შენს გვერდით სხვა ბიჭი არ დამანახო! (9)
გემრიელად ვისაუზმეთ და შემდეგ ბავშვების სანახავად წავედით. -გეუბნები გაჯობებთქო ვაახ! - შორიდან ბაჩოს და ერეკლეს გაცხარებული დავა მოგვესმა და ჩვენც ეზოში გავედით. -რა ხდება? - იკითხა ალექსანდრემ და ბიჭებს თვალი მოავლო. -ვერ შეთანხმდნენ რომელს შეუძლია უფრო მეტი ჰამბურგერის ჭამა - გაეცინა თოკას. -მაინცდამაინც უნდა შეგეჯიბრო რომ დაიჯერო? - შეეპასუხა ერეკლე ბაჩოს ჩვენკენ გამოხედვის გარეშე. -ვაიმეე ტვინი წაიღეთ უკვე! - დაიყვირა მობეზრებულმა თოკამ - ან შეეჯიბრეთ ერთმანეთს ან მოკეტეთ... -ხოდა შევეჯიბროთ - წამში გადაწყვიტა ბაჩომ და ძმაკაცს ეშმაკურად ჩაუკრა თვალი. -ჰამბურგერებს მოვიტან - აკისკისდა ლილე. სიცხე აღარ ჰქონდა და ამიტომ ოთახში არ ჩერდებოდა. -ძლივს გამოკეთდი ლილე, ზედმეტად ნუ იღლები, თორემ სისუსტეს იგრძნობ და უარესად გახდები - გამაფრთხილებელი ტონით უთხრა თოკამ. მაინც არ მოსწონდა ის იდეა, რომ სიცხის დაკლებისთანავე ქალბატონმა გარეთ გამოსვლა აიჩემა. -როგორ უნდა დავიღალო სასადილომდე მისვლით და მოსვლით! - თვალები გადაატრიალა ლილემ, თუმცა ტუჩის კუთხეში ღიმილი მაინც გაეპარა. უხაროდა ასეთი მზრუნველი ბიჭი რომ ჰყავდა... -მგონი სჯობს პირდაპირ იქ ვჭამოთ - თქვა ერეკლემ. -ხო, ხო... წავედით - დაეთანხმა ბაჩოც და ყველა სასადილოსკენ გავემართეთ. მე და ლილე ძალიან აჟიტირებულები ვიყავით, რადგან წინ უდაოდ სასაცილო სანახაობა გველოდა. ბაჩო და ერეკლე საბრძოლო ხასიათზე იყვნენ, ხოლო თოკას და ალექსანდრეს ძმაკაცების ბავშვურ ახირებაზე ეცინებოდათ. -ეს გვეყოფა? - ბაჩო და ერეკლე ორ-ორი გადავსებული სინით მოვიდნენ და მაგიდაზე დადეს. -გეყოფათ კი არა ვეღარ ისუნთქებთ! - შეიცხადა თვალებგაფართოებულმა ლილემ. -თუ რამეა შეჯიბრისას შემოგვაწოდეთ - თქვა ერეკლემ და ძმაკაცის წინ მოთავსდა სკამზე. -ჰამბურგერის ქაღალდები თქვენთან ახლოს დააწყვეთ რომ მერე დათვალოთ - ვუთხარი ბიჭებს. -ჰო მართალია... ჯობია მასე დავთვალოთ თორემ ისე აგვერევა - დამეთანხმა ერეკლე. -აბა დავიწყოთ! - თქვა ბაჩომ და პირველ ჰამბურგერს ეცა. ერეკლემაც მას მიბაძა და დიდი მონდომებით შეუდგა ჭამას. თვალის დახამხამებაში გადასანსლეს 10-10 ჰამბურგერი და იმავე შემართებით განაგრძეს დანარჩენების „გადმუშავება“. -დეა, მგონი დამატება უნდათ - ჩაიცინა ლილემ. -მოვიტან - ფეხზე წამოვდექი და დახლიდან 30-მდე ჰამბურგერი ავიღე. ყველა გაოცებული უყურებდა ბაჩოს და ერეკლეს, ისინი კი ჰამბურგერების ჭამით იყვნენ გართულნი. -რომელი აჯობებს შენი აზრით? - ჩურჩულით ვკითხე ალექსანდრეს და გამეცინა. -ალბათ ბაჩო - მხრები აიჩეჩა და ისევე მიპასუხა, შემდეგ კი ხელები წელზე მომხვია და მიმიხუტა. -დღეს ხომ არ ივარჯიშებ? - ვკითხე მუდარის ტონით და მზერა გავუსწორე. -არ ვიცი... თან მინდა და თან არა - მიპასუხა ყოყმანით. -არ მინდა რომ გადაიღალო... ჯობია დღეს დაისვენო - ხელები კისერზე მოვხვიე და ცხვირი მის კისერში ჩავრგე. -ჩემი პატარა მზრუნველი ქალბატონი ხარ - თბილად გამიცინა და კისერში ხმაურიანად მაკოცა. სიამოვნებისგან გამაჟრჟოლა და თვალები დავხუჭე, მალევე ალექსანდრეს ჩაცინება გავიგე და წარბშეკრულმა ავხედე. -რა გაცინებს? -ჩემს შეხებაზე ჟრუანტელი რომ გივლის ძალიან მსიამოვნებს - მიპასუხა თვალებში ჭინკაათამაშებულმა. -შენც იგივე მოგდის და მარტო მე ნუ დამცინი - „გავებუტე“ და ზურგი შევაქციე. ბიჭებს გავხედე, რომლებიც უკვე ძლივ-ძლივობით ახერხებდნენ ყბების მოძრაობას და გამეცინა. -ნუ მოკვდებით რა - სიცილით „ვთხოვე“ მათ. ალექსანდრე ზურგიდან მომეხუტა და ხელები წელზე მომხვია, ცხვირი კი ჩემს თმებში ჩარგო და ისე განაგრძო ძმაკაცების დაკვირვება. -ჯერ ეს გაჩერდეს და მერე მეც აღარ შევჭამ - ამოიბურტყუნა პირგამოტენილმა ბაჩომ და თან საცოდავად დაიჭყანა. -ჯერ მე რატომ უნდა გავჩერდე? დადე ჰამბურგერი და მეც დავდებ - შეეპასუხა არანაკლებ პირგამოტენილი ერეკლე და თან სკამის საზურგისკენ მოწყვეტით გადაეშვა. -ახლა კუჭი გამისკდება ან მე თვითონ გავსკდები... - ადუდღუნდა ბაჩო და დაბღვერილმა განაგრძო ჭამა. -შე*ემა გაჩერდი და გავჩერდებითქო ვახ! - წამოიძახა ერეკლემ, მაგრამ ბაჩოს ჯინაზე მაინც ჩაკბიჩა კიდევ ერთი ლუკმა. -არა - ენა გამოუყო ძმაკაცს და გაეცინა, თუმცა მალევე დაიღალა და მუცელზე ხელი მოისვა - ცხრა თვის ორსული ქალივით დამაჯდა მუცელი - ამოიბურტყუნა და ყველას საწყალი თვალები მოგვაპყრო. -შენი ბრალია - გაეცინა თოკას - შენ დაიწყე იმის მტკიცება, რომ ჰამბურგერეების ჭამაში ვერავინ გაჯობებს... -მასეა გეთანხმები - ნათქვამი დაადასტურა ბაჩომ. -ბაჩო აღარ ჩერდები? - მავედრებელი ხმა ჰქონდა ერეკლეს. -ჰამბურგერის ფორმაც რომ მივიღო შენამდე არ გავჩერდები - თამამად უპასუხა ბაჩომ და ზლაზვნით ჩაკბიჩა კიდევ ერთი ლუკმა. -იმენა ვირივით ჯიუტი ხარ რა... - ჩაიდუდღუნა ერეკლემ. -ვაიმეე ამის მერე ჰამბურგერი არ დამანახოთ უახლოესი 1 კვირა იცოდეთ! - გამაფრთხილებლად აწია თითი ბაჩომ და დამთავრებული ჰამბურგერის ქაღალდი დაკუჭა, თან ახლის ასაღებად დაიხარა. -გაჩე, ვსიო მეტი აღარ შემიძლია - გააჩერა ერეკლემ და მისავათებულმა დაუმთავრებელი ჰამბურგერი მაგიდაზე დააგდო. -ვინმემ დათვალეთ რა - გადმოგვხედა არანაკლებ ცუდად მყოფმა ბაჩომ და ერეკლესავით გაწვა სკამზე. -ახლავე - ვუპასუხე და თვლას შევუდექი. ბაჩოს 25 ჰამბურგერი ჰქონდა ნაჭამი, ერეკლეს კი 21. ბაჩოს იმდენად გაუხარდა გამარჯვება, რომ ფეხზე წამოხტა და გახარებულმა დაიწყო სირბილი „მოვუგე, მოვუგეს!“ ძახილით. საღამომდე ამაყად იძახდა ჰამბურგერების მამა ვარო. იმ დღეს გადავწყვიტეთ ადრე დაგვეძინა, რადგან მეორე დღეს შეჯიბრი დილაადრიან იწყებოდა. ბაჩო და ერეკლე თავიანთ ოთახებში წავიდნენ, თოკა და ალექსანდრე კი ნომრის კარამდე გამოგვყვნენ, შემდეგ კი თავიანთი ნომრებისკენ გაემართნენ. -ლილე, სიცხე გაიზომე რა... - როგორც კი ოთახის კარი დავკეტეთ, მაშინვე მას მივუბრუნდი და თან თერმომეტრის ძებნა დავიწყე. -მგონი მაქვს, მაგრამ დაბალი... - მიპასუხა და შუბლი ხელით მოსინჯა. რომ გაიზომა თერმომეტრმა 37.4 აჩვენა, უკმაყოფილოდ ამოვიოხრე და დასაძინებლად გავემზადე. -წამალი მოგცე? ღამით არ აგიწიოს.. - ვუთხარი ლილეს. -არამგონია... კარგად ვარ არ ინერვიულო. ოღონდ თოკას არ უთხრა რომ სიცხე მქონდა კაი? - მთხოვა და ლეკვის თვალებით შემომხედა. -რატომ?! - გამეცინა და გაკვირვებულმა შევხედე. -მერე გამიბრაზდება რატომ არ დამიჯერე რომ გითხარი კიდევ იწექიო და მაგისი თავი არ მაქვს - მიპასუხა მობეზრებულად. -ხედავ? მეც იგივე გითხარი და მაინც არ დამიჯერე - ვუპასუხე დამრიგებლური ტონით. -შენც არ დაიწყო ახლა... - ხელი ჰაერში აიქნია და საბანში ჩაძვრა. აღარ შევპასუხებივარ, საცვლებით შევძვერი საბნის ქვეშ და კომფორტულად მოვეწყვე. მთელი ერთი საათი გაუთავებლად ვწრიალებდი საწოლში. ალექსანდრეზე ფიქრებმა კინაღამ გამაგიჟეს. სწორად მოვიქეცი სავარჯიშოდ რომ არ გავუშვი? იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა და შემდეგ ეს ყველაფერი სანანებელი არ გამიხდებოდა. რომ ვეღარ მოვისვენე საწოლზე წამოვჯექი. ოთახს მთვარის მკრთალი შუქი ანათებდა. ლილე უკვე უდარდელად ფშვინავდა... ფეხზე წამოვდექი, ატლასის თხელი ხალათი წელზე მჭიდროდ შევიკარი და ოთახის კარისკენ წავედი. სად მივდიოდი? მეც ვერ ვიჯერებდი, მაგრამ ალექსანდრესთან მივდიოდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი იმას, რომ მამაკაცს შუაღამეს ოთახში ხალათით შევუვარდებოდი სრულიად „მშვიდობიანი“ მიზეზით - ჩახუტების თხოვნით. არ ვიცი შეძლებდა თუ არა თავის შეკავებას, როდესაც ასეთ ფორმაში გამოწყობილს დამინახავდა, თუმცა ვიმედოვნებდი, რომ თავს გააკონტროლებდა, რადგან მე შეწინააღმდეგებას ნამდვილად ვერ მოვახერხებდი. მისი ალერსი იმდენად გამაბრუებელი იყო ჩემთვის, რომ ალბათ წინააღმდეგობის გაწევას ვერასდროს შევძლებდი. გულისფანცქალით გავიარე დერეფანი და მალე თავი ალექსანდრეს ოთახის კარის წინ ამოვყავი. „შევიდე? თუ არა...“ - უკვე მეათასეჯერ გამიელვა ამ ფიქრმა გონებაში და საბოლოოდ გადავწყვიტე კარი გამეღო. ალექსანდრე საწოლზე იწვა და მშვიდად ეძინა. კარის დასაკეტად მივბრუნდი, თუმცა უეცრად მისი ხმა გავიგე და მოულოდნელობისგან შევკრთი. -დეა? - გაკვირვებულმა თქვა და თან თვალები მოისრისა. არაფერი მიპასუხია, კართან დავდექი და ვიგრძენი როგორ დამიარა მთელს ტანში ცხელმა ტალღამ, როდესაც საცვლისამარა ალექსანდრე დავინახე. საბედნიეროდ გარედან ძალიან მცირე განათება შემოდიოდა და ყველაფერი გარკვევით არ ჩანდა, თუმცა დარწმუნებული ვარ იმ რამდენიმე წამში ალექსანდრემ ჩემი ჩაცმულობა გარკვევით დაინახა. -რამე მოხდა? ხომ კარგად ხარ? - მკითხა ისევ გაურკვევლობაში მყოფმა, ფეხზე წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა. -ალექსანდრეე! რანაირ ფორმაში ამეტუზე წინ! - თვალებზე ხელები ავიფარე და კისკისით ვუსაყვედურე. -უკაცრავად დასაძინებლად ტრუსით რომ ვწვები - გაეცინა მასაც და ხელები წელზე მომხვია. - რატომ შემომეპარე ოთახში? - ყურში ვნებიანად მიჩურჩულა და ვიგრძენი როგორ მომაწვა სისხლი სახეზე. -რავი.. უბრალოდ - ვუპასუხე ბურტყუნით და მზერა გავუსწორე. -ცეცხლს ეთამაშები დეა - მითხრა ვნებისგან დახშული ხმით. -ვიცი... მაგრამ ვერ დავიძინე და გადავწყვიტე შენთან მოვსულიყავი - სწრაფად მივაყარე ერთმანეთს და ქვედა ტუჩზე ვიკბინე, როდესაც ალექსანდრეს მწველი კოცნა ვიგრძენი კისერში. -და იმის იმედი გაქვს, რომ ასეთ ფორმაში გამოწყობილს გულგრილად შემოგხედავ? - მკითხა ბოხი ხმით. -ჰო... - დავიჩურჩულე ძლივსგასაგონად, თუმცა ალექსანდრემ მაინც გაიგო და ჩაიცინა. -გინდა რომ გამაგიჟო და ბოლო მომიღო? - ამოიოხრა დაღლილი ტონით, ტუჩები მსუბუქად გამიხახუნა და შემდეგ ვნებიანად მაკოცა. -რა? რატომ? - დაბნეულმა გულუბრყვილოდ ავხედე ერთი თავით მაღალ მამაკაცს. -ნახევრად-შიშველი რომ გამომეცხადე ოთახში შუაღამეს რას ფიქრობდი... - უკმაყოფილოდ შეკრა წარბები და ისევ შემომხედა სურვილისგან ამღვრეული თვალებით. -ვფიქრობდი, რომ მძინარეს ჩაგეხუტებოდი და მეც დავიძინებდი - დავიწყე პატარა ბავშვივით ბუტბუტი. ბოლო სიტყვის თქმა ძლივს მოვასწარი, როდესაც ალექსანდრეს ტუჩები ჩემსაზე ვიგრძენი და თვალები დავხუჭე. რაღაც ძალა არსებობდა მგონი ჩემსა და ალექსანდრეს ტუჩებს შორის. შევიგრძნობდი თუ არა მოშორება არ მინდოდა. მარცხენა ხელი კისერზე მოვხვიე, მარჯვენა ხელის თითები კი თმებში შევუცურე. -ეს ძილს არ გავს - დაიჩურჩულა ჩემს ტუჩებთან და ისევ მაკოცა. თან მარჯვენა ხელი ხერხემალზე ამოასრიალა. -მაშინ დავიძინოთ - წამით მოვწყდი ალექსანდრეს ბაგეებს და ვნებისგან შეცვლილი ხმით ვუპასუხე. -ფეხზე დამდგარი ვერ დაიძინებ - ყურთან დახშული ხმით დაიბუბუნა, წელზე შემისვა და საწოლისკენ გაემართა. კისერი ისე ოსტატურად დამიკოცნა, რომ სიამოვნებისგან ამოვიკვნესე. ფრთხილად დამაწვინა, თვითონ კი ზემოდან მომექცა. -უკვე ვწევართ - დავიჩურჩულე და თითები მის კისერზე ჩამოვასრიალე. -დავიძინოთ? - მკითხა და ჩემს ბაგეებს დაწვდა. -ჰო - გაურკვეველი ბგერებით ვუპასუხე და წამით განთავისუფლებული ტუჩები მარცხენა ხელით მოვსინჯე. ამდენი კოცნისგან თითქმის ვეღარ ვგრძნობდი. ალექსანდრემ მარცხენა ხელი წელიდან თეძოზე ჩაასრიალა, შემდეგ კი ფეხზე და თითები მჭიდროდ ჩამავლო. ჩემდაუნებურად ამოვიკვნესე და ტუჩებში უფრო ვნებიანად ვაკოცე. -ძალიან ცუდად იქცევი დეა... იცოდე დაისჯები - მითხრა თითქოს უკმაყოფილო ტონით. ხელი წელზე ამოაცურა და კისრის დაგემოვნებას შეუდგა. -რატომ? - ვკითხე გულუბრყვილოდ. -ძალიან სასტიკ გამოცდებს მიწყობ - მიჩურჩულა ყურთან და იქვე ვნებიანად მაკოცა. - ახლა თუ არ გავჩერდი მერე გვიანი იქნება... თავი ყველაზე უთავმოყვარეო გოგოდ ვიგრძენი. მართლა რა საშინლად ვიქცეოდი და ვექცეოდი... საერთოდ არ შემეძლო სურვილს წინ აღვდგომოდი, საღად ვეღარ ვაზროვნებდი. ვიგრძენი როგორ გამეჩხირა ყელში ბურთი და სახეზე სისხლი მომაწვა. ალექსანდრეს კისრიდან ხელები ჩამოვაცურე, მისი მავთულ-ხლართები მოვიშორე და აივანზე გავედი დასამშვიდებლად, რათა არ ავტირებულიყავი. -გამიბრაზდი? - მკითხა დამნაშავესავით აივნის კართან მდგომმა. ხელები აივნის მოაჯირზე ძლიერად მქონდა ჩაჭიდებული და მთვარეს ჯიუტად ვუყურებდი. ახლა ხმა რომ ამომეღო შეატყობდა ტირილის პირას რომ ვიყავი მისული და თავს უფრო დამნაშავედ იგრძნობდა. არადა პირიქით იყო. მისი მადლიერი ვიყავი... უსაზღვროდ. -ყველაფერი გავაფუჭე - დაამატა რამდენიმე წამში. მისკენ გაკვირვებული მივტრიალდი. მაშინვე მომანათა ყავისფერი თვალები. -შენ არაფერი არ გაგიფუჭებია... მე მოვიქეცი სულელურად აქ რომ მოვედი. არ ვიცი რამ გამომაშტერა, ოთახში დავბრუნდები - ხმადაბლა ვუთხარი ოდნავ დამშვიდებულმა და ოთახში შესვლა დავაპირე, თუმცა ალექსანდრემ არ შემიშვა. ხელი მაჯაზე მომკიდე და მისკენ მიმწია, მეორე ხელი კი წელზე მომხვია. -არ წახვიდე - თბილად მიჩურჩულა და გულში ჩამიკრა. -ვერ დავრჩები, მართლა სახიფათოა ახლა აქ მარტო ყოფნა - გამეღიმა და ჩავიცინე. -მაგას აქამდე უნდა მიხვედრილიყავი, ახლა ოთახიდან ფეხს ვეღარ გაადგამ - გამიცინა და ნიშნისმოგებით შემეპასუხა. -აუუ ალექსანრეე - დავიბუღუნე და ლეკვის თვალებით შევხედე. -რას მიშვრები დეა ისეთს რომ აზროვნების უნარს მართმევ? არასდროს გამჭირვებია საკუთარი თავის კონტროლი... მხოლოდ შენ გადაგყავარ ჭკუიდან და თან ამას ისიც ემატება რომ არ მაჩერებ... - ამის გაგებისას შემრცხვა და ვიგრძენი როგორ წამოვხურდი სახეზე. მზერა ავარიდე და თავი ოდნავ დავხარე. შუბლზე მაკოცა და ნელა მომშორდა. ხელები კისერზე მოვხვიე და ცხვირიც იქვე ჩავრგე. საყვარელი სურნელი მალევე შევიგრძენი და თვალები დავხუჭე. -აქ დგომით შენც ლილესავით არ გამიცივდე, ოთახში შევიდეთ - თქვა ალექსანდრემ და წელზე მოხვეული ხელით მსუბუქად მიბიძგა. -შუაღამეა უკვე, ხვალ ადრე უნდა ადგე. მალე დავიძინოთ... - საბანში შევძვერი და ალექსანდრეც გვერდზე მომიწვა. მარცხენა ხელი წელზე მომხვია და ცხვირი ჩემს კისერში ჩარგო. -დეა... - დაიბუბუნა ბოხი ხმით. -რა იყო? -ძალიან მიყვარხარ - მითხრა და უფრო მომეხუტა. ძალიან მსიამოვნებდა მისგან წამოსული ამ სიტყვის გაგება. გულში სითბო ჩამეღვარა და გამეღიმა. ხელის თითებით სახეზე მსუბუქად მოვეფერე და ტუჩებზე ნაზად ვაკოცე. -მეც ძალიან მიყვარხარ... - დავიჩურჩულე იქვე, შემდეგ კი კნუტივით გავიტრუნე და დასაძინებლად თვალები დავხუჭე. -ჰეიიი!!! ჩემპიონო გაიღვიძეე!!! - დილაადრიან ოთახში ბიჭები შემოვარდნენ და საზეიმო ყიჟინით აიკლეს იქაურობა. -რა გაყვირებთ შე*ემა... - თვალების სრესით წამოყო თავი თმააბურდულმა ალექსანდრემ და მეც გამოვფხიზლდი. -ვაა დეა... - გაუკვირდა ერეკლეს. -რა ჩაიდინეთ გამოტყდით! - ძმაკაცს მხარზე ხელი მოხვია ბაჩომ და ეშმაკური სიცილით გადმოგვხედა. -არაფერი - შეუღრინა ალექსანდრემ. -ეს ისეთი აღრენილია აშკარად არაფერი ჩაგიდენიათ - ახარხარდა ბაჩო და ერეკლეც მას აყვა. -თოკა სადაა, თქვენ არ შემოგყვათ? - იკითხა ალექსანდრემ და ოთახს თვალი მოავლო. -ლილესთან გაიძურწებოდა - მობეზრებულად თქვა ერეკლემ. -ჰეე ბიჭო ადექი ახლა! რა პატარძალივით წამოგორებულხარ მაგ საწოლში! - შეიცხადა ბაჩომ. -გამასწარი ახლა ოთახიდან სანამ ფეხზე წამოვდგები - თვალები დაუბრიალა ალექსანდრემ და ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა. -მასე ბიჭო რაა! ძლივს არ დამანახა თავისი ღიმილი?! - შესძახა გახარებულმა ბაჩომ. -კაი ჩაიცვით და ქვემოთ ჩამოდით მალე - დაგვიბარა ერეკლემ და ბაჩოსთან ერთად გარეთ გავიდა. -აბა როგორ განწყობაზე ხარ? - ვკითხე პოზიტიურად და ტუჩებში მოწყვეტით ვაკოცე. -ძალიან მაგარზე, მაგრამ მშია და შემომეჭმები - მიპასუხა ეშმაკურად მოცინარმა, შემდეგ კი ზემოდან მომექცა და ხმაურიანად დამიკოცნა მთელი სახე. -ალექსანდრეე! ნუ გამგუდე - ავკისკისდი მხიარულად. კოცნა შეწყვიტა, თუმცა შემდეგ იმდენი მიღუტუნა სიცილისგან კინაღამ გავსკდი. ძლივს მოვიშორე და ავდექით კიდეც. მისი პერანგი ავიღე და ჩავიცვი, რომ ჩემს ოთახამდე მივსულიყავი. -მალე ჩაიცვი - დამიბარა მან და ნომრიდან გამოვედი. მალევე ჩავიცვი ჯინსის შორტი, შავი კეტები და შავი ტოპი, თმები დავივარცხნე და ფრენა-ფრენით გავეშურე სასადილოსკენ. ყველამ ერთად ვისაუზმეთ, შემდეგ კი ალექსანდრემ თავისი დაფა აიღო და პლაჟისკენ გავემართეთ. რომ მივედით ქალების შეჯიბრი უკვე დამთავრებული იყო და გამარჯვებულს ჟურნალისტები დახვეოდნენ თავს. ალექსანდრეს უთხრეს მონაწილეებთან ერთად მაყურებლებისგან განცალკევებით დამდგარიყო. ტუჩებზე მაკოცა, მე კიდევ წარმატებები ვუსურვე და ბავშვებთან დავრჩი. დაიწყო შეჯიბრება და დავინახე როგორ გადიოდა ორ-ორი მონაწილე ერთდროულად. ხან ერთი დგებოდა ტალღაზე და ხან მეორე. რამდენიმე ცდის შემდეგ კი გამოდიოდნენ. ერთი-ორმა საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო და მზადყოფნაში მდგომმა სასწრაფოებმაც მალევე გააქანეს უახლოეს საავადმყოფოში. ალექსანდრეს ნათქვამი ახდა - ყველაზე დიდი ტალღები იყო, რაც კი აქამდე მენახა. -ახლა ალბათ ალექსანდრეც გამოვა - თქვა დაძაბულმა თოკამ. გვერდით ლილე ეჯდა, რომელსაც თხელი ჟაკეტი ჰქონდა მოცმული თოკას დიდი დაჟინებით. აიტეხა ცოტათი მაინც გაციებული ხარ და შემოსაცმელი წამოიღეო. ლილესაც სხვა რა გზა ჰქონდა... თოკას დაუჯერა და თხელი შემოსაცმელი გამოიყოლა. -ლილე, მალე მოვალ - ვუჩურჩულე ყურში. -რა? ალექსანდრეს არ უნდა უყურო?! - მკითხა გაკვირვებულმა. -ვუყურებ - მოკლედ მოვუჭერი და მონაწილეებისკენ დავიძარი. ჩუმად შევიპარე დარჩენილ მონაწილეებთან და ალექსანდრეს ზურგიდან მივეხუტე. -დარწმუნებული ვარ ყველას აჯობებ - ვუჩურჩულე ყურში. გაკვირვებული მოტრიალდა და ჩემი დანახვისას სახე გაებადრა. -აქაც შემოიპარე? - თბილად გამიცინა და ხელები წელზე მომხვია. -ქალბატონო, აქ მონაწილეები არიან. გთხოვთ იქეთ დადექით - მოგვიახლოვდა დაცვა. -მეც მონაწილე ვარ, თმისსამაგრი დავკარგე და ვეძებ - ვუპასუხე მაშინვე, შემდეგ კი ალექსანდრესკენ მოვბრუნდი. თავი მოვატრიალე თუ არა, მაშინვე ტუჩებზე მეცა. საკმაოდ ბევრი ადამიანი გვიყურებდა, თუმცა იმ მომენტში სულ არ მაინტერესებდა ეს ფაქტი. მე ხომ მის გასამხნევებლად ვიყავი მოსული!.. -თქვენი თმისსამაგრი არ შეგვინიშნავს. შეგიძლიათ მიბრძანდეთ... - კიდევ უფრო მოგვიახლოვდა დაცვა. -ახლავე - ერთი წამით მოვწყდი ალექსანდრეს ტუჩებს, შემდეგ კი თითები თმებში შევუცურე და ჩემკენ მსუბუქად მოვქაჩე. -წესებს არღვევთ! - მოგვმართა მკაცრად. მე და ალექსანდრე სიცილს ძლივს ვიკავებდით, თუმცა კოცნას ჯიუტად არ ვწყვეტდით. -ძმურად ცოტახანს მაცადე რა - სიცილით მიმართა დაცვას, წელზე შემომისვა და დამაბზრიალა. -თქვენი გასვლის დროა - თქვა რამდენიმე წამით გაჩუმებულმა კაცმა. -გამოაცხადეს?! - ვიკითხე გაკვირვებულმა. -დიახ, ამწამს თქვეს თქვენი სახელი - დამიდასტურა მობეზრებული გამომეტყველებით. -კარგი, უნდა წავიდე ახლა... - ძირს ფრთხილად ჩამომსვა ალექსანდრემ. -მიყვარხარ - შეყვარებული ღიმილით ავხედე, შემდეგ კი დაცვის თხოვნით მაყურებლებისკენ დავბრუნდი. ......... ესეც შემდეგი თავი... ვიცი რომ დავაგვიანე, მაგრამ ეს დღეები სახლში ფიზიკურად არ ვიყავი რომ დავმჯდარიყავი და დამეწერა. იმედი მაქვს ძალიან არ გაგაბრაზეთ... მიყვარხართ ყველა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.