შენს გვერდით სხვა ბიჭი არ დამანახო! (6)
-დეაა! თოკამ მაკოცაა! - გახარებული ლილე მაშინვე საწოლიდან წამოხტა როგორც კი დამინახა. -ქალბატონო ლილე, დიდ შარში გაყავი თავი! - ოთახის კარი მივხურე და კბილებს შორის გაბრაზებულმა გამოვცერი. -ვაიი-მეე... ასე რამ გაგაბრაზა - პირველი სიტყვა დამარცვლა და გაოცებულმა შემომხედა. -აბა გაიხსენე პლაჟზე ვინ დატოვე და თან ვისთან ერთად? - ცალი წარბი ირონიულად ავზიდე და დაქალს მზერა გავუსწორე. -ოჰჰ კარგი რა - უდარდელად აიქნია ხელი ჰაერში - არ გაგისწორდა მარტოები რომ დარჩით? - მითხრა და გაიცინა. -გამისწორდა კი არა კინაღამ გული წამივიდა იქვე - ვუპასუხე საწყლად. -ბაჩომ დაიწყო წავიდეთ წავიდეთ და ეგენიც მალე წამოვლენო. მერე კიდევ თოკაც აყვა და ერეკლეც და მე რაღა მექნა - დამნაშავე ბავშვის თვალებით ამომხედა ლილემ. -მე რავიცი რამე გექნა რომ მარტო არ დაგეტოვებინე ალექსანდრესთან! - ვუთხარი ჯერ კიდევ გაბრაზებულმა. -როდიდან გახდა ალექსანდრე ალექსანდრე და არა ხისთავიანი იდიოტი?! - მაშინვე გამოიჭირა საკვანძო სიტყვა და ეშმაკურად აციმციმებული თვალებით შემომხედა. -რა დროს ეგაა მე ჯერ გაბრაზებული ვარ! - ვუპასუხე გაბუტული ბავშვივით. -ვიფიქრე კარგი იქნება მარტოები თუ დარჩებიანთქო. ისეთი არაფერი არ მომხდარა რომ გადაირიო - მოვიდა და საწოლზე დამჯდარს გვერდზე წამომიწვა - უბრალოდ მარტოები იყავით და მორჩა - მხრები აიჩეჩა უდარდელად და თმებით თამაში დაიწყო. -უბრალოდ მარტოები?! კინაღამ მაკოცა! - შევიცხადე მე და როდესაც ის მომენტი თვალწინ დამიდგა ჟრუანტელმა დამიარა. -მართლა?? კინაღამ რას ნიშნავს გოგო! - გაოცებულმა დააღო პირი და მაშინვე წამოჯდა. -ხელებიდან დავუსხლტი და ვერ მაკოცა -არ მითხრა რომ კოცნა არ გინდოდა - ახარხარდა ბოლო ხმაზე. -ვერ გავბედე და ნუ დამცინი - ვუპასუხე მკაცრად და ბალიში ვესროლე. -როდიდან ვერ ბედავ ბიჭის კოცნას ამიხსენი ერთი - მაინც არ წყვეტდა სიცილს ლილე. -მეც არ ვიცი, რაღაც დამემართა... ასე ძალიან არასდროს ავღელვებულვარ -ჩემი გოგო შეყვარებულიაა - ჩამეხუტა და ეშმაკურად ჩაილაპარაკა. -შენ იღადავე და ისე მომწონს ცოტაც და შემიყვარდება, თუ უკვე არ მიყვარს - ამოვილუღლუღე სევდიანად. -მერე მაგაში ცუდი რა არის - გაკვირვებულმა მიპასუხა და მომშორდა თვალებში რომ ჩაეხედა. -ის, რომ დარწმუნებული ვარ ქალებს თვეში ერთხელ იცვლის. მეც მოვბეზრდები და მერე მიმატოვებს - ავუხსენი გულუბრყვილოდ. -მექალთანესაც შეუძლია ერთგულება თუ მართლა შეუყვარდება - დამამშვიდა ლილემ. -და იქნებ არ შევუყვარდე იმდენად და მოვბეზრდე? -მაშინ დაელოდე როდის დაგიმტკიცებს რომ მართლა უყვარხარ - მითხრა დამრიგებლური ტონით და ისევ ჩამეხუტა. -რომ არ დამიმტკიცოს? ვგრძნობ რომ დღითიდღე მიყვარდება - ამოვისლუკუნე ტირილის პირას მყოფმა. -დეაა, ჩემი შტერი დაქალიი. ხო იცი როგორ მიყვარხარ დამშვიდდი და არ იტირო ახლა - უფრო ძლიერად ჩამეხუტა და თავზე მაკოცა. -მეც ძალიან მიყვარხარ, შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა - გავუღიმე და ხელები მოვხვიე. -იცი რა... ყველა მექალთანემ იცის რომელ გოგოს როგორ უნდა მოექცეს. ვისთან შეიძლება გართობა და ვინ არის სერიოზული ურთიერთობებისთვის შესაფერისი. დარწმუნებული ვარ ალექსანდრემ იცის რომ ერთჯერადი სათამაშო არ ხარ და ამიტომ დამშვიდდი კაი? ყველაფერი კარგად იქნება. ბოლო-ბოლო ქორწილის თარიღს ვადგენ უკვე - ბოლო წინადადება სიცილით დაამატა და მაინც მოახერხა გავეღიმებინე. -ქორწილზე გამახსენდა... შენ და თოკა უკვე ოფიციალური გვრიტები ხართ ხო? - ლილეს ნათქვამი ამომიტივტივდა თავში. -აუ ხოო... რომ მოვედით ოთახამდე გამომყვა და რომ ვემშვიდობებოდი მაკოცა. მერე მითხრა ძალიან მიყვარხარ და სულ ჩემი უნდა იყოო - მიპასუხა ბედნიერმა და ყურებამდე გაიკრიჭა. -ოჰ ოჰ რა რომანტიული ყოფილა - გამეცინა მეც - შენ რა უპასუხე? -მეც მიყვარხართქო და ჩავეხუტე - თქვა ნახევრად ოცნებებში წასულმა. კიდევ დიდხანს ვიჭორავეთ, შემდეგ მშობლებს დავურეკეთ. ვუთხარით გადასარევად ვისვენებთ და არაფერზე არ ინერვიულოთთქო. შემდეგ კი დაღლილობა ვიგრძენით და დასაძინებლად დავწექით. იმ დღეს ემოციურად იმდენად გადავიტვირთე რომ მალევე ჩამეძინა. დილით რომ გავიღვიძე ოდნავ გრილოდა. თვალებმოჭუტული ავდექი ფეხზე და გარეთ გავიხედე - ნაწვიმარი იყო. აშკარად წინა დღის ღრუბლებმა „ჩაიდინეს“. ფაფუკ ხალიჩაზე ფეხშიშველმა გავიარე და ტანსაცმელი გადავათვალიერე. გადასარევია - ყველაფერი მოკლე და თხელი მქონდა წამოღებული. მაინც რატომ ვერ მოვიფიქრე, რომ ერთი-ორი თბილი ტანსაცმელიც წამომეღო? ოკეანისპირა ქალაქში წვიმები ხომ ხშირია ხოლმე... ლილეს ტანსაცმელებსაც მივადექი, იქნებ ამას ჰქონდეს რამეთქო. არც გამკვირვებია ვერაფერი რომ ვერ ვიპოვე. საათს დავხედე და საკმაოდ ადრე იყო - დილის 7 საათი. ნეტა რა მამწარებდა ასე ადრე რომ ვიღვიძებდი. ამდენ ბოდიალში გამოვფხიზლდი კიდეც და ვიფიქრე ცხელ ყავას დავლევ იქნებ გავთბეთქო. ჯინსის შორტი ჩავიცვი, მოკლესახელოებიანი ტანზე მომდგარი მაისური გადავიცვი და თმები გავიშალე. ფეხზე კი ჩემი საყვარელი კეტები ამოვიცვი და კარისკენ წავედი. ჩუმად გამოვედი ოთახიდან, ყავის აპარატიდან 2 ცხელი კაპუჩინო ჩამოვასხი და ისევ ნომრისკენ გავემართე. -უკვე ადექი? - გავიგე ლილეს ბურტყუნი. აშკარად კარის ხმამ გამოაფხიზლა. -ხო, გავიღვიძე და აღარ მეძინებოდა - ვუპასუხე და ცხელი სითხე მოვსვი, ერთი ლილეს დავუდგი ტუმბოზე. -რა გემრიელი სუნი მომივიდაა... - ჩაილაპარაკა კმაყოფილმა და ისევ თვალები მილულა. ლილეს იმდენად ეძინებოდა, რომ ყავის სუნმაც ვერ აიძულა თავი აეწია საყვარელი ბალიშიდან. მე კი როდესაც ოდნავ გავთბი გადავწყვიტე ქვემოთ ჩავსულიყავი და რამე მეჭამა. ფაქტიურად სასადილომდე ძუნძულით მივედი, ვიფიქრე ასე უფრო გავხურდებითქო. ალბათ შორიდან სასაცილო სანახავი ვიყავი, თუმცა მე ნამდვილად არ მეცინებოდა. ჩემს თავს ათასნაირად „ვამკობდი“ გამოჩენილი გონიერებისთვის, რომ ყველაფერი თხელ-თხელი მქონდა წამოღებული. შოკოლადიანი ორცხობილა ავიღე და თვალებით ბიჭების ძებნა დავიწყე. თუმცა ვის ვატყუებ... ალექსანდრეს ვეძებდი. სასადილოდან გამოვედი და ეზოში გავიხედე. ბიჭები შეზლონგზე იყვნენ გაწოლილები. ტანში წინასწარ დამიარა ცივმა ჟრუანტელმა, სანამ გარეთ გავიდოდი. -რანაირად გაცვია გოგო, გაცივდები! - ჩემს დანახვაზე შეიცხადა ბაჩომ. ალექსანდრესაც იგივე გამომეტყველება ჰქონდა სახეზე, თუმცა ემოციის გამოხატვა ბაჩომ დაასწრო. -არ გავცივდები - მხრები ავიჩეჩე და გავიცინე. ცოცხალი თავით არ ვუსწორებდი მზერას ალექსანდრეს. -გამაგიჟებ რა. ნახე შენთან შედარებით რამდენი მაცვია! - შემეპასუხა გაკვირვებული.-ადი შენს ოთახში და რამე ჩაიცვი - მიპასუხა დასერიოზულებულმა. -ბაჩო კაი რაა - დავუწყე ხვეწნა. რაც არ მქონდა როგორ უნდა ჩამეცვა?! -დეა წამო ჩემსას მოგცემ. გატყობ არ წამოგიღია არაფერი - მითხრა ალექსანდრემ და ფეხზე წამოდგა. -აუ მაგას როგორ ვერ მივხვდი ტოო! - თავზეხელი შემოირტყა ბაჩომ. -დეა მალე! გაცივდები! - თქვა ალექსანდრემ გამკაცრებული ტონით. -მოვდივარ არ მომკლა - შევეპასუხე ვითომ დიდ გულზე მყოფი. გუშინდელი დღის მერე ალექსანრესთან პირისპირ დარჩენა? ნამდვილი კოშმარი იყო ჩემთვის. გული ამიჩქარდა და აღელვებული ავედევნე უკან. ლიფტში ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი. ასე მეგონა ჰაერი არ მყოფნიდა როცა ის გვერდით მედგა. თავისი ოთახისკენ გამიძღვა და კარი შეაღო. ძალიან მყუდრო ოთახი იყო. ცოტა არეული, თუმცა ბიჭის კვალობაზე ნამდვილად ვერ დავიწუნებდი. ჰაერში ალექსანდრეს სურნელი იგრძნობოდა. თითქოს სხვა სამყაროში შევედიო ისეთი შეგრძნება დამეუფლა. -ეს ნახე აბა, ძალიან დიდი ხომ არ გაქვს? - მკითხა და ნაცრისფერი სპორტული შემოსაცმელი გამომიწოდა. მეგონა მძიმე იქნებოდა, თუმცა ჰაერივით მსუბუქი და ფაფუკი იყო. რა თქმა უნდა დიდი მქონდა - ჩემს ტანზე მოკლე კაბის სიგრძის იყო, ასევე საკმაოდ განიერი. ჩავიცვი და ალექსანდრეს წინ დავდექი რომ შემოეხედა. ამათვალიერ-ჩამათვალიერა და ჩაიცინა. - ძალიან გიხდება - მითხრა ბოხი ხმით და ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი. -მადლობა - ვუპასუხე მოკლედ. -არ გაიხადო, თორემ იცოდე გაცივდები - მითხრა მზრუნველი ტონით. გული ამიჩქარდა. ისევ ალექსანდრეთი ვიყავი გაბრუებული. შემოსაცმელს მისი სურნელი ჰქონდა და იმდენად მსიამოვნებდა სასიამოვნო არომატის გარემოცვაში ყოფნა, რომ ცხოვრების ბოლომდე არ გავიხდიდი ალბათ. მომიახლოვდა და ხელით თმაზე წამეთამაშა. ჯიუტად მქონდა მზერა იატაკისთვის გასწორებული. აღელვებული და აფორიაქებული ვიყავი და ერთ ადგილას გაშეშებული ვიდექი. ვგრძნობდი რომ დაჟინებით მიყურებდა. ალბათ მხეცის თვალები ჰქონდა. -დღესაც უნდა ივარჯიშო? - სიჩუმეში ჩემი გაუბედავი ხმა გაისმა. ვერ გავძელი მის წინ ჩუმად ვმდგარიყავი... რამე უნდა მექნა, თორემ მალე აღელვება პიკს მიაღწევდა. -ხო ალბათ... - მიპასუხა ბოხი ხმით. თვალებში შევხედე... გაურკვეველი მზერა ჰქონდა, თითქოს რაღაცას ფიქრობს და ვერ გადაუწყვეტიაო. -ბავშვებთან დავბრუნდეთ - ვუპასუხე ხმადაბლა და მივბრუნდი. უხმოდ გამომყვა უკან. ბიჭებთან დაბრუნებულებს ლილე თოკას კალთაში დაგვხვდა მისივე შემოსაცმელით. -თქვენ გელოდებოდით, მაგარი რაღაც მოვიფიქრეთ - თქვა აჟიტირებულმა ლილემ. -რა? - ვკითხე ინტერესით. -სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშოთ - მხიარულად შემოკრა ტაში. -და სასტუმროში ავიდეთ თორემ ახლა მგონი ისევ გაწვიმდება... ძაან უჟმური ამინდია - უკმაყოფილოდ ამოიბუზღუნა ერეკლემ. ყველა ჩემსა და ლილეს ოთახში ავედით. წრეზე დავსხედით... ალექსანდრე ჩემს პირდაპირ დაჯდა. არა რაა, სპეციალურად მიკეთებს ამას! -ბავშვებოო, დარწმუნებული ვარ კითხვების მოფიქრება ყველას გეზარებათ, ამიტომ მობილურში გადმოვწერე ამ თამაშის აპლიკაცია, ხოდა ვისაც რა ამოუვა იმას იზამს. რას იტყვით? - საწყალი თვალებით გადმოგვხედა ბაჩომ. ცოტაც და ალბათ მუხლებზე დაგვჩოქებდა კითხვები არ მომაფიქრებინოთო. ყველა დავთანხმდით და თამაში დავიწყეთ. კითხვებს ბაჩო ახმოვანებდა. -იცოდეთ, ტყუილებს არ ვართ! ლილე სიმართლე თუ მოქმედება? - იკითხა ბაჩომ. -სიმართლე -მგონი ჯობდა მოქმედება აგეღო - ახარხარდა ბაჩო კითხვის დანახვისას. -რა კითხვაა? - დაიძაბა ლილე. -რა უნდა ქნას ვინმემ, რომ შენი კოცნა დაიმსახუროს? - ამის გაგებისას ლილე აწითლდა, თოკას გაეღიმა, დანარჩენები კი ბაჩოს ავყევით სიცილში. -უნდა შემიყვარდეს - თქვა მოკლედ. -კარგი... დეა სიმართლე თუ მოქმედება? -სიმართლე - ვუპასუხე და გულში ვინატრე ლილესნაირი უხერხული კითხვა არ ამომსვლოდა. -ოდესმე ხალხის წინაშე გიტირია?- ბურტყუნით ამოიკითხა ამოსული კითხვა. -არა - უარვყავი და დავმშვიდდი რომ ასეთი ადვილი კითხვა ამომივიდა. -ალექსანდრე სიმართლე თუ მოქმედება? -მოქმედება - უპასუხა მოკლედ. -ხელებზე დადექი და 1 ჭიქა წყალი დალიე - აშკარად მომავალი სანახაობით დაინტერესებულმა წაიკითხა და ალექსანდრეს გაეკრიჭა. -აკრობატი კი არ ვარ ხელებზე დამდგარმა წყალი ვსვა - შეიცხადა ალექსანდრემ და ყველას გაგვეცინა. -კაი ფეხები კედელს მიაყრდენი რომ არ წაიქცე თუგინდა - უთხრა ერეკლემ. ოთახი რომ არ დაგვესველებინა ყველა სააბაზანოში გავედით და იქ ვუყურეთ გაწვალებულ ალექსანდრეს. ბოლო ყლუპის დალევა გაუჭირდა და თან ჭიქიდან ცოტა წყალი გადმოასხა, თუმცა დაკისრებული მისია მაინც წარმატებით შეასრულა და ყველა უკან დავბრუნდით. -თოკა - თქვა ბაჩომ და ძმაკაცს გახედა. -სიმართლე -ბოლოს ვის აკოცე და როდის? - იკითხა და ეშმაკურად ააციმციმა თვალები. -დღეს დილით ლილეს - გაეცინა ბიჭს და ლილეს ხელი თავისაში მოიქცია, ლილემ კი მორიდებულად ჩაიცინა. -ერეკლე სიმართლე თუ მოქმედება? -მოქმედება - განაცხადა მანაც თამამად. -რომელიმე მოთამაშეს პომადა წაუსვი ხელების გამოყენების გარეშე - თქვა და მე და ლილეს გამოგვხედა - გოგოებო პომადა გვინდა. -ახლავე - სიცილით წამოვდექი ფეხზე და პომადები გადმოვიღე - ფერი ერეკლემ აირჩიოს. -ვარდისფერი მომეცი - თქვა აშკარად კმაყოფილმა - აბა ბაჩო ტუჩები მოამზადე - ახარხარდა ბოლო ხმაზე. -მეე? აუ კაი რა - აბუზღუნდა ბაჩო. -მიდი მიდი დროზე - სიცილით გააჩუმა და თან ფეხზე გახდა დაიწყო. -არ თქვა რომ ფეხით უნდა წამისვა თორემ აქვე წამივა გული - თქვა აღშფოთებულმა. -ხელით არაო შენ თვითონ თქვი და - მხრები აიჩეჩა უდარდელად და ბაჩოს მიუცუცქდა. -ვაიმეეე მკლავეენ! - დაიწყო ბაჩომ ყვირილი განწირული ხმით. იმდენად სასაცილო სანახავები იყვნენ რომ ვერც ერთი ოთახში მყოფი ვეღარ ვსუნთქავდით. ბაჩო თავს არ აჩერებდა და პომადა ტუჩებზე კი არა თითქმის მთელს სახეზე ესვა. -ვსიო, გალამაზებული ხარ - თქვა ბოლოს ერეკლემ და ძმაკაცს მოეშვა. -არ გაპატიებ ამას - შეუბღვირა მას და ისევ მობილური მოიმარჯვა. -უი ჩემი ჯერიც დამდგარა. მოქმედება მინდა - თქვა კმაყოფილმა - მაგიდაზე უნდა ავიდე და რამე სიმღერაზე ვიცეკვო. კარგით რაა - აბუზღუნდა უკმაყოფილოდ და ფეხზე ზლაზვნით წამოდგა. ერეკლემ ჩართო rihana – work და სანახაობის საყურებლად ოდნავ უკან ჩამოიჩოჩა. ბაჩო მაგიდაზე ავიდა და როგორც იტყვიან სტიქიაში დაიკარგა. ბოლოს twerk-იც კი დაამუღამა და იმდენი გვაცინა, რომ მუცელი სულ მთლიანად ამტკივდა. -კაი აღარ გინდა მეტი თორემ ახლა ცუდად გავხდები - ჩაილაპარაკა შეწუხებულმა ერეკლემ და სიმღერა გამორთო. კიდევ დიდხანს გავაგრძელეთ თამაში. ძალიან სასაცილო კითხვები და მოქმედებები ამოგვდიოდა და სიცილისგან ლოყებიც კი მტკიოდა. თითქმის შუაღამემდე ვთამაშობდით იმიტომ, რომ გარეთ კოკისპირულად წვიმა და ალექსანდრე ვარჯიშს ვერ მოახერხებდა, თანაც ციოდა და ოთახიდან გასვლა არ გვინდოდა. ალექსანდრემ გაიმარჯვა და 3 სურვილი მოიგო. შეეძლო ნებისმიერი ჩვენგანისთვის იმის შესრულება მოეთხოვა, რომელიც მოესურვებოდა, თუმცა მხოლოდ სამი და არა სათითაოდ სამ-სამი. ასე გადავწყვიტეთ, რადგან სხვა შემთხვევაში მოგებულს ზედმეტად ბევრი სურვილი გამოსდიოდა. -მე და დეას გვეძინება და თუ შეიძლება მარტო დაგვტოვეთ - სიცილით გამოაცხადა ლილემ და ბიჭები ფეხზე წამოაგდო. -შენ დაიძინე და დეამ ჯერ ოთახში წყალი უნდა ამომიტანოს - ირონიულად ჩაიცინა ალექსანდრემ და გამომწვევი მზერა გამისწორა. ბაჩომ ოთახიდან გასვლამდე სულ დუდღუნით ჩამოიბანა სახიდან პომადა, შემდეგ კი დანარჩენებთან ერთად სიცილით დაგვემშვიდობა. ალექსანდრემ დამიბარა დიდხანს არ მალოდინოო და ისიც გავიდა. -ლილე, თავს მოვიკლავ ახლა - ამოვიკნავლე საწყლად. -კი არ შეგჭამს, რა მოგივიდა - გამიცინა მხიარულად. -ჯობია შემჭამოს... ბოლოს მომიღებს ამ თამაშებით! - ბურდღუნით გამოვაღე ოთახის კარი და დაბღვერილი ჩავედი სასადილოში ცივი წყლის ასაღებად. ალექსანდრემ მითხრა ყინულებიანი მომიტანეო. მისი მოსაცმელი იმდენად კომფორტული იყო, რომ მეგონა ღრუბლებში დავცურავდი. ძალიან მომწონდა მისი სურნელის გარემოცვაში ყოფნა, თუმცა სულ ხომ ვერ დავიტოვებდი. ამის გაფიქრებაზე გული დამწყდა და ფეხის თრევით წავედი ალექსანდრეს ოთახისკენ. კარი შევაღე და ზურგით მდგარი ალექსანდრე დავინახე. მაისურს იხდიდა, იქვე სკამზე მიაგდო და დაკუნთული ტანი გამოაჩინა. ამის დანახვისას სახეზე სისხლი მომაწვა. ჩემკენ მობრუნდა, წყლიანი ბოთლი ტუმბოზე დავდე და მოვბრუნდი, რომ გამოვსულიყავი. -დეა - გავიგე მისი ბოხი ხმა და გული ამიჩქარდა. ერთ ადგილას გავჩერდი და ნელა მივტრიალდი მისკენ, თუმცა კარს არ მოვშორებივარ. გული ამიჩქარდა, როდესაც დავინახე ჩემკენ როგორ მოდიოდა. ოთახი ჩაბნელებული იყო, მხოლოდ მთვარის შუქი შემოდიოდა და სანახევროდ ანათებდა მას. ალექსანდრეს დაკუნთული ტანის სილუეტს ვხედავდი და დარწმუნებული ვიყავი რომ იმწამს ვნებით ანთებული თვალები ჰქონდა. -რა იყო? სინათლეს ავანთებ... - ვკითხე და შემდეგ გვერდზე გავიხედე სინათლის ჩამრთველის დასანახად, თუმცა იმ სიბნელეში რას დავინახავდი. -არ გინდა, დაანებე თავი - მიპასუხა დახშული ხმით და ჩვენს შორის არსებული მანძილიც დაფარა. კარზე ავეკარი მთელი ძალით და გახშირებული სუნთქვით ავხედე ერთი თავით მაღალ, ორმეტრიან მამაკაცს. მშვიდად სუნთქავდა, ყავისფერი თვალები თითქოს ჩაშავებოდა. პირი გამიშრა და ტუჩებზე ენა გადავისვი. ალექსანდრეს ეს არ გამორჩენია, მზერა ჩემს ტუჩებზე გადაიტანა და შემდეგ ისევ თვალებში შემომხედა. -ისე მიყურებ თითქოს მოკვლას გიპირებდე - დაიბუბუნა ბოხი ხმით და მარცხენა ხელით თმის ბოლოებზე წამეთამაშა. -გეჩვენება - ვუპასუხე აფორიაქებულმა აშკარად შეცვლილი ხმით და ტუჩზე ვიკბინე საკუთარი თავი ასე რომ გავეცი. ტუჩის კუთხე ჩახეტა და ჩუმად ჩაიცინა. მისი ყველა სუნთქვა სახეზე მეცემოდა და მაბნევდა. ისევ ისე მიმორჩილებდა, როგორც გუშინ... მარჯვენა ხელი წელის ადგილას მსუბუქად შეახო მის მოსაცმელს. ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს მართლა წელზე ჰქონდა ხელი მოკიდებული. მის სიმხურვალეს ვგრძნობდი და მთლიანად ახურებული ვიყავი. კარს უფრო მეტად მივეტმასნე და მარცხენა ხელისგულიც მივადე. -ვერ ვხვდები რატომ გამირბიხარ - თქვა დახშული ხმით ისე, რომ მზერა არ მოუშორებია. -არ გაგირბივარ - ისევ ვიუარე მისი „ბრალდება“ და უფრო მეტად ამიჩქარდა გული. მარჯვენა ხელი უფრო მოხარა და წელზე ნაზად შემეხო. წარმოვიდგინე როგორი გახურებული კანი ექნებოდა და ცხელმა ტალღამ დამიარა მთელს სხეულში, მუხლებში სისუსტე ვიგრძენი. -ყოველთვის მეწინააღმდეგები - თქვა თითქმის ჩურჩულით. -ყოველთვის არა - მეც თითქმის ჩურჩულით ამოვიკნავლე და ღრმად ჩავისუნთქე, რადგან ალექსანდრესთან ასე ახლოს მდგომს ჰაერი აღარ მყოფნიდა. -სულ მეპასუხები - მქრთალად გაიღიმა და ჩურჩულით მითხრა, მარცხენა ხელი ქვემოთ ჩააცურა და ისიც ძალიან მსუბუქად მომხვია წელზე. უკვე ვეღარ ვაზროვნებდი, თვალებში მიყურებდა და არ მაძლევდა საშუალებას სხვაგან გამეხედა, უზარმაზარ ტორებს შორის ვყავდი გამომწყვდეული და მიუხედავად იმისა, რომ ძალას არ მატანდა ერთ ადგილას ვმდგარიყავი მე თვითონ ვერ ვინძრეოდი. თავში მხოლოდ ალექსანდრე მიტრიალებდა. ხმის ტემბრსაც კი ვეღარ ვაკონტროლებდი იმდენად მქონდა ტვინში გამორთული საღი აზროვნების უბანი. -არ გეპასუხები - მისნაირად დავიჩურჩულე. ალექსანდრემ ტუჩის კუთხე ჩატეხა და ჩაიცინა. მეც გამეცინა... რასაც ამბობდა სიმართლე იყო და მაინც არ ვჩუმდებოდი. გაუთავებლად შემეძლო შევპასუხებოდი, ოღონდ რამეში არ დავთანხმებოდი. მოხვეული ხელებით მისკენ მიმიზიდა და ტანზე ამიკრო. გაუბედავად მოვხვიე ხელები კისერზე და ვიგრძენი როგორ გააჟრჟოლა ჩემი შეხებისას. როდესაც კვლავ მომღიმარი დავინახე მეც გამეღიმა. ნელა და აუჩქარებლად დაიხარა ჩემკენ. უკვე არსად გაქცევას აღარ ვაპირებდი... კოცნის მოლოდინში ჟრუანტელმა დამიარა და თვალები დავხუჭე. -მიყვარხარ - დაიჩურჩულა ჩემს ბაგეებთან და მწველი ტუჩები მომაკრო. მისი შეხებისთანავე გამოვეთშე სამყაროს. ალექსანდრეს კანის სიმხურვალე ტანსაცმელშიც აღწევდა, ხელები უფრო ძლიერად მომხვია და ტანზე მჭიდროდ ამიკრა. გრძელი თითები თმებში შევუცურე და მსუბუქად მოვქაჩე ჩემკენ. იმდენად მიზიდავდა მისი ვნებიანი ხელები და ტუჩები, რომ თითქოს საუკუნეა წყალი არ დამილევია და ახლა ვსვავო. საოცრად მკოცნიდა... მის ტუჩებს ვერ ვწყდებოდი და მგონი თვითონაც არ უნდოდა გაჩერებულიყო. ვგრძნობდი რომ ისიც მთელი გრძნობით მკოცნიდა. ხელებს ძლიერად მიჭერდა, თუმცა ამას ყურადღებაც მეც აღარ ვაქცევდი. ერთმანეთს დიდხანს ვკოცნიდით, სულ ამიწითლა ტუჩები. ნელ-ნელა ორივემ თითქოს გული ვიჯერეთო და ალერსი შეანელა, შემდეგ კი დიდი გაჭირვებით მოწყდა ჩემს ბაგეებს. მეც არ მინდოდა მოვშორებოდი, თუმცა უკვე ჰაერი აღარ მყოფნიდა და ტუჩებს ძლივს ვგრძნობდი. სახე შორს არ გაუწევია, რამდენიმე სანტიმეტრის მანძილზე მომშორდა და ამღვრეული თვალები გამისწორა. გულუბრყვილოდ ავუფახულე წამწამები თვალწინ და ჩემდაუნებურად მარცხენა ხელის თითებით ტუჩები „მოვძებნე“. ისევ დაიხარა და ჯერ თითებზე მაკოცა, შემდეგ კი ისევ ჩემი ბაგეები იპოვა და მსუბუქად წაეტანა. ამდენი კოცნისგან უკვე ვეღარ ვსუნთქავდი, თუმცა სუნთქვაზე მეტად კოცნა მინდოდა. ჩემივე სურვილებზე ჩავიცინე, ალექსანდრემაც ჩატეხა ტუჩის კუთხე და ისე მომაჩერდა. უკვე ყველანაირი უხერხულობა გამქრალი იყო ჩვენს შორის, გრძნობებში გამოტყდომამ ყველაფერი თავის ადგილზე დააბრუნა. -მარტო ჩემი ხარ და იცოდე შენს გვერდით სხვა ბიჭი არ დამანახო! - გამაფრთხილა ბოხი ხმით და შუბლზე მაკოცა. ............. ძალიან მიყვარხართ და მაბედნიერებთ! საუკეთესოები ხართ ტკბილებო!!! იმედია ისიამოვნეთ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.