ ლამის ხიდზე გადავედი ისე უკან გავიწიე.
-ჩემი დამშვიდება შენი პრობლემა არაა - ვუპასუხე ნაჩქარევად და მაინც მოვახერხე ხელებიდან დავსხლტომოდი. საბედნიეროდ აღარაფერი დაუძალებია. უბრალოდ არ ვიყავი მზად. ცოტა დრო კიდევ მჭირდებოდა ჩემს გრძნობებში გასარკვევად. ნამდვილად ვგრძნობდი მის მიმართ რამეს თუ მხოლოდ გარეგნობა მიზიდავდა? ჯერ ჩემს თავში უნდა გავრკვეულიყავი.

მისთვის თვალის გასწორებას ვეღარ ვახერხებდი. სასტუმრომდე ხმა აღარ ამომიღია. თვითონ რაღაცებს მელაპარაკებოდა. ალბათ იმიტომ, რომ თავი უხერხულად არ მეგრძნო და ამას ასე თუ ისე ახერხებდა. მოკლე პასუხებით შემოვიფარგლებოდი ჩუმი ტონით და შემდეგ ისევ მას ვუსმენდი. ამ სეირნობისას დავაკვირდი როგორ მომწონდა მისი ბოხი ხმა. ძალიან მამაკაცური იყო... სახეზე მკაცრი ნაკვთები ჰქონდა, თუმცა მხოლოდ მაშინ ეტყობოდა, როდესაც არ იცინოდა. სიცილისას მომაჯადოებელი ღიმილი ჰქონდა... ღმერთო ჩემო შეყვარებული გოგოსავით ვლაპარაკობ!..
საბედნიეროდ სასტუმროში მისვლისას ზედმეტი ყურადღება აღარ გამოიჩინა და ლიფტიდან ნომრის კარამდე არ გამყვა. ჩემს აზრებს კითხულობდა? არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ისე იქცეოდა როგორც მინდოდა.
უკანასკნელი რამდენიმე საათის შემდეგ პირველად შვება და თავისუფლება მაშინ ვიგრძენი, როდესაც ალექსანდრეს მზერა მომშორდა. აჩქარებული გულისცემა დამირეგულირდა და სიბრაზე შემომაწვა.
-დეაა! თოკამ მაკოცაა! - გახარებული ლილე მაშინვე საწოლიდან წამოხტა როგორც კი დამინახა.
-ქალბატონო ლილე, დიდ შარში გაყავი თავი! - ოთახის კარი მივხურე და კბილებს შორის გაბრაზებულმა გამოვცერი.


.............
სიურპრიზიიი! ძალიან დავიღალე და საერთოდ ისიც არ ვიცი როგორ მოვახერხე ამხელა თავის დაწერა, მაგრამ იმდენად დიდ სტიმულს მაძლევთ რომ ესეც შევძელი.

ყველა ისეთი თბილები და საყვარლები ხართ რომ როგორ გადაგიხადოთ მადლობა აღარ ვიცი! ვგიჟდები თქვენზე ჩემო ტკბილებო!!!

იმედია ისიამოვნეთ...

პ.ს. გუშინ ერთი ძალიან საყვარელი ადამიანი, ერთ-ერთი თქვენგანი უილიამის სურათით დაინტერესდა და მეც მოგიძებნეთ. როგორც დავაკვირდი მოგწონთ სურათები და ამიტომ ამ თავში გამოჩენილი ახალი პერსონაჟის - ჰარის სურათიც ბარემ შემოგთავაზეთ.

შენს გვერდით სხვა ბიჭი არ დამანახო! (5)



№1  offline წევრი BLACK TBILISI

კარგია მომწონს

 


№2  offline მოდერი niako crazy

ყოველ თავზე ვიძახი მაგრამ კიდევ უნდა გითხრა რომ სასწაული ხარ. ძალიან გამიხარდა უილიამის ფოტო რო დადე და თან ჰარიც გაგვაცანი. რა მაგარი გოგო ხარ და რა მაგარ ისტორიას წერ. თან რამხელა თავი იყო. შენ არ იცი როგორი სიმოვნებით წავიკითხე. აღარ დავიწყებ იმის თქმას რომ ყველაფერი მომეწონა. ოჰ, გარდატეხა მოხდა ჩვენს დეაში. ალექსანდრე, რა სასწაული ბიჭია. ყოველნაირად იდეალურია და ძალიან მომწონს. მაინც როგორ აბნევს დეას. ამ თავზე იმდენი ვიცინე მუცელი ამტკივდა სიცილისგან. ბაჩო სუფთა მასხარაა, ამ ისტორიის მარგალიტი. ერთი უილიამი არ მომწონდა და ეხლა ეს ჰარიც დაემატა. მიუხედავად იმისა რომ ძალიან სიმპათიურია მაინც ჩემი ალექსანდრეს მტერია. ოჰ, მგონი დაერხა ლილესოო wink მოუთმენლად დაველოდები შემდეგ თავს, ვგიჟდები შენზე, მიუხედავად იმისა რომ არ გიცნობ უკვე ძალიან მიყვარხარ love

 


№3  offline მოდერი ანკა

BLACK TBILISI
კარგია მომწონს

მადლობაა <3 <3
niako crazy
ყოველ თავზე ვიძახი მაგრამ კიდევ უნდა გითხრა რომ სასწაული ხარ. ძალიან გამიხარდა უილიამის ფოტო რო დადე და თან ჰარიც გაგვაცანი. რა მაგარი გოგო ხარ და რა მაგარ ისტორიას წერ. თან რამხელა თავი იყო. შენ არ იცი როგორი სიმოვნებით წავიკითხე. აღარ დავიწყებ იმის თქმას რომ ყველაფერი მომეწონა. ოჰ, გარდატეხა მოხდა ჩვენს დეაში. ალექსანდრე, რა სასწაული ბიჭია. ყოველნაირად იდეალურია და ძალიან მომწონს. მაინც როგორ აბნევს დეას. ამ თავზე იმდენი ვიცინე მუცელი ამტკივდა სიცილისგან. ბაჩო სუფთა მასხარაა, ამ ისტორიის მარგალიტი. ერთი უილიამი არ მომწონდა და ეხლა ეს ჰარიც დაემატა. მიუხედავად იმისა რომ ძალიან სიმპათიურია მაინც ჩემი ალექსანდრეს მტერია. ოჰ, მგონი დაერხა ლილესოო wink მოუთმენლად დაველოდები შემდეგ თავს, ვგიჟდები შენზე, მიუხედავად იმისა რომ არ გიცნობ უკვე ძალიან მიყვარხარ love

მეც ძალიან შემიყვარდი მართლაა <3 დიდი მადლობა საყვარელო, ტკბილო და თბილო!! <3 love

 


№4  offline წევრი sali))

kvelaaze magari xar :*

 


№5 სტუმარი qeti

es bolo sami tavi ertad wavikitxe ver movicale da agprtovanebuli var ♡dzalian momwons ai namdvilad chveul pormashi xar ♡♡♡

 


№6  offline აქტიური მკითხველი uchveulo

აუუ ძააან მაგარია როგორც ყოველთვის ... გელიი <3 კარგიი ხააარ

 


№7  offline მოდერი ანკა

sali))
kvelaaze magari xar :*

Didi madloba sayvareloo❤❤❤❤
qeti
es bolo sami tavi ertad wavikitxe ver movicale da agprtovanebuli var ♡dzalian momwons ai namdvilad chveul pormashi xar ♡♡♡

Didi madlobaaa❤❤❤❤❤❤dzalian gamaxare❤❤
uchveulo
აუუ ძააან მაგარია როგორც ყოველთვის ... გელიი <3 კარგიი ხააარ

Madloba tkbiloo❤❤❤

 


№8  offline აქტიური მკითხველი aanamaria

აუუუუ რა კარგები არიან რაა love love რამდენნნი არინა მოკლედ რა ერთი ბიჭი მეც რო გამირიგო არ დაგიშავდება არაფერი wink wink რა კარგიხარ შენ ხომ არ იცი რაა ველი შემდეგს love love love love love love winked

 


№9  offline წევრი ketia

გააგრძელე მალეე მაგარია

 


№10  offline წევრი I L O N A

am istoris yvela tavi sad vnaxo dasawyisii mainteresebsss??????

 


№11 სტუმარი salo

მაგარია ... გააგრძელე ❤

 


№12  offline მოდერი ანკა

aanamaria
აუუუუ რა კარგები არიან რაა love love რამდენნნი არინა მოკლედ რა ერთი ბიჭი მეც რო გამირიგო არ დაგიშავდება არაფერი wink wink რა კარგიხარ შენ ხომ არ იცი რაა ველი შემდეგს love love love love love love winked

აჰაჰა მოდი გაგირიგებ რომელიმეს :დდ <3 დიდი მადლობა საყვარელო <3
ketia
გააგრძელე მალეე მაგარია

დიდი მადლობააა <3 <3
I L O N A
am istoris yvela tavi sad vnaxo dasawyisii mainteresebsss??????

ჩემს დადებულ სიახლეებში შედი და იქ ნახავ :) <3 ან საძიებო ველში ჩაწერე ისტორიის სახელი <3 love

salo
მაგარია ... გააგრძელე ❤

დიდი მადლობაა მიხარია რომ მოგწონს love love

 


№13  offline წევრი kora

აუუუუუ ანკა, ეს რა მაგარი გოგო გვყავხარ. აი, საოცრება! love ისევ და ისევ გავიმეორებ - მაბოდებს ამ ისტორიაზე! ჭკუა მეკეტება ალექსანდრეზე, ერთი ესეთი ბიჭი მესროლეთ რა ვინმეეემ wink wink wink
ნუ აი არ ვიცი რა გითხრა და როგორ გადმოგცე ის ემოცია, პოზიტივი და ყოველივე ის დადებითი რითიც მავსებს და მათბობს ეს ისტორია love შენს ნიჭს და ფანტაზიას საზღვრები არ აქვს, სულ უფრო და უფრო მეტად მაოცებ და მაყვარებ თავს, ყოჩაღ! love love smile
--------------------
kira.G

 


№14  offline მოდერი bibo

უხ შენ რო საოცრება სასწაული და ტორტის უდიდესზე დიდი ნაჭერი რო ხარ ლაპარაკი არ მაქქქ რააა რატო ხარ ასეთი საოცრება უხხ ვგიჟდები ამ ისტორიაზე ასჯერ ვამოწმებ ხო არ დაიდო მალე საიტი ან მე გავჭედავ wink wink აი ამ უციცქნეს გოგოზე ვჭედავ მეო კალოჩე love love ჩემი პაწაწკუნტელა გოგვვვ ალუჩის კურკავ და ატმის ბუსუსოოოოვვვვ love love აი სიტყვები არ მყოპნის რა შენ რო გითხრაა love love აუ ალექსანდრეზე ვაფფრენ ვგიჟდები რა სასწალი კოპწია ბიჭია რა ესს რას მიშვები დამტოვებ უქმროდ ფაქტია და მე მიკეთებ ამას კაცო ვახმე bully tongue ჩემო ვაშლის ყლორტოვ და ატმის პიროვ love winked ტორტო უდიდესო კრემითურთ და სნიკერსო ბევრობა თხილით ჩემი ნაზუქი გოგო ვაფრენ მე შენზე პირს მიკოკლოზინებ გულს კუჭს და სუ მაკოკლოზინებ ტკბილო და მურაბა გოგჩოვვ ჩემი ბისკვიწი ფუნთუშა გოგო ხარო შენოოო ტკბილო და უდიდესო ბევრობაზე ბევრობა ტკბილო love winked

 


№15  offline მოდერი ანკა

kora
აუუუუუ ანკა, ეს რა მაგარი გოგო გვყავხარ. აი, საოცრება! love ისევ და ისევ გავიმეორებ - მაბოდებს ამ ისტორიაზე! ჭკუა მეკეტება ალექსანდრეზე, ერთი ესეთი ბიჭი მესროლეთ რა ვინმეეემ wink wink wink
ნუ აი არ ვიცი რა გითხრა და როგორ გადმოგცე ის ემოცია, პოზიტივი და ყოველივე ის დადებითი რითიც მავსებს და მათბობს ეს ისტორია love შენს ნიჭს და ფანტაზიას საზღვრები არ აქვს, სულ უფრო და უფრო მეტად მაოცებ და მაყვარებ თავს, ყოჩაღ! love love smile

Dzalian didi madlobaa❤❤❤❤saocrad tbilibda pozitiuri adamiani xar❤❤tavi shemayvare sheni komentarebitt ukve❤❤❤❤❤
bibo
უხ შენ რო საოცრება სასწაული და ტორტის უდიდესზე დიდი ნაჭერი რო ხარ ლაპარაკი არ მაქქქ რააა რატო ხარ ასეთი საოცრება უხხ ვგიჟდები ამ ისტორიაზე ასჯერ ვამოწმებ ხო არ დაიდო მალე საიტი ან მე გავჭედავ wink wink აი ამ უციცქნეს გოგოზე ვჭედავ მეო კალოჩე love love ჩემი პაწაწკუნტელა გოგვვვ ალუჩის კურკავ და ატმის ბუსუსოოოოვვვვ love love აი სიტყვები არ მყოპნის რა შენ რო გითხრაა love love აუ ალექსანდრეზე ვაფფრენ ვგიჟდები რა სასწალი კოპწია ბიჭია რა ესს რას მიშვები დამტოვებ უქმროდ ფაქტია და მე მიკეთებ ამას კაცო ვახმე bully tongue ჩემო ვაშლის ყლორტოვ და ატმის პიროვ love winked ტორტო უდიდესო კრემითურთ და სნიკერსო ბევრობა თხილით ჩემი ნაზუქი გოგო ვაფრენ მე შენზე პირს მიკოკლოზინებ გულს კუჭს და სუ მაკოკლოზინებ ტკბილო და მურაბა გოგჩოვვ ჩემი ბისკვიწი ფუნთუშა გოგო ხარო შენოოო ტკბილო და უდიდესო ბევრობაზე ბევრობა ტკბილო love winked

Dzalian dzalian didi madlobaa❤shaqarii taflii shokoladii marwyvii ❤ravicii yvelaferi tkbili da gemrieli xar❤shemiyvardi dzalian❤

 


№16 სტუმარი A

ვაუ უმაგრესი და უსაყვარლესი ხარ. აი სიტყვებიც კი არ მყოპნის გადმოსაცემად როგორ მაგრად მომეწონა ეს ტავი და საეტოდ მთელი ისტორია............. fellow

 


№17  offline მოდერი ანკა

A
ვაუ უმაგრესი და უსაყვარლესი ხარ. აი სიტყვებიც კი არ მყოპნის გადმოსაცემად როგორ მაგრად მომეწონა ეს ტავი და საეტოდ მთელი ისტორია............. fellow

Dzalian didi madlobaa❤❤❤❤❤❤

 


№18  offline წევრი Thief Queen

Harry ra sayvarelia :Ddd nu maglobs ra :'( arada magrad momwons tipi :D ai martla sakaifo rojaa

 


№19  offline მოდერი ანკა

Thief Queen
Harry ra sayvarelia :Ddd nu maglobs ra :'( arada magrad momwons tipi :D ai martla sakaifo rojaa

Ahaha harry martla kargi tipia garegnuladd :D ❤❤❤❤❤

 


№20  offline აქტიური მკითხველი aanamaria

[quote=ანკა][quote=aanamaria]აუუუუ რა კარგები არიან რაა love love რამდენნნი არინა მოკლედ რა ერთი ბიჭი მეც რო გამირიგო არ დაგიშავდება არაფერი wink wink რა კარგიხარ შენ ხომ არ იცი რაა ველი შემდეგს love love love love love love winked[/quote]
აჰაჰა მოდი გაგირიგებ რომელიმეს :დდ <3 დიდი მადლობა საყვარელო <3
რომელიც გინდა ის გამირიგეეე ისეთი კაები არიან არცერთზე ვიტყვი უარსს საყვარელო wink wink love love

 


№21  offline მოდერი ანკა

[quote=aanamaria][quote=ანკა][quote=aanamaria]აუუუუ რა კარგები არიან რაა love love რამდენნნი არინა მოკლედ რა ერთი ბიჭი მეც რო გამირიგო არ დაგიშავდება არაფერი wink wink რა კარგიხარ შენ ხომ არ იცი რაა ველი შემდეგს love love love love love love winked[/quote]
აჰაჰა მოდი გაგირიგებ რომელიმეს :დდ <3 დიდი მადლობა საყვარელო <3
რომელიც გინდა ის გამირიგეეე ისეთი კაები არიან არცერთზე ვიტყვი უარსს საყვარელო wink wink love love[/quote]
მაშინ პაემანის დრო დავთქვათ wink wink wink wink

 


№22  offline აქტიური მკითხველი aanamaria

[quote=ანკა][quote=aanamaria][quote=ანკა][quote=aanamaria]აუუუუ რა კარგები არიან რაა love love რამდენნნი არინა მოკლედ რა ერთი ბიჭი მეც რო გამირიგო არ დაგიშავდება არაფერი wink wink რა კარგიხარ შენ ხომ არ იცი რაა ველი შემდეგს love love love love love love winked[/quote]
აჰაჰა მოდი გაგირიგებ რომელიმეს :დდ <3 დიდი მადლობა საყვარელო <3
რომელიც გინდა ის გამირიგეეე ისეთი კაები არიან არცერთზე ვიტყვი უარსს საყვარელო wink wink love love[/quote]
მაშინ პაემანის დრო დავთქვათ wink wink wink wink[/quote]
არ მაქ პრობლემა ნებისმიერ დგეს იყოსსსს :D :D :D მტვარიააა სურვილი გამოტქვას ცჰემი გაცნობის :D :D: D:D რა პანტაზიის უნდარი მაქ მოკლედ რა :D :D :D

 


№23  offline მოდერი ანკა

[quote=aanamaria][quote=ანკა][quote=aanamaria][quote=ანკა][quote=aanamaria]აუუუ
უ რა კარგები არიან რაა love love რამდენნნი არინა მოკლედ რა ერთი ბიჭი მეც რო გამირიგო არ დაგიშავდება არაფერი wink wink რა კარგიხარ შენ ხომ არ იცი რაა ველი შემდეგს love love love love love love winked[/quote]
აჰაჰა მოდი გაგირიგებ რომელიმეს :დდ <3 დიდი მადლობა საყვარელო <3
რომელიც გინდა ის გამირიგეეე ისეთი კაები არიან არცერთზე ვიტყვი უარსს საყვარელო wink wink love love[/quote]
მაშინ პაემანის დრო დავთქვათ wink wink wink wink[/quote]
არ მაქ პრობლემა ნებისმიერ დგეს იყოსსსს :D :D :D მტვარიააა სურვილი გამოტქვას ცჰემი გაცნობის :D :D: D:D რა პანტაზიის უნდარი მაქ მოკლედ რა :D :D :D[/quote]
აჰაჰაჰ სასწაული :D :D :D მოდი მაშინ პირადად დავუკავშირდები და შეგატყობინებ რას მეტყვის :დდდ

 


№24  offline აქტიური მკითხველი aanamaria

[quote=ანკა][quote=aanamaria][quote=ანკა][quote=aanamaria][quote=ანკა][quote=aa
namaria]აუუუ
უ რა კარგები არიან რაა love love რამდენნნი არინა მოკლედ რა ერთი ბიჭი მეც რო გამირიგო არ დაგიშავდება არაფერი wink wink რა კარგიხარ შენ ხომ არ იცი რაა ველი შემდეგს love love love love love love winked[/quote]
აჰაჰა მოდი გაგირიგებ რომელიმეს :დდ <3 დიდი მადლობა საყვარელო <3
რომელიც გინდა ის გამირიგეეე ისეთი კაები არიან არცერთზე ვიტყვი უარსს საყვარელო wink wink love love[/quote]
მაშინ პაემანის დრო დავთქვათ wink wink wink wink[/quote]
არ მაქ პრობლემა ნებისმიერ დგეს იყოსსსს :D :D :D მტვარიააა სურვილი გამოტქვას ცჰემი გაცნობის :D :D: D:D რა პანტაზიის უნდარი მაქ მოკლედ რა :D :D :D[/quote]
აჰაჰაჰ სასწაული :D :D :D მოდი მაშინ პირადად დავუკავშირდები და შეგატყობინებ რას მეტყვის :დდდ[/quote] შენ თუ ასეთ მადლს იზამ ჩემთვისს :D :დ მაგრამ რა მაშინებს იცი რო დევინახავ ამფერი კაი ბიჭს და რო წამომეჭიმება წინ გულირ ო გამისკდეს მერე რა ვქნა სად შემდეიძლია მე ამდენიი :D :"D :D

 


№25  offline წევრი isterichka123

Vau magaria ase gagrdzele

 


№26 სტუმარი ani

მაგარი ხარ ძალიან ხო რა ასე დაურტე ხოლმე ფოტოები უფრო საინტერესოა ვიხალისე კიდეც მაგარია მალე დადე

 


№27  offline მოდერი ანკა

na-na
Au dzaan magaria, ai dzaan dzaan momwons, ise beqas surats ty dadeb kai iqneba

Madlobaa❤❤❤magram beqa romelia?
isterichka123
Vau magaria ase gagrdzele

Didi madloba sayvareloo dzalian maxareb sheni komentarebit❤❤❤

aanamaria
შენ თუ ასეთ მადლს იზამ ჩემთვისს :D :დ მაგრამ რა მაშინებს იცი რო დევინახავ ამფერი კაი ბიჭს და რო წამომეჭიმება წინ გულირ ო გამისკდეს მერე რა ვქნა სად შემდეიძლია მე ამდენიი :D :"D :D

Uimee guli ar gagiskdess❤❤ise vqnat rame ro cocxali gadarche :D ❤❤❤❤❤

ani
მაგარი ხარ ძალიან ხო რა ასე დაურტე ხოლმე ფოტოები უფრო საინტერესოა ვიხალისე კიდეც მაგარია მალე დადე

Madlobaa mixaria rom mogwons ❤❤❤❤❤

 


№28  offline წევრი I L O N A

ველი შემდგომ თავებს… ძან მაგარიაა ❤❤

 


№29  offline მოდერი ანკა

I L O N A
ველი შემდგომ თავებს… ძან მაგარიაა ❤❤

Didi madlobaa❤❤❤❤❤

 


№30  offline წევრი I L O N A

შემდეგი დადე გთხოვ!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent